ზღვარს მიღმა (თავი მეათე)
- დამშვიდდი, ეს მხოლოდ კოშმარია, ყველაფერი კარგად არის, მე შენს გვერდით ვარ, -წელსზემოთ შიშველი, თმაგაჩეჩილი ჯეისი ნორას გულში იხუტებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თავზე ხელს უსვამდა და უფრო და უფრო ძლიერ იკრავდა გულში, - ასე თუ გააგრძელებ გამგუდავ, -ნორამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ჯეისს და გაღიმება სცადა, - კარგად ხარ? -ოდნავ უკან დაიწია, ცრემლი მოწმინდა და ჩვეული გამჭოლი მზერით მიაჩერდა, უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ნორა სახლში დააბრუნა და მას შემდეგ ნორას ერთი ღამეც კი არ უძინია ნორმალურად, ღამღამობით კოშმარები სტანჯავდა, საჭმელს თითქმის არ ჭამდა და საძინებლიდან გარეთ არ გადიოდა, მთელი დღე ემბრიონის პოზაში იწვა და თვალგაშტერებული მისჩერებოდა ღია ფანჯარას, გახდა, თვალის უპეები ჩაუშავდა და თითქმის არ ლაპარაკობდა, ლუკასსაც კი არ იკარებდა, ჯეისიც მხოლოდ ღამით ახერხებდა მასთან ლაპარაკს და სიახლოვეს მაშინ როცა, საკუთარ საძინებელშიც გრძნობდა, როგორ იტანჯებოდა ნორა ძილში და მაშინვე მასთან გარბოდა რომ გაეღვიძებინა და ჩახუტებოდა, ხვდებოდა რომ ნორას მისი სიახლოვე ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა კოშმარებისგან დაეცვა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა გაეგო რა მოხდა იმ დროის განმავლობაში რაც ნორა დაკარგული იყო, არაფერს ეკითხებოდა, ელოდა როდის მოვიდოდა გონს და თვითონ მოუყვებოდა ყველაფერს, - მაპატიე ჯეისს, ისევ ჩემს გამო არ გძინავს, ყველა დაგღალეთ, -ნორას უცნაურად მისუსტებული ხმა და სევდიანი მზერა ჰქონდა, -ვიცი რომ ელოდები როდის მოგიყვები ყველაფერს, უბრალოდ არ შემიძლია ახლა არ შემიძლია რომ მოგიყვე, უკვე იმასაც კი ვფიქრობ ყველაფერი ხომ არ მესიზმრა, უბრალოდ არ შეიძლება რეალური ყოფილიყო, ჯანდაბა ასე შეიძლება გავგიჟდე, უკვე მთელი კვირა გავიდა და მე... მე... არც კი ვიცი როგორ დავივიწყო, -ნორას გონებაში წამიერად გაიელვა ადამის ცისფერმა თვალებმა და გველნაკბენივით მოშორდა ჯეისს, საწოლის კიდესთან მიიწია და მოიკუნტა, - მაპატიე, შენ ამაზე არ უნდა გესაუბრებოდე, მასზე არ უნდა ვფიქრობდე, ჩემგან არ იმსახურებ, ჯეისი ერთხანს უხმოდ შესცქეროდა საწოლის კუთხეში მოკუნტულ მთრთოლვარე სხეულს და თავს ძლივს იკავებდა რომ ახლოს არ მისულიყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო, ისევ მიუახლოვდა, ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა, ნორამ მის მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ აჩეჩილ თმაში ჩარგო სახე და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, საოცარი სიმშვიდე ეუფლებოდა ჯეისის გვერდით, მის ძლიერ მკლავებში, სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება, თვალები თავისით დაეხუჭა, -ნეტავ ადამს რომ ჩავხუტებოდი და ისე დამეძინა რას ვიგრძნობდი, გაიფიქრა და მასზე უბრალოდ გაფიქრებამაც კი უცნაური ჟრუანტელი მოგვარა, გონებიდან არ ამოსდიოდა მისი ტუჩების შეხება, ნეტავ თუ ისიც უბრალოდ ზმანება იყო და მეტი არაფერი, ჯეისს თმაში თითები შეუცურა, თვალდახუჭული მიჰყვა კოცნებით მის ყელს, ტუჩებამდე მიაღწია, თვალი გაახილა და ცისფერის მაგივრად შავი თვალების ელვარებას რომ შეეჩეხა სახე შეეცვალა და მკერდზე ხელების მიბჯენით გაზარდა დისტანცია, ჯეისმა კბილი კბილს დააჭირა და თვალები მაგრად დახუჭა, - შენი მესმის, იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოგიდგენია, -უცნაურად მშვიდი მაგრამ ტკივილით სავსე ხმით საუბრობდა, -იმდენ დროს მოგცემ რამდენიც დაგჭირდება რომ გრძნობებში გაერკვე, ვიცი რომ ერთხელაც თვითონ მეტყვი ყველაფერს, მეტყვი ვინ არის ის ვის გამოც თავგზა ასე გაქვს არეული, ყველაფერს მეტყვი, უბრალოდ ვშიშობ რომ გვიან იქნება, -წამოიწია, ნორა საწოლზე დააწვინა, საბანი დააფარა და უკანმოუხედავად გავიდა საძინებლიდან, მთელი ღამე თვალი აღარ მოუხუჭავს ნორას, იცოდა თუკი დაიძინებდა, ისევ კოშმარები შეაწუხებდნენ, ისევ იგრძნობდა ჯეისი მის ცუდად ყოფნას, მოვიდოდა და ისევ ეტკინებოდა გული, გაუნძრევლად იწვა და როცა განთიადმა ვარდისფრად შეღება ცა გადაწყვიტა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ადგა და აბაზანაში შევიდა რომ მოწესრიგებულიყო, ნიჟარას დაეყრდნო და სარკიდან მომზირალ ორეულს თვალი გაუსწორა, ამ ერთი კვირის უჭმელობას ძალიან შეეცვალა, თვალები ჩაცვენილი ხოლო სახე გაფითრებული ჰქონდა, - გეყოფა ნორა, სისულელეებს შეეშვი, ის არ არსებობს, ადამი არ არსებობს, ყველაფერი მოგეჩვენა, საკმარისია, რატომ ანიჭებ ამ ყველაფერს ასეთ მნიშვნელობას, ადამი არ არსებობს გესმის? -ფილაქანზე უღონოდ ჩაიკეცა, ვეღარ გაუძლო, ყველში მობჯენილ უიმედობის და უსუსურობის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა, მხოლოდ იმის გაფიქრებამაც კი რომ შეიძლება ადამი ვეღარასოდეს ენახა გული საშინლად ატკინა, ცრემლებმა თავისით იპოვნეს გზა და პატარა ბავშვივით აღრიალდა, არ გაუგია როგორ შემოაღო კარები ლუკასმა, მის წინ ჩაიჩოქა და სახეზე მისი ხელები იგრძნო, - ნორა რა გჭირს? შენს სანახავად შემოვედი და გავიგე როგორ ტიროდი სააბაზანოში, კარგად ხარ? - ის აღარ მოვა ლუკას, ის ნამდვილი არ არის და მე მას ვეღარასოდეს ვნახავ, გესმის ლუკას? იცი როგორ საშინლად მტკივა გული როცა ვფიქრობ რომ ვეღარასოდეს ვნახავ და ისიც თავგზას მირევს რომ მასზე ვფიქრობ, ვერ ვხვდები ამას რატომ ვაკეთებ, მე ხომ ჯეისი მყავს, ის კი ის არავინ არ არის, უბრალოდ გაქრა, მიმატოვა გესმის? - რას ამბობ, ვერაფერი გავიგე შეგიძლია გასაგებად მითხრა რა ხდება, - მოგიყვები, ოღონდ პირობა მომეცი რომ არავის ეტყვი, გთხოვ, - ხომ იცი რომ არავის ვეტყვი, -ლუკასმა გაწეწილი თმა გაუსწორა და ლოყაზე მოეფერა, -მიდი დაიწყე, ერთხანს ჩუმად, უხმოდ უსმენდა და თანდათან ეცვლებოდა სახე, ტუჩს იკვნეტდა და ცდილობდა დროდადრო გაეღიმა თუმცა არაფერი გამოსდიოდა, - შენ ის შეგიყვარდა? ვიღაც ადამი რომელიც სულ რაღაც ერთხელ თუ ორჯერ ნახე? ჰმ, რა ირონიულია, ადამმა ორ დღეში მოახერხა ის რაც ჯეისმა აქამდე ვერ შეძლო, მიუხედავად თქვენი კავშირისა, ისიც კი არ იცი მართლა არსებობს თუ უბრალოდ დაგესიზმრა და გიყვარს? შენ რა დამცინი? -თავზე ხელები შემოიჭდო და ისე გაიცინა რომ ნორამ უნებურად შეშინებულმა უკან დაიხია, - კარგი რა ლუკას სიყვარული რა შუაშია, მე უბრალოდ... - გეყოფა აღარ გააგრძელო, -ლუკასი უჩვეულოდ უხეში იყო, -მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ყოველთვის მიყვარდი, ჯანდაბა , ჰო ასეა, -იღრიალა და ნორას შიშისგან გაფართოებულ თვალებში ჩააცქერდა, - რას ამბობ ლუკას, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, შენ ჩემი და ჯეისის ურთიერთობის წინააღმდეგიც კი არ ყოფილხარ, თანაც მირას ხვდები, - როგორ გგონია აქ რატომ წამოგყევი და შემდეგ რატომ დავრჩი, მთელი ცხოვრება შენი აჩრდილი რატომ ვარ? შენი აზრით შენი ცხოვრებით რატომ ვცხოვრობ? მითხარი, -ხელი მთელი ძალით დასცხო კედელს და ნორას ამღვრეული მზერა მიაპყრო, - იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ, -თქვა მაგრამ უკვე თვითონაც არ ეჯერა რასაც ამბობდა - ჰმ, მეგობარი? ყოველთვის ველოდი რომ შემამჩნევდი, რომ ისე შემომხედავდი როგორც შენზე შეყვარებულ მამაკაცს, ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული თვალებით, გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდი რომ მიყვარდი უბრალოდ თვალს ხუჭავდი ამაზე, ჯანდაბა ნორა, სწორედ იმ დღეს როცა ყველაფრის გამხელას ვაპირებდი ჯეისი გამოჩნდა, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, უკვე გითხარი რომ კარგად გიცნობ, კი ჯეისი მოგწონდა, ძალიან მოგწონდა, მისით აღფრთოვანებული იყავი, ის შენთვის სიახლე იყო, შენი უფერული და ერთფეროვანი ცხოვრებიდან თავის დაღწევის საშუალება, მაგრამ არ გიყვარდა, ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ თქვენი ურთიერთობა სამუდამო არ იქნებოდა, ახლა კი როცა ადამზე საუბრობ... ღმერთო ჩემო ნორა, როცა მასზე საუბრობ... ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია, მივდივარ, სახლში ვბრუნდები, - ესე იგი მტოვებ? ახლა მტოვებ როცა ყველაზე მეტად მჭირდები? -ნორა ხმას ვეღარ აკონტროლებდა, ყვიროდა და ცრემლები ღვარად ჩამოდიოდა გაფითრებულ ლოყებზე, - რაში მადანაშაულებ? იმაში რომ ვერ შეგიყვარე? როგორ უნდა შემეყვარებინე, შენ ხომ არასდროს არაფერი გიგრძნობინებია ჩემთვის, უნდა გეთქვა ლუკას, უნდა გეთქვა და იქნებ ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, საკმარისია, თუ წასვლა გინდა წადი, არ გთხოვ რომ დარჩე, უბრალოდ ისე არ წახვიდე რომ მირას არაფერი უთხრა, გულს ნუ ატკენ, - მირა? კარგი რა, მართლა ბრმა ხარ? მან ყველაფერი იცოდა, - ჰო მაგრამ თუ ყველაფერი იცოდა ასე რატომ იქცეოდა? - ეს მას კითხე საკუთარი მიზეზები აქვს, აქ ყველას საკუთარი მიზეზები აქვს, უმიზეზოდ არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ არ უნდა გაგიჭირდეს მიზეზის გაგება, შენ ხომ როცა საქმე მე არ შემეხება ჭკვიანი გოგო ხარ, -ლუკასი წამოდგა, ერთხელ კიდევ დახედა ზემოდან ფილაქანზე ჩაკეცილ თვალცრემლიან ნორას და კარი გაიხურა, * * * იმდენ ხანს იწვა აბაზანაში სანამ წყალი მთლად არ გაცივდა, შემდეგ თმა გაიშრო, დაივარცხნა, მაისური და შარვალი ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა, მირა მარტოდმარტო იჯდა ტერასაზე, - სარამო მშვიდობის მირა, დანარჩენები სად არიან, დღეს ჯეისიც არ მინახავს, - როგორც იქნა დაგვდე პატივი და საძინებლიდან გამოხვედი, -მირამ ნაძალადევად გაიღიმა, -ჯეისმა ლუკასი გააცილა, პორტალს მხოლოდ მისი დახმარებით თუ გაივლის, ბიჭებს კი რაღაც საქმეები ჰქონდათ, ასე რომ დღეს საღამომდე მარტო ვართ, - ლუკასი მარტო გაუშვი? - ვიცი რომ ყველაფერი გითხრა, ამიტომაც არ არის საჭირო ირონიული საუბარი და თავის მოჩვენება ვითომ მეგობრები ვართ, დიდი ალბათობით ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებ როცა გაიგებ რატომ ვთამაშობდი რომ ლუკასი მომწონდა, - შენ და ჯეისი ერთად იყავით? რა ხდებოდა თქვენს შორის მომიყევი, -ნორა ხვიარებით დაფარულ სვეტს მიეყრდნო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სრულიად მშვიდად, ღიმილით დაელოდა რას ეტყოდა მირა, - კარგი რაკი ასეა, ყველაფერს ფარდა ავხადოთ, -მირამ ხელები გაშალა და გაიღიმა, -ტყუილი ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება, ასე რომ ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ აქ არა, წამოდი ქალაქში გავისეირნოთ ცოტა დავლიოთ, გავერთოთ, დღეს კვირაა და ბაზრობა იმართება უამრავ საინტერესო რამეს ნახავ, გზაში კი ყველაფერს მოგიყვები - კარგი წავიდეთ, -ნორამ მხრები აიჩეჩა, მისთვის ახლა სულ ერთი იყო სად წავიდოდა, ამ სახლში მაინც სული ეხუთებოდა, ბინდდებოდა როცა ქუჩაში გავიდნენ და ქალაქის და ხმაურიან ცხოვრებას შეუერთდნენ, ქალაქი ფერადი განათებებით იყო გაჩახჩახებული, გრილოდა, ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნებოდა ნორას სახეზე და იმ საღამოს ახსენებდა როცა ჯეისმა ზღვის სანაპიროზე წაიყვანა მანათობელი თევზების სანახავად, უნებურად ხმამაღლა გაეცინა - რა გაცინებს? - ჯეისი გამახსენდა, მანათობელი თევზები მაჩვენა, საოცარი სანახაობა იყო, - ჰოო, ძალიან უყვარხარ ნორა, - ვიცი, - შენ თუ გიყვარს? - ცდილობ საუბარი სხვა რამეზე გადაიტანო და დამავიწყო რომ რაღაც უნდა მოგეყოლა? - ჰო შეიძლება ასეთ ითქვას, -მირამ უხერხულად აიჩეჩა მხრები, -მე და ჯეისი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, დიდხანს მიყვარდა ცალმხრივად და როცა ურთიერთობა დავალაგეთ და მასაც ჩემს მიმართ გრძნობები გაუჩნდა, როცა მისი ყინულის გული ჩემს მიმართ ის ის იყო გალღვა შენ გამოჩნდი, - სულ ეს იყო? - და რას ელოდი? აი ასე უბრალოდ ერთ დღესაც შენს მოსაძებნად წავიდა, გიპოვა, მოგიყვანა და გამომიცხადა რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და შენთან ამ ყველაფერზე სიტყვაც არ დამეძრა, არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ მითხრა რომ უყვარხარ, არ მჯერა მართლა არ მჯერა ამ სიყვარულის უბრალოდ ვიცი რომ სჭირდები, მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და მეც გავჩუმდი, არაფერი გავაკეთე, - ასე უბრალოდ გაჩუმდი? გვიყურებდი ყოველ დღე როგორ ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს და უბრალოდ არაფერს აკეთებდი? - ასე ხდება როცა ნამდვილად გიყვარს და შენთვის საკუთარ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი მისი ბედნიერება და ინტერესები ხდება, -მირამ ნაძალადევად გაუღიმა და ახლომდებარე კაფეზე ანიშნა, მე ცოტა ხნით შევალ და შენც მოგიტან სასმელს, ქუჩის ბოლოდან ბაზრობა იწყება, საინტერესო რაღაცეებია დაათვალიერე და მეც მალე გიპოვნი, ნორა ნელი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას, მართლაც, ქუჩის ბოლოს ბაზრობა იწყებოდა უზარმაზარი მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე, უამრავმა გასართობმა რამ და სხვადასხვა სახის ხელნაკეთმა ნივთებით სავსე დახლებმა ისე შეიყოლია რომ საერთოდ აღარ გახსენებია მირა, თვალი მოედნის განაპირას კუთხეში განთავსებულმა დახლმა მოსტაცა სადაც სხვადასხვა ფორმის და ზომის ქანდაკებები იყო გამოფენილი, დახლისკენ დაიძრა და ქანდაკებების თვალიერება დაიწყო, საოცარი სიზუსტით შექმნილი ფიგურები იყო, ცხოველების, ადამიანების, სხვადასხვა არსებების, - მოგწონს ჩემი ნამუშევრები? -ნორამ ახლაღა მიაქცია ყურადღება დახლის კუთხეში ჩამომჯდარ თეთრთმიან მოხუც ქალბატონს, ქალი თვალმოუშორებლად შესცქეროდა და ისე თბილად უღიმოდა ნორასაც არაფერი დარჩენოდა გარდა საპასუხო ღიმილისა, - კარგი ნამუშევრებია, უბრალოდ ზოგიერთი ისეთი უცნაური არსებაა ვერ ვხვდები რა არის, - ახლავე აგიხსნი, აი სულ ქვედა თარო ფერიებს და მგლებს ეკუთვნით, შუა წყვდიადის ბინადრებს და ადამიანებს, სულ ზემოთა თაროზე კი ღმერთების ფიგურებია, ნორამ თვალი შეავლო ზედა თაროს რომელზეც უამრავი სხვადასხვა ცხოველის თუ გაურკვეველი არსების მინიატურული ქანდაკებები იდგა, - კი მაგრამ აქ ღმერთებს ვერ ვხედავ - მაინც როგორი წარმოგიდგენია ღმერთი? -მოხუცმა ეშმაკურად აციმციმებული თვალები მოწკურა და ნორას თვალებში შეხედა, უცნაურად გამჭოლი მზერა ჰქონდა, არა შემაწუხებელი მაგრამ ისეთი გეგონებოდა ტვინის ყველაზე ბნელ ქუთხეებში იქექებაო, - ვერ გეტყვით როგორ მაგრამ დარწმუნებული ვარ ჭიანჭველაჭამიას ან მამონტს ნამდვილად არ ჰგავს, ალბათ უფრო ჩვენ უნდა გვგავდნენ არა? - რა იცი მათ შესახებ რომ ასე საუბრობ? -მოხუცს ხმაში ბრაზი შეეპარა, -შენ არაფერი არ იცი ბავშვო, ამ სამყაროს ღმერთები რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, ძალიან დიდი ხანია არსებობენ, ძალიან დიდი ხანია იმმ ყველა მოვლენაზე ახდენენ ზემოქმედებას რაც კი ამ სამყაროში ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივ მოკვდავებს მათი დანახვა არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის სხვადასხვა სახით გამოსახავდნენ, ბოლოს კი თითქმის დაივიწყეს ისინი, მიუხედავად იმისა რომ არც კი იციან როგორ არიან მათზე დამოკიდებულები, ღმერთები დაიღალნენ, დაღალათ ამ არსებების უმადურებამ და უგუნურებამ, დროა ცოტა დაისვენონ რომ ძალები მოიკრიბონ, თორემ იმ ყველაფერს რაც უნდა მოხდეს ადვილად ვერ გაუმკლავდებიან, - რას გულისხმობთ? - აჰ, სიბერის ბრალია, მგონი ისევ ზედმეტს ვლაპარაკობ, -მოხუცმა თავი გადააქნია და ნორას გაუღიმა, -ყურადღებას ნუ მომაქცევ და ეს აიღე, -დახლის ქვეშიდან პატარა ლამაზად შეფუთული ყუთი გამოიღო და მიაწოდა, - არა გმადლობთ ვერ ავიღებ, ფული არ მაქვს თან რომ გადაგიხადოთ, - ეს საჩუქარია, აიღე გთხოვ და სახლში მისვლამდე ნუ გახსნი, ნორამ თვითონაც არ იცოდა რატომ გამოართვა ყუთი, მოხუცი ისეთი თვალებით უმზერდა უარი ვერ უთხრა, აიღო მადლობა გადაუხადა და მოედნის შუაგულისკენ წავიდა, ქუჩის განაპირას მირა შეამჩნია, ის იყო მისთვის უნდა დაეძახა რომ ზღვიდან მონაბერმა ნიავმა ნაცნობი სურნელი მოუტანა და ერთ ადგილზე გააშეშა, მერე კი კისერში ცხელი სუნთქვა მიეფრქვა და მონატრებული ხმის გაგონებაზე ციებიანივით გააჟრჟოლა - სულ ეს არის შენი ცხოვრება? ძილი და დროდადრო ქალაქში ხეტიალი? შენგან უფრო მეტს ველოდი პატარავ, ნორამ ღრმად ამოისუნთქა და წინასწარ მოემზადა იმისთვის რომ შებრუნდებოდა და ზურგს უკან მხოლოდ ცარიელი სივრცე დახვდებოდა მაგრამ არა, ის იქ იდგა მისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით თმას ნიავი უწეწავდა, უღიმოდა და საოცარი ცისფერი თვალები უციმციმებდა, - შენ აქ ხარ, მართლა აქ ხარ, რატომ? აქ რას აკეთებ? -ნორა მთლად დაიბნა და იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, ალბათ ახლა სულ მთლად წითელი იყო, - უბრალოდ გავიგე რომ დღეს ბაზრობაა და ვიფიქრე რამდენიმე სუვენირს შევიძენდი, - ალბათ ხუმრობ, -ნორას გული ისე სწრაფად უცემდა რომ ეშინოდა ადამსაც არ გაეგო ხმა, - სულაც არ ვხუმრობ, მინდა რაღაც შევამოწმო, აჰ ძალიან კარგი, შეხედე, შენი მეგობარიც მოდის, ვნახოთ რა მოხდება - სად დაიკარგე ნორა, დიდი ხანია გეძებ, ეს ბიჭი ვინ არის? -მირამ თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა ადამი და აღფრთოვანებულ მზერას ვერაფერი მოუხერხა, - შენ ხედავ მას? გაოგნებული ნორა ხან გაშტერებულ მირას უყურებდა და ხან ადამს რომელიც არ იმჩნევდა მაგრამ ერთი სული ჰქონდა რომ სიხარულისგან პატარა ბავშვივით ეყვირა, ასეთი სიხარული არასდროს განუცდია, მას ხედავენ, აღიქვამენ, როგორც ცოცხალ ნორმალურ არსებას რომელთანაც საუბარი და გართობა შეიძლება, ის გართობა და სიახლოვე რომელსაც საუკუნეების განმავლობაში შენატროდა ადამი, -ეს როგორ მოხდა, როგორ? აშკარაა რომ ამ ყველაფერთან ნორას აქვს კავშირი, ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს პატარა, წითური საოცრება ყველაფერს შეცვლიდა, -შესცქეროდა ნორას გაოცებისგან გადიდებულ თვალებში და მისი უსასრულო ცხოვრების განმავლობაში პირველად ჰქონდა ისეთი შეგრძნება რომ თავს ვერ შეიკავებდა მისი ოდნავ შეხსნილი ბავშვურად გაბუტული ვარდისფერი ტუჩების დაგემოვნებისგან, ეიფორიიდან ნორას ხმამ გამოარკვიათ, - გაიცანით ერთმანეთი, ეს მირაა ეს კი ადამია, -მირამ ადამს ხელი გაუწოდა, ადამი ოდნავ შეყოყმანდა და როცა მისი ხელი მირას ხელს შეხვდა ნორამ შენიშნა როგორ ამოისუნთქა შვებით, - შენ ვინ ხარ რომელი სამეფოდან? აშკარად არ გავხარ აქაურს, -მირა უღიმოდა და აშკარად მასთან ფლირტს ცდილობდა, ადამი კი ნორას არ აშორებდა თვალს და ისედაც დაბნეულს უფრო მეტად აბნევდა და თავგზას ურევდა, - მე არცერთ სამეფოს არ ვეკუთვნი, -ადამმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ნორას მიუახლოვდა ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა, -ჩემი წასვლის დროა, მინდა ლეა გავახარო და ვუთხრა რომ როგორც იქნა რაღაც იცვლება, კიდევ შევხვდებით, -ლოყაზე მხურვალე კოცნა დაუტოვა და მოედანზე გამოფენილ ხალხს შეერია, - გამოფხიზლდი რა გჭირს, -მირა ეჭვიანი მზერით შეჰყურებდა სახეაწითლებულ ნორას, -ვინ იყო და ასე კარგად საიდან იცნობ რომ გეხვევა და გკოცნის? - მე... მე უბრალოდ აქვე ქანდაკებებს ვათვალიერებდი და ის ის ... - რა ქანდაკებები რას ამბობ? - აი აქვე, ნახე მოხუცი ქალი ყიდის, -ნორა უკან შებრუნდა და გაოცებული შედგა ერთ ადგილზე, დახლი აღარსად ჩანდა, კედელი მთლიანად ცარიელი იყო, თითქოს არც არაფერი ყოფილა, - ერთობით? -ჯეისის ხმა მოესმა და შემდეგ წელზე მისი ხელი იგრძნო, -რა გჭირთ, გაშეშებულები დგახართ თითქოს მოჩვენება დაგენახოთ, - აქ რა ჯანდაბა ხდება ჯეის? ბოლოსდაბოლოს ვინმე ამისხნის რამეს? -ნორას ხმა უთრთოდა და ხელები უკანკალებდა, ჯეისმა მირას გადახედა, მირამ უხმოდ აიჩეჩა მხრები, - რა ხდება პატარავ, არ მეტყვი? - აქ დახლი იყო, მოხუცი ქალი ქანდაკებებს ყიდდა, ახლა კი ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა, ეს შესაძლებელია? - დამშვიდდი, შენ უბრალოდ ძალიან გადაიღალე, ჯობია სახლში წავიდეთ, - გინდა თქვა რომ მოჩვენებები დამეწყო? ამას როგორ ახსნი, ეს ყუთი მაჩუქა, -ჯეისს პატარა ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა და ცრემლიანი თვალებით ახედა, ჯეისმა ყუთს ქაღალდი შემოაცალა და გახსნა, ყუთში პატარა ქანდაკება იდო, ამოიღო და ხელისგულზე დაიდო, საოცარი სიზუსტით გამოსახული ნორა და ადამი გვერდიგვერდ ხელიხელ ჩაკიდებული იდგნენ, მათ წინ კი უზარმაზარი ხახადაღრენილი შავი მგელი იდგა და ისე უყურებდათ თითქოს გაგლეჯვას უპირებთო, - ეს რას ნიშნავს ნორა, -ჯეისი წარბშეკრული დაჰყურებდა ქანდაკებას, აშკარად შენ ხარ მაგრამ ეს მეორე ვინ არის? - ეს ხომ ადამია, ის არის არა? -მირამ ჩაიცინა და განცვიფრებულ ნორას შეხედა, ფიქრობ რომ ამდენი რამ უბრალოდ დამთხვევაა? -თვალი კიდევ ერთხელ შეავლო ქანდაკებას რომელიც ჯეის ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და გაოცებისგან შეჰყვირა, ფიგურა ნელ-ნელა დაიშალა, მტვრად იქცა და ჰაერში გაიფანტა, თითქოს არც ყოფილაო, - ასე შეიძლება გავგიჟდე, -ნორამ თითები საფეთქლებზე შემოიჭდო, მაგრამ უეცარ თავბრუსხვევას ვერაფერი მოუხერხა, მის თვალწინ ყველაფერი დატრიალდა და ჯეისის მკლავი რომ არა ალბათ დაეცემოდა, ჯეისმა გონდაკარგული გოგონა ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა - ნორას სახლში მივიყვან და შემდეგ ყველაფერს მომიყვები იმ ვიღაც ადამზე, -გადაულაპარაკა მირას რომელიც უხმოდ ადევნებდა თვალს ყველაფერს, მირამ უხმოდ დაუქნია თავი და შემდეგ უბრალოდ სახე მოღუშული და წარბშეკრული უმზერდა როგორ მიაბიჯებდა ჯეისი გულზე ახუტებული ძვირფასი ტვირთით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.