ერთი ნახვით სიყვარული?! V თავი
ძალიან დაბნეული ვიყავი.ჯერ კიდევ ვერ გადავხარშე ცოტახნის წინ მომხდარი.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გარეთ გაშეშებული, თუმცა ბოლოს ირაკლის ხმამ მომიყვანა გონს. -თაია თორნიკე მოვიდა გონს და შეგიძლია ნახო.-როგორც კი მითხრა მაშინვე შევვარდი და პალატისკენ ავიღე გეზი.როგორც კი პალატაში შევედი და თოკო დავინახე მაშინვე ცრემლები წამომივიდა. -თოკო.-დავიჩურჩულე და მაშინვე ჩასახუტებლად მივვარდი. -ჩემო გოგო.-მანაც დაიჩურჩულა და გულზე მიმიხუტა. -შე საზიზღარო სულ როგორ უნდა გაეხვე შარში,მე მაინც არ გეცოდები?-ვთქვი გაბრაზებულმა და იქვე ჩამოვჯექი.-ან დედა მაინც არ გეცოდება? -არ მითხრა,რომ დედას უთხარით.-მითხრა და საწყლად შემომხედა. -ნუ ღელავ არაფერი არ მითქვია,ხომ ვიცი რაც დაემართება ეგ,რომ გაიგოს.ასე,რომ ვეტყვი ირაკლისთან რჩები და მერე შენც დაურეკე. -კიდე კაი თორე,რომ ვიცი თავზე დამტირებს.-თქვა ჯუჯღუნით. მალევე აკო და ირაკლიც შემოვიდნენ.-რამე გაარკვიე?-როდესაც ეს კითხა,მაშნვე მივხვდი და ყვირილი დავიწყე. -არ გაჩერდები ხო,არ გაანებებ ამ საქმეს თავს და ისევ გარჩევა და სისხლისღვრა გინდა. -თაია ეს შენი საქმე არ არის ჩვენ მოვაგვარებთ.-თქვა გაღიზიანებულმა.ამის შემდეგ უფრო ავვარდი. -რა გინდა ადამიანო რა შეეშვი დაანებე თავი,კიდევ შარში გაეხვევი და რამე დაგემართება და ხო იცი მერე მე რასაც ვიზამ.-ბოლოს ჩურჩულით ვთქვი.-იცოდე ისევ თუ გააგრძელებ მაგ საქმის მოძიებას და ხელახალ ჩხუბს ჩემი სახელი არ ახსენო და არც დამენახო.შენ იცი თუ ვიტყვი იმას არ გადავთქვამ და თუ ამას გააკეთებ და ისევ შარში გახვევ საკუთარ თავს ჯობია დაივიწყო, რომ და გყავს.-ვუთხარი ხმამაღლა და ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას. -თაია შეწყვიტე გითხარი შენ არ გეხება ეს საქმე თქო და რატომ ერევი და რატომ მანიპულირებ საკუთარი თავით?არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო ამიტომ აქედანვე შეეგუე,რომ ეს საქმე განახლდება და შურს ვიძებ ჩემი ასე დამცირებისთვის.-მითხრა და ჯიუტად შემომხედა.მისი გადაწყვეტილებით შოკირებული და გულ-დაწყვეტილი ვიყავი. -კარგი როგორც ჩანს უკვე არჩევანი გააკეთე და მე თუ არ მეკითხება არაფერი,მაშინ რას ვიზამთ.გამოჯამრთელებას გისურვებ და დედასთან დარეკვა არ დაგავიწყდეს.-ვუთხარი და კარისკენ წამოვედი. -თაია გთხოვ გამიგე მეც არ შემიძლია ამ საქმის ასე დატოვება, გთხოვ არ წახვიდე დაიკო.-მითხრა სევდიანად. -ვერ გიგებ და ვერც ვერასოდეს გაგიგებ მიხედე შენ საქმეს მე არაფერში აღარ ვერევი,ვსიო რაც გინდა და როგორც გინდა ის გააკეთე.-ვუთხარი და მაშნვე გამოვედი.გავიგონე როგორ დაიყვირა ჩემი სახელი მაგრამ აღარ მივბრუნებულვარ.მაშინვე გამოვედი კლინიკიდან და ტაქსიც გამოვიძახე.იმდენად ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი ჩემ ძმაზე ალექსანდრეს საქციელიც წამიერად გამახენდა,შემდეგ კვლავ ბრაზი ისადგურებდა ჩემში. მალევე ტაქსიც მოვიდა და სახლისაკენ წავედი.სახლში ისე შევედი, რომ არავისთვის მიმიქცევია ყურადღება და მაშინვე საწოლზე დავვარდი.მალევე ალექსანდრეზე ფიქრებიც შემომაწვა.ჩემი თავის მიკვირდა მის საქციელზე,რომ არ გავბრაზდი და პირიქით მესიამოვნა.ამით ვხვდებოდი,რომ ალექსანდრეს მიმართ გრძნობები მქონდა მაგრამ ამის დაშვება არ მინდოდა.მალევე ფიქრებში ჩამეძინა და სიზმრებშიც ალექსანდრეს ვხედავდი. მეორე დღეს ადრიანად გამეღვიძა ჩემ ძმაზე ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ არ მინდოდა დამერეკა.მალევე ავდექი და გავემზადე.არ მინდოდა უსაქმოდ ვყოფილიყავი,მაგრამ იმასაც ვნერვიულობდი სამსახურში ალექსანდრე,რომ შემხვდებოდა რა უნდა გამეკეთებინა.ამან ძალიან ამაღელვა,მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე.მალევე ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. -დედუუ.-მივედი და ჩავეხუტე.-რას შვები დედუ?-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -რავიცი დეე შენ ძმაზე ვნერვიულობ ძალიან.-მითხრა ნაღვლიანად. -რატომ? რა მოხდა?-ვთქვი თითქოს უდარდელად. -სახლში არ მოსულა მეორე დღეა.მიმტკიცებს ირაკლისთან ვრჩებიო.თითქოს ვგრძნობ,რომ ცუდად არის.-მითხრა ნაღვლიანად.გული მომეწურა დედაჩემის ასეთ სახეზე.მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და თითქოს უდარდელად ვუთხარი. -კარგი რა დედა,თოკოს არ იცნობ როგორია,ალბათ სვამენ გადაბმულად.მე დამირეკა და მითხრა რო იკასთანა ვიქნები მეგობარი ჩამოდის საზღვარგარეთ და ბოლომდე უნდა შევუბეროთო.ასე,რომ მთლად ქვეყანაც რო დაიქცეს ხომ იცი მაგას სასმელს ვერ მოწყვეტ.-ვუთხარი და გავუცინებ. -ხო მაგრამ დამირეკოს მაინც ხოლმე.ერთხელ დამირეკა გამაგებია სად იყო და ვსიო. -მარინა კარგი ახლა რა,დიდი ბიჭია და თავში უქრის ხომ იცი არა. ახალგაზრდაა და გასართობად ივლის აბა სად ივლის.-უეცრად შემოვიდა მამაც და ხუმრობით თქვა. -მეც მაგას ვეუბნები დიმუშ მაგრამ ესმის?-ვუთხარი და ახლა მას ჩავეხუტე.-ახლა მე ყავას გავაკეთებ ყველასთვის და მე სამსახურში გავიქცევი.-ვთქვი და მაშინვე ყავის კეთებას შევუდექი.მალევე გავამზადე და ვისაუბრეთ.მალევე ყავის დალევასაც მოვრჩი და წამოვდექი. -აბა ოჯახო მე წავედი და საღამოს გნახავთ.-დიმუს და მარინას ვაკოცე და გარეთ გავედი.ტაქსისი მოსვლამდე ირაკლის ნომერი ავკრიფე და დავურეკე.ორი ზარის შემდეგ მიპასუხა. -ხო თაი. -მისმინე იმას უთხარი მარინას დაურეკოს,ნერვიულობს ერთხელ დამირეკა მარტო და მეტჯერ არაო და უთხარი დაურეკოს და დაელაპარაკოს.-ვთქვი და გავჩუმდი. -შენც რო დაურეკო არაფერი გიჭირს.-მითხრა გაღიზიანებულმა. ამაზე ლამის ავფეთქდი. -მე ვთქვი მგონი თუ გააგრძელებდა კვლავ გარჩევებს დაივიწყოს და,რომ ყავსთქო ხომ ვთქვი მაგან კიდევ გააგრძელა ამიტომაც ჩემს სიტყვას მე არ გადავალთქო.-ვთქვი ლამის ყვირილით.-მოკლედ თუ ეტყვი უთხარი,რომ დაურეკოს.-მაშინვე გავუთიშე და გაღიზიანებულმა ჩავჯექი ტაქსში. მალევე მივედი კომპანიასთან.შესასვლელთან ცოტა ხნით შევჩერდი,ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი ოთახისკენ წავედი,თან ვნერვიულობდი გზაში სადმე არ შემხვედროდა.ოთახში როდესაც შევედი მაშინვე ამოვისუნთქე.მალევე საქმეს შევუდექი და ვცდილობდი,რომ გარეთ არ გავსულიყავი.მალევე ტელეფონის ხმა გავიგე და მას დავხედე.ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა, ჩემი თავის მიკვირდა ასე რატომ უნდა ვნერვიულობდე,პირიქით აქეთ თვითონ უნდა ნერვიულობდეს ეს,რომ გამიბედა.ღრმად ჩავისუნთქე დაავიღე. -თაია ყავა მომიტანე.-თქვა ისევ თავისი მომაჯადოვებელი ხმით და მალევე გათიშა.კვლავ მიკანკალებდა ხელები,მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და ოთახიდან გავედი.ყავის აპარატთან მივედი და ყავის გამზადებას შევუდექი.სანამ ყავა მზადდებოდა რამდენიმეჯერ წარმოვიდგინე ალექსანდრესთან შეხვედრა. მალევე ყავაც მომზადდა და ალექსანდრეს კაბინეტისკენ წავედი. ერთი ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე,მალევე შევედი და ყავაც იქვე დავუდე. -როგორ ხარ თაია?-მკითხა და მაშინვე ამომხედა.ასეთ დაწყებას ნამდვილად არ მოველოდი და ცოტა ხნით ჩუმათ ვიყავი.მაგრამ მალევე აზრზე მოვედი და დაბნეულად ვუპასუხე. -კარგად მადლობთ.-ვუთხარი უცებ და თავი დავხარე. -მე ხომ გითხარი დაისვენე ერთი დღე და მერე მოდითქო.-თქვა და მაშინვე წამოდგა და მაგიდას მოუარა და შემდეგ მას მიეყრდნო. -დიახ,მაგრამ ასე ვამჯობინე.ტყუილად გაცდენას მოსვლა ვარჩიე.-ვუთხარი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. -და რატომ ტყუილად,ერთი დღე დაგესვენა არაფერი არ დაშავდებოდა.-მითხრა და მანაც ერთი ნაბიჯიგადმოდგა ჩემსკენ. -ახალი დაწყებული მაქ და ჯერ არ გადავტვირთულვარ დღე,რომ გამეცდინა.-ვუთხარი და ისევ უკან დავიხიე. -კარგი მაგრამ მე,რომ ვამჩნევ შენს სახეზე დაღლილობას.-დაიჩურჩლა. და ისევ ჩემკენ წამოვიდა. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი და თუ ჩემთან მეტი საქმე არ გაქვთ მე გავალ.-ვუთხარი და კარისკენ წავედი.მაშინვე მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მკლავზე.მალევე უკნიდან ამეკრო და სახე მომადო.ამაზე ტანში ელექტროობამ დამიარა და თითქოს სუნთქვაც გამიჭირდა. -მე არ მინდა,რომ გახვიდე.-ყურში ჩამჩურჩულა.-არ ჯობს გუშინდელზე ვილაპარაკოთ?-მითხრა და ცხვირი გამიხახუნა კისერზე. -გუშინდელზე?-საწყლად ამოვიკნავლე. -ვიცი,რომ ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობ.-მითხრა ჩურჩულით. მალევე მოვიცილე და ვთხარი. -საიდან მოიტანე საერთოდ რამეს,რომ ვგრძნობ შენს მიმართ?და საერთოდ კიდევ ერთხელ ჩემი გაფრთხილების გარეშე ოდნავ მაინც შემეხები და ძალიან მწარედ განანებ.შენ მე შენი ნაშების ნაირი ნუ გგონივარ თავს არ გაგასულელებინებ გასაგებია?-ვუთხარი და ოდნავ ხმასაც ავუწიე.-იმდენს ნუ იზამ,რომ სამსახური დავტოვო იმიტომ,რომ მავიწროვებ.-ვუთხარი და მისი გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან. გვიანობამდე მომიწია მუშაობამ და იმდენი საქმე დამიგროვდა მომხდარზე საფიქრელად დრო აღარ მქონდა.რამდენჯერმე თორნიკეც მირეკავდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.საქმის დასრულების შემდეგ გავემზადე და ოტახიდან გავედი.დღეს ძალიან მინდოდა ფეხით გასეირნება და ჩემთვის ფიქრი.გავედი თუ არა ანას დავურეკე. -ანნ რას შვები?სამსახურში ხარ ისევ? -კი თაი მარა ხუთ წუთში დავამტავრებ ალბათ და წამოვალ,ხო მშვიდობაა?-მითხრა და ხმაში ცოტა ნერვიულობა შევატყვე. -არაფერი უბრალოდ რაღაც ახალი ამბები მაქვს და უნდა მოგიყვე.-ვუთხარი მოუთმენლად. -ოჰო,ხუთ წუთში ვამთავრედბ და ჩემთან გამოდი.-მითხრა -კარგი წავედი და მალე გავჩნდები შენთან.-ვუთხარი და მალევე გავუთიშე.გზის გაგრძელებას ვაპირებდი,როდესაც ისევ ალექსანდრეს მანქანა გადამიდგა წინ. -დაჯექი წაგიყვან.-ცოტა იაზოდ და ძალდატანებით მითხრა. -არ მინდა მადლობა ფეხით გასეირნება გადავწყვიტე დღეს.-ვუთხარი და გზა გავაგრძელე. -ისევ იგივე გინდა,რომ განმეორდეს?-მითხრა და მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან. -თუნდაც განმეორდეს მერე შენ რა.-ვუთხარი და ჯიუტად შევხედე. -მერე ის,რომ არ მინდა ისევ იგივე მოხდეს.-მითხრა და მაშინვე მომიახლოვდა. -რატომ არ გინდა?მე მინდა და წავალ ფეხით.-ვუთხარი ჯიუტად და ზურგი ვაქციე.მან მაშინვე მომატრიალა,სახე მომიახლოვა და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა ხელი.ჩემდა უნებურად ამაზე თვალები დამეხუჭა და სუნთქვა გამიხშირდა. -ახლა სულ,რომ სამსახურიდან გაიქცე ამას მაინც გავაკეთებ.-მითხრა და მაშინვე ტუჩები მომაწება.თითქოს მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა.მოულოდნელად მეც ავყევი და სახეზე ხელები შევახე.მანაც წელზე მომხვიდა და კოცნა გააღრმავა.ლამის ხელებში ჩავადნი,წელზე ხელი მაგრად,რომ არ მოეხვია დავეცემოდი კიდეც.მალევე შუბლი შუბლზე მომადო და უჩუმრად მიყურებდა.-რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდი,ამიტომაც არ მინდა,რომ ისევ იგივე გადაგხდეს თავს.- დაასრულა სიტყვა თუ არა მაშინვე ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა ისე,რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი.ღვედიც თვითონ გამიკეთა და მალევე მანაც თავისი ადგილი დაიკავა.თითქოს მეცხრე ცაზე ვიყავი ბედნიერებისგან,როდესაც ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.მალევე მივედი ჩემ ბინასთან და გააჩერა. უთქმელად ვაპირებდი გადასვლას,მაგრამ მან ხელი მომკიდა. -რარაც გავიწყდება.-დაიჩურჩულა და ისევ მომაკრო მისი ტუჩები. თავბრუ დამეხვა და ისე დავიჩურჩულე ნახვამდის და გადავედი მანქანიდან.ისიც მალევე მოწყდა ადგილს.სადარბაზოსკენ შერბენას ვაპირებდი როდესაც გავიგონე. -აქ რა მოხდა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.