შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 14


18-09-2021, 16:19
ავტორი გაზაფხული
ნანახია 747

დაბრუნებულებს სასახლეში სტუმარი დაგვხვდა, რომელიც მისაღებ ოთახში რუთის გვერდით იჯდა და რაღაცაზე ხითხითებდა. სტუმარი იქნებოდა დაახლოებით ოცდაათი წლის ყმაწვილი, მუქი შავი თმითა და სქელი წარბებით. საშუალო სიმაღლის იყო, ჩხირივით გამხდარი და მოუქნელი. კეხიანი ცხვირის ქვემოთ თხელი ულვაში უფარავდა ზედა ტუჩს.
-ფრანკ, ძვირფასო - ფეხზე წამოიმართა სტუმარი და ფრანკს გადაეხვია. ერთმანეთს რამდენიმე წამის განმავლობაში ზურგზე ხელებს ურტყამდნენ და ღიმილი სახიდან არ შორდებოდათ.
-რა მოულოდნელი სტუმრობაა, არტურ. აქ რა ქარმა გადმოგაგდო? - ფრანკი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-მომენატრე და ჩამოვედი, ნუთუ რაიმე მიზეზია საჭირო ბიძაშვილის მოსანახულებლად - არტურმა ფრანკი გვერდით გასწია და მე და ნიკს თავის დაკვრით მოგვესალმა.
-ესენი ჩემი სტუმრები არიან - ჩვენი თავი გააცნო ფრანკმა - ელიზაბეტი, უმშვენიერესი ქალბატონი ჩემი სტუმარია. ნიკი კი მისი მეგობარი. ოჰ, მეგობარო - ამოიხვნეშა ფრანკმა - ნეტა იცოდე რა უბედურება დაგვატყდა თავს სამი დღის წინ. ნიკისა და ელიზაბეტის მეგობარი გარდაიცვალა, ახლა დაკრძალვიდან მოვდივართ სრულიად განადგურებულები - ფრანკის სიტყვები არ იყო ყალბი, ის ნამდვილად ამ გრძნობით საუბრობდა ჩვენს ტრაგედიაზე.
ჯოს ხსენებაზე ცრემლები ვერ შევიკავე და ლოყაზე ჩამოგორდნენ. რუთი მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება, ელიზაბეტ. ეცადე ცხოვრება გააგრძელო ისე, როგორც მაშინ, როდესაც ჯო ცოცხალი იყო. ახლა კი წამოდი სამზარეულოში, ცხელ ჩაის გაგიკეთებ და მერე თუ გინდა წამოწექი - რუთი ნიკს მიუბრუნდა - თქვენ რას იზამთ? დარჩებით დღეს სასახლეში?
-დიახ, დავრჩები თუკი პრობლემას არ შეგიქმნით - პასუხი ფრანკისკენ იყო მიმართული - დღეს აქ გავატარებ ღამეს, ხვალ კი წავალ და ელიზაბეტსაც წავიყვან.
-ამაზე ხვალ ვისაუბროთ - თქვა ფრანკმა - ახლა ყველანი ემოციების ქვეშ ვართ. ვეცადოთ დავისვენოთ და თვითგვემას არ მივეცეთ. ვახშამს მალე გაგვიმზადებენ და ჩემი დიდი თხოვნაა ყველა დავესწროთ მას.
ფრანკის მიმართ პატივისცემით მივუჯექი სუფრას. ჩვენი გლოვა გადაფარა ახალმა სტუმარმა, რომელმაც ენა მთელი საღამო არ გააჩერა.
-ერთ მშვენიერ ღამეს, როდესაც ყველანი დასაძინებლად წავედით, ტყის ხალხის ყიჟინა შემოგვესმა. ხომ იცი, ბიზნესის მეპატრონეებს არ წყალობენ და მიზანმიმართულად ჩემი სახლისკენ დაიწყეს სვლა. თქვენ გგონიათ მე ეს უკვე გააზრებული და წინასწარ განსაზღვრული არ მქონდა? - კმაყოფილებით სავსე სახით გვიყვებოდა ჩვენთვის უინტერესო ამბავს - ავდექი და ჩემს ბიჭებს დავუძახე. ბრძოლა კი არა ნამდვილი ომი იყო - ფრანკი გულდასმით უსმენდა, თუმცა მხოლოდ ზრდილობის გამო - საბოლოოდ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ მათი დამარცხება შევძელით, ჩემთან შემოვარდა ერთ-ერთი ყეყეჩი და დანა ყელზე მომაბჯინა. მიყვიროდა და მემუქრებოდა, ამ დროს კი ჩემი ბიჭები შემოვარდნენ და თავ-პირი გაუერთიანეს იმ ავაზაკს.
მეტის მოთმენა, მოსმენა და ატანა აღარ შემეძლო. დიდი ბოდიშებითა და მათ მიმართ პატივისცემით დავტოვე სუფრა. ნიკი წითელი ღვინით შემთვრალიყო და ჩვენი მოგზაურობის ამბებს ტყუილებისა და გამოგონილი ამბების გარეშე ყვებოდა. მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავეშურე. კართან რუთი იდგა.
-საწოლი გაგიმზადე და ცხელი წყალიც ავატანინე ბიჭებს, თუკი გადავლებას მოინდომებ - ხელი ჩამჭიდა რუთმა თანაგრძნობის ნიშნად - ჩაი ან რაიმე ხომ არ ამოგიტანო?
-არა, რუთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. საძილე საშუალებას მივიღებ და დავისვენებ - რუთს გადავეხვიე და ოთახში შევედი. ჩემოდნიდან პატარა ყუთი ამოვიღე, სადაც ტბების ქალაქის ცნობილი ბებიაქალის სხვადასხვა ბალახის ნაყენი მქონდა შენახული. მწვანე ბოთლს წარწერა ჰქონდა „კარგი ძილი“. მეც ამოვიღე, ბოთლს თავი მოვხსენი და პირდაპირ მოვიყუდე.
***
უცნაურმა შეგძნებამ გამაღვიძა. წამლითა და ჯოს დაღუპვით გამოწვეულმა გაბრუებამ რეალობას მაშინვე ვერ დამაბრუნა. ვგრძნობდი, რომ ხელებსა და ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. ვცდილობდი თვალები გამეხილა, თუმცა არც ეს გამომდიოდა. თვალები თითქოს წებოთი მქონდა დაწებებული. გადავწყვიტე მეყვირა, თუმცა პირში საშინელი სიმწარე ვიგრძები. ეს ქსოვილის გემო იყო, რომელიც ვიღაცას პირში ჩაეტენა ჩემთვის. გონება მაქსიმალურად დავძაბე და ვეცადე გამოვფხიზლებულიყავი. ხელები ზემოთ მქონდა აწეული და რაღაცაზე მიბმულიყო, ვეცადე როგორმე გამეთავისუფლებინა, თუმცა ვერ შევძელი. ფეხებიც მიმაგრებულიყო სადღაც. პირში ნაჭერი მედო, ხოლო თვალებზე რაღაც მქონდა ახვეული. უმოქმედობისგან ჭკუიდან ვიშლებოდი, საწოლში ვხტოდი, მზუზუნებდი, თუმცა ვერაფერს ვშვრებოდი. რამდენიმე წუთი გაუნძრევლადაც კი ვიწექი, რადგან ყველაფერი სიზმარი მეგონა.
ფეხზე ხელის შეხება ვიგრძენი. ოთახში მარტო არ ვყოფილვარ. მისი ხელი ოდნავ უხეში იყო. ხელის შეხებაზე კვლავ მოძრაობა დავიწყე, თუმცა უცნობს ეს არ აჩერებდა. ნელ-ნელა მოიწევდა ზემოთ და შიგადაშიგ ფეხზე მკოცნიდა. გონება ბოლომდე მოვიკრიბე და ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ისინი ნაჭრით იყო საწოლს მიმაგრებული. უცნობი კი ისევ ზემოთ მოიწევდა. ფეხები განზე გამაშლევინა და მაკოცა, ცალი ხელით კი მკერდს მისრესდა. უცნობი რამდენიმე წამით მომშორდა, ჩემი სხეულის აღარცერთ ნაწილს ეხებოდა. სმენა დავძაბე. ის რაღაცას აკეთებდა. ჩუმი, ძალიან ფაქიზი ხმები მესმოდა, თუმცა ვერ ვარჩევდი რა შეიძლება ეს ყოფილიყო. უეცრად მან ფეხები შემაკვრევინა, ზემოდან გადამაჯდა და ჩემში შემოვიდა. მაშინვე მოძრაობა დავიწყე, აქეთ-იქით ვირწეოდი და ვცდილობდი როგორმე თავი დამეცვა. ის კი კვლავ განაგრძნობდა და საერთოდ არ აფერხებდა ჩემი მცდელობები. ბოლოს დავნებდი, სხეული მოვადუნე და ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ცრემლები თავისით მომდიოდა და მათ ვერ ვაჩერებდი, არ ჩერდებოდა უცნობიც. მისი ხვნეშის ხმა მესმოდა, სხეულზე მაორთქლებდა, პირიდან კი ღვინის სუნი ამოსდიოდა. ხანდახან მკერდს მისრესდა, ხან კიდევ პირში იდებდა. მეზიზღებოდა მისი ყოველი შეხება, ტანში მთლიანად ჟრუანტელს ვგრძნობდი. ერთ მომენტში თითქოს ყველაფერი მორჩა. მან ჩემი სხეული დატოვა, თუმცა უეცრად წელზე ხელი შემომხვია და პირქვე დამამახო. უკან ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ვტიროდი ტკივილისგან, შეურაცხყოფისგან, დამცირებისგან და ყველა იმ გრძნობისგან გამომდინარე, რასაც ჩემი სხეული და სული განიცდიდა.
დრო სასტიკად გაიწელა. არ ვიცი რამდენი ხანი ხმარობდა ჩემს სხეულს, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ათ-თხუთმეტ წუთზე უფრო დიდი დრო უნდა ყოფილიყო. როდესაც ყველაფერს მორჩა, ჩემი სხეულიდან წამოდგა, ცალი ხელი გამიხსნა და სანამ თვალებიდან სახვევს ჩამოვიგლეჯდი ის ოთახიდან უკვე გაპარულიყო. სასწრაფოდ გავიხსენი მეორე ხელი, პირიდან საშინელი გემოს ნაჭერი გამოვიღე, გავითავისუფლე ფეხები და სრულიად შიშველი გავვარდი ფრანკის ოთახში, რათა დავრმუნებულიყავი, რომ ამ ყველაფერში მისი ხელი არ ერია.
-ფრანკ, გძინავს? - კართან დავდექი და საწოლში გავძახე. პირველ დაძახილზე ვერც ამჯერად გაიღვიძა - ფრანკ - ზლუქუნით ამოვთქვი მისი სახელი.
ფრანკმა თვალები მძიმედ გაახილა. ჩემ დანახვაზე ჯერ შეშფოთდა, შემდეგ თვალები მოიფშვნიტა და საწოლიდან წამოხტა.
-რა დაგემართა, ელიზაბეტ? - შეშფოთებული მიყურებდა და ხელსაც ვერ მაკარებდა. ჩემს სხეულზე უამრავი სიწითლე იყო, რომელიც დალურჯებაში ჯერ არ გადასულიყო.
-სიკვდილი მინდა, ფრანკ - საწოლთან მიმიყვანა და საბანი შემომახურა.
-ეს ვინ ჩაიდინა, ელიზაბეტ? - მის ხმას ბრაზი ერეოდა - მითხარი და ახლავე ცხელ ტყვიას დავახლი გულში.
-არ ვიცი, ფრანკ. ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ გთხოვ, დღეს შენთან დავიძინებ. ძალიან მეშინია, ფრნაკ, ძალიან - მოვეხვიე. მან ნაზად შემომხვია ხელები წელზე, თითქოს ეშინოდა არ დამსვხვრეულიყავი.
-დარჩი - მითხრა ჩუმად. კარადიდან თავისი საღამური გამოიღო და გადამაცვა - არ გაცივდე - მითხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-გთხოვ არ გახვიდე - წასასვლელად გამზადილს ხელი ჩავჭიდე - მეშინია, მარტო ვერ დავრჩები. აქ იყავი. თუ გინდა ჩემ გვერდით დაწექი, მთავარია აქ იყო და ვიგრძნო, რომ დაცული ვარ.
-ვიპოვი, ელიზაბეტ, აუცილებლად ვიპოვი იმას, ვინც ეს ჩაიდინა და დაბადებას ვანანებ, გპირდები - ბრაზს ვეღარ ერეოდა ფრანკი.
-ნუთუ რამე დავაშავე, რაღაცისთვის მსჯის ღმერთი, თორემ შეუძლებელია ადამიანს ამდენი უბედურება ერთდროულად დაატყდეს თავს. კიდევ რა მოხდება? მგონი ჩემი სიკვდილიღა დარჩა და სხვას აუცილებლად მე დავასწრებ და საკუთარ თავს თავად გადავუწყვიტავ როდის წავიდე ამ ქვეყნიდან.
-ნუ სულელობ, ელი - მითხრა ტკბილი ხმით - დამნაშავე დაისჯება, შენ კი ბედნიერ მომავალს შეიქმნი, გპირდები.
***
შუადღემდე მეძინა. ღამით ტანჯვაგამოვლილი ჩემი სხეული ძალების აღდგენას საჭიროებდა. მომხდარი ბოლომდე ვერ გამეაზრებინა და ყოველ გამოღვიძებაზე საშინელი გრძნობა მეხვეოდა თავს. ფრანკს ყველაფერი მოვუყევი. მონათხრობზე რამდენიმე ცრემლი მანაც დაღვარა და მკლავით ჩუმად მოიწმინდა, რომ არ დამენახა. სანამ ჩამეძინებოდა ოთახში ბოლთას ცემდა და ნერვულად ათამაშებდა ხელს. მომენტებში გამომხედავდა და დარწმუნდებოდა, რომ არ ვტიროდი. რა უნდა მეფიქრა? ამ ქვეყნად ყველაზე უიღბლო ქალი, რომ ვიყავი თუ ჯერ კიდევ ჰენრის ღალატის გამო მსჯიდა ღმერთი.
-ეს ჩემს სახლში როგორ მოხდა, ვინ გაბედა ასე წაებილწა ჩემი სახელი და როგორ შეეხო ის, ვიღაც უნამუსო ჩემს სტუმარს - ვერ წყნარდებოდა ფრანკი.
-სიკვდილი მინდა - ეს გადაწყვეტილება თითქმის მიღებული მქონდა, რადგან აღარ შემეძლო ამდენი დარდისა და დამცირების ატანა.
-ამის ნებას ვერ მოგცემ, ელიზაბეტ. ცუდი დღეები გაივლის, გპირდები.
-ფრნაკ, ქორწილის მეორე დღეს ჩემი ქმარი ჩემ თვალწინ მოკლეს. მისი სისხლით მთლიანად დასვრილი იყო ჩემი სხეული, ვერც კი გამოვიტირე, რადგან იმ სახლში, სადაც წინა ღამით სიყვარულით დავკავდით, მეორე დღეს მისი ცხედარი მეწვინა წინ. გავიდა ძალიან ცოტა დრო და ჯო შემხვდა, მის მიმართ ლტოლვა გამიჩნდა და ამ მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა ჩემი ბედნიერებისთვის. ფეხზე დაყენებისთვის, სიცოცხლის ხალისის დაბრუნებისთვის, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, საწოლში გარდაცვლილი ვიპოვე და რა ხდება მისი დაკრძალვის ღამეს? მაუპატურებენ! მეტი რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მეტი უბედურება რა დარჩა, რომ თავს გადამხდეს. ვერ დაველოდები ახალ საშინელებას, თავად უნდა დავასწრო მას და ბედს საშუალება არ მივცე დამცინოს.
-მეორედ აღარ გაიმეორო, ძალიან გთხოვ და გახსოვდეს, რომ არცერთ მომხდარ ფაქტში შენ დამნაშავე არ ხარ! ჰენრიმ თავად გადაწყვიტა საკუთარი ბედი, დაუმორჩილება გამოაცხადა მტრის წინაშე, ვერ შეაფასა მათი სისასტიკე და გულადობას შეეწირა. ეს თავიდანვე იგრძნობოდა მის საქციელში, როდესაც ქალაქი არ დატოვა. ბრძოლით თუ უბრძოლველად მან საკუთარი თავი საფრთხეში ჩააგდო, საფრთხეში ჩაგაგდო შენც და თქვენი სიყვარულიც. ის მზად იყო მომკვდარიყო და ასე მოხდა კიდეც. ჯო კი შენზე ნამდვილად იყო შეყვარებული. შენთან ერთად მთელი ქვეყნის გავლას აპირედა და მრავალ ფათერაკსაც გადაურჩა ამ რამდენიმე თვეში. მისთვის პრიორიტეტს შენი დაცვა წარმოადგენდა. ის ჩემზე ეჭვიანობდა, თუმცა თავს მაქსიმალურად იჭერდა და შენ გამო ყველაფერს გულში ინახავდა. ის განსაკუთრებული, ღირსეული მამაკაცი იყო, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა შენ გვერდით ყოფნას, თუმცა ბედი სასტიკად მოექცა და ამ ქვეყნიდან წაიყვანა. მე დარწმუნებული ვარ შენ მას აირჩევდი და ეს მან იცოდა. შენ ჩემთან არ გაჩერდებოდი, მას გაეკიდებოდი და მართალიც იქნებოდი, რადგან შენ სწორედ მის გვერდით გრძნობდი თავს ნამდვილ ქალბატონად. შენ ამ ორი ადამიანის სიკვდილში დამნაშავე არ ხარ, უბრალოდ ორივე შემთხვევაში შენ მათ გვერდით აღმოჩნდი, თუმცა შენი არყოფნით რეალობა არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება წუხანდელ ამბავს, ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და დღესვე შევუდგები საქმეს, გამოვიძიო და დავსაჯო ამის გამკეთებელი. მას ჩემს სახლი არაფერი ესაქმება. მესმის ძალიან რთულია გააზრება და ჩვეულებრივ ამბად მიღება ამ ყველაფრის, თუმცა შენ ძლიერი გოგო ხარ. დარწმუნეული ვარ ჰენრიც და ჯოც გაგიბრაზდებდა თუკი რაიმე სისულელეს ჩაიდენ. ელიზაბეტ, შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ამიტომ ეცადე ამ ყველაფრიდან გამომდინარე უფრო ძლიერი გახდე და ფარ-ხმალი არ დაყარო.
ფრანკის სიტყვებმა ცოტათი დამამშვიდა და გულიც მომილბო. საკუთარი თავი წარმოვიდგინე როგორც მსხვერპლი ამ სამი ამბავისა, რომელიც ჩემდა დამოუკიდებლად მოხდა, თუმცა ეპიცენტრში ყოველთვის მე ვიყავი.
-ნუ გახდები შენი გრძნობების ტყვე - მითხრა ფრანკმა ოთახიდან გასვლისას - მიუხედავად ყველაფრისა გიყვარდეს საკუთარი თავი. მე კი პირობას გაძლევ, რომ მუდამ მეყვარები.
-იქნებ ჰილების სასახლის ტყვე ვარ - საწოლიდან თავი წამოვყავი და საბანი ოდნავ გადავიძრე.
-მთავარია საკუთარი თავის არ იყო, თორემ სასახლიდან მე თავად დაგიხსნი, გპირდები - ის ძალიან სერიოზულად მეუბნებოდა და თვალს არ მაშორებდა.
-რა უნდა გავაკეთოთ?
-ყველა დავკითხოთ, თუმცა არავისთან არ ვთქვათ რა მოხდა. ჩაიცვი ისეთი კაბა, სადაც არ გამოჩნდება შენი ჩალურჯებები, დაიბანე სახე, დაივარცხნე თმა და თავაწეული, გაღიმებული ჩამოდი ქვემოთ. ჩათვალე, რომ არაფერი მომხდარა. შემდგომ ჩემს კაბინეტში დავიბარებ ყველას, ვინც ღამე ჩვენს სახლში გაათია და ვკითხავ ყველაფერს დაწვრილებით. სავარაუდო ეჭვმიტანილები სამი-ოთხი კაცი თუ იქნება და იმედი მაქვს შენ თავად ჩემზე არ გაქვს ეჭვი.
-რას ამბობ - ცოტათი შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი - შენ გვერდით ღამე გავათენე, ნუთუ შენზე რომ ვეჭვობდე საწოლში შემოგიწვებოდი.
-მართალი ხარ და კიდევ ერთი - თმაზე ხელი გადაისვა - ყველაფერს კიდევ ერთხელ მომიყვები რაც გაიგე, რაც შეიგრძენი და თუკი რუთი დაგინახავს როგორ გადიხარ ამ ოთახიდან, უთხარი, რომ დილით შემოხვედი, რადგან ოთახიდან ხველის ხმა შემოგესმა.
-და რუთს რა ესაქმება შენს საძინებელში, თანაც დაუკითხავად?
-მას თითქმის ყველაფრის უფლება აქვს. ის დილით შემოდის და ჩემს ბალიშს ყნოსავს, გულში იხუტებს. პერანგებზე მუდმივად მიტოვებს კოცნას და ჩემს ჭიქას თავის ოთახში მიარბენინებს. მას ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევ და არ ვიცი, თუმცა ის ჩემზე თავდავიწყებითაა შეყვარებული. მინდა სადმე გავუშვა, რადგან სასახლის დიასახლისს სიცოცხლეს გაუმწარებს, შესაძლოა საძნებელში უდროო დროსაც კი დაგვადგეს თავზე და არც კი იუხერხულოს, პირიქით გულის სიღრმეში გაეხარდება კიდეც, თუკი რაიმეს შეგვაწყვეტინებს. რუთი ასეთია, თავნება, მოუსვენარი და ჩემით შეპყრობილი. ხანდახან მაშინებდა კიდეც, თუმცა ახლა მივეჩვიე - ცოტათი ღიმილი შეეპარა ფრანკს - ზუსტად შენ გახსენედი, რუთ - დერეფანში რუთი იდგა. ფრანკმა ოთახის კარი გამოხურა და როგორც საუბრიდან მივხვდი, მან რუთი გაიტყუა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

რატომ მგონია ყველა უბედურების სათავე რუთია? ვერ ვიტან ამ გოგოს, დიდი ფარისეველი ვინმეა. მხოლოდ რუთმა იცოდა ელიზაბეტს საძილე საშუალება რომ უნდა მიეღო, ალბათ ეს მომენტი გამოიყენა მაგრამ ვინ იყო ის კაცი, ნუთუ არტური? მასზე ბევრი არაფერი ვიცით. მაგრამ ასევე, არ მინდა ნიკიზე ვიფიქრო, მეგობრობას არ შებღალავდა…
მოკლედ ქაოსი მაქვს ტვინში, ამ სახლს თუ არ გაერიდა ეს გოგო, ასეთი საშინელი სიურპრიზები კიდევ მრავლად ექნება

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
რატომ მგონია ყველა უბედურების სათავე რუთია? ვერ ვიტან ამ გოგოს, დიდი ფარისეველი ვინმეა. მხოლოდ რუთმა იცოდა ელიზაბეტს საძილე საშუალება რომ უნდა მიეღო, ალბათ ეს მომენტი გამოიყენა მაგრამ ვინ იყო ის კაცი, ნუთუ არტური? მასზე ბევრი არაფერი ვიცით. მაგრამ ასევე, არ მინდა ნიკიზე ვიფიქრო, მეგობრობას არ შებღალავდა…
მოკლედ ქაოსი მაქვს ტვინში, ამ სახლს თუ არ გაერიდა ეს გოგო, ასეთი საშინელი სიურპრიზები კიდევ მრავლად ექნება

პირველ რიგში, ძალიან მაახარებს თქვენი აზრის გაგება და მადლობას გიხდით ხშირი კომენტარებისთვის. დაველოდოთ გამოძიებას და ვნახოთ რა მოხდება მომავალში. დაიტანჯა საწყალი ელიზაბეტი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent