ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეშვიდე)
მაიკლი გააფთრებული სახით მიიჭრა მაგიდასთან და ოლივიას მკლავში ხელი ჩაავლო - ახლავე ადექი და სახლში წამოდი, - გამიშვი, შენთვის ჩემთან შეხების უფლება არ მომიცია, -ცივად უთხრა ოლივიამ, მაიკლმა ხელი გაუშვა და მის გვერდით ჩამოჯდა, - უკვე გითხარი რომ შენთან შეხებისთვის უფლება არ მჭირდება, შენ ჩემი საცოლე ხარ, მე მეკუთვნი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გუშინ რომ გაქრი, შენს გამო ტყუილის თქმა მომიწია, მეც წამოვედი წვეულებიდან და ყველას ვუთხარი რომ ჩემთან ერთად იყავი, შენ კი საერთოდ არ გრცხვენია, რაზე ფიქრობ როცა ღამეს უცხო მამაკაცის სახლში ათენებ, რა ირონიულია, მაიკლი მის წინ იჯდა და მორალზე ლექციას უკითხავდა, ოლივიას გაეღიმა, - ვინ ვინ და შენ ნამდვილად არ უნდა მიკითხავდე მორალზე ლექციას, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, შენთან ერთად სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, ასე რომ ჯობია წახვიდე და დედაჩემთან ერთად ჩემთან ქორწინებაზე იოცნებო, რაც არასოდეს მოხდება, - ახლავე წამოხვალ ჩემთან ერთად, -იღრიალა მაიკლმა და მაგიდას ხელი ისეთი ძალით დასცხო, ოლივიას წინ მდგარი ყავის ჭიქა შებარბაცდა და მუხლებზე დაემხო, ოლივიამ შეჰკივლა, ითანი რომელიც აღარც კი ახსოვდა თუ ოთახში იყო, წამსვე მასთან გაჩნდა და მის წინ ჩაიჩოქა, - როგორ ხარ, ხომ არ დაიწვი? -ოლივიამ მზერა ჰკიდა თუ როგორი ეჭვით სავსე თვალებით უყურებდა მაიკლი ითანის ხელს რომელიც ოლივიას მუხლზე ედო, - რას აკეთებთ? -სიბრაზისგან ძლივსღა სუნთქავდა მაიკლი, -თქვენს შორის რა ხდება? ითანი ნელა წამოდგა და მაიკლს შეძლებისდაგვარად მშვიდი ხმით მიმართა, - მესმის რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ უფლება არ გაქვს ჩემს სახლში იყვირო და სკანდალი მოაწყო, მითუმეტეს რომ ოლივიამ ისედაც ბევრი რამ გადაიტანა, ახლა ჯობია წახვიდე სახლში მე მოვიყვან, - რას აკეთებ ითან? -მაიკლი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, -გუშინ შენ თვითონ დამირეკე და მითხარი რომ ოლივია შენთან იყო, მთხოვე რომ არ მოვსულიყავი რადგან ცუდად იყო და დასვენება სჭირდებოდა, ახლა კი მეუბნები რომ ასე უბრალოდ ავდგე და წავიდე? -მითხარი თქვენს შორის რამე ხდება? -მაიკლი ითანს მიმართავდა მაგრამ ოლივიას მოშიშვლებულ ფეხებს და ითანის მაისურს თვალს არ აცილებდა, - ასეც რომ იყოს ეს შენ ნაკლებად გეხება, -ვეღარ მოითმინა ოლივიამ, ითანმა მხარზე ხელი დაადო და ანიშნა გაჩუმდიო - ისეთ რამეს ნუ გააკეთებ და იტყვი რასაც შემდეგ ინანებ, -მიმართა მაიკლს, -წამოდი გაგაცილებ და თან ვისაუბროთ, მაიკლი მძიმედ წამოდგა და უხმოდ დაიძრა კარისკენ * * * ითანი დაძაბული მართავდა ავტომობილს, გზას თვალს არ აშორებდა და თითქოს არც კი იმჩნევდა მის გვერდით მჯდომი ოლივიას არსებობას, მკაცრად ტუჩებ მოკუმული საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს, უბრალო თეთრი მაისური, მუქი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი უხდებოდა, თმა ჩვეულებრივად უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი და სახეზე ჩამოყრილი, - ესე იგი დღეიდან აღარ მნახავ ხოლმე? -ვეღარ მოითმინა ოლივიამ - ამას რატომ ამბობ? -ითანს გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა - რაც მაიკლი წავიდა იმის შემდეგ ჩემთვის ხმა არ გაგიცია და უჩვეულოდ სერიოზული ხარ, რა ხდება? - მაიკლი არაფერ შუაშია, ცოტა დავიბენი, ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მე უბრალოდ დაფიქრება მჭირდება, შენ სხვას ეკუთვნი, თქვენს ოჯახებს უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვთ, - მისმინე ითან, მინდა რომ ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნა და მეორედ აღარ გავიმეორებ, -ოლივიამ თვითონაც არ იცოდა როგორ და საიდან პოულობდა ძალას რომ მშვიდად ესაუბრა, -შენ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი და მაიკლის ქორწინება მაინც არ შედგებოდა, ვერაფერი მაიძულებს მასზე გათხოვებას, შენ არაფერი იცი ჩემი ცხოვრების შესახებ, სიმართლე რომ ვთქვა ბევრი რამ თვითონაც არ ვიცი რადგან ავარიამდე რაც იყო არაფერი მახსოვს, ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი ის არის რომ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ მხოლოდ სხვისი მითითებები ასრულო, იმისთვის რომ იმაზე იფიქრო რას იტყვიან სხვები და იმისთვის რომ ბედნიერებაზე უარი თქვა, მერწმუნე ეს კარგად ვიცი, ამიტომაც ისე ვიცხოვრებ როგორც სწორად მივიჩნევ და არავის მივცემ უფლებას თავს საკუთარი სურვილები მომახვიოს, ოლივიამ ეშმაკურად გაიღიმა და ითანს შეხედა რომელიც ისევ ისე ინარჩუნებდა სერიოზულ სახეს და გზას თვალს არ აშორებდა, - უკვე ისე შეგეჩვიე უშენოდ ცოტა მოვიწყენ, მაგრამ არაუშავს, შენ ამაზე ნუ იფიქრებ, ყველაფერს მალე ვეჩვევი, ითანი გზიდან გადავიდა და მკვეთრად დაამუხრუჭა, ღვედი შეიხსნა, მისკენ გადაიხარა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და აკოცა, დიდხანს, მგზნებარედ და გატაცებით კოცნიდა, ოლივია ნეტარებისგან მეცხრე ცაზე იყო, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა გარდა ითანის ტუჩებისა და მისი საოცარი სურნელისა რომელიც თავბრუს ახვევდა - კიდევ ფიქრობ რომ უჩემოდ ყოფნას შეეჩვევი? -დაბალი ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ითანმა როცა მის ტუჩებს მოსწყდა, -ამას მართლა გააკეთებ? დარწმუნებული ხარ? - შენი ვერაფერი გამიგია ითან, -ოლივია ძლივს სუნთქავდა, -მეგონა რომ მაიკლის გამო ჩემთან ყოფნას არ ისურვებდი, - მაიკლთან ურთიერთობას მე გავარკვევ, -ითანი ღიმილს ვეღარ იკავებდა და თვალები უცნაური შუქით უბრწყინავდა, -შენ ის მითხარი ახლა რა იქნება, - მოდი ნუ ვიჩქარებთ, -ოლივია ფრთხილობდა და ნელ-ნელა არჩევდა შესაფერის სიტყვებს, -ნუ ვიჩქარებთ რომ ჩვენს ურთიერთობას რამე დავარქვათ, რა საჭიროა ის ყველაფერი რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ ჩარჩოებში მოვაქციოთ, ჩემი აზრით სისწრაფეა ყველანაირი ურთიერთობის მტერი, იქნებ ჩვენს ურთიერთობას ნება მივცეთ რომ თავისთავად განვითარდეს და ვნახოთ სადამდე მივა, მაიკლი ყურადღებით უსმენდა და გაოცებას ვერ მალავდა, -ამას როგორ ახერხებ ოლივია სკოტ? ჰკითხა ბოლოს, - რას გულისხმობ? -ვერ მიუხვდა ოლივია - ყოველ ჯერზე როგორ ახერხებ რომ გამაოცო? საოცრად ჭკვიანი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ხარ, შენში იმდენი საუკეთესო თვისებაა თავმოყრილი... სიმართლე გითხრა შენი ასაკიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ... რომ... - ფიქრობდი რომ პატარა, თავქარიანი გოგო ვიქნებოდი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს? -დაამთავრა ოლივიამ - დაახლოებით, -გაეცინა ითანს - არა, ითან, მე მხოლოდ ერთი ცხოვრება მაქვს და არამგონია კიდევ მომეცეს შანსი რომ თავიდან ვიცხოვრო, ჩემს თავს იმის უფლებას ვერ მივცემ რომ დრო ტყუილად გავფლანგო და შეცდომები დავუშვა, მე ვიცი რაც მინდა, ყოველთვის ვიცოდი, უბრალოდ მეშინოდა ჩემი სურვილებისთვის და ოცნებებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო როცა უნდა გადაწყვიტოს, მთელი ცხოვრება რაღაც სულელური დოგმების შიშში და მონობაში იცხოვრებს თუ ბედნიერებისთვის იბრძოლებს, ითანი აღფრთოვანებული უყურებდა ოლივიას, -ნეტავ თუ მართლა აქვთ მომავალი? იქნებ დაუჯეროს და საერთოდ არ იფიქროს მომავალზე, რაც იქნება იქნება, მთავარია რომ მასთან ერთად ყოფნა მოსწონს, თავს ბედნიერად გრძნობს და მისთვის ბოლომდე იბრძოლებს, -მისკენ გადაიხარა, თავისკენ მოიზიდა და გულში მაგრად ჩაიკრა მისი თხელი, სიფრიფანა სხეული. * * * ითანმა მთავარ შესასვლელთან გააჩერა ავტომობილი, ოლივიამ ის იყო კარი გააღო და გადმოვიდა რომ მათ გვერდით, ძვირფასი სპორტული ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც ჯეიმი თერნერი მართავდა, - ეს მანიაკიღა მაკლდა -ჩაილაპარაკა ოლივიამ და ტუჩები ზიზღით დაემანჭა, - მანიაკი? -ითანმა გაოცებულმა შეხედა ოლივიას, - ვიხუმრე, -ოლივიამ გაღიმება სცადა, -ეს ბიძაჩემია, დედაჩემის ძმა, - ბიძაშენი? დარწმუნებული ხარ? -ითანმა ეჭვიანი მზერით შეათვალიერა, ჯეიმი რომელიც მათ შეჰყურებდა და ვერ გადაეწყვიტა ახლოს მისულიყო თუ არა, -ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენი ნათესავი იქნებოდა, მითუმეტეს ბიძა, გუშინ ღამით ისე გიყურებდა რომ, მაპატიე მაგრამ სხვა რაღაც ვიფიქრე, არ მომწონს ეს კაცი ოლივია, - ის არავის არ მოსწონს, მაგრამ უბრალოდ უცნაური ტიპია ითან, ეს არის და ეს, ახლა კი ჯობია წახვიდე, - უბრალოდ შემპირდი რომ თუკი რამე პრობლემა გექნება აუცილებლად დამირეკავ, - ხომ იცი რომ ტელეფონი არ მაქვს, ჯანდაბა, კიდევ დამავიწყდა რომ მეყიდა, ითანმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა, -შენთვის ვიყიდე, ჩემი ნომერიც ჩავწერე, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო, -ტელეფონი ჯიბეში ჩაუდო, ხელი კისერში თმის ქვეშ შეუცურა და ვნებიანად აკოცა, ოლივია არ გაძალიანებია, ცალკე ითანის სურნელით და ცალკე იმ შეგრძნებით აღტყინებული რომ ბიძამისი ამ ყველაფერს უყურებდა, თავს უბედნიერესად გრძნობდა, ითანს აღარაფერი უთქვამს, ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა, ოლივიამ მშვიდად ჩაუარა ბიძამისს რომელიც ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული და სიბრაზისგან ცახცახებდა, - ასე რატომ მექცევი ოლივია? -ჩაილაპარაკა ძლივსგასაგონი ხმით, - გექცევი? შენ საერთოდ რა შუაში ხარ? -ოლივია ისეთი მშვიდი და სასტიკი იყო როგორც არასდროს, -ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი სხვა გოგო იქცევა როცა სიგიჟემდეა შეყვარებული, - ის გიყვარს? - მიყვარს, ჯობია ამას შეეგუო, შემეშვი და შენი მანიაკალური ფანტაზიები რამე სხვით დაიკმაყოფილე, -უთხრა და თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო, საოცრად შემსუბუქებული, ცეკვა-ცეკვით წავიდა სახლისკენ, ჯეიმიმ მაგრად შეკრული მუჭი პირთან მიიტანა და მთელი ძალით იკბინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა დაინახა როგორ ეწვეთებოდა სისხლი ფერადი ქვით მოკირწყლულ გზას, - ამას არ გაპატიებ ოლივია, არც შენ და არც იმ ნაბიჭვარს, ჩაილაპარაკა და ფეხი მთელი ძალით დასცხო ავტომობილის საბურავს. * * * ელა სკოტი ბიბლიოთეკაში ელოდა ოლივიას და არც გაკვირვებია როცა მაიკლიც მის გვერდით დაინახა, - როგორც იქნა მობრძანდი პატარა ქალბატონო, დაჯექი უნდა ვისაუბროთ, -მისის კოტი საკმაოდ სერიოზული და მშვიდი იყო, ოლივიამ რატომღაც თავი უცნაურად იგრძნო და გაეღიმა, როცა ასაკით მასზე პატარა ქალმა ასე მიმართა, ჯერ კიდევ ეჩვეოდა ახალ სხეულს და გარეგნობას, - არამგონია კიდევ გაიღიმო როცა ყველაფერზე ვისაუბრებთ, - ოჰ, ახლა უკვე ღიმილსაც მიკრძალავთ? -ოლივია სავარძელში ფეხმორთმით მოთავსდა, -გისმენთ, რაზე უნდა ვისაუბროთ? - უკვე ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი, -დაიწყო მისის სკოტმა, - ამასაც თუ თვალის დახუჭვა ჰქვია, -ჩაიფხუკუნა ოლივიამ, -ელამ ყურიც კი არ უგდო ისე გააგრძელა, -ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ ღამღამობით გასართობად დაიპარები და ბეჭდის შესახებაც ... ოლივიამ მაიკლს გადახედა, -ბედოვლათი, იდიოტი, გაიქცა და ყველაფერი დედაჩემს ჩაუკაკლა, ამის შემდეგ კიდევ რისი იმედი აქვს, - ჰოდა ასეთი რამ მოვიფიქრე, -გააგრძელა ელამ, -დღეიდან საერთოდ ვეღარ გახვალ გარეთ, ყოველ შემთხვევაში ქორწილამდე, სახლის დაცვა გავაძლიერე, აქედან ვეღარ გახვალ ოლივია, თუკი რათქმაუნდა გვირაბის გათხრას არ აპირებ, დღეიდან ვეღარავის შეხვდები და მაიკლის გარდა ურთიერთობა არავისთან გექნება გასაგებია? ოლივია უსმენდა და მის მკვირცხლ გონებაში ახალი გეგმა იბადებოდა, ითანთან ახლა იწყებდა ურთიერთობას და ელა სკოტთან გამუდმებული ჩხუბით და დავიდარაბით ამ ბედნიერებას ჩრდილს არ მიაყენებდა, თანაც დარწმუნებული არ იყო რომ ამ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა... - კარგი თანახმა ვარ, -თქვა მშვიდად და გაიღიმა, -ყველაფერზე თანახმა ვარ, მათ შორის მაიკლთან ქორწინებაზეც, -მაიკლ შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? შენთან საქმე მაქვს, -თქვა ზედმეტად განაზებული ხმით, ადგა, ოთახიდან ნელი ნაბიჯით გამოვიდა და ელა სკოტი პირდაღებული დატოვა, მაიკლი კი მორჩილი ცხვარივით მიჰყვა უკან, ოლივია მეორე სართულზე ამავალ კიბესთან შედგა და მოტრიალდა, - შეგიძლია საძინებელში წამომყვე? მიდა რაღაც გაჩვენო, - რას გეგმავ ოლივია? -მაიკლის ხმაში ეჭვი იგრძნობოდა, ხვდებოდა რომ ოლივია ასე უბრალოდ, ბრძოლის გარეშე არ დათანხმდებოდა მასთან ქორწინებას, - რაღაც მინდა გაჩვენო და ყველაფერს მიხვდები, -ოლივია კიბეს აუყვა, მაიკლიც უკან მიყვა, საძინებელში შესვლისთანავე, ლეპტოპი ჩართო და საწოლზე ჩამოჯდა, - მოდი, გვერდით მომიჯექი, -ღიმილით მიიპატიჟა მაიკლი, გაოცებული მაიკლი, ფრთხილად ჩამოჯდა მის გვერდით, ოლივიამ ღილაკს თითი დააჭირა, - შეხედე მაიკლ, შენთვის მოკლემეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ავარჩიე, იმედია მოგეწონება, მე აღფრთოვანებული დავრჩი, უარყოფითმა პერსონაჟმა შემზარა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ძალიან კარგად თამაშობს, მაიკლი ვიდეოს უყურებდა და ნელ-ნელა ეცვლებოდა სახე, - ეს ჩანაწერი საიდან გაქვს? -იკითხა ჩამწყდარი ხმით, - რა მნიშვნელობა აქვს, -ოლივიამ ლეპტოპი გვერდზე გადადო, -მთავარია რომ ახლა შეგვიძლია გარიგება დავდოთ, - ასეც ვიცოდი, -მწარედ ჩაიცინა მაიკლმა, -ვიცოდი რომ რაღაც გეგმა გქონდა და ასე უბრალოდ არ დათანხმდებოდი ჩემთან ქორწინებას, მაგრამ გარიგება? რომ არ დაგთანხმდე? - ჰოო, ალბათ ეს პრობლემა იქნება, ჩემს მშობლებს იმდენად ვკიდივარ ფეხებზე რომ ალბათ რეაქციაც არ ექნებათ თუკი ამ ჩანაწერს ვაჩვენებ, მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება იუთუბზე რომ ავტვირთო, ისეთი პოპულარული გახდები შეიძლება ჰოლივუდშიც კი მიგიწვიონ, იფიქრე ამაზე, ცუდი მხოლოდ ის არის რომ ალბათ ყოველთვის იმ პერსონაჟის როლს შემოგთავაზებენ რომელიც ვიღაცას კლავს ან აუპატიურებს, - საშიში გოგო ხარ ოლივია სკოტ, ამას ნამდვილად არ ველოდი, მითხარი რა გინდა? -ჩაიღრინა მაიკლმა და მომუშტული ხელი საწოლს მთელი ძალით დასცხო - პირველ რიგში მინდა რომ ქორწილის თარიღი რამდენიმე თვით გადაწიო, მანამდე სანამ რამეს მოვიფიქრებ, მიზეზი შენ მოიფიქრე, ვიცი რომ არ გაგიჭირდება, ყოველთვის უნდა შემეძლოს ამ სახლიდან გასვლა როცა მომინდება, ამასაც შენ მოაგვარებ და რაც მთავარია შეეშვი ჩემზე ფიქრს, ხვდები რომ ეს ყველაფერი უკვე აკვიატებაში გადაგდის? -ოლივია მკაცრი და შეუვალი იყო, - თავისუფლება იმიტომ გინდა რომ დრო ითანთან ერთად გაატარო? - ეს შენ არ გეხება მაიკლ, იმედია შევთანხმდით? -ოლივიამ ხელი გაუწოდა, მაიკლმა ცივად ჩამოართვა და უხმოდ, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, - ესეც ასე, მშვენივრად ვითამაშე, -ოლივია წამოდგა საკუთარ თავს ტაში დაუკრა და უმიზეზო სიცილი აუტყდა, -ნეტავ ითანი რას იფიქრებს როცა გაიგებს რაც გავაკეთე? იმედია არ გაბრაზდება, ალბათ გაიგებს რატომაც მოვიქეცი ასე, -კარადიდან მაისური და შორტი გამოიღო და თვალი დღიურს მოკრა, გადმოიღო ჩამოჯდა, გადაშალა და კითხვა გააგრძელა, * * * არაფერი იცვლება, ყოველდღე ისევ ერთი და იგივე, ბიძაჩემი საშინლად მავიწროვებს, გუშინ ისევ ბაღში მომიმწყვდია და ძალით მაკოცა, დიდხანს ვტიროდი საძინებელში ჩაკეტილი, მამას ვერაფერს ვეუბნები, მისი რატომღაც მეშინია, ალბათ არც დამიჯერებს, ნეტავ რა მოხდება რომ დედას ვუთხრა... დღეს დედაჩემის და ბიძაჩემის საუბარი მოვისმინე შემთხვევით, ჯანდაბა წარმოგიდგენიათ? დედამ ყველაფერი იცის საკუთარი ძმის მანიაკალური მიდრეკილებების შესახებ, იცის როგორ მექცევა და ხმას არ იღებს, მხოლოდ იმას ეუბნებოდა რომ ფრთხილად მოქცეულიყო რათა არავის არაფერი გაეგო, მათი საუბრიდან გავიგე რომ ნაშვილები ვარ აი თურმე რატომ ვკიდივარ დედაჩემს ფეხებზე, მამაჩემმა არაფერი იცის, დედაჩემმა ყველაფერი მასზე გათხოვებისთვის მოაწყო, ისე გააკეთა თითქოს საზღვარგარეთ იმშობიარა და მამას ჩემი თავი ისე წარუდგინა როგორც მათი საერთო ქალიშვილი, კაცმა არ იცის ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები, ის ქალი კი რომელიც აქამდე დედა მეგონა ნამდვილი მონსტრია, უკვე აღარც კი ვლოცულობ, ღმერთი არ არსებობს, რომ არსებობდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდი, შიშში და ტერორში ვცხოვრობ, ღამე თითქმის აღარ მძინავს, ცუდად ვარ და ეს არავის აინტერესებს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მხოლოდ მე არ მაქვს ჩემი... წუხელის პირველად დამესიზმრა ასეთი უცნაური სიზმარი, ქალი მესიზმრა, შუახნის სასიამოვნო გარეგნობის ქალი, საოცრად სევდიანი გამოხედვით, მითხრა რომ ლილი ერქვა ... ოლივიამ დღიური ცივად დახურა და იქვე საწოლთან მიაგდო, - ეს შეუძლებელია, როგორ შეიძლება რომ ოლივიას სიზმარში ლილი ენახა, - შეუძლებელია? -კითხვა ხმამაღლა დაუსვა საკუთარ თავს, -იმის მერე რაც მოხდა შეუძლებელი არაფერია, ამ დღიურს ხელში აღარასოდეს ავიღებ, ჯანდაბა საწყალი ოლივია, რამდენი რამის გადატანა მოუხდა საცოდავ გოგოს და გვერდით არავინ ყავდა ვინც დაეხმარებოდა, ტელეფონის ხმა მოესმა და იმდენად იყო უკვე გადაჩვეული ერთხანს ვერც მიხვდა ხმა საიდან მოდიოდა, ითანის შეტყობინება იყო, - როგორ ხარ? - არც თუ ისე კარგად ვიყავი მანამდე სანამ მოწერდი, ახლა უკვე კარგად ვარ, -დაუბრუნა პასუხი ოლივიამ, რამდენიმე წამიც არ გასულა რომ ითანმა დარეკა, აღელვებული ხმა ჰქონდა, - რა ხდება? კარგად ხარ? ხომ არ გინდა რომ მოვიდე? -ოლივიას უნებურად გაეცინა, - შენ რა იცინი? -გაუკვირდა ითანს, -მე კი მეგონა ცუდად იყავი, - უბრალოდ ისეთი საყვარელი ხარ როცა ჩემზე ღელავ, ყველაფერი რიგზეა ითან, შეიძლება ითქვას რომ თითქმის ყველა პრობლემა მოვაგვარე, როცა გნახავ ყველაფერს აგიხსნი, - კარგი, ახლა უნდა გავთიშო, ფოტოსესია მაქვს დანიშნული, სახლში რომ დავბრუნდები დაგირეკავ, -ითანმა ტელეფონი გათიშა თუ არა ოლივიამ გამოიცვალა, თმა უკან კეფაზე შეიკრა და ბაღში ჩავიდა, იქნებ იქ მაინც ესუნთქა თავისუფლად, ცხელოდა, ბაღში ყველაფერი ყვაოდა და იქაურობა უამრავი მწერით და ფუტკრით იყო სავსე, ფარდულთან ჩამოჯდა და თვალები დახუჭა, არც კი იცოდა რამდენ ხანს თვლემდა, ნიკის ხმამ გამოარკვია, - აქ რას აკეთებთ მის სკოტ? ოლივიამ ნიკს შეხედა და თვალებს არ დაუჯერა, ხელით მოხატული მაისური ეცვა, მაისურზე სასკე უჩიჰა ეხატა, ოლივია ამ მაისურს ათას სხვა მაისურში გამოარჩევდა, საკუთარი ხელით მოხატა და პოლს დაბადების დღეზე აჩუქა როცა ის თოთხმეტი წლის გახდა, პოლი გიჟებოდა ამ მანგაზე და განსაკუთრებით სასკე უყვარდა, უბრალოდ მაისური დიდი მოუვიდა და ვერ ჩაიცვა, გული საშინლად დასწყდა და იმის მერე ლილის ეს მაისური აღარ უნახავს, ეგონა რომ პოლმა გადააგდო... - ლამაზი მაისურია, საიდან გაქვს? შეეკითხა ნიკს, - დღეს ხულიოსთან ვიყავი, რაღაცეებში დავეხმარე და შემთხვევით მანქანის ზეთით დავისვარე, მისმა ახალმა თანამშრომელმა კი თავისი მაისური მათხოვა, გამოსაცვლელად ჰქონია წამოღებული, - რა ჰქია იმ ახალ თანამშრომელს? -აცახცახებული ხმით ჰკითხა ოლივიამ, - პოლი ჰქვია მის, პოლ ჯონსი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.