შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანონიმი (II თავი)


5-10-2021, 16:19
ავტორი kiira
ნანახია 1 036

ერთხანს გაშტერებული ვუყურებდი ,უხმოდ
-ეს ის ბიჭი არ არის?
-რომელზე ამბობ
ყურადღება მეგობარზე გადავიტანე და ჩავეკითხე , რადგან 2 ბიჭი იყო, რომელზეც შეიძლებოდა მსგავსი კითხვის დასმა.
-აი დღეს რომ მოგაცილა
-ალბათ ეგაა , არვიცი.
ისევ სანახაობას გავხედე.
-სანაძლეოს დავდებ , რომ შენს გამო სცემა ის ტიპი.
-ნუ სულელობ.
მიუხედავად იმისა , რომ შესაძლოა სიმართლეს ექვემდებარებოდეს , მაინც ვიუარე ალექსის ვარაუდი.
-რას მიქნევ მაგ თავს , აბა ასეთი დამთხვევა სად გაგონილა, რამდენიმე წუთისწინ წაგაქციეს და ახლა თვითონ წაიქცა .-ბოლო სიტყვები ხითხითით წარმოთქვა.
-კარმა-მესიამოვნა,რომ ის მიიღო, რაც დაიმსახურა.
ხმაური უფრო და უფრო იმატებს,თავი ვალდებულად ჩავთვალე , რომ მივსულიყავი და ,,მანდილი ჩამეგდო ''.
ყური მოვკარი , რომ ჩემს მჩაგვრელს ნიკი ჰქვია. ახლოს მისვლისას ჯერ კიდევ ძირს იწვა , მიუხედავად იმისა , რომ წამოდგომა თავისუფლად შეეძლო.
-გელოდები .
გაისმა სასიამოვნოდ ბოხი ხმა. მისი მიმართულებით გავიხედე და პირველად შევათვალიერე მისი სახე, კუპრივით შავი თვალები , ამავე ფერის სქელი,თუმცა შესაშური ფორმის წარბები. ვერ მოგატყუებთ,სასიამოვნო გარეგნობა აქვს.
-გელოდები მეთქი!
ახლა უფრო ხმამაღლა მიმართავს ნიკს და მტაცებელივით დასჩერებია თავზე.მეც მისი მიმართულებით გავიხედე და ჩავაჩერდი ყინულივით ცივ თვალებს, რომლის პატრონმაც აშკარად ზიზღით, მაგრამ მაინც წარმოთქვა
-ბოდიში
-ხმამაღლა
-ბოდიში!
უცნობმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო,ნიკის ფეხებს გადააბიჯა და კაფეტერიიდან უკან მოუხედავად, დინჯი ნაბიჯებით გავიდა.
ნიკი წამოდგა, ცხვირიდან წამსკდარი სისხლი მოიწმიდა , ავისმომასწავებლად შემომხედა,შეიკურთხრა და დარცხვენილი გავიდა კაფეტერიიდან.
მე კი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი ერთ ადგილას გავიყინე, ვერ გამიგია რა მოხდა , ან რა უნდა ვქნა, ასე რომ, ისევ მეგობართან დავბრუნდი.
-სად გაქრი,წამით მოგაშორე თვალი , რა გინდოდა იმათთან.
კითხვების კორიანტელი წამოვიდა. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი ,რომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ იყო საჭირო. დროდადრო ვაპარებდი თვალს გასასვლელს ,რომელშიც ცოტა ხნის წინ უცნობმა გაიარა,ალბათ ლოგიკურიცაა, რომ მაკნტერესებს რატომ გააკეთა ჩემთვის ასეთი რამ სრულიად უცხო ადამიანმა .
გოგონები ყველა ლექციას დაესწრნენ, ბოლოს ლილიასთან გადაწყვიტეს ასვლა. სადარბაზოსთან იყვნენ მისულნი , რომ მანქანა სენიშნეს , რომელიც აქამდე არ უნახავთ.
-აუ რაკაია, როდის მაღირსებს დედაჩემი ასეთს , რამდენი ხანია ვეხვეწები.-აწუწუნდა ალექსი.
-ჯერ მართვის მოწმობა უნდა გქონდეს-თავით მანქანაზე ვანიშნე-ნეტა ვისია
-მე რავიცი ვისია , შენი სადარბაზოა.
ვინ გადმოდის შენს სართულზე , გაიგე?
-სავარაუდოდ ჩემი ნათესავი, გუშინ ველაპარაკე და ხვალვე გადმოვალო.
-მშვენიერი, მარტო აღარ იქნები.
მეოთხე სართულზე ლიფტით ავიდნენ .
-ვა, ნახე, უკვა იბარგება
ლილიას ბინის გვერდით ,კართან , რამდენიმე მოზრდილი ჩემოდანი დევს .
-წამო ,შევიდეთ -შესთავაზა მეგობარს ალექსმა.
-სარა!..
ჯერჯერობით ცარიელ ბინაში ლილიას ხმა ექოდ გაისმა.
-მგონი აქ არ არის,დავურეკავ .
ტელეფონი მოვამზადე ,მაგრამ ალექსის ნათქვამმა დარეკვის მცდელობა ჩაშალა.
-ტყუილად რეკავ.
-რატომ?-გამიკვირდა.
-ტელეფონი აქ აქვს. -და მითითებს გაზეთების დაბალ მაგიდაზე.
-ახალი ტელეფონის ყიდვაც მოუსწრია.კარგი, გავიდეთ,როცა დაბრუნდება მერე ვინახულებ.
ლილიას ბინაში შევიდნენ, დივანზე დასხნენ და სერიალი ჩართეს.ამ დროს კი ,ლილიას მეზობლად ახალი მობინადრე იბარგებოდა.



№1 წევრი OKI ME

ეჭვი მაქვს ეს ის სარა არ იქნება ვინც გონია :დდდ ნუ, ჩემი ვარაუდი კი მაქვს ვინც შეიძლება იყოს მაგრამ დაველოდები შემდეგ თავს. ერთი რაც შემიძლია პატარა მინუსად ჩაგითვალო ეს პატარა თავებია :(((( ცოტა თუ გაზრდი მოცულობას კარგი იქნება.

ააა, ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა. წინა ისტორიის წაკითხვა მინდოდა თუმცა ვერ ვნახე სრულად თავები. დაუსრულებელი არის ანუ წინა ისტორია? და აღარ გააგრძელებ? არადა სათაური ძალიან მიმზიდველი ჩანს. ან იქნებ სრულად ატვირთო თავიდან?

მოკლედ, წარმატებები და ახალ თავს ველი მოუთმენლად. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ❤️❤️

 


№2  offline წევრი kiira

Megioki
ეჭვი მაქვს ეს ის სარა არ იქნება ვინც გონია :დდდ ნუ, ჩემი ვარაუდი კი მაქვს ვინც შეიძლება იყოს მაგრამ დაველოდები შემდეგ თავს. ერთი რაც შემიძლია პატარა მინუსად ჩაგითვალო ეს პატარა თავებია :(((( ცოტა თუ გაზრდი მოცულობას კარგი იქნება.

ააა, ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა. წინა ისტორიის წაკითხვა მინდოდა თუმცა ვერ ვნახე სრულად თავები. დაუსრულებელი არის ანუ წინა ისტორია? და აღარ გააგრძელებ? არადა სათაური ძალიან მიმზიდველი ჩანს. ან იქნებ სრულად ატვირთო თავიდან?

მოკლედ, წარმატებები და ახალ თავს ველი მოუთმენლად. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ❤️❤️

წინა ისტორია დაუსრულებელია , რამდენიმე თავი ისედაც წაიშალა , დიდი ხნის წინანდელია და არ მახსოვს რა დავწერე , ადმინს მივმართე თხოვნით რო წაეშალა მაგრამ არ უჩანს საშველი :დდ

 


№3 წევრი OKI ME

კარგი იქნება სრულად თუ ატვირთავ მაგრამ თუ არ მოგწონს ეგ სხვა საქმეა. ავტორი შენ ხარ და შენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა :დდ ❤️ შენ უკეთ იცი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent