შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული (10)


7-05-2017, 19:00
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 654

თავი 10
ნინის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, გამუდმებით ჩამესმოდა მისი სიტყვები, ისევ და ისევ, მთელი ლექცია იმაზე ვფიქრობდი რომ შეცდომა იყო ნიკისთვის ბრძოლის შეწყვეტა. ჩემი გონება კვლავ სადღაც დაფრინავდა, მთელი ლექცია იმაზე ვფიქრობდი თუ რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, პირველად ცხოვრებაში არ ვიყავი დარწმუნებული ჩემ მიერ გადაგმულ ნაბიჯში, ასეთი რამ მაშინაც კი არ დამმართნია როცა ერთი წლით ლონდონში წავედი. ფიქრებიდან დევიდის შეკითხვამ გამომარკვია
-ბავშვებო კაფეტერიაში ჩავიდეთ?
-წამოვალ თუ ყავას მიყიდი -ლეკვის თვალებით შევხედე დევიდს
-კარგი გიყიდი, თქვენი სიტყვა კანონია თქვენო უმაღლესობავ
-მაგარია, ნინი შენ და ნიკიც წამოდით
-არა იყოს, ლექციები გვაქ -ნინის სიტყვებში მერყეობა ვიგრძენი
-ვიცი ჩვენც ლექციები გვაქ, ცოტა ხნით ჩავდივართ
-წავიდეთ ნინი ყავა დავლიოთ არ დავიგვიანებთ ლექციაზე -ნიკმა ნინი დაიყოლია და ყველანი ყავის დასალევად წავედით
-მოდი კუთხის მაგიდასთან დავსხდეთ -დევიდმა ხელით გვანიშნა
-ეს ჩემი და მარიამის საყვარელი ადგილია -თბილად გაიღიმა ნიკმა თითქოს მოგონებებში გადავარდა
-მაგარია, პატარა ქალბატონო რომელ ყავას დალევთ -რევერანსის შემდეგ მკითხა დევიდმა
-რძიანს შაქრის გარეშე -ნიკმა უპასუხა ჩემს ნაცვლად
-როგორ მიხვდი როგორი ყავა მინდოდა ?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არ დამვიწყებია ყოველ დღე როგორ ყავას უკვეთავდი
-კარგი მეხსიერება გქონია ძვირფასო ეს ხომ ერთი წლის წინ იყო -საუბარში ნინიც ჩაერთო
-ნინი შოკოლადი არ გინდა? -ნაძალადევი ღიმილით ვკითხე
-კი და დღეს მე დაგპატიჟებ
-საჭირო არ არის ეს შენ მარი -გუგამ მაგიდაზე შოკოლადი დადო
-მადლობა გუგა ეს ჩემი საყვარელი შოკოლადია
-ვიცი ლონდონში სულ ამ შოკოლადს ჭამდი დილით ყავასთან ერთად
-ჰო სასტუმროში დილით მართლაც შესანიშნავი ყავა მოჰქონდათ ჩვენთვის
-ჰო ახლაც მახსოვს იმ ყავის გემო -ღიმილით მითხრა გუგამ
-მოდი შემოგვიერთდი ყავის დალევას ვაპირებთ
-არა უნდა წავიდე, მარ თუ დრო გაქ დღეს ერთად ვივახშმოთ
-სიამოვნებით
-რვაზე გამოგივლი -გუგა წავიდა
-ყავა მოვიტანე, მარ გუგას რა უნდოდა?- ინტრიგნულად მკითხა დევიდმა
-მარიამი სავახშმოდ დაპატიჟა -ბრაზნარევი ტონით უპასუხა ნიკმა დევიდის შეკითხვას
-და შენ რამ გაგაბრაზა? -სიცილით ჰკითხა დევიდმა
-ნიკს რატომ უნდა სწყენოდა ?! -თითქმის გაოცებული ხმით წარმოთქვა წინადადება ნინიმ
-ჰო მართლა ელი სად არის? -ნიკმა შეკითხვით საუბრის თემა შეცვალა
-ელი დიტოსთან ერთად ქალაქგარეთ წავიდა რამდენიმე დრით
-შუა კვირაში? -გაკიკვირვა ნინიმ
-უიქენდს ვერ დაელოდნენ, შეყვარებულების ამბავი ხომ იცი ნინი
-მე და ნიკიც ვგეგმავთ უიქენდის ერთად გატარებას
-არა ნინი ჩვენ არაფერი დაგვიგეგმავს -ნიკმა გაოცებული სახით შეხედა ნინის
-მე დავგეგმე მეგონა წინააღმდეგი არ იქნებოდი
-სხვა დროს აჯობებს მეც შემითანხმდე, რადგან მე არ მცალია შაბათ-კვირას სამეცადინო მაქვს
-დევიდ შენ რას აპირებ უიქენდზე? -სიტუაციის განსამუხტად დევიდი გამოვიყენე
-ბარბარესთან ერთად ჩემს აგარაკზე მივდივართ
-მაგარია მეგონა უიქენდს ერთად გავატარებდით, თუმცა რას ვიზამ, მიხარია ჩემი და თავის საქმეებს თუ მოწყდება და ცოტას დაისვენებს. ისე დევიდ შეახსენე რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ
-ბოლოს როდის ელაპარაკე?
-ძალიან დიდი ხნის წინ
-თქვენ ორს ერთად რა უნდა გაგეკეთებინათ? -ნინიმ ცნობის მოყვარეობით მკითხა
-ტელევიზორს ვუყურებდით
-შეგიძლია ტელევიზორს ნიკთან ერთად უყურო -მრავლისმთქმელი ღიმილით თქვა დევიდმა
-რატომაც არა რამდენიმე კარგი ფილმი ვიცი -სიხარულით დაეთანხმა ნიკი დევიდს, თუმცა ნინის სახეზე დანახულმა წყენამ ღრუბლებიდან ძირს დამანარცხა
-კარგი დროა ლექციებზე წავიდეთ -ყველანი დავიშალეთ, მე და დევიდს ერთად გვქონდა ლექცია და აუდიტორიისაკენ გავემართეთ- რა ჯანდაბა დაგემართა?
-რას გულისხმობ ძვირფასო?
-რა ნიკთან ერთად ტელევიზორის ყურება, ვერ დაინახე ნინის სახე
-მერე რა მაგ გოგომ უნდა გაიგოს რომ შენს ადგილს დიდხანს ვერ დაიკავებს
-დევიდ ძალიან მიყვარხარ და ვაფასებ რასაც ცდილობ მაგრამ უნდა შეწყვიტო, ჩემსა და ნიკს შორის ყველაფერი მორჩა
-ეგ არავინ იცის -ლექტორის შემოსვლამ საუბარი შეგვაწყვეტინა. რამდენიმე საათის შემდეგ.
-შენ კიდევ ჯინსებში რატომ ხარ გამოწყობილი, მეგონა სავახშმოდ მიდიოდი -ნიკმა ცნობის მოყვარეობით აღვსილმა მკითხა
-ახლა მივდივარ მოსამზადებლად -მე ჩემს ოთახში გავედი, ტელევიზორთან მჯდომმა დევიდმა და ნიკიმა საუბარი განაგრძეს
-ნიკ რატომ ხარ ასე დაინტერესებული მარიამის პაემნით?
-მეგონა ეს უბრალო ვახშამი იყო, დევიდ მარიამმა გითხრა რომ ეს პაემანია?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს პაემანია თუ არა, მარი სხვა ბჭთან ერთად მიდის სავახშმოდ -ჩემმა ოთახიდან გამოსვლამ მათ საუბარი შეაწყვეტინა
-აბა ბიჭებო როგორ გამოვიყურები?
-ვაუ ულამაზესი ხარ პრინცესა, მოიცადე ფოტო გადავიღოთ -დევიდმა ტელეფნით მოირბინა ჩემთან
-შესანიშნავად გამოიყურები, ულამაზესი ხარ
-მადლობა ნიკ, კარგი ჩემი წასვლის დროა
-გასაღები წაიღე როგორც ჩანს გვიან დაბრუნდები -დევიდმა გასაღები მომიტანა
-მიყვარხარ გადარეულო -მას ვაკოცე და სავახშმოდ წავედი. ვახშამმა შესანიშბავად ჩაიარა, გუგა მართლაც შესანისნავი ბიჭია თუმცა ნიკი არ არის, სამწუხაროდ გუგა მეტს იმსახურებს, მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი ვახშამი იყო მე მაინც ნიკზე ვფიქრობდი. სახლში თორმეტ საათზე დავბრუნდი, კარგი ფრთხილად გავაღე და ფეხაკრეფით შევედი ოთახში
-კარგი დრო გაატარე? -ნიკი სიბნელეში იჯდა
-ნიკ როგორ შემაშინე, მეგონა რომ ყველას ეძინა
-უბრალოდ ვერ დავიძინე, როგორ გაერთე?
-ნიკ იმ ადამიანის კვლობაზე რომელმაც სხვა გოგოს გამო უარმყო ზედმეტად ეჭვიანობ ჩემი პაემნის გამო
-არ ვეჭვიანობ უბრალოდ გკითხე
-კარგი მაგრამ არა მგონია ნინი ასეთი კითხვების გამო ბედნიერი იყოს
-მარ იმ ერთი წლის მანძილზე როცა წასული იყავი რატომ არ დაიწყე სხვა ურთიერთობა? -ნიკი მომიახლოვდა, ჩვენ სიბნელეში ერთმანეთის პირისპირ ვიდექით
-იმიტომ რომ ვერ შევძელი, ვერ შევძელი რადგან ჯერ კიდევ მიყვარხარ
-ეს რას ნიშნავს? მეგონა ყველაფერი დაამთავრე
-იმიტომ დავამთავრე რომ შენ სხვა შეგიყვარდა, იმიტომ რომ ხელი მკარი. ნიკ მე ყოველთვის მეყვარები რადგან ვერაფერი შეცვლის იმ გრძნობას რომელიც შენთან მაკავშირებს
-ჰო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ ნიკ, ასე რატომ მექცევი?
-როგორ გექცევი? -ის კიდევ უფრო მომიახლოვდა
-ჯერ ხელს მკრავ, მერე სხვა გოგოსთან იწყებ ურთიერთობას და ახლა მაიძულე შენთვის სიყვარული ამეხსნა, გთხოვ შეწყვიტე ჩემთვის ტკივილის მოყენება, მე ეს მკლავს შიგნიდან მანადგურებს, ერთ დღეს კარგად მექცევ იმედას მაძლევ მერე ისევ ნინისთან ერთდ დასეირნობ, შეწყვიტე ჩემი დასჯა
-მე არ გსჯი მარ ეს საიდან მოიტანე
-როგორ არა ნიკ მსჯი, იმიტომ რომ ერთი წლით სხვა ქვეყანაში წავედი, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, რაც შენგან წვედი შინაგანად თანდათან ვკვდები ასე რომ შეწყვიტე ჩემი ტანჯვა
-ჰო მაგრამ...
-ძილინებისა ნიკ -მე ჩემს ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე, საუკთარ თავზე ძალიან ვბრაზობ რადგან ნიკი კვლავ სხვის საწლოში დასაძინებლად წავიდა მე კი ატირებული ვზივარ ჩემს ბნელ საძინებელში.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი ანა ბალზაკი

კარგია ძალიან, ველოდები შემდეგს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent