შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ხარ (თავი 7)


28-09-2021, 16:38
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 157

ცხოვრებას ვეთამაშებოდი და არ ვიცოდი სად წამიყვანდა ეს თამაში.დემე ხმას არ იღებდა . რამდენიმე წუთი და ეს საუკუნედ მეჩვენებოდა.
-სულსწრაფი ხარ პატარა ქალბატონო.-ისევ მომთხოვნად დამეწაფა ტუჩებზე .-მაგიჟებ და უფრო მეტად მიყვარდები.
-რა?-გაკვირვებულმა ავხედე.
-ხო მიყვარხარ ნიტა უზომოდ და უსაზღვროდ.-წელზე შემომხვია ხელი და წამში მიმიკრო მკერდზე .ოთახისკენ წავიდა.კარი ფრთხილად გააღო და საწოლზე დამაწვინა
-მე გაგხადო თუ თავად მოახერხებ-ვნებიანად ამათვალიერა.სიწითლემ იმატა ,შემრცხვა.
-მიდი მოწესრგდი და დაიძინე.-ოთახი ღიმილით დატოვა.ეს რა იყო, ცხოვრება სასწაულს მეც მიმზადებდა თურმე.ძლივს წამოვდექი საწოლიდან ჩემი საყვარელი პიჟამო ჩავიცვი და ისევ საწოლში დავბრუნდი.გული ქვემოთ ჩასვლას მთხოვდა ისევ მასთან .მის მკლავებში მაგრამ ვიცოდი ალკოჰოლი თავისას გაიტანდა და საზღვარს გადავიდოდი.ჩაძინებას ვაპირებდი ოთახის კარი ფრთხილად რომ გააღო.
-არ გძინავს?-თითქოს გაკვირვებული მაგრამ აშკარად ნასიამოვნები მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-რატომ მოხვედი?
-ვერ დავიძინებდი რომ არ მენახე -გამიღიმა და ხელი ნაზად ჩამომისვა სახეზე.სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა .ოდნავ ჩემსკენ დავხარე და მომთხოვნად დავეწაფე ისევ მის ბაგეს .
-ნუ ცელქობ პატარა,მაგის დროც მოვა-გამიღიმა როცა სუნთქვა არეული მომშორდა.შემრცხვა და საწოლში ჩავიმალე .-ბავშვი ხარ.-საბანი კარგად მიმაფარა.-გვერდით ოთახში ვარ ნიტა .არაფრის შეგეშინდეს. -კარი ფრთხილად გაიხურა და გავიდა.მუცელში პეპლები დაქროდნენ.სიმორცხვემ გამიარა როგორც კი მარტო დავრჩი .ბალიშს მაგრად ჩავეხუტე და ღრმად ჩამეძინა.დილას ისევ მასზე ადრე გავიღვიძე.საუზმე მოვამზადე და ეზოში გავედი სუფთა ჰაერზე.თოვა უფრო უმატებდა.სახლს გავცდი და არაფერზე ვფიქრობდი,მივუყვებოდი უცხო გზას ,სიჩუმეში ტყესთან ახლოს.ჩემი ნახატები გამახსენდა , უდაბური ტყე სადაც მზე ვერ აღწევს.ზუსტად ისეთია საშიში და ბევრის მთქმელი.გამეღიმა ,ცოტახანში ვინებე სახლში დაბრუნება.ისე თოვდა ნაკვალევი სულ დაეფარა უკვე.თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და ახლა უზომოდ ბედნიერი მივუყვები გზას რომელიც ისეთი თეთრია დასვრა რომ დაგენანება.სახლის კარს ფრთხილად ვაღებ,არ მინდა ხმაურით დემე გავაღვიძო,მერე ზემოთ ავდივარ და მის ოთახთან ვდგები,ძალას ვიკრებ და კარს ვაღებ ,თუმცა ამაოდ იქ არავინ მხვდება.ისევ დაბლა ჩამოვდივარ და ბუხართან სავარძელში ვჯდები.არ ვიცი სადაა , ველოდებოდი .უცებ ეზოდან ჭიშკრის ძლიერი ხმა ისმის, შეშინებული ფეხზე ვდგები ,მერე იგივე ძალით სახლის კარების ხმა და დემეტრეს შეშინებულ თვალებს ვაწყდები რამოდენიმე წამში.ქურთუკს იქვე აგდებს და სწრაფად ფარავს ჩვენს შორის მანძილს.მთელი ძალით მეხვევა და არ მიშვებს.
-შემეშინდა , ვერსად რომ ვერ გნახე,მეგონა წახვედი და დამტოვე.-ოდნავ გამეღიმა და მეც ძლიერად მოვხვიე ხელები.ოდნავ მოვშორდი და მის სიყვარულით სავსე თვალებს წავაწყდი
-არასდროს დაგტოვებ თუ შენ არ გინდოდა ეს.-ისევ მაგრად ვეხუტები.თმაზე მეფერება და ყურთან ჩურჩულით ამბობს.
-არასდროს მოხდება ეს.-ღიმილით მშორდება და ვითომ გაბრაზებულ მზერას მტყირცნის.
-გაუფრთხილებლად არსად გახვიდე,ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს პაწაწინა.-ცხვირზე თითს მკრავს და სამზარეულოსკენ გავდივართ.
-ეს საუზმე ამ პატარა ხელებმა მოამზადა-ხელებს მიკოცნის მე კი სიწითლე მიპყრობს.-კარგი რა ,გუშინ ისეთი თამამი იყავი ,სულ ღვინო უნდა გასვა რომ აღარ დაიმორცხვო-მიღიმის და ცხელ ჩაის მისხავს ჭიქაში.
-მადლობა-ისევ მორიდებით ვპასუხობ მას კი ეცინება,ყავას ვუმზადებ და სიამოვნებით ვუმზერ როგორ მადიანად საუზმობს.
ბუხრის თვის შეშას ჩეხავს მე კი სამზარეულო მივალაგე.თეფშების დამშრალებას შევუდექი არსაიდან რომ გამოჩნდა და უკნიდან მომეკრო.
-მომენატრე-ყურთან მიჩურჩულა და სველი კოცნაც დამიტოვა სასიამოვნოდ გამცრა რაც მას არ გამოპარვია.თავისკენ შემოაბრუნა და ახლა ჩემს ტუჩებს დაეწაფა.ინსტიქტურად ხელი თმაში შევუცურე და ოდნავ დავქაჩე, გაეღიმა და მალევე მოსწყდა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს.
-ზოგჯერ როგორი გიჟი მყავხარ-მოწყვეტით მაკოცა და გამეცალაა.
ჭკუიდან მშლის ,მისი ყოველი შეხება მაგიჟებს .თავს მაკარგვინებს ,ან როგორ არ უნდა კარგავდე თავს როცა ასეთი სიმპათიური ბიჭი გეუბნება რომ მომენატრე და უყვარხარ.ჩემს ფიქრებზე მეცინება და ღიმილიანი სახით დემეტრეს ვუყურებ.რომელიც ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებია .წამით თავს წევს და მის ლამაზ თვალებს ვაწყდები რაზეც უფრო მეღიმება.
-რატომ მიყურებ ეგრე?რამე ცუდად მაქ?-მეკითხება და თავს ითვალიერებს.საზიზღარი
-რა არ შეიძლება ჩემს შეყვარებულს შევხედო ?თუ ამაშიც ფული უნდა გადავიხადო?-ნაწყენი და გაბრაზებული ჭურჭლის შესამშრალებელ ტილოს იქვე ვაგდებ და ოთახში ავდივარ. აივნის კარს ვხსნი და ხარბად ვისუნთქავ ჰაერს.
წელზე ძლიერად მხვევს ხელებს.ცხვირს ჩემს კისერში ყოფს .მის ცხელ სუნთქვაზე მაჟრიალებს.რაც მას არ რჩება შეუმჩნეველი ,ეღიმება და ახლა უფრო მეტად ცხელ ტუჩებს მახებს,მისკენ ვბრუნდები და ძლიერი ვეხვევი.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ გესმის?
-ვიცი.-თავს ვუქნევ და მოწყვეტით ვეხები მის ტუჩებს.ტელეფონის ზარის ხმას მოვყავართ გონს.
-ჩემი მშობლები რეკავენ-გული ამოვარდნას მქონდა.
-უპასუხე.-გამიღიმა ,თან ძალიან უცნაურად.
ქვემოთ ჩავედი . ბუხართან მოვკალათდი და დედას დავურეკე.
-დედას გოგო,ჩემო ერთადერთო როგორ ხარ ?-მონატრებული ხმა გავიგე და თვალზე ცრემლიც მომადგა.არასდროს ვტიროდდი მათ დასანახად.ერთიანად ვიცლებიდი როცა ტელეფონს ვთიშავდი .მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდით დედა.
-კარგად დეეეე,თქვენ როგორ ხარ?-ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე ,მაგრამ დემეს ეს არ გამოპარვია ჩემს წინ ჩამოჯდა და საშინლად თბილი თვალები შემომანათა ,თვალები რომლებიც ვერ იტანდნენ ჩემს ცრემლებს.
-რა გვიჭირს დე,დიდი ხანია არ დაგირეკავს.მეგონა ბაბის ქორწილის ამბებს მიყვებოდი.
-ხო ...ისა... ვაპირებდი მაგრამ ძალიან გადავიღალე დაა...-არ ვიცოდი როგორ მემართლა თავი.
-არაუშავს.სად ხარ დე ?ვერ ვცნობ სახლს.-აი აქ გავქვავდი ,რა მეთქვა არ ვიცოდი.სანამ აზრებს ვალაგებდი სასწაული რამ მოხდა.
-როგორ ხართ მაკა დეიდა ?-ღიმილიანი სახით მომიჯდა დემეტრე გვერდით და ხელი გადამხვია.გაფართოებული თვალებით შევხედე მან კი ჩუმად მანიშნა მშვიდად იყავიო.
-ვაიმე დემე გენაცვალოს დეიდა ,ჩემი ოქროს ბიჭი,შენც მად ხარ?რატომ არ მითხარი ანიტა?-ვითომ ნაწყენი ხმით მითხრა დედამ.
-მეე...მე არ ვიცოდი ერთმანეთს თუ იცნობდით.
-რას ამბობ დედა,დემეტრე რომ არ გვყოლოდა აქ....,ბევრ რამეში გვეხმარებოდნენ ეგ და ბექა.
-არასდროს გიხსენებიათ.-ნაწყენმა ამოვიფრუტუნე.მისი ადრე გაცნობის შანსის დაკარგვისთვის.საწყალი თვალები შევანათე დემეს.მან კი გამიღიმა.
-თემურ,თეეემურ მოდი ვინ განახო?-სიხარულით გასძახა მამას.
-ბავშვებო როგორ ხართ?დემე შენ როდისღა გაჩნდი მანდ?-სიცილით გამოგვეხმაურა მამაც .
-ჩერეზ ბექას ამბებია თემური ბატონო.-ღიმილით ესაუბრებოდა დემე.გული სიხარულით მიძგერდა ამ ყველაფრის შემხედვარეს.-ბაბის ქორწილმა დაგვღალა ცოტა და სვანეთში წამოვედით დავისვენებ ცოტას.-არ ვიცოდი ასეთი ბედნიერი თუ ვიქნებოდი ოდესმე დიდი მინებიდან ეზოში შემოსულ სილუეტს მოვკარი თვალი..
-მე დავემშვიდობებით , მეგობრებთან გავალ.-ღიმილით წამოდგა დემეტრე.
-რა კარგია ,ასე რომ მოიქეცით ბავშვებო დაისვენებ ანიტა ,სხვა არაფერი მაინტერესებს.-სევდიანი თვალები შემომანათა დედამ.
-დეე წავალ მეც გავხედავ.დაგირეკავთ მერე კიდევ.
-კაი დე მიდი-ღრმად ამოვისუნთქე და ეზოში გავედი.
-ნიტა,ეს გოდერძია თინას ბიჭი.-ღიმილით დაკრა ხელი მხარზე.
-რძალო ,გამიხარდა შენი გაცნობა-სიტყვა ვერ ვუთხარი რძალო ჩემთვის ახალი იყო .დავიბენი.
-მეც -მხოლოდ ეს წარმოვთქვი.აშკარად ბებო არ უნდა დამეძახა თინაჩკასთვის.სახლში შევედით.უკვე საღამო იყო.სუფრა გავშალე ბიჭები ბუხართან ისხდნენ . ცოტახნით მეც მივუჯექი დემეტრეს გვერდით.მან კი ხელი მაგრად მომხვია და გულზე მიმიკრო მეც გავინაბე.არაფერი მადარდებდა მხოლოდ მის გულისცემას ვუსმენდი.რაღაცაზე საუბრობდნენ ,ცოტა ძილი მომერია.
-ნიტ,ადი დაწექი .-ნასვამი ხმით და საოცარი სითბოთი შემომხედა .ბოდიში მოვუხადე და ოთახში ავედი . მოვწესრიგდი და საწოლში ჩავიმალე.ღრმად ჩამეძინა თუმცა მალევე სიცარიელის და შიშის გრძნობამ გამაღვიძა.ოთახს თვალი მოვავლე და ტირილი დავიწყე.რაც არ უნდა ძლიერ ვუყვარდე ეს ყველაფერი არასდროს დასრულდება,მასაც დავტანჯავ ჩემი წარსულით.ტირილს უფრო ვუმატე.ამ დროს კარი დემემ შემოაღო.
-ნიტა,რა გჭირს ჩემო პატარა?-თავი ამაწევინა და გული მომიკვდა მას რომ შევხედე.სულ ასე შეაშინებ სულ...მაგრად მოვეხვიე ვერაფერ ვამბობდი.როგორ უნდა ამეხსნა რომ ჩემი წარსულის სატარებლად მას ვერ გავიმეტებდი.თავი მკერდზე დაავადე და ჩაძინება ვარჩიე ახსნას ვერაფერისას შევძლებდი.
დილას ისევ მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა.მესიამოვნა ,ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი თითოეულ მის ნაკვთს.მთელი არსებით მიყვარს და ტკივილისთვის არ მემეტება.ფეხზე ფრთხილად ვდგები და სააბაზანოში შევდივარ.იქიდან გამოსულს დემე უკვე ფხიზელი მხვდება.
-მოდი ჩემთან .-თავისკენ მქაჩავს და ისევ საწოლზე ვენარცხებით.არ ვიცი მისგან თავი როგორ დავიჭირო შორს ,ეს რთულია თან ძალიან ,გვიანიც არის ბიჭს იმედები გაუჩინე და ახლა დებილივით უნდა მოიქცე.ნერვები მეშლება ჩემს უსუსურონაზე.
-ნიტა!-გონს დემეს ხმას მოვყავარ.-რა გჭირსთქო გოგო!
-მე ..არაფერი,ჩავალაგებ და წავიდეთ კარგი? სამსახურში საქმეები დამიგროვდა.აუცილებლად უნდა ჩავიდე.-ფეხზე წამოვხტი და ჩანთას დავწვდი.
გაკვირვებული მიყურებს ,და როცა. ხვდება რომ არაფრის თქმას არ ვაპირებ ფეხზე დგება კარგიო მეუბნება ცივად და უხეშად იხურავს კარს. ძალა გამოცლილი ვენარცხები საწოლზე და ტირილი მიტყდება.რატომ მიხვედი ანიტა აქამდე ?პასუხ გაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში.უსიტყვოდ ვტოვებთ სახლს ,ღიმილით ვემშვიდობები უკვე ნაცნობ ხალხს და ისევ უღიმღამოდ ვიკავებ მანქანაში ადგილს .აღარ თოვს.მაგრამ მალე გათოვდება.გადმოყრის ცაც თავის ცრემლებს.მანქანაში საოცრად შემაწუხებელი სიჩუმეა.ისევ მუსიკა ჩავრთე.და ფიქრებში გადავეშვი.ჩამეძინა კიდეც.მალევე დემეტრე მაღვიძებს.
-ანიტა, გაიღვიძე ვჭამოთ რამე.
-დემე,ცოტაც კიდევ გთხოვ-ისევ კომფორტულად ვთავსდები და თვალის გახელას არ ვაპირებდი რომ არა მისი სიცილი.წამში ვჭყიტე თვალები გამახსენდა რომ მანქანაში ვიყავი.
-ვჭამოთ.-გავსწორდი და გონს მოსვლას ვცდილობდი.მოულოდნელად მისკენ მიმიზიდა და ჩემ ტუჩებს შეეხო.
-საოცრად გემრიელი ხარ-ვნებიანად ამოთქვა.-ახლა რომ არ მეკოცნა გავგიჟდებოდი გეფიცები.-გაუნძრევლად ვიდექი .ორ ცეცხლს შორის ვიწვოდი და ვერაფერს ვაკეთებდი.ძალა მოვიკრიბე და მანქანიდან გადავედი .ერთ საყვარელ კაფეში შევედით.შეკვეთა ავიღეთ და იქვე დავსხედით.
-ამიხსნი რა გჭირს დილიდან? -მკაცრი ტონით მეუბნება,და მზერას არ მაცილებს.
-არაფერი,სახლში მინდა და მორჩა.
-შემომხედე,ბავშვს ვგავარ?
-დემეტრე არ გინდა გთხოვ , ვჭამოთ და წავიდეთ..
-ჯანდაბა-ბრაზდება და კაფეს ტოვებს.არაფერი უჭამია.ნერვები მეშლება .წასაღებ შეკვეთას ვაძლევ .იქნებ გზაში ჭამოს და მეც გავდივარ.მანქანას მიყრდნობილი ჰორიზონტს გასცქერის.რა ჯანდაბას აკეთებ ანიტა,ბიჭს ცხოვრებას უნგრებ უკანასკნელივით იქცევი.ვბრაზდები თუმცა ამაოდ.მანქანაში სიმღერის გარდა არაფერს ხმა არ ისმის.მინას მიყრდნობილი გავყურებ გზას და ჩემს საქციელზე ვფიქრობ.რატომ მივედი აქამდე,ხომ ვიცოდი რომ ამის ძალა არ მეყოფოდა რატომ ავყევი ასე თამამად გრძნობებს .თვალზე ცრემლიც მადგება და ვცდილობ დემეტრემ არ დაინახოს.გიჟს გავს ,ისე აქვს საჭეზე ხელები ცოტაც და დაუსკდება.წამით ვაპარებ მისკენ თვალს.ბრაზ მორეული საოცარი სისწრაფით მართავს მანქანას.გული უფრო მეტად მტკივა.იდიოტი ვარ აქამდე რომ მივედი.სიჩუმეს ჩემი ტელეფონის ხმა არღვევს.ბაბის ზარმა გამაკვირვა.
-გისმენ...არა სახლში არ ვარ...ჩამოხვედი?....რა მოხდა...არ ვიცი ალბათ საღამოს მანდ ვიქნებით...-საათს დავხედე რომელიც ოთხს აჩვენებდა.-მოგიყვები მერე....კაი გნახავ საღამოს...-ტელეფონი გავთიშე და ისევ მინას მივადე თავი.ვერ ვუყურებდი საყვარელ მამაკაცს რომელსაც გულს ვატკენდი.გული მიკვდებოდა.
-შეგიძლია შეჭამო?-კაფეში აღებული საჭმელი გავუწოდე.
-არ მინდა.-ცივად მიპასუხა.
-კარგი რა,არაფერი გიჭამია წინ კიდევ დიდი გზა გვაქ და....
-არ შევჭამ გესმის,არ გადამდის არაფერი სანამ შენი ქცევის მიზეზს არ ამიხსნი.-მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გადავიდა.
-დემეტრე მომისმინე არ მინდოდა ასე გამოსულიყო გესმის?!ამას არ ველოდი.-ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
-რა ,რა არ გინდოდა ანიტა ამიხსენი?-გაცოფებული არც ის აკლებდა ყვირილის.
-ვერ გაგწირავ იმ ტკივილისთვის რასაც ჩემთან ურთიერთობა მოგიტანს გესმის ,არ შემიძლია ეს გავაკეთო.ყოველ ღამე ჩემს შიშებზე ფიქრით ვერ დაგაძინებ გაიგე.ვერ დაგინგრევ ცხოვრებას.-ტირილის გამო ხმა აღარ მემორჩილებოდა. მანქანის კარი გავხსენი და ჩავჯექი.ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი სანამ ისიც ჩაჯდებოდა.უკვე ბინდდებოდა მხოლოდ მის სილუეტს ვხედავდი რომელიც გაუნძრევლად იდგა.-ღმერთო როგორ ვტანჯავ-ისევ ნერვებმა მძლია საყვარელი მამაკაცის დანახვაზე და ავტირდი .არ ვიცი რამდენხანს იყო გზას მიშტერებული ბოლოს უხმოდ ჩაჯდა და თბილისისკენ წამოვედით.მანქანა კორპუსთან გააჩერა ჩანთა მომაწოდა კარგადო მითხრა და ადგილს მოწყდა.ასეთი სიცივე? ასეთი გულგრილობა საიდა?-გეწყინა?მეტის ღირსი ხარ-გამომეხმაურა ჩემი მეორე მე.სადარბაზოში შევედი.წამით ლიფტთან გავჩერდი გამახსენდა როგორ ჩამოვედით მე და დემე და თვალები ცრემლებით ამევსო სწრაფად ავუყევი კიბეებს.სახლის კარები გიჟივით შევაღე და ბღავილი მოვრთე ,ვლანძღავდი ჩემს ცხოვრებას ისე რომ არანაირ სიტყვას არ დავიშურებდი მაგრამ ხმა თითქოს არა მქონდა.ძალები მოვიკრიბე და სააბაზანოში შევედი.თბილმა წყალმა თითქოს ერთიანად ჩამორეცხა ჩემი ტკივილი.მერე ბაბის მივწერე გამოვდივართქო და მანქანას მივუჯექი.ისევ მის ზარს ველოდი,მან ხომ ყოველთვის იცოდა სად მივდიოდი და როდის.როგორ სიყვარულით მაფრთხილებდა ყოველთვის.-ნეტავ ახლა სად არის?!-ცრემლები შემვიწმინდე დ მანქანა დავძარი.ძლივს მივაგენი ბაბის სახლს.
-კიდევ შორს ვერსად ნახა ჩემმა სიძემ სახლი?-სულ ძალით გავეკრიჭე და მონატრებულ სხეულს მაგრად მოვეხვიე.რამდენიმე დღეა არ მინახავს და ძალიან მაკლდა.
-შემოდი ნუ ქოთქოთებ.-ღიმილით გამიძღვა წინ.-ჩაის დალევ ხომ-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და იქვე სავარძელში მოვკალათდი .
-აბა მომიყევი ყველაფერი დროზე?-მე შენ მივხედავ სახით გადმომხედა და ჩაი მომაწოდა.
-ჯერ შენ მითხარი ასე ადრე რატომ ჩამოხვედით ?სიძემ დააშავა რამე?-ვკითხე და ცხელი სითხე მოვსვი.
-არა სამსახურში რაღაც პრობლემა იყო...ეგ არაა მნიშვნელოვანი.სად ბრძანდებით ის მითხარი და რა გააკეთა ასეთი რომ ასე განადგურებული ხარ-ხმა გაიმკაცრა ბაბიმ.
-მას არაფერი გაუკეთებია,ჩემი ბრალია ვიჩქარე ძალიან...
-რაო არ მიყვარხარო?-გაკვირვებულმა შეჰკივლა.
-არა ,მიყვარხარო მაგრამ...ვერ გავწირე გესმის ,იმ შიშისთვის და იმ ემოციური ტკივილისთვის ვერ გავწირე რასაც ჩემთან ურთიერთობა მოუტანს.ვერ შევძლებ მშვიდად ყოფნას ვერასდროს როცა ვიცი რამხელა სტრესის გადატანა უწევს ჩემს გამო...-ნერვიულად ვატარებდი ჭიქაზე თითს და თვალცრემლიანი ვბლუყუნებდი
-შემომხედე,შენი აზრით სხვა რა არის სიყვარული გოგო?ნუ გადაგყავარ ჭკუიდან ,რა სისულელეებს ლაპარაკობ ხვდები?ბიჭი იპოვე რომელიც შენი წარსულით გიღებს და შენ კიდევ ვერ გავწირავო?
-არ ვიცი ბაბი არაფერი არ ვიცი-უკვე ვტიროდი.
-ხომ გიყვართ ერთმანეთი არა?
-ძალიან...
-სხავ ყველაფერი დაივიწყე გესმის?! მიენდე და დრო გიჩვენებს ყველაფერს.არ გაბედო დაშორება,როგორც კი დაგირეკავს უპასუხებ შეხვდები და მერე შენც იცი-გამეკრიჭა საყვარლად.
-და რომ არ გამოგვივიდეს?-შემეშინდა პასუხს მოლოდინში.
-გამოგივათ!-დარწმუნებით ამოილაპარაკა და თვალები ამიციმციმა.კიდევ ვისაუბრეთ ბოლოს მის დივანზე მიმეძინა.ლუკას მოსვლა ბუნდოვნად მახსოვს.
-ეს როგორ არის?-ეკითხება მისაღებში შემოსული ცოლს .
-არ ეტყობა?უყვარს და გაჯიუტდა მაინც.
-ისიც ასეა,გამირბის და რა გავაკეთოო.-ბურდღუნით აიარეს კიბეები დასაძინებლად წავიდნენ.გამთენიისას გამეღვიძა.ბაბის მივწერე წავედი თქო და სახლი უჩუმრად დავტოვე.
შინ მისული მოვწესრიგდი და სამსახურში გავედი,სულ არ მქონდა მუშაობის თავი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.საღამომდე უემოციოდ ვაკეთებდი საქმეს.სახლში მისვლამდე მარკეტში გავიარე ტკბილეული და ჩიფსები ვიყიდე ღვინო გავაყოლე და სახლში წავედი.გარეთ წვიმა,სახლში სითბო წითელი ღვინო და თბილი პლედი .დივანზე ჩემი სასუსნავებით ვიჯექი და ტელეფონს დავსჩერებოდი არ დაურეკავს,ასე მალე დამთავრდა ყველაფერი?-შენც ხომ ეს გინდოდა ახლა ნანობ?-ჩემი მეორე მე ჩაერთო საუბარში.-უარესის ღირსი ხარ.-ღვინოს დავწვდი და ერთიანად ჩავცალე.ისე გამოვცვალე ბოთლი წამითაც არ მიფიქრია გაჩერება.მერე საწოლში ჩავწექი და თვალ ცრემლიანმა დავიძინე.
რამდენიმე დღე ზომბივით ვმოძრაობდი სახლიდან სამსახურში.ბაბისთანაც არ გავდიოდი .არავის ნახვა არ მინდოდა ბექას გარდა მას ყოველთვის ესმის ჩემი ახლაც გამიგო თუმცა გადაწყვეტილების მიღება ისევ შენ მოგიწევსო მითხარი და წავიდა.ყველამ იცოდა სად იყო დემეტრე მაგრამ ჩემთან არაფერს ამბობდნენ.ვცადე დამერეკა მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა.ბიჭს აღარ ჭირდები და ნუ აწუხებო.შაბათ კვირა საშინლად არ მინდოდა.მთელი დღეები სახლში მარტო.აზრებს და ფიქრებს ვერსად გავექცეოდი.მაგრამ რა იცი რას გვიმზადებს ცხოვრება.ეს ხომ მისი საქმეა.


------
ესეც ახალი თავი.ბოდიში დაგვიანებისთვის



№1 სტუმარი სტუმარი მია15

მომეწონა ძალიან.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მია15
მომეწონა ძალიან.ველი შემდეგ თავს

ძალიან მიხარიარომ მოგწონს♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი მარიი

ველოდებიი გაგრძელებასა როდის დადეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent