შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 15


20-09-2021, 13:32
ავტორი გაზაფხული
ნანახია 760

ფრანკი უკვე მაგიდის თავში იჯდა და ხორციან ბლინებს შეექცეოდა, როდესაც ქვემოთ ჩავედი. ჩემს დანახვაზე სამივე მამაკაცი ფეხზე წამოიმართა და თავი დამიკრეს. ვიღაც, ვინც იმ სახლში ღამე გაათენა სხეული წამიბილწა. მაგიდას მივუჯექი და რამოდენიმე ნაჭერი პომიდორი და ყველის ნაჭერი დავიდგე თეფშზე ზრდილობის გამო.
-ერთი წუთით მომისმინეთ - ჩაახველა ფრანკმა და ნაცრისფერი პიჯაკის ღილი შეისწორა - წუხელ დიდი უსიამოვნება მოხდა ჩემს სახლში. ეს პირველ რიგში ჩემი შეურაცხყოფაა, რასაც უყურადღებოდ და დაუსჯელად ნამდვილად ვერ დავტოვებ. არავინ გაბედოს წასვლა მანამ, სანამ ამ თავსატეხს არ ამოვხსნი. საქმე იმაშია, რომ ბოროტება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ფრანკი ყველას სახეზე აკვირდებოდა მათი ემოციების შესასაწავლად - არის რაღაც, რასაც ვერავის ვაპატიებ და გუშინ სწორედ ასეთი რამ მოხდა.
-აღარ იტყვი რა მოხდა? - ოდნავ დაძაბული ხმით თქვა არტურმა.
-ვიტყვი, არტურ, აუცილებლად ვიტყვი, თუმცა ჯერ მინდა იცოდეთ, რომ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმ სიმშვიდითვის, რომლის დარღვევაც გუშინ ვიღაც ვიგინდარამ სცადა. წუხელ ღამით ელიზაბეტის ოთახში ვიღაც შეპარულიყო და მისი საგვარეულო სამკაული მოუპარავს. ელიზაბეტმა დაინახა, რომ ის მამაკაცი იყო, თუმცა ამის გარდა მან არაფერი იცის - მაგიდის წევრებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს და შეშფოთება გამოთქვეს - დღეს ყველას გელოდებით ჩემს კაბინეტში, რათა მოვაწყოთ გამოძიება. იმედი მაქვს წინააღმდეგი არცერთი არ ხართ, რადგან ქურდი სწორედ ჩვენ გვერდით არის.
ყველამ თავი დაუქნია. ჩაფიქრებულები ისხდნენ მაგიდასთან და არცერთ მათგანს აღარ გაუგრძელებია ჭამა. ისხდნენ მდუმარედ და ეშინოდათ საკუთარი სინდისის.
-რუთ - ფრანკმა სიჩუმე დაარღვია - სუფრა აალაგე და იმ ადამიანების სია შემომაწოდე კაბინეტში, ვინც წუხელ ღამით ღამე აქ გაათენა.
***
ფრანკმა კაბინეტის ხის მაგიდასთან მოიმარაგა ფურცლები, კალმები და რამოდენიმე ფანქარი. მწვანე, ოქროსფერ ზოლებიანი სავარძელი კომფორტულად მიადგა მაგიდას და ჩაჯდა. პიკაჯი კვლავ შეისწორა და ჩემი სამალავის ძებნა თვალებით დაიწყო. ფრანკს უნდოდა მომესმინა ყველას „აღსარება“, თუმცა მათ არ უნდა სცოდნოდათ ჩემი ოთახში ყოფნის შესახებ. მიზნის განსახორციელებლად საძინებლიდან ჩუმად გამოიტანა შირმა და სკამი სწორედ მის უკან დამიდგა.
-აიღე ფურცლები და კალამი და შენთვის საინტერესო მომენტები ჩაიწერე - გასცა ბრძანება და კვლავ დიდუბულად ჩაესვენა სავარძელში. შირმა იყო მუქი ლურჯი დიდი შინდისფერი ყვავილებით და საერთოდ არ უხდებოდა კაბინეტის ნაცრისფერ კედლებს, რომლებსაც ოქროსფერი ორნამენტები შეუსაბამოდ ეხატა.
ოთახში პირველი რუთი შემოვიდა, როგორც ოჯახის დიასახლისი. მას ვერ ვხედავდი, თუმცა ვგრძნობდი როგორი დაძაბულობა ტრიალებდა ოთახში.
-დაიწყე, რუთ, რას აკეთებდი მას შემდეგ, რაც ჩვენ წავედით დასაძინებლად? - ფრანკის ბოხი ხმა კიდევ უფრო დაბოხებულიყო.
-როგორც კი დასაძინებლად წახვედით, მაშინვე სუფრის ალაგება დავიწყე. რამოდენიმე მარცვალი ყურძენი შევჭამე და ცოტა ხნით ფიქრებში წავედი. ნახევრად ალაგებულ სუფრასთან დაახლოებით ათი წუთი გაუნძრევლად ვიჯექი. შემდეგ დავაფიქსირე, რომ გვიანი იყო და სასწაფოდ დავიწყე ჭიქების თასში მოთავსება და სამზარეულოში გატანა. დოროთიმ მითხრა, რომ ჭურჭელს ის დარეცხავდა, რადგან მისი ვაჟი სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო და მის მოსვლამდე დროს გავიყვანო. მეც მას მივეცი საქმე და მისაღებ ოთახში დავბრუნებულმა შევამჩნიე, რომ შემოსასვლელი კარი ღია იყო. მის დასაკეტად წავედი და გარეთ გავიჭყიტე. ეზოში, მაგიდასთან ნიკი იჯდა - რუთს დაძაბულობისგან ხმის იოგები უთამაშებდა - მივედი და ვუთხარი:
-ნიკ, აქ გაცივდებით, სჯობს სახლში შემოხვიდეთ ან პლედს მოგიტანთ.
-არა, რუთ, დიდი მადლობა. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან და ალბათ ამის ბრალია ჩემი ასეთი ყოფა. ყველაფერი, ყველა წარმოდგენა და ემოცია დაიმსხვრა ჩემთვის. ძალიან რთულია ამ ყველაფერს თვალი გაუსწორო. რა მაინც, როგორ გარდაიცვალა ჯო, ვინმემ გაიგეთ?
-არა - მოვიწყინე და ნიკის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი, მივხვდი რომ მეც მჭირდებოდა საუბარი - ელიზაბეტი შევიდა ჯოს ოთახში და კივილი მორთო. ისე უცნაურად კი მომეჩვენა, თუმცა აღარ ვთქვი. ელიზაბეტს ჯოს ოთახში ეძინა, ჯოს კი ელიზაბეტისაში. ჯოს ოთახის კარი, რომ ელიზაბეტმა გამიღო შევშფოთდი, მეტიც, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შეუძლოდ გავხდი.
-მე არ ვიცოდი მათ შესახებ - დანანებით თქვა ნიკმა - თითქოს მეწყინებოდა ან გავბრაზდებოდი მათზე. მე ამ მოგზაურობის ისეთივე წევრი ვიყავი, როგორც ისინი, თუმცა არაფრად ჩამაგდეს და არც კი გამაგებინეს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი - ხმაში ბრაზი ერეოდა - ჩვენ სამს ხშირად ერთ ოთახშიც კი გვძინებია, ესენი კი საიდუმლო რომანით დაკავებულიყვნენ და მე თვალებში ნაცარს მაყრიდნენ. ვინ იცის სექსი მაშინ ჰქონდათ, როდესაც მე მეძინა. ფუ, რა ამაზრზენობაა.
-შენ ახლა ნასვამი ხარ, თანაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაიგე, რამაც ნერვულ სისტემაზე ძალიან დაგარტყა. ჯოს გარდაცვალებით მოყენებული ტკივილი და ელიზაბეტისა და ჯოს რომანის გაოგნება ბობოქრობს შენში, თუმცა არამგონია რომელიმეს შენი ნდობა არ ჰქონოდა.
-მაშ რატომ დამიმალეს? - არ ცხრებოდა ის.
-ალბათ მოერიდათ გრძნობების გამხელის. იქნებ არც კი აღიქვამდნენ სერიოზულად მათ ურთიერთობას. მე ერთი რამ მაინტერესებს, ელიზაბეტს ქმარი ყოლიაო ამბობენ, მართალია?
-კი-ჰენრი. ძალიან კარგი ბიჭი იყო, საწყალი. უცნაურია, მაგრამ ელიზაბეტს თითქოს არც კი უდარდია მისი სიკვდილი. ერთხელაც არ უხსენებია მოგზაურობისას მისი სახელი. შეიძლება არც კი ჰყვარებია და თავიდანვე ჯო უყვარდა, მერე ჰენრი ჩამოიშორეს და - ნიკი თითქოს რეალობას დაუბრუნდა - რა სისულელეებს ვბოდავ. მგონი სასმელმა ტვინი სულ გამომირეცხა. ისე კი, ელიზაბეტი ძალიან ლამაზი ქალია, არ ვამტყუნებ ჯოს. თუკი ასეთი ქალი შენ გვერდით ყოფნას მოისურვებს უარი როგორ უნდა უთხრა არ მესმის.
შემდეგ ნიკი ადგა და წავიდა. მე ცოტა ხნით ვიჯექი სუფთა ჰაერზე და შემდეგ სახლში შევედი. დავწექი ჩემს საწოლში და დავიძინე. სხვა არაფერი გამიგია, ფრანკ, გეფიციები - რუთის სიტყვების მჯეროდა.
-არ დაგინახავს ნიკი საით წავიდა? - ჩაეკითხა ფრანკი.
-არა, როგორც გითხარი მე ქვემოთ დავრჩი, ის კი სახლში შევიდა. მისთვის თვალი აღარ გამიყოლებია, ვწუხვარ. ძალიან ძვირფასი იყო ის ნივთი, რაც დაიკარგა?
-ძალიან, რუთ. ფაქტობრივად მთელი მისი ცხოვრება იმ ნივთში იდო.
-და რატომ არ ჩხრეკ ხალხს? გავჩხრიკოთ მათი საძინებლები და ვიპოვით, რა საჭიროა ეს დაკითხვები?
-ასე საჭირო - მოკლედ მოუჭრა ფრანკმა - გადი და დოროთის დაუძახე.
ოთახში დოროთის ფშვინვა ვიგრძენი. ტანდაბალი, პუტკუნა ქალი იყო დოროთი, მუდამ შავი გრძელი კაბა ეცვა, კაბაზე კი თეთრი წინსაფარი. თმა შეკრული ჰქონდა და ალაგ-ალაგ თავისი შავი ფერის თმა მაინც შერჩენოდა. ის კართან მორჩილად ელოდა თავის რიგს.
-ბატონო ფრან - ღელავდა დოროთი - ყველაფერზე გიპასუხებთ რაც გაინტერესებთ. არაფერს დაგიმალავთ, ალალად გეუბნებით.
-მჯერა შენი გულწრფელობის - მისი ღელვა უყურადღებოდ არ დარჩა ფრანკს - რომელზე დაიძინე და რა დაინახე მას შემდეგ რაც ჩვენ დასაძინებლად წავედით?
-წუხელ ჩემი ბიჭი სახლში გვიან დაბრუნდა. ტყის ხალხის გადამკიდე სულ შიშებში ვარ, სადმე არ გადაეყაროს და შარი არ აუტეხონ ერთმანეთს, ამიტომ სანამ არ დაბრუნდება ვერ ვიძინებ ხოლმე. რუთმა დასარეცხი ჭურჭელი შემოიტანა სამზარეულოში და შევთავაზე მე დამერეცხა. ის ისეთი დაღლილი და დასევდიანებული იყო, შემეცოდა. ჭურჭელი, რომ დავრეცხე ვერანდაზე ავედი, ვიფიქრე ჩემს ბიჭს გავხედავდი და იქ არტური დამხვდა, რომელიც ცას აჰყურებდა. ბატონო არტურ, ხომ კარგად ხართთქო კითხე მას. კი, ქალბატონო, მაგრამ ძალიან ჩავფიქრდი, რაღა ახლა მომიწია აქ ჩამოსვლა, როდესაც ასეთი ტრაგედია დატრიალებულაო. დაძაბულობამ, შავი ფერის სიუხვემ და იმ სუნმა, რომელიც სასახლეში ტრიალებს ლილიანის სიკვდილი გამახსენა. როგორი კარგი გოგო იყო არაო, მკითხა. მეც დავუდასტურე. ელიზაბეტიც კარგი გოგონაა, დატანჯულა საწყალიო, მითხრა ბატონმა არტურმა. მე კი ელიზაბეტის ისტორია მოვუყევი: როდესაც ნიკი, ჯო და ელიზაბეტი აქ მოვიდნენ და-ძმებად გაგვაცვნეს თავი, გვითხრეს, რომ დედას ფეხი მოსტყდა და მის სანახავად ვიყავითო. გზაში მანქანა გაფუჭებიათ, ამ დროს ბატონ ფრანკს ჩამოუვლია და აქ წამოიყვანა. ჯოს გარდაცვალების დღიდან ორ დღეში კი გავიგეთ, რომ ისინი და-ძმა არ იყვნენ და ერთადაც ატარებდნენ ღამეს. ოჰო, როგორი ცბიერი ყოფილა ქალბატონი ელიზაბეტიო მითხრა მან და დაამატა, რომ ნამდვილად ლამაზი და მშვენირი ქალბატონია და ნამდვილად არ ვიტყოდი მასთან ურთიერთობაზე უარსო.
-ეს არტურმა თავად გითხრა? - ჩაეკითხა ფრანკი, ჩემი აზრით ცოტათი ეჭვიანობის ფონზე.
-დიახ, ზუსტად ასე მითხრა: ელიზაბეტი ისეთი ლამაზი ქალია როგორ შეიძლება მასთან დაწოლაზე ვინმემ უარი თქვას, მეც კი მომაჯადოვა და მომხიბლა მისი სილამაზით, თუკი ის მოინდომებს, მე აუცილებლად გავხდები მისი საყვარელი-ო.
-შემდგომ?
-შემდეგ ბოდიში მოვუხადე, რომ მარტო უნდა დამეტოვებინა და ჩემს ოთახში ჩავედი, რადგან მენახა მოსულიყო თუ არა ჩემი შვილი.
თქვენი ოთახი დერეფნის ბოლოშია, ხომ? - დააზუსტა ფრანკმა.
-დიახ, დერეფნის ბოლოში ხელმარჯვნივ.
-სახლში იყო კიდევ ვინმე?
-დიახ, ჩემი მეუღლე, თუმცა ის საძილე წამლებს სვამს ხოლმე და ათ საათზე უკვე ეძინა და დილით რვაზე გაიღვიძა.
-სხვა მოსამსახურეები სად იყვნენ?
-უმეტესობა იმ სახლში, რომელიც ეზოს უკან დგას, დანარჩენი ბაღებში პატარა ქოხებში.
-დოროთი, იცი კარი რომელზე ჩაიკეტა? მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებელი ვინმე შემოსულიყო სახლში.
-სახლის კარი ორივე ურდულით გადავკეტე დაახლოებით ორ საათზე, როდესაც ჩემი შვილი დაბრუნდა სახლში. ის ცოტა ნასვამი იყო, ბიჭებს მოსავლის აღება აღუნიშნავთ.
-დასაძინებლად წავიდა თქვენი შვილი? - კითხვებით წურავდა საწყალ ქალს, რომელსაც ნერვიულობით გული უთრთოდა.
-გახსოვთ ორი წლის წინ თქვენ ჩემს შვილს უფლება მიეცით ბიბლიოთეკაში მაშინ შესულიყო, როცა მოინდომებდა და წაეკითხა ნებისმიერი წიგნი. ისიც ყოველ ღამით, თქვენი დაძინების შემდეგ ადის ხოლმე და კითხულობს. გუშინაც იქ ავიდა, მითხრა ნასვამი ვარ, მაგრამ ვამთავრებ წიგნს და ისეთი ფინალი აქვს, რომ არ წავიკითხო ვერ მოვისვენებო.
-გახსოვთ რომელზე შემოვიდა თქვენი შვილი დასაძინებლად?
- ჩემი შვილი ჩემს ოთახში დიდი ხანია აღარ იძინებს, ამიტომ არ გამიგია მისი მოსვლა, თანაც ძალიან დაღლილი ვიყავი და როგორც კი ოთახში შევედი ჩამეძინა.
-კარი ნამდვილად ჩაკეტეთ?
-ამაში დარწმუნებული ვარ. ახლაც კარგად მახსოვს როგორ გადავკეტე ორივე საკეტი. სახლში ჩვენ გარდა არავინ შემოსულა და ვერც შემოვიდოდა.
-კარგი დოროთი - ფურცლები ააშრიალა ფრანკმა - იქნებ შენი შვილი შემოვიდეს ოთახში.
დოროთი ოთახიდან ბაჯბაჯით გავიდა. დაკითხვის ბოლოს მისი სუნთქვა უფრო ჰარმონიული გახდა. ოთახში ფეხის ხმა გავიგე, დოროთის შვილი შემოსულიყო, რომელიც ფიზიკურად მანამდე არ მენახა.
-გისმენთ, ბატონო ფრნაკ - სასიამოვნო ხმა ჰქონდა დოროთის ვაჟს, თბილი ტონებით გაჟღენთილი - დედამ მითხრა ქურდობა მოხდა სახლში და ბატონი ფრანკი იძიებსო. შეგიძლიათ გაჩხრიკოთ ჩემი ოთახი და ნახავთ, რომ იქ არაფერია.
-დამშვიდდი - დოროთის ვაჟის ხმის ტემბრის ფონზე ფრანკის ხმა კიდევ უფრო მკაცრი გამოჩნდა - უბრალოდ მოყევი რას აკეთებდი გუშინ თორმეტი საათიდან სამ საათამდე შუალედში.
-ბიჭებმა - რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა ბიჭმა და უფრო დააკონკრეტა - თქვენმა მუშებმა გუშინ რთველის ნაწილი აიღეს და ნადიმზე დამპატიჟეს. მეც მათთან ვიყავი და ვქეიფობდი. სახლში დაახლოებით ორს რომ თხუთმეტი აკლდა მაშინ მოვედი. კარი დედაჩემმა გამიღო და თქვენს ბიბლიოთეკაში ავედი.
-სახლში ვინმე ხომ არ წამოგყვა, მაგალითად მეგობარი?
-არა, რას ბრძანებთ. ამის უფლებას საკუთარ თავს როგორ მივცემდი - ბიჭის ხმა მნუსხავდა - პირდაპირ ბიბლიოთეკაში ავედი. უი, მართლა - თითქოს ვიღაცამ წამოარტყაო, დაიყვირა - კიბეებზე ის ბატონი შემხვდა, ქალბატონ ელიზაბეტის მეგობარი.
-ნიკი?
-დიახ, დიახ, ნიკი. როდესაც ბიბლიოთეკიდან ჩამოვდიოდი ის დერეფანში იდგა და თავი ხელებში ჩაერგო. როდესაც მივედი და ვკითხე თუ რა სჭირდა მიპასუხა, რომ საკუთარ თავზე ბრაზობდა და ტირილი დაიწყო. შემდეგ დამშვიდება ვცადე და მითხრა, რომ საკუთარ ოთახს ვერ აგნებდა და მთხოვა დავხმარებოდი. ქვემოთ ჩავირბინე, რომ დედაჩემისთვის მეკითხა, თუმცა მას ძალიან ღრმად ეძინა, ამიტომ ამოვედი და ორი ოთახის კარი შევაღე. ერთში ქალბატონ ელიზაბეტს ეძინა, ხოლო მეორე ცარიელი იყო და ნიკიც იქ შევიდა.
-და რა იცით, რომ იმ ოთახში ელიზაბეტს ეძინა? რამდენი ხანი დაჰყავით მის ოთახში?
-კარი როგორც კი შევაღე მისი კაბა დავინახე, შავი, რომელიც გასვენებაში ეცვა და მივხვდი. სადღაც ათი-თხუთმეტი წამი თუ დამჭირდა ამის მისახვედრად. ოთახში კი ფაქტობრივად არ შევსულვარ, დერეფნიდან დავინახე კაბა და კარიც მაშინვე გამოვიხურე.
-ესეიგი იცოდი სადაც ეძინა ელიზაბეტს, იქნებ სამკაულსაც მოკარი თვალი და უკან მიბრუნდი მის ასაღებად? - ფრანკი რაღაცას ეჭვობდა, ეტყობოდა, რომ ბიჭს ბოლომდე არ ენდობოდა.
-არა, რას ბრძანებთ - შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ბიჭმა - როგორც კი ბატონი ნიკი ოთახში შევიდა მე საძინებელში ჩავედი.
-ამას ვინმე დაადასტურებს?
-დიახ, ბატონი არტური სამზარეულოში იყო. ხმაურზე თავი შევყავი და ბატონი არტური დამხვდა, რომელიც ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან სვამდა.
-ანუ შენ ამბობ, რომ ღამის სამი საათისთვის სამივე მამაკაცს გეღვიძათ და შენ ორივე ნახე, ნიკიც და არტურიც?
-დიახ, ზუსტად ასე იყო.
-ხომ არ დაგინახავს ვინ შევიდა ელიზაბეტის ოთახში?
-არა, სამწუხაროდ არ დამინახავს.
დოროთის ვაჟი ოთახიდან გავიდა.
-ელიზაბეტ - ჩურჩულით დამიძახა ფრანკმა.
-გისმენთ - შირმადან გავძახე მეც.
-ამ კარის შემოღება გაიგეთ?
-არა, საძილე საშუალება მქონდა მიღებული. თუმცა მე თქვენთან გამთენიას, ოთხს საათზე გამოვედი. შესაბამისად ყველაფერი სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ბიჭმა არტური და ნიკი ნახა.
-დარწმუნებული ხართ? - ფრანკი რაღაც იდეას ებღაუჭებოდა.
-ნამდვილად - ვუთხარი და გავიტრუნე, რადგან კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent