წყურვილი {თავი 1}
- ნეტავ როდის ჩაახჩობ მაგ წყურვილს შენში? თავადაც ხომ იცი, რა რთული იქნება მაგ არჩეული გზით, ბოლოში გასვლა - ვიცი - და თუ იცი, რაღატომ მიიწევ უფსკურილსკე ასე ძალიან? ხომ იცი, რაშიც ყოფ თავს ამ საქციელებით! ხომ იცი რა სასჯელს უმზადებ საკუთარ თავს ამით! ხომ იცი, არა? - ბრაზმორეულმა, წინ გადმოიწია და ვისკის ჭიქა ხმაურიანად დადო მაგიდაზე - მე გაფრთხილებ, მეგობარო, რომ ეს თამაში კარგად არდასრულდება. არც შენთვის და არც მათთვის, მაგრამ შენ კარგად იცი, ასე ძალიან, მე რისიც მეშინია. - ანდრე, წლები დამჭირდა აქამდე მოსასვლელად, მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი და შენი შიშების გამო ამდენ ნაწვალებს წყალში ვერ ჩავყრი. ეს თავადაც კარგად იცი. - ფეხზე წამოვდექი და სავარძელზე გადაკიდებულ ტყავის ქურთუკს დავწვდი. ანდრეამ ღრმად ამოიხვნეშა და თავი დანებებულმა დახარა ძირს. იცოდა, განა არიცოდა რომ ლაპარაკს აზრი არ ქონდა? უბრალოდ, მცდელობას არ წყვეტდა რომ დამხარებოდა. მისი აზრით კი ჩემი დახმარება იმ საქმეზე უარის თქმა იყო, რასაც მე ვაკეთებდი, თუმცა, რეალურად ეს ჩემთვის დიდი შვება იყო. ამდენიხანია, ამ წყურვილს საკუთარ თავში ვიკლავ და დიდიხანია მივხვდი, მოქმედების დრო უკვე მოსული რომ იყო. - ნუ გეშინია, შენი აყვანილი ბიჭიბი მომხედავენ - კურტკა შემოვიცვი და მაგიდიდადნ აღებული იარაღი უკან ჩავიდე. - მე იმის უფრო მეშინია, შენს დანთებულ ცეცხლში თავადვე რომ არ დაიწვე, თორემ სხვის დანთებულში ჩაწვა, ჭკუის სწავლებაა მხოლოდ - მაშინ… - კარის სახელური ჩამოვწიე და უკან გავუბრუნდი - მხოლოდ იმის იმედად იყავი, რომ საკუთარში არ ჩავიწვები, რადგანაც სხვას ჩემს დაფერფლას ვეღარ მოახერხებს. - ვითომ, რატომ? - ჩაიცინა და ქვემოდან ამომხედა - იმიტომ რომ ფერფლს ცეცხლი, აღარ ეკიდება, ძმაო - კარი გამოვაღე და მანქანისკენ დავიძარი. * * * შუაღამე იყო სახლში რომ მივედი. ანდრიასგან როგორც კი წამოვედი, სარას გავუარე. ბოლო ერთიკვირაა არ მინახია და მეხვეწებოდა მივსულიყავი. ეს ქალი მართლაც საოცრება იყო, მაგრამ მხოლოდ საწოლში. მარტივი იყო მასთან ურთიერთობა, ბევრს არაფერს მთხოვდა, სხვებივით და ეს ჩვენს ურთიერთობას უფრო აადვილებდა, თუმცა რაღაც მომენტებში მაინც ვგრძნობდი მის მეტ მოთხოვნილებას და აი, ზუსტად მაშინ ვეცლებოდი და ვტოვებდი ტერიატორიას. - ეს თქვენთანაა, მისტერ მორგან - კარებში შესვლისას დარაჯმა მუყაოს მოზრდილი კონვერტი გამომიწოდა. - მადლობა, ჯოშ - კონვერტი გამოვართვი და შიგნით შევედი. გზადაგზა ვამოწმებდი, ვისგან იყო, რა იყო, მაგრამ ზედ არაფერი ეწერა. როგორც ვთქვი, მხოლოდ თეთრიფერის ცარიელი, მუყაოს კონვერტი იყო. ოთახში შესვლისთანავე კურტკა გავიხადე, კონვერტი იარაღთან ერთად მაგიდაზე დავდე და სააბაზანოში შევედი. ახლა შხაპი ძალიან მჭირდებოდა. თებერვლის საშინელი სიცივის მიუხედავად, მე მაინც გრილი წყლით ვიბანდი. სიცხეს - უბრალოდ ვერ ვიტანდი. სიცივე მაფხიზლებდა, სითბო და სიცხე კი პირიქით. საერთოდ, წარსულზე ლაპარაკი არასდროს მიყვარდა, იქ არაფერი იყო ტკივილის, იმედგაცრუების, ბრაზის და სასოწარკვეთის გარდა. თოთხმეტი წლიდან ნდობა დაკარგული ბავშვი ვიყავი, რომელიც უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა იქეთ-აქეთ და არაფერი ჰქონდა დანაკარგის გარდა განცდილი. შეუხორცებელი ჭრილობები ჩემთვის ის ღალატი იყო, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. თუმცა, არა, ოჯახმა სულ რამოდენიმე წუთით, რადგანაც იმ ღალატის გაცნობიერებიდან რამოდენიმე წუთში მალევე შეწყვიტეს სუნთქვა, მაგრამ, მე ჯერ კიდევ ვსუნთქავ(დი), ვცოცხლობ(დი) და საკუთარი აჩრდილივით თან ვატარებ(დი) იმ ჯოჯოხეთურ კადრებს, მთელი დაწყევლილი, თხუთმეტი წელია. ესაა ზუსტად ის, რის გამოდაც ვიბრძვი. ესაა ის წყურვილი რომელიც დამშეული ცხოველივით მინდა ვიგემო და არვინ და არაფერი არ მინდა,ისე, როგორც მათზე შურისძიება. ესაა ჩემი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. მე აუცილებლად გავანადგურებ ამ დამპალ კარტელს და თითოეულ ზემდგომს მოვთხოვ პასუხს, ჩემი ოჯახის გამო, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. * * * - გელოდებიან - დაცვამ მანიშნა რომ შიგნით შევსულიყავი. იარაღი ჩავაბარე და ოთახში შევედი. - მოხვედი, ბილ? - მკითხა კარტელის უფროსმა, ჰარი ნილსონმა. - აქ ვარ მისტერ ნილსონ - ზიზღით შევავლე დაბრმავებულ კაცს თვალი. ეს ბოლო ოთხიწელია ამ დღეშია, მაგრამ მაინც ძველებურად მართავს კარტელს. ბებერი მგელივითაა, საფრთხეს ყოველთვის გრძნობს. სხვები ამას ვერ ამჩნევენ, მაგრამ მე… მე ამას ვერ გამომაპარებს, რომ იცოდეს რეალურად ვინც ვარ, მიხვდებოდა რატომაც, მაგრამ არიცის და ზუსტად ესაა ის რითაც მე ვსარგებლობ. აქ არავინ იცის ვინ ვარ და ამიტომაცაა, ყველას ჩვეულებრივი, დილერი რომ ვგონივარ. - ამ საღამოსთვის მზად ხარ, ბილ? - გაღიმებულმა იკითხა. რათქმაუნდა მზად ვიყავი, ათი წელია ამისთვის ვემზადებოდი. - როგორც სხვები, ასევე მეც მისტერ ნილსონ - ზედმეტი ემოციისგარეშე ვუთხარი - ჰო… როგორც სხვები… - ჩუმად ჩაილაპარაკა - ხომ იცი, შეიძლება თავდასხმა განახორციელონ. ბიჭები გავაფრთხილე რომ დაცვა გაეორმაგებინათ. იქაუ სიტუაციაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, თუ საჭირო გახდა, გააოთხმაგებენ კიდეც. მაგრამ შენ გენდობი, ბილ - ეტლით უკან გამობუნდა. ბილ. ამ სახელის ხსენებისას ყოველთვის მინდება ხოლმე ყელში ვეცე და საკუთარი ხელებით დავახრჩო. მაგრამ არა, ეს ერთ დღეს ისედაც მოხდება, თუმცა არა ახლა. სადაც ამდენი ვითმინე, იმ დარჩენილ ცოტას მოვითმენ. - ვიცი, მისტერ ნილსონ. - მინდა რომ შენმა ბიჭებმაც აკონტროლონ იქ ყველაფერი. - ასეც იქნება. ტყულად ხომ არვართ ერთ საქმეში… - რათქმაუნდა, ბილ. იცი, არ ვნანობ, რაც კი გამაჩნდა, ყველაფერი რომ გაგიყავი. აქ ყველაზე სანდო, მგონი ისევ შენ ხარ - გაეცინა. - ვისურვებდი, რომ ყოველთვის გვერდით მყავდე, მაგრამ ადამიანს ზოგჯერ რა უტრიალდება თავში, ზოგჯერ რა - მხრები აიჩეჩა. - ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს ჰარი. - ვიცი, რომ უნდა მქონდეს - სახე გაებადრა - და ეს შენ, მე ოთხი წლის წინ დამიმტკიცე, როცა სიკვდილს გადამარჩინე - ირგვლივ, სივრცეს გაუშტერა თვალი და ეტლის ზურგს მიეყრდნო. რათქმაუნდა, თავიდანვე ვიცოდი ეს გეგმა რომ გაამართლებდა. ამ ნაბიჭვარმა, ოღონდ იცხოვროს თავის ბინძურ მილიონებთან ერთად და სხვა არაფერი აღელვებს, არ აინტერესებს. ჰარიმ, არც კი იცოდა, ის ავარია ჩემი მოწყობილი რომ იყო. ეს ერთგვარი გეგმა იყო ჩემი და დარწმუნებული ვიყავი კიდეც, რომ აუცილებლად გაამართლებდა. რა ირონიულია არა? ამ ისტორიაში ყველაზე ბოროტს, საბოლოოდ სუპერგმირის როლი მერგო, რომელმაც ჰარი ნილსონი სიკვდილს გამოღლიტა ხელიდან. თავიდან, მის მხსნელს რომ მეძახდა, ყოველთვის ვცდილობდი თავი შემეკავებინა, იქვე, ისტერიკული სიცილი რომ არ ამვარდნოდა. კარებზე კაკუნი გაისმა. ჰარიმ შემოდიო უბრძანა და ოთახშიც მალევე შემოდგა ფეხი, დანიელ მილერემა. მან ძველებურად, როგორც ყოველთვის ამაზრზენად ამათვალიერა და ჰარისეკნ წავიდა. დანიელს არასდროს მოვწონდი, ის აქ ერთადერთი იყო, რომელიც ჩემში კონკურენტს ხედავდა. კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია, არც ახლა გვაქვს რათქმაუნდა. - დანიელი ვარ, ჰარი - უთხრა და დივანზე ჩამოჯდა. დანიელი ორმოცდახუთ წელს გადაცილებული კაცი იყო. მისი ასაკიდან გამომდინარე, უფრო ახალგაზრდას შთაბეჭდილებას ტოვებდა. წლებია ვაკვირდები და ვხდები, ის აქ, ყველაზე საშიში პიროვნებაა და ერთადერთი, რისგამოდაც მის წინააღმდეგ არვიბრძვი და მხოლოდ მის ,,ნასროლს ტყვიებს ვიცილებ” არის, ის რომ არაფერ შუაში იყო ჩემს ოჯახთან და არანაირ საჭიროებას წარმოადგენდა მისი თავიდან მოშორება, თუ რათქმაუნდა ზედმეტად არ გამომედებოდა ფეხებში ან ჩემს ზრახვებს არ მიხვდებოდა, ამ კაცს კი მხოლოდ ის აწუხებდა, ჰარიმ ქონების ნახევარი მე რომ გადმომიფორმა და არა მას, რომელიც ათი წელია თავდახრილი მსახურობდა ნილსონების კარზე. - უფრო ადრე გელოდი, დანიელ - უთხრა ჰარიმ - საქმე მქონდა შენთან. - რა საქმე? - ფეხი ფეხზე გადაიდო და ინტერსით მიაჩერდა ნილსონის გაქცეულ თვალებს. არვიცი, რატომ მაგრამ ზოგჯერ მეგონა, ჩვეულებრივ სიამოვნებას იღებდა დანიელი, ჰარის ამ მდგომარეობაში ყურებისას. - მმმ, ბიჭებო გარეთ გადით და მარტო დაგვტოვეთ. შენც ბილ. შეგიძლია წახვიდე და საღამოსთვის მოემზადო. დღეს დიდი დღეა. - კარგი, მისტერ ნილსონ - ვუთხარი და კიდევ ერთხელ შევავლე დანიელის ბრაზიან სახეს თვალი. მერე კი ოთახიდან გამოვედი. * * * წვეულებები არასდროს მიყვარდა, განსაკუთრებით ასეთი მდიდრული, ნილსონებმა კი დღეს ზუსტად ასეთი სიტუაცია მოაწყვეს ჩემი ,,ჰინაუგურაციისთვის” ჯანდაბა, რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს. ეს ერთი ღამეც და ხვალიდან, როცა ყველაფერი ჩემს ხელთ იქნება, ნელ-ნელა გავუსწორდები თითოეულ მათგანს. ჰარის კი ყველაზე ბოლოს მოვიტოვებ და რათქმაუნდა, ისეთ დღეში ჩავაგდებ, სიკვდილი სანატრელი რომ გაუხდეს. საერთოდ, როცა ყველაფერს თავიდან იწყებ, ისეთი რთული გგონია, შესაძლოა იქვე დანებდე კიდეც, მაგრამ როცა მწვერვალის ნახევარს ცდები, ყველაფერი უფრო მარტივდება, და თუ იღბალიგაქ, მაშინ ხომ სულ თავისით მოდი ყველაფერი. ახლაც ასეა, იმდენს მაინც მივაღწიე რომ ასე მალე, ჰარის ადგილი დამეკავებინა. სასმელი ერთი მოსმით ჩავცალე. მთელი სხეული ადრენალინით მქონდა სავსე. ეს სასმელი კი არმშველიდა. აბა, რა. შამპანიურმა რა უნდა გიქნას. ახლა, ისე როგორც არასდროს, საშინლად მჭირდებოდა ვისკი, ან რაიმე მასზე ძლიერი, თუმცა აქ მსგავსი არაფერი მოიძებნებოდა. ირგვლივ მომავავლე ყველაფერს თვალი. ეს ფულის სუნად მყრალი ხალხი საშინელ შეგრძნებებს მიჩენდა. ჩვეულებრივი, საახალწლო ნაძვისხესავით მორთულ-მოკაზმული ქალები, ძვირადღირებული სამკაულებითა და გრძელი კაბებით. და ქმრები? მოზრდილი ღიპებით და დოლარებიანი სმოკინგებით. - ჯანდაბა, რა ამაზრზენია - ჩემთვის ჩავილაპარაკე და კიდევ ერთი ჭიქა შამპანიური ჩავცალე. - მეგობრებო - შემოსძახა ომახიანად. აი, გამოჩნდა დამპალი ნილსონიც. ღმერთო, რა შეიძლებოდა შემზიზღებოდა ისე ძალიან, როგორც ის? - ბევრს არ ვილაპარაკებ და თავს აღარ მოგაწყენთ. ყველამ ვიცით აქ რისთვისაც შევიკრიბეთ - წამით დანიელის მზერა დავიჭირე, გაბრაზებული რომ მიყურებდა. - როგორც ერთ დროს მამაჩემის, ისევე ჩემი დროც წავიდა… ასევე, როგორც მამაჩემმა გადმომაბარა ყველაფერი მე, ისევ უნდა გადავაბარო მეც ჩემს მემკვიდრეს ყველაფერი - დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. თვალები წამით დავხუჭე და გულაჩქარებული, ისევ ის წყეული კადრი დამიდგა თვალწინ. - როგორც მოგხსენებათ, ჩემმა მეუღლემ, ანამ ვაჟი ვერ მაჩუქა. ქალიშვილი კი წლების წინ გარდამეცვალა… მე… დღეს… ისე წელავდა ყველაფერს, უკვე ვღიზიანდებოდი. დანიელისკენ გავიხედე, თავისი შამპანიურის ჭიქას დასჩერებოდა. ისევ გაბრაზებული იყო და ამჯერად, ჭიქას უყურებდა ისე ამაზრზენად, როგორც დილით მე. - მე დღეს ჩემს მემკვიდრეს გამოვაცხადებ, რომელიც წლების წინ ვიპოვე რა? რანაირად ლაპარაკობს ან ვინ იპვა?... წამით დავიბენი და უცებ, ამ სამარისებულ სიჩუმეში, ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე, რომელიც უკნიდან ისმოდა. ნაბიჯები ისე რიტმულად იყო გადადგმული, რომ გაგების წამიდან ამჟღამნებდა ვიღაცის სიძლიერეს. ჯანდაბა, ეს ხომ უბრალო ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა იყო. გამეცინა. უკან შებრუნება დავაპირე და ზუსტად იმ წამს ჩამიარა წითელკაბიანმა გვერდით. სახე ნორმალურად ვეღარ დავინახე, თუმცა თმისფერი შევამჩნიე. ოქროსფერი ფერის თმები… სურნელიც ვიგრძენი, რომელიღაც ყვავილის იყო, მაგრამ აზზრზე ვერ მოვედი რომლის. მისკენ გავიხედე, ამჯერად სხვებიც უყურებდა, ის კი ისე თავისუფლად და ტანის ნელი რხევით მიიწევდა წინ, რომ შეუძლებელი იყო, თვალის მოწყვეტა. წითელი გრძელი კაბა ეცვა, ზურგი ორი წვრილი ბრეტელით ჰქონდა დაფარული ქვემოთ კი თავისუუფლად იშლებოდა. ცალი მხარე, მუხლს ცოტა აცდენილი, ჩახსნილი ჰქონდა და ლამაზ გრძელ ფეხს საშუალებას აძლევდა ისედაც პირდაღებული კაცები სულ დაესულელებინა. როდესაც ჰარის დაუდგა გვერდით და ამაყად მოავლო, თავისი მუქიფერის თვალები ირგვლივ ყველაფერს, მაშინვე მოვფხზილდი. ვერაფერს ვხდებოდი, საერთოდ რა ხდებოდა აქ. ან ეს ქალი ვინ იყო საერთოდ? ჰარიმ მალევე განაგრძო საუბარი. - მეგობრებო - დინჯად და ამაყად თქვა - ეს ალექსანდრაა… ჩემი ტესას ქალიშვილი და დღეიდან ჩემს ადგილს ის დაიკავებს. სალამი. ჩემი პირველი ისტორიით მოგესალმებით. ვიცი, პირველი თავი ბევრი და დიდი ვერაფერია, მაგრამ დრო და დრო ალბათ დავხვეწავ რაღაცეებს. ერთადერთი რაც მჭირდება თქვენი აქტიურობაა. თუ ცოტათი მოგეწონათ მაინც და თუ გინდათ გავაგრძელო, ძალიან გთხოვთ კომენტარებით შემატყობინეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.