სათაურის გარეშე 16
ნიკმა თავი კარში შემოყო. მისი დაძაბულობა მთრგუნავდა. ჩემს წარმოდგენებში ის ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ კაცად წარმომედგინა და არა შეშინებულ და ნატანჯ ადამიანად. მიუხედავად მისი ტრაგედიისა, ნიკმა ცხოვრება შეიცვალა. წარსული მოიკვეთა და შიგადაშიგ იმ კიდურივით ახსენებს თავს, რომელიც აღარ არსებობს. მისთვის ამომავალი წერტილი იუმორი იყო და ამას ყოველთვის განსაკუთრებულად ახერხებდა. რომ არა ნიკი, ჩემი და ჯოს მოგაურობა ვერასოდეს გახდებოდა ისეთი სრულყოფილი, როგორიც ის იყო. -შეიძლება შემოვიდე? - იკითხა ნიკმა და მისი ფეხსაცმლის ძირები იატაკზე აკაკუნდა. -მოდი, ნიკ, მოდი - გადაღლილი ხმით უპასუხა ფრანკმა და ვიგრძნი როგორ მოემზადა ახალი ეჭვმიტანილის დასაკითხად - ყველაფერი უნდა მომიყვე რაც გუშინ ღამით გააკეთე. -რა პრობლემაა - იატაკზე სკამის გახახუნების ხმამ ჭრუანტელი დამიარა - მას შემდეგ რაც თქვენ დასაძინებლად წახვედით, მე გარეთ გავედი. ფიქრი მჭირდებოდა. ალბათ გესმით რა რთულია პირველ რიგში საუკეთესო მეგობრის დაკარგვა და მეორე რიგში იმ ფაქტის გააზრება, რომ შენთვის საყვარელი ადამიანები არ გენდობიან - ნიკის სიტყვებმა გული ამიჩუყა. მინდოდა მასთან მივსულიყავი და მოვხვეოდი, გამემხნევებინა და მეთქვა თუ როგორ ძლიერად მიყვარდა, თუმცა თავი შევიკავე. ფრანკისგან გაფრთხილებული ვიყავი, რომ არცერთ შემთხვევაში შირმადან თავი არ უნდა გამომეყო. მეტიც, ვინმეს, რომ ეღიარებინა დანაშაული, მაშინაც კი უხმოდ უნდა ვმჯდარიყავი ჩემთვის - მე მათთან ერთად მივდიოდი მოგზაურობაში, მათთან ერთად ვცრუობდი, მათთან ერთად ვიყოფდი საჭმელს თუ საძინებელს, მათთან ერთად მინდოდა ბედნიერი ცხოვრება. მე ელიზაბეტის მადლობელი ვარ, რადგან მომცა შესაძლებლობა უკეთესი მომავალი მქონოდა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც არაფრის იმედი აღარ შემრჩენოდა ელი და ჯო გამოჩნდნენ დაუჯერებელი იდეით, რომელიც მეც გამიზიარეს. თავიდან გიჟებად ჩავთვალე, როგორ შეიძლება ფაქტობრივად უცხო ადამიანები ერთად წავიდნენ მოგზაურობაშითქო, თუმცა ვენდე. მათთან ერთად უამრავი თავგადასავალი გადამხდა თავს, რამდენჯერმე სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, მაგრამ ისინი ჩემი ოჯახის წევრებად ქცეულიყვნენ, იმ ოჯახისა, რომელიც ტყის ხალხმა ამომიხოცა. მე თავიდან დავიბადე. მათ ისეთი საიდუმლო გავანდე ჩემი ცხოვრებიდან, რომელზე ლაპარაკსაც საკუთარ თავთანაც ვერ ვბედავ. ისინი კი უბრალოდ ერთობიან ერთმანეთთან და მე თვალებში ნაცარს მაყრიან - ჩაახველა - უფრო სწორად მაყრიდნენ. მე მეორე ძმა დავკარგე რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ბრაზიც მაქვს გულში ჩემდამი უნდობლობით გამოწვეული. -შემდეგ რა მოხდა? - საუბრის სხვა მხარეს წაყვანა სცადა ფრანკმა. -შემდეგ რუთი მოვიდა ჩემთან და გვერდით მომიჯდა. სალაპარაკო თემა სხვა არ გვქონია, ისევ ჯოსა და ელიზაბეტზე დავიწყეთ საუბარი. რაღაც რატომ მგონია, რომ რუთს ელიზაბეტი გულზე არ ეხატება, თითქოს მუდამ ეჯიბრება მას. თავიდან, როდესაც თქვენთან მოვედით რუთს ერთი სული ჰქონდა გავესტუმრებინეთ, თუმცა დიდი ხნით მოგვიწია შეჩერება, რისთვისა ბოდიშს გიხდით ყველას სახელით. -და რატომ ფიქრობ ასე? - მობოდიშება ბანზე ააგდო ფრანკმა და ისევ მთავარ თემაზე დაბრუნება სცადა. -მას ყოველთვის აგდებით მოიხსენიებს. შეიძლება მეჩვენება, ვერ გეტყვით, თუმცა ასე ვფიქრობ. მას ჰენრიზე აინტერებდა რაღაცები. მეც მოვუყევი, შემდეგ კი სახლში შევედი და ბოლო სართულზე, კოშკში ავედი. -მანდ რა გინდოდა? - გაოცებით ოდნავ წამოიყვირა ფრანკმა. -სახლის დათვალიერებისას შევამჩნიე, პირველად როდესაც მოვედით და ძალიან მომეწონა. ვიფიქრე დამეხმარებოდა ფიქრების დალაგებაში. იმედია რაიმე ცუდი არ ჩავიდინე და მქონდა უფლება იქ ასვლის. -რა თქმა უნდა - ერთიანად დატკბა ფრანკი - უბრალოდ კოშკს აღარც კი ვიყენებთ, არავინ ადის ზემოთ და გამიკვირდა. -დიახ, ავედი და იქ ჩამეძინა. როდესაც გამეღვიძა ვეღარ მივხვდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემ თავს. კოშმარებმა შემომიტიეს და მთლიანად გამსრისეს. ქვემოთ ჩამოვედი და ვეღარ გავიხსენე რომელი ოთახი იყო ჩემი. წამიერად უსუსურობა ვიგრძენი, თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ამ დროს ვიღაც ბიჭი გამოვიდა და შეშინდა, როდესაც დამინახა. მას ყველაფერი ავუხსენი და ვთხოვე ოთახის პოვნაში დამხმარებოდა. მან პირველი კარი ელიზაბეტის შეაღო, თუმცა მაშინვე უკან გამოიხურა. ქალბატონი ელიზაბეტის კაბა დავინახე და ალბათ მისი ოთახიაო. შემდეგ მის გვერდით ოთახის კარი გამოაღო, ცარიელი იყო და მეც იქ შევედი. -ოთახში შესვლის შემდეგ გარეთ აღარ გამოსულხართ? -კი, გამოვედი. ელიზაბეტის ოთახში შევედი. მინდოდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ მას მკვდარივით ეძინა. ვერ გავაღვიძე. -ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ელიზაბეტის ოთახში იყავით? - ინფორმაციას აზუსტებდა ფრანკი. -დიახ, დაახლოებით ათი წუთი ვიქნებოდი, მეტი არა. შემდეგ საწოლთან დავინახე ბოთლი, რომელსაც ეწერა „კარგი ძილი“, მეც ავიღე ის და ცოტა მოვსვი. გავედი ჩემს ოთახში და დამეძინა. -ცოტათი უცნაურად ხომ არ ჩანს, ნიკ, თქვენი მონათხრობი? -რატომ? - ნიკის ხმა ფრანკის ნათქვამს არ შეუტოკებია. -თქვენ, ნასვამ მდგომარეობაში იყავით ელიზაბეტის ოთახში, ნახეთ როგორ ეძინა მას, აიღეთ ბოთლი, დალიეთ წამალი დ უკან გამოხვედით? ნუთუ ელიზაბეტმა არ გაიღვიძა? იქნებ სწორედ გასვლის დროს, როდესაც საგვარეულო ნივთს იპარავდით, ელიზაბეტს გაეღვიძა და თქვენ დაგინახათ? -პირველ რიგში, ტონი შეარჩიეთ ჩემთან საუბრისას. თქვენ ზემოდან არ უნდა მიყურებდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე მეტი ფული გაქვთ. მეორე მხრივ კი, მე და ელიზაბეტი თვეებია ვმოგზაურობთ და ოთახში არაერთხელ მძინებია მის გვერდით და თუკი სურვილი მექნებოდა რაიმეს მოპარვის ამას ჯოს დასაფლავების ღამეს არ გავაკეთებდი. -მანამდე თქვენ ხელს ჯო გიშლიდათ, ბატონო ნიკ - ირონიით, დამცინავი ტონით უთხრა ფრანკმა. -შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩემი საძინებელი, ყველა ჩანთა და პიჯაკის ჯიბე. მე არაფერი მომიპარავს. მძინარე ელიზაბეტს დავხედე. თმაზე ხელი გადავუსვი და მალევე გავედი ოთახიდან, როგორც უკვე გითხარით. არაფერში მჭირდებოდა მისი საგვარეულო სამკაული. მე მასთან საუბარი მსურდა, მინდოდა გამეზიარებინა ჩემი ტკივილი. ერთ-ორ ამბავსაც გავიხსენებდით სევდამორეულები ჯოზე და ერთმანეთს ვანუგეშებდით. აუცილებლად ვკითხავდი თუ რატომ მიმალავდნენ ამ მნიშვნელოვან ამბავს მე. მე მასთან მეგობრული საუბარი მინდოდა და არანაირი ინტერესი რაღაც საგვარეულო ნივთისა არ მქონია. -კარგით რა, ნიკ - ფრანკის ხმას ბრაზი ერეოდა - თქვენც ხომ იცით, რომ აქ სამკაული არაფერ შუაშია? -როგორ თუ არაფერ შუაშია - გაიკვირვა ნიკმა - მაშ, რისთვის აწყობთ ამ სპექტაკლს? -წუხელ ელიზაბეტი გააუპატიურეს და ეს თქვენ იყავით - ფეხზე წამოიმართა ფრანკი და მაგიდას მუშტი დაარტყა. -რა გაუპატიურებაზეა საუბარი - დაიბნა ნიკი და მისი სილუეტით თუ ვიმსჯელებთ, რასაც შირმიდან ვხედავდი, ძალიან დაიძაბა - თქვენ ხომ თქვით ელიზაბეტმა საგვარეულო სამკაული დაკარგაო? -კი, რადგან არ მინდოდა სასახლეში ელიზაბეტის სახელი შებღალულიყო. ახლა კი დასამალი არაფერია, დამნაშავე ნაპოვნია და ეს თქვენ ხართ. როგორ არ გრცხვენიათ, ნიკ. -რას ამბობთ, ფრანკ - ფეხზე წამოიმართა ნიკიც - მე ელიზაბეტს თითსაც არ დავაკარებ. ის ჩემთვის დასავით არის. ამას როგორ მკადრებთ. მე .. მე .. - დაიბნა ნიკი და ტირილი დაიწყო - მე ელიზაბეტს არაფერს დავუშავებ. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ფრანკ, უნდა დამიჯეროთ, ამ ყველაფერში ჩემი ხელი არ ურევია. -ფაქტები თქვენ წინააღმდეგაა მომართული, სამწუხაროდ - კვლავ სავარძელს დაუბრუნდა ფრანკი და გამარჯვებული და ბედნიერი ხმით გააგრძელა საუბარი - თქვენ შესაძლოა თავიდანვე მოგწონდათ ელიზაბეტი, თუმცა ამის თქმას მას ვერ უბედავდით. ამასთანავე თქვენ გვერდით ყოველთვის იყო ჯო, რომელიც ხელს გიშლიდათ ელიზაბეტთან ურთიერთობაში. ახლა კი როგორ არის სიტუაცია: თქვენ ხართ ნასვამი, შედიხართ ელიზაბეტის საძინელეში, სადაც მას ტკბილად სძინავს, თქვენი ჰორმონები იწყებენ აქტიურობას და გრძნობთ როგორ გინდათ მასთან დაწოლა. ჯო ხელს თქვენ აღარ გიშლით, ის უკვე მკვდარია და ფიქრობთ, თუკი ელიზაბეტს მასთან ჰქონდა ურთიერთობა, თქვენთან რატომ არ ექნებოდა. თუმცა უეცრად შიში გიპყრობთ, ელიზაბეტმა, რომ ყვირილი დაიწყოს და მასზე ძალადობრივად ახდენთ სექსს. -ღვთის გულისთვის გეყოთ - ყელში ბურთგაჩხერილმა ამოილუღლუღა - მსგავსი არაფერი ჩამიდენია. ეს მე არ ვყოფილვარ - ნიკი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ და კარი გაიჯახუნა. მის ქარივით გასვლას კი არტური შემოყვა ოთახში. ფრანკი ჯერ კიდევ დაძაბული იჯდა და ოთახში დატრიალებულ ქაოსს ალაგებდა, როდესაც ახალი თავსატეხი დაატყდა თავს. -ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, თუმცა მანამდე არის ერთი საკითხი, რომელიც გულს მიღრღნის და ვერა და ვერ ვიცილებ ტვინიდან - არტური აღელვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის არ ვიცნობდი, მღელვარება ბგერებზე ცალსახად დაეტყო - მე აქ ჩემი სურვილით არ ჩამოვსულვარ. არ გეგონოს, რომ არ მინდოდა ან თავს გარიდებდი, მაგრამ ლილიანის გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. იმ ტრაგედიამ მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენები ცხოვრებაზე. აქ რუთმა დამპატიჟა. მითხრა, რომ შენს ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა და კარგი იქნებოდა თუკი აქ ვიქნებოდი. წერილში ისიც მომწერა, რომ შენს ახალ მეგობარს ძალიან ენდობოდი. რუთი წინასწარ გრძნობდა, რომ ეს ქალი შეგიყვარდებოდა. როგორც ის მწერდა, თქვენ დადიოდით ერთად ბაღში სასეირნოდ, ხშირად იყავით ბიბლიოთეკაში კარშეკეტილები და ვერანდაზე რამდენჯერმე დაგინახათ საკმაოდ რომანტიულ ვითარებაში. -და მერე რა? - თითქოს არც კი უმოქმედია არტურის სიტყვებს მასზე - არ მაქვს უფლება ვინმე შემიყვარდეს? -რა თქმა უნდა, გაქვს და სწორედ ამიტომ დამაინტერესა იმ ქალის ნახვამ, რომელმაც შენი გული მოიგო. გული, რომელიც ლილიანის შემდეგ, წლობით გაყინული გედო სხეულში. -ეს საერთოდ არ არის საინტერესო თემა, თუკი კიდევ არაფერი მოუწერია რუთს შენთვის საინტერესო, მაშინ სჯობს ის მითხრა გუშინ რას აკეთებდი. -არ ბრაზდები? - გაუკვირდა არტურს და ხელის თითები დაიტკაცუნა. -რატომ უნდა ვბრაზობდე? -რუთმა შენს ზურგს უკან მომწერა, თან იმ ქალზე, რომელიც გიყვარს. ფრანკ - ამოიხვნეშა - ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენს გადასარწმუნებლად მომიხმო აქ. რუთს უყვარხარ, შენზე გიჟდება. მთელი ცხოვრება შენ გემსახურება და სხვა დიასახლისის ნახვა არ უნდა გოგოს. -რუთი ჩემთვის კარგი მეგობარია, ეს იცოდე - მოკლედ მოუჭრა ფრანკმა და მაგიდაზე კალამი ააკაკუნა. -ის შენი ელიზაბეტიც და ჯოც იყვნენ მეგობრები, მაგრამ ჰქონდათ თუ არა რომანი? თან თუკი მასთან ჰქონდა ურთიერთობა, შენთან რატო ფლირტაობდა? არ ჩანს ეგ გოგო წესიერი და პატიოსანი, კიდევ არ ვიცით რას მალავს ეგ ჩუმჩუმელა. მაგ სამკაულის დაკარგვაც არ მგონია მართალი იყოს, ეტყობა არ უნდა სასახლიდან წასვლა. ან რატო ენდომება, ქმარი მოუკვდა, საყვარელიც მოუკვდა და არის ახლა მარტო. მარტოხელა, ორჯერ დაქვრივებულ, მგლოვიარე ქალს კი ვინ სჭირდება სანუგეშოდ? ახალი კაცი. -არტურ, ზედმეტი მოგდის - შეუბღვირა ფრანკმა - მე აქ ელიზაბეტზე სასაუბროდ არ მომიყვანიხარ და ძალიან გთხოვ რუთის ბოდვას ყურს ნუ უგდებ. -კარგი რა, ფრანკ - არ ცხრებოდა ის - ნუთუ ღირსეულ ქალად მიგაჩნია ეგ გოგო. დარწმუნებული ვარ ყოველ მეორეს გაუშლის ფეხებს. ბოლო-ბოლო ორ ფაქტობრივად უცნობ მამაკაცთან ერთად წავიდა სხვა ქალაქში საცხოვრებლად. შეიძლება ჯოს სიკვდილშიც ერიოს მისი ხელი, რადგან გზიდან ჩამოეშორებინა და შენთან შემომძვრალიყო. -არტურ, შენ რა იცი რა ტანჯვა აქვს გოგოს გამოვლილი. რატომ საუბრობ მასზე, როდესაც მისი გულისთვის არ მოგისმენია? დაუკვირდი მის ცხოვრებას, შენი აზრით ჩვიდმეტი წლის გოგოს აქვს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი დაგეგმოს და ასე ითამაშოს? ძალიან შეცვლილხარ, ჩემო არტურ, მე შენ ასეთი სულმდაბალი არ მახსოვდი. მოსამსახურე რუთის ჭორებს აყევი და უკეთესი დაგემართება. -რუთი ძალიანაც კარგი გოგოა. მთელი ცხოვრება შენ შემოგწირა. მეტი რა ქნას? -არავის უთხოვია - ჩაახველა ფრანკმა - ახლა კი მითხარი გუშინ რას აკეთებდი. -დიახ, მე ვიყავი ელიზაბეტთან შესული, თუმცა ის უაზრო ნივთი მე არ ამიღია, ან რატომ უნდა ამეღო, არც ფული მაკლია და არც ქონება. რად მინდოდა მაგ საცოდავი, გაღლეტილი გოგოს ნივთი - ჩემზე ისე აგდებით საურობდა ბრაზი ყელში მომაწვა. -ელიზაბეტთან რა გინდოდა, არტურ - გაცეცხლდა ფრანკი და ფურცლები ოთახში მიმოყარა. -მასთან საუბარი მინდოდა. დღის განმავლობაში ხან შენ ხარ მასთან, ხან ის ბიჭი - ნიკი. სამზარეულოში ერთი ჭიქა ღვინო დავლიე მხნეობისთვის და ავედი. -და რა ნახე? - ფრანკი დარწმუნებული იყო ნიკის დანაშაულში, ამიტომ არტურისგანაც ამას ელოდა. -რა უნდა მენახა, ფრანკ. მივედი და გოგოს ეძინა. დავუძახე, შევანჯღრიე და არაფერი. ცოცხალი თავით არ გაიღვიძა. მეც გამოვედი უკან და საძინებელში შევედი. დილით კი განაცხადე, რომ ვიღაცამ რაღაც მოპარა. -კაცური საქციელია ქალთან საძინებელში შესვლა? თანაც ღამით და ნასვამი? ვეღარ გცნობ, არტურ. თავი სიზმარში მეგონა, იმ ღამით სამ მამაკაცს შემოუღია ჩემი საძინებლის კარი და მე ეს ვერ გამიგია. ზოგს დაუძახია კიდეც, ზოგსაც შევუნჯღრევივარ, მაგრამ მე მხოლოდ იმ მომენტში გამეღვიძა, როდესაც ვიღაცას გაკოჭილი საწოლზე მივემაგრებინე. -არტურ, გუშინ ელიზაბეტი გააუპატიურეს. იქნებ ეს შენ იყავი. იქნებ იფიქრე ხმას მაინც არ ამოიღებს და შემრჩება მასთან სექსიო. თან როგორც ვიცი და გავიგე, მოგწონებია ელიზაბეტი. მითხარი შენი ხელი ურევია ამ საქმეში? აღიარე კაცურად, არტურ. -რა უნდა ვაღიარო, რა სექსი და რა გაუპატიურება, შენ ტვინი სულ დაკარგე? - არტური ძალიან გულგრილად საუბრობდა - მისი მეგობარი ნიკი იქნებოდა, ერთი გამოიტირა და მეორეზე გადავიდა, რა გაგიკვირდა. -ელიზაბეტმა არაფერი იცოდა. -აუჰ - გაეცინა არტურს - ლოგინში ვიღაც ჩაუგორდა, სექსი ჰქონდა და არ იცის ვინ იყო ხო? უკვე ზრდასრული კაცი მეგონე, შენ კი ზღაპრების გჯერა თურმე. თავი შეგაცოდა? იქნებ მოგიცუცქდა კიდეც, რა სასაცილოა და როგორ სასაცილო სიტუაციაში იგდებ თავს. ნუთუ გინდა ეგეთი ქალი, ას მამაკაცთან რომ ჰქონდა სექსი. -არტურ - ფეხზე დინჯად წამოდგა ფრანკი და კიდევ ერთხელ ჩაახველა - გადი ჩემი კაბინეტიდან. მე ვერ ავიტან ასე აგდებით ისაუბრო ქალზე, რომელთანაც მომავლის დაკავშირება მინდა. მე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ წუხელ შენ იყავი მის საძინებელში და ეს ყველაფერი შურის გამო გააკეთე. დიახ, შური გამოძრავებდა. შეგშურდა, როდესაც ასეთი სილამაზე ჩემ გვერდით დაინახე, მოგინდა შენი გამხდარიყო და რადგან იცოდი, რომ ის ნებით არ დაგთანხმდებოდა, ძალა გამოიყენე და საწყალი გოგო მთლიანად დაალურჯე. ველური ხარ და ეგ სიველურე უკვე კარგად ჩანს შენს პიროვნებაზე. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ამდენი წლის შემდეგ შენ სულ სხვა ადამიანი გახდი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ შენ ასეთი ბოღმა დაგიგროვდა გულში. ელიზაბეტი ჩემს თვალში ყოველთვის ქალღმერთი იქნება თავისი უამრავი დარდით და ტრაგედიით. შენ კი ყოველთვის არარაობად დარჩები. -ფრანკ, მე არაფერი ჩამიდენია. ქალზე ხელს ნამდვილად ვერ ავწევდი, მაგრამ თუკი შენ ასე ფიქრობ რა გაეწყობა, სჯობს სამუდამოდ დავივიწყო, რომ ფრანკ ჰილს ვიცნობდი. შენ კარგად ხვდები აქ რატომ ვარ, შენ იცი რუთის შეშფოთების მიზეზი, თუმცა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, შენ მთლიანად შეგიცვლია ზნე და რჯული. მე შენნაირ კაცთან საქმეს აღარასდროს დავიჭერ. ხვალვე გავემგზავრები ჩემს ქალაქში. დიდი შეცდომა იყო აქ ჩამოსვლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.