შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /5/


28-09-2021, 13:00
ავტორი Harry wolf
ნანახია 9 404

თვალები რომ გავახილე, უცნაური სიმძიმე და თავის გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ამასთან ერთად უცნაურ შეგრძნებას ვგრძნობდი ხერხემლის არეში, თითქოს ვიღაცამ ძვლები გამომაცალა. ოთახს კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი რომ საკუთარ საძინებელში ვიყავი თუმცა ვერაფრით მოვიგონე ეს როგორ მოხდა, არ მახსოვდა როგორ მოვედი სახლამდე. ბოლო რისი გახსენებაც შევძელი ის იყო რომ სტეფანოს ფენიქსთან ერთად მისი ცოლის სარდაფში ჩავედი, მერე საკუთარი სხეულიდან მონსტრი გამოვუშვი, მერე? მერე არაფერი მახსოვს. წარმოდგენა არ მაქვს იქ რა მოხდა და არც ის ვიცი როგორ აღმოვჩნდი ჩემს სახლში.
- ჰარიკუნა. - ჩემი გახელილი თვალები რომ აღიქვა საწოლის გვერდით სავარძელში მჯდომმა სოფიმ ცრემლები შეიმშრალა, ჩემი ხელი მობერებულ ხელის გულებში მოიქცია და განცხრომით დამიკოცნა. - ჩემი ჰარიკუნა, როგორ შემაშინე.
- რა მოხდა სოფ? აქ როგორ მოვხვდი?
- შენმა ძმამ მოგიყვანა ჰარი, გათიშული იყავი, სისხლიანი, ტანსაცმელ შემოხეული, სიცხისგან იწვოდი, ახლაც სიცხე გაქვს. რა მოხდა ჰარი? სიცხე არასდროს გქონია. რა გაგიკეთეს იქ?
- არ მახსოვს სოფ, მაგრამ ნუ ღელავ, გავარკვევ რა მოხდა. ჩემი ძმა ისევ აქ არის?
- ის უსირცხვილო უდღეური? სახლის კართან დაგაგდო და გაიქცა ის მშიშრა ლაჩარი.
- არ მიკვირს. - მხრები ავიჩეჩე და წამოდგომას ვეცადე თუმცა ხერხემლის არეში ისეთი ტკივილი ვიგრძენი სიმწრისგან სუნთქვა შემეკრა.
- ჰარიკო. - კიდევ ერთხელ ატირდა სოფია. - გტკივა ხო? რა გაგიკეთო მითხარი? გაატკაცუნე ეგ ლამაზი თითები და დაიამე ტკივილი ჩემო ბიჭო, ვერ გიყურებ ასეთს.
- არ გამოდის. - სიმწრით გამეღიმა და მზერა გავუსწორე. - ჩემი მაგია ჩემზე არ ჭრის თანაც არ ვიცი რა ხდება.
- მითხარი რა ვქნა?
- მერის დაურეკე.
- რა? - ისე უცებ წამოფრინა სოფი სავარძლიდან ოთხმოცი კი არა ოცი წლის ქალიშვილი გეგონებოდათ. - იმ ალქაჯს? არა! - კატეგორიული იყო ჩემი სოფიას ხმა. სულაც არ მიკვირდა, სოფიას მერი ჭირის დღესავით სძულდა. რაღაც პერიოდი მე და მერი ერთად ვიყავით, არანაირი გრძნობები, უბრალოდ საწოლში კარგი იყო, კომპანიონიც და მეწყვილეც. სასიამოვნო იყო მასთან ერთად ველად გაჭრა. მასთან ერთად დროის ტარება, თუმცა სოფის ის არასდროს მოსწონდა, არც მერის ეხატებდა გულზე, მიზეზი არ ვიცი მაგრამ ფაქტია ეს ორი ქალი ერთად, ერთ რინგზე ვერ ძლებდა.
- სოფი, მერი საუკეთესოა თავის საქმეში. დაურეკე გთხოვ.
- და ისევ ვაპარპაშო შენს გვერდით? მერე ანა? რას იტყვის ანა სახლში სხვა ქალს რომ ნახავს?
- სოფ ანა სტუმარია, ჩემი არც ცოლია, არც შეყვარებული და არც მეგობარი ასე რომ დაურეკე მერის.
- მხოლოდ იმიტომ რომ შენს ტკივილებს ვერ ავიტან. - ამოიწუწუნა სოფიმ და ოთახიდან გავიდა.
- რა ჯანდაბა მოხდა ჩემს თავს. - ინტერესით დავხედე ფერშეცვლილ ვენებს ხელებზე და თვალები დავხუჭე, არაფერი მომაგონდა წინა ღამით მომხდარისგან, რაც არუნდა მომხდარიყო ფაქტი იყო ფენიქსმა ისეთ რამეს მიაგნო რისი დახმარებითაც ჩემს სხეულში ჩემთვის უცნობი ცვლილებების გამოწვევა შეეძლო, საქმე ის იყო ამ ცვლილელბს რა შედეგის დადება შეეძლოთ და ის თუ რაში დასჭირდა სტეფანოს მსგავსი ბინძური ხრიკი ჩემთან.
- ჰარი. - საძინებლის კარი რომ გაიღო, ჯერ წითური თმები გამოჩნდა, შემდეგ აქა-იქ ჭორფლით დაფარული ანას საუცხოო სახე. - შეიძლება შემოვიდე?
- შემოდით ანა. - საწოლზე სიმწრით წამოვჯექი და რაც შემეძლო მშვიდი ღიმილი მოვირგე სახეზე.
- წუხელ ძალიან შემაშინეთ.
- მართლა? ვწუხვარ, თქვენი შეშინება ჩემს გეგემებში არ შედიოდა. ვისურვებდი ეს არ გენახათ.
- ეს ყველაფერი ჩემს გამო დაგემართად?
- საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებთ ანა, ეს ჩემი არასწორი გადაწყვეტილების გამო დამემართა ასე რომ თქვენ პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ მომხდარზე.
- შემიძლია თქვენთვის რამე გავაკეთო?
- თქვენს შეყვარებულზე მომიყევით. - ჩემსმიერ მოულოდნელად დასმული კითხვის გამო ჯერ შეკრთა, შემდეგ გულისცემა ეცვალა, ბოლოს კი სახე ისე საყვარლად შეეფაკლა მინდოდა მოვხვეოდი, გულში ჩამეკრა და ეს მშვენიერი სახე ვნებით დამეკოცნა.
- ჰარი იცით.
- ნუ ღელავთ ანა. თამამი იყავით, ისეთივე თავხედი როგორც თავიდან. - გეამეღიმა და ხელი გავუწოდე. წამით მზერა ჩემს თითებზე გაუშეშდა, ფრთხილად შემეხო, ნელა წამოდგა სავარძლიდან და ჩემს საწოლს მოახლოებულმა ზემოდან დამხედა.
- მე არ მინდოდა გული გტკენოდათ ჰარი.
- მე კი მინდა რომ ბედნიერი იყოთ ანა.
- თქვენი ხელები. - ინტერესით დაათვალიერა ფერშეცვლილი ვენები და მზერა გამისწორა. - ცუდად გამოიყურებით.
- საშინელება ამ სიტყვების იმ ქალისგან მოსმენა რომელიც მოგწონს.
- ჰარი. - მზერა რომ ამარიდა გამეღიმა, მისი თითები საკუთრში მოვიქციე, ნება არ მივეცი ხელი გაეთავისუფლებინა და ქვემოდან ავხედე.
- გაიღიმეთ ანა. როცა იღიმით მომაჯადოვებელი ხართ. რა გატირებთ?
- არაფერია. - სწრაფად შეიმშრალა ობლად გაპარული ცრემლები, დაიხარა, დაცვარულ შუბლზე მშვიდად მომაკრო ტუჩები და ხანგრძლივი ამბორით დარჩა ჩემთან. - თქვენ საუცხოო ადამიანი ხართ ჰარი. - მოულოდნელად წელში გასწორდა, ზურგი შემაქცია და საძინებლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. შუბლი მიხურდა, ადგილი სადაც თავისი სავსე ბაგეებით შემეხო ისე მეწვოდა თითქოს გავარვარებული შანთით დაღი დაესვათ ჩემთვის. სუნთქვა მიჭირდა...
////
საკუთარ საძინებელში გამოკეტილი იქამდე დავრჩი სანამ არ მოსაღამოვდა და ტკივილები უკვალოდ არ გაქრა. რაც არ უნდა გაეკეთებინა სტეფანოს ჩემთვის ახლა თავს პირვანდელივით ჯანსარად ვგრძნობდი, თუმცა მერის ჩამოსვლას მაინც სულმოუთქმელად ველოდი, მერი არც ჯადოქარი იყო, არც მაქცია, არც ვამპირი, არაფერი მსგავსი, ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვეულებრივი მოკვდავი იმ განსხვავებით რომ ძალიან ჭკვიანი, ნაკითხი და დეტალების უაბდლო მცოდნე გახლდათ, პროფესიით ისტორიკოსი იყო, იელის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მერის ერთ-ერთ წვეულებაზე შევხდვი, შეკრებილ ადამიანებს შორის თავისი უშუალო და მუნებრივი საქციელებით ისე მაფიოდ გამოირჩეოდა მზერა ვერ მოვწყვიტე, იმას არ ვამბობ უბადლო ვიზულის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება-თქო. არა, სულაც არა, არაფერი განსაკუთრებული არ არის მის გარეგნობაში, ის უბრალოდ იმდენად ლაღი, იმდენად თავისუფალი და იმდენად ჩარჩოებს გაცდენილი ქალია ძნელია გულგრილი დარჩეს ადამიანი. იმ საღამოს მერი უცხო, უნაყოფო მიწაზე ამოსულ ყვავილს ჰგავდა. საუბარი რომ ვცადე კარგად მახსოვს მზერით როგორ შემისწავლა, თითებს შორის მოქცეული ღვინის ჭიქიდან სითხე მოსვა და ღიმილით ამოიჩურჩულა. „თქვენ მაგი ხართ“ ის ღამე ერთად გავატარეთ, გაუთავებლად საუბრობდა, სწორედ იმ ღამით მივხვდი რომ ძალიან ბევრი რამ იცოდა ზებუნებრივ ქმნილებებზე. ერთი წლის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს, როგორც უკვე გითხარით ეს არ იყო გრძნობების გამო, ეს იყო სრული თავისუფლება და სიამოვნება რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით, ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე, მატარებლის სადგურზე, როდესაც ბილეთი ავუღე და ჩემი ცხოვრებიდან გავაქრე. არ გაუპროტესტებია, გამომშიდობებისას ვნებიანი კოცნა დამიტოვა სახსოვრად და ღიმილი, ღიმილი რომელშიც მკაფიოდ ჩანდა სიტყვები. „კიდევ შევხვდებით ჰარი“ არ ვიცი ეს უბრალო ვარაუდი იყო თუ რამეს გრძნობდა მაგრამ ფაქტი იყო მისი სიტყვები ხდებოდა. მოსვენება დავკარგე მის ლოდინში, წინ და უკან იქამდე ვიარე სანამ ჩემი ქმედებით გაღიზიანებულმა ანამ რეალობაში არ დამაბრუნა.
- იქნებ დაჯდეთ ჰარი!
- ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდი. - მშვიდად დავჯექი სავარძელში და ძველი წიგნის კითხვით გართულ ლოურენს გავხედე, ისეთი მშიდი იყო, ისეთი ლამაზი. - რას კითხულობთ? - პასუხი არ დამიბრუნა მხოლოდ წიგნის ყდა დამანახა და გაიღიმა.
- სისულელეა. - გამეღიმა და სიგარეტს მოვუკიდე.
- არჩევანს მიწუნებთ?
- ძვირფას დროს არაფრისმომცემი წიგნის კითხვაში კარგავთ, ჩემს ბიბლიოთეკაში ბევრად უკეთესი წიგნებიც მოიპოვება.
- მაგრამ მე მაინტერესებს მოახერხებს თუ არა დანიელ ველი საყვარელი ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, არც გაბედოთ! - ხელით მანიშნა გაჩერდიო და მეც დავდუმდი. - საჭირო არ არის მითხრათ დასასრული, ასე მთელს სიამოვნებას ჩამიკლავთ.
- ანა. - გამეღიმა რატომღაც.
- გისმენთ ჰარი.
- იაფფასიანი რომანია ჯადოქარისა და ადამიანის სიყვარულზე.
- თქვენთვის მოკვდავ ადამიანთან ურთიერთობა იაფფასიანია?
- მე წიგნზე ვსაუბრობ ანა.
- მე კი მგონია რომ რეალობას უსვამთ ხაზს.
- ანა, მე თქვენ მომწონხართ, მეტიც ვხედავ რომ მიყვარდებით. - ჩემს სიტყვებს მასში არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია, რამდენიმე წამით მზერა გამისწორა, შემდეგ წიგნი დახურა, ფეხი-ფეხზე მოხდენილად გადაიდო და გამიღიმა.
- წიგნის ავტორი თქვენ ხართ ჰარი, ხომ ასეა? - ამას ნამდვილად არ ველოდი, პასუხიც არ მქონდა, მართალი იყო, წიგნი ჩემი დაწერილი იყო და ახლა ჩემს წინ მჯდომი ქალი იმაზე მეტად მშიფრავდა ვიდრე ოდესმე ვინმეს მოუხერხებია ეს. - ვის ეძღვნება ეს წიგნი ჰარი?
- არავის. - სიგარეტი ნერვულად დავსრისე საფერფლეში და შევეცადე არ ავღელვებულიყავი, რეალურად მართლა არავის ეძღვნებოდა ეს წიგნი, ეს უბრალოდ ჩემი ამოძახილი იყო, ის სევდა რაც ჩემს უკვდავებას სდევდა ფონად, ის განცდა რომ არასდროს მყვარებია და ის მოვლენა რომ სიყვარულს 475 წლის მანძილზე გავურბოდი, ახლა კი ეს გრძნობა მთელი თავისი დიდებულებით ჩემს წინ იჯდა, მშვიდად მიღიმოდა და საციცოცხლო ენერგიისგან დაუნდობლად მცლიდა. რამდენიმე წამიანი დუმილი რომელიც მეგონა რომ საუკუნოდ გაიწელა შემოსასვლელი კარის ხმაურიანმა ზარმა დაარღვია, თითქოს გამოვფხიზლდი, თითქოს დამავიწყდა კიდეც რამდენიმე წუთის წინ წამოროშილი სისულელე, ფეხზე ავდექი, უკან გავიხედე და კართან მდგომ მერის მზერა გავუსწორე. მშვიდად იდგა, მომაჯადოვებელი ღიმილით მზერას არ მაშორებდა, ორი მოზრდილი ჩემოდანი ხმაურით დააგდო იატაკზე, ადგილს მოსწყდა და ჩემსკენ დაძრული მონატრებული შეყვარებულივით შემომეხვია ყელზე.
- ჰარი. - ეშმაკური ღიმილით ამომხედა მკერდზე აკრულმა და თვალებდახუჭულმა ღრმად შეიუსუნთქა აშკარად მონატრებული სურნელი. - მომენატრე. - ვერ ვხედავდი სავარძელში მჯდომი ანას სახეს თუმცა მშვენივრად ვიგრძენი ამ ერთი სიტყვის გამო მის გონებაში წარმოქმნილი უსიამოვნო გაცდები და კმაყოფილებისგან შემაჟრჟოლა.
- როგორ იმგაზვრე?
- ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? - გაეღიმა მერის, ერთიანად მომშორდა, უკან დაიხია და დაკვირვებით შემათვალიერა. - რატომ არასდროს იცვლები?! - მოჩვენებითი წყენით დაბრიცა ტუჩები.
- მე ანა ავარ. - მისი წარსდგენა არ დამვიწყებია თუმცა ამას ვაჭიანურებდი და კმაყოფილმა ჩვენს გვერდით გაჩენილ ანას ღიმილით გავხედე. მერი არ დაბნეულა, არც წყენა ან რაიმე მსგავსი აღბეჭდილა მის სახეზე, მხოლოდ ოდნავ გაუკვირდა ჩემს სახლში მოკვდავი ადამიანის ხილვა და ანას გაწყვდილ ხელს ინტერესით დააკვირდა, შემდეგ გონს მოეგო ხელი ჩამოართვა და გაუღიმა.
- მერი.
- მერი, გახსოვს პროფესორი ედვარდ ლოურენსი? მასზე გიყვებოდი.
- რა თქმა უნდა.
- ანა მისი ქალიშვილია, მამასთან ერთად დროებით ჩემი სტუმარია.
- დროებით. - ხაზგასმით წარმოთვქა ანამ ეს ერთი სიტყვა და გამომხედა.
- ჰარი ზოგჯერ ძალიან მოსაწყენია, მიხარია რომ აქ ხარ, მოსაბეზრებელ საღამოებს ერთმანეთთან ურთიერთობით გავილამაზებთ. - სიტუაცია სწრაფად განმუხტა მერიმ.
- მეც ასე ვფოიქრობ. - თავი დაუკრა ანამ მერის და სავარძელში მოთავსდა.
- სოფი სად არის? - ისე სასხვათაშორისოდ იკითხა მერიმ, სასმლის კარადა გამოაღო და ვისკი ტრადიციისამებრს ბოთლიდან მოსვა, საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისეთი თავისუფალი იყო, ისეთივე თავხედი და ისეთივე საყვარელი.
- შენთვის ვახშამს ამზადებს. - არ მინდოდა მაგრამ გამეცინა.
- ანა. - მოულოდნელად ანას მიუბრუნდა მერი. - სოფი მარტო იმიტო ვერ მიტანდა რომ ჰარისთან ვიწექი, რა ჩემი ბრალია რომ მას არასდროს უგემია ეს საოცრება.
- მერი. - ხმაში რომ სიმკაცრე გამერია მერის გაეღიმა მე კი დანაშაულზე წასრებული ბავშვივით ავარიდე ლოურენსის სფეროებს მზერა.
- მე დაგტოვებთ, სასაუბრო ბევრი გექნებათ. - ფეხზე წამოდგა ანა.
- ანა მოიცადეთ.
- ღამემშვიდობის ჰარი. - მომნუსხველი სფეროებიდან სუსხი ჩამაქსოვა მთელს სხეულში და კიბის დახმარებით მეორე სართულზე ასულმა საძინებლის კარიც ხმაურით გაიჯახუნა.
- მოსწონხარ. - მაგიდის ზედაპირზე იჯდა მერი და ვისკს მშვიდად სვამდა.
- სხვა უყვარს.
- უნდიხარ.
- მერი გეყოფა.
- და შენც გინდა.
- დადე ვისკი.
- წუწურაქო. - ვისკის ბოთლი მაგიდის ზედაპირზე დადგა, მოხდენილად ჩამოხტა იატაკზე და ჩემსკენ დაიძრა. - მეჩვენება თუ ჰარი ვულ(f)ი შეყვარებულია?
- ფენიქსმა რაღაც დამმართა, დამეხმარე დავადგინო რა?!
- რა მოსაწყენი ხარ. - ხელი აიქნია მერიმ და ზურგი მაქცია.
მერი ყოველთვის თვლიდა რომ მოსაწყენი ვიყავი, მისი აზრით იმ შესაძლებლობებით რაც მე გამაჩნდა ნამდვილი ფეიერვერკების მოწყობა შემეძლო მე კი უბრალოება მიზიდავდა ყოველთვის, არასდროს მხიბლავდა ბოჰემური ცხოვრება, ორ/იები, ზღვარგადასული გართობა.
- შენს ცხოვრებაში რა ხდება?
- საინტერესო არაფერი. - მხრები აიჩეჩა მერიმ. - მოსაწყენი ლექციები სტუდენტებთან, უვარგისი სექ/ი თანამშრომელთან, გადაღეჭილი წიგნების მობეზრება, ცხოვრება გაცილებით საინტერესო იყო ოცდაათი წლის ასაკში, ახლა კი თითქოს ყველაფერი უფერული და ნაცრისფერი გახდა. - გაიღიმა და სავარძელში მჯდომმა მუხლები მოკეცა. - როცა ერთად ვიყავით უფრო ვერთობოდი, მართალია შენ ყოველთვის მოსაწყენი და სწორხაზოვნად მოაზროვნე იყავი მაგრამ საფრთხე, რომელიც შენს გვერდით ყოფნის გამო თან მდევდა ადრენალინით მივსებდა სხეულს. გახსოვს შენი მეგობარი კოკო ლეონის სახლში რომ ვიყავით და ბეჭდის გაკეთება დამავიწყდა? - გაეცინა მოულოდნელად.
- მახსოვს კი.
- მი ღამით ჩემს გამო სრული ჯოჯოხეთი დაატრიალე. - უცებ დასერიოზულდა მერი. - იმ ღამით მეგონა რომ შეგიყვარდი, თუმცა შენ მეორე დღესვე ბილეთი ამიღე და შენი ცხოვრებიდან გამაქრე, ვიცი რაღაც შელოცვაც დამადე რის გამოც ზებუნებრივი ქმნილებებისგან მიცავ დღემდე. შენთვის ყოველთვის კარგი მეგობარი უფრო ვიყავი ვიდრე უფრო მეტი, მეგობარი ვისთანაც კარგი სექ/ი გქონდა. ხომ ასეა ჰარი?
- მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე მერი.
- სად არის შენი ბებერი, მომენატრა მისი ზიზღნარევი იუმორი. - ხმით გაიცინა უცებ მერიმ.
- წამოდი ვიპოვოთ.
////
-სოფ. - სამზარეულოში ვიპოვე ჩაფიქრებული სოფია, რომელიც ზედმეტად დაღლილი მეჩვენა, თითებს შორის მოქცეულ ყავის ცარიელ ჭიქას ინტერესით აკვირდებოდა და მის სფერებშიც უჩვეულო ეიფორიას დაედო ბინა, სოფის უყვარდა ყავაში ჩახედვა, მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირად გამართლდა ის რასაც ფინჯანი ჭიქის ნარჩენებში ხედავდა, ჩვენი შესვლა ვერ შენიშნა ჩაფიქრებულმა და მხოლოდ მას შემდეგ მაღირსა მზერის გასწორება მერის ღიმილიანი ხმა რომ მოედო მის სმენას. მერის მისალმება ცივი იგნორით იპასუხოდ დატოვა და მზერა მომაპყრო, ამ მზერაში იყო რაღაც საშიში, ცუდი წინათგრძნობა, ვედრება, შიში, გადატრიალების მოლოდინი. - კარგად ხარ სოფი? - ჩემს კითხვას ღიმილით შეხვდა, ისევ ჭიქას ჩახედა, შემდეგ მერის გახედა, უჩვეულოდ გაუღიმა, სავარძლიდან სიმწრით წამოდგა, რაც შეეძლო წელში გასწორდა და გვერდით მდგომ ქალს მზერა გაუსწორა.
- ასარევად ჩამოხვედი თუ მართლა მისი დახმარება გინდა?
- მეც მომენატრა მოხუცო. - გაუღიმა მერიმ და მიუხედავა ქალის წინააღმდეგობისა ლოყაზე აკოცა ხმაურით. - აქ იმიტომ ვარ რომ დავეხმარო, დამშიდდი მოხუცო.
- არასდროს მომწონდი. - არ უცდია სოფიას ზიზღის დაფარვა.
- ვიცი. - მხრები აიჩეჩა მერიმ, უკუ სვლით გაზარდა მათ შორის მანძილი და სამზარეულოს მაგიდაზე შემოდო მშვენიერი უკანალი.
- წავალ სტუმრებისთვის სადილის მომზადებას ვთხოვ ბიჭებს. - ღრმად ამოიოხრა სოფიამ.
- სოფ. - კართან იდგა რომ შევაჩერე და გავიღიმე. - რა მოხდა?
- ფრთხილად იყავი ჰარიკუნა. - მზრუნველი ბებიასავით მომითათუნა სახეზე ხელი და მშვიდად დაამატა. - არავინ არ არის იმდენად სუფთა შენთან როგორც თავს გაჩვენებენ, ყველა რაღაცას ელის შენგან, ყველას რაღაც სურს, ყველას ჩემო ბიჭო და ნება არ მისცე ამ ისახო ქმნილებებს შენი კეთილგანწყობით იმანიპულირონ.
- სოფ. - კიდევ ერთხელ რომ შევაჩერე თავი მშიდად გააქნია, აღარაფრის კითხვა არ დამანება და სამზარეულოდ გავიდა.
- დაბერდა შენი სოფიკო. - სახე უღიმოდა მერის.
- არ გინდა.
- ისე ხშირად მიფიქრია, უკვდავების წამლის ყველა ინგრედიენტი რომ გეპოვა ალბათ მას ამ საზიზღარი სიბერისგან იხსნიდი, შეიძლება ცოლადაც მოგეყვანა და გეცხოვრათ სიამტკბილობაში სამუდამოდ.
- სოფი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მშვენივრად იცი როგორ მძულს როცა მასზე ასე საუბრობ. - მივხვდი როგორ გავბრაზდი მოულოდნელად.
- დამშვიდდი ჰარი. - სამზარეულოს მაგიდიდან ჩამოსული მერი პირდაპირ ჩემსკენ დაიძრა, მკერდზე ხელის გულები მომაბჯინა და ქვემოდან სურვილით სავსე სფეროებით ამომხედა. - არ გინდა ძველი დრო გავიხსენოთ? - ჩემს ტუჩებთან რომ ამოიჩურჩულა არაფერი მიგრძვნია, მხოლოდ უცნაური დაძაბულობა ვიგრძენი იმის გამო რომ ღია კარში ანა ლოურენსის არეულ სფერეობს მოვკარი თვალი.
- ანა. - მერის მოშორებას რომ ვეცადე ლოურენსი გიჟივით გავარდა ოთახიდან, მერის გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, იდიოტო შევარებულივით ავედევნე ანას უკან და საკუთარ საძინებლის კართან როგორც იქნა დავეწიე გულამოვარდნილს. - მომისმენ?
- არ ჰარი.
- რის გამო ბრაზობ? - არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა. - ჩემს მიმართ რამეს გრძნობთ და არ ვიცი? იქნებ თქვენც ისევე გიზიდავთ როგორც მე? იქნებ თქვენი შეყვარებული უბრალო ფანდია ჩვენს შორის არასაჭირო კედელი რომ აღმართოთ, მითხარით ანა რას ითხოვთ ჩემგან? მე თქვენ ჩემი გრძნობის შესახებ გაგენდეთ მაგრამ თქვენ უპასუხოდ დამტოვეთ, მხოლოდ გამიღიმეთ, მგამიღიმეთ გესმით?
- რატომ მიხსნით ამ მდგომარეობას ჰარის?
- იქნებ იმიტომ რომ არასწორად არ გაიგოთ რაიმე?
- თქვენ და მერი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, არაფერი გასაკვირი იმაში ამდენი წლის შემდეგ თუ ისევ ლტოლვას გრძნობთ ყოფილი საყვარლის მიმართ.
- აქ მერიზე კი არა თქვენზე ვსაუბრობთ ანა. - საძინებელში შესულს უკან რომ შევყევი თვალები მობეზრებულად აატრიალა და ღრმად ამოისუნთქა.
- ჩემი ოთახიდან გადით ჰარი.
- ეს ჩემი სახლია. - გაეღიმა. ირონიულად ჩაეღიმა და მომიახლოვდა.
- ახლავე წავალ. - იმდენად ახლოს იდგა, იმდენად ირონიული იყო მისი ეს ორი სიტყვა მინდოდა ყბებში ჩავლებული ხელით ახლოს მიმეზიდა და ვნებით დავკროდი ამ ირონიულ ბაგეებზე. ასეც მოვიქეცი... გამიძალიანდა, გაჭირვეულდა მაგრამ მჭიდროდ მყავდა მომწყვდეული და უკან დახევის ნებას არ ვრთავდი, ბოლოს ამყვა მაგრამ წამიერად შემდეგ თითქოს რეალობის აღქმა დაუბრუნდა, მკერდზე მისი თხელი თითების მჭიდრო დაჭერა ვიგრძენი, შემდეგ კი თითქოს ელექტრო შოკი მივიღე, რაღაც დამმართა მისმა თითებმა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში, მის ბაგეებსა და სხეულს კი ისე მომწყვიტა რაღაც უხილავმა, ისე მომისროლა, ისე გავიტანე საძინებლის დახურული კარი ზურგით, ისე გადავევლე კიბეს და ისე დავენარცხე მისაღების იატაკზე მიკვირს ტკივილსგან გონება როგორ არ დავკარგე.
- ჰარი? - შეშინებული ჩანდა ჩემს თავთან წარმოდგენა არ მაქვს რა სისწრაფით გაჩენილი და დახრილი ლოურენსი.
- ეს რა იყო? - მტკიოდა, ისე მტკიოდა მკერდის არეში ყველაფერი ადგილიდან ვერ ვიძროდი.
- არ ვიცი. - ამოიტირა ანამ და შეეცადა ჩემი სახე ხელის გულებში მოექცია. ვიგრძენი რომ გონებას ვკარგავდი. - ჰარი. - ბუნდოვნად მესმოდა უკვე ლოურენსის სიტყვები. ის არ იყო უბრალო ქალი, ის „რაღაც იყო“ რაღაც რაც ჩემზე ბევრად ძლიერი უნდა ყოფილიყო... მაგრამ „რა“?


ძალიან მინდოდა ამ ჟანრს უფრო მეტი მკითხველი და შემფასებელი ყოლოდა, მადლობა მათ ვინც კითხულობს და ელოდება ისტორიას. ბოდიში დაგვიანებისთვის



№1 სტუმარი ანუ

ოჰოოოო, ეს რაღაც უკვე დაიძაბაა ^-^
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს გავიგო ანა ვინ/რაარის ^-^

ველი მომდევნო თაავს ^-^

 


№2  offline წევრი Harry wolf

ანუ
ოჰოოოო, ეს რაღაც უკვე დაიძაბაა ^-^
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს გავიგო ანა ვინ/რაარის ^-^

ველი მომდევნო თაავს ^-^


მიხარია რომ ასე მოგწონს <3 შენთან ერთად მეც ველი მოვლენების განვითარებას <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქრისტი

როგორ მომწოონს :))

 


№4  offline წევრი Harry wolf

სტუმარი ქრისტი
როგორ მომწოონს :))


როგორ მიხარია <3

 


№5  offline წევრი ვიპნი

ალბათ ამიტომაც ამბობს ანა რომ შეყვარებულია სავარაუდოდ ,სხვებსაც იგივე მოუვიდა.საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№6 სტუმარი სტუმარი Harry wolf

ვიპნი
ალბათ ამიტომაც ამბობს ანა რომ შეყვარებულია სავარაუდოდ ,სხვებსაც იგივე მოუვიდა.საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები


მეც ერთი სული მაქვს ახალი თავი დავასრულო და ავტვურთო ????

 


№7 სტუმარი რეიეს

ძალიან მომწონს. და ისტორია არ შეწყვიტო.

 


№8 სტუმარი სტუმარი Harry wolf

რეიეს
ძალიან მომწონს. და ისტორია არ შეწყვიტო.


როგორ მიხარია, როგორ მჭირდება ეს გამხნევება, წერა ისეთი სასიამოვნოა მაგრამ მკითხველი რომ არ იზარებს და გეუბნება წერა გააგრძელეო სტიმულსაც აღარ კარგავ, მადლობა ????

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

აუ დაიძაბა ამბები. მე მიყვარს ეს ჟანრი ძალიან. ამიტომ ბოლომდე გამოგყვებიტ. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

 


№10 სტუმარი სტუმარი Harry wolf

Qeti qimucadze
აუ დაიძაბა ამბები. მე მიყვარს ეს ჟანრი ძალიან. ამიტომ ბოლომდე გამოგყვებიტ. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები


როგორ მიხარია .. ძალიამ დიდი მადლობა

 


№11  offline წევრი Maia G.

მე მომწონს ეს ჟანრი.საკმაოდ საინტერესოდ წერ და ველოდები მოვლენების განვითარებას❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent