შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაციენტი (თავი პირველი)


22-09-2021, 20:47
ავტორი სიფერადე
ნანახია 676

გულში ქარები ქრიან, დარდები ტირიან, თვალები ვერაფერს ხედავენ, ხოლო სხეული ძეგლსა ჰგავს. შუა მინდორში, უკაცობაში, დგას მარტომდგომი ხესავით და ფიქრობს, მაგრამ გონება გადაკარგულს, სულის მაძიებელს, უკან აბრუნებს მელოდია, რომელიც სადღაც მოესმინა, ძველ დროებაში, იქ სადაც მთავარი გმირი თავად არ იყო, იქ სადაც სხვის ცხოვრებას განაგებდა. ინსტრუმენტები ერთმანეთს ეხუტებიან, მძლავრად, ემოციურად, ისე, როგორც მშობელი დედა-შვილს, მიწა-წყალს, ფილტვები-ჟანგბადს. ნაზ, სევდის მომგვრელ, დიდებულ მელოდიასა და სიყვარულს ვერაფერი ვერ აფერხებდა. ფერთა ტყუპმა დაინახა სინათლე, მსმენელებმა კი უფრო ღრმად დაიწყეს ჩაძიება და აიძულეს მათ ოკეანის კლიტეების გახსნა. თბილი, რბილი სითხე კიდეებს აწყდებოდა, მიიწევდა და საბოლოოდ გასასვლელიც იპოვა. მან ფერთა ტყუპები მალევე დააბნელა და წიდილიც აისრულა. წამიერად გოგონამ სიქათქათე იგრძნო, გაეშალა თვალსაწიერი, მეფე ააჩქარა, ააღელვა და აიძულა გაეხსენებინა და ემოქმედა მისი სურვილების საწინააღმდეგოდ. უეცრად ცივმა ნიავმაც დაუბერა, გოგონას ფოთლები აეცეკვნენ და თეთრი, ღამის პერანგი დაუმოკლეს. ქათქათა კანი გაუხეშდა, კბილები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მელოდიაც აფორიაქთა და ხმაურიანად შეიჭრა მასში. თურმე ქაოსიც მოსულიყო... ცა გალურჯდა და თეთრი მარგალიტები გამოგზავნა. ისინი ნელა, მშვიდად და მედიდური ნაბიჯებით მოიწევდნენ დედამიწისკენ, სტკიოდათ, მაგრამ ეს მათი მისია იყო. მათი დახმარებით სამყაროში კვლად წესრიგი დამყარდებოდა. სულის კვეთებით, უჩუმრად, თავდადებით მოდიოდნენ და მიწას უერთდებოდნენ. ორელამ ზეცას ახედა და თვალები მადლიერებით გაუბრწყინდა. ღამე ხომ მესაიდუმლეა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ წუთისოფლის წესრიგსა და ნორმებში ვერ პოულობენ შესაფერის ქურთუკს, რომელიც მათ დაიცავს და გაათბობს. სწორედ ამიტომ არის ღამე ასე წყნარი, იდუმალი, ის თავშესაფარია უპატრონოების, გზააბნეულებისა და სასოწარკვეთილების იმ დროს, როდესაც სხვებს მშვიდად სძინავთ და გათენებას ელოდებიან, რომ კვლავ ყოველდღიურობას შეერწყან. ზოგი ბაღში მიდის, ზოგიც სამსახურში და ყველამ იცის მათი შემდეგი ნაბიჯი. არაფერი ახალი, არაფერი განსაკუთრებული იმიტომ,რომ ძალაუფლების ბადრაგმა ასე დააწესა, ასე აწყობს. მოაზროვნეების ადგილი დილა არ არის-გაიფიქრა ორელამ და ეტკინა, სწორედ იმიტომ, რომ იცოდა მიზეზი, მიზეზი იმისა თუ რატომ სჭირდებოდათ დიდედს პატარები, რომლებიც ვერ იფიქრებდნენ და იმავე ბილიკს გაჰყვებოდნენ... ღამის წყვდიადში ქაოსიც ჩაცხრა და დატოვა ღრმა კვალი-გაუგებრობა. გოგონა ფიქრებიდან ჯარისკაცმა გამოაფხიზლა, სიკვდილამდე ხელის ბალიშზე ნაზად აკოცა და სწრაფად გაუჩინარდა. ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით, უშუქობაში და უტაშოდ გმირები იწვოდნენ და უჩუმარ ხმაურს მაინც იწვევდნენ. ორელამ თავი დახარა, მიხვდა, რომ სიმშვიდე კვლავ დაბრუნებულიყო, გრძნობდა მის სუნთქვას, იმ ხშირ სუნთქვას, რომელიც ძილის დროს მრავალჯერ განეცადა, თბილი სხეული თმაზე ეთამაშებოდა, მაგრამ ამჯერად თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. სილუეტი სთხოვდა დახმარებას, ის სთხოვდა სწორედ იმ ელექსირს რაც გაანთავისუფლებდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent