შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 20


7-10-2021, 22:52
ავტორი გაზაფხული
ნანახია 727

ერთი საათი ვიჯექი ბიბლიოთეკაში ეულად და მომხდარზე ვფიქრობდი. შეშლილივით ვიცინოდი და მომხდარის გააზრება მიჭირდა. გონებაში, სადღაც ძალიან სიღრმეში ვუშვებდი, რომ ის მამაკაცი ნიკი უნდა ყოფილიყო, რომელმაც წამლის მოქმედებით ვერ გაიაზრა თავისი საქციელი და ჩემს სხეულს დაეპატრონა. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ის მამაკაცი არტური ყოფილიყო. ის თითქოს ყველაფერზე იყო წამსვლელი ჩემი და ფრანკის დაშორებისთვის. მე ორივეს ვაპატიებდი, მე ორივეს შევუნდობდი ამ ყველაფერს და ცხოვრებას ჩვეულად გავაგრძელებდი, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. ის მამაკაცი ფრანკი იყო. მამაკაცი, რომელთან დაოჯახებაც გადამეწყვიტა. და რაში დასჭირდა მას ეს ყველაფერი? ის ხომ ისედაც აპირებდა ჩემ ცოლად მოყვანას?
-ელიზაბეტ - შორიახლოდან რუთის ხმა მომესმა - ისევ ბიბლიოთეკაში ხარ?
-კი - გავძახე უკმეხად და წამიერად გავაცნობიერე ეს შესაძლებლობა. რუთი ის პიროვნება გახლდათ, ვინც მიამბობდა ყველანაირ სიმართლეს ფრანკის შესახებ და თუკი ამას საკუთარი ნებით არ მოისურვებდა, აუცილებლად ვაიძულებდი. რუთი ოთახში შემოვიდა. მე სავარძლიდან წამოვდექი, კართან სწრაფად მივირბინე და საკეტში გასაღები გადავატრიალე.
-რას აკეთებ? - რუთი გაოგნებული მიყურებდა.
-სიმართლის დროა, რუთ. შენ მე ყველაფერს მომიყვები, თორემ ამ გასაღებს ფანჯრიდან გადავაგდებ და იძულებით მოგიწევს ყველაფრის მოყოლა.
-რა უნდა მოგიყვე, ელიზაბეტ. ნუ მაშინებ. შენ რა, შეიშალე? - გაოგნებას ვერ მალავდა რუთი. ალბათ ჩემი არაადეკვატური გამომეტყველება და ქმედებები გონებას ურევდა.
-შენ იცი ვინ იყო იმ ღამით ჩემს საძინებელში? - სავარძელში ჩავჯექი და რუთსაც მივუთითე ჩამჯდარიყო.
-რომ მცოდნოდა აქამდე ვიტყოდი ამას, ელიზაბეტ - პასუხებზე ძალიან ფრთხილობდა.
-მაგრამ შენ მიხვდი. შენ იცოდი ვის შეეძლო ამის გაკეთება. შენ სიმართლე იცოდი - გაოცებისგან ფეხზე წამოვხტი. გონებაში ყველა ფრაზა თუ ქმედება გავაერთიანე და კითხვებზე პასუხები წამიერად მივიღე - შენ იმიტომ გადამაგდე ეტლიდან, რომ არ გინდოდა მოძალადე ფრანკის ლუკმა გავხდარიყავი. შენ ეს იცოდი და ჩემზე იზრუნე. რუთ, შენ ჩემი არ გშურდა, შენ ჩემს დაცვას ცდილობდი.
-მე ფრანკი მიყვარს, შენ ეს კარგად იცი. მიყვარს მისი მანკიერი თვისებებითა და ეგოიზმით. კი, ის შეპყრობილია ამ სენით, თუმცა თავად ამის გააზრება უჭირს. მასში რაღაც ძალა იღვიძებს და ვერ ემორჩილება. ელიზაბეტ, გესმის? ის უბრალოდ ვერ ემორჩილება საკუთარ სულს.
-ანუ მას სულში ეშმაკი ჩაუსახლდა, რუთ? - ფრანკს უკვე ზიზღით მოვიხსენიებდი.
-შესაძლოა ასეც ითქვას - დანანებით თქვა მან - ფრანკი არ არის ცუდი ადამიანი.
-მაგრამ ის მოძალადეა. ფრანკი მოძალადეა - კიდევ ერთხელ გავიმეორე. ცერა და შუა თითი თმებში შევისრიალე და გადავიხარხარე - როგორი ფარისეველია, ღმერთო ჩემო. მე ხომ ისედაც მისი გავხდებოდი რამდენიმე დღეში. და ეს გამოძიება სრული თამაში და დაცინვა იყო. მოიცადე! - გონებაში ერთი აზრი ელვასავით შემოვარდა - შენზეც იძალადა?
-არა - თითქოს წუხდა ამაზე - მას მე არ ვაინტერესებ.
-მაშ, ლილიანს? - კიდევ უფრო განწირულმა ვიკითხე.
-მე არ ვიცი - დაიბნა რუთი და ატირდა. ამით პასუხი ცნობილი იყო.
-ლილიანი ფრანკმა მოკლა? - ვიკითხე და წამოვიყვირე. შიშისგან კარებს ავეტუზე.
-მან თავი მოიკლა - ძლივს ამოღერღა რუთმა და ტირილს უმატა - როდესაც ფრანკმა პირველად იხმარა ძალა ლილიანზე, მან აპატია. აპატია და მეტიც, სიყვარულიც კი არ განელებია მის მიმართ. შემდეგ კი ფრანკმა უფრო ხშირად დაიწყო მასზე სექსუალური ძალადობა. ლილიანი ნელ-ნელა გააგიჟა ამ ფაქტმა. მას უკვე ეშინოდა ყოველი ღამის დადგომის. მან თავი მოიკლა. ფანჯრიდან გადმოხტა და წერილი დატოვა.
„ფრანკ, მე გტოვებ შენ და ვტოვებ ჩემს სიყვარულს დედამიწაზე. მე მივდივარ ამ სასახლიდან და თუკი ოდესმე მაინც გყვარებივარ, გთხოვ დამკრძალე ჩვენი ბაღის დიდი ალვის ხის ქვეშ. ის ალვის ხეც ისეთი გამოუსადეგარია, როგორც მე აღმოვჩნდი ამ სამყაროსთვის. მე ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს. სულს მიწვავს შენი ეს დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ვფიქრობ, შენ ექიმი გჭირდება და ძალიან გამეხარდება, თუკი იფიქრებ ამაზე. შენთან გატარებულ დღეებს ცუდად არ წავიღებ მეორე სამყაროში, ღამეები კი ნამდვილი კოშმარი იყო. ყველაზე ცუდი კოშმარი, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს. მე ორ სრულიად განსხვავებულ მამაკაცთან მიწევს ცხოვრება და ეს ჩემთვის აუტანელია. შენ მე მომაყენე არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი ტკივილი. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიმძიმს, მაგრამ მხოლოდ ეს თუ იხსნის ჩემს სულს შენი კლანჭებიდან. ძალიან მიჭირს გამოვემშვიდობო სიცოცხლეს, ძალიან მიჭირს გავიაზრო, რომ ხვალ დილით ჩემთვის მზე აღარ ამოვა. ხვალ ჩემთვის არ გათენდება, მაგრამ მიხარია, რომ მეტ ღამესაც ვეღარ იხილავს ჩემი სხეული. მე მოვკვდები, შენ კი გააგრძელებ ცხოვრებას. გააგრძელებ ისე, როგორც აქამდე აგრძელებდი. ჩემი სიკვდილით შენთვის რა შეიცვლება? შენ კვლავ დაინახავ მზეს, კვლავ დაინახავ მთვარესა და ვარსკვლავებს. შენთვის ისევ მოვა გაზაფხული. ჩემთვის კი ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც შენს სასახლეში ფეხი დავდგი. მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვცდილობდი მაქსიმალურად შემეცვალე, მაგრამ არ გამომივიდა. დავნებდი. ამდენი ბრძოლის შემდეგ ძალიან დავიღალე. ჩიტივით გავფრინდები და შენ ვეღარ დამიჭერ. მე თავისუფლებას ვიპოვი. ვლოცულობ შენზე და იმ ქვეყნად შენზე დარდი მიმაქვს. ვიმედოვნებ ჩემი სიკვდილი შეცვლის შენს ცხოვრებას და დარჩები იმ პიროვნებად, რომელიც შევიყვარე. ბევრი გლოვა არ მინდა. მაშინვე მიმაბარეთ მიწას, როგორც კი ჩემს სხეულს ნახავთ. არავის გააგებინოთ ჩემი ამბავი. შენი უგრძნობი გული კი ოდნავ შეაღვიძე. თავი ლოგინზე დაიბი და ისე დაიძინე. ყველაფერი გააკეთე, რომ სხვა ქალიშვილებს ცხოვრება ჩემსავით არ დაუნგრიო. ხელი მიკანკალებს და მეშინია ჩემი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში ხელი არ შემეშალოს. არ მინდა დავფიქრდე რა იქნება ხვალ. როგორ გაიღვიძებენ ყვავილები უჩემოდ და როგორ გათბება ჰაერი მზის სხივებით. ფრანკ, ძალიან მიმძიმს შენი დატოვება. მინდა იცოდე, რომ მე შენთან ბედნიერი დღეებიც გავატარე. ფრანკ, მიყვარხარ.
პ.ს. აქვე მინდა საიდუმლო გაგიმხილო. ის საიდუმლო, რომელიც ჯერ ვერავის გავანდე. დღეს კი ანგელოზებს მოვუყვები. ჩემს მუცელში ბავშვი იზრდება. ბავშვი, რომელიც სიყვარულის დროს არ ჩასახულა. მე მას შვილსაც ვერ ვუწოდებ. მისი ცხოვრებისთვის სჯობს ჩემთან ერთად წამოვიდეს ზეცისკენ, ვიდრე ხედავდეს როგორი მამა ეყოლება მას. შვილო, მაპატიე, მაგრამ ვერ შეგიყვარე.“
-შენ რატომ არ მიდიხარ, რუთ. როგორ შეგიძლია ასეთ მამაკაცთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?
-მე მიყვარს ფრანკი. ეს მერამდენედ უნდა გაგიმეორო - ფეხზე წამოენთო რუთი და ჩემ წინ აღმართული ხელი გააჩერა.
-უნდა გამარტყა? მაშინ გაგიგებ, შენ, შენსავით მოძალადე გიყვარს. ფრანკი საშინელი პიროვნებაა. საშინელი ადამიანი.
-ბრაზი გალაპარაკებს, ელიზაბეტ. თუკი შენ მამაკაცი ნამდვილად გიყვარს, კი არ გაიქცევი და თავს უშველი, არამედ მას დაეხმარები. თუმცა შენ არ იცი რა არის სიყვარული. შენთვის უცნობია ეს გრნობა. შესაძლოა გიყვარდა შენი პირველი ქმარი ან ჯო, მაგრამ ფრანკი ნამდვილად არ გიყვარს.
-შენ მიიღე ამ მანკიერი თვისებით?
-დიახ, მივიღე და თუკი ოდესმე საშუალება მომეცემა აუცილებლად შევძლებ მის შეცვლას. ის ხომ ამ ყველაფერს გაუცნობიერებლად აკეთებს. ის ხომ ტყვეა საკუთარი გონებისა - რუთმა თვალზე მომდგარი ცრემლი ხელით მოიწმინდა.
-მაოცებ - სიბრაზე სიბრალულმა ჩაანაცვლა - ფრანკმა საწოლზე მიმაბა, რუთ, ჩემზე ძალა იხმარა. შემდეგ კი საშველად მასთან გაქცეულს ისე მომეპყრო, როგორც უცოდველი კრავი. ჩემს თვალში საკუთარი პიროვნება აამაღლა და ასე დამითანხმა ცოლობაზე.
-შენ ჩემ ჯიბრზე გაყევი ცოლად ფრანკს. მე ეს ძალიან კარგად ვიცი და ვიაზრებ ამ ყოველივეს. შენ ქალური შურით, ქალურად შურისძიება გადაწყვიტე ჩემზე. შენ იმ სიყვარულის შეგშურდა, რომელიც მე გამაჩნია ფრანკის წინაშე. შენთვის ეს გრძნობა სრულიად უცხოა, ამიტომ მოგინდა მისი გამოცდა. პირველივე დაბრკოლებაზე კი ფრანკისგან გაქცევას ამჯობინებ.
-არსადაც არ წავალ! ის ჩემი საქმროა და ჩვენ აუცილებლად ვიქორწინებთ - კვლავ ჯიბრით დავუდექი რუთს - შენ გეცოდინება სად არის შენი ადგილი და ამ დიალოგსაც აუცილებლად დაივიწყებ! - მბრძანებლური ტონით ვუთხარი მას - შენ აღარ იმუშავებ ამ სახლში. აღარ მინდა შენი სახის დანახვა!
-მაშ, მაგდებ? - ჩაიცინა - ორი წუთის წინ გარბოდი ფრანკისგან, ახლა კი დარჩენა გინდა? და რატომ გადაწყვიტე ასე მოულოდნელად ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? იქნებ იმიტომ, რომ კვლავ მეჯიბრები. მე არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება შენს სიმაღლეზე წარმომეჩინა თავი, თუმცა შენ ყოველ სიტყვაში მახვედრებ, რომ ჩემ დონეზე კი არა, კიდევ უფრო ქვემოთ ხარ. შენ მე მეჯიბრები და თუკი ასეა, მაშინ შეიყვარე ფრანკი ისეთი როგორიც არის და მოგიყვები კიდევ ერთ ამბავს.
-რა ჯანდაბაა? - სახეზე ფერები ერთმანეთის მონაცვლეობით გადამდიოდა. უმეტესად კი ვიყავი თეთრი, პირველი თოვლივით თეთრი და ცივი.
-ფრანკის ცხოვრება კიდევ ერთ ტრაგედიას ინახავს. ამის შესახებ კი მხოლოდ მე და არტურმა ვიცით. სწორედ ამ მიზეზით არის ის აქ და სწორედ ამიტომ მოვუხმე მას ჩვენთან. ვიცოდი მარტო მომიწევდა ყველაფრის გადატანა, ამიტომ დასახმარებლად ის შევიხიდე. თუკი გონებას დაძაბავ, მიხვდები, რომ ყველაფერი შენთვის გავაკეთე. შენ სასიკეთოდ, თუმცა მთავარი მიზანი არა შენი, არამედ ფრანკის კარგად ყოფნა იყო.
-რა ამბავია? - მოთმინების ფიალა მევსებოდა, თანაც ტანში უცნაურ შეგრძნებას ვგრძნობდი.
-ეს ფრანკის დას შეეხება.
-მერიემი - სიტყვა შევაწყვეტინე რუთს და ფანჯარაში დანანებით გავიხედე - მან თავი მოიკლა.
-ყოჩაღ. რაღაცები შენც გცოდნია. კი, მერიემმა თავი მოიკლა. უამრავი წამალი დალია და საკუთარი ქმრის ხელში დალია სული. დაახლოებით ათი-თორმეტი წლის იქნებოდა, როდესაც მერიემმა დედას შესჩივლა, დედა, ფრანკი უცნაურ თამაშებს მეთამაშება-ო. დედამისს გაეცინა, რადგან რამდენჯერმე დაინახა, როგორ აძალებდა ფრანკი ხანჯლებით თამაშს. მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ეს უცნაური თამაშები სწორედ ბიჭური ონავრობის შედეგი იყო. ფრანკი კი ოთახში მარტოდ დაგულებულ მერიემს პირზე ხელს ააფარებდა, ფეხებს აშლევინებდა და მის სასქესო ორგანოს უყურებდა. ერთ დღესაც მხოლოდ ყურებით ვერ დაკმაყოფილდა და კოცნის სურვილით შეპყრობილი, მერიემს კოცნა დაუწყო. დროთა განმავლობაში რადგან დედამ ეს თამაში უცნაურად არ ჩათვალა, მერიემსაც მოეწონა. უკვე მანაც დაიწყო ფრანკის სასქესო ორგანოთი დაინტერესება და და-ძმა ერთმანეთს ტუჩებსაც უკოცნიდნენ. დაძინებისას მერიემი ოცნებობდა გათენებაზე, რადგან ფრანკთან ერთად დრო გაეტარებინა. როდესაც და-ძმა წამოიზარდა და თოთხმეტ-თხუთმეტი წლის გახდნენ ერთ საძინებელში გადაიყვანეს. ფრანკი ყურადღებას მიაქცევს თავის დასო, ფიქრობდნენ მშობლები, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარად წარიმართა. ღამით მარტო დარჩენილმა და-ძმამ ერთმანეთის ფერებას მოუმატეს. ფრანკი მკერდზე კოცნიდა მერიემს და ფერებ-ფერებაში ეცემოდნენ ძილს. ერთ დღესაც, როდესაც ეს თამაში მათ დიდ საიდუმლოდ გადაიქცა, გადაწყვიტეს კიდევ უფრო ღრმად შეეტოპათ და ისინი სექსით დაკავდნენ. დიახ - საუბარი შეწყვიტა რუთმა და ჩემს გაოგნებულ სახეს შეხედა - რთულია ამის მოსმენა, ვიცი. გავაგრძელო? - თავი დავუქნიე და კიდევ უფრო დავპატარავდი სავარძელში - რამდენიმე თვის შემდეგ, ისინი ერთმანეთის გარდა სხვა ვერაფერზე ახდენდნენ კონცეტრაციას, ღამის მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ, რომ ერთმანეთის სხეულებით დამტკბარიყვნენ. ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც დედამ არ შეუწრო საძინებელში სრულიად შიშვლებს. დედამ ორივე შვილი დატუქსა და ცალ-ცალკე საძინებლებში ჩაკეტა. დაძინებისას ორივეს კარს კეტავდა და გასაღებებს საგულდაგულოდ ინახავდა. ფრანკი და მერიემი დაღონდნენ და გამოსავლის ძებდა დაიწყეს. ამჯერად მათ ტყეს შეაფარეს თავი და ერთმანეთის სხეულებს მაინც ვერ შორდებოდნენ. ფრანკის ოჯახი ყოველ აგვისტოს ჩვიდმეტ რიცხვში საყოველთაო ზეიმს მართავდა და მთელს ეზოში სუფრას შლიდნენ. ზუსტად ჩვიდმეტი აგვისტო იყო, როდესაც მერიემი შეუძლოდ გახდა. სასწრაფოდ ექიმი მოიძიეს სხვა ქალაქში, რომელმაც თქვა, რომ მერიემი ფეხმძიმედ იყო. ამ ამბით შოკში ჩავარდნილმა მშობლებმა გადაწყვიტეს ორივე შვილი დაესაჯათ და რაც მთავარია ერთმანეთისგან დაეშორებინათ. მერიემს სასწრაფოდ მოუძებნეს ქმარი, ხოლო ფრანკი სასწავლებელში გაუშვეს, სადაც მას ძალიან სადისტურად ექცეოდნენ. მას შემდეგ მათ ერთმანეთი არ უნახავთ.
-შვილი? - გაოცებისგან ძლივს წამოვილუღლუღე.
-დაიბადა და ისე გაზარდეს, როგორც მერიემის და მისი მეუღლის შვილი. სხვათაშორის შენს ნიშნობაზეც ჰყავდა მამამისს მოყვანილი.
-ფრანკმა იცის ეს ამბავი? - გაოგნებისგან ყბა ჩამომვარდნოდა და თვალწინ ის პატარა გოგო წარმომიდგა, რომელიც ნიშნობაზე ჩემ გვერდით იჯდა.
-არა, მან არაფერი იცის ამის შესახებ.
-და თავი რატომ მოიკლა?
-მერიემს ერთი წუთითაც არ ყვარებია თავისი ქმარი. როგორც ამბობდნენ მას საწოლშიც კი არ უწვებოდა. ის თავიდან ბოლომდე მის ძმაზე იყო შეყვარებული და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დედმამიშვილური სიყვარულით. მერიემს ის უყვარდა როგორც მამაკაცი. როდესაც ფრანკის ცხოვრებაში ლილიანი გამოჩნდა, მან ეს ვერ აიტანა. ყველანაირად ეცადა ჩარეულიყო ამ ურთიერთობაში, თუმცა არ გამოუვიდა. მან ძალიან ბევრი სცადა, თუმცა ამაოდ. იმ პერიოდში კი, როდესაც გაიგო, რომ მისმა საყვარელმა მამაკაცმა ლილიანის ცოლად შერთვა გადაწყვიტა, ვერ აიტანა და სცადა. პირველ ჯერზე მოახერხეს მისი გადარჩენა. ხიდიდან მდინარეში გადახტა, თუმცა იქვე მწყემსი ბიჭი თევზაობდა და საბრალო მერიემი სიკვდილისგან იხსნა. ლილიანის გარდაცვალების შემდეგ კი, როდესაც მის ყურამდე მივიდა როგორ ექცეოდა ფრანკი მისთვის საყვარელ ქალს, მეორედ მიიღო სიკვდილის გადაწყვეტილება და ლილიანს ზეცაში შეუერთდა. აბა რას იტყვი - თვალებში ჩამხედა რუთმა და ოდნავ გაიღიმა - კიდევ გინდა ფრანკთან დარჩენა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?
-მას არაფერი დაუშავებია მერიემისთვის. ის ხომ ბავშვი იყო, მან უბრალოდ არ იცოდა - გულუბრწყვილოდ წამოვიძახე და ლოყაზე დაგორებულ ცრემლებს ხელი შევაშველე.
-ხედავ, ჩემო ელიზაბეტ? მაშინვე ფრანკის გამართლება დაიწყე. როდესაც ადამიანი გიყვარს ყველაფერს უძებნი გამოსავალს. თუკი მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, ეგუები იმ რეალობას რაც არის და მეტიც, სხვებსაც უბრძანებ შენი თვალებით იყურონ. შენ ახლა ამართლებ ფრანკს, მაგრამ ვერ ამართლებ ლილიანისა და შენ მიმართ ძალადობაში, რადგან ეს უშუალოდ შენ შეგეხო, შენს ტყავზე გადაიარა. როდესაც გიყვარს მხოლოდ პატიობ კი არა, მასზე ზრუნვასაც იწყებ.
-რუთ, რადგან ძალიან გულახდილად წარიმართა ჩვენი საუბარი, მინდა ერთი კითხვაც დაგისვა, რომელიც ტვინში ჩაქუჩს მიკაკუნებს და მოსვენებას არ მაძლევს. ძალიან მიჭირს ამ კითხვის დასმაც და პასუხის მოსმენაც.
-გისმენ, ელიზაბეტ. მე იმედი მაქვს შენ წახვალ ამ სახლიდან და ჩვენი საუბარიც სამუდამოდ ჩვენ ორს შორის დარჩება, ამიტომ შემიძლია თამამად გიპასუხო.
-ჯოს სიკვდილში ფრანკის ხელი ურევია? - რუთი სახეზე წამოწითლდა, თვალები იატაკს მიაპყრო და ხელები სავარძლის სახელურებს ძლიერად მოუჭირა - ეს სიმართლეა?
-არა - მოგუდულად თქვა მან - ფრანკი მკვლელი არ არის. მიუხედავად მისი სექსუალურად გაუწონასწორებელი ხასიათისა, ის ადამიანის სიცოცხლეს არ შეეხება. ნუ გამოვიყვანთ ფრანკს ურჩხულს, ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი სექსუალური სურვილების კონტროლი. შემიძლია დავიფიცო, რომ ჯო ფრანკს არ მოუკლავს.
-რაღაც მაინც ჰქონია ღირსეული - ირონიით ჩავილაპარაკე და ვერ გამეგო ვბრაზობდი ფრანკზე თუ მეცოდებოდა - მისი ხელით არა, თუმცა მის გამო დაიხოცნენ. ფრანკის კისერზე ორი ადამიანის სიცოცხლეა და იქნებ მესამეც უნდა ყოფილიყო, თუმცა მე ყველაფრის გაგება მოვასწარი. მე სიმართლე გავიგე.
-ხომ წახვალ, ელიზაბეტ? - ბავშვურად, გულუპრყვილოდ მკითხა რუთმა, ჩემკენ გადმოიხარა და მუხლზე ხელი დამადო - ჩემ გარდა ფრანკს ვერავინ შეიყვარებს. გთხოვ, მომეცი საშუალება მიყვარდეს ის.
-ძალიან არეული ვარ, რუთ. იმდენად არეული, რომ საღ აზრს მცდარისგან ვერ ვარჩევ. დაფიქრება და შეკრებილი ამბების გაანალიზება მჭირდება. შესაძლოა ვაპატიო ფრანკს.
-ნუთუ შენც გიყვარს - გაკვირვებულმა რაღაც აღმოაჩინა. რაღაც იდუმალი, რომელიც აქამდე მისთვის დაფარული იყო.
-კი, რუთ, მე მიყვარს ფრანკი.
-რატომ?
-ყოველ მიზეზგარეშედ მიყვარს და არ ვიცი ვაპირებ თუ არა ამ გრძნობის შეცვლას. მაპატიე, რუთ, მაგრამ მე ფრანკი ნამდვილად შემიყვარდა და ნუ იქნება ეს შენთვის ასეთი უცხო.
-შენი ქმარი გიყვარდა?
-ის ჩემთვის პირველი სიყვარული იყო. მან მასწავლა სიყვარულის რაობა. მასთან განვიცადე პირველი კოცნის სიამოვნება, პირველი ჩახუტება, პირველი პეპლები მუცელში.
-და ჯო?
-ჯომ კი ბედნიერება მაჩუქა. მან ჩემში ის მივიწყებული პეპლები ამიფრიალა, რომლებიც ჰენრის სიკვდილმა მიაძინა.
-სიკვდილით ხომ სიყვარული არ ნელდება, ელიზაბეტ?
-არა, მაგრამ თუკი მამაკაცს ნამდვილად უყვარდი, ის აუცილებლად გამოგიგავნის ახალ სიყვარულს.
-მაშ, შენს მამაკაცებს რაღაც შეეშალათ, რადგან ფრანკი ის არ არის, ვინც უნდა გიყვარდეს.
-ამას თავად გადავწყვეტ, რუთ - სავარძლიდან წამოვდექი, ჯიბედან გასაღები ამოვიღე. თეთრი კარის საკეტში შევაძვრინე და მარჯვნივ ორჯერ ნელა გადავატრიალე - ხვალამდე, რუთ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

დიდი ხანია არ შემოვსულვარ, ორი თავი ერთად წავიკითხე. სრული შოკი მივიღე. ფრანკი თავიდანვე არ მომწონდა დიდად მაგრამ ასეთი არაკაციც არ მეგონა. აი ელისაბეტზე რა ვთქვა, ეს გოგო არანაირ თამაგრძნობას არ იწვევს ჩემში. პატივმოყვარეა, რომელმაც უფრო რუთის ჯიბრით “შეიყვარა” ფრანკი. მისი გადაწყეტილებები გულს მირევს. პატარაა მაგრამ გაქექილი:: დდდ. ეს ასოციაციები მიჩნდება. ჯო კი, მეცოდება ყველაზე მეტად, რადგან ამ გოგოს შეეწირა.

ამას ჰქვია გააზრებულად ყულფში თავის გაყოფა. კიდევ რამდენი უნდა დააშავოს ფრანკმა, რომ ელისაბედი უკანმოუხედავად გარბოდეს ამ სასახლედან.

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
დიდი ხანია არ შემოვსულვარ, ორი თავი ერთად წავიკითხე. სრული შოკი მივიღე. ფრანკი თავიდანვე არ მომწონდა დიდად მაგრამ ასეთი არაკაციც არ მეგონა. აი ელისაბეტზე რა ვთქვა, ეს გოგო არანაირ თამაგრძნობას არ იწვევს ჩემში. პატივმოყვარეა, რომელმაც უფრო რუთის ჯიბრით “შეიყვარა” ფრანკი. მისი გადაწყეტილებები გულს მირევს. პატარაა მაგრამ გაქექილი:: დდდ. ეს ასოციაციები მიჩნდება. ჯო კი, მეცოდება ყველაზე მეტად, რადგან ამ გოგოს შეეწირა.

ამას ჰქვია გააზრებულად ყულფში თავის გაყოფა. კიდევ რამდენი უნდა დააშავოს ფრანკმა, რომ ელისაბედი უკანმოუხედავად გარბოდეს ამ სასახლედან.

ძალიან ვცდილობ მალე მოვახერხო დაწერა
სულ 2 თავი დარჩა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ელიზაბეტი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent