ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეათე - დასასრული)
- მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ცუდად მექცეოდი, მინდა ერთი სიკეთე გაგიკეთო, -ოლივია შადრევანთან ჩამომჯდარ მაიკლს გვერდით მიუჯდა, - შენ ჩემთვის სიკეთის გაკეთება გინდა? -მაიკლი გაოცებას არ მალავდა, -გგონია დაგიჯერებ? ახლა რაღას ხლართავ ოლივია? - მესმის რატომაც არ გჯერა, მაგრამ ახლა სრულიად გულწრფელი ვარ, შემთხვევით რაღაც გავიგე, რაც დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებს და მინდა მოგიყვე, -ოლივია ცდილობდა სიტყვები ფრთხილად შეერჩია რომ მაიკლში ეჭვი არ გამოეწვია, - გისმენ, -მაიკლი მისკენ შემობრუნდა და ყურადღებით მიაჩერდა, - ის ავტომობილი თუ გახსოვს რომლითაც ავარიაში მოვყევით, - რა დამავიწყებს, საკუთარი შვილივით მიყვარდა, ძალიან დამწყდა გული როცა ჩემს ასისტენტს ვთხოვე მოეშორებინა, -მაიკლმა ისეთი დამწუხრებული სახე მიიღო, მაშინაც რომ არ ჰქონია როცა ექიმმა ოლივიას სასუნთქი აპარატი გამორთო, - ის მანქანა ჩემი მეგობრის სახელოსნოში შემთხვევით ვნახე და მითხრა რომ მუხრუჭები სპეციალურად იყო დაზიანებული, დაზიანებული მუხრუჭები რომ არა, იმ მოსახვევში გაჩერებას შეძლებდი და ავარიაც არ მოხდებოდა, - შენ რა, გინდა რომ მითხრა, ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდა? -მაიკლს სახე შეეცვალა, - ალბათ ასეა და ვფიქრობ რაკი ერთხელ ცადა მეორედაც ცდის, მგონი უნდა გაარკვიო ვინ არის რომ თავიდან მოიცილო, მანქანა ჯერ კიდევ სახელოსნოშია, ვთხოვე რომ ხელი არ ეხლოთ, შენ უამრავი შესაძლებლობა გაქვს მაიკლ, იურისტები გყავს, კერძო დეტექტივის დაქირავებაც კი შეგიძლია, დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებ იპოვი, - თუ მოვინდომებ? -მაიკლი ფეხზე წამოდგა, ხელები მომუშტა და სიბრაზისგან მთლად გაწითლდა, -იმ ნაბიჭვარს აუცილებლად ვიპოვი და გავანადგურებ, მიწასთან გავასწორებ, - ძალიან კარგი, -გაეღიმა ოლივიას, - ჰო მაგრამ შენ რაში გაწყობს ეს ყველაფერი? -მაიკლი ვერ იჯერებდა რომ ოლივიას შეეძლო ანგარების გარეშე გაეწია მისთვის დახმარება, - როგორ ფიქრობ მე არ მაინტერესებს ვინ არის? მან თითქმის საიქიოში გამისტუმრა და ფაქტიურად მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება წამართვა, ჯერაც კი არ მახსოვს ყველაფერი, - კარგი, ამ საქმეს მე მივხედავ, აუცილებლად გავარკვევ ვინ არის და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ, შენ კი მადლობა უნდა გითხრა, როგორც საცოლე ნამდვილად თავის ტკივილი იყავი, მაგრამ ვფიქრობ შევძლებთ ვიმეგობროთ, - მეგობრობის რა გითხრა მაგრამ შენთან პრობლემები ნამდვილად არ მჭირდება, ყოველ შემთხვევაში ახლა არა, -გაუღიმა ოლივიამ, - მაიკლი წამოდგა და უკანმოუხედავად წავიდა, ოლივია გულში გამარჯვებას ზეიმობდა, იცოდა მაიკლი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ჯერემი ეპოვნა და მისი შესაძლებლობების პატრონს ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, ამით ორ კურდღელს მოკლავდა ერთად, ჯერემისაც მოიშორებდა თავიდან და მაიკლიც ალბათ საბოლოოდ დაანებებდა თავს, ახლა ერთადერთი პრობლემა რჩებოდა, მისის სკოტი, რაღაც უნდა მოუხერხოს, მაგრამ რა? - რაზე ჩაფიქრებულხარ? -მოესმა ნაცნობი ხმა, -თავი ასწია, მის წინ მარია იდგა და ჩვეული საყვარელი ღიმილით უღიმოდა, ღმერთო როგორ მონატრებია ეს ღიმილი, წამოდგა და ჩაეხუტა, - როდის ჩამოხვედი? მეგონა დაგავიწყდი, ერთხელაც კი არ მომიკითხე, არადა შენთვის უამრავი ახალი ამბავი მაქვს, - ჰოო? ვგიჟდები ახალ ამბებზე, -მარია გვერდით მიუჯდა და მოლოდინით სავსე თვალებით მიაცქერდა, -ახლა არ მითხრა რომ დღიურს უჩემოდ კითხულობდი, იქნებ გაგახსენდა კიდეც ყველაფერი, - იცი რა, არაფერი არ გამხსენებია და ალბათ არც გამახსენდება, არც ვწუხვარ ამაზე, -ოლივიამ თავი უკან გადააგდო და მოწმენდილ ცას ღიმილით ახედა, -როგორც ჩანს ჩემი ცხოვრება საერთოდ არ ყოფილა ისეთი რომ გახსენებად ღირდეს, ასე რომ დღიურის გადაგდება გადავწყვიტე, აღარ წავიკითხავ, ჯობია რაც წარსულში მოხდა, წარსულში დარჩეს, - დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა? - კი ნამდვილად მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო და ახალი ცხოვრება დავიწყო, ჩემს მეგობრებთან და ითანთან ერთად, - ითანი? ითანზე მომიყევი, ვინ არის, სად გაიცანით, როგორ გაიცანით, რა ურთიერთობა გაქვთ? -მარიას თვალები უციმციმებდა და მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ცმუკავდა, -სანამ გნახავდი ნიკს შევხვდი ბაღში და ვისაუბრეთ, მითხრა რომ ვიღაცას ხვდები, თუმცა სხვა ვერაფერი ვათქმევინე, - დამშვიდდი, ყველაფერს მოგიყვები, -ოლივიას ეღიმებოდა მარიას შემხედვარეს, -მართლაც რომ ბევრი რა მოხდა სანამ წასული იყავი, ახალი მეგობრები მყავს და ითანთან ერთად ვარ, არაჩვეულებრივი ვინმეა, გაგაცნობ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება... * * * თითქმის ათი დღე გავიდა მარიას დაბრუნებიდან, ოლივიამ ითანი და პოლი გააცნო, მარია აღფრთოვანებული იყო ითანით, პოლი და ხულიოც ძალიან მოწონდა და უმეტეს დროს ნიკთან ერთად ხულიოს სახელოსნოში ატარებდა, ოლივია თითქმის მთელ თავისუფალ დრო ითანთან ერთად იყო, ქალაქში სეირნობდნენ, ფილმებს უყურებდნენ, სახლში ერთად აკეთებდნენ საჭმელს და ერთმანეთს მხურვალე ღამეებს ჩუქნიდნენ, ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო, ოლივიას უკვე არარეალურად ეჩვენებოდა, ფიქრი ითანის ზარმა შეაწყვეტინა, - მოდი დღეს მთელი დღე მე დამითმე, სადმე წავიდეთ გავერთოთ მერე რამე ვჭამოთ, მარია და პოლიც წავიყვანოთ და საღამოს ყველა ერთად ფილმის საყურებლად წავიდეთ რას იტყვი? -ითანის წინადადება საკმაოდ მაცდურად ჟღერდა, თანაც ოლივია ატყობდა რომ პოლი და მარია ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ, - კარგი, ნახევარ საათში მზად ვიქნებით, -უპასუხა მხიარულად, -გამოგვივლი? - ნახევარ საათში შემოსასვლელთან ვიქნები, -უპასუხა ითანმა, ოლივია სასწრაფოდ გაემზადა და საძინებლიდან გავიდა, მარია ტელეფონს არ პასუხობდა, -ჯანდაბა, მაინდცამაინც საძინებელში უნდა მივაკითხო? -ჩაიბურტყუნა და ვიღაცას შეეჯახა, გაცოფებულმა ჯეიმი თერნერმა გულისპირში ხელი ჩაავლო და კედელზე მიანარცხა, - იცი მაინც რა გააკეთე პატარა ძუკნა? -გამოსცრა კბილებში, - ხელი გამიშვი, ვერ ვხვდები რას გულისხმობ, -იყვირა ოლივიამ, - მხოლოდ შენ იცოდი ავარიის შესახებ, სხვა არავისთვის არაფერი მითქვამს, დღეს კი სახლში პოლიცია მომადგა, სამხილები აქვთ, შეიძლება ადვოკატმაც ვეღარაფერი მიშველოს, მე ხომ ყველაფერი შენთვის გავაკეთე, ასე როგორ მომექეცი? - მე არაფერ შუაში ვარ, -ოლივიამ ძლივს შეძლო თავის განთავისუფლება, -მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურე, ხომ გაგიგია. რასაც დასთეს იმას მოიმკიო, ჰოდა იმკი კიდეც ძვირფასო ბიძია, - ამას არ გაპატიებ ოლივია, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება, -ჯეიმიმ მუშტი მთელი ძალით დასცხო კედელს, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სამუშაო ოთახის გამოღებული კარისკენ, ოლივია მიხვდა ელას ამჯერადაც ყველაფერი ესმოდა და არაფერი გააკეთა... მარიას ჯერ კიდევ ეძინა, ოლივიამ საბანი გადააძრო, - ადგომის დროა, ადექი, ითანს ფილმის საყურებლად მივყავართ, - აუ კარგი რა, -მარიამ გვერდი იცვალა, -სულაც არ მინდა ფილმი მეძინება, - პოლიც მოდის, მარია ელვისუსწრაფესად წამოხტა და კარადას ეცა, -ღმერთო ჩემო, ჩასაცმელი არაფერი მაქვს, რა გავაკეთო, - აკი გეძინებოდა? -გულიანად გაეცინა ოლივიას, - ჰო მაგრამ პოლიც მოდის, -მარია საწოლზე ჩამოჯდა და მეოცნებე სახე მიიღო, -ძალიან სექსუალურია, იცი როგორი კოცნა იცის? საოცარი... - გეყოფა, -შეაწყვეტინა ოლივიამ, -მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, შენი და პოლის ერთად ყოფნა ძალიან მიხარია, მაგრამ არასდროს, არასდროს არ მომიყვე თქვენს პირად ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორი სექსუალურია და სხვა რაღაცეებზეც, შევთანხმდით? - როგორც ყოველთვის უცნაური ხარ, მაგრამ რაკი ასე გინდა ასე იყოს, შენ ის მითხარი, რა ჩავიცვა, მარიამ ტანსაცმელს თვალი მოავლო, * * * - რატომღაც მგონია რომ რაღაც ცუდი მოხდება, -უჩურჩულა ოლივიამ ითანს როცა უკვე შებინდებისას კინოთეატრის უკანა რიგში მარიას და პოლის გვერდით მოკალთდნენ, - არაფერი არ მოხდება ოლივია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, -ითანმა ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, -მიყვარხარ და მინდა ბედნიერები ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, - ფილმი დიდხანს გაგრძელდა, ოლივია საშინლად შეაწუხა წყურვილმა, -ცოტა ხნით გავალ, წყალს მოვიტან, -გადაულაპარაკა ითანს, ითანმა უხმოდ დაუქნია თავი, კინოთეატრის შესასვლელში წყალი იყიდა და ის იყო უკან უნდა შებრუნებულიყო რომ პატარა გოგონა გადაუდგა წინ, - ძალიან გთხოვთ გამომყევით დედას დახმარება სჭირდება, გთხოვთ, ის ფეხმძიმედაა, - სად არის დედაშენი? -შეეკითხა ოლივია და აქეთ-იქით მიმოიხედა, არავინ იყო ვისაც დახმარებას სთხოვდა, - აქვეა ქუჩის კუთხეში, რაღაც დაემართბა გთხოვთ წამომყევით, -არ ეშვებოდა გოგონა, ოლივიამ მის მავედრებელ თვალებს ვეღარ გაუძლო, - წავედით, მაჩვენე რა სჭირს დედაშენს, -ბავშვს ხელი ჩასჭიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ გასასვლელისკენ, ქუჩაში გასვლისას გოგონამ ხელი გაუშვა და შენობის კუთხისკენ გაიქცა, ოლივია სირბილით გაყვა უკან, გოგონა მოსახვევში გაუჩინარდა, ოლივიამაც შეუხვია და ერთ ადგილზე გაშეშდა, გაშრა, შენობის კიდეზე ჯეიმი თერნერი იყო მიყრდნობილი და ჩვეული ირონიული სახით უყურებდა, - კარგად ერთობი მის სკოტ? -როგორ მოხდა და შენმა ბიჭმა მარტო გამოგიშვა, არ იცის რომ ღამით ნიუ იორკის ქუჩები სახიფათოა? - აქ რას აკეთებ უკვე ჩემს თვალთვალზე გადახვედი? ის ბავშვიც შენ გამოაგზავნე? - პოლიციამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა, დასაკარგი აღარაფერი მაქვს, უკან დახევას აღარ ვაპირებ, -ჯეიმიმ მისკენ ნაბიჯი გადმოდგა, ოლივია შეკრთა, უკან დაიხია და ჯეიმის თანამზრახველებს ჩაუვარდა ხელში, რომლებიც ვერც კი გაიგო როდის მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა ხელებით დაიჭირა მეორემ კი რაღაც მძაფრსუნიანი სითხით გაჟღენთილი დოლბანდი მიაფარა სახეზე, ოლივიამ განძრევაც კი ვერ შეძლო, მის წინ მომღიმარი ჯეიმის სახე ნელ-ნელა გაიდღაბნა და ბოლოს ყველაფერი სიბნელეში დაინთქა, თვალები ძლივს გაახილა, ქუთუთოები დამძიმებული ჰქონდა და ხელფეხს თითქმის ვერ ამოძრავებდა, ხის ტახტზე იწვა, თითქმის ცარიელ ოთახს მხოლოდ პატარა გისოსებიანი სარკმლიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა, ოლივიამ ძლივს შეძლო წამოწევა და ოთახი მოათვალიერა, საწოლის პირდაპირ მდგარ სავარძელში ჯეიმი იჯდა და უყურებდა, - სად მომიყვანე? რას აკეთებ? სულ მთლად გაგიჟდი? -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა ოლივიამ, -ალბათ უკვე პოლიციაშიც დარეკეს და მალე გვიპოვნიან, - პოლიცია? ნუ მაცინებ, -ჯეიმიმ ცალყბად გაიღიმა, -გგონია ჩემს გარდა ვინმეს აინტერესებ? ითანს არ ადარდებ ოლივია, არავის ადარდებ, ერთ საათში მეგზური მოვა მანქანით რომელიც მექსიკის საზღვარზე გადაგვიყვანს, შემდეგ კი დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად, ოლივიას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, წამოწევა სცადა - ჰმ, ვატყობ დამამშვიდებელი გჭირდება, -ჯეიმი წამოდგა, საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან შპრიცი აიღო და ოლივიას ვენაში წამალი შეუყვანა, ირგვლივ ისევ გაშავდა ყველაფერი, არ გაუგია რამდენი დრო გავიდა, არც ის გაუგია როგორ გაიყვანა ჯეიმიმ ხელში აყვანილი და მანქანაში ჩასვა, სროლის ხმამ გამოაფხიზლა, მანქანა შუაგულ ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე იყო გაჩერებული, სროლის ხმა და ყველგან უცხო, შავებში ჩაცმული ადამიანები, - მამაკაცები შავებში? უნებურად ნერვიული სიცილი აუტყდა, ჯანდაბა, თავბრუ ეხვევა და თვალებს ძლივს ახელს, მგონი რაღაცეები ეჩვენება, - ითან, ითან სად ხარ, -დაიჩურჩულა და იგრძნო როგორ დაუსველდა ლოყები უნებური ცრემლებით, - აქ ვარ ოლივია, შენთან ვარ, -მოესმა ნანატრი ხმა, მანქანის ღია კართან ხელებგაშლილი ითანი იდგა და უღიმოდა, მთლიანად შავებში გამოწყობილი, წელზე იარაღით, - მეჩვენები? -ოლივია თვალებს არ უჯერებდა, -ითანმა მანქანიდან გადაიყვანა და გულზე მიიკრა, - კარგად ხარ? იმ ნაბიჭვარმა რამე დაგიშავა? -ოლივიამ უხმოდ გააქნია თავი და უფრო მაგრად მიეკრა მკერდზე, ითანმა თავისი მანქანისკენ წაიყვანა, ოლივიამ თვალი შეასწრო როგორ სვავდა ორი ბიჭი მანქანაში ჯეიმის რომელსაც სახე დასისხლიანებული ჰქონდა და საშინლად გამოიყურებოდა, ჯეიმიმ ოლივიას თვალი მოჰკრა თუ არა გაიბრძოლა, ხელი გაინთავისუფლა, ერთ-ერთი ბიჭის ქამრიდან იარაღი ამოაძრო და ითანს დაუმიზნა, ოლივიამ ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო რომ ითანს გადაეფარა, მარცხენა მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო, გაიგონა როგორ იღრიალა ითანმა, და მის თვალწინ ყველაფერმა ტრიალი იწყო, - ჯანდაბა, ყველაფერი მე რატომ მემართება, -თქვა ღიმილით და ქუთუთოებს რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ თვალებზე ჩამოფარებას აღარ შეწინააღმდეგებია, * * * საავადმყოფოს პალატაში მოვიდა გონს, პირველი რაც დაინახა, თეთრად შეღებილი ჭერი და კედლები იყო, შემდეგ კი მის საწოლთან მჯდარ ტონი სკოტს მოჰკრა თვალი, ხელში ოლივიას ხელი ეჭირა და ცრემლით სავსე თვალებით უყურებდა, ერთხანს ვერ გამოერკვა, ალბათ იმის მერე რაც ჯეიმიმ დაჭრა, საავადმყოფოში მოიყვანეს, მაგრამ ტონი სკოტი აქ არის და თან თვალცრემლიანი, რა ხდება? - კიდევ რაღაცეები მეჩვენება? -ძლივს ამოიხავლა, -აქ რას აკეთებ? ითანი სად არის? - მადლობა ღმერთს, როგორც იქნა გონს მოხვედი, სამი დღეა შენს გამოფხიზლებას ველოდებით, ტყვია რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს, -მისტერ სკოტს დაღლილი ხმა ჰქონდა, -გთხოვ ნუ ისაუბრებ და ნება მომეცი რაღაც გითხრა, - ითანი სად არის? მისი ნახვა მინდა, -ოლივია ძლივს ახერხებდა ლაპარაკს, - ითანი გარეთ გელოდება, დღე და ღამ შენს საწოლს არ მოსცილებია, ახლაც მე ვთხოვე ცოტა ხნით შენთან დარჩენის უფლება მოეცა, პატიება მინდა გთხოვო შვილო, - შვილო? -ოლივიამ გაცინება სცადა მაგრამ ტკივილისგან სახე დაემანჭა, -რა უცნაურია რომ შენგან ეს სიტყვა მესმის ‘’შვილო“ - ვცდებოდი ოლივია, ძალიან ვცდებოდი, -ტონის ხმაში სასოწარკვეთა და სინანული ისმოდა, ვიცი რომ კარგი მამა არასდროს ვყოფილვარ, მოუცლელი და ბრმა ვიყავი, უგულოდ გექცეოდი, მე არც კი ვიცოდი თურმე რა დღეში იყავი, -ტონიმ იქვე ტუმბოდან ოლივიას დღიური აიღო და დაანახვა, წავიკითხე ახლა უკვე ყველაფერი ვიცი, ოლივიამ დღიურს თვალი აარიდა, - ეს საიდან გაქვს? - მარიამ მომცა, მაგრამ მასზე ნუ გაბრაზდები, შენი მეგობარი რომ არა ალბათ ვერასდროს გავიგებდი ჯეიმის და ელას შესახებ, - თუ ეს დღიური წაიკითხე ესე იგი იცი რომ შენი შვილი არ ვარ, - ასეთი რამ მეორედ აღარ თქვა, შენ ჩემი შვილი ხარ და ყოველთვის ჩემი შვილი იქნები, აი ელა კი ჩემი ცოლი აღარ არის, განქორწინებაზე შევიტანე განცხადება, გპირდები დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება, -ტონი სკოტი წამოდგა, ოლივიას შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა. * * * - რა კარგია რომ უკვე თავისუფლად შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ მესტუმრო სახლში, ტყუილად გეგონა რომ მამაჩემს არ მოეწონებოდი, მას მერე რაც ქალიშვილი გადაურჩინე მისთვის ნამდვილი გმირი ხარ, -ოლივიამ აუზთან ჩამომჯდარ ითანს ცივი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა და მის გვერდით შეზლონგზე მოკალათდა, - მგონი დღეისთვის საკმარისია ცურვა, ექიმმა გითხრა რომ უნდა დაისვენო, -ითანი წვენი მოსვა, წამოდგა და მხრებზე პირსახოცი მოხვია, -წამოდი სახლში შევიდეთ, - კარგი მაგრამ მანამდე ერთ რამეზე მიპასუხე, როგორ მიპოვე ან ის ხალხი იარაღით, ვინ იყვნენ, შენც შეიარაღებული იყავი, არადა მითხარი რომ ფოტოგრაფი ხარ, - გგონია მხოლოდ შენ გაქვს საიდუმლოებები მისის სკოტ? -ითანმა ეშმაკურად ჩაიცინა, ოლივიას მხრებზე ხელი მოხვია და სახლისკენ წაიყვანა, - ოლივიას არაფერი უთქვამს, დაე ჰქონდეს ითანს საიდუმლოებები, ეს ხომ მეტ ხიბლს ძენს მათ განსაკუთრებულ და უჩვეულო ურთიერთობას, - ოჰ ეს საიდუმლოებები, -ჩაიღიღინა მხიარულად და მკერდზე მიეხუტა. დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.