რატომ აგირჩიე შენ?(დასასრული)
(ნიაკო) იმ დღეს საბუთების მოწესრიგება დავამთავრე და სახლში ვბრუნდებოდი, ქვეითთა გადასასვლელთან ვიდექი და ველოდებოდი,როდის მომიწევდა გადასვლა.ნაბიჯი გადავდგი და მომესმა მანქანის შემოვარდნის ხმა გზაჯვარედინზე,ვიცოდი ჩემი მიმართულებით მოდიოდა და სანამ გავაანალიზე რა უნდა გამეკეთებინა უკვე ძირს ვიწექი სისხლში ამოსვრილი.არ მახსოვს მერე რა მოხდა.ხალხის ხმა ჩამესმოდა და თითქოს გაგას ღრიალისაც.ვიცი იქ ვერ იქნებოდა,მაგრამ წამიერად მინდოდა,რომ იქ მგულებოდა.დრო არ მქონდა,ვკვდებოდი,ვგრძნობდი,რომ ვკვდებოდი და თუ არ მოვკვდებოდი,ისიც კარგად ვიცოდი,რასაც გაღვიძების შემდეგ გავიგებდი ის მომკლავდა.დიახ,მე გადავრჩი და ეს სასწაულია.თვალის გახელა არ მინდოდა,არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა და ვინ დამელოდებოდა თვალ გახელილს თავთან იმის სათქმელად,რომ ბავშვი აღარ იყო .ტკივილისგან გაბრუებულს,გული უფრო მეტად მტკიოდა.თვალი,რომ გავახილე და თავის გადმოტრიალება ვცადე ვიგრძენი ხელის ძლიერი ჩაჭიდება და ვიცოდი ეს ხელი გაგას ეკუთვნოდა.თავი ჩარგული ჰქონდა საწოლში და ელოდა,როდის გავახელდი თვალს.ბედნიერი და თვალ დასივებული სახით შემომხედა,ცრემლები ვერ შეიკავა,ხელს მიკოცნიდა და რაღაცას გაუჩერებლად იმეორებდა.არ მახსოვს რას,ჯერ კიდევ წამლების და ნარკოზის ქვეშ ვიყავი.იმის შემდეგ,რაც ექიმს დაუძახა და ექიმმა გუგების მოქმედება გამისინჯა და რამდენიმე კითხვა დამისვა რაზეც თავი დავუქნიე მხოლოდ, პირველი რაც ვიკითხე იყო -გოგო იყო თუ ბიჭი? -ბიჭი. გაგამ თავი ვეღარ შეიკავა,შეტრიალდა კედელს თავი მიადო და ატირდა.მერე ჩემკენ მობრუნდა,გვერდით მომიჯდა და ახსნა დამიწყო,რომ ეს ერთად უნდა გადაგვეტანა.ჩემი ცხოვრება იმ შემოდგომის წვიმიან დღეს დაემსგავსა,როდესაც გაგა პირველად დავინახე,ატალახებულს,სველს,სევდიანს,ფიქრებიანს.თითქოს იმ ერთ დღეში ჩავრჩი და იმ დღის შემდეგ მუდამ შემოდგომამ დაიმკვიდრა ადგილი.ფოთლები და წვიმა ეჯიბრებოდა ჩემს ცხოვრებას და სხეულს,ცრემლები წვიმასავით იყო ჩემს თვალებზე,ცუდი ამბები კი ფოთლებივით იფანტებოდა ჩემს გარშემო და ერთად აგროვებდა ქარი,ყველა ჩემი იყო,ყველა ცუდი მოგონება მე მეკუთვნოდა და ერთ ადგილზე შეკრებილი ფოთლები მრავლდებოდა,მათი გადაყრა და დაწვა კი რთულდებოდა. -ვინ გააკეთა ეს? -ჩემო პატარა,ჯობია დაისვენო -ვინ იყო?(მივხვდი გაგამ რაღაც იცოდა და ასე არ დამიმალავდა ნაცნობი,რომ არ ყოფილიყო) -ნიაკო,ის..ექიმმა თქვა არ უნდა ინერვიულოსო გთხოვ სხვა დროს იყოს კარგი? -ვინ გააკეთა ეს,ვინ დამინგრია ცხოვრება? ისტერიკაში ჩავვარდი და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. -ეს მარიამი იყო,ის წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო,აღარ არის,არც ის აღარ არის. სასოწარკვეთილი და განადგურებული იყო,მე კი ამის გაგონებაზე ვერც კი ვიტირე.არა იმიტომ,რომ არ შემეცოდა და გავბრაზდი,იმიტომ,რომ აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.ნუთუ შეიძლებოდა ამ ერთ პატარა გოგონას ამდენი ტკივილი გადამეტანა?როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?თითოეული ნერვი,თითოეული ძარღვი,ჩემს ვენებში მომჩქეფარე სისხლი,რომელიც მაცოცხლებდა,ყველაფერი გაყინული,გამწყდარი,განადგურებული და გაქვავებული იყო.ახლა ჩემს სიცოცხლეს აზრი ჰქონდა?ვისთვის მეცოცხლა ამიერიდან? გაგასთვის?რომელმაც ამდენი ტკივილი მოიტანა ჩემს ცხოვრებაში?არა ნიაკო,მას ნუ აბრალებ.შენ მოიტანე ყველა უბედურება,მის ცხოვრებაშიც და შენს ცხოვრებაშიც.ასე არ არის?შენ გამოაჩინე ის გახსოვს?შენ აირჩიე ის.რატომ?რატომ აგირჩიე შენ?ყოველ ჯერზე ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს,მაგრამ პასუხი არასდროს მაქვს.იმ ტკივილისთვის აგირჩიე რაც დაგმართე?იმ სასჯელისთვის რაც თავს დავმართე?მაგრამ მე მიყვარდი,მეყვარები და ჩვენს სიყვარულს წავიყოლებ საიქიოშიც,ოღონდ ახლა,ოღონდ ამ ცხოვრებაში შენი ვეღარ ვიქნები,ჩემთვის და შენთვის.ვერ გავუძლებ მეტ ტკივილს,ჩემგან შენდამი მოყენებულ ტკივილებს და ნაიარევებს ვეღარ შევიხორცებ.ახლაც,არ შემიძლია გიყურებდე,როგორ ნადგურდები და როგორ მელოდები სიცოცხლის ნიშანი შეამჩნიო ჩემს თვალებში.წადი,გათავისუფლებ.შეგიძლია წახვიდე.ბედნიერებას იმსახურებ,არა ჩემთან,რადგან ჩემდა უნებურად გტკენ.არ მახსოვს რას მეუბნებოდა,მხოლოდ ლეწვის ხმა მესმოდა გაგიჟებული ნივთებს აქეთ იქით რომ ისროდა და ღრიალებდა.რამდენად რთულიც არ უნდა იყოს დაგთმობ.ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას შენთან ერთად,როცა ვიცი რა გადავიტანე.ჩემმა მისდამი სიყვარულმა დამაკარგვინა ბავშვი და აღა არის მარიამი.ნუ თუ არ არის ჩემი ბრალი?მე ადამიანი მოვკალი იმის გამო,რომ შემიყვარდა.ნებსით თუ უნებლიედ ეს ჩემი ბრალი იყო.ამიტომ სამუდამოდ დავივიწყე გაგა.ვუყურებდი,როგორ მაქცია ზურგი და წავიდა.ბევრი ხვეწნის და მცდელობის მიუხედავად მისთვის თვალებშიც კი არ შემიხედავს.მეშინოდა და ვიცოდი,როცა მის ლამაზ თვალებს დავინახავდი,ვერ გავუძლებდი და კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი.სოფელში დავბრუნდი,ძალები უნდა ამედგინა და ცხოვრებასთან გამკლავება უნდა მესწავლა.ცხოვრება თავიდან დავიწყე,მე,გაგას გარეშე.მარტივი არიყო,მაგრამ ეს შევძელი.ყოველთვის მეყვარება.,მაგრამ ამ ცხოვრებაში მისი ვერ ვიქნები. 5წლის შემდეგ. ერთ საღამოს,როდესაც ძაღლი სკვერში გამოვიყვანე სასეირნოდ,მე წიგნი გადავშალე და კითხვას შევუდექი პატარა გოგონა მომიჯდა გვერდით -რა საყვარელი ძაღლია,რა ჰქვია? გამეღიმა,რომ დავინახე,როგორ ეთამაშებოდა ლეკვს. -ტობი.. -თქვენ ძალიან ჰგავხართ იმ გოგონას -რომელ გოგონას? აქამდე არავის მივუმსგავსებივარ ვინმესთვის და ამ პატარამ ვის მიმამსგავსა? -მამას ოთახში სურათი რომ აქვს. გამეცინა,რა საყვარელი და გულწრფელია. -მამას ოთახში დედას სურათი ექნება ალბათ და მე არ ვარ შენი დედიკო -არა,მე დედა არ მაქვს.. -მაპატიე,პატარა. ჩავუხტე და თავზე ვაკოცე. -რა გქვია? -ანაბელი. -ანაბელ.. ნაცნობი ხმა.ეს გაგა იყო,გავქვავდი,გავიყინე და უფრო მეტად შემცივდა.ისევ შემოდგომის სუსხიანი საღამო იყო.ქარი მიბერავდა და ჩემს სახეს ისეთი სისწრაფით ეხეთქებოდა,როგორც ახლა ჩემს სხეულს გული.ავკანკალდი ფეხზე წამოვდექი,ანაბელი მისკენ გაიქცა,რომ დამინახა ფერი ეცვალა.ისევ მის წინ ვიდექი და ჩემს კაცს ვუყურებდი.ამდენი ხნის მონატრებულს.მასზე ისევ ისე ბავშვურად შეყვარებულს და აკანკალებულს. -ანაბელ,ხომ გითხარი უცხოებს არ უნდა ელაპარაკო? თან თვალებში მიყურებდა ამას,რომ აბობდა.ასე გავვუცხოვდი მისთვის?რომ არც მომესალმება? -მამა,ის ძალიან ჰგქვს იმ გოგოს ოთახში,რომ გაქვს სურათი -არა,შვილო ის გოგო აღარ არსებობს. ზურგი მაქცია და წავიდა.იმ წამს მის მუხლებთან დავემხობოდი,საბოლოოდ შევირცხვენდი თავს მის თვალში,შემოვეხვეოდი,პატიებას ვთხოვდი და ვეტყოდი რომ უზომოდ მიყვარს,ვეტყოდი,რომ შევცდი.არ უნდა გამეშვა.მეგონა სწორად ვიქცეოდი,როცა ამას ვაკეთებდი,მაგრამ ეს არიყო სწორი საქციელი.არ უნდა დამეთმო.მიყვარდა ისევ ისე ძლიერად მიყვარდა და ახლა ერთიანად აკანკალებულს სხეული არ მემორჩილებოდა.უნდა გავკიდებოდი.ნიაკო წადი,ის მიდის,დაეწიე,უთხარი,არ წავიდეს.ისევ შემოდგომაა,ისევ წვიმა,ისევ ცუდი მოგონებები და მე ვჩერდები.თვალებს ვხუჭავ და ვითიშები -უკაცრავად,კარგად ხართ? ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ჩნდება -დიახ,კარგად ვარ,მადლობა -მოდით,დაბრძანდითკარგად არ გამოიყურებით -მადლობა თავაზიანობისთვის,მართლა კარგად ვარ -აქედან ისე ვერ წავალ თუ ამაში არ დავრწმუნდი.(გამიღიმა და მივხვდი ,მეფლირტავებოდა") -ხომ გითხრათ,რომ კარგად არის? ელვის სისწრაფით მივაბრუნე თავი,ეს გაგა იყო. -მე,მივხედავ მადლობა შეგიძლიათ წახვიდეთ მამაკაცი გამშრალი ადგა და წავიდა,ხმაც ვერ ამოიღო. -გაგა -ვახ, ძლიერად ამოიხვნეშა ჯიბეში ხელ ჩაწყობილმა და გვერდზე გაიხედა. -მაპატიე,მეგონა სწორად ვიქცეოდი. -დიდი,დრო დაგჭირდა მაგის გასაანალიზებლად,მაგრამ სხვა მამაკაცთან,როგორ აგიტან? წამოვხტი და ჩავეხუტე.ორივე ვტიროდით.სიცივისგან გაბრუებულებს ერთმანეთის კოცნა გვათბობდა.იქნებ იმიტომ ავირჩიე ის,რომ ბედმა ჩემთვის შექმნა? ყველაფრის მიუხედავად ახლა ისევ ერთად ვართ.ვეღარ დავუშვებ დავკარგო.ახალი ცხოვრება,ახალი სირთულეებით და დღეს მე მასთან ერთად ვზრდი ანაბელს,რომელიც საკუთარი შვილივით შევიყვარე,მან კი დედასავით,მართალია ვერ გავიგე რა არის გყავდეს შენი სისხლი და ხორცი,მაგრამ ანაბელი არაჩვეულებრივია და მომავალი წინ გვაქვს,იქნებ მასაც ჰყავდეს და-ძმა ჩემსავით.ახლა კი ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.ვსწავლობთ ერთად გავუმკლავდეთ ყვრლა პრობლემას რასაც ცხოვრება გვიმზადებს,ეს არის სიყვარული.ურთიერთ გაგება.და მაინც ყოველ საღამოს მის მკლავზე თავ დასვენებული ვუყურებ მის ლამაზ თვალებს და ვეკითხები:რატომ აგირჩიე შენ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.