შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {სრულად} +18


22-09-2021, 07:18
ავტორი painter1
ნანახია 76 324

მოგესალმებით მეგობრებო!
დიდ მადლობას გიხდით ლოდინისთვის, მოთმენისთვის და კვლავ მოლოდინში დარჩენისთვის!
დიდი მადლობა აქტივობისთვის, მოკითხვისთვის და კიდევ უამრავი რამისთვის რომლის ჩამოთვლასაც დიდი დრო დასჭირდება.
მომენატრეთ, მომენატრა თქვენთან კონტაქტი და საიტზე აქტიურობა.
მომენატრა ის გრძნობა ახალი თავის დადებისას მკითხველის მოლოდინი რომ მქონდა, რას იტყოდნენ, როგორ შეაფასებდნენ და ასე შემდეგ.
ბოდიშს გიხდით გადაკარგვისთვის, უბრალოდ ამ ბოლო თვეებში იმდენი რამ გადამხდა, იმდენი რამ მოხდა რამაც ჩემი ცხოვრება სეულიად ამოაბრუნა, შეცვალა და რაღაც მხრივ მეც გამზარდა.
ამ ბოლო თვეების განმავლობაში რაც ვისწავლე ის არის რომ ოჯახი, როგორიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ, მშობლებთან მეტი დრო გავატაროთ რადგან არავინ იცის რა მოხდება, რა გამოჩნდება და რა დაემართებათ ჩვენთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს.
ვისწავლე შეცდომებით, რომელიც არასდროს უნდა ვინანოთ როგორ ცუდადად არ უნდა ვიგრძნით თავი ჩანდენილის შემდეგ.
შორს გახედვა ვისწავლე, რომელმაც კიდევ უფრო მეტი შეცდომების დაშვებისგან გადამარჩინა.
ვისწავლე საკუთარი თავის ფასი, ის რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიშოროთ ის ადამიანები რომლებიც ვერ გვაფასებენ და არცერთი წუთი არ უნდა დავხარჯოთ მათი დაკარგვის დარდში.
ღმერთს მადლობას ვუხდი იმ ადამიანების ჩამოშორებისთვის რომელებმაც გული მატკინეს, და იმ ადამიანებისთვის რომლებიც ყველაზე რთულ მომენტებში ჩემს გვერდიგ იდგნენ.
ჩემს ისტორიებს რომ გადავხედე, გავიაზრე როგორ გავიზარდე და შევიცვალე.
თუნდაც ეს ბოლო ისტორია ავიღოთ.
აქ ყველა სიყვარულზე წერს, მეც ვწერდი და ალბათ კიდევ დავწერ მაგრამ სხვა ფორმით და სხვანაირად.
აქამდე ზუსტად არ მესმოდა ამ გრძნობის რეალური არსი.
არც პირველ სიყვარულზე ვიცოდი რამე, ურთიერთობებზე და ასე შემდეგ.
ახლა როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა გრძნობა, სიყვარული, იმდეგაცრუება, ტკივილი, მომატრება და სიყვარულის გამო თავის არ დაფასება, ისევ იმ ადამიანზე ფიქრი რომელმაც გული ორად გაგიხლიჩა და მიუხედავად ყველაფრისა საკუთარ თავში იმ იმედის ჩასახვის რომ ყველაფერი რაიმე მიზეზის გამო მოხდა, საკუთარი თავის სტყუილებში დაჯერება, და ბოლოს ყველაფრის გაქრობა, ყველაფერი სხვანაირად დავინახე.
არ ყოფილა ადვილი სიყვარული. არ ყოფილა ისეთი ლამაზი, ფერადი როგორსაც აქ ჩვენ ავღწერთ.
მშობლების დაკარგვის შიში იმაზე მტკივნეული და მძიმე ყოფილა ვიდრე აქ გადმოვცემთ ჩვენივე ფანტაზიების დახმარებით.
იმ ადამიანისთვის ყველაფეის მიცემა რაც კი შეგეძლო მიგეცა და ამის არ დაფასება, გადათელვა და შენი არაფრად ჩაგდება ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა რომ ვერც ვიფიქრებდი.
მაგრამ როგორც ხშირად ვიტყოდი, ყველა ურთიერთობა ახალ გაკვეთილს გვასწავლის და კიდევ უფრო გვზრდის გონებრივად.
მინდა ყველას ძალიან დიდი ბედნიერება გისურვოთ ცხოვრებაში, და ის პატარა პრობლემები რომლებიც ყველას გვაქვს უფრო დიდად არასდროს გადაქცეულიყოს.
გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, გულებს და პირველ რიგში ყოველთვის თქვენი თავი დააყენეთ უმაღლეს მწვერვალზე.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის(და ამ ყველაფერში ყველაფერი შედის)
იმედი მაქვს დასასრული მოლოდინს არ გაგიცრუებთ. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
ვიმედოვნებ ჩემი დაკარგული და თითქმის გაუჩინარებული მუზა ისევ დაბრუნდება და ახალი გრძნობებით და “ექფერიენსი”-თ უკეტეს ისტორიებს დამაწერინებს.
•••••••••••••••


ნაცრისფერ ქუჩებს მიწასთან ახლოს მყოფი მუქი ღრუბელი უფრო მეტად აბნელებდა, რამდენიმე წუთში ერთხელ ღრუბლებში თვალის მომჭრელი ელვის შუქი ანათებდა, მას კი წამებში ძლიერი გრუხუნიც მიჰყვებოდა. ტელეფონზე მოსული შეტყობინება ამინდის პროგნოზს ამცნობდა ხალხს და გარეთ სიარულისგან თავის შეკავებას მოუწოდებდა. ავტობუსის გაჩერებასთან მდგომი ქალი თანამოქალაქეებთან ერთად ატუზულიყო ტრანსპორტის მოლოდინში, ხშირად ტელეფონის ეკრანს უყურებდა, საათს ამოწმებდა, შემდეგ თხელი ქურთუკის ჯიბეში იბრუნებდა და თითებს შორის მოქცეულ სტარბაქსის ცხელ ყავას სვამდა. შემოდგომის ბოლო თვეში დღე ექვის ნახევარზე უკვე მთავრდებოდა, შემდეგ გაწელილი, უაზრო, უინტერესო და ერთფეროვანი ღამე დილის შვიდ საათამდე გრძელდებოდა. ასეთ მოღრუბლულ, ბნელ ამინდებში კი უფრო დიდხანს გრძელდებოდა ჩამოწოლილი სიბნელე, ამ ყველაფერს კი სიცივეც ემატებოდა. გაჩერებაზე მისულ ავტობუსში სწრაფად ავიდა, მგზავრობის გადახდის მერე ფანჯარასთან მოთავსებულმა საფეთქელი შუშას მიადო და თვალები დახუჭა. ავტობუსი გერმანიის პატარა ქალაქში, დორტმუნდში, ერთ-ერთ კორპუსთან მდებარე გაჩერებაზე გაჩერდა, იმ დროისთვის უკვე ძლიერად წვიმდა, ნახევარი წუთიც არ დასჭირვები უქოლგოდ ჩასული ქალის დასასველებლად. სციოდა, მაგრამ ტუჩებზე მაინც დასთამაშებდა ღიმილი წვიმის შეგრძნებისას. შენობაში შესულმა გასაღებით გააღო შიგნით, დერეფანში შესასვლელი კარი, შემდეგ ლიფტში შევიდა და მეოთხე სართულზე ასული პირდაპირ საკუთარი ბინის კარისკენ დაიძრა. გასაღებად გამზადებული გასაღები ხელში გაუშეშდა როგორც კი ოდნავ გაღებული კარი შეამჩნია, გულმა დარტმა გამოტოვა, რამდენიმე წამში კი გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა. ნელა გააღო კარები და სიგარეტის კვამლის სუნიც მაშინვე იგრძნო. ფრთხილად დაიძრა მისაღებისკენ, რაც უფრო უახლოვდებოდა გულიც უფრო სწრაფად განაგრძობდა მოძრაობას. ირგვლივ სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მალევე გაარჩია სავარძელში მჯდომი სილუეტი, თითქოს მიხვდა კიდეც მის ვინაობას. გაუბედავად, ნელა აჰკრა თითი შუქის ასანთებს, წამებში განათდა ოთახი, სავარძელში ჩაფლული სიგარეტით ხელში მჯდომი კაცის სახეც გამოჩნდა, მის შემყურე ქალს კი სუნთქვაც გადაავიწყდა. ვერასდროს წარმოიდგენდა როდისმე იქ თუ ნახავდა, ისევ თუ შეხვდებოდა და იმ ცივ, ნაცრისფერ თვალებში ჩახედავდა. ისევ ისეთი იყო, ისევ ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა, არა, ახლა ყინულივით გამხდარიყო, კვლავ არაფრისმთქმელი მზერით შესცქეროდა, ისეთით, მისი ხილვისგან ათრთოლებული ქალი ვერასდროს რომ ვერ იგებდა. დიდი დრო იყო გასული ბოლო ნახვის შემდეგ, ის დღე ახლაც თვალწინ ედგა, მაგრამ არ ესმოდა იმ დროს იქ რას აკეთებდა. ირგვლივ მის გარდა არავინ ჩანდა, ნათელი იყო უკვე ყველაფერი იცოდა კაცმა, რომელსაც ემოციები არ გააჩნდა. ახლა კი შიში იტანდა, შიში მისთვის ყელაზე ძვირფასი ადამინის დაკარგვის.
-შენ… - ძლივს გაბედა ხმის ამოღება ერთ ადგილზე მიყინულმა, სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა ოდნავ მოჭუტულ თვალებში და წარმოდგენა არ ჰქონდა რას ფიქრობდა იმ წუთებში.
-გამარჯობა, სესილია. - ცივი, უემოციო ტონალობით ჩაილაპარაკა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის. ოდნავ ჩაეღიმა შესამჩნევად რომ შეეკრა სუნთქვა ქალს, გრძნობდა ყველა ემოციას რასაც იმ წუთებში განიცდიდა მისთვის საყვარელი ქალი. ამდენი წლის უნახავი ისე ენატრებოდა თავს ძლივს იკავებდა რომ არ მისულიყო და მოხვეოდა. თავის დაძლევაში სიბრაზე ეხმარებოდა რომელიც მასში მძაფრად ფუნქციონირებდა, მითუმეტეს იმ მომენტში. - დაჯექი. - საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა სიგარეტის მორჩენილი ნამწვი, თითები ერთმანეთში ახლართა და ტუჩებთან მიიტანა.
-აქ რა გინდა? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა კაცის შემყურემ. ასეთ პოზაში ჯდომისას დიდ სურვილს აღძრავა მასში, ისე როგორც წლების წინ. მაშინ თავს არ იკავებდა, ახლა კი ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა ერთ ადგილზე დგომა და უბრალოდ საუბარი.
-დაჯექი. - თითებს მოშორებული საჩვენებელი თითი სავარძლისკენ გაიშვირა, თან თვალს არ აშორებდა ქალს.
-არა.
-სესილია… - უცნაურად ჩაიცინა, თან თავი გააქნია ქალის შემყურემ.
-რა გინდა?
-დაჯექი ამის დედაც! - წინ მდგომ ხის მაგიდას ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის გული, მოულოდნელობისგან კი ადგილზე შეხტა ქალი, მაგრამ სახეზე არსებული მიმიკა მაინც არ შესცვლია. პირიქით, უფრო ამაყი გამომეტყველება აიკრა, თავს მყარად დგომა შემოუთვალა, არაფრის მთქმელი მწვანე თვალებით ჩააშტერდა ბრაზისგან თვალებ ანთებულ კაცს და მასთან სასაუბროდ შეემზადა.
-თქვი აქ რისთვის ხარ და წადი ჩემი სახლიდან.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები მისი საქციელით გაღიზიანებულმა, ნერვებზე მოქმედებდა სესილიას ასეთი ქცევა, თანაც მას შემდეგ რაც ყველაფერი გაიგო განვლილ წლებზე. - ნუ ცდი ჩემს მოთმინებას სესა, შენ იცი რომ გაბრაზებულზე შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო, ნუ მაიძულებ ისეთი რამის გაკეთებას რაც გატკენს.
-საკმარისად არ მატკინე? მეტი რაღა გინდა? მითხარი რა ჯანდაბა გინდა აქ ამდენი წლის შემდეგ! - ხმის ტონს საგრძნობლად აუწია, სახე უფრო გაუმკაცრდა და ის დაბნეული, შეშფოთებული ქალი წამებში გადაიქცა სხვა ადამიანად, ისეთად აქამდე რომ არ ენახა სავარძელში მჯდომ კაცს.
-აქ ჩემი შვილის წასაყვანად ვარ, ვაპირებ სამშობლოში დავაბრუნო, სახლში რომელიც მას ეკუთვნის, საკუთარ მამასთან, რომელიც თურმე დიდი ხნის გარდაცვლილი ყოფილა. არ ვიცოდი მკვდარი თუ ვიყავი.
-დიდი ხნის წინ მოკვდი. - ფეხსაცმელი გაიხადა, თან სველი ქურთუკიც გადაიწია მხრებიდან. იქვე, სავარძელზე მიაფინა, შემდეგ კაშნე მოიშორა ყელიდან და საყვარელ ნაცრისფერებს შეხედა. - გაბრიელს კი ვერსად ვერ წაიყვან, შენ მისი მამობის არანაირი საბუთი არ გაქვს, არც უფლება.
-დარწუმუნებული ხარ? - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე, ქალის სიტყვებისგან გულში ნაგრძნობი არასასიამოვნო ჩხვლეტა ვერაფრით დააიგნორა, რომელიც ნემსივით ჩაერსო და კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა, მაგრამ გარეგნულად კარგად შენიღბა.
-არ მაინტერესებს. გაბრიელს ჩემგან ვერავინ წაიყვანს. დაუფიქრებლად მოვკლავ იმას ვინც ჩემს შვილს ხელს დაადებს! შენ იქნები ეს თუ სხვა. მისთვის მამა ისედაც მკვდარია, შენი გამოჩენა კი არაფერს ნიშნავს. გაბრიელი ჩემია, მე ვარ მისთვის ყველაფერი და მისი გრძნობებიც მხოლოდ მე მეკუთვნის. ის არასდროს დამტოვებს, შენ თუ ძალით წაიყვან, შეგიძულებს. მე ვიყავი მის გვერდით ყოველთვის, მე და არა შენ! ეს ყველფერი კი ძალიან კარგად ესმის ხუთი წლის ბავშვს. იმაზე მეტი ესმის და იცის ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
-რა ეგოისტი ხარ. გაიქეცი, დამემალე, ახლა კი იმის თქმის უფლებას აძლევ შენს თავს რომ მე მისი მამობის უფლება არ მაქვს? - სიმწრით ჩაეცინა, ოდნავ გააქნია თავი, მერე კი ქვევიდან ახედა ჩუმად მყოფ ქალს. - შენ! - მკაცრად წამოიძახა, თან ფეხზე წამოდგა და კედელთან ატუზული ქალისკენ თვალებ ანთებული დაიძრა, ისე სწრაფად მიაუახლოვდა ვერსად გაქცევა ვერ მოასწრო დაბნეულმა. - შენ შვილი დამიმალე, ჩვენი შვილი, მომპარე მამობის უფლება, მთელი ეს დრო მის გარეშე გამატარებინე, ისე რომ წარმოდგენაც არ მქონდა მისი არსებობის შესახებ. წახვედი ჩემგან ყველაფრის უთქმელად და ისე დაიმალე ვერ გიპოვნე, იქამდე სანამ შენი დამპალი ძმის მეგობარი არ ვიპოვნე, რომელიც თურმე მთელი ამ დროსი მანძილზე გმალავდა. - სესილიას სახესთან ძალიან ახლოს იყო, ჩაწითლებული თვალები გასდიდებოდა, გაბრაზებული ხმადაბლა საუბრობდა და ხელებს ძლივს იმორჩილებდა რომ არ შეხებოდა.
-ანრი არასდროს გეტყოდა ჩემს ადგილმდებარეობას! - თვალებში სითხე ჩასდგომოდა, მაგრამ არაფრის დიდებით ახამხამებდა. კაცის სურნელიც ცხვირს უწვამდა და სურვილისგან ამწვარი თვალების გახელილ მდგომარეობაში შენარჩუნებაც უფრო ურთულდებოდა.
-პირიქით, მეხვეწებოდა გეტყვიო. - მის ჩაშავებულ თვალებში უცნაური სხივი გაკრთა და ოდნავ შეაშინა კიდეც კედელზე აკრული ქალი ამის დანახვამ.
-ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. წადი აქედან და აღარ დაბრუნდე. არ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს.
-აქ მხოლოდ ჩემი შვილის გამო ვარ, მხოლოდ ის და მისი მომავალი მაინტერესებს, ჩვენ კი დიდი ხნის წინ დავასრულეთ. - ამღვრეულ მწვანე თვალებში უყურებდა ნაკანს, ყველაფერს გრძნობდა რასაც იმ წუთებში ქალი განიცდიდა, ხედავდა როგორ უნდოდა შეხებოდა, წამით დახედა მთრთოლვარე ტუჩებზე სურვილისგან ერთმანეთს რომ დაშორებოდა და ჰაერში ცხელ ჰაერს ფანტავდა. მალევე ამოუტივტივდა გონებაში განვლილი დრო და დენდარტყმულივით ისე მოშორდა ქალს არც შეხებია. - ხვალ ისევ მოვალ და ავარჩიოთ დღე როდესაც თბილისში დავბრუნდებით. - კართან მისულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, მაგრამ მისი პასუხი არ გაუგია. - გაქცევაზე არც იფიქრო. - ოდნავ გაატრიალა გვერდზე თავი, იატაკს მიშტერებული ქალის სილუეტი დალანდა, მერე კი ღია კარებში გავიდა და კარიც გაიხურა.
**************
კედელზე გამოფენილ ნამუშევრებს ხალხი ინტერესით შესცქეროდა, ერთი, ანდაც ორი ადამიანი დაკვირვებით ეძებდა ნახატში არსებულ არსს, აზრებს ერთმანეთს უზიარებდნენ, შემდეგ კი სხვა ნახატისკენ ინაცვლებდნენ. უამრავი ხალხი შეკრებილიყო ახალბედა მხატვრის გამოფენაზე, ჯერ მხოლოდ მეორედ აჩვენებდა საზოგადოებას თავის ნაშრომებს, მაგრამ იმდენად ლამაზი და დახვეწილი ხელწერა ჰქონდა, მალევე მიიზიდა ამ გარემოთი დაინტერესებული ხალხი.
-ლილ, ის კაცი ვინ არის. - მეგობრის გვერდზე მდგომი შეუმჩნევლად აპარებდა თვალს კაცისკენ, რომელსაც თითებში შამპანიურით სავსე ჭიქა მოექცია, მეორე ხელი ჯინსის ჯიბეში ჩაედო, წარბები ოდნავ დაეახლოვებინა და სერიოზული გამომეტყველებით უსმენდა წინ მდგომ მოსაუბრე კაცს. თოთქოს ეცნობოდა კიდეც, სადღაც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა.
-კონსტანტინე პირველი, მამას პარტნიორია როგორც ვიცი. მოგეწონა არა. - ოდნავ გაიღიმა, თან დაბნეულ დაქალს შეხედა.
-სიმპატიურია.
-როგორც ვიცი ბევრს მოსწონს, თავისი შარმით ადვილად ხიბლავს ქალებს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არასდროს არავისთან ჰქონია. როგორც ამბობენ რამდენიმე თვის წინ და გარდაეცვალა, მას შემდეგ უფრო სერიოზული, ცივი და უგრძნობი გახდა. ნინიმ მითხრა რომ ღამით თავის კლუბშია, ყოველთვის თავის მეგობრებთან არის და უცხოს არავის იკარებს. ასე რომ ჩვენი კონსტანტინე ბევრისთვის სასურველი მამაკაცია, მაგრამ ბევრი ვერ იმსახურებს მის ყურადღებას.
-შენ? შენც მოგწონს?
-მე არა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, მე უფრო ღია ფერის კაცები მიზიდავს, ხომ იცი?
-მაშინ მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და ლილიანს ხელკავი გამოსდო.
-ლილიან! - გვერდიდან მოესმა მამისის ხმა, ისიც წამსვე შეტრიალდა მისკენ.
-მალე დავბრუნდები.
-მიდი. - მომღიმარმა გააყოლა თვალი, შემდეგ იქაურობა მოთვალიერა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა შავგვრემანი, ნაცრისფერი თვალების მქონე კაცი, მერე კი ნახატების თვალიერებას მიუბრუნდა. თეთრი დერეფნის გავლისას ბოლოში დაკიდებულ ნახატს მიადგა, ცოტა ხანს უყურა არეულ ფერებს რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმოდა, რამდენიმე წამში კი საკუთარი თავიც ამოიცნო. მოულოდნელობისგან გული აუჩქარდა, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა და ბედნიერებით აივსო. გაშეშებული შესცქეროდა და კიდევ ვერ იჯერებდა ნანახს. ვერც განძრევას ახერხებდა, ვერც გვერდზე გახედვას ლილიანის მოსაძებნად, უბრალოდ უყურებდა და სიხარულისგან ბრწყინავდა.
-თქვენი მეგობარი მართლაც შესანიშნავად ხატავას. - უეცრად გამოჩენილი კაცის ხმა ძალიან ახლოს შემოესმა, თან მისი ამონასუნთქიც იგრძნო მხარზე და ეკალმაც წამსვე დააყარა ტანზე.
-გმადლობთ. არ მეგონა თუ მხატავდა. - ოდნავ გაიღიმა და ქვევიდან ახედა კაცს. ისედაც ემოციური, უარესად აფორიაქდა როდესაც მის ნაცრისფერ სფეროებს გაუსწორა თვალი. უცნაური თვალები ჰქონდა, ცივი, არაფრის მთქმელი, არც ანათებდა, არც ჩამქვრალს ჰგავდა, მაგრამ ეტყობოდა მის სიღრმეში რაღაც ამოუცნობი იმალებოდა, რასაც ვერავინ ხედავდა.
-დიდი სიამოვნებით დაგხატავდით რომ შემეძლოს. - ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებში ვნება გაუკრთა, თან ქალის მოშიშვლებული მკერდი ყურადღებით შეათვალიერა.
-სამწუხაროა. - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა იმ სიტუაციის წარმოდგენისას სადაც ის შიშველი იჯდა და ეს გრძელ თითება კაცი მის ყველა დეტალს ტილოზე აღწერდა.
-მეფლირტავებით.
-რას ბრძანებთ. - ისე შეიცხადა თითქოს რამეში სდებდნენ ბრალს, ქვევიდან უყურებდა ოდნავ გაფართოვებული მწვანე თვალებით და კაცს თავგზას უბნევდა, რაც ნამდვილად არ სიამოვნებდა პირველს.
-კონსტანტინე. - ხელი გაუწოდა ქალს, მოუთმენლად ელოდა როდის შეეხებოდა ხელზე, ნერვებზე მოქმედებდა მისი ქცევა, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად ამასაც იტანდა.
-სესილია ნაკანი. - ამაყად წარუდგინა საკუთარი თავი, თან კმაყოფილმა დახედა კაცს, რომელიც მტევანზე ეამბორა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ჩემთვისაც. - თმა უკან გადაიყარა მეორე ხელით, კაცის თითებიც არ ტოვებდა მის ნაზ თითებს, ზედმეტად სიამოვნებდა მისი შეხება, საერთოდ არ უნდოდა მოშორებოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ნელა გასწია ხელი უკან.
-შესამჩნევი მზერა გაქვთ.
-უკაცრავად? - კაცის გაგრძელებული საუბრით გაკვირვებული წამსვე თვალებში მიაჩერდა, კონსტანტინეს არა, მაგრამ ნაკანს უბჭყვინავდა მწვანე თვალები მისი ყურებისას.
-მთელი საღამოა მიყურებთ.
-იქნებ თქვენ ხართ ზედმეტად მგრძნობიარე. აქ უამრავი ქალია ვინც თქვენ გიყურებთ, დავიჯერო მხოლოდ ჩემი შეამჩნიეთ?
-ხომ ვთქვი, ზედმეტად შესამჩნევი მზერა გაქვთ. თან აქ არავის აქვს მწვანე, ბრჭყვიალა თვალები, მხოლოდ თქვენ, სესიალია. - ზევიდან დაჰყურებდა თავისი უცნაური მზერით, ატყობდა როგორ მოქმედებდა ქალზე, მიუხედავად იმისა რომ ნაკანი ემოციების დამალვას ცდილობდა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მასზე ჰქონდა გაგებული, ახლა ზედმეტად ადვილიც კი ეჩვენა ქალის შებმა, ხელში ჩაგდება და მასზე კონტროლის მოპოვება. ყოველთვის უწყობდა ხელს გარეგნობა, მიღებული განათლება და მეტყველების უნარი. არ უყვარდა ბევრი საუბარი, მაგრამ როდესაც ხმის ამოღებას საჭიროდ თვლიდა ყველაფერს უკანა პლანზე ტოვებდა. ახლა სესილია ნაკანი სჭირდებოდა მიზნის მისაღწევად და სურვილის ასასრულებლად, რომელსაც არა მხოლოდ ის, სხვებიც ელოდნენ.
-ნუ მაწითლებთ. - წამსვე გამოაჩინა თეთრი კბილები, შემდეგ ტუჩზე იკბინა.
-ხომ ვთქვი, მეფლირტავებით.
-ისე როგორც თქვენ, ბატონო კონსტანტინე.
-საინტერესოა. - ოდნავ დააწვრილა თვალები, წინ ჩამოშლილი თმა, რომელიც მისი მარცხენა თვალის მთლიანად დანახვაში ხელს უშლიდა ორი თითით უკან გადაუწია, მერე კი ყურთან ახლოს ჩამოატარა.
-ნამდვილად, მაგრამ გთხოვთ, ნუ მეხებით. - სახე ოდნავ გვერდზე გასწია მისი თითების მოსაშორებლად, კვლავ იღიმოდა და სახტად დარჩენილ კაცს ისე შეჰყურებდა მოციმციმე თვალებით. - ცუდად არ გამიგოთ, არ მიყვარს როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მეხებიან. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილი კაცის სახეზე რომ არ გასცინებოდა. გაოცებული, დაბნეული მისჩერებოდა მომღიმარს და ფიქრებს ვერ ალაგებდა. არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა, თითქოს ყველა იმედი და გეგმა ჩამოენგრა. თავზარდაცემულს ჰგავდა ერთ ადგილას მიყინული და ახლა ხვდებოდა რატომ იყო სესილია ნაკანი უამრავი კაცისთვის მიუწვდომელი. ცოტა ხანს უყურებდა, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, თან აზრების დალაგებას ცდილობდა. გონებაში უტრიალებდა ქალის რეაქციები, შეუძლებლად თვლიდა მის სხვა ორიენტაციის მქონე ადამიანობას. არცერთი დეტალი გამორჩენია ყველაფრის დაკვირვების შედეგად და იცოდა ქალი არცერთ მის მოქმედებას ურეაქციოდ არ ტოვებდა. ბოლოს თითქოს გონება გაუნათდა, თავი ჩახარა, ოდნავ გაიღიმა და ნაცრისფერი თვალები მიაბყრო ქალს, რომელიც წამსვე დაიბნა.
-კარგი ხერხია მოსაბეზრებელი კაცების თავიდან მოსაშორებლად, თუმცა არ მეგონა ვინმე ასეთ ადამიანად თუ ჩამთვლიდა.
-ასე არ არის, უბრალოდ… - დაბნეულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, ბოლოს ისევ პირველის თვალებს წააწყდა და უარესად აერია გონება.
-ნება მომეცით სასმელზე დაგპატიჟოთ, ასე დანაშაულსაც გამოისყიდით.
-თავს დამნაშავედ სულაც არ ვგრძნობ.
-ეს არას ნიშნავს?
-დიახ ბატონო კონსტანტინე. თქვენთან ერთად დალევის სურვილი არ მაქვს. - თავისი თავით კმაყოფილმა თავი მაღლა ასწია, თითებში მოთავსებული შამპანიურის ჭიქა შეათამაშა, კაცი შემფასებლური მზერით შეათვალიერა, შემდეგ მის ანთებულ თვალებსაც შეხედა და კმაყოფილების შეგრძნებაც უფრო გაეზარდა.
-მინდა ვთქვა რომ გამაოცეთ.
-ვფიქრობ ჩემი თავი მეც გავაოცე. - ვითომ მისი საუბრით მობეზრებულმა უდარდელად ჩაილაპარაკა. სინამდვილეში კი ყველაფერი სურდა, ყველაფერზე თანახმა იყო მასთან ერთად, მაგრამ საკუთარ თავს არ ღალატობდა, თან ერთობოდა შექმნილი სიტუაციით. არ ჩანდა კონსტანტინე უარის მიმღები კაცი და ახლა იცოდა თვითონ პირველი ქალი იყო რომელმაც უარი მიაფარა სახეზე. აღარ უყურებდა, იქაურობას ათვალიერებდა, მაგრამ მის დაჟინებულ, მწველ მზერას გრძნობდა. გრძნობდა და ეს მზერაც მთლიან ორგანიზმს უფორიაქებდა.
-ნამდვილად პირველი ხართ. ვფიქრობ მომავალში ბევრ სხვადასხვა საქმეში ვიქნებით ერთმანეთისთვის პირველები, სესილია. ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. - ძლივს შეინარჩუნა მოწოლილი ემოციები, ირონიულად მომღიმარმა ქალის ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა, შემდეგ მისი თითები მოიქცია თავისაში და მტევანზე ტუჩები ნაზად მიაწება, თანაც ხანგრძლივად და ჭინკებ ათამაშებული თვალებით ქვევიდან ახედა ლოყებ შეფარკლულ ქალს.
-ნახვამდის. - ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ძლივს თქვა ერთი სიტყვა, დაინახა კიდევ უფრო როგორ გაწელა ტუჩის კუთხეები კაცმა და წამებში ყურების წვაც იგრძნო.
-შეხვედრამდე. - მტევანზე მიფერების შემდეგ ხელი გაუშვა, თავი ოდნავ დაუკრა და იქაურობას გაეცალა.
-სად მიდიხარ შე ჩემა. - გარეთ გასულს მხარზე დაადო ხელი კაცმა, მაშინვე მიაბრუნა თავი გვერდზე ამომდგარისკენ, სახეზე შეათვალიერა, თითებს შორის მოქცეული სიგარეტი გაუწოდა, თავისთვის კი ახალი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-ჩვეულებრივი ქალია, თავს იფასებს და გონია ამით უფრო მომაწონებს თავს.
-იქნებ ვაბშე არ ცდილობს თავი მოგაწონოს. - ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ჰაერში გაუშვა ჩაფიქრებულმა. მერე კი წარბშეკრულ მეგობარს შეხედა. - რა? ის რომ წაგეფლირტავა და დაგელაპარაკა, არ ნიშნავს იმას რომ მოეწონე.
-რა გინდა ანდრო?
-უბრალოდ სიმართლეს თვალებში ვუყურებ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და მოპირდაპირედ მდგომ მაღალ შენობას მიაშტერდა.
-21 წლის არის, პატარაა, ურთიერთობებში გამოუცდელი.
-ზუსტად მაგიტომ უნდა შეეშვა.
-ვიცი რასაც ვაკეთებ, ან ჩემს გვერდით იყავი და ხმა არ ამოიღო, ან საერთოდ შემეშვი. - მშვიდად ჩაილაპარაკა. გვერდზე მდგომმა ნიკოლაიშვილმა ოდნავ შეატრიალა მისკენ თავი და ურეაქციოდ მდგომი სწრაფად შეათვალიერა, მერე საკუთარ თითებში მოქცეულ სიგარეტს დახედა. ჩაფიქრებულმა გამოქაჩა დიდი ნაფაზი, ბოლოს წინ გადახრილმა მიწას დაასრისა. აღარაფერი უთქვამს, იცოდა აზრი არ ექნებოდა მის არცერთ სიტყვას, პირველი მაინც იმას გააკეთებდა რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ზეპირად იცოდა მისი ხასიათი, მიუხედავად მისი გარდაქმნისა, მაინც ყველაფერს ხვდებოდა და უგებდა ბავშვობის მეგობარს. ნამდვილი, ძველი კონსტანტინე დიდი ხნის წინ დაკარგა, მაგრამ უკვე მის ახალ ვერსიასაც შეჩვეოდა და მთლიანად შეესწავლა. არ მოსწონდა მისი განზრახვა, მისი გეგმები და ის თუ რას აკეთებდა, ან რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ბევრი საუბრის მიუხედავად მაინც ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდინა პირველის გონებაში. უყურებდა სრულიად ცივს, რომელსაც მხოლოდ ნაცრისფერი ფერი მოსდებოდა და ირგვლივ თავის ფერს ავრცელებდა. კონსტანტინეს გვერდით მასაც ედებოდა პირველის სინაცრისფრე და ყოველ ჯერზე წუხდა წარსულში მომხდარი მძიმე შემთხვევის გამო. - მეგისთან მივდივარ. - სიგარეტი შორს მოისროლა, კიბეები სწრაფად ჩაიარა და უკან მოუხედავად წავიდა იქვე გაჩერებული მანქანისკენ. შიგნით მოთავსებულმა სწრაფად დაძრა ავტომობილი, სველ ქუჩებში დიდი სიჩქარით გააქროლო, მხოლოდ მოსახვევში შესვლისას დააჭირა ტორმუზს და მანქანის უკანა მხარეც საგრძნობლად მოცურდა, ბორბლების ხმამაღალმა წუილმა კი იქაურობა მთლიანად მოიცვა. ქუჩებს დიდი სისწრაფით კვეთდა, გზას მისჩერებოდა და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გონებაში მწვანეთვალება ქალი უტივტივდებოდა. წლები იყო ბოლო ნახვის შემდეგ გასული, ალბათ 5 წლის, ან ცოტა მეტის იქნებოდა პირველად რომ ნახა სულ შემთხვევით. სვანეთის ლამაზ მთებს შორის აშენებული სახლის პატარა ეზოში მდომ ხეზე აცოცებულიყო თეთრ სარაფანაში გამოწყობილი მწვანე თვალება გოგო და აშკარად ჩამოსვლა უჭირდა. შორიდან უყურებდა იმ ზაფხულს ბებიის სანახავად ჩასული, კარგად ვერ ხედავდა ფოთლებში ჩამალულს, ვერც მის ბუტბუტს არჩევდა სიშორის გამო. ნელა მიუახლოვდა ასწლოვან ხეს, გოგოს ქვევიდან ახედა, რომელიც კატას ჩაბღაუჭებოდა, ეფერებოდა და ამშვიდებდა რომ მალე გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ორივეს გადაარჩენდა.
-ჰეი, მანდ რას აკეთებ? - წარბ შეკრულმა ახედა პატარა კაცმა, რომელსაც სვანური ქუდი დაემაგრებინა თავზე.
-შენი საქმე არაა! - ცხვირ აბზუებულმა დახედა ზევიდან, თან კატა კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
-გინდა დაგეხმარო? - თვალები აატრიალა გოგოს საუბარზე, თან ხედავდა როგორ ათვალიერებდა თავისი მწვანე თვალებით.
-არ მჭირდება.
-კარგი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ზურგი აქცია და წასასვლელად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მოიცადე! - მალევე შემოესმა მისი ხმა, ისიც ურეაქციოდ შეტრიალდა მისკენ. - დამეხმარე.
-მთხოვე.
-გთხოვ. - შეშინებულმა დაუფიქრებლად ითხოვა დახმარება, ჯერ გაკვირვებული უყურებდა კონსტანტინე, ბოლოს ხეს მიუახლოვდა, მოხერხებულად აძვრა ზედ და რამდენიმე წამში მის გვერდით აღმოჩნდა. - ჯერ კატა ჩაიყვანე ხო?
-კატა თვითონ ჩავა. - კიდევ ერთხელ აატრიალა თვალები, პატარა ქალბატონმა კი წამსვე წარბები შეკრა. - რა?
-მე მიოს გადასარჩენად ამოვედი აქ!
-დებილი ხარ? კატა ყველგან დაძვრება, როცა უნდა ავა, როცა უნდა ჩამოვა.
-დებილი შენ ხარ, კნაოდა და ვერ ჩამოდიოდა.
-გითხრა მიშველეო? - შუბლზე მიირტყა ხელი სესილია რომ დაეთანხმა. - დებილი ხარ.
-არ ვარ!
-მომიყვანე კატა.
-მიო ჰქვია!
-შენნაირი დებილია ხიდან ჩამოსვლა თუ არ შეუძლია. - ჩასვლისას ქვევიდან ახედა. ხედავდა როგორ ბრაზდებოდა გოგო, ამ ბრაზისგან სახეზე სიწითლე ედებოდა და უფრო დიდი სურვილი უჩნდებოდა მისი გაბრაზების.
-ჩემს ფეხსაცმელს გესვრი იცოდე!
-ჩამოხტი და დაგიჭერ.
-ვერ დამიჭერ, დავვარდები და მოვკვდები.
-ნუ გეშინია მოდი. მე შენზე დიდი ვარ და შემიძლია დაგიჭირო.
-მართლა?
-მალე. - მობეზრებულმა ხელები გაიშვირა წინ, გოგოც ნელ-ნელა გადმოიწია, ბოლოს ხის დიდი ტოტიდან ჩამოხტა და კონსტანტინეს მკლავებში მოექცა, მაგრამ წონასწორობის ვერ შენარჩუნების გამო ორივე ბალახზე დაეცა.
-კარგად ხარ? - შეშინებულმა პირზე აიფარა ხელი, მის ზევიდან მოქცეულიყო და თვალებ დახუჭულს მომლოდინედ დასცქეროდა.
-თუ გადახვალ კარგი იქნება. - ზურგის ტკივილის გამო ამოიგმინა, თან ცალი თვალი გაახილა.
-ბოდიში. - სწრაფად გადაცოცდა მისი სხეულიდან, მერე კი ბიჭის თავთან მუხლებზე მდგომი წინ გადაიხარა, ხელის გულებით მიწას დაეყრდნო და სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა. - გტკივა?
-არა. - მწვანე თვალებში უყურებდა სუნთქვა შეკრული, ადგილიდან ვერ ინძრეოდა, თან ვერ იგებდა რა ხდებოდა მის თავს.
-წავალ ხო?
-წადი.
-მადლობა.
-არაფერს. - კვლავ ისე შესცქეროდნენ ერთმანეს, ბოლოს ლოყაზე აკოცა სესილიამ და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-ნახვამდის. - იქვე მოსიარულე კატა ხელში აიყვანა, მეორე ხელი დაუქნია იდაყვებით მიწაზე ამოსულ მწვანე ბალახზე დაყრდნობილს, შემდეგ სირბილით წავიდა სახლისკენ.
-პატარა, დებილი ბავშვი. - ფეხზე წამომდგარმა შარვალი გაიბერტყა, ქუდი შეისწორა და სახლისკენ მიმავალ გზას ნელა გაუყვა.

თავიდან ოდნავ გაეღიმა ამ მომენტის გახსენებისას, მაგრამ მალევე მოიცვა ბრაზმა, სიჩქარეს არაფრით უკლებდა, იქამდე სანამ ნაცნობ კორპუსს არ მიადგა. გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადავიდა, შენობაში შესვლისთანავე ლიფტი გამოიძახა, მოთმინებით დაელოდა როდის ავიდოდა მერვე სართულზე ეს ნელა მოძრავი მოწყობილობა, უკვე ნერვებიც აღარ ჰყოფნიდა, ყველაფრისგან გაღიზიანებული შინაგანად ფორიაქს გრძნობდა, ვერაფრით ისვენებდა, ვერაფერი ამშვიდებდა. ერთ-ერთ კარებთან გაჩერებულმა კარზე ბრახუნი ატეხა და როგორც ყოველთვის ახლაც უფრო მალე გაჩნდა სხეულზე შემოხვეული შავი ატლასის ხალათით მყოფი ქალი კარის გასაღებად.
-არ შეგიძლია ნელა დააკაკუნო? - საყვედურით შეამკო შიგნით შესული კაცი, რომელიც მაშინვე საძინებლისკენ დაიძრა, პერანგის ღილებს იხსნიდა და წარბ შეკრული ხმასაც არ იღებდა. - კოსტა…
-ნურაფერს მკითხავ. - საძინებელში შესულმა ყველაფერი მოიშორა სხეულიდან, მერე კი სრულიად შიშველი დაიძრა კართან მდგომი ქალისკენ. - ყველაფერი მაღიზიანებს, შენც ნუ დამიმატებ, ეცადე მასიამოვნო და დროებით ყველაფერი დამავიწყო. - ხალათის შესაკრავი აუჩქარებლად შეუხსნა, მხრებიდან მოაშორა, ქალის მიმზიდველი ტანი მთლიანად შეათვალიერე და თითები მკერდზე მოუჭირა.
-როგორც გნებავთ. - ოდნავ გაიღიმა, თმებში შეუცურა ხელი, ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა, გახურებულ სხეულზე აეკრა და საწოლისკენ ისე წავიდა. ლოგინთან მისული წამებში ზედ ჩამომჯდარი აღმოჩნდა ხელის კვრისგან ვერ შეკავებული წონასწორობის გამო, მაშინვე შეცურდა მის შავ თმაში გრძელი თითები, რომლებმაც თავი კაცის სხეულისკენ მიაწევინეს. წვრილი თითები შემოხვია კაცის სასქესო ადგილს, ქვევიდან ახედა ვნებისგან თვალებ ანთებულს, მალე ტუჩებს შორის მოიქცია ა.სოს თავი, ბოლოს კი მთლიანად დაფარა და კაცის გმინვაც შემოესმა. თვალებ დახუჭული ღრმად სუნთქავდა, მიღებული სიამოვნებისგან ყველა აზრი ეფანტებოდა, უკვე სიამოვნების მწვერვალს მიღწეულმა ზევიდან დახედა ქალს დაბინდული თვალევით და დაცარიელებული გონება ისევ ქაოსმა მოიცვა როდესაც ყავისფერი სფეროების ნაცვლად, ნაცნობი, მწვანე, კაშკაშა თვალები დაინახა. იქამდე უყურებდა სანამ თვალები არ დაახამხამა ქალმა, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ ის მომენტი მაინც არ გამქრალა გონებიდან. წელზე ჩავლებული ხელებით მაღლა ასწია ქალის სხეული, ზევიდან მოქცეულმა კბილები ძუ.ძუს თავზე მოუჭირა, ცალი ხელი ფეხებს შორის შეუცურა და ქალის კვნესამაც არ დააყოვნა. სხეული უთრთოდა, ყოველთვის თრთოდა პირველის შეხებისას, გონება დაბინდულ კაცს კი უფრო მეტად აღაგზნებდა. რამდენიმე წამში ძლიერი ხელის კვრით მეორე მხარეს გადააწვინა კაცი, მის სხეულზე თვითონ მოთავსდა და ყველაფერი თავის თავზე აიღო. სიამოვნებისგან თვალები მიენაბა როგორც კი კონსტანტინეს სხეულს შეუერთდა, მალე კი სულ მთლად გამოეთიშა იმ სამყაროს.
საწოლზე, სახით ჭერისკენ მწოლს გადასაფარებელი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდა, თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ნელა ეწეოდა ფიქრებში წასული, ქალის თითების შეხებას გრძნობდა მკერდზე, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა.
-კოსტა, მოხდა რამე? - ქვევიდან ახედა კაცს, თან მხარზე მიაკრო ტუჩები. ხმას არ იღებდა პირველი, ყავისფერ თვალებში უყურებდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა ის რასაც იმ წუთებში ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს თვალები ისევ ჭერისკენ მიმართა და დიდი ნაფაზიც გამოქაჩა.
-არაფერი.
-მატყუებ.
-თუ ამას ხვდები, ტყუილის მიზეზსაც მიხვდები.
-შეხვდი იმ გოგოს?
-კი, გავიცანი.
-მგონი ანდრო მართალს გეუბნება. ბრაზისგან დაბრმავებული ხარ და სრულიად უდანაშაულოს სიბინძურეში რევ. ქალის გრძნობებს არაფრად აგდებ.
-ეს არც მე მომწონს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-მათ ხომ ურთიერთობა არ აქვთ.
-ეგ დაზუსტებით არ ვიცით.
-რას ფიქრობ? - სიგარეტის მოწევაში გართულს პროფილზე მიაშტერდა. ოდნავ მოჭუტული თვალები გაასწორა პირველმა, ზევიდან დააჩერდა ქალს და სახე მთლიანად შეუთვალიერა.
-ლამაზი ხარ. - სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა მოულოდნელობისგან დაბნეულს, მერე კი ჩაიცინა ქალმა თვალები რომ აატრიალა და იდაყვი მიარტყა გვერდში.
-დარჩები? - საწოლზე წამომჯდარმა საცვალი ამოიცვა, ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან წვრილი ღერი ამოაძვრინა და საცვლის ამარა აივნისკენ დაიძრა.
-არა. - ნელა წამოდგა ფეხზე და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. აივანზე გასასვლელ კართან მდგომი ქალი კი თვალს არ აშორებდა. ეწეოდა, კვამლს კი ოდნავ გაღებულ ფანჯარაში უშვებდა. იცოდა არ დარჩებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთიდაიგივეს ეკითხებოდა, პასუხი კი არასდროს იცვლებოდა. წლების მანძილზე უყვარდა კონსტანტინე, ვერც ახლა ივიწყებდა, მაგრამ საკუთარი გრძნობების შენიღბვას კარგად ახერხებდა და თავს აჩვენებდა კაცს თითქოს იგივე განზრახვით იყო მასთან როგორიც პირველს სურდა. - ხვალ გნახავ. - ქალთან ახლოს მისულმა ხერხემალზე ჩამოატარა თითები, მომღიმარს ლოყაზე აკოცა, უკანალზე მიარტყა ხელი და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
*****

ბარში მაღალ სკამზე შემომჯდარი მარტოდ მარტო უმკლავდებოდა სევდას, რომელსაც მთელი ცხოვრება დაატარებდა. მხოლოდ კათხა ლუდი იყო მისი პარტნიორი იმ საღამოს, ის ეხმარებოდა დროებით გონების გათიშვაში. უინტერესოდ იშორებდა ყველას ვინც მიუახლოვდებოდა, რადგან იმ დროს არანაირი სურვილი არ ჰქონდა საუბრის, ანდაც ვინმესთან კონტაქტის. ალკოჰოლს შეუჩვეველ სხეულზე ადვილად იმოქმედა ლუდის ერთმა კათხამ, შემთვრალი ნელა ჩასრიალდა მაღალი სკამიდან, პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ გასულმა ხარბად შეისუნთქა ცივი ჰაერი, ოდნავ გაუგრილა სასმლისგან შეხურებული სხეული, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა უფრო გაუჭირდა. ცივ ჰაერზე უფრო მეტად იმოქმედა ალკოჰოლის გრადუსმა, მთლიანად გააბრუა ქალის სხეული, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიძრა გადატვირთული გზისკენ. მომავალ ტაქსს ხელი აუწია, მანქანაც მალევე გაჩერდა მის ფეხებთან და უკანა სავარძელზე გაჭირვებით მოთავსდა, თან მძღოლს სასურველ ადგილას წაყვანა სთხოვა. მალე ვერის სასაფლაოსთან გააჩერა კაცმა მანქანა და უკანა სავარძელზე მჯდომ გოგოს გადახედა.
-გინდა გამოგყვე?
-არა გმადლობთ. - ფული დაუტოვა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ფეხით გაუყვა საფლავებს შორის გაყვანილ ბილიკებს, შემდეგ კი სიბნელეში გაუჩინარდა. ჩანთიდან ამოღებული ტელეფონი გაანათა და მალევე წააწყდა საყვარელ სახეს. საფლავს შემორტყმულ ქვის დაბალ ღობეს გადააბიჯა, ბრტყელ ქვის ზედაპირზე ჩამოჯდა და კაცის სახეს მიაჩერდა. ზუსტად ისეთი იყო როგორიც ახსოვდა, სიმპატიური, მკაცრი, ლამაზი სახის ნაკვთებით. რაც უფრო იზრდებოდა სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ყველაფრით მას ჰგავდა, ეს ფაქტი კი ძალიან აბედნიერებდა. ყველაფერს მისცემდა ახლა ისევ ცოცხალი, მის გვერდით რომ ყოფილიყო. ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და სწორედ ის დაკარგა ყველაზე ადრე. ჩაფიქრებული იჯდა საფლავის ქვაზე მიშტერებული როდესაც ფეხის ხმა შემოესმა უკნიდან. სწრაფად შეატრიალა თავი, იქაურიბა მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ დაინახა. თავიდან იფიქრა რომ მოეჩვენა, შემდეგ ისევ განმეორდა ხმები, ამჯერად უფრო ახლოდან და შიშმაც წამსვე მოიცვა მისი სხეული. - არის ვინმე მანდ?! - ხმამაღლა დაიძახა, ხმა კიდევ უფრო უახლოვდებოდა, მამის საფლავთან ატუზული დაძაბული სხეულით ელოდა როდის გამოჩნდებოდა ის რაც ამ ხმას იწვევდა. ბოლოს მაღალი სილუეტი დალანდა, რომელიც მისკენ მიიწევდა, ტელეფონში ჩართული ფარანი მიანათა სახეზე და მისი ამოცნობისას ჯერ შეხტა, შემდეგ კი მთლიანად მოუდუნდა სხეული.
-აქ რას აკეთებ ამ დროს? ნორმალური ხარ?
-შენ თვითონ რას აკეთებ, შემაშინე. - მკერდზე მიიდო ხელი და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-მარტო ხარ? - შეეტყო რომ თვითონაც დამშვიდდა, სიგარეტს მოუკიდა და სესილიას გვერდზე მოთავსდა.
-არა, ნახე რამდენი ხალხია გარშემო. ჩემი ფიქრებიც ჩემთან არიან. - ოდნავ გაუღიმა, თან კაცის პროფილს არ აშორებდა თვალს. არანაირი გრძნობა არ აჩნდა სახეზე, მთლიანად ცარიელი და ცივი იყო, მაგრამ მაინც მოდიოდა მისგან უცნაური სიმხურვალე, რომელიც სხეულს უფორიაქებდა გოგოს.
-ვინ არის? - მშვიდად ჰკითხა, სიგარეტის კვამლი ჰაერში გაუშვა და საფლავის ქვას ჩაფიქრებული მიაჩერდა.
-მამაჩემი.
-ამ დროს მის გამო ამოხვედი აქ? - თვალებ მოჭუტულმა გადახედა, სავსე მთვარის ნათების დამსახურებით მისი თვალების ფერიც გაარჩია, არ გამოჰპარვია სისველე, რომელიც ჭაობის ფერ თვალებში ჩასდგომოდა, მთვარის სინათლეს ირეკლავდა და ის სფეროებიც უბრწყინავდა.
-დღეს მისი გარდაცვალების მეცამეტე წლის თავია. ჩემს გარდა მას არავინ ჰყავს. მშობლები დიდი ხნის წინ დაიღუპნენ, და ჰყავდა რომელიც 16 წლის ასაკში გათხოვდა, გაიპარა და მას შემდეგ მამაჩემს აღარ უნახავს. მოძებნა სცადა, მაგრამ დღემდე არ გამოჩენილა.
-და შენ?
-მე? მე შემთხვევით მოვევლინე ამ სამყაროს. რომ არა მამაჩემი, ალბათ დედა მომიშორებდა, ან გამაშვილებდა. დაბადების შემდეგ მამამ წამიყვანა, ასე იყვნენ შეთანხმებულები. - ჩაეცინა თავის წარსულის გახსენებისას. - რვა წლამდე მამასთან ვიზრდებოდი, ის იყო ჩემი ყველაფერი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩემი ბავშვობა დამთვავრდა. ხშირად მოვდივარ აქ, ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ დროს და ვხვდები რომ ძალიან ცოტა მოგონება მაქვს, ზოგი დავიწყებულიც კი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ.
-სად წახვედი მისი გარდაცვალების შემდეგ?
-დედამ წამიყვანა, მასთან ვცხოვრობდი. ძმა მყავს, გიო, და ნარკომანი მამინაცვალი. - არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა მისი გახსენებისას, ოდნავ შეიშმუშნა, თვალი მამის სახეს გაუსწორა და მწვანე სფეროები ისევ აემღვრა. იგრძნო რაღაც რიგზე ვერ იყო, ჩაფიქრებული მიაჩერდა გოგოს პროფილს. იცოდა ჯერ ადრე იყო რამის კითხვა, ამიტომ თავი შეიკავა კიდევ ერთი კითხვის დასმისგან, ფეხზე წამოდა და დანაღვიანებულს ხელი გაუწოდა.
-წამოდი, წავიდეთ.
-სად? - უყოყმანოდ ჩაკიდა ხელი, შეხებისთანავე სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა, სურვილი გაუჩნდა სხეულზე მიკრობოდა და აღარასდროს მოშორებოდა. ეუცნაურა ეს გრძნობა არასდროს გასჩენია ვინმესთან ყოფნის ასეთი სურვილი. სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქვევიდან უყურებდა არეული მზერით, ფეხზე ადგომისას იგრძნო როგორ დაუარა ფეხებში უცნაურმა გრძნობამ და ძლივს შეინარჩუნა სიმყარე.
-შენ სად გინდა? - წელზე მოხვია ხელი და საფლავებს შორის გზა გაიკვალა ტელეფონის ფარნის დახმარებით.
-სახლში არა.
-კარგი. - სასაფლაოდან გასულმა გზის მეორე მხარეს გაჩერებულ მანქანასთან მიიყვანა სესილია, კარები გაუღო, ჩაჯდომაში მოეხმარა, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა, გვერდზე მჯდომი წამებში შეათვალიერა, თან მანქანა დაქოქა, შემდეგ იქაურობას მოშორდა. ხმას არცერთი იღებდა, სრული სიჩუმე გავრცელებულიყო შავ სალონში, ორი წყვილი თვალი საქარე მინას მისჩერებოდა, შინაგანად ორივეს აწვებოდა გრძნობა რომელიც ერთმანეთთან საუბარს აიძულებდა, მაგრამ ორივე ჯიუტად დუმდა. შეუმჩნევლად აპარებდა კაცისკენ თვალს, ხან სიჩქარეებში გადამრთველზე მოთავსებულ კაცის მტევანს უყურებდა და ძლივს ეწინააღმდეგებოდა სურვილს რომელიც ხელის ჩაკიდებისკენ მიუთითებდა. საჭესთან მჯდომი კონსტანტინე თავისუფლად მართავდა საჭეს, არანაირი დაძაბულობა არ აწუხებდა, მაგრამ გრძნობდა გვერდზე მჯომი ქალის ფორიაქს. შუქნიშანთან გაჩერებული რამდენიმე წამით გადახედავდა ხოლმე ურცხვად, შემდეგ კვლავ გზას გაჰყურებდა. ბოლოდ მისი ჩაცინების ხმა შემოესმა და თავ ჩახრილს წამსვე გახედა. - რა?
-რამდენიმე დღის წინ თქვენობით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, დღეს კი ისე მომადექი თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ვიყო, ახლა კი შენს მანქანაში ვზივარ ნასვამი, არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ, სად მოგყვები, ან საერთოდ შენთან რა მინდა. - სავარძლის საზურგეს მიადო თავი მომღიმარმა, თვალები დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-რამდენიმე დღის წინ, ანუ დიდი ხანია გიცნობ. - თვალი ჩაუკრა მასზე მიშტერებულს, მერე კი ერთი ბარის წინ გააჩერა მანქანა. ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, სესილიაც გაჭირვებით გადაჰყვა, კართან მისულს გვერდში ამოუდგა და კიდევ ერთხელ დასძლია სურვილი რომელიც კაცის თითებზე შეხებას სთხოვდა.
-აქ…
-ცოტა ხალხი და მშვიდი გარემოა. - გაღებულ კარში შეატარა. შიგნით საკმაოდ ბნელოდა, პატარა ოთახს მხოლოდ მუქი ლურჯი განათება ანათებდა, ერთმანეთისგან მოშორებით მდგომ მაგიდებთან ორი, ან ოთხი სკამი იდგა, ზოგს სწორი სავარძლებიც ჰქონდა, ზედ კი ფიქრებში წასული, თავ ჩაღუნული ხალხი იჯდა, ზოგი მარტოდ მარტო უმკლავდებოდა გულის დარდს, ზოგი მოპირდაპირედ მჯდომს უზიარებდ. ნამდვილად მშვიდი, მყუდრო გარემო იყო, ისეთი წყნარად რომ გაგრძნობინებდა თავს. ერთ ადგილზე გაშეშებულს კვლავ წელზე მოხვია ხელი და ერთ-ერთი მაგიდისკენ დაიძრა. სკამზე დაჯდომაში მიეხმარა, თვითონ მის მოპირდაპირედ დაჯდა, მალე ოფიციანტიც წამოადგათ თავზე, კონსტანტინემ კი წინ მჯდომ ქალს მიაბყრო მზერა. - რას დალევ.
-ლუდს.
-ორი ლუდი და თქვენი ჩიფსები თავის სალსასთან ერთად. - ქვევიდან ახედა მიმტანს, ისიც მალევე მოშორდა იქაურობას.
-საჭესთან ხარ.
-პრობლემა არ არის. - მშვიდად ჩაილაპრაკა, თან სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისე დააკვირდა ჩაფიქრებულ ნაკანს.
-შენ რატომ იყავი იქ?
-სად?
-სასაფლაოზე. - თვალები აატრიალა კაცის პასუხზე, ეტყობოდა საუბრის სურვილი არ ჰქონდა, არც მისი ხასიათი გავდა წინანდელს. ხვდებოდა რაღაც აწუხებდა, ცივი იყო, არანაირ რეაქციას არ გამოხატავდა მისი მიმიკები, თითქოს იმ წუთებში საერთოდ დაჰკარგვოდა ცხოვრების ხალისი და იქ ჩუმად ჯდომის გარდა არაფერი სურდა.
-გავისეირნე. - მხრები აიჩეჩა, მიტანილ ლუდის კათხას ხელი მოკიდა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. - დათვრები.
-ისედაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ ახლა, თუ დავუმატე არაფერი მოხდება.
-გაითიშები.
-ზუსტად ეგ მინდა. - ოდნავ გაიღიმა, ჯამში მოთავსებული სიმინდის ჩიფსი აიღო, სალსაში ამოავლო და მაშინვე დააგემოვნა. - გემრიელია, ასეთი არასდროს გამისინჯავს.
-მექსიკურია, ჩემი მეგობარი მუშაობდა მექსიკურ რესტორანში და იმ რეცეპტით ამზადებენ ახლა აქ.
-ანუ ეს შენი მეგობრისაა. - თვალი შენობას მოავლო, კონსტანტინეც მდუმარედ დაეთანხმა.
-ჰო.
-კარგი ადგილია, ბევრჯერ ამივლია გვერდი, ინტერიერი მაინცდამაინც არ უვარგა გარედან და ალბათ ამიტომ.
-წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო, ხომ იცი. ხშირად ზოგი რამ შიგნიდან უფრო ლამაზია ვიდრე გარედან, და პირიქით.
-მახსოვს ხშირად მეუბნებოდა მამა ამ სიტყვებს. - ოდნავ გაიღიმა, თან ლუდი მოსვა.
-ახლა ვისთან ცხოვრობ?
-ჩემს მეგობართან.
-დიდი ხანია?
-როგორც კი თვრამეტი წლის გავხდი სახლიდან წავედი. - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა მაგიდის ზედაპირს მიშტერებულმა, ყელის ჩასაწმენდად ცივი სასმელი გამოიყენა, ვერც გაიაზრა თვალები როგორ აემღვრა, შემდეგ სწრაფად ახედა მასზე მიშტერებულ კაცს და ძლივს შეკავებული ცრემლები მაინც წამოუვიდა. - მინდა მამა ცოცხალი იყოს… მე… ვერ ვიტან იქაურობას… - ტუჩი აუთრთოლდა ჩუმად ატირებულს. დაბინდული თვალებით ლუდს დაჰყურებდა, კადრები გონებაში გაუჩერებლად ტრიალებდა და უფრო ამძიმებდა იმ ყველაფრის გახსენება რაც იმ სახლში გამოიარა.
-სესილია. - ქალის რეაქციით დაბნეულმა მტევანზე მოკიდა ხელი, არ იცოდა რა გაეკეთებინა, მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას გული უცნაურად ეკუმშებიდა, ცოტა ხანს მოძრაობას წყვეტდა, შემდეგ გაორმაგებულად იწყებდა. გრძნობდა რაღაც ისეთი გადახდა ქალს რასაც ვერ ივიწყებდა და თავის ვარაუდზე დაფიქრებაც არ უნდოდა.
-მაპატიე, თავს ვერ ვაკონტროლებ… - უკან გასწია ხელი, შემდეგ ცრემლები შეიმშრალა, მაგრამ შიგნიდან მოწოლილი ემოციები მარილიანი სითხის გარეთ გამოშვებას მაინც არ წყვეტდა.
-აიღე. - სალფეტკი გაუწოდა გოგოს, საფულიდან ამოღებული ფული იქვე დადო, ფეხზე წამომდგარმა სესილიაც წამოაყენა და გასასვლელისკენ დაიძრა, თან მიმტანს მაგიდისკენ ანიშნა. არ ეგონა ყველაფერი ასე თუ განვითარდებოდა. ბევრი რამ არ იცოდა ნაკანზე, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს, არც ის იცოდა ასეთი ემოციური თუ იყო ქალი და ამდენ გრძნობას მალავდა ერთი შეხედვით მხიარული, გათამამებული გოგო. ახლა სრულიად შესცვლოდა აზრები, მანქანაში მჯდომი თვალს ქალისკენ აპარებდა, უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. - სესილია.
-დაივიწყე გთხოვ. - ხელი აიქნია ისე რომ კაცისთვის არც შეუხედავს, პირველიც დადუმდა რამდენიმე წამით, მერე კი წითლად ანთებულ შუქნიშანთან გააჩერა მანქანა და ნაკანს სახეზე დააკვირდა.
-ჩემთან წამოხვალ? - თვალებ გაფართოვებულ ქალს თვალი გაუსწორა, ჯიუტად არ აშორებდა თვალს მწვანე სფეროებს და თავისი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შესცქეროდა.
-მე… არ ვიცი…
-ვფიქრობ დღეს მარტო არცერთი არ უნდა დავრჩეთ. - ცოტა ხნის ყურების შემდეგ კვლავ გზას გახედა და გაზის პედალსაც ნელა დააჭირა ფეხი.
-თუ მომიყვები შენზე, წამოვალ.
-რა გაინტერესებს ჩემზე? საინტერესო არაფერია.
-მე ასე არ ვფიქრობ, იმაზე საინტერესო ჩანხარ, ვიდრე სხვა, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები.
-სამი კითხვა-პასუხი, გაწყობს?
-სრულიად საკმარისია. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, თან საზურგზეს მიადო თავი. ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე, მხოლოდ დინამიკებიდან გამოსული წყნარი მელოდია არღვევდა სიჩუმეს. სასიამოვნოდ იფანტებოდა ირგვლივ და მათ სხეულებსაც ედებოდა.
დროსთან ერთად ალკოჰოლიც გამოდიოდა ქალის სხეულიდან, სესილიაც ბოლომდე ვერა, მაგრამ ძველ მდგომარებასთან შედარებით ფხიზლდებოდა. ბოლოს დიდ შავ რკინის კარებთან გააჩერა მანქანა, ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, ნაკანს კარი გაუღო და ხელი გაუწოდა. წვრილი თითები მოათავსა კაცის ხელის გულზე, ფეხზე მყარად დადგომის შემდეგ კი კვლავ უკან გასწია ხელი შეუმჩნევლად, მაგრამ კონსტანტინეს მაინც არ გამოჰპარვია მისი მოქმედება. გაღებულ კარებში პირველი სესილია შეატარა, მერე კი დიდ ეზოში შესულმა იქვე გაჩენილ მძღოლს გასაღები გაუწოდა. სახლში შესვლისთანავე კედელზე მოთავსებული შუქის ასანთებით გაანათა ოთახი და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-დალევ რამეს? - შუშის თაროებზე მოთავსებულ ვისკის ბოთლებიდან ერთ-ერთს შემოხვია თითები, ერთი ჭიქა გამოიღო და ღია ყავისფერი სითხით შეავსო.
-არა, მადლობა. საკმარისად დავლიე დღეს. - დაძაბულმა ხელის გულები წელიდან მენჯებამდე ჩაიტარა, თან იქაურობას უცებ მოავლო თვალი. - აქ მარტო ცხოვრობ?
-ჰო. - თითებს შორის მოქცეული სასმლით სავსე ჭიქით მიმოდიოდა სამზარეულოში. დიდ ფინჯანში ჩაის პაკეტი ჩადო, შემდეგ მადუღარიდან ცხელი წყალი დაასხა, ერთ-ერთი უჯრიდან ამოღებული პატარა კოვზით შაქარი ჩაუყარა, ფრთხილად მოურია და მისაღებისკენ დაიძრა.
-მარტო როგორ ცხოვრობ ამხელა სახლში, სიცარიელის შეგრძნება არ გაქვს?
-მაქვს. - სავარძელში ჩამჯდარმა ფინჯანი სესილიას გაუწოდა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და სასმელი მოსვა. - ჩემი და ცხოვრობდა ჩემთან ერთად, სახლი არასდროს იყო ცარიელი. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველგან სიცარიელე გავრცელდა.
-ვწუხვარ.
-ორი კითხვა დაგრჩა. - სწრაფად შეცვალა საუბრის მიმართულება რადგან ამ თემაზე საუბარი არ სურდა. მასზე მიშტერებულ ქალს თვალი გაუსწორა, ნაკანმა კი წამსვე სხვა მხარეს გაიხედა და კონსტანტინეს გაღიმებაც მოახერხა. ინსტიქტურად ეღიმებოდა მის შეფარკლულ ღაწვებზე, რომელიც თეთრ კანს ძალიან უხდებოდა. მაშინვე ხეზე კატით ხელში მჯდომი გოგო ახსენდებოდა და ღიმილის შეკავება კიდევ უფრო უჭირდა.
-ღმერთო… - ლოყებზე მიიდო ხელები, მაგრამ ვერაფრით დაიწყნარა აწითლებული სახე. - ნუ მიყურებ ასე.
-როგორ? - თვალები ოდნავ დააწვრილა, აფორიაქებულ ქალს მწვანე სფეროებში ჩააშტერდა, თან კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა. დაინახა როგორ გადაიტანა თვალები მის ტუჩებზე, ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში ქალმა და რამენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულმა კვლავ სხვა მხარეს გაიხედა.
-რომელია შენი საყვარელი ფერი?
-არ ვიცი… არასდროს დავფიქრებულვარ. - მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა ჩაილაპარაკა, ვერ მიხვდა ეს კითხვა რატომ დაუსვა, ეგონა ისეთ რამეს ჰკითხავდა რომელზე პასუხის გაცემაც არ მოუნდებოდა, ისიც კი იფიქრა რომ ქალი მის ცხოვრებაში ღრმად ჩახედვას მოისურვებდა, ეგონა თავის დას ან რაიმე მსგავს საკითხს შეეხებოდა, ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამას ვერ.
-ახლა დაფიქრდი, სხვა შემთხვევაში პასუხს არ ჩავთვლი.
-ალბათ ნაცრისფერი. მახსოვს ბავშვიბაშიც ყველაფერი ნაცრისფერი მქონდა, მგონი ახლაც ასე მაქვს. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კვლავ თვალი გაუსწორა სესილიას.
-რისი გაკეთება გიყვარს, რა მოგწონს, ან რას აკეთებ ხშირად?
-გამოფენები მომწონს, ბევრ საინტერესო ნამუშევარს ვაწყდები. დილით სირბილი, ფილმის მარტო ყურება და ხატვა მიყვარს.
-შენ მითხაირ რომ არ შეგეძლო.
-ალბათ მქონდა მიზეზი დამალვის. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან ოდნავ გაეცინა სესილიას შეკრულ წარბებზე. უცნაური გარეგნობა ჰქონდა, მწვანე თვალები ყოველთვის უკაშკაშებდა, გაღიმებისას მთლიანად ბრწყინავდა ისეთი ლამაზი იყო, შეფარკლული ლოყები კი უფრო საყვარელს ხდიდა.
-და ახლა? შეგიძლია დამხატო? - გაუაზრებლად გამოსდო ქვედა ტუჩს კბილები, კონსტანტინეც წამსვე მათ მიაშტერდა და მისი ტუჩების დაპატრონების სურვილიც მაშინვე გაუჩდა.
-ჯერ არა. - სწრაფად მოეგო გონს, მზერა კვლავ მის თვალებზე გადაიტანა და თავისი ნაცრისფერი სფეროებიც ოდნავ მოჭუტა. - იქამდე არა სანამ არ მეტყვი რატომ ვერ იტან კაცის შეხებას.
-მე… მაშინ ვიხუმრე.
-მატყუებ. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან სასმელი მოსვა. ჯიუტად მიაშტერდა თვალებ ჩაწითლებულ ქალს, მოუთმენლად ელოდა პასუხს, მაგრამ პასუხის გაცემას აგვიანებდა ნაკანი. ბოლოს თავ დახრილმა ქვევიდან ახედა ჩაწითლებული თვალებით პირველს, ცოტა ხანს უყურა ბოლოს კი ოდნავ გაიღიმა.
-თუ ამას ხვდები, იმასაც მიხვდები რატომ გატყუებ. - თვალი არ მოუშორებია პირველისთვის, ისიც დაბნეული შესცქეროდა. გონებაში თავისი სიტყვები უტრიალებდა და ახლა უფრო მეტი ინტერესი უჩნდებოდა მის მიმართ.
-კარგი, მაშინ დაველოდოთ დღეს როცა შენ აღარ მომატყუებ და მე დაგხატავ. - სავარძელში გასწორებულმა ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ნელა მოუკიდა, შემდეგ ასანთი კოლოფთან ერთად მაგიდაზე დადო, კვლავ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ხელები სავარძლის სახელურებზე მოათავსა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ერთმანეთს მდუმარედ შესცქეროდნენ თვალებში, სიტყვას არცერთი ძრავდა, ისეთი სიწყნარე იყო თვითონ სიჩუმის ხმასაც გაიგებდით. ცოტა ხნის ყურების შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე ნაკანი, მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ კაცს, ხელისგულებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და კონსტანტინეს სახესთან დაიხარა. ძალიან ახლოს იყო, ერთმანეთის სუნთქვას სახეზე გრძნობდნენ, კვლავ არაფრის მთქმელ მზერას ცვლიდნენ, თან თავს ძლივს იკავებდნენ ერთმანეთის ტუჩებს არ შეხებოდნენ.
-ამის ცოდნა არ გჭირდება ბატონო კონსტანტინე, არასდროს გეტყვი და ვერასდროს გაიგებ იმას რისი თქმაც არ მსურს.
-დარწმუნებული ხარ? - თვითონ მისწია სახე ქალის სახესთან, თვალები ოდნავ დააწვრილა, შემდეგ მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა და მისი შეგრძნების სურვილისგან მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-რა გინდა... - ხმა ჩამწყდარმა ნერწყვი ძლივს გადააგორა და საბოლოოდ პირველის ტუჩებზე გაუშეშდა მზერა.
-შენ? შენ რა გინდა სესილია? - იმდენად ახლოს იყო საუბრის დროს მის გახურებულ ბაგეებს სულ ოდნავ ედებოდა ტუჩებით. ამხელა სურვილი არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია, თავის გაკონტროლება უჭირდა, რაც აქამდე არასდროს დამართნია და ამის გააზრება გულის ფეთქვას უორმაგებდა.
-მე… ძილი და დასვენება. - სწრაფად გაიწია უკან, მთლიანად მოშორდა კაცს, მათ შორის ადგილი რამდენიმე მეტრით გაზარდა, მაგიდაზე მოთავსებულ ფინჯანს თითები შემოხვია და მაღალ კედელში ჩასმულ ფანჯარას მიუახლოვდა. საკუთარი გულის ცემა ესმოდა, შუშის კარებიდან გამოჩენილი ლამაზი ბაღის ხედს ათვალიერებდა, მაგრამ გონებაში სულ სხვა მომენტები უტრიალებდა. დაბუჟებულ ტუჩებზე კბილებს ძლიერად იჭერდა, პირველად იყო კაცთან ასე ახლოს თავისივე სურვილით და ეს ყველაფერი ყველაფერს უფორიაქებდა.
-წამოდი, საძინებელს გაჩვენებ.
-შეგიძლია ჩემთან ერთად კინოს უყურო? - ფეხზე წამომდგარს ლოყებ შეფარკლულმა შეხედა, პირველი კი დაბნეული შესცქეროდა, ფიქრებს ვერ ალაგებდა და არ იცოდა რა ეპასუხა. განვლილი დღით გადაღლილს წყლის გადავლების და საკუთარი საწოლის შეგრძნების გარდა არაფერი სურდა, საერთოდ არ იყო ფილმის ყურების ხასიათზე, მაგრამ ისეთი მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა ქალი, უარს ვეღარ ეუბნებოდა.
-წამომყევი. - ბოლოს დანებებლუმა ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, სასმლის ბოთლს ხელი დაავლო და განიერ დერეფანს გაუყვა. ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი კარიდან ერთი გააღო, იქვე მდგომ სესილიას თავით ანიშნა შესულიყო, შემდეგ თვითონაც უკან გაჰყვა კიბეებზე დაშვებულს, ბოლო საფეხურთან მისულმა შუქის ასანთებს ხელი აჰკრა და მალევე კომფორტულად მოწყობილ კინოში ამოჰყო თავი. მუქ ნაცრისფერ ოთახში დიდი დივანი იდგა რამდენიმე სავარძელთან ერთად, წინ შუშის მაგიდა, მოპირდაპირედ კი მთლიან კედელზე დიდი ეკრანი იყო მიმაგრებული. - რისი ყურება გინდა? - ფეხზე მდგომმა მალევე გაანათა ეკრანი და დივანზე მოთავსებულ გაოცებულ ქალს ზევიდან დახედა.
-შეიძლება მე ჩავრთო? - თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა ჩაფიქრებულ კაცს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა მინდობოდა თუ არა.
-კარგი. - ბოლოს დანებებული შუქის ჩასაქრობად დაიძრა, დიდი ეკრანის განათების წყალობით უპრობლემოდ მივიდა დივანთან, მძიმედ დაეშვა რბილ ზედაპირზე, სასმლით შევსებული ჭიქიდან სწრაფად გამოცალა ალკოჰოლი, შემდეგ დივნის საზურგეს მიეყრდნო და ეკრანს მიაჩერდა. ნაცნობი ფილმის დანახვისას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ქალის მომდევნო მოქმედებას ელოდებოდა. როგორც კი ფილმი დაიწყო მაშინვე კონსტანტინეს მსგავსად მოთავსდა დივანზე. დიდხანს ვერ გაძლო ერთ პოზაში, უამრავჯერ შეიცვალა ადგილი, ბოლოს კი გამბედაობა მოიკრიბა და პირველს მიუახლოვდა, მაგრამ მის მხარს მიყრდნობა მაინც ვერ გაბედა. - მოდი. - უცებ მიუხვდა ფიქრებს ნაკანს, ისედაც დიდი ხანი უყურებდა როგორ ცდილობდა ნელ-ნელა მიახლოვებას. დივნის საზურგეზე გაშალა მკლავი, სესილიამაც სწრაფად მიადო კეფა მხარზე და ვითომც არაფერი ისე განაგრძო კინოს ყურება. წამსვე ნესტოებში შეუძვრა ქალის თმის სასიამოვნო სურნელი, იმდენად სასიამოვნო თავი ძლივს შეიკავა ცხვირი რომ არ ჩაერგო მასში და ფილტვები მთლიანად მისი სურნელით არ შეევსო. გახევებული იჯდა, გამოძრავებასაც ვერ ბედავდა იქამდე სანამ ქალის ხმამაღალი სუნთქვა არ შემოესმა. გაკვირვებულმა დახედა ზევიდან, შემდეგ გაუბედავად მოხვია მხარზე ხელი, ისიც პირველისკენ უფრო ახლოს მიიწია, სახე კაცის ყელში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. სუნთქვა შეკრულმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ინსტიქტურად ჩარგო ცხვირი მის თმაში და მისი სურნელის შეგრძნებისას მაშინვე თვალები მიენაბა. - ჯანდაბა, რას ვაკეთებ. - სწრაფად გაატრიალა თავი გვერდზე, მკლავი კვლავ დივნის საზურგეზე დააბრუნა და კინოს ყურება განაგრძო. რამდენჯერმე დახედა მძინარეს, რომელიც მშვიდად ფშვინავდა. სახეზე ეტყობოდა იმ წუთებში არაფერი ადარდებდა, კონსტანტინეს გონებაში კი სრული ქაოსი შექმნილიყო, ხედავდა ყველაფერი საპირისპიროდ მიდიოდა და ის ეჭვები მართლდებოდა რომლებიც სესიალიასთან შეხვედრამე გასჩენოდა. ვერაფრით ივიწყებდა პატარა გოგოს წლების წინ რომ ნახა, ყოველი მისი ქცევა ხეზე კატის გადასარჩენად ასულ ბავშვს ახსენებდა და ახლა გონებით გულთან ბრძოლა უწევდა, რაც კარგად ვერ გამოსდიოდა. ბოლოს ფიქრით გადაღლილს ისე ჩაეძინა ვერც მიხვდა და არც დილამდე გაღვიძებია გათიშულს.

გულზე სიმძიმის შეგრძნებამ გამოაღვიძა, მთლიანი სხეული დაბუჟებოდა და მოძრაობის საშუალება მთლიანად წართმეოდა. თვალი ოდნავ გაახიდა და მაშინვე თავის მკერდზე მოთავსებულ თავს წააწყდა. ირგვლივ მიმოიხედა, ოთახს კვლავ ოდნავ განათებული ეკრანი ანათებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რომელი საათი იყო, ვერც ადგომას ახერხებდა მაგიდაზე დადებული ტელეფონის ასაღებად, იმასაც ვერ ხვდებოდა ასეთ პოზაში როგორ ან როდის მოთავსდა. შეეცადა ოდნავ წამოწეულიყო ისე რომ ქალისთვის ძილი არ დაეფრთხო, მაგრამ მის მოძრაობაზე წამსვე გონს მოვიდა ნაკანი, ფილტვები ჰაერით გაივსო, დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთ, თავი ოდნავ წამოსწია გარემოს აღსაქმელად, იქაურობა მოათვალიერა თვალებ მოჭუტულმა, ბოლოს ნაცრისფერ სფეროებსაც წააწყდა და გონზეც წამსვე მოვიდა.
-მე… მაპატიე… ვერ გავიგე როდის ჩამეძინა, ან ასე როგორ…
-არაფერია, ვერც მე მივხვდი როგორ ჩამეძინა. - როგორც კი სხეულიდან მოშორდა ქალი მაშინვე წამოიწია, ტელეფონს დასტაცა ხელი და განათებულ ეკრანს დახედა. - ამდენი დიდი ხანია არ მძინებია. - სახეზე ჩამოისვა ხელები, იქვე დადებული სესილიასთვის განკუთვნილი გაციებული ჩაი მოსვა და ერთ წერტილს მიშტერებულ ქალს შეხედა.
-რომელი საათია.
-სამი დაიწყო. - ატკიებული კისერი მოისრისა, მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა ხელები თმაში შეიცურა და ცოტა ხანს თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში თითების შეხება იგრძნო კისერზე, რომლებმაც მასაჟის კეთება დაიწყეს. პირველმაც უცებ შეხედა გვერდულად, მერე კი თავი გაასწორა და სასიამოვნოდ მოძრავ თითებზე გადაიტანა ყურადღება.
-კიდე გტკივა?
-ცოტა.
-ჩემი ბრალია.
-არაფერია, მიჩვეული ვარ სავარძელზე ძილს. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, მერე ნაკანის თითებიც მოშორდა და თვითონაც ფეხზე წამოდგა, თან გამოტოვებული ზარებიდან ერთ-ერთზე გადარეკა. - რა ხდება?.. მეძინა… ხო, გავითიშე და გამოვიძინე. - სესიალიას გაუსწორა თვალი, ისიც ჯიუტად შესცქეროდა. - რატომ მირეკავდი?.. რა საყვარელი ხარ… - თვალები აატრიალა მეგობრის ანერვიულებულ, ამავდროულად გაბრაზებულ ხმაზე. - სახლში ვარ… არა, მარტო არ ვარ… დამელოდე. - სწრაფად გაუთიშა ტელეფონი, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, თან დიდი ეკრანიც გამორთო. - ჩემი მეგობარი მოვიდა, პრობლემა ხომ არ გაქვს?
-არა. - სწრაფად იუარა, მერე კი კიბეებისკენ დაძრულ კაცს აედევნა.
-დღეს რა დღეა?
-შაბათი.
-ჯანდაბა… ჩემი დამხმარე ქალი დღეს არ მუშაობს… რას დალევ? - პირველ სართულზე ასული კარისკენ წავიდა, სესილია კი ჩაფიქრებული მიშტერებოდა მის ზურგს. - შეგიძლია თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში.
-ანუ მე თვითონ გავიკეთო ყავა. - მომღიმარმა დაუქნია თავი, კონსტანტინეს კი არც მიუხედავს უკან, შეკრული მუშტიდან ცერა თითი აუწია და ისე ანიშნა რომ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა.
-სად ხარ აქამდე? - როგორც კი კარები გაუღი მაშინვე წარბ შეკრულმა აუარა გვერდი, ჯიბიდან სანთებელა ამოაძვრინა და ისე გაუწოდა არაფრის თქმა არ დააცადა.
-დაბლა ვიყავი.
-რაღაც შეიცვალა მაგრამ ვერ ვხვდები რა. - იქაურობა მოათვალიერა, ბოლოს ერთ ადგილზე მდგომს მიაშტერდა.
-ტრა.კში ვარ. - სამზარეულოსკენ ანიშნა თავით, ანდრომ კი წამსვე წარბები ასწია და მოუთმენლად დაელოდა სტუმრის გამოსვლს, რომელიც სამზარეულოში იმყოფებოდა.
-ის არის? - ჩუმად ჩაილაპარაკა, პირველმა კი წამსვე თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - აქ რა უნდა?
-გრძელი ისტორიაა… უბრალოდ… მე დამერხა. - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, დიდი ნაფაზი გამოქაჩა, ცოტა ხანს ფილტვებში გაიჩერა, შემდეგ დამშვიდდა, სახეც დაიწყნარა და სავარძელში ჩაეშვა.
-გამარჯობა. - მისაღებში შესულმა ოდნავ გაუღიმა იქვე მჯდომ ანდროს.
-ანდრო. - ფეხზე წამომდგარმა ხელი გაუწოდა, შემდეგ კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-სესილია.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა. მაპატიეთ, ცუდ დროს მოვედი, უბრალოდ ვინერვიულე.
-არაფერია.
-კი, ცუდ დროს მოხვედი.
-ორი შეხვედრა გამოტოვე, არავის ზარს არ პასუხიბდი და რა გეგონა უდარდელად ვიჯდებოდი? - წარბ შეკრულმა შეხედა ძმაკაცს, სესილია რომ არ ყოფილიყო კარგად გამოლანძღავდა, მაგრამ იცოდა არც კონსტანტინე დააკლებდა პასუხს. - წავედი და საღამოს გნახავ.
-საღამოს რა ხდება?
-მეგის დაბადების დღეა კოსტა.
-ნუ მეროჟები რა, გადავიღალე და ვეღარ გამოვფხიზლდი.
-გუშინ იქ იყავი არა? - ფეხზე წამომდგარმა ზევიდან დახედა მეგობარს, მის ჩაწითლებულ თვალებზე ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მერე კვლავ ერთ ადგილზე მდგომ გოგოს შეხედა. - თუ მოახერხებ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე გეპტიჟები. - ჯერ სესილიას უყურებდა, შემდეგ თვალებ ანთებულ ძმაკაცს დახედა. - შეხვედრამდე.
-ნახვამდის. - ოდნავ გაუღიმა, თვალი გააყოლა გასასვლელისკენ წასულს, შემდეგ ნელა მიუახლოვდა დივანზე მდჯომს, გვერდზე მიუჯდა და ყავა გაუწოდა. - ვიფიქრე უშაქრო გეყვარებოდა.
-მეგონა დაგავიწყდი. - მომღიმარმა ახედა, სესილიამ კი გაუბედავად შეუცურა თმაში ხელი და კაცის სახესთან ახლოს მიიწია.
-დილით ყავას არ ვსვამ… გიხდება.
-რა? - მის მწვანე თვალებს მიაჩერდა, რომლებიც თავის სახეზე მოგზაურობდნენ.
-ღიმილი. - თითები ჩამოატარა საფეთქლიდან ლოყაზე. - აქ გეჩხვლიტება. - თითი დაადო ოდნავ ჩაღრმავებულზე, შემდეგ მთლიანი მისი ლოყა ხელის გულში მოიქცია. - უცნაური ღამე იყო. - ცერით მიეფერა ლოყაზე, თან მის თვალებში იძირებოდა.
-წამოხვალ? - ვერაფრით შეიკავა თავი რომ არ გაღიმებოდა და კიდევ ერთხელ აჩუქა ქალს თავისი სასწაული ღიმილი, რომელსაც ბევრი ვერ ხედავდა.
-ვფიქრობ ზედმეტი და ნაჩქარებია ჩემი შენს მეგბობრებთან წაყვანა. ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ, ჩემი იქ წაყვანა სისულელეა, შენც კი არ გიცნობ.
-გინდა რომ გამიცნო?
-არ ვიცი.
-იცი მე რა მინდა? - ამჯერად თვითონ მიეფერა ლოყაზე, ცერი ტუჩებზე გადაატარა, მერე კი თვალებში ჩახედა.
-მითხარი.
-სხვა დროს ვისაუბროთ. - სწრაფად მოაშორა ხელი, ფეხზე წამოდგა და საკუთარი საძინებლისკენ წავიდა. - წყლის გადავლებას ვაპირებ, თუ გინდა შემომიერთდი.
-სხვა დროს იყოს, ახლა წავალ. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, კონსტანტინეც წამსვე გაჩერდა, გაოცებული ნელა შეტრიალდა ქალისკენ და თვალში მაშინვე კბილებს შორის მოქცეული ტუჩები მოხვდა. სუნთქვა შეეკრა, გულმა ფეთქვა შეწყვიტა, ქალის სხეული შეათვალიერა რომელიც გონებაში სრულიად შიშველი წარმოედიგინა. შემდეგ რამდენიმე დღის წინ მის ფეხებთან მდგომი მოლანდებული ქალი ამოუტივტივდა გონებაში და ჟრუანტელმაც წამსვე დაუარა სხეულში. იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი, საკუთარი სასქესო ორგანოს გამყარებაც იგრძნო და სწრაფად შეტრიალდა.
-მალე შევხვდებით და დამიჯერე, ეგ სხვა დრო ძალიან მალე დადგება. - სწრაფად დაიძრა საძინებლისკენ, ნაკანი კი ერთ ადგილას გახევებული იდგა, ჯერ კიდევ იმ ადგილს მისჩერებოდა სადაც ბოლოს კონსტანტინე დაინახა, სუნთქვა შეკრული იდგა და კიდევ ვერ იჯერებდა რომ ის სიტყვები თვითონ წარმოსთქვა. გამოფხიზლებულმა სახეზე ჩამოისვა ხელები, თავისი ნივთები მოიძია და სახლიც მალევე დატოვა.
აბაზანაში მდგომს თავი გრილი წყლ.ისთვის შეეშვირა, მარცხენა ხელის გულით კედელს მიყრდნობოდა და გახურებული სხეულის დაწყნარებას ცდილობდა. ელოდებოდა როდის დამშვიდდებოდა, როდის დაუბრუნდებიდა ძველ მდგომარებას ფეხზე მდგომი ა.სო და საკუთარ თავს დასცინოდა ასეთ სიტუაციაში მოხვედრის გამო. ვერ ხვდებოდა როგორ მოქმედებდა მასზე ქალი, არასდროს ჰქონია მსგავში შემთხვევა, თინეიჯერობის ასაკშიც კი, ახლა კი საკუთარ ჰორმონებსაც ვეღარ აკონტროლებდა. ბოლოს ონკანიც დაკეტა, საძინებელში შესული თავის მოწესრიგებას შეუდგა. როგორც კი ყველაფერი დაამთავრა წასასვლელად მოემზადა, უკვე გასასვლელს უახლოვდებოდა ეზოში მდგომ საქანელაზე მჯდომი სილუეტი დიდი ფანჯრიდან რომ დალანდა და სწრაფად დაიძრა მისკენ.
-მეგონა დიდი ხნის წინ წახვედი. - იქვე ხის სავარძელზე მოთავსდა, სიგარეტს მოუკიდა და ანდროს მიაჩერდა. - არ გცივა?
-აქეთ გამოვედი და რამდენჯერმე შემთხვევით შემოვიჭყიტე.
-შემთხვევით? - წარბები ასწია პირველმა, თან თვითონაც ეცინებოდა ისეთი სახით უყურებდა ანდრო.
-თვალი გამომეპარა… რა გიკვირს შე ჩემა, პირველად გხედავ ასეთ სიტუაციაში ქალთან ერთად და დამაინტერესა როგორი იყავი.
-რა დაინახე მერე? - თავი გააქნია ბოლოს, ანდრიამ კი თვალები დააწვრილა, გაჩუმდა, ჩაფიქრებული მისჩერებოდა და კონსტანტინეს ფორიაქსაც გრძნობდა.
-დაგერხა სი.რო? - თვალებში მიშტერებოდა, ხედავდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, თვითონაც შესანიშნავად ხვდებოდა ყველაფერს. კიდევ ერთხელ შეიწყალა მეგობარი და სხვა კითხვაზე გადავიდა. - მიდი, მოყევი.
-რა მოვყვე?
-თავს ნუ იშტერებ. უყურე შენ, ასე მოქმედებს ეს გოგო?
-გეყოფა. - სერიოზული გამომეტყველებით მიაშტერდა და მზერითვე აგრძნობინა რომ საქმე სახუმაროდ არ იყო. ადნრომაც მაშინვე დაასერიოზულა სახე, ფეხი ფეხზე გადაიდო და მომლოდინედ მიაჩერდა მეგობარს. - არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს… - მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, თავზე გადაისვა ხელი, მერე კი ანდროს ახედა. - სესილია… ის გოგოა სვანეთში რომ ვნახე.
-რა? - გაოცებულმა პირი დააღო მოსმენილისგან. არაფერი გაუკვირდებოდა, რომ ეთქვა ერთ დღეში შემიყვარდაო ისიც არ გაუკვირდებოდა ისე როგორც ამ ამბავმა გააკვირვა. მაშინვე მიუხვდა ყველაფერს ბავშვობის მეგობარს. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასეთი აფორიაქებული არასდროს უნახავს მუდამ უემოციო პირველი, ბავშვიბაშიც კი ერთიდაიგივე გამომეტყველებით დადიოდა, ყველაფერს ცივი გონებით ხვდებოდა, ახლა კი მთლიანი სხეულით ფორიაქობდა და ვერაფრით ჩერდებოდა.
-ჰო, ხეზე რომ ავიდა კატის ჩამოსაყვანად.
-ჯანდაბა… რამდენი ხანია იცი? ან რატომ არ მითხარი?
-პირველად რომ ვნახე მისი სურათი მაშინვე ვიცანი… არ ვიცი, იმდენად ვიყავი გაბრაზებული დავ.იკიდე. მეგონა შევძლებდი ამ ფაქტის დაიგნორებას… მაგრამ არ შემიძლია. - სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი. - ჯანდაბა ისე მოქმედებს ჩემზე თავს ვერ ვაკონტროლებ. რაც უფრო მეტს ვიგებ მასზე უფრო სხვანაირი მეჩვნება და ფიქრები მერევა. აღარ ვიცი რა გავაკეთო.
-ჯანდაბა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა, თან თვალს ვერ აშორებდა კოსტას.
-არაფერი მითხრა გთხოვ, ისედაც არ ვარ კარგად… გიშინ ღამე სასაფლაოზე ვნახე… მამამისის საფლავთან ტიროდა და ისე არ მსიამოვნებდა მისი ტირილი სახლში წამოვიყვანე. სულ სხვანაირია, ვფიქრობ იმაზე მეტი აქვს გადატანილი ვიდრე რომელიმე ჩვენგანს, მაგრამ მალავს.
-მაინც რას მალავს.
-რომ ვეხები კრთება, ჩემს შეხებას გაურბის, ვფიქრობ საერთოდ კაცის შეხებას გაურბის რაღაც მიზეზის გამო, მითხრა დედასთან და მამინაცვალთან ვცხოვრიბდი მამაჩემის გარდაცვალების შემდეგო, შეიძლება ეს კაცია მისი ამ ქცევის მიზეზი.
-ვინ არის მამინაცვალი, იმ ნაბი.ჭვრის მამა?
-არ ვიცი. ალბათ ის ვისთან ერთადაც ახლა ცხოვრობს დედამისი.
-ფიქრობ სესილიაზე ძალადობდა?
-ზუსტად ვიცი. - არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, სახეზეც დაეტყო ის ყველაფერი თუ რას განიცდიდა იმ დროს.
-და ახლა რას ფიქრობ კოსტა, რა გინდა იმ გოგოსგან?
-არ ვიცი, მინდა ჩემთან მყავდეს სულ.
-შეგიძლია დაი.კიდო ის ფაქტი რომ იმ დამპალის დაა?
-მგონი უკვე შევძელი… უბრალოდ, ვგრძნობ რომ მჭირდება… ჯადნაბა, ასე არასდროს მისიამოვნია ქალთან ძილით. - სიცილით შეხედა პირ დაღებულ მეგობარს. - ნუ მიყურებ ეგრე ძმურად.
-ჯანდაბა.
-გეყოფა რა… გუშინ ფილმის ყურება მთხოვა და ჩაეძინა მერე.
-კინოს უყურე სესილიასთან ერთად? - გაოცებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა, პირველმა კი თვალები აატრიალა.
-ჰო…
-ახლა ვხედავ როგორც მოქმედებს შენზე.
-ეგ კიდევ არაფერია, ჩემზე ეძინა. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები ანდროს სახეზე სიცილის შესაკავებლად.
-როგორ? მეგისთანაც კი არასდროს გძინებია ამდენი წლის მანძილზე.
-დიდი სიამოვნებით დავიძინები ყოველ ღამე სესისთან.
-რამე ჯადო ხომ არ გაგიკეთა… -დაეჭვებულმა შეათვალიერა მეგობარი, მსგავს სიტუაციაში პირველად ხედავდა და ისიც არ იცოდა მოსწონდა თუ არა ასეთი. - არ მოგყავს დღეს?
-არა. თვითონ არ უნდა, რადგან ჯერ მეც არ მიცნობს.
-ჭკვიანი გოგოა.
-ისედაც არ წამოვიყვანდი… საერთოდ რატომ უთხარი. - წამსვე მოირგო ძველი გამომეტყველება და საკუთარ თავსაც დაუბრუნდა. - ჩემთან შეუთანხმლებლად, თან მეგის დაბადების დღეზე.
-კარგი, არ დავფიქრებულვა. - ხელები ასწია დანებების ნიშნად. - რას აპირებ საბოლოოდ.
-სესილიას ამ საქმიდან ვაშორებ.
*
-უკვე ვფიქრობდი რომ აღარ მოხვიდოდით. - ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილი იუბილარი ჯერ ანდროს მოეხვია, შემდეგ მომღიმარ კონსტანტინეს.
-შენს დაბადების დღეს როგორ გამოვტოვებდი. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები. - ბრწყინავ. - მთლიანად აათვალიერა, მერე კი წელზე მოხვეული ხელით იქ მსხდომ ხალხთან მიიყვანა და სხვების მოსანახულებლად მეგის დროებით მოშორდა.
-სხვანაირი მეჩვენები. - გვერდზე მჯომი ინტერესით შეათვალიერა. თითქოს ჩვეულებრივ გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც იყო მასში რაღაც შეცვლილი რასაც შეყვარებული ქალი ადვილად ამჩნევდა.
-სხვანაირი, როგორი? - სასმელი მოსვა, თან მეგის გადახედა, თვალები მის დეკოლტიდან მომზირალი მკერდისკენ გაექცა, ქვედა ტუჩს კბილები გამოსდო და ანთებული თვალებით კვლავ ქალს მიაჩერდა.
-ჯანდაბა, ნუ მიყურებ ეგრე. - ფეხი ფეხზე გადაიდო სუნთქვა შეკრულმა, კონსტანტინემ კი მტევანში მოიქცია მისი თითები და ხელის ზურგზე აკოცა. მერე კი კვლავ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. სხვებს უსმენდა, ზოგჯერ ხუმრობებზეც იცინოდა, მაგრამ გონებით მაინც სხვაგან დაფრინავდა. ისევ უნდოდა სესილიას სიახლოვეს ყოფილიყო და მასთან ერთად გაეტარებინა დრო, თუნდაც კინოს ყურებაში, ან უბრალოდ მის ყურებაში და მოსმენაში. რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი ანდროს, რომელმაც ყველა მისი აზრი ამოიკითხა და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა, თან თვალი ჩაუკრა ყველაფრის გაგების ნიშნად. არც მეგის გამორჩენია მათი მზერა, ვერ იგებდა რა ხდებოდა, მაგრამ გული კარგს არაფერს უგრძნობდა.
*
საწოლზე გვერდულად მწოლი კაცის პროფილს მიშტერებოდა, გადასაფარებელი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდა, შიშველი მკერდით მკლავზე ეხებოდა, მარცხენა ხელის თითებით კი თმებზე ეთამაშებოდა.
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?
-რა ხდება?
-რამდენი წელია გიცნობ კოსტა, ხომ იცი რომ ვერაფერს გამომაპარებ. ვერც შენ და ვერც ანდრო. როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ახლა, მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. თუ ეს ყველაფერი იმ მეგობრობას ანგრევს რაც გვქონდა, მაშინ აღარ მინდა ასეთი ურთიერთობა.
-არ მინდა გული გეტკინოს მეგ.
-რა არის ისეთი რაც გულს მატკენს კოსტა. ორივეს გითხარით წლების წინ რომ თქვენგან მხოლოდ უყურადღებობა, ამბების დამალვა და ფეხებზე დაკი.დება მატკენდა. მაშინ პატარები ვიყავით, გაზრდასთან ერთად პრობლემებიც გვემატება, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ის რომ ყოველ დღე ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთი არ გვახსოვს. ჩვენ ხომ უნდა გავუგოთ ერთმანეთს ამ საკითხში. ასე რომ ნუ მიმალავ იმას რაც შენთვის მნიშვნელოვანია, თორემ თავი მარტო შენი საყვარელი მგონია რომელიც სურვილებს გიკმაყოფილებს და თვითშეფასება მივარდება.
-მგონი შეცდომა დავუშვით მეგ.
-მაგაზე ფიქრს აზრი არ აქვს.
-რატომ არ გამაჩერე მაშინ?
-მეც მთვრალი ვიყავი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ისე საუბრობდა თითქოს შიგნიდან არ იწვოდა და ტირილი არ სურდა.
-ამდენი წელია მატყუებ. - ონდავ ჩაიცინა, მეგისკენ გადაატრიალა თავი და დაბნეულს თვალებში ჩააშტერდა.
-რას გატყუებ.
-რატომ არ მეუბნები რომ გიყვარვარ. - ურეაქციოდ მიშტერებოდა ქალს რომელიც დამუნჯებულიყო და საქთმელს თავს ვეღარ უყრიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან იცოდა კონსტანტინემ ამის შესახებ, არასდროს არავისთვის უთქვამს თავისი გრძნობების შესახებ. - თუ შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, რატომ დამიმალე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
-კოსტა…
-მე შენი მეგობარი ვარ ჰო და ყოველთვის ვხვდები რა გაწუხებს ან რას გრძნობ. როგორც შენ ხვდები ამას.
-ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი იგივეთი არასდროს მიპასუხებდი. რომ მეთქვა, შენთან ურთიერთობას ვეღარ შევძლებდი. მაშინ არ გაგაჩერე, რადგან არ მინდოდა გაჩერებულიყავი. ისეთი გათიშული იყავი ვერც ხვდებოდი მე თუ ვიყავი. მეუბნებოდი მიხარია რომ გიპოვნე, ძალიან ლამაზი ხარო, მეგონა მე მეუბნებოდი სანამ არ თქვი, შენი მწვანე თვალები ვერაფრით დავივიწყეო.
-რა? - შოკირებულმა ძლივს თქვა ერთი სიტყვა, პირი დააღო მოსმენილის გააზრებისას, მეგი კი კვლავ თვალებ ამღვრეული შესცქეროდა.
-არ ვიცი მაშინ ვინ გეგონა, ან ვის წარმოიდგენდი, მაგრამ მე მაინც კარგად ვისიამოვნე. - ბოლოს სიცილით მიაყოლო და კონსტანტინეს მთლიანად მოშორდა.
-ჯანდაბა… - სახეზე აიფარა ხელები და კვლავ სესილიას სახე ამოუტივტივდა.
-აბა, ვინ არის, მომიყვები?
-მეგ… - თვითონაც ფეხზე წამოდგა, ნელა მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომ ქალს და ორივე ხელი მოხვია. - მაპატიე რა.
-რა გაპატიო? ჩემი ნებით ვიყავი შენთან და ახლაც ჩემი ნებით ვარ. მერე რა რომ მე მიყვარხარ და შენ არა.
-როგორ არ მიყვარხარ…
-მეგობრული სიყვარული სხვა არის, მაგრამ მაინც მყოფნის. ალბათ რამდენიმე წელში მეც შევიყვარებ იმას ვისაც ვეყვარები. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ კაცს მკერდზე მაინც მიეკრა. ვერაფერს უხერხებდა თავს. სიამოვნებდა მისი შეხება და ყველაფერი ის რასაც მასთან აკეთებდა.
-ის მწვანე თვალება გოგო მართლა ვიპოვნე.
-ის არის არა? - ოდნავ გაიღიმა, გულში კი რაღაც ჩასწყდა. ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა კაცის წინაშე ეტირა.
-ჰო.
-მინდა ბედნიერი იყო კოსტა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დღეს სხვანაირი დაგინახე და ძალიან მიხარია იმ გოგოს ამდენის გაკეთება თუ შეუძლია. ჯერ არა, მაგრამ როცა მზად ვიქნები გავიცნობ.
-მაპატიე. - კიდევ უფრო მეტად მოუჭირა ხელები, მეგიც მის მკლავებში გაიტრუნა. - ნუ იკავებ ცრემლებს მეგ.
-მეტი საქმე არ მაქვს შენთან ერთად ვიტირო ამ ყველაფერზე.
-კარგი რა… რა გინდა რომ გავაკეთო მითხარი.
-დარჩი.
-არ შემიძლია ხომ იცი?
-რომ სცადო?
-ვერ გავჩერდები, თუ გინდა ვიქნები სანამ დაიძინებ.
-კარგი წადი. - სწრაფად მოშორდა მის სხეულს, საწოლისკენ დაიძრა, სწრაფად შეწვა გადასაფარებლის ქვეშ და ფეხზე მდგომს ზურგი აქცია. ნელ-ნელა ღიზიანდებოდა ქალის მსგავს საქციელზე, ცდილობდა გაეგო, არ ეწყენინებინა, მაგრამ თავის მოთოკვა უკვე უჭირდა, რადგან თავის ჩვეულ მესთან შედარებით განსხვავებულად იქცეოდა.
-მეგი… - საწოლზე ჩამომჯდარმა მხარზე აკოცა, თან თმაზე გადაუსვა ხელი.
-უკვე შეიცვალე კოსტა. ასე მოქმედებს ის ქალი შენზე?
-უფრო თბილად გექცევი, რა არ მოგწონს. - მხრიდან ყელზე გადავიდა, შემდეგ ლოყაზე აკოცა, ბოლოს მის ტუჩებს მისწვდა.
-რომ ვხედავ როგორ მოქმედებს შენზე ეგ არ მომწონს. - ზურგზე გადაწოლილმა თავი გვერდზე გადახარა როდესაც პირველის ტუჩები შეეხნენ ყელზე, თითები კი თმაში შეუცურა.
-ეჭვიანობ?
-ალაბთ კიდევ ბევრჯერ ვიეჭვიანებ და რამდენჯერაც მასთან ერთად გნახავ ყოველთვის ხასიათი გამიფუჭდება.
-მაინც არ გითქვამს რომ გიყვარვარ. - გადასაფარებელი მოაშორა და კოცნით მკერდამდე ჩავიდა. ბოლოს ძუ.ძუს თავზე მოუჭირა კბილები.
-აზრი არ აქვს თქმას. - სუნთქვა შეეკრა როცა კაცის თითები იგრძნი ფეხებს შირის. - ნუ ცდილობ ხასიათზე მომიყვანო, რომ წახვალ მაინც ამეტირება. - ხელი მოაშორებინა შემდეგ კისერზე მოხვია თითები და ტუჩებზე თვითონ დაეწაფა. - ვსიო, ორივე თავისუფლები ვართ. წადი.
-თუ გინდა დავრჩები სანამ არ ჩაგეძინება.
-არა, წადი.
-კარგი. - ფეხზე წამომდგარი სწრაფად მოწესრიგდა, შემდეგ მასზე მიშტერებულს ლოყაზე აკოცა, მერე შუბლზე და გასასვლელისკენ წავიდა. - შეხვედრამდე, მეგ. - კიდევ ერთხელ გამოხედა, თვალი ჩაუკრა და სახლიც მალე დატოვა. როგორც კი კარების ხმა გაიგო მაშინვე გადმოსცვივდა ცრემლები ქალს, სახე ბალიშში ჩარგო და ჩუმად ატირდა.
იმ დღეს საბოლოოდ დაასრულა ყველაფერი მეგისთან და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადა, სადაც სესილია აუცილებლად იქნებოდა და იცოდა მისი დამსახურებით ბევრ საინტერესო დღეებს დააგროვებდა.
*****
დიდ ოთახში გრძელი, ოვალური მაგიდის თავში იჯდა, რომელსაც ბოლოებში კუთხეები უკეთდებიდა. იდაყვებით ყავისფერ ზედაპირს დაყრდნობოდა, ერთმანეთში ახლართული თითები ტუჩებზე მიედო და თანამშრომლების კამათს მოთმინებით უსმენდა.
-მე ვამბობ რომ ის რასაც ბატონი დიმიტრი გვთავაზობს ამ საქმისთვის შეუფერებელია. - უკვე მერამდენედ იმეორებდა ერთი და იგივეს სათვალებიანი კაცი ვეღარ ითვლიდა პირველი, რომლის არეული გონება ცოტაც და აფეთქდებოდა.
-მართალია, ისეთი რამ გვჭირდება რითიც სხვა კომპანიებსაც მოვიზიდავთ.
-ერთი საათია ამბობ რომ დიმიტრის იდეა შექმნილ სიტუაცუაში არასასურველია. - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო პირველი, ფეხი ფეხზე გადაიგო, მკლავები კი სავარძლის სახელურებზე დაალაგა. - შენ გაქვს რაიმე რაც დიმიტრის მოწოდებულ იდეას აჯობებს და საქმეს კარგად წაიყვანს? - ერთმანეთში ახლართული თითებიდან, საჩვენებელი თითები გამოჰყო და კაცისკენ გაიშვირა.
-ჯერ არა, მაგრამ ვმუშაობ ამაზე.
-ხვალ 3 საათამდე გაქვს დრო, მერე გადავწყვიტოთ რა ჯობია. დრო ფულია. რაც უფრო მეტ დროს მოანდომებ, უფრო მეტს დაკარგავ და პირიქით. ლუკა, როგორც შევთანხმდით დღესვე გადახედე ბაზარზე მედიკამენტების ფასს, შემდეგ კი შენს საქმეს მიხედე. - როგორც კი სიტყვა დაამთავრა ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. - ელენე, ჩემს კაბინეტში შემოდი. - იქვე მჯდომ მდივანს თავით კარისკენ ანიშნა, შესვლისთანავე მაგიდაზე დალაგებულ საბუთებს მოკიდა ხელი, მეორე ხელით კი იქვე დაკიდებული კოსტუმი აიღო.
-გისმენთ.
-ეს ყველაფერი ნიკოს გაუგზავნე, ვახოს დაურეკე და უთხარი ჩემს კაბინეტში ელექტროობა შეამოწმოს… და კიდევ, განრიგს გადახედე, მერე კი შემატყობინე რომელ საათზე მექნება თავისუფალი დრო და ანდროსაც გაუგზავნე შეტყობინება.
-კარგით. - თვალი გააყოლა ლიფტისკენ წასულს, შემდეგ კი დავალებული საქმის შესრულებას შეუდგა.
ლიფტში კედელზე მიყუდებულს თვალები დაეხუჭა, გადაღლილს ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რბილ საწოლზე დაწვებოდა და გონებას გათიშავდა. როგორც კი პირველ სართულზე გაჩერდა ლიფტი, მაშინვე გასასვლელისკენ დაიძრა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მეგობრის ნომერზე გადარეკე. - სად ხარ?.. - შენობიდან გასვლისთანავე მოუკიდა ცეცხლი სიგარეტის ღერს და ფილტვებიც ნიკოტინით გაივსო. - ფასები იცვლება, ხვალ ჩემთან გამოიარე და ლუკა ყველაფერს აგიხსნის… ვიცი რომ მენდობი და იცი ყველაფერს სწორად გავაკეთებ, მაგრამ მაინც მოდი ნინოსთან ერთად… კარგი, მიდი… სახლში მივდივარ… არა, არ ვარ ხასიათზე… კარგი, ხვალ გნახავ. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, ფეხებთან გაჩერებულ მანქანაში უკანა ადგილი დაიკავა და მძღოლსაც ზრდილობიანად მიესალმა. - სახლში, ლევან.
უკვე მერამდენედ შედიოდა ცარიელ სახლში ცარიელი სხეულით ვეღარ ითვლიდა. ყოველ ჯერზე სესილია ახსენდებოდა, მისი ნახვის სურვილს ვერაფერს შველიდა, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. უკვე ერთი თვე იყო გასული ბოლო ნახვიდან. შემთხვევითაც არსად ეყრებოდა, არც სანახავად მიდიოდა. თვითონაც ამჩნევდა როგორ იკარგებოდა უფრო და უფრო ნაცრისფერ ბურუსში რომელიც თანდათან მეტად მუქდებოდა. ხასიათი კიდევ უფრო ცივი უხდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსიარულე დის მკვლელი, რომლის სიცოცხლის წაღების სურვილიც ჰკლავდა.
-გამარჯობა. - სამზარეულოდან გამოსულმა ქალმა ოდნავ გაუღიმა, პირველმაც თავი დაუკრა მისალმების ნიშნად. - ივახშმებთ?
-არა, მადლობა. - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო კარზე კაკუნი რომ ატყდა, იგრძნო გულმა დარტყმა როგორ გამოტოვა, უცნაურად შეუთამაშდა და თვალი შემოსასვლელისკენ გაუშეშდა. ქალი კი კარის გასაღებად დაიძრა.
-ბატონო კოსტა, თქვენთან არიან. - მალევე შემოესმა მისი ხმა, კონსტანტინეც ნელა წამოდგა სავარძლიდან და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ. უკვე იცოდა ვინც იქნებიდა, რადგან მიახლოვებისას გულის სიჩქარე უფრო ზევით იწევდა. ბოლოს წააწყდა კიდეც ბრჭყვიალა მწვანე თვალებს, კიდევ ერთხელ იგრძნო საკუთარი მფეთქავი ორგანოს ხტუნვა და ადგილზე გაშეშებულმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი იქ ხილვისგან მიღებული ემოციები არ გამოემჟღავნებინა.
-სესილია, აქ რას აკეთებ? - მშვიდად ჩაილაპარაკა, თან თავით ანიშნა შიგნით შესულიყო. ვერ წარმოიდგენდა როდისმე თავისი ფეხით თუ მივიდოდა მის სახლში ქალი, ბოლომდე კიდევ არ სჯეროდა რომ მის წინ იდგა, თან ლოყები შეფარკლოდა და აშკარად ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-არ ვიცი. - დამორცხვილმა ძლივს გაუსწორა თვალი კაცს, შემდეგ იქვე მდგომ ქალს შეხედა დაბნეულმა.
-რას მიირთმევთ? - ოდნავ გაუღიმა სესილიას და ნაკანსაც დაძაბულობის შეგრძნება ოდნავ მოეხსნა.
-არაფერს, მადლობა.
-ქეთი, თუ შეიძლება სასადილო ოთახში გაშალე მაგიდა. - უკვე შეტრიალებას აპირებდა კონსტანტინემ მშვიდი ტონით რომ უთხრა და ისიც მაშინვე პირველისკენ მიბრუნდა.
-ახლავე. - მომღიმარმა დაუქნია თავი და იქაურობას გაეცალა.
-ზუსტად ახლა მჭირდებოდი, სესილია. - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ უთხრა და მის გაბრწყინებულ თვალებზე ოდნავ გაიღიმა.
-ვიგრძენი ალბათ. - ნელა მიუახლოვდა ერთ ადგილას მდგომ კაცს, მის ჩამოშვებულ ხელებს დახედა, გაყინული თითები გაუბედავად მოკიდა მტევანზე, თან მასთან უფრო ახლოს მივიდა.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მოგენატრე.
-უბრალოდ შენი ნახვა მომინდა. - ცხვირის წვერი ოდნავ გაუსვა ყელზე, მისი სურნელიც შეისუნთქა, შემდეგ კვლავ უკან გაიწია და კაცს ქვევიდან ახედა.
-იცი შენი აქ მოსვლით სად გაყავი თავი? - ქალის ქცევით ნასიამოვნებმა ლოყაზე ჩამოატარა თითები, შემდეგ ნიკაპქვეშ ამოსდო და ცერი ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებულ ტუჩებზე გადაატარა. დიდმა სურვილმა შეიბყრო მისი დაგემოვნების, იმდენად დიდმა რომ ინსტიქტურად დაიხარა მისი ტუჩებისკენ, მაგრამ ქალის შეკრულმა სუნთქვამ და დაძაბულმა სხეულმა გაჩერება აიძულა. ლოყაზე ნაზად მიაკრო ტუჩები და შემდეგ თვალებში ჩახედა.
-დაახლოვებით ვხვდები, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
-წავიდეთ. - თვითონ ჩაეჭიდა ქალის მტევანს და სასადილო ოთახისკენ ნაკანთან ერთად დაიძრა.
-შენს ხასიათს ალბათ ვერასდროს გავიგებ.
-არადა ძალიან ადვილი გასაგებია.
-მე ვფიქრობ რომ შენში იმაზე მეტი ემოცია და გრძნობა არსებობს ვიდრე წარმოგიდგენია, უბრალოდ გჭირდება ვინმე ვინც ამ ყველაფერს დაინახავს და შენც დაგანახებს. - ცოტა ხანს უყურა ერთმანეთში ახლართულ თითებს, შემდეგ კი ნელ-ნელა უკან გასწია გონებაში ამოტივტივებული ცუდი მოგონებების გამო, რომელმაც არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია სხეულში. როგორც კი მისი მოქმედება შეამჩნია პირველმა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, თვალები დახუჭა და ერთ ადგილზე გაჩერდა.
-ჯანდაბა, სესილია. ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ დიდხანს ვერ უძლებ ჩემს შეხებას, რადგან ვიღაც ნაბი.ჭვარი გახსენდება და ასე ვითომ შეუმჩნევლად არ გაზარდო მანძილი.
-შენ… - თვალებ გაფართოვებული მიაშტერდა ურეაქციოდ მომზირალ კაცს, რომელსაც სახეზე არა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა ოდნავ გაბრაზება. - საიდან მოიტანე… - თავი გვერდზე გაატრიალა, ხელები კი ისე მომუშტა ლამის კანი გაუჭრა საკუთარმა ფჩხილებმა.
-ნუ მიმალავ იმას რაც უკვე ვიცი.
-საიდან? როგორ გაიგე?
-არ არსებობს ქალი რომელიც ჩემს შეხებას გაურბის, სულ რომ სხვა ორიენტაციის იყო. ადვილი მისახვედრია რომ ბავშვობის ტრავმა გაქვს… თან ისე მოიხსენიებდი შენს…
-გეყოფა. - თვალებ ამღვრეულმა ზურგი შეაქცია კაცს, იქიდან გაქრობა სურდა, მისი ასეთი მშვიდი საუბარი ამ ყველაფერზე, რომელიც რეალობას თვალწინ უსახავდა, გულს ურევდა. სცხვენოდა, კაცის ურეაქციო საუბარი მისთვის მტკივნეულ თემაზე კი აბრაზებდა, სწყინდა კიდეც და იქიდან წასვლის სურვილს უჩენდა. - შენ არაფერი იცი და არ შეგიძლია ამ ყველაფერზე ისე ილაპარაკო თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. შეიძლება შენთვის არის და არ გაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის იმაზე მძიმეა ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ უბრალოდ გაჩუმდი. - ბოლოს ვეღარ შეიკავა თავი და ატირდა.
-სესი… - მხარზე შეხება დააპირა, მაგრამ ეგონა კვლავ მოიშორებდა შეხებისას, ამიტომ წინიდან ჩამოუდგა, ნიკაპზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა და სველ, მწვანე თვალებში ჩახედა. კიდევ ერთხელ შეუთამაშდა გული, ამ ორგანოს მოქმედებებით დაღლილმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, ქალის სურნელიც იგრძნო და თვალები რამდენიმე წამით დახუჭა. - ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, უბრალოდ ასეთი ვარ. თუ გამიცნობ ჩემს ყველა სიტყვაში ამოიკითხავ ტონს და ემოციას. ხომ თქვი? ჩემში ბევრი ემოცია და გძნობა არსებობს რომელიც ჯერ მეც კი არ ვიცი. - ამღვრეულ სფეროებში უყურებდა, თან ძალიან მშვიდად საუბრობდა, ისე მშვიდად რომ სესილიას სხეულსაც ედებოდა.
-ყველაფერი მზად არის. - მათთან მისულმა ქეთიმ ოდნავ გაუღიმა წყვილს, პირველმაც მაშინვე მოაშორა ხელი ქალს.
-მადლობა.
-გემრიელად მიირთვით. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კი იქაურობას გაეცალა.
-უბრალოდ იცოდე რომ არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ ისეთ რამეს რაც შენ ან სხვას არ ენდომება.
-კარგი.
-შევიდეთ? - ხელი გაუწოდა, თან სახეზე მიაშტერდა ლოყებ შეფარკულს. ხმის ამოუღებლად მოათავსა მტევანი პირველის ხელის გულზე, თითები მოუჭირა და კაცის ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა თავისები. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა პირველმა, ერთმანეთში ახლართულ ხელებს დააკვირდა, ცერით მტევანზე მიეფერა, შემდეგ კი მეორე ოთახში გავიდა, დაჯდომაში მიეხმარა სესილიას, მერე კი თავისი ადგილი დაიკავა. მაგიდის ზედაპირზე რამდენიმე სახეობის საჭმელი იდო დიდ თეფშებზე მოთავსებული, ყინულებში ჩადებული ღვინის გაუხსნელი ბოთლი და ორი ჭიქა.
-დაღლილი ჩანხარ. - მოპირდაპირედ მჯდომი კაცის სახე მთლიანად შეათვალიერა, თან ჭამა განაგრძო.
-ჰო, ვარ. - ხელსაწმენდით ტუჩები გაისუფთავა, შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო, სანთებელით მოუკიდა ტუჩებს შორის მოქცეულ ღერს, სანთებელა მაგიდაზე, სიგარეტის კოლოფის გვერდით მოათავსა, შემდეგ კი საზურგეს მიყუდებულმა წინ მჯდომ ქალს შეხედა.
-ჭამის დროს რომ გაშტერდებიან არასასიამოვნოა. - ცოტა ხანში მომღიმარმა გაუსწორა თვალი კაცს, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია ნაკანის სიტყვებზე.
-მაპატიე, უბრალოდ ჩავფიქრდი.
-ფიქრობ რამ გადამაწყვეტინა აქ მოსვლა?
-დაახლოებით.
-არ მქონდა იმის იმედი რომ სახლში დამხვდებოდი, ვიფიქრე გასული იქნებოდი და მეც უკან მივბრუნდებოდი.
-რამდენი ხანია დედაშენი არ გინახავს?
-სახლიდან წამოსვლის შემდეგ, უკან არასდროს დავბრუნებულვარ, არ დამირეკავს და არ დაურეკია.
-და ძმა?
-არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე, შესაშური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ როცა მჭირდება ყოველთვის ჩემთან ჩნდება. არსაიდან ჩნდება და მალევე უჩინარდება. მასზე არაფერი ვიცი, ბავშვობიდან არ ვკონტაქტობდით, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის მიცავდა.
-ჰო, ძმებს უცნაური ინსტიქტები გვაქვს. - ოდნავ ჩაიღიმა, შემდეგ ყბები დაეჭიმა და ნაკანს რომ არ შეემჩნია თავი დახარა.
-ვწუხვარ შენი დის გამო, ლილიანმა მითხრა. - ბოლოს მიაყოლა კაცმა ქვევიდან რომ ახედა. არაფერი უთქვამს პირველს, წინ მჯდომ ქალს აკვირდებოდა და გონებაში იმდენი აზრი უტრიალებდა თავი სტკივდებოდა. წინ ეჯდა ქალი რომელიც თავის დის მკვლელის და იყო, იმის მაგივრად რომ რაიმე დაეშავებინა, ან კაცის მისატყუებლად გამოეყენებინა, ისე ექცეოდა არასდროს, არცერთ ქალს რომ არ მოქცევია. თავს თავისუფლად გრძნობდა და მის გვერდით ყველაფერი ავიწყდებოდა. მალე სიწყნარე მაგიდაზე მოთავსებულმა ტელეფონის ხმამ დაარღვია, რომელსაც სუნთქვა შეკრული, დამუნჯებული დასცქეროდა ნაკანი და აშკარად აღებას არ აპირებდა.
-სესილია.
-დედაჩემია.
-უპასუხე.
-არ მინდა. - ისე ჩაილაპარაკა თვალი არ მოუშორებია განათებული ეკრანისთვის, მალე ზარიც შეწყდა, სულ რამდენიმე წამით იყო ეკრანი დაბნელებული, შემდეგ კვლავ განათდა და ისევ ქალის სახელი გამოისახა. კიდევ ერთხელ ალოდინა ქალი. მალე შეტყობინება მიუვიდა, სადაც დედამისი ყურმილის აღებას სთხოვდა, მესამე ზარე კი რამდენიმე წამში უპასუხა, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. - გისმენ… არ შემიძლია მოსვლა… არ მაინტერესებს არც შენი და არც მისი მდგომარეობა… რა?.. - როგორც კი დედის ნათქვამი ბოლო სიტყვები გაიგო, წამსვე ახედა მის თვალიერებაში გართულ კაცს, კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა და თვალებიც შესამჩნევლად აემღვრა. - კარგი, გეყოფა, მოვალ. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, ხელები სახეზე აიფარა და სუნთქვა შეკრული შეეცადა ცრემლები შეეკავებინა. კონსტანტინე კი მოთმინებით ელოდა როდის ამოიღებდა ქალი ხმას, ვერ გაეგო რა მოხდა ისეთი რამაც ასე დაამწუხრა, იქამდე სანამ მისი სიცილი არ შემოესმა. - ჯანდაბა მოკვდა. - ცრემლებს იწმენდდა, თან იცინოდა, უფრო ისტერიულ სიცილს ჰგავდა, რომელსაც ცრემლები ერწყმოდა. - მოკვდა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა და თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა კაცს. - ღმერთო, არ მჯერა… ვერ დავიჯერებ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ იმ ნაბი.ჭვარს… - კვლავ შეიმშრალა ლოყებზე ჩამოგორებული სითხე და ფეხზე ნელა წამოდგა. - უნდა წავიდე.
-წაგიყვან. - სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, ფეხზე წამოდგა და ერთ ადგილას მდგომს მიუახლოვდა.
-მე არ…
-არაფერი თქვა, მე წაგიყვან და ისევ მოგიყვან. - კარგად შეუმშრალა სახე ცერა თითებით, შემდეგ თავით წასასვლელად ანიშნა. სიგარეტის კოლოფი ჯიბეში მოითავსა სანთებელასთან ერთად, გასაღებიც აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. - ქეთი, რომ მორჩები ლევანს უთხარი და წაგიყვანს.
-კარგით.
*
იქამდე იყვნენ ჩუმად სანამ სესილიას მიერ ნაკარნახებ მისამართზე არ მივიდნენ. მანქანაში მჯდომმა ქვევიდან ახედა მაღალ შენობას, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გვერდზე მჯდომისკენ ნელა შეატრიალა თავი.
-გამოგყვები. - სესილიას მწვანე თვალების ყურებისას ყველაფერი ამოიკითხა, მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ დაძრულს გვერდზე ამოუდგა.
-არ ხარ ვალდებული.
-ვიცი, მაგრამ შენი მარტო გაშვება არ მინდა. - ლიფტში პირველი სესილია შეატარა, ელოდებოდა როდის იპოვნიდა საფულეში ხუთ თეთრიანს რომ მეხუთე სართულზე ასულიყვნენ, ბოლოს როგორც იქნა იპოვნა ფული და მალევე სართულის ნომრის ღილაკსაც მიაჭირა თითი.
-არ ვიცი რატომ მოვედი…
-გინდა დარწმუნდე და განთავისუფლდე, არა? - მომღიმარმა დახედა ზევიდან, სესილია კი მის ტუჩებს მიაშტერდა და გონებაში წარმოდგენილი მისი ტუჩების შეხებისას მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა. არ გამოჰპარვია პირველს მისი რეაქცია და მასაც წამსვე შეეცვალ გამომეტყველება. ერთმანეთზე ფიქრი მალევე შეაწყვეტინა ლიფტის კარებების გაღების ხმამ, სესილიამაც სწრაფად მოაშორა თვალი კაცს და ლიფტილან გავიდა. - ჯანდაბა, რა მემართება. - უკვე აღარ იცოდა მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს ამ სიტყვებს. სახეზე ჩამოისვა ხელი, მერე კი ისიც წინ წასულ ქალს აედევნა და შიგნით შესვლამდე ყურში სწრაფად ჩასჩურჩულა. - შენთან ვარ. - ისე მშვიდად ჩაილაპარაკა სესილიასაც მოუდუნდა სხეული, ქვევიდან ახედა და გამოხედვით გადაუხადა დიდი მადლობა იმ დროს მასთან ერთად ყოფნისთვის. სიტყვებით ვერ აყწერდა რამდენს ნიშნავდა იმ დროს კონსტანტინეს გვერდით ყოფნა და რამხელა გამბედაობას სძენდა.
შიგნით შესულს მისაღებში თავ მოყრილი სანათესაო დახვდა, რომელებიც დაქვრივებულ ქალს ორივე მხარეს უვსებდნენ. ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი თითქოს მართლაც ადარდებდათ კაცის სიკვდილი. ერთადერთი ალბათ ვინც ნამდვილად დარდობდა იქვე მჯდომი მოხუცი ქალი იყო, გარდაცვლილის დედა, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებდა და ნაკანიც დარწმუნებული იყო კიდევ ბევრს გაისტუმრებდა საიქიოს.
-სესილია… - ფეხზე წამომდგარი ნელა მიუახლობდა ქალიშვილს, ნაკანი კი ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული, თავს უცხოდ გრძნობდა, ეს ქალიც ეუცხოვებოდა და ტანზე მიკრულის მიმართ ვერანაირ გრძნობას ვერ განიცდიდა. უკვე წლები იყო გასული, მაგრამ მონატრება, ან რაიმე მსგავსი გრძნობა თავსაც კი არ იჩენდა.
-მეგონა მარტო იყავი. - ოდნავ მიარტყა ხელი მხარზე, შემდეგ კი უკან გაწევით ანიშნა ქალს რომ მოშორებოდა.
-მარტო როგორ დავტოვებდით. - ერთ-ერთმა თმები უკან გადაიყარა, თან იქვე მდგომი კაცი აათვალიერა.
-სესა. - უკან გაწეულმა ქალიშვილს თვალებში ჩახედა და ვერაფერი რომ ვერ დაინახა სხეული გაეყინა.
-ნუ მომმართავ ასე, გულის რევის შეგრძნება მეუფლება… აქ რატომ მომიყვანე? - ცივი ტონით ჩაილაპარაკა, ქალს კი ცრემლები გადმოსცვივდა. - რომელი ჩემი ახლობელი ის იყო ამ დროს ხვეწნით რომ მომიყვანე და თან მომატყუე შენი მარტო ყოფნის შესახებს… ამდენი ტყუილებით როგორ არ დაიღალე ეკა. - უემოციოდ ჩაილპარაკა იქ შექმნილი სიტუაციით დაღლილმა. დაძაბულობა და ცუდი შეგრძნება შესვლის წამიდან მოსდებოდა სხეულში და ყველა უჯრედი იქიდან აორთქლებას სთხოვდა.
-ვიცოდი ისე არ მოხვიდოდი… მე ბოდიშის მოხდა მინდა.
-საჭირო არ არის, რადგან არასდროს მივიღებ.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. - სესილიას გვერდზე ამომდგარმა მარჯვენა ხელი გაუწოდა ქალს, მარცხენა კი ნაკანს მოხვია წელზე.
-მადლობა… თქვენ ვინ…
-სესილიას მეგობარი ვარ. - კითხვის დამთავრება არ დააცადა, ოდნავ გაუღიმა, ნაკანს კი წელზე ოდნავ მოუჭირა თითები.
-სად არის?
-სესა…
-ნუ მეძახი სესას, რამდენჯერ გითხრა? - ჩუმად ჩაილაპარაკა მკცარი, გამყინავი ტონით, რომელმაც ადგილზე გააქვავა ქალი. სულ სხვანაირი იყო ნაკანი ბოლო ნახვის შემდეგ, ის პატარა გოგო სულ შეცვლილიყო და საერთოდ ვეღარ ცნობდა. ახლა უფრო მეტად გავდა მამამისს, მისნაირი მკაცრი და ამაყი გამოხედვა ამშვენებდა მის ლამაზ, ქალურ სახეს.
-საძინებელშია.
-ისევ ისეთი თავხედია. - ცხვირ აბზუებულმა ჩაილაპარაკა ეკას ბიძაშვილმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ნაკანს.
-მამამისის გატუტუცებულია ბავშვობიდან… ყოველთვის სხვებზე მეტი ეგონა თავი, ბავშვებს მიტირებდა ხოლმე ისე ესაუბრებოდა.
-შენ მათზე მაღლა დგახარ. - როგორც კი ქალის დაჭიმული სხეული იგრძნო ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა პირველმა, შემდეგ კი ოთახისკენ დაძრულს უკან აედევნა. შიგნით შესულს საწოლზე მწოლი კაცი დახვდა, მაშინვე დაეუფლა ზიზღის შეგრძნება და სუნთქვა შეეკრა გონებაში ამოტივტივებული მოგონებების გამო. ალბათ უკვე ცივი იქნებოდა მისი სხეული, რომლის ყურებაც გულის რევას იწვევდა იქვე მდგომ ქალში. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, პირველიც მოშორებოდა სესილიას, იქვე კარებთან იდგა და ნაკანის ზურგს ათვალიერებდა. მოულოდნელად ამოუტივტივდა გონებაში მომენტი სადაც მუცელზე მწოლი ქალის შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს, მის ნაზ კანს შეიგრძნობდა და ტუჩებით ეხებოდა. ჟრუანტელმა რომ დაუარა წამსვე თვალები დახუჭა, თავი დახარა და გულზე ხელებ დაკრეფილმა დაბინდული თვალებით ქვევიდან ახედა კაცთან ახლოს მდგომ ნაკანს, რომელიც სახეზე ზიზღით დაჰყურებდა გარდაცვლილს, ეტყობოდა სუნთქვა ასჩქარებოდა, რადგან ლამაზი ფორმის მკერდი ზევით-ქვევით უმოძრავებდა. იქამდე უყურებდა ურეაქციოდ სანამ სახეზე არ დააფურთხა კაცს, მერე კი დაწყნარებული სახით შემოტრიალდა და მყარი ნაბიჯებით, თავ აწეული დაიძრა გაოცებული პირველისკენ.
-წავიდეთ აქედან კოსტა. - გვერდი აუარა კაცს, ოთახიდან გასულმა მისაღები გადაკვეთა და გასასვლელთან მისული რამდენიმე წუთით შებრუნდა დედისკენ. - ნახვამდის ეკა და გთხოვ, აღარასდროს დამირეკო.
-გიორგი სად არის იცი? თვეებია ვერ ვუკავშირდები?
-არ ვიცი, გიო გამოჩნდება მაშინ, როცა თვითონ მოინდომებს ამას, არ მგონია იმ კაცის გამო მოვიდეს. - მთლიანად შეათვალიერა ქალი, შემდეგ კი ზურგი აქცია და იქაურობაც სამუდამოდ დატოვა. მანქანასთან მისვლისთანავე თავი მაღლა ასწია თვალ დახუჭულმა და ფილტვები ჰაერით გაივსო. - ღმერთო… ასეთი სიმსუბუქე არასდროს მიგრძვნია. - ხმადაბლა ჩაილაპრაკა, იქვე მდგომ კონსტანტინეს კი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ქალს შესცქეროდა. იმ დროს ძალიან უნდოდა მისულიყო და ტუჩები დაეკოცნა, თავს უკვე ვეღარ ერეოდა, თვალები აეწვა სურვილისგან და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა.
-მგონი უკვე შენი დახატვაც შეიძლება. - რამდენიმე წუთის შემდეგ თვალი ჩაუკრა მომღიმარს და მანქანაში ჩაჯდა. კვლავ ერთ ადგილას იდგა სესილია, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, ახლა თუ მანქანაში ჩაჯდებოდა და პირველს სახლში გაჰყვებოდა იცოდა რაც მოხდებოდა. იმასაც ხვდებოდა რომ კაციც იგივეს ფიქრობდა, მაგრამ იმენად დიდი სურვილი ამოძრავებდა მის მიმართ აღარაფერი აინტერესებდა. დამშვიდებული მიუჯდა გვერდზე პირველს, სანამ მანქანას დაძრავდა თვალი გაუსწორა მის ნაცრისფერ თვალებს, გაუაზრებლად გამოსდი კბილი ქვედა ტუჩს და თვალებიც მისი ბაგეებისკენ გაექცა. - სად წავიდეთ, სესილია? - ნიკაპზე მოკიდებული თითებით ტუჩი გაუნთავისუფლა, მერე კი თვალებში ჩახედა.
-სახლში. - აბრჭყვუალებული სფეროებით შესცქეროდა კაცს და თავისი მზერით თავგზას უბნევდა. მაშინვე დააჭირა გაზის პედალს ფეხი და იქაურობას მალევე მოშორდა. გზას კმაყოფილი შესცქეროდა, ჯიუტად არ იხედებოდა ქალისკენ, მაგრამ მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. მალე სახლშიც მივიდა, მანქანა ეზოში დააყენა და ნელა, აუჩქარებლად დაიძრა სახლისკენ. გვერდზე ამომდგარი ქალი პირველი შეატარა კარებში, შემდეგ შიგნით შესული დახურულ კარს რამდენიმე წამით მიეყრდნო, თან წინ წასული თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, ბოლოს კი ისიც მისაღებში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა და ფეხზე მდგომ ნაკანს ქვევიდან ახედა, რომელიც ჭიქაში სასმელს ისხამდა. მალევე ჩაცალა ვისკი ერთი მოყუდებით, რომელმაც მაშინვე აუწვა ყელი. - ღმერთო… იმ დღეს ისე სვამდი წვენი მეგონა… როგორ შეგიძლია ამის ასე ჩვეულებრივ დალევა. - ბურტყუნით წავიდა სამზარეულოსკენ, მაცივრის კარი გამოაღო გაშინაურებულმა, სწრაფად გამოიღო ფორთოხლის წვენი, ჭიქა სითხით გაავსო და ალკოჰოლის გემოც ნახევრად გაიქრო.
-მიჩვეული ვარ. - გაეღიმა მის შეწუხებულ სახეზე, თან ყველა მის ნაბიჯს აკვირდებოდა. ხვდებოდა აქეთ-იქით სიარულით გამბედაობის მოკრებას ცდილობდა ნაკანი, მაგრამ ჯერ მაინც ვერ უახლოვდებოდა. ბოლოს ერთ ადგილზე გაჩერდა პირველისკენ ზურგით მდგომი. რამდენიმე წამში ნელა შეტრიალდა, ნელი ნაბიჯებით დაიძრა კონსტანტინესკენ, თვალები უბრწყინავდა და პორველიც მათში იძირებოდა.
-როდის დამხატავ, კოსტა? - უცნაურად წარმოსთქვა კაცის სახელი, ხელის გულებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და კაცთან სახე ახლოს მისწია.
-როგორ გინდა დაგხატო? ჩაცმული, თუ შიშველი. - ქალის ტუჩებთან ახლოს მისული თვალებში ჩააშტერდა, საჩვენებელი თითი კი ლავიწიდან მკერდამდე ჩაატარა.
-ვფიქრობ პასუხი შენც იცი. - სულ ოდნავ, წამით შეეხო ტუჩებზე და წამსვე სასიამოვნო ტალღამ დაუარა სხეულში.
-მითხარი, რა გინდა, სესილია.
-სიმშვიდე, რომელიც ვერ მექნება თუ ახლა… მე ახლა… - წინადადების დამთავრება ვეღარ შესძლო, კაცის ტუჩებს შეუერთა თავისები და წამსვე თვალები მიენაბა, კანი დაუხორკლა ტანში დავლილმა ტალღამ და უკან გაწეულ კაცს ინსტიქტურად მიჰყვა. წვრილ წელზე იგრძნო ძლიერი მკლავი რომელმაც წამებში კაცის მუხლებზე მოათავსა და მის სხეულს აკრულმა კოცნაც გააღრმავა. ჩუმი კვნესა წასკდა კაცის მხურვალე ენა რომ იგრძნო, გონებაც გაეთიშა. თითები შავ თმაში შეუცურა, თან კოცნაში მოხერხებულად აჰყვა. ნაზ კანზე ატარებული თითებით შიშველ მკერდამდე მიაღწია. ნაზად მოუჭირა გრძელი თითები და როგორც კი უკან გადასწია თავი ქალმა, სველი ტუჩები ყელზე მიაწება. არ ეგონა ასე სწრაფად თუ განვითარდებოდა ყველაფერი, მაგრამ იმ წუთებში იმდენად უნდოდა ქალის სხეულის შესწავლა და შეგრძნება, თავის კონტროლს ვეღარ ახერხებდა. სწრაფად მოაშორა სვიტერი, თან კბილები მკერდზე მოუჭირა. კიდევ ერთხელ შემოესმა ქალის ჩუმი კვნესა და მისი ხმამაღალი ნოტების გაგებაც მოუნდა. უკანალზე ჩავლებული ხელით თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მისწია და ნაჭრის შარვლის დახმარებით მისთვის სასურველი ადგილებიც გამოკვეთილად იგრძნო თავის ამობერილ სასქესო ორგანოზე. გული ისე სწრაფად უცემდა ქალის ჩქარა მფეთქავ გულსაც კი უჯოკრავდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ან როგორ მოქმედებდა ასე გოგო რომელთან მიმართებაშიც სხვა განზრახვები ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა. ფეხზე სწრაფად წამომდგარი თავისი საძინებლისკენ დაიძრა, შიგნით შესული კი ნაკანთან ერთად მოთავსდა საწოლზე. მაისური ისე მოიშორა არც მოშორებია ქალის სხეულს, შიშველი მკერდიდან ჭიპამდე ჩავიდა კოცნით, თითებს კი კვლავ მის სხეულზე დაათარეშებდა. ბოლოს მუხლებზე მდგომმა სწრაფად მოაშორა საცვალთან ერთად ნაჭრის შავი შარვალი გრძელი ფეხებიდან, შუაში მოქცეულმა თითებით სასურველი ადგილები დალაშქრა, თან ტუჩებზე წაეტანა და ყელიდან ამომავალი ხმები იქვე ჩაუხშო. ვეღარ ჩერდებოდა, ალბათ ვერც შეძლებდა მოშორებას ქალს რომ შეჩერება ეთხოვა, მაგრამ მისდა გასაკვირად სრულიად საპირისპიროს აკეთებდა გრძნობა არეული ქალი. კოცნით დაბლა ჩასულმა ორივე ფეხზე შემოხვია ხელი, ქვევიდან ახედა თვალებზე ბინდ გადაკრულ ქალს, შემდეგ თავის საქმე გააგრძელა და როგორც კი ქალის მგრძნობიარე ადგილს შეეხო წამსვე იგრძნო როგორ შეკრთა და მისი ხმაც შემოესმა, რამდენიმე წამში თმაში შეცურებული თითებიც იგრძნო. სხეული უთრთოდა გათიშულს, გულს საგულეში ვეღარ იტევდა, მიღებული სიამოვნებისგან სხეულს ვერ იმორჩილებდა და ვეღარც ხმას აკონტროლებდა. გრძნობდა ნელ-ნელა როგორ მიიწევდა სიამოვნების იმ მწვერვალამდე რომელიც ჯერ განცდილი არ ჰქონდა. თავქვეშ ამოდებულ ბალიშს თითები მაგრად მოუჭირა, კბილებით ქვედა ტუჩს ჩააფრინდა, მეორე ხეელით კი ზეწარს ჩაბღაუჭებოდა. ორგაზმს მიღწეულმა ხმე ვეღარ გააკონტროლა, მკერდი ზევით ამოზნიქა და ფეხებიც აუკანკალდა. - ღმერთო… - თვალებ დახუჭულმა ერთმანეს მიატყუპა ფეხები და შეეცადა კუნთების დაჭიმვისგან გამოწვეული ტკივილი გაექრო.
-ასე მალე? - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ბარკალზე აკოცა, შარვალს იხდიდა, თან მომღიმარი დაჰყურებდა ათრთოლებულ ქალს რომელიც ერთ პოზაში ვერ ჩერდებოდა. - ეს არაფერია პატარა. - მუხლებს შორის მირტყმული ხელით ფეხები გააშლევინა, მათ შორის მოთავსებულმა კიდევ ერთხელ დაუკოცნა ტუჩები, თავქვეშ ამოდებული ბალიში იატაკზე მოისროლა, ქვემოთ დაქაჩა მისი სხეული და მის ქვეშ მოქცეულ ქალს თითები მკერდამდე ჩაატარა. თითებს შორის მოქცეულ ძუ.ძუს თავს მოუჭირა, ყელში აკოცა, თან თავისი გამკვრივებული ა.სო დასველებულ ადგილას შეახო. მთლიანი სხეულით შეკრთა ნაკანი, მაგრამ არაფერი უთქვამს, თმებში შეცურებული ხელით თავის სახესთან მიაწევინა თავი და ტუჩებზე აკოცა. ნელა შეუერთდა მის სხეულს, ხმები ტუჩებით ჩაუხშო, შემდეგ ცოტა ხანს გაჩერდა მის შიგნით მყოფი და კოცნით ყელამდე ჩავიდა. - მოდუნდი. - ყურში წყნარად ჩასჩურჩულა და მაშინვე იგრძნო როგორ მოეხსნა ქალს დაძაბულობა. ნელა განაგრძო მოძრაობა, თან სხეულზე ფერებით და ნაზი კოცნებით ცდილობდა მისი გონების დამშვიდებას და კვლავ გათიშვას. ისე ნაზად და მზრუნველად ექცეოდა თავისი თავის უკვირდა და თავის ქცევის მიზეზებს ვერ ხვდებოდა. თავისივე გრძნობები აბნევდა, გაურკვევლობაში აგდებდა, გული კი კვლავ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. თავის სხეულზე გაუჩერებლად მოძრავი თითები გონებას უფანტავდა, მოძრაობას უმატებდა და მასთან ერთად თვითონაც დიდ სიამოვნებას იღებდა. მკერდზე მიწოლილი ხელები და მისი დაჭიმული ფეხები რომ იგრძნო მიხვდა კიდევ ერთხელ ნახავდა სიამოვნებისგან გათიშულ ქალს. ხელები თავს ზემოთ გაუკავა, მეორე ხელი კი მკერდიდან მუცლამდე ჩაუცურა, თითებით მის სასქესო ორგანოზე გადავიდა და რამდენიმე წამში ქალის ხმამაღალ კვნესაზე თავის ჰორმონებმაც არ დააყოვნა და მის სხეულშივე გაა.თავა. ნაკანის გვერდზე მიწოლილი ღრმად სუნთქვდა, ჭერს მიშტერებოდა და ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა მის თავს. გვერდზე გადაატრიალა თავი, თვალებ დახუჭულ ქალს პროფილზე მიაშტერდა, რომელიც დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს და მომენტებში მიღებული სიამოვნებისგან სხეული უკრთოდა. იცოდა იმ დროს როგორ სჭირდებოდა ქალს ემოციურად და ფიზიკურად გვერდში დგომა, ახლა კი ისეთ ენერგიაზე იყო მისი სიახლოვის გარდა სხვა არაფერი სურდა. მუცლიდან მკერდამდე აატარა ხელი ნაზად, მხარზე აკოცა, შემდეგ თხელ წელზე მოხვია მკლავი, თავისკენ გადააბრუნა და ერთმანეთის სხეულებს შორის მანძილი მაქსიმალურად შეამცირა. ნახევრად გათიშულმა ქალმაც მკლავი ზურგზე მოხვია, თავი მკერდზე მიადო და თვალები მინაბა. პირველის გახურებული სხეულიდან წამოსული სითბო მალამოდ ედებოდა სხეულზე, რომელიც ფიქრებს უფანტავდა და ძილს მიცემას აიძულებდა.
*
თვალის გახელისას მაშინვე ქალის სახე დაინახა, ცოტახანს უყურა მშვიდად ვშვინავ ნაკანს, რომელსაც ხელები ბალიშისთვის შემოეხვია და ტკბილად ეძინა მუცელზე მწოლს. გაუაზრებლად წაიღო ხელი მისი სახისკენ, წინ ჩამოყრილი თმის ღერები ნელა გადაუწია უკან, შემდეგ თმაზე მიაფერა, მოულოდნელად წინა ღამე ამოუტივტივდა გონებაში, წამსვე იგრძნო ხერხემალში დავლილი ჟრუანტელი და თვალებიც მიენაბა. მისი კოცნის სურვილმაც შეიპყრო, ბოლოს რომ იგრძნო თავის კონტროლს კარგავდა სხვა მხარეს გაიხედა, მერე კი საერთოდ საწოლზე წამოჯდა, ხელის გულებით რბილ ზედაპირს დაეყრდნო და ფანჯარაში გაიხედა. მოღრუბლული ამინდი იყო, ისეთი სახლში დარჩენის და მთელი დღე საწოლში კოტრიალის სურვილს რომ გაგიჩენდა. ალბათ რამდენიმე საათში გაწვიმდებოდა კიდეც. ნელა წამოდგა ფეხზე, ოთახი გადაკვეთა და ერთ-ერთი კარი გამოაღო, შიგნით შესულმა თბილი სპორტულები სწრაფად მოძებნა, იქვე ჩაიცა, შემდეგ კი აბაზანაში გადაინაცვლა. ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო და სარკეში საკუთარ თავს მიაშტერდა. უყურებდა საკუთარ გამოსახულებას, რომელშიც რაღაც შეცვლილიყო, რაღაც რასაც ვერ ხვდებოდა. ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალთან რომელიც ახლა მის საძინებელში იმყოფებოდა. ერთადერთი რაც დაზუსტებით იცოდე ის იყო რომ სესილიას გვერდზე ყოფნა სურდა და მისი სიახლოვე სჭირდებოდა, წინა ღამის შემდეგ კი ამაში საბოლოოდ დარწმუნდა.
ტელეფონზე მისული შეტყობინება გახსნა, სადაც ქეთი წერდა რომ ცოტა დააგვიანდებოდა თავისი შვილის ავადმყოფობის გამო, პირველმაც მოკლე პასუხი დაუბრუნდა და სახლიც დატოვა. გარეთ ცივი ჰაერი ტრიალებდა, ყინავდა. საათი რვის ოცდაჩვიდმეტ წუთს უჩვენებდა. დილით ჰაერიც სულ სხვანაირი ეჩვენებოდა ქუჩებში მორბენალს, რომელსაც ყურსასმენები მოერგო და აუჩქარებლად დაძუნძულებდა. ფიქრებში გართული შესვენებითაც არ ისვენებდა იქამდე სანამ ფილტვებმა ჰაერის უკმარისობა არ იგრძნეს. იქვე, ახლოდ მდებარე მარკეტში შევიდა, მაცივრიდან ერთი ბოთლი წყალი გამოიღო და სალაროსკენ დაიძრა. დაინახა როგორ წუწუნებდა იქვე მდგომი ბავშვი, რომელიც დედას ქურთუკზე ქაჩავდა და თითით შოკოლადებისკენ ანიშნებდა. როგორც კი დედა-შვილმა სალარო დატოვა გამყიდველს ზრდილობიანად მიესალმა პირველი, თან ჯიბეში ნაპოვნი ათ ლარიანი დაუდო წინ.
-ამას ავიღებ. - იქვე დალაგებულ ორ M&M-სის კოლოფს და ერთ პატარა ტვიქსს მოკიდა ხელი, შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა ისე რომ ხურდაც არ აუღია. გასვლისთანავე ირგვლივ მიმოიხედა, მალევე მოჰკრა თვალი კორპუსებისკენ მიმავალ ქალს და სწრაფად დაეწია. - უკაცრავად. - წინ გადაეღობა ქალს სუნთქვა აჩქარებული პირველი და ქალის დამფრთხალ სახესაც წააწყდა. - ეს დაგივარდათ. - ერთი კოლოფი ემენდემსი და ტვიქსის შოკოლადი გაუწოდა დაბნეულს, რომელიც ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-მე არ…
-დავინახე ჩუმად რომ უყიდეთ და გასვლისას დაგივარდათ.
-მართლა დე? - თვალებ აბრჭყვიალებულმა ბავშვმა ქვევიდან ახედა ქალს, რომელმაც აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-გამომართვი. - ბავშვის წინ ჩაცუცქულმა ხელში დააჭერინა შოკოლადები, თან ხელი გადაუსვა თმაზე და დედის მსგავს ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა. - რა გქვია?
-ლუკა. - დამორცხვილმა ჩაილაპარაკა, კოსტანტინე კი ღიმილს ვერ იკავებდა მისი ყურებისას.
-ეს მეორე ჩემგან და არავის აჭამო. - მეორე კოლოფი ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო ბავშმა კი აღარ იცოდა სიხარულისგან რა გაეკეთებინა.
-საჭირო არ არის… ნუ წუხდებით.
-არ ვწუხდები, პირიქით.
-გაჭამო? - უკვე გახსნილ M&M-სზე ანიშნა გახარებულმა, კოსტამაც ხელი გაუწოდა, ლუკამ კი თითქმის ნახევარი დაუყარა დიდ ხელის გულზე.
-რა უნდა უთხრა დე?
-მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა უკან გასწია ხელი, პირველმა კი თმები აუჩეჩა ბავშვს.
-კარგი ბიჭი ხარ. - ყურებამდე გაუღიმა, შემდეგ გასწორდა და დამშვიდობების თანავე თავის გზას დაადგა. ნახევარი ლიტრი ბოთლი მთლიანად ჩაცალა, ცარიელი სანაგვეში ჩააგდო, M&M-სის ჭამით გზას გაუყვა, ბოლოს კი კვლავ სირბილით მივიდა სახლამდე. ცხრა საათი ხდებოდა შიგნით რომ შევიდა, გაყინულ სახეზეც წამსვე მოედო სითბო და ტანზე ეკალმა დააყარა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ, გაღებული კარების ჩარჩოს მხრით მიეყრდნო და საწოლზე მწოლს დააკვირდა. ეგონა ისევ ეძინა, მაგრამ მაშინვე წამოყო თავი ნაკანმა და იქვე მდგომ პირველს თვალი გაუსწორა. კაცის მომღიმარ სახეზე ლოყები შეეფარკლა, თავი კვლავ ბალიშზე დადო და საბანიც თავზე გადაიფარა. ქალის საქციელით გამხიარულებული სწრაფად მიუახლოვდა საწოლს, საბანი გადახადა და გაყინული ტუჩები ლოყაზე მიაწება. - მძინარა ყოფილხარ.
-ჯერ ცხრა საათია კოსტა… - სიცივისგან შეწუხებული კიდევ უფრო მოიკუნტა და კაცის ცივი თითების შეხებისას კანიც დაეხორკლა. - ცივი ხარ… სად იყავი?
-სარბენად. - ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა მისი ტუჩები თავს ძლივს იკავებდა ჰაერის გამოცლამდე რომ არ დაეკოცნა. ბოლოს მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა კეფაზე შეუცურა ხელი და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა.
-გემრიელი გემო გაქვს. - ტუჩები გაილოკა როგორც კი მოშორდა პირველი. ქალის ქცევაზე გაეღიმა, მოწყვეტით აკოცა, შემდეგ თვალებში ჩახედა და აწეწილი თმა უკან გადაუწია.
-როგორ ხარ?
-შესანიშნავად. - წამსვე აუბრჭყვიალდა თვალები, მაჯაზე თითები მოხვია და ხელის გულზე აკოცა. - გაყინული ხარ.
-გარეთ ცივა. - კიდე ერთხელ აჩუქა კოცნა, მერე კი ფეხზე წამოდგა. - ჯაკუზს გავავსებ და იმედი მაქვს შემომიერთდები.
-აუცილებლად… და შეგიძლია გათბობას აუწიო? - საბანი ისევ გაფაიფარა და ისე შეხედა კარებთან მისულს.
-შემიძლია. - ოდნავ გაიღიმა, ჯერ აბაზანაში შევიდა, ცხელი წყალი მოუშვა ონკანიდან და სანამ გაივსებოდა საძინებლიდან გასულმა კედელზე მიმაგრებულ ტემპერატურის მარეგულირებელს გრადუსები მოუმატა, შემდეგ კვლავ საძინებელში შევიდა, საწოლზე მწოლს საბანი მთლიანად მოაშორა, მისი შიშველი სხეული ჰაერში ააფრიალა და აბაზანაში დაბრუნებულმა ნაკანი პირდაპირ ცხელ წყალში ჩასვა. ქალის ყველა უჯრედსაც წამსვე მოედო სითბო, სხეული მოუდუნდა და ტანსაცმლის გახდაში გართულს ახედა. - რა იყო? - წარბ აწეულმა დახედა ზევიდან, თან ეღიმებოდა მის შეფარკლულ ლოყებზე.
-ძალიან მიმზიდველი სხეული გაქვს…
-ჰოო? არ ვიცოდი… - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, სესილიას მოპირდაპირედ ჩაწვა, კეფა ზედაპირს ჩამოადო, თვალები დახუჭა და წყალს ნება მისცა მისი სხეული გაეთბო. მალევე იგრძნო ზევიდან მოთავსებული ქალის სხეული, შემდეგ თბილი თითების შეხება სახეზე, მერე კი თმაში.
-დღეს მიდიხარ სადმე?
-ჩემს კომპანიაში, შეხვედრები მაქვს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, თან ხელი აატარა ქალს ზურგზე. - შენ?
-სახლში.
-სად სახლში? - მაშინვე ჭყიტა თვალები და სესილიას მწვანე სფეროებსაც წააწყდა.
-სახლში სადაც ვცხოვრობ კოსტა. - ჩაიცინა, თითი შეკრულ წარბებზე გადაატარა, შემდეგ სწორ ცხვირზე ჩამოაყოლა, ბოლოს ტუჩებთანაც მიაღწია.
-არ გინდა აქ გადმოხვიდე?
-არა. - ლოყაზე მიადო ხელის გული, ცერით ლოყაზე მიეფერა, თან ტუჩებზე ხანგრძლივად აკოცა. - ღმერთო, ძალიან გემრიელი გემო გაქვს, რაღაც ნაცნობი.
-ემენდემსი მაჭამა ბავშვმა. - გაეცინა სესილიას სიტყვებზე, მუხლები მოხარა და თავის სხეულზე მოთავსებული სესილიაც მათ მიეყრდნო ზურგით. - მინდა აქ გადმოხვიდე და სახლში მოსვლისას სიცარიელე აღარ დამხვდეს. - მკერდზე ჩამოატარა ხელები, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოიქცია მკერდი, მტკივნეულად მოუჭირა თითები, თან ერთმანეთზე მიატყუპა ორივე მკერდის მხარე. შემდეგ თხელ მუცელზე ჩამოატარა ხელები და ბოლოს მის ფეხებზე დაალაგა.
-ძალიან ჩქარობ, მე კი არ შემიძლია ერთდროულად ამ ყველაფერთან შეჩვევა ასეთ მცირე დროში. - მშვიდად ჩაილაპარაკა, საკუთარ ფეხებზე დადებულ მტევანს ხელის გული ზემოდან დაადო, შემდეგ თითები შემოხვია. - ამ სახლში თავს უცხოდ ვგრძნობ და ცოტა დრო მომეცი. - სესას მამა მეძახდა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, თან კონსტანტინეს თვალებში ვახედა. - მის გარდა არავის დაუძახებია და გუშინ ეკამ რომ დამიძახა საშინელი გრძნობა დამეუფლა.
-რატომ არავის უთხარი? - მტევანზე აკცა თვალებ ამღვრეულს, თან თვალებში ჩახედა.
-აღარ მინდა ამაზე საუბარი. არასასიამოვნო წარსულია და გახსენება არ მსურს.
-კარგი, უბრალოდ იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია ითხოვო დახმარება. წარმოიდგინე იგივე რამ რომ გადახდეს შენს შვილს რაც შენ გადაიტანე და არ გითხრას…
-ეკას ვუთხარი კოსტა. - ცრემლისგან აეწვა თვალები და მაშინვე ჩაუწითლდა. - მეორედ აღარ გაიმეოროო მითხრა, მამაშენი მოკვდა და რაც არ უნდა მოიფიქრო ჩემთან მოგიწევს ცხოვრებაო. - დასველებულ სახეზე აიფარა ხელები. სესილიას შემხედვარე უდიდეს ბრაზს გრძნობდა პირველი, იმის წარმოდგენისას რომ ვიღაც მისი სურვილის წინააღმდეგ ოდნავ მაინც ეხებოდა სისხლს უდუღებდა, მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და მისთვის არადამახსსიათებლად სტკენდა. წამომჯდარმა მკლავები შემოხვია მის სუსტ სხეულს და მკერდზე მიიხუტა. თმაზე ეფერებოდა, კოცნიდა, უსიტვოდ უზიარებდა თანადგომას და ნელ-ნელა ამშვიდებდა. - მაგის შემდეგ ვეღარ ვიტან ეკას. - შედარებით დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა, სახე პირველის ყელიდან ამოსწია და მუქ ნაცრისფერ თვალებში ჩახედა. უცნაურად დიდი სითბო დაეუფლა, იმის შეგრძნებამ რომ უკვე დიდი ხანი იყო იცნობდა, სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა, გული უცნაურად შეუთამაშდა და ამ შეგრძნებებისგან თვალები მინაბა.
-აღარ იტირო სესილია. - სახეზე მიეფერა, ორივე თვალზე აკოცა, შემდეგ შუბლზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს მის ბაგეებსაც დაეწაფა.
-არც კი ვიცი რას ვაკეთებ. შენთან ყოფნისას ვერ ვფიქრობ და მალევე უნდა გაგეცალო. - ოდნავ ჩაიცინა, ტუჩებზე წამიერად შეეხო, შემდეგ ფეხზე წამოდგა, კონსტანტინესგან ზურგშექცევით დადგა და დუშიდან წვრილ ზოლებად წამოსულ წყალს სახე შეუშვირა. ქვევიდან უყურებდა ქალს, მის ტანზე დააცოცებდა თვალებს და ყველა დეტალს გონებაში იმახსოვრებდა. თვითონაც ნელა წამოდგა ფეხზე, უკნიდან მიუდგა ქალს, მკლავი სწორ მუცელზე მოხვია და კისერზე მიაკრო ტუჩები. მაშინვე იგრძნო როგორ დაუარა სხეულში ტალღამ ნაკანს, ქაფიანი ღრუბელი გამოართვა, მერე კი თვითონ შეუდგა მისი სხეულის გაქაფვას. მხრებიდან დაიწყო, შემდეგ ზურგიდან წელზე გადავიდა, თავისკენ შეატრიალა და წინა მხარეც გაუსუფთავა. უფრო მეტი სურდა, ჯერ კიდევ ვერ იკმაყოფილებდა სურვილს რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ არც ქალის დაფრთხობა უნდოდა ზედმეტი მოქმედებით.
-გრცხვენია? - ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ააწვინა, მწვანე ბრჭყვილა თვალებში მხოლოდ რამდენიმე წამით მოასწრო ჩახედვა რადგან ნაკანმა ვერ გაუძლო დიდხანს პირველის სახის ყურებას, რომელზეც არაფერი აღიბეჭდებოდა, მხოლოდ ნაცრისფერ თვალებში შეიძლებოდა რაიმეს ამოკითხვა, ისიც თუ კარგად დააკვირდებოდი, რასაც ჯერჯერობით სესილია ვერ აკეთებდა.
-ისედაც ხომ იცი, რატომ მეკითხები? - ქაფიანი თითები მკერდზე ჩამოატარა, შემდეგ წელზე მოხვია და სახე გახურებულ მკერდზე მიადო.
-ჯანდაბა… - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ორივე ლოყაზე ხელები მოკიდა თავის აწევით თანავე და ტუჩებზე დაეწაფა. - ზედმეტად საყვარელი ხარ ახლა, ასე არ შეიძლება… თუ მორჩი გადადი თორემ შენს გამო მეორედ გამოვტოვებ შეხვედრებს, რაც კარგი ნამდვილად არ არის.
-კარგი. - ოდნავ გაიღიმა, შემდეგ კი მეთლახზე დაფენილ რბილ ხალიჩაზე დადგა ფეხი, თან კონსტანტინეს ძლიერ მკლავს ეყრდნობოდა თითებით. - შეჭამ საუზმეს თუ გეჩქარება?
-არ მეჩქარება.
-და რას მიირთმევ?
-რასაც მოამზადებ. თუ გეზარება დამელოდე და მე მოვამზადებ. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს პირსახოცით მდგომი ქალისთვის.
-არ მეზარება. - მთლიანად შეათვალიერა კაცის სხეული, მასთან მისვლის და მისი ტანის შეგრძნების სურვილი ძლივს გადაიტანა მეორე პლანზე, საძინებელში გავიდა, იქვე მიგდებული საკუთარი ელასტიკი ამოიცვა, მერე კი საკუთარი სვიტერის მოძებნას შეუდგა, რომ გაახსენდა წინა ღამეს მისაღებში დატოვა, იქვე მდებარე კონსტანტინეს კარადას ესტუმრა. დიდი თეთრი სვიტერი სწრაფად გადაიცვა, შემდეგ თვალი სარკეში არეკლილ საკუთარ სილუეტზე გაუშტერდა. შეცვლილი იყო, სხვანაირად გამოიყურებოდა და თვალებიც ჩვეულებრივთან შედარებით უფრო უბრწყინავდა. სწრაფად აარიდა თვალი საკუთარ სახეს, იქაურობაც დატოვა და საძინებლიდან გასული პირდაპირ სამზარეულოსკენ დაიძრა. მაცივარში მდებარე უჯრაში სალათისთვის საჭირო მასალები მონახა, რამდენიმე კვერცხიც გამოიღო და მალე ყველაფერი მოამზადა.
-თმა სველი გაქვს. - თმები მაღლა აუწია, მაჯაზე დამაგრებული სესილიას თმის სამაგრით შეუკრა, მერე კი კისერზე მიაწება ტუჩები და მაგიდასთან მოთავსდა. - რას აპირებ დღეს?
-ლექცია მაქვს სამ საათზე, მერე სახლში და საღამოს შეიძლება სადმე წავიდე ლილიანთან ერთად.
-სად სადმე?
-კაფეში, ან ბარში კოსტა, არ ვიცი. - თვალი აარიდა მის მოჭუტულ სფეროებს, რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმაც გაისმა, სესილია მშვიდად მიირთმევდა საუზმეს, პირველი კი მას მიშტერებოდა. ბოლოს მშვიდად ადგა ფეხზე და გასასვლელისკენ დაიძრა. ნერვები ეშლებოდა, რაზე თვითონაც ვერ ხვდებოდა, გული უცნაურად უცემდა, რაღაც ცუდს უგრძნობდა და იმ დროს ყველაზე მეტად არ სურდა სესილიას ბარში გაშვება, მაგრამ იცოდა ჯერ ვერაფერს აიძულებდა ქალს და უკვე იმზე ფიქრს იწყდება საღამოს რა მოხდებოდა. კარების გაღების თანავე წააწყდა მეგობრის მზერას, ხმის ამოუღებლად გადაკოცნა, მერე კი შიგნით შეატარა.
-ელენემ მითხრა რომ დილით თავისუფალი იყავი, ვიფიქრე გამოგივლიდი და ერთად წავიდოდით… - საუბარი შეწყვიტა როცა დივანზე ქალის სვიტერი დაინახა, მაშინვე წინ მიმავლს შეხედა, თან ერთ ადგილზე გაჩერდა.
-გუშინ არ ვიცოდი დღევანდელი დილის გეგმები თუ შემეცვლებოდა… აბაზანაში ყოფნა ცოტა გამეწელა და კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი სახლის დატოვებას. - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, ანდრო კი ვერაფრით მიხვდა მის ტონს. სამზარეულოში შეყვა და იქვე მჯდომი სესილიას დანახვისას გაკვირვებისგან წარბები მაღლა აზიდა.
-სესილია, როგორ ხარ? - მომღიმარმა ჰკითხა, შემდეგ ისიც მაგიდას მიუჯდა.
-კარგად, შენ? - ფეხზე წამომდგარმა სწრაფად დაუდო წინ თეფში ჩანგალთან ერთად, ამის შემდეგ კი კვლავ თავის ადგილზე მოთავსდა.
-შესანიშნავად… მაგრამ ეს რატომ არის უხასიათოდ? - დაეჭვებულმა შეხედა მეგობარს, რომელმაც გამყინავი ნაცრისფერი თვალები შეანათა.
-ორი წუთის წინ არ იყო. - ხმრები აიჩეჩა, თან თავისი გაკეთებული სალათი დააგემოვნა.
-დავიჯერო ჩემმა მოსვლამ გაუფიჭა ხასიათი?
-გეყოფა. - მშვიდად ჩაილაპარაკა პირველმა და ანდროც მიხვდა მისი სიტყვის არსს.
-შენ რას შვრები სესილია? სწავლის საქმე როგორ მიდის?
-ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული. ჩვეული ერთფეროვნება… მიხვდები რასაც ვამბობ.
-რათქმაუნდა… და რაზე სწავლობ?
-არქიტექტურა. - ანდროდან მზერა ჩუმად მყოფ კონსტანტინეზე გადაიტანა, თითები კაცის თითებში ახლართა და პირველმაც წამსვე შეხედა ქალს. - დღეს ლექციის შემდეგ არსად არ მივდივარ. - ოდნავ გაიღიმა, პირველმა კი ხმა ვეღარ ამოიღო იმის გააზრებისას რომ პირველად მოახერხა ქალმა მისი აზრების წაკითხვა და განწყობის შეცვლის მიზეზის გაგება. არც ანდროს გამოჰპარვია მათი მზერა, ატყობდა უკვე გაჩენილიყო რაღაც რაც ამ ორ ადამიანს აკავშირებდა და იმასაც ამჩნევდა რომ სესილია სხვა ქალებისგან ბევრად განსხვავდებოდა.
-იმედი მაქვს მეც დამიდგამ ერთ ულამაზეს სახლს.
-როცა მოგინდება, გონება სავსე მაქვს იდეებით… - ყურებამდე გაიღიმა, თან ბრჭყვიალა მწვანე თვალები მიაპყრო კაცს.
-სანამ შენ ცოლს მოიყვან სესილია უნივერსიტეტსაც დაამთავრებს და საკუთარ კომპანიასაც შექმნის. - თვალები აატრიალა კონსტანტინემ.
-გამორიცხული არ არის… - სიცილით დაეთანხმა მეგობარს, მერე კი გაურკვევლობაში მყოფ ქალს შეხედა. - წლების წინ ვთქვი რომ სახლს მაშინ ავიშენებდი როცა ცოლს მოვიყვანდი, მანამდე კი მაღალი კორპუსის ბოლო სართულზე ვიცხოვრებდი. მაშინ 16 წლის ვიყავი, ახლა ოცდარვის ვარ და მაღალი კორპუსის ბოლო სართულზე ვცხოვრობ, ცოლის მოყვანას კი ჯერ არ ვაპირებ.
-ვინმე რომ გიყვარდეს ასე არ ისაუბრებდი.
-მართალია… 21 წლის ასაკში მიყვარდა გოგო რომლის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ერთგულმა და საუკეთესო მეგობარმა ამ შეცდომის დაშვებისგან გადამარჩინა… თორემ ახლა მეყოლებოდა მინიმუმ ორი შვილი და ყოფილი ცოლი, რომელიც სხვაზე იქნებოდა დაქორწინებული.
-საინტერესო ისტორია ჩანს…
-სხვა დროს მოგიყვები.
-სიამოვნებით მოგისმენ.
-მომწონხარ. - საჩვენებელი თითი დაუქნია მომღიმარმა და სესილიას გაცინებაც მოახერხა, კონსტანტინე კი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და იმდენად ირეოდა სესილიასთან ახლოს ყოფნით, ისიც არ იცოდა რა ეფიქრა.
-მიხარია შენნაირი მეგობარი რომ ჰყავს კონსტანტინეს, თორემ სხვას ვერ გავუძლებდი მისი ხასიათებით. - როგორც კი თქვა ხმამაღლა გაიცინა ნიკოლაიშვილმა, თან წარბ აწეულ მეგობარს შეხედა.
-დიდი ხანია ასე არავის გავუცინებივარ, ვგრძნობ ძალიან მალე კოსტაზე უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. - თვალი ჩაუკრა სესილიას, რომელმაც ჯერ გაუღიმა, მერე კი ურეაქციოდ მჯდომ პირველს შეხედ. მშვიდად მიირთმევდა თეფშზე დალაგებულ საკვებს, თან ამ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
-მე სესილია უნდა გავიყვანო, შენ წადი შენი მანქანით და მეც მოვალ…
-მე ტაქსით წავალ.
-მე წაგიყვანს.
-ტაქსით წავალ კონსტანტინე და გთხოვ არ შემეწინააღმდეგო.
-იმედია მიზეზი გაქვს.
-სხვა დროს გეტყვი თუ გამახსენდება. თუ მორჩით ავალაგებ.
-კი კი, მადლობა. - თეფში წინ გასწია, მერე კი ტელეფონში შემოსულ შეტყობინებას გასცა პასუხი. ამასობაში კონსტანტინემ საძინებლისკენ წასასვლელად თავით ანიშნა სესილიას, თან ალაგებაში მოეხმარა.
-იყოს ესენი, ქეთი მოვა და ის მიხედავს.
-რა ვქნა? დაგელოდო თუ წავიდე?
-მოვალ ხუთ წუთში. - საძინებლისკენ დაიძრა, სესილიაც მალევე გაჰყვა უკან. საძინებელში შესული ფანჯარასთან მდგომი კაცისკენ წავიდა, წინიდან დაუდგა და ქვევიდან მომღიმარმა ახედა. - მართალია, ანდრო მე არ მგავს, უფრო თბილი და კომუნიკაბელურია, ამიტომ მისგან არაფერი გაგიკვირდეს და არც უხერხულად იგრძნო თავი. ანდრო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ყველაზე მეტად ვენდობი და თუ ის ჩათვლის რომ შენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ ისიც შეგიყვარებს და ყველაფერს გააკეთებს შენთვის თუ დახმარება დაგჭირდება ჩემი არ ყოფნის დროს.
-შენნაირ მეორეს მართლა ვერ ავიტანდი.
-ჩემნაირი მეორე არ არსებობს. შეგიძლია მშვიდად იყო.
-დარწმუნებული ვარ ასეა. - თმებში შეუცურა თითები და ტუჩებზე აკოცა.
-დღეს სახლში იყავი კარგი?
-ამასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს? იმიტომ რომ თუ გაქვს, ვერანაირად ვერ შევთანხმდებით.
-არა, მაგრამ დღეს არა, თუ გინდა ხვალ წადი, ზეგ ან მაზეგ, მაგრამ დღეს არა, კარგი?
-ძალიან საყვარელი ხარ როცა ცდილობ ისე ამიხსნა ყველაფერი რომ არ შეგეწინააღმდეგო.
-არასდროს არავის უთქვამს ეს სიტყვა ჩემზე, ჩემს დასაც კი, შენ კი აშკარად…
-მომწონს ეს ფაქტი, შენ არა? - ქვედა ტუჩზე იკბინა და არეული თვალები გაუსწორა პირველის ანთებულ სფეროებს. საიდან მოდიოდა ამხელა სითამამე ვერ ხვდებოდა, ასე ეგონა წლები იყო იცნობდა და ყოველდღიურად ასეთი საუბრები უწევდა კაცთან რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი.
-მე შენ მომწონხარ. - უკანალზე მოუჭირა თითები, თავისკენ მისწია და სხეულზე მიკრულს ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. - წადი. - ყელზე მიაწება ტუჩები, შეუმჩნევლად შეისუნთქა ქალის სურნელი და მთლიანად მოშორდა.
მალე დატოვა იქაურობა სესილიამ, ქუჩას ფეხით გაუყვა და ბოლოს ძლივს გამოჩენილ ტაქსს ხელი აუქნია. შიგნით ჩამჯდარმა მძღოლს მისამართი უკარნახა, უკანა სავარძელზე მჯდომმა თვალები დახუჭა და განვლილი ღამის გახსენებისას თვალები აემღვრა. მოგონებები ისევ და ისევ ტრიალებდა გონებაში და ამ ყველაფერს ვერაფრით აჩერებდა ქალი. მალე მივიდა კორპუსთან, ფულის გადახდის შემდეგ სწრაფად დაიძრა შენობისკენ, ფეხით აირბინა კიბეები და ბოლოს კარებზე ბრახუნი ატეხა.
-გასაღები დაკარგე? - სწრაფად გაუღო კარი გამჭირვალე საცვლების ამარა მდგომმა ლილიანმა, სხეულზე მიკრულს ხელები მოხვია, თან წარბები შეკრა მის ქცევაზე. - კარგად ხარ?
-არა… არაფერი მკითხო გთხოვ, უბრალოდ ჩამეხუტე. - ატირებული კიდევ უფრო მეტად ხვევდა ხელებს, გაურკვევლობაში მყოფი ლილიანი კი უბრალოდ თავზე ეფერებოდა.
-რამე გააკეთა იმან? მითხარი თუ რამე დაგიშავა და გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ მის…
-არა… კონსტანტინე არაფერ შუაშია… ნუ ისიც, მაგრამ მისგამო არ ვტირი…
-ისიც? როგორ გავიგო ეგ სესი?
-გუშინ კონსტანტინესთან ვიწექი. - მიხვდა რომ არ შეეშვებოდა ლილიანი, ამიტომ სწრაფად მოშორდა და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-რა?
-სექსი მქონდა, ძალიან მაგარი სექსი. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, მერე კი შაძინებელში შესულმა კარები დახურა.
-სესილია! გამიღე კარი.
-ლაპარაკი არ მინდა გთხოვ, სხვა დროს მოგიყვები, ახლა მარტო ყოფნა მსურს.
-შემომიშვი, ხმას არ ამოვიღებ გპირდები. - დანებებულმა ჩაილაპარაკა და მალე დაინახა კიდეც სესილიას ამღვრეული თვალები. ოთახში შესულმა საძინებლის კარი მიკეტა, შემდეგ საწოლზე მოთავსებულს გვერდზე მიუწვა და ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია. ხმა აღარ ამოუღიათ, მალევე ჩაეძინა ატირებულს, ლილიანი კი თმაზე ეფერებოდა. აფორიაქებული იყო მისი მდგომარეობით, ვერ იტანდა ასეთ მომენტებს, როცა უყურებდა და დახმარება არ შეეძლო. ყოველთვის ემოციური იყო სესილია, ყველა დეტალს ემოციურად უდგებოდა და ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. ახლა არ იცოდა მისი ცრემლების ნამდვილი მოზეზი, მაგრამ დარწმუნებული იყო კონსტანტინესკენ გადადგმული ახალი ნაბიჯიც მოქმედებდა მის ემოციურ მხარეზე. მძინარე მალევე დატოვა, არც უნივერსიტეტში წასასვლელად გაუღვიძებია და არც თვითონ გასულა სახლიდან. მთლიანი დღე გადააბა სესილიამ, შვიდი საათი იქნებოდა რომ გაიღვიძა, ტელეფონზე შემოსული უცხო ნომრის ზარები მოხვდა თვალში, მაგრამ დააიგნორა, ტელეფონი იქვე მიაგდო და საძინებლიდან გავიდა. დივანზე იჯდა ფეხებ აკეცილი ლილიანი, პლედე მიეფარებინა, პოპკორნს მიირთმევდა, თან კინოს უყურებდა. - მოდი. - როგორც კი დაინახა სესილია მაშინვე ასწია პლედი და ნაკანიც ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. გვერდზე მიუჯდა თვალებ ამღვრეული, თავი მხარზე ჩამოადა და თვითონაც ტელევიზორს შეხედა. - უკეთ ხარ?
-მცივა.
-მაპატიე კონსტანტინესავით ვერ გაგათბობ, მაგრამ პლედს გიყოფ ხომ ხედავ. - შუბლზე აკოცა, სესილიას კი გეღიმა.
-კოსტასავით ვერავინ გამათბობს.
-თავისი შარმით, საუბრით და სიმპატიურობით მოგაჯადოვა არა?
-არ ვიცი რა ქნა, მაგრამ მინდა ახლა ჩემთან იყოს.
-ჯანდაბა… - ზევიდან დახედა მეგობარს რომელმაც ხელები წელზე შეუცურა და მაგრად მიეხუტა.
-კონსტანტინე მინდა…
-რამ გადაგაწყვეტინა იმ კაცთან სექსი, არასდროს არავის იკარებდი, მეგონა მინიმუმ ექვსი თვე მაინც აწვალებდი კაცს.
-არ ვიცი, მასთან რომ ვარ და მეხება ფიქრის საშუალება აღარ მაქვს ხოლმე და სურვილებს ვყვები. ღმერთო რა სექსუალურია რომ იცოდე… ჯანდაბა ძალიან მინდა მასთან. - სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, თვალები აეწვა სურვილისგან, ორივე ხელი სახეზე აიფარა და დივანზეც წამოჯდა.
-ჯანდაბა რა ქნა ასეთი. - კვლავ ცრემლები რომ გადმოსცვივდა ლილიანსაც უმტყუნა ნერვებმა.
-ოთახში ვიქნები.
-კარგი. - თვალი გააყოლა წარბშეკრულმა, მერე კვლავ ფილმის ყურება განაგრძო.
სუსტად გრძნობდა თავს, ვერც იძინებდა, არც საწოლიდან ადგომა უნდოდა. ძალაც აღარ ჰქონდა რამის. ათი საათი იქნებოდა ნელი ნაბიჯების ხმა რომ გაიგო კარის უკან, შემდეგ კარებიც ნელა გაიღო და რამდენიმე წამში მამაკაცის სასიამოვნო სურნელიც იგრძნო. არ განძრეულა, კვლავ ფანჯარას მიშტერებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მიუახლოვდებოდა კაცი.
-ძალიან ცუდად იქცევი, სესილია. - მის წინ ჩამომჯდარმა ზევიდან დახედა ქალს, კარგად არ გამოიყურებოდა, თვალები დასიებოდა, მწვანე სფეროებში უყურებდა სადაც თეთრი გარსი სრულიად გაწითლებოდა. - შენ… ტირი? რა გატირებს სესა… - ყბებზე მოკიდა ხელი, სახე მის სახესთან ახლოს მისწია და თვალებში ჩააჩერდა. ტუჩები ეწვოდა სურვილისგან ისე უნდოდა შეხებოდა მისაკუთრებულ ბაგეებს, მაგრამ ქალის ასეთი მგომარეობა მასაც აბნევდა. - ჯანდაბა რა გატირებს მითხარი! - მკაცრი, ცივი ტონით თქვა და სესილიასაც კიდევ ერთხელ გადმოსცვივდა ცრემლები.
-ნუ მეჩხუბები, ემოციური ადამიანი ვარ შენგან განსხვავებით და ყველაფერს განვიცდი. - ხელი მოაშორებინა, მერე კი ცრემლები შეიმშრალა.
-არ გეჩხუბები… უბრალოდ ვერ ვიტან როცა ტირი… საერთოდ ქალის ტირილს ვერ ვიტან. - ბოლოს მიამატა წინადადება რომ მიხვდა თავს ყიდიდა. - მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, ოღონდ ნუ ტირი კარგი? - ცერა თითებით შეუმშრალ ცრემლები. ისევ ისეთი არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა, ჩვეული ხმის ტონი, ისეთი ქალს აფიქრებინებდა რომ უბრალოდ ვალდებულების მიზნით ამბობდა ყველფერს, მაგრამ სესილია უკვე ეჩვეოდა ასეთს, მთავარი იყო მის შინაგან სამყაროს ნელ-ნელა უგებდა.
-ჩემთან დაწექი და ჩამეხუტე. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარა, კონსტანტინე კი ურეაქციოდ შეჰყურებდა, არადა გაკვირვებული იყო ქალის სიტყვების მოსმენისგან.
-რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ? - პალტო იქვე სავარძელზე გადაკიდა, ფეხსაცმელი სწრაფად მოიშორა, საბანი ასწია და რბილ ლოგინზე დაწოლილმა ქალის სხეული მკლავებში მოიქცია.
-არ ვიცოდი შენ თუ იყავი, თან მეძინა, მთელი დღეა მძინავს.
-არაფერი გიჭამია? მაგიტომ ხარ ასე სუსტად. - წარბშეკრულმა ჩახედა თვალებში. - როგორ შეიძლება ასე მოქცევა სესილია? და რის გამო? რატომ ხარ ასე მითხარი!
-რატომ მეჩხუბები? - კვლავ აემღვრა თვალები, კონსტანტინეს მკლვებს მოშორდა და ზურგი აქცია.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელი შემდეგ ფეხზე წამოდგა და საძინებლიდან გავიდა. მალევე იპოვნა სამზარეულო, შიგნით შესულს კი ლილიანი დახვდა. - გაქვს რაიმე რითიც შენს დაქალს დავანაყრებთ?
-მაცივარში ნახე. - მხრები აიჩეჩა, თან დაკვირვებით შეათვალიერა კაცი. - ჩვეულებრივი ყოფილხარ.
-უკაცრავად? - წარბ აწეულმა შეხედა კარადებზე მიყუდებულ ქალს. ეს სიტუაცია უკვე აღიზიანებდა, თავის შეკავებაც უჭირდა და საერთოდ იქ რას აკეთებდა წარმოდგენა არ ჰქონდა. საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ იქცეოდა და ვერც ხვდებოდა ამ მყველაფერს რატო აკეთებდა.
-შენზე ყველა ისე საუბრობს თითქოს ზევიდან იყო ჩამოსული. - ჭერისკენ აიშვირა ხელი, მერე კი ჩაი მოსვა. - მაგრამ ჩვეულებრივი ჩანხარ.
-ჩვეულებრივი არავინ არის, ყველას გვაქვს რაღაც განსხვავებული. ხელოვანი ქალი ხარ, ამაზე საუბარი შენთან არ უნდა მჭირდებოდეს. - რამდენიმე კვერცხი გამოიღო, იქვე ზეთიც იპოვნა და უკვე გაზქურაზე შემომდგარი ტაფაც დაინახა. - ჯამი და ჩანგალი მჭირდება.
-შენთვის იკეთებ? სესილიას კვერცხი არ უყვარს.
-უყვარს დამიჯერე, ან შეუყვარდება… როგორ შეიძლება სახლში საჭმელი არ გქონდეთ…
-ჩვენთან შეიძლება. სახლში არასდროს ვართ, თან გარეთ ვჭამთ ძირითადად, არადა სესილია სასწაულად ამზადებს, მაგრამ ზედმეტად ზარმაცია.
-ან შენთვის გაკეთება ეზარება. - მაცივრიდან გამოღებული ყველი აურია ათქვეფილ კვერცხში, კარადაში ნაპოვნ სუნელს დასუნა, შემდეგ ცოტა დააყარა, მარილიც არ დავიწყებია, კარგად ათქვეფის შემდეგ ტაფაზე დაასხა და მომარჯვებული სქელი პლასტმასის ჩანგლით კვერცხის ტაფაზე გადანაწილებას შეუდგა.
-ვფიქრობ შენ შენთვის კვერცხის შესაწვამადაც არ იწუხებ თავს, ახლა კი აქ დგახარ და სხვას უმზადებ ვახშამს.
-ბევრს მელაპარაკები, მე კი ბევრი საუბარი არ მიყვარს. - არაფრის მთქმელი ტონით გასცა პასუხი, კვერცხი ტაფის სწრაფი მოძრაობით ამოატრიალა და მეორე მხრის შეწვაც განაგრძო.
-რა გაუკეთე ასეთი.
-ორ ადამიანს შორის გაჩენილი ვნება და მიზიდულობა იცი რა არის?
-და შენ ახლა იმიტომ აკეთებ ამ ყველაფერს რომ უბრალოდ გიზიდავს?
-ცნობის მოყვარე ყოფილხარ ლილიან, თანაც ძალიან სულელურ კითხვებს მისვამ.
-შენგან რომ მოვიდა ტიროდა, მთელი დღეა ძინავს. ერთი ღამე გაატარა შენთან და უკვე საკუთარ თავს არ ჰგავს, მე კი არ მინდა ასეთს ვხედავდე. - კონსტანტინესთან ახლოს მივიდა და მოჭუტული თვალებით ახედა ქვევიდან. - არ მინდა გული ატკინო და რატომღაც ვგრძნობ რომ ეს აუცილებლად მოხდება.
-ლილიან… - უკან გადადგა ნაბიჯი, მისი ასეთი ქცევა არ სიამოვნებდა, ქალზეც ნელ-ნელა გული უცრუვდებოდა, ისედაც დიდად არ იყო დაინტერესებული მისით. ერთი-ორჯერ თუ ჰქონდათ რამდენიმე სიტყვა ნათქვამი, ისიც მხოლოდ გამოფენაზე ნახატის შეფასების დროს. - ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი სანახავია ქალი რომელიც მეჭიმება. ვცდილობ არ გესაუბრო, რადგან ვხედავ სასიამოვნოდ არ ნვითარდება ჩვენი დიალოგი. მომწონხარ და არ მინდა შენზე წარმოდგენა შემეცვალოს, მხოლოდ და მხოლოდ სესილიას გამო. ვცდილობ მოგითმინო ყველა სიტყვა რომელსაც ჩემი მიმართულებით ისვრი. ამას არასდროს ვაკეთებ, მაგრამ ამჯერად მიწევს, ისევ და ისევ სესილიას გამო. გულის ტკენას რაც შეეხება, არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება აქეთ მატკინოს. - მშვიდად, უემოციო გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, თან ლანგარზე თეფშები დაალაგა.
-გაქვს გული საერთოდ?
-არ ვიცი, მაგას მომავალში გავარკვევთ. ეცადე ზედმეტად არ მომიახლოვდე… ასე ყველა მშვიდად ვიქნებით… და კიდევ, სუნამო გამოცვალე. - ოდნავ გაუღიმა, ლანგარი აიღო და საძინებლისკენ დაიძრა. მაშინვე დაყნოსა საკუთარ მაისურს, მეგობრის სუნამოს ამოცნობისას თვალები აატრიალა და საძინებლისკენ წასულს სიტყვები დააწია.
-ჩემი არაა! - ოთახში შემავალს მიაშტერდა ზურგზე, რომელსაც უკან არ მიუხედავს. - ღმერთო რა საშინელი სუნი აქვს. - სწრაფად მოიშორა გრძელმკლავიანი მაისური, თან საკუთარ საძინებელში შეიკეტა.

-შენ მომიმზადე? - თვალებ გაბრწყინებულმა დახედა ლანგარზე მოთავსებულ საკვებს, კვერცხის დანახვისას ტუჩები უცნაურად დაბრიცა, მაგრამ იმდენად გაოცებული და გახარებული იყო ისიც სიამოვნებდა.
-გავიგე კვერცხი არ გყვარებია, მაგრამ დამიჯერე, ასეთს ხშირად ვერ გასინჯავ.
-ერთხელ ვჭამე და ისეთი საშინელება იყო რომ მახსენდება ახლაც ცუდად ვხდები, თან ისეთი სუნი აქვს…
-მეორე შანსი აღარ გექნება. - პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა დანით და ჩანგალზე წამოცმული კვერცხი თვითონ შეჭამა. - ჯანდაბა, მართლა რა კარგია. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ოდნავ წარბებ დაახლოვებულმა დახედა საკუთარ ნახელავს, არ ეგონა ასეთი კარგი თუ გამოუვიდოდა. ბოლოს ალბათ წლების წინ მოამზადა თავისთვის ომლეტი, ახლა კი სესილიასთვის განკუთვნილს თვითონ მიირთმევდა.
-კარგი ჰო. - თვალები აატრიალა, შიმშილს საერთოდ ვერ გრძნობდა, მაგრამ ისე გემრიელად მიირთმევდა პირველი, თვითონაც უნდებოდა მისთვის საძულველი პროდუქტი. იქვე დადებულ პურს კუთხე მოატეხა, დანით მოჭრილი კვერცხი პურზე მოათავსა და დაძაბულმა მოითავსა პირში. ნელა აგემოვნებდა შეშინებული, მაგრამ გემოების არევა და ერთმანეთში იდეალურად შერწყმა რომ აღმოაჩინა მაშინვე გაოცებულმა ახედა კონსტანტინეს. - გემრიელია, ყველიც უქენი?
-კი.
-მომწონს. - თვალებ აბრჭყვიალებულმა განაგრძო ჭამა, პირველი კი ხმას აღარ იღებდა. ჩუმად უყურებდა, მის სახის ნაკვთებს, მიმიკებს აკვირდებოდა და წამიერად გული უჩქარდებოდა. იცოდა უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინა მასთან სესილიაზე დამოკიდებული გახდებოდა, გრძნობები გაუღრმავდებოდა და ალბათ მალე სიყვარულით დაბრმავდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა ქალთან რომლის ძმამ თავისი და გააუბედურა, არადა ამდენი წლის შემდეგ ნაპოვნი ქალის გაშვება არ სურდა. მთელი დღის განმავლობაში აკლდა, ზარებს რომ არ პასუხობდა სესილია ნერვებიც ეშლებოდა და მასთან რაიმე ცუდის გასაკეთებლად მისულს ასეთ მდგომარეობაში რომ დახვდა ქალი გონება სულ აერია. ახლა უყურებდა, მის მოპიდაპირედ იჯდა, არ ეხებოდა, არადა სურვილი ჰკლავდა, იმდენად დიდი სურვილი რომ თავის გაკონტროლება უჭირდა. რა აკავებდა ისიც არ იცოდა.
-რატომ ტიროდი? - ჭამას რომ მორჩა ლანგარი ტუმბოზე გადადო, მისკენ მიწეულმა თმები ყურს უკან გადაუწია, მისი სახე ხელის გულებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
-გუშინ რაც მოხდა… მამას წლის თავმა, იმის გარდაცვალებამ, დედაჩემის ნახვამ, მერე შენ… ჩვენმა ერთად ყოფნამ… ყველაფერმა ერთად იმოქმედა და ემოციურად ვეღარ გავძელი… უბრალოდ ასეთი ვარ… - ლოყებ შეფარკლულმა თვალები დახარა, მერე კონსტანტინესკენ გადაიწია, სახე მის ყელში ჩარგო და კაცის სასიამოვნო სურნელი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-მგონი ჩემი ემოციებიც შენ გაქვს სესილია. - თმაზე გადაუსვა ხელი, მერე კი ყელიდან თავი ამოაწევინა და ჩაის დალევა აიძულა, ნაკანიც ვერ ეწინააღმდეგებოდა ისეთი გამომეტყველებით უყურებდა კონსტანტინე.
-ზოგჯერ ისე მიყურებ მაშინებ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარაკა, პირველს კი შუბლზე აუვიდა წარბები, ბოლოს ჩაიცინა კისერზე შეუცურა ხელი და აღარ დალოდებია მონატრებულ ტუჩებს ისე დაეწაფა. - დარჩები?
-არა. - ინსტიქტურად გასცა პასუხი, იმდენად იყო მიჩველი ამ კითხვის მოსმენისას მაშინვე სცემდა ყველას პაუხს, მაგრამ ახლა სესილიასთან იყო, სწრაფი პასუხისგან თვალებ გაფართოვებულს უყურებდა და როგორ შეეცვალა პასუხი ვეღარ ფიქრობდა, ქალი კი მომლოდინედ შესცქეროდა. - არასდროს არავისთან დავრჩენილვარ, არავისთან მძინებია ერთ საწოლში და ინსტიქტურად ვთქვი. - თავზე გადაისვა ხელი, ქვევიდან ახედა სახე გაბრწყინებულ ქალს და ამ ყველაფრის მიზეზი რომ ამოიცნო თავი სიცილით გააქნია. - ეგოისტო… გაგიხარდა არა? - სწრაფად ჩაისვა კალთაში, თეთრი სვიტერის ქვეშ შეუცურა ხელი, ზურგზე აატარა, მერე კი მკერდზე გადასულმა თითები ნაზად მოუჭირა. - ისევ ჩემი სვიტერი გაცვია.
-ჩემს გარდა არავისთან გძინებია? - თმებში შეუცურა თითები, თავი უკან გადააწევინა და ტუჩებზე თვითონ დაეწაფა.
-მახსოვს გითხარი რომ მომავალში სხვადასხვა რამეში ვიქნებოდით ერთმანეთისთვის პირველები.
-ღმერთო, როგორ მსიამოვნებს ამის გააზრება ვერ წარმოიდგენ. - სვიტერი თვითონ მოაშორა კაცს, შარვლის შესაკრავიც შეუხსნა და სახე აწითლებული ტუჩებზე წაეტანა. არაფრის გაკეთება არ დააცადა კონსტანტინემ, სწრაფად მოიქცია ქვემოთ, თითები უკანალზე მოუჭირა, თან ყელში აკოცა და სესილიას კვნესაც წამსვე შემოესმა. გონება არეული შიშველ ქალს ზევიდან მოქცეოდა, სხეულს უკოცნიდა, მისი კანის სურნელით ივსებდა ფილტვებს, რომელსაც თავის სუნიც შერეოდა, ყოველი მოძრაობის დროს თავს სხვანაირად გრძნობდა, მეტ სიამოვნებას იღებდა როცა მასზე მინდობილს ისე ექცეოდა როგორც სურდა. უფრო გათამამებული ნაკანიც არ ჩერდებოდა, კაცის სხეულს ყველა წერტილში ეხებოდა, ყელზე კოცნიდა, კბენდა და ჭკუას აკარგვინებდა ისედაც გაგიჟებულ კაცს.
-გაჩერდი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ და გატკენ, მე კიდე შენი დაფრთხობა არ მინდა. - გამაფრთხილებლად, მკაცრი ტონით თქვა, თან თვალებ ანთებული დააჩერდა ზევიდან, ხელები თავს ზემოთ გაუკავა, მის ბაგეებს მოწყურებული დაეტაკა, თითები კი ძუძუსთავებზე მოუჭირა. ნაკანის გახშირებულ სუნთქვაზე მიხვდა რომ უკვე ორგაზმს აღწევდა თვალებ ამღვეული ქალი და მაშინვე პირზე ააფარა ხელი. უცნაურად აუციმციმდა თვალები, იღიმოდა და ნაცრისფერ სფეროებში უყურებდა კაცს, ბოლოს თავი უკან გადასწია, თვალები გაუაზრებლად გადაატრიალა და მაშინ უკვე პირველი იღიმოდა ქალის მდგომარეობაზე. ტანში დავლილმა სიამოვნებამ და ორგაზმს მიღწეული ქალის ყურებამ პირველიც მიიყვანა სიამოვნების მწვერვალამდე. ბოლოს ნელა მოძრაობდა მის სხეულში, ქალის ათრთოლებულ სხეულს ეფერებოდა, ნაკანი კი თითებით აწვებოდა მხარზე და მოშორებას აიძულებდა, მაგრამ სესილიას სუსტი მკლავები ვერაფერს ხდებოდა.
-კოსტა… - ძლივს თქვა კაცის სახელი, სხეული უთრთოდა, სიამოვნება არ წყდებოდა და გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა მალე გაუსკდებოდა. მალე განთავისუფლდა კაცის ა.სოსგან, მაგრამ სხეულში დატრიალებულ ცეცხლს ვერაფერს უშვრებოდა.
-კარგად რომ შეგიხორცდება აქ, მერე გაჩვენებ რა არის ნამდვილი სიამოვნება, ეს ჯერ არაფერია პატარა… - თითები ფეხებს შორის ჩაუცურა და სველი ადგილები თითებით დალაშქრა. ტუჩებზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე, ბოლოს ყელში მიაკრო ხანგრძლივად ტუჩები და გვერდზე გადაწვა.
-კიდევ მინდა. - რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ კაცის ზემოდან მოთავდსა, თითები მკერდზე ჩამოატარა, პრესზეც გადავიდა და მისკენ დახრილმა ენა ძუძუსთავზე აუსვა. მაშინვე დააყარა ეკალმა კანზე კაცს, სიამოვნებისგან გასცრა კოცნით მუცლამდე რომ ჩაუყვა, საზარდულთან მიაკრო ტუჩები და ქვევიდან ჭინკებ ათამაშებული თვალებით ახედა. სუნთქვა შეეკრა პირველს მის მზერაზე, შემდეგ წვრილი თითების მოხვევა იგრძნო საკუთარ ორგანოზე და თვალებიც დაებინდა.
-ბოდიშით შეწუხებისთვის, მაგრამ სესილია, სახლის ტელეფონზე გთხოვენ, სასწრაფოა და ახლავე გამოდი. - კარზე მიუკაკუნა ლილიანმა, მერე კი იქაურობას გაეცალა.
-ჯანდაბა. - თვალები აატრიალა, რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი კონსტანტინეს, მან კი გაუღიმა როგორც კი ყველაფერი ამოიკითხა მწვანე თვალებში.
-მიდი. - თავით კარისკენ ანიშნა, ისიც უცებ წამოდგა, ხალათი შემოიცვა და ოთახიც დატოვა. ისედაც იცოდა ვინ იქნებოდა, სახლის ტელეფონზე მხოლოდ გიორგი ურეკავდა. სწრაფად აიღო ყურმილი და მალე მისი თბილი ხმაც შემოესმა.
-როგორ ხარ პატარა?
-კარგად შენ?
-რამე ხდება? უცნაური ხმა გაქვს.
-ის ნაბი.ჭვარი მოკვდა.
-ჰო გავიგე.
-შენ როგორ ხარ? როდის დაბრუნდები?
-თუ გჭირდები ახლავე შენთან გავჩნდები, მაგრამ აშკარად ბედნიერი ხარ და მეც არ გჭირდები.
-აუცილებელია რამე მჭირდებოდეს? მგონი მომენატრე.
-მეც მომენატრე.
-გიოო. - თვალები აემღვრა, მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა.
-არ იტირო ჩემს თავს გაფიცებ.
-მიყვარხარ გიო.
-ოჰო, ეს რა ესმის ჩემს ყურებს? მართლა კარგად ხარ? - პირველად ესმოდა სესილიასგან ეს სიტყვები, ისე ესიამოვნა, ისე მოეშვა ისიც აღარ ადარდებდა თუ მოკვდებოდა. - მეც მიყვარხარ სესილია, დაიმახსოვრე კარგი? რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო ჩემზე, იცოდე რომ ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, მე კი ნამდვილად არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი პატარა.
-რატომ მგონია რომ მემშვიდოდბები.
-პირიქით, ალბათ მალე გნახავ.
-უკვე თიშავ? მითხარი კარგად ხარ?
-ცოდვებში ვარ ჩაფლული, ამოსვლას ვერ ვახერხებ და ნელ-ნელა ვიხრჩობი.
-გიო…
-მალე კიდევ შეგეხმიანები… ჭკვიანად მოიქეცი. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, სესილიაც კედელს მიეყრდნო და იქვე მდგომ ლილიანს გაუსწორა თვალი.
-ოდნავ ხმადაბლა. - მშვიდად ჩაილაპარაკა, თავისი საძინებლის კარი შეაღო და შევიდა. დიდი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქა სესილიამ, მერე კი ოთახში შევდია. კონსტანტინეს უკვე ჩაეცვა საცვალი, ფანჯარასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და მთვარეს შესქეროდა. ნელა მიუახლოვდა ნაკანი, გვერდზე ამოუდგა და მანაც მთვარეს შეხედა.
-მთვარეს გავხარ კოსტა. მისავით ნაცრისფერი, ცივი და თან ნათელი ხარ.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენად ბნელი ვარ სესილია, ჩემი გონება სიბნელეშია.
-შენი ფერი ჩემთვის ყველაზე ნათელი და კაშკაშაა, ბნელი მხარე ყველას გვაქვს, მე კი მინდა შენი ყველა მხარე ვნახო.
-არ შეგეშინდება? - ზევიდან გადახედა წარბ აწეულმა, სესილია კი კვლავ მთვარეს მისჩერებოდა.
-შეიძლება შემეშინდეს კიდეც, მაგრამ შენთან ყოფნის სურვილი უფრო დიდია ვიდრე შიშის გამო შენგან გაქცევის. თუ გაქცევა მომინდება არ გამიშვა. - თვალი გაუსწორა კაცის მთვარესავით თვალებს, ნათელს, მაგრამ ერთი შეხედვით ცივს. - მომწონს შენი თვალები კონსტანტინე და შენც მომწონხარ.
-მეც? - ოდნავ გაიცინა, თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა. - მგონი ის გოგო მიბრუნდება პირველად რომ შევხვდი. - თავისთვის ჩაილაპარაკა, სესილიას კი ეგონა გამოფენის ღამეზე საუბრობდა კაცი.
-როგორ გესაუბრებოდი, მცხვენია.
-საყვარელი იყავი. - ორივე სხვადასხვა წარსულის მოგონებაზე საუბრობდა. პირველს მწვანე თვალება ბავშვი უტრიალებდა გონებაში და წუხდა თვითონ ქალს რომ არ ახსოვდა. მკლავები მოხვია სესილიას, ლოყაზე აკოცა, შემდეგ შუბლზე და მკერდზე მიკრულს ნიკაპი თავზე ჩამოადო.
-მადლობა რომ მოხვედი… რომ არ მოსულიყავი უფრო ცუდად გავხდებოდი. - ქვევიდან ახედა კაცს, კონსტანტინეს არაფერი უთქვამს, ტუჩებზე აკოცა, მერე კი საწოლისკენ დაიძრა. ხვდებოდა რომ სესილიასთან სხვანაირი ხდებოდა, იცვლებოდა, სხვანაირ განწყობაზე დგებოდა, ხასიათიც უკეთდებოდა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო, მომავალში კი კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. საწოლზე მწოლს ქალის მკლავები მოეხვია, რომელმაც სახე პირველის ყელში ჩარგო. მერე საკუთარ ფეხებში ახლართული გაყინული ტერფებიც იგრძნი და გაეღიმა ნაკანის პოზაზე. ყოველი შესუნთქვისას სესილიას სურნელიც მიჰყვებოდა ჰაერს და სულ ბრუვდებოდა. პირველად იყო ასე ქალთან, პირველად სიამოვნებდა ასე ახლოს ყოფნა ვინმესთან და უკვე ისიც იცოდა მასთან განშორებას ვერ აიტანდა. წარმოდგნე არ ჰქონდა სესილია რას გააკეთებდა ყველაფერი რომ სცოდნოდა, ალბათ მიატოვებდა კიდეც. ამ ყველაფერზე ფიქრი თავს ატკიებდა, სესილია უკვე ღრმად სუნთქავდა, მთელი სხეულით სიმშვიდეს გრძნობდა ქალი, მაგრამ კონსტანტინე თვალს ვერაფრით ხუჭავდა. გვიან ჩაეძინა ნაკანის სურნელში ჩაფლულს, ისე მშვიდად ცხოვრებაში რომ არ სძინებია.

დილით კონსტანტინეს ტელეფონის ზარმა ძილი დაუფრთხო ერთმანეთზე მიხუტებულ მძინარე წყვილს. სესილიას ზურგს მიკრული მალევე მოშორდა ქალის თბილ სხეულს ტელეფონის ასაღებად და ქალსაც მაშინვე ეკალმა დააყარა კანზე როგორც კი გახურებულ ზურგზე გრილი ჰაერი მოხვდა.
-გისმენ… ჰო მეძინა… არ ვარ სახლში, სესასთან დავრჩი გუშინ… მოკეტე და მითხარი რა გინდა? ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვია დილით დარეკვას ან სტუმრობას. - ნამძინარევი, დაბოხებული ხმით საუბრობდა, ქალს კი მისი მოსმენაც კი ჟრუანტელს გვრიდა. - რომელი საათია? - ტელეფონი უკან გასწია, საათს შეხედა ცხრის ორმოცდარვა წუთს უჩვენებდა, მერე კი კვლავ ყურზე მიიბჯინა. - ვიცი მახსოვს და მოვდივარ… შენ სად ხარ?.. მეგისთან რა გინდა? ხომ კარგად არის?.. ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე… არ უთხრა თორემ ეწყინება, ტირილს დაიწყებს და ისევ შენ მოგიწევს დამშვდება. - ოდნავ გაიღიმა, ანდროც მიუხვდა ყველაფერს და მაშინვე დასთანხმდა. - ხვალ გნახავთ. - ტელეფონი გაუთიშა, წამებში მისკენ გადმოტრიალებულ ქალს აბრჭყვიალებულ თვალებში ჩახედა, ტუჩზებზე აკოცა, შემდეგ კი ლოყაზეც მიაკრო ტუჩები. - დილა მშვიდობისა.
-ძალიან ცხელი ხარ. - ჯერ გაიზმორა კაცის მკლავებში მომწყვდეული, მერე ზურგზე მოხვია წვრილი მკლავები და სხეულზე უფრო მიეკრა. - ყოველი გაღვიძებისას უფრო და უფრო მომწონხარ. - მომღიმარმა ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, თითები შავ თმებში შეუცურა და თვალებში ჩახედა.
-დღეს გაქვს ლექცია?
-კი ორ საათზე, მერე თავისუფალი ვარ.
-მე არ ვიცი როდის მოვრჩები საქმეებს, მაგრამ მინდა დღეს ჩემთან მიხვიდე უნივერსიტეტის შემდეგ.
-რატომ?
-შეგიძლია?
-კი. - დაბნეულმა გასცა პასუხი, პირველს აღარაფერი უთქვამს, ყელზე აკოცა, მერე საწოლზე წამოჯდა და მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა თმები აიჩეჩა. - სამ დღეში ახალი წელია. - ბალიშს მოხვია ხელები და კაცს ზურგზე მიაშტერდა.
-მერე? რას აპირებ?
-არ ვიცი. - კაცის შეცვლილმა ტონმა და საუბარმა დააბნია, თავიდან არ ესიამოვნა, მერე კი მიხვდა რომ უბრალოდ ასეთი ხმის ტემბრი ჰქონდა. - ძირითადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ.
-ვნახოთ რა იქნება. - ზევიდან დახედა სესილიას, მთლიანად შეათვალიერა, მერე კი მისკენ დაიხარა, ჯერ მხარზე აკოცა, მერე ლოყაზე და საბოლოოდ ფეხზე წამოდგა.
-არ ისაუზმებ?
-არა, მეჩქარება. საღამოს გნახავ. - სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა, პალტოც მოიცვა და საწოლზე მწოლს კიდევ ერთხელ დახედა. არ უნდოდა წასვლა, არ უნდოდა იქ ასე ყველაფრის გარეშე დაეტოვებინა ქალი მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ზედმეტად არეული იყო, ფიქრს ვეღარ ახერხებდა და ცოტა ხანს მისგან მოშორებით ყოფნა სჭირდებოდა.
-საღამომდე, კოსტა. - მომხიბვლელად გაუღიმა, კაცის ბალიშს მჭიდროდ მოხვია მკლავები და პირველს კიდევ უფრო დაუბინდა გონება. არაფერი უთქვმს ისე დატოვა იქაურობა, სამზარეულოდან გამოსული ხალათში მყოფი ლილიანისთვის არც შეუხედავს ისე გავიდა სახლიდან, კიბეებზე დაეშვა და მანქანაში მოთავსებული იქაურობას საერთოდ მოშორდა.

მთელი დღის მანძილზე აფორიაქებული დადიოდა, საქმეს გულს ვერ უდებდა, ფიქრები ეფანტებოდა და უკვე თავიც სტკიოდა ამ ყველაფრისგან. იქვე მჯდომი ელენე თვალს ადევნებდა უფროსს რომელიც ასეთი არასდროს ენახა, საქმეზე მუდამ კონცენტრირებული, უხეში, ცივი კაცი ახლა დაკარგულ ბავშვს ჰგავდა. ყველა ამჩნევდა მის შეცვლილ მდგომარეობას ვინც კი ხშირად ხედავდა. ბოლოს გაუბედავად წამოდგა ელენე თავისი მაგიდიდან, კაბინეტში შესვლამდე დააკაკუნა, მერე კი პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა. მაგიდაზე იდაყვით დაყრნობილმა პირველმა, რომელსაც თითები შუბლზე მიებჯინა, ქვევიდან ახედა წინ მდგომ ქალს, მიხვდა რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ აშკარად გამბედაობა აკლდა.
-გისმენ ელენე. - სკამის საზურგზეს მიეყრდნო, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა გადაღლილმა.
-ვფიქრობ ჯობია სახლში წახვიდეთ, დაისვენოთ და ისე იფიქროთ თქვენს პრობლემაზე. აქ ვერც საქმეზე ახდენთ კონცენტრაციას, ვერც იმ პრობლემაზე რის გამოც ასე ხართ შეწუხებული. ამას ყველა ამჩნევს, ლაპარაკობენ, მე კიდევ არ მსურს ჩემს ყინულივით ცივ უფროსზე წარმოდგენა შეეცვალოთ, ან ამდენი ისაუბრონ.
-ყინულივით ცივ? - წარბები ასწია გაკვირვებისგან, შინაგანად იღიმოდა, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა. - ფიქრობთ რომ ასეთი ვარ?
-დიახ, ხართ. მე ყოველ დღეს თქვენთან ვატარებ და ვიცი როგორიც ხართ.
-კარგი ელენე, მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ საჭირო არ არის. თუ დაამთავრე შეგიძლია წახვიდე. - ოდნავ მაინც გაუღიმა გოგოს, ხელში მოთამაშე კალამი მაგიდაზე დააგდო, თვალებ დახუჭულმა ამოიოხრა და ფანჯარაში გაიხედა. მართალი იყო ელენე, ვერც საქმეზე ფიქრიბდა და ვერც სესილიასთან დაკავშირებულ ამბავზე. ბოლოს სწრაფად წამოდგა, ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. ლიფტში შესულმა მძღოლის ნომერზე გადარეკა, გარეთ დახვედრა სთხოვდა და დაბლა ჩასული პირდაპირ შემოსასვლელი კარისკენ დაიძრა. კარის გაღებისთანავე ცივმა ჰაერმა დაუარა ყველა წერტილში, სიცივისგან კანი დაეხორკლა და მანქანის დანახვისას მაშინვე იქით დაიძრა. სწრაფად გამოაღო კარი, უკანა სავარძელზე მოთავსდა, შემდეგ კი სახლის გზას დაადგა. თვალები დაეხუჭა სავარძლის საზურგეზე თავ მიდებულს, ტკივილს გრძნობდა თავის ყველა ადგილში და ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა. მალე მივიდნენ სახლში, მანქანა ეზოში გააჩერა ლევანმა და კონსტანტინეც პირდაპირ სახლისკენ წავიდა. შიგნით შესული მისაღებისკენ დაიძრა, იცოდა იქ სადღაც სესილია იქნებოდა და გულიც წინასწარ იწყებდა გაორმაგებულად ფეთქვას. არც შემცდარა, დივნის საზურგეზე მიედო საფეთქელი, ფეხები მოეხარა და მუხლებზე მიყუდებულ წიგნს წყნარად კითხულობდა. თითქოს იგრძნო ნაკანმა მისი იქ ყოფნა, სწრაფად შეატრიალა თავი გვერდზე, მისკენ მიმავალი პირველის დანახვისას თვალები წამსვე გაუბრწყინდა, უცებ გასწორდა და ფეხზე წამომდგარი მაშინვე მოეხვია მასზე მაღალ კაცს. წამსვე სესილიას ყელში ჩარგო სახე პირველმა, ქალის სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ამის გარეშე ვერ გაძლებდა.
-მეგონა გვიან დაბრუნდებოდი. - კიდევ უფრო მეტად მიეკრა სხეულზე კოსტას, ჯერ ყელზე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, ლოყაზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია.
-ვხედავ მოგენატრე.
-ცუდად ხარ?
-თავი მტკივა. - სწრაფად შეუშვა ხელები ქალს, სავარძელში მოთავსდა და ხელები სახეზე ჩამოისვა.
-საღამო მშვიდობისა, რას მიირთმევთ? - ჩვეული მომღიმარი ღიმილით წამოადგა თავზე პირველს, კონსტანტინემ კი ქვევიდან ახედა გადაღლილი სახით.
-ტკივილ გამაყუჩებელი, ქეთი, თუ გვაქვს.
-ახლავე მოგიტანთ, საჭმელზე რას იტყვით?
-არ მშია, გმადლობ.
-გინდა ჯაკუზი გავავსო?
-მინდა რომ შემოვალ იქ დამხვდე. - სრულიად მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, თან მტევანზე აკოცა, სესილია კი სულ გადაწითლდა სახეზე, სწრაფად აქცია კაცს ზურგი და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ მხოლოდ ხუთი საათი იყო, მაგრამ უკვე ბნელოდა. ჯაკუზთან მდგომი იცდიდა როდის გაივსებოდა წყლით, იქვე დადებული კონსტანტინეს ტანის გელი ოდნავ ჩაასხა წყალში ასაქაფებლად, შემდეგ კი თმა კოსად დაიმაგრა თავზე, წყალში სრულიად შიშველი ჩაწვა და დაელოდა როდის შევიდოდა კაცი. თავს უცნაურად გრძნობდა, ხვდებოდა დღეს კიდევ რაღაც სიახლეს მიიღებდა, მაგრამ უარის თქმას არაფერზე არ აპირებდა. მალე კარიც გაიღი, საცვლის ამარა მყოფი პირველიც შიგნით შევიდა, წყ.ლის ტემპერატურა თითებით მოსინჯა, ონკანიდან ცხელი წყალი მოუშვა, ბოლოს საცვალიც მოიშორა. - მიიწიე. - მშვიდად ჩაილაპარაკა, მერე კი უკან მიუჯდა ქალს. არც მის ნაცრისფერ თვალებში ჩანდა რაიმე და არც სახეზე ეტყობოდა ემოცია, რაც ცოტა ძაბავდა ქალს. ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტად იგრძნობოდა გარშემო მისი ფერი და სესილიასაც მისდაუნებურად ედებოდა.
-კოსტა. - თავი ოდნავ შეატრიალა გვერდზე, მაგრამ კაცს პასუხი არ გაუცია, ყელზე მიაკრო ტუჩები, თითები კი მუცლიდან მკერდზე გადაიტანა.
-არის რამდენიმე საკითხი რომლის შენთვის გაზიარება და შენთან გარკვევა მინდა, იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაგრძელებას ვაპირებთ.
-გისმენ.
-წარმუდგენლად დიდ ფანტაზიას ფლობს ჩემი გონება სესილია, მინდა ვიცოდე გამომყვები თუ არა ბოლომდე. - ხერხემალზე ჩამოატარა თითები, ქალს კი მაშინვე დაეხორკლა კანი.
-გამოგყვები იქამდე სანამ შენი ფანტაზიები არ ამოიწურება.
-არ მინდა შეგაშინოს ჩემმა მოქმედებებმა რომელიც შენთვის სიახლე იქნება.
-ეს ყველაფერიც სიახლეა ჩემთვის კონსტანტინე, მაგრამ ხშირად შენი ხასიათით უფრო მაშინებ, ვიდრე მოქმედებით.
-პირველ რიგში, მინდა იცოდე რომ ღალატს ვერ ვიტან, ვერც კაცის, ვერც ქალის. არასდროს დაუჯერო არავის თუ ჩემზე რაიმეს გეტყვის, არასდროს. მენდე მხოლოდ მე, შეგიძლია ანდროსაც. თუ რამეს გაიგებ, პირველ რიგში მე მკითხე და ერთად გავარკვიოთ სიმართლეა თუ არა. დაიმახსოვრე რომ შენთან ყოფნის დროს, სხვასთან არასდროს წავალ. ეს უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი პრინციპია. მეორე, ყოველთვის მითხარი თუ რამე გეწყინება, არ მოგეწონება, ან არ გესიამოვნება. არ მინდა რამის ატანა გიწევდეს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არასდროს არაფერი დამიმალო და ყოველთვის პირდაპირ მითხარი ყველაფერი. კარგი?
-ჰო.
-მინდა აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად.
-კოსტა…
-უბრალოდ არ მინდა აქეთ-იქით სირბილი სესილია. ერთად ცხოვრების დროს უფრო სწრაფად და კარგად გავიცნობთ ერთმანეთს…
-დაგთანხმდები თუ ერთ რამეს შემისრულებ. - საუბარი გააწყვეტინა პირველს, ლოყებ შეფარკლულმა შეატრიალა თავი მისკენ და მოჭუტულ თვალებში ჩააჩერდა.
-კარგი, რა გინდა? - ყურის მაღლა გამოწეული პატარა თმები უკან გადაუწია, მერე კი ცერით მიეფერს ლოყაზე.
-სამ დღეში ახალი წელია… თუ დღეს ნაძვისხეს ჩემთან ერთად დადგამ და მის მორთვაში ჩაერთვები, მე აქ გადმოვალ და შეგისრულებ ყველა სურვილს და მოთხოვნას რაც გონებაში გიტრიალებს. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ვერ ხვდებოდა რას ფიქრობდა კაცი, მაგრამ ის დანამდვილებით იცოდა რომ დასთანხმდებოდა.
-ნაძვის ხე არ მაქვს.
-როგორ…
-გადავაგდე.
-მაშინ ახალი ვიყიდოთ. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, პირველი კი კვლავ მოჭუტული ნაცრისფერი თვალებით შესცქეროდა.
-დაღლილი ვარ.
-მეც მეზარება შენთან გადმოსვლა. - კაცის ხელი მოიშორა, წინ მიიწია და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
-ჯანდაბას, ვიყიდოთ რაც მოგინდება… ახლა კი მოდი აქ და შეასრულე დაპირება. - კმაყოფილმა აიკრა ღიმილი სახეზე, მაგრამ სესილიას გასაღიმად არ ჰქონდა საქმე. წინ გადაწეულმა ხელი მოხვია წელზე, თავისკენ მისწია და ტუჩებზე დაეტაკა. უკანალიდან ხელები მოაშორებინა სესილიამ, მაჯებზე მოხვია თითები და თავს ზემოთ დაუჭირა. ოდნავ გაეღიმა კონსტანტინეს ქალის ქცევაზე, კბილები ძუძუსთავზე მოუჭირა, ყელში აკოცა, მერე კი მის ტუჩებსაც მისწვდა.
-მალე ამოდი წყლიდან, საყიდლებზე უნდა წავიდეთ. - როგორც კი მოშორდა კაცის ტუჩებს ჯაკუზიდან გადავიდა და სიტყვებიც მიაყოლა, პირველი კი გაურკვევლობაში მყოფი მისჩერებოდა ჯერ კიდევ ქაფიანი სხეულით მდგომ ნაკანს, მერე რომ გაიაზრა სესილიას ქმედება თვალებში ბრაზისგან გაჩენილი სხივი გაუკრთა.
-დაბრუნდი თორემ მერე უფრო მეტს მოგთხოვ.
-როდესაც პირობას შეასრულებ, მერე ვიფიქრებ იმაზე თუ შენ რას მომთხოვ.
-ისევ ქაფი გაქვს სესი.
-სხვა აბაზანაში გადავივლებ. მალე გამოდი თორემ დაიკეტება მაღაზიები.
-დღეს ღამე ვერ გადამირჩები სესილია. - უცნაურად მომღიმარმა თვალი ჩაუკრა ქალს, მაგრამ ნაკანს აღარაფერი უთქვამს ისე გაიხურა კარი. - ამის დედაც… - ფეხზე წამომდგარმა ხელები სახეზე ჩამოისვა, აღარ იცოდა გაბრაზებულიყო თუ გასცინებოდა ქალზე ასეთ მდგომარეობაში რომ დატოვა. როგორც კი დამშვიდდა აბაზანიდან გავიდა წელზე პირსახოც შემოხვეული, იქვე მდგომი მომღიმარი სესილია მთლიანად შეათვალიერა, მის კმაყოფილ სახეზე სურვილი გაუჩნდა მასთან მისვლის და რამის დაშავების. სწრაფად მოწესრიგდა, როგორც ყოველთვის ახლაც გემოვნებიანად გამოეწყო, სარკის წინ მდგომმა პალტო შემოიცვა, შავ სამოსს მუქი ნაცრისფერი კაშნეც შეუფერა, კისერზე მოიხვია და თავზე შავი კეპიც დაიმაგრა. - წავედით? - სავარძელში მჯდომ ქალს ზევიდან დახედა, თან ხელი გაუწოდა. ნაკანმაც სწრაფად ახლართა თითები პირველის გრძელ თითებში და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. - ქეთი ჩვენ გავდივართ, გვიან დავბრუნდებით და შეგიძლია წახვიდე.
-კარგ საღამოს გისურვებთ. - მომღიმარმა გააყოლა თვალი წყვილს, შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა.
-რაღაც არ მგონია კარგი საღამო გამოვიდეს მაღაზიებში შენთან ერთად სიარულით. - ცივი ტონით ჩაილაპარაკა, ხელი გაუშვა სესილიას და მანქანის კარიც გამოაღო.
-თუ ასეთი განწყობით აპირებ ყოფნას ჯობია საერთოდ არ წავიდეთ. - კარის გაღებამდე შეხედა პირველს, მაგრამ კონსტანტინეს არაფერი უთქვამს, შიგნით მოთავსდა და საჭის გვერდზე დამაგრებულ ღილაკს თითი მიაჭირა მანქანის დასაქოქად. მალევე მიუჯდა სესილია გვერდზე, უსაფრთხოების ღვედი გაიკეთა და საქარე მინას გაუსწორა თვალი. ბოლოს მაინც გადახედა გვერდზე მჯდომს, თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოატარა და პირველმაც წამსვე გამოხედა, სწრაფად შეათვალიერა, მერე კი კვლავ გზას გახედა. - ვიცი რომ არ გეხალოსება, მაგრამ გაერთობი დამიჯერე. - ხელი ჩაკიდა, თან მტევანზე თვითონ აკოცა.
-შენი სიტყვები დამაჯერებლად არ ჟღერს.
-კარგი რა კოსტა, მე არ მინდა მთელი დღე სახლში ჯდომა, არ შემიძლია, არ ვარ მიჩვეული. ერთ ადგილზე გაჩერებას ვერ ვიტან.
-მე აქეთ-იქით სიარული არ მომწონს, მღლის და მფიტავს.
-იმას ხომ გააჩნია ვისთან ერთად დადიხარ? ჩემთან ერთად არ დაიღლები. - მისკენ გადაწეულმა ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე და კონსტანტინეც გააღიმა.
-გეყოფა. - მარჯვენა ხელი ბარძაყზე დაადო, სესილიამ კი პირველის მტევანზე მოათავსა ხელისგული.
-თუ ჩემთან ყოფნა გინდა შენც მოგიწევს რაღაცების დათმობა.
-ჰოო? და მაინც რისი? - წარბებ აწეულმა გადახედა ქალს, თითები ბარძაყზე მოუჭირა და მის შეკრულ სუნთქვაზე ჩაიცინა.
-მე სახლში ვერ დაგიჯდები, ვერ დაგელოდები როდის მოხვალ რომ ჩემგან სექსით სიამოვნება მიიღო და დაიძინო. ზოგჯერ მოგიწევს ჩემთან ერთად გასეირნება, კინოს ყურება, კაფეში, ბარში ან კლუბში წასვლა, თუნდაც საყიდლებზე სიარული და ასე შემდეგ.
-რადგან საყიდლებზე სიარული მეზარება ფიქრობ რომ შენთან მხოლოდ სექსი და ძილი მინდა? სესილია… - თავი გააქნია აღშფოთებულმა, ვერ ხვდებოდა ასეთი ფიქრები რატომ ჩამოუყალიბდა ქალს, შეიძლება მართლაც ჩქარობდა ნაკანის თავის სახლში გადმოყვანას, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა რომ მასთან ყოფნა სურდა. შინაგანად გრძნობდა რომ ძალიან დიდი დრო გაატარა მის გარეშე და ყოველი წუთი დაკარგა, ეს შეგრძნება არ შორდებოდა, დარჩენილი დროის დაკარგვაც აღარ უნდოდა და სესილიასთან ერთად კიდევ უფრო მეტი დროის გატარება სურდა. - ასეთი გგონივარ?
-არ ვიცი როგორი ხარ კონსტანტინე.
-ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი რის გამოც მინდა გადმოხვიდე ჩემთან. მინდა გამიცნო ისეთი როგორიც ვარ. მეც არ ვიცი როგორი ვარ სინამდვილეში, რადგან ძირითადად ყალბი ვარ, იმდენად ხშირად რომ ჩემი რეალური მხარეც არ მახსოვს. მე შენ გიცნობ, შეიძლება ის არ ვიცი კვერცხი გიყვარს თუ არა, მაგრამ შენს ხასიათებს და გრძნობებს ვიცნობ, ნელ-ნელა კი იმასაც გავიგებ რა გიყვარს, რა არ მოგწონს და ასე შემდეგ, ამისთვის კი საჭიროა ჩემთან ახლოს იყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენთან ერთად დროს ფილმის ყურებაში გავიყვან, საჭმლის კეთებაში, სექსში თუ სეირნობაში, მთავარია ჩემს გვერდით იყო, რადგან ის დანაკლილისის შეგრძნება რომელსაც წლების მანძილზე ვგრძნობდი, შენმა გამოჩენამ და გვერდზე ყოფნამ შემივსო. მაღაზიებში სიარულს ვერ ვიტან, ვერასდროს ვიტანდი. ჯერ არჩევა, მერე ყიდვა… ეს პროცესი ჩემთვის ტანჯვაა. - რამდენიმე წამით მოაშორა გზას თვალი და სესილიას შეხედა, რომელიც მომღიმარი მიშტერებოდა და ყურადღებით უსმენდა.
-უბრალოდ გართობის მოყვარული კაცი არ ჩანხარ.
-არ ვარ, მაგრამ ქალთან ურთიერთობით და სექსით კარგად ვერთობი… შენთან სხვა რამეებითაც გავერთობი. - აწითლებულ ლოყაზე უჩქმიტა, თითქოს დაღლილობაც მოეხსნა, სხეულიც შეუმსუბუქდა და საჭის მართვაც გაუადვილდა.
-რომ არ ვიცოდე შენი დამოკიდებულება ღალატის მიმართ, ვიეჭვიანებდი, მაგრამ ისეთი უცნაური ხარ ვერც ვეჭვიანობ.
-ხვალ ჩემი მეგობრები იკრიბებიან, შენი გაცნობა უნდათ და მთხოვეს რომ წაგიყვანო.
-ანდროს და მეგის გარდა კიდევ ბევრი გყავს?
-არიან კი, მაგრამ ისეთი მეგობრები არა როგორიც ანდროა. მე და ანდროს გვყავდა რამდენიმე ძმაკაცი სკოლიდან, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად სათითაოდ გვშორდებოდნენ, მეგიც სკოლიდან ჩვენთან ერთად არის… სხვათაშორის გოგო მეგობარს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და საჭირონიც არიან ცხოვრებაში… ყოველ შემთხვევაში მეგიმ ჩემზე მეტი შეძლო და ერთ დროს ჭაობში მყოფი ანდროს გადარჩენაც მოახერხა. ჩემიც. - ბოლოს დაამატა, სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, სწრაფად მოუკიდა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია.
-ახლო ურთიერთობა გექნებათ. - ოდნავ გაიღიმა, პირველს კი კვამლი გადასცდა და ხველა აუტყდა. ვერ ფიქრობდა, ვერ ხვდებოდა უნდა ეთქვა მეგიზე თუ არა. არ უნდოდა არაკომფორტულად ეგრძნო თავი მასთან იმის გამო რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ პირველის სექს მეგობრად ითვლებოდა, შეიძლება ვერ გაეგო, წარმოდგენა შესცვლოდა და ისევ გაჩუმება არჩია.
-ჩვეულებრივი. - ახალი თავსატკივატი გაუჩნდა პირველს, რამაც გონება სულ გაუფანტა. ჩუმად დაჰყვებოდა სესილიას, უყურებდა როგორ არჩევდა თითოეულ სათამაშოს, რაც კი მოსწონდა ყველაფერს იღებდა, რაიმე ძვირიანს თუ დაინახავდა ჯერ კონსტანტინეს გახედავდა, ისიც თვალების ტრიალით სთანხმდებოდა, ვეღარ ითვლიდა მერამდენედ უმეორებდა ქალს რომ ფასი მნიშვნელოვანი არ იყო და რაც უნდოდა ის აეღო. ლამაზი, საყვარელი სათამაშოების დანახვისას თვალებ გაბრწყინებული ბრუნდებოდა პირველისკენ, კონსტანტინე კი სხვა მხარეს ტრიალდებოდა. მისი ბრჭყვიალა თვალები აგიჟდებდა, აზროვნების უნარს უკარგავდა, გრძნობდა როგორ ჰიპნოზდებოდა და სურვილი უჩნდებოდა ძალიან დიდხანს ეყურებინა მათში.
-რა უჟმური ხარ, უემოციო, ცივი და უფერული. როგორ შეიძლება ასეთი სახით უყურო ამ სილამაზეებს.
-შენ ხომ ხარ მხიარული, ემოციური, თბილი და ფერადი. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს გვერდზე მდგომისთვის, მაგრამ მისი მწველი მზერა იგრძნო, მიხვდა ისევ იმ ბრჭყვიალა თვალებით უყურებდა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ შეეხედა, რადგან იცოდა ვეღარ გაუძლებდა და რამეს მოიმოქმედებდა. მაინც ვერ მოითმინა, ზევიდან დახედა მომღიმარს და პირველიც დაუფიქრებლად დაეტაკა მის ბაგეებს. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა მთლიანი კანი დაუხორკლა. ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე თვალი ჩაუკრა თვალებ გაბრწყინებულს და სათამაშოების თვალიერება უინტერესოდ განაგრძო. ყველაფრის შეძენის შემდეგ სახლშიც დაბრუნდნენ, მაგრამ ნაკანი აშკარად არ იყო ბოლომდე კმაყოფილი შენაძენით, ჩუმად მყოფი აწყობდა თავისზე ბევრად მაღალ ნაძვის ხეს, კონსტანტინესაც არაფერს ეუბნებოდა და ცოტა უკვირდა კიდეც სავარძელზე სპორტული შარვლის და თეთრი მოკლე მკლავიანი მაისურის ამარა მჯდომ პირველს. ბოლოს ნაძვის ხესთან მდგომს ნელა მიუახლოვდა მუცელზე მოხვია ხელები და კისერზე აკოცა. - ისეთი გახარებული არ ჩანხარ როგორიც ამის ყიდვის დროს იყავი.
-არ მეხმარები, ნაძვის ხის მარტო აწყობა რა გასახარებელია. - მოწყენილმა ჩაილაპარაკა, გვერდულად შეხედა მის მხარზე ნიკაპ ჩამოდებულ კაცს, ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე და კონსტანტინეც დანებდა.
-კარგი, გეხმარები, მაგრამ ამისთვის აუცილებლად გადამიხდი. - უკანალზე მოჭერილი თითებით თავისკენ მისწია და ტუჩები მომთხოვნად დაუკოცნა. რამდენიმე ტოტის ჩარჭობის შემდეგ კარზე ზარის ხმაც გაისმა, კონსტანტინემ ჯერ სესილიას შეხედა, რომელმაც რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი, მერე კი კვლავ წიწვების გაშლა განაგრძო. არავის თავი არ ჰქონდა იმ დროს პირველს, სესილიასთან ერთად ყოფნის გარდა არაფერი სურდა. უინეტერესოდ გამოაღო სახლის კარი, წამსვე ცივი ჰაერი მოედო ტანზე, კანი დაეხორკლა, მაგრამ მის წინ მეგობრების ხილვამ ყველაფერი გაუფანტა. მეგის დანახვამ დააბნია, მის გვერდზე მდგომ ანდროს ახედა, მერე კვლავ მეგის გაუსწორა თვალი.
-ჰა, არ გვიშვებ? - ხელები აუფრიალა კონსტანტინეს გამოფხიზლების ნიშნად, მერე შიგნით უკითხავად შესულმა მკლავები შემოხვია მონატრებულ კაცს, საყვარელი სურნელიც მოპარა ყელიდან, რაც არ გამოჰპარვია კონსტანტინეს და სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა.
-აქ საიდან გაჩნდით?
-ქალბატონმა მოინდომა წამოსვლა, მირჩევნია პირადად გავიცნო ჩემი საყვარელი კაცის საყვარელი ქალი ვიდრე იმ ხმაურში და არეულობაშიო. - მხრები აიჩეჩა ანდრომ, წამსვე ამოიკითხა მეგობრის თვალებში მისი განწყობა, მიხვდა ნერვები მოეშალა და ალბათ რომ არა სესილია ორივეს გააგდებდა სახლიდან.
-ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს მეგი. - ცივად ჩაილაპარაკა, მისაღებისკენ დაიძრა და ქალის მზერაც თან გაიყოლა.
-ტრა.კი. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა, მაინც დამალა წყენა და პირველს უკან აედევნა. - გამარჯობა. - მისკენ შეტრიალებულ გოგოს ოდნავ გაუღიმა, თან მთლიანად შეათვალიერა. ლამაზი იყო, იმაზე ლამაზი ვიდრე წარმოედგინა. მწვანე თვალები უცნაურად უნათოდა და დაბნეული, თან მომღიმარი მიიწევდა მისკენ.
-გამარჯობა, სესილია.
-მეგი… სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც.
-ნაძვისხეს რთავთ? - გაკვირვებულმა, თან სიხარულ შეპარულმა ჰკითხა ქალს.
-მე ვრთავ. - სიცილით თქვა, თან იქვე მდგომი ანდრო გადაკოცნა.
-როგორ ხარ სესიი? - ლოყაზე უჩქმიტა. უცნაურ აურას ატრიალებდა ეს გოგო გარშემო და ნიკოლაიშვილსაც ეს შეგრძნება ძალიან მოსწონდა.
-კარგად, თავად? - ოდნავ გაუღიმა, თან ნაძვის ხისკენ დაიძრა.
-უკვე შესანიშნავად. შენ აშკარად რაღაც ძალას ფლობ, რომ მოვდივარ სულ კარგი შეგრძნება მეუფლება, რაღაც განსაკუთრებული. - უკან აედევნა სესილიას და საკუთარი ფიქრებიც დაუმალავად გაუნდო. თავიდან დაიბნა ნაკანი, წამსვე კონსტანტინეს შეხედა, მერე მისი ნათქვამი გაახსენდა და ანდროს საუბარში თვითონაც აჰყვა.
-განსაკუთრებული ადამიანი ვარ ალბათ და მაგიტომ. - თმა უკან გადაიყარა წარბებ აწეულმა, ნიკოლაიშვილს კი გაეცინა.
-შეიძლება…
-ნაძვის ხეს სიმღერის გარეშე რთავ? თუ კოსტა გაშინებს? - სიცილით მოიმარჯვა პულტი ხელში, ტელევიზორი გაანათა, შემდეგ იუთუბი ჩართო და საახალწლო სიმღერის სახელის ჩაწერას შეუდგა. - ამ უჟმურს რომ უყურო მოწყენილობისგან მოკვდები.
-არა, უბრალოდ... - მეგიზე მიშტერებულ კონსტანტინეს შეხედა, ხედავდა მის თვალებში ბრაზს, ხედავდა როგორ ითმენდა რომ არაფერი ეთქვა და ვერ ხვდებოდა ქალი ასე რატომ იქცეოდა თუ ყველაფერი იცოდა კონსტანტინეს შესახებ. - რთულია იმ ყველაფრის გაკეთება რასაც ერთ დროს შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ერთად აკეთებდი, ახლა კი გვერდზე აღარ გყავს და სხვებთან ერთად გიწევს იმის კეთება რაც მოგონებებს გიღვიძებს და განწყობას გიცვლის. მე კიდე არ მინდოდა ცუდ განწყობაზე დამეყენებინა, ისედაც სულ სერიოზული სახით დადის. - ბოლოს გაიცინა სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ ახლა კონსტანტინეს თვალებს პირდაპირ უყურებდა, ამჩნევდა მათში შერეულ სისველეს და უცნაურ სითბოს, რომელიც აქამდე არასდროს შეუმჩნევი.
-პრობლემა არ მაქვს. - ბოლოს მაინც ურეაქციოდ თქვა, სესილიასკენ დაიძრა და სხეულზე აკრულს ტუჩები დაუკოცნა. - შენ ასეთ რამეებზეც ფიქრობ პატარა? - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, სესილიას აწეულ წარმბებზე გაიცინა და ტუჩები ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება, მერე მთლიანად მოშორდა და ნაძვის ხის აწყობას შეუდგა. იქვე მდგომი მეგი თვალებ ამღვრეული უყურებდა წყვილს, ასეთი კონსტანტინე არასდროს ენახა და იმ წუთებში ძალიან შურდა ნაკანის, იმდენად შურდა რომ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის იქიდან გასაქრობად, მაგრამ ბოლოს მაინც დაიწყნარა ნერვები, სიმღერა ჩართო, იქიდან წასვლის სურვილი სადღაც მოისროლა და ნაძვის ხეს დახვეულ მეგობრებს შეუერთდა. მალე სათამაშოებიც დაკიდეს, მატარებელის ლიანდაგიც დადგეს ხის გარშემო, ზევიდან მატარებელი მოათავსეს და კიდევ რამდენიმე დიდი სათამაშოც დაუდგეს გვერდზე. მოწყენილი სახლი გამოაცოცხლეს, სესილიას ნაყიდ ყველა სათამშოს ადგილი მიუჩინეს ცეკვა-სიმღერით. იქვე მდგომი კონსტანტინე უყურებდა სამ მოცეკვავე წყვილს და გაუაზრებლად იღიმოდა. ბოლოს ასეთი ხმაურიანი როდის იყო სახლი აღარც ახსოვდა. თავის ცისფერთვალება და გაახსენდა, ისიც ყოველთვის ასე იწყებდა ახალი წლის წინა დღეებს. მონატრება შემოაწვა, მოცეკვავე სესილიას ყურებისას ძველი კადრები ამოუტივტივდა გონებაში, ბედნიერი დიდან განადგურებულ დამდე მივიდა, იგრძნო ზიზღმა როგორ აუდუღა სისხლი და ეს ყველაფერი ნაკანზე რომ არ გადაეტანა სამივეს ზურგი აქცია. გარეთ გასასვლელი შუშის კარი გვერდზე გასწია, სიგარეტს მოუკიდა და თვითონაც გარეთ გავიდა. ანდრომ მაშინვე შეამჩნია, მიხვდა იმ დროს რაც აწუხებდა და როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, გასვლა დააპირა, მაგრამ სესილიამ გააჩერა, ოდნავ გაუღიმა და თვითონ გავიდა გარეთ პლედით ხელში. გადახურულ აუზთან მდგომს მხრებზე შემოახვი, მის წინ დადგა ზურგით და კეფა მხარზე მიადო. ცოტა ხანს გაუნძრებლად იდგნენ ასე, მერე კი მკლავები შემოხვია სესილიას, სახე მის ყელში ჩარგო და ნაკანის სურნელი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-მაპატიე. - სვიტერის ქვეშ იგრძნო გაყინული თითები, სიცივისგან და კაცის შეხებისგან ერთიანად გააჟრჟოლა.
-რა გაპატიო. - ისე ჩაილაპარაკა სახე არ ამოუწევია, სესილიას კი გონება ებინდებოდა მისი ასეთი სიახლოვისგან.
-არ ვიცი, თავს უცნაურად ვგრძნობ,
მინდა ეს სიტყვა ბევრჯერ გაგიმეორე.
-მოსაბოდიშებელი არაფერი გაქვს. შენ არა. - იქვე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე მიაწება ტუჩები, ბოლოს კი კვლავ ლოყაზე გაჩერდა. - კარგი საღამოა, შენნაირი ფერადი. - კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე, მერე თავისკენ შეატრიალა. - შევიდეთ, ცივა. - ტუჩებზე ამბორის შემდეგ მხრებზე მოხვია მკლავი და შიგნით ისე შევიდა.
-წავედით ჩვენ, ხვალ შევხვდებით. - მხრებზე მოახვია ქურთუკი მეგის, თვითონაც ჩაიცვა და სრაფად დაიძრა გასასვლელისკენ, ისე რომ ვერავინ მოასწრო გააზრება.
-სად გარბიხარ?
-გვიანია უკვე, დაღლილი ვარ და მეძინება. დარჩები შენ?
-არა სად დავრჩები… ნუ კი მივუწვებოდი კოსტას გვერდზე, მაგრამ ჩემი შემცვლელი ჰყავს უკვე. მე ვის რაში ვჭირდები. - ბოლოს ანდროს გასაგონად ჩაილაპაკა, მაგრამ სესილიამაც მოჰკრა ყური მის სიტყვებს და სხეული ინსტიქტურად დაეჭიმა. უამრავმა აზრმა გაუელვა თავში, მაგრამ ყველა ცუდი აზრი უკუაგდო და მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ მიიღო. როგორც კი წავიდნენ იქაურობის მილაგებას შეუდგა სესილია, შემდეგ კი საძინებელში გადაინაცვლა. საწოლზე მჯდომ კაცს შეხედა, რომელსაც თვალი ფანჯარაში გამოჩენილი მთვარისთვის გაეშტერებინა და სიგარეტს ეწეოდა. ნელა მიხურა კარები, სხეულიდან წამებში მოშორებულ სვიტერს შარვალიც მიაყოლა, საცვლის ამარა დაიძრა კაცისკენ. რბილ ხალიჩაზე კონსტანტინეს წინ მუხლებზე დადგა, თმებში შეუცურა თითები და მისკენ დახრილ კაცს ტუჩებში ვნებიანად აკოცა. საფერფლეში ჩაასრის ნამწვი და სესილიას დახმარებით თეთრი მაისური მოიშორა. ნაცრისფერ თვალებში უყურებდა კაცს, თან სპორტულ შარვლათან ერთად საცვალსაც ხდიდა. ქალის წვრილი თითები, რომელიც ჭკუას აკარგვინებდა პირველს, მის ფეხებზე ჩაცურდნენ, ორივე ტერფიდან მოაშორა ნაჭერი, მერე კი კვლავ ზევით აცურდა, ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა თითები, თან მკერდიდან ჯიპამდე კოცნით ჩაუყვა. მომღიმარმა პირველმა ინსტიქტურად შეუცურა თმებში თითები და თვალებიც დაებინდა ქალის ტუჩები საკუთარი სასქესო ორგანოს თავზე რომ იგრძნო. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა დაბლა რომ ჩაუყვა ქალი და პირველმაც თითები გაუაზრებლად მოუჭირა თმაზე. სუნთქვა გახშირებული ზევიდან დაჰყურებდა, ახლა პირისპირ უყურებდა ბრწყინავ, მომღიმარ მწვანე თვალებს და გული რამდენიმე დარტყმას ტოვებდა, შემდეგ კი მოძრაობის სიჩქარე ორმაგდებოდა. არასდროს მიუღია იმხელა სიამოვნება რასაც ამ დროის მანძილზე სესილიასგან იღებდა თავისი მოქმედებებით, გრძნობდა სხეულზე როგორ ეკიდებოდა ცეცხლი, სიამოვნების მწვერვალს უახლოვდებოდა, ქალი კი გაჩერებას არ აპირებდა.
-სესილია… - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ქალის სახელი, საწოლზე მარცხენა ხელის გულით დაყრდნობილმა თავი უკან გადასწია, ქალის თმებს ჩაბღაუჭებულმა მოძრაობა ააჩქარებინა და ბოლოს მისი ჩუმი ოხვრაც მისწვდა ქალი სმენას. ზევიდან დახედა ნაკანს, დაჭიმული ხელი მოადუნა და განთავისუფლების საშუალებაც მისცა. სასიამოვნოდ გაოცებული უყურებდა, ვერ იჯერებდა რომ ამ გამოუცდელ ქალს ამდენის გაკეთება შეეძლო და გათიშული სიტყვებისთვის თავის მოყრას ვეღარ ახერხებდა. - იცი მაინც რა გააკეთე სესა? - ყბებზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა, აბრჭყვიალებულ მწვანე თვალებში ჩახედა, შემდეგ მისი ტუჩებისკენ გაექცა თვალი რომელზეც ენა გადაიტარა ნაკანმა და ჟრუანტელის ახალმა ტალღამ დაუარა ხერხემალში კაცს. - ჯანდაბა… - საკუთარ ორგანიზმს ვეღარ იმორჩილებდა, ქვედა ტუჩს ჩაებღაუჭა, სწრაფად აიტაცა ჰაერში სესილიას სხეული და საწოლზე მიწვენილს ზევიდან მოექცა. - ეს არ უნდა გაგეკეთებინა სესილია, თანაც ასე არა… - ყელში აკოცა, თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა და კბილები ძუძუსთავზე მოუჭირა. - რადგან ვშიშობ ხშირად მომიწევს შენი ამ პოზაში ხილვა.
-მთავარია სამაგიეროდ რას მივიღებ. - მომღიმარმა შეხედა კაცს, მერე კი სიამოვნებისგან კვნესა წასკდა.
-ნუ მეთამაშები სესილია. - ერთი ხელის მოძრაობით შემოახია რამდენიმე ზოლისგან შემდგარი საცვალი, ტუჩებზე დაეწაფა და ძლიერი ბიძგით შეუერთდა ქალის სხეულს. უხეში იყო ყველა მისი მოქმედება, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო ქალისთვის. მისი ტუჩები და სხეულზე მოთარეშე თითები გონებას აკარგვინებდა, ითიშებოდა და გრძნობდა ეს ყველაფერი როგორ სიამოვნებდა კაცს. საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა, ინსტიქტირად მოძრაობდა და მიღებულ სიამოვნებას გაუაზრებლად გამოხატავდა. მალე კისერზე შემოხვეული თითები იგრძნო, რომელმაც წამოჯდომისკენ უბიძგა, მკლავები შემოხვია კაცს, თმებში შეცურებილი თითები შეკრა, თავი კი უკან გადააგდო და კაცს მოძრაობაში აჰყვა…
*
ჩაბნელებულ კლუბში ტყავის სავარძელზე კონსტანტინეს გვერდით მოთავსებულიყო, რომელსაც მკლავი ქალის წვრილ წელზე შემოეხვია, ხელის გული კი ბარძაყთან მოეთავსებინა და სესილიაც მის მკლავებში მომწყვდეული თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. კონსტანტინეს მეგობრების ლაპარაკს უსმენდა, თვითონაც ესაუბრებოდა, დიალოგს აბამდა ყველასთან, კონსტანტინე კი როგორც ყოველთვის ახლაც მშვიდი, თავდაჯერებული, მაგრამ ყველასთვის მიმზიდველი იყო. უამრავი ქალის ყურადღებას იქცევდა, წინ მჯდომი მეგის მზერასაც გრძნობდა, მაგრამ თვითონ მხოლოდ სესილიას მიმართ გამოხატავდა ინტერესს.
-თუ მოგბეზრდა და თავს კომფორტულად არ გრძნობ, წავიდეთ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, მერე კი თვალი გაუსწორა მის მწვანე სფეროებს და გულიც წამსვე შეუთამაშდა.
-არა, კარგად ვარ. - გაიღიმა კაცის ემოციების ამოკითხვისას, ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები და პირველისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია.
-შენი კაბა არ მომწონს, ძალიან ამოღებულია და ყველას ინსტიქტურად თვალი გაურბის მათკენ. - ტუჩი გაუნთავისუფლა კბილებიდან, თვალები მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა და მაშინვე მისი შეხების სურვილით აივსო.
-არ შემიმჩნევია. - დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ, მერე კვლავ კონსტანტინეს ანთებულ თვალებს წააწყდა და მისი მზერისგან სუნთქვა შეეკრა.
-დღესვე უნდა მივხედო ამ კაბის გაქრობის საკითხს. - სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა, მომღიმარ ნაკანს კი წამსვე თვალები აენთო. - ნუ მიყურებ ასე. - ყურში ჩასჩურჩულა და შეუმჩნევლად უკანალზე მოუჭირა თითები. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა თვალებ დაბინდულ ქალს და მის შემხედვარეს უკვე თვითონაც უჭირდა თავის კონტროლი.
-უკაცრავად, უნდა ვუპასუხო. - განათებულ ტელეფონს დახედა რომელზეც ლილიანი იყო გამოსახული, თავის დაძვრენის მიზნით სწრაფად წამოდგა ფეხზე და საპირფარეშოსკენ წავიდა, ინსტიქტურად გააყოლა თვალი კონსტანტინემ, მერე კი მასზე მიშტერებულ მეგის შეხედა, რამდენიმე წამით აკვირდებოდა ქალს, შემდეგ კი მის გვერდზე გადაჯდა, ხელი გადახვია და დაბნეულს მოჭუტული ნაცრისფერი თვალებით მიაშტერდა.
-როგორ ხარ მეგი?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები, ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევ. - ირგვლივ მყოფები მოათვალიერა, შემდეგ კი ჩვეული ტონალობით განაგრძო საუბარი, მაგრამ პირველმა მაშინვე იგრძნო მისი დაჭიმული სხეული.
-ბოლო დროს შენი ქცევები არ მომწონს მეგი, ჩვენი ურთიერთობის შემდეგ ვცდილობ როგორც მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნო, ამიტომ მოიქეცი როგორც მეგობარი და შეეცადე ის ილაპარაკო და ისე მოიქცე როგორც მეგობარს შეეფერება. მესმის შენთვის ადვილი არ არის მიყურო სხვა ქალის გვერდით, მაგრამ შენი ყველა სიტყვა, ან ქცევა იცოდე რომ ისევ ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს.
-ასე ადვილად შეგიძლია ამდენ წლიანი ურთიერთობა ორჯერ გა.იმული ქალის გამო ფეხებზე დაიკიდო და დაანგრიო?
-ხედავ მეგი? უკვე გაბოროტებული საყვარელი ხდები, არადა ხუთი წამის წინ გარკვევით გითხარი რომ სიტყვები გეკონტროლებინა. ან იყავი ჩემი მეგობარი, ან ჩემთან აღარ მოხვიდე. ვიცი ხვდები ყველა ჩემს სიტყვას და უაზრო ეჭვიანობას შეეშვი.
-მაპატიე… უბრალოდ თავის შეკავება მიჭირს. - მოულოდნელად გადმოუვარდა თვალიდან ამ დროის მანძილზე შეკავებული ცრემლი და თავიც დახარა.
-ვიცი, ვხვდები, მესმის და იმედი მაქვს ამ ყველაფრის გადატანას შევძლებთ, ნუ ჩქარობ, დროს მიანდე ყველაფერი და გეფიცები იმაზე ბედნიერი იქნები ვიდრე ჩემთან ყოფნის დროს იყავი. - ცრემლი ნაზად შეუმშრალა, მერე კი საფეთქელზე მიაკრო რუჩები.
-კარგი, ჩემგან ვეღარასდროს გაიგებ ისეთ სიტყვას რაც ვიცი არ გესიამოვნება.
-ძალიან კარგი.
-ჩამეხუტე რა, მომენატრე. არ შეიძლება მეგობარს უბრალოდ რომ ჩაეხუტო?
-რომ ვიცი უბრალოდ ჩახუტება არ არის შენთვის, არა.
-ჯანდაბა კოსტა. - კიდევ ერთხელ გადმოსცვივდა ცრემლები, პირველმა კი თვალები აატრიალა და ძლიერი მკლავები მეგის შემოხვია.
-უტვინო ხარ. - მკერდზე მიკრულს თავზე გადაუსვა ხელი, თან მომღიმარ ანდროს შეხედა. რამდენიმე წამით ცვლიდნენ მზერას და აზრებს, მერე ნელა მოიშორა ქალის სხეული, თავზე გადაუსვა ხელი და თავის ადგილზე გადაჯდა.
*
-გეუბნები შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი და სულიერი და. - საპირფარეშოში შესულმა მაშინვე უპასუხა ლილიანის ზარს და კედელს ზურგით აეკრო. - არა, საყვარელი ხალხია, უბრალოდ ხომ იცი ადვილად ვერ ვეწყობი ასეთ სიტუაციებს… რა? რატომ დარეკა?... როგორი ხმა ჰქონდა?.. ნახევარ საათში მანდ როგორ მოვიდე?.. რა ვუთხრა კონსტანტინეს?.. - თვალები აატრიალა დაქალის საუბარზე, თან ტუალეტის კაბინებიდან ერთ-ერთში შევიდა. - სადღაც ჯანდაბაშია და მაინც მიკონტოლებს სახლში მისვლის დროს… ეგ ზრუნვა არ არის, ავადმყოფობაა… კარგი მოვიფიქრებ რამეს. - ტელეფონი გათიშა და გაიგო კიდეც მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი, შემდეგ საუბარიც შემოესმა, ნაკანმაც ინსტიქტურად ცქვიტა ყურები როცა პირველის სახელი გაიგო.
-ალბათ სერიოზულად მოსწონს თორემ აქ ხომ არ მოიყვანდა. არასდროს მინახავს აქამდე.
-კარგი რა, არ მგონია მაგას საერთოდ ვინმე მოსწონდეს სერიოზულად. ისეთი ცივი მზერა აქვს გაღიმების დროსაც კი არ ულღვება… - მომღიმარი უსმენდა სესილია, არც უფიქრია ასეთი აზრები თუ აწუხებდათ უცნობ ქალებს.
-სერიოზული ურთიერთობა რომ არ უნდოდეს მეგის წინ ასე უბრალოდ ხომ არ დასვამდა. მეგიც რაღაც კარგად არ გამოიყურება, შეიძლება დაშორდნენ, მაგრამ მეგობრობის გამო უწევს ამ გოგოს ატანა.
-კარგი რა, მეგის დაბადების დღეზე ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, ვერ დაინახე ახლა? ორი წუთის წინ ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
-უცნაური ტიპია ეს პირველი…
-მაგრამ ძალიან სექსუალურია და საერთოდ ყველაფრით სასურველი კაცია. ძალიან მომწონს მაგის სახელი და გვარი, სასწაულად უხდება.
-მე ის გოგოც მომეწონა, ძალიან ლამაზია და კონსტანტინეს შეეფერება. სხვანაირს ვერც წარმოვიდგენდი მის გვერდით.
-წავა რა…
-გეყოფა, კარგად გისვია ყველაფერი, ლამაზი ხარ და გავიდეთ.
-ამ ბოლო დროს ნერვებს მიშლი უკვე. - ტუჩსაცხი პატარა ხელჩანთაში დააბრუნა, ელვა შესაკრავით შეკრა და საპირფარეშოდან გასასვლელი კარი თვითონ გამოაღო. ერთ ადგილზე მიყინული სესილია ცრემლებს ვეღარ იკავებდა, სუნთქვა საერთოდ შეეწყვიტა და ჯერ კიდევ მოსმენილის გააზრებას ცდილობდა. იქიდან წასვლა უნდოდა, ყველაფრის უთქმელად, პირველის ნახვის გარეშე უნდოდა იქაურობის დატოვება და საერთოდ მისგან შორს ყოფნის გარდა იმ წუთებში არაფერი სურდა. გულის არეში ოდნავ ტკივილი იგრძნო, უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული და უჰაერობის შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად გავიდა კაბინიდან, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. იმ დროს წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, ბოლოს კი სახე დაიმშვიდა, ფილტვები ჰაერით გაივსო, საკუთარი თავი სწრაფად შეათვალიერა და საპირფარეშო დატოვა.
-კონსტანტინე. - როგორც კი დაბრუნდა მაშინვე მიიქცია კაცის ყურადღება და არც პირველს გამოჰპარვია მისი გაყინული გამომეტყველება, სველი თვალები და შეცვლილი ტონი. მაშინვე წარბები შეკრა, ქალის სახესთან ახლოს მიიწია და სველ მწვანე თვალებში ყურადღებით ჩააშტერდა.
-იტირე?
-არა. - თავი უკან გასწია, მისი სიახლოვე გონებას უფანტავდა და სიტყვებისთვის თავის მობმას ვეღარ ახერხებდა.
-სესილია. - ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ნიკაპზე მოჭერილი თითებით თავი ახლოს მიაწევინა და მომთხოვნი ტონით განაგრძო საუბარი. - მითხარი რატომ იტირე.
-არ მიტირია.
-იტყუები.
-და შენ კოსტა? შენ სუფთა ხარ?
-რაზე საუბრობ? - შეეტყო როგორ ანერვიულდა წამიერად, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ საკუთარ თავს დაუბრუნდა.
-ლილიანმა მთხოვა რომ მასთან მივიდე.
-ახლა?
-ჰო, რაღაც პრობლემა აქვს და ვჭირდები.
-რაღაცას არ მეუბნები სესილია, არადა მახსოვს გითხარი რომ დამლაპარაკებოდი იმაზე რაც არ მოგეწონებოდა, ან გეწყინებოდა.
-ახლა არა კოსტა, ახლა არ მინდა არაფერზე საუბარი, უნდა წავიდე და გთხოვ ისე გააკეთე რომ ცუდად არ გამოვიდეს. - ჩუმად ესაუბრებოდა მის სახესთან დახრილს თვალები რომ მოეჭუტა და წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ფიქრობდა.
-გაგიყვან.
-ტაქსით წავალ. - პირველის მსგავსი ტონით ჩაილაპარაკა, მერე კი ფეხზე წამოდგა. - გამიხარდა თქვენი გაცნობა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ადრე მიწევს წასვლა.
-კარგი რა, ჯერ არც დაგვიწყია. - ერთ-ერთმა ქვევიდან ახედა, სესილიას კი გაეღიმა.
-ვიცი, მაგრამ მართლა ვერ დავრჩები, სხვა დროს იყოს.
-კარგი, როგორც გინდა…
-ნახვამდის.
-შეხვედრამდეე! - ხელის ქნევით დაემშვიდობნენ, თან გასასვლელისკენ წასულ წყვილს გააყოლეს თვალი.
-რა დაგემართა? - გარეთ გასულმა მაშინვე ჰკითხა, ზევიდან დააჩერდა ქალს რომელიც გზას გაჰყურებდა ტაქსის მოლოდინში.
-სხვა დროს ვისაუბროთ კონსტანტინე, ახლა არც ხასიათზე ვარ, არც შენთან საუბრის სურვილი მაქვს.
-სესილია. - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა, შემდეგ კი ცივი თვალები შეანათა. - ჩემთან ასე საუბარს არ გირჩევ. უბრალოდ იცოდე რომ შენი ასეთი ქცევით იმ პოზიციებს დაკარგავ რაც ახლა გიჭირავს და ამ მშვენიერ ურთიერთობასაც გააფუჭებს.
-შენ უკვე ყველაფერი გააფუჭე შენი ტყუილებით კოსტა. - თვალებ ამღვრეულმა ცივი ტონით ხმალაბდა თქვა და გაჩერებული მანქანის უკანა კარი გამოაღო, მაგრამ პირველმა მაშინვე მიხურა.
-რა გაიგე მითხარი.
-ის რაც შენგან უნდა მომესმინა! ახლა ძალიან ვბრაზობ შენზე იმის გამო რომ აქ მომიყვანე, თავს დამცირებილად ვგრძნობ, რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია და ამ წამს ამ ყველაფრის გამო ვერ გიტან. არ მინდა ქუჩაში ამაზე საუბარი, საქმეების გარჩევა და გაიწიე, გამიშვი რომ არ შემძულდე. - მისი ხელი მოიშორა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს წასვლა სთხოვა. გაშეშებული იჯდა სავარძელზე, თავს ტირილის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ მისი ემოციური მხარე რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის საქმეს ახლაც შიგნიდან აწვებოდა და დაგროვილი სითხის გარეთ გამოშვებას აიძულებდა.

-ხო გიო? - კედელზე ატუზულმა მშვიდად ჩაილაპარაკა, მოუთმენლად ელოდა როდის ამოიღებდა ხმას მეორე მხარეს მყოფი ძმა, ფიქრებით კი მაინც სხვაგან დაფრინავდა.
-რა მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?
-შენი ხმა არ მომწომს, მითხარი ვინმემ გაწყენინა?
-არა, დაღლილი ვარ, ხასიათზე არ ვარ და ძილი მინდა.
-სესილია! ხომ იცი რომ მე ვერასდროს მომატყუებ.
-ბოლო დროს ზედმეტად ხშირად რეკავ, ხომ კარგად ხარ? ვნერვიულობ უკვე შენზე.
-თემას ნუ მიცვლი. მეტყვი რა მოხდა თუ ჩემით გავიგო?
-ჩემმა ლექტორმა ქულები დამაკლო, სამსახურსაც ვერ ვშოულობ და ამ ყველაფერზე ფიქრით დავიღალე უკვე. - ჩუმად ამოიოხრა, თან ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები და თვალები დახუჭა. იმედი ჰქონდა დაიჯერებდა მის ნათქვამს და მეტ შეკითხვას აღარ დაუსვამდა, რადგან ნამდვილად არ უნდოდა კონსტანტინეზე რამე გაეგო.
-რატომ დაგაკლო, არ გეწერა ალბათ სწორად.
-არ ვიცი, შეიძლება. გიო…
-რა?
-ხვალ ახალი წელია… არ ჩამოხვალ?
-არა. - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მერე კი ზარიც გაწყვიტა.
-მოდი ახლა აქ და მომიყევი ყველაფერი. - თითით სავარძელზე ანიშნა ლილიანმა, ისიც მძიმედ ჩაჯდა რბილ სავარძელში, თვალები დახუჭა და ჰაერიც დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-არ მინდა ბევრი საუბარი, უბრალოდ ნაწყენი ვარ რადგან არაფერი მითხრა თავის მეგობარ მეგიზე რომელთან ურთიერთობაც ჰქონდა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. საპირფარეშოში შემთხვევით მოვისმინე როგორ საუბრობდნენ ჩემზე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
-რა?
-ჰო, თავის მეგობარი მეგი მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა. გუშინ შევამჩნიე როგორ უყურებდა კოსტას, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და უკვე ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ ახალ გაცნობილ კაცზე და თავის მეგობარზე უაზროდ ვეჭვიანობდი. არც ვეჭვიანობდი, არც ახლა ვეჭვიანობ, უბრალოდ არასასიამოვნოა ამ ყველაფრის გააზრება.
-იცის რომ გაიგე?
-არა, მაგრამ ალბათ მიხვდა, ან მიხვდება.
-შეიძლება იმიტომ არ გითხრა რომ არ უნდოდა მეგიზე წარმოდგენა შეგცვლოდა და უხერხული სიტუაცია შექმნილიყო მასთან ყოფნის დროს.
-ეგ მეც ვიფიქრელ ლილ, უბრალოდ ჩემი იქ მიყვანა, თავის მეგობრებში და თავის ყოფილთან ერთად ჯდომა ჩემთვის ზედმეტი იყო. ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს, მნიშვნელოვანი ამბების დამალვას და ასე შემდეგ.
-ვფიქრობ ეგ კონსტანტინესთან უნდა გაარკვიო. - მხრები აიჩეჩა, თან ყავა მოსვა.
-ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ მგონია რომ უყვარს და ეჭვიანობის გამო ბევრ რამეზე წავა.
-თვითონ კონსტანტინეც მიხვდება მაგას და დაელაპარაკება.
-ასე გგონია?
-დარწმუნებული ვარ.
-უბრალოდ… ძალიან მომწონს მასთან, მომწონს თავისი ყველაფრით, ხასიათით, რომელსაც ძირითადად ვერ ვიგებ, უცნაური სახის ნაკვთებით რომელზეც ემოციას ვერასდროს ვერ ვხერად, მაგრამ უკვე ვგრძნობ…
-ვიცი და მაგიტომ ვცდილობ ავიტანო ეგ კაცი შენს გვერდით.
-არ მოგწონს?
-მაგრძნობინა რომ ზედმეტად ვკი.დივარ და ჩემს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია, ასეთ ადამიანებთან კონტაქტი არ მომწონს.
-შენს მიმართ ინტერესი არც უნდა გააჩნდეს.
-შენი დაქალი ვარ, შესაბამისად რაღაცას მაინც უნდა წარმოვადგენდე… ნუ ახლა როგორც მხატვარი კი მოვწონვარ… მაგრამ როგორც პიროვნება მე არ მომწონს. საერთოდ ბევრ რამეს ვუწუნებ.
-შენ ყველას ყველაფერს უწუნებ და ვშიშობ მარტო დარჩები ან ისეთი ვინმე შეგიყვარდება ვისაც ყველა შენი დაწუნებული ნაკლი ექნება. - თვალების ტრიალით ჩაილაპარაკა, ლილიანმა კი წამსვე მას შეხედა თვალებ გაფართოვებულმა.
-მწყევლი?
-სიმართლეს ვლაპარაკობ.
-ხვალ ჩვენები მოვლენ.
-კოსტა მინდა. - თვალებ ამღვრეულმა შეხელა ლილიანს, მიუხედავად იმისა რომ ნაწყენი იყო მაინც მის მკლავებში მოქცევა და მისი სურნელის შეგრძნება სურდა. ცოტა ხანს უყურა ლილიანმა, მერე კი ხელი დაუქნია მასთან მისვლის ნიშნად. დივანზე მჯდომს გვერდზე მიუჯდა, ხელები წელზე მოხვია, სახე კი მის ყელში ჩარგო თვალებ ამღვრეულმა.
*
ახალი წლის ღამეს ძველებურად შეხვდნენ, თითქოს არავინ გამოჩენილიყო სესილის ცხოვრებაში, ჩვეულ ხასიათს დაბრუნებოდა და ცდილობდა პირველზე წუთითაც არ ეფიქრა, მაგრამ გონებას მაინც ვერაფერს უხერხებდა. როგორც კი ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს შეხედავდა მაშინვე კონსტანტინე უტივტივდებოდა გონებაში. მარტო დარჩენისას კი ფიქრებით სულ მასთან მიდიოდა. მთელი დღე ელოდებოდა, მისვლას თუ არა დარეკვას მაინც, მაგრამ ახლობლების გარდა სხვა ნომერი არ ჩანდა. ორი საათი იქნებოდა მისი ტელეფონი რომ ამღერდა, სუნთქვა შეკრული მიშტერებოდა მაგიდაზე ეკრანით დადებულ ტელეფონს და უკვე ხვდებოდა ვინც იქნებოდა. ბოლოს მანც მოიქცია თითებს შორის თხელი მოწყობილობა, სახელს რამდენიმე წამით უყურა, მერე კი სენსორს თითი გადაატარა და მოუთმენლად დაელოდა მისი ხმის გაგებას.
-დაბლა გელოდები. - ორი სიტყვა თქვა ჩვეული ტონით, სესილიას კი თვალები აემღვრა, ფეხზე წამომდგარმა თხელი ქურთუკი მოიცვა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-მოვიდა არა? - სასმლით ხელში მდგომმა ლილიანმა თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა. - და შენც გარბიხარ.
-ვიცი შეგიყვარდება ვიღაც და ბევრ სისულელეს ჩაიდენ, მერე მიხვდები რატომ გავრბივარ ახლა. - თვალი ჩაუკრა სესილიამ, ლილიანს კი არაფერი უთქვამს, მდუმარედ შესცქეროდა უკვე დახურულ კარს და ვინ იცის მის გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.
ლიფტით ჩავიდა ბოლო სართულზე, გარეთ რამდენიმე კიბის საფეხურიც ჩაირბინა და აკანკალებული დაიძრა მანქანისკენ. კარი სწრაფად გამოაღო, მძღოლის გვერდზე მოთავსდა და არც შეუხედავს კაცისთვის ისე მიაშტერდა საქარე მინას. ხმის ამოუღებლად დაძრა მანქანა პირველმა, ჩაფიქრებული მისამართისკენ აიღო გეზი, სესილიაც არაფერს ამბობდა, ვერ იგებდა საით აპირებდა წასვლს კაცი. ყველაზე მეტად რაც სურდა ახლა საუბარი და საბოლოოდ მის მკლავებში თავის ამოყოფა იყო. მარცხენა მხარე მთლიანად ეწვოდა, სიცივისგან ჯერ კიდევ კანკალებდა, მაგრამ პირველისგან წამოსული სითბო სხეულს ნელ-ნელა უთბობდა. თბილის რომ გასცდნენ მხოლოდ მერე ინება თავის მიტრიალება კაცისკენ, დაბნეული შესცქეროდა მის პროფილს, შემდეგ ისევ გზას და მზერა კვლავ კონსტანტინეზე გადაჰქონდა.
-სად მივდივართ?
-ნახავ.
დაახლოვებით საათნახევარი კიდევ იმგზავრეს, სესილიასთვის უცნობ, პატარა სოფელში ამოჰყვეს თავი, რომელიც თოვლისგან დაფარულ მთებს შორის მოქცეულიყო, შუქი კი მხოლოდ რამდენიმე სახლიდან გამოდიოდა. ჩაბნელებულ ქუჩებს მხოლოდ მანქანის ფარებიდან გამოღწეული დიდი განათებით იკვლევდა, ბოლოს ერთ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა, უკანა სავარძლებზე მოთავსებული საკუთარი მოსასხამი სესილიას გაუწოდა, თვითონ მანქანიდან გადავიდა, საბარგული გახსნა და ამოღებული ორი პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა. როგორც კი სესილია მიუახლოვდა მანქანა დაკეტა, ჯიბეში მოითავსა გასაღები, მერე ხელი გაუწოდა ნაკანს და თითების მოძრაობით ანიშნა ხელი ჩაეკიდა. ნელა ახლართა კაცის თბილ თითებში თავისი გაყინული თითები, შეხებისას მაშინვე დაუარა სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ, თვალები დახარა ტელეფონის ფარანით განათებული გზის დასანახად, სიცივე ყველა უჯრედს ედებოდა, კანკალებდა, მაგრამ მაინც მდუმარედ მიჰყვებოდა პირველს. გასაღებით გააღო დაკეტილი კარი პირველმა, შესვლისთანავე შუქი აანთო და ოთახიც განათდა. პატარა მისაღები კომფორტულად მოეწყოთ, გარშემო ყველაფერს ძველებური ელფერი მიეღო და მყუდრო გარემოს ქმნიდა. ყველაფერი ხის იყო, გარედან ერთი შეხედვით უბრალო სახლი, შიგნით დიდ საიდუმლოს მალავდა და სესილიაც ვერ წარმოიდგენდა შესვლისას ასეთი გარემო თუ დახვდებოდა.
ერთი ჩანთა იქვე პატარა სამზარეულს სკამზე შემოდო, მეორეთი კი სიბნელეში გაუჩინარდა. სესილია კვლავ ერთ ადგილას იდგა, სიცივისგან კანკალებდა, კონსტანტინეს თბილ მოსაცმელს როგორც შეეძლო ისე იჭერდა და პირველის სურნელით გაჟღენთილი ნაჭრიდან ცხვირს არაფრით ყოფდა. მალე დაბრუნდა უკან კონსტანტინე, მთლიანად შეათვალიერა ერთ ადგილას ატუზული ქალი, მხარზე გადაკიდებული ფუმფულა პლედი დივნის სახელურზე გადაკიდა, შემდეგ ბუხრისკენ დაიძრა, მის გვერდზე ლამაზად დალაგებული დაჭრილი შეშა ბუხარში მოათავსა და მალე ცეცხლიც ააგიზგიზა. ხელში მოქცეული სანთებელით სიგარეტსაც მოუკიდა, დიდი ნაფაზი გამოქაჩა თვალებ მოჭუტულმა, ისე რომ ქალისთვის თვალი არ მოუშორებია. დივანზე დადებული პლედი უცებ აიღო, სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია, თან ცალი თვალი მოჭუტა კვამლს რომ არ შეეწუხებინა. მხრებიდან მოაშორა თავისი მოსასხამი და თბილი პლედით სხეული მთლიანად დაუფარა, მერე კი დივანზე დაეშვა და სესილიასაც სავრძელზე ანიშნა.
-მეგის სკოლაში, მეცხრე კლასიდან დავუახლოვდით მე და ანდრო, მას შემდეგ ჩვენი მეგობარია, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იმყოფება, ჭირშიც და ლხინშიც. - მშვიდად დაიწყო საუბარი პირველმა, სესილიამ წამსვე გაუსწორა მზერა, ამღვრეული თვალები შეანათა კაცს, რომელიც ცეცხლის ალს ირეკლავდა და უცნაურად ბრწყინავდა. ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას ერთდროულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ ახლა მისი მოსმენა თავის მეგობარზე საერთოდ არ სურდა, სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდა. - ჩვენთან ერთად იყო უნივერსიტეტშიც. არასდროს არ შევხებივარ ზედმეტად, ხელსაც კი იშვიათად ვხვევდი და მახსოვს სწყინდა, მაგრამ არ შემეძლო მასთან ისე მოქცევა როგორც სხვა გოგოებთან ვიქცეოდი. როგორ მეგობრადაც არ უნდა თვლიდე, როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანს ეხები, ეხვევი ან ეფერები, შენდა უნებურად, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გეფიქრება ყველა შეხებაზე. მე კი არ მინდოდა მეგიზე ოდნავ სხვანაირად გამეფიქრა, ან ის დაფიქრებულიყო ჩემზე. ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ. წლების წინ ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე დავთვერი, იმ ღამეს იმდენი დავლიე დღესაც არ მახსოვს ბევრი რამ, მათ შორის ის თუ როგორ აღმოვჩდი მეგისთან ერთად საწოლში. ჩემს თავს ვერაფრით ვპატიობდი იმას რომ ერთადერთი სიწმინდე რაც გამაჩნდა, ერთი მოქმედებით შევურაცხყვე. მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე არანაირად არ შევხებივარ მეგის, მაგრამ რამდენჯერმე იყო მომენტი როცა არაფხიზელ მდგომარეობაში ერთად დავრჩენილვართ და სხვა დანარჩენისთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია. მეგი ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ჩემს ფიქრებს ვუზიარებდი, მიზიარებდა და ერთმანეთის სურვილებსაც ვაკმაყოფილებდით. კომფორტულად ვიყავი მასთან, მაგრამ მეგობრული სიყვარულის და სექსის იქით არასდროს წავსუვარ. შეიძლება არასასიამოვნოდ ჟღერს და ეს სიტუაცია გულის რევის შეგრძნებასაც გიჩენს, მაგრამ იმას გეუბნები რაც იყო. მე მიყვარს კარგი სექსი, მიყვარს კომფორტის შეგრძნება და თუ ამას ქალთან ვერ ვგრძნობ იქ ყველაფერი სრულდება. მეგისთან ყველაფერი იყო რაც მსურდა, ამიტომ გაიწელა ჩვენი ასეთი ურთიერთობა, იქამდე სანამ შენ არ შეგხვდი.
-ეს ყველაფერი იქამდე უნდა გეთქვა სანამ საპირფარეშოში მოლაპარაკე უცხო ქალებისგან გავიგებდი. შენ თავად თქვი რომ შენთვის არაფერი დამემალა, შენ კი ესეც კი არ მითხარი, გამაცანი ისე თითქოს ჩვეულებრივი მეგობარი იყოს და შენს მიმართ არაფერს გრძნობდეს, მაშინ როცა უყვარხარ და ჩემი შენთან ყოფნა ანადგურებს.
-სესილია…
-ვერ ვხვდები რატომ წამიყვანე იქ მაშინ როცა თქვენს შესახებ ყველამ იცის.
-და რა მერე? მეგისთან საბოლოოდ დავამთავრე ის ურთიერთობა რაც მქონდა. მეგის ვუყვარვარ კი, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად შეძლებს სხვის შეყვარებას. შენთვის კი მთავარი ის უნდა იყოს რომ მე შენთან ვარ, შენ მინდიხარ ყველანაირად და სხვა ფეხებზე მკი.დია.
-მე ის მეწყინა რომ არაფერი მითხარი!
-გავიგე სესილია, მივხვდი და მაგიტომ გიხსნი ამ ყველაფერს. რომ მეთქვა რას იფიქრებდი? არ მინდოდა მეგი ისე გაგეცნო როგორც ჩემი ყოფილი საყვარელი, გაგაცანი როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მეგობარი, თუ შეძლებ კარგი იქნება ასე გააგრძელო ფიქრი და მასთან ერთად ყოფნისას სხვა რამეზე არ იფიქრო, რადგან სხვა არასდროს არაფერი იქნება. ახლა კი მოდი ჩემთან. - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა კვლავ ერთ ადგილას მჯდომ სესილიას დაჟინებით მიაჩერდა და ბოლოს ნაკანმაც ვეღარ მოითმინა, სავარძლიდან წამომდგარი სწრაფად მიუახლოვდა, კაცის მუხლებზე მოთავსდა, მკლავები წელზე შემოხვია და თითებით ჩაბღაუჭებული პლედი კონსტანტინესაც შემოახვია, თან სახე მის ყელში ჩარგო და პირველის სასიამოვნო სურნელით გაივსო ფილტვები. - მე ხომ გითხარი მაშინვე გეთქვა ყველაფერი თუ ჩემზე რამეს გაიგებდი. - ლოყაზე ჩამოატარა თითები, თმები ნაზად გადაუწია უკან, მერე კი მის თმებზე ფერება განაგრძო.
-მართლა უნდა წავსულიყავი, ლილიანს ჩემი დახმარება სჭირდებოდა.
-გადაგიარა წყენამ?
-თავიდანვე ასე რომ აგეხსნა და ყველაფერი გეთქვა გავიგებდი და არც მეგიზე ვიფიქრებდი ისე როგორც შენ გგონია. მე ასეთი არ ვარ, წინასწარ დასკვნების გამოტანა არ მიყვარს როცა რაღაც არ ვიცი, მე ის მეწყინა რომ არ მითხარი და არა ის რომ მეგისთან ასეთი ურთიერთობა გქონდა. ალბათ კომფორტულია იყო ადამიანთან რომელსაც ყველაფერს უყვები და ესმის შენი სურვილები. უბრალოდ რომ გეთქვა თავსაც არ ვიგრძნობდი დამცირებულად.
-გილოცავ ახალ წელს. - მომღიმარმა შუბლზე აკოცა, ნაკანსაც მაშინვე გაეწელა ტუჩის კუთხეები და პირველს ტუჩები ყელზე მიაწება.
-მეც გილოცავ.
-გაგიარა წყენამ. - სვიტერის შიგნით შეუცურა ხელები, ცალი ხელი ზურგზე აატარა და ბიუსჰალტერის შესაკრავიც გახსნა, თითები თბილ მკერდზე მოუჭირა და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტემა სხეულში ქალს.
-ცივა.
-ამის შემდეგ იცი რა უნდა გააკეთო თუ კიდევ ერთხელ აგიხსნა?
-უბრალოდ ემოციური ვარ და თავის გაკონტროლება მიჭირს. - თავი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნა და მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია.
-ჰო, მაგას უკვე მივხვდი. - ლოყაზე მიეფერა ცერით, ლოყა შუბლზე მიადო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. - გათბება ცოტახანში ოთახები.
-ეს ვისი სახლია?
-დედაჩემის მშობლების.
-და შენი მშობლები სად არიან?
-დედა არ ვიცი, მამაჩემი მონასტერში, ჩემი და რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ახლა სრულიად მარტო ვარ, თუ დედაჩემს არ ჰყავს სხვა შვილები, არ ვიცი. ოთხი წლის ვიყავი რომ წავიდა, მას შემდეგ აღარაფერი მსმენია მასზე.
-მაშინ შენი და როგორ…
-ერთი საყვარელისგან ჰყავდა მამაჩემს, მე ვიყავი მისი დედაც, მამაც და ძმაც. მახსოვს როგორ მიხაროდა რომ დაიბადა, მაშინ რვა წლის ვიქნებიდი. მარიტა დავარქვი. როგორი უცხო სახელიც ჰქონდა ისეთი უცნაური და განსხვავებული იყო. ერთადერთი ქალი რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარდა და მისმა დაკარგვამ… ჩემში არსებული ყველა სინათლე გააქრო.
-მე შენში ვხედავ სინათლეს რომელიც ხანდახან ჩემთვის ჩნდება და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ. ჩემთვის ისეთი ხარ როგორსაც გხედავ, სხვა არაფერი მაინტერესებს. პირველად რომ დაგინახე უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გიცნობდი და მანამდეც მყავდი ნანახი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ სად, ან როდის. შეიძლება უბრალოდ ჩემი ილუზიაა, მაგრამ შენთან როცა ვარ თავს ყველაზე მშვიდად, დაცულად, ძლიერად და თან უსუსურად ვგრძნობ. შემიძლია მოგცე ყველაფერი და რატომ, ამას ვერ ვხსნი. - ლოყაზე ნაზად შეახო ტუჩები, შემდეგ მის ბაგეებს მისწვდა.
-მჭირდები სესილია, შენი ემოციები და გრძნობები მჭირდება. - ყელში აკოცა, თან მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-იქამდე ვიქნები შენთან სადამდეც დაგჭირდები.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.
-მე კი მგონია სწორედ მაშინ მიმატოვებ როცა ყველაზე მეტად დამჭირდება შენი გვერდში დგომა. - დივანზე გადააწვინა, ქვემოთ მოქცეულს თითები კაბის ქვეშ ფეხზე აატარა, ნაჭერიც გაიყოლა, თან დეკოლტიდან ამომძვრალ მკერდში ცხვირით ჩაეფლო. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა ქალს, სასიამოვნო შეგრძნებებმაც მაშინვე იჩინეს თავი როგორც კი კაცის თითები სასქესო ორგანოზე მოხვდა, ქვედა ტუჩს კბილებით ჩაფრენილმა ფეხები წელზე შემოხვია პირველს, თითები მის შავ თმაში ახლართა და გაუაზრებლად მკერდი ზევით ამოზნიქა. ნაკანის მოქმედებებით ნასიამოვნებმა ქამარი სწრაფად შეიხსნა ისე რომ ტუჩებით მისი ნაზი კანის შეგრძნება არ შეუწყვიტავს. თავგზას უბნევდა სესილიას, რეალობიდან სწყვეტდა და ამ ყველაფრის ხილვა სასწაულად სიამოვნებდა პირველს. თავის თავთან აღიარება არ სურდა, მაგრამ საათები რომლებიც სესილიას გარეშე გაატარა, აუტანელი იყო, იმდენად აუტანელი რომ ერთი დღე გაჭირვებით გადააგორა მის გარეშე. ქალის სხეულის შეგრძნებისას გულმა კვლავ სწრაფად დაიწყო ძგერა, საკუთარ
ზურგზე მოთარეშე თითები ფიქრებს უფანტავდა, ვერც კი მიხვდა როდის მოშორდა სხეულიდან სვიტერი, მხოლოდ სესილიაზე ფიქრობდა და მისით იყო გაბრუებული. ქალის შეუკავებელი, მაგრამ ჩუმი კვნესა ყურში მელოდიასავით ჩაესმოდა და იმ დროს უკვე იცოდა რომ ამ ყველაფრის გარეშე ვეღარ გაძლებდა.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, იქაურობას სითბოს ჰფენდა, დივანზე მოთავსებულ წყვილსაც ცეცხლის ალში ითრევდა, გახურებულ სხეულებს ედებოდა და წვამდა.
დივანზე მწოლი სესილიას ზემოდან მოქცეულს თავი ქალის ნახევრად შიშველ მკერდზე მოეთავსებინა, თვალები დაეხუჭა და აღელვებული ორგანიზმის დამშვიდებას ცდილობდა. თმაში მოთარეშე ქალის წვრილი თითებიც ადუნებდა, ყველა უარყოფით ფიქრს უფანტავდა და მხოლოდ მასთან რჩებოდა, სესილიასთან რომელიც მხოლოდ სინათლეს სძენდა. ირგვლივ მოდებული ნაცრისფერი არ ქრებოდა, მაგრამ ამ უფერულ ფერსაც ალამაზებდა.
*
დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო ხდებოდა სესილიაზე დამოკიდებული, ვერ ისვენებდა სახლში მის გარეშე, არ მოსწონდა როცა დიდხანს უწევდა ნაკანისგან შორს ყოფნა და იქამდე ვერ მშვიდდებოდა სანამ თავის მკლავებში მომწყვდეულს მკერდზე მჭიდროდ არ მიიკრავდა, ქალის გამაბრუებელ სურნელს არ ჩაისუნთქავდა და იქაურობას არ მოსწყდებოდა.
ვერაფრით შეუცვალა ხასიათი მუდამ მხიარულმა და ემოციურმა ნაკანმა, ბოლოს კი დარწმუნდა იმაში რომ ეს კაცი უბრალოდ ასეთი იყო, გარეგნულად უემოციო, მაგრამ მისი შინაგანი ემოციების შესწავლაც შეძლო მცირე დროში. უამრავ ადგილზე დაჰყავდა, ყოველი გარეთ გასვლა უფრო მეტს აგებინებდა პირველზე სესილიას, მისი ყველა მოქმედება და მისი ხასიათებიც კი თავს აყვარებდა.
-როდის მოხვალ? - სამზარეულოში მოფუსფუსე სესილია მომღიმარი საუბრობდა ტელეფონზე, თან ყველაფრის გამზადებას ცდილობდა.
-ნახევარ საათში, რას აკეთებ? რაღაც ხმები მესმის.
-ვახშამს ვამზადებ.
-ქეთი მანდ არ არის?
-გავუშვი.
-ისეთი შეგრძნება მაქვს ვახშმის გარდა სხვა რაღაცებიც დამხვდება. - ხმა შეეცვალა პირველს, სესილიას კი წამსვე ჟრუანტელმა დაუარა.
-მომენატრე, მალე მოდი.
-ამ ბოლო დროს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება შენი დაუკმაყოფილებლობის გამო სესილია…
-უბრალოდ არ მყოფნი და მგონია რომ სულ მენატრები. ნეტა რისი ბრალია. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან მარმარილოს ზედაპირს დაეყრდნო ხელის გულით.
-დღეს გავარკვიოთ ერთად. უნდა გავთიშო, ნახევარ საათში მოვალ.
-კარგი. - ტელეფონი იქვე დადო, მერე კი თავისი საქმის კეთება განაგრძო. თხუთმეტ წუთში გაისმა კარზე ზარის ხმა, სესილიაც სწრაფად დაიძრა გასაღებად და სტუმრისთვის არც შეუხედავს ისე დაიწყო საუბარი კარის გაღებისას. - ვერ მოითმინე და მალე… - სიტყვა გაუწყდა როგორც კი ქალის დაბნეული სახე დაინახა. ქალიც არა, უფრო ბავშვს ჰგავდა, ალბათ 18-19 წლის იქნებოდა, თხელი სხეული ჰქონდა, მაგრამ დიდ მოსაცმელში გამობერილი მუცელი მაინც ემჩნეოდა. თავიდან შეცბა, დაიბნა, სახეზე ფერები ეცვალა იმის წარმოდგენისას რომ ის ბავშვი შეიძლებოდა კონსტანტინესი ყოფილიყო.
-გამარჯობა… - სახე აწითლებულმა თვალები დახარა, ნაკანიც გონზე მოიყვანა და აზროვნების დაწყება აიძულა.
-გამარჯობა?
-კონსტანტინე პირველი აქ ცხოვრობს? - გაუბედავად ჩაილაპარაკა და ძლივს მოახერხა სესილიასთვის თვალის გასწორება.
-კი მისი სახლია… შემოდი.
-თქვენ… - თაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, შესვლას აჭიანურებდა და არ იცოდა მინდობოდა ამ ქალს თუ არა.
-სესილია, მეც აქ ვცხოვრობ, შემოდი ნუ გეშინია. - ოდნავ გაუღიმა როგორც კი მისი ფორიაქის მიზეზს მიხვდა. - მალე მოვა კოსტა… შეგიძლია იქ მოთავსდე, ახლავე დავბრუნდები. - სავარძელზე ანიშნა, მერე კი სამზარეულოში გავიდა. მაგიდას ხელის გულებით დაეყრდნო თვალ დახუჭული, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა და თავს დამშვიდებისკენ მოუწიდა. ჯერ არაფერი იცოდა, კონსტანტინესგან არაფერი ჰქონდა მოსმენილი, მიუხედავად ამისა ყველანაირად ენდობოდა პირველს, იცოდა მისი ხასიათი, ისიც იცოდა რომ მასთან ყოფნამდე მეგისთან ჰქონდა ურთიერთობა და ვერაფრით უშვებდა იმას რომ ამ გოგოს სხეულში მყოფი ბავშვი შესაძლებელი იყო პირველის ყოფილიყო. ყველაფრის ერთად გაანალიზების შემდეგ სიმშვიდე დაიბრუნა, მაცივრიდან გამოღებული ნატურალური წვენი ჭიქაში ჩამოასხა და მისაღებში გავიდა.
-მადლობა. - აკანკალებული თითები შემოხვია მაღალ შუშის ჭიქას, ოდნავ მოსვა და იქვე მჯდომი სესილია მორიდებით შეათვალიერა.
-შენი სახელი?
-ნანუკა.
-კონსტანტინეს იცნობ?
-არა… - კიდევ უფრო მეტად აუწითლდა სახე, სესილია კი ოდნავ დაიბნა.
-ცოტა უხეში და მკაცრია, მაგრამ არ შეგეშინდეს. - როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგო მაშინვე თქვა, თან პირველის დასახვედრად წავიდა.
-ვერ მოვითმინე და ადრე წამოვედი. - მაშინვე სახეზე მოკიდა ხელები და ტუჩები დაუკოცნა მონატრებულ ქალს, მერე ხელები შემოხვია და მის ყელში სახე ჩარგულმა მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა.
-რატომ ვერ ვხედავ შენს სექსუალურ პენუარს. - უკანალზე მოჭერილი თითებით კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და ყელში აკოცა.
-სტუმარი გვყავს.
-ვინ სტუმარი. - პერანგის მკლავებზე მოთავსებული ღილები შეიხსნა, თან მისაღებისკენ დაიძრა. გოგოს დანახვისას ოდნავ დაახლოვა წარბები, არანაირად არ ეცნობოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო. - გამარჯობა.
-გამარჯობა, მე… ნანუკა…
-კონსტანტინე. - ხელი ჩამოართვა ზრდილობიანად, ეგონა სესილიას ნათესავი ან ახლობელი იყო, მერე იქვე ჩამოჯდა და გოგოს მუცელიც მაშინვე მოხვდა თვალში. - რამდენი წლის ხარ ნანუკა? მგონი მაგ პატარას ყოლა შენთვის ძალიან ადრეა.
-კონსტანტინე! - თვალები დაუბრიალა კაცს, პირველს კი ოდნავ გაეღიმა, თან თვალები უნათოდა ნაკანის ყურებისას.
-რა? რა ვთქვი ისეთი? - თითებზე მოკიდა ხელი, თავისკენ დაქაჩა და გვერდზე მიისვა. - შენი ნათესავია?
-ჩემი არა, შეიძლება შენი გახდეს. - როგორც კი თქვა მაშინვე დაასერიოზულად სახე პირველმა, გოგოს შეხედა, მთლიანად შეათვალიერა და მერე მიხვდა იქ რაც ხდებოდა.
-ჯანდაბა. - სიმწრით ჩაიცინა, სახეზე ხელები ჩამოისვა და სესილიას შეხედა. - არ მითხრა რომ ფიქრობ ის ბავშვი ჩემია.
-მე არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ ეს გოგო აქ მოვიდა შენს სანახავად.
-იმის ალბათობა უფრო დიდია რომ ეს გოგო თვითონ იყოს ჩემი შვილი ვიდრე ის პატარა არსება მის მუცელში. თვრამეტი წლის ბავშვთან რა მინდა სესილია. ამას რომ თავი დავანებოთ და კარგი ჯანდაბას, მასთან ვყოფილიყავი, ის ბავშვი ჩემი ვერანაირად ვერ იქნებოდა და გთხოვ ნუ დამაწყებინებ ახსნას. შენ კი ქალბატონო მითხარი აქ როგორ აღმოჩნდი. - ბოლოს წინ მჯდომ ნანუკას შეუტრიალადა, სახეზე ემოცია არ ეწერა და გოგოც ვერ ხვდებოდა გაბრაზებული იყო თუ რას ფიქროდა.
-მე… წავალ…
-ჯერ გავარკვიოთ როგორ გაიგე ჩემზე, რატომ ჩათვალე რომ მე ვარ ბავშვის მამა და როგორ მოხვედი აქ, მერე წახვალ რა თქმა უნდა.
-ნუ ესაუბრები ბავშვს ასე. ისედაც პატარაა, ორსული და დაბნეული. - ჩუმად ჩაილაპარაკა პირველის გასაგონად, თითები თმებში შეუცურა და მხარზე აკოცა.
-გისმენ. - არ შეუმჩნევია სესილიას სიტყვები, თვალებ ამღვრეულმა ნანუკამ კი ტელეფონი ამოიღო, სწრაფად მოძებნა რაღაც და სახე აწითლებულმა კონსტანტინეს გაუწოდა.
-ჩემმა მეგობარმა გადაგვიღო იმ ღამეს, რამდენიმე კვირის წინ თქვენი სურათიც იპოვნა შემთხვევით და დღეს მაიძულა მოვსულიყავი. ახლა ვხვდები რომ ეს ბიჭი თქვენ არ ხართ და ბოდიში შემოჭრისთვის. მოშორებას ვაპირებდი, მაგრამ რომ გავიგე როგორ ატარებდნენ ამ პროცედურას, ვეღარ შევძელი მოშორება. მისი არც სახელი ვიცი, არც სახე მახსოვს წესიერად რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი. მეც არ ვიცი რას ვაკეთებ, უბრალოდ არეული ვარ, მეშინია და ისიც არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ ყველაფრის გადატანას.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. - ხელი დაადო მხარზე სესილიამ, ნუგეშის მიზნით მკლავზე რამდენჯერმე აატარა, კონსტანტინე კი კვლავ ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ სურათს უყურებდა.
-ამის დედაც… - ფეხზე წამომდგარმა სწრაფად მოიმარჯვა საკუთარი ტელეფონი ხელში, მეგობრის ნომერზე გადარეკა და ანერვიულებული დაელოდა როდის უპასუხებდა. - სად ხარ… ჯერ არ წასულხარ?.. მგონი დედაჩემი ვიპოვნე… ალბათ ძმა მყავს რომელიც ძალიან მგავს… შეგიძლია დათოსთან გაიარო?.. სურათს გამოგიგზავნი და იქნებ იპოვნოს რამე… მადლობა… - ტელეფონი გათიშა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დივანს, დამძიმებული დაეშვა რბილ ზედაპირზე, სესილიას ხელი წელზე მოხვია, რამდენიმე წამით ცხვირი მის ყელში ჩარგო, მისი სურნელი შეისუნთქა დასამშვიდებლად, თან იქვე აკოცა, მერე კი გასწორდა და თავდახრილ ნანუკას შეხედა. - თვრამეტი წლის ხარ?
-ცხრამეტის ვხდები ორ თვეში.
-ბავშვი?
-ექვსი თვის.
-დარწმუნებული ხარ რომ მისია?
-კოსტა! - წარბ აწეულმა შეხედა კაცს. - როგორ ელაპარაკები ბავშვს.
-სხვასთან არასდროს ვყფილვარ. არაფერი მინდა მისგან, უბრალოდ მინდა იცოდეს რომ ეს ბავშვი არსებობს და მომავალში რაიმე პრობლემა არ შეიქმას იმის გამო რომ დავუმალე. არ ვმალავ. თუ არ მოუნდება მის ცხოვრებაში არსებობა გავიგებ, არაფერს ვაიძულებ, არც პასუხისმგებლობის აღებას, მხოლოდ ის მინდა რომ იცოდეს, სხვა არაფერი.
-გამბედავი გოგო ჩანხარ.
-არ ვიყავი, ერთხელ ვცადე ვყოფილიყავი და ახლა თქვენც ხედავთ შედეგს. - ჩაიცინა, თან მუცელზე გადაიტარა ხელი.
-სად ცხოვრობ ახლა ნანუკა?
-ჩემს დაქალთან. მამაჩემი რთული ხასიათის კაცია… სამი თვეა არ მინახავს, რომ გაიგოს… ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ცოლად მომიყვანდა და იტყოდა რომ ბავშვი მისი იყო, მაგრამ არ მინდა, არ შემიძლია თამაში, არც მასთან ერთად ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ მეგობარია.
-ვფიქრობ მალე ვიპოვნით მამას… შეიძლება ჩემი ძმისშვილი ზის მანდ… თუ ასეა ნამდვილად არ მოუწევს ბავშვს უმამოდ გაზრდა.
-თქვენ… იცნობთ?
-არა, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება ის ადამიანი რომელიც საკუთარ შვილს მიატოვეს, თუ ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ვფიქრობ, მაშინ მე ვიქნები ბიძა.
-მიხარია თქვენ რომ არ ხართ მამა… - სიცილით მოიწმინდა ცრემლები. - ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
-რატომ ვითომ. - კონსტანტინესაც გაეღიმა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა მისი სისხლის არა, მაგრამ ნახევარ ძმის შვილი ყოფილიყო ამ გოგოს სხეულში. შემდეგ საკუთარი და ამოუტივტივდა გონებაში, წარმოიდგინა როგორ მოუვლიდა ორსულად რომ ყოფილიყო, ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო და ყველაფერს გადაატანინებდა.
-ზედმეტად დიდი ხართ და მიხარია ასე ძალიან რომ არ გამოვშტერებულვარ… თან ვხედავ როგორი ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ და ამ იდილიაში შემოჭრა ნამდვილად არ მინდოდა. - მომღიმარმა შეათვალიერა ორივე, სესილიამ მაშინვე კონსტანტინეს შეხედა, მწვანე თვალები უბრწყინავდა და კაცის პროფილს შესცქეროდა. მერე ლოყაზე აკოცა, თან ცხვირის წვერიც ოდნავ გაუსვა.
-ეს გოგო უკვე მომწონს. - სესილიას თითებში ახლართა თავისები, მტევანზე მიაკრო ტუჩები და ნაკანს ისე ახედა.
-გაგიმართლა. - სიცილით შეხედა ნანუკას. - შენ არ იცი რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები… ჩემთვისას კი არ უთქვამს.
-ბევრს ლაპარაკობ. - ბარძაყზე მოუჭირა თითები, ნაცრისფერი თვალები შეანათა სესილიას და სუნთქვაც შეუკრა.
-მე დაგტოვებთ… - ფეხზე წამომდგარმა მაშინვე მიიქცია წყვილის ყურადღება.
-დაგირეკავ თუ რამეს გავიგებ. - განათებული ტელეფონი გაუწოდა სადაც ციფრები იყო გამოსახული და ნანუკამაც საკუთარი ნომერი დაწერა.
-მადლობა.
-გაგაცილებ. - კარისკენ დაძრულს უკან გაყვა ნაკანი.
-ბოდიში შენც რომ აგანერვიულე.
-არაფერია საყვარელო, მართალია თავიდან შოკში ჩავვარდი მაგრამ ჩემს კაცს ყველაზე მეტად ვენდობი.
-ნახვამდის. - მომღიმარმა აქცია ზურგი და გასასვლელისკენ წავიდა.
-რატომ თქვი რომ ის ბავშვი შენი ვერანაირად ვერ იქნებოდა? - შესვლისთანავე პირველისკენ დაიძრა, კონსტანტინე კი დაბნეული მიაშტერდა.
-რა?
-რატომ იყავი დარწმუნებული რომ ბავშვი შენი არ იყო.
-შენ არ იყავი? - ქვევიდან მოიქცია ქალის სხეული და ტუჩები ყელზე მიაწება. მაშინვე შეუძვრა ნესტოებში ქალის სასიამოვნო სურნელი, სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა, კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ყელში, შემდეგ ნაზად აუყვა ლოყისკენ.
-შენ იცი რასაც გეკითხები და თავს ნუ არიდებ პასუხის გაცემას კონსტანტინე… გაჩერდი. - ხელებით მიაწვა კაცს მაგრამ ვერაფრით მოიშორა.
-ნუ მეწინააღმდეგები სესილია! - მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ, მაგრამ მაინც არ შეუწყვიტავს ნაკანს კაცის მკლავებიდან დაღწევის მცდელობა. სესილიას ატლასის ხალათის ქამრით უკან შეუკრა ხელები მოხერხებულად, შემდეგ მუხლებზე დააყენა და ყბებზე ჩავლებული თითბით სახე მისკენ შეატრიალებინა, ტუჩებზე აკოცა, მაგრამ მისით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა ქალის ჩავლებული კბილების გამო. - ჯანდაბა როგორ მიწვევ. - უკანალზე მტკივნეულად მიარტყა ხელი. პირველის თითოეული მოქმედებ იმდენად ეროტიული ეჩვენებოდა, იმდენად ვნებიანი რომ თავს ვეღარ იკავებდა, სწრაფად სუნთქავდა და კაცისგან მიღებული სიამოვნების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. მალე მთლიანად გადაეკრა თვალებზე ნისლი, მისი თითოეული შეხება ერთდოროულად იყრიდა თავს, იგრძნო როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი მოსალოდნენლი ორგაზმის მიღების შედეგად. - ჯანდაბა ჩემზე მალე როგორ ათა.ვებ. - სიცილით აკოცა ხერხემალზე, უკანალზე აარტყა ხელი, შემდეგ მაჯები გაუნთავისუფლა, სახით მისკენ მყოფის ფეხი მხარზე შემოიდო და ტუჩებზე დაეტაკა.
იქამდე ეფერებოდა და კოცნიდა სანამ საბოლოოდ ძალა გამოცლილმა დივნის საზურგეს არ ჩამოადო თავი, ზემოდან მჯდომ ქალს უკანალიდან ზურგზე აატარა თითები, თავის ყელში სახე ჩარგულს თავი ააწევინა და დაბინდულ მწვანე თვალებში ჩახედა. - ვგიჟდები შენზე სესილია. - წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, დაცვარული შუბლიდან სისველე მოსწმინდა და ტუჩები დაუკოცნა.
-მე შენ მიყვარხარ კოსტა. - თვალ მოუშორებლად უყურებდა და ელოდა რაიმე ნიშანს რაც მისი ემოციის წაკითხვაში დაეხმარებოდა. ცივ სახეზე არაფერი შეცვლილა მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ დაინახა როგორ გაუბრწყინდა ჩამქვრალი ნაცრისფერი თვალები, ასეთი ჯერ არასდროს ენახა და მიხვდა მარტო ამ ყველაფრის სანახავად ღირდა ამ სამი სიტყვის თქმა.
-არადროს მიმატოვო სესილია. - წამსვე გაჩნდა მის თვალებში დარდი, რომლის მიზეზსაც ვერასდროს იგებდა ნაკანი, არადა ძალიან ხშირად ხედავდა ასეთს. მარტო დაჯდებოდა სიგარეტით ხელში და ისე ჩაცლიდა ნახევარ კოლოფს ვერ იაზრებდა. არ იცოდა რაზე ფიქრობდა, რა აწუხებდა და არც პირველი ამბობდა რამეს. - დამპირდი რომ არასდროს დამტოვებ.
-გპირდები. - ნაზად შემოხვია მკლავები, სახე მის ყელში მოათავსა და მისი სურნელის შეგრძნებისას თვალები მინაბა. - მაგრამ მითხარი რატომ იყავი დარწმუნებული რომ ბავშვი შენი არ იყო.
-ბავშვის ყოლა არ შემიძლია.
-დარწმუნებული ხარ?
-ახლა უკვე ორსულად უნდა იყო სესილია. როდის დამიცავს თავი? ყოველ წელს ვიტარებ გამოკვლევებს, პასუხი კი იგივეა.
-მკურნალობაზე არ გიფიქრია?
-არა.
-რატომ?
-მიზეზი არ მქონდა რადგან შვილზეც არ ვფიქრობდი. - ხერხემალზე ზევით-ქვევით დაატარებდა თითებს, კისრამდე ადიოდა, იქვე პატარა თმებზე ეფერებოდა და კვლავ უკან ბრუნდებოდა.
-და შეიძლება? - გაბრუებულმა ყელზე მიაკრო ტუჩები კაცს, თითები სახეზე ჩამოატარა, მერე თმებში შეუცურა.
-შეიძლება.
-თუ დროულად არ მიხედე მერე გვიანი იქნება.
-არასდროს მდომებია ქალთან სექსზე მეტი სესილია, საჭიროებას არასდროს წარმოადგენდა ჩემი ჯანმრთელი სპე.რმატოზოიდები, არ მაწუხებს ეს ფაქტი.
-ჯერ არ გაწუხებს, მერე შეგაწუხებს, ამიტომ ჯობია მიხედო თავს… რატომ უნდა გქონდეს პრობლემა ორგანიზმში მაშინ როცა ამის გამოსწორება შესაძლებელია. გთხოვ… - თავი წამოსწია და ნაცრისფერ თვალებში ჩახედა.
-რას? - ლოყაზე მიეფერა, სახე მთლიანად შეუთვალიერა, მერე კი ტუჩებზე აკოცა.
-დაიწყე მკურნალობა…
-ვნახოთ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, ფეხზე წამომდგარი პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, სესილიასთან ერთად დადგა ცხელი წყ.ლის ქვეშ, უკანალზე მოთავსებული ხელი წელის გავლით ზურგზე აატარა, თავის მხარზე დალაგებულ მკლავზე ტუჩები მიაკრო, მერე ყელზე გადავიდა, ბოლოს სველი თმა უკან გადაუწია და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. უცნაური ჰაერი ტრიალებდა სესილიას გარშემო, ყველა უარყოფითი აზრი, თუნდაც გრძნობა ქრებოდა და რჩებოდა მხოლო ნაკანი თავისი დადებითი ემოციებით, დღითიდღე უფრო მეტ სიამოვნებას, მეტ სასიამოვნო ემოციებს იღებდა მისგან და მასთან ერთად ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა.
მხოლოდ საცვალი და ზევიდან შემოცმული ხალათი უფარავდა სხეულს ქალს, გვერდზე მჯდომ კონსტანტინეს მომღიმარი უყურებდა რომელიც მის გაკეთებულ საჭმელს ინტერესით აგემოვნებდა. - გემრიელია.
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. - ფეხზე წამომდგარმა ლოყაზე აკოცა, მერე მაგიდის ალაგებას შეუდგა.
-მადლობა. - ტუჩებზე რამდენიმე წამით დაეწაფა სესილიას, შემდეგ მაგიდაზე მოთავსებულ ტელეფონს სტაცა ხელი და სწრაფად უპასუხა, თან საძინებლისკენ წავიდა. მალევე გაჰყვა სესილიაც, ფანჯარასთან მდგომს შეხედა, რომელმაც მაშინვე შეათვალიერა მისი სხეული, მზერა ცოტა ხნით შიშველ მკერდზე გააჩერა, მერე კი თვალი ჩაუკრა ქალს და კვლავ საუბარი განაგრძო. - ხვალ გელოდები მაშინ… კარგი მიდი. - ტელეფონი როგორც კი გათიშა საწოლისკენ დაიძრა, სახით ჭერისკე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. - ხვალ ანდრო მოვა დილით, მგონი იმ გოგოს ბავშვის მამა ვიპოვნე.
-რას ფიქრობ ამ ყველაფერზე კოსტა. - მისკენ გადატრიალებულმა პირველის პროფილზე გააჩერა თვალი. არ ეხებოდა, უბრალოდ იწვა მის გვერდით და თვალებ დახუჭულს მიშტერებოდა.
-არ ვიცი, მე დედაჩემიც კი არ მახოვს წესიერად, მისი ნახვის და გაცნობის სურვილიც არ მაქვს. უბრალოდ მინდა იმ ბავშვს მამა ჰყავდეს, შემეცოდა ის გოგო… რამდენი გამოსი.რებულის გამო ენგრევათ ცხოვრება.
-ბავშვის ყოლა ცხოვრების დანგრევა?
-თვრამეტი წლის გოგოსთვის კი სესილია. ცხოვრებას ახლა იწყებდა და იმის გამო რომ ვიღაც ჰორმონებს აყოლილმა ბიჭმა პრეზერვატივის გამოყენება არ იცის, ბავშვი უნდა გააჩინოს, გაზარდოს მარტომ და ის წლები დაკარგოს რომელიც ყველაზე დაუვიწყარია ცხოვრებაში. ბავშვის ყოლას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, ერთი შეცდომით კი სამი ადამიანის ცხოვრება ინგრევა. ბავშვი ვერასდროს გაიგებს რა არის ოჯახური სითბო და როგორც არ უნდა იზრუნო მასზე ყოველთვის იგრძნობს დანაკლისს. მე ყველაფერი მქონდა, ყველაფერი მომცა მამაჩემმა რისი მოცემაც შეეძლო ან არ შეეძლო, მაგრამ ის სიცარიელე რომელსაც დედის არ ყოლისგან განვიცდიდი ვერაფრით შემივსო. ზედმეტად მზრუნველი მამა იყო ყოველთვის და მისი დამსახურებით ვარ ის რაც ვარ. არა მხოლოდ მამა, საუკეთესო მეგობარიც, რომლისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
-ნახულობ ხოლმე?
-რამდენჯერმე ვცადე ნახვა, მაგრამ ჩემს სანახავად არ გამოდის.
-შენს დას როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედამისთან?
-ჩვეულებრივი. ხშირად ატარებდა დროს დედამისთან, ისეთი ენერგიული, მხიარული და პოზიტიური იყო ყველას აყვარებდა თავს… მე ვერ მივიღებ იმათ სესილია… რთული ადამიანი ვარ. თუ ადამიანს წლების მანძილზე არ ვიცნობ ან არ მაინტერესებს, უბრალოდ კონტაქტს არ ვამყარებ. ვერ ვენდობი მხოლოდ იმიტომ რომ ერთი ქალის ორგანიზმში ვართ გაზრდილები. ჩემი სისხლი არ აქვთ და შინაგანად ვერ ვგრძნობ ვერაფერს იმის მიუხედავად რომ გავიგე ორი ძმა და ერთი და მყავს.
-როგორ შეგიძლია…
-არ ვიცი. უბრალოდ ასეთი ვარ. შენთან ის ვარ რაც სინამდვილეში ვარ…
-ვიცი, ვიცი როგორიც ხარ და არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი იყო. მე რომ გამეგო მსგავსი რამ ალბათ სიხარულისგან უამრავ რამეს გავაკეთებდი, შენ კი წარბსაც არ ხრი, როგორ არასდროს გემჩნევა ემოცია სახეზე…
-ხომ გეუბნები, ჩემი ემოციებიც შენ გაქვს და ალბათ ამიტომ ხარ ახლა ჩემთან რომ ჩემი ნახევარი გამიზიარო. - სიცილით გადატრიალდა მისკენ, ისედაც შეხსნილი ხალათი მკერდიდან გადაუწია და ტუჩები იქვე მიაწება.
-მოიცადე… მართლა მაინტერესებს ემოცია რატომ არასდროს გემჩნევა სახეზე, შენ არ იმჩნევ თუ მართლა ასეთი სახე გაქვს.
-ასეთი სახე მაქვს. - მუცლამდე ჩავიდა კოცნით, შემდეგ ორივე ხელს დაეყრდნო და ლოყებ აწითლებულ ქალს ზევიდან დახედა. - სამაგიეროდ შენ გემჩნევა ყველაფერი შენს ლამაზ სახეზე. - ცხვირის წვერზე აკოცს გამხიარულებულმა, მერე ლოყაზე და ბოლოს ტუჩები დაუკოცნა. - კიდევ ვერ შემეჩვიე? რამდენი ხანი გავიდა სესილია? - ხელი აატარა ბარძაყზე, იღიმოდა და ისე დაჰყურებდა ქალს.
-რა ჩემი ბრალია კონსტანტინე, ხომ იცი რომ ვერ ვაკონტროლება ემოციებს, შენ კიდე ყველანაირად, ყველაფრით მოქმედებ ჩემზე. - მკლავები წელზე მოხვია და აიძულა საწოლზე დაწოლილიყო, მერე თავი მკერდზე მიადო და მომღიმარმა თვალები დახუჭა.
-ჩემი ბრალი ყოფილა. - ჩაიცინა, ხელებს კვლავ არ აჩერებდა, სესილიას სხეულზე დაათარეშებდა და მის სურნელში ჩაფლული ბრუვდებოდა.
*
საკუთარ სახლში, საკუთარ სავარძელში მჯომს ფეხი ფეხზე გადაედო, თითები ერთმანეთში აეხლართა და ურეაქციო გამომეტყველებით აკვირდებოდა წინ მჯდომ გაურკვევლობაში მყოფ 22 წლის ბიჭს, არ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი ან რა უნდა ეთქვა. იქვე მჯომი ანდროც ჩუმად უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს და მოუთმენლად ელოდა მათი საუბრის დაწყებას.
-ვინ ხარ. - ბოლოს პირველის წინ მჯდომმა დაარღვია სიჩუმე, კონსტანტინეს კი ოდნავ გაეღიმა.
-ხომ გითხარი, კონსტანტინე პირველი.
-და აქ რატომ ვარ? ჩემგან რა გინდათ?
-შენგან… მე არაფერი, მაგრამ შენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს უნდა შენი გვერდში დგომა.
-რას მეკაიფები? - სიცილით აატრიალა თვალები, მაგრამ როცა კონსტანტინეს სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ შენიშნა დაიბნა, წამებში გადაუვიდა ფერი სახიდან და შოკირებული მიაჩერდა პირველს.
-ვფიქრობდი რადგან მგავდი გამოშტერებული არ იქნებოდი, მაგრამ ახლა შენი ყურებისას ფიქრები მეცვლება.
-რას გულისხმობ… ამის დედაც ამიხსნი რა ხდება?
-უყურე შენ, გაბრაზებაც სცოდნია პატარა ნიკუშას… - წარბ აწეულმა გადახედა იქვე მჯდომ ანდროს, მერე კვლავ წინ მჯდომს გაუსწორა თვალი, ნელა წამოდგა ფეხზე, თვალებ ანთებულს მოუახლოვდა და ზევიდან დააჩერდა. ყველაფერი სახეზე ეწერა, ყველა ემოციას კითხულობდა პირველი, ხედავდა როგორ ითმენდა ბიჭი და თვითონაც სცდიდა მის მოთმინებას. აინტერესებდა სადამდე გაძლებდა, ან რას მოიმოქმედებდა. საყელოში მოკიდა ხელი და წამოდგომისკენ უბიძგა, ისიც ბრაზმორეული დაჰყვა მის ნებას, თვალები წამით დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - ჩვეულებრივი დედიკოს ბიჭი, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. - ახლოდან შეუთვალიერა სახე, ცინიკურად ჩაიცინა და ხელიც შეუშვა. - არც ისე ძალიან მგავხარ შენში რომ ავრეოდი ვინმეს… აბა, რას აპირებ? მიხედავ იმ გოგოს შენს ბავშვს რომ ატარებს მუცლით თუ აი.თესები სი.რივით.
-ვინ გოგო? საერთოდ რაზე საუბრობ? ვინ ჯანდაბა ხარ და შენ საიდან იცი ვინ ატარებს მუცლით ჩემს ბავშვს. - ბოლოს ხმა ჩაუწყდა, ცისფერი თვალები გაუფართოვდა და ოდნავ შებარბაცდა გააზრებისას. - ჯანდაბა… რაღაც ხუმრობაა ხო? - დივანზე ჩამოჯდა იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს, თავი კი ხელებში ჩარგო.
-ნანუკა ჰქვია ბავშვის დედას, გიშინ მომადგა სახლში, უნდა იცოდე რომ ბავშვს ელოდება, არ გიმალავს და თუ სურვილი გექნება შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო მის გაზრდაში, თუ არა და არაფერს გთხოვს.
-ნანუკა? ჟღალი… წითელ თმიანი ლამაზი გოგო? - წამსვე ახედა ქვევიდან თვალებ გაფართოვებულმა და პირველმაც ინტერესით შეათვალიერა ნიკოლოზის გაოცებისგან გაფართოვებული ცისფერი თვალები.
-საყვარელი, ჭორფლიანი ბავშვი, რომელიც უკვე ბავშვს ატარებს… საერთოდ რაზე ფიქრობდი, ქალთან სექსი პირველად გქონდა თუ იმდენი როგორ ვერ მოტვინე ამხელა კაცმა პრეზერვატივი გამოგეყენებინა, ან გამოგეღო მაინც. - ისე მოულოდნელად და გაუაზრებლდ მოირგო უფროსი ძმის როლი თვითონაც ვერ გაიაზრა, იქვე მჯდომი ანდრო კი გაოცებული უყურებდა სიტუაციას. დეჟავუს განიცდიდა იმ წუთებში თავ ჩახრილი ბიჭის და თავზე წამომდგარი კონსტანტინეს ყურებისას. - იმ გოგოსაც დაუნგრიე ცხოვრება და შენს თავსაც მაგრად გაუჩალიჩე.
-გათიშული ვიყავი ტო… მე რა ვიცი.
-შენ რა იცი… რა გამოსი.რებული თაობა წამოვიდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა, იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფოდან ორი ღერი ამოიღო, ერთი ანერვიულებულ ბიჭს გაუწოდა, მეორე ტუჩებს შორის მოიქცია და ანთების შემდეგ სანთებელა სწრაფად გადაუგდო ბიჭს, მან კი უცებ დაიჭირა, ურეაქციოდ მოუკიდა და ჩაფიქრებულმა დიდი ნაფაზი გამოქაჩა. - ვხედავ გეცნო…
-ჰო მახსოვს, ბარში ვიყავით, მე რა ვიცოდი ეგეთი პატარა თუ იქნებოდა… ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, სექსუალურად ცეკვავდა და მეც უბრალოდ ავყევი. არაფერს ვაპირებდი ცეკვის გარდა გეფიცები, პროსტა თვითონ გადმოდგა ნაბიჯი, მეც არ ვიყავი ვფხიზელ მდგომარეობაში და ქალისთვის რომელსაც ჩემთან ყოფნა უნდოდა უარი რატომ უნდა მეთქვა. ისე იქცეოდა რას ვიფიქრებდი ქალიშვილი თუ იყო. ისიც მეორე დღეს გავიგე. - დამნაშავე ბავშვივით ბურტყუნებდა, კონსტანტინე კი ჩუმად უსმენდა. - მახსოვს რომ ნანუკა ერქვა, თავის მეგობარი ასე ეძახდა. რამდენჯერმე ვცადე მოძებნა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, შენსავით იმის ფუფუნება არ მაქვს უცებ ვიპოვნო ადამიანი და სადღაც გადაკარგული ბარიდან წამოვიყვანო.
-სამწუხაროა, ნამდვილად.
-და შენ ვინ ხარ? რატომ გადარდებს ნანუკა, ან მე?
-დედაშენის პირველი შვილი ვარ, რომელიც ხუთი წლის ასაკში მიატოვა და მას შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს. - სავარძელში ჩაეშვა, კიდევ ერთი მიღებული ინფორმაციით შოკირებულ ნახევარძმას შეხედა და მის რეაქციაზე ჩაეცინა.
-არ მჯერა. - პირ დაღებულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა. ახლა ეს ამბავი უფრო მოქმედებდა მასზე ვიდრე ის რომ მალე მამა გახდებოდა.
-რა არ გჯერა?
-რომ დედაჩემმა მიგატოვა.
-თავიდან მეც არ მჯეროდა. - ურეაქციოდ გადაიდო ფეხი ფეხზე, თან ნიკოტინი ფილტვებში ჩაუშვა. - ეს მეორე ხარისხოვანია, ახლა მთავრი ბავშვია, რომელსაც არაფერი დაუშავებია და შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ჩაისახა. ბავშვს ორივე მშობელი სჭირდება გვერდით, თუ თავმოყვარეობა და პრინციპები გაგაჩნია, უნდა მოიქცე როგორც კაცს შეეფერება და ის საწყალი გოგო მარტო არ დატოვო.
-საწყალი რატომ არის?
-ამ ასაკში აჩენს ბავშვს, თანაც ჩამოუყალიბებელი ბიჭისგან, რომელიც გაგებაში არაა ცხოვრებისგან რა უნდა.
-შენ ჩემზე არაფერი იცი.
-იმაზე მეტი გავიგე ამ მცირე დროში ვიდრე საჭირო იყო, ახლა გადაწყვიტე რას იზამ, დავურეკო იმ გოგოს?
-მართლა ჩემი ძმა ხარ? - თვალებში უცნაური სხივი უკრთოდა, რომელიც კონსტანტინეს ფიქრებს ურევდა, მისმა კითხვამაც დააბნია, მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია. უცნაური სითბო მოდიოდა ბიჭისგან, პირველი კი ყველანაირად ცდილობდა ეს გრძნობები დაეიგნორებინა.
-ნახევარ ძმა.
-ჯანდაბა კიდევ ერთი ძმა.
-ნახევარ ძმა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველმა, ბიჭს კი გაეცინა. - უბრალოდ ერთმა ქალმა გაგვაჩინა… მხოლოდ გენეტიკა მოქმედებს, ისიც ნახევრად.
-მაინც ვერ ვიჯერებ რომ დედამ მიგატოვა.
-დედაშენზე საუბარი არ მსურს, არც მისი ნახვა და საერთოდ დიდი ხნის წინ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. დიდად არ მაინტერესებს ორსული გოგო, მაგრამ რადგან ბავშვი ჩემი ნათესავი გამოდის, უყურადღებოდ ვერ დავტოვე.
-რათქმაუნდა, შენს ძმის შვილს უყურადღებოდ ხომ არ დატოვებდი. - თვალები უციმციმებდა, კონსტანტინე კი უკვე ათასნაირ გაურკვეველ გრძნობებს განიცდიდა.
-ნუ მეძახი ძმას. - მკაცრად თქვა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია ბიჭს, უცნაურად გახარებული იღიმოდა.
-რატომ?
-მე შენი ძმა არ ვარ, სისხლი არაფერს ცვლის, ჩემი ძმა აი იქ ზის და უცნობი ხალხის ოჯახში შემოშვებას ძნელად ვახერხებ. არ გენდობი და არ ვაპირებ ამის შესაცვლელად რამე გავაკეთო.
-ნინის გაუხარდებოდა შენზე რომ გაეგო… - ეცინებოდა კონსტანტინეს ჯიუტობაზე, ეგონა ჭირვეულობდა, პირველი კი სერიოზულად ამბობდა სათქმელს.
-მაგრამ ვერ გაიგებს, რადგან შენ არაფერს იტყვი.
-ვინ დამიშლის? შენი და...
-მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე! - მოულოდნელად სწვდა საყელოში, სახე ახლოს მისწია და გაღიზიანებულმა გარკვევით წარმოსთქვა სიტყვები. - არ ვარ შენთან ღლიცინის ხასიათზე, არც რაიმე ურთიერთობის ქონა მინდა შენთან ან რომელიმე შენს ოჯახის წევრთან. შენ მე არ მიცნობ, გირჩევნია არც გამიცნო, დარჩე იმ მხარეს სადაც ხარ და საზღვარი არ გადმოკვეთო. ჩემი და დიდი ხნის წინ დავასაფლავე, მეტი და მე არ მყავს. ახლა აქ დაჯდები, ხმის ამოუღებლდ დამელოდები სანამ იმ გოგოს მისამართს არ გავარკვევ და მერე აქედან ისე დაა.ხვევ რომ უკან არ მოიხედები.
-რა ადვილად საუბრობ… ალბათ მართლა არაფერს ნიშნავს ის რომ მე გყავარ, კიდევ ერთი და და კიდევ ერთი ტვინისმტყ.ნელი პატარა ძმა. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, კონსტანტინე კი წამიერად გაშეშდა. თვალწინ გადაურბინა როგორ ხვდებოდა დას რომელიც ოდნავ ჰგავდა, ძმას რომელიც მოუსვენარი და ჰიპერაქტიული იყო, წარმოიდგინა ოჯახი სადაც სითბო ტრიალებდა და ამ ოჯახში თვითონაც შედიოდა, ბოლოს კი საკუთარ დამდე მივიდა, დედამდე რომელმაც მიატოვა, გულის არეში კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი, თვალები აემღვრა და ყბებიც დაეჭიმა.
-შენ მყავხარ? - ცინიკურად ჩაიცინა, ხელი შეუშვა ბიჭს და უკან დაიხია. აღარაფერი უთქვამს, ტელეფონში მოძებნა ნანუკას ნომერი, სწრაფად გადარეკა და რამდენიმე წუთში მისი ადგილმდებარეობაც გაიგო. - ამ მისამართზე მიდი და დაელაპარაკე იმ გოგოს.
-რა უნდა გავაკეთო. - მოულოდნელად შეეცვალა ხმა, გამომეტყველებაც და წამსვე დაბნეულ ბავშვად გადაიქცა.
-შენ რას ფიქრობ?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე… ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ.
-რა გააზრება მაგას უნდა?
-კარგი შე ჩემა, ეგრე ნუ აწვები… რაც არ უნდა იყოს ჯერ პატარაა…
-ამის ასაკში უკვე კომპანიას ვმართავდი, რა პატარა, ამხელა ვირია.
-და თურმე არ უნდა ძმა. - თვალები აატრიალა მომღიმარმა, კონსტანტინემ კი წამსვე მას გახედა ანთებული თვალებით და ნიკოლოზმაც მაშინვე გაჩუმება არჩია.
-თუ ვეხმარებით ბოლომდე დავეხმაროთ… - კონსტანტინეს სასმლის კოლექციიდან ერთი ბოთლი გამოიღო, ვისკის ჭიქებიც მიიტანა და მაგიდაზე დალაგებულ სამ ჭიქაში აუჩქარებლად ჩაასხა ყავისფერი სითხე. - ახლა დაფიქრდი, ბავშვი უკვე არსებობს, ის გოგო გაჩენას აპირებს, როგორც გავიგეთ მშობლებმა არ იციან, თუ გაიგეს დიდი ალბათობით ყველაფერი ცუდად დასრულდება… ჯერ იქიდან დავიწყოთ… მოგეწონა ის გოგო?
-ამაზე საუბარს სერიოზულად ვაპირებთ? - თვალები აატრიალა პირველმა, უცებ მოხვია ჭიქას თითები და პირისკენ წაიღო.
-შენი ძმაა და გინდა ასე გზააბნეული დატოვო?
-შენ მომწონხარ. - მომღიმარმა გაიშვირა თითი ანდროსკენ, ნიკოლაიშვილმა კი გვერდულად გამოხედა წარბ აწეულმა. - უცნაურები ხართ.
-კითხვაზე გამეცი პასუხი.
-მომეწონა, ეგრე არასდროს არავინ მომწონებია.
-გეტყობა, ეგრევე გამოგაყ.ევა და ბავშვიც გააკეთე.
-შენ ვერ გაკმაყოფილებენ თუ ასეთი აგრესიული რატომ ხარ? - თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა, მის სიტყვებზე კი ანდროს მაშინვე სიცილი წასკდა.
-აგრესიული არ არის, ასეთი გამომეტყველება აქვს… მერე? რას ფიქრობ ახლა? კარგია რომ მოგწონს, ბავშვიც იმ გოგოსგან გყავს რომელიც მოგწონს, მაგრამ როგორ ურთიერთობას აპირებ? თქვი მოძებნა ვცადეო.
-არ ვიცი.
-რამე იცი საერთოდ? - კვლავ შეურია ირონია ხმაში პირველმა, ნიკოლოზმა რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ კი უბრალოდ დააიგნორა მისი სიტყვები.
-ბავშვზე პასუხისმგებლობას ავიღებ რა თქმა უნდა, მართლია ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, მაგრამ ალბათ მალე სრულიად გავიაზრებ იმ ფაქტს რომ მამა ვხდები… ჯანდაბა, მე უნდა გავხდე მამა? - სახეზე ჩამოისვა ხელები. - ვერ ვიჯერებ.
-ბინა გაქვს? სადაც შეძლებ რომ გადახვიდე და ცოტა ხნით მასთან ერთად იცხოვრო.
-ჯანდაბა რა რთულია.
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ დააორსულებდი იმ საწყალ გოგოს.
-უკვე გამაღიზიანებლად საუბრობ.
-სიმართლე მწარეა.
-ნუ ამბობ ისე თითქოს მომაკვდავი სენი შეეყარა.
-რა განსხვავებაა? შენ ორსულობა და ბავშვის გაჩენა ადვილი გგონია? წარმოდგენა გაქვს რისი გადატანა მოუწევს იმ პატარა ბავშვს რომელსაც ჯერ არაფერი უნახავს ცხოვრებაში. შენი სულელური საქციელის გამო მომავალი მთლიანად შეეცვალა.
-რატომ დარდობ ასე ამაზე?
-ქალი ყველაფერზე წინ დგას ჩემთვის, სამწუხაროდ ხშირად შენნაირი გამოსი.რებულების გამო ზარალდებიან და ამ ფაქტს უყურადღებოდ ვერ ვტოვებ. შენ თვრამეტი წელი დიდი გგონია? შენი და რომ დაარსულოს ვინმემ რას იზამ? როგორ მოიქცევი? ზუსტად შენი დის ტოლია ეგ გოგო და როგორც ნინია პატარა, ისე ნანუკაა ბავშვი. იყო ბავშვი, ვეღარ იქნება სამწუხაროდ.
-ახლა ვეღარაფერს შევცვლი.
-შეცვლი, დაუდგები იმ გოგოს გვერდში, დაეხმარები და ყველაფერს გააკეთებ მისთვის თუ გინდა რომ მე დაგეხმარო და დაგიდგე გვერდში.
-შენი არ მესმის.
-ბევრს არ ესმის და არც არის საჭირო გამიგო, გადახვალ მაგ გოგოსთან ერთად და გაზრდი ბავშვს?
-ჰო. - თავ ჩახრილმა ჩაიბურტყუნა. - მართლა მომეწონა… ასე არასდროს არავის მივუზიდივარ, არ მდომებია და არავისთან თავი არ შემიკავებია. მართლა მინდა ნახვა… დიდი ხანია მინდა და ვერ წარმოვიდგენდი როდისმე კიდევ თუ შევხვდბეოდი.
-ძალიან კარგი.
-ბინა გაქვს?
-კი, გლდანში.
-სად? - ისე ჰკითხა ანდრომ თითქოს მართლა ვერ გაიგო, ნიკოლოზმა კი თვალები აატრიალა. - ძალიან შორს წასულხარ ძმაო.
-ყველას არ გვაქვს თბილისის ცენტრში ცხოვრებს ფუფუნება.
-თუ ჭკვიანად მოიქცევი გექნება… შენი ტოლი რომ ვიყავი არც მე მქონდა, ნუ მე კი აქ დავიბადე და გავიზარდე მაგრამ... - თვალი ჩაუკრა ანდრომ, კონსტანტინე კი ხმას არ იღებდა. - ისე სად ცხოვრობ?
-გაყიდე ის სახლი, იმ ფულით ჩემს ერთ-ერთ ახალ კორპუსში გაყიდინებ სახლს.
-არ მინდა.
-თავის დაფასების დრო არ გაქვს, რამდენსაც დავამატებ გეტყვი და როცა გექნება დამიბრუნებ.
-უკვე გითხარი რომ არ მინდა.
-ჩემს ძმის შვილს სადღაც გადაყრუებულ ერთ ოთახიან ბინაში ვერ ვაცხოვრებ! - ბოლოს მკაცრად თქვა, თვალი გაუსწორა ნიკოლოზს და მის თვალებში ანთებული სხივებიც დაინახა. - ჯანდაბა, მართლა ბავშვია, ამან ბავშვს როგორ უნდა მიხედოს. - ანდროს გასაგონად ჩაილაპარაკა დაეჭვებულმა, შინაგანად კი მაინც სიამოვნებდა მისი ეს ემოციები.
-მიხედავს ნუ ნერვიულობ, საყავრელია, დამევასა.
-ამ ყველფერს დიდი დრო დასჭირდება.
-მანამდე პაემანზე დაპატიჟე, დრო ერთად გაატარეთ, გაიცანი და ყველაფერი რომ მოგვარდება შენთან გადასვლა შესთავაზე. მე არ მინახავს, მაგრამ კოსტას თუ მოეწონა ესეიგი მართლა საყვარელია.
-მადლობა. - სერიოზული გამომეტყველებით უთხრა ანდროს, მან კი უბრალოდ თავი დაუქნია.
-ყველაფერი დალაგდება, რამდენიმე წელი, ბავშვი რომ წამოიზრდება და ის გოგოც ფეხზე მყარად დადგება მერე შეიძლება დაშორება თუ არ შეგიყვარდა. უბრალოდ ერთად იცხოვრებთ და შენს მშობლებს შენს შეყვარებულად გააცნობ. ქორწილი და მსგავსი სისულელეები საჭირო არაა.
-და ნანუკას ოჯახი?
-ნუ თავიდან ისედაც ვერ გაიგებენ, გოგოს დიდად ურთიერთობა არ აქვს მშობლებთან. მერე ვნახოთ რა იქნება, გრძნობები გაჩნდება თუ არა. შეიძლება შენ თვითონ მოიყვანო ცოლად, ან პირიქით. თქვენ მოაგვარებთ… თუ რამეა ჩვენ აქ ვართ… მართალია კოსტა ცოტა ხისთავიანია, მაგრამ შენ შეგეჩვევა.
-მართლა არ გინდა ნახო…
-შენც საკმარისი ხარ. - სიტყვა არ დაამთავრებინა კოსტამ.
-კარგი. - ფეხზე წამოდგა, ფურცელზე დაწერილ მისამართს დახედა, მერე კი პირველს გაუსწორა თვალი. - მიხარია რომ გაგიცანი.
-იმედი მაქვს ისე მოიქცევი რომ მეც გამიხარდეს.
-ვეცდები. - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა. მერე კი უეცრად მოჰკრა თვალი გემოვნებიანად ჩაცმულ ლამაზ ქალს, რომელიც მომღიმარი მიიწევდა მათკენ. ისე სწრაფად გაჩნდა იქ ვერავინ მოვიდა აზრზე.
-გამარჯობა, სესილია. - ხელი გაუწოდა ნიკოლოზს, ისიც მაშინვე გაეცნო.
-როგორ ხარ სესი. - ლოყაზე უჩქმიტა ანდრომ ისე როგორც იციდა, მერე გადაკოცნა და ჩუმად მჯდომი კონტანტინესკენ მიუშვა რომელიც ნაკანის მისვლის წამიდან თვალს ადევნებდა ყველა მის მოქმედებას.
-სასიამოვნოდ დაღლილი, შენ?
-ძალიან კარგად.
-ნასვამი ხარ. - წარბები ოდნავ დაახლოვა პირველმა, სესილიას კი არ შეუმჩნევია არავინ ისე მიუჯდა გვერდზე, თითები თმებში შეუცურა და ტუჩებზე დაეტაკა საყვარელ კაცს.
-მხოლოდ სამი ჭიქა დავლიე კოსტა, ბევრი ვიცეკვე, გავერთე და მოვედი, ცალკე შენით ვისიამოვნებ და მერე დავიძინებ. - ლოყებ შეფარკლულმა კიდევ ერთხელ აკოცა, კონსტანტინე კი უკვე ღიმილს ვერ იკავებდა მის საუბარზე.
-ჩემიც აღარ გერიდება უკვე სესილია, რა გაგიკეთა ამ ჩემისამ შენ, ასეთ სათუთ ქმინილებას.
-ეგ მე და ჩემმა კაცმა ვიცით. - თვალი ჩაუკრა ანდროს, მომღიმარს კიდევ ერთხელ აკოცა, წელზე მოხვეული კაცის ხელი ფრთხილად მოიშორა, თანაც ისე კონსტანტინეს გაღიზიანება რომ არ გამოეწვია. მტევანზე აკოცა ისე რომ მისი თითებისთვის არ მოუშორებია ხელი, ფეხზე წამომდგარმა ლოყაზეც მიაკრო ტუჩები, შემდეგ მთლიანად მოშორდა. - მაპატიე, სასმელი ძალიან ადვილად მოქმედებს ჩემზე. შენ გაიგებდი უკვე ბავშვზე… ძალიან საყვარელი გოგოა.
-ჰო, მამა ვხდები. - მომღიმარმა თავი ჩახარა, მერე კვლავ მის უცნაურად ბრწყინავ მწვანე თვალებს შეხედა.
-არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება. კონსტანტინეც დაგეხმარება და თუ საჭირო გავხდები, მეც… თანაც დიდი სიამოვნებით. ახალგაზრდები გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს… შენი ძმა ბავშვობიდან ზრდასრული იყო როგორც ამას ისტორია მოგვითხრობს და ჩვენ ხომ მაინც უნდა შემოვიტანოთ მხიარული ფერები. - გამხიარულებულმა მხარზე მიარტყა ხელი, თან ყურებამდე იღიმოდა.
-სესილია, შეგიძლია საძინებელში შეხვიდე, ეს ლამაზი მაკიაჟი მოიშორო, ცოტა გამოფხიზლდე და იქვე დამელოდო. - წვრილ თითებზე სათითაოდ აკოცა, თან ქვევიდან ახედა მრავლის მთქმელი თვალებით.
-გამიხარდა შენი გაცნობა, იმედი მაქვს ახლო მომავალში აუცილებლად შევხვდებით. - კიდევ ერთხელ გაუღიმა ნიკოლოზს, შემდეგ კი ზურგი აქცია სამივეს. - შეხვედრამდე ანდრო. - თმები ოდნავ აუჩეჩა კაცს, დამშვიდობების შემდეგ კი საძინებლისკენ დაიძრა. წყალმა ოდნავ გამოაფხიზლა, მიუხედავად იმისა რომ სახლში მხიარული განწყობით შეაბიჯა მაინც ღელავდა და ნერვიულობდა კაცზე რომელიც იმ წუთებში უამრავ ახალ გრძნობას განიცდიდა. იცოდა როგორ დარდობა და აწუხებდა ის სიტუაცია რომელშიც მაშინ იმყოფებოდა. იცოდა მარტო დარჩენისას კვლავ გამოავლენდა თავის გრძნობებს პირველი, თავის შეკავების მიუხედავად ბოლოს ვერ გაძლებდა და სესილიასთან ყველაფერს იტყოდა. უკვე მთლიანად შეესწავლა რამდენიმე თვეში. მალევე დატოვა აბაზანა, საძინებელში გასულმა პირსახოცი სხეულიდან მოიშორა, პატარა ოთახში გადაინაცვლა სრულიად შიშველმა და ტანსაცმელს თვალი სწრაფად მოავლო, საცვალი ამოიცვა, თხელი პენუარიც გადაიცვა და ოთახში დაბრუნებულს კონსტანტინე უკვე იქ დახვდა, ფანჯრიდან იყურებოდა სიგარეტის მოწევაში გართული და კაცმა არ იცოდა იმ დროს რაზე ფიქრობდა. უკნიდან მიეკრო ზურგზე, ხელები მუცელზე შემოხვია და მოშიშვლებულ კისერზე აკოცა. არაფერი უთქვამს პირველს, არც კი შეტოკებულა, კვლავ მშვიდად ეწეოდა სიგარეტს იქამდე სანამ ბილო ნაფაზი არ გამოქაჩა, საფერფლეში ჩაასრისა ნამწვი, ოდნავ გაღებული კარი მიხურა და სესილიასკენ მთლიანად შებრუნდა. ცოტა ხანს მწვანე თვალებში ჩაჰყურებდა ქალს, შემდეგ მისკენ დახრილმა ძალიან ნაზად დაუკოცნა ტუჩები, მის ყელში ჩარგო სახე, ქალის სასიამოვნო სურნელის შეგრძნებისას გრძნობებმა კოდევ უფრო ნათლად იჩინეს თავი და სიამოვნებისგან გატრუნულმა მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია. რამდენიმე წამი იდგნენ ასე, იქამდე სანამ კონსტანტინე არ მოშორდა, სწრაფად გაიხადა და საწოლზე გვერდულად დაწვა. ფიქრებში ჩაძირული დაკარგულ ბავშვს ჰგავა, საუბრის სურვილი არ ჰქონდა, არ უნდოდა რამე ეკითხა სესილიას, თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა სურდა და იმედი ჰქონდა გვერდზე მწოლი ქალი სწორად გაიგებდა. მალე შიშველ ზურგზე იგრძნო რბილი მკერდის შეხება, ცალი ხელი მუცელზე მოხვია ნაკანმა, ლოყა ბეჭებზე მიადო და გაყინული ტერფებიც ახლართა კაცის ფეხებში. ზურგზე რამდენჯერმე იგრძნო კოცნა, კოცნის ადგილიდან მაშინვე გავრცელდა სასიამოვნო შეგრძნებები და ხერხემალში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო. არაფერს აკეთებდა, სესილიას ქმედებებით უბრალოდ ტკბებოდა, მალე მისი ღრმა სუნთქვაც შემოესმა და სხეული უფრო მოუდუნდა პირველს. ბავშვობის მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში, ტკბილი, მოსიყვარულე დედა გაახსენდა რომელიც მის მეტს ყურადღებას არავის არასდროს აქცევდა. წამიერად გაუთბა გული, შემდეგ კი ათმაგი ტკივილი იგრძნო. ზიზღი, სიძულვილი და ბრაზი არაფრით ტოვებდა. ნიკოლოზის ყურებისას კიდევ უფრო ღიზიანდებოდა. შურდა კიდეც, ძალიან შურდა იმ ბიჭის თავის სახლში რომ შეხვდა, რადგან მისი ნათქვამი “დედა” სულ სხვანაირად ჟღერდა, მის ხმაში სითბო და სიყვარული იგრძნობოდა საკუთარი დედის მიმართ, თვითონ კი ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა, არამც თუ სითბო. წლების გასვლასთან ერთად ის ორიოდე მოგონებაც ავიწყდებოდა ქალზე რაც შერჩენოდა. იმდენი ხანი იყო გასული მისი სურათის ბოლო ნახვიდან სახეც კი აღარ ახსოვდა. არასდროს აპატიებდა მიტოვებას, ვერასდროს დაივიწყებდა და ვერ შეეგუებოდა იმას რომ ქალი ბედნიერად ცხოვრობდა საკუთარ შვილებთან ერთად, თვითონ კი მიტოვებული, სრულიად მარტოსული განაგრძობდა ცხოვრებას მის გარეშე. შეიძლება შინაგანად სურდა კიდეც ნიკოლოზის უკეთ გაცნობა, მაგრამ იცოდა ამ ყველაფერს რაც მოჰყვებოდა, დედის ნახვა კი არ უნდოდა. სხეული დასჭიმოდა ყველაფერზე ერთად ფიქრისგან, საკუთარ ბედს ვერ იტანდა, თითქოს წყევლად ჰქონდა საყვარელი ადამიანების დაკარგვა. როგორც კი მძინარე ქალი გაახსენდა მისკენ გადაბრუნდა, თავის მკლავებში მოიმწყვდია, მჭიდროდ მოეხვია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. ეშინოდა რომ სესილიასაც დაკარგავდა, ამის წარმოდგენისას გული უცნაურად შეეკუმშა, არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში და ქალს ისე მოეხვია თითქოს სადმე გაექცეოდა. კიდევ ვერ იჯერებდა რომ ამდენი წლის მერე ნახა და სურვილი აისრულა, საკუთარი ქალი გახადა და მის გარეშე ვეღარც გაძლებდა.
*
რამდენიმე დღე სრულიად უემოციო დადიოდა. ისედაც ცივი პიროვნება კიდევ უფრო ცივი გამხადრიყო, არც სესილიას ესაუბრებოდა და აქცევდა დიდ ყურადღებას, მის ცდუნებაში გართულ ქალს ურეაქციოდ იცილებდა და ასე უბრალოდ ტოვებდა. მისი ნაცრისფერი ფერი კიდევ უფრო მუქდებოდა და დიდ მანძილზე ვრცელდებოდა, სხვებსაც ედებოდა პირველის ნაცრისფერი ფერი და გაღიმებასაც ვეღარავინ ახერხებდა მის გარშემო.
-რა გჭირს კოსტა? გინდა დამელაპარაკო? - გვერდზე მიუჯდა მეგობარს, კისერთან აკოცს, თან თმაზე გადაუსვა ხელი, მაგრამ კონსტანტინემ ხელის აკვრით უხეშად მოაშორებინა მტევანი და თავიც გვერდზე გასწია.
-არა.
-რანაირად მექცევ?!
-თავი დამანებე მეგი, შენი თავი არ მაქვს. ვხედავ რომ ცდილობ როგორც მეგობარი გვერდში დამიდგე და ხასიათზე მომიყვანო, მაგრამ არ მინდა, ამიტომ გადაჯექი შენს ადგილას და მიხედე თავს. საუბარი არა, ჩემს თავთან მარტო ყოფნა მჭირდება. - ურეაქციო, მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, სასმელი ერთი დიდი ყლუპით ჩაცალა, თვითონ წამოდგა ფეხზე და იქაურობა დატოვა. ქუჩებს ფეხით მიუყვებოდა დამძიმებული ნაბიჯებით. თავ ჩახრილი მხოლოდ ხალხის ფეხებს არჩევდა, მოულოდნელად არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, ზევით აიხედა ერთ ადგილზე გაჩერებულმა, იქაურობა მოათვალიერა, მერე კი მარცხნივ გადაუხვია და კორპუსებს შორის გზა გაიკვალა. გული წამიერად უცნაურად შეუთამაშდებოდა, შემდეგ მშვიდდებოდა და კონსტანტინეს უკვე ნერვები ეშლებოდა თავს რომ ვეღარ აკონტროლებდა.
ბნელოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა სად იყო, მოშორებით მდგარი ლამპიონი გაჭირვებით ანათებდა იქაურობას. ერთ ადგილას იდგა და ვერ ფიქრობდა საით წასულიყო. მოულოდნელად ჩურჩულის ხმა შემოესმა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა. დაძაბული იდგა მოლოდინში, ბოლოს ქალის ხმაც შემოესმა წამით და მაშინვე ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელისკენ დაიძრა. წამსვე ზიზღით აივსო იქ შექმნილი სიტუაციის დანახვისას. წამსვე აუდუღდა სისხლი ძარღვებში, გაუაზრებლად მოკიდა კაცს ხელი და მთელი ძალით უთავაზა მუშტი. ბრაზრმა შეიპყრო, თითქოს ის გოგო თავისი და ყოფილიყო, მთელ ბრაზს იატაკზე გაწოლილ ორ კაცზე ანთხევდა. იმ ბრაზს რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე იტევდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა. გათიშულებს ზევიდან დასცქეროდა, ოდნავ შეკრთა კიდეც იმის გააზრებისას რომ ასე ყველაფრის გარეშე მიაწვინა ორი კაცი, მაგრამ ოდნავი შვება მაინც იგრძნო, ესიამოვნა, ჰაერი რამდენჯერმე ჩაისუნთქა და დამშვიდებული იქვე კედელთან ჩაკეცილ გოგოს მიუახლოვდა, რომელიც მოკეცილ მუხლებს შიშველ მკერდზე იფარებდა და მთლიანი ტანით კანკალებდა. პატარა იყო, გამხდარი, მაგრამ ეტყობდა მოვლილი თეთრი, ნაზი კანი ჰქონდა. წინ ჩამოშლილი თმის გამო მის სახეს ვერ ხედავდა, მის წინ ჩაცუცქულმა ფრთხილად წაიღო ხელი გოგოსკენ, თმაზე ორი თითი შეახო და მანაც სწრაფად ახედა შეშინებულმა დამფთხალი თვალებით. თავზარ დაცემული შესცქეროდა კონსტანტინე, თვალებს ვერ უჯერებდა და ახლა მართლა ფიქრობდა რომ საკუთარი ბედი დასცინოდა, გამოცდას უწყობდა და ამ ყველაფრით ტანჯავდა. რას წარმოიდგენდა საკუთარი და თუ აღმოჩნდებოდა მის წინ, ნიკოლოზის მსგავს ცისფერ თვალებს შეშინებული აცეცებდა, ხმის ამოუღებლად ტიროდა და პირველი დარწმუნებული იყო რომ ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა. - დამშვიდდი პატარა, არაფერს დაგიშავებ… - თვალები აეწვა, ყელში ბურთი მოაწვა და გაუაზრებლად მიიხუტა გოგოს სხეული. - მოგისწარი… შენ მაინც მოგისწარი. - გონება დაბინდული ბუტბუტებდა, თვალებს ერთმანეთზე აჭერდა და თავის ქცევას ვერც იაზრებდა. წამით ისიც კი ეგონა რომ ახლა მარიტა ჰყავდა მკლავებში მომწყვდეული და მკლავებს გაუაზრებლად ძლიერად უჭერდა. ბოლოს აზრზე რომ მოვიდა აჩეჩილი თმები უკან გადაუწია, შუბლზე აკოცა და ნელა წამოაყენა ფეხზე.
-აქედან წამიყვანეთ გთხოვთ. - ჩამწყდარი ხმით ისე ჩაილაპარაკა ძლივს გაარჩია გოგოს სიტყვები კონსტანტინემ. თითქმის ორ მეტრიან პირველთან შედარებით ძალიან დაბალი იყო, შუბლით მკერდამდე სწვდებოდა და თავჩახრილი საკუთარ შიშველ სხეულსაც არ აქცევდა ყურადღებას.
-წაგიყვან პატარა… ჯერ ამას გაგხდი კარგი? - სვიტერისგან შერჩენილი ნაგლეჯები მკლავებიდან მოაშორა, საკუთარი გრძელმკლავიანი მაისური გაიხადა, წინ მდგომს ფრთხილად ჩააცვა და სხეული ისე დაუფარა წამითაც კი არ შეუხედავს ტანზე. ფეხსაცმელი თვითონ ჩააცვა, იქვე მიგდებული შარვალი მხარზე გადაიკიდა, გოგოს ხელი მოხვია და იქაურობა დატოვა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ლამპიონებით განათებულ გზაზეც გავიდა, არავინ და არაფერი მოძრაობდა გარშემო, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ტაქსი, თითქოს ზუსტად მათ ასაყვანად იყო იქ. სწრაფად გააჩერა, უკანა სავარძელზე მასთან ერთად მოთავსდა და მძღოლს მისამართი უკარნახა. რამდენიმე წამის შემდეგ მძღოლმა გაუხსნელი წყლის ბოთლი გაუწოდა კონსტანტინეს. - მადლობა… შემომხედე… ნინი. - თავზე გადაუსვა ხელი და გოგომაც წამსვე ახედა საკუთარი სახელის გაგონებისას. - დალიე მიდი. - თავმოხსნილი ბოთლი გაუწოდა, გოგომ აკანკალებული თითებით გამოართვა და გაჭირვებით დალია. მალე სხეულიც მოუდუნდა, აღარ კანკალებდა, კონსტანტინეს მხარს ეყრდნობოდა და მისი სიახლოვისას უცნაურად შინაურ გრძნობას განიცდიდა. - დამშვიდდი?
-ჰო. მადლობა.
-მადლობას ნუ მიხდი… მე… ვადლებული ვარ… - აღარ იცოდა რა ეთქვა, თავზე ეფერებოდა და სიტყვებს თავს ვერ უბამდა. მალევე მივიდნენ სახლში, ეზოში შესულმა ჯიბეებზე ხელი მიირტყა, მაგრამ გასაღებები ვერ იპოვნა, მერე კი კარზე დააკაკუნა. მალევე გაიღო კარი, სესილიას დაბნეული სახეც გამოჩნდა და კონსტანტინეც ისე შევიდა სახლში არაფერი უთქვამს ქალისთვის. ვერ ხვდებოდა როგორ სტკენდა თავისი ყველა მოქმედებით, ვერ ხვდებოდა რადგან ამაზე არც ფიქრობდა, ნაკანი კი მის გვერდით ასე ყოფნას ვეღარ უძლებდა.
-მე გადვივარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, პირველმაც წამსვე გახედა, მაგრამ სესილია ზედაც არ უყურებდა.
-სად?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-სესა…
-ლილიანთან მივდივარ.
-ლევანს უთხარი და წაგიყვანს, მარტო არ წახვიდე. - ესღა თქვა, მერე შებრუნდა და გოგოსთან ერთად დაიძრა მეორე სართულისკენ. სესილია კი თვალებ ამღვრეული უყურებდა კაცს, მისი ასეთი უყურადღებობა გულს სტკენდა, უკვე ეჭვი ეპარებოდა ყველაფერში. ეს კაცი საერთოდ აღარ ჰგავდა კონსტანტინეს რომელიც უყვარდა და უკვე მისგან გაქცევა სურდა. ენატრებოდა, ის კი მასთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. სწრაფად გავარდა სახლიდან, ეზოც დატოვა და ქუჩას ფეხით გაუყვა. ლილიანთან არ წასულა, ტაქსის გაჩერების შემდეგ ერთ-ერთ ბარს მიადგა. დიდი ხანი იყო მარტო არ დაელია, მას შემდეგ რაც კონსტანტინე გაიცნო აღარც სვამდა, ფიქრებს პირველს უზიარებდა, ახლა კვლავ საკუთარ თავთან რჩებოდა და დიდად წინააღმდეგიც არ იყო ამის. ლუდით სავსე კათხა ედგა წინ, ხმადაბლა გაჟღერებულ მუსიკას უსმენდა და ეს ყველაფერი ძალიანს სიამოვნებდა, იქამდე სანამ საკუთარ გონებაში ფიქრით ღრმად არ შეიჭრა და სევდაც მოეძალა. მალე ფიქრი წინ დაუკითხავად ჩამომჯდარმა შეაწყვეტინა, სწრაფად აიხედა ზევით და თვალებ მოჭუტულ ანდროს წააწყდა. მის მზერაზე გაეცინა, თავი ჩახარა, შემდეგ კვლავ მისი სახისკენ მიმართა მზერა.
-რა იყო?
-აქ რას აკეთებ? თანაც მარტო.
-შენს ძმაკაცს ჩემთვის არ სცალია, ამიტომ გადავწყვიტე მარტო გავერთო. - კათხა მაღლა ასწია, წამიერად გაუღიმა, მერე კი კვლავ გადაეკრა სახეზე ძველებული გამომეტყველება. - ვწუწუნებ კიდეც…
-სესილია…
-არ ვარ ის ადამიანი რომელიც დაქალებთან გაიქცევა მაშინვე როგორც კი კაცისგან უყურადღებობას იგრძნობს. არ მიყვარს ურთიერთობებზე საუბარი და ჩემს ურთიერთობაშიც არავის ვახედებ, მითუმეტეს მაშინ როცა არ იცნობენ კონსტანტინეს. ყველა სხვანაირად იფიქრებს, ახსნის თავი კი არ მაქვს. უბრალოდ… უკვე აუტანელია მისი ქცევა… ვცდილობ გავუგო, მართლა ვცდილობ, მაგრამ იმ სიცივის ატანა არ შემიძლია რასაც ის გამოხატავს. შენ ხომ იცნობ როგორია? მეც გავიცანი და ჩემთან არასდროს ყოფილა ისეთი როგორც ახლაა. არასდროს. როგორი გაბრაზებულიც, სევდიანიც და ფიქრებში წასულიც არ უნდა ყოფილიყო. არ მელაპარაკება, ვცდილობ მეც არაფერი ვკითხო, თავი არ მოვაბეზრო და თავის თავთან ყოფნის საშუალება მივცე. დავიღალე ანდრო. მე მას ვენდობი, ყველაზე მეტად ვენდობი, არც მის მიტოვებას ვაპირებ, მაგრამ მისი ეს მდგომარეობა ძალიან მღლის, სურვილს მიჩენს საერთოდ მოვშორდე და დიდი ხნის მანძილზე აღარ ვნახო. - ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, ლუდი მოსვა, მერე კი კათხას დააშტერდა.
-ვფიქრობ ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც შენ არ გეცოდინება, დავლიოთ უბრალოდ. - კათხა სესილიას კათხას მიუჭახუნა და სითხე ნახევრამდე ჩაცალა.
-ვიღაც გოგო მოიყვანა სახლში სანამ წამოვიდოდი. არ ვაპირებდი დღეს არსად გასვლას, მაგრამ რომ დავინახე როგორ ურეაქციოდ ამიარა გვერდი, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი, ვეღარ გავძელი. ვერ დავრჩებოდი.
-ვინ გოგო?
-არ ვიცი, ცოტა კი ჰგავდა. - უემოცდიოდ ჩაილაპარაკა, ანდროს კი წამსვე თვალები გაუფართოვდა.
-ასე, ყველა ემოციის გარეშე?
-აქვს აზრი ემოციის გამოხატვას?
-კარგი რა სესი, შენც კოსტა ხომ არ ხარ… მაგ გოგოს რაღა უნდოდა კოსტასთან…
-რა ვიცი აბა? კონსტანტინეს მაისური ეცვა… ალბათ რამე დაემართა.
-სესილია, გეყოფა, შენ ასეთი არ ხარ.
-აღარ ვიცი რა გავაკეთო ანდრო… - ორივე ხელში ჩარგო სახე, თვალები დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - სადმე წავიდე? დავტოვო? ასე რატომ იქცევა… რატომ მიჩენს წასვლის სურვილს, იქნებ თვითონაც უნდა რომ წავიდე… აღარ ვიცი რა ვიფიქრო… ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა.
-ყველაზე ნაკლებად შენი წასვლა სჭირდება ახლა სესილია.
-ერთია რა სჭირდება, მეორე რა უნდა, ჩემთან კი ნამდვილად არ უნდა. იქნებ მოვბეზრდი, მობეზრდა ჩემთან ურთიერთობა.
-სისულელეა, კონსტანტინეს ახლა მარტო შენ დარჩი, ყოველთვის სჭირდებოდი და ახლა როცა გიპოვნა არასდროს გაგიშვებს.
-ისე ამბობ თითქოს მეძებდა… - თვალები აატრიალა, ანდრომ კი დიდი თავშეკავებულობის შემდეგ მაინც ვერ გააჩერა ენა.
-არ უთქვამს?
-რა?
-არაფერი დაივიწყე.
-ანდრო მითხარი! რა უნდა ეთქვა?!
-ვერ გეტყვი, რომ გაიგოს მომკლავს.
-გთხოვ, მომეცი მიზეზი რაც მაიძულებს რომ დღესვე არ წავიდე რამდენიმე დღით მისგან, ისე რომ არაფერი ვუთხრა.
-სესილია…
-თქვი ანდრო.
-არ უთხრა რომ იცი… პატარები ვიყავით რომ
მომიყვა ვიღაც პატარა გოგოზე რომელიც სვანეთში ნახა ერთ მშვენიერ ზაფხულს. კატის ჩამოსაყვანად იყო ხეზე ამძვრალი და დაბლა ვეღარ ჩამოდიოდა. კოსტამ ჩამოიყვანა, მე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ იმ დღის მერე ყოველთვის ეძებდა გოგოს, ბოლოს რამდენიმე თვის წინ იპოვნა და მას შემდეგ აღარც გაუშვია. უბრლაოდ ახლა გამოშტერდა ცოტა. შენზე რომ მელაპარაკებოდა თავიდან, ისეთი ემოციებით საუბრობდა რომ ვიცი ახლა ყველაზე ძვირფასი შენ ხარ მისთვის სესილია, შენს გარეშე ვერ გაძლებს, შეიძლება არ გესაუბრება, მაგრამ მისთვის ისიც საკმარისია რომ გხედავს.
-მახსოვს. - ატირებულმა სახეზე აიფარა ხელებები. - როგორ გავბრაზდი დებილი რომ დამიძახა… - გაიცინა, მერე კი მომღიმარ ანდროს შეხედა. - ვერც წარმოვიდგენდი ის თუ იქნებოდა… აღარც მახსოვდა ის ამბავი, ახლაც მხოლოდ რაღაც ნაწყვეტები მახსოვს… ღმერთო რა მეტიჩარა ვიყავი…
-უბრალოდ იცოდე შენი ადგილი მის ცხოვრებაში, სხვა ყველა გადაწყვეტილებას საღი გონებით მიიღებ. კონსტანტინეს უყვარხარ, შეიძლება არ გითხრას, რადგან მეც არ მახსოვს მისი ნათქვამი ეს სიტყვა, მაგრამ იცოდე რომ შენ ყოველთვის განსხვავებულად უყვარდი.
-მადლობა. - წინ მჯდომს ხელი ჩაკიდა და თითები ოდნავ მოუჭირა. - ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ამ ყველაფრის გაგება… გეფიცები მართლა ვაპირებდი ცოტა ხნით გაქცევას უკვე ისეთი აუტანელი გახდა მისი სიცივე. თან მითუმეტეს მისგან ეს არასდროს მიგვრძვნია და ახლა ძალიან მწყინს.
-ვხვდები, მესმის და ვიცი ძნელია. მე მიჩვეული ვარ. - მხრები აიჩეჩა, თან წარბები ასწია წამით.
-ყელზე ქალის ტუჩსაცხის კვალი ჰქონდა. - კვლავ ამღვრეული თვალებით ახედა, ანდრომაც წამით წარბები შეკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - მე მას ვენდობი, უბრალოდ… არ ვიცი… აღარ ვიცი რა როგორ ვიფიქრო.
-უცნაური ქალი ხარ… ასე მშვიდად როგორ ამბობ რომ ენდობი?
-არ ვიცი. ალბათ როცა გიყვარს ყველანაირად ენდობი. რომ არ ვენდობოდე მასთან არ ვიქნებოდი.
-დღეს ჩვენებთან აპირებდა მისვლას, ალბათ მეგია ტუჩსაცხის პატრონი.
-როგორ გინდა მერე არ გეწყინოს. - კვლავ გადმოსცვივდა ცრემლები სუნთქვა შეკრულს.
-კარგი ნუ ტირი რა, რაც შენ გამოჩნდი მეგისთან ყველაფერი დაამთავრა, დღესაც მოიშორებდა დარწმუნებული ვარ.
-ნუ მიხსნი, უბრალოდ საწყენია ის რომ სხვებთან ატარებს დროს როცა მე სახლში ველოდები. ამის მერე თვითონ მელოდოს.
-გახსოვს ირაკლი? ახალი საქმის წამოწყებას აპირებენ ერთად, იქ შეხვედრა სთხოვა, მეც დამირეკა მაგრამ ვერ წავედი, თორე ისე დიდი ხანია არსად გამოჩენილა.
-შენ როგორ იტანდი მათ ასეთ ურთიერთობას… გულის რევის შეგრძნება მეუფლება…
-გეყოფა ეს, წამოდი წავიდეთ. - კათხა ხელიდან გამოსტაცა, სასმლის ფული გადაიხადა და სესილიასთან ერთად დატოვა ბარი ისე რომ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. - სახლში წაგიყვანო?
-არა, არ მინდა.
-მაშინ შენს დაქალთან დაგტოვებ.
-არც იქ არ მინდა, მერე უნდა გამომკითხოს ყველაფერი და ამის თავი არ მაქვს.
-ჩემთან წავიდეთ მაშინ. - მხრები აიჩეჩა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა.
-რა დაემართა მარიტას ანდრო? - მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მალევე ჰკითხა, მაგრამ ნიკოლაიშვილისგან დუმილის მეტი ვერაფერი მიიღო. - ანდრო… მითხარი რა.
-გააუპატიურეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვიპოვნეთ გარდაცვლილი. ამის ნახვამ კონსტანტინე მთლიანად შეცვალა და ყველა ის მნათობი სხივი გაუქრო რაც კი გააჩნდა. კოსტას ყველაზე მეტად მარიტა უყვარდა, მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი კი იმხელა იყო დღემდე ვერ მოინელა.
-და იმას რა მოუვიდა ვინც ეს გააკეთა? - თავდახრილმა ჩაილაპარაკა. გულზე მოხვდა ანდროს სიტყვები და კაცის მდგომარეობაშიც უფრო შევიდა.
-დამალულია, თანაც ისე რომ ჩვენც ვერ ვპოულობთ. რომ ვიპოვნით არ ვიცი რას გააკეთებს.
-ძნელია… მიხარია რომ შეგხვდი, ამ ყველაფერს ვერ გავიგებდი შენ რომ არ გეთქვა.
-კოსტას არ უთხრა რომ გითხარი რა, მართლა მომკლავს.
-არა, ნუ ნერვიულობ. - ოდნავ გაუღიმა, მალევე შეცვალა საუბრის თემა, ანდროც აიყოლა და იმ ღამეს იმდენ რამეზე ისაუბრეს თითქმის მთლიანად გაიცნეს ერთმანეთი, კიდევ უფრო დიდი ნდობა გაუჩნდა ანდროს მიმართ. უხაროდა ასეთი მეგობარი რომ ჰყავდა კონსტანტინეს, იცოდა ახლა მისი მეგობარიც იყო, რომელიც ყოველთვის დაუდგებოდა გვერდში.
ღამის სამი საათი იყო ფილმის ყურება ამღერებულმა ტელეფონმა რომ შეაწყვეტინა, ცოტა ხანს უყურა, მერე კი სწრაფად უპასუხა.
-როდის მოხვალ? - მშვიდი ხმა ჰქონდა პირველს, ისეთი სესილიას მაშინვე ჟრუანტელი რომ მოჰგვარა.
-არ მოვალ დღეს. - გაჭირვებით თქვა და დაელოდა მის პასუხს.
-ნასვამი ხარ? სად ხარ? მოდი სახლში სესილია, ან მითხარი სად ხარ, მოვალ და წამოგიყვან.
-სახლში რა მინდა კოსტა? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ჩემს მანდ ყოფნას?
-სესა…
-ღამე მშვიდობის. - პასუხის გაცემა არ დააცადა ისე გაუთიშა, თან ინსტიქტურად ანდროს შეხედა. - რა?
-გაბრაზდება.
-გადაუვლის.
-სესი ხომ იცი რომ არ გადაუვლის და კიდევ უფრო შორდები შენივე ნებით.
-მირჩევნია გაბრაზდეს ვიდრე ურეაქციოდ მიყურებდეს და არც მესაუბრებოდეს.
-არასდროს არავის შევიყვარებ. - სესილიას ყურების შემდეგ თქვა, ნაკანს გაეცინა, იდაყვი მიარტყა მკლავზე, მერე კინოს ყურება განაგრძო, ცოტა ხანში კი იმ სამყაროს მოსწყდა.
*
სახლში მისულს კონსტანტინე შინ არ დახვდა. სწრაფად შევიდა საძინებელში, ტანსაცმელი იქვე მოიშორა და აბაზანაში გადაინაცვლა. შინაგანად ნერვიულობდა, არ იცოდა რას გააკეთებდა მისი ნახვისას. სხეულს სურნელოვანი ტანის გელით გაჟღენთილი ღრუბელის მეშვეობით იქაფავდა, თან ფიქრებში წასული დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს. დიდი დრო გაატარა აბაზანაში, ბოლოს კი ტანზე შემოხვეული პირსახოცით გავიდა საძინებელში და სავარძელში მჯდომი კონსტანტინეს დანახვისას მაშინვე დაიბნა.
-სად იყავი? - სიგარეტის კვამლში გახვეული მოჭუტული თვალებით შესცქეროდა პირსახოცის ამარა მდგომ ქალს, ნაკანი კი ზედაც არ უყურებდა.
-შენი ქცევებისგან დაღლილმა განტვირთვა გადავწყვიტე და ბარში წავედი, იქ ანდრო შემხვდა, ბევრი ვისაუბრეთ, ღამე კი მასთან დავრჩი.
-სესილია გეყოფა.
-მე კი არა შენ გეყოფა! - სწრაფად შებრუნდა მისკენ თვალებ ანთებული. - დავიღალე! ვცდილობ გაგიგო, ავიტანო შენი ეს მდგომარეობა, მაგრამ ყოველ ჯერზე მტკენ! შენ კი არ გაინტერესებს როგორ ვარ, ან რას ვგრძნობ. მიყვარხარ ჰო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა ვიტანჯო, ვიჯდე სახლში და გელოდო როდის მომაქცევ ყურადღებას, როდის მოინდომებ ჩემთან საუბარს ან ურთიერთობას. თავს ზედმეტად მაგრძნობინებ და წასვლა მინდება ხვდები? მე კი თავს ვიკავებ. თუ გინდა რომ წავიდე მითხარი და წავალ რადგან მართლა აღარ შემიძლია ასე ყოფნა კოსტა. შინაგანად მაცლი ძალას შენი ასეთი ქცევით. - უცებ მიაყარა ყველაფერი თვალებ ამღვრეულმა, კონსტანტინეც სწრაფად გაჩნდა მის წინ, ხელები სახეზე მოკიდა და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-მაპატიე.
-ხომ შეიძლება უბრალოდ დამელაპარაკო… მე ხომ გყავარ, რატომ იკლავ ყველა დარდს შენში.
-მაპატიე სესილია. - დანამული ლოყები შეუმშრალა, მერე კი ათრთოლებული ტუჩებით შეეხო ქალის დასველებულ ბაგეებს. ხერხემალში იგრძნო დავლილი ჟრუანტელი და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-მომენატრე. - კვლავ გაიკვალეს ცრემლებმა გზა ქალის სახეზე, მაგრამ პირველმა შორს წასვლა არ დააცადა, წამსვე შეუშრო.
-მეც მომენატრე … - მერე მიხვდა ამდენ ხანს რა აკლდა, მთელი ძალით მოეხვია, სახე მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. მაშინვე მოედო სხეულში უცნაური სიმშვიდე რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ეძებდა, ჟრუანტელი მოჰგვარა ყელზე ტუჩების შეხებამ, წამსვე გაუღვიძა მიძინებული შეგრძნებები და სისხლიც აუდუღა ძარღვებში. - რამდენჯერ გითხრა სესა, ყოველთვის მითხარი როცა რაღაც არ მოგწონს. ნუ ჩუმდები, ხომ ხედავ ისევ შენ გტკივა შენი სიჩუმით.
-შენ მე არც კი მიმჩნევდი და რა მეთქა კოსტა?
-ასე არ არის, მე შენ ყოველთვის გამჩნევ, შენი ჩემთან ყოფნა მამშვიდებს, გუშინ რომ არ იყავი მეც ვერ მოვისვენე… არც კი მძინებია რადგან ვერ გგრძნობი ჩემს გვერდზე.
-ვერ გიტან.
-მატყუარა. - უკანალზე მოჭერილი თითებით კიდევ უფრო მეტად აიკრა სხეულზე და ტუჩები დაუკოცნა განაბულ ქალს. - გუშინ სად იყავი? - სესილიას სიტყვების გახსენებისას მოულოდნელად მოსწყდა მის ტუჩებს, თავი უკან გასწია და წარბშეკრული ჩააშტერდა ბრჭყვიალა თვალებში.
-ანდროსთან, რომ დამირეკე მაგ დროს კინოს ვუყურებდით… - ქვედა ტუჩზე იკბინა, კონსტანტინე კი მის სახეს ათვალიერებდა, მერე ყველაფრის უთქმელად აატრიალა თვალები და კვლავ მის ტუჩებს დაეტაკა. უცებ მოაშორა პირსახოცი, საწოლზე გადააწვინა და საყვარელი სხეულის მოფერებას ნაზად შეუდგა. მისი თითების შეხებისას კანი ეხორკლებოდა პირველს, თმა ყალყზე უდგებოდა და უკვე არც საცვლის ქვეშ იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში. მალე მისი სხეულიც შეიგრძნო და სხეულში დავლილმა სასიამოვნო ტალღებმა სრულიად მოწყვიტა იქაურობას. უცებ წამოაჯინა გათიშული ქალი და მოძრაობაში აყოლა აიძულა. დროის შეგრძნება საერთოდ დაეკარგათ, სხეულის ტემპერატურა საკმაოდ გაზრდოდათ და ერთმანთის სხეულების ტკობით გართულებს სხვა აღარაფერი ახსოვდათ. ნელა დააცოცებდა ტუჩებს ქალის მხრებზე, ლავიწებზე, ყელზე და იქვე გამაბრუებელ კოცნებს უტოვებდა, ზოგჯერ ტუჩებს კბილებითაც ანაცვლებდა. უამრავი გრძნობით სავსე იყო თითოეული მოქმედება და ყველა მათ მოძრაობაში ჩანდა ყველა ის გრძნობა რასაც განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ. ვერ სწყდებოდა სესილიას სხეულს, ვერ ჩერდებოდა და წყვეტდა მის სხეულზე თითების თარეშს, ვერც ტუჩებს აჩერებდა. გული სწრაფად უცემდა, მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას. სიამოვნების მწვერვალებს მასთან ერთად იპყრობდა და ამ შეგრძნებებზე მეტად იმ დროს არაფერი სიამოვნებდა.
საწოლზე მწოლ გათიშულ ქალს ზევიდან მოქცეულმა, მუცლიდან მკერდზე გადაინაცვლა კოცნით, კბილები მტკივნეულად მოუჭირა, მერე ყელზე გადავიდა და მალე ნაკანის ტუჩებსაც მიაღწია. ხელი მოკეცილ ფეხზე აატარა, მუცელს აუყვა და თოთები მკერდზე ნაზად მოუჭირა.
-ვერასდროს გავძღები შენით, სესილია. - ჩუმად ჩაილაპარაკა მის ყურთან, იქვე ყბის ძვალზე აკოცა, მერე კი ყელში მიაკრო ტუჩები. ცალკე სიამოვნებას მისი მთრთოლვარე სხეულის ყურებისას იღებდა, ჯიუტად არ წყვეტდა მოფერებას და ქალს გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდა.
-გეყოფა, თუ არ გაჩერდები სულს განვუტევებ ზედმეტი სიამოვბებისგან. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, თითები თმაში შეუცურა კაცს და მის ტუჩებს მალევე მიაგნო.
-არ შემიძლია. - ტუჩებიდან ყელამდე ჩავიდა კოცნით. - დაუკმაყოფილებელი გამხადე, სასწაულად მსიამოვნებს ორგაზმისგან გათიშულს რომ გხედავ და ვერ გეშვები.
-კოსტა გთხოვ, ვეღარ ვაზროვნებ. - გაბრუებული, თვალდახუჭული შეიგრძნობდა ყველა მის შეხებას და გონება დაბინდული ვეღარაფერზე ფიქრობდა.
-რომ იცოდე რა ლამაზი ხარ. - ცხვირი რამდენიმე წამით ჩარგო მის თმაში, მერე საფეთქელზე აკოცა და კვლავ ზევიდან დახედა გათიშულს. - ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ… - ხმადაბლა ამოიოხრა, მერე კი ტუჩები დაუკოცნა.

-ის გოგო კიდევ აქ არის? - გონს რომ მოვიდა თავის სხეულზე მწოლ კაცს დახედა, წვრილი თითები თმაში შეუცურა, შემდეგ სახეზე ჩამოატა.
-სძინავს. - მისი თითები მტევანში მოიქცია და ხელის გულზე რამდენჯერმე აკოცა, მაჯას აუყვა, მკლავზეც მიაკრო ტუჩები, ბოლოს კვლავ საკუთარ თმებზე დაადებინა ხელი, ნიკაპი კი მკერდის ძვალზე დაადო და ისე ახედა სესილიას. - გუშინ ღამით ქუჩებში დავბოდიალობდი, შემთხვევით გავიგონე ხმა, რომ მივედი და ის დავინახე… ვერ ავღწერ რა ვიგრძენი სესილია, იქ ვერ დავტოვებდი. შეიძლება ვამბობ რომ ჩემი და არ არის, არ მინდა ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რომ დავინახე ისიც კი დამავიწყდა ვინ ვიყავი. აზრზე რომ არ მოვსულიყავი ალბათ მოვკლავდი იმ ნაბიჭ.ვრებს. უკვე ვიზრუნე იმაზე რომ დიდი ხანი ვერ ნახონ მზის სხივები. რამდენი გოგო ხვდება ასეთ სიტუაციაში, და რატომ? ვიღაც გამო.ლევებულის გამო. ისეთი პატარა და დაუცველია… ვერ ვიჯერებ ასეთ მდგომარეობაში რომ ვნახე. შიშველი და შეშინებული იყო, როგორ უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ ცხოვრება? ვეღარასდროს იქნება ისეთი ლაღი ბავშვი როგორიც აქამდე იყო… ამის დედაც, კიდევ კარგი მივუსწარი. - თვალები დახუჭა, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. სესილია კი გაოცებული უყურებდა, პირველად ხედავდა ვინმეზე ამდენი ეფიქრა კოსტანტინეს, მოსწონდა კიდეც.
-მითხარი, გინდა ხო ურთიერთობა?
-არა. - მეორე მხარეს გადაწვა სახით ჭერისკენ, ხელები კი მუცელზე დაილაგა.
-კოსტაა, მე რას მიმალავ.
-არ ვიცი, გადაჩვეული ვარ ვინმეზე ზრუნვას, დარდს, სიყვარულს. მე რომ ისინი მივიღო როგორც საკუთარი და-ძმა, კიდევ უფრო დავმძიმდები რადგან ვერ ვიტან როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ყველაფერი რიგზე არ აქვს. მათთვის ყველაფრის გაკეთება მომინდება, ვინერვიულებ, ვიღელვებ და არ მინდა. ახლა შედარებით მკი.დია, არ მაინტერესებს ისე როგორც დამაინტერესებს მერე.
-ორი უკიდურესობა ხარ, ან არ გაინტერესებს, ან ზედმეტად გაინტერესებს, შუალედი არ გაქვს.
-ვიცი ჰო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
-ეტყვი რომ მისი ძმა ხარ?
-არა, მერე გამიჭირდება მისი მოშორება. გოგოა და სისუსტეს გამოვიჩენ, ნიკოლოზი ჩემზე ვერ მოქმედებს, მაგრამ ეს იმოქმედებს ვიცი.
-აბა რას აპირებ?
-უბრალოდ სახლში გავუშვებ… თავს უცნაურად ვგრძნობ სესილია. ვერ ვიტან ქალს რომელმაც გამაჩინა და როგორ ვიურთიერთო მის შვილებთან. მაღიზიანებს ის აზრი რომ მე დამტოვა, ოჯახი შექმნა და სხვა შვილები ჰყავს. მამაჩემმა რომ გაიგოს… არ ვიცი, ვერ ვხდები ასე რატომ მოიქცა. რატომ მიგვატოვა მაშინ როცა მამას ძალიან უყვარდა. არ მესმის. თავიდან ვფიქრობდი რომ რაიმე მიზეზი ჰქონდა, ორივე ვუყვარდით, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო დროებით დაგვტოვა. იმასაც ვფიქრობდი რომ შვილი არ უნდოდა, ან ამისთვის მზად არ იყო, მამაჩემისგან მქონდა გაგებული რომ ბავშვის ყოლას რამდენიმე წელი არ აპირებდნენ, მერე კი მოულოდნელად გაიგეს ჩემზე. ქალს თურმე ოჯახი ჰყოლია, სამი შვილი… სამი შვილი, ხვდები სესა? ამას რომ ვიაზრებ ძალიან დიდ ბრაზს, ზიზღს და სიძულვილს ვგრძნობ. ჯანდაბა, როდის შეწყდება ეს ყველაფერი, კიდე რისი გადატანა მომიწევს…
-მე მაინც მგონია რომ დედაშენს უყვარხარ…
-ვინც უყვართ იმას არ და ვერ ტოვებენ სესილია. იციან რომ თავის საყვარელ ადამიანს დატანჯავენ და თვითონაც დაიტანჯებიან, ამას კი ვერც სხვას და ვერც საკუთარ თავს ვერ გაუკეთებენ. მაგალითად მე შენ ვერასდროს მიგატოვებ. - გატრუნულს გადახედა, დაინახა როგორ აუბრჭყვიალდა თვალები და პირველმაც ტუჩებზე აკოცა. - მე ყოველთვის ვხედავდი როგორ უყურებდა მამაჩემი, ყველაფერს აკეთებდა მისთვის და ამდენი წლის მანძილზე ამ სიყვარულის მოლოდინში გაატარა დრო, ეგონა დაბრუნდებოდა… ჯანდაბა რაც უფრო მეტს ვიხსენებ უფრო ვბრაზდები და უფრო მიმძაფრდება ზიზღის შეგრძნება. კიდევ ვერ ვიჯერებ რომ შვილები ჰყავს, ქმარი და მამაჩემი კიდევ მას ელოდება. - სიმწრით ჩაიცინა, სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე კი თვალებ ამღვრეულ სესილიას შეხედა. - რა გატირებ სესა?
-უბრალოდ… ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა. - წამსვე გადმოსცვივდა ცრემლები და სახეზე ხელები აიფარა.
-სესილია, კარგი რა, ამიტომ ხომ არ მომიყოლია. - სიცილით მოხვია მკლავები, ნაკანმა კი უფრო უმატა ტირილს. - სესიი…
-ვიცი უბრალოდ… როგორ ძლიერ უყვარს… ამდენი წლის შემდეგ კიდევ ელოდება და… - აქვითინებული ვეღარ წყნარდებოდა, კონსტანტინეს სიცილზე თვითონაც ეცინებოდა, თან ცრემლებს ვერაფრით აკავებდა. - ასეთი ადამიანები რატომ უნდა იყვნენ მარტო და იმათ რატომ უნდა ჰქონდეთ ყველაფერი ვინც არ იმსახურებს.
-გეყოფა, ნუ ტირიხარ თორემ გავჭედავ, სესილია!
-კარგი ჰო, უბრალოდ…
-გეყოფა!
-მოდი დღეს მამაშენთან წავიდეთ.
-არ გამოვა.
-ვცადოთ, გთხოვ… კოსტა გთხოვ რა, მინდა ვნახო როგორია… ღმერთო… რამდენი წელი გავიდა და… - ისევ დაბრიცა ტუჩები და ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი წამოვიდა სველ სახეზე.
-კარგი წავიდეთ, ნუ ტირიხარ, შეიმშრალე ცრემლები, ვერ ვიტან რომ ტირი.
-მართლა?
-ჰო, ოღონდ ჯერ ნინის მივხედოთ, მერე წავიდეთ.
-ჩავიცვამ და რამეს მოვუმზადებ. - ფეხზე წამომდგარი გაღებული კარისკენ დაიძრა, საიდანაც კონსტანტინეს ჩამოკიდებული პერანგები და კოსტუმები ჩანდა, ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი, რომელიც თაროებზე შემოელაგებინათ, მისი ტანსაცმლის გვერდზე კი ფერების მიხედვით ჩამოკიდებული სესილიას ტანსაცმელი იყო.
-ქეთი მოვიდოდა უკვე.
-ჰო მართალია. - საათს შეხედა, მერე მომღიმარ კონსტანტინეს, რომელიც შიშველ სხეულს უთვალიერებდა და აშკარად კმაყოფილი ჩანდა. სარკის წინ რომ დადგა და სხეულზე ნაკბენები შენიშნა წამსვე უკან გავარდა თვალებ გაფართოვებული. - კარგი რა კოსტა, რით ვერ მოიშალე, ხომ იცი მილურჯდება და კვირები სჭირდება ჩემს კანს თავისი ფერის დასაბრუნებლად. - აწუწუნებული საკუთარ სხეულს უყურებდა, პირველი კი ნელა უახლოვდებოდა.
-არაუშავს, ჩემს გარდა მაინც ვერავინ ხედავს. - წელზე მოხვია ხელები, მერე კვლავ მისი ტუჩებისკენ დაიხარა. - ნუ მეწუწუნები და ჩაიცვი, მე წყალს გადავივლებ. - უკანალზე აარტყა ხელი, თან აბაზანისკენ წავიდა.

სესილია სამზარეულოში დატოვა ქეთისთან ერთად, თვითონ კი მეორე სართულისკენ დაიძრა. საძინებლის კართან იდგა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, რა უნდა ეთქვა გოგოსთვის, ან როგორ დამოკიდებულება გამოეჩინა. ბოლოს მაინც გაბედა დაკაკუნება, მისი პასუხიც მალევე მიიღო და შიგნით ნელა შევიდა. მაშინვე დაინახა საწოლზე წამომჯადრი გოგო, მუხლები რომ მოეკეცა, ხელები შემეოხვია მათთვის, ნიკაპი კი ზევიდან ჩამოედო.
-როგორ ხარ? - საწოლთან მისული იქვე ჩამოჯდა, მთლიანი სახე შეუთვალიერა, თან ახალი ტანსაცმელი იქვე დაუდო.
-არ ვიცი. ვერ ვაზროვნებ… მადლობა გუშინდელისთვის.
-საჭირო არ არის. ეს ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი, საუზმე მზად არის… ვერ გეტყვი რომ გუშინდელი დღე დაივიწყო, მაგრამ ეცადე ერთ არასასიამოვნო, ცუდ სიზმრად ჩათვალო, რომელიც უბრალოდ გადაღლილზე დაგესიზმრა… ასე უფრო ადვილად შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას. ვიცი ადვილი არ არის, მაგრამ ამ დროს შენი ძლიერი მხარე უნდა გამოიყენო საკუთარ თავთან და გრძნობებთან დაკავშირებით. - თვალებში უყურებდა გოგოს და მისი ცრემლები არასასიამოვნო შეგრძნებას ჰგვრიდა. თავი ოდნავ დაუქნია გოგომ ყველაფრის გაგების ნიშნად, შემდეგ ცრემლები შეიმშრალა და თავიც დახარა. კონსტანტინე კი სწრაფად წამოდგა ფეხზე გასასვლელისკენ წასასვლელად, მაგრამ გოგოს ხმამ გაჩერება აიძულა.
-შენ… ჩემი სახელი საიდან იცოდი?
-შენს ძმას ვიცნობ, შესაბამისად შენი სახელიც ვიცი. - არ შეუხედავს ისე თქვა თვალდახუჭულმა.
-ნიკუშას მეგობარი ხარ?
-რაღაც ეგეთი.
-გთხოვ გუშინდელზე არაფერი უთხრა, გაგიჟდება და არ მინდა ინერვიულოს.
-ძმისთვის მსგავსი რამის დამალვა სწორი საქციელი არ არის პატარა. მე არაფერს ვეტყვი, მაგრამ ვფიქრობ შენ უნდა უთხრა.
-ყველაფერი დამთავრდა, მნიშვნელობა აღარ აქვს.
-კარგი, ეს ამბავი მარტო ჩვენ გვეცოდინება, მაგრამ ამის მერე თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობ მაშინვე უთხარი შენს ძმას, ან დაურეკე… და კიდევ ეს ატარე. - ჯიბიდან ამოღებული წიწაკის სპრეი გადაუგდე, მისი დანახვისას გაეღიმა გოგოს და მადლიერი თვალებით ახედა პირველს.
-შენ რა გქვია?
-კონსტანტინე. - ოდნავ გაუღიმა, მერე კი საძინებლიდან გავიდა, სწრაფად დაეშვა კიბეებზე და სასადილო ოთახში შესულმა იქვე მდგომ სესილიას ხელები მოხვია. - ცხოვრებაში პირველად არ ვიცი როგორ მოვიქცე… - მის ყელში სახე ჩარგულმა ჩუმად ჩაილაპარაკა, სესილიამ კი თმაში შეუცურა თითები, საფეთქელზე აკოცა და თვითონაც მოეხვია.
-არც მე ვიცი და ვწუხვარ რომ ვერ გეხმარები. უბრალოდ ვფიქრობ დედმამიშვილები ყველაზე დიდი საგანურები არიან ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება ახლო ურთიერთობა არ გვქონდეს ერთმანეთთან, მაგრამ ყველანაირ გასაჭირში ერთმანეთის იმედი გვექნება. როცა ასეთი ძვირფასი ადამიანი გყავს, არ უნდა დაკარგო, მითუმეტეს მაშინ როცა მარტო ხარ. შეგიძლია რაღაც დონის ურთიერთობა მაინც დაიჭირო მათთან. უკვე იცი რომ არსებობენ, ერთ ქალაქში ცხოვრობთ და ჩემი აზრით მათთან ასე ახლოს და თან შორს ყოფნა უფრო დაგამძიმებს.
-ალბათ ცოტა დრო მჭირდება…
-მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები რაც არ უნდა გადაწყვიტო. - თავი უკან გასწია, წამებში შეათვალიერა საყვარელი სახე, რომელზეც ემოცია არ ეხატა, შემდეგ კი ტუჩებზე აკოცა. წელზე მოხვეული ხელით თავისკენ უფრო ახლოს მისწია ნაკანი, მეორე ხელი კეფაზე შეუცურა და საყვარელი ბაგეები ვნებიანად დაუკოცნა ქალს. არ ჰყოფნიდა, ვერ ძღებოდა მისით და წარმოდგენა არ ჰქონდა ამ პრობლემას როგორ გამკლავებოდა.
-გამარჯობა. - იქვე უხერხულად ატუზულმა ნინიმ ჩუმად ჩაილაპარაკა და წყვილიც გამოაფხიზლა. ნელა მოშორდა სესილიას პირველი, გოგოსკენ შებრუნდა და ოდნავ გაუღიმა.
-გამარჯობა. - თბილად გაუღიმა სესილიამ, მიახლოვებულს ხელი გაუწოდა და თავიც წარუდგინა.
-ეს ქეთია, ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებს, ასე რომ შეგვიძლია დავსხდეთ და მივირთვათ. - მასზე მიშტერებულ გოგოს თავით ანიშნა მაგიდისკენ, მომღიმარ ქეთის თავი დაუქნია მადლობის ნიშნად და საკუთარი ადგილიც დაიკავა. პირდაპირ სესილიას ადგილზე დაჯდა ნინი, ნაკანს კი გაეღიმა და სამზარეულოში გავიდა. - ნინი, შეგიძლია აქეთ გადმოჯდე? - სანამ რაიმეს გადაიღებდა თეფშზე მანამდე უთხრა პირველმა. დაბნეულმა ახედა კონსტანტინეს, შემდეგ უსიტყვოდ ადგა და კონსტანტინეს მითითებულ ადგილზე დაჯდა.
-ეს სალათი აუცილებლად მოგეწონება. - უკან დაბრუნებულ სესილიას დაბნეულობა შეეტყო სახეზე სხვა მხარეს მჯდომი ნინი რომ დაინახა, მერე ყველაფერს მიხვდა, ნინის წინ დაუდო სალათი, პირველს ლოყაზე აკოცა და თავისი ადგილი კმაყოფილმა დაიკავა. - არ მოგერიდოს და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-მადლობა. - ოდნავ გაუღიმა სესილიას, თვალი კი მაინც კონსტანტინესკენ გაურბოდა. უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა პირველის მიმართ, თავის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს ახერხება. არც კოსტანტინეს გამორჩენია მისი მზერა, იცოდა რასაც ფიქრობდა და გრძნობდა იმ დროს გოგო, იცოდა ჩვეულებრივ კაცად აღიქვამდა, ეს სიტუაცია კი საერთოდ არ სიამოვნებდა.
-დღეს გასაუბრება მაქვს თორმეტ საათზე. - საუბარი წამოიწყო უხერხული სიჩუმის გასაფანტად, პირველმა მაშინვე მას გახედა, თან დანა-ჩანგალი თეფშის გვერდებზე მოათავსა.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-როდის მეთქვა კოსტა? - წარბებ აწეულმა შეახსენა კაცს წინა დღეები და პირველიც დანებდა.
-კარგი, და სად?
-ფეიჯის კომპანიაში. ჩემი უნივერსიტეტიდან არჩევდნენ სტუდენტებს, ახალგაზრდები სჭირდებათ ახალი იდეებით. გუშინწინ დავამთავრე 10 სართულიანი კორპუსის მაკეტი. დღეს გასაუბრებაზე უნდა წავიღო.
-არ მანახებ?
-არ მინდა იდეა მომპარო.
-სესილია. - ქალის სიცილზე თვითონაც გაიცინა, თან კმაყოფილი იყო მისი წინსვლით. აინტერესებდა რა გააკეთა და ნახვაც ძალიან უნდოდა. - მართლა მაინტერესებს.
-ნუ მიყურებ ასე კოსტა.
-იქნებ მეც მომწონს, სხვას რატომ დავუთმო შენი თავი, როცა აქ მყავხარ.
-შენთან არ ვიმუშავებ.
-რატომ ვითომ? - წარბები ასწია მომღიმარმა, იქვე მჯდომი ნინი კი ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.
-იმიტომ რომ ჩემს შესაძლებლობებს ვერ გამოვაჩენ. ყველას ეგონება რომ შენი საყვარელი ვარ და მაგიტომ ამიყვანე სამუშაოდ.
-საიდან ასეთი აზრები.
-ხალხი ასე იფიქრებს, ხომ ასეა ნინი?
-ჰო, მეც ასე ვიფიქრებდი. - უცებ დაეთანხმა გოგოც და პირველმაც წარბშეკრულმა შეხედა დას. წამსვე დაიბნა ნინი, თვალები გაუფართოვდა და ოდნავ დაფრთხა კიდეც. მაშინვე მიხვდა კონსტანტინე რომ ნინი არ იცნობდა, ის არ იყო მარიტა და ვერც მის გამოხედვას ამოიცნობდა.
-ყველა ქალი ერთნაირად აზროვნებს. - მშვიდად მოსვა ყავა, სესილიას კი გაეცინა მის უკმაყოფილო ტონზე.
-შენ რაზე სწავლობ? თუ ისევ სკოალში ხარ?
-საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე ილიაში.
-ილიაში ძალიან კარგი ლექტორები გვყავს, როგორ მოგწონს?
-ძალიან მომწონს, ბევრ ჩემს კურსელთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ძალიან კარგია.
-ისე… მეც მაინტერესებს შენი მაკეტი.
-კარგი განახებთ. - თვალები აატრიალა სიცილით. საუზმის შემდეგ პირველ სართულზე ერთ-ერთი ოთახისკენ გაუძღვა უკან მიმავალ და-ძმას სესილია. შიგნით შესულ პირველს სრულიად შეცვლილი დახვდა ერთ დროს ცარიელი ოთახი, შუაში დიდი მაგიდა იდგა, კედელზე დიდი დაფა ჩამოეკიდათ, მასზე კი რამდენიმე ფურცელი იყო მოთავსებული, რომელზეც სხვადასხვა ფორმის ნახაზები გამოესახათ. დიდი ფორმატის ფურცლები, ფანქრები, სახაზავები, ფანჯარასთან სავარძელი იდგა, სავარძლის გვერდზე პატარა, მაღალი მაგიდა, რომლის ზედაპირზეც გამჭირვალე ფინჯანი მოეთავსებინათ, საიდანაც ნახევრად ჩაცლილი ჩაი მოჩანდა. მაგიდის შუაგულში მაღალი შენობის მაკეტი იდგა, თავისი ფანჯრებით, აივნებით, შესასვლელი კარებით, მანქანების სადგომით და გამწვანებული ეზოთი. ყურადღებით შეთავლიერა პირველმა, მართლაც შესანიშნავი პროექტი იყო, ყველა დეტალი ერწყმოდა ერთმანეთს და ამ პატარა შენობას რეალურად რომ წარმოიდგენდა ძალიან მოსწონდა.
-ჯანდაბა შენი თავი და ამხელა პროექტი როგორ მივცე სხვას. - ჩაფიქრებულმა ოდნავ ამოსულ წვერზე ჩამოისვა თითები და სერიოზული გამომეტყველებით კიდევ ერთხელ შეათვალიერა შენობა.
-კარგი რა კოსტა, სხვას შეიძლება ჩემზე უკეთესი შენობა ჰქონდეს, ნუ მე კიდევ სხვა იდეები მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მათი მოთხოვნების მიხედვით ავაწყე.
-არ მეგონა ასეთი კარგი თუ იყავი ამ საქმეში.
-მეწყინა.
-შენ იცი რასაც ვგულისხმობ. - არ შეუხედავს ნაკანისთვის ჩაფიქრებულმა ისევ შეათვალიერა ნამუშევარი. - რომ გაიგონ ჩემი შეყვარებული ხარ არ აგიყვანენ, ან ამ პროექტს დაამთავრებენ და გამოგიშვებენ.
-რა? რატომ?
-ფეიჯი ჩემი კონკურენტია.
-რა? - გაოცებულმა პირი დააღო.
-წლებია მეჯიბრება, ცდილობს ისეთი რამ მოიფიქროს რითიც მაჯობებს და შენ თუ ამას მიუტან, აუცილებლად წაიწევს წინ.
-კოსტა მე… - დაბნეული, თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა ჩაფიქრებულ პირველს და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ექნა. - რა გავაკეთო?
-შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო სესილია.
-ხო მაგრამ… საერთოდ არ მინდა შენ რამე პრობლემა შეგექმნას.
-შენ რომ ჩემი ქალი არ იყო და არ მიცნობდე ჩვეულებრივად დაიწყებდი მუშაობას, ამ მაკეტს შექმნიდი და ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ახლა მოხდება. პრობლემა არ შემექმნება, უბრალოდ რომ გაიგებენ ჩემი ქალი სხვა კომპანიაში მუშაობს, არ ვიცი რას იფიქრებენ.
-ასე ნუ მელაპარაკები. წავალ დავიწყებ მუშაობას, იქნებ მომავალში პარტნიორებიც გახდეთ.
-ეგ არასდროს მოხდება.
-რატომ?
-შენი მომავალი უფროსის, აკაკის ცოლი, უმშვენიერესი მარია, ჩემი საყვარელი იყო. - მომღიმარმა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი შოკორებულ სესილიას, მერე ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ოთახი მოათვალიერა. - ეგეც გამოსი.რებულია, სხვასთან ნაგორავები ცოლი სახლში მიიბრუნა და ბავშვი გაუკეთა მეორედ რომ არ გაქცეოდა.
-კონსტანტინე! - აღშფოთებულმა ხმამაღლა თქვა კაცის სახელი, პირველიც მისკენ შებრუნდა წარბაწეული, მერე იქვე ატუზულ ნინის შეხედა და ქალის თვალების ბრიალის მიზეზსაც მიხვდა.
-თუ მოისურვებ ახლავე დავურეკავ ჩემს მდივანს და რამდენიმე საათში ფეიჯის კომპანიის ნაცვლად ჩემს კომპანიაში დაიწყებ მუშაობას. საერთოდ რატომ არ მითხარი სამუშაოს თუ ეძებდი.
-შენ ხომ გყავს არქიტექტორი?
-მყავს, მედი, დიდი ფანტაზიის მქონე ქალია, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ხანს შესვენება სჭირდება, ძალიან დიდი საქმის წამოწყებას ვაპირებ და თუ შენ დამეხმარები აუცილებლად გამომივა.
-რა ვუყო ამას? - დანანებით მიაჩერდა თავის ნამუშევარს, პირველს კი კმაყოფილს გაეღიმა.
-ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგიწევს სესილია. - წელზე მოხვია ხელები ქალს და ტუჩები ლოყაზე მიაწება. - როცა ასეთი ნამუშევარი მიგაქვს ფასიც უნდა დაადო. მიუტანდი, ნახავდნენ, ალბათ გამოიყენებდნენ კიდეც და შენ ჯილდოს ნიშნად სამუშაოდ აგიყვანდნენ. ასეთ ნამუშევრებში ათასობით ლარს, ზოგჯერ დოლარსაც ვიხდით სესილია, და შენ გინდა შენი ნაწვალები ასე უბრალოდ მისცე სხვას? ისე კარგად მოუფიქრებია მაგ პრო.ჭს.
-ამაზე არ მიფიქრია. - დამნაშავე ბავშვივით ჩაიბურტყუნა, პირველს კი გაეღიმა, ლოყებზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა და ტუჩებზე აკოცა.
-კარგია რომ მითხარი. ნახევარი საათი გვაქვს დრო. - მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ კვლავ სესილიას გაუსწორა თვალი. - თუ მომცემ საშუალებას, დაგეხმარები.
-რას აპირებ?
-გავარკვევ ზუსტად რა დაჯდება შენი ნაგებობა, მერე მიხვალ გასაუბრებაზე წარუდგენ ამ ყველაფერს და ფასს შესთავაზებ სამუშაოს ნაცვლად. დიდ ზეწოლას იგრძნობ, მაგრამ თუ გაუძლებ სახლში დიდი ფულით დაბრუნდები.
-მთავაზობ რომ ჩემი პროექტი მივყიდო?
-სესილია, ეს ჯერ პირველია, დასაწყისია და მომავალში კიდევ ძალიან ბევრ უკეთეს კედლებს შექმნი.
-იქნებ არც არის ისეთი კარგი როგორსაც ამბობს და სხვას ამაზე უკეთესი ჰქონდეს.
-დამიჯერე პატარა, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და ეს ბევრ სტაჟიანი არქიტექტორის შემოქმედებას სჯობია. შეხედე, რას ფიქრობ, მოგწონს?
-მგონი… ჰო, არ ვიცი… ლამაზია, საუცხოო და მიმზიდველი… - დაბნეულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, კონსტამტინემ კი ტელეფონი ამოიღო და მდივნის ნომერზე გადარეკა.
-ელენე შენობის სურათებს გამოგიგზავნი, დათოს დაურეკე და უთხარი რაც შეიძლება მალე გაარკვიოს ფასი. - დაბნეულობა შეატყო გოგოს ხმაზე და სწრაფად გაუთიშა, შემდეგ კი მაკეტის სურათები გაუგზავნა.
-მადლობა რომ მეხმარები.
-მაპატიე უფრო მალე რომ ვერ მოვახერხე დახმარება. - ოღნავ გაუღიმა, მერე კი შენობისკენ დახრილმა თავსაფარი ახადა და ოთახების განლაგება ყურადღებით შეათვალიერა.
-მართლა ძალიან ლამაზია. - იქვე უხერხულად ატუზულმა გოგომ ძლივს გაბედა სიტყვის თქმა და მათი ყურადღებაც მიიქცია.
-გაუაზრებლად ზედმეტად შემოვუშვი ჩვენს ცხოვრებაში. - სესილიას გასაგონად ჩაილაპარაკა მისკენ გადახრილმა, უცებ გასწორდა და ნინის ოდნავ გაუღიმა. ნაკანი მომღიმარი შესცქეროდა პორველს, მის გრძნობებს და ემოციებს ხვდებოდა, ნელ-ნელა კი მის ფიქრებსაც იგებდა.
-მადლობა.
*
საღამოს ოთხი საათი იყო სახლში დივანზე მწოლ ქალს თავზე რომ წამოადგა პირველი, ნახევრად მძინარეს ყელში აკოცა, მისი სურნელი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა თვალებ მინაბულმა და სესილიაც გამოაფხიზლა.
-როდის მოხვედი? - ოდნავ გაიღიმა, თითები თმებში შეუცურა კაცს და ტუჩებზე აკოცა.
-ახლა. - იქვე ჩამოჯდა კონსტანტინე, თმები სახიდან გადაუწია ქალს და თმაზე ფერება განაგრძო, თან სახეს უთვალიერებდა. - რა ქნეს საბოლოოდ?
-დამირეკეს და ხვალ მისვლა მთხოვეს.
-ხომ გითხარი. - კმაყოფილმა კიდევ ერთხელ აკოცა.
-დაიღალე?
-ფიქრით უფრო დავიღალე ვიდრე საქმით.
-მოდი ჩემთან. - დივნის საზურგეს მაქსიმალურად მიეყრდნო და კონსტანტინეს დასაწოლი ადგილი გაუნთავისუფლა. პირველმა სწრაფად გაიხადა ფეხსაცმელი, პერანგის რამდენიმე ღილიც შეიხსნა მაჯებზე მოთავსებულ შესაკრავებთან ერთად და ნელა მიუწვა გვერდზე მომლოდინე ქალს. ორივე ხელი მოხვია, სახე კი მისი სახის გასწვრივ დადო. მაშინვე იგრძნი სახეზე წვრილი თითების შეხება და თვალებიც მიენაბა. - როგორ დაემშვიდობე ნინის?
-ვხვდები რომ გრძნობს ჩვეულებრივი გამვლელი არ ვარ რომელმაც გადაარჩინა და ვიცი ამ შეგრძნებას სხვა ფორმაში მიიღებს.
-ჰო ეგ მეც შევამჩნიე.
-მთელი გზა ჩუმად იყო, მაგრამ თვალს სულ ჩემსკენ აპარებდა… ჯანადა, ძალიან არასასიამოვნოა როცა შენი და როგორც ჩვეულებრივ კაცს ისე აღგიქვამს. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ ცხვირი სესილიას თმაში მოათავსა და თვალები დახუჭა. - ზედმეტად სწრაფად ნვითარდება ყველაფერი. კიდევ კარგი იმ გამოსირებულს არ უჭირს ქალთან ურთიერთობა და იცის როგორ მოიქცეს იმ ბავშვთან, თორემ მერე მართლა არ ვიცი რას გავაკეთებდი.
-არ წავიდეთ მამაშენთან?
-არ ვიცი.
-წავიდეთ გთხოვ. - ქვევიდან ახედა, თან თითები სახეზე ჩამოატარა.
-ახლა არ გეზარება?
-არა. ადექი. - ფეხზე წამომდგარმა ხელები ჩაკიდა და ფეხზე წამოდგომა აიძულა პირველს. კონსტანტინეც მორჩილად გაჰყვა თავდახრილი კარებისკენ წასულს, ხმის ამოუღებლად, ჩუმად მისდევდა პატარა ბავშვივით, ფიქრობდა რომ ტყუილად მოუწევდა დიდი გზის გავლა და სესილიას ამოკვიატებას როგორ თანხმდებოდა თვითონაც უკვირდა. - მე დავჯდები საჭესთან. - სახლის კარების დაკეტვის შემდეგ მანქანას შემოუარა და მარცხენა კარები გამოაღო. კონსტანტინესაც არაფერი უთქვამს, ჯერ საჭესთან სწრაფად მოთავსებულ სესილიას შეხედა, რომელსაც მანქანა უკვე დაექოქა, შემდეგ იქვე მდგომ ლევანის გახედა, თავი დაუქნია და მანქანაში მოთავსდა.
-რატომ გინდა ასე წასვლა და მისი ნახვა. - ცოტა ხნის შიჩუმის შემდეგ ჰკითხა, თავი სესილიასკენ შეატრიალა საზურგეს მთლიანი სხეულით მიკრულმა და ქალის სახე მთლიანად შეათვალიერა.
-მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, ყველფერს დავთმობდი მისი სიცოცხლის სანაცვლოდ, მაგრამ სამწუხაროდ მათი უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. მცხეთისკენ მივდივართ ხო? - სწრაფად გადახედა გვერდზე მჯდომს, რომელიც მას მიშტერებოდა და მაშინვე გაეღიმა.
-ჰო.
-როდესაც მამაშენზე მომიყევი მისი პიროვნება ჩემს გონებაში წარმოვიდგინე და ძალიან მომინდა მისი გაცნობა. მე და შენ თითქმის ერთ სიტუაციაში ვართ, დედასთან ურთიერთობა არც შენ გაქვს და მინდა მამაშენთან გქონდეს სანამ ცოცხალი და ჯანმრთელია. შენ ყველაზე ახლო ის გყავს, ასე ერთმანეთისგან შორს ყოფნა ორივესთვის ცუდია. მარტო ხარ, გარშემო აღარავინ დაგრჩა და ეს ანაცრისფრებს ყველაფერს შენს გარშემო.
-მე შენ მყავხარ…
-ოჯახის წევრებს სხვა ადგილი უჭირავთ ჩვენს ცხოვრებაში კოსტა.
-არ ვიცი უნდა ვუთხრა თუ არა. - სახეზე ჩამოატარა თითები, ლოყაზე მიეფერა, შემდეგ თმა ყურს უკან გადაუწია.
-გული ეტკინება.
-ტყუილი არასდროს რჩება დამალული, ახლა თუ არა, ღრმა სიბერეში მაინც გაიგებს, შეიძლება სადმე შეხვდეს კიდეც, ან ვინმემ უთხრას. მის მოლოდინში მაინც არ გაატარებს დარჩენილ დროს.
-სამაგიეროდ სიყვარულით იცხოვრებს, ახლა რომ უთხრა ის სიყვარულიც გაქრება და შენსავით ნაცრისფერი გახდება.
-ვერ ვიტან სესილია, წარმოდგენ არ გაქვს რას ვგრძნობ რომ მახსენდება. - ზიზღი და სიძულვილი გაუკრთა ხმაში, ნაკანმაც მაშინვე შეხედა. - კიდევ ვერ ვიჯერებ. - სიმწრით გაიცინა, ხელები სახეზე ჩამოისვა, თან თვალები ერთმანეთს დააჭირა. - მე მიმატოვა და სხვას გაუჩინა შვილები, თანაც სამი. ბოღმა მახრჩობს, საკუთარი და-ძმის მშურს სესილია და ამ ყველფერს რომ ვგრძნობ ჩემი თავი მზიზღდება.
-ნორმალურია ეს გრძნობები…
-არ არის, არაფერი არ არის ნორმალური ჩემს ცხოვრებაში. არაფერია მიტოვების, უსიყვარულობის და ყველა სხვა დამპალი გრძნობის გარდა. ოჯახი არ მყავს, სახლი არ მაქვს სადაც შემეძლება გაქცეულმა თავი შეფარო. ყველას უგულო, ცივი და უგრძნობი ვგონივარ რადგან არასდროს არაფერი მეტყობა და ყველას ჰგონია რომ არავინ მჭირდება. ხშირად ჩემი თავი დაკარგული ბავშვი მგონია, რომელიც უღრან ტყეში სიცივისგან აკანკალებული დადის და დედას ეძახის. ის კი არსად ჩანს, არავინ არის ირგვლივ და მეც ნელ-ნელა მარტოსულობაში ვიძირები, იქ სადაც არაფერია მუქი ნაცრისფერის გარდა. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, დედას ვერავინ შეცვლის, დედა დედად რჩება როგორიც არ უნდა იყოს და ის გრძნობა რომ ისევ არსებობს ჩემში მისი რაღაც ნაწილი, მაბრაზებს და არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს.
-იმაზე ბრაზობ რომ მისი ნახვა გინდა? - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები, რადგან გზას ვეღარ ხედავდა დაბინდული თვალების გამო, თან თვალებ დახუჭულ პირველს შეხედა. ხმას არ იღებდა კონსტანტინე და სესილიამაც უკვე იცოდა პასუხი. ხვდებოდა კაცს ამის აღიარება ხმამაღლა არ უნდოდა, რადგან გონებაშიც საკუთარ თავთან იბრძოდა ამ სურვილის გასაქრობად. - მე შენში იმაზე მეტ ფერს ვხედავ ვიდრე წარმოგიდგენია კოსტა.
-ეგ შენი ფერებია სესილია, შენ თუ გაქრები, ეს ფერებიც გაქრება.
-რატომ ფიქრობ რომ შეიძლება როდისმე დამკარგო? - წამით გახედა მდუმარედ მყოფ კაცს რომელმაც კიდევ ერთი კითხვა დაუტოვა უპასუხოდ და იქამდე არ ამოიღო ხმა სანამ გზის მიმართულების შეცვლა არ გახდა საჭირო. სიმღერის წყნარი ჰანგების თანხლებით მივდინენ მონასტრამდე, სადაც სრული სიმშვიდე გამეფებულიყო. რამდენიმე კაცი ირეოდა ეზოში და ამასაც შორიდან ხედავდა საჭესთან მჯდომი სესილია.
-აქ დამელოდე. - მანქანიდან სწრაფად გადავიდა, ერთ-ერთ ბერთან მივიდა და ზრდილობიანად მიესალმა უკვე რამდენჯერმე ნანახ კაცს. მანქანაში მჯდომი სესილია ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, იქაურობით მოხიბლული გამწვანებულ გარემოს თვალს ვერ აშორებდა და დიდი სურვილი უჩნდებოდა ყველა ადგილის დათვალიერების. მალევე კვლავ კონსტანტინეს შეხედა, რომელიც მისკენ იყურებოდა ბერის მოლოდინში, ხელები მკერდზე დაეკრიფა და ოდნავ იღიმოდა. წინ გადაწეულმა სესილიამ მკლავები საჭეს შემოხვია, ტუჩები საკუთარ ხელს ჩამოადო და პირველს თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა. მალევე შეტრიალდა პირველი მარჯვნივ და სესილიაც მიხვდა კედლის უკან მდგომი კაცი გაკვირვებულ პირველს სასიხარულო ამბავს ეუბნებოდა. მიხვდა მადლობა გადაუხადა მოფარებულ ადგილას მდგომს და მანქანისკენ დაიძრა. - აქ ქალებს არ უშვებენ, მაგრამ რადგან მამაჩემმა ამდენი ხნის შემდეგ მოინდომა შეხვედრა გამონაკლისი დაუშვეს ჩვენთვის. ხუთ წუთში შევალთ.
-ქალებს რატომ არ უშვებენ?
-დანახვისას რამე რომ არ გაიფიქრონ. - მშვიდად ჩაილაპარაკა თან შესასვლელ კარებს მიაშტერდა. ხმა რომ არ ამოიღო ნაკანმა წამსვე მას გახედა და თვალებ გაფართოვებული მთლიანად შეათვალიერა. - რა? ღრმა რწმენაში არიან, წლების მანძილზე დედის გარდა არავის ნახულობენ და რამე რომ გაიფიქრონ დღეებს ლოცვებში ატარებენ მოსანანიებლად.
-და მამაშენი?
-მამაჩემი ბერი არ არის და არც ჩემს ქალზე იფიქრებს რამეს. - თითქმის კოჭებამდე სიგრძის ატლასის ქვედაბოლოში და ყელიან ზედაში გამოწყობილი სესილია შეათვალიერა და მისი ჩაცმულობაც მერე შეამჩნია.
-რა იყო? მონასტერში შორტებით და ბრეტელებიანი მაისურით ხომ არ წამოვიდოდი. - თვალები აატრიალა კონსტანტინეს მომღიმარ სახეზე, თვითონაც გაეღიმა მტევანზე რომ აკოცა პირველმა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და მასთან ერთად დაიძრა მონასტრის ეზოში შესასვლელი კარებისკენ. რამდენიმე წუთის წინ თითქმის გავსებული ეზო მთლიანად ცარიელი დახვდათ, შენობის ფანჯრებს მუქი ფარდები ფარავდა და გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მათი ნაბიჯების და მოჭიკჭიკე ჩიტების ხმა არღვევდა. თითები ახლართა სესილიას თითებში ერთ-ერთი კარების წინ მდგომმა, ნაკანს უდნავ გაუღიმა, მერე კი კარებიც გააღო და შიგნით შესული მაშინვე წააწყდა მამის ნაცრისფერ თვალებს, რომელშიც წამსვე სითბო ჩაგუბდა. ფეხზე წამოიმართა და მონატრებულ შვილს დიდი მკლავები განიერ ბეჭებზე შემოხვია. - გაიცანი, სესილია, მამაჩემი დავითი.
-სასიამოვნოა ბატონო დავით. - მომღიმარმა ხელი გაუწოდა გაღიმებულ კაცს.
-ჩემთვისაც, სესილია. - მტევანზე ნაზად ეამბორა, შემდეგ კვლავ შვილს შეხედა, თითები მხარზე მოუჭირა და სკამებისკენ ანიშნა. - დასხედით.
-როგორ ხარ? - მოპიდაპირედ მჯდომი შეცვლილი მამა წამებში შეათვალიერა. უცნაურად იღიმოდა, გვერდზე მჯდომ სესილიას თვალს არ აშორებდა, ხან კონსტანტინეს გამოხედავდა და შემდეგ კვლავ ნაკანს უბრუნდებოდა.
-ახლა უკეთ. აქ როგორ გაჩნდით?
-როდესაც თქვენზე მიამბო კონსტანტინემ, თქვენი გაცნობის სურვილმა მძლია და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მოვახერხე მისი წამოყვანა. ამ ბოლო დროს ზედმეტად მარტოსულად გრძნობს თავს და ახლა ყველაზე მეტად თქვენი ნახვა სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ამას არასდროს აღიარებდა. - მომღიმარი დავითის სახიდან მზერა კონსტანტინეზე გადაიტანა, რომელიც გაბადრული უყურებდა, თან ყველაფრის მიუხედავად წარბები მაინც შეეკრა.
-მეგონა დიდიხნის მანძილზე აღარ მოვიდოდა.
-არც ვაპირებდი. - წყნარად ჩაილაპარაკა, თვალები კი დავითს გაუსწორა.
-ვოცოდი ადრე თუ გვიან ვიღაც აუცილებლად შეუყვარდებოდა და მეც ამ დღეს ველოდი. - შვილის არაფრის მთქმელ გამომეტყველებაზე ჩაიღიმა, უკვე ზეპირად იცოდა მისი ყველა ფიქრი და ისიც იცოდა ახლა იმ დროს ამ სიტყვების მოსმენისას შინაგანად ბრაზობდა. მასზე მიშტერებულ სესილიას შეხედა, მართლა ლამაზი იყო, თითქოს ეცნობოდა კიდეც მისი სახის მოყვანილობა და ნაკვთების ფორმა.
-უკაცრავად, რომ გიყურებთ ასე მგონია დიდი ხანია გიცნობთ და… რაღაცით მამაჩემსაც კი მახსენებთ…
-შემიძლია იგივე გითხრა, შენი გვარი თუ შეიძლება ქალბატონო?
-ნაკანი. - ოდნავ გაიღიმა თან მის ფეხზე მოთავსებულ კაცის ხელს თითები შემოხვია.
-ალექსანდრეს შვილი ხარ? - სასიამოვნოდ გაკვირვებული ჩანდა უფროსი პირველი, გაფართოვებულ თვალებში უყურებდა ქალს და ახლა ზუსტად ყველა მის ნაკვთს წარმოიდგენდა გონებაში.
-დიახ.
-ძალიან გავხარ, ახლა რომ გხედავდეს სიამაყით აივსებოდა.
-იცნობდით?
-ოთხი წლით დიდი ვიყავი მასზე, სოფელში ერთად ვატარებდით ზაფხულს, მდინარეზე ჩვენ დაგვყვებოდა, ბებიაშენ მარუსას ძლივს ვარწმუნებდით რომ გამოეშვა.
-მარუსა?
-შენ ჯერ დაბადებული არ იყავი ავარიაში
რომ დაიღუპნენ, მარუსა და ბუბა. ბუბა ნაკანი ყველაზე კარგი კაცი იყო ვისაც კი ვიცნობდი და მამაშენიც მას დაემსგავსა. მათი გარდაცვალების შემდეგ მარტოსულად გრძნობდა თავს, გვერდში ვედექით მეც და სხვა დანარჩენებიც. კონსტანტინე ძალიან უყვარდა, იშვიათად მოდიოდა ჩვენთან და იმ დროსაც პატარა კოსტას უთმობდა. - მომღიმარმა შეხედა ჯერ სესილიას, შემდეგ წინ მჯდომ გაოცებულ შვილს.
-მე არაფერი მახსოვს.
-შენ ბევრი რამ არ გახსოვს.
-მერე რა მოხდა? - დაინტერესებულმა მამა-შვილის საუბარში გაჩენილი დაძაბულობა წამებში გაფანტა და კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაბყრო პირველს.
-მერე შენზე გაიგო, არც უფიქრია ისე მიიღო გადაწყვეტილება და სიცოცხლის უფლება მოგცა. გუშინდელივით მახსოვს შენი დაბადება, მაშინ საქმეზე შევხვდი, ვსაუბრობდით რომ დაურეკეს და ორივე საავადმყოფოში გამოვვარდით. ეკას არც დაუჭერიხარ, დაბადების თანავე ალემ აგიყვანა ხელში, შენც მაშინვე გაჩუმდი. შენ გახდი მისთვის ყველაფერი და ყველაფერს აკეთებდა შენთვის... კონსტანტინე რომ დაიბადა პირველად და უკანასკნელად სწორედ მაშინ იტირა, მას შემდეგ რაც არ უნდა მოსვლოდა არასდროს ტიროდა. ზოგჯერ მეგონა მართლა ვერ გრძნობდა.
-ჩემთვის უმნიშვნელო საკითხებზე რეაქციას ძალით ვერ გამოვხატავ. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, თან თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა.
-ბევრი რამ ყოფილა შენთვის უმნიშვნელო.
-რომელ მათგანზე საუბრობ, გააჩნია. - თავისნაირ თვალებში უყურებდა, თითქოს იწვევდა თავისი გამოხედვით და აიძულებდა ეღიარებინა რომ თავის ყოფილ ცოლზე ფიქრობდა.
-დედამისი რომ წავიდა ხმა არ ამოუღია და მას შემდეგ აღარც უხსენებია.
-შენ ახსენებდი სამაგიეროდ მამა, ახლაც ახსენებ და რატომ ვერ ვხვდები. არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო? რამდენი წელი გავიდა. უბრალოდ შეწყვიტე იმაზე ფიქრი რომ როდისმე დაბრუნდება. 24 წელი. შენი აზრით ამ წლების მანძილზე მარტო იქნებოდა? ეყოლება ქმარიც, შვილებიც და შეიძლება შვილიშვილებიც. რის, ან ვის გამო გაატარე ცხოვრება მარტომ? ქალის გამო რომელსაც ფეხებზე კი.დიხარ, შენც და შენი შვილიც? თუ ასე ძალინ გიყვარდა ამდგარიყავი და მოგეძებნა. გეყოფა, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა! მე დედა არ მყავს, დიდი ხნის წინ მოკვდა ჩემთვის. გაიაზრე ის რომ არ უყვარდი, არ უყვარხარ და არც ეყვარები. ჩემთან კი მეორედ აღარ ახსენო ეგ ქალი. - ბრაზ მოწოლილმა ძლივს გააკონტროლა ტონი, მკლავზე მოჭერილ სესილიას თითებს გრძნობდა, მაგრამ მასზე დიდად ვერ მოქმედებდა.
-მეგონა მაშინ მაინც გაიგებდი, როდესაც ვინმე შეგიყვარდებოდა, მაგრამ ახლა უარესად აურიე.
-არავინ იცის რა მოხდება. ჰო, შეიძლება სესილიაც წავიდეს ერთ დღეს, მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება ჩემი ქცევიდან იქნება გამომდინარე. წავა თუ ვატკენ, იმდენად რომ ჩემგან შორს ყოფნა მოუნდება, და არა მაშინ როცა მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იმ ქალმა კი მაშინ მიგატოვა, როდესაც მის გაბედნიერებას ცდილობდი. ესაა განსხვავება მამა.
-კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
-დაბრუნდი, დაუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, გაიცანი ვინმე და გაატარე დარჩენილი ცხოვრება მშვიდად. იფიქრე მაინც ამაზე.
-რაღაც იცი და არ მეუბნები. - კონსტანტინესავით დააწვრილა ნაცრისფერი თვალები, წამით შეამჩნია როგორ გაკრთა ბრაზის სხივი შვილის თვალებში და გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო. - იპოვნე არა?
-არა, მე ის არასდროს მომიძებნია, არ მინახავს და იმედი მაქვს არც არასდროს შევხვდები. არც შენ გირჩევ მის მოძებნას და ნახვას.
-მითხარი!
-მამა! სათქმელი არაფერია და უკვე ვთქვი რომ მასზე საუბარი აღარასდროს არ მსურდა!
-რა გაიგე ასეთი?
-არ მინდა გული გეტკინოს, ამიტომ უბრალოდ დაივიწყე, ისე გააგრძელე ცხოვრება თითქოს დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
-მე მამაშენი ვარ და უნდა მითხრა, გული მეტკინება თუ სხვა რამ, მაგას მე მივხედავ. გელოდები! - წარბშეკრულს თვალებში ჩააშტერდა, ხედავდა შინაგანად როგორი აფორიაქებული იყო, რამხელა ბრაზს და სიძულვილს გრძნობდა. ზიზღიც კი გაკრთა მის ცივ თვალებში. ერთ ადგილას იჯდა და ირგვლივ ყველაფერს ნაცრისფერ ფერში ითრევდა. თითქოს სიცივისგან გააკანკალა კიდეც და კანიც დაეხორკლა. დაძაბულობა ჩამოწვა, ვეღარც სუნთქავდა მის მოლოდინში წინ მჯდომი კაცი, უკვე იცოდა რასაც ეტყოდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა.
-ქმარი და სამი შვილი ჰყავს. ორი ბიჭი, ერთი გოგო. ყველაზე დიდი 22 წლის არის. - შვილის პირიდან ამომავალი სიტყვების გაგონებისას გულის არეში უდიდესი ტკივილი იგრძნო, იმდენად დიდი რომ ხელი მთელი ძალით მიიჭირა. - მამა...
-კარგად ვარ. - ხელის აწევით გააჩერა შვილი, ჰაერი გაჭირვებით ჩაისუნთქა და კონსტანტინეს ხელი მხარზე დაარტყა. - წადით.
-დაფიქრდი მამა, კარგად დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ. - მომთხოვნი ტონით ჩაილაპარაკა ბოლო წინანადადება, ფეხზე წამოდგა და არც დამშვიდობებია უკან მოუხედავად დაიძრა გასასვლელისკენ, სახეზე კმაყოფილება ეხატა, რადგან იცოდა მალე შეხვებობა მამამისს, მაგრამ მის სახეს ვერავინ ხედავდა.
-სიმართლეს ამბობს? - იქვე მჯდომ თვალებ ამღვრეულ სესილიას შეხედა, ნაკანმა კი უბრალოდ ხელი ჩაკიდა, მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-ჩვენ, ქალებს თუ გვიყვარს, საყვარელ მამაკაცს არასდროს მივატოვებთ, მითუმეტეს მისგან არსებულ შვილს. ის ქალი თქვენი სიყვარულის ღირსი არ არის, თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, ძალიან დიდ სიყვარულს, სითბოს და ბედნიერებას. კონსტანტინემ ყოველთვის იცის რასაც ამბობს, შეიძლება უხეშად გამოუვიდეს, მაგრამ შედეგს მაინც აღწევს. სიმართლე ყოველთვის მწარეა, მას კი სიმართლის ლაპარაკი უყვარს. შეხვედრამდე ბატონო დავით. - თითები ოდნავ მოუჭირა, თბილად გაუღიმა და კონსტანტინეს უკან აედევნა. მანქანასთან იდგა პირველი, ტელეფონზე საუბრობდა, თან იქაურობას ათვალიერებდა.
-კარგი, მადლობა ელენე… დაჯდები? - ტელეფონი როგორც კი გათიშა სესილიას შეხედა.
-სად მივდივართ? - კარები გამოაღო მომღიმარმა, შიგნით ჩაჯდა და წამებში გვერდზე მოთავსებულს გადახედა.
-სასტუმროში, არ მინდა ღამე ვიაროთ, თან რამდენიმე დღე დავრჩებით და ცოტას დავისვენებ. - ხელი სესილიას ფეხზე მოათავსა, თავი საზურგეს მიადო და გზას ისე გახედა. არაფერს ამბობდა პირველი, სესილიასაც არ უნდოდა ფიქრებში წასული კაცის შეწუხება და მუსიკის ჰანგებს საჭეზე მოთავსებულ თითებს აყოლებდა, ხშირად გრძნობდა ფეხზე ოდნავ მოჭერას და ინსტიქტირად ეღიმებოდა.
-ვფიქრობ მამაშენის მსგავსი ხასიათი გაქვს. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ფიქრებიდან გამოიყვანა პირველი, წარბ აწეულმა გადახედა ქალს, მთლიანად შეათვალიერა წამებში, ოდნავ გაიღიმა და კვლავ გზას გახედა.
-ამბობენ რომ ხასიათებით პაპას ვგავარ, მამაჩემის მამას. მე არ მახსოვს, ორო წლის ვიყავი რომ დაიღუპა. სიმსიმნე ჰქონდა ყელში. ხშირად მჯდარა ბებიაჩემი ჩემს წინ, ჩუმად მიყურებდა, მერე თვალებ ამღვრეული თავს გააქნევდა, ხელს ჩაიქნევდა ხოლმე, მომიახლოვდებოდა, მერე კი შემაწუხელბად აგრძელებდა მოფერებას და კოცნას. ვერ ვიტანდი ზედმეტ სიახლოვეს და არც არავის ვიკარებდი, მაგ დროს იცოდა პაპაჩემის გახსენება, ამბობდა ზუსტად მისნაირი ცივი, უხასიათო და უჟმური ხარ, უჯიშოო. ვიცოდი ბებო გურიიდან იყო, ვაბრაზებდი უჯიშო მე კი არა შენ ხარ, შემოგვეპარე სვან კაცებსთქო. ცოტა რომ წამოვიზარდე დავცინოდი ასეთი სიმპატიური, მთა კაცი სოფლიდან ჩამუსლმა ქალმა როგორ დაკერეთქო და სულ გიჟდებოდა. ასაკში რომ შევიდა მძიმედ იყო, მეუბნებოდა ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი შენ ხარ ბებია, შენი სერი ფერებითო. მითხრა პირველები რამდენად ცივებიც ხართ, იმდენად დიდი სიყვარული შეგიძლიათო და მგონი მართალიც იყო. მამაჩემი სხვანაირი კაცია, უფრო ბებოს გავს, პაპაჩემის ხასიათი კი სურათებშიც კარგად ჩანს.
-გენებში გაქვთ ანუ. - სიცილით შეხედა მოსმენილით ნასიამოვნებმა. უნდოდა უფრო მეტი გაეგო კონსტანტინეს ბავშვობაზე, ყველა დეტალი სცოდნოდა, მაგრამ იშვიათად ანებივრებდა პირველი თავისი ისტორიებით.
-შეიძლება, და რა? - წარბები ასწია, სესილიას დაბნეულ სახეზე კი ოდნავ გაიღიმა. - საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგი ჩემს გოგოს თუ ჩემნაირი ხასიათი ექნება.
-გოგოს? - როგორც კი წარმოიდგინა კონსტანტინეს მსგავსი კიდევ ერთი ადამიანი, გული უცნაურად შეუთამაშდა, იგრძნო თბილმა ტალღამ როგორ დაუარა სხეულში და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
-რამე პრობლემაა?
-შენნაირ გოგოს არავინ მოიყვანს ცოლად და შინაბერა დარჩება. ბიჭი კიდევ, უცნაურობით, ამ ცივი გამომეტყველებით და განსხვავებული ქარიზმით მოხიბლავს გოგოებს, თან ქალებს მოგვწონს ასეთი ტიპის კაცები, მაგრამ გოგო… რა? - მომღიმარ კონსტანტინეს გაუსწორა წამით თვალი, თითები საჭეს კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია და ლოყებიც აუხურდა. - შენმა ქცევამ, მანერებმა და უემოციო გამომეტყველებამ მიმიზიდა პირველად… ნუ მიყურებ ეგრე.
-ჩვეულებრივ გიყურებ სესილია.
-მაინც მთლიანი სახე მიხურს. - ფეხებს შორის სიმხურვალე იგრძნო კაცმა თითები მაღლა რომ ააცურა და ოდნავ მოუჭირა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, გონება გაეფანტა და დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება გზაზე. - კოსტა, საშიშია, მანქანის ტარებაში დიდად არ გამოვირჩევი და… - წინიდამ მომავალი სინათლე რომ დაინახა უფრო დაიბნა და საჭე საგრძნობლად გადასწია მარჯვენა მხარეს.
-კარგი, კარგი. - მომღიმარმა მოაშორა ხელი, სესიალიაც დამშვიდდა და ჰაერის ჩასასუნთქად ფანჯარას ჩაუწია.
მალე მივიდნენ ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში, პირველის სახელზე დაჯავშნილი ნომრის გასაღებიც აიღეს და ნომრისკენ დაიძრნენ, მანამდე სავახშმოდ რამდენიმე კერძის შეკვეთა მოასწრო კონსტანტინემ და ნომერში ასული პირდაპირ სააბაზანოსკენ დაიძრა. აბაზანაში კედელზე ხელის გულებით მიყრდნობილს თავი ცხელი წყლის ჭავილისთვის შეეშვირა, განვლილ დღეს იხსენებდა თავ ატკიებული და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. მამა ნახა, რომელიც თვეების მანძილზე არ შეხმიანებია, ისე შეხვდა თითქოს ერთი კვირის უნახავი ჰყავდა, არადა გულში მაინც გრძნობდა მონატრებას, ენატრებოდა ის დრო როცა მარიტა ცოცხალი ჰყავდა და თავისი ლაღი ღიმილით უემოციო ძმას და საყვარელ მამას ყოველ დღეს უფერადებდა. ახლა ყველაფერთან ერთად წლების მანძილზე არსებული სიყვარულიც გაუცამტვერა საკუთარ მამას და მისი ჩამქვრალი თვალები რომ ახსენდებოდა დანაშაულის გრძნობას განიცდიდა. მხარზე თითების შეხება რომ იგრძნო ოდნავ მიატრიალა თავი გვერდზე, არ შეუხედავს ქალისთვის, მაგრამ თვალი მოჰკრა მის შიშველ სხეულს, ორივე ხელი მოაშორა გედელს, სესილიასკენ მთლიანი ტანით შებრუნდა და მწვანე თვალებში ჩააშტერდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ კოსტა, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა. - მკერდზე ჩამოატარა წვრილი თითები, შემდეგ კვლავ ზევით აუყვა და ბეჭებზე გადავიდა. - რამდენი გადაიტანე შენი ცხოვრების მანძილზე, მაინც ასე როგორ დგახარ. - ჩურჩულით ჩაილაპარაკა, ქვევიდან ახედა კაცს და სველი წამწამების ქვეშ ამღვრეულ თვალებსაც წააწყდა. გული შეეკუმშა, იგრძნო ის რასაც იმ დროს გრძნობდა პირველი და სუნთქვა შეეკრა. ვერ აიტანა, ვერც გაუძლო და მისი თვალის ჯებირებიც დატოვეს ცრემლებმა. არ უნდოდა სტკენოდა, არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო მისი საყვარელი კაცი. იმ დროს ისეთი დაპატარავებული, ისეთი უსუსური ეჩვენებოდა. მთელი ძალით შემოხვია ხელები წელზე, სახე მის ყელში ჩარგო და იქვე ნაზად მიაწება ტუჩები. - აქ ვარ, შენთან ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს და ვეცდები დაგეხმარო როცა ჩემი გვერდში დგომა დაგჭირდება. - ათრთოლებული ტუჩებით ჩუმად საუბრობდა, მისი ნაზი ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა კაცს ყურში, გული უჩქარდებოდა და ცხვირშიც მისი გამაბრუებელი სურნელი უძვრებოდა. ნელა წაიღო აკანკალებული ხელი მისი თმისკენ, ნელა გადაუსვა თავზე და საფეთქელზე ფრთხილად აკოცა. - მიყვარხარ კონსტანტინე და ვიცი ყველაფერი კარგად იქნება.
-მადლობა. მადლობა რომ ჩემთან ხარ, ჩემი ხარ, და გიყვარვარ. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი და თვითონ შენ ჩემთვის სესილია. - კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელზე, შემდეგ შუბლზე. თავი ააწევინა და ორივე თვალზე ნაზად ეამბორა. ბოლოს ქალის მთრთოლვარე ტუჩებს შეეხო და ტანში დავლილი ჟრუანტელის შეგრძნებისას თვალები ერთმანეს მაგრად დააჭირა, შუბლით შუბლზე დაეყრდნო და ლოყებზე ცერა თითებით მიეფერა.
-გავიდეთ. - თითები შემოხვია კაცის მტევნებს და ორივე ხელის გულზე აკოცა, მწვანე თვალები შეანათა ქვევიდან და აიძულა წყალს მოშორებოდა.
-სესილია.
-მალე საჭმელს მოიტანენ. - თვითონ შეუმშრალა სხეული, შემდეგ იქვე დაკეცილი თეთრი ხალათი გაშალა და ჩაცმაში დაეხმარა. - მიყვარხარ. - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ხალათის მოცმის შემდეგ საძინებელში გავიდა. მალე კარზეც გაისმა ხმა, გასასვლელისკენ დაძრული სესილია კარებში გააჩერა პირველმა, აბაზანაში შესვლა აიძულა, კარი კი თვითონ გააღო. მომსახურე პერსონალის მიერ შიგნით შეტანილი კერძები იქვე მაგიდაზე მოათავსებინა კაცს, თვითონ საკუთარი მოსასხამის ჯიბეში დაიწყო საკუთარი საფულის ძებნა, ნაპოვნი ას ლარიანი გაუწოდა და მადლობებით დაემშვიდობა გახარებულ კაცს. იქვე სავარძელზე მოთავსდა, ნაკანიც მაშინვე გამოვიდა და ხმის ამოუღებლდ მიუჯდა მაგიდას. არაფერი უთქვამთ, თითქოს მადაც არ ჰქონდათ მთელი დღის უჭმელებს, მაგრამ გემრიელი კერძების დაგემოვნებას მაინც შეუდგნენ. ბოლოს ფეხზე წამომდგარი პირველი აივანზე გასასვლელ კარს მიაუახლოვდა, ოდნავ გვერდზე გასწია და სიგარეტის კოლოფიდან ამოღებულ ღერს ცეცხლი მოუკიდა. დიდი ნაფაზი გამოქაჩა ჩაფიქრებულმა, რამდენიმე წამით ფილტვებში გაჩერების შემდეგ კვამლი გარეთ გაუშვა, ბოლოს ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი გარეთ იატაკს დაასრისა და უკვე ჩამქვრალი ნაგვის ურნაში მოათავსა. ხალათის შესაკრავი ნელა შეიხსნა, თან დინჯი ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ, საცვლის ამარა შეწვა თხელი საბნის ქვეშ, სესილიასკენ გადაბრუნებულმა წელზე მოხვია ქალს ხელი და ისიც წამსვე მოექცა საყვარელი კაცის მკლავებში. სახე კონსტანტინეს მკერდზე მოათავსა და მის სურნელში ჩაფლულმა პირველის გულის ცემას დაუგდო ყური. მთელი სხეულით გრძნობდა მის ფორიაქს, არაფერი ეტყობოდა მაგრამ გრძნობდა ამ ყველაფერს როგორ განიცდიდა ერთი შეხედვით მშვიდი და უგრძნობი კაცი. გრძნობდა როგორ უყვარდა, ყოველ ჯერზე ამის გააზრებისას კი სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
***
-გირეკავენ. - აწკრიალებული ტელეფონი მიუტანა ქეთიმ სასადილო ოთახში გაშლილ მაგიდასთან მჯდომ სესილიას და ნაკანმაც უცებ გამოართვა.
-მადლობა… ჰოუ. - ჩვეული ტონით უპასუხა მეგობრის ზარს, მაგრამ კაცის ხმის გაგებისას მაშინვე დაიბნა, რაც მის გვერდზე მჯდომ კონსტანტინეს არ გამოჰპარვია. დანა-ჩანგალი თეფშზე ნელა დაალაგა, თითები ერთმანეთში ახლართა და ზედ ნიკაპით დაყრდნობილი დააკვირდა აღელვებულ სესილიას. - მარტო არ ვარ… - თვალი პირველისკენ გააპარა, წამსვე მიხვდა რომ ყველა ემოცია ზედ ეწერა და მოუწევდა კონსტანტინესთვის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის ახსნა. - სახლში ხარ?.. კარგი, მოვალ მალე. - როგორც კი თქვა მაშინვე გაწყვიტა ზარი, სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა და იქიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა თითებმა შორს არ გაუშვეს.
-სად მიდიხარ?
-ლილიანთან.
-რა მოხდა? - თვალებ მოჭუტული შესცქეროდა დაბნეულს, მთლიანი სხეულით გრძნობდა მის მღელვარებას, რომელსაც წამებში შეებყრო ნაკანი და კონსტანტინეც ხვდებოდა რაღაც კარგად არ მიდიოდა.
-ვჭირდები.
-ჰოო? - წარბ აწეულმა ოდნავ ჩაიღიმა.
-გეკითხები ხოლმე რატომ მიდიხარ ანდროსთან? - იცოდა გააბრაზებდა, ნერვებს მოუშლიდა ისედაც განვლილი დრეების მანძილზე აღელვებულ კაცს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რაც შეიძლება მალე უნდა დაეღწია თავი იქაურობიდან.
-სესილია. - თავი ჩახარა, თან ჩაიცინა მის მცდელობაზე. სწრაფად მიხვდა ნაკანის სიტყვების მიზეზს როგორც კი ამღვრეული თვალები და მისი გამომეტყველება დაინახა, რომლითაც ბოდიშს უხდიდა და სთხოვდა იქიდან გაეშვა. - რომ მოხვალ აუცილებლად ვილაპარაკებთ. - მტევანზე აკოცა, სესილიასაც წამსვე გაუელვა გონებაში ფიქრმა რომ კონსტანტინე ყველაფერს მიუხვდა და დამშვიდებულმა მკლავები ყელზე მოხვია.
-მიყვარხარ. - ლოყაზე აკოცა, რამდენიმე წამით ჩახედა თვალებში, შემდეგ გასწორებული იქვე ჩუმად მჯდომ დავითს დაემშვიდობა, რომელიც წინა დღეს დაბრუნებულიყო თბილისში. საძინებლისკენ დაიძრა და სწრაფად მომზადების შემდეგ სახლიც დატოვა. ტაქსში მჯდომი ნერვიულად აწვალებდა თითებს, თვეების მანძილზე უნახავი ძმის სანახავად ფსიქოლოგიურად ემზადებოდა, თანაც აშკარა იყო კონსტანტინეზე ყველაფერი იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა მისთვის. - აქ გამიჩერეთ. - ტაქსის მძღოლს მოულოდნელად უთხრა და დაბნეულმა მძღოლმაც სწრაფად დაამუხრუჭა. ფულის მიცემის თანავე გადავიდა მანქანიდან, ისე რომ ხურდაც არ გამოურთმევია კაცისთვის და კორპუსისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. კიბეები ჩქარა აიარა, ბოლოს კი სახლის კართან გაჩერდა, სწრაფად სუნთქავდა, რკინის ზედაპირს მისჩერებოდა და უკვე აღარ იცოდა შესულიყო თუ არა. ბოლოს ზარიც დარეკა და რამდენიმე წამში ლილიანის სახეც გამოჩნდა. - აქ არის?
-მისაღებშია. - შეცვლილი ხმით უთხრა სხეულზე მიკრულ ნაკანს, მერე კი ნელა მოშორდა და თავით მისაღებისკენ ანიშნა. შიგნით შესული სრულიად შეცვლილ ძმას წააწყდა, არაფერი იყო დარჩენილი ძველი გიორგიგან. მკაცრი გამომეტყველება აჰკვროდა, შავი თვალებით უცნაურად შესცქეროდა და სესილიას სხეულში არასასიამოვნო, შიშის გრძნობას აღძრავდა. - გიო. - თვალებ ამღვრეულმა ჩაილაპარაკა სითბოთი გაჟღენთილი ხმით, კაცსაც უცებ შეეცვალა გამომეტყველება, სახეზე სინათლე გადაეკრა და ფიქრებიდან გამორკვეული ფეხზე წამოდგა ხელებ გაშლილი.
-მოდი პატარა. - ოდნავ გაიღიმა და სესილიაც მაშინვე აეკრა სხეულზე. ცხვირი მის ყელში ჩაერგო და ნაცნობ, განსხვავებულ სურნლეს ხარბად ისუნთქავდა. ბოლოს მაინც მოშორდა, სავარძელში ჩაეშვა და ნაკანსაც ანიშნა იქვე დამჯდარიყო.
-როდის ჩამოხვედი.
-ერთი საათის წინ. ვიფიქრე მოვიდოდი, სურპრიზს გაგიკეთებდი, მაგრამ არ დამხვდი.
-მატყუებ. ისედაც იცოდი სახლში რომ არ ვიყავი. მიდი, გელოდები, მითხარი რაც გინდა. - თვალები აატრიალა ძმის პასუხზე, ფეხი ფეხზე გადაიდო, მკლავები სავარძლის სახელურებზე დაალაგა და საშიშად მოელვარე შავ თვალებში მიაშტერდა ძმას. არ იცოდა საიდან მოსდიოდა ამხელა გამბედაობა ასე რომ ესაუბრა გიორგისთან, მაგრამ რაღაც აღუწერ ძალას გრძნობდა როცა საქმე კონსტანტინეს ეხებოდა.
-არ მეგონა ასე თუ დაიმცირებდა თავს ჩემი და და ვიღაცის საყვარელი გახდებოდა. - შეცვლილი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, თან სესილია მთლიანად შეათვალიერა. მაშინვე აენთო თვალები ნაკანს, გულში რაღაც მტკივნეულად ჩასწყდა მისგან წამოსული სიტყვების გაგონებისას, წამით სიბრალულიც იგრძნო მის მიმართ, სიძულვილი გარდაქმლი ძმის ყურებისას, წყენაც იგრძნო როდესაც გიორგის თვალებში რამდენიმე წამით გამკრათალი ზიზღის შეგრძნება დაინახა. გაშეშებული სავარძლის სახელურებს ძლიერად უჭერდა თითებს და დაჯერება არ უნდოდა რომ ეს სიტყვები მისგან ესმოდა.
-თუ ამის სათქმელად ჩამოხვედი, შეგიძლია უკანმოუხედავად წახვიდე აქედან და ჩემი ცხოვრებიდან! არავის მივცემ უფლებას ვინმეს საყვარელი დამიძახოს! აღარასდროს გაბედო ჩემთან ასეთი ტონით და სიტყვებით საუბარი! შენ არაფერი იცი ჩემი და ჩემი საყვარელი კაცის გრძნობების, ან ურთიერთობის შესახებ! არ გაქვს უფლება თვეების შემდეგ მოხვიდე ჩემთან და ასეთი ტონით, ასეთი გამომეტყველებით დაჯდე ჩემს წინ!
-შეუცვლიხარ. - ცინიკურად ჩაიცინა დის სიტყვების მოსმენისას, ასეთი სესილია არასდროს ენახა, უფრო ძლიერი ჩანდა იმ გოგოსთან შედარებით რომელიც დატოვა. - გგონია უყვარხარ?
-მე ვიცი რასაც გრძნობს ჩემს მიმართ და სხვა დანარჩენს აზრი არ აქვს. მე მას ყველაზე კარგად ვიცნობ, ყველა მისი ქცევით ვხვდები რას გრძნობს, ან რას განიცდის და საერთოდ არ მჭირდება მისი ნათქვამი მიყვარხარ. შენ არ იცი და ვერც გაიგებ რას ვგრძნობ ახლა, რადგან არ შეგიძლია ადამიანის შეყვარება. მიყვარხარ, მაგრამ არ მოგცემ უფლებას საზღვრები გადაკვეთო და ჩემს ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა. - უკვე ფეხზე იდგა და ზევიდან დასცქეროდა თვალებ ანთებული მშვიდად მჯდომს და იქაურობიდან გაქცევის სურვილი ჰკლავდა.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის კონსტანტინე პირველი სესილია, თორემ ასე არ ისაუბრებდი. გგონია იცნობ, მაგრამ არაფერი იცი მის შესახებს. ქალები გულუბრყვილო არსებები ხართ, ერთი-ორჯერ გაგიღიმებთ, თბილ სიტყვებს გეტყვით და მაშინვე თავს კარგავთ. ვერ ხვდები რომ გიყენებს, შენი საშუალებით ცდილობს ჩემამდე მოსვლას, შენ კი ფიქრობ რომ შენს მიმართ დიდი გრძნობები ამოძრავებს კაცს რომელსაც გრძნობები საერთოდ არ გააჩნია.
-რას ბოდავ საერთოდ?! - უკვე ყვირილზე გადასულმა ხელები ჰაერში აიქნია, გიორგი კი კმაყოფილი შესცქეროდა წყობიდან გამოსულ ქალს. - რატომ ჩამოხვედი? რა გინდა გიორგი?! არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი?!
-ის შენ გატკენს სესი, თანაც ისე რომ სიცოცხლის სურვილი გაგიქრება. ამიტომ ვარ აქ რომ იქამდე მოგაშორო სანამ ღრმად შეტოპავ.
-არც კი იცი რას ლაპარაკობ. - თვალებ ამღვრეული უკან დგამდა ნაბიჯებს, გიორგი კი მას უახლოვდებოდა.
-კონსტანტინეს მე ვჭირდები და მაგიტომ დაგიახლოვდა სესილია. უნდა შენიდან მოვიდეს ჩემმამდე, დარწმუნებული ვარ ახლაც ვინმე თავისი კაცი გამოგაყოლა.
-შენი არ მჯერა.
-კონსტანტინე მკვლელია, ჩემი ორი მეგობარი ისე მოკლა წარბიც არ შეურხევია. ახლა მე მეძებს და შენ გიყენებს ჩემთან მოსაღწევად.
-შენი არ მჯერა! - ატირებულმა სახეზე აიფარა ხელები, უკვე სუნთქვა უჭირდა, აღარ უნდოდა მისი მოსმენა, გული სწრაფად უცემდა და კონსტანტინეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში, სადაც ეუბნებოდა რომ არავის ნათქვამი არ დაეჯერებინა სანამ მას არ დაელაპარაკებოდა.
-პატარა, დაფიქრდი, რატომ მოგატყუებ და დაგიშლი ბედნიერებას. პირიქით, არ მინდა რომ დაიტანჯო და ამიტომ გეუბნები ამ ყველაფერს. - მისი სახე ხელებში მოიქცია და სველ მწვანე თვალებში ჩახედა.
-სიმართლე რომც იყოს, არ მაინტერესებს! ჩემთვის მთავარი კონსტანტინეს ჩემდამინ არსებული გრძნობებია. შენ არაფერი იცი და ის რასაც მე მის თვალებში ვხედავ, ყალბი ვერ იქნება. მიყვარს და არ ვაპირებ დაშორებას შენი მოყოლილი ზღაპრების გამო. - ხელის ზურგები მაჯებზე აარტყა და მისი თითები მოიშორა, თავი მაღლა ასწია, გამომეტყველება გაუმკაცრდა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა მშვიდად ჩაილაპარაკა.
-სესილია…
-აღარაფერი თქვა, შენი მოსმენა არ მინდა. იმის ნაცვლად რომ უბრალოდ ჩემთან ერთად ყოფნით დამტკბარიყავი და ამდენი ხნის უნახავი მოგესიყვარულებინე, ჯერ ბოზ.ად შემრაცხე, შემდეგ ვიღაც უტვინო ქალად რომესაც იყენებენ. მე იმ ადამიანთან არასდროს ვიქნები ვის თვალებშიც ჩემდამინ არსებულ გრძნობას ვერ დავინახავ. კონსტანტინეს მიტოვებას არ ვაპირებ, მას ჩემს გარდა არავინ ჰყავს და მე მისი მიტოვება არ შემიძლია. მიყვარს თავისი ბნელი მხარით და არ აქვს მნიშვნელობა შენი ნაბი.ჭვარი მეგობრები მოკლა თუ არა. ამის არც მჯერა, და სიმართლე რომ იყოს, არც მაინტერესებს. - კედელზე ზურგით აკრული ანთებული თვალებით შესცქეროდა გაღიზიანებულ ბიჭს რომელსაც ბრაზი უფრო და უფრო ედებოდა.
-მაგის დედს შევ.ცი! ასე ძალიან როგორ შეგაყვარა თავი?! - მუშტი მიარტყა კედელს სესილიას სახის გასწვრივ, მერე კი თავი რომ ვეღარ გააკონტროლა ყბებზე წაავლო თითები ნაკანს. - ფეხებზე მკი.დია გაიგე? შენ მასთან ვერ იქნები და მორჩა! შეიყვარე სხვა, ვისთანაც გინდა იმასთან იყავი, მაგრამ კონსტანტინეს მოშორდი!
-ხელი მომაშორე და ხმას დაუწიე! ვინ ხარ რომ მომადექი აქ და მიწყვიტავ ვისთან ვიყო და ვისთან არა?! რა უფლება გაქვს?
-სესილია!
-აღარაფერი მითხრა, საუბარი დავასრულე, აი ამ შენი გამოხტომის გამო კიდევ დიდიხანი ვეღარ მნახავ! გმადლობთ აზრის გამოხატვისთვის რომლის გაზიარებაც არ მითხოვია, ახლა შეგიძლია და.ახვიო აქედან.
-ძალიან გათამამებულხარ სესი, სიტყვებს დაუკვირდი პატარა და ნუ გამაკეთებინებ ისეთ რამეს რაც ძალიან არ მინდა.
-შენთან საუბარი აღარ მსურს, არც შენი ყურება მინდა… და საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი აქ. - სწრაფად დაავლო საკუთარ ჩანთას ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ახლა თუ მასთან წახვალ, ვეღარასდროს მნახავ სესილია.
-მე მას ვერ მივატოვებ, არჩევნის წინაშე ნუ დამაყენებ.
-კონსტანტინე ჩემი მტერია სესილია, ადრე თუ გვიან სიცოცხლეს გამომასალმებს და გინდა ძმის მკვლელთან იყო?
-გაჩერდი, შეწყვიტე საუბარი, ვერც კი ხვდები როგორ მტკენ ყველა შენი სიტყვით. უბრალოდ წადი, აღარ დაბრუნდე და არც ის გაისვრის ხელებს შენს სისხლში.
-მიზეზიც კი არ გიკითხავს.
-არ მაინტერესებს.
-ასე ძალიან გიყვარს? როგორ? - თავზე მოიკიდა ხელები, თან თვალები დახუჭა, აღარ იცოდა რა მოეხერხებინა სიყვარულით დაბრმავებული დისთვის.
-იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე წარმოგიდგენია. - ოდნავ გაუღიმა, მერე კი სახლი დატოვა. უამრავი ფიქრებით სავსე სიმძიმეს გრძნობდა, სხვადასხვა კითხვები უტრიალებდა გონებაში და უკვე თავის ტკივილიც აწვებოდა. სახლში დაბრუნება არ სურდა, მაგრამ სად წასულიყო ისიც არ იცოდა. დიდხანს დადიოდა ქუჩებში უგზო-უკვლოდ, ბოლოს მაინც იმ ადგილისკენ დაიწყო სვლა სადაც ყოველთვის სიმშვიდეს პოულობდა. უცნაური დღე იყო, ცაც ნაცრიფერი ღრუბლებით გადაჭედილიყო და ნელ-ნელა კიდევ უფრო მუქდებოდა. მალე იწვიმებდა, მაგრამ ნაკანი მაინც მიიწევდა ჩქარი ნაბიჯებით სასაფლაოსკენ. მამის საფლავთან მისული წამით ერთ ადგილზე შესდგა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, იქვე დალაგებული სანთლებიდან ერთი აანთო და კაცის ნაკვთებს თითები ნელა ჩამოატარა. - ნეტა ცოცხალი იყო მა. - მის მსგავს თვალებს გაუსწორა მზერა, ნაცრისფერი იყო ნახატი, მაგრამ სესილიას წარმოსახვაში მწვანე, ბრწყინავი თვალები ჩანდა. მაშინვე გაიკვალეს გზები ცრემლებმა ლოყებზე, მის შესაჩერებლად არც არაფერი უქნია ქალს, შუბლი ცივ ქვას მიადო და ფიქრებით წარსულში გადაეშვა. - ნეტავ ჩემთან იყო. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ნიავმა მაშინვე დაუბერა და სიცივისგან კანიც დაეხორკლა. ოდნავ გაიღიმა, იქვე ჩამოჯდა და დანთებულ სანთელს მიაჩერდა. მალე ტელეფონის ხმამ შეაწუხა, არც დაუხედავს ისე გაუთიშა ხმა და პატარა ცეცხლის ალის ყურება განაგრძო. გაწვიმდა, წვრილი წვეთებით დაიწყო მიწის დანამვა, ცეცხლი კი მაინც ებრძოდა ბუნების ორ სტიქიას. ბოლოს წვიმამაც იმატა და სანთელიც ჩაქრა. რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეეკრა სესილიას, ბოლოს გაიღიმა და თავი ჩახარა. თავზე აწვიმდა, მაგრამ სიცივეს ვერ გრძნობდა, სრულიად მოწყვეტილი იყო იქაურობას და შეგრძნებაც დაჰკარგოდა. არ იცოდა უნდა დალაპარაკებოდა კონსტანტინეს თუ არა იმ ყველაფერზე რაც ძმისგან მოისმინა. არ უნდოდა ის ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო. გათიშული მხოლოდ მხრებში ჩავლებულმა ხელებმა მოიყვანა გონს, შემდეგ მისი ხმაც შემოესმა და მალე დედამიწას დაუბრუნდა. თავ აწეულმა საყვარელ ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა თვალი. დაინახა კიდეც შიგნით არსებული ღელვა, შიში და სითბო, რომელიც მისგან იყო გამოწვეული.
-ამის დედაც. აქ რა გინდა ამ დროს სესილია? იცი რამდენი ხანია გეძებ? - ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა, საკუთარ მოსაცმელს ხვევდა აკანკალებულ მხრებზე, თან სახეზე ეფერებოდა.
-კოსტა…
-ადექი. - წელზე მოხვია ხელი, რომ მიხვდა სიარულს ვერ შეძლებდა სწრაფად ააფრიალა ხელში და ჩქარი ნაბიჯებით მოშორდა იქაურობას. - რამდენჯერ დაგირეკე?! რატომ არ პასუხობდი ტელეფონს, ლამის მთლიანი ქალაქი გადავატრიალე, რა აღარ ვიფიქრე… ჯანდაბა, როდის შეწყვეტ ბავშვივით მოქცევას და ჩემს გაბრაზებას?!
-რატომ მეძებდი? - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კონსტანტინემ კი წარბშეკრულმა ზევიდან დახედა თავდახრილს.
-შენმა დაქალმა მომწერა სამი საათის წინ რომ მისგან წახვედი და ლილიანის ზარებსაც არ პასუხობდი. აინტერესებდა სახლში იყავი თუ არა.
-მარტო ყოფნაც არ შეიძლება?
-შეიძლება, უბრალოდ შეგიძლია მითხრა სად იქნები რომ არ ვინერვიულო. - საფეთქელზე აკოცა, შემდეგ მანქანაში ჩასვა. - სულ კანკალებ სესილია! მითხარი რა გიყო ამ საქციელისთვის. - წარბშეკრულმა შეუკრა ღვედი, შემდეგ თავის აგილას მოთავსდა და მანქანაც დაძრა, თან ტელეფონი მოიმარჯვა, ქეთისთან გადარეკა და ჯაკუზის ცხელი წყლით გავსება დაავალა. სწრაფად კვეთდა ქუჩებს, თან თავისი მხურვალე ხელით სესილიას გაყინულ თითებს უთბობდა. სახლში მისვლისთანავე შეიყვანა აბაზანაში, სველი ტანსაცმელი მოაშორა აკანკალებულს და ცხელ წყალში ჩასვა. - აღარასდროს გააკეთო ასეთი სისულელე, თორემ ძალიან გავბრაზდები, გაბრაზებულზე ძალიან უხეში და საშიში ვარ. შენ მე გყავარ, ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ დაფიქრდი ხოლმე, გამაბრაზებს შენი საქციელი თუ არა.
-გავითიშე უბრალოდ. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, მაგრამ კონსტანტინეზე დიდად არ უმოქმედია მის ტონს.
-მეც ეგ ვიფიქრე რომ სადმე გათიშული ეგდე ძირს… ჯანდაბა ასე არასდროს მინერვიულია და იცოდე მეორედ აღარ გაიმეორო მსგავსი სისულელე. თუ საუბარი არ გინდა მომწერე მაინც რომ ვიცოდე კარგად ხარ. - გაბრაზებული, მკაცრი ტონით საუბრობდა, თან საცვლის ამარა იქვე მდგომი სესილიას სხეულზე თითებს დაატარებდა, გაყინულ თავს თბილი წყლით უთბობდა და ხედავდა ეს ყველაფერი როგორ სიამოვნებდა ნაკანს.
-კარგი ჰო.
-რა მოხდა ისეთი რაზეც ფიქრებმა გაგთიშა, ლილიანსაც ანერვიულებული ხმა ჰქონდა, იჩხუბეთ?
-არა.
-გათბი?
-ვერა.
-მოდი. - ნელა წამოაყენა, პირსახოცი შემოახვია და საძიებელში შესულმა საწოლზე დასვა. თბილი სპორტულები გამოუტანა, შემდეგ თმა გაუშრო, ქუდიც დააფარა, სწრაფად ჩააცვა, სქელი წინდებიც ამოაცვა და საწოლში მწოლს სქელი გადასაფარებელი გადააფარა. - მოვალ ახლავე. - საძინებლიდან გასული მალე დაბრუნდა საჭმლით, ჩაით და სიცხის საზომით. თვითონ მოუთავსა სიცხის საზომი იღლიის ქვეშ, შემდეგ წვნიანი დაუდო მუხლებზე და დაბნეულ სესილიას კოვზი პირთან მიუტანა.
-მოიცადე.
-მალე, დამექცევა. - უცებ აჭამა, მეორე კოვზიც მიაყოლა, შემდეგ მესამეც. ისეთი მზერით შესცქეროდა წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდა სესილია. აწრიპინებული სიცხის საზომით თვითონ ამოიღო და პირველმაც სწრაფად ააცალა ხელებიდან. - კარგად მოგცხებდი ახლა რომ არ იჯდე. - ციფრების ნახვის შემდეგ თქვა და სიცხის საზომი იქვე ტუმბოზე დადო.
-კოსტა…
-ხმა არ ამოიღო. სანამ ამას არ დაამთავრებ, წამალს არ დალევ და სიცხე არ გაგივლის არაფერზე საუბარი არ მინდა.
-არ მინდა…
-გაბრაზებული ვარ და არ მაინტერესებს რა გინდა, გააკეთებ იმას რასაც გეტყვი და დანაშაულს ასე გამოისყიდი ნახევრად… გაჭამო თუ შეჭამ? - არ უყურებდა ისე საუბრობდა, თან სესილიას საჭმლით უკავებდა პირის ღრუს.
-არ შევჭამ… აღარ მინდა… კონსტანტინე გეყოფა! - ბოლოს რომ ვეღარაფერი მოიფიქრა მთლიანი ტანით შებრუნდა გვერდზე. თავბრუს ხვევას გრძნობდა, შინაგანად კანკალებდა და თვალებიც ეწვოდა. - გეყოფა გთხოვ, არ მინდა არაფერი, უბრალოდ ჩამეხუტე და კარგად გავხდები. - ამღვრეული, ჩაწითლებული თვალები შეანათა პირველს და რამდენიმე წამის შემდეგ ისიც დანებდა. წამალი მაინც დაალევინა, რადგან მისი ტემპერატურა ოცდათვრამეტს სცდებოდა. შემდეგ გვერდზე მიუწვა, აკანკალებული ცხელ სხეულზე მიიხუტა და სახე მის თავთან დადო. აღარც ახსოვდა ასე ბოლოს როდის ინერვიულა, ყველა შესაძლო ფაქტი წარმოიდგინა რაც კი შეიძლებოდა შემთხვეოდა. პირველად შეეშინდა ასე ვინმეს დაკარგვის მარიტას შემდეგ, იმაზე ძვირფასი გახდა მისთვის ვიდრე წარმოიდგენდა და მას რომ რამე მოსვლოდა თავსაც დაკარგავდა. - კოსტა…
-არაფერი თქვა.
-მაპატიე… არ მიფიქრია ასე თუ ინერვიულებდი.
-სამი საათი გეძებდი სესილია, შენი აზრით რას ვიფიქრებდი მაშინ როცა არავის ზარებს არ პასუხობდი და არც სადმე ჩანდი.
-რას ვიფიქრებდი ლილიანი თუ დაგირეკავდა…
-დაიძინე.
-არსად წახვიდე რა. - მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია, თავი ასწია და თვალ დახუჭულმა ტუჩებზე აკოცა.
-აქ ვიქნები რომ გაიღვიძებ. - შუბლზე მიაწება ტუჩები, თვითონაც დახუჭა თვალები და მთელი ღამის უძილო რამდენიმე წუთში გაითიშა.
ათი საათი ხდებოდა ტელეფონის ზარმა რომ დაუფრთხო ძილი ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს. პირველი ყველანაირად ეცადა სესილიას გამოფხიზლებამდე ეპასუხა ტელეფონისთვის, მაგრამ ვერ მოასწრო ძილბურანში მყოფმა, ბოლოს ყურზე მიიდო ტელეფონი, ტუჩები კი საფეთქელზე მიაკრო ნაკანს სიცხის შესამოწმებლად.
-სამჯერ დაგირეკე უკვე, ხომ კარგად ხარ?
-მეძინა, რა ხდება?
-მარტო? - ხმადაბლა, მშვიდი ხმით ჰკითხა, მაგრამ პირველი მაშინვე მიხვდა ბავშვობის მეგობრის რეალურ ტონს.
-ბოლოს მარტო როდის მეძინა აღარ მახსოვს. ჩემი ქალი ვიღაცამ გამიბრაზა და რომ ვიპოვნე სულ გაწუწული იყო, ახლა სიცხე აქვს და მარტო ვერ ვტოვებ.
-მომიკითხე და უთხარი ბევრი ჩაი დალიოს.
-რომ გამოფხიზლდება ვეტყვი… დაგირეკავ ცოტახანში. - ტელეფონის გათიშვისთანავე იქვე ტუმბოზე დადო, თითები ქუდის ქვეშ, თმაში შეუცურა სესილიას და შუბლზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები. - აღარ გაკანკალებს, მაგრამ მაინც ცხელი ხარ.
-შენ მათბობ და მაგიტომ.
-გამიშვი. - რამდენჯერმე აკოცა, მერე საწოლიდან წამომდგარი აბაზანისკენ დაიძრა. უკან დაბრუნებულმა სიცხის საზომით ხელში მწოლ სესილიას შეხედა, რომელსაც ხელი შუბლზე მიედო და თერმომეტრს შესცქეროდა.
-ოცდაჩვიდმეტი და ოთხი. - თავზე წამომდგარს ახედა შეწუხებულმა, ხელებით საწოლზე დაყრდნობილი პირველი მისკენ დაიხარა, შუბლზე ნაზად აკოცა, საფეთქელს ჩამოუყვა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს მის ბაგეებთან მიღწეულმა გამაბრუებელი კოცნა დაუტოვა და ისევ გასწორდა.
-ჩაის მოგიტან, დალიე, ისევ დაიძინე და რომ გაიღვიძებ სიცხე აღარ გექნება.
-შენ?
-რა მე?
-შენ სად იქნები.
-აქ ვიქნები სესილია, სად წავალ ამ დროს.
-მართლა? - თვალებ ამღვრეული უყურებდა, თავს ვერ იკავებდა კონსტანტინეს ცივ ტონზე. მის ჩახლეჩილ ხმაზე მაშინვე მიხვდა ტირილს აპირებდა ქალი, მაგრამ არ შეტრიალებულა, გასასვლელისკენ დაიძრა ისე რომ პასუხიც არ გაუცია სესილიასთვის. გაბრაზებული იყო, ხვდებოდა რაღაც კარგად ვერ მიდიოდა, სესილია თითქოს ძველებურად იქცეოდა, მაგრამ გრძნობდა როგორ განსხვავებულად უჩქარდებოდა გული მისი სიახლოვისას. უკვე ფიქრობდა რომ დილით ის ადამიანი ნახა ვისაც ამდენ ხანს ეძებდა. იმ დრომდე სჯეროდა რომ სესილიას კონტაქტი არ ჰქონდა თავის ძმასთან რადგან არასდროს შესწრებია რაიმე დასაეჭვებელ შემთხვევას. არც სესილია ახსენებდა ხშირად რადგან თავიდანვე ნათქვამი ჰქონდა ყველაფერი გიორგიზე, მაგრამ ახლა ეჭვები ღრღნიდა, ხასიათიც შესცვლოდა და მისი მდგომარეობაც უარესად ხდიდა. სამზარეულოში შესულმა წყლის მადუღარა ჩართო, ფინჯანში ჩაის პაკეტი მოათავსა და მარმარილოს ზედაპირს ხელის გულებით დაეყრდნო თვალდახუჭული. უფრო და უფრო მეტი პრობლემა ემატებოდა, ეს ყველაფერი მეტ საფიქრალს უჩენდა და თავის ტკივილსაც ვერაფრით იყუჩებდა. წყალი როგორც კი ადუღდა მაშინვე დაასხა ჭიქაში, შაქარიც ჩაყარა და საძინებელში დაბრუნდა.
-ეს დალიე.
-კოსტა… - ჭიქას შემოხვია თითები თავ დახრილმა, ზედმეტად ცხელი შუშის გამო მალევე მოაშორა, მაგრამ სითბო ძალიან სიამოვნებდა.
-რამის თქმა გინდა? - იქვე ჩამოჯდა, თავიდან ქუდი მოაშორა და დახვეული თმები მხრებზე შეუსწორა. - გიხდება. - ყურს უკან გადაუწია თმა, ლოყაზე ცერით მიეფერა და სესილიამაც ჩაწითლებული თვალები შეანათა. თმაში შეუცურა თითები ნაკანმა, პირველს კი მთელ სხეულზე ეკალმა დააყარა, სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში და რამდენიმე წამით გაბრუვდა.
-დღეს ლილიანის ნომრიდან ჩემმა ძმამ დამირეკა და ვნახე. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, კონსტანტინეს კი სუნთქვა შეეკრა, გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო, შემდეგ ზიზღის შეგრძნება დაეუფლა, სესილიას შეხებაც ვეღარ აიტანა, თავი გვერდზე გასწია, მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა სახე ხელებში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-რატომ არ მითხარი? - ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, არაფერი ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან იწვოდა.
-გიოს გაფრთხილებული ვყავდი არასდროს არავისთვის მეთქვა რომ რაიმე ურთიერთობა მქონდა მასთან. ისედაც არ გამოვირჩეოდით დიდი და-ძმობით, მაგრამ ჩემთან კონტაქტი საერთოდ შეწყვიტა და სახლის ტელეფონზე მირეკავდა თვეში ან ორ თვეში ერთხელ, ერთი წუთით მესაუბრებოდა და თიშავდა.
-ახლა რატომ მეუბნები ამას.
-იმიტომ რომ არ მინდა რამე დაგიმალო, ამას რომ არ გეუბნებოდი ცუდად ვგრძნობდი თავს და…
-რა გითხრა? - საუბარი შეაწყვეტინა სესილას, ოდნავ შეატრიალა თავი მისკენ და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-რომ შენ მისი მტერი ხარ, დიდი ხანია ეძებ და ჩემთან იმის გამო ხარ რომ გიომდე მიაღწიო. მითხრა რომ მისი ორი მეგობარი მოკალი და მის მოკვლასაც აპირებ.
-თუ ეს ყველაფერი იცი, ისევ აქ რატომ ხარ.
-იმიტომ რომ მთხოვე რაც არ უნდა გამეგო შენზე, ჯერ შენთან გამერკვია. გარდა ამისა მე დაგპირდი რომ არ მიგატოვებდი. მიყვარხარ და შენს მარტო დატოვებას არ ვაპირებ იქამდე სანამ არ მაიძულებ წავიდე. მე არ მჯერა რომ ჩემთან რაიმე მიზეზით ხარ. ყოველ დღე გიყურებ და ვხედავ შენში არსებულ გრძნობებს რომლებიც შენთან კიდევ უფრო ახლოს მოსვლას მაიძულებს. მე ვერ დავიჯერებ რომ ჩემთან თამაშობდი, რადგან შეუძლებელია ეს ყველაფერი უბრალო თამაშის ნაწილი იყოს. ახლავე წავალ თუ მეტყვი რომ მხოლოდ გიორგისთან მისაღწევად იყავი ჩემთან, მხოლოდ სურვილებს იკმაყოფილებდი და სხვა არაფერია ჩვენს შორის.
-ჩემთან ყოფნამ ჭკუა მოგმატა. - მოსმენილით ნასიამოვნებმა ნიკაპზე მოკიდა თითები და ტუჩებზე ნაზად ეამბორა. - ჯანდაბა, ვერც გეჩხუბები ისე საუბრობ.
-ჰო, ალბათ თავიდანვე რომ გამეგო უთქმელად მიგატოვებდი. - ჩაიცინა, თან ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია მომღიმარმა.
-როგორც მაშინ გაიქეცი როცა მეგიზე გაიგე.
-ეგ სხვა რამეა. შენ მასთან ურთიერთობა გქონდა ჩემი გაცნობის შემდეგ და საერთოდ ახლა რომ ვიხსენებ გულის რევის შეგრძნებას მიჩენს შენი ქცევა.
-გეყოფა, ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დავამთავრეთ, აღარც მახსოვს და არც ახლა ვაპირებ რამის გახსენებას.
-მე სულ მახსენდება როცა ერთად გიწევთ ყოფნა, მასაც სულ ახსოვს და ყოველთვის ტკივილს განიცდის როცა ჩემთან გხედავს.
-არ მაინტერესებს სესილია.
-რატომ? ის ხომ შენი მეგობარია, რატომ ექცევი როგორც ძველ საყვარელს.
-რა გინდა რომ გითხრა? რატომ იწყებ ამაზე საუბარს ახლა?
-მაშინ, ნინი რომ მოიყვანე შენს ყელზე ქალის ტუჩსაცხი დავინახე. ვიცი მისია, ასე ახლოს შენთან სხვა ვერ მოვიდოდა და არ მსიამოვნებს კოსტა, ვერ ვიტან სხვა რომ გეხება, თუნდაც მეგი, ვიცი სულ სხვა ფიქრები აწუხებს შენთან ახლოს ყოფნისას. რატომ უნდა გაკოცოს ყელზე როცა იცის რომ ყველაფერი დამთავრდა და სახლში მოსვლისას მაგ ტუჩსაცხის კვალს ვნახავ.
-არც შემიმჩნევია. - დაიბნა, მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა დასტყობია რამე, სესილია კი მაინც მიუხვდა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ნუ გკოცნის, ნუ გეხება იმ ადგილებში სადაც მხოლოდ მე მაქვს შეხების უფლება. მაგ დროს მზიზღდები შენი ვითომ მეგობრიანად და შენთან ყოფნის სურვილი მეკარგება.
-სესილია. - წარბებ აწეულმა შეხედა ქალს რომელსაც თვალები ამღვრეოდა, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით შესცქეროდა. სულ სხვა რამეზე საუბრობდნენ, თითქოს ამ დიალოგებით ცდილობდნენ მთავარი თემისთვის გვერდის ავლას. უყურებდა საყვარელ ქალს, მის ეგოისტობაზე და მესაკუთრეობაზე გულში იცინოდა, სიამოვნებდა კიდეც, თან მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას სიცილს ვერ იკავებდა. ბოლოს სერიოზული გამომეტყველება სულ შეეცვალა, ყველა კბილი გამოაჩინა და ხმით გაიცინა, სესილია კი გაოცებული უყურებდა მოხარხარე პირველს, ასეთი არასდროს ენახა, ხშირად უღიმოდა, მისი ჩაცინებაც უნახავს ბევრჯერ, ანდაც რამდენიმე წამიანი გაცინება, მაგრამ ასეთი არასდროს ენახა. მიშტერებული შესცქეროდა და ძალიან მოსწონდა, უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა ამ კაცის მიმართ, მისი ყურებისას გული უფრიალებდა, მუცელში ათასობით მფრინავი არსება მოძრაობდა და გულიც განსხვავებული სისწრაფით უფეთქავდა. - შენ მე გამაგიჟებ. - ჭიქა ხელიდან ააცალა, სწრაფად ჩაისვა კალთაში და მთლიანი სახე დაუკოცნა.
-რა გაცინებს კონსტანტინე? - წარბ შეკრული უყურებდა, ღიმილის შეკავებას ცდილობდა და გაბრაზებულ გამომეტყველებას ძლივს ინარჩუნებდა. - მე დამცინი ხო?
-რას წარმოვიდგენდი ქალი ასე თუ მიმისაკუთრებდა და მეც არაფერს ვიტყოდი.
-აღიარე რომ გსიამოვნებს.
-ძალიან. - ტუჩზე უკბინა, მერე ვნებიანად აკოცა, თან თბილ თითებს სესილიას ზურგზე დაატარებდა. - შენ იმაზე მეტი ხარ ჩემში ვიდრე წარმოგიდგენია, სესილია. შენ ხარ ერთადერთი სინათლე რომელიც ჩემს ნაცრისფერ ცხოვრებას ანათებს, არასდროს ჩაქრე, თორემ სრულ სიბნელეში აღმოვჩნდები, აი მაშინ კი იმაზე საშიში და ბნელი გავხდები ვიდრე ახლა ვარ. - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა, მისი სურნელით გაივსო ფილტვები, ტუჩები იქვე მიაწება ხანგრძლივად, შემდეგ კი კვლავ სესილიას ტუჩებს დაეპატრონა.
-მართლა მოკალი ისინი?
-მე არავინ მომიკლავს, მაგრამ შენი დამპალი ძმა სიცოცხლის ღირსი არ არის. მეზიზღება ის ფაქტი რომ შენი ძმაა, მეზიზღება ის რომ მისი სიკვდილი გულს გატკენს. არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო, არ მინდოდა გცოდნოდა ჩემი მისდამინ დამოკიდებულება, რადგან ვიცი დამტოვებ და ყველაზე მეტად ამის მეშინია სესა.
-მე არ…
-ნეტა არ გამოჩენილიყავი, ნეტა უფრო გვიან მეპოვნე. - ცრემლებს უმშრალებდა, სახეს უკოცნიდა და გრძნობდა გული როგორ ეკუმშებოდა მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას.
-არ დაეცე მის დონემდე გთხოვ კოსტა. არ ვიცი რა გაგიკეთა, მაგრამ მას არ დაემსგავსო გთხოვ.
-ამაზე საუბარს შენთან აღარ ვაპირებ და შეწყვიტე ტირილი. - გაციებული ხმით ჩაილაპარაკა, სესილიამ კი სახე მის ყელში ჩარგო, თვალები დახუჭა და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა ატირებულმა.
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ კონსტანტინე. - ხელები მთელი ძალით შემოხვია, პირველს კი მაშინვე გაულღვა გული. - სულ მეყვარები რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის მეყვარები. - გულიდან წამოსული სიტყვებით გაუთბო სხეული, ფიქრები სულ გაუფანტა და ეიფორიაში მყოფს ნაზად აკოცა ყელზე, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა კაცს, კანიც დაეხორკლა და თითები დახორკლილ ყელზე ჩამოატარა, შემდეგ მისი სახე მოიქცია ხელებში, ორივე ლოყა დაუკოცნა და ბოლოს ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები მის ბაგეებს. არაფერი უთქვამს პირველს, საწოლზე მასთან ერთად დაწვა და სხეულზე მიკრულს თმებზე იქამდე ეფერა სანამ არ ჩაეძინა. მხოლოდ მასთან ყოფნის დროს გრძნობდა ბედნიერებას, როგორც კი მისგან შორს აღმოჩნდებოდა მაშინვე მუქ ფერებში იძირებოდა.
*
-ისევ გაქრა.
-ამის დედაც მოვტ.ან, ხომ გითხარი თვალი გედევნებინა, მეორედ როგორ გაგექცათ?! - ოთახში ბოლთას სცემდა პირველი, ნერვების მოთოკვას ცდილობდა, ახლა ფიქრი და კონცენტრაციის მოხდენა სჭირდებოდა.
-მისმინე წადი სახლში, ხომ იცი მაინც ვერაფერს იზამ აქ ყოფნით. - მხარზე დაადო ხელი ანდრომ, პირველმა კი ხელები ჩამოისვა სახეზე და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-სახლში რომ წავიდე რა გავაკეთო? მშვიდად დავიძინო?
-ნუ ატრა.კებ რა, ქალი გყავს სახლში რომელიც ცუდად არის და შენი გვერდზე ყოფნა სჭირდება, თუ არ დაგეძინება არ დაიძინო, მაგრამ აქედან წადი, თორემ ხელს უშლი ხალხს საქმის კეთებაში.
-მეორედ არ გაუშვა ანდრო.
-წადი. - თვალი ჩაუკრა, უცებ გადაეხვია, შემდეგ კი აიძულა იქაურობა დაეტოვებინა. გვიანი იყო, საათი ხუთის ორმოცდარვა წუთს უჩვენებდა, მიუხედავად გაზაფხულის თბილი ამინდებისა, მაინც გრილოდა, მანქანაში მჯდომი რამდენიმე წუთში საკუთარი სახლის ეზოში იყო, ჩაბნელებულ სახლს შესცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. ბოლოს ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში. სიბნელეში გაიკვალა გზა, კიბეები ნელა აიარა და მეორე სართულზე ასული ერთ-ერთ კარებთან გაჩერდა თავდახრილი, სახელურს თითები შემოხვია და დაბლა ნელა ჩამოსწია. ფრთხილად შედგა საძინებელში ფეხი, იქ შემორჩენილი სურნელის შეგრძნებისას თვალები დახუჭა და მეხსიერებაშიც წამსვე ამოუტივტივდნენ ძველი კადრები. მარიტას სიცილი გაახსენდა, ოთახში მოსიარულე ყოველ დღე რომ ალაგებდა საკუთარ საძინებელს, მაგრამ მაინც სულ არეული ჰქონდა. რამდენჯერ უნახავს მუსიკების მოსმენაში გართულს ცეკვა-ცეკვით დაელაგებინა ოთახი, რამდენჯერ აჰყოლია სიმღერას თავისი წკრიალა ხმით, იქვე კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ძმის შემჩნევის შემდეგ კი უფრო ფართოდ იღიმებდა, სიმღერას აგრძელებდა და პირველსაც ცეკვაში იყოლიებდა. უყვარდა ყველაფერს რომ ეუბნებოდა გოგო, ვინ იცის რამდენჯერ დაურეკია საწოლზე მწოლ, მოწყენილ მარიტას ძმისთვის რომ მისულიყო და მასზე მიკრულს მთელი დღე მოეყოლა.
შიგნით შესულმა საწოლის მარცხენა მხარეს მდგომი ტუმბოს უჯრა გამოაღო, შიგნით ჩადებული დიდი ალბომი ამოიღო, პატარა სანათიც გაანათა და ლოგინზე ჩამოჯდა. როგორც კი გადაშალა მაშინვე დის სახეს წააწყდა, მარჯვენა ლოყა, მზისგან თვალებ მოჭუტული პირველის ლოყაზე მიეკრო და ყურებამდე იღიმოდა. მაშინ დაახლოვებით 16 წლის იქნებოდა მარიტა, თვითონ კი 24-ს, აღარც ახსოვდა ასეთი საკუთარი თავი, მთლიანად შეცვლილიყო მისი დაკარგვის შემდეგ. რამდენიმე გვერდი დაათვალიერა, მის პატარაობის სურათებს ათვალიერებდა და ყურებამდე იღიმოდა. თვალწინ ედგა ის მომენტი პირველად რომ გაიარა. ყველაფერი ახსოვდა და ყველაფერი იცოდა მის შესახებ, ალბათ ამიტომ იყო უფრო რთული ამ ყველაფრის გადატანა. მალევე შენიშნა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ქალი, თავიდან ოდნავ დაიბნა, არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სესილიას იქ ყოფნისას, მაგრამ მალევე გაფანტა ფიქრები და თითებით ანიშნა მასთან მისულიყო.
-რატომ არ გძინავს. - გვერდზე მდჯომს საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, თან ზევიდან დახედა სესილიას, რომელმაც ხელები მკლავზე შემოხვია და თავი მხარზე ჩამოადო.
-გამეღვიძა რომ მოხვედი. - მკლავი გაუნთავისუფლა პირველს, წელზე მოეხვია და ყბის ძვალზე აკოცა.
-აღარ გაქვს სიცხე.
-ჩემთან რომ არ ხარ მენატრები.
-მართლა? - თმაზე გადაუსვა ხელი მომღიმარმა, შუბლზე აკოცა და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა.
-შეიძლება? - სურათებზე ანიშნა, თან ქვევიდან ახედა კაცს. რამდენიმე წამი აკვირდებოდა კონსტანტინე, შემდეგ თავით საწოლზე ანიშნა.
-მოდი. - საწოლის საზურგეს მიეყრდნო, ზურგით მკერდზე მიიკრა ნაკანი და მოკეცილ მუხლებზე დიდი ალბომი მიაყუდა.
-საერთოდ არ გგავს.
-ორივე დედას ვგავართ და მაგიტომ. ხომ ნახე, ნიკოლოზი ყველაფრით მე მგავს.
-მაგრამ მარიტას შენნაირი სიცილი აქვს და თვალებიც შენნაირად ეჭუტება. - ფოტოზე ანიშნა სადაც მარიტას ყველა კბილი გამოეჩინა, პირველი კი ყურებამდე გაღიმებული შესცქეროდა.
-ეს ჩემს ოცდამეექვსე დაბადების დღეზეა გადაღებული, 12-ს რომ გადასცდა ტორტით ხელში შემოვარდა სახლში, თან იცინოდა. იქამდე ვერ მივხვდი რა აცინებდა სანამ ტორტი არ დავინახე. - მეორე გვერდზე გადაშალა და ტორტთან გადაღებულ და-ძმის სურათსაც წააწყდა. სესილიასაც გაეცინა ორი ძუ.ძუს დანახვისას რომლებიც წითელი საცურაო კოსტუმიდან ამოვარდნილიყვნენ. - საიდან მოაფიქრდა წარმოდგენა არ მაქვს.
-იცოდა ალბათ შენი მკერდის მიმართ არსებული სიყვარულის შესახებ. - სიცილით დახედა საკუთარ მკერდზე მოთამაშე კაცის თითებს, პირველმა კი გაკვირვებულმა შეხედა, მერე მომღიმარმა კისერზე აკოცა და სურათების თვალიერება განაგრძო.
-ინსტიქტურად გამირბის თითები.
-ვიცი. - ნიკაპთან ახლოს აკოცა, უამრავი სურათი დაათვალიერა პირველთან ერთად გადაღებული, მერე კი ანდროზე მიკრული მარიტაც ნახა.
-ანდრო უყვარდა. - ჩუმად ჩაილაპარაკა. პირველად თქვა ხმამაღლა ეს სიტყვები, თან თვალები დახუჭა. - არასდროს უთქვამს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო მისი გრძნობები როცა ანდროს დანახვისას თვალები უნათდებოდა. ანდროს არასდროს არაფერი უთქვამს ჩემთან, ან მართლა ვერ ამჩნევდა და როგორ ჩემს დას ისე უყურებდა, ან ამჩნევდა და მარიტასთვის გული რომ არ ეტკინა არაფერს იმჩნევდა.
-რას იზამდი რომ გაგეგო ანდროც იგივეს გრძნობდა.
-მე მისი ბედნიერების გარდა სხვა არასდროს არაფერი მდომებია სესილია. როცა ჩემს ორ ძვირფას ადამიანს ერთმანეთი უყვართ, რატომ უნდა დავუშალო ბედნიერება და მათ შორის ჩავდგე. რა თქმა უნდა არასასიამოვნო და მიუღებელი იქნებოდა მისი მხრიდან ჩემი დის სიყვარული, მაგრამ სიყვარული სრულიად სხვა გრძნობაა. ერთადერთია რომელსაც არ შეგიძლია შეეწინააღმდეგო, ასეთ დროს ყველა და ყველფერი უძლურია. ამიტომ ვერცერთს მოვთხოვდი გადაყვარებას.
-ანდრომ მითხრა რომ შენგან არასდროს გაუგია ეს სიტყვა.
-ანდრომ ზედმეტი ხომ არ ილაპარაკა? ზოგჯერ ენას ვერ აჩერებს ხოლმე და იმას იძახის რაც არ უნდა თქვას.
-დარწმუნებული ვარ იცის ვისთან რა უნდა ილაპარაკოს… მე კი არ ვიცი ზედმეტში რას გულისხმობ, კიდევ რამეს მიმალავ?
-მე არაფერს არ გიმალავ, უბრალოდ არ გეუბნები, რადგან თქმის საჭიროებას ვერ ვხედავ. ადექი, ჩავიდეთ და დავიძინოთ.
-აღარ მინდა ამდენი ძილი, აღარ მეძინება, მალე გათენდება კიდეც.
-მოვიფიქრებთ რამეს. - ალბომი ძველ ადგილას დააბრუნა, სესილიას თითებში ახლართა თავისები და საძინებლიდან გავიდა.
-ძალიან ლამაზი ხედი აქვს.
-მარიტას ოთახს? - კიბეებზე ნელა ჩავიდა, მერე კი საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-ჰო.
-ჩვენს გოგოს დავუთმობ თუ დამემსგავსება. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან თვალი გააპარა სესილიასკენ, აინტერესებდა მისი რეაქცია და წამსვე წააწყდა კიდეც თვალებ დამრგვალებულ ქალს რომელმაც ქვევიდან ახედა. ეგონა მისი სიტყვები მოესმა, ყურებს ვერ უჯერებდა და იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა როდისმე მათი საერთო შვილი ენახა, სხეულში ათასნაირ სასიამოვნო შეგრძნებებს განიცდიდა. - რატომ მიყურებ ასე? მე შენს გაშვებას არ ვაპირებ და ბავშვებს ხვასთან ხომ არ გავაკეთებ როცა ტრა.კი მექნება.
-ახლა რატომ საუბრობ ბავშვზე, ექიმმა რამე გითხრა?
-თავის დაცვა უნდა დაიწყოო. - გაეცინა სესილიას გაბრწყინებულ თვალებზე, თვითონ საერთოდ არ მოსწონდა ეს ფაქტი, მაგრამ ასეთი ნაკანის სანახავად ყველაფერზე იყო წამსველი, თანაც რომ წარმოიდგენდა მათ საერთო შვილს უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა სხეულში.
-მართლა? - კისერზე მოხვია ხელები, მოწყვეტით აკოცა და საძინებელში უკან სვლით შევიდა.
-ჰო მართლა. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყელზე და საწოლზე მასთან ერთად დაწვა.
-კიდევ რა გითხრა.
-სულ ერთი საათი სესილია, დამაცადე რომ გამოვიძინო და მერე რაც გინდა ის მკითხე, გამიკეთე, ან გამაკეთებინე. - წამით გაუკრთა თვალებში სხივი, მომღიმარმა ნაკანმა კი თვალები აატრიალა, თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა საყვარელ კაცს. რამდენიმე წამში გაითიშა პირველი, სესილია კი ნაზად ეფერებოდა, ისე რომ ძილი არ დაეფრთხო მისთვის. ვერაფრით დაიძინა, ვერც საწოლში მოისვენა და ბოლოს ძლივს დააღწია თავი კონსტანტინეს მკლავებიდან, ფეხზე წამომდგარი სამზარეულოში გავიდა, წყალი აადუღა ჩაისთვის, მეორე სართულზე მოწყობილ ვერანდაზე გავიდა და ჩაის ჭიქით ხელში სავარძელში მჯდომი შეხვდა მზის ამოსვლას. გრილი ამინდი იყო, ირგვლივ ჯერ კიდევ ტრიალებდა წვიმის სურნელი, ნაცრისფერ ღრუბლებში იმალებოდა მზე და ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ გამოანათებდა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა კონსტანტინეს გიორგისთვის რამის დაშავებას. ისიც არ იცოდა რა დაუშავა გიორგიმ მოსაკლავად რომ დასდევდა თავის საყვარელი კაცი. თითქოს ხვდებოდა კიდეც, მაგრამ ამაზე ფიქრს გაურბოდა. ვერ წარმოიდგენდა რომ თავის ძმა ქალს რამეს დაუშავებდა. ასეც რომ ყოფილიყო და კონსტანტინეს მართლა მოეკლა მისი ძმა, მერე რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა დარჩენილიყო ისევ მასთან და ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა. ვერ ფიქრობდა, რეალობას თვალს ვერ უსწორებდა და არც უნდოდა ამ ყველაფრის დაჯერება. ორ საათზე მეტი იჯდა გარეთ, გაციებული ჩაის ფინჯანი იქვე დატოვა, ნელი ნაბიჯებით დაიძრა პირველი სართულისკენ, საძინებელში შესული რამდენიმე წამით დააკვირდა მძინარე კაცს, საწოლზე ნელა ავიდა, გაყინული თითები სახეზე ჩამოატარა, ტუჩები ლოყაზე მიაწება, შემდეგ ყელზე გადავიდა და კოცნით მკერდამდე ჩავიდა. სხეულზე ცივი თითების შეხებამ პირველიც გამოაფხიზლა, თვალები ოდნავ გაახილა და ზევიდან მოქცეული ქალის დანახვისას გაეღიმა, თმებში შეუცურა თითები, თავისკენ მისწია და ტუჩები დაუკოცნა. - რას აკეთებ პატარა? - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ქალს სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა.
-სიზმარში ნანახს ვისრულებ.
-შენსას თუ ჩემსას? - მომღიმარმა თვალები მინაბა და თვალდახუჭული შეუდგა ქალის შეხების შეგრძნებას.
-ჯერ ჩემსას, მერე თუ გინდა შენიც ავასრულოთ. - ჭიპთან ახლოს იგრძნო ტუჩების შეხება და სუნთქვაც დაუმძიმდა.
-სესილია… - მომღიმარმა ოდნავ დააშორა თვალები ერთმანეთს როცა ქალმა საცვალი მოაშორა.
-მოდუნდი და ისიამოვნე. - თითები შემოხვია კაცის გამოღვიძებულ ა.ოს და ხელის ამოძრავების თანავე თვალები რომ მიენაბა კაცს კმაყოფილს გაეღიმა. გიჟდებოდა ასეთს რომ ხედავდა, იმ დროს სრულიად მართავდა და საკუთარ ძალაუფლებას გრძნობდა. უყვარდა იმის შეგრძნება თუ როგორ მოქმედებდა კაცზე, მოსწონდა როდესაც ნებდებდა და სიამოვნებისგან გათიშულს ხედავდა, შემდეგ კი ორმაგად უბრუნებდა პირველი. უკვე ზეპირად იცოდა რა სიამოვნებდა კაცს და სესილიაც ყველაფერს აკეთებდა მისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. მალევე იგრძნო თმებში გაუაზრებლად წავლებული ხელი, მისი გახშირებული სუნთქვაც შემოესმა და კმაყოფილმა მოძრაობის ტემპს უმატა.
-სესა… ჯანდაბა არ… - დაბოხებული, ჩახლეჩილი ხმით ძლივს თქვა სიტყვები და ოდნავ გახელილი დაბინდული თვალებით ძლივს გაარჩია სესილიას ეშმაკურად მოელვარე მწვანე თვალები. გიჟდებოდა მასზე, უყვარდა და ყოველ ჯერზე ამის გააზრებისას უდიდესი გრძნობით ივსებოდა. თმებში ჩავლებული ხელით გაუაზრებლად დააწვა თავზე და მიღებული სიამოვნებისგან ხმაც ვერ გააკონტროლა. - ჯანდაბა პატარა… გული მაინც არ გერევა? რამდენჯერ გითხარი ნუ…
-მოკეტე. - გათამამებულმა თითები ააფარა ტუჩებზე, შემდეგ პენუარი მოიშორა სხეულიდან, თითები მკერდზე გადაატარა, პრესს ჩაუყვა და კბილები ძუ.ძუს თავზე მოუჭირა. თვალებ მოჭუტულმა პირველმა სწრაფად მოიქცია ქალის სხეული თავის ქვეშ, თითები ყბებზე მოუჭირა და თვალებ ანთებული ჩააშტერდა მწვანე სფეროებში.
-ცუდად მეთამაშები. - ქვედა ტუჩზე ისე გამოსდო კბილები, სისხლი წასკდა ქალს. - სხვათაშორის მეტკინა. - საკუთარი მკერდი დაიზილა და ქალის სხელს მოულოდნელად შეუერთდა ძლიერი ბიძგით.
-მართლა? - ენის წვერი გადაიტარა ტუჩზე, სისხლის გემოც წამსვე შეიგრძნო და კონსტანტინეს უხეშ მოძრაობებზე თავი რომ ვეღარ შეიკავა კვნესაც დასცდა მის ბაგეებს, შემდეგ გაიცინა, ფეხები წელზე შემოხვია პირველს, მის მოძრაობას კი თვითონაც აჰყვა.
-ნუ ცახცახებ, ხომ იცი ისეთს არაფერ გავაკეთებ რაც არ გესიამოვნება. - ტუჩებზე აკოცა მისი ალერსისგან გათიშულ ქალს, რომელიც ყველა მის მოქმედებას მკვეთრად აღიქვამდა. მხრებიდან მოაშორებინა მკლავები, თითებზე აკოცა, შემდეგ კი ორივე მაჯა დიდ მტევანში მოითავსა და თავს ზემოთ გაუკავა. უხეშად ეფერებოდა, კბენდა, უამრავი კოცნით ავსებდა და ისედაც გათიშულ ქალს ყველა მოძრაობით სიამოვნებისგან თიშავდა. მოსწონდა იმის ყურებდა თუ როგორ აღწევდა ქალი სიამოვნების მწვერვალს და ყველაფერს აკეთებდა ამის ბევრჯერ სანახავად. - საოცრება ხარ... - ყურებამდე გაიღიმა, ხელი ფეხებს შორის ჩაუცურა და კიდევ ერთხელ იგრძნო როგორ შეცბა ქალი მთლიანი სხეულით.
-არ გინდა, გთხოვ.
-შენი ბრალია სესილია, ახლა ისეთი ლამაზი ხარ თავს ვერ ვიკავებ. გადაბრუნდი. - თვითონ მიეხმარა სწრაფად გადატრიალებაში, თეძოებზე ჩავლებული თითებით უცებ დააყენა მუხლებზე და ხელის გული უკანალზე მტკივნეულად აარტყა. - ვგიჟდები შენზე სესილია. - ბალიშზე თავ დადებულს ყურთან უჩურჩულა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ გაშლილი თმები მაღლა აუწია, მაჯაზე დაიხვია და კისერზეც აკოცა. - გაღმერთებ. - ხერხემალს კოცნით ჩუყვა, მის მოძრავ სხეულზე ეღიმებოდა, იმის დანახვა თუ როგორ რეაგირებდა ქალის ყველა უჯრედი მისი შეხებისას, გულს უჩქარებდა. კბილები მტკივნეულად მოუჭირა მხარზე თან მის სხეულს შეუერთდა და ნაკანსაც ტკივილნარევი ხმა აღმოხდა...
ბოლოს გათიშული ქალის სხეულზე იწვა მისი სურნელით გაბრუებული პირველი, თითებს მის ფეხზე დააცოცებდა, ცხვირის წვერს კანზე უსმევდა, მის სურნლეში არეულ საკუთარ სურნელსაც გრძნობდა და უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა. ბოლოს მკერდზე აკოცა, ხელებით საწოლზე დაყრდნობილმა ტუჩებიც დაუკოცნა და გვერდზე გადაწვა. გაშლილ მარცხენა ხელზე სესილიამ მოათავსა თავი, ხელი მკერდზე დაადო და ტერფები კონსტანტინეს ფეხებში ახლართა.
-რა იქნება მერე კოსტა. - ყბის ძვალზე აკოცა, პირველმა კი მისკენ გადააბრუნა თავი და მთლიანი სახე შეუთვალიერა.
-ხომ არ დამტოვებ სესილია? - ცხვირის წვერი გაუსვა ცხვირზე, იქვე აკოცა, მერე შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-სულ ამას ნუ მეკითხები, ხომ გითხარი უკვე.
-მგონია რომ შენი პირობა მერყევია.
-თუ წავედი მიპოვნე და დამაბრუნე. - მომღიმარმა ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით. - მიყვარხარ. - თვალებ აბრჭყვიალებული შესცქეროდა და პირველსაც უჩენდა სურვილს რომ ყველაფერი ეთქვა რასაც კი გრძნობდა. ერთი სიტყვით ვერ აღწერდა იმ ყველაფერს რასაც სესილიას მიმართ განიცდიდა.
-იმაზე მეტად შემიყვარდი, ვიდრე ვგეგმავდი სესა. - ბოლოს ხმადაბლა, დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, ისე თითქოს მათ გარდა ოთახში სხვაც იმყოფებოდა და არ უნდოდა ეს სიტყვები ვინმეს მოესმინა თავის მკლავებში მოქცეული ქალის გარდა. გაეღიმა გაბრწყინებული თვალებიდან ბედნიერების ცრემლები რომ გადმოსცვივდა ქალს, ნაზად მოსწმინდა ცერა თითით სითხე და ლოყაზე მიეფერა. მაშინვე შემოხვია თითები კაცის მტევანს, ხელის გულზე აკოცა, შემდეგ კვლავ ლოყაზე მიიდო მისი ხელი და თვალი პირველის გამუქებულ ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა.
-ცუდი ამინდია.
-დღეს რაღაც მოხდება ვგრძნობ. - ცერით ეფერებოდა ლოყაზე, თან თვალებში უყურებდა. ბოლოს შუბლზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები და მის სხეულს მოშორებული საწოლზე წამოჯდა. მალევე შემოუარა საწოლს, ჯერ კიდევ მწოლიარე ქალს მკლავებზე მოხვია თითები და მაშინვე წამოაჯინა. - მოდი, დროა წყალი გადავივლოთ და მივხედოთ საქმეებს. - სწრაფად შემოისვა წელზე, ტუჩებზე აკოცა, თან აბაზანაში შევიდა. სესილიასთან ერთად დადგა ცხელი წყლის ქვეშ, თითებს კვლავ მის სხეულზე დააცოცებდა და დროდადრო რომ უკრთოდა სხეული ქალს, კმაყოფილი იღიმოდა. - დღეს მიდიხარ სადმე? - თვალდახუჭულ ქალს თმებს უქაფავდა, ზევიდან დაჰყურება, სხეულს კი ცხელ წყალს უშვერდა.
-დღეს ლილიანის მშობლების ქორწინების ოცდამეოთხე წლის თავია და ყოველ წელს აგარაკზე აღნიშნავენ ჩვენთან ერთად. ბილიარდს ვთამაშობთ, ძველ ამბებს ვიხსენებთ, მერე კინოს ვუყურებთ ხოლმე და მეორე დღეს მარტო მიდიან სადმე დასასვენებლად ერთი კვირით. ლილიანის უმცროსი ძმა 17 წლის არის, უკვე კაცობს და მის საუბარზე ძალიან ვერთობი.
-ანუ დღეს იქ რჩები.
-ჰო.
-კარგი. - სველ თმაში შეუცურა თითები, თავი უკან გადააწევინა და სველი ტუჩები ისევ დაუკოცნა.
-მომენატრები… სულ მენატრები, როცა ჩემთან არ ხარ და მაშინაც როცა ჩემთან ხარ.
-ნუ მაგიჟებ სესილია.
-სიყვარულს ადამიანი სიბნელიდან გამოჰყავს, სიძულვილს ავიწყებს, ბედნიერებით და სასიამოვნო გრძნობებით ავსებს. - ქვემოდან შეჰყურებდა ნაცრისფერ თვალებში, ყველაფერს ეუბნებოდა თავისი თბილი გამომეტყველებით, კონსტანტინე კი არაფერს ამბობდა. აღარაფერი უთქვამთ, მშვიდად განაგრძეს ცხელი წყლის ქვეშ ნებივრობა, ბოლოს სამზარეულოში გადაინაცვლეს და იქვე მოფუსფუსე ქეთისაც წააწყდნენ. საუზმის შემდეგ საძინებელში შეიკეტა სესილია, გული სწრაფად უცემდა მოსალოდნელი ამბისგან და ვეღარც ისვენებდა. ოთახში მიმოდიოდა როცა კარები ფრთხილად შეაღო კონსტანტინემ, აღელვებული ქალისკენ ნელა დაიძრა და ხელები წელზე შემოხვია.
-დაწყნარდი სესილია.
-შეგიძლია დღეს სახლში დარჩე? მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ყველა და სახლში დავრჩეთ, კინოს ვუყუროთ, რაც გინდა ის გავაკეთოთ, უბრალოდ სახლში ვიყოთ ერთად გთხოვ.
-შენც გრძნობ არა? - ოდნავ გაიღიმა, მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-გთხოვ კოსტა.
-დაიმახსოვრე დღეს რაც გითხარი.
-რომ გიყვარვარ? - თითები შემოხვია მის მაჯებს, თან ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.
-ჰო.
-მგონია რომ საბოლოოდ გნახულობ და ახლა ერთმანეთს ვემშვიდობებით.
-მე არსად არ მივდივარ სესილია, საღამოს სახლში დავბრუნდები როგორც ყოველთვის, ხვალ საერთოდ დავისვენებ, დაგელოდები როდის დაბრუნდები და მთელ დღეს შენთან ერთად გავატარებ. რას იტყვი?
-თანახმა ვარ.
-უნდა წავიდე. - შუბლზე აკოცა, მერე კვლავ თვალებში ჩახედა.
-მიყვარხარ კოსტა.
-ისე მოიქეცი რომ დავიჯერო შენი სიტყვები სესილია. - ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები საყვარელ ბაგეებს, მოშორება გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოსწყდა ქალის რბილ ტუჩებს და ისე დატოვა ოთახი უკან არ მიუხედავს. სახლიდან გასული პირდაპირ იქ წვიდა სადაც ანდრო ეგულებოდა, მისგან მიღებული შეტყობინება სწრაფად წაიკითა, მერე კი მანქანაზე მჯდომმა სიჩქარეს უმატა.
*
ორი საათი იყო სახლიდან აუჩქარებლად რომ გავიდა, კრებთან მდგომი ორი ახალგაზრდა ბიჭი დაბნეულმა შეათვალიერა, სიტყვის თქმა ვერ გაბედა იქამდე სანამ ერთ-ერთმა საუბარი არ დაიწყო.
-ორი დღეა აქ ვართ, უფროსმა შენი დაცვა დაგვავალა, ასე რომ მე წაგიყვანთ თუ სადმე გასვლა გინდათ.
-საჭირო არ არის.
-სამსახურის დაკარგვა არ მინდა, თანაც საჭიროა. - ურეაქციოდ შეათვალიერა სესილია, რომელმაც წამსვე ტელეფონი მიიდო ყურზე, თან თვალს არ აშორებდა ბიჭებს.
-კოსტა ეს რა საჭირო იყო?.. გიორგი ჩემი ძმაა და მე არასდროს არაფერს დამიშავებს… ნუ მეუბნები ასე გთხოვ, არ ვიცი შენ რა გაგიკეთა მაგრამ მონსტრი არ არის… არ მჭირდება დაცვა… კოსტა გთხოვ, ასე არ შემიძლია… მოგწერ ყველა ნაბიჯზე და მშვიდად იქნები… კარგი. - ტელეფონი მიაწოდა იქვე მდგომ ბიჭს, თან ყურადღებით აკვირდებოდა პირველთან მოსაუბრეს.
-შეგიძლია წახვიდე. - ტელეფონი დაუბრუნა და ხელით კარისკენ ანიშნა.
-მადლობა. - ოდნავ გაუღიმა წარბშეკრულს, შემდეგ იქაურობაც დატოვა, ტაქსში მოთავსდა და პირველი შეტყობინებაც გაუგზავნა კონსტანტინეს. მეორე მაშინ მიწერა როცა ლილიანის მშობლების სახლში მივიდა და ტელეფონის ჯიბეში მოთავსებისთანავე დიდი კარისკენ დაიძრა. სანამ კარებს მიუახლოვდებოდა მანამდე იგრძნო პირზე აფარებული ხელი, მუცელზე ძლიერი მკლავიც შემოეხვია რომელმაც ჰაერში ასწია და იქვე გაჩერებულ მანქანაში უკანა მხარეს ძალდატანებით ჩატენა.
-დაწყანრდი, ნუ ფართხალებ არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ შენს ძმასთან მიგიყვანთ და მორჩა, კარგი? - თვალებში უყურებდა ლურჯთვალა ბიჭი, სესილიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ბიჭმაც ნელა მოაშორა პირიდან ხელი, მძღოლს წასვლა უბრძანა, თან ხელჩანთა გამოართვა თვალებ ამღვრეულ სესილიას. - არ იტირო, არავინ შეგეხება. - ცრემლი შეუმშრალა, მერე კი წინ გადაჯდა და მძღოლთან დიალოგი გააბა უდარდელად. დაახლოვებით 45 წუთი იმგზავრეს, შემდეგ ერთ-ერთი სახლის წინ გააჩერეს მანქანა და სესილიაც უსიტყვოდ გადავიდა ავტომობილიდან, მათთან ერთად დაიძრა სახლისკენ და ბოლოს მის შიგნითაც ამოჰყო თავი, იქ სადაც რამდენიმე კომპიუტერის ეკრანი იყო მოთავსებული დიდ მაგიდაზე, გიორგი კი ნაცნობ ბიჭთან ერთად მისჩერებოდა ეკრანზე გამოსახულ სილუეტებს.
-ეს რა მასკარადი მოაწყე გიორგი?! - ცივი ტონით ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ყველას ყურადღებაც მიიქცია.
-დაწყნარდი. - მისკენ დაიძრა, ხელები ჩაკიდა და ორივე მტევანზე აკოცა. - ნუ მებღვირები, არ ვიცი კიდევ თუ გნახავ როდისმე და მინდა დარჩენილი დრო შენთან გავატარო.
-გიო…
-ტელეფონი აიღე და ლილიანს დაურეკე, უთხარი რომ ჩემთან ხარ. შეწინააღმდეგების გარეშე სესილია. - სენსორიანი მოწყობილობა გაუწდა, ნაკანმაც სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და დაქალის ნომერზე გადარეკა.
-ლილ ვერ მოვდივარ მაპატიე, გიოსთან ერთად ვარ, საბოლოოდ მემშვიდობება მგონი და უნდა რომ მთელი დღე ჩემთან ერთად გაატაროს... კარგი, გკოცნი. - ზარი როგორც კი გაწყვიტა მაშინვე გიორგიმ ააცალა ტელეფონი ხელებიდან. - რას აკეთებ გიო?
-ვდილობ დაგანახო შენი კაცის რეალური გრძნობები.
-გეყოფა! შენ არაფერი იცი მასზე! ჩემზეც კი!
-შტერი ქალივით ნუ მესაუბრები, დაჯექი აქ და უყურე რას იზამს შენი საყვარელი დღეს.
-რეებს ბოდავ? - წარბშეკრული მიუახლოვდა ეკრანებს და დაინახა კიდეც კამერებიდან გამოჩენილი რამდენიმე ოთახი, ერთში კი სკამზე მიბმული ქალი იჯდა. ეკრანს მიუახლოვდა ნაკანი, პირზე სახვევ ახვეულ ქალს ყურადღებით დააკვირდა და მეგის ამოცნობისას თვალები გაუფართოვდა. - სულ გააფრინე?
-ნუ კივიხარ, დაწყნარდი, დაჯექი იქ და ნუ მაიძლუბ შენი კაცის საყვარელივით დაგაბა. - ზიზღი გაუკრთა თვალებში და ისე აათვალიერა სესილია. აბრაზებდა ის ფაქტი რომ თავის დაც მასთან გორაობდა. პირველის მოკვლის სურვილი უმძრაფრდებოდა როცა წარმოიდგენდა რომ თავის დას ასე იყენებდა და თან აჯერებდა რომ უყვარდა.
-არ გინდა გიო გთხოვ.
-უკვე შეატყობინეს შენი გატაცების შესახებ.
-რა…
-გეგონა მარტოს გამოგიშვებდა? შენ კიდევ არ გჯერა ჩემი სიტყვების არა?
-არ ვიცი ამას რატომ აკეთებ გიო, მაგრამ მე მისი მჯერა, რატომ ცდილობ ჩემს ბედნიერებაში შემოძრომას და გაუბედურებას?
-შენს აზრზე მოყვანას ვაპირებ სესი.
-გაჩერდი, შეწყვიტე ეს ყველაფერი გთხოვ!
-უბრალოდ მოითმინე, შეწყვიტე ტირილი, ჩემთან ხარ ტო. მალე წახვალ სახლში.
-მანიაკი ხარ გიო, მამაშენისავით ავადმყოფი. ტყუილად ვფიქრობდი რომ რამე გრძნობა გაგაჩნდა. - როგორც კი თქვა მაშინვე შეხედა ბიჭმა, თითქოს გაიყინა, ადგილიდან ვეღარ იძვროდა, ბოლოს კი ბრაზით აენთო თვალები. - მისნაირი ნაბიჭვრები კი სიცოცხლის ღირსები არ არიან.
-გეყოფა, უბრალოდ გაჩუმდი და ნუ მაიძულებ ისეთი რამ გავაკეთო რაც თავს საბოლოოდ შემაზიზღებს…. გაჩუმდი კარგი? - სესილიას მიუახლოვდა, ცერით ლოყაზე მიეფერა, თან ბრაზისგან ანთებულ თვალებში უყურებდა. - ვერ ვიტან იმ ფაქტს რომ გიყვარს. - ცოტა ხანს უყურა თვალებში, მერე კი ტუჩები შუბლზე მიაწება ხანგრძლივად და მალევე მოშორდა.
აღარაფერი უთქვამს სესილიას, იქვე სავარძეში ჩაჯდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. არაფერი ხდებოდა რამდენიმე საათის მანძილზე, უკვე დროის შეგრძნებაც დაეკარგა, ჩუმად იჯდა და ყველაფერს აკვირდებოდა. გიორგი ხმას არ სცემდა, მარტო იქ მსხდომებს ესაუბრებოდა, მაგრამ ხშირად იხედებოდა სესილიასკენ და ოდნავ უღიმოდა. ვერ ხვდებოდა მის ჩანაფიქრს, კონსტანტინესთან საუბარი უნდოდა, დარწმუნებული იყო გიჟივით დაეძებდა და ნერვიულობდა ამდენი ხნის მანძილზე რომ არ უკავშირდებოდა. ხშირად გადიოდა გიორგი ოთახიდან, სესილია კი ეკრანზე გამოსახულ მეგის უყურებდა და ეცოდებოდა კიდეც იმ დროს, თავს მის ადგილზე წარმოიდგენდა, ხვდებოდა გაურკვევლობაში მყოფს როგორ ეშინოდა. არ ესმოდა მეგისგან რა უნდოდა გიორგის და ნერვები ეშლებოდა ეს ყველაფერი მის გამო რომ ხდებოდა. გარეთ გასული გიორგი ტელეფონზე საუბრით შემოვიდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი აჰკვროდა და სესილიას ნიშნის მოგებით შეჰყურებდა.
-რა? - შუბლზე მიბჯენილი ხელი მოიშორა და ძმას თვალი გაუსწორა.
-უკვე დაადგინა შენმა კაცმა შენი და თავის საყვარლის ადგილმდებარეობა, უკვე გზაშია.
-მაშინ რატომ იღიმი? გიორგი! არაფერი დაუშაო კონსტანტინეს!
-დაწყნარდი. - ფეხზე წამოვარდნილს მიუახლოვდა, ხელი მხარზე მოხვია და ეკრანების წინ დასვა. - უბრალოდ უყურე.
-მეგის რა გაუკეთეთ? - მის დახეულ ტანააცმელს შეხედა რომელიც აქამდე არ შეუმჩნევია. ამჩნევდა როგორ ცახცახებდა თავჩახრლი ქალი და გული ეწურებოდა. - როდის გახდი ასეთი გიო? - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქვევივდან.
-უბრალოდ შეაშინეს სესილია, ნუ ნერვიულობ შენი კაცის გარდა არავის გაუ.იმია.
-აუტანელი, საზიზღარი და საცოდავი ხარ. - თვალებ ანთებულმა ახედა ქვევიდან. გიორგიმ კი კვლავ შუბლზე აკოცა. - ნუ მეხები!
-შენ ბევრი რამ არ იცი პატარა, ძალიან ბევრი რამ. შენ სუფთა ხარ, ყველა შენნაირი კეთილი და საყვარელი გგონია, ამ დროს კი ტყუილებით სავსე გარემოში ცხოვრობ. არავის ენდო საკუთარი თავის გარდა.
-ვისაც ვენდობი, ვენდობი და ვიცი იმედს არ გამიცრუებენ.
-შენს დაქალს წლებია ვუყვარვარ და მას შემდეგ რაც ჩამოვედი ჩემთან წევს. - უემოციოდ ჩაილაპარაკა, ისე რომ ეკრანებისთვის თვალი არ მოუშორებია. სესილია კი თავზარდაცემული იჯდა და ხმას ვერ იღებდა. გაშეშებული, შოკურ მდგომარეობაში მყოფი მისჩერებოდა ძმის სახეს და მის სიტყვებს გონებაში ატრიალებდა. - იმ დღეს შენ რომ წახვედი არ გამიშვა, გავაფრთხილე რომ ის ადამიანი არ ვიყავი ვისთან ერთადაც ბედნიერ ცხოვრებას გაატარებდა და სიბერეში შვილიშვილებს გაზრდიდა, მითხრა რომ იცოდა და მისთვის ის ერთი დღეც საკმარისი იქნებოდა. თქვა რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა, იმ დროს მისთვის სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და მთხოვა ის დღე მისთვის მეჩუქებინა. მეც ვცადე ქალთან ერთად გამეტარებინა ბოლო დღეები. სხვათაშორის მომეწონა. ალბათ სიყვარული რომ შემეძლოს მასთან ერთად გავატარებდი მთელ ცხოვრებას, მაგრამ არ შემიძლია.
-ხვდები… ხვდები რას მეუბნები? - ყველა ფიქრმა ერთად მოიყარა თავი, იმდენი რამ დაგროვდა გრძნობებიც კი აერია ერთმანეთში. თავში სრული ქაოსი ჰქონდა, ერთ ადგილას გაქვავებული იჯდა, გიორგის სიტყვები ჩაესმოდა ყურში, გაფუჭებული რადიოსავით მეორდებოდა და საკუთარი გრძნობები, ლილიანის ეს ნაბიჯები, მისი საიდუმლოებები და კიდევ სხვა ყველაფერი ერთად გულის რევის შეგრძნებას იწვევდა მასში.
-მაპატიე. - ცოტა ხნის შიჩუმის შემდეგ დახედა დას, სახე გაყინულმა სესილიამ ქვევიდან ახედა და ცრემლებმაც მაშინვე გაიკვალეს გზა მის სახეზე. - არ მინდა რომ მერე კიდევ უფრო გეტკინოს სესილია და ამიტომ ვცდილობ ახლავე მოგვარებას.
-კონსტანტინე მოვა, წამიყვანს და საერთოდ დავივიწყებ შენს არსებობას გიო.
-როგორც გინდა, უბრალოდ თუ როდისმე რამე დაგჭირდება, შეგიძლია ანრის უთხრა და ყველაფერს გააკეთებს. - კომპიუტერთან მჯდომ ბიჭზე მიუთითა და მანაც მომღიმარმა დაუქნია თავი. ამ ყველაფრისგან შოკირებული სესილია თვალებ ამღვრეული უყურებდა ყველაფერს და ხმასაც ვეღარ იღებდა.
-აქედან წასვლა მინდა გიო. - კიდევ ერთმა ნაკადმა დატოვა თვალის ჯებირები, თან თითები მკლავზე მოუჭირა ძმას.
-სულ ცოტახანიც, უბრალოდ მინდა განახო ის რასაც ვერ ხედავ.
-გიო გთხოვ. - ხმა ჩაუწყდა და ძლივს შეიკავა თავი ხმით რომ არ ატირებულიყო. ზუსტად მაშინ ამღერდა გიორგის ტელეფონიც და მაგიდაზე დადებული ხმამაღალზე ჩართო.
-მოვიდა. - წამსვე გაიგო ხმა სესილიამ და თვალები სიხარულისგან აენთო საყვარელი კაცის მოლოდინში. კარისკენ გაიხედა, ელოდა როდის შემოაღებდა პირველი კარს. ელოდებოდა, ელოდებოდა მაგრამ არავინ ჩანდა, ირგვლივ სრული სიწყნარე იყო, ბოლოს ეკრანზე გადაიტანა მზერა და დანახულმა სიუჟეტმა გული გაუჩერა. სუნთქვაც კი შეწყვიტა მეგისთან ჩამუხლული ნაცნობი სხეული რომ დაინახა. მიშტერებული უყურებდა მოძრავ სილუეტებს, ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში ქალმა მკლავები რო მოხვია კისერზე, შემდეგ კი მოულოდნელად მის ტუჩებს დაეტაკა. სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა მწვანე თვალები სულ ჩაუწითლდა და იგრძნო ყველაფერი თავზე როგორ ჩამოექცა. ყველა გრძნობა, ყველა მოფერება, ჩახუტება და სიტყვა ფარსი მოეჩვენა. რამდენიმე წამით თვალზე ბინდი გადაეკრა, სიბნელე უფრო და უფრო ვრცელდებოდა, წინააღმდეგობის გასაწევად კი არაფერს აკეთებდა. უნდოდა გათიშულიყო, ის ტკივილი აღარ ეგრძნო რასაც იმ წუთებში განიცდიდა, მალე კი სრულიად ჩამობნელდა და გონებაც გაეთიშა.
-გიო დარწმუნებული ხარ? - შეშინებულმა დახედა გულწასულ ქალს.
-კი.
-მაგრამ ისე უყვარს…
-გეყოფა. - არც შეუხედავს ისე უთხრა, თან სახეზე ეფერებოდა სესილიას. - დამპირდი რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის დაეხმარები.
-მაგას რა კითხვა უნდა გიო, უბრალოდ…
-დამპირდი.
-გპირდები ჰო. - ბურტყუნით ჩაილაპარაკა, მერე კვლავ თავისი საქმის კეთებას მიუბრუნდა.
***
ნაცრისფერ ქუჩებს მიწასთან ახლოს მყოფი მუქი ღრუბელი უფრო მეტად აბნელებდა, რამდენიმე წუთში ერთხელ ღრუბლებში თვალის მომჭრელი ელვის შუქი ანათებდა, მას კი წამებში ძლიერი გრუხუნიც მიჰყვებოდა. ტელეფონზე მოსული შეტყობინება ამინდის პროგნოზს ამცნობდა ხალხს და გარეთ სიარულისგან თავის შეკავებას მოუწოდებდა. ავტობუსის გაჩერებასთან მდგომი ქალი თანამოქალაქეებთან ერთად ატუზულიყო ტრანსპორტის მოლოდინში, ხშირად ტელეფონის ეკრანს უყურებდა, საათს ამოწმებდა, შემდეგ თხელი ქურთუკის ჯიბეში იბრუნებდა და თითებს შორის მოქცეულ სტარბაქსის ცხელ ყავას სვამდა. შემოდგომის ბოლო თვეში დღე ექვის ნახევარზე უკვე მთავრდებოდა, შემდეგ გაწელილი, უაზრო, უინტერესო და ერთფეროვანი ღამე დილის შვიდ საათამდე გრძელდებოდა. ასეთ მოღრუბლულ, ბნელ ამინდებში კი უფრო დიდხანს გრძელდებოდა ჩამოწოლილი სიბნელე, ამ ყველაფერს კი სიცივეც ემატებოდა. გაჩერებაზე მისულ ავტობუსში სწრაფად ავიდა, მგზავრობის გადახდის მერე ფანჯარასთან მოთავსებულმა საფეთქელი შუშას მიადო და თვალები დახუჭა. ავტობუსი გერმანიის პატარა ქალაქში, დორტმუნდში, ერთ-ერთ კორპუსთან მდებარე გაჩერებაზე გაჩერდა, იმ დროისთვის უკვე ძლიერად წვიმდა, ნახევარი წუთიც არ დასჭირვები უქოლგოდ ჩასული ქალის დასასველებლად. სციოდა, მაგრამ ტუჩებზე მაინც დასთამაშებდა ღიმილი წვიმის შეგრძნებისას. შენობაში შესულმა გასაღებით გააღო შიგნით, დერეფანში შესასვლელი კარი, შემდეგ ლიფტში შევიდა და მეოთხე სართულზე ასული პირდაპირ საკუთარი ბინის კარისკენ დაიძრა. გასაღებად გამზადებული გასაღები ხელში გაუშეშდა როგორც კი ოდნავ გაღებული კარი შეამჩნია, გულმა დარტმა გამოტოვა, რამდენიმე წამში კი გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა. ნელა გააღო კარები და სიგარეტის კვამლის სუნიც მაშინვე იგრძნო. ფრთხილად დაიძრა მისაღებისკენ, რაც უფრო უახლოვდებოდა გულიც უფრო სწრაფად განაგრძობდა მოძრაობას. ირგვლივ სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მალევე გაარჩია სავარძელში მჯდომი სილუეტი, თითქოს მიხვდა კიდეც მის ვინაობას. გაუბედავად, ნელა აჰკრა თითი შუქის ასანთებს, წამებში განათდა ოთახი, სავარძელში ჩაფლული სიგარეტით ხელში მჯდომი კაცის სახეც გამოჩნდა, მის შემყურე ქალს კი სუნთქვაც გადაავიწყდა. ვერასდროს წარმოიდგენდა როდისმე იქ თუ ნახავდა, ისევ თუ შეხვდებოდა და იმ ცივ, ნაცრისფერ თვალებში ჩახედავდა. ისევ ისეთი იყო, ისევ ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა, არა, ახლა ყინულივით გამხდარიყო, კვლავ არაფრისმთქმელი მზერით შესცქეროდა, ისეთით, მისი ხილვისგან ათრთოლებული ქალი ვერასდროს რომ ვერ იგებდა. დიდი დრო იყო გასული ბოლო ნახვის შემდეგ, ის დღე ახლაც თვალწინ ედგა, მაგრამ არ ესმოდა იმ დროს იქ რას აკეთებდა. ირგვლივ მის გარდა არავინ ჩანდა, ნათელი იყო უკვე ყველაფერი იცოდა კაცმა, რომელსაც ემოციები არ გააჩნდა. ახლა კი შიში იტანდა, შიში მისთვის ყელაზე ძვირფასი ადამინის დაკარგვის.
-შენ… - ძლივს გაბედა ხმის ამოღება ერთ ადგილზე მიყინულმა, სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა ოდნავ მოჭუტულ თვალებში და წარმოდგენა არ ჰქონდა რას ფიქრობდა იმ წუთებში.
-გამარჯობა, სესილია. - ცივი, უემოციო ტონალობით ჩაილაპარაკა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის. ოდნავ ჩაეღიმა შესამჩნევად რომ შეეკრა სუნთქვა ქალს, გრძნობდა ყველა ემოციას რასაც იმ წუთებში განიცდიდა მისთვის საყვარელი ქალი. ამდენი წლის უნახავი ისე ენატრებოდა თავს ძლივს იკავებდა რომ არ მისულიყო და მოხვეოდა. თავის დაძლევაში სიბრაზე ეხმარებოდა რომელიც მასში მძაფრად ფუნქციონირებდა, მითუმეტეს იმ მომენტში. - დაჯექი. - საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა სიგარეტის მორჩენილი ნამწვი, თითები ერთმანეთში ახლართა და ტუჩებთან მიიტანა.
-აქ რა გინდა? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა კაცის შემყურემ. ასეთ პოზაში ჯდომისას დიდ სურვილს აღძრავა მასში, ისე როგორც წლების წინ. მაშინ თავს არ იკავებდა, ახლა კი ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა ერთ ადგილზე დგომა და უბრალოდ საუბარი.
-დაჯექი. - თითებს მოშორებული საჩვენებელი თითი სავარძლისკენ გაიშვირა, თან თვალს არ აშორებდა ქალს.
-არა.
-სესილია… - უცნაურად ჩაიცინა, თან თავი გააქნია ქალის შემყურემ.
-რა გინდა?
-დაჯექი ამის დედაც! - წინ მდგომ ხის მაგიდას ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის გული, მოულოდნელობისგან კი ადგილზე შეხტა ქალი, მაგრამ სახეზე არსებული მიმიკა მაინც არ შესცვლია. პირიქით, უფრო ამაყი გამომეტყველება აიკრა, თავს მყარად დგომა შემოუთვალა, არაფრის მთქმელი მწვანე თვალებით ჩააშტერდა ბრაზისგან თვალებ ანთებულ კაცს და მასთან სასაუბროდ შეემზადა.
-თქვი აქ რისთვის ხარ და წადი ჩემი სახლიდან.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები მისი საქციელით გაღიზიანებულმა, ნერვებზე მოქმედებდა სესილიას ასეთი ქცევა, თანაც მას შემდეგ რაც ყველაფერი გაიგო განვლილ წლებზე. - ნუ ცდი ჩემს მოთმინებას სესა, შენ იცი რომ გაბრაზებულზე შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო, ნუ მაიძულებ ისეთი რამის გაკეთებას რაც გატკენს.
-საკმარისად არ მატკინე? მეტი რაღა გინდა? მითხარი რა ჯანდაბა გინდა აქ ამდენი წლის შემდეგ! - ხმის ტონს საგრძნობლად აუწია, სახე უფრო გაუმკაცრდა და ის დაბნეული, შეშფოთებული ქალი წამებში გადაიქცა სხვა ადამიანად, ისეთად აქამდე რომ არ ენახა სავარძელში მჯდომ კაცს.
-აქ ჩემი შვილის წასაყვანად ვარ, ვაპირებ სამშობლოში დავაბრუნო, სახლში რომელიც მას ეკუთვნის, საკუთარ მამასთან, რომელიც თურმე დიდი ხნის გარდაცვლილი ყოფილა. არ ვიცოდი მკვდარი თუ ვიყავი.
-დიდი ხნის წინ მოკვდი. - ფეხსაცმელი გაიხადა, თან სველი ქურთუკიც გადაიწია მხრებიდან. იქვე, სავარძელზე მიაფინა, შემდეგ კაშნე მოიშორა ყელიდან და საყვარელ ნაცრისფერებს შეხედა. - გაბრიელს კი ვერსად ვერ წაიყვან, შენ მისი მამობის არანაირი საბუთი არ გაქვს, არც უფლება.
-დარწუმუნებული ხარ? - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე, ქალის სიტყვებისგან გულში ნაგრძნობი არასასიამოვნო ჩხვლეტა ვერაფრით დააიგნორა, რომელიც ნემსივით ჩაერსო კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა, მაგრამ გარეგნულად კარგად შენიღბა.
-არ მაინტერესებს. გაბრიელს ჩემგან ვერავინ წაიყვანს. დაუფიქრებლად მოვკლავ იმას ვინც ჩემს შვილს ხელს დაადებს! შენ იქნები ეს თუ სხვა. მისთვის მამა ისედაც მკვდარია, შენი გამოჩენა კი არაფერს ნიშნავს. გაბრიელი ჩემია, მე ვარ მისთვის ყველაფერი და მისი გრძნობებიც მხოლოდ მე მეკუთვნის. ის არასდროს დამტოვებს, შენ თუ ძალით წაიყვან, შეგიძულებს. მე ვიყავი მის გვერდით ყოველთვის, მე და არა შენ! ეს ყველფერი კი ძალიან კარგად ესმის ხუთი წლის ბავშვს. იმაზე მეტი ესმის და იცის ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
-რა ეგოისტი ხარ. გაიქეცი, დამემალე, ახლა კი იმის თქმის უფლებას აძლევ შენს თავს რომ მე მისი მამობის უფლება არ მაქვს? - სიმწრით ჩაეცინა, ოდნავ გააქნია თავი, მერე კი ქვევიდან ახედა ჩუმად მყოფ ქალს. - შენ! - მკაცრად წამოიძახა, თან ფეხზე წამოდგა და კედელთან ატუზული ქალისკენ თვალებ ანთებული დაიძრა, ისე სწრაფად მიაუახლოვდა ვერსად გაქცევა ვერ მოასწრო დაბნეულმა. - შენ ჩემი შვილი დამიმალე, ჩვენი შვილი, მომპარე მამობის უფლება, მთელი ეს დრო მის გარეშე გამატარებინე, ისე რომ წარმოდგენაც არ მქონდა მისი არსებობის შესახებ. წახვედი ჩემგან ყველაფრის უთქმელად და ისე დაიმალე ვერ გიპოვნე, იქამდე სანამ შენი დამპალი ძმის მეგობარი არ ვიპოვნე, რომელიც თურმე მთელი ამ დროსი მანძილზე გმალავდა. - სესილიას სახესთან ძალიან ახლოს იყო, ჩაწითლებული თვალები გასდიდებოდა, გაბრაზებული ხმადაბლა საუბრობდა და ხელებს ძლივს იმორჩილებდა რომ არ შეხებოდა.
-ანრი არასდროს გეტყოდა ჩემს ადგილმდებარეობას! - თვალებში სითხე ჩასდგომოდა, მაგრამ არაფრის დიდებით ახამხამებდა. კაცის სურნელიც ცხვირს უწვამდა და სურვილისგან ამწვარი თვალების გახელილ მდგომარეობაში შენარჩუნებაც უფრო ურთულდებოდა.
-პირიქით, მეხვეწებოდა გეტყვიო. - მის ჩაშავებულ თვალებში უცნაური სხივი გაკრთა და ოდნავ შეაშინა კიდეც კედელზე აკრული ქალი ამის დანახვამ.
-ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. წადი აქედან და აღარ დაბრუნდე. არ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს.
-აქ მხოლოდ ჩემი შვილის გამო ვარ, მხოლოდ ის და მისი მომავალი მაინტერესებს, ჩვენ კი დიდი ხნის წინ დავასრულეთ. - ამღვრეულ მწვანე თვალებში უყურებდა ნაკანს, ყველაფერს გრძნობდა რასაც იმ წუთებში ქალი განიცდიდა, ხედავდა როგორ უნდოდა შეხებოდა, წამით დახედა მთრთოლვარე ტუჩებზე სურვილისგან ერთმანეთს რომ დაშორებოდა და ჰაერში ცხელ ჰაერს ფანტავდა. მალევე ამოუტივტივდა გონებაში განვლილი დრო და დენდარტყმულივით ისე მოშორდა ქალს არც შხებია. -ხვალ ისევ მოვალ და ავირჩიოთ დღე როდესაც თბილისში დავბრუნდებით. - კართან მისულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, მაგრამ მისი პასუხი არ გაუგია. - გაქცევაზე არც იფიქრო. - ოდნავ გაატრიალა გვერდზე თავი, იატაკს მიშტერებული ქალის სილუეტი დალანდა, მერე კი ღია კარებში გავიდა და კარიც გაიხურა.
***
-დედა. - სამზარეულოში ბართან მდგომ მაღალ სკამზე მჯდომმა, დაკვირვებით შეათვალიერა ჩაფიქრებული ქალი, რომელიც ჩაის ერთი ჭიქიდან მეორეში ასხამდა უკვე მეშვიდედ.
-მმ… გისმენ, რა გინდა?
-ჩაი. - დაეჭვებულმა კიდევ ერთხელ აათვალიერა, ბოლოს წინ დადებულ ფინჯანს შემოხვია თითები და ცოტა მოსვა. - დღეს მამა უნდა მოვიდეს.
-ვინ? - წამსვე ყურები ცქვიტა ბავშვის ნათქვამზე. იმდენად ეუცნაურა მისი ნათქვამი “მამა” წამით ვერც მიხვდა ვისზე იყო საუბარი. შემდეგ ჩამოსცხა, იგრძნო სიმხურვალე როგორ წავიდა თავიდან ქვემოთ, ერთ ადგილზე გაშეშდა და ხელებიც აუკანკალდა იმის გააზრებისას რომ კონსტანტინე მალე ისევ იქ გაჩნდებოდა.
-რატომ არ მითხარი?
-გაბრიელ, შეგიძლია უბრალოდ შენი საუზმე მიირთვა? - ურეაქციოდ მჯდომ ბავშვს ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა. კიდევ უფრო გაარჩია მამა-შვილს შორის არსებული მსგავსება და სუნთქვა შეეკრა მათი ერთად წარმოდგენისას.
-დედა, თუ არ გინდა მასთან ერთად, შეგვიძლია დავრჩეთ. - დიდი კაცივით წყნარად ჩაილაპარაკა, ორცხობილა ჩაიში ოდნავ ჩაყო, შემდეგ დარბილებული ადგილი მოაჭამა და კვლავ არაფრის მთქმელი თვალები მიაბყრო ფეხზე მდგომს.
-და შენ რას ფიქრობ? - ხმამაღლა ამოიოხრა, მის გვერდზე მოთავსდა და ხელი თმებზე გადაუსვა.
-მე მამა მჭირდება. - სრულიად მშვიდი ტონით განაცხადა, სესილიამ კი ხელებში ჩარგო სახე და იდაყვებით ბარის ზედაპირს დაეყრდნო.
-ჯანდაბა, რატომ გავხარ ასე ძალიან.
-არ მოგწონვარ?
-ძალიან მომწონხარ.
-რადგან ის მოგწონდა ხო? - მასზე მიშტერებულ დედას ოდნავ გაუღიმა. მის მოჭუტულ თვალებზე კიდევ უფრო გაეღიმა, სწრაფად ჩახტა მაღალი სკამიდან და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი თავისი ოთახისკენ დაიძრა.
ერთ ადგილას იჯდა ხელებში თავ ჩარგული, თვალ დახუჭული ფიქრობდა რა გაეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი გადაეწყვიტა. მალე ფიქრი სახლში შესულმა დამხმარე ქალმა შეაწყვეტინა და ოდნავ გონზეც მოვიდა.
-არ მიდიხარ დღეს?
-გავენთავისუფლე.
-რამე მოხდა? გუშინ ვიღაც კაცი იყო მოსული, გაბრიელს ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ გავიგე რა თქვა. მის გამო ხარ ასე?
-კონსტანტინე. - თავი დაუქნია ოდნავ. - მისი მამაა.
-ასეც ვიფიქრე… - სკამზე ჩამომჯდარმა სტარბაქსის ჭიქაში მოთავსებული ყავა გაუწოდა სესილიას, თან თავისი მოსვა. - ძალიან გავს, ასეთი მსგავსება არასდროს მინახავს.
-ძალიან გაბრაზებული იყო, ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაშინ არ შემეძლო მასთან დარჩენა.
-მისმინე. ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და არასწორ გზაზე მივდივართ. გაბრაზებულზე მცდარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში კი ამის გამოსწორებას ვეღარ ვახერხებთ. მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ მშვიდად საუბარი არცერთს გავნებთ.
-მე გავიქეცი.
-შეიძლება სწორად მოიქეცი, ან შეცდი, არავინ ვიცით რა როგორ იქნებოდა, მთავარია ახლა რა მოხდება და რა იქნება მომავალში. კარგად უნდა დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება მთელი შენი მომავალი, და არა მხოლოდ შენი, ამ ერთ გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული.
-შეგიძლია დღეს დაისვენო. - ოდნავ გაუღიმა მადლიერების ნიშნად, თან თითები მოუჭირა მტევანზე.
-იმას ვნახავ და წავალ.
-მადლობა, ემა. - გაბრიელის საძინებლისკენ წასულს გააყოლა თვალი, შემდეგ შვილთან ერთად გააცილა და რამდენიმე წამში ტელევიზორთან მოთავსებულ შვილს მიუახლოვდა. დივანზე წამოწვა, თავი მის მუხლებზე დადო, თვალებ დახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა და შვილს ხელისგულზე აკოცა. მან კი დედის თმებზე დაიწყო თამაში, თან ტელევიზორს უყურებდა.
მალე კარებზე ზარის ხმაც გაიგო, ანერვიულებული დაიძრა მის გასაღებად. იცოდა ვინც იქნებოდა და ნერვიულობისგან შინაგანად კანკალებდა. კარის გაღებისთანავე წააწყდა ნაცრისფერ თვალებს, წამსვე სუნთქვა შეეკრა, რაღაცას ეძებდა, რაიმე ნიშანს რითიც მიხვდებოდა კაცის ახლანდელ გრძნობებს, მაგრამ ვერაფერი ამოიკითხა. ჩვეული სინაცრისფრე, რომელსაც ერთ დროს ყველაზე ნათელ ფერად თვლიდა. თვალი აარიდა მის სახეს, კარები ფართედ გააღო და შიგნით შეატარა. მშვიდად, მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა მისაღებისკენ, სესილია კი მის ზურგს მიშტერებული უკან მიჰყვებოდა. ყოველთვის მოსწონდა მისი სიარულის მანერა, მხრებში გასწორებული, თავ აწეული რომ დააბიჯებდა ამაყი გამომეტყველებით. შესასვლელთან გაჩერებული შორიდან უყურებდა როგორ უახლოვდებოდა პირველი შვილს, აინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ორი ერთნაირი თვისებების მქონე ადამიანი და რა გრძნობას გამოაჩენდნენ ერთმანეთის მიმართ. უყურებდა მამის დანახვისას ფეხზე წამომდგარი როგორ ელოდებოდა კაცის მიახლოვებას, შემდეგ მის წინ ჩაიმუხდა კონსტანტინე, ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი, რაღაც უთხრა ხმადაბლა, მაგრამ გაბრიელს წარბიც არ შეუხრია, კისერზე მოხვია ხელები, ტუჩები კი მხარზე ჩამოადო. ლოყაზე ცრემლი რომ იგრძნო მაშინ გაანალიზა რომ აღარ სუნთქავდა. ზურგი აქცია მამა-შვილს, ერთი ხელი მკერდზე მიიჭირა, მეორე პირზე აიფარა და ნესტობით ჰაერის ღრმად შესუნთქვას მოჰყვა, თან ცრემლებს ვერაფრით იკავებდა.
-დედა. - კვლავ შვილის ხმამ გამოაფხიზლა, ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, შემდეგ მათკენ დაიძრა. - ტირი?
-არა, უბრალოდ… ემოციურია ეს სანახაობა. - სიტუაციის განსამუხტად ჩაიცინა, მათ წინ სავარძელზე მოთავსდა და კონსტანტინეს თვალი გაუსწორა, შემდეგ შვილს შეხედა და გული რამდენიმე წამით გაუჩერდა მათი ერთად დანახვისას. ზუსტად ერთნაირად ისხდნენ, ერთნაირი გამომეტყველებით და ეს ყველაფერი გონება არეული ქალისთვის ზედმეტი იყო.
-დედაშენი ზედმეტად ემოციურია.
-ვიცი, ჩემი ემოციებიც მას აქვს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, პირველს კი ჩაეღიმა იმის გახსენებისას თუ როგორ ეუბნებოდა სესილიას ზუსტად ამ სიტყვებს.
-მეც ამას ვეუბნებოდი ერთ დროს.
-ძველი დროის გახსენება საჭირო არ არის, დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა. გაბრიელ, შენს ოთახში შედი, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.
-ეს ხომ მე მეხება, რატომ არ შეიძლება დავრჩე?
-ზედმეტი შეკითხვების გარეშე, მალე. - ხელი გაიშვირა საძინებლისკენ, ისიც თვალების ტრიალით ჩავიდა დივნიდან და თავისი ოთახისკენ კვლავ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი წავიდა.
-ნამდვილად 5 წლის არის? - დაეჭვებულმა გააყოლა თვალი შვილს. ბედნიერებით ივსებოდა მისი არსებობისგან და იმის ცოდნისგან თუ რამდენად ჰგავდა.
-ასეთია, ყოველთვის წყნარი იყო, თვეებისაც კი არ ტიროდა. რომ დაიბადა მეგონა მკვდარი იყო, რადგან ტირილის ხმა არ გამიგია. ექიმები გაოცებულები იყვნენ. - ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა, შემდეგ კვლავ მის თვალებს გაუსწორა მზერა.
-გუშინ გაბრაზებული ვიყავი, საკუთარ თავს არ ვგავდი, ბოდიშს გიხდი ყვირილისთვის და კიდევ იმისთვის თუ რაიმე არასწორად გითხარი. - ფეხი ფეხზე გადაიდო, თან პიჯაკის საყელო შეისწორა. - მშვიდად საუბარი და ყველაფრის გარკვევა მინდა. გთხოვ, ზედმეტი დრამების გარეშე.
-კარგი. - არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, ეუცხოვა ეს ტონი და მისი ასეთი საუბარი. ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს სრულიად სხვა ადამიანი იჯდა მის წინ, თოთქოს ის არ იყო კაცი რომელიც უყვარდა და უცნობს ესაუბრებოდა.
-მინდა გითხრა რომ მისი არსებობა იქამდე ვერ დავიჯერე სანამ არ ვნახე. ხვდები ალბათ რატომ.
-კი. - თავი თათბირზე ეგონა, სადაც სერიოზულ პროექტზე მსჯელობდა. დაძაბულ სხეულს ვერაფრით ადუნებდა, თითქოს ეკლებზე იჯდა, თითებს გაუაზრებლდ აწვალებდა, ვერც თვალს უსწორებდა სერიოზული სახით მჯდომ კაცს.
-ამიტომ გამიკვირდა და წარმოუდგენლად ჩავთვალე მისი არსებობა. მე შენს გამო დავიწყე მკურნალობა, შენ კი მამობის უფლება წამართვი თვალის დაუხამხამებლად. ამის გააზრებამ გამაბრაზა და ალბათ სადღაც გულის სიღრმეში მატკინა კიდეც. - ურეაქციოდ დაასრულა საუბარი, იატაკს მიშტერებულმა ნაკანმა კი წამსვე ქვევიდან ახედა. სუნთქვა უჭირდა, საკუთარი გულის ცემა ესმოდა და მისი ხმის მოსმენისას უფრო და უფრო იპყრობდა ის ვნება რომელიც მის მიმართ გააჩნდა.
-როგორ უნდა დავრჩენილიყავი კაცთან რომელიც სხვებს ჩემზე მაღლა აყენებდა. - დაუკითხავად გადმოკვეთა ცრემლმა თვალის ჯებირები და ლოყაზე დაეშვა. - ვერ ვიქნებოდი მეორე ხარისხოვანი, ამას უშენოდ ცხოვრება მერჩივნა, ახლა კი აქ ვართ.
-რაზე საუბრობ სესა? - ჯერ სიმწრით ჩაიცინა, მერე კი დაბნეული ყურადღებით დააკვირდა ქალს. ვერ იგებდა რას გულისხმობდა, არასდროს უგრძნობინებია მისთვის რაიმე მსგავსი, პირიქით ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა და ამას სესილიაც ხედავდა. ნელ-ნელა უფრო მეტ გაურკვევლობას აწყდებოდა მისი წყალობით.
-ხომ მიიღე ის რაც ჩემგან გინდოდა?
-და რას ფიქრობ, რა მინდოდა? - წინ გადახრილი მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით, თვალებ მოჭუტულმა მთლიანად შეათვალიერა წარბშეკრული, უფრო ლამაზი, ქალური და დახვეწილი რომ გამხდარიყო. ფორმებიც შევსებოდა, ახლა უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა და კაცსაც სურვილი უმძაფრდებოდა. ისედაც მონატრებული ჰყავდა, ეს ყველაფერი, მასთან ასე ახლოს, თანაც შორს ყოფნა სულს უხუთავდა, მაგრამ ის ბრაზი რომელიც წლების მანძილზე მის გულში სახლობდა, ზედმეტი მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. - მე შენგან სიყვარულის და გვერდზე ყოფნის გარდა არაფერი მდომებია სესილია, მეგონა ეს ისედაც იცოდი, მაგრამ ახლა ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ვხედავ ორივე სხვადასხვა ტალღაზე ვყოფილვართ.
-მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, ახლა ჩვენი შვილის მომავალი გადავწყვიტოთ.
-მინდა ჩემს გვერდით იყოს. ისევე სჭირდება მამა, როგორც დედა. მე მის გვერდით არ ვყოფილვარ ამ დროის მანძილზე, არცერთმა არ ვიცით რას ნიშნავს მამა-შვილური ურთიერთობა, ეს შენი ბრალია, მაგრამ ამისთვის სხვა დროს მოგთხოვ პასუხს. - მის თვალებში უცნაური სხივი გაკრთა, კარგად ეცნობოდა ეს მზერა ნაკანს, ამის გააზრებისას წამსვე სუნთქვა შეკრული გასწორდა სავარძელზე, გაოფლიანებული ხელის გულები შარვალზე გაისვა, სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა კი აიძულა ფეხები ერთმანეთზე კიდევ უფრო მიეტყუპებინა. ძლივს შეძლო მზერის კვლავ გასწორება კაცისთვის.
-შენ მოითხოვ მივატოვო ყველაფერი აქ და დავბრუნდე საქართველოში შენთან ერთად, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვი შენთან ახლოს იყოს.
-რა გაქვს აქ რასაც ვერ თმობ?
-ყველაფერი. სამსახური, მეგობრები, თავისუფლება და ცხოვრება რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის. ჯანდაბა, ყველაფერი შენს გამო მოხდა კოსტა. შენ ამირიე ცხოვრება. შენს გამო მივატოვე ყველაფერი და ახლა გინდა აქაურობაც დავტოვო. დავბრუნდე ქვეყანაში სადაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება ჩემს შვილს და არც მე. ქვეყანაში სადაც შენი წყალობით აღარავინ მყავს, მხოლოდ იმიტომ რომ შენ ასე გინდა?
-შენ რას იზამდი ჩემს ადგილას სესილია? ფეხებზე დაი.კიდები საკუთარ შვილს და გააგრძელებდი ცხოვრებას ჩვეული რუტინით? შენ უნდა გესმოდეს როგორია უმამოდ გაზრდა. ახლა როცა ჩემმა შვილმა მნახა, გინდა უბრალოდ ავდგე, წავიდე და ცარიელი დავტოვო?
-ამბობ რომ ჩემს გამო დაიწყე მკურნალობა. ჩემგან თუ გინდოდა ბავშვი, რატომ არ იფიქრე იმაზე რომ ერთ დღეს, როცა გაიზრდებოდა შეიძლება გაეგო საკუთარი მამის სიბინძურის შესახებს, გაეგო რომ საკუთარ მამას, ბიძის სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი. შენ, ტკივილის მოყენების შემდეგ მოდიხარ და პრეტენზიას გამოთქვამ იმაზე თუ როგორ დაგიმალე ბავშვი.
-ანუ ეს ყოფილა პრობლემა… - ცინიკურად ჩაიცინა თავდახრილმა. - შენ მე დამპირდი რომ არ მიმატოვებდი, გახსოვს? გითხარი კიდეც რომ შენი პირობა მერყევი იყო. მითხარი თუ წახვიდოდი, მომეძებნე და დამებრუნებინე… ჰოდა ახლა მეც აქ ვარ, მაგრამ დარწმუნებული აღარ ვარ რომ კვლავ შენი ჩემთან ყოფნა მინდა.
-შენ შენი არჩევანი გააკეთე და ახლა არ გაქვს უფლება აქ მოხვიდე და ამაზე შემედაო!
-ანუ მე მკვლელი ვარ, რომელმაც შენი გრძნობები არაფრად ჩააგდო და ძმა მოგიკლა. - სიმწრით გაიცინა, ყურებს ვერ უჯერებდა, უკვე ეჭვიც ეპარებოდა იმაში რომ სესილიას ესაუბრებოდა. - სესილია... შენი დამპალი ძმის წყალობით ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მიწას მივაბარე. სრულიად შიშველი, შეურაცხყოფილი, დამახინჯებული სხეულით, სამი დღის მკვდარი ვიპოვნე მდინარის პირას! ამის ნახვის შემდეგ, შურისძიების და ამის ჩამდენის მოკვლის აუტანელი წყურვილის გარდა არანაირი სურვილი არ მამოძრავებდა! - თვალებ ჩაწითლებული შესცქეროდა ქალს, ზიზღი მთლიან სახეზე მოსდებოდა და ანთებული თვალებით საშიშ მხეცს ჰგავდა. პირველად ხედავდა ასეთს სესიალია, პირველად ესმოდა ეს სიტყვები მისგან და ყურებს ვერ უჯერებდა. ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა, ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვერაფრით ახერხებდა და თვალსაც ვერ აშორებდა გაცოფებულ კაცს. - მე დამნაშავე დავსაჯე, არა ისე როგორც მინდოდა, ან ვაპირებდი, ესეც მხოლოდ შენს გამო. არ ჰქონდა უფლება ის ჰაერი ესუნთქა რომელსაც მე ვსუნთქავდი და ჩემი და ვეღარ. ამიტომ აღარასდროს მოიხსენიო ის ნაბი.ჭვარი ჩემი შვილის ბიძად! შენთან კი… შენ სხვა იყავი, იქამდე იყავი სანამ შენი დამპალი ძმა გამოჩნდებოდა. იქამდე სანამ ერთმანეთს გამოფენაზე შევხვდებოდით. ჯანდაბა სესილია! მე შენ გითხარი რომ მიყვარდი, ახლა კი მეუბნები რომ მეორე ხარისხოვანი იყავი და შენზე მაღლა სხვებს ვაყნებდი. რატომ ფიქრობ ასე როცა შენთვის მიზეზი არ მომიცია?!
-მაშინ… რატომ არ მოხვედი იმ დღეს ჩემს წასაყვანად. - ატირებულმა ქვევიდან ახედა, იმ ყველაფრის გახსენება წარმოუდგენლად სტკენდა, საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, მაგრამ რადგან აქამდე იყვნენ მისულები უნდოდა ყველაფერი დაემთავრებინა.
-რომელ დღეს, სესილია? - წარბ შეკრულს თვალები მოეჭუტა და ისე დასჩერებოდა ქალს ზევიდან, რომელიც მიღებული პასუხისგან გაშეშებულიყო, ცრემლები მოსდიოდა მწვანე თვალებიდან და წარმოდგენა არ ჰქონდა პირველს იმ დროს რას ფიქრობდა. ნაკანი კი თავზარდაცემული მისჩერებოდა კაცს. ხმას ვეღარ იღებდა, ვეღარც საკუთარი გულის ფეთქვას გრძნობდა, უნდოდა ეფიქრა რომ უბრალოდ თავს ისულელებდა კონსტანტინე და ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ მისი სახის ყურებისას სერიოზული გამომეტყველების გარდა ვერაფერს ხედავდა.
-თავს ნუ ისულელებ კონსტანტინე!
-უკვე ზედმეტად ბევრს გითმენ და ჯობია სიტყვებს დაუკვირდე, არც ერთი ვართ ძველ მდგომარეობაში და ნუ ისარგებლებ იმით რომ ჩემი შვილის დედა ხარ. - ცივად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ მიანიშნა ქალს თავის ცხოვრებაში მისი ახლანდელი ადგილმდებარეობის შესახებ.
-შენ მეგისთან წახვედი მაშინ როცა საათების მანძილზე გელოდებოდი. ვნერვიულობდი იმაზე რომ გიჟივით მეძებდი რადგან შეტყობინებებზე არ გპასუხობდი და მაშინ როცა მეგონა კარებს შემოაღებდი და იქიდან, ჩემი ძმისგან საბოლოოდ წამიყვანდი, შენს საყვარელ მეგობართან მიხვედი! ახლაც გული მერევა იმის გახსენებისას როგორ გაკოცა. - ზიზღი გაუკრთა მწვანე თვალებში და თავი გვერდზე გაატრიალა.
-რეებს ბოდავ? - სიმწრით გაიცინა, უკვე ფიქრობდა რომ თავის დასაძვრენად იგონებდა ზღაპრებს და ამით მის ნერვებზეც თამაშობდა. - შენ საიდან იცი მე ვისთან მივედი, ან მეგი სად იყო? - წარბ შეკრულმა მაშინვე დასვა კითხვა როგორც კი სესილიას სიტყვები გაიაზრა.
-ჯანდაბა კოსტა აღიარებაც კი არ შეგიძლია და აქ როგორ დგახარ.
-გითხარი სიტყვები გეკონტროლებინა, ნუ ცდილობ ჩემს მეტად გაბრაზებას და გაღიზიანებას. საერთოდ რაზე საუბრობ, ბოლოს მთელი დღის მანძილზე მწერდი და მიყვებოდი როგორ გაგწუწა ლილიანის ძმამ. - ხელი აიქნია ქალის საუბრით გაღიზიანებულმა, მის შოკირებულ სახეზე კი ოდნავ თვითონაც დაიბნა.
-რა? - ძლივს თქვა ერთი სიტყვა, ყველა მოგონება ამოუტივტივდა გონებაში და მისი საუბრიდან გამომდინარე მიხვდა რომ მწარედ მოტყუვდა. გულის არეში კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი, შემდეგ ისე აეწვა მარჯვენა მხარე სუნქვაც კი გაუჭირდა. ხელი მთელი ძალით მიიჭირა მკერდზე და ცრემლებიც მაშინვე გადმოსცვივდა. - შეუძლებელია… ასე როგორ… მან მე… ჩემმა ძმამ… - შეუწყვეტლივ ბურტყუნებდა, წინადადებას ვერ აბამდა, გონებაში ყველაფერს აკავშირებდა და ტირილსაც უფრო. თვალები ეწვოდა, ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა და დივნის სახელურს დაყრდნობილი ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. მისი შემყურე პირველი კი აფორიაქებული უყურებდა და ვერ გადაეწყვიტა მიახლოვებოდა თუ არა. ყველაფრის მიუხედავად მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება არ მოსწონდა, მაგრამ დაგროვილი ბრაზის და სიამაყის გამო ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა, მუჭები შეეკრა და ყბებ დაჭიმული იატაკს მისჩერებოდა. ბოლოს მაინც უღალატა თავს, იქვე პატარა მაგიდაზე მოთავსებული წყლის დოქიდან გამჭირვალე სითხე ჭიქაში ჩამოასხა და ისე მიაწოდა არც შეუხედავს.
-დეე კარგად ხარ? - ანერვიულებული ბავშვი იქვე ჩამომდგარიყო, ხან ლამის გონება დაკარგულ ქალს უყურებდა, ხან ფეხზე მდგომ ორმეტრიან მამას და მისვლასაც ვერ ბედავდა.
-ჰო, ყველაფერი რიგზეა შედი შენს ოთახში და არ გამოხვიდე სანამ არ გეტყვი.
-დედა…
-გაბრიელ ნუ გამამეორებინებ.
-მაგრამ ცუდად ხარ და არ მინდა ცუდად იყო, თუ ეს საუბარი ცუდად გხდით შეწყვიტეთ და სხვა დროს გააგრძელეთ.
-წამოდი შევიდეთ, მანამდე დედაც კარგად გახდება. - ბავშვს ზურგზე მიადო ხელი და საძინებლისკენ წაიყვანა, მასთან ერთად შევიდა შიგნით, კარებიც მიხურა და საწოლზე ჩამომჯდარი შვილის წინ ჩაიმუხლა. - ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ანერვიულდა, ხომ იცი როგორი ემოციურია. - თმაზე გადაუსვა ხელი, თავის მსგავსი სახე მთლიანად შეუთვალიერა და სხეულში სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა იმის გააზრებისას რომ ეს პატარა არსება მისი იყო, თანაც ასე ძალიან ჰგავდა.
-შენც გაბრაზდი ხო? - თავ დახრილმა ჩაილაპარაკა, კონსტანტინეს კი თვალები გაუფართოვდა. - ჩემი თავი რომ დაგიმალა… - ბოლოს მიაყოლა სიტყვები და მამას ქვევიდან ახედა.
-მე და დედაშენს ლამაზი წარსული გვქონდა, მაგრამ მისმა სულელურმა ნაბიჯმა ყველაფერი გააფუჭა. რომ არა მისი ეს ქცევა ახლა არ გავიცნობდით ერთმანეთს და ჰო, გაბრაზებული ვარ, თანაც ძალიან და არ ვიცი როდისმე მის პატიებას თუ შევძლებ, მხოლოდ შენი დამალვის გამო არა, ბევრი რამ არის რისი პატიებაც ჩემთვის ძალიან რთულია.
-მესმის ჰო, მეც გავბრაზდი დედაზე, მაგრამ არაფერი მითქვამს. არ მიყვარს როცა ჩემგან რამე სწყინს, ნერვიულდება და თავს ძლივს იკავებს რომ არ იტიროს, ზოგჯერ უბრალოდ მიყურებს ხოლმე ჩაფიქრებული იქამდე სანამ ცრემლი არ გადმოუვარდება ხოლმე, მერე ფხიზლდება და სხვა თემაზე იწყებს საუბარს. - წარბშეკრული ბუტბუტებდა, მის საუბარზე კი ღიმილს ვერ იკავებდა პირველი, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყოველ დღე უყურებდა და მის გაზრდაში მონაწილეობას იღებდა. უკვირდა ბავშვი ამდენ რამეზე ფიქრს რომ ახერხებდა, მაგრამ მერე მათ შორის მსგავსება ახსენდებოდა და ამ გაკვირვებას სიამაყე ანაცვლებდა. ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა მის დაძახებულ მამას, მაგრამ ბავშვი ჯერ არაფრის თქმას არ აპირებდა. ესმოდა რთული იყო ბავშვისთვის მასთან უცებ შეგუება, თან ისეთი ბავშვისთვის როგორიც გაბრიელი იყო, მაგრამ მაინც ძალიან უნდოდა მისი ნათქვამი ერთი სიტყვის მოსმენა.
-არ ინერვიულო, უბრალოდ წარსულში მომხდარს გავარკვევთ, რაც არ უნდა იყოს სახლში დავბრუნდებით და თუ გინდა მისი არ ანერვიულების მიზნით საერთოდ არ დაველაპარაკები. - მომღიმარმა მოჩქმიტა ლოყაზე, მის ჩაცინებაზე კიდევ უფრო გაიღიმა და გულიც სითბოთი აევსო.
-არა ეგრე უფრო ინერვიულებს ალბათ. - თვალები აატრიალა და კონსტანტინეც გააცინა. - სამივე ერთად ვიცხოვრებთ?
-მთავარია შენ იყო ჩემთან, სახლი დიდია და დედაშენიც დაეტევა. უკან დიდი ეზო გვაქვს, ბასეინიც, რომ ჩავალთ მაშივე იბანავე თუ გინდა.
-მართლა? ძაღლი?
-ძაღლი არ მყავს, მაგრამ თუ გინდა ვიყიდოთ.
-მართლა? - თვალებ დამრგვალებულს სიხარულისგან მნათობი სხივები გაუკრთა ნაცრიფერ თვალებში და პირველიც მიხვდა იმ დროს მხოლოდ ამ ადამიანისთვის ღირდა ცხოვრება.
-ჰო მართლა... გავალ, დაველაპარაკები დედაშენს და ჩვენ მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი კარგი?
-ეცადე ცუდად არ გახდეს ხო?
-კარგი. - შუბლზე აკოცა მომღიმარმა, მერე კი ოთახიდან გავიდა, კარი გაიხურა და თვალებ დახუჭულმა კეფა კარის ზედაპირს მიადო. რამდენიმე წამი ღრმად სუნთქავდა, შემდეგ კვლავ მისაღებისკენ დაიძრა და შედარებით დამშვიდებულ ქალს ნელა მიუახლოვდა. ქვევიდან ახედა სესილიამ, თან სახეზე ჩამოისვა ხელები. - მეგონა შევთანხმდით დრამების გარეშე საუბარზე.
-არ გინდა.
-იცი სესილია, რაც უფრო მეტად ვიაზრებ რომ შვილი მყავს და შენ ის დამიმალე, უფრო მეტად მიმძაფრდება შენთვის რამის დაშავების სურვილი.
-იმ დღეს ლილიანთან რომ წავედი და მოგწერე მივედითქო, მაგ დროს ვიღაცეებმა დამიჭირეს, მანქანაში ჩამტენეს და მახარეს შენს ძმასთან მიგვყავხარო. გიომ ტელეფონი წამართვა და მითხრა ისედაც იცის კონსტანტინემ, შენმა დაცვამ მოახსენა უკვეო.
-დაცვა სახლში დატოვე როგორც მახსოვს.
-შენ არ… არ გამოგიყოლებია? - ამღვრეული მწვანე თვალები შეანათა პირველს, კონსტანტინეს კი სიმწრით ჩაეცინა მის უნდობლობაზე, ხელი სახეზე ჩამოისვა, შემდეგ კი თავი დანანებით გააქნია.
-დაცვა შენს დასაცავად იყო და არა სათვალთვალოდ, რა სისულელეებს მელაპარაკები?
-გიომ მითხრა რომ უკან მომყვებოდნენ და შეგატყობინეს ჩემი წაყვანის შესახებ.
-და შენც დაუჯერე.
-რაში დასჭირდებოდა მოტყუება?
-ჯანდაბა, კიდე ვერ ხვდები? - ნერვებ მოშლილმა ტონს გაუაზრებლად მოუმატა და სესილიაც ადგილზე შეხტა. - ისიც აღარ ვიცი დავიჯერო თუ არა შენი სიტყვები სესილია.
-მე ვხედავდი მეგის… გიომ მითხრა რომ ჩემი ადგილ მდებარეობის შესახებ გაიგე და მოდიოდი, გელოდებოდი, ერთი სული მქონდა როდის წამიყვანდი რომ მისი საუბარი აღარ გამეგო, მერე კი… შენ მეგისთან მიხვედი… - ცრემლების ახალმა ნაკადმა დატოვა მისი სველი თვალები და ტუჩებიც უნებურად დაბრიცა თავ დახრილმა. - და მან რომ გაკოცა… უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი კონსტანტინე.
-მერე შენც ადექი და გამოიქეცი ისე რომ არც მნახე. - მის მონაყოლზე სიცილით გააქნია თავი, დაუჯერებელი ეჩვენებოდა მისი მონაყოლი, არც დაიჯერებდა რომ არ სცოდნოდა ამ ყველაფერს სესილია ყვებოდა და მისი მოტყუება უბრალოდ არაფერში დასჭირდებოდა. - ყოველ ნახევარ საათში ვიღებდი შენგან შტყობინებას, სადაც წერდი როგორ ერთობოდი, სად უნდა მოვსულიყავი? - კვალავ გაეცინა, თავზე გადაისვა ხელი, თან წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
-ჩემი ტელეფონი გიორგის ჰქონდა… რაში დასჭირდა…
-შენს ჩემგან მოშორებაში და გამოუვიდა კიდეც. მე კი შენი ნდობა და სიყვარული დამანახა. კარგად იმუშავა რა გინდა. - აკანკალებული თითებით ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს ცეცხლი მოუკიდა და დიდი ნაფაზი გამოქაჩა. - მერე რა მოხდა? რომ დაგარწმუნა შენს მიმართ მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილი მამოძრავებდა, აქ გამოგიშვა?
-კოსტა…
-გააგრძელე, მართლა მაინტერესებს.
-იმ დროს ვერაფერზე ვფიქრობდი კოსტა, მისი საუბარი, შენი იქ ხილვა, ლილიანის დამალული საიდუმლოებები და ყველაფერი ერთად სრულ ქაოსს ჰქმნიდა. გიომ მაიძულა წავსულიყავი, ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა, ისე სწრაფად აღმოვჩნდი აეროპორტში და ისე გამოვფრინდი გააზრებაც ვერ მოვასწარი. მეუბნებოდა რომ მხოლოდ ჩემი შენგან დაცვა სურდა და რამდენჯერაც ვეუბნებოდი რომ მიყვარდი იმდენჯერ მახსენებდა როგორ აირჩიე შენი მეგობარი და პირველად მასთან მიხვედი. კიდევ უამრავ მსგავს რამეს ამბობდა, იმ დროს კი ვერანაირად ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი შენს ქცევაზე მეფიქრა, თუ ლილიანზე რომელიც წლების მანძილზე მიმალავდა ჩემი ძმის მიმართ არსებულ სიყვარულს და მიუხედავად იმისა რომ იცოდა გიორგი ვერაფერს მისცემდა მაინც მასთან იწვა. ჰო მეც ავდექი და გამოვიქეცი შენს უნახავად, მაგრამ არა ჩემი სურვილით, რადგან იმ წუთიდან მენატრებოდი და მინდოდა შენი ნახვა როცა დილით სახლიდან წახვედი. აქ ანრის შეყვარებულთან ვიყავი და ყოველი შენს გარეშე გატარებული დღე ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. მინდოდი, მენატრებოდი, მჭირდებოდი. მერე რამდენიმე დღეში მისი სიკვდილის შესახებ გავიგე და სრულიად მარტო დავრჩი, სრულ ბურუსში აღმოვჩნდი, ყველგან შენი ფერი იყო და ყველაფერს დამატებული იმის გააზრება რომ შენ ის მოკალი შენთან მოსასვლელ ყველა გზას მიჭრიდა.
-შენ ჩემი სიტყვები არაფრად ჩათვალე, ჩემი გრძნობები დააიგნორო, არ მენდე და იმ ადამიანს დაუჯერე რომელთან ურთიერთობა არც კი გქონდა შენი თქმით.
-ის ჩემი ძმა იყო. - ატირებულმა ამოილაპარაკა და არც კი სცადა დანამული სახის შემშრალება, ქვევიდან უყურებდა დაბინდული თვალებით. - ყველაფრის მიუხედავად ჩემი ძმა იყო და მისი დაკარგვა მეტკინა. ძალიან მეტკინა. - ძველი დროის გახსენებისას ყელში ბურთი მოაწვა, გულში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო და ხელიც ინსტიქტურად მიიჭირა, ისე თითქოს ტკივილს დაიამებდა. - მე მის გარდა სხვა ახლობელი არავინ მყავდა.
-შენ მე გყავდი სესილია, მაგრამ მისი შენარჩუნების მცდელობით ორივე დაკარგე.
-კოსტა…
-მე ის არ მომიკლავს, მის დონემდე არ დავცემულვარ, ისევ შენს გამო, არადა იყო ღირსი მომეკლა. ძლივს შევიკავე თავი ტვინი რომ არ გამესხმევინებინა, მაგრამ იმდენად არ ჰქონდა მის სიცოცხლეს ფასი, არც სხვისთვის და არც თავისი თავისთვის, ისევ საკუთარ თავს გაუჩალიჩა.
-რა?
-ზედმეტი დოზით მოკვდა. - მშვიდად ჩაილაპარაკა. იმდენი დრო იყო მას შემდეგ გასული რეაქციასაც ვეღარ გამოხატავდა. მისი სიკვდილის შემდეგ ოდნავ სიმშვიდე მაინც მოიპოვა, მაგრამ სესილიას არ ყოფნა მთლიანად მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.
-კი მაგრამ… მე მითხრეს რომ შენ მოკალი…
-ჯანდაბა ნუ აგრძელებ ამ საუბარს, უფრო ვბრაზდები. ყველაფერთან ერთად გეგონა შენი გრძნობები არაფრად ჩავაგდე და ის ნაბი.ჭვარი მოვკალი. მომეკლა მაინც, ტყუილად მაინც არ გაატარებდი დროს ამაზე ფიქრში.
-ერთი თვის შემდეგ გავიგე რომ ორსულად ვიყავი… - ხმა აკანკალებულმა გააგრძელა საუბარი და კონსტანტინემაც მაშინვე ყურები ცქვიტა. - მითხრეს რომ ნაყოფი სუსტი იყო და თუ მისი შენარჩუნება მინდოდა თავისთვის უნდა მიმეხედა, არ მენერვიულა, ზედმეტი არ მემოძრავა და კვების რაციონი მეკონტროლებინა. იმის შიშით რომ მასაც დავკარგავდი ცხრა თვის მანძილზე საწოლიდან არ ავმდგარვარ, მხოლოდ აბაზანაში გავდიოდი და აივანზე სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ისეთი მშვიდი იყო... ისე გგავდა… ბევრჯერ დავაპირე შენთან დარეკვა, მინდოდა თქმა, მაგრამ მეშინოდა შენი რეაქციის და ახლაც მეშინია. ამიტომ ინსტიქტურად გადმოვედი პირდაპირ შტევაზე… ასე ადვილად არავის უახლოვდება. ბევრი არ მოსწონს და თუ რამე ან ვინმე არ მოსწონს, რაც არ უნდა გააკეთო აზრს ვერ შეაცვლევინებ. დღეს ისე ჩაგეხუტა... ჩემს გარდა არავის ეხუტება, ვერ იტანს ზედმეტ სიახლოვეს და შენთან ასე ადვილად რომ დაამყარა კონტაქტი… ისე გგავს...
-ჩემი შვილია, რომელიც დამიმალე და ამას ვერასდროს გაპატიებ. შენი ფეხით რომ მოსულიყავი… თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, დიდი დრო გავიდა. - საათზე დაიხედა წინადადების დამთავრების თანავე, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა. - საქართველოში ხვალ საღამოს დავბრუნდებით, მოემზადე. ბავშვს უამრავი ადამიანი ელოდება, რომლებსაც მისი ნახვის დიდი სურვილი აქვთ. - კარის სახელურს მოჰკიდა ხელი, თან ოდნავ გვერდზე გაიხედა. - იმ დღეს მეგის დაკარგვის შესახებ ანდრომ შემატყობინა და მე მის წამოსაყვანად წავედი. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა, შეშინებულმა მეგიმ მაკოცა ჰო, მერე სახლში წავიყვანე, დავბანე და მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე, რადგან ყოველ ნახევარ საათში ტირილით იღვიძებდა და შეშინებული მეხვეწებოდა არაფერი დამეშავებინა. როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მქონოდა მასთან ისიც ქალია, შენ კი კარგად იცი როგორ ვერ ვიტან როცა ქალს ასე ექცევიან. შენი სულელური, დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ყველაფერი დაკარგე და ამაში მე აღარასდროს დამადანაშაულო, ის კიდე ჩემთან აღარასდროს ახსენო და არც ჩემს შვილს უთხრა რომ მისნაირი არსებობდა. - მშვიდად ჩაილაპარაკა, კარები ნელა გამოაღო და გასვლისას უხმაუროდ გაიხურა.
***
დილით ტელეფონის ხმაზე თვალების ფშვნეტით გამოვიდა საძინებლიდან ნახევრად მძინარე ბავშვი, საცვლის ამარა შევიდა მისაღებში და მელოდიის ხმას გაჰყვა, ბოლოს დივნის და სახელურის შორის ჩაჭედილი დედის ტელეფონიც იპოვნა, უცხო მონერს წარბშეკრულმა დახედა, ჯერ საძინებლისკენ გაიხედა, შემდეგ კი სწრაფად უპასუხა.
-გაბრიელ, შენ ხარ?
-ჰო.
-დედაშენი სად არის?
-ძინავს, ღამე არ სძინებია და ალბათ ახლა გათიშულია.
-შენ საიდან იცი…
-მესმოდა მთელი ღამე რომ დადიოდა. - წამსვე უპასუხა ურეაქციოდ და მისმა პასუხმა ტელეფონის მეორე მხარეს მყოფი ისე დააბნია დიდი ხნის მანძილზე ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა.
-მმ… შეგიძლია პასპორტებს სურათი გადაუღო და გამომიგზავნო?
-კი.
-მიდი მაშინ გელოდები.
-დღეს მოხვალ? - დედის საძინებლისკენ დაიძრა, შიგნით შესული კი პირდაპირ კარადას მიადგა.
-კი, ორ საათზე მანდ ვიქნები და მერე საქართველოში გავფრინდებით… რამე ხომ არ გინდა?
-მმ… არა… არაფერი. - ყოყმანით გადააბა სიტყვები ერთმანეთს, პირველი კი მაშინვე მიხვდა რომ ბავშვს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მათ შორის არსებული მანძილის გამო ჯერ კიდევ არ შეეძლო თავისუფლად ყოფნა.
-მიდი მითხარი.
-არაფერი. - ჩუმად ჩაილაპარაკა, მერე კი პასპორტის ერთ გვერდს სურათები გადაუღო და პირველს ნომერზე გაუგზავნა.
-დე აქ ხარ? - შვილის ხმაზე გონზე მოსულმა თავი წამოსწია, ნახევრად გახელილი ცალი თვალით შეხედა და მის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. - მოდი ჩემთან. - ხელი დაუქნია და ისიც სწრაფად ავიდა საწოლზე, ქალის წვრილ მკლავებში გაეხვია და თავი მკერდზე მიადო. - ჩემი პატარა... ასე ადრე რატომ გაიღვიძე. - თავზე კოცნიდა, თან თმებზე ეფერებოდა. - რა ტკბილი ხარ. - სახეზე რომ გადავიდა კოცნით მაშინვე ამოძრავდა ბავშვი.
-ოო… არ მიყვარს ამდენი კოცნა ხომ იცი… - თავი უკან გასწია და შეეცადა მისგან თავი დაეღწია. - დედა გამიშვი!
-ყველაფერში მამაშენს რატომ დაემსგავსე… - მაინც არ მოშორდა შვილს, კიდევ უფრო მეტად მიიკრო სხეულზე და ცხვირი მის თმაში ჩარგო.
-შენ გინდოდა ალბათ რომ დავმსგავსებოდი.
-ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ.
-მაგრამ მაინც მოგწონვარ.
-გაბრიელს მოხვდება.
-დედა, ხომ იცი რომ შენს საიდუმლოს არასდროს ვეტყვი სხვას. - თავი სესილიას მკლავზე ჰქონდა მოთავსებული, ქვევიდან უყურებდა დედას, ის კი თმებზე ეფერებოდა.
-რა საიდუმლოს, ჭკვიანო? - სახეზე ჩამოატარა თითები, თან შუბლზე აკოცა.
-მაგალითად იმას რომ მამა ისევ გიყვარს. - თვალებ მოჭუტული ჩააშტერდა მწვანე თვალებში, სესილიას ზურგს უკან დაგდებული ტელეფონის წყალობით კი ყველაფერი ესმოდა პირველს. სუნთქვა შეკრული ისმენდა მათ საუბარს, თვითონაც უნდოდა იქ ყოფილიყო, მათთან ერთად დაეწყო დილა და შვილის მსგავსი საუბრისთვის მოესმინა. ისე დამაჯერებლად უთხრა სესილიას მისი საიდუმლოებების შენახვაზე, თვითონაც ლამის დარწმუნდა რომ ბავშვსაც აღარ ახსოვდა მისივე ხელიდან მოსასმენად დაგდებული ტელეფონი. მისი ნათქვამი მამა რომ გაიგო სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, მაგრამ მაინც სესილიას პასუხს ელოდა. თვითონაც შესანიშნავად იცოდა მისი გრძნობების შესახებ, მაგრამ მისგან მოსმენა მაინც უნდოდა ამდენი წლის შემდეგ.
-საიდან დაასკვენი ტვინიკოსო.
-ვიცი.
-ბევრს ლაპარაკობ, ადექი ვისაუზმოთ და მერე მივხედოთ საქმეს თორემ მამაშენი რომ მოვიდეს და მზად არ დავხვდეთ, ყველაფრის გარეშე წაგვიყვანს. - მაშინვე შეეცვალა ხმა, საწოლზე წამოჯდა, ხელები სახეზე ჩამოისვა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-დე… შენ გაქვს პრობლემა მამასთან ერთად ცხოვრებაზე?
-საიდან ეს კითხვა.
-ჩვენ ხომ მასთან უნდა ვიცხოვროთ.
-რა? - მერე გაანალიზა რომ კონსტანტინესთან ერთად მოუწევდა იმ სახლში ყოფნა რომელშიც უამრავი თბილი მოგონება აკავშირებდა. იმ დროს წარმოუდგენლად ჩათვალა მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მაშინვე უარი განაცხადა. - ჩვენ მასთან არ ვიცხოვრებთ, ჩვენც გვაქვს ბინა და…
-ხო მაგრამ ჩვენ ხომ იმიტომ მივდივართ რომ მასთან ვიყო, გავიცნო და როგორც შენთან ვარ, მამასთანაც ისე გავატარო დრო.
-მე მამაშენთან ვერ ვიცხვორებ და შენ დამტოვებ?
-ოო არა, მაგრამ მამა მჭირდება და მინდა მასთან.
-რას ითხოვ ამ სიტყვებით გაბრიელ? - წარბები შეკრა და შვილის ურეაქციო გამომეტყველებას მიაჩერდა.
-მასთან ვიცხოვროთ.
-გაბრიელ…
-ჩემს გამო მაინც… შენ ხომ არ მითხარი მის შესახე.
-კარგი. - ცივად გასცა პასუხი, ფეხზე წამოდგა და აბაზანისკენ დაიძრა.
-დედა.
-მოემზადე. - კარები დაკეტა და მაშინვე კარებთან ჩაცურდა.
-დეე… აუ არ გეწყინოს რა… დედა. - კარებზე უკაკუნებდა, ხელებში სახე ჩარგული სესილია კი ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. ბოლოს ფეხზე წამომდგარმა კარები გამოაღო და იქვე მდგომ ანერვიულებულ შვილს ზემოდან დახედა წარბ შეკრულმა.
-როდემდე უნდა მიკაკუნო? თუ დამაცდი თავის მოწესრიგებას?
-მითხარი რომ არ გეწყინა.
-არ მწყენია არაფერი პატარა, რატომ ნერვიულობ… ჯანდაბა ნუ გავხარ ასე, ხომ შეიძლება ჩემიც გქონდეს რამე.
-რა ჩემი ბრალია. მიყვარხარ და მენერვიულება.
-შეგჭამ. - შეკრულ წარბებს შორის აკოცა, შემდეგ ორივე ლოყა დაუკოცნა და ისიც მალე გამოეცალა ხელებიდან. აბაზანაში შესული ცხელი წყლის ქვეშ დადგა, სახე დუშიდან წამოსულ წვეთებს შეუშვირა და ჰაერიც დიდი რაოდენობით შეისუნთქა. გული სწრაფად უცემდა, არ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში, როგორ მოიქცეოდა თვითონ კონსტანტინესთან, ან თვითონ პირველი რა ინტერესს გამოიჩენდა. დარწმუნებული იყო გაბრიელთან შესანიშნავ ურთიერთობას ჩამოაყალიბებდა, მაგრამ ერთად როგორ გაძლებდნენ იმ ყველაფრის შემდეგ, წარმოდგენა არ ჰქონდა.
მთელი დღის მანძილზე აფორიაქებული დადიოდა, საჭირო ნივთებს ჩემოდანში ალაგებდა და გაბრიელის რამდენიმე წყვილ ტანსაცმელსაც თვითონ ამზადებდა.
ორი საათი ხდებოდა კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა და სესილიაც ანერვიულებული დაიძრა გასაღბად.
-დე ჩემი სახატავი რვეული სად არის?
-შენს ზურგ ჩანთაში ჩავდე. - კარების გაღებისას გასძახა შვილს, შემდეგ კონსტანტინეს ნაცრისფერ თვალებს შეხედა და ისე დაიბნა როგორ წლების წინ თავიდან იბნეოდა მის გამოხედვებზე. გული აუჩქარდა და სხეულშიც ნაცნობმა შეგრძნებამ დაუარა. იმ დროს ძლივს გადააგორა სურვილი რომელიც ჩახუტებას, მისი სურნელის შეგრძნებას და კოცნას სთხოვდა. მისი შეხების წყურვილმა ისე აიტანა სუნთქვაც კი შეეკრა და რომ არა მისი ხმა, გონს კიდევ დიდი ხანი ვერ მოვიდოდა.
-მზად ხართ?
-კი. - კარები ფართოდ გამოაღო, პირველი შეგნით შეატარა და კარის დაკეტვის თანავე რკინის ზედაპირს შუბლით მიეყრდნო. მის სიახლოვეს ყოფნა წარმოუდგენლად უჭირდა, მისი ცივი გამომეტყველება ყინავდა და გულზე მტკივნეულად ხვდებოდა.
-წავიდეთ? - შვილთან ჩამუხლულმა თავზე გადაუსვა ბავშვს ხელი, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-შეგიძლია ჩემს მეგობართან გამატარო? გასაღები უნდა დავუტოვო და გაბრიელი საბუთები გამოვართვა. - ყოყმანით ჰკითხა ბავშვთან მდგომს რომელსაც არც კი შეუხედავს მისთვის.
-შემიძლია… სულ ეს არის? - ორ ჩემოდანს შეხედა, სესილიას თანხმობაზე ჩანთებს ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ დაიძრა, გაბრიელიც მას აედევნა დაპარაკით. ბინიდან გასვლამდე თვალი მოავლო იქაურობას ნაკანმა, გულიც კი სწყდებოდა სახლის და საკუთარი ცხოვრების დატოვების გამო, მაგრამ ბოლოს კარიც გამოიხურა, გასაღებით გადაკეტა და მამა-შვილს უკან აედევნა. ერთმანეთთან ახლოს და ამავდროულად შორს ყოფნა ორივეს სულს უხუთავდა. დაძაბულობა და არასასიამოვნო გარემო ტრიალებდა მათ გარშემო, უხერულადაც კი გრძნობდა სესილია თავს, თვალს შეუმჩნევლად აპარებდა წლების უნახავი კაცისკენ. უნდოდა დიდხანს ეყურებინა, ყვლა მისი შეცვლილი დეტალის ამოცნობა სურდა, დაბალ წვერზე შეხება, რომელიც სასწაულად უხდებოდა. მისი შეხების სურვილით შპყრობილს წამით სუნთქვაც კი შეეკრა და ფიქრების გასაფანტად გვერდზე მჯომ შვილს თმაზე გადაუსვა ხელი, ის კი მკერდზე მიეყრდნო კეფით, თან ტელეფონში მულტფილმს უყურებდა. მომღიმარმა ბავშვიდან კონსტანტინეზე გადაიტანა მზერა, რომელიც ორივეს ჩაფიქრებული მიშტერებოდა. იქამდე უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში სანამ სესილიამ არ გაიხედა, მაგრამ მერეც გრძნობდა მწველ მზერას და სიმშვიდეს სრულიად კარგავდა.
გერმანიის დატოვების შემდეგ რამდენიმე საათში ჩაფრინდნენ თბილისში და სესილიას გულმაც სხვანაირად დაიწყო ფეთქვა, ფეხდაფეხ მიგჰყვებოდა კონსტანტინეს, მაგრამ თვალები ირგვლივ შემოკრეფილი ხალხისკენ გაურბოდა. ქართული საუბარი ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა და მონატრებაც უფრო მეტად აწვებოდა. გასვლისთანავე დაინახა მანქანასთან მდგომი გაჭაღარავებული ლევანი, რომელიც თბილი ღიმილით მისჩერებოდა, მერე კი კონსტანტინეს გვერდზე მდგომ ბავშვზე გადაიტანა თვალები და შესამჩნევად დაბნევის შემდეგ სახე გაუბრწყინდა.
-გამარჯობა, ლევან. - თბილად გაუღიმა სესილიამ, მან კი თავი დაუქნია და უკანა კარგი გამოუღო.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
-მადლობა. - უხერხულად შეიშმუშნა, თვალები დახარა და მანქანაში მოთავსდა.
-ეს ლევანია, ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ჩვენს გადაადგილებაზე ზრუნავს. - მხარზე დაადო ბავშვს ხელი და თვალებ გაბრწყინებული კაცი ისე წარუდგინა.
-გამარჯობა. - პატარა ხელი გაუწოდა უცნაურად მომღიმარ კაცს, თვითონ კი წარბიც არ შეუხრია.
-გამარჯობა. - პატარა ხელს თავისი შეაგება, მერე მომღიმარ კონსტანტინეს ახედა და მათ შორის მსგავსება მაშინვე აღმოაჩინა.
-წავიდეთ. - მხარზე მიადო ხელი ლევანს, თან მანქანაში მოთავსდა ბავშვთან ერთად.
-როგორ ხარ ლევან? - უხერხული სიჩუმის გასაფანტად საუბარი წამოიწყო სესილიამ, პირველმაც წამსვე მას გახედა წარბ აწეულმა.
-ძველებურად სესი, მადლობა.
-თქვენი ცოლი როგორ არის?
-ოთხი წლის წინ გარდაიცვალა გულის შეტევით.
-არ ვიცოდი, ვწუხვარ.
-მადლობა.
-მალე მივალთ? - ქვევიდან ახედა გვერდზე მჯდომ მამას გადაღლილი თვალებით, კონსტანტინეს კი მაშინვე გული გაუთბა.
-მალე მივალთ. დაიღალე? - თავზე გადაუსვა ხელი, მერე მხარზე მოხვია. - მოდი. - თავისკენ მისწია და ისიც მის მკერდს მიეკრო. სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, გული სითბოთი აევსო და ისიც კი იგრძნო სახე როგორ გაუნათდა.
-ჰო. - დაღლილი ხმით ჩაიბურტყუნა, თვალი კი ფანჯრისკენ გაადაიტანა.
-ვინ არის სახლში ლევან?
-მხოლოდ მამაშენი.
-კარგია. - თავი სავარძლის საზურგეზე დამაგრებულ მისაყრდნობს მიადო და თვალები დახუჭა. არ იცოდა რა მოერხებინა სესილიასთვის, როგორი ურთიერთობა დაეჭირა მასთან, მისი ყურებისას ბრაზი, წყენა და იმედგაცრუება თავისით იჩენდა თავს, რაც მასთან კონტაქტის სურვილს უკარგავდა, მაგრამ შინაგანად ძლიერად სურდა მისი გულში ჩაკვრა, თავის მკლავებში მოქცევა და მისთვის საყვარელი სურნელის შეგრძნება. უნდოდა მთლიანი სახე დაეკოცნა, ეთქვა როგორ ენატრებოდა და ეს მონატრებაც ეჩვენებინა. გული აუჩქარდა იმის წარმოდგენისას როგორ ეხუტებოდა, კოცნიდა და ეალერსებოდა. გაბრიელმაც წამსვე ახედა ქვევიდან, პირველმა კი თვალი ჩაუკრა და ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია. დილის საუბარზე ეფიქრებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ეცხოვრა სესილიასთან ერთად ერთ სახლში ისე რომ დილით გაღვიძებულს მისი სახე არ დაენახა, ძილის წინ კი მისი სითბო არ შეეგრძნო. ალბათ როგორი რთული იქნებოდა ორივესთვის ამ ყველაფრის გადატანა, იცოდა როგორ დაიტანჯებოდა ქალი მის მიმართ გამოვლენილი სიცივით და ყველაფრის მიუხედავად ამის ნახვა საშინლად არ სურდა, მაგრამ ვერც საკუთარ თავს და პრინციპებს ღალატობდა.
როგორც კი ეზოში შეაყენა მანქანა ლევანიმ, გაბრიელმაც წამსვე წამოყო თავი. პირველი სწრაფად გადავიდა ავტომობილიდან, მას მიყოლილ შვილს ზემოდან დახედა და მის გაფართოვებულ თვალებზე ოდნავ გაიღიმა.
-ეს ჩვენი სახლია?
-ჰო. - თმები აუჩეჩა, მერე ირგვლივ მიმოიხედა, სესილია რომ ვერ დაინახა მანქანის თავს ხელი დაადო, რამდენიმე წამის შემდეგ შიგნით შეიხედა და ერთ ადგილზე მიყინული ქალი მთლიანად შეათვალიერა. - გადმოხვალ, თუ მანდ დარჩენას აპირებ? - მის ხმაზე გონს მოსულმა ნელა გააღო კარი, ისე რომ არც შეუხედავს კონსტანტინესთვის და არც რამე უთქვამს. - შევიდეთ, ცივა. - ბავშვს ხელი ჩაკიდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელი კარისკენ. კარები სწრაფად გააღო და პირველი გაბრიელი შეატარა, სესილიას კი არც დალოდებია. ნელა მიჰყვებოდა მამა-შვილს, იქაურობას ათვალიერებდა და მოწოლილი მოგონებებისგან ყელში ბურთი აწვებოდა. სახლში შესვლა ძლივს მოახერხა, აღარც წარმოდეგინა როდისმე ისევ თუ შეაბიჯებდა. შიგნით შესულს ბავშვთან დახრილი დავითი დახვდა, შორიდან უყურებდა როგორ ესიყვარულებოდა ერთადერთ შვილიშვილს კაცი რომელსაც წლების მატება აშკარად შესტყობოდა, მაგრამ მაინც თბილი გამომეტყველება აჰკვროდა. სესილიას დანახვისას ცოტა დაიბნა კიდეც, მისი რეაქციის დანახვისას ნაკანსაც თვალები აემღვრა, თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა. ყველაზე მეტად ტირილი არ უნდოდა, მაგრამ მოწოლილ ემოციებს ვერაფერს უხერხებდა. იქიდან წასვლა სურდა, ვერ უძლებდა ამ ყველაფერს ერთად და არც კონსტანტინესი ესმოდა. ვიღაცის მიახლოვება რომ იგრძნო თავი მაშინვე ასწია, კაცის სევდიან, მაგრამ მაინც მომღიმარ სახეს მიაშტერდა და მისი თანაგრძნობა რომ დაინახა თავი ვეღარ შეიკავა. ხმის ამოუღებლად შემოხვია კაცს ხელები, თავი მკერდზე მიადო და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. უცნაური სიმშვიდე მოედო სხეულზე, თავი დაცულად იგრძნო, მამისეული სითბო მოდიოდა მისგან და მის მხარდაჭერასაც გრძნობდა, ისე როგორც საკუთარი მამის გვერდში დგომას იგრძნობდა.
-ყველაფერი კარგად იქნება. - სითბოთი გაჟღენთილი თბილი ხმით დაიჩურჩულა მის ყურთან, ცრემლები სწრაფად შეუმშრალა და სესილიამაც თავი წამოსწია.
-მადლობა.
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალექსანდრეს შვილი ხარ, ახლა უკვე ჩემი შვილიშვილის დედა, და დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. - კონსტანტინესთან მდგომ ბავშვს შეხედა რომელიც ინტერესით სასვსე თვალებით შესცქეროდა მამას და ყურადღებით უსმენდა მის დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხს. - როგორ გვანან ერთმანეთს.
-თქვენ ჯერ კიდევ არ იცით მათი მსგავსების შესახებ.
-დარწმუნებული ვარ მალე გავიგებ. ერთი განსხვავება ნამდვილად აქვთ, კონსტანტინე ასე ადვილად კონტაქტში არავისთან შედიოდა.
-დამიჯერეთ, მისი კომუნიკაცია მისივე ინტერესზეა დამოკიდებული. თუ არ აინტერესებ, არც მოგიახლოვდება. რამდენიც არ უნდა ველაპარაკო არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს.
-შვილიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული და საყვარელია როგორიც არ უნდა იყოს.
-გამარჯობა! - სახე გაბრწყინებული ქეთი წამებში აესვეტა წინ სესილიას და მაშინვე მოეხვია. - მომენატრე ჩემო გოგო. - გახარებული მალევე მოშორდა და ბრჭყბიალა მწვანე თვალებში ჩახედა.
-მეც მომენატრე ქეთი. - გაკვირვებული იყო მისი ასეთი ქცევით, ყოველთვის მშვიდი ქალი ახლა სულ სხვანაირი ეჩვენებოდა, მაგრამ მისი ეს მოქმედება ძალიან ესიამოვნა. - ის პატარა კაცი მამამისს როგორ გავს. - თავით კიბისკენ ანიშნა და სესილიამაც მოჰკრა თვალი როგორ ადიოდნენ ერთად კიბეებზე.
-ჰო. - ოდნავ გაუღიმა, მერე იქაურობას მოავლო თვალი.
-დაახლოვებით ერთი წლის წინ შეცვალა ყველაფერი.
-გასაგებია.
-ქეთი გაბრიელს ბოლო ოთახი გაუმზადე, მერე თვითონ მოაწყობს როგორც მოუნდება. - კიბეებზე მარტო დაეშვა, თან სესილიას არ აშორებდა თვალს.
-და… - დაბნეული მიაჩერდა ნაკანს, ისიც მაშინვე მიუხვდა კითხვას.
-სულ ერთია, შენ აარჩიე. მადლობა წინასწას. - ხელი ჩაკიდა დანაღვლიანებულ ქალს, მან კი უბრალოდ თავი დაუქნია.
-და ქეთი, საღამოს ჩემები მოვლენ, თუ შეგიძლია ხორცი გაამზადე მწვადისთვის.
-სხვა რამეებსაც მოვამზადებს.
-მადლობა. - თავი დაუქნია ქეთის, მან კი ჩვეული ღიმილი აიკრა სახეზე, შემდეგ კიბეებისკენ დაიძრა.
-მივეხმარები. - კონსტანტინესგან შორს ყოფნის მიზნით ქეთის გაჰყვა, სწრაფად დაეწია და ერთ-ერთ საძინებელში მასთან ერთად შვიდა.
-ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს სხვა ოთახში რომ იძინებ… - ყოყმანით ჩაილაპარაკა ქეთიმ, არ უნდოდა ჰგონებოდა ქალს რომ მის პირადში ზედმეტად იხედებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით იკავებდა.
-მე საერთოდ აქ ყოფნით ვგრძნობ თავს უცნაურად ქეთი… გაბრიელს რომ არ აეჩემებინა, აქ საერთოდ არ მოვიდოდი. წარმოდგენა არ გაქვს როგორი რთულია ჩემთვის ახლა აქ ყოფნა და საერთოდ მისი სიახლოვე.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ ვიცი არ მოხდა, მაგრამ თქვენ დიდხანს ვერ გაძლებთ ცალ-ცალკე ვიცი.
-შერიგების იმედი არ მაქვს, ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა როგორ დავაღწიო თავი აქაურობას.
-საღამოს ხომ ისინი უნდა მოვიდნენ…
-სწორედ ამიტომ მინდა წასვლა. - წელზე შემოიწყო ხელები და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა.
-დედა. - საძინებელში შესული პირდაპირ სესილიასკენ დაიძრა, ქეთიმ კი მაშინვე მას გააყოლა თვალი.
-ჰოუ. - შვილთან ჩამუხლულმა ხელებში მოიქცია მისის სახე და ლოყაზე აკოცა.
-სადმე უნდა წახვიდე?
-ჰო, ჩემი მეგობარი უნდა ვნახო.
-მე?
-შენ არ დარჩები აქ? მამაშენის მეგობრები და შენი მომავალი ნათლია შენს გასაცნობად მოდიან.
-და შენ? შენს გარეშე არ მინდა.
-გაბრიელ უკვე ჯიუტი ბავშვივით იქცევი.
-უბრალოდ… რო არავინ ვიცი? - შეწუხებულმა ჩაილაპარაკა, თვალი კი მომღიმარი ქეთისკენ გააპარა.
-გაიცნობ დე, რისთვის ჩამოგიყვანა მამაშენმა აქ, უნდა მის გვერდით იყო, მისი საყვარელი ადამიანები გაიცნო.
-ხო მაგრამ... მე შენთან ერთად მინდა.
-მე არ ვარ მზად მათთან შესახვედრად და გთხოვ, ნუ მაიძულებ.
-კარგი ჰო. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, ხელები კისერზე მოხვია, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. - მომწონს აქ. - კიდევ უფრო ჩაიმალა დედის ყელში, სესილია კი მაშინვე მიუხვდა შვილს ემოციებს.
-ძალიან კარგი.
-მამაც მომწონს.
-როდის დაუძახებ მამას?
-ოო ვერ ვეძახი, თავს რაღაცნაირად ვგრძნობ. - მაშინვე მოაშორა მკლავები და გასასვლელისკენ წავიდა.
***
საძინებლიდან საღამომდე არ გასულა, საკუთარ ტანსაცმელს კარადაში ალაგებდა ყურებში გაკეთებული ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის თანხლებით, ათას რამეზე ერთად ფიქრობდა, არც არავინ აწუხებდა, არც გაბრიელი ჩანდა და არც საძინებლიდან ძლივს გაშვებული ქეთი. არ იცოდა თავში რა უტრიალებდა კონსტანტინეს, ან თუნდაც იმ საღამოს რას აპირებდა, როგორ შეახვედრებდა თავის მეგობრებს, ან თვითონ პირველი როგორი იყო ამდენი წლის შემდეგ. ერთადერთი რაც დანამდვილებით იცოდა ის იყო რომ კონსტანტინეს გულის გალღობა მხოლოდ გაბრიელს გამოსდიოდა. სულ სხვანაირი იყო ბავშვთან ერთად, ზუსტად ისეთი როგორსაც წარმოიდგენდა. ყველაფრის დალაგებას რომ მორჩა დაბლა ჩავიდა, კონსტანტინესთან და თავითთან მოსაუბრე შვილიც მაშინვე მოხვდა თვალში და გაუაზრებლად გაეღიმა. კიდევ ვერ იჯერებდა იმ სახლში ყოფნას, ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი ეგონა, მაგრამ გაღვიძება ნამდვილად არ სურდა. საკუთარი შვილის ბედნიერ სახეს ხედავდა, მასზე მნიშვნელოვანი კი არაფერი იყო იმ წუთას. საყვარელი კაცი გვერდით ჰყავდა, მიუხედავად იმისა რომ ვერ უახლოვდებოდა, ვერ ეხებოდა, მაინც კმაყოფილი იყო იმით რომ მისი ყურება შეეძლო. მონატრება მთელ სხეულში ედებოდა, გულს უჩქარებდა და სუნთქვის საშუალებას უქვეითებდა.
კონსტანტინეს ტელეფონი რომ ამღერდა, მაშინ მოვიდა გონს, მიხვდა მალე ნაცნობი სახეები მიადგებოდა მთავარ შესასვლე კარს და დრო იყო იქაურობას გასცლოდა.
-სესი, სადმე მიდიხარ? - ჩანთით ხელში რომ დაინახა ნაკანი, მაშინვე ჰკითხა უფროსმა პირველმა და სესილიაც დააბნია.
-ჰო, უნდა გავიდე. - მასზე მიშტერებულ კონსტანტინეს გახედა ერთ ადგილზე გაშეშებულმა, ელოდებოდა რომ რამეს იტყოდა, მაგრამ პირველი უბრალოდ იდგა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი და ურეაქციო გამომეტყველებით მისჩერებოდა. შეამჩნია როგორ გაეღიმა ოდნავ, სესილიაც მიხვდა კაცს უკვე ამოეცნო მისი განზრახვა და ოდნავ სახეც აუწითლდა.
-ისინი რომ მოდიან?
-დარწმუნებული ვარ აქ ჩემს სანახავად არ მოდიან, მთავარი მიზეზი კი აქ რჩება. თან ჩემი მეგობრის ნახვა მინდა. - მისკენ დაძრული შვილის წინ დაიხარა, ლოყაზე აკოცა, მერე ნაცრისფერ თვალებში ჩახედა.
-მალე მოდი ხო? - როგორც ყოველთვის წასვლამდე ახლაც იგივე სიტყვები გაუმეორა და სესილიასაც გაეღიმა.
-ჭკვიანად მოიქეცი. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, თითები შავ თმებზე გადაუსვა, ბოლოს კი სახლიც დატოვა იქამდე სანამ კიდევ ვინმე რამეს ეტყოდა. არც დაფიქრებულა ისე წავიდა ძველი მეგობრის სახლისკენ, რომელიც წლები იყო არ ენახა და არც მისი ხმა გაეგონა, ისიც არ იცოდა ისევ იქ ცხოვრობდა თუ არა. ნაცნობ კორპუსს რომ მიადგა გულიც აუჩქარდა, წამით გადაიფიქრა კიდეც ასვლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც აიარა კიბეები შიგნით შესულმა და ბინის კარსაც მიადგა. გაუბედავად მიაჭირა ზარის დასარეკ ღილაკს თითი და ერთ ადგილზე გაშეშბულმა ყელზე მომდგარი დიდი ნერწყვი ძლივს გადააგორა. ერთი წუთიც არ დაუცდია, მალევე გამოაღო კარები მაღალმა, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცმა, რომელსაც წელს ზემოთ სხეული მოეშიშვლებინა და ბევრი ვარჯიშის კვალიც ეტყობოდა. - გამარჯობა…
-სესილია ხო? - ყურებამდე გაუღიმა, თან სესილიას გაფართოვებულ მწვანე თვალებში ჩააშტერდა.
-თქვენ ვინ…
-სანი, ლილიანის შეყვარებული. - ყურებამდე გაუღიმა, სესილიას კი კიდევ უფრო გაუდიდლა ლამაზი თვალები. - შემოდი. - ხელით ანიშნა შიგნით შესულიყო, კარების დაკეტვის შემდეგ მისაღებისკენ წასულ სესილიას აედევნა, იქვე დივანზე დაგდებული საკუთარი მაისური სრაფად გადაიცვა და დაბნეული გოგო ყურადღებით შეათვალიერა. მართლა ისეთი იყო როგორსაც ლილიანი აღწერდა, ბევრ ინფორმაციას არ ფლობდა, მაგრამ ის მაინც იცოდა როგორი მნიშვნელოვანი იყო სესილია ლილიანისთვის. - აბაზანაშია, მალე გამოვა. დალევ რამეს?
-არა იყოს.
-ჩემს გამო თავს უცხოდ ნუ იგრძნობ, როგორც გავიგე აქ ცხოვრობდი წლების წინ.
-არ მეგონა ჩემზე ვინმეს თუ მოუყვებოდა.
-ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა ვხვდებით, მაგრამ ამ ექვს თვეში იმაზე მეტი გავიგე მასზე ვიდრე თვითონ იცოდა. - სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე მერე კი ლილიანის ხმაც შემოესმა.
-სანი შეგიძლია მოხვიდე?
-მალე დავბრუნდები. - თვალი ჩაუკრა დაბნეულ სესილიას, მერე ფეხზე წამომდგარი აბაზანისკენ დაიძრა. თვალებს ვერ უჯერებდა ნაკანი, თან გულის სიღრმეში ყურებამდე იღიმოდა იმის გააზრებისას რომ ლილიანს ასეთი პოზიტიური ადანიანი ჰყავდა გვერდით. მოულოდნელად გამოვარდა საცვლების ამარა ლილიანია, თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა იქვე მჯდომ დაქალს და სიხარულს, სიყვარულს, ბრაზს, წყენას, თუ მონატრებას ერთად განიცდიდა. ამდენი წლის შემდეგ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა იმ მიზეზის შესახებ რის გამოც სესილია იქიდან წავიდა, მაგრამ დარწმუნებული იყო მასზე და გიორგიზე ყველაფერი იცოდა და მისი ცხოვრებიდან გაქრობის მიზეზად ამ საიდუმლოს დამალვას თვლიდა. ერთმანეთს უყურებდნენ გაშეშებულები, განძრევას ვერცერთი ბედავდა, ვერც სიტყვებს უყრიდნენ თავს რამის სათქმელად, ბოლოს კი ერთდროულად დაიძრნენ ერთმანეთისკენ და წლების უნახავებმა ერთი ჩახუტებით გამოხატეს ის ყველაფერი რასაც ამ დროის მანძილზე გრძნობდნენ. ორივე ჩუმად ტიროდა, არც ერთმანეთ შორდებოდნენ და ვერც რაიმეს თქმას ბედავდნენ.
-მომენატრე. - ბოლოს ატირებულმა ნაკანმა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მთელი გრძნობით, ლილიანმა კი უფრო მჭიდროდ ჩემოხვია ხელები.
-მეც მომენატრე. ძალიან მომენატრე და შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორი მარტოსული ვიყავი აქამდე. - სახე უკან გასწია, მერე ცრემლები შეუმშრალა სესილიას, თან ოდნავ შეცვლილ სახეზე დააკვირდა. - რაღაცნაირი ხარ.
-რანაირი. - წამსვე გაეცინა, თან კვლავ ცრემლებს იმშრალებდა.
-ქალური.
-შვილი მყავს. - ლიალიანის შოკირებულ თვალებზე ჩაიცინია, მერე კი იქ გაჩენილ სანის ახედა.
-ლილ დიტომ დამირეკა, ცოტახნით უნდა გავიდე, თქვენ ილაპარაკეთ მანამდე. და ეს ჩაიცვი, შეგცივდება. - მაისური და სპორტული ჩარვალი დივანზე დაალაგა, ლილიანს ხელი შიშველ წელზე მოხვია და ტუჩებზე სწრაფად აკოცა. წამსვე განაბულ ქალს ლოყაზეც მიაკრო ტუჩები, შემდეგ მომღიმარმა თვალი ჩაუკრა და სესილიასთან დამშვიდობების შემდეგ სახლიც დატოვა.
-მიყვარს. - დივანზე მძიმედ დაშვებულმა ამოიოხრა, თან გაოცებულ სესილიას ქვევიდან ახედა. - რა იყო? - თვალები აატრიალა, თან ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.
-შენც სხვანაირი ხარ.
-მოდი აქ, მომიყევი შვილი ვისგან გყავს, პირველზე ყურებამდე შეყვარებული ასე მალე ვერავის შეიყვარებდი, ისე რომ ბავშვი გაგეჩინა მისთვის.
-კონსტანტინესია ბავშვი ლილიან. - თვალები აატიალა, გვერდზე მიუჯდა და როგორც ადრე სჩვეოდა ისე დაიწყო საუბარი. - რომ წავედი მერე გავიგე…
-გაგიჟდებოდა ბავშვზე რომ გაიგებდა, მიკვირს როგორ ხარ ცოცხალი, თანაც აქ.
-არასდროს მაპატიებს.
-რა ქვია ბავშვს, ჰგავს? რატომ არ წამოიყვანე?
-გაბრიელი, ჰგავს ჰო. და ნუ მისმევ ამდენ კითხვას ერთად.
-მე კიდევ ძალიან ბევრი კითხვები მაქვს და სანამ არ დამაკმაყოფილებ აქედან ვერ წახვალ.
-დღეს კონსტანტინეს მეგობრები მოდიოდნენ ბავშვის სანახავად და გამოვასწარი.
-იმ .ლექალა მეგის რა გაუძლებდა.
-რა? - გაკვირვებულმა შეხედა ლილიანს, მან კი თვალები აატრიალა.
-ხშირად ვხედავდი კონსტანტინეს გვერდით და ახლა შენ რომ ენახე იქ წარმომიდგენია რა როჟებს დაკერავდა, ან ნეტა როგორი დამოკიდებულება ექნება ბავშვთან.
-შეცვლილი ხარ.
-სანიმ ჩემი ცხოვრება გააფერადა.
-როგორ გაიცანი?
-ხომ იცი სასაფლაოებს ვერ ვიტან, ამიტომ შიგნით რომ ვერ შევედი გარეთ ვიჯექი მარტო. - უხერხულად შეიშმუშნა, თან სესილიას რამდენიმე წამით შეხედა. - მერე უცებ ვიღაც მომიჯდა გვერდზე, შემეშინდა მაგრამ მისი მშვიდი, თან მომღიმარი თვალები რომ დავონახე მაშინვე დავმშვიდდი. მელაპარაკებოდა ათას უაზრობაზე, მეც ხასიათზე მოვყავდი, მერე სახლამდე მომაცილა და სახელიც არ უთქვამს ისე წავიდა. რამდენიმე დღეში სადარბაზოსთან დამხვდა და გასეირნება შემომთავაზა. მერე პაემანზე მეპატიჟებოდა ხშირად, ახლა აქ ვართ და თავის სახლში გადასვლას მთავაზობს, მაგრამ ჯერ კიდევ უარზე ვარ.
-კარგი ადამიანი ჩანს.
-ძალიან, ძალიანნ კარგია და ღმერთის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მას რომ შემახვედრა.
-მიხარია ბედნიერს რომ გხედავ. - მკლავები მოხვია მომღიმარმა, ლილიანს კი წამსვე მოედო სიმშვიდე სხეულში.
-მომიყევი იმ დღეს რა მოხდა. - თმაზე ჩამოატარა თითები, სესილიამ ერთი ამოიოხრა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა კონსტანტინეს გამოჩენის ჩათვლით.
-რომ დამირეკე მივხვდი რაღაც კარგად არ წავიდოდა, მაგრამ ვერც კონსტანტინესთან დავრეკე და არც თვითონ ის რეკავდა.
-ხომ გითხარი, ჩემი ტელეფონით ემესიჯებოდა გიო.
-ძალიან დიდი ხნის მანძილზე მიყვარდა… მიუხედავად ყველაფრისა ახლაც არ ვგრძნობ სიძულვილს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, სესილიას გადახედა და მის შეკრულ წარბებზე გაეცინა. - ბოდიში რომ დაგიმალე, უბრალოდ რთული იყო…
-ეგ არ გამართლებს, მე შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი და უნდა გეთქვა, მითუმეტეს ჩემი ძმა იყო.
-ვერ ვიტან იმ წლებს.
-აღარ მინდა გახსენება.
-და ახლა რას აპირებ, იქ უნდა იცხოვრო?
-სხვა გამოსავალი არ მაქვს ჯერ-ჯერობით, რა დაემართა გაბრიელს არ ვიცი, ან კონსტანტინემ რა უთხრა ასეთი რომ გვერდიდან არ შორდება. უკვე ვეჭვიანობ კიდეც. მოსწონს მამამისი, მაგრამ ჯერ მამას ვერ ეძახის, არადა ვხედავ როგორ უნდა კოსტას მისი ნათქვამი ამ სიტყვის მოსმენა.
-მე მის ადგილას რამე სასწაულს დაგმართებდი ბავშვის დამალვის გამო.
-სულ იმის მხარეს რატომ ხარ.
-შენ ხარ დებილი და მე მოაზროვნე ადამიანებს ვუჭერ მხარს.
-ლილიან!
-კარგი ჰო, მესმის და ვიცი იმ დროს ვერც იაზროვნებდი, ან საერთოდ რას წარმოიდგენდი ასეთ თეატრს თუ დადგამდა შენი ძმა. მას არ სჯეროდა კონსტანტინეს სიყვარულის სესილია, ვერც მე დავაჯერე და ერთადერთი რაც უნდოდა შენი მისგან დაცვა იყო, თავის ჭკუით სწორად იქცეოდა. არ უნდოდა უბრალოდ გამოეყენებინე და შენთვის გული ეტკინა კოსტას.
-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ ძნელია მისი შორიდან ყურება, მაშინ როცა სიგიჟემდე მენატრება. ისე ცივად მექცევა თითოს მისთვის არაფერს წარმოვადგენ.
-მაგას ვერ დავიჯერებ, ცხოვრებაში მგონი ერთადერთხელ შეუყვარდი და შენს გადაყვარებას ვერ შეძლებს.
-აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
-დროს მიჰყევი და ყველაფერი დალაგდება, მთავარია აქ ხარ, მეც შენთან ვარ და რაღაც ეშველება.
-ძალიან მომენატრე. - კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრა მის სხეულს, შემდეგ კი საუბარი გააგრძელა. გვიანობამდე იყო ლილიანთან, ბოლოს კი ტაქსით დაბრუნდა სახლში. იმედი ჰქონდა ყველა წასული დახვდებოდა და არავის ნახვა არ მოუწევდა იმ დროს. ემოციურად და ფიზიკურად იმდენად დაღლილი იყო ძილის გარდა სხვა არაფერი უნდოდა. სახლში მისულს არავინ დახვედრია, მხოლოდ მისაღებიდან ისმოდა ტელეფვიზორის ხმა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა შუქ ჩამქვრალი ოთახისკენ და მალე ტელევიზორთან მჯდომი ორი სილუეტიც გაარჩია. ტელევიზორის დიდი ეკრანი ანათებდა მთლიან ოთახს, მულტფილმის გმირები სწრაფად მოძრაობდნენ, მაგრამ დივანზე ჩაძინებულ მამა შვილს უკვე აღარაფერი ესმოდა. გაბრიელს თავი კონსტანტინეს მკერდზე ედო, პირველს კი დივნის საზურგეზე ჩამოედო კეფა და ორივე ხელს შვილს ხვევდა. ნელა დაიძრა მათკენ გულ აჩქარებული, არ უნდოდა რომელიმე გაეღვიძებინა, მაგრამ ასეც ვერ დატოვებდა. კონსტანტინეს სახესთან ახლოს დაიხარა, თან მძინარეს ყურადღებით დააკვირდა, ისე მოუნდა შეხებოდა სისხლი აუდუღდა, თითები დაუბუჟდა და რომ ვეღარ მოითმინა გაუბედავად სახეზე ჩამოატარა. მისი კანის შეგრძნებისას თვალები მიენაბა, ცრემლის ერთი წვეთიც გადმოუგროდა ჯებირებიდან და კაცის სახეზე დაცემისას წამსვე დენდარყმულივით მოშორდა. შეეშინდა რომ გაეღვიძებოდა რაიმე ისეთს ეტყოდა რაც უარესად გახდიდა, მაგრამ არც კი შეტოკებულა პირველი, ამიტომ შედარებით დამშვიდებული მძინარე შვილს მიეფერა. - გაბრიელ, დე… - სახეზე ჩამოატარა თითები, შემდეგ თმაში შეუცურა. - გაბრიელ. - კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა, მაგრამ ბავშვის ნაცვლად კონსტანტინემ წამოყო თავი.
-არ გააღვიძო. - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და სესილიასაც წამსვე დაუარა სხეულში ჟრუანტელმა. ხელი გაუშეშდა, შემდეგ კი უკან გაიწია.
-შეგცივდებათ და კისერი გეტკინებათ.
-მე ავიყვან. - ქვევიდან უყურებდა ქალს, მის სხეულს ათვალიერებდა და სიგიჟემდე უნდოდა საკუთარ მკლავებში მოექცია. სესილია რომ შებრუნდა და საძინებლისკენ წავიდა, მაშინვე მოისვა ლოყაზე თითი და სისველის შეგრძნებისას ინსტიქტურად გაიხედა კიბეებისკენ. არ უნდოდა ასეთისთვის ეყურებინა, ვერ იტანდა მის ცრემლებს და ახლა როცა საკუთარ ლოყაზე მის კვალს გრძნობდა, სხეული შინაგანად მთლიანად ეწვოდა. ბოლოს გონზე მოსულმა ბავშვიც აიყვანა, ფეხზე წამომდგარი ნელა დაიძრა კიბეებისკენ, საძინებელში შესულმა საწოლზე დააწვინა, იქვე ჩამოჯდა და თავზე ხელი გადაუსვა მძინარე ბავშვს. მიუხედავად იმისა რომ მას ჰგავდა, პირველი მაინც ამჩნევდა საყვარელი ქალის მიმიკებს ბავშვის სახეზე და იმ დროს გული უცნაურად უძგერდებოდა. მალე შევიდა სესილიაც ბავშვის საძინებელში, ტანსაცმელი გამოეცვალა და საღამურებში მყოფი საწოლისკენ მიიწევდა.
-პირველი დღეა, ღამე შეიძლება გაეღვიძოს და არ მინდა შეეშინდეს. - თვალებ მოჭუტულს უცებ აუხსნა სიტუაცია, გვერდზე მიუწვა ბავშვს, საბანი გადააფარა და თავზე აკოცა. მათზე მიშტერებულ კონსტანტინეს თვალი გაუსწორა, თან ხელი თავქვეშ ამოიდო. ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, გული ორივეს გაორმაგებულად უცემდათ, მაგრამ რამის თქმას ვერცერთი ვერ ახერხებდა.
-ღამე მშვიდობის. - სწრაფად აქცია სესილიას ზურგი რადგან მის ყურებას ვეღარ უძლებდა. ყოველ ჯერზე ძველი დრო ახსენდებოდა, ტკბილი მოგონებები რომლებიც მასთან აკავშირებდა და ამის გამო თავის შეკავებაც უფრო და უფრო იჭირდა.
სახლში არ გაჩერებულა, მიუხედავად იმისა რომ გვიანი იყო სახლი დატოვა და რამდენიმე წუთში მეგობრის ბინის კართან აღმოჩნდა.
-გელოდებოდი. - ოდნავ გაიღიმა, კედელზე ხელით მიყრდნობილმა კონსტანტინემ კი ქვევიდან ახედა. წამებში შეათვალიერა, შემდეგ კი შიგნით მიპატიჟების გარეშე შევიდა. - დალევ? - სპორტული შარვლის ამარა მყოფი ფეხშიშველი დაიძრა ბარისკენ, პირველის თანხმობის თანავე აიღო სასმელი ორ ჭიქასთან ერთად და მის გვერდზე სავარძელში მოთავსდა. ყავისფერი სითხე ჭიქებში ჩამოასცა, ერთი მაგიდის ზედაპირზე გააცურა კონსტანტინეს მიმართულებით, მეორე კი თვითონ აიღო და სწრაფად გადაუშვა ორგანიზმში. შემდეგ მაგიდაზე მოთავსებული გათლილი ხილიდან ფორთოხალი აიღო და ალკოჰოლის გემოც მალევე გადაფარა.
-წარმოდგენა არ მაქვს რა მოვუხერხო. - ტუჩებში მოქცეული სიგარეტიდან დიდი ნაფაზი გამოქაჩა, ცოტა ხანს ფილტვებში გაიჩერა, ბოლოს კი საპირისპირო მხარეს გაუშვა და დაბალი ჭიქიდან ვისკი მოსვა.
-რაო, რა თქვა?
-იმ ნაბი.ჭვარს წაუყვანია იმ დღეს, დიდი სცენა დაუდგამს, მეგის გამოყენებით აჩვენა სესილიას რომ ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო. ჩვენ რომ მეგის ვეძებდით, მაგ დროს სესილიაც იმას ჰყავდა და ეუბნებოდა რომ მისი ადგილმდებარეობის შესახებ ვიცოდი. ისიც მე მელოდებოდა და რომ ნახა მეგისთან მივედი… ჯანდაბა, ნაბი.ჭვარი, რეები ჩახლართა. მეგის მიმართ სესილიას დამოკიდებულება ხომ იცი, ალბათ სულ აერეოდა ტვინი მისი კოცნის შემდეგ.
-ღადაობ? - სიმწრით ჩაიცინა, თან სახეზე ჩამოისვა ხელები.
-მერე ეგრევე გაუგზავნია იმ ანრის შეყვარებულთან.
-ანუ თავისი ნებით არ წასულა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ამდენი წლის მანძილზე რას ფიქრობდა. ცოტა ადრე რომ ეთქვა თავისი პირით… თვითონ რომ მოსულიყო ჩემთან… ალბათ უფრო გამიადვილდებოდა პატიება, მაგრამ ახლა...
-რატომ არ ცდილობ მის მდგომარეობაში შესვლას და გაგებას. - თვითონაც მოუკიდა სიგარეტს და კონსტანტინეს არაფრის მთქმელ თვალებს თავისი გაუსწორა. - რა? შენ არ ამბობდი რომ გამოუცდელი იყო? პირველი იყავი ყველაფერში, შენ აგრძნობინე სიყვარული და შენვე ატკინე გული, ნუ შენი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ხომ ეტკინა? ამას დამატებული ის რომ საკუთარი ძმა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ფსიქოლოგიურად მოქმედებდა და გონებას ურევდა. ადვილი გგონია ამხელა ზეწოლის გაძლება 21 წლის გოგოსთვის? დედმამიშვილები ყველაფრის მიუხედავად გვიყვარს მათი ნაკლებიანად. სესილიას ვერც მოსთხოვდი მის გადაყვარებას. და ვერც ახლა მოსთხოვ.
-ბავშვი დამიმალა და ბავშვი ჯერ კიდევ ვერ მეძხის მამას იმის მიუხედავად რომ ცდილობს, არც მე ვარ დალაგებული…
-თუ ის რაც შენ ილაპარაკე მართლა მოხდა, გაუჭირდებოდა თქმა. როგორია მიხვიდე კაცთან რომელისთვისაც მეორე ხარისხვოანი ხარ და უთხრა მისგან ბავშვს ელოდები.
-შენ მას ამართლებ. - წარბები ასწია პირველმა, ანდრომ კი თვალები აატრიალა.
-ეგრევე პატარა ბიჭი ხდები როცა რამე სესილიას ეხება და აზროვნების უნარს კარგავ. კი არ ვამართლებ, ვმსჯელობ და მის ადგილას წარმოვიდგენ თავს. შენ ჩვენ მაინც გყავდით აქ, ის კიდე მარტო იყო ბავშვით, ტყუილებში, გაურკვევლობაში და თან შენი მონატრებით იტანჯებოდა, მაგრამ მოსვლაც არ შეეძლო.
-გეყოფა.
-არაფერიც არ მეყოფა, რატომ დაივიწყე ის რაც გამოიარა, შენ არ იყავი მის გვერდით ნაბი.ჭვარი მამინაცვალი რომ მოკვდა? მერე ცალკე თავის ძმა და ცალკე შენ. კიდე კარგად არის… ისე გაბრიელი რა მაგარი ტიპია, თან ქართულად რა კარგად ბაზრობს, მე მეგონა არ ეცოდინებოდა ენა, იმან კიდე ლექსების მოყოლა დამიწყო. - სიცილით გააქნია თავი გახსენებისას და კონსტანტინეც გააცინა. - მერე პატარა ლუკიტოც გააცანი და დაძმაკაცდებიან.
-დიდი ხანია არ მინახავს.
-ისე ნიკოლოზი ასე თუ გაქაჩავდა ნამდვილდ არ მეგონა. კეკე რა ლამაზია, ნანუკას ჰგავს, ნაზი და ლამაზია.
-ყველაზე მეტად მაინც მე ვუყვარვარ. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, ანდრომ კი თავი გააქნია სიცილით.
-მაშინ რას წარმოვიდგენდი მეორესაც თუ მიაყოლებდა.
-თავიდანვე ეტყობოდა რა გამოქლიავებულიც იყო.
-ნინი რას შვრება? ბოლოს მგონი ერთი თვის წინ ვნახე, სამუშაოზე წუწუნებდა. - გაეღიმა აწუწუნებული გოგოს გახსენებისას, კონსტანტინესთან რომ ბუზღუნებდა, მაგრამ მის შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობდა.
-ორი კვირის წინ დაიწყო და ჭკუაზე არაა.
-შენთან სულ პატარა ბავშვია და სულ წუწუნებს.
-მარიტას არაფრით გავს, სულ სხვანაირია. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ცოტა ხნის შემდეგ, ანდრო კი უბრალოდ თავის ქნევით დაეთანხმა.
-ზოგჯერ ძალიან მენატრება მისი კისკისი. - პირველად თქვა თავის გრძნობების შესახებ ხმამაღლა, თან სასმელი მოსვა. - ის რომ ერთი სისხლი არ გვქონდა, არ ნიშნავს იმას რომ შენზე ნაკლებად მიყვარდა კოსტა. როგორც შენი ისე ჩემი პატარა და იყო და მისი დაკარგვა შენზე ნაკლებად არ მტკენია.
-ვიცი.
-არა არ იცი. მე მისთვის არასდროს შემიხედავს როგორც გოგოსთვის და არც როგორც შენი დისთვის. აღვიქვამდი როგორც ჩემს დას და მის გაზრდაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ნინი სხვა არის და ნუ ცდილობ მას შეადარო. ისიც შენი დაა, მაგრამ სხვა ადამიანია. სხვანაირი ხასიათებით, სვანაირი ემოციებით და ამ ემოციების გამოხატვის ხერხებით.
-რის თქმას ცდილობ ანდრო? პორდაპირ მითხარი. - წარბები დაახლოვა პირველმა, ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი, მაგრამ სახეზე ვერაფერს ატყობდა.
-იმას რომ მიიღე ისეთი როგორიც არის და შეწყვიტე მასში მარიტას ძებნა.
-მე მაინც მგონია რომ სხვა რამის თქმა გინდა. - ცარიელი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დადგა, სიგარეტის ნამწვი იქვე საფერფლეში ჩაასრ.ისა და ფეხზე წამომდგარი გასასვლელისკენ დაიძრა.
-მოიცადე, სად მიდიხარ?
-სახლში.
-დაფიქრდი მაინც სესაზე. - ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი გაჰყვა უკან, კონსტანტინეს კი არაფერი უთქვამს, ხმის ამოუღებლად მოეხვია, გაშილი ხელის გული რამდენჯერმე მიარტყა მხარზე, მერე კი ბინა დატოვა.
***
შუადღე იყო თვალი რომ გაახილა, მთელი ღამე გაათენა ფიქრში და ამის გამო ნახევარი დღეც გადააბა. გაბრიელთან მეტი დროის გასატარებლად საკუთარ თავს დასვენების დღეები აჩუქა და თავისუფლად ნებივრობდა საწოლში. თვალები სტკიოდა, ოთახში შემოსული შუქი გახელის საშუალებას არ აძლევდა და არც თავის აწევა სურდა ბალიშიდან. ბოლოს მაინც წამოდგა, პირდაპირ აბანაზაში გადაინაცვლა და მოწესრიგების შემდეგ სპორტულების ამარა გავიდა სამზარეულოში, საიდანაც ბავშვის წუწუნი ესმოდა. პირველი დღე იყო მისით დაწყებული, წამით ადგილზე გაშეშდა იმის გააზრებისას რომ შვილი ჰყავდა სახლში და დღეს მასთან ერთან გაატარებდა. ღიმილი მოედო სახეზე და თმებ აჩეჩილი სამზარეულოსკენ დაიძრა.
-მამას ვეტყვი. - წარბ შეკრული სკამის საზურგეს მიყრდნობოდა, ხელები მკერდზე დაეკრიფა და წინ დადებულ საჭმელს ისე უყურებდა.
-რას ეტყვი მამას. - შიგნით შესულმა ლოყაზე ოდნავ უჩქმიტა ბავშვს, თან თავზე აკოცა. ყოველ ჯერზე მისი ნათქვამი მამა უცნაურ მუხტს სძენდა და გარშემო ნაცრისფერ ფერს უფერადებდა.
-დედა ამბობს რომ ბაღში უნდა ვიარო, მე კიდე არ მინდა.
-რატომ არ გინდა? - საკუთარ ადგილას მოთავსებულმა ჯერ შვილს შეხედა, მერე კი ყავის მადუღარასთან მდგომ სესილიას ააყოლა თვალი სხეულზე, მის სახეს ვერ ხედავდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოტრიალდებოდა ქალი რომ მისი მწვანე თვალები დაენახა.
-რიცხვები, ასოები, თვლა და კითხვა ვიცი და რა მინდა ბაღში.
-აბა სახლში რა უნდა აკეთო მარტო, იქ ბავშვებს გაიცნობ, გაერთობი, დაუმეგობრდები. დღეს შენს ბიძაშვილს გაგაცნობ, ლუკა ჰქვია, შენზე რამდენიმე თვით დიდია, ერთად ივლით და არ მოიწყენ. სახლში ჯდომას არ ჯობია? - თვალებ მოჭუტულს უყურებდა, მომღიმარ დავითს შეხედა, მან კი თვალი ჩაუკრა შვილს. - ქეთი არ არის?
-დღეს შაბათია. - მისკენ შეტრიალებულმა სესილიამ ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს, თან ყავის ფინჯანი დაუდო წინ, მერე კი თავის ადგილზე მოთავსდა.
-მადლობა. - იმდენად ესიამოვნა მისი გაკეთებულო ყავდა, სახეზეც კი შეეტყო, მაგრამ ისე გაატარა ეს ფაქტი ვითომც არაფერი ყოფილიყო. იქვე მჯდომი დავითი კი მომღიმარი უყურებდა სიტუაციას.
-მე პაპასთან უფრო ვერთობი, ბევრ სხვადასხვა ამბავს მიყვება.
-გაბრიელ ტყუილად წუწუნებ, მამაშენიც ვერ გიშველის, ორშაბათიდან დაიწყებ სიარულს ბაღში და ამ თემის განხილვა აღარ მინდა. - მშვიდად ჩაილაპარაკა, საკუთარი ჩაი მოსვა და მასზე მიშტერებულ კონსტანტინეს თვალებით ანიშნა რომ მისი მხარე დაეჭირა. - ჭამე სანამ გაგიცივდება.
-არ მინდა.
-ბაღში მაინც წახვალ, ჯიუტობას აზრი არ აქვს. - წარბ აწეული ჩააშტერდა შვილს თვალებში, შემდეგ წინ დადებულ საჭმელზე ანიშნა და ისიც ბოლოს დანებდა.
-არც მე მიყვარდა ბაღში სიარული, მაგრამ იქ რომ არ მევლო ანდროს ვერ გავიცნობდი.
-იქ გაიცანი? - დაინტერესებულმა ჭამა დაიწყო, თან პირველს უყურებდა.
-ჰო, მერე სკოლაშიც ერთად დავდიოდით, უნივერსიტეტშიც და ახლაც ერთად ვართ.
-მერე ყველა ეგრე ხომ არ იცნობს, თან შეიძლება არც იყვნენ წესიერი ბავშვები.
-გაბრიელ რა ლაპარაკია? რამდენჯერ გითხარი რომ ერთმანეთისგან გამოყოფა არ შეიძლება.
-დედა შენ არ იცი და ნუ მეუბნები ეგრე. - წარბშეკრულმა გადახედა. კონსტანტინემ კი კბილები დააჭირა ტუჩებს რომ არ გასცინებოდა.
-მომხედე. - ნიკაპზე მოკიდა თითები, მისკენ გადაწეულმა თვალებში ჩახედა და ის უთხრა რისი მოსმენაც უნდოდა. - ერთი კვირა იარე, თუ არავინ მოგეწონა, ვერავის გაუგე და წასვლა აღარ მოგინდა, გპირდები აღარ გაგიშვებ, კარგი?
-მართლა? მერე დედა?
-დედასთან მე მოვაგვარებ. - თმები აუჩეჩა შვილს და მისი თანხმობის შემდეგ სკამზე კმაყოფილი გასწორდა, სამაგიეროდ სესილია უყურებდა ორივეს წარბშეკრული.
-ლუკა დაარქვეს?
-მეორეც ეყოლათ უკვე, ეკატერინე. - ყავა მოსვა, თან სესილიას კითხვასაც მშვიდად გასცა პასუხი. ისე მშვიდად და სასიამოვნოდ დაიწყო დღე ამ მდგომარეობის შეცვლა არანაირად არ სურდა.
-ბიძაშვილი? - მაშინვე შეხედა გაბრიელმა და კონსტანტინესაც გაეღიმა.
-ჰო, 2 წლის არის. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან საყვარელი და მეტიჩარაა.
-როდის ვნახავ?
-დღეს ალბათ. - საათს დახედა, თან გაეღიმა მის გამოხატულ ინტერესზე.
-მადლობა სესილია. - ფეხზე წამომდგარმა დავითმა იქვე მჯდომს ხელზე მოუჭირა თითები, თან თბილად გაუღიმა.
-სამადლობელი არაფერია.
-მე გავდივარ, ალბათ საღამოს დავბრუნდები. - მშვიდად განაცხადა და გასასვლელისკენ დაიძრა იქამდე სანამ კონსტანტინე რამის კითხვას მოასწრებდა.
-დე აღარ მინდა ხო?
-მთლიანად უნდა ჭამო თუ გინდა რომ დიდი გაიზარდო.
-ისედაც ხომ ვიზრდები. - თვალები აატრიალა, კონსტანტინე კი ვერაფრით იკავებდა ღიმილს მის საუბარზე.
-რომ ჭამ მაგიტომ.
-აუ დედაა.
-ხომ იცი რომ წუწუნს აზრი არ აქვს? თუ მამაშენის დასანახად იქცევი ასე თავი რომ შეაცოდო? - წარბ აწეულმა ფინჯანი მაგიდის ზედაპირზე დადო, თან კონსტანტინესკენ გააპარა თვალი.
-აბა შენ არ გეცოდები და… - ისე ჩაილაპარაკა თავი ვეღარ შეიკავა პირველმა და ჩუმი სიცილი წასკდა.
-კარგი თუ არ უნდა… - საუბარი დაიწყო პირველმა, მაგრამ სესილიამ ისეთი თვალებით შეხედა მაშინვე გაჩუმდა. - სხვა რამე ჭამოს.
-ოო მამა კარგი რა. - ბოლო იმედიც რომ გადაეწურა აბუზღუნებულმა ჩაილაპარაკა და ძალით განაგრძო მორჩენილი საჭმლის ჭამა, ბოლოს კი დამთავრების თანავე წამოდგა და წარბ შეკრული დაიძრა საძინებლისკენ. თვალებ გაბრწყინებულ კონსტანტინეს ჯერ კიდევ შვილის დაძახებული მამა ჩაესმოდა ყურში, სესილია კი მის რეაქციაზე იღიმოდა. მისი მზერა რომ იგრძნო ნაკანს გაუსწორა თვალი და მზერით გადაუხადა მადლობა მისი არსებობისთვის.
-დღეს სახლში ხარ? - ყოყმანით წამოიწყო საუბარი, თან ფეხზე წამოდგა მაგიდის ასალაგებლად.
-კი, რა არის?
-მამაჩემის საფლავზე მინდა გასვლა და...
-შეგიძლია წახვიდე. - წინადადება არ დაამთავრებინა სესილიას.
-ეცადე ყველაფერზე არ დასთანხმდე... თავის შეცოდება და ხალხის თავის ჭკუაზე ტარება კარგად გამოსდის.
-ჩემი შვილია. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, სესილია კი წარბშეკრული მისჩერებოდა რამდენიმე წამით, შემდეგ თავი გააქნია სიცილით. ისე მოუნდა იმ დროს მისვლა და ჩახუტებ აჩქარებული გული ლამის საგულედან ამოუხტა, თავი ძლივს შეიკავა ცდუნებისგან, არც პირველი იყო კარგ დღეში. მხოლოდ ორნი იყვნენ შესაშურად მშვიდ გარემოში, ხმას არცერთი იღებდა, ერთმანეთს უყურებდნენ და სულ ცოტა აკლდათ ერთმანეთთან მისვლამდე.
-საღამოს დავბრუნდები. - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ორი სიტყვა, ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და თავ დახრილმა ზურგი აქცია პირველს.
-ეცადე არ გაცივდე. - ბოლოს რომ ვერ მოითმინა მაინც გააყოლა სიტყვები და მის ხმას შეპარულმა მზრუნველობამ სუნთქვა შეუკრა ნაკანს, თვალები წამსვე გაუბრწყინდა, მაგრამ პირველისთვის აღარ შეუხედავს ისე დაიძრა კიბეებისკენ. რაც შეიძლება მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, იმ სახლში ყოველი დეტალი, ყველა ადგილი და შექმნილი სიტუაცია კონსტანტინესთან გატარებულ ლამაზ დღეებს ახსენებდა. ყველაფერს მისცემდა იმ დროის დასაბრუნებლად რომ შესძლებოდა.

დიდი დრო გაატარა მამის საფლავთან მჯდომმა, მის ახალგაზრდობის სურათს შეჰყურებდა, არაფერი იცვლებოდა, თვითონ კი წლები ემატებოდა, იზრდებოდა, იცვლებოდა წლებთან ერთად, ქვაზე გამოხატული მამის სახე კი კვლავ ძველებურად გამოიყურებოდა. იგივე ღიმილი, რომელიც სხეულს უთბობდა სესილიას, მისი გამოხედვა სიმშვიდეს ჰგვრიდა და იქ ყოფნისას უფრო მეტად გრძნობა მის სიხალოვეს, ალბათ ამიტომ უფრო უყვარდა სასაფლაოზე ხშირად მისვლა და მის ყურებაში ფიქრებთან ერთად სამყაროს მოწყვეტა. ღრუბლებში ჩამალული მზე ჯერ კიდევ ახერხებდა დღის შენარჩუნებას, სიცივეს ატანილ სესილიას კი წასვლა უწევდა. ბოლოს ფეხზე წამომდგარი რამდენიმე წამით მიაჩერდა მამის სახეს, ოდნავ გაიღიმა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. გაჩერებული ტაქსით რამდენიმე ქუჩა გაიარა, ბოლოს ძველი კორპუსის პირდაპირ გაჩერდა და მძღოლისთვის მგზავრობის გადახდის შემდეგ კორპუსის წინ დადგა. მამის გარდაცვალების შემდეგ იქ აღარც ყოფილა, არასდროს მისულა, რადგან არ უნდოდა ის სიცარიელე შეეგრძნო რაც შიგნით დახვდებოდა. დარწმუნებული იყო იქაურობა მტვრის ბუდედ იქნებოდა ქცეული და დიდი ალბათობით დიდხანს ვერც გაჩერდებოდა შიგნით. ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიძრა შესასვლელისკენ, კიბეები ნელა აიარა, თითქოს განზრახ აჭიანურებდა ბინის კარამდე მისვლას, ბოლოს კი ერთ-ერთი კარების წინ გაჩერდა და კარებზე ამოკაწრულ წარწერას დააკვირდა. გონებაში ამოუტივტივდა ის დღე დერეფანში ნაპოვნი ლურსმნის წვერით რომ ამოკაწრა “მამა მიყვარხარ” და დაბადების დღეზე უფროს ნაკანს გახარებულმა ანახა. გაუაზრებლად გადაატარა თითები ზედაპირს, შემდეგ ჩანთაში შენახული გასაღბი ამოაძვრინა და დიდი წვალების შემდეგ იმედ გადაწურულმა საბოლოოდ მაინც გააღო კარები. შიგნით შესვლის თანავე იგრძნო სიძველის სუნი, რომელსაც მტვერი შერეოდა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ, ციოდა, ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული შუქი ანათებდა და შემოპარულ შუქზე ჰაერში გავრცელებული მტვერიც გამოკვეთილად ჩანდა. ყველაფერს თეთრი ნაჭერი ფარავდა, რომელსაც თავის სითეთრეც დაეკარგა წლების განმავლობაში. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ისე როგორც ბოლოს დატოვა. ნელა მიუახლოვდა თაროებზე შემოლაგებულ სურათებს, რომლებიც ნაჭრისგან დაფარულიყო, ფრთხილად მოაშორა მტვრით გატენილი ქსოვილი და მომღიმარი მამის სახესაც მაშინვე წააწყდა. ფერად სურათზე გამოსახული მისი მწვანე თვალები აშკარად ჩანდა, მაშინ კიდევ ერთხელ ამოიცნო მათ შორის მსგავსება და გულში უდიდესი სითბო დაეუფლა, საკუთარი შვილი გაახსენდა, ის წლები რომლებიც მამის გარეშე გაატარებინა და ძალიან ინანა, იმ დროს კონსტანტინეს ადგილასაც წარმოიდგინა თავი და საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზდა. მათ არ ჰქონდათ ისეთი მოგონებები და სურათები როგორიც იმ სახლში, ლამაზ თაროზე იყო განლაგებული. მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა, საკუთარი სისუსტის გაანალიზებისას თავისი თავი შეეცოდა, ოდნავ სიძულვილიც იგრძნო თავისი ორი საყვარელი ადამიანის დაშორების და წლების წართმევის გამო, მერე კი მწარე ტირილით ატირდა. ცრემლები ახრჩობდა საკუთარი სიბრმავის, უსუსურობის და ეგოისტობისგან. დაკარგულ წლებსაც ტიროდა, ყველა იმ წუთს რომელიც კონსტანტინეს გარეშე გაატარა. გულ აჩქარებული იქვე კედელთან ჩაცურებულიყო და უკვე სუნთქვაც უჭირდა. ახლა უფრო მეტად ესმოდა პირველის, მისი სიბრაზის, წყენის და იმედგაცრუების. ყველაზე მეტად იმას განიცდიდა რომ მისი ნდობა და სიყვარული ვერ გაამართლა, არ დააფასა და მის ნაცვლად სხვას დაუჯერა. მაგრამ ამ ყველაფერზე მტკივნეული მაინც იმის გააზრება იყო რომ მამა-შვილს იმ წლებს ვერ დაუბრუნებდა და არ იცოდა კონსტანტინესთვის საერთოდ უნდა ეთხოვა პატიება თუ არა. ან თვითონ შეძლებდა კი მის გვერდზე მშვიდად ყოფნას. თვითგვემა ტელეფონზე მისულმა შეტყობინებამ შეაწყვეტინა და კონსტანტინეს ნომრის დანახვაზე გული შეუთამაშდა.
“ბავშვი ნერვიულობს.” - რამდენჯერმე გადაიკითხა შეტყობინება, გაეღიმა საკუთარი ნერვიულობა ბავშვს რომ დააბრალა პირველმა და მისმა გულმაც უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
“უთხარი რომ მალე მოვალ.” - სწრაფად დაუბრუნა პასუხი უფრო რომ არ ენერვიულა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ძველ საძინებელში შევიდა. წითელ შპალერს სიძველის ფერი დასდებოდა, მისი პატარა საწოლი ისევ თავის ადგილას იდგა, გადაფარეული ნაჭრის ქვეშაც კი ჩანდა შიგნით მოქცეული სათამაშო, ფრთხილად აიღო პატარა ყავისფერი დათუნია, რომელიც ისევ ისე გამოიყურებოდა, რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი გულზე მიიდო და იქაურობა ისე მოათვალიერა თვალებ ამღვრეულმა. საკუთარ კარადასთან მისულმა თეთრი ქსოვილი მაღლა ასწია და ბოლო უჯრა გაჭირვებით გამოაღო, იქიდან სქელი ალბომი ამოიღო და არც გადაუშლია საკუთარ ჩანთაში ისე მოათავსა. გასვლისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლს, მერე კარებიც გაიხურა და იქაურობა კიდევ ერთხელ დატოვა, თუმცა არა სამუდამოდ.
სახლში მისულს ორ ბავშვთან მყოფი გაბრიელი და ახალგაზრდა წყვილთან მოსაუბრე კონსტანტინე დახვდა. შიგნით შესული მაშინვე მათკენ დაიძრა, ფეხზე წამომდგარ ნანუკას თბილად გადაეხვია, ნიკოლოზი კი უბრალოდ გადაკოცნა. ოდნავ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა, იცოდა ბავშვის დამალვის გამო ისინიც სხვანაირად უყურებდნენ და ასეც რომც არ ყოფილიყო, იქ დიდხანს გაჩერება მაინც არ უნდოდა.
-აუ ძია შეიძლება დღეს ლუკა აქ დარჩეს?
-ძიაო, გაიგონე რა დამიძახა? თუ მომეჩვენა. - თვლაებ გაფართოვებულმა შეხედა კონსტანტინეს, რომელიც შვილს მომღიმარი შესცქეროდა.
-აუ ხო რა მა. - გაბრიელის გვერდზე ამომდგარმა ქვევიდან ახედა ნიკოლოზს და მათი შემყურე უარს ვეღარ ამბობდა კაცი.
-გაძლებ მერე?
-კი. - ორივემ ერთად დაუქნია თავი და ნიკოლოზსაც ხმით გაეცინა.
-რას იზამ სესი? დაიტოვებ? ეს ჯერ ახალია და შვილს ბოლომდე ვერ ვანდობ. - სიცილით გახედა სესილიას, რომელიც კალთაში მჯდომ ბავშვს ეთამაშებოდა და იმათ საუბარს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. პასუხი რომ არ გასცა ნაკანმა ყველამ მას გახედა, კონსტანტინეს უცნაურად გაჰკრა გულში სასიამოვნო გრძნობა, მაშინვე პატარა ბავშვით ხელში სესილია წარმოუდგა თვალწინ და ხერხემალში დავლილი ჟრუანტელიც კი იგრძნო კიდევ ერთი შვილის წარმოდგენისას. - სესი! - ორივე მოიყვანა გონს ნიკოლოზის დაძახებამ და ნაკანმაც მაშინვე ასწია თავი.
-ბოდიში, ისეთი საყვარელია თავს ვერ ვანებებ… რამე მკითხე?
-ლუკას უნდა დარჩენა და დარჩეს ხო? - გაბრიელი გამოეპასუხა სესილიას.
-თუ თავისი მშობლები ტოვებენ... რა თქმა უნდა.
-მაშინ ჩვენ ჩემს ოთახში ავალთ ხო? - კონსტანტინეს შეხედა, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-არ იგიჟო იცოდე, თორემ მეორედ აღარ დაგტოვებ. - თმები აუჩეჩა შვილს ნიკოლოზმა, მერე თავზე აკოცა და ბავშვიც თანხმობის შემდეგ წავიდა კიბეებისკენ დაძრული გაბრიელისკენ.
-წავალთ ჩვენც.
-ეს პატარაც დამიტოვეთ არ გინდათ? - ბავშვს პატარა თმები ყურს უკან გადაუწია და ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-ეგ პატარა დედას გოგოა, ჯერ ვერ ძლებს დედიკოს გარეშე და ცოტა რომ გაიზრდება მერე სულ შენი იყოს თუ გინდა. - სიცილით წამოდგა ფეხზე ნანუკა და ქმარიც წამოაყენა.
-სანამ კეკე გაიზრდება თავის პატარაც ეყოლება ნანუ. - გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და ნანუკამაც მაშინვე უჩქმიტა ენის გასაჩუმებლად. - მეტკინა. - წარბ აწეულმა დახედა ზევიდან, თვალებში უცნაური სხივი გაუკრთა, მერე უცებ გამოჩნდნენ მოცეკვავე ჭინკები და ნანუკასაც სახე აუხურდა. სესილიას მკლავებში მოქცეულმა ახლოს მისული კონსტანინე რომ დაინახა მაშინვე მისკენ გადაიწია, პირველმაც უცებ აიყვანა ხელში და მთლიანი სახე დაუკოცნა. მერე ლოყაზე ლოყით მიეყრდნო კონსტანტინეს, პატარა ხელები კი კისერზე შემოხვია.
-ამ ბავშვს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. - თმებზე ჩამოატარა ხელი, ისიც ჩუმად ათვალიერებდა იქ მყოფებს.
-რაც დაიბადა იმის მერე სულ შენ გიჭირავს ხელში, მგონი მამამისიც შენ გონიხარ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და პირველიც გააცინა. - წავედით ჩვენ და მიხედე იმათ რა. - ხელი ზურგზე მიარტყა კოსტას, ნანუკამ კი ბავშვი გამოართვა კონსტანტინეს. წლების მიუხედავად თავს მაინც უხერხულად გრძნობდა პირველთან მათი გაცნობის დღის გამო, მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინე ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, არც იხსენებდა და არც ნანუკას აგრძნობინებდა რამეს, ნანუკა მაინც მორიდებას იჩენდა. მათი გაცილების შემდეგ ორივე კიბეებისკენ დაიძრა. წინ წასულს სესილიას უკან მიჰყვებოდა, მისი სურნელი ცხვირში დაუკითხავად უძვრებოდა და სხეულს უდუნებდა. პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა ნაკანი, კონსტანტინე კი ბავშვების მოსანახულებლად გაბრიელის ოთახში შევიდა, ხალიჩაზე ისხდნენ გვერდიგვერდ და წინ გაშლილ პაზლს აწყობდნენ.
-ორი საათი გაქვთ დრო, მერე იძინებთ. ამოვალ და შეგამოწმებთ.
-კარგი. - ორივემ თავი დაუქნია, კონსტანტინეც გამოვიდა და კიბეებისკე დაიძრა, მაგრამ ოთახში საწოლზე მჯდომი სესილიას ზერგს მოჰკრა თვალი და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა. ცოტახანს უყურებდა, ბოლოს მაინც წასვლა დააპირა, მაგრამ მისი მთრთოლვარე მხრები რომ შეამჩნია აღარ უფიქრია პირდაპირ მისი საძინებლისკენ დაიძრა. უხმაუროდ გააღო კარები, შიგნით ნელი ნაბიჯებით შევიდა და მისი ჩრდილი რომ დაინახა სესილიამ, დამფრთალმა თავი უკან მიატრიალა, კონსტანტინეს დანახვაზე ცოტა დამშვიდდა, შემდეგ კი ორმაგად აფორიაქდა მისი ახლოს ყოფნისას. სწრაფად აქცია ზურგი, ცრემლები შეიმშრალა და წინ ჩამოჩლილი თმაც უკან გადაიწია.
-რატომ ტირი? - სესილიას ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა, ქალი კი მოულოდნელობისგან შეხტა, მისი ამონასუნთქი რომ იგრძნო ყელზე სუნთქვა შეეკრა და კანზეც ეკალმა დააყარა. ახლა უფრო მკვეთრად გრძნობდა სესილიას სურნელს პირველი, სიგიჟემდე უნდოდა სახე მის ყელში ჩაერგო და მისი სასიამოვნო სურნელით ფილტვები გაეჟღინთა, მერე კი ის ნაზი კანი ნელა დაეკოცნა ყველა ადგილში.
-მაპატიე, კოსტა. - გვერდზე ოდნავ შეატრიალა თავი და საფეთქელი შემთხვევით მიადო მის ლოყას. სუნთქვა შეწყვიტა მისი შეხებისას, მთელი სხეული დაეჭიმა და წამებში ქანდაკებასავით გადაიქცა. თვალები დახუჭა პირველმა, ტუჩები საფეთქელზე მიადო სესილიას, ცხვირი კი მის თმაში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-პატიებას ნუ მთხოვ სესა. თუ მართლა გიყვარვარ, ჩემთან ყოფნა, ყველაფრის თავიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება გინდა, დამანახე შენი სიყვარული, მაიძულე რომ გენდო, თავიდან შეგიყვარო და ისევ შევძლო შენთან ყოფნა... და მეორედ აღარ იტირო. - საფეთქელზე ხანგრძლივად აკოცა, შემდეგ მთლიანად მოშორდა და საძინებლიდან გავიდა, სესილია კი უკან შებრუნდა თვალებ გაბრწყინებული, მიხვდა კონსტანტინე შანსს აძლევდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის დასაბრუნებლად. წარსულს ვერ შეცვლიდა, ვერც მომხდარს ამოშლიდა ცხოვრებიდან, მაგრამ ბედი ბედნიერად ცხოვრების კიდევ ერთ შანს აძლევდა, ეს შანსი კი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. არ აპირებდა ერთ ადგილზე გაჩერებას, არც წასრულით ცხოვრებას როდესაც წინ მომავალი ჰქონდა შვილთან და საყვარელ მამაკაცთან.
***
დილით გამოღვიძებულს მაშინვე დამწვრობის სუნი ეცა, უკმაყოფილომ თავი გაჭირვებით წამოყო, წამით გაიფიქრა რომ ბავშვები რამეს წვამდნენ და იმის შიშით რამე არ დამართნოდათ ფეხზე სწრაფად წამოდგა, სხეულზე ხალათი მოიცვა და საძინებლიდან გასული მაშინვე კიბეებისკენ დაიძრა. სამზარეულოში შესულს ფეხზე მდგომი ბავშვები დახვდა, რომელებიც კონსტანტინესთან ერთად მისივე ტელეფონში რაღაცას ინტერესით უყურებდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ, გაზქურაზე შემომდგარი ტაფა და მასში მოთავსებული კვერცხიანი პური კი არცერთს აღარ ახსოვდა. გამწოვი რომ ჩართო მათი ყურადღებაც მიიქცია და კონსტანტინეც მერე მოეგო გონს, დაბნეულმა შეხედა წარბშეკრულ სესილიას და დამწვრობის სუნიც მაშინვე ცხვირში შეუძვრა.
-დეე… - ყურებამდე გაკრეჭილმა ხელები შემოხვია წელზე, ნიკაპი მუცელზე მიადო და ქვევიდან ახედა. - როგორ გეძინა?
-შესანიშნავად, სანამ მზარეულობა არ მოინდომეთ. - წარბ აწეულმა დახედა შვილს, მერე იქვე მორცხვად ატუზულ ლუკას შეხედა, ბოლოს კი კონსტანტინეზე გადაიტანა მზერა, რომელიც დამწვარი პურების გადაყრას ცდილობდა.
-ვიდეოს ვუყურებდით და…
-ჯანდაბა. - ტაფა ხელიდან გაუვარდა როგორც კი გახურებული ზედაპირი მაჯაზე შეეხო. სესილია კი შეშინებული მივარდა.
-კარგად ხარ?
-ჰო.
-მე ბავშვებზე ვინერვიულე და შენ… - სიტყვა აღარ დაამთავრა ისე მოკიდა ხელი და ონკანიდან წამოსული ცივი წყ.ლის ქვეშ შეაშვერინა მაჯა. - რაღაც მალამო ხომ იდო აქ…
-არ მინდა სესილია…
-როგორ არ გინდა, ბუშტი დაგაჯდება. - მაცივარში იყურებოდა და სწრაფად თვალიერებაში ვერაფერს პოულობდა, თან იმაზე ნერვიულობდა რომ წყლის დაკეტვის თანავე აეწვებოდა დამწვარი ადგილი. ბოლოს როგორც იქნა დაინახა მის მოპირდაპირედ დადებული დამწვრობის კრემი, ონკანის დაკეტვის შემდეგ ხელსახოცით შეუმშრალა კანი და ცივი მალამო ფრთხილად წაუსვა, კონსტანტინე კი ყველა მის მოქმედებას ადევნებდა თვალს, ბოლოს ამღვრეულ სფეროებში ჩახედა და ტირილამდე მისულ ქალს საკუთარი მტევანი გამოსტაცა ხელებიდან.
-არ მტკივა სესილია. - ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ააწევინა და მის ბრჭყვინავ თვალებს საკუთარი გაუსწორა.
-მატყუებ.
-ვერ ვგრძნობ, თან ცივის დადება მესიამოვნა. - რომ აღარ იცოდა რა ეთქვა ბოლოს ძლივს გადააბა სიტყვები.
-კარგი ჰო. - საკუთარ თვალებს უბერავდა სულს ცრემლების დასაშრობად, მერე მათზე მიშტერებულ შვილს შეხედა, უცნაური მზერით უყურებდა ორივეს, დაიბნა კიდეც სესილია, ვერ მოახერხა მისი არაფრის მთქმელი მზერის ამოცნობა, კონსტანტინეს კი გაეღიმა შვილის სახეზე. - რაზე იღიმი? ხვდები რას ფიქრობს? - დაეჭვებულმა კონსტანტინეს გასაგებად ჩაილაპარაკა, პირველმა კი წარბები ასწია სესილიას კითხვაზე. - რა? როგორ უნდა მიხვდე როცა არაფერი ეტყობა სახეზე.
-ჩემი შვილია, მე მგავს და რათქმაუნდა მივხვდები.
-დამცინი? - წარბები შეკრა, თან კვლავ შვილისკენ გააპარა თვალი რომელიც ოდნავ იღიმოდა და აშკარად სიცილის შეკავება უჭირდა. - ორივე. - წელში გასწორებულმა წელზე მიიბჯინა ხელები, გაბრიელმა კი მაშინვე სიცილი დაიწყო. - მახსოვს ვამბობდი შენნაირ მეორეს ვერ გავუძლებდი და ახლა ჩემს ნათქვამში ვრწმუნდები. - უკმაყოფილოდ მოშორდა კონსტანტინეს, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, აკვირვებდა და უხაროდა ის ფაქტი თუ როგორ მოქმედებდა გაბრიელი პირველზე და ხედავდა ცხოვრებას როგორ უფერადებდა. ალბათ ახლა როგორი ბედნიერი იქნებოდა მისი დაბადების თანავე რომ დაეწყო ბავშვთან ერთად ცხოვრება. წამებში შეეცვალა განწყობა, სახეზე სევდა გადაეკრა და პირველმაც წამსვე შეამჩნია მისი გამომეტყველება, მისი ფიქრების ამოკითხვაც მოახერხა სევდიანი მწვანე თვალებიდან რომ მოჩანდა. თავი ძლივს შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა და ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-დე კვერცხიან პურებს გაგვიკეთებ?
-ყიყლიყო ჰქვია. - იდაყვი მიარტყა ლუკამ და გაბრიელმაც სესილიას შეანათა თვალები.
-ჰო გაგიკეთებთ.
-მეც შესანიშნავად გამომდიოდა ამ პატარებს რომ არ ჩავეთრიე ვიდეოს ყურებაში.
-ვიცი, კვერცხი შენ შემაყვარე. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, თან საუზმის მომზადებას შეუდგა, პარალელურად ჩაიც გააკეთა ბავშვებისთვის, კონსტანტინეს კი ყავა მოუმზადა. - გამოვიცვლი, მანამდე ყურადღება მიაქციე ზედ არ გადაისხან. - პირველს გადახედა, მან კი სიტყვის უთქმელად დაუქნია თავი, თან ყავა მოსვა და იქამდე ათვალიერა კიბეებისკენ დაძრული ქალი და იმდენჯერ წარმოიდგინა იმ ხალათის გარეშე მყოფი, სანამ თვალს არ მოეფარა მისი მზერისგან ზურგ ამწვარი სესილია.
-შერიგდით?
-არა. - მშვიდად მოსვა ყავა და შვილს თავის მსგავს თვალებში ურეაქციოდ ჩახედა.
-როდის შერიგდებით. - თვალები აატრიალა, პირველს კი არაფერი უთქვამს, უყურებდა და მასში საკუთარ თავს ხედავდა, მაგრამ უფრო გაუმჯობესებულს, ყველაზე მეტად ეს ფაქტი მოსწონდა, რადგან გაბრიელი მის მზერას ყოველთვის ხვდებოდა და ურთიერთობის ასაწყობად საკუთარი თავის შეცვლა არ უწევდა. პირიქით უფრო უახლოვდებოდა მათი მსგავსებით.
-ვნახოთ. - კიდევ ერთხელ მოსვა ყავა, წარბ შკრულმა გაბრიელმა ცოტა ხანს უყურა, მერე ლუკასთან გააბა საუბარი. ეღიმებოდა შვილის რეაქციებზე და წამიერად გული უცნაურად ფეთქვას იწყებდა.
მთელი დღე ერთად გაატარეს ბავშვებთან ერთად, იშვიათად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გასაქცევად წასასვლელი იმ დროს არცერთს ჰქონდათ, თან არც ბავშვების დატოვება უნდოდათ. მათ გარშემო უცნაური აურით, ოდნავ დაძაბულობით და ვნებით დამუხტული გარემო ტრიალებდა. ზოგჯერ სუნთქვაც კი ეკვრებოდა კონსტანტინეს თვალებს რომ წააწყდებოდა და წამსვე სხვა მხარეს იხედებოდა, პირველს კი ჩუმად ეცინებოდა მის ქცევაზე. საღამოს სესილია ვახშამს ამზადებდა სამზარეულოში, კონსტანტინე კი ბავშებთან ერთად თავის მოწყობილ კინოთეატრში იყო და მათ მიერ არჩეულ მულტფილმს უყურებდა რომელიც აქამდე არ ენახა და ისე შეიყოლა თვითონაც ვეღარ ანებებდა თავს.
-აუ აღარ არის? - ჯამში დარჩენილ გაუხსნელი სიმინდის მარცვლები მოათვალიერა გაბრიელმა, მერე ერთიცალი აიღო და მისი კნატუნი რომ დაიწყო პირველმა მაშინვე ხელიდან ააცალა ცარიელი პოპკორნის ჯამი.
-ამის ჭამა არ შეიძლება, კბილებს დაიმტვრევ. გავაკეთებ ახალს და მალე დავბრუნდები. - როგორც კი სესილიასთან ახლოს ყოფნის საშუალება მიეცა მაშინვე წამოდგა ფეხზე და კიბეები სწრაფად აიარა. სამზარეულოში შესულს მაშინვე მოხვდა სესილიას სხეული თვალში, სპორტული ელასტიკი ლამაზ საჯდომზე ურცხვად ეტმასნებოდა, ისე რომ მისი ხელში მოქცევის გარდა არაფერს გაფიქრებინებდა კაცს. სიცხისგან მკერდამდე აწეული მაისურის წყალობით მის წვრილ წელზეც დააცოცებდა თვალებს და მისი შეხების სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. მაშინვე იგრძნო კაცის მზერა ზურგით მდგომმა, მაგრამ არ შეტრიალებულა. აინტერესებდა რას მოიმოქმედებდა, ან რამდენ ხანს უყურებდა ასე შორიდან. ისე გააგრძელა საჭმლის კეთება თითქოს არ იწვოდა და მისი მიახლოვების სურვილი არ ჰკლავდა. რკინის კოვზით ამოიღო ცოტაოდენი წვენი და სულის შებერვის შემდეგ დააგემოვნა. საკუთარი ნახელავით კმაყოფილმა კოვზი ნიჟარაში ჩადო, შემდეგ უკან შებრუნდა და მის უკან მდგომი კონსტანტინეს დანახვისას მოულოდნელობისგან შეხტა. ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა, თანაც ისე ახლოს იდგა მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. გული ისე სწრაფად აუძგერდა ეგონა ცოტაც და თავის ადგილს საერთოდ დატოვებდა. სუნთქვა საგრძნობლად ასჩქარებოდა, ლამაზი მკერდი ზევით-ქვევით უმოძრავებდა და ერთ ადგილს მიყინული სამზარეულოს კარადებს ეკვროდა. ხელებმა რომ ვეღარ მოუთმინეს, დაუკითხავად გაექცნენ ქალის შიშველი წელისკენ, თითის ბალიშებზე მისი ნაზი, მხურვალე კანის შეგრძნებისას სისხლი ისე სწრაფად აუდუღა თვითონაც ვერ გაიაზრა, სესილიას კი მაშინვე თვალები აეწვა მისი შეხებისას და ორივე თვალი დახუჭა. მისი ხელი ზურგზე რომ ასრიალდა სხეულზე ეკალმა დააყარა, ჟრუანტელმა მთლიან სხეულში დაუარა და ფეხებს შორის გაჩერებულმა სუნქვა შეუკრა ნაკანს. არც პირველი იყო კარგ დღეში, სხეული მთლიანად დასჭიმვოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად ეხებოდა. ტუჩები ეწვოდა ისე უნდოდა დაპატრონებოდა მის დაშორებულ ბაგეებს, ალბათ აკოცებდა კიდეც შემოსასვლელი კარის დახურვის ხმა რომ არ გაეგო, რომელიც მთლიან სახლში გავრცელდა. წამით ჩახედა თვალებში არეულ ქალს, მერე კი მთლიანად მოშორდა, ზურგი აქცია და არეული ქალი სამზარეულოში მარტო დატოვა.
-საღამო მშვიდობისა. - სამზარეულოში შესულმა დავითმა ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა კედელს მიშტერებული სესილია და ქალიც გონზე მოიყვანა.
-ბოდიში, ჩავფიქრდი და ვერ შეგამჩნიეთ. - მაისურზე მოიკიდა ხელი რომ ქვემოთ ჩამოეწია, მაგრამ უკვე ყველაფერს უფარავდა გრძელი მაისური. დაბნეულმა ვერაფრით გაიხსენა როდის მოასწრო კონსტანტინემ მაისურის დაბლა დაწევა, მაგრამ მისი ქცევა სასწაულად ესიამოვნა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი კი, თქვენ როგორ ხართ?
-სესილია, როდის გადაეჩვევი თქვენობით საუბარს? მამაშენს ასე ესაუბრებოდი?
-უბრალოდ… მიჩვეული ვარ. - მომღიმარს ოდნავ ლოყებიც შეეფარკლა და უკან შებრუნებულმა გაზქურა გამორთო.
-შენთვის რაღაც მაქვს. - გულის ჯიბიდან ამოღებული მყარი ფურცელი ამოიღო, რამენიმე წამი უყურებდა, მერე კი ინტერესით სავსე თვალებით შემყურე სესილიას გაუწოდა. - ეს შაბათ კვირა ჩემს ახალგაზდრობის მეგობრებთან ერთად გავატარე, ბევრი რამ გავიხსენეთ, მათ შორის მამაშენი პირველი იყო. რომ ვუთახი მისი შვილი ჩემი შვილიშვილის დედა იყო სულ გადაირივნენ, არ მიჯერებდნენ. ერთ-ერთი შენი ნათლიაა, რაც შენზე გაიგო იმის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.
-ნათლია? - რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭის სურათ გაკვირვებული დაჰყურებდა, მაშინვე დაინახა მამის სახე, გვერდზე მდგომისთვის ხელი გადაეხვია და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა კამერას.
-ჰო, შენ სამი წლის იქნებოდი რუსეთში რომ წავიდა, არც გემახსოვრება. ერთი რუსი ქალი უყვარდა, კატერინა, მამაშენი დასანახად ვერ იტანდა, ცოტა ხისთავიანი იყო და ვიღაცას რომ ამოიჩემებდა შანსი არ იყო ვინმეს აზრის შეცვლა მოეხერხებინა მისთვის.
-რატომ არ მოსწონდა?
-ნუ… ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. ლევანი სიმპატიური, მაშინ მამამისის დახმარებით პატარა ბიზნესიც ჰქონდა, ფული და მამაშენიც სულ იმას ეუბნებოდა რომ მასთან მხოლოდ თავისი სურვილების გამო იყო, რომლის ასრულებაც ლეოს შეეძლო. მერე ცოლად მოიყვანა და რუსეთში წავიდნენ. წამალზე შეჯდა თვისი ცოლის წყალობით, ალემ კიდე საერთოდ შეწყვიტა მასთან კონტაქტი. ვერ იტანდა ნარკომანებს და ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას იშორებდა. ბევრჯერ სცადა მისი ჭაობიდან ამოყვანა მაგრამ როცა ადამიანს არ უნდა, ვერაფერს გააკეთებინებ ძალით, მითუმეტეს ვერ გამოასწორებ. რამდენიმე წელში ვიღაც რუსთან შეუსწრო კატერინას და ის კაცი შემოაკვდა, ამის მერე ციხეში იჯდა და რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ახლა კი ნანობს, მაგრამ რაღა აზრი აქვს, წლები არაფრის გამაო დაკარგა.
-მძიმე ისტორიაა. - ოდნავ ჩაიცინა, თან ლევანის სახეს კარგად დააკვირდა. ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.
-ძალიან ბევრი ისტორიებია რომლის მოყოლაც შეიძლება.
-ვფიქრობ ამისთვის დროც გვაქვს. - თბილად გაუღიმა დავითს და პირველსაც გაეღიმა მისი ყურებისას.
-ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, შენი ცხოვრება უფრო ლამაზი და ბედნიერი მომენტებით სავსე იქნებოდა.
-ალბათ ამას რომ ვხვდები ამიტომ ვერ ვინელებ მის გარდაცვალებას.
-კარგი იქნება თუ ნახავ, ვალდებული არ ხარ, მაგრამ მაინც ნათლიაა და ვფიქრობს ეს კავშირი სხვა დანარჩენზე ბევრად სუფთაა.
-რომ არ ვიცნობ?
-ის გიცნობს, ლეო ალექსანდრეს ყველაზე ახლო ადამიანი იყო, შენს მოვლაში ის ეხმარებოდა და ღამეებს მორიგეობით გითევდნენ.
-მართლა? - გაოცებულმა სურათიდან დავითზე გადაიტანა მზერა, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-თუ მოიფიქრებ მითხარი. - ზურგზე ხელი მიადო და თითები ოდნავ მიარტყა.
-მადლობა რომ მასზე მიყვები, ძალიან მსიამოვნებს მოსმენა.
-ლეომ ჩემზე ბევრად მეტი იცის.
-მაგიდას მალე გავშლი და რომ მოწესრიგდებით მაშინვე ჩამოდით.
-კარგი. - თავი დაუქნია კარადიდან თეფშების გადმოლაგებაში ჩართულს, მერე კი კიბეებისკენ დაიძრა. სწრაფად გაშალა სუფრა, რამდენიმე სახეობის კერძი მაგიდაზე მოათავსა და იმ დრო ამოსულ ბავშვებს მაგიდასთან უხმო, კონსტანტინეც მათ გამოჰყვა, სესილიას რამდენიმე წამით გაუსწორა მზერა, შემდეგ თავის ადგილას მოთავსდა. მშვიდად ივახშმეს, ძირითადად ბავშვები საუბრობდნენ და დავითიც მათ საუბარს ჰყვებოდა.
-მა. - მოულოდნელად გახედა ჩუმად მჯდომ კონსტანტინეს და პირვალმაც წამსვე დამრგვალებული თვალები გაუსწორა შვილს. მისი ნათქვამი ეს სიტყვა ყოველ ჯერზე გულს უფრიალებდა. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, იქამდე სანამ არ შეეჩვეოდა, ეს კი არ იცოდა როდის მოხდებოდა, რადგან გაბრიელი იშვიათად ანებივრებდა.
-რა იყო?
-მე ხო არსად არ ვყოფილვარ სახლის გარდა და დღეს სადმე წავიდეთ რა…
-მაინც?
-ლუკა ხომ უნდა წავიყვანოთ და მერე მე, შენ და დედა სადმე წავიდეთ. - როგორც კი დაამთავრა წინადადება სესილიას ლუკმა გადასცდა, მაშინვე ხველა აუტყდა და დავითის მიწოდებული წყალი ძლივს დალია. კონსტანტინე კი თვალებ მოჭუტული უყურებდა შვილს, რომელიც ვითომ ვერ ხვდებოდა სიტუაციას და პატარა ბავშვის როლს ირგებდა.
-ბავშვი მხოლოდ შენი კი არ არის. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა უფროსმა პირველმა, თან გაიცინა კონსტნტინეს გამომეტყველებაზე.
-ნამდვილად, ამდენი ლაპარაკი არადროს მიყვარდა. - უკმაყოფილოდ მოსვა წვენი, მაგრამ მასში არსებული სესილიას ნაწილის დანახვისას გულში სასიამოვნო გრძნობა მოედო. გაბრიელმა მაშინვე წარბები შეკრა მამის პასუხზე და სანამ შეთავაზებულზე თვითონვე განაცხადებდა უარს კონსტანტინემ მისთვის სასურველი პასუხი გასცა. - კარგი, წავიდეთ მე, შენ და დედა.
-დეე. - მომღიმარმა მოჭუტული თვალებით შეხედა ძლივს მოსულიერებულ ქალს და მოუთმენლად დაელოდა მის პასუხს.
-სხვა დროს წავიდეთ.
-რანაირი ქალი ხარ რა. - უკმაყოფილო გამომეტყველება აიკრა და იმ დრო ზუსტად რამდენიმე წუთის წინ მის მსგავსად მყოფ კონსტანტინეს დაემსგავსა. პირველმა წარბები ასწია სესილიას პასუხზე, რამდენიმე წამით უყურა, მერე კი მისი თანხმობაც მოისმინა.
-თუ მორჩით ავალაგებ.
-კი კი, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო… მგონი ქეთისაც გადაუჯოკრე. - სიცილით წამოდგა ფეხზე დავითი.
-ქეთის როგორ შევედრები. - მომღიმარმა აიღო თეფშები და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სათითაოდ მოათავსა.
-კარგ საღამოს გისურვებთ.
-ტკბილი ძილი პაპი. - ხელი დაუქნია კმაყოფილმა გაბრიელმა, პირველმა კი სიცილით გააქნია თავი.
-ღამე მშვიდობისა! - ლუკამაც გაბრიელის მოქმედება გაიმეორა და დავითიც ორივეს დაემშვიდობა.
-მოემზადეთ და გავიდეთ. - ბავშვებს გადახედა სესილიამ, მერე იქვე მდგომ კონსტანტინეს, რომელსაც მაგიდაზე დალაგებული პატარა ოთხკუთხედი დასაფენები აეღო და მაგიდის გადმოწმინდვას ცდილობდა. - მე მივხედავ.
-რამდენ რამეს მიხედავ? - არ შეუხედავს ისე თქვა, სესილიას კი თვალები აუბრჭყვიალდა. მაშინვე მიხვდა როგორი თვალებით უყურებდა სესილია და თავი ძლივს გააკონტროლა რომ არ შეეხედა. დიდი წვალების შემდეგ ყველა ნამცეცი მოაშორა მაგიდას და ნაგვის ურნაში ჩაყარა, თეფში კი მანქანაში ჩადო და მასზე მიშტერებულ ქალს საბოლოოდ მაინც ჩახედა თვალებში. ისე ახლოს იდგა სუნთქვას უკრავდა სესილიას, ზევიდან დაჰყურებდა და მისი ყურებით თავადვე ტკბებოდა.
-ჩავიცვამ. - თვითონ მოშორდა პირველს, საძინებლისკენ დაიძრა და ოთახში შესული კარის დაკეტვის თანავე მის ზედაპირს ზურგით მიეკრო. დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა. პირველად რომ გაიცნო მაშინაც კი არ იქცეოდა ასე, ახლა კი ვის ან რას გაურბოდა ვერ ხვდებოდა. მთავარი იყო კონსტანტინეს გრძნობებს გრძნობდა, ხედავდა მასაც როგორ სურდა, მაგრამ თავს იკავებდა. სუნთქვა რომ დაიმშვიდა ზევიდან თბილი სვიტერი გადაიცვა, ფეხზეც გამოიცვალა და ქურთუკის მოცმის შემდეგ გაბრიელის საძინებელში შევიდა. ორივე სარკის წინ ჩაფუთნული იდგა, რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ. პირველი ბავშვი იყო ლუკა რომელთანაც ასეთი ურთიერთობა დაამყარა გაბრიელმა, აქამდე ყველასთან დისტანციას იჭერდა, ლუკასთან კი სრულიად სხვანაირად იქცეოდა და საერთოდ საქართველოში ჩამოსვლის და კონსტანტინესთან სიახლოვის შემდეგ სრულიად სხვანაირი ეჩვენებოდა.
-წავედით?
-ჰო. - ქვემოდან ახედა სესილიას, ცოტა ხანს უყურა, მერე ნელა მიუახლოვდა და ხელები წელზე შემოხვია. სახე მუცელზე მიადო და ხმამაღლა ამოისუნთქა. - მიყვარხარ დედა.
-ჩემო პატარა. - გაბრიელის წინ ჩამუხლულმა მკერდზე მიიკრა შვილი, იმხედა სიყვარულს და სითბოს გრძნობდა იმ დროს ხასიათი მთლიანად ეცვლებოდა. - მეც მიყვარხარ დე. - ლოყაზე აკოცა, მერე საფეთქელზე და ჩუბლზე გადავიდა.
-კაი ხო, რატო იცი სულ ასე… - თავი უკან გასწია და სესილიასაც გაეცინა მისი მოლოდინი რომ გამართლდა. მერე იქვე მდგომ ლუკას შეხედა, ხელი დაუქნია მასთან მისასვლელად, როგორც კი მიუახლოვდა დაბნეულს ხელი ჩაკიდა და ისიც ჩაიხუტა.
-დედაჩემი ძალიან ემოციურია, ჩახუტებები ძალიან უყვარს და არ შეიმჩნიო. - როგორც კი მოშორდა ბავშვებს მაშინვე გაიგო გაბრიელის ჩურჩული და თავისთვის გაიცინა.
-შენ არ გიყვარს?
-ვწუხდები დიდიხანი რომ მეხებიან.
-საერთოდ რომ არ ჩაგეხუტონ მერე რას იზამ. - წარბ აწეულმა გადახედა ბიძაშვილს და გაბრიელიც დააფიქრა.
-ეგ არ მოხდება. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დარწმუნებულმა ჩაილაპრაკა და ლუკას რომ გაეცინა, ხელი მიარტყა.
-წავედით? - გასასვლელთან მდგომმა კონსტანტინემ სესილია შეათვალიერა, მერე ბავშვებს დახედა, თან თავზე ქუდი დაიფარა.
-ჰო.
-სესილია. - მასზე მიშტერებულ ქალს გამოსაფხიზლებლად დაუძახა, ისიც მაშინვე მოეგო გონს და გარეთ გასული ბავშვების დანახვისას ისიც მათკენ დაიძრა. - ტუჩებს ნუ იწვალებ, ნერვებზე მოქმედებს. - ჩვეული ტონით ჩაილაპარაკა, ნაკანს კი კბილებში მოთავსებული ტუჩი მაშინვე გაუშეშდა.
-ზედმეტად სექსუალურად გამოიყურები, რა ჩემი ბრალია. - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, პირველს კი წარბები შუბლზე აუვიდა. მერე გაიცინა მის სიტყვებზე, კიდევ უფრო მიუახლოვდა და მის გასაგონად ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-სიამოვნებით მოგცხებდი უკანალზე სესილია. ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ და ეს ელასტიკი მეორედ აღარ ჩაიცვა, ყველაფერი გეტყობა.
-რა ყველაფერი? - სუნთქვა შეკრულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა, გაუაზრებლად იკბინა ტუჩზე და კონსტანტინეს მოთმინების უნარი თითქმის დააკარგვინა.
-ჯანდაბა… როგორ მინდა… დაჯექი. - მისკენ გაწეული ხელი საკუთარი ქურთუკის ჯიბეში მოითავსა და მანქანის კარი ისე სწრაფად გამოაღო ლამის გამოგლიჯა. მისი რეაქციით კმაყოფილი სესილია კი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და დამცავი ღვედიც გაიკეთა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა იქნებოდა მერე, მაგრამ ის დაზუსტებით იცოდა რომ ამ კაცის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.

მშვიდი საღამო იყო, მიუხედავად იმისა რომ მთვარე ღრუბლებში იმალებოდა, მაინც წყნარი ამინდი იდგა. ნიავიც კი აქა-იქ თუ დაუბერავდა. ლუკას თავის მშობლებისთვის ჩაბარების შემდეგ უმისამართოდ დაიწყო მანქანის ტარება პირველმა, ვერ გადაეწყვიტა სად წაეყვანა ბავშვი ამ დროს, ბოლოს კი სესილიას შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა და მთაწმინდისკენ აიღო გეზი. მანქანის სადგომზე გაჩერების შემდეგ ერთად დაიძრნენ პარკისკენ, ახლო-ახლოს დამაგრებულ განათებებს მიჰყვებოდნენ და გაბრიელის ლაპარაკს უსმენდნენ. სესილიას ხელი ჩაეკიდა ბავშვისთვის, იმ წუთებით ბედნიერი შვილის კითხვებს ამომწურავად სცემდა პასუხებს, თან იღიმოდა, ხანდახან კონსტანტინეს გადახედავდა, რომელიც მომიღიმარი ისმენდა მათ საუბარს.
-მამი. - თავ დახრილმა მეორე ხელი ჩაკიდა კონსტანტინეს. მის დაძახებულზე მაშინვე შეაჟრჟოლა პირველს, გული აუჩქარდა და წამსვე სესილიას შეხედა თვალებ გაბრწყინებულმა.
-გისმენ…
-აუ მინდა რომ შერიგდეთ რა. - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, სესილიამ კი გაოცებულმა დახედა შვილს. ვეღარ ცნობდა, არასდროს მიმართავდა ბავშვი თავის ბავშვურ ხრიკებს, სულ წყნარი, გაწონასწორებული, დიდი კაცივით იქცეოდა, ახლა კი მართლა პატარა ბავშვის როლს ირგებდა.
-როდის დაიწყე აფერისტობები. - წარბები ასწია ნაკანმა, გაბრიელმა კი წამსვე წარბები შეკრა.
-აფერისტობა არ არის ის რომ მინდა შერიგდეთ და ჩვეულებრივი მშობლები მყავდეს რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. და მერე პატარა და გამიჩინონ, იმიტო რომ მეც მინდა კეკესნაირი ბავშვი. - ოდნავ ბრაზი შეეტყო ხმაზე და ორივე მიხვდა რომ გაბრიელი სერიოზულად ლაპარაკობდა. სესილიამ ხმა ვერ ამოიღო, ან რა უნდა ეთქვა, მასაც სურდა კონსტანტინესთან დარჩენილი დროის გატარება, მაგრამ ასე უცებ ვერაფერს გააკეთებდა.
-მერე ვილაპარაკოთ ამაზე მე და შენ, კარგი? - თავზე გადაუსვა ხელი, გაბრიელმა ქვემოდან ახედა მამას, ცოტა ხანს უყურეს ერთმანეთს, მერე კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-თქვენ კატაობდით ხოლმე საქანელებზე? - იქაურობას ათვალიერებდა, თან ორივე მშობელს თითებზე ეჭიდებოდა და ფეხების ქნევით მიაბიჯებდა.
-არა. - მშვიდად ჩაილაპარაკა სესილიამ, გაბრიელმა კი მაშინვე შეუბრუნა პასუხი.
-რანაირები ხართ, შეყვარებულები ხომ ერთობიან საქანელებით.
-ჩვენ სხვა რამეებით ვერთობოდით. - უცნაურად ჩაილაპარაკა პირველმა, სესილიას გადახედა ანთებული თვალებით და ქალს მაშინვე სუნთქვა შეუკრა.
-რითი? - მისმა კითხვამ კიდევ ერთხელ გაუფანტა ფიქრები მშობლებს, მერე კი ინტერესით სავსე მზერით ახედა ქვევიდან.
-შენ რა იცი შეყვარებულები რას აკეთებენ?
-მმ… კინოებიდან. - დაბნეულმა ცოტახნის შემდეგ გასცა პასუხი, პირველმა კი წარბები მაღლა ასწია.
-გინდა რამეზე დაჯდომა?
-არა ცივა… და თან მოსაწყენია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, კონსტანტინე მაშინვე სესილიას მიაშტერდა, ისიც დაბნეული ჩანდა მისი პასუხით, მერე ორივემ შვილს დახედა. - სურათი გადავიღოთ?
-მე გადაგიღებთ. - მაშინვე შეუშვა ხელი შვილს და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. დაბნეულ კონსტანტინეს ანიშნა ბავშვთან ჩამუხლულიყო, ისიც მაშინვე დაემორჩილა, მუცელზე მოხვია ხელი, მის წინ მდგომმა გაბრიელმა კი ლოყა ლოყაზე მიადო და კამერას სერიოზული სახით შეხედა. ასე ახლოს ერთნაირი სახეების ყურებისას სულ დაიბნა სესილია, თანაც ისე რომ სურათის გადაღებაც ვეღარ მოახერხა სანამ შვილის ატრიალებული თვალები არ დაინახა. რამდენიმე ფოტო გადაუღო, მერე კი ბავშვის თხოვნით მათთან ერთად დადგა და შეტრიალებულ კამერას გაუღიმა.
-გაიღიმეთ თორემ არ გადავიღებ. - წარბშეკრულმა კამერიდან გახედა მამა-შვილს, გაბრიელმა კი ორივეს კისერზე მოხვია მკლავები და მისმა აფერისტულმა ღიმილმა კონსტანტინეც გააღიმა. მაშინ გადაიღეს პირველი სურათი ერთად, პირველი ოჯახური ფოტო რომელზეც სამივეს ბედნიერი გამოხედვა ჰქონდა. სესილიას ძველებურად უბრწყინავდა თვალები, კონსტანტინეს კი შვილის გვერდზე ყოფნა და მისი ქცევების ამოცნობა აბედნიერებდა, რასაც შესანიშნავად აღბეჭდავდა კამერით დაფიქსირებული მისი სახე. ბოლოს წასვლა ითხოვა უმცროსმა პირველმა და უკანა სავარძელზე მჯდომს სახლში მისვლამდე ჩაეძინა.
-გასართობი პარკები არ უყვარს?
-ზრდასთან ერთად გემოვნება ეცვლება.
-ხუთი წლისაა…
-ვიცი კოსტა, უბრალოდ ზედმეტად დაგემსგავსა.
-მე გასართობი ატრაქციონები მიყვარდა. - მაშინვე ჩაილაპარაკა ჩუმად, სესილიამ კი წარბაწეულმა გადახედა. - კარგი ჰო არ მიყვარდა, ერთხელ ჩამოსრიალების ან გაქანავების შემდეგ მბეზრდებოდა, მაგრამ... - რომ მიხვდა საუბარის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა გაჩუმდა, მერე გაეღიმა, ბოლოს კი სიცილით გააქნია თავი. - შვილი მყავს რომელიც ყველაფრით მგავს... ასე როგორ დამემსგავსა... - სახეზე ჩამოისვა ხელი, წამით მომღიმარ სესილიას გადახედა, რომელსაც თავი დაეხარა და მის საუბარს ისე უსმენდა.
-მიხარია შენ რომ გგავს. ის დამეხმარა ამ წლების გადატანაში და ზოგჯერ ნერვებიც კი მეშლებოდა ჩემს თავზე რადგან მასში შვილზე მეტად შენ გხედავდი. წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი... მაგრამ არ შემიძლია და ძალიან ვწუხვარ კოსტა. ვწუხვარ ეს წლები მის გარეშე რომ გაგატარებინე... ძალიან ვნანობ, მაგრამ აზრი ამასაც აღარ აქვს, რადგან განვლილ დროს ვერ დავაბრუნებ და ვერც შევცვლი. მე მაშინ ვერ ვაზროვნებდი, მერე კი უბრალოდ არ შემეძლო მოსვლა, იმის თქმა რომ შენგან შვილი მყავდა და ეს წლებიც სასწაულად სწრაფად გავიდა. სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა რომ გვიპოვნიდი და ალბათ ამიტომაც გამეწელა დამალვის დრო. მაპატიე რომ მამობის უფლება მოგპარე, უბრალოდ რთული იყო იმ სიმართლით ცხოვრება რომელიც დამაჯერეს.
-მაგაზე მწყდება გული და მაგაზე ვბრაზობ რომ დაიჯერე სესილია, არ მენდე, ჩემს გრძნობებში ეჭვი შეიტანე, ბავშვზე ხომ საუბარიც ზედმეტია. - მანქანა ეზოში შეაყენა, გაჩერების შემდეგ ჩუმად ატირებულს შეხედა და მისი ცრემლების დანახვისას გულში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო. ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი მაღლა ააწევინა, სველ ჭაობისფერ თვალებში ჩახედა და ცერებით სისველე მოსწმინდა. - ნუ ტირი... ვერ ვიტან რომ ტირი, რამდენჯერ გაგიმეორო? - ხმა ჩამწყდარმა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ისე მოუნდა მთლიანი სახე დაეკოვნა და გულში მაგრად ჩაეკრა, თვალებიც კი აეწვა. ლოყაზე ნაზად მიეფერა, ბოლოს შუბლზე მიაკრო ხანგრძლივად ტუჩები და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა ქალს მთლიან სხეულში.
-თავს ვერ ვაკონტროლებ...
-მალე ვეღარც მე გავაკონტროლებ. - სწრაფად მოშორდა და მანქანიდან გადასულმა ქურთუკი გაიხადა, მძინარე შვილს მოახვია და ხელში აყვანილი გაბრიელით სწრაფად დაიძრა სახლისკენ. შიგნით შესული პირდაპირ კიბეებისკენ დაიძრა, შემდეგ საძინებელში საწოლზე დააწვინა ბავშვი და ტანსაცმელიც თვითონ გახადა. მისი ყურებისას ავსებული ბედნიერებით პირველ სართულზე ჩავიდა. მისღებში შესულს სავარძელში მჯდომი სესილია დახვდა, რომელსაც ღვინით ნახევრამდე გავსებული ჭიქა ეჭირა და ჩაფიქრებული ანთებულ ელექტრო ბუხარს მისჩერებოდა. შიგნით შესულმა მაშინვე მიიქცია ქალის ყურადღება, თავისთვისაც დაისხა წითელი სითხე ჭიქაში და მის მოპირდაპირედ მოთავსდა.
-დავითმა მითხრა რომ ნათლია მყავს, ლეო, რომელიც თურმე ღამეებს მითენებდა და ჩემი ნახვა უნდა. - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩაილაპარაკა, ვინმესთან საუბარი სჭირდებოდა ამაზე რომ ფიქრები კარგად დაელაგებინა, მაგრამ კონსტანტინესთან საუბარზე ჯერ კიდევ ყოყმანობდა.
-იქით შაბათს წვეულებაა, ბევრი ჩემი პარტნიორი, ასევე კონკურენტი იქნება თავისი ცოლშვილით, მინდა შენ და გაბრიელი ჩემს გვერდზე იყოთ... იქ კი ლევანსაც შეხვდები. კარგი ადამიანია, თუ მოინდომებ დაელაპარაკები კიდეც.
-ჩემი წამოსვლა საჭიროა? - უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, ღვინო მოსვა და თავი დახარა.
-სხვა შემთხვევაში არ გეტყოდი.
-ხვალ ბაღში უნდა წავიყვანოთ...
-დღეს ყველაფერი მოვაგვარე.
-ასეთი არ იყო... არც ამდენს ლაპარაკობდა და ზოგჯერ მეშინოდა კიდე იმის გამო რომ მისი ბავშვობა ბავშვობას არ ჰგავდა... და კიდევ კარგი გოგო არ არის. - ბოლოს ხელის აქნევით ჩაილაპარაკა, კონსტანტინეს კი გაეცინა.
-ნამდვილად.
-აიშენა ანდრომ სახლი? - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ისევ წამოიწყო საუბარი, რადგან მასთან ერთად ჩუმად ყოფნა სულს უხუთავდა.
-არა, მაგრამ ვფიქრობ მალე დაიწყებს შენებას, ოღონდ დამთავრებულს ნახავს თუ არა ეგ ჯერ ვერ გადამიწყვეტია. - საკუთარი ნაფიქრის გახსენებისას ცოტა ბრაზი შემოაწვა, სესილია კი ვერაფრით მიხვდა მისი შეცვლილი ხასიათის მიზეზს.
-რატომ...
-მალე გაიგებ. - ღვინო მოსვა ჩაფიქრებულმა, ნაკანმა კი ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-დედაშენი ნახე?
-კი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. - სულ შეეცვალა განწყობა, ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ ისე დაიძრა აღარაფერი უთქვამს. სესილია კი ისევ სავარძელში იჯდა, ოდნავ იღიმოდა და თვალების დახუჭვისას მაშინვე ძველ მოგონებებში ეშვებოდა.
შუაღამისას ნაცნობი სურნელით გაევსო ფილტვები, სიმსუბუქე იგრძნო და ოდნავ გამოფხიზლდა. მოძრაობას გრძნობდა, შემდეგ მოხვეული კაცის ხელებიც გაარჩია და კიდევ ერთხელ რომ მიჰყვა ჰაერს მისი ყელიდან წამოსული სასიამოვნო სურნელი სულ გაბრუვდა, მთლიანი სხეული გაუბუჟდა და აზროვნების უნარიც დაკარგა. მალევე იგრძნო რბილი საწოლის ზედაპირი, მისი ხელებიც მოსცილდა და სხეული წამსვე გაეყინა. თვალს არაფრის დიდიებით ახელდა, არც მოძრაობდა, ელოდებოდა რას მოიმოქმედებდა იქვე მდგომი კაცი, მის მოლოდინში კი უფრო და უფრო იყინებოდა. ბოლოს თმებში შეცურებული თითები იგრძნო და კანიც წამსვე დაეხორკლა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, შემდეგ კი ფილტვები სრულიად დაცალა. დახორკლილ მკლავზე თითების შეხება იგრძნო, რომლებიც ზევით დაიძრნენ, შემდეგ კი მხრიდან ისევ მაჯისკენ განაგრძეს სვლა. გრძნობდა როგორ იღიმოდა კაცი, მთლიანი სხეული უხურდა და კიდევ მეტის მოლოდინში უკვე სუნთქვაც დავიწყებოდა. მერე მოულოდნელად ფეხის ხმა გაისმა, ახლა უკვე კონსტანტინეს მთლიან ხელს გრძნობდა მხარზე და ნაბიჯების ხმაც უახლოვდებოდა.
-მა. - მძინარე შვილის ხმა ორივეს სასიამოვნოდ მოხვდა გულზე, პირველისკენ დაიძრა ჩუმი ნაბიჯებით და წამსვე საწოლზე ჩამომჯდარს კალთაში ჩაუჯდა.
-რატომ გაიღვიძე. - თმაზე გადაუსვა ბავშვს ხელი, რომელიც გახელილ თვალებს ძლივს ინარჩუნებდა.
-გამეღვიძა. - სახის მარცხენა მხარე მხარზე მიადო, თვალები დახუჭა და მის მკერდზე მიკრული კომფორტულად მოკალათდა. სუნთქვა შეკრული კონსტანტინე ხმას ვეღარ იღებდა, ვეღარც დგებოდა და ვერც გადაეწყვიტა რა ექნა. მისი ასე ახლოს ყოფნა იმდენად სიამოვნებდა ოდნავ განძრევაც აღარ უნდოდა. - მოდი, დავწვეთ. - თავზე აკოცა, ფეხზე გაჭირვებით წამომდგარმა საწოლს შემოუარა და ბავშვთან ერთად საწოლზე მოთავსდა.
-არ წახვიდე. - მაისურზე ჩაებღაუჭა თითებით, ნახევრად მძინარემ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და მის გვერდზე მოთავსებულმა პირველმაც სხეულზე უფრო მჭიდროდ მიიკრა.
-აქ ვარ მა. - შვილის ყურთან ჩუმად ჩაილაპარაკა, ბავშვსაც წამსვე მოუდუნდა სხეული, პირველს კი გული ისე სწრაფად უცემდა არც იცოდა იმ ღამეს დაძინებას საერთოდ თუ შეძლებდა. გაუნძრევლად მწოლ სესილიას გადახედა სახე გაბრწყინებულმა, მისკენ ოდნავ გადაიხარა და წელზე მოხვეული ხელით მათთან ახლოს მისწი, წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია, სახეზე ფრთხილად მიეფერა, მერე კვლავ მის წელზე დააბრუნა ხელი და თალებიც დახუჭა. იმ ღამეს ბედნიერებისგან ისე მშვიდად ეძინა ცხოვრებაში რომ არასდროს სძინებია. ორი საყვარელი ადამიანის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ისუნთქავდა და სიმშვიდეც თავისით მოდიოდა.
დილით გამოღვიძებულმა მუცელზე ზურგით მიკრული სხეულიდან წამოსული სითბო მაშინვე იგრძნო, შვილს თხელ სხეულზე ხელი შემოხვია, ცხვირი კი მის თმაში ჩარგო. გაბრიელის თავქვეშ ამოდებული გაშლილი ხელით ინსტიქტურად შეუდგა სესილიას ძებნას, მაგრამ ხელში ვერაფერი მოხვდა და თავიც მაშინვე წამოყო, ოთახი გაჭირვებით მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ დაინახა, შემდეგ ფეხის ნაბიჯების ხმა შემოესმა და თავი ძველ ადგილას გაუაზრებლად დააბრუნა. მალე ახლოდან იგრძნო სესილიას სურნელი, ხვდებოდა ბავშვს ეფერებოდა, თან სახეს უკოცნიდა, შემდეგ მოძრაობა სრულიად შეწყვიტა, ელოდა როდის შეეხებოდა ნაკანი, მის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა, მერე კი სახეზე შეეხნენ თითები და დაჭიმული სხეულიც მაშინვე მოუდუნდა. ნაზად დააცოცებდა თითებს მის სახეზე, თან ყველა დეტალს უთვალიერებდა მზის შუქზე. გაუბედავად გადაატარა საჩვენებელი თითი მის ბაგეებს და მოულოდნელად ნაგრძნობი მზერის გამო მაშინვე პირველის თვალებს შეხედა. წამსვე გაშეშდა ნაცრისფერი, არაფრის მთქმელი თვალები რომ დაინახა, ოდნავ წამოწითლდა გამოჭერისას და ხელის უკან გაწევაც დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა თითებმა მოშორება არ დააცადეს, ხელის გულზე რომ აკოცა კონსტანტინემ, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა ქალს, ერთმანეთს დაშორებული ტუჩებიდან ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, მერე კი ფილტვებში რამდენიმე წამით გაიჩერა. საკუთარ ლოყაზე მიიდო ქალის ხელი პირველმა, მერე კი მაჯაზე მიაკრო ტუჩები.
-შეიძლება ჩაგეხუტოთ? - ჩამწყდარი ხმით ხმადაბლა ჩაილაპარაკა, კონსტანტინემ კი თანხმობის ნიშნად თავისკენ ოდნავ მისწია. საწოლზე მიწოლილმა ქალმა წელზე მოხვია ხელი კონსტანტინეს და როგორც შეეძლო ახლოს მიიწია. პირველის ყელთან მოათავსა სახე, ცხვირის წვერით შეხებაც მოახერხა და მონატრებული სურნელი ხარბად შეისუნთქა. კონსტანტინე კი თმებზე ნაზად ეფერებოდა.
-აუ დედა რა… - ჯერ ისევ მძინარემ წუწუნით ამოილაპარაკა, შეეცადა გვერდი ეცვალა მაგრამ ვერაფრით მოახერა. არაკომფორტულობის და უჰაერობის შეგრძნებამ სწრაფად გამოფხიზლება და თავის განთავისუფლება აიძულა, მშობლები კი იძულებული გახადა ერთმანეთით ტკბობა შეეწყვიტათ.
-გაიღვიძე ბაღში უნდა წავიდეთ. - მის წუწუნზე გაეღიმა, მან კი ზურგი აქცია, კონსტანტინეს მკერდზე მიადო შუბლი და მუხლებ მოხრილმა უკანალი სესილიასკენ გაიშვირა.
-არ მინდა.
-უთხარი რამე. - მომღიმარ პირველს წარბშეკრული მიაჩერდა, კონსტანტინე კი თმაზე ეფერებოდა შვილს და მის ქცევაზე ღიმილს ვერაფრით იკავებდა.
-ჯერ ადრეა, იყოს კიდე ცოტახანი. - საათის ნახვის შემდეგ წამომჯდარ სესილიას ახედა გამთბარი თვალებით.
-შვილს ზედმეტად მითამამებ და ამდენ წლიან შრომას წყალში მიყრი. - მათი ასე ყურებისას ხმადაბლა ამოიოხრა, კონსტანტინეს ღიმილზე კი თვითონაც გაეღიმა.
-ნუ ღელავ. - თვალი ჩაუკრა ნაკანს, მიხვდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა ქალს მის მოქმედებაზე და ტუჩის კუთხეები კიდევ უფრო გაწელა.
-ჩავალ მე და ააყენე რა, მინდა ჭამა მოასწროს.
-კარგი.
-აუ არ მინდა წასვლა. - სესილიას წასვლის შემდეგ თავი ასწია გაბრიელმა და პირველს თვალებში ჩახედა.
-ხომ შევთანხმდით? ეს ერთი კვირა და თუ არ მოგეწონება აღარ გაგიშებ.
-კარგი ჰო… შენ და დედა შერიგდით?
-არა.
-აბა აქ რატომ გეძინა.
-შენ მთხოვე გუშინ.
-არ მახსოვს.
-გეშინია მარტო ძილის?
-არა, უბრალოდ ზოგჯერ მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ, დილით კიდე დედასთან ვიღვიძებ.
-რა საყვარელი ხარ.
-შენ როგორ იყავი ხოლმე?
-მე დედამ მიმატოვა როცა შენი ასაკის ვიყავი და ყოველთვის მარტო მეძინა. ღამე თუ გამეღვიძებოდა საბანს თავზე ვიფარებდი, წარმოვიდგენდი რომ ჩემთან იყო და ისევ მეძინებოდა, ოღონდ ეს არავისთვის მითქვამს და ჩვენს საიდუმლოდ დავტოვოთ.
-რატომ მიგატოვა. - ნაცრისფერი თვალები გაუფართოვდა, პირველმა კი აღარ იცოდა შვილისთვის რა ეთქვა.
-სხვა კაცი შეუყვარდა, მე ვერ წამიყვანდა და პაპაშენთან დამტოვა, თვითონ სხვა შვილები ჰყავს. ლუკა და კეკე მისი შვილიშვილები არიან.
-მე?
-რა შენ?
-ჩემი ბებოც არის?
-შენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ გინდა შეგიძლია ნახო, მაგრამ მე მისი პატიება არ შემიძლია, ჩემთვის არასდროს დაბრუნებულა, მის გარეშე გავიზარდე და დედად არ ვთვლი. დედა დავკარგე როცა ხუთი წლის ვიყავი, იმ ქალს კიდე არ ვიცნობ და არასდროს სცადო ისე მოქცევა როგორც დედაშენის და ჩემს მიმართ იქცევი.
-ოო, უბრალოდ მინდა რომ შერიგდეთ, თქვენ არაფერს აკეთებთ და მე ხომ უნდა ვქნა.
-ჰოდა მაგას გეუბნები.
-დედა ხომ არასდროს მიმატოვებს.
-დედაშენს მე ვუყვარვარ და მე თუ არ გავუში ჩემგან ვეღარ წავა, შენ კიდე არასდროს არავისში გაგცვლის. ანუ დედა რჩება ჩვენთან და ამაზე აღარასდროს იფიქრო.
-ანუ თუ უყვართ არ ტოვებენ ხო? - ჩაფიქრებულმა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, თან კონსტანტინეს შეხედა შეკრული წარბებით. - შენ თუ მიგატოვა მე როგორ შემიყვარებს.
-რთული საკითხია... შენ მაინც მისი შვილიშვილი ხარ, შეგიძლია გაიცნო, შეხედე და მერე გადაწყვიტე გინდა თუ არა ბებო.
-როგორ ვნახო?
-ბიძაშენი წაგიყვანს.
-შენ?
-მე არ ვნახულობ, მერე უფრო ვბრაზდები და ვერ ვიტან.
-შენ თუ ვერ იტან მე როგორ უნდა შემიყვარდეს.
-შენ შენი საკუთარი გრძნობები და ფიქრები უნდა გქონდეს. მე სხვა ბევრ რამეს ვერ ვიტან, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს რომ შენც ვერ უნდა იტანდე? ყველა ადამიანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ყველას საკუთარი აზრები და შეხედულებები გვაქვს. შენ კიდე ყოველთვის ეცადე შენი გონებით იაზროვნო, შენით გადაწყვიტო რა არის სწორი და რა არასწორი. ყოველთვის მოისმინე სხვისი აზრი, სულ რომ უტვინო, ან დებილი იყოს და სისულელეებს გელაპარაკებოდეს. მერე შენთვის მშვიდად იმსჯელე, რაც გამოსადეგარი იქნება მომავლისთვის გაითვალისწინე, რაც არა უბრალოდ დაივიწყე. თუ რჩევა დაგჭირდება მე ყოველთვის მექნება შენთვის თავისუფალი დრო და რაც დაგაინტერესებს შეგიძლია ყოველთვის მკითხო, შენი ფიქრები გამიზიარო, მერე კი ერთად მივიდეთ სწორ დასკვნამდე.
-ცუდია დედას გარეშე. - მკლავებ კისერზე მოხვია, ცხვირი მის ყელში ჩარგო და თითქოს ამით აგრძნობინა რომ მისი ესმოდა. გაშეშებულ პირველს გული სწრაფად უცემდა, მის სიახლოვეს ახლა უფრო მეტად შეიგრძნობდა და მისი არსებობით იმდენად ბედნიერდებოდა ეგონა ცოტაც და მისი გული მოძრაობას შეწყვეტდა.
-ადექი მოვემზადოთ და ჩავიდეთ თორემ დედაშენი ამოვარდება ცოტახანში, ისედაც ვხედავ ეჭვიანობს.
-იქით ორშაბათს აღარ წავალ და შენ მოგიწევს დედას დარწმუნება. - სიცილით მოშორდა პირველს, საწოლზე წამომჯდარი მაშინვე გაიზმორა, მერე ფეხზეც წამოდგა და კონსტანტინეც მას გაჰყვა.
-მაგაზე არ ინერვიულო, დედაშენის დარწმუნება ძალიან ადვილად გამომდის. - თმები აუჩეჩა და იქვე სტუმრებისთვის განკუთვნილ აბაზანაში შევიდა. ყოველი დღე სხვანაირად იწყებოდა, უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს და გაბრიელის ახლოს ყოფნა ყველაფერს სხვა ფერებით ანახებდა. კიბეებზე შვილთან ერთად დაეშვა, სამზარეულოში მასთან ერთად შევიდა, მისი არსებობით ბედნიერმა დაუფიქრებლად მოხვია სესილიას წელზე ხელი და გულ აჩქარებული ქალისკენ დაიხარა. - მადლობა სესა. - ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები, მერე კი საკუთარ ადგილზე მოთავსდა.
-დედა. - თვალები აატრიალა მის გაშეშებაზე, ნაკანიც უცებ მოიყვანა გონს, თან ჩუმად გაიცინა დედის შეკრულ წარბებზე.
-გაბრიელ, ჩემო პატარა და უჭკვიანესო შვილო, ამ ბოლო დროს ძალიან ბერს საუბრობ, თანაც ჩემს საწინააღმდეგოდ და ეს ფაქტი ცოტა მაბრაზებს. შენ ხომ იცი როგორია გაბრაზებული დედა, ამიტომ ფრთხილად იყავი შენზე არ გაბრაზდეს, თორემ მერე მამიკოც ვეღარ გიშველის.
-მამიკო გაბრაზებულ დედიკოს დააწყნარებს. - როგორც სჩვეოდა ისე ჩაყო ჩაიში პეჩენია, უდარდელად მჯომი განაგრძობდა ჭამას, სესილია კი თვალებ ანთებული დასქცეროდა შვილს და აღარ იცოდა მის საუბარზე გაბრაზებულიყო თუ რა გაეკეთებინა. ბოლოს კონსტანტინეს გადახედა, შვილის საუბარით გამხიარულებული ყავას მიირთმევდა და სესილიას ყურადღებას არ აქცევდა.
-მამაშენზე ზედმეტად დიდ იმედებს ხომ არ ამყარებ?
-რაზე ბრაზდები სესილია. - ისე ურეაქციოდ ჩაილაპარაკა კიდევ უფრო მოუშალა ნაკანს ნერვები. ორივე ერთნაირად მისჩერებოდა ქალს და მის პასუხს ელოდა.
-მეც აღარ ვიცი რაზე ვბრაზდები ორივე ერთად ისე მაბნევთ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან საერთოდ გავიდა.
-მამა ერთი გოგო გვინდა. - არც შეუხედავს პირველისთვის ისე თქვა, თან ჩაიდან ამოღებული პეჩენია პირში მოითავსა. კონსტანტინეს კი მოულოდნელობისგან ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა.
-უი, რა დაგემართა? - უკან მობრუნებულმა ირონიულად ჩაილაპარა, თან ზურგზე ხელი მიარტყა პირველს.
-დღე რა ლამაზად დაიწყო ხო დე? - კმაყოფილმა ბავშვმა ყურებამდე გაუღიმა სესილიას, ნაკანმა კი წარბშეკრულმა გადახედა.
-გეყოფა, ადექი ჩავიცვათ და წავიდეთ.
-კარგი ჰო. - ჩაი ბოლომდე ჩაცალა, მერე ფეხზე წამოდგა და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-ამდენს არასდროს ლაპარაკობდა, მეგონა შენი გაცნობის შემდეგ უფრო დასერიოზულდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა რატომღაც და შენც თავის ჭკუაზე გადაგიყვანა, თუ პირიქით, ვეღარ გავიგე, მაგრამ უკვე ნერვებზე მოქმედებს.
-ახლა ვხვდები რას გულისხმობდი როცა ამბობდი რომ ჩემნაირ მეორეს ვერ გაუძლებდი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს… რას ვიზამთ.
-ზედმეტად ბევრს ფიქრობს… მისი ასაკის ბავშვისთვის ზედმეტია და უკვე მეშინია კოსტა.
-რისი გეშინია, ჭკვიანი და გონება გახსნილია.
-მინდა ბავშვობა ჰქონდეს და ამ ასაკიდან ზრდასრული ადამიანივით არ მსჯელობდეს. - წარბები შეკრა პირველის პასუხზე, მაგრამ კონსტანტინეს რეაქცია არ ჰქონია.
-ამ დროში ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვი იბადება სესილია, ის რომ აზროვნება და ფიქრი შეუძლია არ ნიშნავს იმას რომ რამე რიგზე ვერ აქვს, ან მომავალში არ ექნება. შენ თუ ეგოისტურად არ გინდა შვილის გაზრდა, ეგ სხვა საკითხია. მისი ბავშვობის ლამაზ დღეებზე კი პირადად მე ვიზრუნებ, ასე რომ ნუ ნერვიუოლ იმაზე რაც რეალურად სანერვიულო არ არის. - ფეხზე წამომდგარი ნელა მიუახლოვდა, თმაზე გადაუსვა ხელი, შემდეგ შუბლზე აკოცა და ერთ ადგილას მდგომი მარტო დატოვა. გაუგებრობაში ვარდებოდა ყოველი მისი მოქმედებით, აბნევდა, თავისი კოცნებით და შეხებით კი ფიქრის საშუალებას ართმევდა.
***
კონსტანტინე სამუშაოს დაუბრუნდა, სესილიამ კი თავისი გამოცდილებით ადვილად დაიწყო ერთ ჩვეულებრივ კომპანიაში მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინემ თავისთან მუშაობა შესთავაზა, მაინც მისგან შორს ყოფნა გადაწყვიტა. გაბრიელს ბაღი ყოველ დღე უფრო და უფრო მოსწონდა, ზოგჯერ საერთოდ ხმას არ იღებდა სახლში ყოფნისას, მშობლების კითხვებს ორი სიტყვით პასუხობდა, ზოგჯერ კი მთლიან დღეს დაწვრილებით უყვებოდა ორივეს. მთელი კვირის მანძილზე სესილიას აღარც მიახლოვებია პირველი, დილით მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა, ბავშვს თავზე კოცნიდა და სახლს მაშინვე ტოვებდა, საღამოს კი სესილია არიდებდა თავს, ორივე ერთმანეთს გაურბოდა და გაბრიელის შეთავაზებებზე ხან ერთი ამბობდა უარს ხან მეორე. Მიუხედავად იმისა რომ იქ გაზრდილი იყო და მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი იმ ქალაქში ჰქონდა გატარებული, თავს მაინც უცხოდ გრძნობდა ნაკანი, უჭირდა ისევ ძველ ტალღებზე გადასვლა და ამის გამო ხშირად ხასიათიც უფუჭდებოდა. არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა, ყველას ნახვას გაურბოდა, თავს კი ლილიანთან აფარებდა.
შაბათს დილით ადრე მოუწია ადგომა ნაკანს, ჯერ კიდევ ყველას ეძინა სახლი რომ დატოვა და კლიენტთან შესახვედრად წავიდა. ციოდა, ისედაც პატარა დღეს ღრუბლებში ჩამალული მზე კიდევ უფრო აბნელებდა. ტაქსით მივიდა დანიშნულების ადგილას, სამ სართულიანი სახლის კარზე დააკაკუნა და გაყინული თითებიც მაშინვე ასტკივდა. გარეთ ელოდებოდა მეპატრონეს, საათს ხშირად ამოწმებდა და უკვე ნერვებიც ეშლებოდა პირველ კლიენტზე. წასვლა რომ დააპირა ზუსტად მაშინ გამოჩნდა შავი მანქანა, ეზოს წინ გააჩერა და გემოვნებიანად ჩაცმული, მაღალი, სიმპატიური კაციც მაშინვე გადმოვიდა ავტომობილიდან, სესილიასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა, თან ხელიდან ხელთათმანი მოიშორა და გაყინულ ქალს მაშინვე გაუწოდა.
-გამარჯობათ, ბოდიშს გიხდით, საერთოდ დაგვიანება არ მჩვევია, მაგრამ ჩემმა ჯიუტმა გოგომ გამოსვლისას პროტესტის ნიშნად რძე გადამასხა და სანამ დავწყნარდი და ისიც დავაწყნარე დრო სწრაფად გავიდა… სულ გაყინულხართ… - სესილიას გაყინული ხელის შეგრძნებისას თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, მის დაბნეულ მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა და თვითონაც დაიბნა. - თორნიკე. - ბოლოს გაიღიმა და ქალის თითებს ჩაჭიდებული ხელი აამოძრავა.
-სესილია. - ყურებამდე გაუღიმა ნაკანმა, მერე კი ხელი უკან გასწია.
-შევიდეთ… იმედია მომიტევებთ თქვენს გაყინვას.
-თუ ნამდვილად გათამამებული პატარა გოგოს ბრალია თქვენი დაგვიანება, მაშინ მიპატიებია. - გაჯიუტებული ბავშვის წარმოდგენისას ღიმილს ვერაფრით იკავებდა, გონებაში კონსტანტინეს წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ქალიშვილის მიმართ და გული უცნაურად უთამაშდებოდა.
-ნამდვილად, ზედმეტად გავათამამე. დედამისმა უარი განაცხადა მასზე, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი დანაკლისი რომ არ ეგრძნო, ახლა ისეთი მეტიჩარა და ტუტუცია ზოგჯერ ჯკუიდან გადავყავარ, მაგრამ მაინც ყველაფერზე მეტად მიყვარს. - სიცილით შეატარა სახლში, შემდეგ მისაღებისკენ გაუძღვა.
-რამდენი წლისაა? - იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა და გონებაში უკვე ნახაზებიც გააკეთა.
-სამი, რძეს ვერ იტანს, დედსაჩემს ვერ გავაგებინე რომ არ დააძალოს, ამის გამო უკვე მისი ნახვაც აღარ უნდა, დღეს დილით მეუბნებოდა ეს ქალი მომაშორეო… ერთი სიტყვით სერიოზული წნეხის ქვეშ ვარ.
-ჰო ბავშვებს ადვილად გამოსდით ჩვენი თავის ჭკუაზე ტარება. ჩემი შვილი ზედმეტად ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით და ზოგჯერ თავისი გახსნილი გონების საშუალებით ისეთ ნამიოკს მირტამს არ ვიცი რა გავაკეთო.
-შვილი გყავთ? - გაოცებულმა შეხედა სესილიას, ნაკანი კი თავის ქნევით დაეთანხმა.
-ხუთი წლის.
-ვერც წარმოვიდგენდი. - დაუფიქრებლად აატარა თვალი ქალს, საერთოდ არ ეტყობოდა მის მიმზიდველ სხეულს მის ცხოვრებაში ბავშვის არსებობა, უხერხულობა რომ არ შეექმნა სახეზე შეხედა ქალს იქამდე სანამ ნაკანი მის მზერას შეამჩნევდა.
-ვერც მე წარმოვიდგენდი ამ ასაკში ამხელა შვილი თუ მეყოლებოდა. - მაშინვე გასცა პასუხი, თან კედლებიდან მზერა მასზე მიშტერებულ კაცზე გადაიტანა. - საქმეს მივხედოთ, მინდა სახლში მალე დავბრუნდე, დღეს ისედაც არ ვაპირებდი მუშაობას.
-ვიცი და ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ სხვა დღეებში ვერანაირად ვერ მოვახერხე… ერთი სიტყვით ეს სახლი წლებია არ გარემონტებულა, ყველაფერი პაპაჩემის დროინდელია, მამაჩემი აქ გაიზარდა, მეც ხშირად მოვყავდი ხოლმე ბებო-პაპასთან, ეს სახლი მიყვარს, ბევრი თბილი მოგონებით სავსეა და არ მინდა ასე წლების გასვლასთან ერთად დაინგრეს. მინდა ცოტა ძველებური იერი დაჰკრავდეს, მყუდრო აგარაკი ლამაზი ეზოთი. როგორც გინდა ისე გააკეთე, სრულიად გენდობი. მამაჩემს ექვსი დაძმა ჰყავდა, ამიტომ ზედმეტად ბევრი და პატარა ოთახებია, შეგიძლია გააერთიანო, ერთი სიტყვით კედლები შენია, როგორც გინდა ისე გადაადგილე.
-შეგიძლია სახლის ნახაზები გამომიგზავნო?
-ჩემს მდივანს გამოვაგზავნინებ დღესვე.
-მაშინ შევთანხმდით… ბევრი იდეები მაქვს, კონსტრუქციას გადავხედავ, ახალ აგებულებას შევქმნი და ხარჯებზე მერე დავილაპარაკოთ.
-ეგ პრობლემა არ არის, მთავარია ლამაზი და მყუდრო გამოვიდეს.
-ძალიან კარგი.
-მაშინ ეს სახლი თქვენს ხელშია. - სახლის გასაღები ხელის გულზე დაუდო და ყურებამდე გაუღიმა.
-ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას, თუ შეხვედრას ვერ მოახერხებთ, იმეილზე გამოგიგზავნით ყველაფერს…
-ყველანაირად ვეცდები შეგხვდეთ.
-მაშინ წავიდეთ, ძალიან ცივა აქ.
-თუ ნებას დამრთავთ სახლამდე მიგიყვანთ. - გარეთ გასვლისთანავე შესთავაზა ნაკანს, მაგრამ ქალმა მაშინვე იუარა. - როგორც აღნიშნეთ ცივა, აქ ტაქსი ხშირად არ დადის, გამოძახების შემთხვევაში დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და აქ გასაყინად ვერ დაგტოვებთ.
-არ მინდა შეგაწუხოთ.
-სესილია, არანაირი შეწუხება, პირიქით, გამიხარდება სახლში წყნარად თუ დაგაბრუნებთ და ჩემს გამო გრიპს არ აიკიდებთ. - მანქანის კარი გამოუღო და სესილიას დასაჯდომად ანიშნა. ნაკანსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ უნდოდა უცხო კაცის მანქანით მგზავრობა, იქ ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ჩუმად იმგზავრეს სახლამდე, ნაკანიც სწრაფად დაემშვიდობა კაცს, მადლობა გადაუხადა და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. სახლში კვლავ სიჩუმე იყო გამეფებული, ქეთისაც დასვენება ჰქონდა და სამზარეულოშიც სიწყნარე სუფევდა. საძინებელში ასული პირდაპირ ტანსაცმლის გახდას შეუდგა, მერე კი საცვლის ამარა შეწვა თბილი საბნის ქვეშ, თვალები დახუჭა და მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა გრძნობებით თუ მილიონი ფიქრით გადაჭედილი ტვინი საბოლოოდ დაასვენა.
გვიანობამდე ეძინა, შუადღე იყო რომ გამოეღვიძა, თვალები სტკიოდა და თავის აწევის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. საათს რომ დახედა კვლავ ბალიშში ჩარგო თავი, სხეულში სიმძიმეს გრძნობდა, თან უკვირდა არავინ რომ არ აკითხავდა. ბოლოს წამოდგომაც ინება, აბაზანაში შესული წყლის ქვეშ დადგა, სახე წყლის ნაკადს შეუშვირა თვალ დახუჭულმა და სუნთქვა იქამდე შეიკრა სანამ ჰაერის მარაგი არ ამოეწურა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, არასასიამოვნო, რომელიც მთლიან სხეულში ედებოდა და სახლიდან გასვლა საერთოდ არ უნდოდა. სველი თმა სწრაფად დაივარცხნა, შემდეგ კი კოსად შეიკრა, ტანზე რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა და კიბეებს ნელა ჩაუყვა. მაშინვე შემოესმა სხვადასხვა ხმები, რამაც ადგილზე გაჩერება აიძულა, მიხვდა დრო იყო ძველ ახლობლებს შეხვედროდა, გასაქცევი აღარ ჰქონდა და საბოლოოდ მაინც ამოყო თავი მისაღებში, სადაც გაბრიელთან საუბარში გართული ანდრო დაინახა, მერე იქვე მჯდომ მეგის მოჰკრა თვალი და ხასიათი კიდევ უფრო გაუფუჭდა. მოშორებით ლეპტოპში თავჩარგული ნინი დაინახა, მალევე ამოიცნო ის გოგო ბოლოს რომ ნახა და ამდენი გაქცევის შემდეგ საბოლოოდ სამივეს ერთად ნახვა მოუწია. ყველამ სესილიას გახედა, მას კი თავი მყარად ეჭირა მიუხედავად იმისა რომ შინაგანად თავს კარგად არ გრძნობდა, რაც არ გამოჰპარვია იქვე მჯდომ პირველს და ქალის მდგომარეობაზე გაუაზრებლად წარბები შეკრა.
-ძლივს სესილია. - გაბრიელს მოშორებული ფეხზე წამოდგა და ერთ ადგილას მდგომს ხელები შემოხვია. სასიამოვნო სითბო დაეუფლა ნაკანს, ასე ყველაფრის გარეშე პირველად ჩაეხუტნენ და იმ დროს ტირილიც კი მოუნდა ანდროს მკლავებში მოქცეულს. - როგორ მომენატრე შენ არ იცი, მწყინს ამდენი ხნის მანძილზე რომ ვერ გამონახე ჩემთვის დრო. - ჩვეული მხიარული ტონით ჩაილაპარაკა, სესილიამ კი წელზე მოხვია ხელები, მკერდზე კიდევ უფრო მიეკრო და თვალები ერთმანეთს დააჭირა. მისი ქცევის შეგრძნებისას გულში რაღაცამ უცნაურად გაჰკრა კაცს, თმაზე ჩამოატარა ხელი, ნიკაპი კი თავზე ჩამოადო და ხელის მჭიდროდ მოხვევით ანიშნა რომ მისი ესმოდა.
-მეც მომენატრე ანდრო. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მერე კი ქვევიდან ახედა. - და მაპატიე.
-კარგად ხარ? - ხელებში მოიქცია მისი სახე და ცხრემლები სწრაფად შეუმშრალა.
-არა… - მის გასაგონად თქვა, თან ყველაფრის მიუხედავად ბრწყინავ თვალებს არ აშორებდა. - მითქვამს რომ ზოგჯერ შენში უფროს ძმას ვხედავ?
-არ გითქვამს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ. - მისი სიტყვებით გახარებული, რომელიც გულზე სასიამოვნოდ მოხვდა, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, მერე კი მთლიანად მოშორდა.
-გამარჯობა. - თავის ძლივს გაკონტროლების მიუხედავად იქვე მჯდომ მეგის უხეშად მიუგდი სიტყვა, ყველამ შეამჩნია მისი ტონი, მაგრამ არავინ შეიმჩნია.
-როგორ ხარ? - მთლიანად შეათვალიერა ნაკანი, ფეხზე წამოდგომაც არ ინება, მის თვალში ისევ გაქცეული ქალი იყო რომელმაც კონსტანტინეს ბავშვი დაუმალა, ამის გამო კი ალმაცერად შეჰყურებდა. სესილიას მთლიანად მისი იქ ყოფნა აღიზიანებდა, საერთოდ არ უნდოდა თავის შვილს მასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა და კონსტანტინეზე ცალკე ბრაზობდა გაღვიძებულს იქ რომ დაახვედრა.
-შესანიშნავად მეგი, შენ როგორ ხარ? - ნინისკენ დაძრულმა ისე ჰკითხა ქალს აღარც შეუხედავს, ტონზე ეტყობოდა რომ არც აინტერესებდა, რაც არ ესიამოვნა იქვე მჯდომ ქალს. - რა ლამაზი ხარ. - უხერხულად მდგომ ნინის სახეზე მოკიდა ხელი და მისი ლამაზი ნაკვთები ისე შეათვალიერა.
-მადლობა… - ლოყებ შეფარკლულმა მწვანე თვალებში ჩახედა ქალს, მერე კი სულ სხვა მხარეს ინსტიქტურად გაექცა თვალები და სესილიამ მისი მზერის დაჭერაც წამებში მოახერხა. მერე მიხვდა რას გულისხმობდა კონსტანტინე როცა ანდროს სახლზე საუბრობდა. - იცი შენი მაკეტი რეალურად რომ აქციეს? ოღონდ აქ არა, ბათუმში. - უცებ მოაგონდა სესილიას შენობა და ნაკანიც გაოცებული მიაჩერდა.
-მართლა?
-ჰო, ძალიან ლამაზია და სხვათაშორის ძვირი ღირს. - სიცილით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს, თან მასთან მისულ ძმისშვის ხელი წელზე მოხვია.
-აუ კიდე მანახე როგორ კეთდება.
-მომეცი მე გაგიკეთებ. - რამდენჯერმე გადაკეცილი ფურცელი გამოართვა და კიდევ რამდენჯერმე გადაკეცა სხვადასხვა მხრიდან.
-კარგად არ გამოიყურები, ალბათ ძნელია დაბრუნების შემდეგ სიახლეებთან შეჩვევა.
-არა მეგი, პირიქით, ყველაფერი ისევ ძველებურად რომ დამხვდა ამასთან შეჩვევა უფრო მიჭირს. - მისი ლაპარაკი კიდევ უფრო უცვლიდა წარმოდგენას ქალზე, უკვე მხოლოდ თავისი საყვარელი კაცის ძველ საყვარელს ხედავდა მასში, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რამეში გამოეჭირა და მის მიმართ სიბრალურის გრძნობასაც განიცდიდა. - კონსანტინე, შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? - მეგიდან მზერა პირველზე გადაიტანა, ისიც თავის ქნევით ფეხზე წამოდგა და საკუთარი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
-დე კარგად ხარ? - ხელზე ჩაკიდა თითები სესილიას, გაუაზრებლად ანერვიულდა დილით შემაწუხებელი კოცნებით და ჩახუტებით რომ არ დაასაჩუქრა ნაკანმა და მის გარდა ყველას გამოელაპარაკა.
-კი ჩემო პატარა, უბრალოდ გაბრუებული ვარ ბევრი ძილისგან. - ლოყები დაუკოცნა ჩუმად მყოფ შვილს, გაუკვირდა კიდეც რომ არ შეეწინააღმდეგა, პირიქით, იგრძნო როგორ შემოეხვია მკლავები კისერზე და ყელში ჩარგული მისი პატარა ცხვირიც იგრძნო. - მოვალ მალე. - შუბლზე აკოცა, მერე ფეხზე წამომდგარი კონსტანტინეს გაყვა უკან, კაბინეტში შესული პირდაპირ მისკენ დაიძრა, მის წინ დადგა და თმები ნერვიულად უკან გადაიწია, თან სიგარეტის მოწევაში გართულს რამდენიმე წამით თვალი გაუსწორა. - ის რაღაც წვეულება არ გადაიდო?
-არა სესილია. - ჩაიცინა ქალის კითხვაზე, თითები სახეზე ჩამოატარა, შემდეგ ცერით მიეფერა ლოყაზე. - რა გაწუხებს?
-თავს ცუდად ვგრძნობ, არ შეიძლება სახლში დავრჩეთ?
-სესა.
-გთხოვ, არ მინდა არსად წასვლა, გული ცუდს მიგრძნობს…
-ძველ დროს მახსენებ შენი ქცევა. - ყბებზე მოკიდა ხელი, სახე მის სახესთან ახლოს მისწია და თვალებში ჩააშტერდა. მისი სიახლოვისგან სხეული დაეჭიმა ქალს, ერთმანეთისგან დაშორებული ტუჩები აუთრთოლდა და თვალებიც აეწვა მისი შეხების სურვილისგან.
-წინაზე კარგი არაფერი მომხდარა, ახლაც ვგრძნობ რაღაც ცუდი მოხდება და დავრჩეთ სახლში.
-არ შემიძლია სესა, დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას უნდა მოვაწერო ხელი, ჩემი ოჯახი კი მინდა ჩემს გვერდზე იყოს.
-რატომ არ გესმის კოსტა. - შუბლი მკერდზე მიადო, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და მონატრებული სურნელი უფრო ახლოდან ჩაისუნთქა.
-სესილია… - მისი ქცევით დაბნეულს თვითონაც მოედო არასასიამოვნო შეგრძნება, გული უცნაურად აუჩქარდა და წამით შიშიც დაეუფლა.
-არ მინდა ისევ დაგკარგო… შეიძლება ვერ გეხები, ვერ გეხვევი, მაგრამ მინდა კიდევ დიდხანს გიყურო. უშენობას მეორედ ვეღარ გადავიტან. - ატირებული ყველა გრძნობას უმხელდა რასაც იმ დროს განიცდიდა. გაშეშებულები იდგნენ, სესილიას მის მკერდზე ჰქონდა შუბლი მიდებული და კონსტანტინეს აჩქარებულ გულის ცემასაც გრძნობდა.
-ძალიან დიდხანს ვაპირებ შენი ყურებით ტკბობას სესილია, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. - ხელების მოხვევა და მისი გულში ჩაკვრა დააპირა, ისედაც დიდი ხანი იყო უნდოდა მონატრებულს ძლიერად მოხვეოდა, მაგრამ ზუსტად მაშინ მოშორდა ნაკანი.
-ვერ გიტან როცა იმ ქალს შენთან ახლოს ვხედავ, გულის რევის შეგრძნება ყელში მაწვება. მკი.დია შენი მეგობარია თუ ვინ არის, ჩემი შვილის სიახლოვეს აღარ დავინახო. - ზიზღნარები ხმით ჩაილაპარაკა, მაგრამ ინდენად მშვიდი ხმა ჰქონდა პირველს წარბები შუბლზე აუვიდა.
-სესილია…
-თუ ის აქ სიარულს ურცხვად გააგრძელებს ამ სახლიდან წავალ, შენ კი ვერაფრით შემაჩერებ.
-გეყოფა.
-არ მეყოფა! იმ ყველაფრის შემდეგ ისევ აქ ზის ისეთი სახით თითქოს მე ვიყავი შენი საყვარელი რომელსაც შემთხვევით ბავშვი გაუკეთე და იმანაც დაგიმალა იმის შიშით რომ მოშორება არ მოგეთხოვა. იმდენად მაღიზიანებს თავს ძლივს ვიკავებ არ მივარდე და თმების თრევით არ გავაგდო სახლიდან, ან არ ავდგე და უკანმოუხედავად არ წავიდე. მთელი კვირის მანძილზე თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, შენ კიდე პირდაპირ სახლში დამისვი ჩემი შვილის წინ და დილით მორთმეული თაიგულივით დამახვედრე. იმის გამო დაგტოვე რომ ჩემმა საყვარელმა ძმამ დამაჯერა იმ ქალს ჩემზე მაღლა აყენებდი, სიმართლე გაირკვა, მაგრამ უკვე ვფიქრობ რომ მის სიტყვებშიც იყო რაღაც სიმართლე. დავიღალე, აღარ ვიცი რა გავაკეთო შენთან, ან სხვებთან. როგორი ურთიერთობაც გინდა ისეთი დაიჭირე, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს როგორც შენი შვილის დედას, ეგ ქალი მეორედ აღარ დამანახო და ეს საკითხი როგორც გინდა ისე მოაგვარე. - სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეს მიადო და შეეცადა თავი დაემშვიდებინა. - დავიღალე კონსტანტინე, წარმოუდგენლად დიდ სიმძიმეს ვგრძნობ და გთხოვ კიდევ უფრო ნუ მიმატებ.
-მოდი. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მტევნებზე ჩაკიდა ხელები, ფეხზე წამოაყენა და მისი მკლავები წელზე მოიხვია, შემდეგ მკერდზე მჭიდროდ მიიხუტა და საკუთარი სიმშვიდე სესილიასაც გაუზიარა. ერთმანეთის სურნელში ჩაფლულები, რამდენიმე წუთი იდგნენ გაუნძრევლად, ნელ-ნელა სხეულის ტემპერატურის მატებასაც გრძნობდნენ და ამ სიახლოვით მათ სხეულებში შემოჭრილი ვნება, რომელიც სურვილებს აღუძრავდა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს, გულთან ერთად სუნთქვასაც უჩქარებდა. - დილით ვინ მოგიყვანა? - სესილიას ყურთან დაიჩურჩულა, თან ტუჩები იქვე მიაკრო.
-ჩემმა კლიენტმა. - თვალებ მინაბულმა თავი უკან გადასწია კაცისთვის უფრო რომ გაეადვილებინა მისი სახის დაკოცვნა.
-რომელი კლიენტი?
-სახლი უნდა გადავუკეთო. - თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, კაცის ტუჩები ნიკაპთან რომ იგრძნო.
-მომენატრე. - ტუჩთან ახლოს აკოცა და სესილიას პადუხის მოლოდინში ძლივს შეიკავა თავი სასურველ ტუჩებს რომ არ დაპატრონდბოდა.
-ტკივილამდე მენატრები. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საკუთარ ტუჩებზე მონატრებული კაცის ტუჩები რომ იგრძნო ცრემბლებმა მაშინვე დატოვეს მისი თვალები. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა მთლიან სხეულზე კანი დაუხორკლა, დაჭიმული სხეული წამებში მოუდუნდა და ისეთი სიმსუბუქე იგრძნო ეგონა მალე ფრენას დაიწყებდა. კაცის დაჭიმული მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოეხვია, იმ ერთ კოცნაში ჩაატია ყველა გრძნობა და მონატრებულ შეგრძნებებს თავი ძლივს დააღწია როდესაც კარზე კაკუნი შემოესმა. გაბრუებული ქალი ერთ ადგილას გაშეშებული დატოვა, თვითონ კი კარები ნახევრად გამოაღო და ქვევიდან მომზირალ შვილს გაკვირვებული დააშტერდა.
-რა ხდება?
-ვნერვიულობ.
-რაზე მა? - მის წინ ჩამუხლულმა თავზე გადაუსვა ხელი და თავისნაირ თვალებში მომღიმარი ჩააშტერდა.
-დედა კარგად არ არის. - მის გასაგონად დაიჩურჩულა უმცროსმა პირველმა.
-ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება, უბრალოდ გადაიღალა და დასვენება სჭირდება.
-მართლა?
-ჰო.
-არ აწყენინო ხო?
-არა. - გაეღიმა მის ნერვიულობაზე, ზოგჯერ მართლა როგორ ჰგავდა და ასეთი დოზით მსგავსებას ვერაფრით ხსნიდა. უკანმოუხედავად გაბრუნდა ბავშვი, კონსტანტინე კი სესილიასკენ შებრუნდა. - მადლობა სესა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორი მადლიერი ვარ მისი არსებობით. ყოველ ჯერზე იმის დანახვა თუ როგორ მგავს, სუნთქვას მიკრავს და კიდევ უფრი მაბედნიერებს. - თმები სახიდან გადაუწია, შემდეგ შეფარკლულ ლოყებზე მიეფერა.
-რაღაც არ მითქვამს შენთვის. - თვალებ ამღვრეულმა თავი დახარა, პირველი კი ინტერესით მიაშტერდა მის სევდიან მწვანე სფეროებს. - მესამე თვეში ვიყავი მუცლის ტკივილმა რომ გამაღვიძა, ჩემს ყვირილზე მაშინვე სასწრაფოში დარეკა ანრის შეყვარებულმა, მერე შევამჩნიე რომ საკუთარ სისხლში ვიწექი და პანიკა დამეწყო. იქვე პატარა საავადმყოფოში მიმიყვანეს და ბევრი წვალების შემდეგ ბავშვი ძლივს შემინარჩუნეს… მითხრეს რომ ნაყოფი კარგად იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ სხეულში გაჩენილ სიცარიელეს და შფოთვას ვერაფრით ვიქრობდი…
-რის თქმას ცდილობ… - თვალები დაუმრგვალდა პირველს, სესილიას კი მთლიან სახეზე სევდა გადაეკრა.
-ვფიქრობ რომ წესით ახლა ორი ბავშვი უნდა გვყავდეს, მაგრამ იმ დღეს ერთი მომშორდა… - ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან ლოყა კიდევ უფრო კარგად მოათავსა კაცის ხელის გულში და ქვევიდან ისე ახედა.
-შენი ბრალი არ არის ხომ იცი?
-არ ვიცი. - სახე კვლავ მკერდზე მიადო და განთავისუფლებულმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-წასვლა მაინც არ მინდა.
-გაბრიელივით ჯიუტობ. - შეკრულ წარბებს შორის აკოცა, მერე ლოყაზე მიაკრო ტუჩები და მთლიანად მოშორდა.
-როდის წავა ის ქალი.
-სესილია...
-ვერ ვიტან.
-მეგისთან ურთიერთობა შენს მერე აღარ მქონია და თან შეყვარებული ჰყავს.
-არ მაინტერესებს, არ მინდა ჩემს შვილს მასთან კონტაქტი ჰქონდეს.
-ვფიქრობ ზედმეტი მოგდის.
-ძალიან ბევრი მოვუთმინე, ბევრი რამ გავუტარე, საბოლოოდ მაინც მის გამო წავედი, ჩემს შვილს მამა წავართვი, ახლა კი არაფრის მოთმენას და გატარებას არ ვაპირებ. გითხარი არ მსიამოვნებს მისი ჩემს სიახლივეს ყოფნა, დღეის შემდეგ აღარც ვიქნები და იმედი მაქვს ჩემი და ჩემი შვილის ცხოვბრებიდან ამოშლაში დამეხმარები.
-ჩვენი სესა, ჩემი შვილიც არის.
-რატომ არ გესმის კონსტანტინე?
-მესმის სესილია მაგრამ დაფიქრდი რას მთხოვ, ასე უბრალოდ ვერ ვეტყვი ჩემს სახლში აღარ მოხვიდეთქო.
-მე ვეტყვი.
-გეყოფა.
-წავალ.
-ვერსად ვერ წახვალ.
-როგორ უნდა იმეგობრო ქალთან რომელთანაც სურვილებს იკმაყოფილებდი? მაშინ მიდი სხვა შენი საყვარლებიც მოიყვანე და ერთად გავატაროთ საღამო სიცილკისკისში.
-რა სისულელეებზე საუბრობ.
-გული მერევა. - ყელზე გაუაზრებლად მოიკიდა ხელი რამდენიმე წამით, ბრაზი აწვებოდა იმის გამო რომ კონსტანტინე მის ნათქვამს ვერ ხვდებოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა გაგება.
-ცოტა ხანს გაუძელი.
-მაშინ არ დამელაპარაკოს თავისი ბანძი ტონით, რომელიც მიტოვებულ საყვარელს მახსენებს.
-კარგი, ვეტყვი არ დაგელაპარაკოს ბანძი ტონით. - ეცადა არ გასცინებოდა, ტუჩები კბილებით დაიჭირა და სესილიამაც წამსვე გამოხედა.
-სასაცილო ვარ ნამდვილად, მას რომ აქ ვაჩერებ და საერთოდ მე რომ ვჩერდები…
-როდის შეწყვეტს ამაზე საუბარს.
-სანამ აქედან არ წავა.
-წავიდა… უკაცრავად შემოჭრისთვის, საპირფარეშოსკენ მივდიოდი და შემთხვევით გავიგე. - მომღიმარმა ანდრომ შეყო თავი კაბინეტში და სესილიაც მაშინვე წამოწითლდა სახეზე, მერე კი კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა.
-ძალიან კარგი. საუბარიც დავამთავრე. - თავ აწეულმა აუარა გვერდი პირველს, კარები ფართედ გამოაღო და მისაღებში გავიდა.
-სერიოზული პრობლემაა.
-როგორ ვუთხრა მეგის ჩემთან სახლში აღარ მოხვიდეთქო. - სიმწრით გაიცინა, თან სახეზე ჩამოისვა ხელები, მაგიდაზე ჩამომჯდარი ანდრო კი ხელის გულებით ზედაპირს დაეყრდნო და მეგობარი ისე შეათვალიერა.
-ვფიქრობ თვითონ მეგი აღარ მოინდომებს მოსვლას. სესილიას ვერ უგებს.
-ახალი ამბავი. - თვალები აატრიალა, მერე კი მასზე მიშტერებულ მეგობარს თვალი გაუსწორა. - რამის თქმა გინდა ანდრო?
-არა. - მაშინვე მოეგო გონს, სრაფად გასწორდა, თან თავზე ხელი გადაისვა. - ვფიქრობდი როდის დაგვენიშნა ნათლობა. რომ ვუყურებ ვეღარ ვითმენ. - სიცილით დაიძრა გასასვლელისკენ კონსტანტინეც უკან აედევნა ნელი ნაბიჯებით.
-მეგი რატომ წავიდა?
-ეს ბავშვი ზედმეტად დაგემსგავსა, შენ რომ იცოდი ხოლმე ვიღაცის ამოჩემება, ეგრე აიგნორებდა მეგისაც შენი შვილი, ბოლოს ადგა და წავიდა.
-მხოლოდ კარგი არ გამოჰყოლია ჩემგან.
-შენგან რა გამოჰყვა კარგი? - წარბები ასწია, პირველის შეკრულ წარბებზე კი ხმამაღლა გაიცინა. - მაგარი ბავშვია რა, რაც დღეს მაცინა მაგდენი ბოლოს როდის ვიცინე აღარც მახოვს.
-ეს გოგო ნეტა როდისმე თუ გაიზრდება… - გაოგნებული შვილის წინ მდგომ დას შეხედა, რომელიც საშიშ ისტორიას უყვებოდა ბავშვს და ეგონა პატარა პირველის გამომეტყველება მისი შიშისგან იყო გამოწვეული. მოულოდნელად შეტრიალდა გვერდზე, მისაღებში შესული მამისკენ გაიქცა და ხელები ფეხებზე შემოხვია.
-ეს ქალი მომაშორე მამა, მგონი ვერ არის. - ქვევიდან ახედა პირველს და გაოგნებულმა ჩუმად ამოილაპარაკა. ანდროს მაშინვე ხარხარი აუტყდა, კონსტანტინემაც ვერ შეიკავა სიცილი და წარბ შეკრულ დას სიცილით გადახედა.
-პატარა, შენი აზრით რამდენი წლისაა შენი ძმისშვილი? - თავზე გადაუსვა ანდრომ ხელი, იგრძნო მისი შეხებისას როგორ გაშეშდა ნინი და სხეულში კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა.
-ხუთი. - თვალები აატრიალა, თან ჯერ კიდევ მამის ფეხზე მიხუტებულ ძმისშვილს შეხედა.
-ეს იმას ნიშნავს რომ უფრო მეტის არის.
-სესილია რა არის, ცოტა მაინც ვერ დაიმსგავსე? ჩემი ძმის ხასიათის შესწავლას წლები მოვანდომე და ახლა კიდევ ერთ მისნაირს დარჩენილი წლები როგორ შევწირო, თან ეს პატარაა, გაზრდასთან ერთად რამდენჯერ შეიცვლება…
-ხშირად მოდი ხოლმე მამი და ჩემთან ერთად რომ გაიზრდები, ეგ შეწირვა აღარ დაგჭირდება.
-მომესმა თუ მართლა თქვა? - თვალებ გაფართოვებულმა მოათვალიერა იქ მყოფები, მერე კი სწრაფად წამოხტა ფეხზე და მის რეაქციაზე წამებში გაქცეულ ბავშვს უკან გაეკიდა.
-არა კი ველოდი ამის შვილი რაღაც მსგავსი რომ გამოვიდოდა მაგრამ მთლად ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი. უი ხო წეღან თქვა რომ და უნდა… - ნამიოკად ჩაუგდო წყვილს, მაგრამ რეაქცია არც ერთს ჰქონია.
-კი, ბევრჯერ გამიმეორა.
-შენ რას აპირებ სახლის აშენებაზე ანდრო? - მშვიდად ჰკითხა სესილიამ, კაცი კი ლამის საკუთარი ნერწყვით დაიხრჩო. მის რეაქციაზე წარბები შეკრა პირველმა, მაშინვე სესილიას გადახედა და მის ღიმილზე მიხვდა მის ლამაზ თვალებს ყველაფერი დაენახა და გაჩენილი ეჭვები ახლა უფრო გაუმძაფრდა.
-რა ვთქვი ასეთი სესილია ასე რომ გამიმეტე. - წყლ.ის დალევის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ჩაახველა, ბოლოს სულიც მოითქვა და მისაღებში დაბრუნებულ ნინის შეხედა.
-მაპატიე. - მომღიმარმა მოუბოდიშა, თან ქვედა ტუჩზე იკბინა.
-აუ ანდრო შეგიძლია სახლში გამიყვანო? - ხელი ჩაკიდა სავარძელში მჯდომს და ზემოდან დააჩერდა ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი.
-ტაქსით ვერ წახვალ? - წარბები ასწია კონსტანტინემ და ორივემ მას გადახედა დაბნეული თვალებით.
-სად ტაქსით წასვლა და სად ანდროს მომსახურება კოსტა, თან ძალიან გემოვნებიანი ფლეილისთი აქვს.
-როგორ გამითამამდი. - თვალები მოჭუტა ნიკოლაიშვილმა, ნინის კი ლოყები შეეფარკლა და ხელიც გაუშვა.
-მე ყოველთვის ნიკუშას ძმაკაცებს დავყავარ… - სიტუაციის განსამუხტად ჩაილაპარაკა, თან თითების წვალება დაიწყო.
-დაურეკე რომელიმეს და წაგიყვანოს, რომელი მოცლილი ანდროა. - მათი ყურებით ნერვებ მოშლილს აშკარად შეეტყო გაღიზიანება და ანდრომაც წარბები შეკრა.
-რა გჭირს შე ჩემა… მიდი ჩაიცვი და გაგიყვან. - ფეხზე წამომდგარმა ზურგზე ხელის მიდებით ანიშნა გასასვლელისკენ, ნინი კი კვლავ კონსტანტინეს უყურებდა.
-აუუ მამიდა მიდიხაარ? - ქვევიდან ახედა გაბრიელმა და გოგოც მისკენ დაიხარა.
-ჩემო პატარა, ხვალ მოვალ ისევ, დღეს წასვლა მიწევს.
-შენ სამშაბათსაც მითხარი რომ მეორე დღეს მოხვიდოდი მაგრამ გადააცილე.
-გპირდები ხვალ აქ ვიქნები.
-კარგი… გამიშვი. - ქალის მკლავებში მომწყვდელს არაკომფორტულობის შეგრძნება რომ დაეუფლა მაშინვე სცადა თავის დაღწევა და ნინიც თავის ქნევით მოშორდა.
-იმედია რომ გაიზრდები და ვინმე შეგიყვარდება იმასაც არ ეტყვი ნუ მკოცნი და მეხუტებიო.
-ეგრე არავინ შემიყვარდება.
-ოჰ… ვნახოთ ერთი. - წარბები ასწია ძმისშვილის პასუხზე, მერე გასასვლელისკენ დაიძრა.
-საღამოს გნახავთ. - მხარზე მიარტყა ხელი კონსტანტინეს და გარეთ გასული პირდაპირ მანქანისკენ წავიდა.
-შენც შეამჩნიე ხო? - წარბშეკრული შებრუნდა სახლში, სესილია კი წინ ჩამოუდგა და ქვემოდან აბრჭყვიალებული თვალებით ახედა.
-შენ თქვი რომ შენთვის ორი საყვარელი ადამიანის ბედნიერების გარდა არაფერი გენდომებოდა და ახლა ნუ ჭედავ.
-მითხრა რომ მარიტა როგორც და ისე უყვარდა რადგან მის გაზრდაში თვითონაც იღებდა მომაწილეობას, ნინი კი უკვე გაზრდილი გავიცანიო.
-კოსტა…
-ნუ პირდაპირ ასე არ უთქვამს მაგრამ ასე გამოუვიდა.
-შენც ხომ არ იცნობდი ნინის.
-რა მნიშვნელობა აქვს, ნინი ჩემი დაა, ანდრო ჩემი ძმა.
-შენც ხომ იცი რომ ახლა სისულელეებს ლაპარაკობ შენი ეგოისტობის გამო. ალბათ როგორ იკავებენ თავს შენს გამო.
-შეიკაონ, არაუშავს.
-რატომ იქცევი ასე? - ლოყაზე ჩამოატარა თითები, მერე კი მისი ლოყა მოიქცია ხელის გულში.
-თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ერთად რომ წარმოვიდგენ.
-ხომ იცი რა ძნელია როცა საყვარელ ადამიანთან ყოფნა გინდა, გინდა შეეხო, აკოცო, გულში ჩაიკრა და აღარ გაუშვა, მოეფერო ისე როგორც მოგინდება, მაგრამ არ შეგიძლია. რატომ ურთულებ ისედაც რთულ სიტუაციას როცა შეგიძლია ორივე ბედნიერი ნახო.
-თვითონ არაფერს მეუბნება, მე ხომ არ ვეტყვი ვიცი ჩემი და რომ გიყვარს და ჩემგან ნებართვა გაქვსთქო. მოვიდეს, მითხას, დამელაპარაკოს თავის გრძნობების შესახებ და მერე სხვანაირად ვიფიქრებ. რას მალავს, მართლა ჰგონია რომ ვერ ვხვდები, თუ მადებილებს და თავსაც იდებილებს. - ჩუმად ლაპარაკობდა, თან სესილიას თვალს არ აშორებდა.
-ალბათ სცხვენია შენთან აღიარება. სხვა ქალი რომ შეჰყვარებოდა დარწმუნებული ვარ მაშინვე გეტყოდა.
-მე მისი ბავშვიბის მეგობარი ვარ სესილია, რისი სცხვენია.
-ზუსტად მაგიტომ, ნუ იშტერებ თავს. ლილიანმა წლების მანძილზე ისიც კი ვერ მითხრა რომ ჩემი ძმა უყვარდა, მერე საერთოდ მასთან იწვა რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა რომ იცოდა სხვას ვერაფერს მიიღებდა. მე ეს ყველზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე ცუდი სახით გავიგე და იმ წუთებში ზიზღის, მოტყუების და იმედგაცრუების გარდა ვერაფერი ვიგრძენი. შენ კიდე ორივე წინ გყავს, ხედავ ერთმანეთი უყვართ და წესით ამაზე საერთოდ არ უნდა ჭედავდე.
-ეგ როდის გაიგე.
-შენ რომ გელოდებოდი მაშინ მახარა. - სწრაფად მოაშორა ხელი პირველს, ზურგი აქცია და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-ნაბი.ჭვარი. - ზიზღით წარმოთქვა სიტყვები, სესილიამ კი სევდიანი თვალებით შეხედა წამით. - ვცდილობ სესილია, ხომ ხედავ რომ ვცდილობ? - თვალებ დახუჭულს მტევნები შეეკრა, თავდახრილი იდგა და დამშვიდებას ცდილობდა.
-ვხედავ და ვაფასებ კონსტანტინე. - ოდნავ გაუღიამა, მერე კი იქვე ჩუმად მყოფ შვილს მიუახლოვდა და ხელები ძლიერად მოხვია. ჩუმად ეფერებოდა მულტფილმის ყურებაში გართულს, კოცნიდა, ესიყვარულებოდა, ბავშვი კი არაფერს ეუბნებოდა და ცოტა უკვირდა კიდეც. გრძნობდა როგორ ამოისუნთქავდა ხოლმე ამდენი ფერებით მობეზრებული, ვერ ხვდებოდა რატომ არ ცდილობდა ბავშვი მის მოშორებას, გული უცნაურად უცემდა და ამ უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს შვილის მუხლებზე მოათავსა თავი, მან კი მაშინვე ახლართა დედის თმებში თითები და სესილიასაც ბედნიერება მოედო სხეულში. მათი ყურებით გართული პირველიც მალევე მიუახლოვდა დედა-შვილს, გაბრიელის გვერდზე მოთავსდა, ბავშვს თავზე აკოცა, სესილიას ფეხები კი საკუთარ მუხლებზე დაილაგა. თვალებ მოჭუტულმა დახედა დედის ფეხებზე მოთავსებულ ხელს, მერე გვერდზე მჯდომ მამას ახედა და მის ჩაკრულ თვალზე ნაცრისფერი სფეროები წამსვე გაუბრწყინდა. კითხვის დასმა ვეღარ გაბედა ბავშვმა, მაგრამ ხვდებოდა მშობლები მალე შერიგდებოდნენ და შინაგანად ძალიან უხაროდა. ჩაფიქრებული მისჩერებოდა ტელევიზორს კონსტანტინე, ეღიმებოდა იმ სიტუაციაზე სადაც ახლა იყო, ვერასდროს წარმოიდგენდა შვილთან და საყვარელ ქალთან ერთად მხატრულ ანიმაციას თუ უყურებდა და ყველაზე მეტად ეს პატარა დეტალი გააბედნიერებდა. გრძნობდა სესილიას ფორიაქს, მისი ღელვა თვითონაც ედებოდა და უკვე მართლა ფიქრობდა სახლში დარჩენაზე. მალევე იგრძნო საკუთარ ხელზე ჩაბღაუჭებული თითები და სესილიას წამსვე გადახედა, ვერ იგებდა მისი ამღვრეული თვალების მიზეზს და ეს ყველაფერი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
-თქვენ დარჩით დღეს.
-არა წამოვალთ. - კონსტანტინეს თითებში ახლართა თავისები, პირველი კი მათ მიაშტერდა. ნაზად აკოცა მტევანზე, სესილიას კი წამსვე თვალები მიენაბა. ქალის რეაქციაზე გაეღიმა პირველს, ცერი ხელის ზურგზე გადაატარა და მოფერება ისე განაგრძო. - მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა ტუჩების მოძრაობით ანიშნა, პირველმა კი კვლავ დაუტივა კოცნა მტევანზე.
-დედა მიყვარხარ. - მოულოდნელად უთხრა ქალს, ნაკანს კი გაეცინა. ეგონა ეგოისტობდა, ბავშვი კი შინაგან ფორიაქს გრძნობდა და იმას ამბობდა რაც შიგნიდან აწვებოდა.
-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე. - თმიდან მოშორებული ხელი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა ხელის გულზე.
-ოო. - ბოლოს მაინც გასწია უკან და სესილიაც გააცინა. - რატო აკეთებ სულ ასე… ხო შეიძლება იქამდე გაჩერდე სანამ მე არ გავიწევი.
-არ შეიძლება. - სიცილით გადაუსვა ხელი თავზე.
-მა არც შენ გიყვარდა ბევრს რომ გკოცნიდნენ?
-არა და ხშირად არც არავის ვიკარებდი, არც ახლა ვიკარებ.
-და დედა?
-რა დედა? - წარბები ასწია მის კითხვაზე, თან მომღიმარ სესილიას დახედა.
-დედა რომ გკოცნიდა და გეხუტებოდა შენც წუხდებოდი?
-არა.
-აბა მე რატომ ვერ ვძლებ? - წარბშეკრულმა დახედა ქალს რომელიც ყურებამდე იღიმოდა.
-მე სხვანაირად მიყვარს დედა, შენ სხვანაირად, რომ გაიზრდები და ლამაზი გოგო შეგიყვარდება არც შენ შეგაწუხებს ბევრი ჩახუტება და კოცნა, პირიქით, უფრო მეტი მოგინდება. - ისე აღიარა სესილიას მიმართ სიყვარული თვითონაც ვერ გაიაზრა, ქალის გაბრწყინებულ თვალებს რომ წააწყდა მერე მიხვდა რაც თქვა და დაბნეულობისგან თვალები გაუფართოვდა, ჩაფიქრებულ შვილს გადახედა და მიხვდა ვერც ბავშვმა გაიაზრა როგორ გამოტეხა მამამისი დედის სიყვარულში.
-არ მჯერა მაგის. - ბოლოს ჩაილაპარაკა, სესილია კი სწრაფად წამოიწია და არც დაფიქრებულა ისე დაეტაკა კაცის ტუჩებს, მერე კი მთლიანი სახე დაუკოცნა იქამდე სანამ გააზრებას მოასწრებდა პირველი.
-აი, ხედავ? კიდევ ბევრი კოცნა და ჩახუტება უნდა.
-მამას ტუჩებში აკოცე? - თვალებ გაფართოვებულმა შეხედა ნაკანს, მერე მომღიმარ კონსტანტინეს ახედა.
-ჰო, დიდი ბიჭი რომ გახდები მერე შენც აკოცებ იმას ვინც შეგიყვარდება, შენც გეყოლება შვილი და ისე გეყვარება როგორც მამაშენს უყვარხარ. - ამის მოსმენისას სულ დაუმრგვალდა თვალები ბავშვს, ჩაფიქრებული მიაჩერდა ტელევიზორს და მას შემდეგ ხმაც აღარ ამოუღია.
-დედა… - რამდენიმე წუთის შემდეგ მშვიდად მყოფს თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა, სესილიამ კი მაშინვე გაახილა თვალები.
-რა გაინტერესებს?
-შენ ხომ სულ ჩემთან იქნები და შემაწუხებ ბევრი კოცნით?
-კი. - გაეცინა ბავშვის კითხვაზე, კიდევ უფრო იგრძნო მისი სიყვარული, მერე კი მწუხარება მოედო რადგან ამხელა სიყვარულით და ამ გრძნობით ავსების უფლება კონსტანტინეს წაართვა.
-სულ მე და მამასთან იქნები ხო? - თავი მიადო კონსტანტინეს, პირველიც მიხვდა რატომ სვამდა ბავშვი ამ კითხვებს და თავისთვის ეღიმებოდა.
-ჰო.
-ჩვენზე ძალიან ხომ არავინ არ გიყვარს?
-არა. - წარბები ასწია გაკვირვებულმა და ახალ კითხვას ინტერესით დაელოდა.
-მამა ხო სულ გეყვარება?
-გაბრიელ რა კითხვებს სვამ?
-მითხარი.
-მამაშენს დიდი ხნის წინ ვუთხარი რომ სულ მეყვარებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო, ახლაც მიყავრს და მერეც სულ მეყვარება. დაკმაყოფილდი?
-და რომ მინდა?
-ვიშვილოთ პატარა. - როგორც კი თქვა მაშინვე შეკრა წარბები გაბრიელმა და დედას სახე დაეჭვებულმა შეუთვალიერა. - რა? იცი რამდენ ბავშვს არ ჰყავს დედ-მამა? იზრდებიან სიყვარულის გარეშე, რამხელა სიკეთეა როცა აიყვან უსახლკაროს და როგორც საკუთარ შვილს ისე გაზრდი.
-ხო მაგრამ... შენ ვერ გააჩენ? - ბურტყუნით ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თან თვალი აარიდა სესილიას.
-გააჩენს მა, აბა რას იზამს. - შეწუხებულ შვილს თმები აუჩეჩა, მომღიმარ სესილიას შეხედა და თვალიც ჩაუკრა, ქალს კი მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა.
-დედა ნუ მაწვალებ! - წარბშეკრულმა შეხედა სესილიას, მან კი ცხვირზე მოუჭირა შვილს თითები.
-დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა დარჩენა?
-ახლა სხვა არაფერი მინდა სესა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-მაშინ ავდგეთ.
-სად მივდივართ?
-დიდ წვეულებაზე, სადაც ბევრი ხალხი იქნება და შენით ბევრი დაინტერესდება. - შვილის კმაყოფილ სახეზე თვალები აატრიალა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და გაბრიელიც წამოაყენა.
-რა იყო, ხომ იცი მიყვრს ყველას რომ ვაინტერესებ, მაგრამ არ შემეხებიან ხო?
-არა. - ხელჩაკიდებული დაიძრნენ კიბეებისკენ, პირველი კი მომღიმარი უყურებდა ლაპარაკში გართულ დედა-შვილს და იმ დროს თავს ყველაზე ბედნიერ კაცად გრძნობდა. ნელ-ნელა ყველაფერი გვარდებოდა, ამაში პატარა პირველიც უწყობდა ხელს მშობლებს, თანაც ისე რომ უკვე თვითონაც ვეღარ იაზრებდა.
უკვე ბნელოდა სახლი რომ დატოვეს, სესილიას ატლასის მწვანე კაბას თვალს ვერ აშორებდა, სიგიჟემდე უნდოდა მხრებზე დამაგრებული ბრეტელები, ნაზად რომ ეხებოდა ქალის ლამაზ მხრებს, ნელა მოეშორებინა, კაბისგან მტანჯველი სინელით გაენთავისუფლებინა, მისი სხეულის ყველა ადგილს შეხებოდა და დეტალები გონებაში სამუდამოდ აესახა.
კლასიკურად გამოწყობილი შვილი, იმ დროს ზედმეტად ჰგავდა, პირველი დანახვისთანავე მიხვდებოდა კაცი რომ წინ მამა-შვილი ედგა, დიდ დარბაზში შესვლისას კი მაშინვე მიიქცია პარტნიორების ყურადღება. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა პირველს თავის მსგავსი მემკვიდრე თუ ჰყავდა და ბავშვთან ერთად უეცარმა გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია. მშობლებს შორის მდგომს ხელები მათთვის ჩაეკიდა, ამაყი სახით მიაბიჯებდა და ხალხის ყურადღების შეგრძნებისას კმაყოფილების გრძნობა უმძაფრდებოდა.
-დედა შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ აქ. - მალევე ახედა ნაკანს, სესილიას კი ყურებამდე გაეღიმა. - მართლა.
-შეგჭამ. - ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა, იცოდა გაგიჟდებოდა იქ ხვევნა კოცნა რომ გაემართა და ტუჩსაცხის კვალი დაეტოვა მის სახეზე.
-მამა, ამ ქალს თბილ სიტყვებს რომ ეუბნებოდი თავს ვერც შენთან იკავებდა?
-ვერა. - გაბრიელის კითხვაზე ინსტიქტურად გაეღიმა, მერე სესილიას შეხედა და ვნებიანი გამოხედვით შეათვალიერა.
-ასე ნუ მიყურებ, ცუდად მხდი. - სუნთქვა შეკრულმა ძლივს მოახერხა ამოსუნთქვა, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი კაცის ტუჩებზე გაუშეშდა მზერა.
-ჩემი ბიჭიც მოვიდა. - მათ შეგებებულმა დავითმა მხარზე დაადო შვილიშვილს ხელი და მისკენ მისწია.
-მამა ცოტახანი ჩემთან მინდა იყოს.
-როგორც იტყვი. - ლოყა გაუწელა ბავშვს, მერე კი უკან დაიხია. - ულამაზესი ხარ სესილია.
-გმადლობთ. - თბილად გაუღიმა დავითს, მერე წელზე მოხვეული კონსტანტინეს ხელიც იგრძნო და კაცს გაკვირვებულმა ახედა.
-სესილია, ისეთი ლამაზი ხარ თავს ძლივს ვიკავებ, გთხოვ ამ საღამოს ეცადე ქალების გარდა არავის ესაუბრო თორემ რომ ვხედავ სხვები გიყურებენ და როგორც ახლა მე, ისე ფიქრობენ შენზე, ნერვები მეშლება. ცხოვრებაში რომ არ მიეჭვიანია, ახლა მეეჭვიანება და გთხოვ არ მომცე გაგიჟების საბაბი, დღეს ღამე ისედაც არ დავტოვებ მაგ კაბას შენს ტანზე.
-კოსტა… - მისი საუბრით გაბრუებული ვეღარც აზროვნებდა, სხეულში დავლილი ტალღები ფეხებს შორის თავს იყრიდა და იქვე სისველესაც გრძნობდა. მის სურნელს ყველასგან არჩევდა თავის გარშემო და თვალები დაუკითხავად ეხუჭებოდა მოწოლილი ვნებისგან.
-სესილია, დიდი ხანია არ მინახიხარ, მიხარია ასე მალე რომ შერიგდით.
-ჩემი დამსახურებით. - წინ მდგომი კაცი დაეჭვებულმა შეათვალიერა, არ ესიამოვნა მხარზე რომ შეეხო უცხო სესილიას, მაშინვე შეახსენა თავი იქ მყოფებს და კაცსაც გაეცინა.
-რა მაგრად გგავს ტო. - სიცილით დახედა გაბრიელს, ბავშვს კი წამსვე აენთო ნაცრისფერი თვალები და კონსტანტინემ მისი დაჭიმული სხეული რომ იგრძნო მხარზე მოხვია ხელი შვილს.
-სხვას ვის დაემსგავსებოდა. - მხარზე მიარტყა ხელი პირველმა, მერე კი მასთან საუბარი გააგრძელა. შესვლის წამიდან გრძნობდა ვიღაცის მზერას ნაკანი და ეს მზერა უცნაურ შეგრძნებას უჩენდა, ირგვლივ ყველას ათვალიერებდა, ბოლოს კი მზერის პატრონსაც მიაგნო და მისი ეჭვების გამართლებისას ოდნავ გაეცინა.
-ლევანთან მინდა მისვლა. - კონსტანტინეს გასაგონად ჩაილაპარაკა, პირველი კი თავის ქნევით დასთანხმდა, წინ მდგომ შვილს დიდი ხელი მკერდზე მიადო და მისი თითები რომ ჩაებღაუჭა მთლიან სხეულში სითბო მოედო.
-არ მომწონს დედას რომ ეხებიან.
-არც მე მომწონს. - მაშინვე გასცა პასუხი შვილს, მერე კი ორივემ სესილიას გააყოლა თვალი.
-გამარჯობათ. - დაბნეულ კაცს ხელი გაუწოდა, თან ოდნავ გაუღიმა.
-სესილია, როგორ გავხარ მამაშენს. - თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა ლევანს, მაშინვე პატარა გოგო გაახსენდა თავის მკლავებში რომ იძინებდა ხოლმე და თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
-ამის მოსმენა ყოველთვის მსიამოვნებს.
-მახსოვს ჩემი ნაყიდი დათუნიის გარეშე ვერ იძინებდი, ახლა კი საკუთარი შვილი გყავს. - დაკარგული წლების შეგრძნებისას გულში ჩხვლეტა იგრძნო.
-თქვენ მიყიდეთ? ახლაც კი მაქვს. - სახლში ნაპოვნი სათამაშო მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში, კაცსაც თვალები გაუბრწყინდა მოსმენილისგან.
-მართლა?
-ჰო, სახლში ყველაფერი ძველებურად არის.
-ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დავუშვი, ყველაზე დიდი კი თქვენგან წასვლა იყო. შენ არ უნდა დამეტოვებინე.
-ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მთავარია გამოსასწორებლად რას გავაკეთებთ.
-რაც არ უნდა გავაკეთო, განვლილ წლებს ვერ დავაბრუნებთ და ეს არის გულდასაწყვეტი, სესა. - ოდნავ გაუღუმა ნაკანს, მას კი თვალები გაუფართოვდა დაძახებულ სახელზე. - სესა პირველად მე დაგიძახე, მერე მამაშენმა მომბაძა. - ამაყად გამოაცხადა, სესილიას კი თვალები გაუბრწყინდა. - მე მამაშენი ვერასდროს ვიქნები, მაგრამ თუ რაიმე დაგჭირდება, თუნდაც უბრალოდ ჩახუტება, იცოდე რომ შეგიძლია ყოველთვის მოხვიდე ჩემთან. სანამ წავიდოდი ჩემი პირველი შვილი შენ იყავი, ყველა ღამე მახსოვს რომელიც გამათენებინე, თან სულ ტიროდი და ძლივს გაჩუმებდით.
-უცნაური სითბო მოდის თქვენგან, ნაცნობი, მამისეული. ახლა თქვენი ყურებისას მამაჩემის სახე მიდგას წინ.
-მიხარია ამას თუ გრძნობ… ბინა რა მდგომარეობაშია?
-წლების მანძილზე ხელუხლებელია, მე არასდროს მივსულვარ, პირველად ერთი კვირის წინ ვიყავი.
-თუ უფლებას მომცემ მინდა მისვლა.
-რა თქმა უნდა, რომელიმე დღეზე შევთანხმდეთ და ერთად მივიდეთ, გასაღები მე მაქვს.
-გამიხარდა შენი ნახვა სესა, შენი ბედნიერების გარდა სხვა არაფერი მინდა, ჩემი ერთადერთი ნათლული და ადამიანი შენ ხარ რომელიც ჩემი უახლოესი მეგობრისგან დამრჩა. სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს.
-მთავარია ორივე დავბრუნდით.
-არც კი ვიცი რა ვთქვა ან ვიგრძნო როცა მასთან გხედავ ასეთ სიტუაციაშია. ალეს კონსტანტინე ძალიან უყვარდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს თქვენს ერთად ყოფნას როგორ შეეგუებოდა… ბავშვი მეორე მამამისია, რომ ვუყურებ კონსტანტინეს ბავშვობა მახსენდება, ის უფრო ურეაქციო და უემოციო იყო ოღონდ.
-ჰო, კიდევ კარგი მთლიანად მას არ ჰგავს.
-ვხედავ როგორ გიბრჭყვიალებს თვალები მისი ყურებისას.
-კონსტანტინე ერთადერთი კაცია რომლემაც გამაბედნიერა და თავი სრულყოფილად მაგრძნობინა, უთქმელად რთულ მომენტებში გვერდით დამიდგა და ბევრი წვრილმანის გადალახვაში დამეხმარა. ახლა კი ცდილობს მაპატიოს მისი ნაწილის წართმევა, გულის ტკენა და მიტოვება, მითუმეტეს მას შემდეგ რაც თვითონ გადაიტანა, ეს კაცი ჩემს თვალში ყველზე ძლიერი ადამიანია და ყველაზე მეტად მიყვარს.
-ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა და ალბათ ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ შენგან შორს ყოფნას. - მტევანზე მოხვია თითები და ხელის ზურგზე აკოცა. მერე კი სიტყვის უთქმელად წამოდგა და იქაურობა დატოვა. მთელი საღამოს მანძილზე სხეულში გაჩენილ ფორიაქვს ვერაფერს უხერხებდა, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა, ყველა ერთმანეთში ირეოდა, საუბრობდნენ, იცინოდნენ. კონსტანტინე ახალ პარტნიორთან ერთად ახალი საქმის წამოწყებას აღნიშნავდა, შვილს გვერდიდან არ იცილებდა და იმ დღეს ყველასთვის ცივი და უხეში კონსტანტინე პირველი, ბედნიერებისგან ანათებდა. მისი გამოხედვა სუნთქვას უკრავდა სესილიას, მისდამინ მომატრებას კიდევ უფრო უმძაფრებდა, მომენტებში გული უცნაურად შეუთამაშდებოდა ხოლმე, ოდნავ ჩხვლეტასაც გრძნობდა და მისი შეხების სურვილი უფრო იზრდებოდა.
-კარგად ხარ?
-თავბრუ მეხვევა. - წელზე მოხვეულ ხელს ჩაეჭიდა, კონსტანტინეს ქვემოდან ახედა და მისი სახე ბუნდოვნად გაარჩია.
-რამე დალიე?
-ჰო, ორი ჭიქა შამპანიური... გული მტკივა. - მკერდზე ხელი მიიჭირა ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. - მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ტუჩები კი ყელზე მიაწება და იმწამსვე იგრძნო როგორ დაუარა ტალღამ სხეულში კაცს.
-წავიდეთ.
-გაბრიელი?
-მამაჩემი წამოიყვანს.
-გააფრთხილე.
-აქ დამელოდე. - გასასვლელ კართან დააყენა, თვითონ კი მამისკენ წავიდა, რომელსავ გაბრიელისთვის ხელი ჩაეკიდა და წინ მდგომებს ელაპარაკებოდა. - მე და სესილია მივდივართ და გაბრიელს ხომ მოიყვან სახლში?
-კი, აბა რას ვიზამ. - სახე გაბრწყინებული მაშინვე დაეთანხმა, ბავშვმა კი წამსვე ახედა კონსტანტინეს.
-ნუ მებღვირები, და ხომ გინდა? - სიცილით გადაუსვა თავზე ხელი, გაბრიელმაც ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მომღიმარმა დაუქნია თავი. - ჭკვიანად მოიქეცი. - შუბლზე აკოცა, მერე გასასვლელისკენ გაიხედა და სესილია რომ ვერ დაინახა გარეთ სწრაფად გავიდა, მოყვანილ მანქანასთან იდგა, საბარგულს იდაყვით დაყრდნობოდა და ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. - მაშინებ სესილია.
-თავს ცუდად ვგრძნობ…
-მოდი დაჯექი.
-მაკოცე. - მანქანაზე მიყრდნობილმა კისერზე მოხვია ხელები და კაცი თავისკენ მისწია.
-ხომ იცი არ მომწონს… - საუბრის გაგრძელება არ დააცადა ნაკანმა ისე მიაკრო ტუჩები სასურველ ბაგეებს და პირველიც კოცნაში აიყოლა. - ჯანდაბა, რა გჭირს. - სახეზე მოკიდა ხელები ვნებისგან თვალებ დაბინდულმა, მერე კი მოულოდნენად გაჩენილ მკვეთრ სინათლეზე მისი გაფართოვებული მწვანე თვალებიც დაინახა, ძლიერი ხელის კვრა იგრძნო, რომელმაც მიწაზე დაცემა აიძულა, შემდეგ შეჯახების ხმამ ყურებში აუტანელი წუილი გამოიწვია, ვერ მიხვდა რა მოხდა, იქამდე სანამ ძირს დავარდნილი სხეული არ დაინახა, მერე კი გონება მთლიანად დაებინდა, ისე სწრაფად გაჩნდა მასთან გააზრებაც ვერ მოახერხა და ქალმა ძლივს შენარჩუნებული გახელი თვალები რომ მინაბა, შიშმა მთლიანი სხეული მოიცვა, ადგილზე გააქვავა და მოძრაობის უნარი საერთოდ დააკარგინა.
***
საავადმყოფოს დერეფანში იატაკზე მჯდომს სახე ხელებში ჩაერგო, კედელს წელით ეყრდნობოდა და ირგვლივ მყოფების საუბარი ბუნდოვნად ესმოდა. გული იმაზე ნელა უცემდა ვიდრე შესაძლებელი იყო, კადრები გონებაში გაუჩერებლად ტრიალებდა, თავი სტკიოდა ყურებში წუილის შეგრძნებისგან, ვერც ხვდებოდა როდის ან როგორ ახერხებდა სუნთქვას. სისხლში ამოსვრილ საკუთარ ტანსაცმელს ხშირად დახედავდა ხოლმე, მაშინვე სუნთქვა ეკვროდა წითელი ფერის დანახვისას, წარმოიდგენდა დარჩენილ დროს საყვარელი ქალის გარეშე და სიცოცხლის სურვილი თვითონაც უქრებოდა.
დრო მტანჯველად იწელებოდა, საათები ჩვეულებრივთან შედარებით ნელა გადიოდა, საოპერაციოს კარი კი არა და არ იღებოდა. უკვე ვეღარ ძლებდა, ვერც გულში არსებულ ტკივილს უძლებდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახა სესილიას მომღიმარი სახე და მისი ბრჭყვილა თვალები რომლებიც მის ცხოვრებას აფერადებდა.
-ჰეი, ადექი. - მხარზე ხელი მიარტყა თავზე წამომდგარმა ანდრომ და პირველიც გონზე მოიყვანა.
-თავი დამანებე. - უხეში ტონით გასცა პასუხი ხმა ჩავარდნილმა, ნიკოლაიშვილიც რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურებდა, მერე კი მკლავში სწვდა და ფეხზე ძალით წამოაყენა. წამსვე შებარბაცებულს საყრდენად ამოუდგა და მასთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა. მიუხედავად პირველის წინააღმდეგობისა, მაინც მოახერხა სუფთა ჰაერზე მისი გაყვანა. ისედაც ნეგატიური ემოციებით დამუხტულს ცივი ჰაერი სხეულზე არასასიამოვნოდ მოედო, კაცმა კი იქვე სკამზე დასვა და რამდენიმე წამში მოკიდებული სიგარეტი პირში ლამის ძალით ჩატენა. - რამე რომ მოუვიდეს… - რამდენიმე ნაფაზის გამოქაჩვის შემდეგ გონზე მოსულმა სახე ხელებში ჩარგო, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, თან თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-თავი ხელში უნდა აიყვანო… ყველაფერი კარგად იქნება, შანსი არ არის ამდენი ხნის და ამდენი რამის გადატანის შემდეგ მის გარეშე მოგიწიოს ცხოვრების გაგრძელება.
-რატომ ხდება რაღაც ზუსტად მაშინ როცა ბედნიერებას ვგრძნობ.
-ალბათ მაგ ბედნიერების დასაფასებლად. - ფილტვებში გაჩერებული კვამლი სიტყვებს ამოაყოლა, ცას ახედა რამდენიმე წამით, შემდეგ კი კვლავ მეგობარზე გადაიტანა მზერა. - დროს ვერ ვაფასებთ, ხშირად ვაგვიანებთ ჩვენი უმოქმედობით, იმის მაგივრად რომ საყვარელ ადამიანებთან ყოველი წუთით დავტკბეთ, ჩვენი პრინციპების, კომპლექსები და სხვა მაგავსი თვისებების გამო დროს ვკარგავთ. რა მოხდებოდა პირველივე დღესვე რომ გეპატიებინა, გულში მაგრად ჩაგეკრა, ყველაფერი დაგევიწყები და ბედნიერება მაშინვე შეგეგრძნო. ალბათ საჭიროა ცხოვრებაში ასეთი მომენტები იმის უკეთ დასაფასებლდ რაც გვაქვს. - მხარზე დაადო ხელი, თითები ოდნავ მოუჭირა და სიგარეტის წევაში გართულს პროფილი შეუთვალიერა.
-შენზე რას იტყვი? რატომ კარგავ დროს?
-რა?
-როდის აპირებ ნინიზე თქმას. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს ანდროსთვის, ნიკოლაიშვილი კი ადგილს მიეყინა. ხელიც გაუშეშდა და მეგობრისკენ მიმართული თვალებიც. მერე თავისთვის გაეღიმა როცა მიხვდა რომ კონსტანტინემ მისი გრძნობების შესახებ იცოდა, რათქმაუნდა ეცოდინებოდა, ის ხომ მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ერთმანეთის აზრები თუ გრძნობები ორივეს კარგად ესმოდა.
-ის ქალი ჩვენზე მეტად ნერვიულობს. - სწრაფად შეცვალა თემა და ამით ანიშნა პირველს რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ არ სურდა.
-ვინ ქალი?
-ვინც სესილიას დაეჯახა… მუხრუჭის ნაცვლად შემთხვევით გაზის ბერკეტს დააჭირა ფეხი…
-და შემთხვევით ლამის ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა… აქამდე რატომ არაფერს ამბობენ. - სახეზე ჩამოისვა ხელები, თითქოს უკვე გონზეც მოდიოდა და ტვინი მუშაობას იწყებდა.
-მა… - მოულოდნელად შემოესმა ბავშვის ხმა პირველს, ისიც კი იფიქრა რომ მოელანდა, მაგრამ მალევე გაარჩია წინ მდგომი გაბრიელი, თვალებ ამღვრეული, ანერვიულებული გამომეტყველებით რომ შესცქეროდა.
-აქ რა გინდა პატარა? - უცებ გამოფხიზლებულმა წელზე მოხვია ხელი, კალთაში ჩაისვა და ლოყაზე აკოცა.
-არ იძინებდა, არ მომასვენა მამასთან წამიყვანეო და წამოვიყვანე. არის რამე ახალი? - ბავშვს მოყოლილმა დავითმა უცებ გასცა პასუხი, კონსტანტინემ კი უბრალოდ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-შევიდეთ, ცივა აქ. შენ წადი სახლში.
-დავრჩები.
-არ არის საჭირო მამა, ტყუილად უნდა იყო აქ. - ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩაკიდა შვილს და შენობაში ისე შევიდა უკან აღარც მიუხედავს.
-დედა ხო კარგად იქნება?
-კი მა, აი იმ კარიდან ცოტახანში ექიმი გამოვა და გვეტყვის როდის შევძლებთ მის ნახვას. - თმაზე გადაუსვა ხელი, ტუჩები თავზე მიაკრო და თვალ დახუჭულმა მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - მოდი ჩემთან. - გვერდზე მჯდომი საკუთარ მუხლებზე დაისვა, ბავშვმაც უცებ ჩარგო სახე კონსტანტინეს ყელში და თვალები მინაბა. - მალე გამოკეთდება დედა, მერე სულ ჩვენთან იქნება. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს თავის თავს უფრო ამშვიდებდა ამ სიტყვებით ვიდრე ბავშვს, გაბრიელის იქ ყოფნით სესილიას ნაწილს გრძნობდა და სხეული შედარებით უმშვიდდებიდა. მალე ჩაეძინა მამის მკერდზე მიკრულ ბავშვს, კონსტანტინეს კი უბრალოდ თვალები დაეხუჭა, ფიქრებში ჩაკარგული დროს ვეღარ გრძნობდა, უფრო და უფრო მეტად განიცდიდა მონატრებას და ერთი სული ჰქონდა მისი მწვანე თვალები დაენახა. საბოლოოდ გაიღო საოპერაციოს კარი და ექიმის მომღიმარი სახის დანახვისას სხეულში სრული სიმშვიდე მოედო. თვალებ დახუჭულმა თავი კედელს მიადო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-რა მდგომარეობაა? - მიახლოვებულ ექიმს მაშინვე ჰკითხა ფეხზე მდგომმა ანდრომ.
-ერთი მხრივ გაგვიმართლა კიდეც დიდი მანქანა რომ იყო, თორემ ასეთი სიმძლავრით დაჯახებული სპორტული მანქანა სიარულის უნარს აუცილებლად წაართმევდა. მუცლის და მკერდის არეში უამრავი დაზიანება აქვს და ამიტომ დაგვჭირდა ამდენი ხანი, მერჯვენა მერვე და მარცხენა მეცხრე ნეკნი აქვს გატეხილი, გაგვიმართლა გულს რომ არ შეხებია, მაგრამ სხვა ორგანოები დააზიანა რამაც ორგანიზმში სისხლდენა გამოიწვია და პაციენტი ლამის დავკარგეთ. ასეთ მდგომარეობაში გასაკვირიც კი არის როგორ გადარჩა. საბოლოო ჯამში ყველაფერი სტაბილურად არის, დიდი ხანი მოუწევს წოლა და…
-მინდა სახლში წავიყვანო. - საუბარში ჩაერთო კონსტანტინე და კაცს ქვემოდან ახედა.
-კოსტა ჯობია…
-ხომ იცი რომ ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება, უბრალოდ მინდა სახლში იყოს, იქ უფრო კარგად მივხედავ.
-კარგი, მაგრამ იქამდე აქ იქნება სანამ მისი გადაადგილება უსაფრთხო არ გახსება.
-მადლობა. - ახლოს მდგომს მკლავზე მოუჭირა თითები, კაცმაც ხელი თანაგრძნობის ნიშნად ოდნავ მიარტყა მტევანზე, მერე კი ბავშს მიეფერა ზურგზე.
-ხვალამდე მაინც ვერ ნახავთ, თუ წასვლას არ აპირებთ ექთანს ვთხოვ თავისუფალ პალატაში საწოლი მოამზადოს. - ბავშვზე ანიშნა მომღიმარმა, დამშვიდოდების შემდეგ კი იქაურობა დატოვა.
-ხომ გითხარი. - მხარზე მიარტყა ანდრომ ხელი მეგობარს, რომელსაც შვილის თმაში ჩაერგო სახე.
-მის ადგილას მე უნდა ვიწვე ანდრო. მე მეჯახებოდა მანქანა, მაგრამ ხელი მკრა და ახლა შენც იცი რა მდგომარეობაშია. - ლოყა თავზე დაადო ბავშვს და გაოცებულ მეგობარს ქვემოდან ახედა. - გადარჩა ჰო, მაგრამ კიდევ რამდენი ტკივილის გადატანა მოუწევს სანამ არ გამოჯანმრთელდება. - თვალები დახუჭა იმის წარმოდგენისას როგორ მოუწევდა კვირების მანძილზე ქალს ყოფნა, რომ შესძლებოდა ყველა მის ტკივილს წაიღებდა, აღარ უნდოდა კიდევ სტკენოდა და ეგოისტურად იმაზეც კი ბრაზობდა რომ ხელი ჰკრა და მისთვის საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გასწირა. ამის გააზრებისას კიდევ უფრო გრძნობდა მის სიყვარულს და გული წამსვე უთბებოდა.
-მომხდარს ვეღარ შევცვლით, მთავარია ცოცხალია და სტაბილური მდგომარეობა აქვს, დანარჩენს ეშველება.
-ჰო, ეშველება. - თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე ხელში აყვანილი ბავშვით ფეხზე წამოდგა და პუტკუნა ექთანს გაჰყვა.
დილით უძილო თვალებით ისევ მძინარე შვილს დაჰყურებდა, ფიქრებში წასულმა ვერც გაიგო ანდრო როგორ შევიდა, მისმა შეხებამ მოიყვანა გონს და სახესთან მიტანილი ჭიქიდან ყავის სურნელიც შეიგრძნო.
-დალიე, გამოფხიზლდები.
-რომელი საათია? - სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე ჭიქაც გამოართვა და ცხელი ყავის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნო გრძნობამ დაუარა.
-ცხრა.
-აქ დარჩი?
-არა, ახლა მოვედი და მითხრეს რომ ისევ აქ იყავი. ყველგან თქვენზე წერენ, გუშინ ალბათ ვინმემ გადაგიღოთ სურათი შენ და გაბრიელს.
-წააშლევინე.
-ეგ უკვე ვქენი, უბრალოდ ბევრი სქრინებია.
-დაიკ.იდე მაშინ. - ურეაქციოდ გასცა პასუხი, ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა და არც აინტერესებდა დიდად ხალხის აზრი. ერთი სული ჰქონდა სესილიას როდის ნახავდა, არც იცოდა გამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი როდის გამოიღვიძებდა.
მთელი დღის მანძილზე ახალი არაფერი ისმოდა, გაბრიელი სახლში გაუშვა, ისიც მთელ დღეს ხატვაში ატარებდა თავის ოთახში გამოკეტილი. კონსტანტინე კი საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატასთან იცდიდა. წასვლა არ უნდოდა, უამრავ მიზეზს იგონებდა ანდრო, მაგრამ მეგობარს იმ ადგილს ვერ აშორებდა. ყველა შეხვედრა გააუქმა, ისე რომ არც უფიქრია ამ ნაბიჯს რა მოჰყვებოდა, იმ წუთებში ფიქრი არც შეეძლო, მაგრამ დარწმუნებული იყო მის მდგომარეობას ყველა საღად მოაზროვნე გაიგებდა. რამდენიმე მეგობარი და წლების პარტნიორიც მივიდა მის მოსანახულებლად, რასაც ნამდვილად აფასებდა პირველი სულ რომ თვალთმაქცური ყოფილიყო მათი ქცევა. მიუხედავად იმისა რომ არავის ნახვა, ან მათი მწუხარების და აზრების მოსმენა არ სურდა, მათი ყურადღებისთვის, არ დაზარების და იქ მისვლისთვის მადლიერი იყო.
შუაღამისას სკამზე ჩაძინებული ვიღაცის შეხებამ მოიყვანა გონს, თვალი რომ გაახილა მაშინვე დაბნეული გოგოს სახეს წააწყდა და სკამზეც გასწორდა.
-ბოდიშით, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ თქვენი მეუღლე გონს მოვიდა და სანამ კვლავ დაიძინებს, ვიფიქრე რომ მისი ნახვა გენდომებოდათ. - უხერხულად შეშმუშნულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, კონსტანტინეც მაშინვე წამოდგა ფეხზე და პალატისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა. გოგოს ნათქვამი “მეუღლე” სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში, აქამდე არც უფიქრია ამაზე, ახლა კი წამებში გაუჯდა გონებაში ის აზრი რომ სესილიას გამოჯანმრთელების შემდეგ მაშინვე იქორწინებდა მასზე და დარჩენილ დრო მასთან ერთად გაატარებდა. მყუდროდ მოწყობილ VIP პალატაში ნელა შეაბიჯა, რამდენიმე მეტრი გაიარა და საწოლზე მწოლი ქალის დანახვისას გულში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო. ადგილზე გაშეშდა, ტკივილისგან მკერდზე ხელიც კი მიიჭირა და მერე მიხვდა რომ აღარც სუნთქავდა. არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ეყურებინა, მისვლასაც ვეღარ ბედავდა, მთელი დღის მანძილზე მის ამ მდგომარეობაში ნახვას გაურბოდა, ახლა კი სრულიად სხვანაირი ქალის დანახვისას გული საშინლად სტკიოდა. უამრავი რეზინის ტრუბები უერთდებოდა მის სხეულს, თხვირში მოთავსებული სასუნთქი აპარატიც უკეთ სუნთქვაში ეხმარებოდა და ამ ყველაფრის ყურებისას იქიდან გაქცევა სურდა კაცს. ბოლოს მაინც მოახერხა სესილიასთან მისვლა, მისკენ დახრილი მაშინვე წააწყდა ქალის ამღვრეულ მწვანე თვალებს და გული კიდევ ერთხე შეუთამაშდა. დიდი სიფრთხილით მიაკრო ტუჩები შუბლზე, შემდეგ ორივე თვალზე აკოცა, ცხვირით ცხვირზე ოდნავ შეეხო რამდენიმე წამით, შემდეგ კი მთელი სინაზით მის გამშრალ ტუჩებს დაეპატრონა. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა თვალები აუწვა, თითები თმაზე ჩამოატარა, მერე კი კოცნით ლოყაზე გადავიდა.
-უსაზღვროდ მიყვარხარ სესილია. - მის ყურთან ჩუმად დაიჩურჩულა, ქალის თმებში ცხვირ ჩარგულმა მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა, მერე უკან გაწეულმა ბრწყინავ თვალებში ჩახედა და მისი აბრჭყვიალებული სფეროების დანახვისას წამსვე სხვა ფერები მოედო იქაურობას. იქვე სავარძელში ჩამჯდარმა საწოლზე დადებული ქალის მტევანი ხელის გულებში მოიქცია და ყველა თითი სათითაოდ დაუკოცნა, იგრძნო როგორ მოუჭირა სუსტად თითები ნაკანმა, მისი ხელის გული ლოყაზე მიიდო და ქვევიდან სველი ნაცრისფერი თვალებით ახედა. - ხომ გითხარი, იმაზე მეტად შემიყვარდი, ვიდრე ვგეგმავდი, თვითონ შენ ხარ ეს გრძნობა სესა, შენ თუ არ იქნები, არც ეს გრძნობა და არც მე არ ვიარსებებთ. - მის გასაგონად საუბრობდა, თვალზე მომდგარ მარილიან სითხეს ძლივს იკავებდა, თან ხელზე კოცნიდა ნაკანს რომელსაც ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან და გაბრუებული გამოძრავებასაც ვერ ახერხებდა. - შენ რომ რამე მოგსვლოდა… - ყბებ დაჭიმულმა თვალები დააჭირა ერთმანეთს და პატარა ცრემლის გორგალმაც გაიკვალა გზა მის სახეზე. თითების ნელი მოძრაობით ძლივს მოახერხა მისი ცრემლის შეხება ქალმა და სისველის შეგრძნებისას მაშინვე დახუჭა თვალები. როგორც შესძლო ისე მოეფერა სახეზე, სველი თვალები გაუსწორა კონსტანტინეს ნაცრისფერ სფეროებს და იმ მზერით აგრძნობინა როგორ უყვარდა, როგორ სტკიოდა მისი ცრემლები, ის რომ მისი ასეთ მსგომარეობაში ყურებისას გული ეკუმშებოდა. აპარატმაც აჩვენა მისი შეცვლილი გულის ცემა და ჰაერის რაოდენობის უკმარისობაც. - ყველაფერი კარგად იქნება პატარა. - ხელზე რამდენჯერმე აკოცა და იქამდე უყურა მის ბრჭყვიალა თვალებს, სანამ წამლის ზემოქმედებისგან წინააღმდეგობის მიუხედავად ორივე თვალი არ მიენაბა. მთელი ღამე მისი ხელი ეჭირა, იქამდე იყო მასთან სანამ მეორედ არ დაინახა მისი ბრჭყვიალა თვალები და ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს არ მოჰკრა თვალი.
მთელ დღეებს სესილიას გვერდით ატარებდა, მხოლოდ მაშინ ტოვებდა როცა ნაკანი იძინებდა, ისიც წყლის გადასავლებად მიდიოდა სახლში, კომპანიაში რამდენიმე წუთით შეივლიდა, თუ რამე გასაკეთებული იყო ყველაფერს მალე აგვარებდა და სესილიას გაღვიძებამდე კვლავ საავადმყოფოში ბრუნდებოდა. გაბრიელი სხვადასხვა ნახატებს უხატავდა, ლექსებს სწავლობდა და დედის გახარებას ყველანაირად ცდილობდა. ნელ-ნელა ლაპარაკიც დაიწყო ნაკანმა, ორი საყვარელი ადამიანის ყურებაში დღითიდღე უკეთ ხდებოდა, კონსტანტინეს კოცნებს კოცნით პასუხობდა, თან სრულიად შეცვლილ კაცს სასიამოვნოდ გაკვირვებული ადევნებდა თვალს. ორო კვირის შემდეგ პირველმა კატეგორიულად მოითხოვდა სესილიას სახლში გადაყვანა, ექთანიც დაიქირავა და სახლში დაბრუნებისას ქალი მაშინვე საკუთარ ოთახში მოათავსა. ნოსტალგია შემოაწვა ნაკანს ნაცნობ ოთახში ისევ აღმოჩენისას, იქაურობას ათვალიერებდა და კონსტანტინეს არ ყოფნის დროს ძველი მოგონობების გახსენებით გაჰყავდა დრო. გაბრიელს ყოველ ღამით მათ საძინებელში ეძინა, დედის ცუდად ყოფნით შეშინებული გვერდიდან აღარ სცილდებოდა, გაუაზრებლად უშლიდა ხელს მშობლებს ერთად ყოფნაში, იქამდე სანამ შემხვევით არ დაინახა სახლში ადრე დაბრუნებული მამა როგორ ეფერებოდა მძინარე სესილიას.
-აქ არ იძინებ? - სპორტულ შარვლებში გამოწყობილ შვილს გაკვირვებულმა და თან თითქოს გახარებულმა შეხედა, ისიც უარყოფის ნიშნად თავის ქნევით ავიდა საწოლზე და საცვლის ამარა საწოლზე მჯდომ კონსტანტინეს მკერდზე მიეხუტა.
-არ მინდა მურმანის ეკალი ვიყო. - გაოცებულ კონსტანტინეს როგორც კი მოშორდა მაშინვე სესილიას აკოცა ლოყაზე. - აუ როდის აღარ გეტკინება რა, მგონი მომემატრა შენი შემაწუხებელი მოფერება. - აწუწუნებულმა რამდენიმე წამით მკერდზე დაადო თავი ქალს, მერე კი უკან გაიწია.
-აღარ მტკივა და რა მურმანის ეკალი დე, საიდან მოიტანე?
-დღეს პაპამ მომიყვა ეთერიზე და აბესალონიზე, ერთმანეთი უყვარდათ და რომ დაიღუპნენ მურმანი მათ შორსი ჩაწვა, აქეთ-იქიდან ვარდები ამოვიდა, მაგრამ მურმანის საფლავზე ეკალი ამოვიდა და ხელი იქაც შეუშალა წყვილს.
-აბესალომი ერქვა მაგას მა და ვფქრობ წინადადებების დალაგებაზე უნდა ვივარჯიშოთ, ამ ბოლო დროს ურევ.
-მთელი დღე ინგლისურად ან რუსულად უყურებს მულტფილმებს და მაგის ბრალია. - ღია კარიდან საძინებელში შესული ქეთი ჩაერთო საუბარში, თან ლანგარზე დადებული ვახშამი შეიტანა საძინებელში.
-წავედი მე.
-მადლობა ქეთი.
-ღამე მშვიდობისა. - წყვილს გაუღიმა და გაბრიელთან ერთად დატოვა ოთახი. პირველად დარჩნენ მარტოები ბავშვის წყალობით, რამდენიმე წამით დახურულ კარებს მიშტერებოდნენ, შემდეგ კი ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს.
-არ მინდა ჭამა.
-აქამდე არ წუწუნებდი. - წარბები ასწია პირველმა, თან წვნიანით ნახევრამდე სავსე ჯამი ფრთხილად აიღო ლანგარიდან.
-იმიტომ რომ ორივეს ერთად ვერ გიმკლავდებოდით და ახლა მარტო ხარ… კოსტა კარგი რა. - პირველი კოვზი როგორც კი შეაჭამა, მაშინვე აწუწუნდა, პირველს კი გაეღიმა მის პასუხზე.
-ახლა ის გამახსენდა რომ გაცივდი და ძალით გაჭმევდი. მაშინაც ასე წუწუნებდი.
-გთხოვ თითქმის თვეზე მეტია შენს ბრძანებებს ვემორჩილები, ფეხზეც კი არ ვდგები… აღარ მინდა… უკვე კარგად ვარ, აღარ მტკივა არაფერი… უბრალოდ ჩამეხუტე და კიდევ უფრო კარგად გავხდები. - ლოყებ შეფარკლულმა დამრგვალებული თვალები შეანათა, პირველმაც ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, ჯამი ძველ ადგილას დააბრუნა და საწოლზე წამოწოლილმა ძალიან ფრთხილად მოიქცია მკლავებში სესილია. სხეულზე მიკრულს თმაზე მოეფერა, ცხვირიც იქვე ჩარგო და სუნთქვა ისე განაგრძნო.
-რამე რომ მოგსვლოდა… - მისი სურნელით გაივსო ფილტვები, სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო, თან ეშინოდა მისთვის რამე არ ეტკინა. ისე ჰყავდა მონატრებული ქალი, წარმოდგენა არ ჰქონდა თავს როგორ იკავებდა. აქამდე გაბრიელის დახმარებით ერეოდა სურვილებს, ახლა საკუთარ საძინებელში, საკუთარ ლოგინზე მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული მისთვის ყველაზე სასურველი სხეული და ამის გააზრებისას ძარღვებში სისხლი უდუღდა. - ასე აღარასდროს მოიქცე! აღარასდროს გაწირო თავი ჩემს გამო თორემ არ ვიცი რას გიზამ.
-რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ გავწირავ თავს შენს გამო კონსტანტინე, არა რამის დასამტკიცევლად, იმიტომ რომ იმდენად მიყვარხარ მირჩევნია შენ იცხოვრო ჩემს გარეშე ვიდრე მე შენს გარეშე. მეყო ის დრო რაც უშენოდ გავატარე, წარმოუდგენლად მტკივნეული და მტანჯველი წლები იყო, იმის ცოდნა რომ შენ აღარ იქნები, ძალას მაცლის. თუ გინდა ეგოისტობა დაუძახე, ან სხვა რამ, მე უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ იმ სამყაროში სადაც შენს ყოფნას ვერ შევიგრძნობ… ნუ მიყურებ ასე, მთელი სხეული გიხურს და გაბრაზებული, ანთებული თვალებით ძალიან მიმზიდველად გამოიყურები. - ხმადაბლა ამოიოხრა, თან შუბლი ტუჩებზე მიადო გაკვირვებულ კაცს, იმის უმოქმედობის შემდეგ რამდენიმე წამში ქვემოდან ახედა, დაბინდულ თვალებში ცოტახანს უყურა, მერე კი თვითონ შეეხო კაცის ტუჩებს და კოცნაში სწრაფად აიყოლა.
-მომენატრე სესილია. - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ორი სიტყვა, თვალები აეწვა სურვილისგან და ბინდიც წამსვე გადაეკრა მისი შეხებისას. - წარმოდგენა არ გაქვს როგორ მენატრები. - საბანი მოაშორა ქალს, სახიდან ყელამდე კოცნით ჩაუყვა, მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა და ატლასის თეთრი პერანგის ღილებსაც ნელა უხსნიდა. სხეულზე ეკალმა დააყარა ქალის წვრილი თითების შეხებისას. მკერდის ძვალზე მიაკრო ტუჩები, მკერდიც მოუშიშვლა და საყვარელი ქალის სხეულის ტკბობით გაბრუებული იქაურობას სრულიად მოსწყდა. აზროვნების უნარი სრულიად წაერთვა, თავსაც ვეღარ აკონტროლებდა, თან ეშინოდა რამე არ ეტკინა მისთვის. ნაიარევზე ნაზად შეახო ტუჩები, იგრძნო ქალს სუნთქვა როგორ შეეკრა და მისი ამ მდგომარეობის გამო გულში უცნაურმა გრძნობამ მტკივნეულად გაჰკრა. ვერ იტანდა კარგად რომ არ იყო, ღამე ტკივილებისგან შეწუხებულს რომ ეღვიძებოდა და იქამდე არ იძინებდა სანამ მიღებული გამაყუჩებელი მოქმედებას არ დაიწყებდა. მისი ეს მდგომარეობა ტანჯავდა, თან ცდილობდა არ დაენახებინა ქალისთვის ის რასაც მისი ყურების დროს განიცდიდა. - ნეტა შემეძლოს შენი ტკივილების წაღება. - მუცლის არეში რამდენჯერმე აკოცა, თმაში შეცურებული ხელების საშუალებით ქალის ტუჩებს დაუბრუნდა და ცრემლისგან დანამული სახეც კოცნებით შეუშრო.
-არ გაჩერდე გთხოვ. - ხმა ჩამწყდარა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ათრთოლებული ტუჩები კაცის ბაგეებს მიაკრო, წვრილი თითები კი მის ბეჭებზე გადაიტანა.
-არ მინდა რამე გატკინო.
-არ მატკენ… გამაყუჩებელზე უკეთ მოქმედებს შენი შეხება, მაშინვე მაბრუებს და ვეღარაფერს ვგრძნობ შენი შეხების გარდა. - მის ყურთან ჩაილაპარაკა, კბილები ბიბილოზე გამოსდო კაცს და როგორც კი საცვლის ქვეშ მისი თბილი თითები იგრძნო სხეული მაშინვე დაეჭიმა. კაცის შეხების გარდა მართლა ვეღარაფერს გრძნობდა, სასიამოვნო ტალღები გაუჩერებლად უვლიდა სხეულში და მონატრებული შეგრძნებებისგან გონება გათიშული სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა.
-თუ რამე გეტკინება მითხარი თორემ რომ გამოკეთდები სიჩუმისთვის პასუხს მოგთხოვ. - საცვალთან ერთად მოაშორა საღამურის შარვალი, თითები მოკეცილ ფეხზე აატარა, შემდეგ მუცელზე გადავიდა, თითები მკერდზე ნაზად მოუჭირა, ტუჩები ყელზე მიაწება და მის სხეულს ნელა შეუერთდა. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა გონება სულ დაუბინდა, მოწყურებული დაეწაფა ქალის ბაგეებს და მოძრაობაც გააგრძელა. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა სესილიას თითებს სხეულის ყველა მაწილში რომ გრძნობდა, მის მიმართ გაჩენილ მონატრებას ვერაფრით იქრობდა, გული სწრაფად უცემდა, მიღებული სიამოვნებით და მკლავებში მოქცეული ქალის ყურებით უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა, მისი დაშორებული ბაგეებიდან ამომავალი ხმები სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში და იმის ყურებისას თუ როგორ სურდა ქალს, ორმაგად ბედნიერდებოდა. მალევე იგრძნო მისი დაჭიმული ფეხები რომლებიც წელზე შემოეხვივნენ, აჩქარებულ სუნთქვას მისი ვერ შეკავებული კვნესაც მიჰყვა და მის ამ მდგომარეობაში შემყურე მომღიმარმა პირველმაც ქალთან ერთად მიაღწია სიამოვნების მწვერვალს. გული ისე სწრაფად უცემლდა საყვარელი ქალის საბოლოოდ კვლავ მისაკუთრების შემდეგ, ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა. ბედნიერებას ყველა უჯრედით შეიგრძნობდა, სულ სხვა იყო საყვარელი ქალის მთლიანად შეგრძნება, მისი სხეულის ყველა დეტალით ტკობა, იმის ყურება თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა თავის ქვემოდან მოქცეულს და მისი ბედნიერებაც ყველაზე მეტად ახარებდა. მაინც არ ჩერდებოდა პირველი, ქალის მთრთოლვარე სხეულზე დაატარებდა თითებს, ტუჩებით ნაზად ეხებოდა ყველა ადგილზე და სურვილებს ბოლომდე მაინც ვერ იკმაყოფილებდა. ნაზად შემოხვია ხელები წელზე, თავი ნელა დაადო მკერდის მაღლა, ლოყით მისი ნაძი კანის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა, ცხვირის წვერი იქვე გაუსვა, თან მისი სურნელიც ხარბად შეისუნთქა, მერე იქვე აკოცა, ბოლოს კი თვალები დახუჭა სხეულის დასამშვიდებლად.
-მურმანის ეკალიო. - შვილის სიტყვების გახსენებისას ინსტიქტურად გაეცინა, კონსტანტინეს თმებში შეუცურა ხელი და ზემოდან დააჩერდა გატრუნულ კაცს.
-ვერ წარმოიდგენ მისი არსებობით როგორი ბედნიერი ვარ სესილია. თან ისეთი სხვანაირი, თან ისეთი ჩემნაირია რომ ვუყურებ ყოველ ჯერზე გული მიჩქარდება, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევეჩვევი იმდენად რომ როგორც უბრალოდ შვილს ისე მივუდგე.
-თითქოს იცის რა გვახარებს და რა არა. თუ დაკვირვებიხარ, მიხვდები რამდენად მოსწონს როცა გრძნობს როგორ მოქმედებს ჩვენზე. უცნაურია, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიგებ რას ფიქრობს.
-რომ გავიგე შვილი მყავდა აზრზე დიდხანს ვერ მოვდიოდი. და პირველად რომ შევხვდი იქ, გაოცებული მიყურებდა, არც კი დამჭირვებია იმის თქმა რომ მამამისი ვიყავი, მაშინვე მკითხა ხოცხალი ხარო? - გაეცინა იმ მომენტის გახსენებისას ქვევიდან ახედა სესილიას და მომღიმარი სახე მთლიანად შეუთვალიერა, მაშინვე წარბები შეკრა და უკანალზე მტკივნეულად მიარტყა ხელი. - მაგის გამო კიდევ ბევრჯერ აგიწითლებ ტრა.კს, იქამდე სანამ საბოლოოდ არ დამავიწყებ უშენოდ გატარებულ დროს, ბავშვის დამალვას და სხვა შენს სულელურ ქცევებს.
-მთლიანად გამოვჯანმრთელდე და გპირდები დაგავიწყებ. - უცნაური სხივი გაკრთა აბრჭყვიალებულ თვალებში, კონსტანტინეს კი გაეცინა, შუბლი მკერდზე დაადო, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მერე კი ტუჩები დაუკოცნა ქალს, გვერდზე გადაწოლილმა თავისკენ მისწია და წამსვე ის დღე გაახსენდა სულ პირველად რომ დაეუფლა მის სხეულს. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა თვალები აუწვა, სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სხეული და სახე ნელა დაუკოცნა. - კიდევ მინდა. - ტუჩებ დაბრეცილმა ქვევიდან ახედა პირველს, კონსტანტინეს კი წამსვე ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეებში. კოცნა გააგრძელა, უკანალზე მტკივნეულად მოჭერილი თითებით სუნქვა შეუკრა ქალს, შემდეგ კი ისე დაეწაფა ტუჩებზე ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
-გაჩერდი სანამ თავის შეკავება შემიძია, რამეს გატკენ, რაც ძალიან არ მინდა და უბრალოდ შეწყვიტე მოძრაობა.
-მიყვარხარ. - თვალებ გაბრწყინებულმა ლოყაზე ჩამოატარა თითები, მერე ზურგზე მოხვია და თავი მკერდზე მიადო. - ამის მერე დაგვიჯერე მე და ჩემს ცუდ შეგრძნებებს… აღარ მინდა უშენოდ ერთი დღეც კი. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კონსტანტინე კი მომღიმარი ეფერებოდა თმაზე, იმ წუთებით ტკბებოდა და აღარ აინტერესებდა რა იქნებოდა ხვალ, ან ზეგ.

მეორე დღეს სამუშაოდან დაბრუნებულს ფეხზე მდგომი სესილია რომ შეეჩეხა შესასვლელში თვალები მაშინვე აენთო, თვალებ დამრგვალებულმა ქალმა კი ძლიერად ჩახუტების და კოცნის გარდა ვეღარაფერი მოახერხა.
-მე შენ რა გითხარი? - ჩუმად ჩაილაპარაკა მის ყურთან, თან უკანალზე მოჭერილი თითები დაბლა ჩაასრიალა და სუნთქვა შეკრული ქალის დანახვისას თვითონაც აუჩქარდა გული, სისხლი აუდუღდა და მაშინვე ინატრა იმ დროს სახლში მათ გარდა არავინ ყოფილიყო.
-კონსტანტინე, გუშინ ჩემმა ორგანიზმა იმხელა ორგაზმს გაუძლო, ცოტა ხანს ფეხზე დგომასაც გაუძლებს. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები და ანთებული თვალებით შეათვალიერა უკვე გონება დაბინდული პირველი.
-ჯანდაბა, როგორ მომენატრე ასეთი სესილია. - კეფაზე მოკიდებული თითებით თავი ახლოს მიაწევინა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა.
-დღეს ახალი წლის ღამეა, ბავშვი გვყავს სახლში, ხომ არ დაგავიწყდა?
-ჩემს შვილს ნაძვის ხის მორთვა არ ეყვარება.
-სამაგიეროდ დედა უყვარს, როგორც მამას და დედას გამო ორივე მიიღებს მორთვაში მონაწილეობას. - გაბრწყინებული სფეროებით მისჩერებოდა, პირველიც ვეღარ ეუბნებოდა უარს, ბოლოს თვალები აატრიალა და საკუთარ თითებში ახლართულ ქალის თითებს მისაღებისკენ გაჰყვა. შიგნით გაბრიელთან მოთავსებული ანდროს და ნინის დანახვისას წამსვე წარბები შეკრა, სესილიამ ხელზე მოუჭირა თითები კაცს, პირველმაც შვილზე გადაიტანა ყურადღება. ტრადიციულად შეგებებულს ხელები მოჰხვია, ლოყაზე აკოცა და მისი ამ ქცევისგან გაბადრულ კაცს მალევე მოშორდა.
-შენ აქ რა გინდა პატარა. - თმები აუჩეჩა ნინის, სავარძელში ჩაეშვა და მშვიდად მყოფი ანდრო ინტერესით შეათვალიერა, შემდეგ კვლავ დაზე გადაიტანა ყურადღება.
-ჩემს ძმის შვილთან მოვედი, ერთად უნდა მოვრთოთ ნაძვისხე და ახალ წელს ისე შევხვეთ.
-და შენს პირველ ძმიშვილებთან ერთად რატომ არ რთავს ნაძვისხეს.
-მოვრთე უკვე… და სხვათაშორის ისინიც მალე მოვლენ.
-გიო არ ჩამოვიდა?
-არა, ვერ ვახერხებო, ამერიკელი შეყვარებული ჰყავს, სხვა გეგმები მაქვსო. მერე ნერვები მომიშალა და გავუთიშე.
-ლაწირაკი, ამ ბოლო დროს სულ აურია და ვატყობ მოუწევს აქ გადმოსახლება.
-ნაძვის ხე გავამზადეთ, მარტო სათამაშოებია გასაკეთებელი… რა ლამაზია, სად იყიდე ესენი? - ბალერინა ასწია მაღლა ნინიმ, მას კი პატარა მაკნატუნაც უპოვნა.
-სესილიას ნაყიდია ყველაფერი.
-მაშინ ლამის კოსტაც აგვიცეკვა. - სიცილით მოხვია იქვე მდგომ ნაკანს ხელი ანდრომ, საფეთქელზე აკოცა, მაგრამ სესილია მაშინვე მოშორდა.
-ჰო შენ კიდე მეგი მომიყვანე აქ, ახლა ცოტა ვბრაზობ.
-ჩემი ბრალი არ იყო.
-სულ მაინტერესებდა, მაგ მეგის კოსტა უყვარდა? - ჩაფიქრებულმა იკითხა გოგომ, პირველმა კი თვალები აატრიალა.
-კი პატარა, უყვარდა რომელია, ერთად იყვნენ იქამდე სანამ სესილია არ გამოჩნდა. - ლოყაზე უჩქმიტა ანდრომ, მის გაფართოვებულ თვალებზე კი გაეცინა.
-არადა მხიარული ქალი ჩანს.
-არის, მაგრამ სესის არ ევასება. - მხრები აიჩეჩა ანდრომ, არავის არაფერი უთქვამს, კარებზე დარეკილმა ზარმა დაარღვია სიჩუმეც და მალე შიგნით შემოვარდნილ ლუკას გახარებული შეეგება გაბრიელი. ეკატერინეს დანახვისას სულ გადაავიწყდა ყველა პირველს, კალთაში ჩაისვა ბავშვი და ლიყები მაშინვე დაუკოცნა.
-ძია! - გახარებულმა ლოყებზე შემოსცხო ხელები კონსტანტინეს და მის დაძახებულზე წამსვე თვალები გაუბრწყინდა.
-თქვენც გაიგეთ რა დამიძახა?
-ამ ბოლო დროს რამდენიმე სიტყვა დაამუღამა. - მომღიმარი უყურებდა ქალიშვილს ნიკოლოზი, კონსტანტინე კი კვლავ მის მოფერებას განაგრძობდა. - შენ როგორ ხარ სესო?
-შესანიშნავად ვგრძნობ თავს. - თბილად გაუღიმა, მერე კვლავ კონსტანტინეზე მიკრულ ბავშვზე გადაიტანა ყურადღება.
-დე ჩვენ რომ ჩემს ოთახში ავიდეთ?
-ჯერ ნაძვის ხეს მოვრთავთ!
-აუ რაა, არ მიყვარს ხო იცი?
-მე მიყვარს, ავადმყოფ დედას არ უნდა ასიამოვნო, მიეხმარო და მის მაგივრად დაკიდო სათამაშოები? - რამდენიმე წამს უყურებდა შვილს, ბოლოს თვალები აატრიალა გაბრიელმა და ნაძვისხისკენ დაიძრა.
-იმდენჯერ მოიმიზეზე ეგ, ხვდება უკვე. - ყურში ჩასჩურჩულა პირველმა, მისი თმიდან სურნელი მოიპარა და ლოყაზე აკოცა.
-მთავარია აკეთებს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, ბავშვს თმაზე გადაუსვა ხელი და როგორც კი აყვანა დააპირა კონსტანტინემ წარბების აწევით ანიშნა რომ მისთვის ხელი არ დაედო.
მთელი საღამო მხიარულად გაატარეს, ნაძვის ხის მორთვის შემდეგ ახალი წლისთვის ფეიერვერკებიც მოამზადეს და როგორც კი სროლა დაიწყეს ქალაქში, თვითონაც შეუერთდნენ. ცას შემყურე სესილიას მხრებზე მოახვია პლედი, ხელები მუცელზე მოხვია, თვითონ უკნიდან მიეკრო და ლოყა შუბლზე მიადო ქალს. კარების ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ანდრო სიგარეტს ეწეოდა, თან ბავშვებთან მყოფ ნინის თვალს არ აშორებდა, არც მერე შეუწყვიტამს მისი თვალიერება მისი მზერით აფორიაქებულმა გოგომ რომ გამოხედა. რამდენიმე წამი უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ საათს დახედა ნინიმ, ყურებამდე გაიღიმა და არც დაფიქრებულა ისე წავიდა ანდროსკენ.
-გილოცავთ! - უცებ წამოიყვირა, მოულოდნელობისგან დაბნეულს მკერდზე მიეკრა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-მეც გილოცავ პატარა. - თმაზე ჩამოატარა თითები, შუბლზე აკოცა, მერე კი კონსტანტინეს გადაეხვია. - მგონი მალე მოგვიწევს საუბარი. - მის გასაგონად ჩაილაპარაკა, მომღიმარ სესილიას თვალი ჩაუკრა, მერე გაშლილი გრძელი ხელები მთლიანად შემოხვია ნაკანს. - იმედი მაქვს ეს წელი როგორც დაიწყო ისე გაგრძელდება და შენს სახეზე ბედნიერების გარდა სხვას ვერაფერს დავინახავ. - ყურებამდე გაუღიმა სესილიას, მერე კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და მილოცვები ისე გააგრძელა. ბავშვებს უკვე ეძინათ, ნიკოლოზიც სახლში წავიდა ცოლთან ერთად.
-შენ არ ადგე რა, მე ავალაგებ. - ფეხზე წამომდგარ სესილიას ხელი მხარზე დაადო ნინიმ და დაჯდომა აიძულა.
-ხალხო კარგად ვარ, სიარულიც შემიძლია და კიდევ ბევრი სხვა რამ, თავს უუნაროდ მაგრძნობინებთ.
-გიფრთხილდებით უბრალოდ. - თვალები აატრიალა გოგომ.
-ხვალ მიხედავს ქეთი, შეეშვი. ანდრო შეგიძლია ნინი სახლში წაიყვანო?
-იქნებ აქ მინდა დარჩენა. - უკმაყოფილომ წყენით ჩაილაპარაკა, თან მაგიდის ალაგება განაგრძო.
-წავიდეთ პატარა, მარტო უნდათ დარჩენა ვერ ხედავ? თუ ისეთი პატარა ხარ დიდი დეიდების და ბიძიების ფიქრებს ჯერ ვერ ხვდები. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, ნინის შეკრულ წარბებზე გაიცინა, ხელი მიადო ზურგზე და გასასვლელისკენ უბიძგა. მისი შეხებისგან გაბრუებული ინსტიქტურად დაჰყვა მის ნებას და დამშვიდობებაც ძლივს მოახერხა.
-რა საყვარელია… - მისი ქცევების შემჩნევისას ღიმილი მოედო სახეზე ნაკანს, კონსტანტინემ კი არაფრის მთქმელი გამომეტყველება შეანათა.
-რა არის საყვარლობა, რომ ვუყურებ როგორ შტერდება ჩემი და ჩემი ძმაკაცის შეხებისას?
-24 წლის ხდება, უყვარს და შტერდება… რაზე ნერვიულობ? თან ანდროა, ვინმე უცხო ხომ არ არის? მე ოცდაერთის ვიყავი, არც მიყვარდი და ისე ჩაგიწექი, ესენი თავს მაინც იკავებენ.
-მე და შენ სხვა ვართ და სხვა სიტუაციაში ვიყავით. - სწრაფად ააფრიალა ხელში სესილია და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-შენ ადვილი გგონია ამდენი წელი უყურო ქალს და შეხებითაც ვერ შეხო? მეცოდება უკვე ანდრო.
-ამაზე საუბარი აღარ მინდა. - საძინებელში შესული პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, მაისური ნელა მოაშორა ფეხზე მდგომს, შარვალი საცვალთან ერთად ჩასწია დაბლა და ტოტებიდან ტერფები ფრთხილად ამოაყოფინა. ხელი შიგნიდან აატარა მარჯვენა ფეხზე, ტუჩები ბარკალზე მიაკრო რამდენჯერმე, მერე ქვევიდან ახედა ქალს ნერწყვი მძიმედ რომ გადაყლაპა გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და წყკის ტემპერატურის დარეგულირებამდე თვითონაც გაშიშვლა. წინ დაიყენა ქალი, ღრუბელის ნაცვლას ქაფიან ხელებს დაატარებდა მის სხეულზე და იმის შეგრძნებისას თუ როგორ უვლიდა ჟრუანტელი ტანში, სიამოვბებისგან ტუჩის კუთხეები უფრო და უფრო ეწელებოდა. ქაფიანი თითები ფეხებს შორის რომ მოათავსა მაშინვე იგრძნი მკლავზე მოჭერილი თითები და წამით შეკრული სუნთქვა.
ხელი მუცელზე აატარა, ნაიარევზე გაჩერა და თავს დახრილ ქალს ისე შეხედა.
-აღარ მომწონს ჩემი სხეული.
-მე მომწონს, ეტყობა რაღაც დიდ ისტორიას ინახავს. - თითებით მიეფერა იმ ადგილას. მერე მკერდზე გადავიდა.
-კოსტა.
-თუ გინდა, მოვიშოროთ. - ლოყაზე ნაზად აკოცა, მერე ყბაზე და ტუჩებზეც გადავიდა.
-მისი დანახვისას სულ ის დღე და ის დრო გამახსენდება რომლის დავიწყებაც მინდა.
-მაშინ პლასტიკურ ქირურგს ვესტუმროთ.
-ნინის როგორ დაუახლოვდი? ან როგორ გაიგო?
-დებილმა ნიკოლოზმა უთხრა. - სველი თმა უკან გადაუწია, თან ლოყებზე მიეფერა. - ხომ გახსოვს როგორ მიყურებდა, ისევ უნდოდა ჩემი ნახვა, ვერ მოითმინა და ნიკოლოზს უთხრა კონსტანტინე ვნახეო, იმ დებილმა, ვიცოდი დიდხანს ვერ გაქაჩავდა და თავისი დის გაცნობა მოუნდებოდაო, ნინიმ რა დაო, მერე მოვარდა სახლში და მეც ნერვები მომეშალა. თავიდან ძალიან შემაწუხებელი იყო მათი ქცევა, ძმას რომ მეძახდნენ ყოველ ჯერზე ვგრძნობდი ტვინში პატარა ნერვი როგორ მიწყდებოდა. ნიკოლოზს კიდე გავაგებინე რაღაც, მაგრამ ნინის ვერაფერი შევაგნებინე. არც ისმენდა, არც აინტერესებდა. იმ შემთხვევის გამო თავიდან ძლივს მიყურებდა თვალებში, სცხვენოდა, თან იმ აზრს მაინც არ ნებდებოდა რომ მისი ძმა ვიყავი და ურთიერთიბას ყველანაირად ცდილობდა. ერთხელ ავუხსენი რომ სამარცხვინო არაფერი იყო, რომ საერთოდ არ შემიხედია მაშინ და მაგის შემდეგ უფრო გათამამდა. დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, მოვიდოდა, დამიჯდებოდა და თავის დღეს მიყვებოდა. თავიდან არ ვუსმენდი, მერე მივეჩვიე, ნინისაც შევეჩვიე და ერთი-ორი დღით თუ არ გამოჩნდებოდა ინსტიქტურად ვკითხულობდი. მერე ისე შემაყვარა თავი აზრზე ვერ მოვედი, ახლა რეაქციაც არ მქვს მის არცერთ ქცევაზე. ზოგჯერ რომ ვუყურებ ხოლმე მინდა რამე მაინც დავინახო რაც მარიტას გამახსენებს, მაგრამ საერთოდ არაფერი. ერთხელაც არ უთქვამს ისეთი რამ რასაც მარიტა ამბობდა, ან იტყოდა. სრულიად განსხვავებულია და თავიდან ამას ვერ ვეგუებოდი.
-მე ძალიან მომწონს.
-შენზე რომ გაიგო წახვედი, სულ იმას ამბობდა რომ დარწმუნებული იყო რაღაც სერიოზული მოხდებოდა რაც ჩემს მიტოვებას გაიძულებდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არასდროს დამტოვებდი ისე გიყვარდი. - დის სიტყვები გაიმეორა, თან გაიცინა გახსენებისას. - ანდრო დიდი ხნის შემდეგ გავაცანი, ერთ მომენტში საუბარში დაქოქილი ანდროს დანახვისას მაშინვე დადუმდა და იმის შემდეგ ხმაც აღარ ამოუღია.
-ჰო ეტყობა როგორ უყვარს.
-მე იმაზე მეშლება ნერვები რომ არ მეუბნებიან და არა იმაზე რომ ერთმანეთი უყვართ.
-ხან რას იძახი, ხან რას.
-ცოტა რთულია. - აწუწუნებულმა ჩაილაპარაკა, მერე წყალი დაკეტა, წელზე დაიმაგრა პირსახოცი და სესილიას გამშრალებას შეუდგა. ბოლო თვეში ისე მიეჩვია ამ პროცესს უკვე ინსტიქტურად მოქმედებდა, თავიდან თუ თავს იკავებდა, ახლა აღარ ერიდებოდა და ყველა ადგილას დააცოცებდა თითებს. - ლამის იმპოტენტი გამხადე, უკვე ვფიქრიბდი საერთოდ აღარ ამიდგებოდა. - საკუთარ ნათქვამზე თვითონ გაეცინა და სესილიც მის სიცილს აჰყვა. - ჰო სასაცილოა, ისე გბანდი თითქოს ჩემი ქალი კი არა ბავშვი იყავი. იმის მაგივრად რომ შენს სხეულზე მეფიქრა ტვინში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ რამე არ გტკენოდა.
-ეგ იმიტომ რომ გიყვარვარ. - მომღიმარმა ტუჩებზე აკოცა აწუწუნებულს, ხელები მოხვია წელზე, ნიკაპი მკერდზე მიადო და ქვევიდან მნათობი მწვანე თვალებით ახედა.
-საერთოდ არ არის გასახარებელი ის ფაქტი რომ კაცი გიყურებს შიშველს, გეხება და როგორც ქალს ისე ვერ აღგიქვამს.
-შესანიშნავად ვხედავ როგორ აღმიქვავ, არც იმპოტენტი ხარ და ჩემს შეხებაზე ისევ რეაგირებს შენი სხეული, პრობლემას ვერ ვხედავ. - თითები სახეზე ჩამოატარა, კონსტანტინემ კი ხელი ჩაკიდა და წვრილი თითები სათითაოდ დაუკოცნა.
-მიყვარხარ და აღარ მინდა დღე შენი შეხების გარეშე დავიწყო, ან დავამთავრო.
-მეც მიყვარხარ. - თვალებ ამღვრეული მკერდზე მჭიდროდ მიეკრა და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ბოლომდე რომ გამოჯანმრთელდები მინდა გნახო როგორი ხარ გაბერილი მუცლით.
-ჯერ გაბრიელს შეეჩვიე, შეიძლება ხუთი წლის არის, მაგრამ ძალიან ცოტა ხანია რაც იცნობ. როგორც ახალ დაბადებულ ბავშვთან შეჩვევას იწყებ, ასე ხარ ახლა მასთან.
-მეჩვენება თუ ბავშვზე უარს მეუბნები.
-რამდენსაც გინდა იმდენს გაგიჩენ კოსტა, მაგრამ ცოტა დრო ორივეს გვჭირდება. მომენატრე, ცოტა ხანს მხოლოდ შენით ტკბობა მინდა. - თვითონ მოაშორა პირსახოცი წელიდან, საძინებელში გასულმა თვალებ ანთებული კაციც გაიყოლა და საყვარელ ტუჩებს მოწყურებული დაეტაკა. ტანში დავლილი ჟრუანტელი ძლივს დააიგნორა და ლოგინზე მიწოლილი საყვარელი კაცის ალერსით გაბრუებული იქარურობას საერთოდ მოსწყდა.
***
დიდი ფანჯრების წყალობით განათებულ დიდ ოთახში ოვალური მაგიდის თავთან იჯდა, სავარძლის სახელურზე იდაყვით ეყრდნობოდა, ფეხი ფეხზე გადადებულს საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიედო და თანამშრომლების საუბარს ყურადღებით უსმენდა, მეორე ხელით კი კალამს ათამაშებდა.
-ბატონო კონსტანტინე, ნახაზები მზად არის. - ოთახში შესულმა ელენემ შავი ფურცლების ქეისი წინ დაუდო პირველს და ისიც მაშინვე გასწორდა სავარძელზე.
-მადლობა ელენე. - საქაღალდე მაშინვე გადაშალა და ახალი პროექტის ნახაზები დაკვირვებით გადაათვალიერა. - ბაღი არ მომწონს, ზედმეტად მოშიშვლებულია. ეკა, მცენარეების რაოდენობა გაზარდე და დღესვე გამომიგზავნე ახალი ვარიანტი.
-კარგით.
-ხვალ შეხვედრა 3 საათზე იქნება, ამიტომ დღესვე დაიწყეთ 3D ვერსიის შექმნა, ეს პროექტი ჩვენი უნდა გახდეს, ვიცი ასეც იქნება. ზალიკოსთან პარტნიორობით კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე ავალთ და გზის სხვა მიმართულებებიც გაგვეხსნება. ეკა მჭირდება მთელი პროფესიონალიზმი გამოიყენო აღწერის დროს, როგორც გავიგე რთული და წუნია კაცია, ამიტომ თქვენი იმედი მაქვს.
-ყველაფერი კარგად იქნება. - კონსტანტინეს მარჯვნივ მჯდომმა ცერა თითი აუწია პირველს, თან თვალი ჩაუკრა.
-ბატონო კონსტანტინე, თორნიკე ბერიძე მოვიდა.
-ჩემს კაბინეტში დამელოდოს. - მაშინვე გასცა პასუხი ელენეს, ისიც თავის ქნევით გაბრუნდა უკან. - საქმეს მიხედეთ, თუ რამე დაგჭირდებათ შემატყობინეთ. - ფეხზე წამომდგარმა იქვე დადებული ტელეფონი აიღო, შემდეგ ოთახიდან გავიდა და საკუთარი კაბინეტისკენ დაიძრა. როგორც კი შიგნით შევიდა მაშინვე მიესალმა ფეხზე მდგომ კაცს და საკუთარ სავარძელში ჩამდჯარმა თორნიკესაც დაჯდომისკენ მიანიშნა.
-მოხარული ვარ შეხვედრა რომ მოახერხეთ.
-რა თქმა უნდა. გისმენთ.
-როგორც გითხარით აგარაკის გადაკეთება მინდა, ძველი სახლია, მაგრამ ბევრი მოგონებით სავსე. ერთი თვის წინ ერთ არქიტექტორს შევუთანხმდი, მაგრამ როგორც გავიგე ავარიაში მოყვა, მძიმედ დაშავდა და საქმის გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ. სახლის ყველა ნახაზი აქ არის, მინდა ძველებური იერი დაჰკრავდეს, უკანა მხარეს დიდი ფართია, მინდა აუზი ჩაემატოს… დანარჩენი თქვენს ხელშია.
-ნახაზებს გადავხედავ, შემდეგ ჩემს არქიტექტურის ჯგუფს დაველაპარაკები, მიახლოვებულ ვარიანტს შევქმნით და ამის შემდეგ დაგიკავშორდებით, თუ მოგეწონებათ მერე ვისაუბროთ ჩვენს თანამშრომლობაზე.
-ძალიან კარგი, მეჩქარება, ახლა დაგტოვებთ და მოგვიანებით შევხვდებით.
-დროებით. - ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა და გასასვლელი კარებისკენ დაძრულს უკან გაჰყვა. კარი როგორც კი გამოაღო კაცმა მაშინვე მოხვდა თვალში მათკენ მიმავალი ქალი და ნაცნობი სახის დანახვისას უნებურად გაეღიმა.
-სესილია, როგორ ხართ? - მაშინვე ხელი ჩამოართვა ნაკანს, პირველმა კი წამსვე წარბები ასწია მათი ერთად დანახვისას. ჯერ ერთმანეთში ახლართულ ხელებს უყურებდა, შემდეგ სესილიას მომღიმარ სახეზე გადაიტანა მზერა, მისგან კი თორნიკეზე და კვლავ ხელებს დაუბრუნდა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ? არ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით.
-მე კი არ მეგონა აქ თუ გნახავდით.
-საოცარი დამთხვევაა. - კონსტანტინეს გამომეტყველება რომ დაინახა ქალმა მაშინვე უკან გასწია ხელი, თმები ყურს უკან გადაიწია ინსტიქტურად და პირველს თვალი ძლივს გაუსწორა.
-ნამდვილად საოცარი… - ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა, შემდეგ ჩაახველა და სესილიასკენ ნაბიჯები გადადგა. - ერთმანეთს იცნობთ? - ხელი მოხვია წელზე ნაკანს, თან ლოყაზე აკოცა, მეორე ხელი შარვლის ჯიბეში მოითავსა და დაბნეულ თორნიკეს ისე შეხედა.
-სესილია ის ქალბატონია რომელზეც გიამბეთ, სამწუხაროდ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა… ვწუხვარ თქვენი ავარიის გამო.
-ღმერთის წყალობით კარგად ვარ, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა. ახლა კონსტანტინეს დამსახურებით შემიძლია საქმეს დავუბრუნდე…
-მეგონა სხვა კომპანიაში მუშაობდით.
-ასეც არის, უბრალოდ აქ მის სანახავად მოვედი. - ყურებამდე გაიღიმა, თან ქვემოდან ახედა პირველს და მის კმაყოფილ გამომეტყველებაზე კიდევ უფრო გაეღიმა.
-გასაგებია, კარგი მე დაგტოვებთ.
-მალე შევხვდებით. - თავი დაუქნია პირველმა, რამდენიმე წამი უყურეს ლიფტისკენ მიმავალ კაცს, შემდეგ კაბინეტში შებრუნდა სესილიასთან ერთად, კარები მიხურა და მის სხეულზე მიკრულ ქალს ორივე ხელი წელზე მოხვია. - აქ რას აკეთებ? ხომ გითხარი სახლიდან არ გამოსულიყავი. - წარბ შეკრულმა დახედა, ნაკანი კი კვლავ უღიმოდა, თან ბრჭყვიალა თვალებით შესცქეროდა. - სესილია… - თმები უკან გადაუწია მომღიმარ ქალს რომელიც ხმას არ იღებდა, მის სახეზე პირველსაც ეღიმებოდა და კბილებს იჭერდა ტუჩებზე რომ არ გასცინებოდა.
-გისმენ? - სხეულზე კიდევ უფრო მიეკრა და ტუჩები წამით მიაკრო ყბაზე კაცს.
-აქ რა გინდა?
-მომენატრე. - კისერზე დაალაგა ხელები, ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, შემდეგ ტუჩებზე და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა.
-ანუ მოგენატრე. - ლოყაზე მიეფერა, მეორე მხარეს კი ნაზად აკოცა.
-ძალიან. - ტუჩებით ყელზე შეეხო, მისი სურნელის შეგრძნებისას თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, შემდეგ საფეთქელი ლოყაზე მიადო რამდენიმე წამით და ალერსით გაბრუებული კაცის ტუჩებამდეც მალევე მიაღწია.
-მაინც არ მომწონს შენი გარეთ სიარული. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა მის ყურთან, თავი უკან გასწია და მისი მწვანე თვალების დანახვისას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
-მალე მორჩები? - თმებში შეუცურა კაცს თითები, თან გადაღლილი ნაცრისფერი თვალები შეუთვალიერა.
-კი, რამდენიმე საკითხს უნდა გადავხედო და მოვრჩები.
-მაშინ აქ დაგელოდები. - მისი მკლავებიდან თავდახსნილმა პირდაპირ სავარძელისკენ აიღო გეზი, იქვე ჩამომჯდარმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავის მაგიდაზე დადებული ჟურნალიც აიღო. ცოტა ხანს უყურა სესილიას დოინჯ შემორტყმულმა, შემდეგ მის მიერ აჩეჩილი თმები გაისწორა და კარებისკენ დაიძრა.
-ელენე, ერთი უშაქრო ჩაი და ჩემთვის ყავა შემოიტანე.
-ახლავე. - თავი დაუქნია მომღიმარმა, კონსტანტინე კი უკან შებრუნდა, საკუთარი ადგილი დაიკავა, კალამი თითებს შორის მოიქცია, სკამი მაგიდისკენ მიასრიალა, თან სესილიას თვალს არ აშორებდა.
-თორნიკეს სახლის დაპროექტება მე მინდოდა, ძალიან ლამაზი ადგილია და ძალიან ბევრი აზრი მქონდა გადაკეთებასთან დაკავშირებით.
-სახლი ნახე?
-იმ დღეს დილით შევხვდი, სახლი დავათვალიერე და სახლშიც მან მომიყვანა.
-გინდა ეს საქმე აიღო?
-როგორ? - მაშინვე შეხედა მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ კაცს, მომღიმარი შესცქეროდა და მისი თვალების ყურებისას უკვე ხვდებოდა რასაც ეტყოდა. მაშინვე აატრიალა თვალები და პირველსაც ყურებამდე გაეღიმა რომ მიხვდა ქალს მისი ფიქრები ესმოდა. - რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?
-სესილია, სხვადასხვა კომპანიებს ვფლობ, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება, შეგიძლია ჩემთან დაიწყო მუშოაბა, იმუშავებ არა ჩემთან, არამედ სხვადასხვა არქიტექტორებთან რომლებსაც განსხვაბებული საქმე ევალებათ. ჩემთან შეხება მხოლოდ ნამუშევრის წარდგენისას მოგიწევს, ან მაშინ თუ რამე დაგჭირდება. თან ცოტა უცნაური იქნება სხვა კომპანიაში თუ იმუშავებ… საერთოდ ამ ყველაფერს დიდი პლიუსიც აქვს.
-რა პლიუსი.
-ნებისმიერ დროს შეძლებ ჩემს ნახვას, ჩემს სიახლოვეს იქნები და როცა მოგენატრები ერთი წუთიც არ დაგჭირდება ჩემს სანახავად.
-თუ ასე ძალიან გინდა რომ შენთან ვიმუშაო… კარგი… - ელენეს შესვლისთანავე თქვა თან პირველს გადახედა. მაშინვე ჩაეცინა კონსტანტინეს, ელენეს მადლობა გადაუხადა მერე კი საბუთების მიტანა სთხოვა, რადგან უნდოდა სესილიას იქ დაეწყო მუშაობა. ყველაფრის შევსების შემდეგ ხელიც მოაწერინა ნაკანს, თან მის წუწუნს უსმენდა, ჩუმად ადევნებდა თვალს და შინაგანად უდიდეს ბედნიერებას გრძნობდა.
-ხვალიდან დაიწყებ მუშაობას, თორნიკეს სახლს შენ ჩაუდგები სათავეში, ყველაფერს დააპროექტებ, მერე მე მაჩვენებ და ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ თორნიკეს დავურეკავთ.
-აქაურობას დამათვალიერებინებ?
-ხვალ რომ მოვალთ ელენე დაგათვალიერებინებს, ახლა წავიდეთ, რაღაც უნდა გაჩვენო. - ფეხზე წამომდგარმა სკამზე გადაკიდებული კოსტუმი მოიცვა, ზემოდან მუქი ნაცრისფერი პალტო შემოიცვა და ჯერ ისევ სავარძელში მჯდომ სესილიას ხელი გაუწოდა.
-რა უნდა მაჩვენო?
-სურპრიზია. - აბრჭყვიალებულ თვალებში მომღიმარი უყურებდა, თან ელოდებოდა როდის მოკიდებდა ხელს ქალი, ბოლოს მისი წვრილი თითების მოჭერაც იგრძნო და ფეხზე მდგომ სესილიასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა, ლიფტში შესულმა თითი ღილაკს მიაჭირა, კარების დაკეტვის შემდეგ მაშინვე სესილიას სახე მოიქცია ხელებში და მოულოდნელობისგან დაბნეულ ქალს მონატრებული ტუჩები ხანგრძლივად დაუკოცნა. - დაღლილობას მიხსნი.
-სახლში რომ დავბრუნდებით საერთოდ მოგიხსნი დაღლილობის შეგრძნებას.
-საინტერესოდ ჟღერს. - თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა, ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა. - გაბრიელი სად არის?
-ნინი იყო ჩვენთან, მერე ანდრო მოვიდა, სახლში რომ არ დახვდი წასვლას აპირებდა, მაგრამ ლუკამ და შენმა შვილმა აიტეხეს კინოში წასვლა, ნინიმ მარტო ვერ წაგიყვანთ, ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებო და ანდროც მათ გაჰყვა.
-ანუ ნინიმ და ანდრომ წაიყვანეს ბავშვები კინოში. - სესილიას ხელი მოაშორა, თითები თმებზე გადაისვა, თან ჩაიცინა.
-არ გაბრაზდე ახლა ამაზე, ადრე თუ გვიან ერთად ყოფნას რომ მოინდომებენ ხომ მაინც შეეგუები.
-ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი არ გესმის.
-მესმის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გაქვს, დამშვიდდი, არ იფიქრო მაგაზე, ისევ ჩემზე გადმოიტანე ყურადღება და იმ სურპრიზზე რომელიც მომიმზადე… დღეს რამე განსაკუთრებული დღეა?
-არა, მაგრამ გახდება.
-კოსტა რას...
-წავიდეთ. - წინადადების თქმა არ დაამთავრებინა, ლიფტიდან გავიდა და სესილიაც გაიყოლა, თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული და მთავარი შემოსასვლელი კარისკენ ისე მიიწევდა. უამრავი ხალხის მზერას გრძნობდა ნაკანი, მაგრამ კონსტანტინე ისე მშვიდად მიაბიჯებდა, ყველანაირი უარყოფითი შეგრძნება წამსვე უქრებოდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაძრა ავტომობილი და დიდი სიჩქარით გაიჭრა გზაზე. ეგონა სადმე უცნობ ადგილას წაიყვანდა, მაგრამ სახლში რომ მივიდნენ ცოტა გაუკვირდა კიდეც, გონებაში წარმოქმნილი ფიქრები მაშინვე უკან მოისროლა და მოთმინებით დაელოდა თუ რას აჩვენებდა კაცი. როგორც კი სახლში შევიდნენ ხელი ჩაკიდა სესილიას, კიბეებისკენ უსიტყვოდ დაიძრა, მესამე სართულზე ვიწრო კიბეებით ავიდა, და ერთადერთ კარებთან რამდენიმე წამით შეჩერდა. - თვალები დახუჭე. - მნათობი ნაცრისფერი სფეროები შეანათა ქალს და ისიც წამსვე მის ნებას დაჰყვა, კონსტანტინეს დახმარებით შიგნით შევიდა, დახუჭულ თვალებშიც კი შეაღწია ოთახში არსებულმა განათებამ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მუცელზე მოხვეული კონსტანტინეს ხელები იგრძნო, სხეულში მაშინვე დაუარა ჟრუანტელმა, ჭიანჭველებიც მაშინვე გავრცელდნენ მუცლიდან მთლიანს სხეულში და ნაკანიც სულ გაბრუვდა კაცის სიახლოვისგან. - ვგიჟდები რომ ვხედავ შენზე როგორ ვმოქმედებ. - კისერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყურთან აკოცა და ხმადაბლა, ჩურჩულით უბრძანა თვალების გახელა. მაშინვე დაინახა კედლებზე ჩამოკიდებული სურათები, ზედ აღბეჭდილი სხვადასხვა სხეულის ნაწილები. გაოცებული უყურებდა საკუთარ თავს, სახეს, თვალებს, თითებს, ტუჩებს და კიდევ სხვა ნაწილებად დაყოფილ ნახატებს. პირველად ხედავდა კონსტანტინეს მიერ შესრულებულ ნამუშევრებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. საკუთარი თავის თვალიერებასთან ერთად ნელა შეტრიალდა კაცისკენ, ამღვრეული მწვანე თვალები შეანათა და ამ გამოხედვითაც აგრძნობინა ყველა ის გრძნობა რასაც იმ დროს განიცდიდა. - შენი წასვლის შემდეგ ხშირად ვხატავდი დეტალები რომ არ დამვიწყებოდა. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, თან თმები ყურს უკან გადაუწია. მაშინვე გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან სესილიას, ისედაც ემოციურ ქალზე ეს ყველაფერი ზედმეტად მოქმედებდა და თავს ძლივს იკავებდა ხმით რომ არ ატირებულიყო. კაცის დიდ ხელში მოათავსა ლოყა, ხელის გულზე ნაზად და ხანგრძლივად მიაწება ტუჩები, შემდეგ ქვემოდან ახედა მწვანე ბრჭყვიალა თვალებით რომელშიც ბედნიერებასთან ერთად უდიდესი სიყვარული იკითხებოდა. - არ იტირო სესილია, ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი. - ცერა თითებით შეუმშრალა ცრემლები, შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კეფაზე მიადო ხელი და მკერდზე მიიხუტა. - შემომხედე, დამშვიდდი კარგი? - მთლიანი სახე დაუკოცნა, დანამული ლოყები კიდევ ერთხელ შეუმშრალა და მშვიდი თვალებით მიაჩერდა, სესილიასაც გადასდო ეს სიმშვიდე და როგორც კი იგრძნო ქალს სხეული როგორ მოუდუნდა, მაშინვე მოშორდა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ჩახველების შემდეგ მოულოდნელად ჩაიმუხლა, პატარა ოთხკუთხედ ყუთს თავი ახადა და ბეჭედის ბზინვარებამ მაშინვე მიიქცია სესილიას ყურადღება. თვალებ გაფართოებული, გაშეშებული შესცქეროდა პირველს, გრძნობა სხეულში ნელ-ნელა როგორ იკრიბებოდნენ ერთად უამრავი გრძნობები და ეს ყველაფერი სუნთქვას ავიწყებდა. - გაყვები ცოლად კაცს რომელსაც თავის ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ, შენს გარეშე დაკარგულ ბავშვს ჰგავს და შენი არ ყოფნისას სიცოცხლის სურვილი ეკარგება? - მშვიდად ჩაილაპარაკა, სახეზე ემოცია არ ეტყობოდა, არც მღელვარება, მაგრამ ნაკანი გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა კაცს გული, რას განიცდიდა შინაგანად და მის მიმართ არსებული სიყვარული კიდევ უფრო უმძაფრდებოდა.
-კი! - სახე გაბრწყინებულმა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამომდგარ კონსტანტინეს ტუჩებს უყოყმანოდ დაეტაკა, მკლავები კი მთელი ძალით შემოხვია კაცს. - ძალიან მიყვარხარ კონსტანტინე. - კაცის ყელში სახე ჩარგულმა ხმადაბლა თქვა, მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და ხელები კიდევ უფრო მოუჭირა. ეშინოდა მისი სიზმარი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, არ უნდოდა ის მომენტი დასრულებულიყო და ეგონა თუ ხელს გაუშვებდა, ყველაფერი გაქრებოდა.
-სესა. - სხეულზე მიკრულ ქალს მომღიმარმა დახედა, ხელი თმაზე გადაუსვა, თავი უკან გასწოა და თვალებ დახუჭულს ზევიდან დახედა.
-ხომ არ გაქრები?
-არა. - გაეცინა სესილიას ფიქრებზე ნელა გასწია უკან, ბეჭედი თითზე წამოაცვა და მტევანზე ნაზად ეამბორა.
-ძალიან ლამაზია. - ბეჭდიდან მზერა კონსტანტინეზე გადაიტანა, ხელები წელზე შემოხვია და ქვემოდან თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა, თან მომღიმარი ათვალიერებდა მის სახეს. - არ მეგონა ასე კარგად თუ ხატავდი.
-ხომ გითხარი რომ დაგხატავდი, უბრალოდ მაშინ სულ გვერდით მყავდი და დრო არ მქონდა. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე კვლავ მკერდზე მიკრულს ნიკაპი თავზე ჩამოადო და დიდი ფანჯრებიდან გამოჩენილ ქალაქის ლამაზ ხედს გახედა.
-ნეტავ შემეძლოს უშენოდ გატარებული დროის გაქრობა. - ყელზე გაუსვა ცხვირის წვერი, ხლელები კიდევ უფრო მოუჭირა, არ ჰყოფნიდა მისი სიახლივე, უფრო მეტი სურდა, უნდოდა მთლიანად მის კანქვეშ შემძვრალიყო და სამუდამოდ მისი მთლიანობა გამხდარიყო. გული კიდევ უფრო სწრაფად უცემდა, მის მიმართ არსებულ სიყვარულს კიდევ უფრო მეტად გრძნობდა, ყველა სიყვარულით უყვარდა და ეგონა ამხელა გრძნობებისგან ცოტაც და გული გაუსკდებოდა.
-წინ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, განვლილ წლებზე ფიქრი აღარ ღირს, დავივიწყოთ.
-არ მჯერა რომ შენთან დავიწყე მუშაობა.
-ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ გამუშავებდი, მაგრამ შენს ნიჭიერებას უბრალოდ ვერ გავფლანგავთ. - თმები გადაუწია უკან, ცხვირის წვერზე აკოცა, მერე ლოყაზე და ტუჩებზეც გადავიდა.
-წავიდეთ, აუქაურობას მერე უკეთ დავათვალიერებ. - ხელი წელზე მოხვია და გასასვლეკისკენ კონსტანტინესთან ერთად დაიძრა. საძინებელში შესვლისთანავე აბაზანისკენ აიღო გეზი სესილიამ, ჯაკუზის ასავსებად წყალი მოუშვა, მანამდე ნაპოვნი პატარა სანთლები იქვე ლამაზად დაალაგა, სათითაოდ აანთო, სანამ კონსტანტინე ტანსაცმელს იცვლიდან მისი კოლექციიდან ღვინის ბოთლის აღებაც მოახერხა, ორი ჭიქაც აღო და აბაზანაში შესულმა დახურული კარი ჩაუკეტავი დატოვა, სრულიად შიშველი ჩაწვა ქაფიან, სასიამოვნო არომატის მქონე წყალში და კონსტანტინეს შესვლას დაელოდა.
-სესილია, რამდენი ხანია მანდ ხარ. - კარზე მიაკაკუნა, ხმა რომ არ გასცა ნაკანმა მაშინვე შეაღო კარი და იქ შექმნილი სიტუაცის დანახვისას ჯერ გაოცება გამოეხატა სახეზე, შემდეგ გაიღიმა. საცვლის ამარა ნელა დაიძრა ქალისკენ რომელიც წითელ სითხეს ნელა სვამდა, თან პირველს თვალს არ აშორებდა. აუჩქარებლად მოთავსდა სესილიას პირდაპირ, მისი მიწოდებული ღვინის ჭიქა აიღო და ქალის ჭიქას ნელა შეახო შუშის ზედაპირი.
-ჩვენი ახალი ცხოვრების დასაწყისს გაუმარჯოს კონსტანტინე.
-გაუმარჯოს. - ოდნავ გაიღიმა, ღვინო თითქმის ერთი მოყუდებით ჩაცალა, შემდეგ სანთლებს მიუდგა გვერდზე, ხელები ჯაკუზის გვერდებზე დაალაგა და სესილიას ჩაფიქრებული მიაშტერდა. იხსენებდა ყველა მის მოქმედებას, სიტყვას და უნებურად ეღიმებოდა.
-რაზე იღიმი?
-შენზე. - საკუთარ მუცელზე მოთავსებულ მის ტერფს თითები მოხვია, რამდენიმე წამით უმასაჟებდა ფეხის გულს, შემდეგ ნელი მოძრაობით თავისკენ მისწია, ხელები აატარა ფეხებზე, ქალის დახორკლილი კანიც მაშინვე შეამჩნია და კმაყოფილების შეგრძნებაც წამსვე მოედო.
-მეგონა დაღლილი იყავი.
-შენ რომ გხედავ ყველაფერი მავიწყდება.
-მართლა? - მისკენ მიწეულმა სახე ახლოდან შეუთვალიერა პირველს, წვრილი თითები მკერდიდან მხრებზე გადაიტანა, შემდეგ კისრიდან ყბებზე გადავიდა, ცერი ტუჩებზე გადაატარა, მერე კი თვალებში ჩახედა.
-მართლა. - თითები დაუკოცნა, კისერზე შეუცურა ხელი და მის ტუჩებს ნაზად შეეხო, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, მერე კი სესილიაც აიყოლა კოცნაში.
-მიყვარს თავს რომ იკავებ იმის შიშით რამე არ მატკინო, მაგრამ უკვე მტანჯავ კოსტა. - ხმამაღლა ამოიოხრა, პირველმა კი მტკივნეულად მოუჭირა თითები უკანალზე სწრაფად დააყენა ფეხზე და ქაფი სხეულიდან მოაშორა. ხელში აყვანილ სესილიასთან ერთად გავიდა საძინებელში, ქალი საწოლზე დააწვინა და მის ზემოდან მოქცეულმა თითებით განაგრძო მისი სხეულის შესწავლა. აუჩქარებლად დააცოცებდა ტუჩებს მის დანამულ სხეულზე, გრძნობა როგორ უვლიდა ჟრუანტელი ყოველი მისი მოქმედებისას და სველ სხეულზე არასასიამოვნოდ მოდებულ ცივი ჰაერიც კანს უხორკლავდა. კაცის ალერსით გაბრუებულს აზროვნების უნარი სრულიად დაეკარგა, ტანში დავლილი ტალღები კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენდა, სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა და ვერც პირველს ეწინააღმდეგებოდა. გაუაზრებლად წაიღო ხელი საკუთარი სასქესო ადგილისკენ, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა ორივე მტევანი თავს ზემოთ გაუკავა. ტუჩები მკერდზე მიაწება, შემდეგ მუცელზე გადავიდა და მალე კვლავ სესილიას ტუჩებს დაუბრუნდა, ქალის ერთი ფეხი საკუთარ მხარზე მოითავსა, იქვე აკოცა, მერე კი მის სხეულს შეუერთად და სესილიას პირიდან ამომავალ ხმაზე სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. მოსწონდა ის თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა ქალს, ყველა მისი გრძნობის ამოკითხვისას თვითშეფასება კიდევ უფრო უმაღლდებოდა.
საწოლზე მიწოლილს თავი კონსტანტინეს მკლავზე ჰქონდა მოთავსებული, თითები მის თითებში აეხლართა და თვალებ დახუჭული მის სიახლოვეს ისე შეიგრძნობდა. მისკენ გადაბრუნებული პირველი სახეზე ნაზად ეფერებოდა, თმებზე გადადიოდა, თან მის ნაკვთებს დაკვირვებით ათავლიერებდა.
-კარგად ხარ? - ყბის ძვალზე გადაატარა ცერა თითი, უკვე იცოდა რასაც ეტყოდა სესილია და წინასწარ ეღიმებოდა.
-შენ რომ ჩემთან ხარ ყოველთვის კარგად ვარ და სულ ამას ნუ მეკითხები. რა გაცინებს? - კონსტანტინეს ჩაცინებაზე მაშინვე გაახილა თვალები, წამსვე კბილებს შორის მოქცეული მისი ტუჩები მოხვდა და სხეულში დავლილმა ტალღამაც არ დააყოვნა.
-ვიცოდი ამას რომ მეტყოდი.
-ისინი მალე მოვლენ და ჯობია ავდგეთ… ისედაც ვეღარ ვაზროვნებ ჩემთან რომ ხარ. - ტუჩებზე უცებ აკოცა, შემდეგ წამოჯდა და მუცელში ნაგრძნობი ტკივილის გამო თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. ყველანაირად ეცადა კონსტანტინეს არ შეემჩნია, მაგრამ მის ოდნავ შეკრულ სუნთქვაზეც კი მიხვდა პირველი რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. წამებში გაჩნდა მის წინ ჩამუხლული, ხელები ჩაკიდა ტკივილისგან სახე დამანჭულს და ქვემოდან ანერვიულებული მიაჩერდა.
-სად გტკივა? - ორივე მტევანზე აკოცა, სესილიამ კი მაშინვე მიუთითა ნაიარევთან მდებარე წერტილზე, პირველმაც ყველა ადგილი დაუკოცნა სადაც შეიძლებოდა სტკენოდა, მერე კი მომღიმარს შუბლზე მიაკრო ტუჩები. - დაწექი წამალს მოგიტან.
-არ მინდა, გამიარა უკვე.
-სესილია!
-მართლა, ზოგჯერ მტკივდება რამდენიმე წამით და მერე მივლის.
-ზოგჯერ? და შენ არაფერს მეუბნები.
-იმიტომ რომ პანიკდები კონსტანტინე. - თვალები აატრიალა, პირველმა კი წარბები შეკრა. - ნუ მიყურებ ეგრე, შენ ზედმეტად ნერვიულობ და არ მინდა ინერვიულო, ნეკნები მქონდა გატეხილი, ამას დრო სჭირდება ბოლომდე განსაკურნად, შეიძლება წლების შემდეგაც შემაწუხოს ისე როგორც ახლა მაწუხებს. ხომ თქვა ექიმმა რომ ყველაფერი კარგად მაქვს.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები, ფეხზე წამომდგარი გამოსაცვლელ ოთახში შევიდა, სწრაფად ჩაიცვა ტანზე, სესილიასთვისაც აიღო ტანსაცმელი და ისევ საწოლზე მჯდომისკენ ნელა დაიძრა. საცვალი თვითონ ამოაცვა, სპორტული შარვალიც და ფეხზე წამომდგარს ზემოთ აუწია.
-ნუ ბრაზობ რა. - მაისურის ჩაცმის შემდეგ თვალებ ამღვრეული მიაჩერდა კაცს, ხელი ჩაკიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-არ ვბრაზობ.
-კოსტა…
-გავიდეთ მომშივდა, თან დაურეკე იმათ და ჰკითხე სად არიან აქამდე… მართლა კარგად ხარ? - წამით გაუთბა მზერა, სესილიას თანხმობის შემდეგ კი უკან მოუხედავად გავიდა საძინებლიდან.
-მალე მოხვალთ?.. - ტელეფონით ხელში გაჰყვა უკან პირველს, სასადილო ოთახში მაგიდასთან მჯდომ კაცს შეხედა, შემდეგ იქვე მოსიარულე ქეთის, თან ნინის პასუხს ისმენდა. - კარგი გელოდებით. - ტელეფონი სწრაფად გათიშა, მერე კი ქეთის მისახმარებლდ სამზარეულოსკენ დაიძრა. - ისინიც მოვლენ მალე და თეფშები დავამატოთ.
-მაშინ ესენიც აიღე, მე საჭმელს გამოვიტან.
-კარგი. - თეფშები აუჩქარებლად დაალაგა მაგიდაზე, მალევე დანა-ჩანგალიც მოათავსა მის გვერდზე, წვენისთვის ჭიქებიც მიიტანა, მერე კი წარბშეკრულ კონსტანტინეს შეხედა რომელიც მის ყველა მოქმედებას თვალს ადევნებდა. - რა?
-დაჯექი საკმარისია. - თავის გვერდზე მდგომ სკამზე ანიშნა, სესილიაც მის ნათქვამს დაჰყვა, არ უნდოდა კიდევ უფრო გაებრაზებინა გაჯიუტებით. ბოლო კერძი რომ მოათავსა მაგიდაზე ქეთიმ, ზუსტად მაშინ შეაღო კარები გაბრიელმა და მაშინვე სესილიასკენ დაიძრა. როგორ სწრაფადაც ჩაეხუტა, ისეთი სისწრაფითვე მოშორდა როგორც კი მიხვდა სესილია კოცნას არ შეწყვეტდა. მერე კონსტანტინეს მოხვია ხელები, ლოყაზე თავადვე აკოცა და მასაც მალე მოშორდა.
-ხელები დაიბანეთ და მოდით. - ძმის შვილს თავზე აკოცა პირველმა, ისიც ლაპარკში გართულ გაბრიელს გაჰყვა. ბავშვებიდან მზერა ერთად მდგომ წყვილზე გადაიტანა კონსტანტინემ, ძმის მზერით დაბნეული გოგო სწრაფი მოძრაობით მოშორდა ანდროს და სესილიას გვერდზე მოუჯდა.
-მამაშენი სად არის? - სკამზე ჩამომჯდარმა ანდრომ მაშინვე იკითხა დავითი, კონსტანტინემ ტელეფონი გვერდზე გადადო და მთელი ყურადღება იქ მსხდომებისკენ მიმართა.
-თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდა სვანეთში.
-აუ ჩვენც რამდენი ხანია არ ვყოფილვართ.
-მე საერთოდ არ ვარ ნამყოფი სვანეთში. -
-ჰო მახსოვს რომ მითხარი. - უცებ გამოეპასუხა ანდრო ნინის, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ბავშვებმა ეს სიჩუმე წამსვე გაფანტეს.
-რას უყურეთ მა?
-ახალი მულტფილმია რობოტებზე, მერე თუ გინდა ერთად ვუყუროთ.
-ჩვენც წავიდეთ სვანეთში არ გინდა? რამდენი წელია არ ვყოფილვარ… - ხელი ჩაკიდა კონსტანტინეს, მაგრამ პირველს რეაქცია არ ჰქონია, ვეღარ ხვდებოდა სესილია გაბრაზებული იყო კაცი, თუ უბრალოდ თავის თავს უბრუნდებოდა და ამის გამო ცოტა იბნეოდა.
-წავიდეთ. - თითებზე ცერით მიეფერა რამდენიმე წამით, მათზე მიშტერებულ შვილს თვალი ჩაუკრა, სესილიასაც ხელი შეუშვა და საჭმელი საკუთარ თეფშზე გადაიღო.
-ვაიმე ეს რა ბეჭედი გიკეთია? - სესილიას გვერდზე მდჯომმა გაოცებულმა შეხედა ქალის მტევანს, სესილიასაც მერე გაახსენდა ლამაზი თვლებით მორთული ბეჭედი. - ნუთუ ჩემმა უგრძნობმა, უემოციო ძმამ ხელი გთხოვდა? ბეჭედი თვითონ გაგიკეთა თუ ყუთიანად მოგცა და შენ გაიკეთეო გითხრა. - ისე საუბრობდა სესილიაც გააცინა, პირველმა კი თვალები აატრიალა.
-ჩემი კაცი ყველაზე მგრძნობიარე, ემოციური და რომანტოულია პატარა. ნუ ჩემთან.
-მოიცადე, მართლა ხელი გთხოვა?
-ჰო ნინი, ხელი ვთხოვე და როგორც ხედავ სესილიაც დამთანხმდა.
-ისევ ძველი კონსტანტინე დაბრუნდა, არ გინდა ისევ ცუდად რომ გახდე? ან მეორე ბავშვი გააჩინე, წინა კვირებში სულ სხვანაირი იყო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მერე კი დაკვირვებით შეათვალიერა ბეჭედი. - არა გემოვნება რომ აქვს ამას ყოველთვის ვხედავდი.
-რამდენს ლაპარაკობს.
-ქორწილი როდის არის? - მილოცვების შემდეგ მხარზე მიარტყა ანდრომ ხელი, კონსტანტინემ კი მშვიდად განაგრძო ვახშმობა.
-როცა იქნება გეტყვი, არ გამოგტოვებ ნუ გეშინია.
-სესილია, შენ ხომ არ დააძალე, უკვე ვფიქრობ რომ ზეგავლენის ქვეშაა, როგორ შეიძლება ქორწინდებოდე და ასეთი სახით იჯდე.
-ვფიქრობ შენც იცი რატომ არის ასე ანდრო. - ოდნავ გაუღიმა, კაცი კი ადგილზე გაშეშდა, თვალს ვეღარ აშორებდა სესილიას და მთელი ძალით ცდილობდა თვალი ნინისკენ არ გაჰპარვოდა.
-კარგი. - მაგიდას გაუშტერა მზერა და თავი ოდნავ დააქნია, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ხმის ამოუღებლად კონსტანტინეს კაბინეტისკენ დაიძრა. გაურკვევლობაში მყოფი ნინი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხან კმაყოფილი სახით მჯდომ ძმას უყურებდა, ხან სესილიას და ვერაფრით იგებდა რა ხდებოდა.
-ანუ სულ შერიგდით? - ჯერ კიდევ ეჭვებში მყოფმა ბავშვმა ინტერესით იკითხა, სესილია რომ დაეთანხმა ხმამაღლა ამოისუნთქა და ჭამა გააგრძელა. - ძლივს.
-მამიდას პატარებიი, ვგიჟდები თქვენზე. - სიცილით შეხედა ძმისშვილებს, თან კოცნა გაუგზავნა, გაბრიელმა თვალი რომ ჩაუკრა სულ გაგიჟდა, ლოყაზე უჩქმიტა, მერე კი ბევრჯერ აკოცა.
-აუუ, გაჩერდი. - შეწუხებულს მაშინვე შეეცვალა ხასიათი, სივიწროვის და არაკომფორტულობის შეგრძნებისას ორივე ხელით მიაწვა ნინის რომ მოეშორებინა, ისიც მეორე ძმის შვილს გადასწვდა. კონსტანტინე ჩაფიქრებული მიაჩერდა შვილს, მისი ასეთი აუტანტლობის შეგრძნება დიდად არ მოსწონდა, მის ასაკში ვერც თვითონ იტანდა ზედმეტ სიახლოვეს, მაგრამ გაბრიელს ეს გრძნობა ზედმეტად გამძაფრებული ჰქონდა.
-ვიცი რასაც ფიქრობ, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ რაიმე ტრამვა არ მიეღო, რაც უფრო იზრდება უფრო ცივი ხდება ამ მხრივ, მე კიდევ მიტანს, მაგრამ უცხო ხალხზე ღიზიანდება.
-შევატყე.
-მეშინია რომ ზრდასთან ერთად უფრო ცივი და უკარება გახდება.
-დაველაპრაკები არ ინერვიულო. ხომ იცი მოსწონს როცა ჩვენს შორის მსგავსებას ხედავს. - თვალი ჩაუკრა, თან მტევანზე აკოცა დასამშვიდებლად.
-რამდენ ხანს უნდა ალოდინო.
-სანამ არ დავამთავრებ ადგომას არ ვაპირებ. - მშვიდად ჩაილაპარაკა, სესილიამაც შეუშვა ხელი და ბაშვების მონაყოლის მოსმენა განაგრძო. როგორც შეეძლო იმდენ ხანს გაწელა ვახშმობა, შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მყარი ნაბიჯებით დაიძრა კაბინეტისკენ. შიგნით შესულს დიდ ფანჯარასთან მდგომი ანდრო დახვდა, ჩაფიქრებული იყურებოდა გარეთ, მისი შესვლა როგორც კი გაიგო თავი დახარა, კონსტანტინესკენ შებრუნდა რომელიც უკვე საკუთარ სავარძელში ჯდებოდა, ისიც მის წინ მოთავსდა და მეგობარს თვალი გაუსწორა.
-ნინი მიყვარს.
-ვიცი.
-ვიცი რომ იცი… - ნერვიულად დაიწყო თითების წვალება, შემდეგ თმები აიჩეჩა და ამდენ ხანს ნაფიქრი სიტყვები გონებიდან საერთოდ გაუქრა. - ამდენი ხნის მანძილზე შენს გამოც ვიკავებდი თავს, მაგრამ უფრო იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირი… განახვავებულია. ბავშვური, რომ ვუყურებ მინდება ლოყები გავუწელო და ვაწვალო. - თავის ნათქვამზე თვითონვე გაიცინა, თან ხელები სახეზე ჩამოისვა. - ვიცი იმასაც რომ ვუყვარვარ, უბრალოდ ყოველ ჯერზე ჩემი შეხებისას ისე კრთება და შეშდება მეშინია რომ უფრო მეტით დავაფრთხობ. ველოდებოდი რომ დროის გასვლასთან ერთად უფრო გაიზრდებოდა, ჩამოყალიბდებოდა და მერე უფრო ადვილად შევძლებდი ურთიერთობას.
-გამოსი.რებული ხარ.
-მადლობა.
-პირველ რიგში იმაზე ვბრაზობ, ალბათ მწყინს კიდეც რომ მე, შენს ბავშვიბის მეგობარს დამიმალე შენი გრძნობების შესახებ, ეს სულ სხვა რამ არის, ჩემი და იქნება, ბიძაშვილი თუ უბრალოდ გამვლელი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენ უნდა გეთქვა თავიდანვე რასაც გრძნობდი და შენში არ უნდა ჩაგემარხა. სესილიას გამოჩენის დღიდან გიყვებოდი იმას რასაც განვიცდიდი, ან ვფიქრობდი, შენ კიდე იქამდე არაფერი მითხარი სანამ მე არ ამოვიღე ხმა.
-დამიჯერე ადვილი არ არის შენს მეგობარს უთხრა რომ მისი და გიყვარს.
-პირველ რიგში შენი მეგობარი ვარ! ვიყავი და ვიქნები! რითი იმართლებ თავს?! - ნერვებ მოშლილმა ხელის გული მაგიდის ზედაპირს გაუაზრებლდ დაარტყა და ხმის ტონსაც საგრძნობლად უმატა. - იმაზე ვბრაზობდი და ვბრაზობ რომ შენი გრძნობები დამიმალე და არა იმაზე რომ ჩემი არსაიდან გამოჩენილი და შეიყვარე. შენ მიცნობ და კარგად იცი შენი ბედნიერების გარდა სხვა არაფერი მინდა, ვინმეს სიყვარულს როგორ დაგიშლი. ჰო შეიძლება ჩემი დაა, მაგრამ ერთხელ მაინც შეიყვარებდა ვინმეს, გაჰყვებოდა ცოლად და ვერც ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ოცდაოთხი წლის ქალის ცხოვრებაში ჩარევა არასწორი საქციელი მგონია, ძმა კიარა, სულ რომ მამა ვიყო. აი ის თუ როგორ მიმალვს ჩემი მეგობარი თავის გრძნობებს, თან რომ ვერ მიმალავს, ეგ სხვა რამეა.
-ანუ რას იძახი, არ ბრაზობ იმაზე შენი და რომ შემიყვარდა და იმაზე ბრაზობ როგორც მეგობარმა ჩემს ცხოვრებაში არსებული ქალი რომ დაგიმალე?
-ჯანდაბა გინდა რომ დაგარტყა?
-ანუ შენ პრობლემა არ გაქვს ნინისთან ერთად თუ ვიქნები? - წარბშეკრული კონსტანტინესკენ სწრაფად დაიძრა.
-ვერ გაიგე რა გელაპარაკე? - ხელი დაუხვედრა მისკენ წასულ მეგობარს, უკვე იცოდა შემაწუხებელი ჩახუტებით შემოიფარგლებოდა და ნამდვილად არ სურდა შეყვარებული ანდროს თბილი ხვევნა-კოცნები.
-შე ჩემა ვერ გეუბნებოდი, თან გახვედრებდი. ანუ მინდოდა რომ მიხვედრილიყავი და მერე თქმა უფრო გამიადვილდებოდა. - მაინც მოხვია ხელები, ლოყაზე აკოცა, მერე თავზე, თმებიც აუჩეჩა და წყობიდან გამოსულ კონსტანტინეს სწრაფადვე დაუსხლტა ხელიდან.
-ვის აბოლებ, ნუ მეაფერსიტები და და.ახვიე აქედან სანამ არ მიცემიხარ. იქამდე არ დამენახო სანამ ბრაზი არ გადამივლის.
-მიყვარხარ. - თვალი ჩაუკრა პირველს და კაბინეტის კარიც გაიხურა. იცოდა ადვილად ვერ გამოძვრებოდა კონსტანტინესთან, მის ჯიუტ ხასიათს კარგად იცნობდა, მართალიც იყო კონსტანტინე, იცოდა ცოტა დრო დასჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეურიგდებოდა. - სესილია, შენი ქმარი იმაზე ბრაზობს რომ არაფერი ვუთხარი, არა იმაზე რომ ნინი მიყვარს და თუ შეგიძლია დაამშვიდე.
-კარგი. - დაბნეულმა სწრაფად გასცა პასუხი, ანდრომ დაბნეულ ნინის მოკიდა ხელი და ფეხზე წამომდგართან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
-ნათლიას რა სჭირს? - გაკვირვებულმა შეხედა გაბრიელმა დედამისს, სესილიას ნაცვლად კი ლუკამ გასცა პასუხი.
-მამიდა უყვარს მგონი და მაგიტომ წაიყვანა.
-ჰო ერთმანეთი უყვართ პატარებო, ადექით ახლა და დასაძინებლად მოვემზადოთ. - ფეხზე წამომდგარმა ორივე ააყენა, ქეთის მადლობა გადაუხადა და მეორე სართულზე ბავშვებთან ერთად დაიძრა.
-ბიცო პატარები არ ვართ.
-მოფერებით გეძახით. - მომღიმარმა თმები აუჩეჩა, გაბრიელის ოთახში შესულებს საღამურები გაუმზადა და სანამ გამოიცვლიდნენ ოთავიდან გავიდა. ოთახში დაბრუნებისას დაინახა როგორ ასწავლიდა გაბრიელი ბიძაშვილს ტანსაცმლის დაკეცვას, ლუკას წუწუნზე და შეკრულ წარბებზე გაეცინა, შიგნით შესულმა მაისურის დაკეცვა თვითონ ასწავლა და რომ მიხვდა ადვილი საქმე იყო წარბებიც გახსნა ბავშვმა.
-ნახევარ საათში ამოვალ და თუ არ გეძინებათ ხვალ მთელი დღე სახლში მოგიწევთ ყოფნა.
-კაი ხო. - მკლავები კისერზე მოხვია სესილიას, შემდეგ ლოყაზე აკოცა, მერე კი საწოლში შეწვა. ლუკას თვითონ დაუკოცნა ორივე ლოყა, ბოლოს საძინებლის კარი გაიხურა და კიბეებზე ჩასული საკუთრი ოთახისკენ დაიძრა. შიგნით შესულ ფანჯარასთან მდგომი კონსტანტინე დახვდა სიგარეტით ხელში, მშვიდად ეწეოდა ჩაფიქრებული. ნელა მიუახლოვდა კაცს, ხელები მუცელზე მოხვია, კისერზე მიაკრო ტუჩები და პირველიც მისკენ შებრუნდა.
-ძალიან მიხარია გაბრიელს და ლუკას ასეთი კარგი ურთიერთობა რომ ჩამოუყალიბდათ.
-კი, ნამდვილად.
-რაზე ფიქრობ?
-ანდროზე… დავწვეთ, დღეს მთელი დღეა დადიხარ.
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე.
-ხომ იცი რომ ასეთი ვარ, ვერ ვისვენებ როცა ჩემს საყავრელ ადამიანს რაღაც კარგად ვერ აქვს. მითუმეტეს შენ. - ლოყაზე მიეფერა, შუბლზე ამბორის შემდეგ კი საწოლისკენ დაიძრა.
-ხვალიდან დავიწყებ თორნიკეს სახლს ხო? - მაისური თვითონ მოაშორა, თან მწვანე ბრჭყვიალა თვალები შეანათა.
-ჰო.
-მომენატრა საქმის კეთება… ადრე შენზე ფიქრებს მუშაობით ვანაცვლებდი.
-წარმომიდგენია რამდენს მუშაობდი. - საწოლზე გადაწოლილს ნახევარი სხეულით ზემოდან მოექცა, თმები უაკან გადაუწია და ტუჩები მხარზე მიაწება.
-ბევრს, მაგრამ ვერც შენი დავიწყება შევძელი, ვერც გადაყვარება და ვერც შენზე ფიქრების მოშორება.
-ვხედავ. - გვერდზე გადაწოლილმა თითები სახეზე ჩამოატარა, მერე ტუჩებზე და რამდენიმე წამით ნაზად შეახო თავისი ბაგეები ქალისას. - მოდი ჩემთან. - მკლავი თავქვეშ ამოუდო, მეორე ხელი ზურგზე მოხვია და მთელი სხეულით ტანზე მიიკრა. ქალის სურნელში გაბრუებულს სიმშვიდე წამსვე ედებოდა სხეულში, გული ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ნელა უცემდა, სრულ ნეტარებას შეიგრძნობდა და იმ დროს სესილიას გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა.
***
თებერვლის შუა დღეები იყო, თბილი ამინდების გამოსვლის ნაცვლად კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევდა ტემპერატურის მაჩვენებელი. საწოლზე მიწოლილ პირველს ხელები თავქვეშ ამოედო, თვალები დაეხუჭა და მძიმედ სუნთქავდა. უამრავი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, დაღლილობას გრძნობდა და საძინებლიდან გასვლა საერთოდ არ სურდა. ოთახში შესული სესილია ნელა მიუწვა გვერდზე, ხელის გულები მუცელზე დაილაგა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ჭერს მიაშტერდა. ხმას არცერთი იღებდა, გრძნობდა სესილია რომ კაცს რაღაც აწუხებდა და მოუთმენლად ელოდა როდის დაიწყებდა საუბარს.
-ოცდაათი წელი გავიდა და დღემდე ვერ დავივიწყე ის გრძნობები, რასაც მისი წასვლის შემდეგ განვიცდიდი. - ცოტა ხანს გაჩუმდა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, შემდეგ კვლავ საუბარი განაგრძო. - ნანუკა მეცხრე თვეში იყო ჩემს დებილ ძმას გაგულავება რომ მოუნდა, კი ამტკიცბდა არავისთან ვყოფილვარო და მჯერა კიდეც, მაგრამ გოგო ანერვიულა, თან იმ პერიოდში იყვნენ საკუთარ გრძნობებში რომ იჭერდნენ თავს და ორსული გოგოსთვის რათქმაუნდა უფრო ემოციური იქნებოდა ეს ყველაფერი. ნიკოლოზს ახლოს არ იკარებდა, ერთ დღეს დამირეკა, მთხოვა ნანუკასთან მივსულიყავი და ასე ვთქვათ ზუსტად მივუსწარი. კარი რომ გამიღო მუცელი სტკიოდა, ღრმად სუნთქავდა, ნიკოლოზს ლანძღავდა და თან მადლობას მიხდიდა მისვლისთვის. მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანე, ნიკოლოზიც მოვიდა და ერთად ველოდებოდით ლუკას დაბადებას. მერე ნელ-ნელა მოგროვდა ხალხი, ნიკოლოზი ნანუკასთან შევუშვით, ყველა ერთად გარეთ ველოდებოდით პასუხს, მაშინ პირველად ვნახე დედაჩემი. არშკარად არ მელოდა, სამშობიაროსთან რომ დამინახა მაშინვე გაშეშდა, შოკირებული მიყურებდა და ვეღარ ინძრეოდა. სულ სხვანაირი იყო, მისი გაოცებული სახე და ჩვენს შორის მსგავსება რომ არ დამენახა ალბათ ვერც ვიცნობდი, ისედაც დიდად არ მახსოვდა. მერე ცუდად გახდა. გული წაუვიდა და მეც წამოვედი იქიდან. - ჩაიცინა ქალის მდგომარეობის გახსენებისას, თავი გვერდზე გადაატრიალა, მასზე მიშტერებულ სესილიას სახე შეუთვალიერა, ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე ლოყაზე მიეფერა. - არ იტირო ახლა. - როგორც კი შეამჩნია მისი ამღვრეული თვალები ჩახლეჩილი ხმით მშვიდად ჩაილაპარაკა, გაეღიმა ხმის ამოუღებლად რომ აკოცა ხელის გულზე ნაკანმა, სველი თვალები კონსტანტინეს ნაცრისფერ სფეროებს გაუსწორა და მზერით ანიშნა რომ საუბარი გაეგრძელებინა. - რამდენჯერმე სცადა ჩემი ნახვა ნიკოლოზის საშუალებით და ამ ქცევებით კიდევ უფრო მიქრობდა მასთან კონტაქტის სურვილს. ჩემს თვალში იმდენად დაბალ საფეხურზეა და იმდენად უმნიშვნელო როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მის არსებობას ვერასდროს ვგრძნობდი და ვერც ახლა ვგრძნობ, უბრალოდ რომ ვიცი სადღაც აქვე, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, შიგნიდან რაღაც მაწუხებს, არ მასვენებს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
-გინდა მისი ნახვა?
-პატიება არ შემიძლია. ამის არა. ქალს რომელმაც ხუთი წლის ასაკში დამტოვა, სხვა კაცზე დაქორწინდა, შვილები გაუჩინა და მე წლების მანძილზე ერთხელაც არ მომაკითხა, ვერ ვაპატიებ. არც ვცდი რადგან პატიების ღირსად არ ვთვლი. ჩემი უბრალოდ დანახვის ღირსიც არ არის, არც ჩემი შვილის ნახვის, გაცნობის და მასთან ურთიერთობის. არ მინდა როდისმე კიდევ ვნახო შემთხვევითაც კი, უფრო მეტად მზიზღდება ის ფაქტი რომ ისევ არსებობს. - მიმიკა არც კი შესცვლია ისე წარმოსთქვა თითოეული სიტყვა, არც ხმაზე ეტყობოდა რამე, მაგრამ შესანიშნავად გრნობდა სესილია მის გულში დატრიალებულ ქარბუქს. პირველზე მეტად განიცდიდა მის მდგომარეობას, გული უკვდებოდა მისი ამ სიტუაციაში ყოფნის გამო, არანაირად არ ესმოდა ქალის რომელმაც შვილი დატოვა, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა, ვერაფრით გაუგებდა.
-კოსტა, რაც არ უნდა იყოს ვფიქრობ არც მისთვის იქნებოდა ადვილი შენი დატოვება.
-მნიშვნელობა არ აქვს რთული იყო თუ არა.
-მაა. - მოულოდნელად გაისმა ბავშვის ხმა რომელიც კარზე კაკუნს მოჰყვა, ერთმანეთზე მიშტერებულ წყვილს მყუდროება დაურღვია, მაგრამ დაძაბული სიტუაციაც წამსვე გაფანტა. მაშინვე დახუჭა თვალები, ინსტიქტურად გაეღიმა და სესილიას კიდევ ერთხელ მიეფერა ლოყაზე.
-მიყვარს ასე რომ მეძახის. - ტუჩები რამდენიმე წამით მიაკრო ქალისას, შემდეგ ბავშვს შესვლის ნიშნად პასუხი გასცა, იდაყვით საწოლს დაეყრდნო, სახე ხელის გულში მოათავსა და ისე დააკვირდა მათკენ მიმავალ შვილს. - რა ხდება? - საწოლზე ამძვრალს მაშინვე ჰკითხა, გაბრიელი ხმის ამოუღებლად ჩაწვა მათ შორის, ზურგზე დაწოლილმა ხელები მუცელზე დაილაგა და ჭერს მიაშტერდა.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ.
-მარიტა ვინ არის? - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ იკითხა, კონსტანტინემ ჯერ სესილიას შეხედა, შემდეგ მასზე მიშტერებულ შვილს და რამდენიმე წამის შემდეგ კითხვა შეუბრუნა.
-ეს კითხვა საიდან?
-გარეთ ვიყავი გასული, კატისთვის საჭმელი რომ მიმეცა.
-ვისთვის? - წარბ აწეულმა დახედა ნაკანმა, მაგრამ როგორც კი ბავშვის შეკრულ წარბებს შეხედეს, კონსტანტინემ თვალებით ანიშნა რომ მათ საუბარში არ ჩაერეულიყო.
-ყოველ დღე მოდის და პურს ვაჭმევ, ოღონდ ქეთი დეიდას არ უთხრათ… ცისფერი თვალები აქვს, ფიფქა დავარქვი, იმიტო რომ ფიფქივით თეთრია. ყოველ დღე ხესთან მელოდება, უკან ის ლამაზი ხე რომ დგას მანდ… ხოდა გუშინ დავინახე ხეზე ამოკაწრული სახელი მარიტა და დამაინტერესა. - სახე წაშლილ კონსტანტინეს თავისნაირი თვალები გაუსწორა, ვერ ხვდებოდა მამის ასეთი რეაქცია რისგან იყო გამოწვეული და ხმას თვითონაც ვეღარ იღებდა.
-კოსტა. - თითები შეუცურა თმაში კაცს აზრზე მოსაყვანად, აღარც კი სუნთქავდა და ანდრიას დაძაბულობასაც გრძნობდა.
-მარიტა ჩემი და იყო, სანამ დედაშენს გავიცნობდი და შენ დაიბადებოდი იქამდე გარდაიცვალა. - ჩახველების შემდეგ ისევე ურეაქციოდ გასცა პასუხი როგორც სჩვეოდა, გულში კი დიდ დანაკლისს, სიცარიელეს და ტკივილს გრძნობდა მისი დაკარგვის გამო.
-როგორ?
-გაბრიელ…
-მდინარეში გადავარდა შემთხვევით, ცურვა არ იცოდა და ვერ გაცურა. - თავზე გადაუსვა ხელი შვილს. ხმა არ ამოუღია პატარა პირველს, ცოტა ხნით უყურებდა კონსტანტინეს, მერე მოულოდნელად გადატრიალდა მისკენ, პატარა მკლავი წელზე მოხვია და სახე მკერდზე მიადო. სუნთქვა შეკრულ კაცს გულიც კი გაუჩერდა წამით, სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა და მომღიმარ სესილიას თვალებ დამრგვალებულმა შეხედა. გაუბედავად შეახო ხელი თავზე შვილს, ცხვირი მის თმაში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. სხეული მთლიანად გაუთბა, ყველანაირი ცუდი შეგრძნება მოშორდა, გაბრიელის არსებობის შეგრძნებისას, ისეთი განსხვავებული და თავისებური იყო, თვითონ კონსტანტინეც ვერ ხვდებოდა მის მომდევნო მოქმედებას. ხმას არცერთი იღებდა, მაგრამ მძაფრად გრძნობდა შვილის თანაგრძნობას, ეს კი ყველაზე მეტად სიამოვნებდა.
-აქ დავიძინებ ხო? - მშვიდად ჩაილაპარაკა კომფორტულად მოწყობილმა, ისე რომ სახე არ მოუშორებია კონსტანტინეს მკერდიდან, პირველს კი მაშინვე ჩაეღიმა.
-დაიძინე. - ნახევრად ძილბურანში წასულს თავზე აკოცა, მერე მათზე მიშტერებულ სესილიას შეხედა და ღმერთმა იცის მერამდენედ გადაუხადა მადლობა თავისი მზერით. მომღიმარი ნაკანი თითებით მიეფერა სახეზე, მაჯაზე რომ აკოცა კაცმა წამით თვალებიც კი მიენაბა, შემდეგ მის თმებში ახლართა თითები, ცოტახანში კი კვლავ სახეზე გადავიდა. თავისუფალი ხელით თავისკენ მისწია სესილია, გაბრიელს პატარა სივრცე მაინც დაუტოვა რომ არ შეწუხებულიყო, თან ქალის გულში ჩაკვრა და მისი ტუჩების შეხებაც სასწაულად სურდა.
-ვეჭვიანობ. - ბავშვის ღრმა სუნთქვა რომ გაიგო ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თან კონსტანტინეზე მიკრული სიყვარულით სავსზე მზერით შეათვალიერა.
-აწუხებ ბევრი კოცნით და მოფერებით. ამ დროს არაკომფორტულობის შეგრძნება ეუფლება, სივიწროვეს გრძნობს და ჰაერის ნაკლებობას განიცდის.
-დედა ვარ.
-გეუბნები რასაც ვგრძნობდი, ეს კიდევ გაორმაგებულად გრძნობს.
-შენთან რატომ არის ასე… - შვილის თმაზე შეხებაც ვეღარ გაბედა წარბშეკრულმა, კონსტანტინეს კი ჩაეციმა. - საერთოდ არ არის სასაცილო. მწყინს.
-რა გწყინს სესილია, ნუ გამაგიჟებ გთხოვ. - ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაეცინა, რადგან ჩაცინებაზე მაშინვე შეიშმუშნა ბავშვი. - ყველაზე მეტად შენ უყვარხარ. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი ქალს, ფეხი რომ გადაადო გაბრიელმა და ცხვირი მკერდზე მიადო ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად, თან სესილიას უყურებდა გაბრწყინებული თვალებით.
-მიყვარს ის როგორიც მასთან ხდები.
-ბედნიერი ვარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, შვილს თავზე აკოცა, სესილიას კი ქვევიდან ახედა.
-მინდა სულ ასე იყო კოსტა.
-მთავარია თქვენ იყოთ ჩემთან.
-ძალიან მიყვარხარ. - მისკენ მიწეულმა ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო კაცისას, თითები მის თითებში ახლართა, სახე მის მოპირდაპირედ ბალიშზე მოათავსა და იქამდე უყურეს ერთმანეთს სანამ ორივეს არ ჩაეძინა.
***

ქუჩებში ნელა მისეირნობდნენ ერთმანეთის გვერდზე მდგომები, სასაუბრო თემა გონებაში წამსვე ჩნდებიდა როგორც კი კონკრეტულ საკითხზე საუბარს დაასრულებდნენ, ეს კი ყველანაირ უხერხულობდას, ან დაძაბულობას უხსნიდა მშვიდად მოსიარულე გოგოს. ერთმანეთს ვერ ეხებოდნენ, მაგრამ მაინც სიახლოვის სურვილით შესამჩნევად იწვოდნენ. როგორც კი გვერდზე დიდი სიჩქარით ჩაუქროდა მანქანამ, მაშინვე ხელი ჩაჭიდა ნინის, მეორე მხარეს გადააყენა და ამ მომენტით სარგებლობის შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მის თითებს ჩაჭიდებულმა სიარული ისე გააგრძელა, გრძნობდა როგორ უხურდა ქალს სახე, სუნთქვაც საგრძნობლად აუჩქარდა და მიუხედავად იმისა რომ გოგო ყველანაირად ცდილობდა მისი გრძნობების დამალვას, მაინც ყველაფერს დეტალურად ხედავდა კმაყოფილი ანდრო.
-შეგიძლია მომიყვე როგორი იყო კოსტას და?
-მარიტა?
-ჰო. - ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, ამ საუბრით შეეცადა ანდროზე ფიქრებიდან ცოტახანს მოწყვეტას და მალე მიზანსაც მიაღწია.
-დედაშენის წასვლის შემდეგ კონსტანტინე ყველაზე უხეში, უემოციო, უინტერესო და ცივი გახდა. ნუ მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ რომ გავიცანი მაშინვე დამაინტერესა. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მასთან მეგობრობის. ის სულ ჩუმად იყო, ყველას იშორებდა, მეც თავს ვიკავებდი მისვლის და დალაპარაკებისგან. ძალიან მინდოდა დავლაპარაკებოდი, მისი მეგობარი გავმხდარიყავი და გამემხიარულებინა. ახლაც მახსოვს ის გრძნობები. - მომღიმარი საუბრობდა წარსულის გახსენებისას, თან ნინის თითების შეგრძნებისას სასიამოვნო გრძნობებს განიცდიდა. - მალევე შევამჩნიე მისი მზერა როცა მშობლებს ბავშვები მიჰყავდათ, ძირითადად დედებს. უცნაური მზერით უყურებდა რამდენიმე წამი, შემდეგ თვალს აშორებდა და თავის საქმეს აგრძელებდა. ძირითადად ხატავდა ხოლმე თავის სახატავში. ერთხელაც გამბედაობა მოვიკრიბე, მივედი და ვუთხარი მანახე შენი ნახატებითქო. შენ ვინ ხარო გაბრაზებულმა შემომხედა, მეთქი შენი საუკეთესო მეგობარითქო. ჯერ წარბშეკრული მიყურებდა, დიდხანს მათვალიერა, აზრზე არ ვარ მაშინ რაზე ფიქრობდა, მაგრამ მერე თქვა დაათვალიერეო. ნუ ჯერ კი შოკში ვიყავი, მაგრამ მერე მართლა დავათვალიერე, თან ძალიან მიხაროდა. მერე დავახლოვდით, სულ ერთად ვიყავით, კონსტანტინესთან ვრჩებოდი, სამი წლის ვიყავი ჩემი მშობლები რომ დაიღუპნენ ავარიაში, მას შემდეგ დეიდაჩემი მზრდიდა და კონსტანტინესთან გადაცხოვრებით ცხოვრებაც შედარებით გავუმარტივე. დავითი როგორც შვილს ისე მექცეოდა და დღეს მაგ კაცს ყველაზე მეტად ვაფასებ. სადღაც რვა წლისები ვიყავით დავითმა პატარა გოგო რომ მოგვიყვანა. ლურჯი თვალები ჰქონდა, ახლაც მახსოვს როგორი პატარა იყო. მერე ახალი ინტერესი გაგვიჩნდა. მარიტას მოვლა. კონსტანტინეზე მეტად მე ვუყვარდი. - სიცილით ჩაილაპარაკა, თან ნინის ზემოდან დახედა. როგორც კი დაიბნა მისი მზერით გოგო, სხვა მხარეს გაიხედა და საუბარი განაგრძო. - მარიტა ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო. ძალიან კეთილი, ლამაზი, ზოგჯერ ვეუბნებოდი დედამიწაზე მაცხოვრებელი ანგელოზი ხარ ჩვენთვის ჩამოსულითქო და ისიც მაშინვე იფერებდა ხოლმე. კომპლიმენტებზე გიჟდებოდა, უცნაური იყო, ხასიათებიც ხშირად ეცვლებოდა. მარტისავით იყო, ზოგჯერ ძალიან თბილი, ზოგჯერ ცივი. მაგ დროს კონსტანტინე თუ მოახერხებდა მის ხასიათზე მოყვანას. ყველაზე ძალიან უყვარდა კოსტას, ისე ძალიან რომ მისი სიკვდილი დღემდე ვერ მოინელა. მარიტას გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე უფრო ცივი გახდა, ზოგჯერ ვერ ვიტანდი მის ხასიათს და მარტო ვტოვებდი. ახლა გაბრიელი რომ გამოჩნდა ცოტა მოლბა. სესილია ძალიან უყვარს და ეგ ორი გვერდზე რომ ჰყავს რეალური კონსტანტინე ხდება.
-მე ვუყვარვარ?
-რა თქმა უნდა, პატარა.
-არ ვიცი, მე ჩემს ძმებთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, ასეთი არცერთია. ნიკოლოზი ყოველთვის მეხუტებოდა, ჩემთან ერთად დროს ატარებდა, ბევრს ვსაუბრობდით და ასე შემდეგ, კონსტანტინე კიდე ნამდვილი ქანდაკებაა.
-ნუ თავიდან გაჭედილი ჰქონდა, რომ გაიგო დედამისს სხვა შვილები ჰყავდა ადვილად ვერ გადაიტანა. რომ დაფიქრდე გაუგებ. მაგრამ მერე შეძლო, მიგიღო და შეუყვარდი როგორც და, რათქმაუნდა, მაგრამ შენზე მეტად მაინც მე ვუყვარვარ. - ცხვირზე ჩამოკრა თითი წარბშეკრულს.
-იმის შემდეგ რაც დედამ კონსტანტინე ნახა, უფრო სევდიანი გახდა, სულ კითხულობს როგორ არის, და ჩვენ უფრო თბილად გვექცევა.
-კოსტა არასდროს აპატიებს ნინი, ყველაზე კარგად ვიცნობ და ვიცი პატიებას ვერ შეძლებს რომც სცადოს. სესილიას საუბარიც არ გაჭრის ამ თემაში და ვფიქრობ დედაშენიც უნდა შეეგუოს ამ აზრს.
-ძნელია კი… სად მივდივართ?
-არ ვიცი, სად გინდა წავიდეთ? - უცებ შეეცვალა ხასიათი, ყურებამდე გაუღიმა გოგოს და მის დაბნეულ თვალებზე გაეცინა.
-რა გაცინებს?
-პატარა, როდის მიხვდები რომ ყველა შენს ემოციას და გრძნობას ვხედავ? - დაბნეულს რამდენიმე წამით ჩახედა თვალებში, თან მტევანზე აკოცა და მასზე მიშტერებულ გოგოს კვლავ გაუღიმა.
-არ ვიცი რაზე საუბრობ. - მაშინვე მოაშორა მზერა კაცს, აღელვებულმა იქაურობა მოათვალიერა და ანდროსაც თითები გაუაზრებლად მოუჭირა თითებზე.
-კარგი, მოდი აქ შევიდეთ. - ერთ-ერთ კარზე ანიშნა, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა, შიგნით შესულებს მუსიკის დაკვრაში გართულ ბენდთან ახლოს მოცეკვავე ხალხი დახვდათ, ანდროც პირდაპირ იქით დაიძრა, დაბნეულ გოგოს ხელები წელზე მოხვია და წყნარ მელოდიას ტანი ააყოლა. - ნუ აცეცებ თვალებ ეგრე, მართლა ბავშვი მგონიხარ, ჩემს თავთან ბრძოლას ვიწყებ და ვიტანჯები მერე.
-რა? - პირველად იყო ასე ახლოს ანდროსთან, მის სხეულზე აკრულს მთლიანი წინა მხარე ეწვოდა, გული გაორმაგებულად უცემდა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა კაცს.
-შეწყვიტე ბავშვივით მოქცევა თორემ თავი პედოფილი მგონიათქო. - სიცილით ჩაილაპარაკა, თან პატარა ცხვირზე აკოცა.
-პედოფილი რატომ გგონია?
-მართლა ვერ ხვდები თუ გინდა ჩემგან მოისმინო? - თვალებში ჩახედა, რომელშიც აშკარად ჩანდა დაბნეულობა, გაურკვევლობა, სიმორცხვეც და რაღაცის მოლოდინის სიხარულიც. მზერა მისი ტუჩებისკენ გაექცა, ტანში თითქოს ჭიანჭველების ნაკადმა დაუარა თავიდან ფეხის თითებამდე და მისი კოცნის სურვილმა ისე შეიოპყრო სუნთქვა შეეკრა. ზედმეტი აღარც უფიქრია ისე დაიხარა მის სახესთან ახლოს და საბოლოოდ მის ტუჩებსაც შეეხო. იგრძნო გული როგორ გაუჩერდა წამით, შემდეგ კი ისე სწრაფად დაიწყო ფეთქვა ეგონა მალე გასკდებოდა. მისი გულის ცემა არაფერი იყო გაშეშეშებული ქალის მფეთქავ ორგანოსთან შედარებით. არც ერთს არ ეგონა უბრალო გასეირნება ასე თუ განვითარდებოდა, მაგრამ ანდროსაც აღარ შეეძლო მასთან ახლოს და თან შორს ყოფნა. უნდოდა ყოველი დღე მასთან ერთად გაეტარებინა, მისი საუბარი და სიცილი მოესმინა, თან ის ლამაზი, მიმზიდველი ტუჩები ხშირად დაეკოცნა. ახლა კი სურვილებს ნელ-ნელა ისრულებდა. ისე ნაზად კოცნიდა სულ მოსწყვიტა ქალი იქაურობას, წელზე მოხვეული ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია რადგან იგრძნო წამით მუხლები როგორ მოეკვეთა ქალს და კმაყოფილების შეგრძნებაც კიდევ უფრო დიდი დოზით იგრძნო.
-ჯერ ჩემი ფიქრები და გონება მოიპარე, მერე გული, ახლა კოცნა. - როგორც კი მოსწყდა მის ტუჩებს მაშინვე ჩაილაპარაკა გაუაზრებლად, შუბლი მკერდზე მიადო თვალ დახუჭულმა და იგრძნო კიდეც კაცის სწრაფად მფეთქავი გულისცემა.
-კიდევ ბევრ რამეს მოვიპარავ, მთავარია ვიცი შენ თანახმა ხარ. - თავი ააწევინა და დაბინდულ თვალებში მომღიმარმა ჩახედა. - მიყვარხარ. - ლოყაზე ნაზად მიეფერა, დაინახა როგორ გაუბრწყინდა თვალები, ყურებამდე გაიღიმა და მალე ქალის ტუჩებიც იგრძნო თავისაზე მიკრული.
-მეც მიყვარხარ ანდრო. - კაცის ტუჩებზე დაიჩურჩულა, მოწყვეტით კიდევ ერთხელ აკოცა და გაბრწყინებული თვალები მალევე შეანათა უკან გაწეულმა.
-სად გინდა რომ წავიდეთ?
-სეირნობა გავაგრძელოთ. - ქვემოდან უყურებდა, ახლა სულ სხვანაირად უღიმოდა სახე და ანდროსაც თავგზას უბნევდა. ისეთი ბედნიერი იყო ღიმილს ვერაფრით იშორებდა სახიდან.
-კარგი. - ხელი გადახვია ქალს, შუბლზე აკოცა და იქაურობაც მალევე დატოვა.
-კოსტა?
-იცის, მაგრამ გაბრაზებულია უფრო ადრე რომ არ ვუთხარი.
-ანუ იმაზეა გაბრაზებული რომ არ უთხარი და არა იმაზე რომ გიყვარვარ?
-ხო. - ჩაიცინა, თან გზა გააგრძელა.
-მცხვენია.
-მიეჩვევა, შენც მიეჩვევი ჩემთან ყოფნას. - ლოყებ შეფარკლულს სიცილით აკოცა საფეთქელზე, ისეთი ბედნიერი იყო იმ დროს, ეგონა გაგიჟდებოდა. - ჩემს შეხებებზე ისე რეაგირებდი მეგონა დაიმორცხვებოდი ან გამექცეოდი, აქამდე სად ვიყავი.
-არც მე მეგონა ასე თუ ვიქნებოდი… უბრალოდ ისე შეგეჩვიე, მგონია ძალიან კარგად გიცნობ, დიდი ხანია ასე ვართ და არ ვკომპლექსდები. - ქვემოდან ახედა თვალებ გაბრწყინებულმა, პირველად ხედავდა ასეთ ანდროს, ისედაც სულ მხიარული იყო მასთან, მაგრამ ასეთი ბედნიერი არასდროს ენახა. მისი ყურებისას გრძნობდა როგორ უნათოდა საკუთარი თვალები, უცნაურად დიდი ენერგიის მოზღვავებას შეიგრძნობდა, რომელიც წარმოუდგენლად აბედნიერებდა. - ზედმეტად დიდხანს მალოდინე ანდრო, რითი აპირებ ამის გამოსყიდვას?
-შენ ისედაც პატარა, უფრო პატარა ბავშვივით იქცეოდი, გაბრიელიც კი შენზე დიდი ჩანდა ზოგჯერ და ეს ყველაფერი თავს პედოფილად მაგრძნობინებდა. შენი ბრალია ჩემი უმოქმედობა და ვფიქრობ გამოსასყიდი არაფერი მაქვს. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ტუჩებზე აკოცა და უკან გაწეულმა მაშინვე თვალებში ჩახედა დამორცხვილს. - ასეთი ძალიან მომწონხარ.
-ყოველთვის მიყვარდა შენი ყურადღება… ხმაც კი გეცვლება რომ მელაპარაკები.
-ხოო? მაგას როგორ მიხვდი?
-ელომ მითხრა, ხომ გახსოვს ჩემი დაქალი, რომ გაგაცანი?
-მახსოვს.
-ასე რატომ მიყურებ? - ანდროს ნაბიჯებს მიყვებოდა, თან ქვევიდან შესციცინებდა მოკაშკაშე თვალებით.
-სხვანაირი ხარ შენს გრძნობებზე საუბრისას. თან ბავშვური და…
-და რა?
-არაფერი. - ჩაცინებით შემოიფარგა, ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია, დიდი ხნის მანძილზე მისი სიახლოვის სურვილი ჰკლავდა, ახლა კი როცა შეეძლო ყოველი წუთის მასთან გატარება, თავს აღარც იკავებდა. თავისუფლად ეხებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებდა კაცს. ბედნიერები მიაბიჯებდნენ ქუჩებში უმისამართოდ, უამრავ თემაზე საუბრობდნენ, შორიდანაც კი ჩანდა მათი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, ორივეს უბრწყინავდა მოციმციმე თვალები, ფეხებიც გაუაზრებლად უხვევდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე და მის ქუჩებში მოსეირნე სხვადასხვა წყვილებს ერეოდნენ.
***
სამუშაო მაგიდასთან მჯომს უკნიდან მიუახლოვდა პირველი, ისე იყო საქმეში ჩართული ქალი, ვერც მიხვდა საყვარელი მამაკაცის იქ ყოფნას, სანამ ნაცნობმა სურნელმა არ მოიცვა მის გარშემო ჰაერი. ფილტვები მისი სურნელით გაივსო, მერე კი მის მხართან დახრილს თვალ დახუჭულმა საფეთქელი ლოყაზე მიადო.
-დაიღალე?
-ცოტა. - კვლავ განაგრძობდა ჰაერის ხარბად შესუნთქვას, კონსტანტინეს თითებს მხარზე გრძნობდა და სხეულიც უდუნდებოდა. - შენ რას აკეთებ აქ?
-ჩემი ქალი მომენატრა და მოვედი. - რომ ვეღარ გაუძლო შუბლზე აკოცა ნაკანს, მერე კი იქაურობა მოათვალიერა და მათკენ მომზირალ რამდენიმე თვალსაც წააწყდა. - თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გაკოცო.
-უკვე მაკოცე კონსტანტინე. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ნაპერწკლები მაშინვე გაუკრთა თვალებში და ქვემოდან ისე ახედა კაცს.
-ჯანდაბა. - ოდნავ წარბშეკრული დააჩერდა, მთლიანი სახე შეუთვალიერა და კიდევ ერთხელ შეეცადა თავის გაკონტროლებას. - რა ლამაზი ხარ. - ჩვეული ტონით ჩაილაპარაკა, სესილია კი მაშინვე დააბნია მოულოდნელობისგან. - არაპროფესიონალიზმისკენ მომიწოდებ შენი ამ გამოხედვით, არადა იცი როგორ არ მომწონს ყველას წინაშე, მითუმეტეს ჩემი თანამშრომლების თვალწინ ზასაობა.
-ყველამ იცის რომ შენი შვილის დედა, ცხოვრების სიყვარული და მომავალი ცოლო ვარ. ზეგიდან ფაქტიურად…
-ყველას გონია სიყვარული არ შემიძლია, ცოლად კი იმის გამო მომყავხარ რომ ჩემგან შვილი გყავს. - ნიკაპზე მოკიდა ხელი, ცერით ყბის ძვალზე მიეფერა, მერე კი თითი ტუჩებზე გადაატარა.
-რა? - თვალებ გაფართოებულმა მოათვალიერა იქ მყოფები.
-კი… ყველს ყინულივით ცივი ვგონივარ.
-ღმერთო… რომ იცოდნენ რა საყვარელი, გულთბილი და ბუნჩულა ხარ…
-რა ვარ? - წარბებ აწეული მისი სახისკენ კიდევ უფრო დაიხარა, გულ აჩქარებულ ქალს კი რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეუკრა.
-ჩემო ერთადერთო სიყვარულო, თუ გინდა შენი ზედმეტსახელი შეინარჩუნო მომშორდი და ეცადე აქ ბავშვი არ მოიყვანო, მერე ყველა მიხვდება როგორი თბილი ხარ.
-თბილი მარტო შენთან და ჩემს პატარასთან ვარ, ასე იქნება მომავალშიც. შენც ხომ მიცნობ და იცი როგორც იქნება ყველაფერი. - თმები უკან გადაუწია, თმაზე გადაუსვა ხელი, მერე შუბლზე აკოცა. - მითუმეტეს თანამშრომლებთან.
-შენი ყველა ნაცრისფერი გრძნობა ჩემია კონსტანტინე, ყველაზე თბილი.
-ჯანდაბა უნდა წავიდე. - სწრაფად გაიწია უკან ქალის ანთებული თვალების დანახვისას, სახეზე ხელი ჩამოისვა გაუაზრებლად და მომღიმარს თვალებ მოჭუტული მიაშტერდა. - როდის მორჩები?
-ათი წუთი მჭირდება.
-რომ მორჩები მომწერე და წავიდეთ.
-კარგი. - სკამოს საზურგეს მიყრდნობილი ქვემოდან მისჩერებოდა ჯერ კიდევ ერთ ადგილას მდგომს, მერე კი უკან გაბრუნებულ კაცს თვალი გააყოლა, უყურებდა როგორ მშვიდად, აუჩქარებლად მიაბიჯებდა მხრებში გამართული სხეული, როგორც ყოველთვის გარედან არაფერი ეტყობოდა, მაგრამ სესილია გრძნობდა შიგნიდან როგორ იწვოდა მისი სურვილით და კმაყოფილი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
-ჩემი აზრით უყვარხარ, სულაც არ არის ისეთი ცივი როგორიც ჩანს და ძალიან მხიარული ადამიანია. - სესილიას გვერდზე მოთავსებულმა გოგომ მაშინვე დაიწყო საუბარი და ნაკანმაც უცებ გადახედა დაბნეული გამომეტყველებით.
-უკაცრავად?
-ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძირითადად აქ არავინ მომწონს, ყველას პროფესორად მოაქვს თავი და ცოტა გამაღიზიანებლები არიან, მაგრამ შენ თვით უფროსის ქალი სხვანაირი ხარ და მომწონხარ.
-ცივია იმათთან ვინც არ აინტერესებს, ძირითადად არავინ აინტერესებს ოჯახის გარდა, მხიარული არ არის, არც რომანტოკოსია, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია.
-შენ უყვარხარ, სულ სხვანაირად გიყურებს და რაღაცას რომ გეკითხება ხმაც კი ეცვლება.
-მართლა? ნუ რომ ვუყვარვარ ვიცი, მაგრამ ამეებზე არ მიფიქრია.
-ერთმანეთს უხდებით. - თვალი ჩაუკრა სესილიას, რომელიც კონსტანტინეზე ფიქრებში მყოფი გაუაზრებლად იღიმოდა. - ოთხი წელია აქ ვმუშაობ და ასეთი არასდროს მინახავს. და ის პატარა კაცი… საოცარი ბავშვია. - სიცილით ჩაილაპარაკა, მაგიდას იდაყვით დაეყრდნო და სესილიაც შეათვალიერა. - ასეთი მსგავსება გეფიცები არასდროს მინახავს.
-ზოგჯერ ერთად რომ არიან ორივეს ვავიწყდები და ვეჭვიანობ. - ჩუმად ჩაილაპარაკა მისკენ გადაწეულმა.
-ძალიან საინტერესოა როგორია ბავშვთან.
-ისეთი მეც რომ ვერ წარმოვიდგენდი.
-გასაგებია… კარგი დაგტოვებ, ბედნიერებას გუსურვებთ.
-მადლობა… ხო მართლა… -უკვე შებრუნებული უცებ გააჩერა, საკუთარი ჩანთიდან გადაკეცილი ლამაზი მოსაწვევი ამოიღო და გოგოს გაუწოდა.
-დიდი მადლობა.
-ბოდიში, შენი სახელი არ ვიცი.
-ელენე.
-სასიამოვნოა.
-ქორწილში შევხვდებით. - მოწასვევი აუფრიალა, მერე კი ბედნიერი ნაკანი მარტო დატოვა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ კვლავ თავზე წამოადგა ქალს პირველი, წარბ აწეული დააშტერდა ზემოდან და სესილიამაც დაბნეული გამომეტყველებით ახედა.
-თხუთმეტი წუთი გავიდა… უფრო მეტი.
-შენი კომპანიაა, იმის ნაცვლად რომ დიდხანს მამუშაო ადრე მიგყავარ.
-სესილია.
-კარგი, ვდგები. - სწრაფად მიალაგა ფურცლები, საკუთარ ჩანთას ხელი მოკიდა და ფეხზე წამომდგარმა სკამიც გაასწორა. - კოსტა, ლევანისთვის არ მითქვამს, მაგრამ მინდა ჩემს გვერდზე იყოს, როგორც მამაჩემი იქნებოდა.
-დაურეკე, მოვიდეს და უთხარი. - ხელი ჩაკიდა ქალს, ისე რომ არავინ შეუმჩნევია, სიარულიც განაგრძო, თან სესილიას ხმადაბლა ესაუბრებოდა.
-რა საჭირო იყო ამხელა ქორწილი კონსტანტინე… ხომ შეგვეძლო უბრალოდ ხელი მოგვეწერა, ჯვარი დაგვეწერა და მეგობრების გარემოცვაში აგვეღნიშნა.
-დავითმა შემოგვთავაზა, შენ დასთანხმდი, ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს პატარა იქნება თუ დიდი, ორივე დამღლელია. - სათვალე მოირგო გარეთ გასვლამდე, თან სესილიას ხელს არ უშვებდა.
-ჰო ისეთი რაღაცნაირი ხარ ვერც კი ვახერხებ წარმოდგენას ქორწილი რომ მაქვს და შენს გვერდზე უნდა ვიდგე. - ბურტყუნით ჩაილაპარაკა, მერე კი ერთ ადგილას გაჩერდა. - რას მიმარბენინებ კოსტა, დავიღალე უკვე. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი რამდენჯერმე და აჩქარებული გულის დამშვიდებას შეეცადა.
-ვიცი, ვგრძნობ რომ ასე ხარ, მაგრამ შეცვლა არ შემიძლია… ხომ იცი რომ ყველაზე ბედნიერი ვარ როცა ჩემთან ხარ, არ აქვს გარემოს მნიშვნელობა, უბრალოდ არ მეტყობა, ვერ ვიმჩნევ რადგან ასეთი ვარ, აფერისუტალად გაკრეჭვა არ შემიძლია, რომც შემეძლის სხვის დასანახად პრინციპულად არაფერს გავაკეთებდი…
-ახსნა საჭირო არ არის, ყველაფერი კარგად მესმის, მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. - მისი სიტყვების მოსმენისას გულიც მოულბა, მისკენ ახლოს მიიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა, მერე მანქანაში მის გვერდზე მოთავსდა. - არ მინდა რომ შეიცვალო.
-დღეს ანდრომ თავი დაიპატიჟა, უნდა მოვიდე და ახალი ამბავი გითხრათო. ვიცი რა ამბავიც უნდა მახაროს და ვფიქრობ როგორ შევხვდე ამ ახალ ამბავს.
-ბედნიერება უსურვე ორივეს.
-არ მინდა ასე ადვილდ დაიძვრინონ თავი.
-კოსტა კარგი რა. - სიცილით აატრიალა თვალები კაცის მომღიმარ ტუჩებზე.
სახლში მისულებს შვილი კარებში შეეგებათ, გახარებული, გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა მშობლებს, თან არცერთს უახლოვდებოდა.
-ფიფქა დაბრუნდა! - საბოლოოდ წამოიძახა მისი ბედნიერების მიზეზი და კონსტანტინეც წამსვე გაჰყვა შვილს გარეთ. მაშინვე დაინახა მარიტას ხესთან მჯდომი თეთრი კატა, წინა თათები ერთმანეთზე მიეყტუპებინა, კუდი ლამაზად შემოეხვია და მათკენ მიმავალ მამაშვილს ისე უყურებდა. ნელა მიუახლოვდა კონსტანტინე კატას რომელმაც ასე დააინტერესე, იმასაც კი ფიქრობდა რომ მასში საკუთარი დის რაღაც ნაწილი იყო და ასე უმიზეზოდ ხესთან არ ჯდებოდა. წარმოუდგენლად თვლიდა ამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თავის ფიქრების დაჯერება უნდოდა. ხელი ნელა წაიღო კატისკენ, არ უნდოდა მისი დაფრთხობა, კატაც ადგილიდან არ იძროდა. მისი ხელის მიახლოვებისას თავი ჯერ უკან გასწია, შემდეგ ნელა მისწია ცხვირი კონსტანტინეს ხელისკენ, სწრაფად დაყნოსა მისი თითები, შემდეგ კი მოფერების საშუალებაც მისცა. ნელ-ნელა ორივე გათამამდა და კონსტანტინემაც საბოლოოდ ხელშიც აიყვანა.
-რა ლამაზი ხარ პატარა. - ყელზე ნაზად მიეფერა, ისიც მაშინვე აკრუტუნდა და თვალებიც მინაბა. ნელა დაიძრა სახლისკენ პირველი, შიგნით შესვლისთანავე სავარძელში ჩაჯდა და კატის ფერება ისე განაგრძო. მალე მის მკლავზე გადააგდო თავი მძინარე კატამ, ერთად მდგომი დედა-შვილი კი გაოცებული შესცქეროდნენ პირველს.
-შეიძლება რომ დავიტოვოთ ხო? - თვითონაც მოეფერა თეთრ ბეწვზე, თან მამას ახედა.
-შეიძლება.
-ვაიმე! - მისაღებში შესული ქეთოს წამოყვირებამ მოიყვანა ყველა გონს, სამი წყვილი თვალი მიაშტერდა შეშინებულ ქალს რომელმაც კონსტანტინეს მუხლებზე მოთავსებული კატაც დააფრთხო და დივნის უკან დამალვა აიძულა.
-მშვიდობაა ქეთი? - წარბ აწეულმა შეხედა კედელზე აკრულ ქალს, რომლის გულიც ამოვარდნას იყო.
-კატა თქვენც დაინახეთ?
-ვხედავდით. - სიცილით დაიწყო კატის მოძებნა გაბრიელმა, ქეთი კი გაოცებული შესცქეროდა ჩუმად მყოფ კონსტანტინეს.
-ახალი ოჯახის წევრი გვყავს.
-შენ და კატები. - სიმწრით გაეცინა ქალს, თავი გააქნია და ბურტყუნით გაბრუნდა უკან. - რას აღარ მოვესწრები.
-მოდი ფიფქა წავიდა ქეთი.
-დაანებე თავი დე, თვითონ გამოვა. - აბუზღუნებულ შვილს თავზე აკოცა, შემდეგ საძინებლისკენ დაიძრა ჩანთით ხელში, კარების დახურვის თანავე შეუდგა ტანსაცმლის გახდას, თან გამოსაცველი ოთახისკენ მიიწევდა. ყველაფერი თავის ადგილზე რომ მოათავსა საცვლის ამარა გავიდა სააბაზანოში, მალე ცხელი წყლის ქვეშ დადგა და წყლის ნაკადს სახე შეუშვირა. მალევე იგრძნო მუცელზე მოხვეული ხელები, კისერზე ტუჩების შეხება და ამ ყველაფერს მოყოლილი ჟრუანტელი.
-სხვებთან შედარებით თავს ზედმეტად იტვირთავ. გაგანთავისუფლებ თუ ასე მოქცევას არ შეეშვები. - მუცელზე ასრიალებული ხელი მკერდზე გააჩერა და თითები ნაზად მოუჭირა. არაფერი უთქვამს ნაკანს, იღიმოდა და მისი თითოეული შეხებით ტკბებოდა. ნებას რთავდა კაცს ის გაეკეთებინა რაც მოესურვებოდა, თვითონაც დიდ სიამოვნებას იღებდა და დაღლილობაც შორდებოდა.
-მე მსიამოვნებს. - ნელა შებრუნდა პირველისკენ, ხელები მკლავებზე აატარა, მხრებიდან მკერდზე გადაიტანა თითები, თან ქვემოდან ახედა კაცს.
-სერიოზულად სესილია… ხომ იცი რომ ვერ ვეგუები როცა დაღლილს ან გადატვირთულს გხედავ. - უკანალზე მოჭერილი თითებით თავისკენ კიდევ უფრო მისწია, ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა, შემდეგ სწრაფად შემოისვა წელზე და კედელს ზურგით ააკრა. ქალის თითებიც იგრძნო თმაში, მის ტუჩებს დაცდენილი ხმებიც მალევე შემოესმა და კიდე ერთხელ გამოეთიშა იქაურობას საყვარელ ქალთან ერთად.
***
-კოსტანტინე. - ანერვიულებული, დაბნეული, გაფართოვებული თვალებით მიუახლოვდა რამდენიმე მამაკაცთან მოსაუბრე ქმარს, თითებს აწვალებდა და ელოდებოდა ზურგით მდგომი როდის შებრუნდებოდა მისკენ.
-უკაცრავად. - მხარზე მიადო ხელი ერთ-ერთს, შემდეგ სესილიასკენ შებრუნდა მომღიმარი სახით, ნელა მიუახლოვდა და წელზე მოხვია ხელი თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილს. - ძალიან ლამაზი ხარ. - გაჟღერებულ მელოდიას ტანი ააყოლა, ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ყელში და მისი სურნელის შეგრძნებისას სხეულში მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა.
-დღეს ძალიან ტკბილი ხარ. - თმებში შეცურებული თითებით თავი ააწევინა, ნიკაპზე მიაკრო ტუჩები და მის სიცილზე თვითონაც გაეცინა.
-რა ვარ?
-კოსტა… - სუნთქვა შეეკრა როგორც კი მისი ანთებული თვალები დაინახა, უცნაურად იღიმოდა, ოდნავ საშიშიც კი იყო მისი გამოხედვა, მაგრამ ეს ყველაფერი თავში უამრავ ფანტაზიას უჩენდა ქალს და ტუჩებსაც გაუაზრებლად იწვალებდა.
-ეს კაბა ისე გიხდება, მინდა ყოველ დღე ჩაიცვა და მე სხვადასხვანაირად გაგხადო. - მოშიშვლებული მკერდი ხარბად შეუთვალიერა და სიგიჟემდე მოუნდა მათში სახით ჩაფლობა.
-მეტი აღარ დალიო თორემ კონტროლს კარგავ და მეც მაკარგინებ.
-სიგიჟემდე მიყვარხარ სესილია… მთელი ჩემი არსებით. - რომ ვეღარ გაუძლო მის ტუჩებსაც წაეტანა, მაგრამ მალევე მოშორდა, მკლავები მჭიდროდ მოხვია, სახე კი მის ყელში ჩარგო.
-ძალიან მიყვარხარ. - თვალებ ამღვრეულმა ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა, ყელზე ნაზად მიაკრო ათრთოლებული ტუჩები, შემდეგ თავი უკან გასწია და ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა. იმ დროს ისეთი თბილი მოეჩვენა ეს მუქი ფერი, მთლიანი სხეული გაუთბო, გული აუჩქარა და სუნთქვაც დაავიწყა რამდენიმე წამით.
-მიდი, მითხარი შენი ფორიაქის მიზეზი.
-რა?
-ყოველთვის ვგრძნობ შენს განცდებს, ახლა აფორიაქებული ხარ, ღელავ და მე მიზეზი მაინტერესებს. ჩემგან შვილი რომ არ გყავდეს ვიფიქრებდი ჩვენს პირველ ღამეზე ღელავსთქო, მაგრამ... მგონი საქმე სახუმაროდ არ გვაქვს. - სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება ხმასთან ერთად, ის ბედნიერი სხივებიც გაუქრა თვალებიდან, ნაცრისფერი სფეროები მოჭუტა და მომლოდინედ მიაჩერდა ცოლს. - რა ხდება?
-რაღაც რაც არ მოგეწონება, გაგაბრაზებს… მაგრამ უნდა გითხრა.
-დღეს ვერავინ გამაბრაზებს სესილია, ჩვენი დღეა, შენი და არ ვაპირებ რაიმე მიზეზის გამო ოდნავ მაინც აგანერვიულო, ახლა ნერვები მეშლება, ამიტომ მითხარი ვინ ან რა მინერვიულებს ცოლს… - ლოყაზე ნაზად მიეფერა, თითები ლავიწამდე ჩააყოლა სახიდან, შემდეგ მხრიდან მკლავზე გადავიდა და ბოლოს მის თითებში ახლართა თითები, ტუჩები კი მტევანზე მიაწება.
-შენი მომავალი რეაქცია მენერვიულება.
-განმიმარტე.
-დედაშენი მოვიდა, გარეთ დგას და შენი ნახვა სურს. - როგორც კი თქვა სუნთქვაც კი შეწყვიტა გაქვავებული კონსტანტინეს პასუხის მოლოდინში.
-მითხარი რომ შენ არ დავიპატიჟია. - გაციებული ტონით და ანთებული თავლებით ჩააშტერდა თვალებში, ისეთი გამოხედვა ჰქონდა ოდნავ დააფრთხო კოდეც ქალი.
-არა, დაწყნარდი, უბრალოდ მოსალოცად მოვიდა და წავა.
-სესილია…
-ახსნა საჭირო არ არის, ვიცი რომ ნახვა არ გინდა, უბრალოდ აქ არის და ხომ არ გააგდებ?
-უცხო ხალხს ხედავ აქ სადმე?
-კი ყველა უცხოა ჩემთვის. - წამსვე გასცა პასუხი, პირველმა კი თვლები აატრიალა, შემდეგ სესიალიას რამდენიმე წამით უყურა თვალებში, ბოლოს საკუთარი, ჩვეული გამომეტყველება მოირგო, ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ გასულმა მალევე დაინახა გაბრიელთან მოლაპარაკე ზურგით მდგომი ქალი, ერთ ადგილას გაჩერდა რამდენიმე წამით, თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა ქალს, წლების შემდეგ ისევ ხედავდა და თითქოს შინაგანად ვერაფერს გრძნობდა. იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტული მისთვის არ პატიება, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგა. ნელა დაიძრა მათკენ, მალე შვილის ხმაც შემოესმა და ინსტიკტურად გაეღიმა.
-ვიცი ხო, ბოდიშით რომ ვერ გეძახით ასე. - თმებზე გადაისვა ხელი ისე როგორც კონსტანტინეს ჩვეოდა, პირველიც შვილს უყურებდა და ღიმილს ვერ იკავებდა. როგორც კი დაინახა მათკენ მიმავალი მამა ცოტა დაიბნა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. მიახლოვების თანავე ერთი ხელი ჯიბიდან ამოიღო, შვილს ჯერ თავზე დაადო, შემდეგ მხარზე მოხვია და წინ მდგომ ქალს ისე შეხედა. ხმას არცერთი იღებდა, კონსტანტინე ურეაქციოდ, ყველანაირი ემოციის გარეშე შეჰყურებდა თვალებ ამღვრეულ ქალს და მისი გამომეტყველებაც არ მოქმედებდა მასზე. თითქოს არც იცნობდა და ის ყველა გრძნობა რაც მის მიმართ აკავშირებდა სრულიად დაეკარგა.
-ძალიან გგავს. - ძლივს გაბედა ქალმა ორი სიტყვის თქმა, თვალებ გაბრწყინებულმა შეათვალიერა ორივე, შვილის მომღიმარ სახესაც წააწყდა რომელმაც წამსვე პატარა მისნაირს დახედა და ცერით ლოყაზე მიეფერა.
-მიდი მა, შედი შიგნით და მეც მოვალ. - თავით შენობისკენ ანიშნა და გაბრიელიც ქალთან დამშვიდობების შემდეგ იქაურობას მოსცილდა.
-პაპაშენს მახსენებ, მასაც ასეთი უემოციო სახე ჰქონდა ყოველთვის. - აღელვებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ პირველს კვლავ არ გაუცია პასუხი. - როდემდე აპირებ თავის არიდებას და არ დალაპარაკებას? - ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა მაინც ჰკითხა, ეგონა რამე ემოციას მაინც ამოიკითხავდა შვილის სახეზე, მაგრამ ვერაფერს ხედავდა და ესეც აბნევდა.
-ქალბატონო ირინა, თავს ვალდებულად არ ვთვლი თქვენთან დიალოგი გავაბა, მაგრამ ვინაიდან საუბრის შეწყვეტას არ აპირებთ, გთხოვთ პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ და შემოვლით საუბარს შეეშვათ.
-კოსტა… - თვალები აემღვრა მისი საუბრის მოსმენისას, სხვა მოლოდინი არც ჰქონდა, მაგრამ მისი ასეთი ოფიციალური ცივი და მკაცრო ტონი მტკივნეულად ხვდებოდა გულზე. - რატომ არ ცდილობ მაპატიო… - ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა შვილს, რომელზეც ვერანაირად ვერ მოქმედებდა. წამით გულიც კი გაუშეშდა მის უგრძნობ გამოხედვაზე, ცივ ნაცრისფერ თვალებზე რომლითაც ვითომც არაფერი ისე ათვალიერებდა.
-პატიების ღირსად არ გთვლით. ამის გარდა არაფერი გაგიკეთებიათ რასაც შეეძლო ამაზე დავეფიქრებინე.
-ხომ მაგრამ… ხომ შეიძლება გადადო შენი პრინციპები და სცადო… ვიცი შეცდომა დავუშვი, უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომა და ძალიან ვნანობ შენს დატოვებას...
-ალბათ კარგად ვერ გამიგეთ…
-გთხოვ ასე ნუ მესაუბრები. - მაშინვე შეაწყვეტინა და კონსტანტინემაც ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა ნერვების დასაწყნარებლად. - პატიებას გთხოვ, კიდევ უამრავჯერ გთხოვ… არ ვიცი ყველაფერს გავაკეთებ, უბრალოდ ერთი შანსი მომეცი, მომეცი უფლება დარჩენილი წლები მაინც გავატარო შენს ყურებაში. გთხოვ შვილო. - კონსტანტინეს ლოყაზე შეხება სცადა, მაგრამ პირველმა უკან გადადგა ნაბიჟი, მაშინვე ჩაახველა და ჩვეული მზერით ჩახედა თვალებში ატირებულ ქალს.
-საქმე იმაშია რომ პატიება არ მინდა. დედაჩემი დიდი ხნის წინ დავმარხე, მას შემდეგ დედა არ მყოლია. არ ვიცი როგორია როცა გყავს დედა, არაფერი ვიცი ამაზე, შესაძლებელია ამის არ ცოდნის დამსახურებაც არის ის რაც დღეს ვარ, ცივი, უგრძნობი ადამიანი, რომლის საკუთარ თანამშრომლებსაც კი ეშინიათ. არ მინდა შენი ჩემს გვერდზე ყოფნა, რადგან როცა გიყურებ... - მოულოდნელად გაჩუმდა როგორც კი ემოციების მოზღვავება იგრძნო, არ უნდოდა შორს წასვლა, მისთვის რაიმეს ახსნა, არც იმის თქმა სურდა რასაც რეალურად გრძნობდა ქალის მიმართ, რადგან იცოდა გულს ძალიან ატკენდა. - შენ… მესმის რომ ნანობ, გასაგებია. ისიც მესმის რომ ურთიერთობის გამოსწორება გინდა, მაგრამ იმას ვერ განოასწორებს რაც არ არაებობს. არანაირი ურთიერთობის ჩამოყალიბება არ მინდა. დედაჩემი არ ხარ, ვერც ვერასდროს იქნები როგორც არ უნდა ვეცადოთ. დედაჩემი რომლის სახე აღარც მახსოვს დიდი ხნის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარც მინახავს. არ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ მაინც მაიძულე.
-შენ მე მსჯი. - ატირებულმა მკლავებზე მოკიდა ხელები, ქვევიდან მიაჩერდა და კიდევ ერთხელ შეეცადა რაიმეს დანახვას შვილის თვალებში. - გთხოვ კონსტანტინე, მომეცი შანსი გამოვასწორო ჩემი ქცევა… დავილაპარაკოთ, არ ვიცი… უბრალოდ შანსი მომეცი შენთან ყოფნის… იმდენი დრო გავიდა… არც მე დამრჩა ბევრი და გთხოვ დარჩენილი წლები მაინც გამატარებინე შენს ყურებაში...
-ნუ მაიძულებ უხეშად მოქცევას, გითხარი რომ არ მინდა… ჯანდაბა პატარა გაჯიუტებული ბავშვი მგონია ჩემი თავი… შეწყვიტე ტირილი! - მკლავები ძლივს გაინთავისუფლა ქალით თითებისგან, სხეულში დავლილ უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა, მიუხედავად ყველაფრისა არ უნდოდა მისი ტირილისთვის ეყურებინა, არ იცნობდა ამ ქალს და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მოქცეოდა. სახეზე ჩამოისვა ხელები, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა თვალდახუჭულმა ნერვების დასამშვიდებლად. რამდენიმე წამი მიაშტერდა ქალს, ბოლოს კი თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა და საუბარი მშვიდად გააგრძელა. - მისმინე… შეწყვიტე ტირილი, ხომ აგიხსენი ყველაფერი? შეგვიძლია ცივილური ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. ვერ გეტყვი რომ შენი ნახვა მახარებს, მაგრამ ჩემი და-ძმის დედა ხარ, ამიტომ თუ როდისმე სადმე შევხვდებით უბრალო ნაცნობებივით მივესალმოთ ერთმანეთს. ჩემს შვილთან კი შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა, მისი სურვილით რა თქმა უნდა... უბრალოდ ჩემთან ურთიერთობის აწყობაზე გეგმებს ნუ დასახავ და ნურც რაიმე იმედს დაისახავ.
-კონსტანტინე…
-ვფიქრობ ყველაფერი გავარკვიეთ. - თავით გასასვლელისკენ ანიშნა, ქალმაც კიდევ ერთხელ გადმოგორებული ცრემლები შეიმარალა, თან თავი დაუქნია.
-საუბრის საშუალებასაც არ მაძლევ…
-ვფიქრობ საუბრით უფრო მეტად გატკენ, რაც ნამდვილად არ მინდა. ამიტომ ჯობია არ გავაგრძელოთ.
-ბედნიერებას გისურვებ. მინდა ძალიან ბედნიერი იყო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
-მადლობა… და ნახვამდის. - ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი გახსნა, ერთი ღერი ამოაძვრინა და არც შეუხედავს ქალისთვის ისე მოუკიდა ცეცხლი ტუჩებს შორის მოთავსებულ ღერს. კვამლი ჰაერში გაუშვა ირინას საპირისპიროდ, ისიც ხარბად ათვალიერებდა შვილს და წასვლა აღარ უნდოდა. სურვილი ჰკლავდა მისი ჩახუტების, მონატრება ყელში აწვებოდა, მთლიანი სხეული უთრთოდა ისე უნდოდა მოხვეოდა და გულში მაგრად ჩაეკრა ამდენი წლის უნახავი, გაზრდილი, შეცვლილი შვილი. მისი ასეთი სიცივე ყველა უჯრედს უყინავდა, უყურებდა და მაინც პატარა ბიჭი ახსენდებოდა რომელიც წლების წინ დატოვა. საკუთარ თავს ვერ პატიობდა ამ ნაბიჯს და იმას რომ შვილს თავი ასე შეაძულა, ასეთი ნაცრისფერი დატოვა და მის გარეშე გაზრდა აიძულა.
-მომეცი უფლება ერთხელ ჩაგეხუტო. - ბოლოს მაინც დასცდა სიტყვები, ქვემოდან მიაჩერდა მასზე მაღალ შვილს რომელსაც მიწაზე გაეშტერებინა თვალები, ღრმად სუნთქვდა და კაცმა არ იცის რას ფიქრობდა ან გრძნობდა იმ დროს.
-ღამე მშვიდობის. - სწრაფად აქცია ზურგი ქალს, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა სუნთქვა შეკრულმა და იმის გააზრებისას როგორც იქცეოდა ქალთან, საკუთარი თავის მიმართ ზიზღის შეგრძნება გაუჩნდა. ვერ იტანდა ამ გრძნობებს, რომლებიც დედამისის მიმართ აკავშირებდა. შენობაში შესვლამდე სიგარეტი ნაგვის ურნაზე მოთავსებულ საფერფლეში ჩაასრისა, შიგნით შესული ერთ ადგილას აქეთ-იქით მოსიარულე სესილასკენ დაიძრა. შორიდანვე ეტყობოდა როგორ ღელავდა მის გამო, არც თვითონ იყო კარგ მდგომარეობაში შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმრის გამო, მაგრამ ნაკანის ასეთი ფორიაქი ყველაფრის მიუხედავად სიამოვნებდა.
-კოსტა. - პირველის დანახვისას მაშინვე წარმოსთქვა მისი სახელი, თითქოს მხრებიდან ლოდი მოაშორეს მშვიდად მყოფი რომ დაინახა, მაშინვე მოხვია მკლავები კაცს და სახე რამდენიმე წამით მის ყელში მოათავსა.
-კარგად ვარ. - კისრიდან თმაში შეუცურა თითები, ყბაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები, შემდეგ თვალებში ჩახედა. - საერთოდ ბუნებრივი უფრო ლამაზი ხარ ჩემთვის, მაგრამ ეს მაკიაჟი ძალიან გიხდება. - ლოყაზე მიეფერა თითებით, მერე ტუჩებზე აკოცა. - სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-ფაქტიურად გააგდე კონსტანტინე.
-დედაშენი რომ მოვიდეს რას იზამ? - წარბები ასწია პორველმა, სესილიამ კი თვალები აატრიალა რამდენიმე წამის შემდეგ, თავი გააქნია და სასაუბრო თემა სულ შეცვალა.
-პაპამ მითხრა რომ ერთი კვირა სახლში არ იქნებით. - უკმაყოფილო გამომეტყველებით მიუახლოვდა მშობლებს გაბრიელი, ხელები ორივეს წელზე მოხვია როგორც შეძლი და ქვემოდან ისე ახედა ერთმანეთზე მიხუტებულებს.
-რამე პრობლემაა?
-მე?
-შენ ხომ არ გინდა მურმანის ეკლად ყოფნა? - წარბები ასწია სესილიამ და გაბრიელიც ორივეს მოშორდა თვალების ტრიალით, ზურგი აქვია მშობლებს და გარეთ გასასვლელი კარისკენ დაიძრა.
-დაველაპარაკები და მოვალ. - მტევანზე მიაკრო ტუჩები ნაკანს, მერე შვილს აედევნა, თან გასვლისას პატარა მაგიდაზე მოთავსებული ტკბილეული გაიყოლა. გარეთ გასულს იქვე კარებთან მდგომი დახვდა, კეფით კედელს ეყრდნობოდა, ხელები კი მკერდზე დაეკრიფა. - რამის თქმა გინდა? - მის გვერდზე ჩაიცუცქა, ბრჭყვიალა ქაღალში გადახვეული შოკოლადი ნელა გახსნა და მალე გემრიელად დააგემოვნა. - გელოდები. - ხმა რომ არ ამოიღო ჩვეული ხმით ჩაილაპარაკა, თან იქაურობა მოათვალიერა.
-არ… არ მინდა რომ წახვიდეთ. - საბოლოოდ მაინც გაანდო პირველს თავისი გრძნობები, კონსტანტინემ კი თვალებ მოჭუტულმა შეხედა.
-მიზეზი?
-უბრალოდ არ მინდა. - ხელები ზურგს უკან ერთმანეთზე გადაიჯვარედინა, თან თავი დახარა დამნაშავე ბავშვივით.
-კარგი, წამოდი ცოტა ვისაუბროთ. - ფეხზე წამომდგარმა მხარზე მოხვია ხელი და მოშორებით მდგომ სკამამდე ისე მიიყვანა, ერთდროულად მოთავსდნენ ხის ზედაპირზე, პირველმა სწრაფად შეათვალიერა თავდახრილი შვილი რომელიც საკუთარ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ცოტა ხანს უყურა თვალებ მოჭუტულმა, ბოლოს კი საუბარიც დაიწყო. - რამდენჯერაც შენთან საუბარი ვცადე იმდენჯერ გამექეცი, ვხედავ რაღაც გაწუხებს და თუ არ მეტყვი, ვერ მოვაგვარებთ.
-უბრალოდ ყველაფერი ადვილი არაა. - კონსტანტინეს მსგავსად ჩაილაპარაკა ემოციების გარეშე, პირველი კი მაშინვე მიხვდა რა აწუხებდა შვილს.
-ადვილი არასდროს არაფერი არაა… ეს ყველაფერი ჩემთვისაც ახალია… ხომ იცი… ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ემოციური დედიკო, ნუ სესილია ყოველთვის ემოციური იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემი ქალი არ არის, დედაა, ამდენი წლის შემდეგ ისევ ერთად ვართ… შენ გვყავხარ… დამიჯერე რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი შენი არსებობა იყო, მაგრამ ახლა აქ ვართ, ქორწილში, ჩვენი მომავლის სადღეგრძელოს ვსვამთ, უამრავ ხალხში ვტრიალებთ… ეს ყვალაფერი არც ჩემთვის არის ადვილი პატარა. მიყვარხარ, თან ძალიან, ეს სულ გახსოვდეს…
-მაგრამ მეც ახალი ვარ შენთვის.
-როგორც მე შენთვის. საერთოდ… ყველაზე კარგი სიახლე ხარ ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ყველაფრის დასალაგებლად დრო გვჭირდება. ვიცი რატომ არ გინდა ჩვენი წასვლა… ვხვდები, მაგრამ ამაზე ფიქრი არ ღირს.
-უბრალოდ არ მინდა წახვიდეთ და აღარ დაბრუნდეთ… მაშინ დედას რომ რამე მოსვლოდა… - თავ დახრილს თვალებიც კი აემღვრა, კონსტანტინე კი გაოცებული დაჰყურებდა შვილს.
-ჰეი… მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება გპირდები. დედა ყოველთვის ჩვენთან იქნება და სანერვიულო საერთოდ არ გაქვს დამიჯერე. - ხელი მოხვია შვილს, გაბრიელიც თავისი ნებით მიეხუტა პირველს და დიდ კარებში გამოჩენილ დედას ისე შეხედა. - მითხარი რატომ ვერ იტან ასე სხვების სიახლოვევს.
-არ ვიცი, უბრალოდ არ მომწონს სახეზე რომ მეხებიან, ან ბევრს მკოცნიან, მაგ დროს ცოტა ჰაერს ვგრძნობ, მინდა მოვიშორო და მერე უხეშად გამომდის თავს რომ არ მანებებენ და მერე ყველას პატარა ბრაზიანი ბავშვი ვგონივარ. - წარბ შეკრულმა ჩაილაპარაკა, თან ქვემოდან ახედა პირველს. - შენ ეგრე არ იყავი?
-ჰო, ახლაც ვარ. უბრალოდ შეეცადე დედას ცოტა მეტ ხანს გაუძლო, ნერვიულობს.
-მართლა?
-ჰო. - შუბლზე აკოცა ბავშვს, მერე მათკენ მიმავალ სესილიას შეხედა.
-შენ როგორი იყავი ადრე?
-ნაცრისფერი დე, წარმოიდგინე შენს გარშემო ყველაფერი ნაცრისფერ ფერებში. მამაშენის გარშემო სულ ასეთი ფერი იყო.
-მერე?
-მერე მე შევუყვარდი. გავაბედნიერე, გავაფერადე, ცხოვრება გავუხალისე.
-მაშინ რატო დაშორდით?
-ეგ ჩემი ბრალია, ცოტა სულელი ვიყავი, ემოციური და სისულელე გავაკეთე.
-სამაგიეროდ მე ჩემი მშობლების ქორწილში ვარ. - კმაყოფილმა ჩაილაპრაკა ისე რომ კონსტანტინეს არ მოშორებია, მერე კი სესილიას ახედა თვალებ გაფართოვებულმა. - ხომ აღარ დაშორდებით?
-არა დე, რატომ ფიქრობ ასეთ რამეებზე… - თმაზე გადაუსვა ხელი, მისკენ გადახრილმა საფეთქელზე აკოცა, ბოლოს მომღიმარ კონსტანტინეს ახედა ქვემოდან. გაეცინა ცხვირის წვერზე რომ აკოცა პირველმა, მერე შუბლზე და სესილიაც მთლიანად გაინაბა.
-ყველაზე ლამაზი ხარ, ოღონდ მართლა.
-მადლობა ჩემო პატარა… შევალ მე. - ქმარ-შვილს გაუღიმა, შემდეგ თავზე წამომდგარ ფოტოგრაფს რომელსაც უკვე მოესწრო მათთვის სურათების გადაღება.
-მეც რომ წამოვიდე არ შეიძლება? - სესილიას წასვლის შემდეგ წარბშეკრული მიაშტერდა პირველს გაბრიელი, კონსტანტინემ კი თვალები აატრიალა. - რაა? არ შეიძლება სახლში იყოთ?
-როცა ორი ადამიანი ქორწინდება, დროებით სხვაგან მიდიან დასასვენებლად. ერთად ატარებენ დროს, მარტო, ყველასგან შორს, ყველაფრისგან მოშორებით.
-თქვენ ხო ისედაც ცოლ-ქმარივით იყავით, მე გყავართ…
-მართლა არ გესმის რას გეუბნები თუ დამცინი? - თვალებ მოჭუტული შესცქეროდა შვილს რამდენიმე წამით, შემდეგ წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა და გაბრიელის ვერ შეკავებულ სიცილზე მალევე მიხვდა ბავშვის განზრახვას.
-საყვარელი ხარ. - ლოყა გაუწელა კაცს, მაგრამ რომ მიხვდა პირველს არ ეცინებოდა სწრაფად დაასერიოზულა სახე და ფეხზე წამოდგა. - მა. - დაბნეულმა თვალი უცებ მოავლო იქაურობას, თან თითების წვალება დაიწყო.
-ჭკვიანად მოიქეცი. - ლოყაზე მიეფერა ცერით, მერე ფეხზე წამომდგარი სესილიასკენ დაიძრა, ერთ ადგილას მდგომს სწრაფად მოკიდა ხელი, მოულოდნელობისგან დაბნეული გაიყვანა გარეთ, შემდეგ კი მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა შედარებით ჩაბნელებულ ადგილებს, ბოლოს ამუშავებულ ავტომობილთან ამოყო თავი, უკანა კარები გაუღო თვალებ გაბრწყინებულ სესილიას, ჩაჯდომაში მიეხმარა, ბოლოს თვითონაც მის გვერდით მოთავსდა და საჭესთან მჯდომ ლევანს წასვლა უბრძანა.

-როგორ გაძლებს ჩემს გარეშე? რომ ვიცი მომდევნო დღეებში ვერ ვნახავ უკვე მენატრება. - თვითმფრინავში კონსტანტინეს გვერდზე მჯდომი ჩუმად საუბრობდა, პორველი კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
-მე შენ მომენატრე სესა. - ყბის ძვალზე ნაზად მიაკრო ტუჩები, ნაკანს მაშინვე თვალები მიენაბა და სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა. - მომენტარა ის ემოციური სესილია ჩემი შეხებისას სუნთქვა რომ უჩქარდებოდა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც იმას რომ მაკეთებინებდა რაც უნდოდა და გონებას მირევდა. - ნაკანის ყურთან დაიჩურჩულა, თან იქვე აკოცა.
-ჩემს თავს ვერ ვპატიობ შენს დატოვებას.
-რაც იყო, იყო. - ბრჭყვიალა თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლი ნაზად შეუმშრალა, შემდეგ ცერი ტუჩზე გადაატარა და მალევე მის რბილ ბაგეებსაც დაეპატრონა. - სესილია!
-კარგი ხო. - ხელმეორედ გადმოცვენილი მარილიანი წვეთები თვითონ შეიმშრალა, მერე კი თვლაებ ანთებულმა გაუსწორა თვალი კონსტანტინეს. მისი გამოხედვის დანახვისას გული შეუთამაშდა პირველს, უყურებდა შეცვლილ ნაკანს, მაგრამ იმ დროს ზუსტად იმ სესილიას გამოხედვა ჰქონდა წლების წინ ხშირად რომ აწყდებოდა. ინსტიქტურად დახუჭა თვალები, კბილები ტუჩებს დააჭირა, თან თავი გააქნია მომღიმარმა. მგზავრობა დიდხანს გაიწელა. ერთმანეთის გვერდზე მსხდომი შეყვარებული წყვილი გონებაში დროს ერთდროულად ითვლიდა, თვითმფრინავის დაჯდომას მოუთმენლად ელოდებოდნენ რადგან შემდეგ მარტო დარჩენილებს უამრავი ლამაზი წუთი გაეტარებინათ ერთად.
-ახლა რაზე ღელავ? - ჩუმად მყოფს ხელი გადახვია, საფეთქელზე აკოცა და სასტუმროსკენ მიმავალ გზას გახედა პასუხის მოლოდინში.
-გაბრიელს არ დავმშვიდობებივარ.
-მართალი ყოფილა ის ნათქვამი, ქალი დედა რომ ხდება მის ცხოვრებაში პირველ ადგილს ბავშვი იკავებსო. - თმაზე მოეფერა ნაკანს, თან უცნაური ხმით ჩაილაპარაკა. მაშინვე ქვემოდან ახედა სესილიამ, მისი მკაცრი პროფილი შეათვალიერა, მერე კი ყბის ძვალზე ნაზად აკოცა.
-სულ რომ ათი შვილი გავაჩინო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იქნები. ბავშვებიც მხოლოდ შენგან მეყოლება.
-ვითომ?
-გაბრიელში ძირითადად შენ გხედავდი, აბა ისე ამდენი წელი რა გამაძლებინებდა შენს გარეშე. - სიცილით ჩაილაპარაკა, მერე ტუჩს დააჭირა კბილები კონსტანტინეს აწეულ წარბზე.
-არ ვიცი ამასთან დაკავშირებით რა ვიფიქრო.
-ჩემი აზრით ძალიან კარგი მამა ხარ. არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდი.
-რატომაც არა?
-შენი სიცივისგან გამომდინარე, რომელიც აქ გაქვს და ეს ნაცრისფერი ფერი ვერ მოგაშორე. - საფეთქელზე მიადო თითი, თან გაიღიმა. - მაგრამ ყველაზე ლამაზ ფერად აქციე ჩემთვის.
-წარმოდგენა არ გაქვს რამდენად ბევრი ხარ ჩემში. - მაჯაზე შემოხვეული თითებით ქალის ნაზი ხელი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე მტევანზე აკოცა სხვადასხვა ადგილას.
სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარეს დღეები, მიუხედავად იმისა რომ სესილია დღეში ორჯერ ელაპარაკებოდა გაბრიელს და ბავშვსაც თავი მოაბეზრა, მაინც მიიღო პირველმა ის რაც უნდოდა, მხიარული და ბედნიერებით სავსე ნაკანი დაიბრუნა. მისი ყველა ქცევა ღიმილს ჰგვრიდა, გიჟდებოდა გამომწვევად რომ უყურებდა, ჩუმად ეჩურჩულებოდა, მერე კი ხელიდან უსხლტებოდა.
ბოლო დღეს სახლში დაბრუნებამდე გარეთ სეირნობდნენ ხელჩაკიდებულები, ქუჩებს მიუყვებიდნენ და ათას რამეზე საუბრიბდნენ.
-რა გითხრა ირინამ? - ძლივს გაბედა ამ თემაზე საუბრის წამოწყება, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თან საკუთარ თითებს ჩაბღაუჭებულ კონსტანტინეს ხელს დახედა.
-პატიება მთხოვა.
-მერე?
-რა მერე?
-რას აპირებ?
-შენთან და ჩვენს შვილთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას. - საფეთქელზე მიაკრო ტუჩები ქალს, ხვდებოდა პასუხები არ აკმაყოფილებდა ნაკანს, მაგრამ ბევრი სალაპარაკო არც ჰქონდა ამ თემაზე.
-კოსტა კარგი რა…
-არაფერს არ ვაპირებ სესიალია, რა უნდა ვაპატიო? სახეზეც კი ვერ ვცნობ ქალს. მე დამტოვა კარგი, მამაჩემი? ყველაფეის აუხსნელად მიტოვებას არ დასჯერდა უღალატა, მისი გრძნობები არაფრად ჩააგდო და თან ისე დატოვა თავის დავიწყების საშუალება არ მისცა. რომ ვუფიქრდები მაშინებს კიდეც ასეთი ადამიანი ჩემს სიახლოვეს. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ყველაფერს უნდა მოელოდე მისგან. წლები მისი დაბრუნების იმედში გაატარა დავითმა. წარმოიდგინე რამდენად ეგოისტი უნდა იყო ადამიანი, საერთოდ როგორ ცხოვრობდა ამდენი წელი ბედნიერად? დანაშაულის გრძნობა მაინც არ აწუხებდა თავის ქმართლან ყოფნის დროს? ან ის გამოს.ირებული რას ფიქრობდა. - სიმწრით ჩაიცინა, თავი გააქნია, მერე კი ჰორიზონტს გახედა. - ასეთ ხალხთან კონტაქტის სურვილი არ მაქვს. ვერ ვიქნები მასთან ისე თითქოს არაფერი მომხდარა, პატიება არც შემიძლია და არც მინდა.
-მე ხომ მაპატიე?
-ვერ გაიგე რა გითხარი? შენს თავს საერთოდ ნუ ადარებ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.
-კარგი ხო.
-ვიცი რომ ცდილობ რამე გამოსავალი იპოვნო და გამართლება მოუძებნო, მაგრამ დამიჯერე არაფერია რითაც მის საქციელს გააკართლებ. ამდენი წელი გავიდა… როგორც არ უნდა ეცადოს ვერ დამაჯერებს რომ ვუყვარვარ ან ვადარდებ.
-უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ როგორ შეიძლება დედას შვილი არ უყვარდეს, თამ მითუმეტეს როცა მეც დედა ვარ… დაუჯერებელია.
-დედაშენზე რას იტყვი?
-ვფიქრობ რაღაც დოზით მაინც ვუყვარვარ. -ოდნავ ჩაიცინა, ქვემოდან ახედა კონსტანტინეს, მერე კი თავი გააქნია. - ჩემი ოჯახი ცალკე მოვლენა იყო.
-მე ვარ შენი ოჯახი პატარა, ყველაფერი მორჩა და მე შენთან ვარ.
-ვიცი. - მხარზე აკოცს ნაზად, თან ქვემოდან ახედა.
-დავხუროთ ეს თემა.
-უცნაურად დიდ სიმშვიდრს ვგრძნობ.
-ეგ კარგია, არა?
-ძალიან.
-კიდევ გაქვს ტკივილები?
-იშვიათად.
-ხომ იცი ყველაფერი უნდა მითხრა რაც კი შეგაწუხებს.
-ვიცი. და მინდა შენც იგივე ქნა, მინდა მელაპარაკო ისე როგორც შენს თავს დაელაპარაკებოდი.
-კიდევ რა გინდა? - მტევანზე ეამბორა თვალებ გაბრსყინებული. ეცინებოდა, დიდ ბედნიერებას გრძნობდა და თავს ვერ იკავებდა.
-ბევრი არაფერი. - ხელი აიქნია უდარდელად, თვითონაც ჩაეცინა, მერე ლოყაზე აკოცა პირველს და სასტყმროსკენ მიმავალ გზას დაადგა.
-წავიდეთ, მომენატრა გაბრიელის ყურება.
-ჩემი პატარა, როგორ მიყვარს რომ იციდე… ორი-სამი წლის რომ იყო კაბაზე მომკიდება ხოლმე ხელს სად ყველგან დამყვებოდა. დიდი ლოყები ჰქონდა და კულულა თმები, ისეთი ლამაზი ბოლოს რომ შევაჭეტი ვიტირე. - გახსენებისას საკუთარ თავზე გაეცინს, ხელი წელზე მოხვია პირველს და სასტუმროს შესასვლელში შეაბიჯა.
-თქვენი ბარგი ჩამოვიტანეთ, თუ მზად ხართ მანქანას მოვაყვანინებ. - იქვე შეეგებათ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი 23 წლამდე ბიჭი, თვალები ინსტიკტურად სესილიასკენ გაურბოდა და მის მომღიმარ ლამაზ სახეზე გაფართოებული თვალები წამიერად უშეშდებოდა.
-კი მზად ვართ, დიდი მადლობა. - ყურებამდე გაუღია ნაკანმა, მერე კომსტანტინეს ახედა და ბიჭზე მიშტერებული პირველის დანახვისას ცოტა დაიბნა. რომ მოხვდა რაშიც იყო საქმე სიცილით გააქნია თავი, თითები წელზე მოუჭირა და კაციც გონზე მოიყვანა. - წავიდეთ. - აღარაფერი უთქვამს პირველს ისე აედევნა უკან, მანქანაში ჩახომის შემდეგ უცებ შეათვალიერა ნაკანი, მისი ბრწყინავი სახის დანახვისას გაეღიმა, ყბის ძვალზე აკოცა ნაზად, მერე კი გზას გახედა.
სახლში დაბრუნებულებს ერთი სული ჰქონდათ შვილს როდის ნახავდნენ. მანქანიდან გადამხტარი სესილია პირდაპირ სახლისკემ დაიძრა, ისე რომ კომსტანტინეს არც დალოდებია, კარების გაღებისთანავე წააწყდა მისკენ მიმავალ შვილს და იატაკზე მუხლებით დამდგარი ისიც ხელებ გაშლილი დაუხვდა. მალევე იგრძნო პატარა ხელების შემოხვევა კისერზე და შვილის სასიამოვნო სურნელიც მაშინვე შეუძვრა ცხვირის ნესტოებში, მთლიანი სხეული გაივსო და ბევრი კოცნის შემდეგ მისი მომატრებაც ამოივსო.
-ჩემი პატარა, როგორ მომენატრე დე. - თავზე გადაუსვა ხელები, შემდეგ ლოყაზე მიეფერა და გულში ისევ ჩაიკრა შეწყხებული ვაბშვი.
-დღეში ხუთჯერ მელაპარაკებოდი დედა. - სიცილით მოშირდა და სესიალიას უკამ მდგომ კონსტანტინეს სახის მიეკრა მუცელზე, ხელებიც შემოხვია და პირველს არც დააცადა წესიერად ჩახუტება.
-ვიღაცას ძალიან მოვნატრებივარ. - ხელში აიყვანა ბავშვი და მის ყელში რომ ჩარგო სახე გაეცინა, თან მისაღებისკენ დაიძრა.
-მოვიწყინე უბრალოდ.
-როგორც იტყვი. - თმები აუჩეჩა გასწორებულ განრიელს, სავარძელში მოთავსებულმა მუხლებზე დაისვა და სახე მთლიანად შეუთვალიერა. - რა ხდებოდა მომიყევი.
-არაფერი, ძია მოდიოდა ხოლმე და დავყავდით აქეთ-იქით. რაღაც მინდა.
-გისმენ აბა?
-კალათბურთზე უნდა შევიდე. - მტკიცედ გამოაცხადა, ამის გაგონებაზე სესიალიამაც თავი დაანება შემოდნებს და ქმარს გვერდზე მიუჯდა.
-ეს აზრი საიდან?
-ანიმეს ვუყურებდი და მომინდა, ხო შეიძლება რომ ვცადო?
-როგორც გინდა მა.
-მართლა?
-პრობლემას ვერ ვხედავ. - საფეთქელზე აკოცა, მერე სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ბავშვს შედარებით შორიდან დააკვირდა.
-მადლობა… - ფეხზე წამოდგა, თმები გაისწორა და სესიალიას უცნაური გამოხედვით გახედა.
-პატარაა, მაგრამ დიდს გავს. - კონსტანტიენს გადაუჩურჩულა დაეჭვებულმა. - ნორმალურია?
-არ ვიცი. - სესილიას ნათქვამმა დააფიქრა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა შვილი რომლის ხასიათები და ფიქრები სულ იცვლებოდა.
-შეიძლება ტრამვა აქვს უმამოდ ყოფნის და ამიტომ არის ასე, ფსიქოლოგთან ხომ არ მივიყვანოთ?
-სესილია გეყოფა ამდენი ნერვიულობა, განვითარებული ბავშვია, ამ დროში უმრავლესობა ასეა.
-ნეტა როგორი იქნება წლების მერე. - ჩაფიქრებულლმა მომავალში გახედვა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-ვინ იცის. - მშვიდად ჩაილაპარაკა, სესილიას გადახედა და რამდენიმე წამით ყურების შემდეგ ლოყაზე აკოცა.
-მეძინება. - თვალები მოისრისა აქეთ-იქით მოსიარულე ბავშვმა, უნდოდა კოდევ ცოტახანი გაეტარებინა მშობლებთან მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა.
-დავიძინოთ, ჩვენც დავიღალეთ.
-თქვენთან დავიძინო?
-დაიძინე. - უცებ გადაიგდო შვილი მხარზე და მისი სიცილის მოსმენით დაიძრა საძინებლისკენ, სესილია კი ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა ქმარ-შვილს უკან, თვალები უბრწყინავდა, თან ბედნიერებისგან იღიმოდა.
***
დრო სწრაფად გადიოდა, თვეებს წლები მიჰყვებოდა, ერთ დაბადების დღეს მეორე თვალის დახამხამებაში მისდევდა, ბედნიერებით სავსე დღეები ერთმანეთს ემატებოდა და უამრავ სასიამოვნო მოგონებებს აგროვებდა. პირველის ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება სუფევდა, დაკარგული წლების მეშვეობით ყველაფრის დაფასება იგრძნობოდა და ოჯახიც ახალი წევრებით იზრზებოდა.
-მაა! - სახლში შესულმა უმცროსმანპირველმა ჩვეულებისამებრ გააჟღერა სიტყვა რომელიც პირველს ყოველ ჯერზე სხეულს უთბობდა, თვალებ გაბრწყინებული ელოდებოდა ქალიშვილის გამოჩენას და მისი ნაბიჯების ხმას ყურს უგდებდა. მალე გამოჩნდა მწვანეთვალება გოგო, რომელიც ყურებამდე იღიმოდა და პირველისკენ ნელა მიაბიჯებდა. გზად ჩანთაც მოიხსნა მხრებიდან, იქვე სავარძელზე დადო და ხელებ გაშლილი მიუახლოვდა დივანზე მდჯომ კაცს. მალევე შომოხვია მკლავები კისერზე და ლოყაზე აკოცა.
-რა მოხდა? - შავი თმები გადაუწია ყურს უკან, თან სახე მომღიმარმა შეუთვალიერა.
-გაბრიელი თავის ლიოვეს დაშორდა.
-მაგიტომ ხარ ასე გახარებული? - გულრწფელად გაეცინა კომსტანტინეს, მის გვერდზე მოთავსებულს ხელი წელზე მოხვია, ტუჩები კი საკუთარ მკერდზე მოთავსებულ თავზე მიაკრო, თამ შიგნით შესულ გაბრიელს შეხედა, რომელიც მალევე მხრით მიეყრდნო კედელს, ხელები მკერდზე დაიკრიფა და მამას მიხუტებულ დას მომღიმარი დააკვირდა.
-რომ იცოდე რას საშინელი გოგოა მიხვდებოდი რატომ მიხარია.
-რა ხდება? - მისახებში შესულმა სესილიამ ჯერ ქალიშვილს აკოცა თავზე, შემდეგ გაბრიელს და შვილების ნახვის შემდეგ ლამაზ ვაზაში მოთავსებული ყვავილების ამოღებას შეუდგა.
-გაბრიელი იმ ანის დაშორდა.
-მაგ გოგოსთან დიდიხანი რომ არ გაჩერდებოდა ისედაც ვიცოდი. - ქალიშვილის აღტაცებულ ხმაზე გაიცინა, გაბრიელს თვალი ჩაუკრა, მერე კონსტანტინეს შეხედა.
-როგორი ნაცნობი სიტუაციაა. - სესილიას გაუყარა თვალი-თვალში პირველმა, მაშინვე გაახსენა მისი ძველი ხასიათები, თამ შვილს თმაზე მიეფერა.
-რატო? - ნიკაპით დაეყრდნო პირველს, თან დედის მსგავსი ბრჭყვიალა თვალები შეანათა.
-მამაშენს ჰყავდა ანის ნაირი მეგობარი, მე ვერ ვიტანდი და შენი ქცევა ჩემს ქცევას აგონებ.
-კარგი რა მამა, მეგონა მარტო ჩემს ძმას ჰქონდა ქალებში ბანძი გემოვნება. - თვალები აატრიალა, თან წარბ აწეულ პირველს მოშორდა.
-ამას უყურეთ.
-ბევრს ხომ არ ტლიკინებ? - წარბები ასწია გაბრიელმა, თან მისკენ დაიძრა.
-ვიცნიბ მე?
-არა. აქ აღარ ცხოვრობს. - ფეხზე წამოაგდო და, ხელი გადახვია, თან მეორე სართულისჯენ დაიძრა.
-ლიზა დე, თუ გამოცვლა გინდა მალე ქენი და ჩამოდი, უნდა გავიდეთ.
-სად?
-აგარაკზე, ეს დღესბი იქ ვიქნებით.
-კარგი. - მეორე სართულზე ასული გაბრიელს მოშორდა და საკუთარ საძინებელში შევიდა, კარის მიხურვა ვერ მოასწრო ისე სწრაფად შეჰყვა გაბრიელი. - რა ხდება?
-მეც მაგის კითხვა მინდოდა, რა ხდება?
-არაფერი. - დაბნეულმა აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება, პირველი კი უფრო მიუახლოვდა, მხრებზე დადებული ხელებით საწოლზე ჩამოსვა, თვითონ კი მის წინ ჩაიმუხლა, ხელები ჩაკიდა და დას ქვემოდან ახედა.
-ლიზა, ნუ მიმალავ რაღაცეებს, ხომ იცი რომ ყოველთვის ყველაფერს ვიგებ რაც შენ გეხება.
-არაფერს არ გიმალავ.
-პატარა. - თავ დახრილმა ჩაიცინა, მერე კვლავ ქვევიდან ახედა სახე აწუთლებულს. - ყველაფერი ვიცი, არ გირჩევნია შენ თვითონ მითხრა ვიდრე ჩემით გავიგო ვიღაცისგან?
-რაღაცნაირი ხარ და ვერ გეუბნები. - თვალებ ამღვრეულს ხმა ჩაეხლიჩა, ხელებ მოაშორა გავრიელს და სახე ხელის გულებში ჩამალა.
-ლიზა კარგი რა, რა გატირებს?
-მცხვენია.
-ელიზაბეტ, შემომხედე. - თავი ააწევინა და ცრემლიან თვალები ჩახედა. - ძალიან ლამაზი ხარ იცი?
-ოო ნუ მატყუებ.
-შენს თავს ვფიცავარ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ.
-შენც ლამაზი ხარ.
-ვიცი. - ჩაეცინა ლიზას ატრიალებულ თვალებზე, მერე მტევანზე აკოცა. - არ ვიცი როგორ გითხრა ნუ გიყვარსთქო იმ გამოს.ირებულ ბავშვზე, მაგრამ დამიჯერე, შენ იმდენად კარგი, მხიარული და ლამაზი ხარ საერთოდ არ იმსახურებს შენს ყურადღებას. იმის გამო იმ დღეს როგორც მოგექცა, კარგ პასუხს მიიღებს. თავი დაიფასე. მოდი აქ. - ფეხზე წამოაყენა და სარკის წინ დააყენა, თვითონ კი უკან ამოუდგა. - ნახე რა ლამაზი ხარ, უნდა დააფასო ის რაც გაქვს და ეგეთ ყ.ე ტიპეს საშუალება არ მისცე გული გატკინონ. ვინც ვერ დაგაფასებს შენი ცხოვრებიდან ისე გააქრე რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოუჭრა. დაანახე და დაკარგეს, მერე უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათ, მაგრამ ახლოს არ მიიკარო. მეორე შანსი მაგის ნაირებს არასდროს მისცე. ვინც კარგად და თბილად მოგექცევა, ან შენს მიმართ ყურადღებას გამოიჩენს ყველას ნუ შეიყვარებ, ისევ შენ გეტკინება გული. ყველას ისე მოექეცი როგოროც მოგექცევიან და ყოველთვის პირველი შენი თავი დააყენე.
-შენნაირი ნარცისი ვერ ვარ.
-საჭიროა რო იყო. დადექი სარკის წინ, დაინახე საკუთარი სილამაზე და სხვებით სხვანაირად დაგინახავენ. რატომ უნდა ელოდო სხვას და რატომ უნდა იარო სხვის ჭკუაზე როცა შეგიძლია შენს ჭკუაზე ატარო ნებისმიერი.
-მართლა ძალიან ლამაზი ვარ. - საკუთარი სახე და სხეული შეათვალიერა, საკუთარ მწვანე თვალებს დააკვირდა, შემდეგ გაბრიელს შეხედა. - გგავარ.
-ჰო, კოსტამ ორივე ლამაზები გაგვაკეთა. - სიცილით აკოცა თავზე.
-ნიკას საერთოდ დავიკიდებ, ღირსი არაა ჩემი ყურადღების, არც ჩემი სილამაზის.
-მართალია. - თბილად გაუღიმა დას, მერე კი ტანზე მიკრულს ხელები მოხვია.
-მიყვარხარ.
-ყველაზე ძალიან მიყვარხარ პატარა და სულ გახსოვდეს ეს კარგი?
-ჰო.
-მიდი გამოიცვალე და ჩამოდი. - მომღიმარი კოშირდა დის სხეულს, მერე ოთახიდან გავიდა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა.
-რამე ხდება?
-არაფერი ისეთი, არ ინერვიულო. - მამას გვერდზე მიუჯდა, ხელი მხარზე დაადო და ტელევიზორს შეხედა. - ვფიქრობდი და კატა ხომ არ მოვიყვანო? თამ მალე ლიზას დაბადების დღეა, თხუთმეტის ხდება და ვაჩუქებ.
-ფიფქა რომ წავიდა ხომ იცი როგორ იყო, მერე იმას რამე რომ მოუვიდეს გაგიჟდება.
-თქვენ ბავშვს აღარ აკეთებთ და რამე გასართობი ხომ გვინდა ოჯახში. - სიცილით გადახედა კონსტანტინეს, მერე ურეაქციოდ მჯდომ სესილიას შეხედა. - დე?
-გაუხარდება.
-ბავშვი?
-რა ბავშვი გაბრიელ? რაღადროს ბავშვია, კიდევ ერთი და ან ძმა თუ გინდოდა წლების წინ მოგეთხოვა როცა ნერვები მქონდა. ახლა ჩემს ქმართან ერთად მშვიდად ყოფნის გარდა არაფერი არ მინდა. - ფეზე ნელა წამომდგარი მალევე მიუახლოვდა ქმარ-შვილს, კონსტანტინეს გვერდზე მითავსდა გაბრიელის თმებს ისე გადასწვდა.
-ვიშვილოთ.
-ვერ გაიგე რა გითხარი? - თმები გაუსწორა ბიჭს, ნიკაპი კი პირველს ჩამოადი მხარზე.
-გაზრდილი ბავშვი ვიშვილოთ, ხუთი ექვსი-წლის, წარმოიდგინე რა მაგარია თავშესაფრიდან რომ მოგყავს ბავშვი, მომავალს და ოჯახს აძლევ.
-მე არ მინდა არავინ. - მისაღებში შესულმა განაცხადა, თან შავი თმები მხრებიდან უკან გადაიყარა.
-ეგოისტი ბავშვი, რატო მამიკოს ყურადღება მოგაკლდება? - ლიზას ხელი გადახვია, თან გასასვლელისკენ დაიძრა. - წავედით!
-კი, შენიც და დედასიც.
-აღიარებაც რომ არ სცხვენია. - თავი გააქნია წარბშეკრულმა, შემდეგ საკუთარ მანქანაში მოთავსდა.
-მა მე გაბრიელს გამოვყვები.
-როგორც გინდა. - გაეცინა შვილების ყურებისას, უკან მიმავალს სესილიას შეხედა მისკენ თვალებ გაბრწყინებული რომ მიიწევდა, თვითონ გაუღო კარი, მერე კი საჭესთან მოთავსდა და ღვედის შეკვრაში გართულ ქალს გადახედა.
-ეგრე რატომ მიყურებ კოსტა, შემც ხომ არ ლოგინდა ბავშვი?
-ძალიან ლამაზი ხარ. - ყბებზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა.
-მიყვარხარ. - თვალებ აბრჭყვიალებული კისკენ გადაიწია და ტუჩებზე სწრაფად აკოცა.
-ეგ არ მეყო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თავი თავის სახისკენ მიაწევინა. ტუჩები ვნებისნად დაუკოცნა, შემდეგ გასწორდა და მანქანაც დაძრა.
-ეგრე რომ შვრები ნერვებზე მოქმედებ. - თვითონვე ახლართა თითები კაცის თითებში, პირველმა კი მტევანზე აკოცა.
-ვიცი.
-ხვალ დედაშენის გარდაცვალების წლისთავია, ნინიმ დამირეკა და მკითხა რას აპირებდი.
-რას უნდა ვაპირებდე? ან მე ვერ დამირეკა?
-ცოტა მაინც არ ნანობ რომ არ აპატიე?
-არა.
-კონსტანტინე ზოგჯერ ისეთი ცივი ხარ…
-წლებია უკვე ამაზე მელაპარაკები პატარა, რით ვერ გაიგე და შეეგუე ჩემს გადაწყვეტილებას.
-მეცოდებოდა როგორც დედა. კარგი აღარაფერს ვიტყვი. - თვალები აატრიალა, მერე გზას გახედა.
-მეც მეცოდებოდა ჩემი თავი.
-უბრალოდ იმას ვამბობ რომ შეგეძლო ბოლო წლები მაინც გაგეტარებინა მასთან. ზოგს საერთოდ არ ყავს დედა, შენ გყავდა და მაინც არაფერი გააკეთე.
-შეჩვეული ვარ უდედოდ ცხოვრებას.
-აზრი არ აქვს ლაპარაკს.
-ხოდა ნუღარ აგრძელებ.
-კარგი ჰო.

აგარაკზე ასულები ხმაურით დაიძრნენ სესილიას დაპროექტებული სახლისკენ, უკანა ეზოში გავარდნილი ლიზა ტანსაცმელს იხდიდა, თან აუზისკენ მიიწევდა გახარებული, მას კი ფეხდაფეხ გაბრიელიც მიჰყვებოდა.
-მაა შენც ჩამოდი რა. - წყალში თავით ჩამხტარმა როგორც კი ამოყვინთა მაშინვე დაუძახა პირველს, კონსტანტინემ კი უბრალოდ თვალი ჩაუკრა ქალიშვილს, ფეხზე მდგომი სესილია რომელიც ჰორიზონტს გაჰყურებდა ხეში სწრაფად აიტაცა და ტანსაცმლიანად ჩააგდო წყალში. სესიალიას ყვირილზე ისევ მშრალი კონტანტინე შვილთან ერთად იცინოდა, მაგრამ გაბრიელის ხელის კვრამ ღიმილი სახეზე შეაყინა.
-აუ რა ცივია.
-უი მართლა? - კიბეებისკენ მიმავალმა ნაკანმა წარბაწეულმა შეხედა, შემდეგ შორტი წვალებით გაიხადა და პირველის მზერაც მაშინვე იგრძნო ფეხებზე.
-აუ გაბრიელ მოდი შენც რა.
-არ მინდა იყოს. - იქვე მდგომ ხის სავარძელში მოთავსებულმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ახლად გახსნილი ლუდი ნელა მოსვა. თვალს ადევნებდა კომსტანტინეს კისერზე ჩამოკიდებულ დას და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
-ჩემი ბიჭი, მომენატრე დე. - უკნიდან მოეხვია სესილია, ლოყაზე აკოცა და გაბრიელსაც დაუსველა მაიკა.
-აუ დედა კარგი რა…
-ამიტანე არაუშავს. - ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა, მერე კი თვითონ მოშორდა.

აუზში გართობის, სურათების გადაღების და ვახშმის შემდეგ დიდ ტელევიზორთან მოთავებულებმა ერთად უყურეს საოჯახო ფილმს, ლიზას როგორც ყოველთვის იქვე ჩაეძინა და გაბრიელიც იძულებული გახდა დის სიფრიფანა სხეული მის ოთახამდე ხელში აყვანილი მიეყვანა, შემდეგ მშობლებთან დაბრუნებულმა მათთან საუბარში გაატარა დრო, ბოლოს კო საკუთარ საძინებელს ესტუმრა.
-ეს სახლი განტვირთვაში მეხმარება. - გარეთ მჯომ კომსტანტინეს ღვინით სავსე ჭიქებით ხელში მიუახლოვდა, პირველის მუხლებზე მოთავსდა და ქმარს ლოყაზე ნაზად აკოცა. - რაზე ფიქრობ.
-ყველაფერზე.
-ასეთ დროს ჩაფიქრებული ძალიან მშვიდი, უემოციო და ნაცრისფერი ხარ.
-შენ ხომ გიყვარს ეგ ფერი.
-ეგ იმიტომ რომ შენ მიყვარხარ.
-როგორც ვხედავ არ გაწუხებს ეს ფაქტი და რა პრობლემაა.
-თავიდან ვფიქრობდი რომ დროებითი იყო, რადგან მარტოსული იყავი მთლიანად ამ ფერში ჩაძირული, მერე რომ ვერანაირად ვერ მოგაშორე, ვფიქრობდი რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი, ბოლოს მივხვდი რომ უბრალოდ შენია და ახლა არანაირი პრობლემა აღარ მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაც გაწუხებს.
-დროის უკმარისობას ვგრძნობ, ძალიან სწრაფად გადის და ასე მგონია არ მყოფნი. - ფეხზე ნელა აატარა ხელი, შემდეგ წელზე მოხვია და ყბის ძვალზე აკოცა. - ალბათ არასდროს მეყოფი, ეს ფერი კი მუდამ ჩემთან დარჩება თავისი გარკვეული სევდის დოზით. - ტუჩებზე ნაზად აკოცა. შემდეგ მის ყელში ჩარგო სახე და თვალებ დახუჭულმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. სავსე მთვარეს მიშტერებული უყურებდა ნაკანიკი, ისიც თავის საყვარელი კაცის თვალის ფერს ჰგავდა, ისიც მისსავით ანათებდა და თითქოს მათთან ერთად შეიგრძნობდა ყველა გრძნობას. გული მშვიდად უცემდა, მთლიანი სხეულით გრაზნობდა ბედნიერებას და იმ წუთებით ტკბებოდა. ინსტიქტურად გაიხედა ბალახებისკენ და იქვე ჩუმად მჯდომი ნაცრისფერი კატაც დაინახა, იქაურობას ყნოსავდა, თვალები კი მათკენ გაურბოდა. ოდნავ გეღიმა ნაკანს, ლოყა თავზე დაადო პირველს, თითები მის თმებში აათამაშა და თვალი მოსიარულე კატას გააყოლა, რომელიც ნელ-ნელა სახლისკენ მიიწევდა.
ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევდა, წყიდან გამოსული ჭრიჭინების ხმა თუ დაარღვევდა გარეთ გავრცელებულ სიჩუმეს, ბოლოს კი მათ ფეხებთან მისული კატის კნავილმა გამოაფხიზლა კონსტანტინე და ძირს დახედვისას ხელში შერჩენილი კატის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. ნელა წაიღო ხელი ოთხ ფეხა შინაური ცხოველისკენ, როგორც კი მისი რბილი ბეწვი შეეხი თითებზე გაეღიმა, მერე კი მისი მოფერება ნელა განაგრძო, კატა კი მალევე მოთავსდა ქვის ფილებზე, თავი მყარად დაიჭირა და თვალები ნელ-ნელა დახუჭა.
-ახალი წევრივ გვყავს, მიო. - ჩუმად ჩაილაპარაკა სესილიას გასაგონად, სახე გაბრწყინებულ ქალს ტუჩებზე აკოცა, მერე ღვინო მოსვა და იმ წუთებით ტკბობა განაგრძო რომელშიც იმ დროს იმყოფებოდა.
ყველა ადამიანი სხვადასხვა ფერით ცხოვრობს, ყველას განსხვავებული ფერი აბედნიერებს, მაშინ კი ბედნიერებაში ნავრისფერი ფერი ჭარბობდა, თვითონ ეს ფერი იყო ყველა ის გრძნობა რასაც ნაკანი განიცდიდა და ბედნიერდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნატალია

რა ძალიან მაგარი გოგო ხარ, რამდენი ხანია ველი :)
როგორ მიხარია თავებად რომ არ დავიწყე კითხვა, მთელი სიამოვნება მელის წინ :)

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი ნატალია
რა ძალიან მაგარი გოგო ხარ, რამდენი ხანია ველი :)
როგორ მიხარია თავებად რომ არ დავიწყე კითხვა, მთელი სიამოვნება მელის წინ :)

enjoy :))❤️

 


№3  offline წევრი ენნე

რა მაგარიაააა❤️❤️
თქვენ ხომ კარგად ხართ?

 


№4  offline მოდერი painter1

ენნე
რა მაგარიაააა❤️❤️
თქვენ ხომ კარგად ხართ?

კი კი, ახლა ძალიან კარგად ვარ❤️ მადლობა❤️

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან ვისიამოვნე. დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა და სადღაც ვამარ5ლებ კოსტას რომ არ აპატია. მაგრამ ეს თვითონ მას ჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ დაუბრუნდებოდა ფერებიც. არუცდია მანამ სანამ ნინის არ გადაეყარა. ვფიქრობ შეცდომა აქ უფრო დაუშვა. მანამდ სად იყო. გაბრიელი მიყვარს ძალიან და მადლობა. მეწყინა შენი ცხოვრებისეული ტკივილი. ამიერიდან მხოლოდ სიხარული და ბედნიერება ჰქონოდეს. ყველაფერი კარგი ჩვენ ცხოვრებაში უკეთესიშტვის ხდება. იქნებ საჭირო იყო და წინ უდიდესი ბედნიერება გელოდება. უფალი გფარავდეს

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ვის სჯერაააააააააააააააააა? არ მჯერა! როგორ გამახარეე

 


№7  offline წევრი OKI ME

ვერ ვუჯერებ თვალებს laughing laughing იმედი მაქვს შენსკენ ყველაფერი კარგად არის და სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოაგვარე heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო ერთი heart_eyes heart_eyes heart_eyes დავბრუნდები ვრცელი კომენტარით laughing laughing

 


№8  offline წევრი გ უ გ უ

ეს ისტორია ადრე წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
ავტორი აღარ მახსოვს ზუსტად...

 


№9  offline წევრი დარინა

ძალიან მომნატრებიაშენი სიახლის დანახვაა, კი მითხარი კარგად ვარ და დავბრუნდებიოო მაგრამ შენი გამოჩენაა მაინც განსაკუთრებით გამიხარდაა, ისევ ისეთი ემოციებიი დამეუფლაა ადრეე რომ მქონდაა ერთი დიდისიამოვნებაა სრულად ისტორიის წაკითხვაა და ეს ისტორია შენი რომ არის განსაკუთრეით სასიამოვნოაა, ტკბილი სასიამვნოო და ემოციებით სავსე ისტორია გამოგივიდა როგორც ყოველთვის, მიხარია ისევ რომ ხარ ჩვენთან და იმედია მალე დაგვიბრუნდები კიდევ ახალი სიახლით, სულ მაკლიხარ, ხომ იციი როგორ გგულშემატკივრობ და გელოდებიი, მიხარიხარ ❤️❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი painter1

Qeti qimucadze
ძალიან ვისიამოვნე. დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა და სადღაც ვამარ5ლებ კოსტას რომ არ აპატია. მაგრამ ეს თვითონ მას ჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ დაუბრუნდებოდა ფერებიც. არუცდია მანამ სანამ ნინის არ გადაეყარა. ვფიქრობ შეცდომა აქ უფრო დაუშვა. მანამდ სად იყო. გაბრიელი მიყვარს ძალიან და მადლობა. მეწყინა შენი ცხოვრებისეული ტკივილი. ამიერიდან მხოლოდ სიხარული და ბედნიერება ჰქონოდეს. ყველაფერი კარგი ჩვენ ცხოვრებაში უკეთესიშტვის ხდება. იქნებ საჭირო იყო და წინ უდიდესი ბედნიერება გელოდება. უფალი გფარავდეს

თავიდან კი ვიფიქრე რომ შემერიგებინა, მაგრამ მერე მაინც ასე დავაბოლოვე რავიცი :დ
დიდი მადლობა ❤️❤️

სტუმარი ანა
ვის სჯერაააააააააააააააააა? არ მჯერა! როგორ გამახარეე

surprise :D ❤️❤️

Megioki
ვერ ვუჯერებ თვალებს laughing laughing იმედი მაქვს შენსკენ ყველაფერი კარგად არის და სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოაგვარე heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო ერთი heart_eyes heart_eyes heart_eyes დავბრუნდები ვრცელი კომენტარით laughing laughing

ყველაფერი მოვაგვარე და ამიტომაც დავბრუნდი ^_^
გელოდები❤️

გ უ გ უ
ეს ისტორია ადრე წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
ავტორი აღარ მახსოვს ზუსტად...

იმდენი ხანია არ გამოვჩენილვარ დაგავიწყდებოდა ნამდვილად :დ

დარინა
ძალიან მომნატრებიაშენი სიახლის დანახვაა, კი მითხარი კარგად ვარ და დავბრუნდებიოო მაგრამ შენი გამოჩენაა მაინც განსაკუთრებით გამიხარდაა, ისევ ისეთი ემოციებიი დამეუფლაა ადრეე რომ მქონდაა ერთი დიდისიამოვნებაა სრულად ისტორიის წაკითხვაა და ეს ისტორია შენი რომ არის განსაკუთრეით სასიამოვნოაა, ტკბილი სასიამვნოო და ემოციებით სავსე ისტორია გამოგივიდა როგორც ყოველთვის, მიხარია ისევ რომ ხარ ჩვენთან და იმედია მალე დაგვიბრუნდები კიდევ ახალი სიახლით, სულ მაკლიხარ, ხომ იციი როგორ გგულშემატკივრობ და გელოდებიი, მიხარიხარ ❤️❤️❤️❤️

მეც მომენატრა შენი კომენტარის ლოდინში ყოფნა ^^ ეს გრძნობები და ყველაფერი. ხომ გითხარი დავბრუნდებითქო, ისტორიას დაისრულებელს როგორ დავტოვებდი, არ მჩვევია ^^ მიხარია რომ მოგეწონა ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან კარგი იყო ,ვისიამოვნე კითხვით ♥️

 


№12  offline მოდერი painter1

სტუმარი gvantsa
ძალიან კარგი იყო ,ვისიამოვნე კითხვით ♥️

მადლობა ❤️❤️

 


№13  offline წევრი ირო

ყველა შენი ისტორია განსაკუთრებული და თავისებურია.იმდენად კარგი წასაკითხი გულთან მოდის და რჩება,აუცილებლად გიბრუნებს სურვილს თავიდან წაკითხვის და მერე ყველა ემოციას ისევ თავიდან გადიხარ და გრძნობ.მადლობა დიდი რომ დაბრუნდი,მიხარია რომ კარგად ხარ.წარმატებებს გისურვებ.

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ გამიხარდა ამ ისტორიის სრულად ნახვა.ველოდებოდი ძალიან.ძალიან კარგი იყო მომეწონა.შენ კი ჩემო კარგო ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში და ყველაფერ კარგს

 


№15  offline წევრი ვიპნი

ცხოვრება ბრძოლაა ჩემო კარგო,დაღმართს აღმართი მოყვება,სიბნელეს სინათლე,ბევრი განსაცდელი გექნება ცხოვრებაში მაგრამ მთავარი ისაა რომ ბრძოლის სურვილი,ფეხზე დადგომის სურვილი არ დაკარგო.არ მისცე საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. წარმატებებს გისურვებ და სულის სიმტკიცეს ❣️

 


№16  offline წევრი თ. ა.

გამიხარდა რომ დაბრუნდი. მართალია, ხანდახან აუტანელია, მაგრამ აქ მაინც განტვირთვაა, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა.
არა ერთხელ აღვნიშნე, მომწონს შენი სტილი. სასიამოვნოდ იკითხება. ბრძოლა გადავიკითხე წინ დღით და რომ დავასრულე, საიტზე ვნახე სიახლე აგეტვირთა.
გამიხარდი.
აღარ დაიკარგო.
გვენატრებოდი.
ჰო მართლა ჯგუფში არ ხარ? ვერ გნახულობ ფეისზე.

 


№17 სტუმარი სტუმარი ნატალია

დავასრულე, ძალიან მომეწონა.
შენეული ტკბილი იყო, ემოციურიც და თბილიც.
იმედია სულ დაგვიბრუნდი და მალე გაგვანებივრებ ახალი ისტორიებით

 


№18 სტუმარი სტუმარი მაკა

უმაგრესი იყო მადლობა შენ რომ შექმენი ესეთი საოცრება უმაგრესი ხარ❤❤❤

 


№19  offline მოდერი painter1

ირო
ყველა შენი ისტორია განსაკუთრებული და თავისებურია.იმდენად კარგი წასაკითხი გულთან მოდის და რჩება,აუცილებლად გიბრუნებს სურვილს თავიდან წაკითხვის და მერე ყველა ემოციას ისევ თავიდან გადიხარ და გრძნობ.მადლობა დიდი რომ დაბრუნდი,მიხარია რომ კარგად ხარ.წარმატებებს გისურვებ.

ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტი იყო ^_^ დიდი მადლობა. მიხარია ასეთ გრძნობებს თუ გძენს ჩემი ისტორიები❤️❤️

სტუმარი თამო
როგორ გამიხარდა ამ ისტორიის სრულად ნახვა.ველოდებოდი ძალიან.ძალიან კარგი იყო მომეწონა.შენ კი ჩემო კარგო ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში და ყველაფერ კარგს

დიდი მადლობა ❤️❤️

ვიპნი
ცხოვრება ბრძოლაა ჩემო კარგო,დაღმართს აღმართი მოყვება,სიბნელეს სინათლე,ბევრი განსაცდელი გექნება ცხოვრებაში მაგრამ მთავარი ისაა რომ ბრძოლის სურვილი,ფეხზე დადგომის სურვილი არ დაკარგო.არ მისცე საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. წარმატებებს გისურვებ და სულის სიმტკიცეს ❣️

ვფიქრობ ზუსტად ამიტომ ვარ ახლა კარგად რომ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ მივეცი.
ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

თ. ა.
გამიხარდა რომ დაბრუნდი. მართალია, ხანდახან აუტანელია, მაგრამ აქ მაინც განტვირთვაა, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა.
არა ერთხელ აღვნიშნე, მომწონს შენი სტილი. სასიამოვნოდ იკითხება. ბრძოლა გადავიკითხე წინ დღით და რომ დავასრულე, საიტზე ვნახე სიახლე აგეტვირთა.
გამიხარდი.
აღარ დაიკარგო.
გვენატრებოდი.
ჰო მართლა ჯგუფში არ ხარ? ვერ გნახულობ ფეისზე.

ვეცდები აღარ გადავიკარგო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება დასაბრუნებლად.
მეც ძალიან მომენატრეთ❤️
ფეისზე არსებულ ჯგუფსზე მსმენია, მაგრამ მე არ ვარ იქ. კი გამომიგზავნეს მოწვევა, მაგრამ არ გავწევრიანებულვარ.

სტუმარი ნატალია
დავასრულე, ძალიან მომეწონა.
შენეული ტკბილი იყო, ემოციურიც და თბილიც.
იმედია სულ დაგვიბრუნდი და მალე გაგვანებივრებ ახალი ისტორიებით

მიახარია რომ მოგეწონა ^^❤️

სტუმარი მაკა
უმაგრესი იყო მადლობა შენ რომ შექმენი ესეთი საოცრება უმაგრესი ხარ❤❤❤

ძალიან მიხარია ❤️ მადლობა შენ ჩემო კარგო❤️

 


№20  offline წევრი sofi_sofiaa13

სადდდ შემიიძლია ამდენიიი
--------------------
ფეფო

 


№21  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
სადდდ შემიიძლია ამდენიიი

:dd

 


№22  offline წევრი sofi_sofiaa13

ვინიცის კიდევ რამდენჯერ წავიკითხაავ
--------------------
ფეფო

 


№23  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
ვინიცის კიდევ რამდენჯერ წავიკითხაავ

შენგან არაფერია გასაკვირი :d❤️

 


№24  offline წევრი Mæra

ძალიან კარგია, ძალიან, ძალიან. საინტერესო, მძაფრსიუჟეტიანი, კარგად წასაკთხი. ????????????

 


№25  offline მოდერი painter1

Mæra
ძალიან კარგია, ძალიან, ძალიან. საინტერესო, მძაფრსიუჟეტიანი, კარგად წასაკთხი. ????????????

დიდი მადლობა❤️❤️

 


№26  offline წევრი duchi_duchi

შემიყვარდა ნაცრისფერი

 


№27  offline მოდერი painter1

duchi_duchi
შემიყვარდა ნაცრისფერი

მეც ეგ მინდოდა ^^

 


№28 სტუმარი სტუმარი დუ სია

საოცარი ისტორიაა, ბრავო!

 


№29  offline მოდერი painter1

სტუმარი დუ სია
საოცარი ისტორიაა, ბრავო!

მადლობა❤️

 


№30  offline წევრი sabrina

ერთადერთი ისტორია იყო რომლის წაკითხვა თავების დადებისთანავე დავიწყე,მერე რომ გაჩერდი გადავწყვიტე ცხოვრებაში თავებად ატვირთულ არცერთ ისტორიას აღარ წავიკითხავთქო.მართლა ძაან გამიხარდა რომ გაგრძელება გადაწყვიტე.კიდე მინდა გითხრა დასაწყისში გეწერა რო ისეთი არ ყოფილა სიყვარული როგორსაც წარმოვიდგენდიო თუ სწორად მახსოვს(თუ სწორად გამოვიტანე აზრი)და შენს ტკივილზე ,იმედგაცრუებაზედა ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემებზე.მე 4 შვილი მყავს და დღესდღეობით ეს საიტი განტვირთვაში და რეალური ცხოვრებიდან გამოთიშვაში მეხმარება, სწორედ ამიტომ შემოვდივარ აქ რომ არარეალურ სამყაროში ვიმოგზაურო თუმცა ზღაპარს რათქმაუნდა არ უნდა გავდეს.თავის აპოლონებით და თავის ახალ ახალი სასიყვარულო თავგადასავლებით ,რომელსაც მე პირადად რეალურ ცხოვრებაში არც შევხვედრივარ (იმედია მართლა არსებობენ).ამიტომ გააგრძელე წერა, შენი წერის სტილი და თავგადასავლები რომ მოგვწონს ამიტომ გეძებდით ზუსტად ამდენი ხანი საიტზე .ამიტომ გელოდებოდით. რათქმაუნდა უნდა გაიზარდო როგორც მწერალი თუმცა იმ თავბრუდამხვევ ისტორიებს ნუ მოგვაკლებ რის გამოც შეგვიყვარდი .მადლობა საოცარი ისტორიისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent