ერთადერთი ხარ (თავი 8)
გარეთ ისევ საშინლად წვიმს.უცებ სვანეთი გამახსენდა,ალბათ ახლა რა კარგად თოვს.თბილი ბუხარი კი საუკეთესო რამ იქნებოდა.სიამოვნებისგან გამჟრიალა.მთელი დღე უსაქმოდ გავატარე.მერე მარკეტში წავედი სახლისთვის რაღაცეები ვიყიდე.ვერ ვხვდებოდი გულს ასე რა უხაროდა თითქოს კარგის მოლოდინი ქონდა. სახლში მოსულმა გემრიელად ვივახშმე ამდენი დღის მერე და ისევ პლედში გახვეული ღვინის ჭიქით ხელში შევხვდი ღამეს.ფიქრებში წასულს არც კი დამიხედავს ტელეფონისთვის.მანამ სანამ კარზე ხმა არ გაისმა.ტელეფონს დავწვდი . -ვინ უნდა იყოს ამ ღამეს.-ფრუტუნით წავედი და მხოლოდ ახლა დავხედე განათებულ ტელეფონს სადაც დემეტრეს ათი ზარი იყო-ჯანდაბა ანიტა,ხმას რატომ უთიშავ ?-ჩემს თავზე გაბრაზებულმა არც გამიხედავს ისე გავაღე კარი და წინ რომ ნაცნობი სახე დამხვდა ერთიანად გავშრი.როგორ მომნატრებია.მის სურნელსაც კი ვგრძნობდი.ნეეწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალები ვაიძულე ცრემლი არ გადმოეგდო,კარის სახელურს მაგრად ვუჭერდი ხელს.მოთმინებას ვკარგავდი როგორ მინდოდა მაგრად მოვხვეოდი.ჩემს ძარღვებში სისხლი საოცრად სწრაფად ჩქეფდა ცოტაც და ბარიერებს გაარღვევდა.არ ინძრეოდა არაფერს ამბობდა,დაძაბული მიყურებდა . ვგრძნობდი მის სუნთქვას როგორი ხშირი იყო. -ასე არ გაგიხარდა ჩემი ნახვა-სიცივე ,უემოციობა და სინანული იგრძნობოდა მის ხმაში.გულში მწარედ ჩამწყდა რაღაც .სული მეწვოდა და ვერაფერს ვამბობდი.მის მოძრაობას მივყავარ გონს .სანამ გააზრებას ვიწყებ ის უკვე ლიფტში შედის.რა ჯანდაბას აკეთებ ნიტა?.ასე გაუშვებ?.მან ხომ პირველმა გადმოდგა შენსკენ ნაბიჯი.?ისეთი სისიწრაფით ჩავდივარ კიბეზე გული ამოვარდნას მაქ,ვერ ვსუნთქავ . -არა გთხოვ ოღონდ არ წახვიდე-სასოწარკვეთილი ვბლუყუნებდი და ნაბიჯს უფრო ვუჩქარებდი .რამდენიმე საფეხურს ერთად გავდიოდი.როგორც იქნა ჩამოვაღწიე.სიბნელეში ოდნავ განათებულ ქუჩას მოვავლე თვალი.შეუძლებელია მისი მანქანა ვერ ვიცნო.ვეძებ მაგრამ დავაგვიანე .უშედეგოდ .ტირილს ვიწყებ და საკუთარი თავი მძულს რომ ასეთი ცხოვრება მაქვს.-დავკარგე მე ის დავკარგე-ვტირი და იქვე ჩემს მანქანას ვეყრდნობი.ცივა ,წვიმს და მე ახლა ვერცერთს ვგრძნობ.ჩემივე გაჩაღებულ ცეცხლში ვიწვი.საკუთარ თავს მე თვითონ გამოვუტანე განაჩენი.მუხლებით დაბლა ვეცემი .ძალა აღარ მყოფნის.თუმცა თბილ შეხებას გონს მოვყავარ.ვკრთი,მეშინია მაგრამ მალევე ნაცნობი და საყვარელი სურნელი აღწევს ჩემამდე.თავს მაღლა ვწევ და მის მწვანე თვალებს ვაწყდები, თვალებს რომელსაც უკუნით სიბნელეშიც გავარჩევ. -არ წახვედი?-ნამტირალები ხმით ძლივს ამოვილაპარაკე. -ვერ შევძელი-საგრძნობლად დაეტყობოდა სევდა. -არ მიმატოვე-თვალს ვერ ვაცილებდი. -არ გამომდის. -ჩემს თავს არ იმსახურებ,უკეთესი გეკუთვნის.-პასუხის მოლოდინში გული ასჯერ უფრო მეტად მიცემს.ღირსი ვარ მითხრას მართალი ხარო და წავიდეს. -შენს გარდა არავინ მჭირდება.-ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ნაზად მეფერება. -ასე აღარასდროს მომექცე გთხოვ.-დანანებით ამბობს და გული უფრო მიკვდება.ფრთხილად მაყენებს ფეხზე მერე ხელში მიტაცებს და სადარბაზოში შევდივართ.ლიფტის გამოძახებისას უფრო მეტად ვეკრობი და ხელს მაგრად ვუჭერ. -არ შეგეშინდეს -ცხელ ტუჩებს შუბლზე მახებს და ლიფში შევდივართ. -ფეხზე დგომა შემიძლია-ძლივს ვამბობ და თან უფრო მეტად ვეკვრი სხეულზე . -მე ასე უფრო მომწონს -მშვიდად მეუბნება და წამსვე მაჩუმებს.ღმერთო როგორ ძალიან მომნატრებია ამდენი დღე როგორ გავძელი მის გარეშე.ერთიანად და ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს და ველოდები როდის ავა ეს წყეული ლიფტი ზემოთ.ორივენი სველი ვართ.კანკალს ვიწყებ. -კიდევ ცოტაც პატარა-მაგრად მიკრავს სხეულზე და შუბლზე ნაზად მკოცნის.სწრაფად აღებს სახლის კარს ,მერე სააბაზანოს.ისე რომ ხელს არ მიშვებს ბოლოს კი ორივენი ცხელი წყლის ქვეშ ავღმოჩნდით.მხოლოდ ახლა დამსვა დაბლა.და ისევ მაგრად ჩამეხუტა.ცხელ წყალს გონს მივყავდი.ჩემზე მაღალ სხეულს ავხედე რომელმაც საოცრად თბილი თვალები შემომანათა. -ხომ კარგად ხარ? -კი ახლა უკეთ ვარ-თვალს ვერ ვაცილებდი, მას კი ოდნავ ჩაეღიმა,სველი თმა სახიდან გადამიწია და ნაზად დაატარებდა ხელებს ჩემს სახეზე. -ძალიან მომენატრე ნიტა-ვხვდებოდი ვგრძნობდი როგორ ძალიან სტკიოდა გული ჩემი საქციელის გამო.მთლიანად გავტეხე,ასე არ უნდა მოვქცეოდი. -მეც ძალიან მომენატრე დემე-გულის წასვლამდე მტკიოდა მის სახეზე სევდა.რომ არა მისი ძლიერი ხელები ალბათ აქვე ჩავიკეცებოდი. წყალი გათიშა და ფიქრებიც გამიფანტა.ერთხანს ისევ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. -იმედია რამე გექნება ჩემი ზომის,ასე სველს ხომ არ დამტოვებ.-ღიმილით მომშორდა და სველ ტანსაცმელზე დაიხედა. -არ ვიცი მოგიძებნი რამეს.-მეც გამეღიმა -აქ დამელოდე -.პირსახოცს დავწვდი და ოთახში გავედი.სწრაფად გამოვიცვალე.თეთრი ჰუდი და შავი შარვალი ჩავიცვი.და ახლა მისთვის დავიწყე ძებნა.მამაჩემის აბაზანის ხალათს მივაგენი სწრაფად დავწვდი და დაუკაკუნებლად შევაღე კარი.წელ ზემოთ შიშველი იდგა და პირსახოცით თმას იმშრალებდა. -მე... ბოდიში არ ვიცოდი-თვალები დავხუჭე და კარისკენ მივტრიალდი. -ნუ სულელობ გოგო -ღიმილით შემომატრიალა. -გაახილე თვალები-მომთხოვნად ჟღერდა.მეც წამში ვჭყიტე თვალები,მის სიცილზე სულ დავიბენი. -რას აკეთებ გამომართვი და ჩაიცვი -ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი და თვალი მოვარიდე.-სხვა ვერაფერი ვნახე,ტანსაცმელს საშრობში გაგიშრობ ,მალე გაშრება .-მის მაისურს დავწვდი .მას კი ისევ გაეღიმა. -მე პრობლემა არ მაქვს,შენს წინ გამოვიცვლი შენ თუ არ მოგერიდება...-მითხრა და შარვლის შეხსნა დაიწყო. -არა !მოიცადე გავალ მე!-წამში წარმოვიდგინე რაც წინ მელოდა და კარი სწრაფად გამოვიხურე. მალევე ისიც გამოვიდა.ტანსაცმელს მივხედე და მისაღებში დივანზე მჯდომს გვერდით მივუჯექი. -ამხელა კაცს როგორ შემაყვარე თავი ასე ძალიან?არასდროს რომ არავის გაუკეთებია მსგავსი რამ შენ მოახერხე -ხელებით მუხლებს დაეყრდნო და იატაკს მიშტერებოდა.მერე ქვემოდან ამომხედა და გამიღიმა. -დემე,მაპატიებ ჩემს უაზრო საქციელს?-ბავშვივით გავბუშტე ტუჩები. -ჩემი ბავშვი-თავისკენ დამქაჩა დაწამში მის კალთაში ავღმოჩნდი.-მთელი ძალით რომ მოინდომო ვერასდროს დაგთმობ გესმის.არავისთვის მეთმობი .-საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა და გულზე მიმიხუტა.მეც კმაყოფილმა მოვხვიე ხელები.მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი და მთლიანად მწვავდა.ხელი მის მოშიშვლებულ მკერდზე ნაზად დავუსვი და ვიგრძენი როგორ დააყარა ბუსუსებმა.გამეღიმა.მერე ძალიან ფრთხილად ვაკოცე.ახლა კი ღრმად ჩაისუნთქა.თავი ამაწევინა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.სუნთვა არეულის გრძნობების გაჩერება აღარ სურდა.ფრთხილად შეაცურა ჩემს წელზე ხელი და უფრო მომთხობნად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -დემე...-ძლივს ამოვისუნთქე და ისიც მაშინვე გაჩერდა . -ვიცი ნიტა,ბოდიში.-შეეცადა მშვიდი ყოფილიყო.-ჯობს არ ვიჩქაროთ.-ღიმილით გადმომხედა როგორ მინდოდა ბოლომდე მივნდობოდი ,მაგრამ სიამაყემ გამაჩერა.ძალიან ვჩქარობთ აშკარაა. -შენს ტანსაცმელს გავხედავ-ვნების ცეცხლისგან თვალებ დაბინდული წავედი სააბაზანოში.სახეზე წყალი შევისხი და გონს მოვედი მერე ტანსაცმელი ავიღე და ოთახში საწოლზე დავუწყე. -დემე,შეგიძლია ჩაიცვა ოთახშია.-მორიდებულად გავუღიმე. -ნუ მორცხვობ პატარა-ცხვირზე მომიჭირა ხელი და კმაყოფილმა გამიარა გვერდით.ველოდებოდი როდის გამოვიდოდა.საშინლად მენატრება ყოველ წუთს .მასზე ფიქრში ველოდებოდი მაგრამ ის არ გამოდიოდა.კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე. -დემე ხომ კარგად...-გაოცებული დავრჩი როცა ჩემს საწოლში კომფორტულად მოკალათებული დემეტრე დავინახე. -ნუ მიყურებ გაოცებული დღეს არსად წამსვლელი არ ვარ მე,ასე რომ მოემზადე და დაწექი გვიანია უკვე.-გამიღიმა და კმაყოფილმა გადმომხედა. -აქ რჩები? -ჩემს შეყვარებულთან დარჩენას ვერავინ ამიკრძალავს -იმდენად მესიამოვნა მისი სიტყვები ხმა აღარ ამომიღია.ჩემს ნივთებს დავწვდი სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და ძალიან მორცხვად გავედი.გვერდით მივუწექი იგრძნო და ჩემსკენ გადმოტრიალდა.ზურგზე მომეკრო და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.სუნთქვა გამიხშირდა ყველაფერი ცხელი მეჩვენებოდა იმდენად რომ მეგონა დავწვავდით აქაურობას.ხელი ზედის ქვეშ შემიცურა რაზეც ერთიანად გამაჟრჟოლა. -მოისვენე-გადმომძახა და ხმაურიანად მაკოცა ზურგზე.-უნდა მიეჩვიო ასე ძილს პატარა.-უფრო მეტად ამიკრო სხეულზე. -რას ნიშნავს მივეჩვიო?-შევიცხდაე -ჩუმად ,დავიძინოთ,მალე მაგასაც გაიგებ ცნობისმოყვარევ.-ისევ მაკოცა და გაჩუმდა ,რამდენიმე წამში გიჟივით წამოყო თავი.-არა ასე ვერ დავიძინებ .-მისკენ გადამატრიალა და ზემოდან მომექცა გაოცებული თვალებით ვუყურებდი სუნთქვას მიჩქარებდა მისი ყოველი მოძრაობა.მერე ნელა დაიხარა და მომთხოვნად მიკოცნიდა ტუჩებს.არ შევწინააღმდეგებივარ . მეტისმეტად გავთამამდი.მან კი ოდნავ ჩაიცინა და მომშორდა.-აი ახლა ტკბილად დამეძინება.-ვნებიანად ჩაილაპარაკა და ისევ ზურგზე მომეკრო.ვნება მორეულს არ ვიცი როდის ჩამეძინა,მაგრამ ასე ტკბილად ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ მიძინია . დილას სიმძიმის შეგრძნება მაღვიძებს .თვალს ვახელ და დემეტრეს დიდ ტორს ვხედავ ჩემს წელზე . ფრთხილად ვცდილობ თავის დაღწევას.მაგრამ ამაოდ. -რა არ გასვენებს ამ დილა ადრიან.-ნამძინარევი ხმით მაცდურად დამყურებს ზემოდან. -მე...-სიტყვას ვერ ვპოულობდი ამ წამს ისეთი მიმზიდველი იყო. -რაო აბა?-სიცილს არ წყვეტდა. -ადგომა მინდა-ყველაზე დიდი ტყუილი ვთქვი ,ახლა მის მკლავებში ყოფნა ყველაფერს მერჩივნა. -არ მჯერა ,მაგრამ კარგი,გიშვებ ოღონდ ამის გარეშე არა-ისევ გამაკავა და ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა.-ახლა წადი . თუნდაც ბომბი აგეფეთქებინათ ადგილიდან ვერ გავინძრეოდი.თითქოს მივეყინე .ამაზე კი უფრო მეტად ხალისობდა.ფეხზე წამოდგა და იქვე დაკეცილი შარვალი სწრაფად ჩაიცვა.მერე მომიახლოვდა და წამში სიმსუბუქე ვიგრძენი.ხელში აყვანილმეა დავტოვე ოთახი და სამზარეულოში გავედით.სკამზე დამსვა და მადუღასკენ წავიდა. -ყოველდღე ასე უნდა გაშტერდე როცა გაკოცებ?-სიცილით გადმომხედა . -მე..არ მოველოდი...უფროსწორად ...-რაღაცეებს ვბურდღუნებდი და ტუჩებზე ვისმევდი თითებს .საოცარია როცა დღე შენი საყვარელი მამაკაცით იწყება.ფეხზე წამოვდექი სააბაზანოში გავვარდი სახეზე წყალი შევისხი და გონს მოვედი. -დამიბრუნდი პატარა-სიცილს არ წყვეტდა და ფინჯანში მდუღარე წყალი ჩაასხა. -არსად წავსულვარ-დავეკრიჭე . ჭიქაში ყავა ჩავყარე და წყალი დავამატე .იქვე ტკბილეულით გაწყობილ მაგიდასთან მივედით და ჭიქები გავცვალეთ.მან მე ჩაი მომიმზადა მე კი ყავა .საოცრად მესიამოვნა. -მომისმინე პრინცესა,საღამოს გამოგივლი მზად დამხვდი კარგი.?-ქურთუკს დასწვდა და კარისკენ წავიდა. -სად მივდივართ?-მომლოდინე თვალები შევანათე. -სიურპრიზია,ეს სამსახური რომ არა ახლავე მოგიტაცებდი. მაგრამ უჩემოდ ვერაფერს აკეთებენ.ამიტომ გავიქეცი და ზუსტად ექვსზე მზად იყავი.თბილად ჩაიცვი-ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა და კარი გაიხურა.ცოტახანში კარზე გაუთავებელი ზარის ხმა ისმოდა მივხვდი ვინც იქნებოდა -სად არის?აქ არის? წავიდა?თუ აქ არის ისევ?-ვხვდებოდი დამალვას აზრი არ ქონდა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მისი ინტერესი რომ დამეკმაყოფოლებინა საკადრის პასუხი გავეცი. -ცოტახნის წინ გავიდა.-მისაღებისკენ წავედი -ვიცოდი არ შევმცდარვარ ესეიგი ,მისი მანქანა იყო.-გამარჯვებილმა ჩაილაპარაკა-შერიგდით? -კი .. -მომიყევი ყველაფერი. -იქნებ ამოისუნთქო ცოტა-სიცილს ვეღარ ვიკავებდი . -სუნთქვასაც ვახერხებ არ ინერვიულო შენ. -არა გოგო შენ არც გათხოვებამ დაგაწყნარა არანაირად -მე ვერაფერი დამაწყნარებს სულ ასეთი ენერგიული ვარ-გაიკრიჭა. -ხო აშკარად შენს ქმარს უნდა ვუთხრათ ცოტა ბევრი იმუშაოს მაგ საკითხზე და...-სიტყვა არ დამამთავრებინა ბალიში გამომიქანა და მეც რომ არ დავრჩებოდი ვალში ხომ იცით ,ბოლოს ორივენი გაბურძგნულები ვეგდეთ ძირს -აი ასეთი ანიტა მომენატრა..-სიცილით წამოხტა და სააბაზანოში შევიდა.საღამომდე ჩემთან იყო ეს ქაჯი,რომ გაიგო სადღაც მივდიოდით მარტო ვინ დამტოვებდა.საგულსაგულოდ არჩევდა ტანსაცმელს. -ეს როგორ შეიძლება,მოემზადეო და არ გითხრა სად წაგიყვანდა,უნდა გამიცივდე ამ ზამთარში? -ზამთარი არ იყოს ახლა მეტრიანი თოვლი.რამე თბილს ჩავიცმევ და წავალ,აი ეს მაგალითად-იქვე დადებულ ნაქსოვ ხორცისფერ მთლიან კაბას დავწვდი. -აააა ეგ რატომ ვერ შევამჩნიე,ის შავი ბარხატის მაღლები მოუხდება.და ეს ჩანთა ,თმააას კიი გაიშლი . -ვახ როგორი დიზაინერი მყოლიხარ.-გამეღიმა და მომზადებას შევუდექი .ბოლო შტრიხები და ჩემი თავით კმაყოფილი ვიყურები სარკეში. -კაი მე გავიქეცი,აქ ხომ არ დავხვდები ,ისეთი ლამაზი ხარ იქნებ სულაც გაიდაფიქროს შენი წაყვანა და აქვე დღესვე დანებდე-ხითხითით გავარდა ოთახიდან. -მოგკლავ ბაბი მაგ ბინძური აზრების თვის.-სწრაფად გავყევი უკან. -ჩაო ჩემო დაო-კოცნა გამომიგზავნა და კარები მიიხურა. ვნერვიულობ, ადგილს ვერ ვპოულობ,არც დაურეკავს.ამიტომ მე გადავწყვიტე დამერეკა. რამოდენიმე ზარის შემდეგ მისი სასიამოვნო ხმაც გავიგე. -დემე სად ხარ? -მოვდივარ პატარა.მზად ხარ? -კი გელოდები.-ტელეფონი გავთიშე და ახლა უკვე მშვიდად ველოდი .მალე კარზე ზარის ხმა გაისმა.სწრაფად დავწვდი სახელურს და გავაღე . -რა ,არ მიხდება?-კარებში ჩემზე მიშტერებული და ადგილზე გაშეშებული დემეტრეს ვკითხე გაკვირვებულმა და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში. -არა შენ..უფროსწორად იდეალური ხარ.იმდენად რომ ყველაფერი დამავიწყდა.-სახლში შემოვიდა კარი მიიხურა და კედელზე ამაკრო.ტუჩებზე ნაზად შემეხო.მეც გავიტრუნე.მერე ბაბის ნათქვამი გამახსენდა და სწრაფად მოვშორდი. -ქურთუკს ავიღებ და წავიდეთ ხომ.-მივაყარე სათქმელი და მოსაცმელს დავწვდი.მას კი გაეღიმა,კარი გამოაღო და გამატარა.ისევ ლიფტი ისევ დემეტრეს ცხელი სუნთქვა და ჩემი აჩქარებული სუნთქვა.როგორც იქნა მანქანამდე ჩავაღწიეთ.საოცრად ბედნიერი მართავდა.სულ იღიმოდა .ქალაქს გავცდით .მაგრამ შორს არ წავსულვართ მალე სადღაც დაგაუხვია და ჭიშკართან გააჩერა.მანქანის კარი გამიღო და სახლში შევედით.ულამაზესი და მყუდრო გარემო .ბუხრიდან გამომავალი სინათლე და სანთლები საოცრად უხდებოდა. -მოგეწონა? -კი ძალიან, საოცრებაა-ბუხართან დივანზე მოვთავსდი. -ახლავე მოვალ პატარა.-ღიმილით გაუჩინარდა მაგრამ მალევე დაბრუნდა ღვინით ხელში.გვერდით მომიჯდა და ჭიქა მომაწოდა . -ვგიჟდები ცეცხლზე, საოცრად მამშვიდებს.-ისე ვუთხარი მოგიზგიზე ბუხრითვის თვალი არ მომიშორებია. -მე კი შენზე ვგიჟდები -ნაზად მიმიზიდა მისკენ. -სოცარი ადგილია. -ასე ძალიან მოგეწონა? -კი,ეს სახლი და შენ საოცრება ხართ . -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა ამიტომაც ვიყიდე. -რას?.... ეს ...შენი სახლია?-გაოცებული დავრჩი მისი სიტყვებით. -არა პატარა.ეს ჩვენი სახლია.-მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და უფრო მეტად გაკვირვებული დავრჩი.-ადექი ,ვივახშმოთ,მთელი დღე საქმეებზე დავრბივარ და საშინლად მშია-გიჟივით წამოხტა ფეხზე და მეც ამიყოლა. -გვაქვს რამე? -ყველაფერი მზადაა პატარა ქალბატონო.-ღიმილით მანიშნა იქვე საოცრად ლამაზ მაგიდაზე.წყნარი მუსიკა,სანთლები,სითბო და დემეტრე ჩემი ბედნიერების მიზეზი იყო.არაფრის მეშინოდა .გულის აღარაფრის ეშინოდა აქ ამ სახლში და ამ ადამიანთან.გემრიელად ვივახშმეთ . წყნარ მუსიკაზე კი ცეკვა შემომთავაზა.ძალიან ნაზად ყვებოდა ჩვენი სხეული მუსიკის ლამაზ ნოტებს .მის კისერზე შემომედო ხელები მას კი ჩემს წელზე .მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი და ამას სიამოვნების უსაზღვრო მორევში გადავყავდი.მთელს ჩემს არსებას ის განაგებდა . -ასეთი საოცრება როგორ ხარ?ვერ გშორდები,არ შემიძლია წამით უშენოდ.-ოდნავ განათებულ ოთახში საკმაოდ ცხადად ვხედავდი მის სიყვარულით აღსავსე მზერას. -არც მე შემიძლია შენს გარეშე. -ვიცი...ამიტომ აღარ მინდა რამე არსებობდეს ჩვენს შორის რაც ერთმანეთს წამით დაგვაშორებს.ძალიან რომანტიკული არ ვარ ამიტომ....-წამით მშორდება და ჯიბიდან პატარა წითელ ყუთს იღებს.მუხლებზე დგება და საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს.-ნიტა,ჩემო პატარა ცოლად გამომყვები?-ცრემლები,სიხარულის ცრემლები რომლებიც ამ სიტყვების გაგონებაზე ვერ შევიკავე...ძილივს წარმოვთქვი სიტყვები. -კიიი დემე კიიიი-ტირილს ვერ ვწყვეტდი თუმცა მან კარგად გაიგო,მას ხომ უსიტყვოდ ესმოდა ჩემი.ბეჭედი თითზე მომარგო და მთელი ძალით,მთელი არსებით ჩამეხუტა. -მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ პატარა-ჩურჩულებდა და კოცნას არ წყვეტდა.ბედნიერება კიდევ ცოტაა იმ გრძნობის გადმოსაცემად რასაც მე განვიცდი.ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი გამოჩნდა და მე ის ხელიდან არ გავუშვი ცხოვრებას შევეწინააღმდეგე და დავამარცხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.