შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მესამე თავი)


5-11-2021, 09:21
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 1 658

ძალიან ადრე ავდექი დილას. ალექსანდრეს ჯერ კიდევ ეძინა ჩუმად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.სადაც სამზარეულოში მოფუსფუსე მანანა დამხვდა.
-დილამშვიდობისა-გავუღიმე თბილად.
-უკვე გაიღვიძე დედი?რატომ ასე ადრე.
-ვერ დავიძინე მთელი ღამე ისედაც . საწოლში წოლა მომბეზრდა.-გულში საკმაოდ დიდ სითბოს მიღვრიდა ეს ქალი.
-კაი მაშინ უცებ გავამზადებ საუზმეს ბიჭებიც მალე გაიღვიძებენ.
-მანჩო მოდი მე მოვამზადებ დღეს-გაკვირვებულმა ამომხედა .-ხომ არ გეწყინა ასე რომ დაგიძახე?
-არა პირიქით,სტუდენტობა გამახსენე მის მერე ასე არავის დაუძახია,თავი ახალგაზრდა მგონია.-ღიმილით შეუდგა საქმეს.ცოტახანში არაჩვეულებრივი სუფრა გავაწყეთ და სასიამოვნო სურნელი დავატრიალეთ.კმაყოფილები დავცქერდით მაგიდას
-ახლა ნახე ხუთ წუთში აქ იქნებიან ორივენი-ღიმილით გადმომხედა და მეც გამეღიმა.
-მანანა რა სუნები ტრიალებს?-სამზარულოში თმა გაბურძგნული და ტანს ზემოთ შიშველი ალექსანდრე შემოვიდა.-უი...ბოდიში ...მე..-დაიბნა როცა დამინახა ,მაისური სწრაფად გადაიცვა და თმა თითებით გადაივარცხნა.
-გადაეჩვიალე ალექსანდრე ეგრე სიარულს , სირცხვილია გოგოსთან-გაუჯავრდა მანანა.
-ოოო რა სასიამოვნო სუნი ტრიალებს სახლში -სამზარულოში შემოვიდა ბატონი ზაზა.
-ხომ გითხარი სუნზე გაიღვიძეს.მართალია კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო.თუ როგორც არის-აკისკისდა მანანა
-კარგი რა ცოლო,გვაცადე ვჭამოთ-სუფრას მიუსხდნენ მამა- შვილი.
-სხვათაშორის თაიას მომზადებულია დღეს საუზმე-თვალი ჩამიკრა და ყავა დაუდო ქმარს წინ.
-საუკეთესო რძალი შეგვხვდა ჩემო მანო,გაგვასუქებს ცოტახანში-ახითხითდა ზაზა.
ჩემი მზერა კი ალექსანდრეს არ შორდებოდა რომელიც მადიანად მიირთმევდა .მალევე მანაც შემომხედა შემრცხვა ასე მოურიდებლად რომ ვუყურებდი თვალი ავარიდე მაგრამ დავინახე როგორ გაეღიმა.საუზმის შემდეგ რესტორანში გადავწყვიტე გასვლა.ოთახში ავედი და მოვემზადე.ამ რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად ვაპირებდი სპორტულ ფორმაში რესტორანში მისვლას .
-ესე უფრო გიხდება.-ინტერესით ამათვალიერა ალექსანდრემ.
-შეიძლება მაგრამ საჭორაო მიეცემათ ჩემს სტუმრებს -გავუღიმე.
-მე წაგიყვან კარგი?
-არა იყოს ტაქსით წავალ სანამ მანქანას მომიყვანენ.
-არა ქმარი გყავს და მე გაგიყვან-სიცილით კარი გამიღო და ჩაჯექიო მანიშნა .მეც უსიტყვოდ მოვთავსდი აწ უკვე ჩემს ადგილას.
-ხვალ კომპანიაში მოგიწევს მოსვლა საბუთების ამბებში.საბჭოს კითხვები აქვს.ეჭვებიც,რატომ არ წავედით თაფლობის თვეში ქორწინებაში პრობლემებს ხედავენ და რამე უნდა მოვიფიქროთ.
-ვუთხრათ რომ ზამთარში ვაპირებთ წასვლას.-ესეც ასე მორიგი ტყუილი ამ ყალბ ურთიერთობაში.მანაც თავი დამიქნია.ცოტახანში კი რესტორანთან გავჩერდით.
-სიძე თქვენ აქ რა გინდათ.-მისალმება არ გავაცადა ლილემ.
-ეგ ამას ჰკითხე-კითხვა აირიდა ალექსანდრემ და ბექასთან წავიდა.
-მე მივხედავ თაია აქ საქმეებს წადი დაისვენე.
-არა ლილე ცოტახანს სიტუაციას გადავხედავ და წავალ.ასე ვერ დავტოვებ ყველაფერს.
-შენ სპორტული ფორმით აქ მოხვედი?-გაოცებულმა შემათვალიერა ბექამ.
-აღარ მადარდებს არავის აზრი..-გავუღიმე სრულიად დარწმუნებულმა.-გვჭირდება რამე?
-არაფერი,დღეს მომწოდებლებს ველაპარაკე საცდელი ვადა გავიდა სამწლიან კონტრაქტს გვიდებენ და წარმატებას გვისურვებენ-მახარა ახალი ამბავი ბექამ.
-აუ ძაან გამახარე-პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნვა.
-ბავშვი ხარ-სიცილით გადმომხედა ალექსანდრემ და ჩემგან პირველი მწარე დარტყმა მიიღო.-მეტკინა გოგო.
-არ ვარ მე ბავშვი.-გავბუშტე ტუჩები.
-ეეე ძმაო მაგას რამდენი ხანია ვუმტკიცებ მაგრამ ვერ დავუმტკიცე-სიცილს მოჰყვა ბექაც.
-წამოდით რამე დავლიოთ აქ ასე ხომ არ ვიდგებით-სიტყვით გამოვიდა ლილე.
-თქვენ მიდით ,თაია მე ცოტნეს უნდა შევხვდე და გამოგივლი მერე.
-თუ რამე სერიოზული არაა აქ მოვიდეს .
-არა არაფერი,კაი დავურეკავ აბა.
ცოტახანში ჩვენი ახალი სასტავი ერთად შევიკრიბეთ.საოცრად მომწონდა ეს გარემო .მაგრამ შინაგანად გული ცუდს მიგრძნობდა.
რამდენიმე კვირა დასჭირდა კომპანიის საბუთების მოგვარებას.გიჟივით დავრბოდი აქეთ-იქით.ალექსანდრეს ცოტა მივეჩვიე მაგრამ ლაშაზე ფიქრი თავს არ მანებებდა სად შეიძლება გამქრალიყო ასე.ორი თვე გავიდა ჩვენი ქორწილიდან .ოქტომბრის ცივი და წვიმიანი სეზონი საოცრად დაეტყო ქალაქს.თითქოს ჩემს დარდს ბუნებაც გრძნობსო.გადაუღებლად წვიმს რამდენიმე დღეა.საბოლოოდ კი ცივმა სეზონმა ცივი გრძნობები მოიტანა.
რესტორანში ვიყავი , საქმეებს ვაგვარებდი.მოულოდნელად ჩემი მობილური რომ აზუზუნდა.ხელის კანკალით ვუპასუხე ნაცნობ ნომერს.
-ლაშა.-წარმოვთქვი მონატრებული სახელი.
-უნდა შევხვდეთ დღესვე სალაპარაკო მაქვს.მისამართს მოგწერ და ახლავე გამოხვალ.-ტელეფონი ისე მოულოდნელად გათიშა როგორც უეცრად დარეკა.ესემესმსაც არ დააყოვნა ჩანთა ავიღე და მითითებული მისამართზე წავედი.ზურგით იდგა სწრაფად დავფარე მანძილი და ჩემდაუნებურად ზურგზე მოვეხვიე.რამდენიმე წამი და სწრაფად შემობრუნდა.
-რას აკეთებ?-
-ბოდიში,ასე არ უნდა გამეკეთებინა-ამოვიფრუტუნე და თავი დავხარე.
-გათხოვილ ქალს ეს არ შეშვენის თაია-ამრეზით გადმომხედა.
-აგიხსნი ლაშა მე..
-რას ამიხსნი გოგო,იდიოტს ვგავარ?
-არაა ისე როგორც გგონია.
-არაფერი მგონია კარგად ვიცი როგორი ნაგავი ხარ ,უპატიოსნო ქალი ხარ და...-სიტყვის თქმაც არ ვცადე ისე გავაწანი სილა,არ მეგონა ამდენად თუ შეტოპავდა.
-არ გაბედო ,რაც არ იცი იმაზე არც არასდროს ილაპარაკო,არ მოგცემ ჩემი დამცირების უფლებას -ბრაზი მახრჩობდა და დათმობას არ ვაპირებდი.-აი გამომართვი არ მჭირდება შენი არაფერი-ჩანთიდან ნიშნობის ბეჭედი ამოვიღე და ხელის გულზე დავუდე.-არარაობა ხარ გესმის ,არაფერს ნიშნავ დღეიდან ჩემთვის.მორჩა-იმ წამსვე გამოვბრუნდი და მანქანა ადგილიდან დავძარი.

-რა ქენი მოასწარი გადაღება?.... კარგია ერთიც საქმეა...ახლავე ალექსანდრე გულედანს გაუგზავნეთ,სანამ თაია სახლში მივა.-კმაყოფილი სახით გათიშა ტელეფონი-გაგამწარებ თაია დორეულო.-ჩაისისინა და ადგილიდან აორთქლდა .

გული მიკვდებოდა.სახლში მივედი არავინ დამხვდა.შხაპი მივიღე და ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი გამოვედი სააბაზანოდან.ამდენად საზიზღარი პიროვნება როგორ მიყვარდა ამას ვერ ვხვდებოდი.კარის საშინელმა ხმამ შემაშინა ,ასე გიჟივით არავინ შემოდის სახლში . თუმცა მალევე ალექსანდრეს ხმამ უფრო მეტად შემაშინა.
-თაია! სად ხარ -ყვიროდა ბოლო ხმაზე.სანამ წამოვდექი უკვე ოთახში შემოვარდა გიჟივით.
-ეს რა არის გამაგებინე?რას ნიშნავს ეს?-წინ რაღაც სურათს მიტრიალებდა და სახე სულ გაწითლებოდა ბრაზისგან.
-ნუ ყვირი ისედაც საშინელი დღე მქონდა თუ დამანახებ აგიხსნი-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-გამომართვი-ფოტო ფეხებიდან დამიგდო მის ასაღებად დავიხარე ფრთხილად გადმოვატრიალე .მე და ლაშას ფოტო იყო დღევანდელი,ის წამი როცა ჩავეხუტე.
-ვერაფერს ამბობ ხო?ასე უნამუსოდ როგორ იქცევი?-გიჟივით დადიოდა ოთახში.
-ჯერ ერთი ეს არაფერს ნიშნავს ამ მომენტში და მეორეც არ გაქ უფლება ასე მომექცე და პასუხს ელოდე ჩემგან.
-ნუ მაგიჟებ გოგო,ჩემი ცოლის სტატუსით ცხოვრობ და ჩემს სახელს და რეპუტაციას ეხები და არ მაქ უფლება?გამაგებინე -ადგილზე შევხტი მის ხმაზე.
-ეს აღარაფერს ნიშნავს გაიგე მორჩა!
-რა...რა მორჩა თაია?ან რა იყო?-გამჭოლი მზერით მიყურებდა
-მეგონა იცოდი-დავიბენი ნუთუ მამაჩემს არ უთქვამს რომ დანიშნული ვიყავი.
-ამოღერღე რა უნდა ვიცოდე ,რა გაკავშირებს ამ არამზადა ლაშა ხაჩიძესთან.?
-შენ საიდან იცნობ?
-ეგ არაა შენი საქმე კითხვა დაგისვი და მიპასუხე-მზერას არ მაშორებდა .
-მეგონა მამამ ყველაფერი გითხრათ,მე და ლაშა დანიშნულები ვიყავით , აგვისტოს ბოლოს ქორწილი უნდა გვქონოდა მაგრამ შენ გამოგყევი ,და რატომაც ძალიან კარგად იცი.ის კი დამშორდა.-ძლივს ვახერხებდი ცრემლების შეკავებას.
-რატომ თაია?ეს აქამდე რატომ არავინ მითხრა ამის დედაც...-ხელი მაგრად დაარტყა კედელზე.ღრმად სუნთქავდა.მეც შიში მიპყრობდა.
-დამშორდა ,ვერ გამიგო და წავიდა თან...
-არაფერი მითხრა არ მაინტერესებს.მომატყუე გესმის და ამით ყველაფერი გააფუჭე,არ გიფიქრია არცერთხელ მოსულიყავი და ეს ყველაფერი გეთქვა.გენდე .ისე მიგიღე როგორც მეგობარი ძალიან ახლოს მიგიშვი გესმის აი აქ...-საჩვენებელ თითს გულზე ირტყავდა.-მაგრამ შენ არაფრის ღირსად არ ჩამთვალე.-კარი ისევ ისეთივე ხმაურით გაიხურა .მანქანის საბურავების ხმა კი ოთახში ისმოდა ისე სწრაფად მოწყვიტა ადგილს.ადგილზე გაქვავებული ვიყავი.მერე ერთიანად ძალა გამომეცალა მუხლებში, ჩავიკეცე და ავტირდი.მთელი ღამე ველოდი,არ მოსულა,დარეკვის ძალას ვერ ვპოულობდი,ასეთ მდგომარეობაში მაჩოსთან ვერ გავიდოდი და ვერ ვკითხავდი სად იყო ალექსანდრე.არადა დარწმუნებული ვიყავი იცოდა სად იყო, სხვანაირად ასე მშვიდად არ იქნებოდა.ერთხელაც კი არ შემოსულა ჩემთან.გამთენიისას ჩამეძინა.თან საკმაოდ ღრმად.კარის ხმაზე ოდნავ გავახილე თვალები სილუეტს მოვკარი თვალი რომელიც კარში გაუჩინარდა დარწმუნებული ვარ ის იყო.სწრაფად წამოვდექი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.სამზარეულოში იყო განადგურებული სახით იჯდა და ყავას სვავდა.წინ დავუჯექი.
-ისევ გიყვარს?-გატეხილი ხმით წარმოთქვა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-ას იყო ...მაგრამ თავის ხელში აყვანა შემიძლია.
-ეგ როგორ?-დაღლილი თვალები შემომანათა
-ეგ ფოტო,გუშინდელია.ამ ხნის განმავლობაში პირველად დამირეკა შეხვედრა მთხოვა.სრულიად გაუაზრებლად მოვეხვიე მაგრამ მერე...
-არ გინდა, გაუაზრებელი აქ არაფერია...-ფეხზე წამოდგა .-რატომ თაია ?რატომ ეს იდიოტი ?ეს როგორ შეგიყვარდა.-სურათი მაგიდაზე დამიდო და სამზარეულო დატოვა.თავს საშინლად ვგრძნობდი მას რომ ასე მოვექეცი მართალია უნდა ცოდნოდა.ლილეს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.
-შარში ხარ დაო.-გაოცებული მისმენდა
-რა გავაკეთო?-საწყალი თვალები შევანათე.
-ვერაფერს გააკეთებ მის ე.წ კაცობას გადაუარეს ამ ფოტოთი.მერე რა რომ რეალური არაფერია თქვენს შორის.მაინც მისი ცოლის სტატუსით ხარ ყველგან.
-საშინლად მოვექეცი,მაგრამ მეგონა არჩილი ყველაფერს ეტყოდა.
-ხო ერთი მხრივ ეგრეც უნდა ყოფილიყო ,რადგან ფიქტიური ქორწინებაა და არაფერი გრძნობები არაა შენ დიდად არ უნდა გამოგევლინა ინიციატივა ალექსანდრესთან ,მამაშენისთვის უნდა გეკითხა ესაუბრა თუ არა ამ თემაზე.სულ ესაა.
-როგორი მწარე სიმართლეა ლილე.
-ასეა და რა ვქნა.-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა.
-როგორც ადვოკატი გირჩევთ სათანადო არგუმენტებით აუხსნა იმ მუდოს საქციელი დაა როგორც დაქალი გეტყვი ლაშა საქმე გაურჩიოთ სადარბაზოსთან-თვალები აათამაშა.
-ადვოკატი კი არა მსახიობი უნდა იყო.კაი მოვიფიქრებ რამეს.წავედი სახლში იმედია შევძლებ საუბარს.-კაფე დავტოვე და სახლისკენ წავედი იქ კი სრულიად არასახარბიელო სიტუაცია დამხვდა.
-თაია მოდი დაჯექი.-მისაღებში დამხვდა ზაზა.
-მშვიდობაა ბატონო ზაზა?-მის წინ სავარძელში მოვთავსდი.
-ალექსმა მითხრა რაღაც.ვერ ვიჯერებ რომ ეს დაგვიმალე შვილო.
-ბატონო ზაზა,მე მეგონა მამაჩემი ყველაფერზე გესაუბრათ.ამიტომ არ ჩავთვალე ამ საკითხის გახსნა საჭიროდ,თან როცა ლაშა ასე საზიზღრად მოიქცა.
-რას ქვია საზიზღრად?-ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
-ვაღიარებ მიყვარდა თან ძალიან ,მაგრამ როცა სიტუაციის ახსნა ვცადე პირდაპირ მომახალა რომ ფულის გამო იყო ჩემთან .მე სულელმა მაინც ვიფიქრე რომ რამე შანსი ისევ მქონდა გუშინ შეხვედრა მთხოვა , მიწასთან გამასწორა ისეთი სიტყვები მიძახა,იმ წამს იქ ყველაფერი დამთავრდა თუმცა ალექსანდრემ ამის ახსნა არ მაცადა.
-გასაგებია შვილო,დააცადე დაწყნარდება და ესაუბრე.ერთს გირჩევ იმ არამზადას ახლოს აღარ გაეკარო თორემ ალექსანდრე მოკლავს იცოდე.
-რა კავშირი აქვთ ლაშას და ალექსანდრეს?
-ამას თვითონ მოგიყვება.მიდი დაისვენე ახლა დაღლილი სახე გაქვს არ ინერვიულო მე შენს გვერდით მიგულე.
-არც მე დაგავიწყდეთ-სამზარეულოდან გამოყო თავი მანანამ.
-აი მანო გვისმენდი არა?-სიცილით გახედა ზაზამ.
-ჩემს რძალს არავის დავაჩაგვრინებ ბატონო ზაზა-ამაყად წარმოთქვა და კმაყოფილი მოთავსდა დივანზე.-ჩემი გოგოა ეს კიდევ კარგად გიძლებთ ორივე მამა- შვილს.
-ჩემთან რა გინდა?-გაკვირვებულმა შეხედა ცოლს.
-წადი ახლა შენი ხის თავიანი შვილი მოძებნე სადაა-მიუთითა ქმარს.
-როგორი ცხრაჭკუაშვილი ხარ მანო დღემდე ვერ ვხვდები რას ფიქრობ და რას გულისხმობ-სიცილით წამოდგა ფეხზე ზაზა.
-მე ავალ ოთახში დავისვენებ კაი მანჩო?-გავუღიმე დედამთილს
-წადი შვილო.ნუ მოაშლევინებ ჩემს გიჟ შვილს ნერვებს.შეცდომებს ყველა ვუშვებთ არ იდარდო გაპატიებს..
-ნეტავ.-მკრთალად გავუღიმე და ოთახში ავედი.ცხელი შხაპი საუკეთესო აღმოჩნდა.მაგრამ მაინც დაძაბული და განადგურებული ვიყავი.ის მე მენდობოდა მე სულელმა კიდევ რა გავაკეთე.ალბათ გული
ძალიან ვატკინე.მაგრამ რატომ?ასე რატომ ეტკინა?მე ხომ სამი თვეა რაც გამიცნო ვინ ვარ მისთვის?თუმცა ახლა ამ კითხვებს აზრი არ აქვს.
საწოლზე ოთხად მოვიკეცე .დრო გადიოდა მაგრამ ალექსანდრე არ ჩანდა.ტელეფონს დავწვავდი დარეკვა ვერ შევძელი მაგრამ ესემესზე ძალები მეყო.
<<სად ხარ?>>
<<სახლში მოვდივარ>>-არ დააყოვნა პასუხმაც.გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა თითქოს მისი ნახვით სიხარულს მიიღებდა.ცოტახანში ოთახში შემოვიდა.
-როგორ ხარ?-გვერდით მომიჯდა და მკითხა რაზეც დავიბენი , სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს კითხვა.
-მე..მე არამიშავს ...შენ როგორ ხარ?
-რაში გაინტერესებს-ადგილზე გამაქვავა მისმა სიტყვებმა.მერე ჩაიცინა.-რა სტატუსით მეკითხები მაგას?
-ალექსანდრე გთხოვ..
-რას მთხოვ თაია?-თანდათან ბრაზი იპყრობდა
-ახსნის შესაძლებლობა მომეცი-მავედრებელი ხმით ამოვთქვი სიტყვები.
-და რას ამიხსნი როგორ ერთობი იმ იდიოტთან?
-ნუ ხარ სასტიკი.-გაეღიმა,მაგრამ არა ისე მე რომ მომწონს ,ეს სულ სხვა ღიმილი იყო,იმედგაცრუების ,გულისტკენის და მოტყუების.
-ესეიგი სასტიკი ვარ არა?!
-მართლა მინდა ყველაფერი გარკვევით აგიხსნა-გაუაზრებლად ჩავჭიდე ჩემი ხელი მის დაძაბულ ხელს.ერთიანმა ჟრუანტელმა დამიარა მისი შეხებისას.სწრაფად გავუშვი ხელი რაზეც ძალიან უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც შევატყე რომ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.მესიამოვნა მისი რეაქცია მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
-არაფერს აქვს თაია აზრი.ვინ ვართ ერთმანეთისთვის?არავინ...ასე რომ ალბათ არ უნდა ვითხოვდე ახსნას ,მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მომატყუე-ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-მე მას სილა გავაწანი-ადვილზე გააქვავა ჩემმა სიტყვებმა.
-რა გააკეთე?-გაკვირვებული შემოტრიალდა
-ვაღიარებ იმ წამს ჩავეხუტე მაგრამ მალევე მომცილდა,ეს კარგად დაგეგმილი სპექტაკლი იყო სასურველი მიიღო და ჩემი გალანძღვა დაიწყო.-თვალებში ვერ ვუყურებდი იატაკს მზერით ვბურღავდი.-უპატიოსნო და ნაგავი მიწოდა-თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს რომ არ მეტირა.-მანამდეც ქონდა ნათქვამი რომ ჩემთან ფულის გამო იყო მაგრამ შანსი კიდევ მივეცი.შედეგს შენც ხედავ მარტო მე არ დავზარალდი ამით.-აწყლიანებული თვალებით შევხედე.სიბრაზე იპყრობდა , ᲫᲐᲠᲦᲕᲔᲑᲘ სულ დასჭიმოდა.ხელს მუშტად კრავდა ბრაზის დასაოკებლად.
-მოგკლავ თაია, გეფიცები ახლავე გავანადგურებ-გამოსცრა კბილებში.
-არ გინდა გთხოვ...ამას მის გამო არ ვამბობ... ალექსანდრე შენზე ვნერვიულობ,არ მინდა რამე დაგიშაოს-მასთან მივედი და თვალებში დაჟინებით ვუყურებდი.-ჩემს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ გესმის.
-თაია..
-არ გინდა გთხოვ-თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.მხოლოდ ერთადერთი ცრემლი გადმომივარდა.
-აი ამ ცრემლს არასდროს არავის შევარჩენ თაია-თითით მომწმინდა ცრემლი და ოდნავ გამიღიმა.მერე კი ძალიან სწრაფად გავარდა ოთახიდან.გავყევი მაგრამ ვერ დავეწიე.
-ჯანდაბა თაია ჯანდაბა რას აკეთებ-გავბრაზდი საკუთარ თავზე.ოთახში ავედი მასთან დარეკვა ვცდაე მაგრამ არ მპასუხობდა.გიჟს ვგავდი საკმაოდ დიდი დრო გავიდა ის კი არჩანდა.საწოლზე ოთხად მოკეცილი ვიწექი . ყოველ წამს ტელეფონს დავჩერებოდი.ვერ ვიძინებდი.პირველი იყო ოთახის კარი ძალიან ფრთხილად რომ გაიღო .მაშინვე გადმოვბრუნდი და ნათურა ავანთე.
-თაია,არ გძინავს?-საოცრად მშვიდი ხმა ჰქონდა.
-ვერ დავიძინე შენზე ვნერვიულობდი.-ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი.
-ჩემზე?რატომ?-ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-მე არ ვიცოდი სად იყავი და...-სიტყვა ვეღარ ვთქვი როცა მის გახეთქილი წარბს წავაწყდი .-სანდრო ეს....რა გჭირს?
-დაწყნარდი ყველამ საკადრისი პასუხი მიიღო.-ისევ გამიღიმა მაგრამ მალევე შეეცვალა სახე ,ალბათ ტკიოდა.
-რას ნიშნავს ეგ?შენ რა ლაშასთან იყავი?
-დიდიხანია მაგის ღირსია ,კიდევ ცოტა იყო ეგ....მიდი დაიძინე მე ხომ აქ ვარ უკვე...-მითხრა და დივანზე ჩამოჯდა.
-არა ,დამელოდე არ წახვიდე-სააბაზანოში შევედი და წამლების ყუთი ავიღე.სწრაფად მივუჯექი გვერდით-ექიმი არ ვარ მაგრამ გპირდები არ გატკენ.უნდა გავწმინდოთ ჭრილობა.შეიძლება?-პასუხის მოლოდინში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
-არაა საჭირო,არ იწვალო დაიძინე.
-ზოგჯერ მანანა მართალია ხის თავიანი სვანი ხარ მართლა.აღარ გეკითხები -სპირტი და ბამბა ამოვიღე-თუ გეტკინოს მითხარი.
-მაინც არ იშლი არა შენსას-როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო დამნებდა.ძალიან ფრთხილად ვუსუფთავებდი მაგრამ ვგრძნობდი რომ საშინლად ეწვოდა.სული შევუბერე რომ ტკივილი შემსუბუქებისმნა ფრთხილად დავაკარი ლეიკო,კიდევ კარგი ღრმად არ იყო ჭრილობა.
-ახლა შეგიძლია დაიძინო-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-მადლობა ექიმო-მანაც გამიღიმა.
-ალექსანდრე...
-რა იყო?-სწრაფად გადმომხედა.
-ბოდიში სიმართლე რომ არ გითხარი .
-დაივიწყე ჩვენი ბრალი არაფერია-ეცადა გულწრფელი ყოფილიყო.
-მაპატიე?
-შეიძლება-ფეხზე წამოდგა და ეშმაკურად გადმომხედა,თუმცა უკვე ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს.სიხარულისგან მოვეხვიე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.თუმცა მალევე გავიაზრე რაც გავაკეთე.
-მაპატიე მე...-დავიბენი და პომიდორივით გავწითლდი.
-ყველაფერზე პატიებას ნუ ითხოვთ პრინცესა...ბოლოსდაბოლოს ცოლ-ქმარი ვართ-ღიმილით დამკრა თითი ცხვირზე,მერე კი საწოლიდან ბალიში აიღო და დივანზე კომფორტულად მოათავსა.მე კი გაშეშებული ვიყავი ერთ ადგილას.ზედის გახდა რომ დაიწყო ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო.რაზეც დაფეთებული გავვარდი საწოლისკენ
-თუ გინდა ყოფილიყავი მე არ მაქვს პრობლემა-უფრო გახალისდა-შენ თუ ჩემი ყურება გსიამოვნებს ვინ გიშლის.-სიცილს არ წყვეტდა.
-საზიზღარი ხარ..-გავბუსხე ტუჩები და საბანში გავეხვიე.
-ტკბილიბძილი პრინცესა.
-არ ხარ ღირსი მაგრამ შენც ტკბილიძილი ტირანო...
-ეგ რამე ახალია?
-სარკეში ჩაიხედე და დაინახავ-კომფორტულად მოვთავსდი.შუქი ოდნავ ანათებდა ოთახს მაგრამ მაინც ვამჩნევდი მის სახეს
-მთელი ღამე ეგრე თუ უნდა მიყურო ვერ დავიძინებთ-კმაყოფილმა ამოთქვა.ნუთუ შემამჩნია?დენდარტყმულივით გადავბრუნდი და გავისუსე.სიჩუმე მისმა სიცილმა დაარღვია.
-ბავშვი ხარ-ამოილაპარაკა გახარებულმა.
-საზიზღარი ხარ თქო უკვე გითხარი-მივაძახე.მაგრამ მაინც გამეღიმა მისი სახის გახსენებისას.ამ ღიმილით ტკბილად დამეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

ნუ გააჭიანურებ რა მალმალე დადე ახალი თავი. სულმოუთქმელად ველი heart_eyes

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი ლელა
ნუ გააჭიანურებ რა მალმალე დადე ახალი თავი. სულმოუთქმელად ველი heart_eyes

აღარ განმეორდება გპირდები ყოველდღე ვეცდები დავდო????????????

 


№3 სტუმარი ნი-კე

კარგი იქნება მალმალე თუ დადებთ.

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

ნი-კე
კარგი იქნება მალმალე თუ დადებთ.

ვეცდები აღარ დავაგვიანო♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent