ჯადოქარი/the witch (თავი1) 18+
ყველაზე მეტად რისიც მეშინინოდა, ეს იყო იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც მიყვარდა, ოჯახის წევრი იქნებოდა ის თუ უბრალოდ მეგობარი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც უხილავი ძალა ავისმომასწავლებლად ტრიალებდა ჩემს ირგვლივ, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ყველაფერს ვიფიქრებდი, გარდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანების სიკვდილისა... მშობელი, ყველაზე ტკბილია რაც ამ ქვეყნად ადამიანს გააჩნია, როცა რომელიმე მშობელს კარგავ, ეს ჰგავს გულის ამოცლას, სულის დანაკუწებას, თითქოს გატყდი, ისე რომ ვერავინ შეძლებს შენი დამსხვრეული ნაწილების შეერთებას, ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ჩემს მე-18 დაბადების დღეზე, ჩემი სული სრულმა მარტოობამ და სიბნელემ მოიცვა, ზუსტად დღეს შესრულდა ერთი წელი მშობლების გარდაცვალებიდან, ახლა მათ საფლავთან ვზივარ და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა, მათ მომღიმარ სახეებს ვაკვირდები და ვცდილობ სამუდამოდ ჩავიბეჭდო ტვინში, ბოლოს სწორედ ღიმილიანი და გაბადრული სახით ვნახე ისინი, იმ დაწყევლილ დღეს არავინ მოელოდა, რომ ცა თავზე ჩამომექცეოდა და ჩემი გული ნაფლეთებად იქცეოდა... ვიჯექი წვიმაში და ვტიროდი, თითქოს ცაც ჩემთან ერთად ატირდა და თავის ცრემლებს ღაპა-ღუპით მაფრქვევდა აწითლებულ ღაწვებზე. *** სახლში დაღლილი მივედი, ჭამის თავიც არ მქონდა და ეგრევე აბაზანისკენ გავეშურე, სარკეში ჩემს ანარეკლს დავაკვირდი, მწვანე თვალები დასიებული, ხოლო წითური თმა აბურდული და სველი იყო, ყოველ დღე ვათვალიერებდი ჩემს სახეს სარკეში, რადგან ის ჩემს მშობლებს მაგონებდა, ღვინისფერი სავსე ტუჩები, აპრეხილი ცხვირი და ყავისფერი სწორი წარბები, რომლებიც მამას მახსენებდნენ, წითური თმა და მწვანე თვალები კი დედას საჩუქარი იყო❤ მიმზიდველი სხეული თითქოს სრულყოფილს მხდიდა, მაგრამ ვინ იცოდა ამ სხეულის შიგნით როგორი გატეხილი სული ცხოვრობდა, ბანაობას მოვრჩი თუ არა ეგრევე დავეუფლე ჩემს საწოლს და უამრავი ფიქრით გადაღლილი, როგორც იქნა სიზმრების სამყაროში გადავეშვი.... *ერთი წლით უკან* -არ გინდა, გთხოვ_ დაჩოქილი მის წინ მდგომ სილუეტს ემუდარებოდა, მაღალი, უხეში ნაკვთების პიროვნება კი წარბშეუხრელად იდგა და ირონიით სავსე ღიმილით აპობდა ბაგეებს, სახეზე ოდნავი სინანულიც კი არ დასთამაშებდა ისე ეჭირა ქალის სუსტი ყელი თავის გაფითრებულ მტევანში და ზემოდან დაჰყურებდა დამცინავი სახით. -მითხარი სად არის! -არასოდეს! შენ მას ვერასდროს იპოვი, თუ გინდა ახლავე მომკალი, მაგრამ მის ადგილსამყოფელს ვერასდროს გაიგებ! ვერასდროს!_ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალი და ყელში მოჭერილი თითების გამო თითქოს,დროდადრო ხმა ეკარგებოდა -მოდი, მაშინ ნიკას ვკითხოთ_ ახლა უკვე მეორე სხეულისკენ შებრუნდა და მომლოდინე თვალებით გახედა მამაკაცს -შენი დედაც! გგონია ჩვენს შვილს საკუთარი ხელით მოგცემთ სასიკვდილოდ? იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე გგონია, მეც და კეტრინსაც სიკვდილი გვირჩევნია, ვიდრე ერთადერთი შვილის გაწირვა და შენ კლანჭებში ჩაგდება! -ჰმ.. რა გაეწყობა, თავად მოითხოვე_სილუეტმა კაცს ზურგი აქცია და უცებ ძვლების გადამტვრევის ხმა მთელს ოთახში გაიფანტა, ამას მოყვა სულისშემძვრელი კივილი და გგვინვა, ქალმა ტკივილნარევი ხმით ამოიკივლა და თავის ერთადერთ სიყვარულს ბოლოჯერ შეხედა -იცი რა? მე თვითონ ვიპოვი, მხოლოდ იმის შემდეგ, როცა თქვენი სიკვდილის ყურებით დავტკბები_ხელი ძლიერად მოუჭირა და რამოდენიმე წამში უსულო სხეული მთელი სიმძიმით დაენარცხა იატაკზე. -არაფერი გითხრეს? -არა! ამის დედაც! -არსად არ ჩანს, თითქოს დამცავი შელოცვა ადევს... -ვიპოვი, ადრე თუ გვიან ვიპოვი პატარა ალქაჯს_ეს უკანასკნელი სიტყვები ზიზღით წარმოთქვა და იქაურობას გაეცალა თანმხლებთან ერთად. *მთხრობელი* ლილიტი დილის 8 საათზე უკვე ამდგარიყო და კარადაში გულდასმით ათვალიერებდა ტანსაცმელს, არჩევანი ღია ფერის ჯინსის მოშვებულ შარვალსა და AC/DC-ის შავ ტოპზე შეაჩერა, ფეხზე თეთრი ბოტასი ამოიცვა და შავი ქამარი წვრილ წელზე გაიკეთა, მორიგი მოსაწყენი დღისთვის უკვე მზად იყო, კარგა ხნის გაციებული ჩაი და კრუასანი ჭამა თუ არა ეგრევე კოლეჯისკენ გაეშურა, სადაც მის მიმართ სიბრალულით სავსე სახეების ატანა მოუწევდა. ხალხო, აბა რას იტყვით, ღირს გაგრძელება თუ ახლავე ავიკრა გუდა-ნაბადი და დაგემშვიდობოთ????????????? თქვენი აზრი მნიშვნელოვანია და თქვენი კომემტარების მიხედვით გადავწყვეტ ღირს თუ არა გაგრძელება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.