შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დონ კიხოტის გამზირზე დონ კიხოტი აღარ ცხოვრობს


19-10-2021, 12:26
ავტორი ილიდვკის
ნანახია 881

გათენდა... გათენდა და სანჩო მის მეზობელ დონ კიხოტს ეძებს, რათა გაიგოს: დონ კიხოტსაც წამოუღოს მაწონი მემაწვნე მანანასგან თუ არა ... ისეთი დღეა, რომ მზე წითლად ანათებს და დონ კიხოტის გამზირის ბოლოს, რომ უმოქმედო ქარის წისქვილი დგას, უბრალოდ დგას, ვერ ტრიალებს... სანჩო, დონ კიხოტის ბინაში შედის და რას ხედავს: ყოველი კარადა დაცარიელებულია, ისეთი წიგნები, რომელიც ბატონ კიხოტს არ მოსწონდა იატაკზე ყრია... მაშინ, რატომ ჰქონდაო იკითხავს ვინმე, იმიტომ რომ ყოველი წიგნი ნაჩუქარი იყო და გადაყრაც არ უნდოდა ზემოთ ხსენებულ კიხოტს... სანჩო დაფეთებული დარბოდა ოთახიდან ოთახში... შემდეგ, როცა დაიღალა იმ წიგნების დათვალიერება დაიწყო, რომელიც დონ კიხოტმა სახლში დატოვა... პირველი წიგნი, რომელიც სანჩოს თვალში მოხვდა, იყო ერიხ მარია რემარკის წიგნი ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია“... ეს წიგნი იმიტომ მოხვდა სანჩოს თვალში, რომ დონ კიხოტს ნათქვამი ჰქონდა მომეწონაო... განაწყენებული სანჩო ადგა, ბინა დატოვა და გრილი სადარბაზოდან წითელ მზეს ახედა... და დაფიქრდა: კი მაგრამ რა არის დონ კიხოტის გამზირი თავად დონ კიხოტ ლამანჩელის გარეშე?.. და გადაწყვიტა მისი ყოფილი ბატონი თავის კუთვნილ ადგილას დაებრუნებინა... მაგრამ სანჩო მიხვდა, რომ მარტო დონ კიხოტს ვერ იპოვიდა, ამიტომ მეძებართა ქუჩისაკენ აიღო გეზი, თავისივე ნაცრისფრად გადაღებილი ფორდით... ამ დროს კი დონ კიხოტი ერთ მიყრუებულ ადგილას იყო იისფერი ხეების გარემოცვაში და შესცქეროდა ცაზე ერთად მოტივტივე მთვარესა და მზეს... ( ეს ხომ ავტორის შექმნილი სამყაროა, ამიტომაც, მზისა და მთვარის ერთად ყოფნა ცაზე მხოლოდ და მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო, ან შეიძლება სადმე გაიგონა)... ხელში თავის დაშნა ეჭირა და ფიქრობდა უსასრულობაზე (ალბათ) ამავდროულად, ვისკს შეექცეოდა (რომელიც თავისივე სამზარულოს კარადიდან წამოიღო) ... რაც შეეხება სანჩოს, როგორც ყოველთვის, ნელა მიდიოდა თავის ფორდით თან ტელეფონში ნომრებს ეძებდა... (ამოწმებდა ყველას, ვისთანაც შეიძლება წასულიყო მისტერ ლამანჩელი)... სანჩომ ნაცნობი სახელი ძლივს ამოიკითხა, ნომერი ხმამაღლა გაიმეორა: 076-089... (და ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებთ) ... და ვის ურეკავს: ვის და როსინანტს... ბატონი კიხოტის ცხენს ... ისინი ყოველ ოთხშაბთს, ოთხ საათზე მიდიოდნენ ბარში სასმელს შეექცეოდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ ან შეექცეოდნენ სასმელს და სპორტზე საუბრობდნენ... (კონკრეტულად რომელ სპორტზე, რავი რასაც დაწერს ავტორი იმაზე...) ... ზარი გავიდა ... და ნაბახუსევი ხმით პასუხობს როსინანტი... (ძნელი წარმოსადგენია?.. გააჩნია ვინ ხარ)... სანჩომ უთხრა, რაც ხდებოდა ... შემდეგ კი ჰკითხა: გუშინ ღამით ერთად ხომ არ იყვნენ... როსინანტმა იხსენა, იხსენა, იხსენა, იხსენა და სანჩომ ხვრინვის მაგვარი ხმა გაიგონა... სანჩო მიხვდა, რომ დროის კარგვის მეტი არაფერი არ იყო, არა იყო, სხვა რამესაც კარგავდა, რას? რას და ფულს ტელეფონის ანგარიშიდან... (ნუ, მოკლედ) გათიშა და თავის პირვანდელ გეგმას დაუბრუნდა... (როგორც სწრაფად- მავალი მანქანის მძღოლი იტყოდა: ,,მიღოღავდა“ მეძებართა ქუჩისაკენ...

ძლივს მივიდა, მივიდა და გადატვირთული გზები დახვდა... კონკრეტულად ვისთან უნდა მისულიყო არ იცოდა, ან იცოდა მაგრამ მისამართი არ ახსოვდა... სანჩომ მაშინვე მოძებნა ადგილი, სადაც მანქანას გააჩერებდა, გააჩერა... გადმოვიდა და საბარგულის კარი გააღო, რატომ? ბლოკნოტის ასაღებად, რა უნდა ბლოკნოტს საბარგულში? აბა მე საიდან, ავტორმა უნდა იცოდეს, ან უბრალოდ ასე მოუნდა, რომ დაეწერა. სანჩომ ბლოკნოტი აიღო და გადაფურცვლა დაიწყო... ზუსტად მერვე გვერდზე აღმოაჩინა წარწერა: ,,შერლოკი პირველ თოთხმეტიანებში, მეორე სართულზე“ ... სანჩომ დაიწყო თოთხმეტსართულიანი კორპუსის ძიება... ეძია, ეძია და იპოვა... მგონი ამ კორპუსზე მაღალი არცერთი სხვა არ იყო... სანჩო სადარბაზოში შევიდა და მაშინვე მოესმა ვიოლინოს ,,წრიპინი“ ... ნუ ყოველ შემთხვევაში მისთვის ნამდვილად წრიპინი იყო“... თორემ სინამდვილეში ზემოთ ხსენებული შერლოკი ვიოლინოზე პაგანინის პირველ სონატას უკრავდა... სანჩომ კიბე აიარა და კარზე დააკაკუნა... ვიოლინოს ,,წრიპინი“ არ შეწყვეტილა... ოდნავ გაბრაზებული სანჩო უფრო მძლავრად აკაკუნებს კარებზე, ამჯერად არა სამჯერ არამედ ხუთჯერ... ვიოლინო კვლავ ,,წრიპინებს“ სანჩო კი უკვე გაბრაზებისაგან სულ წითელია... შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, ნორმალური კანის ფერი დაიბრუნა ერთხელ ზრდილობის გამო დააკაკუნა და კარები შეაღო... შეაღო და პირველივე ნაბიჯზე ...
_ რომელი ბრძანდებით? თუ გაზეთის ბიჭი ხარ, გაზეთი მანდვე დატოვე და კარები გაიხურე.
_ უკაცრავად შემოჭრისთვის... თქვენთან საქმე მაქვს... და თუ შეიძლება ?
_ საქმე? ჩაწერილი არ ბრძანდებით დიდი ალბათობით ხომ?
_ დიახ, ჩაწერილი ნამდვილად არ ვარ... თქვენი მისამართი მომასწავლეს და მეც მოვედი...
_ და რით შემძლია დაგეხმაროთ ბატონო... თქვენი სახელი არ გითქვამთ...
_ დიახ, მე სანჩო ვარ...
_ ვინმე მოგიკლეს? ნაცნობი, მშობელი... იქნებ შემოხვიდეთ ოთახიდან ოთახში, რომ არ ვისაუბროთ...
_ კარგით...
_ აბა გისმენთ...
_ საქმე ისაა, რომ არავინ მოუკლავთ... ნუ მე სხვა საქმე მაქვს... აქ იმიტომ ვარ, რომ მოძებნოთ...
_ რას ჰქვია არავინ მომკვდარა?!, ანუ მკვლელობის გამოსაძიებლად არ მოსულხართ აქ? აჰ გასაგებია, თქვენ ალბათ ქუჩის სახელმა დაგაბნიათ... მე დაკარგული ხალხს არ ვეძებ თუ ის მკვლელი არაა... ამ ქუჩაზეც შემთხვევით აღმოვჩნდი... ქალაქის საბჭო ზედმეტად გავაბრაზე და ახლა დეტექტივთა გამზირს სარემონტო სამუშაოებს უტარებენ... მე და თითქმის ყველა დეტექტივი ამ კორპუსში შეგვასახლეს...
_ გასაგებია ბატონო შერლოკ და დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის
_ არა რა ბოდიში, ფული გადამიხადეთ
_ კი მაგრამ რისთვის?
_ საუბრისთვის
_ კარგი და რამდენი?
რამდენი ამას მკითხველს არ გააგებინებთ, რატომ? თუ დაგჭირდათ მიხვალთ და გაიგებთ...
სანჩო სადარბაზოდან გამოვიდა, ამოიხვნეშა და იქვე ბარში შევიდა... წესით ბარში უნდა ეპოვა ვინმე იფად მომუშავე მეძებარი... და სანამ სანჩო მეძებარს ეძებს, რას აკეთებს მისტერ ლამანჩელი?
დონ კიხოტი ამ დროს ისევ იმ მიყრუებულ ადგილასაა იისფერი ხეების გარემოცვაში, ოღონდ ამჟამად კოტეჯშია შესული... უკვე მინიმუმ თორმეტი ჭიქა ვისკის შემდეგ, ხელში დაშნა უჭირავს და კედელს ებრძოლება... როცა ყოველი დრაკონი თუ ლომი განგმირა სავარძელზე ჩამოჯდა და ჩათვლიმა...
სანჩომ კი ამ დროში იპოვა ერთი იაფად მომუშავე თავებზე მონადირე... მართალია მეძებარი არაა მაგრამ, სანჩომ ოთხი ჭიქა ორმაგი ვისკის შემდეგ დაითანხმა წითელთავა ჯონი, რომ მისტერ კიხოტს ცოცხალს და უვნებელს დააბრუნებდა... (რა განსხვავებაა მეძებარსა და თავებზე მონადირეებს შორის? მეძებარმა ის არსება, ვის მოსაძებნადაც დაიქირავეს, აუცილებლად ცოცხალი უნდა მიუყვანოს დამქირავებელს, ხოლო თავებზე მონადირეებს ის პრივილეგია აქვთ, რომ ის ადამიანი, ვის გამოც დაიქირავეს შეუძლიათ რა მდგომარეობაშიც მოეპრიანებათ, ისეთი მოიყვანონ (აქ იგულისხმება ცოცხალი, მკვდარი, დაჭრილი) და კანონი მათ მხარესაა... და შერიფი რიჩარდი ვერ დააპატიმრებს)... ხო რაც შეეხება წითელთავა ჯონის დაქირავების საქმეს, ის ფულს არ ითხოვს, მას სჭირდება მხოლოდ ვისკის თერთმეტი ბოთლი და ის საქმეს შეუდგება... რატომ თერთმეტი? იმიტომ, რომ წითელთავას იღბლიანი რიცხვია (ნუ, ასე ამბობს) რატომაა იღბლიანი რიცხვი? რატომ და როცა წითელთავა ჯონიმ ველურ დასავლეთში ინდიელების ტყვეობაში გაატარა ზუსტად ათი დღე, ოღონდ არა ინდიელების სოფელში, (ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დეტალია)... ათი დღე ნელ-ნელა მიდიოდნენ ექვსი ინდიელი და ერთი ევროპელი ცხელ უდაბნოში... (ბევრი რომ, არ ვისაუბრო) მეთერთმეტე დღეს, როცა შესვენებისას წითელთავამ თოკი როგორღაც გაწყვიტა ერთ ინდიელს დანა წაართვა და შემდეგ ექვსივე მათგანს სკალპები დააძრო... ექვსივე სკალპი თავზე დაიდო, რადგან მზის სხივებისაგან დაეცვა თავი... როცა გემთან მივიდა სახე და თავი სულ სისხლიანი ჰქონდა და გემის კაპიტანმა დაუძახა: ,,წითელთავა შენ მოდიხარ?“ აი, ამ დღის მერე ის საკუთარ თავს წითელთავა ჯონს უწოდებს.
სანჩომ ძლივს გამოიყვანა წითელთავა ბარიდან და კიდევ შეახსენა, რომ ბატონი ლამანჩელი ცოცხალი და უვნებელი უნდა დაებრუნებინა... წითელთავაც დაეთანხმა და ორივემ გეზი დონ კიხოტის გამზირისკენ აიღეს სანჩოს ნაცრისფერი ფორდით. მივიდნენ დონ კიხოტის გამზირზე და სანჩომ სწორედ იქ გააჩერა მანქანა, სადაც ჩვეულებრივ აჩერებდა ხოლმე. გადავიდნენ მანქანიდან, წითელთავამ სანჩოს ნაყიდი ვისკის მესამე ბოთლის ბოლო ყლუპი დალია და ცარიელი ბოთლი ურნისგან 34 სანტიმეტრში დადო, ან დააგდო... შეაღეს რა კარი, ბატონი ლამანჩელის სახლისა და წითელთავამ მაშინვე იკითხა: თუ სად იყო სამზარეულო... სანჩოს გაუკვირდა... მაგრამ გაკვირვების მიუხედავად 0,004 წამში უპასუხა... (ეს ზუსტად არც ავტორმა იცის, ალბათ ასე იმიტომ დაწერა, რომ თქვენ მკითხველი მიმხვდარიყავით როგორ სწრაფად გასცა პასუხი სანჩომ წითელთავას)... ჯონი სამზარეულოში შევიდა, იატაკზე დაწვა და ალოკა, (ალბათ სანჩოს გაკვირვების მიზნით, ან ასე მუშაობს) შემდეგ ადგა ორი ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთით და ერთ-ერთი კარადა გამოაღო, შეათვალიერა ვისკის ჭიქები და არა მარტო ვისკის... შემდეგ გადათვალა სამი კარადა ამ კარადიდან მარჯვნივ და გამოაღო... დაინახა რა ბოთლის დანატოვარი მტვერი და ჩაიბურტყუნა: ,,დიდი ალბათობით ვისკიც წაიღო“... შემდეგ გამოვიდა სამზარეულოდან და დაყრილ წიგნებს დაუწყო ყურება, უყურებდა, უყურებდა, უყურებდა და თვალებგახელილმა ხვრინვა ამოუშვა... სანჩო ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, შემდეგ ხმამაღლა ჩაახველა... ჯონი გამოფხიზლდა და თქვა: ,,აქ მეტ ხელმოსაჭიდს ვერ ვიპოვით“... გავიდნენ სადარბაზოდან და სანჩომ შეხედა ცას რომელზედაც ვერცეერთ ვარსკვლავს ვერ ნახავდით, ახლა ალბათ იფიქრეთ, რომ ღრუბლიანი არის ცა, არა არაა ამ სამყაროში ცა არასდროს იღრუბლება, წვიმით როგორ არ წვიმს, უბრალოდ ისე, რომ ცაზე არცერთი ღრუბელია... სანჩომ დასვა კითხვა: ,,და ახლა რას ვაპირებთ?“ წითელთავა მდუმარე, არაფრისმთქმელი თვალებით შეჰყურებს სანჩოს და ასე გაგრძელდა ექვსი წამის განმავლობაში, სანამ დუმილი თავად წითელთავამ არ დაარღვია...
_ სადმე ბუნებაში უნდა მოვძებნოთ, გაიხსენე სად უყვარდა ფიქრისთვის გასვლა, გაიხსენე ადგილი, რომელსაც იშვიათად სტუმრობდა მაგრამ მისთვის ოდნავ მაინც იყო ემოციური სივრცე.
_ კარგი, ანუ ბატონი ლამანჩელი უბრალოდ დასაფიქრებლად წავიდა?
_ დიდი შანსია...
_ მაშ კარგი, ვიცი ერთი ადგილი სადაც უყვარდა სეირნობა, ან ჯდომა და ფიქრი
_ და სადაა ეგ ადგილი?
_ არც ისე შორს და არც ისე ახლოს, გააჩნია რომელი გზით წახვალ.
_ მაშინ იმ გზით წავიდეთ, რომელიც მალე მიგვიყვანს დანიშნულების ადგილამდე და იქნებ იქ დაგვხვდეს... სანჩო ახლა ისეთი სიჩქარით უნდა იარო, რომლითაც არასდროს გივლია და მზად ხარ ამისთვის?
_ მხოლოდ ბატონი კიხოტისთვის...
სანჩომ მანქანა დაქოქა, წითელთავას ისე გახედა, როგორც ფილმებში მთავარი გმირები გახედავენ მის გვერძე მჯდომს... და 65-ით მიისწრაფოდა ლამანჩელის სავარაუდო მდებარეობისაკენ.
მივიდნენ... სინათლე არსაიდან არ მოჩანს... წითელთავამ იკითხა:
_ და რატომაა ეს ადგილი მისთვის ემოციური?
სანჩომ ორი ცრემლის გადმოვარდნის შემდეგ უპასუხა:
_ იმიტომ, რომ აქ დაკრძალა დონ კიხოტმა თავისი პირველი დაშნა, აი ზუსტად ამ ხესთან, როგორ მახსოვს... ზუსტად ცხრა მეტრის სიღრმის საფლავი, რომელიც მე ამოვთხარე ამ დროს კი ბატონი ლამანჩელი დაშნას დასტიროდა...
_ და დაშნა რატომ დაკრძალეთ?
_ როდესაც მე და ბატონი ლამანჩელი დონ კიხოტისებურ გმირობებს ჩავდიოდით, ერთ სოფელს მივადექით, რომელიც ათთავა გველეშაპს ეკუთვნოდა. ამ სოფელში ძალიან ცოტა ადამიანიღა დარჩენილიყო, რადგან ყოველ პარასკევ დილით ადამიანებს გველეშაპისათვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ... ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ამ სოფლის საზღვარს ჩვენ არ მივადექით. ბატონი კიხოტი გველეშაპს ცხრა დღე და ცხრა ღამე შეუჩერებლად ებრძოდა სანამ არ მოვიდა სწორედ ამ დაშნისათვის საბოლოო, ბრძლის მეათე დღე. მეათე დღე ისეთივე ცივი იყო, როგორიც წინა ცხრა დღე, დონ კიხოტს ამ დროისათვის უკვე რვა თავი დამარცხებული ჰყავდა და როდესაც მეცხრე თავის მოჭრას ცდილობდა გველეშაპისათვის დაშნა გადატყდა.
_ კი მაგრამ, შემდეგ როგორ გადარჩა?
_ დონ კიხოტის შესაძლებლობებით განცვიფრებული, იმ დროისათვის უკვე ორთავა გველეშაპმა ბრძოლა შეწყვიტა დონ კიხოტს ორივე თავი დაუკრა (პატივისცემის ნიშნად) და გაფრინდა.
წითელთავა გაკვირვებული უყურებდა სანჩოს, თან სჯეროდა ეს ამბავი თან არა, შემდეგ კი ვისკის ახალი ბოთლი გახსნა და დალია... როდესაც ორივე მიხვდა, რომ მისტერ ლამანჩელი აქ არ ყოფილა კვლავ უკან დაბრუნდნენ, რათა დაეძინათ.
დონ კიხოტი კი იწვა ჰამაკში, რომელიც კოტეჯიდან 123 ნაბიჯში იისფერი ხეების შუაგულში გააკეთა, ხელში წიგნი ეჭირა და კითხულობდა, კითხულობდა მანამ, სანამ არ მიხვდა, რომ ეს წიგნი იმდენჯერ ჰქონდა წაკითხული, რამდენჯერაც ლოსანჯელეს ლეიკერსი გამხდარა NBI-ს ჩემპიონი, წიგნი დახურა, ბალახზე დადო, თვალები დახუჭა და გადავიდა სულ სხვა სამყაროში, ხვრინვის ფონზე.
გათენდა... ამას ლამანჩელი იმით მიხვდა, რომ ძროხამ თქვა: ,,მუუუუ“ (თუ თქვენ სამყაროში მამალი აგებინებს ადამიანებს, რომ გათენდა, ამ სამყაროში ეს მოვალეობა ძროხას ხვდა წილად) ... ადგა, დაამთქნარა, დაშნა შეამოწმა იყო თუ არა თავის ადგილას, იისფერ ხეთა რიგს გამოეყო, რათა მზისა და მთვარისათვის შეეხედა... შემდეგ იმ ჩანჩქერისკენ წავიდა, რომელიც იცოდა, რომ სადღაც აქ იყო, საიდან იცოდა?.. როსინანტს ჰქონია ნათქვამი, რომელიღაც ოთხშაბათს და მისტერ კიხოტს, როგორც ჩანს ჩარჩა გონებაში... სანამ გზას გაუდგებოდა კოტეჯში შეიარა, ვისკის თითქმის უკვე დამთავრებული ბოთლი აიღო, ულვაშები შეისწორა, ქუდიც მჭიდროდ დაიხურა და წავიდა... იარა, გადაიარა, (გორაკი და არა ცხრა მთა) ბოთლიდან ვისკი მოწრუპა, კიდევ იარა და შემოესმა ჩანჩქერის ხმა, რაც უფრო იზრდებოდა ჩანჩქერის ხმა, მით უფრო იღიმოდა დონ კიხოტი... და როგორც იქნა დაინახა, თვალისათვის საოცრება და პირისთვის ვერ გადმოსაცემი სილამაზე... იჯდა, ვისკს წრუპავდა და უსმენდა რა უსახელოს ხმას... (უსახელო ამ ჩანჩქერის სახელია, რატომ ჰქვია უსახელო? იმიტომ, რომ ვინც აღმოაჩინა ვერ შეურჩია ასეთ სილამაზეს სახელი 35წლის განმავლობაში და ბოლოს, როცა მიხვდა, რომ კვდებოდა ანდერძად დაიბარა, რომ ამ ჩანჩქერს დაარქვა უსახელო. სამწუხაროდ აღმომჩენის არც სახელი და არც გვარი ამ სამყაროს ისტორიაში არ მოიძებნება.) ... მისტერ ლამანჩელი თითქოს უკვე ღრმად იყო ფიქრებში შესული, როცა გემი შენიშნა ჩანჩქერთან ახლოს... გემიდან ორი ნავი მოემართებოდა ნაპირისაკენ დონ კიხოტიც ახლოს მივიდა ნაპირთან... ნავიდან ერთი კაცი ყველაზე ადრე გადმოვიდა და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს ... მისტერ ლამანჩელმა იფიქრა, რომ სწორედ ეს კაცი იყო კაპიტანი, მიუახლოვდა და მიესალმა:
_ გამარჯობა, რამით შემიძლია დახმარება?
_ გამარჯობა, მე კაპიტანი ქრისტეფორე კოლუმბი ვარ, ეს ჩემი ეკიპაჟია ხოლო ის ჩემი გემი... და ეს ამერიკაა?
დონ კიხოტმა სახელის გაგონების შემდეგ მიხვდა, თუ რატომ იკითხა კაპიტანმა ბოლო კითხვა(თქვენ ალბათ არა... ამ სამყაროში არსებობს წიგნი, სადაც კოლუმბი ამბობს, რომ მას ამერიკა ინდოეთში არ შეშლია, ასე იმიტომ იცის ხალხმაო, რომ ჩემი ეკიპაჟი ამიჯანყდა და ნაპირზე გადმოსვლისთანავე ცრუ ინფორმაცია გაავრცელესო... ახლა კი თავიდან ეძებს ამერიკას, რათა სახელი გადაარქვას და კოლუმბია დაარქვას... ნუ ჩრდილოეთ და სამხრეთ კოლუმბია... მაგრამ ამ სამყაროში ამერიკა არაა და თქვენ სამყაროში დიდი ხნის წინ მოკვდა ქრისტეფორე კოლუმბი...)
_ გამარჯობა, მე დონ კიხოტ ლამანჩელი ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და არა ეს ამერიკა არაა, უფრო დასავლეთით აიღეთ გეზი და წესით, მიხვალთ.
_ მადლობა ... ამერიკა ერთხელ აღმოვაჩინე და მეორედაც მივაგნებ. კარგად ბრძანდებოდეთ... დახმარებისთვის ეს ერთი ბოთლი რომი გამომართვით.
_ მადლობა და კარგად.
დონ კიხოტი ისევ დაჯდა, ვისკი კვლავ მოწრუპა, რომი კი ფეხებთან დაიდო და კვლავ ჩანჩქერის ხმას დაუგდო ყური.

რას აკეთებს სანჩო? წითელთავა ჯონი?.. რას და დახეტიალობენ სხვადასხვა ადგილებში. თითქოს და დღეს ამთავრებდნენ, როდესაც ცალთვალა მაიკის ბარში როსინანტს გადაეყარნენ. ცალთვალა მაიკის ბარი ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი და იაფი ბარია რომელიც ბოტანიკური ბაღის გვერდით დგას. (ეს ბოლო დეტალი რეკლამის გამო დაწერა ავტორმა, რადგან ქალაქის საბჭომ რეკლამაში ფული გადაუხადა... თორემ ისე ქალაქში მაცხოვრებლებს სულ არ აინტერესებთ, ნუ არის ხალხი ვისაც აინტერესებს, მაგრამ იმიტომ, რომ მანდ მუშაობენ.) როსინანტი კი გათხლეშილი მთვრალია და კიდევ აგრძელებს... სანჩომ წითელთავას უთხრა ვინც იყო როსინანტი... გვერდით მიუჯდა ჯონი, როსინანტს და სასმელი შეუკვეთა მიმტანს კი უთხრა, რომ სანჩო იხდიდა. სანჩომ გადაიხადა და გავიდა ჰაერზე. როსინანტი წითელთავას უყურებს, ჯონი კი როსნანტს... ასე გრძელდებოდა 14წამი შემდეგ წითელთავამ თვალები დაახამხამა და ვისკი დალია, შემდეგ კი კითხა იცოდა თუ არა სად იყო ლამანჩელი, როსინანტი პასუხს არ სცემდა და არც თვალს არ ახამხამებდა კიდევ ექვსი წამის განმავლობაში, ამის შემდეგ კი უთხრა ჯონს, თუ ექვს ბოთლ არაყს მიყოლებით დალევდა, მაშინ ეტყოდა თუ სად იყო დონ კიხოტი.
წითელთავამ რამდენჯერმე გაიხედ-გამოიხედა და ბოლოს დათანხმდა. როდესაც როსინანტმა ცალთვალა მაიკს უთხრა, რომ ექვსი ბოთლი არაყი მოეტანა ბარში ყველა გაჩუმდა, გაშეშდა... სანჩოს აინტერესებდა რა ხდებოდა და ბარში დაბრუნდა... სინამდვილეში ის ხდებოდა, რომ მაიკის არაყზე ქალაქში ლეგენდები დადის, რატომ? იმიტომ, რომ ცალთვალა მაიკის ბარში ზუსტად ოთხი თვის წინ ასეთი შეჯიბრი ტარდებოდა: ყოველ პარასკევს ბარში იკრიბებოდნენ მაგისტრალების, თუ ქუჩების საუკეთესო მსმელები და ვინც ექვს ბოთლ არაყს მიყოლებით დალევდა, მას ერთი კვირა შეეძლო უფასოდ რაც უნდა ის შეეკვეთა, თან იმდენი რამდენიც მოუნდებოდა, მაგრამ ამ გამოწვევას ვერავინ ასრულებდა, ვერც როსინანტი... მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ვინც შეძლო და ბოლო წვეთის შემდეგ გული გაუსკდა, ქალაქის საბჭომ კი ცალთვალა მაიკს აუკრძალა ამ გამოწვევის გაგრძელება... ექვსივე ბოთლი არაყი მაგიდაზეა, წითელთავამ იარაღი, ქუდი და პლაში სანჩოს მიაწოდა, თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიკაპიწა და დაიწყო დალევა... ორი ბოთლი თითქოს და ჩვეულებრივად დალია, როგორც კი მესამე დაიწყო მაშინვე გაწითლდა, უბრალოდ კი არ გაწითლდა, ისეთი წითელი გახდა, როგორიც ყოველი წესის დაცვით გაკეთებული ბორშია. სანჩომ კი ლოცვა დაიწყო... როსინანტი გაკვირვებული უყურებდა წითელთავას, რომელიც ახლა ნამდვილად ამართლებდა სახელს... მეხუთე ბოთლის დამთავრების შემდეგ, წითელთავამ გახედა როსინანტს და თითქოს თვალებით უთხრა, რომ მეტი აღარ შემიძლიაო... ჯონი მეექვსე ბოთლს ხსნიდა, როცა როსინანტმა ხმამაღლა თქვა: ,,კარგი გეყოს“ ... ყველა დაიშალა და თავის საქმეს დაუბრუნდა... როსინანტმა ჯონი შეაქო: ,, შენ ჩემზე მეტი შეძელიო“... შემდეგ გაუღიმა... წითელთავა ვეღარ მოძრაობდა, რასაც ჰქვია, იდო სკამზე... სანჩო მივიდა, როსინანტს ახლა უკვე ახლოდან მიესალმა და ჯონს თავის ნივთები მაგიდაზე დაუდო... ნახევარი საათი ისხდნენ მდუმარედ, ხოლო შემდეგ წითელთავამ უთხრა როსინანტს:
_ და სადაა ლამანჩელი?
_ გილოცავ დაბრუნებას...უთხრა როსინანტმა... დონ კიხოტი იქაა, სადაც იისფერი ხეები დგანან... მაწანწალების დასახლებისკენ, რომ წახვალ მაგ გზაზეა, პატარა კოტეჯი და წესით და რიგით მანდაა...
დაიშალნენ... წითელთავა ბარბაცით მივიდა სანჩოს ფორდთან, კარი გააღო და ჩაჯდა... სანჩოს უთხრა: ,, ლამანჩელი არსად გაიქცევა, რომ გათენდება მერე წავიდეთო...“ და იმ წამსვე ამოუშვა ხვრინვა... სანჩოს დაეზარა სახლში წასვლა და მანაც მანქანაში დაიძინა...
გათენდა თუ არა, ორი საათის შემდეგ წავიდნენ იისფერი ხეებისაკენ... გზაში რადიოს უსმენდნენ... როგორც იქნა მივიდნენ... სანჩომ ვერსად დაინახა ბატონი კიხოტის მანქანა... კოტეჯში შევიდნენ, წითელთავა უყურებდა ცარიელ ვისკის და რომის ბოთლებს... ,,რომი“ ჩაიბურტყუნა სანჩომ... წითელთავა გარეთ გამოვიდა და ბალახზე მანქანის კვალი შენიშნა... ,,დიდი ალბათობით უკან დაბრუნდა“ შემდეგ სანჩოს დაუძახა და უკან დაბრუნდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ სახლში დაბრუნდა...
მივიდნენ და დონ კიხოტ ლამანჩელი სახლში არ არის. სამი საათი უცადეს... ამ დღის მერე, კიდევ სამი დღე გავიდა, სანჩო და წითელთავა შეუჩერებლად ეძებდნენ ბატონ კიხოტს... და როცა ეს დღეც მიიწურა სანჩომ მადლობა გადაუხადა წითელთავას გაწეული სამსახურისთვის, წითელთავა კი სირცხვილის გრძნობით იყო სავსე... სანჩომ ის იქ დატოვა, სადაც ნახა... წითელთავა ბარში შევიდა, ყველა მაგიდა დაკავებული იყო, ამიტომ ერთ კაცს მიუახლოვდა და წინ დაუჯდა, შემდეგ ჰკითხა ვინმეს ხომ არ ელოდებოდა, ამ კაცმა არაო და მაშინ მე რომ ვიჯდე არაფერი მოხდებაო... მიმტანმა ჯონს ორმაგი ვისკი მოუტანა... წითელთავამ და ამ ულვაშებიანმა კაცმა ბევრი ისაუბრეს: ფეხბურთზე, კალათბურთზე, შემდეგ წითელთავამ გაჰიპერბოლებული ამბავი მოუყვა, თუ რატომ ჰქვია წითელთავა, შემდეგ ამ ულვაშებიანმა კაცმა თავისი გმირობები უამბო... ბოლოს კი ადგა წითელთავა, დაემშვიდობა და ბარიდან გამოვიდა... უკვე სახლისკენ უნდა წასულიყო, როდესც მიხვდა, რომ ის ულვაშიანი კაცი დონ კიხოტ ლამანჩელი იყო...
სწრაფად აიღო ტელეფონი და სანჩოს დაურეკა:
_ ალოო, რომელი ხართ? (ნამძინარევი ხმით უპასუხა სანჩომ)
_ წითელთავა ვარ, მალე სადაც დამტოვე, იქ მოდი... მალე, სანჩო ვიპოვე ლამანჩელი...
_ მოვქრივარ...
სანჩო ბარში შევარდა, როცა დაინახა მთელი ხმით დაიყვირა: ,,ოოო ჩემო ბატონო“
_ სანჩო რამდენჯერ გითხარი მე შენი ბატ... (აღარ დაასრულებინა, ისე მჭიდროდ ჩაეხუტა სანჩო მისტერ ლამანჩელს)
... წითელთავას 16 ბოთლი ვისკი უყიდეს და გაუშვეს... თვითონ ნაცრისფერად გადაღებილ ფორდში ჩაჯდნენ თუ არა, სანჩომ ჰკითხა დონ კიხოტს:
_ და რატომ წახვეედით ბატონო?
_ სანჩო კიდევ ერთხელ მომართავ ბატონს და არ ვიცი რას ვიზამ... რატომ წავედი და ვფიქრობდი და შემდეგ ქალაქის საბჭოს მივმართე წერილით, რომ რაინდების ქუჩაზე გადაგვიყვანონ...
_ რაინდების ქუჩაზე? მეც?
_ კი სანჩო შენც...
_ ოოო ჩემო ბატონო, თქვენ ხომ არ იცით როგორ მიყვარხართ...
_ სანჩო რამდენჯერ გაგაფრთხილო?
_ რამდენჯერაც მოგინდებათ, ჩემთვის მუდამ ჩემი ბატონი იქნებით...
_ ოხ, სანჩო სანჩო... როსინანტს დაურეკე რომ მივალთ სახლში.
_ როგორც თქვენ მეტყვით, ბატონო ლამანჩელ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent