შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო ღმერთო!


8-09-2020, 00:08
ავტორი mariam.sharashenidze
ნანახია 764

ძვირფასო ღმერთო!
წერილს პირველად გწერ.ხშირად გვისაუბრია,მაგრამ წერილობით არასდროს.საუბარის წერა იმიტომ ვამჯობინე,რომ შენ აღარ არსებობ.

მინდა შეგახსენო ჩემი ამბები, ვინ ვარ და როგორი ვარ.

ვფიქრობ,რომ გამორჩეული გოგო ვარ.ხშირად მეუბნებიან,რომ მოსწონთ ჩემი ღიმილი,თვალები,თმის ფერი,აზროვნების სტილი.მეუბნებიან,რომ ვარ ძლიერი და მებრძოლი.თუმცა ყველა შეფასება რომ სუბიექტური და შეფარდებითია, მაგაზეც შევთანხმდეთ...

ჰო,აი ასეთი ვარ.იდეალური და მისაბაძი დედების და მამების თაობისთვის.
მომწონს საკუთარი თავი ზუსტად ისეთი,როგორიც ვარ და შენ არ გთხოვ შეცვლას.ადამიანები ისედაც ვიცვლები მძიმე დღეების გავლენით...

მაგრამ...

შენ ხომ იცი,სინამდვილეში ძალიან ემოციური, ადამიანებზე დამოკიდებული ვარ.. არ შემიძლია ადამიანების გარეშე..
არ შემიძლია საყვარელი ადამიანების გარეშე.თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ არ ვარ პრეტენზიული.. არაფერს ვითხოვ ყურადღების და სიყვარულის გარდა...

გახსოვს რა მაქვს კიდევ ერთი დიდი ნაკლი? შეგახსენებ.
არ შემიძლია ადამიანების მიტოვება..
არასდროს, არანაირი მიზეზით..
ამიტომაც ყოველთვის თვითონ მტოვებენ..

შურიანი გავხდი ამ ბოლო დროს.. ცუდად ნუ გამიგებ,მაგრამ შენი ბრალია.! ადამიანს ჯერ ჩუქნი,შემდეგ კი ართმევ.მიხვდები რასაც ვგულისხმობ. ????
დამსხვრეული ადამიანი ვარ..ნამსხვრევებს ვაგროვებ და ვცდილობ ავიწყო თავი.შენ მოდიხარ და აწყობილ ნამსხვრევებს ხელახლა ურევ.საერთოდ არ მეხმარები!
ალბათ სიკვდილის შემდეგ შენთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ მოვინდომებ,რომ გითხრა: ღმერთო მე შენი აღარ მეშინია!

პატიებაც შემიძლია.ესეც ხომ იცი?
არ შემიძლია შენს გარეშე.. მჭირდება მუდმივად ვგრძნობდე შენს ყოფნას ჩემს ცხოვრებაში.. არ შემიძლია ამ გზის, და არცერთი გზის უშენოდ გაგრძელება..

გთხოვ დამიბრუნდი.

პ.ს - ამ ერთხელ მაპატიე ეგოისტური წერილი.შენ ხომ ისიც იცი,რომ მე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent