ცხოვრების შანსი (მეოთხე თავი)
დილას მზის სხივებმა გამაღვიძა რომელიც ურცხვად დათამაშობდნენ ჩემს სახეზე.გემრიელად" გავიზმორე" და მთქნარებით სულ ოდნავ გავახილე თვალი.დივანი ცარიელი იყო ამიტომ თავისუფლად წამოვჯექი საწოლზე .ხელები ზემოთ ავწიე წელში გავსწორდი რის გამოც ჩემი საღამურის ისედაც მოკლე ზედა უფრო მაღლა აიწია.ამას არ ვნაღვლობდი სანამ ჩახველების ხმა არ გავიგე.ბაყაყივით ვჭყითე თვალები. -მეც აქ ვარ რომ იცოდე-ოდნავ გამიღიმა ალექსანდრემ რომელიც სარკეში თმას ისწორებდა. -მე ... ბოდიში ...ვერ დაგინახე.-საბანი ავიფარე ცხვირამდე . -დილამშვიდობისა.-კმაყოფილი სახით გადმომხედა და გამიღიმა. -დილამშვიდობისა.-პომიდორივით წითელმა ამოვილაპარაკე და იქვე ტუმბოზე მიფენილ ხალათს დავწვდი სწრაფად ჩავიცვი და ფეხზე წამოვდექი.ძალიან სიმპატიური იყო, თეთრი ფერი ჩემსავით მასაც უხდება.გაშტერებული ვუყურებდი.წამით სარკეში ჩვენი თვალები ერთმანეთს გადაეყარა.შემრცხვა დავიბენი მას კი გაეღიმა არაფერი უთქვამს.მომზადება უჩუმრად დაასრულა.მისი სუნამოს სუნი თავს მაკარგვინებდა რომელიც მთელ ოთახში მეფობდა. -თაია,...-ხელს მიფრიალებდა ცხვირ წინ.-რა გჭირს?-ძლივს მომიყვანა გონს. -მე არაფერი ,..დაასრულე მომზადება?-ვკითხე და თვალებით გუშინდელი წამლის ყუთს დავუწყე ძებნა. -კი..-გამიღიმა და საათი გაიკეთა ხელზე. -მოდი აქ დაჯექი.-დივანზე მოვთავსდი და მასაც ვანიშნე გვერდით დამჯდარიყო.-ნუ მიყურებ ეგრე,ეგ ჭრილობა უნდა დაგიმუშაო .-ყუთიდან სპირტი და ბამბა ამოვიღე. -არ მინდა ექიმო.-კვლევ ჯიუტობდა მაგრამ ის კი არ იცის მე რომ მასზე ჯიუტი ვარ . -მე არ მიკითხავს გინდა თუ არა ,მე გითხარი დაჯექი თქო სვანო-დავუბრილე თვალები მალევე მიხვდა საქმის არსს და უკმაყოფილოდ მომიჯდა გვერდით.სპირტი ბამბაზე დავასხი ,მძფრმა სუნმა ცხვირი ამიწვა და საშინლად დამემანჭა სახე. -რა იყო ცუდი სუნი მაქვს?-მეძებარი ძაღლივით დაიწყო ყნოსვა. -შენ არა,სპირტს...-ვაიმე ამ წამს ვუთხარი რომ მისი სურნელი კარგია,მორჩა გამომიჭირა...თუმცა ჩემდა გასაკვირად მხოლოდ გამიღიმა.-ანუ მე...იმის თქმა მინდა რომ ალკოჰოლს ვერ ვიტან და ცუდი რეაქცია მაქვს მხოლოდ ეს ვიგულისხმე-ვეცადე მღელვარება დამეფარა.ფრთხილად მოვხსენი ლეიკო და საქმეს შევუდექი. -დღეს გვიან მოვალ,არ დამელოდო კარგი? -რამდემად გვიან?-ამოვხედე ნაწყენმა. -არ ვიცი კომპანიაში თათბირი მაქ მერე ვახშამიო და რომლამდე გასტანს ვერ გეტყვი. -კარგი გასაგებია.-ვეცადე გამეღიმა.ერთადერთი ადგილი სადაც მას ვხედავდი ეს ოთახი იყო ,დღეს კი მეტჯერ ვერ ვნახავდი.თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.ლეიკო დავაკარი და მკრთალად გავუღიმე. -მადლობა ექიმო.-მანაც გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.-წავედი ვაგვიანებ.დროებით თაია. -თავს გაუფრთხილდი-მივაძახე კარებში გასულს. მეეჭვება გაეგო თუმცა მოულოდნელად ისევ შემოაღო კარი. -ჭკუით იყავი პატარა ქალბატონო-გამიღიმა და ისევ ისე გაუჩინარდა.მეც გამეღიმა მის ასეთ საქციელზე .ამდენი ხნის მერე ხალისით წამოვდექი დილის პროცედურები სწრაფად მოვილიე ოთახი მოვაწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი.ცხელი ჩაი გავიკეთე ,მანოს გაკეთებული უგემრიელესი ტორტი ჩამოვჭერი და იქვე მაგიდასთან დავჯექი.ფანჯარაში ვიყურებოდი,საოცრად უცნაური ამინდი იყო, ოქტომბერი მთავრდებოდა და ასეთი თბილი მზე მაკვირვებდა.მინებს იქითაც კი იგრძნობა მისი სითბო.ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე მანანა და ზაზა როდის შემოვიდნენ.გონს ზაზას ხმამ მომიყვანა. -რახან იღიმი ესეიგი საქმე კარგადაა-ეშამკურად აათამაშა წარბები. -კარგი ზაზა ნუ გააწითლე ბავშვი-ღიმილით გადმომხედა მანჩომ. -ყავას მოგიმზადებთ.-ფეხზე წამოვდექი რომ უხერხულობა არ შემმჩნეოდა. -ოოო როგორ მიყვარს შენი მომზადებული ყავა რძალო-ღიმილით გადმომხედა ზაზამ. -ხო და აი მიირთვით-ღიმილით დავუდე ჭიქა წინ. -შესანიშნავი არომატია-კმაყოფილმა გადმომხედა მანჩომ. -აბა რაო ჩემმა შვილმა.?-ინტერესიანი თვალები შემომანათა ზაზამ. -იცით ერთ რამეს მივხვდი, უხეშობას ნუ უწოდებთ ამას მაგრამ მართლა ხის თავიანი სვანია ბატონო ზაზა თქვენი შვილი. -აი ხედავ,ორივენი ასეთები ხართ-გამომექომაგა მანანა. -სანამ ვთხოვდი ახსნა არ მაცადა ,ბოლოს კი ყოველგვარი თხოვნის გარეშე ერთიანად მივაყარე სათქმელი თუმცა გასაგები გაიაზრა.და შედეგიც გამოიღო.-არსებული სიტუაციით კმაყოფილმა გავიღიმე. -ყოჩაღ თაია ,შენ მგონი მოარჯულებ მაგ სვანს მართლა -სიცილით მიპასუხა ზაზამ. -კარგი მე გავიქეცი რესტორანში საქმე მაქ.მანჩო საღამოს ვახშამი ჩემზე იყოს კარგი? -კაი ჩემო ტკბილო-გამიღიმა,მეც გახარებულმა სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები და სახლი დავტოვე -ოჰოო დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ჩანხარ უფროსო-ეჭვის თვალით ამომხედა ბექამ. -არა ჩვეულებრივი ვარ სრულიად. -ჭინკებს ვხედავ შენს თვალებში. -მე კი დამწვარ ხორცს ტაფაზე-თვალებით ვანიშნე გაზქურისკენ. -ჯანდაბა თაია... -ჩემთან რა გინდა.?-ვკითხე გაკვირვებულმა. -ცეცხლი გიკიდია და ყველაფერს წვავ. -მე ...ცეცხლი...სად?-შეშინებული დავტრიალდი მას კი სიცილი აუტყდა. -თვალებში გაქვს ცეცხლი.გარშემო კი ყველაფერს წვავ-იმდენად დრამატულად ამბობდა ამ ყველაფერს ცოტაც და დამაჯერებდა. -რას ბოდიალობ მიდი საქმეს მიხედე თუ კაცი ხარ რა-ვუარყავი მისი ნათქვამი ,მართალია თავს განსხვავებულად ვგრძნობდი მაგრამ ისე არა როგორც მან აღმიწერა. -დამიჯერე ჰაერში საოცარი სურნელია.. -ღრმად და ხარბად შეიყნოსა . -გეთანხმები საოცარი სურნელია და ძალიან მომშივდა-მოულოდნელად გვერდით ამომიდგა ლილე. -გეუბნევთ ეს გოგო მოჩვენებაა თქო ახლა საიდანღა გაჩნდი?-მისი სახის დანახვისას სიცილი ამიტყდა. -თუ ასე არ გსიამოვნებთ ჩემი დანახვა სულ აღარ მოვალ აქ-გაიბუსხა საყვარლად. -არა ჩემო საყვარელო ,აი ნახე ,იქიდან ერთ გაზქურას ავიღებ ,მაგიდას ჩაგიდგავ და თუ გინდა შენი საადვოკატო ბიუროც აქ გახსენი-გავეკრიჭე და გავიწიე რამე რომ არ ჩაეცხო თავში. -რა აღმატებულ ტალღაზე ხარ რა გჭირს?-მკითხა გაოცებულმა. -ჭინკები ლილიკო ჭინკები-სიცილით გამოექომაგა ბექა. -ხო ჭინკებს მეც ვხედავ ,ანათებენ ცეცხლივით მაგრამ ლილიკოს ნუ მეძხი მიიღებ იცოდე-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ,რაზეც ბექას მხიარული სტვენა და ვითომც არაფერი გაუგია სახე მიიღო.-ჩემი ბიძაშვილი არ იყო მაგ ცხელ ზეთში შეგწვავდი -გამოსცრა კბილებში -აბა ამიხსნი შენ ქალბატონო რა ხდება?-ახლა მე მომიბრუნდა ისევ. -არაფერი,რა უნდა ხდებოდეს,რა ჭინკები აგიტყდათ ორივეს ამდენი საქმეა დამანებეთ თავი.-გაბრაზებული გამოვვარდი სამზარეულოდან. -კაი ხო რაიყო-სიცილით მომყვა ლილე უკან.- ნუ ხარ ეგეთი ფეთქებადი ვიხუმრეთ-მიხსნიდა ისე რომ სიცილს არ წყვეტდა.მაგიდას მივუჯექით მისკენ არ შემიხედავს მხოლოდ მაშინ ავწიე საბუთებიდან თავი როცა სიცილი მოულოდნელად შეწყვიტა როგორც წესი ასეთი კისკისი საათს გრძელდება ხოლმე.მალევე ამის მიზეზს მივხვდი -ქალბატონო ადვოკატო რა სიურპრიზია თქვენი აქ ხილვა -ყურებამდე გაღიმებული ცოტნე იდგა ჩვენს წინ. -ზრდილობა ახალგაზრდავ ზრდილობა ისწავლეთ -გამოსცრა კბილებში და მკვლელი სახით გახედა. -სალამი რძალო როგორ ხარ?-ყურადღება არ მიაქცია ლილეს რეპლიკას რაზეც ლილეს აშკარად სიბრაზის ნოტებმა გადაუარა . -კარგად ცოტნე ,შენ? -მეც კარგად.აქეთ მოვხვდი და შემოგიარეთ-ბოლო სიტყვის თ მკვეთრად გამოკვეთა და ლილეს გახედა.-მაგრამ ზოგიერთებს აშკარად არ ესიამოვნა ჩემი მოსვლა. -უტაქტო ხარ და ამიტომ-ამრეზით შეხედა ლილემ. -კარგით ნუ დაჭამთ ერთმანეთს.ერთად ვისადილოთ მაშინ თუ არ გეჩქარება.,-გავუღიმე ცოტნეს, ლილეს კი თვალებით ვანიშნე მშვიდად თქო. -არ მეჩქარება.შენი ქმრის ნახვა მინდოდა მაგრამ დილიდანვე შეხვედრები აქვთ ასე რომ გემრიელად ვისადილოთ. -კარგი ,ბექას ვეტყვი მაშინ -ფეხზე წამოვდექი -კი არ მინდა თქვენ ორის მარტო დატოვება დაჭამთ ისევ ერთმანეთს მაგრამ ეცადეთ მშვიდად იყოთ.-გავაფრთხილე და ღიმილით გავბრუნდი სამზარეულოსკენ.მთელი გემრიოლობებით რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი ბექასთან ერთად.საოცრად მშვიდი სიტუაცია ქონდათ.ყველაზე მეტად კი ლილეს აწითლებულმა სახემ და მოულოდნელმა სიმორცხვემ გამაკვირვა თუმცა არაფერი ვუთხარი.მშვიდად ვისადილეთ.მერე ყველანი დაიშალნენ .საღამომდე მეც რესტორანში ვიყავი მერე მარკეტიდან ვახმისთვის საჭირო ნივთები ავიღე და სახლში წავედი.შხაპი მივიღე და საწოლზე მჯდომი ტელეფონს დაჟინებით დავცქეროდი.როგორ მინდოდა ერთხელ მაინც დაერეკა,ერთხელ მაინც მოეწერა რამე თუმცა ამაოდ ველოდი.ან რატომ უნდა გაეკეთებინა ეს არ მესმოდა,რას მოველოდი მისგან.ფიქრებისგან თავის დასაღწევად სამზარეულოს მივაშურე და უგემრიელესი ვახშამი მოვამზადე.სუფრა ოთხ კაცზე გავშალე.გულის სიღრმეში მინდოდა რომ ისიც მოსულიყო.თუმცა აქაც შევცდი .მადა დამეკარგა თითქოს მისთვის მოვამზადე ეს ყველაფერი .რატომ ვანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას ვერ ვხვდები.ვეცადე მშვიდად გვევახშმა ისე რომ მანანასთვის და ზაზასთვის განწყობა არ გამეფუჭებინა.მგონი შევძელი კიდეც.ყველაფრის მილაგების შემდეგ კი ოთახში შევიკეტე. -გაგაფრთხილა თაია გვიან მოვალო,დაიძინე ახლა !-ვუბრაზდებოდი ჩემს თავს და ვცდილობდი დამეძინა მაგრამ ტყუილად.კარის ხმა რომ გავიგე გულმა სიხარულით დაიწყო ფეთქვა .მალე ისიც შემოვიდა ოთახში . -თაია ისევ არ გძინავს?-თითქოს კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე .მაგრამ მალევე მოთოკა თავი. -ვერ დავიძინე .-ნერვიულად ვათამაშებდი თითებს. -გასაგებია-ახლა აშკარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-ძალიან დავიღალე დღეს ახლა დავასრულეთ თათბირი საგიჟეთია ამ კომპანიაში ყველაფერზე პრობლემას ქმნიან. -შენ ვახშამზე არ ყოფილხარ? -არა არაფერი მიჭამია დღეს საერთოდ. -წამოდი...ადექი ჩქარა და წამოდი-აღტაცებული წამოვხტი ფეხზე.დაბნეული მომყვებოდა უკან.მისთვის განკუთვნილი ვახშამი სწრაფად დავუდე მაგიდაზე .კედელს მიყრდნობილი ღიმილით მაკვირდებოდა რას ვაკეთებდი.სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა როცა მის მზერას წავაწყდი .ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და არ დავბნეულიყავი. -მოდი დაჯექი მიირთვი. -ეს ყველაფერი შენ მოამზადე-სუფრას მიუჯდა და ღიმილით ამომხედა. -კი შენთვის...უფროსწორად ყველასთვის,ჩვენ ვივახშმეთ უკვე ,შენ მიირთვი ..მე ზემოთ ავალ.-მკრთალად გავუღიმე და სამზარეულო დავტოვე.ბედნიერი შევედი ოთახში.საწოლზე გართხმულს მისი თვალები მედგა წინ.ახლა კი ტკბილად ჩამეძინა. დილას წვიმის ხმამ გამაღვიძა.საათს დავხედე ათი იყო, სწრაფად წამოვხტი ფეხზე .მეგონა მასაც ეძინა თუმცა ამაოდ ოთახი ცარიელი იყო.მხოლოდ პატარა წერილი ტუმბოზე. "მადლობა გუშინდელი ვახშმისთვის" ჩემი დღის განწყობად იქცა ეს სიტყვები.თუმცა დღე სრულებით არ გაგრძელდა ასე. ყელში მიბჯენილი ბურთით შევრბივარ სამზარეულოში.-ბექა იმ არამზადას აქ რა უნდა? -დამშვიდდი თაია ,ხომ არ გავაგდებთ არა?-ჩემს დამშვიდებას ცდილობს თუმცა ამაოდ. -მოგკლავ ლაშა ხაჩიძე - გამოვვარდი სამზარეულოდან ბექა მოსდევდა მაგრამ არ ვუსმენდი ,მისი სახელის წარმოთქვას ვაპირებდი როცა ენა ჩამივარდა და ვეღარაფერი ვთქვი.გოგოსთან ერთად იჯდა,მარტო არ ყოფილა,მთელი სხეულით ერთმანეთზე იყვნენ აკრულები ,საოცარმა გულის რევის შეგრძნებამ დამიარა.ზუსტად ასე იქცეოდა ჩემთანაც ,ძალიან ახლოს იყო ყოველთვის მაგრამ მერე უცებ კილომეტრებით დამშორდა .გოგოც მეცნო,მამაჩემის ასისტენტი იყო კომპანიაში ,ამასწინათაც ვნახე.კი მაგრამ რა საერთო გამონახეს ერთმანეთთან. -თაია,...თაია...წამოდი სუფთა ჰაერზე გავიდეთ.-გონს მომიყვანა ბექამ. -არ მინდა სახლში წავალ-ვიუარე და ორი ნაბიჯი გადავდგი თუმცა საშინელმა თავბრუსხვევამ მეტის გაგრძელების ნება არ დამრთო. -მოდი აქ დაჯექი-მაგიდასთან მიმიყვანა ბექამ,მიმტანს წყალი სთხოვა.-თაია ტელეფონი მათხოვე-მითხრა და მეც წამსვე მივაწოდე ფეხზე წამოდგა და ვიღაცას დაურეკა.არაფერი მესმოდა სილუეტებსაც ძლივს ვარჩევდი.განანებ ლაშა ხაჩიძე ყველაფერს.ადამიანი ასე დაამცირო გამოიყენო და მიაგდო ამას არავის ვაპატიებ.ბრაზისგან თვალებზე ბინდი მეკვრიდა . მიმტანს წყალი გამოვართვი და ერთიანად ჩავცალე. -ბექა სახლში წავალ მე-ისევ ფეხზე ადგომა ვცადე ცოტახანში. -ნუ ხარ ჯიუტი დაიცადე ცოტახანს-თვალები დამიბრიალა და ადგილზე დამაბრუნა. -რას ველოდო..-ამოვიფრუტუნე უკმაყოფილოდ. -ვის თაია..-გამიღიმა სულელური ღიმილით.-აი მას-ჩვენსკენ მომავალ ალექსანდრეზე მანიშნა.ახლა კი მართლა წავა გული.ახლა რომ ლაშა აქ დაინახოს რას მოხდება წარმოდგენაც არ მინდა . -თაია რა მოგივიდა?რა გჭირს?-ჩემს წინ ჩაიმუხლა და კითხვებს მაყრიდა. -მე... კარგად ...-ვცდილობდი როგორმე მეთქვა სათქმელი. -ახლა უკეთაა ალექს, უბრალოდ მარტო ვერ გავუშვებდი სახლში,აქაც ბევრი საქმეა და...-სწრაფად ახსნა სიტუაცია ბექამ. -მადლობა ბექა,ახლა მე მივხედავ .-მზრუნველი და შეშინებული თვალებით გადმომხედა.ფეხზე წამოვდექით და გასასვლელისკენ წავედით.როგორ მინდოდა მარცხნივ არ გაეხედა მაგრამ მე ამის ბედი ვინ მომცა.ადგილზე გაშეშდა.მის მზერას გავაყოლე თვალი , ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.ლაშა თითქოს დაიბნა.გოგო თავისკენ შეატრიალა და რაღაც დაუღრინა ისიც აღარ განძრეულა.როგორც კი ალექსანდრემ ნაბიჯი გადადგა მისკენ ხელი ჩავჭიდე.შეკრთა არ ელოდა ჩემს ასეთ სითამამეს. -გთხოვ არ გინდა.ის ამად არ ღირს.-აცრემლებული თვალები შევანათე.-გთხოვ არ წახვიდე შეხედე მისი მიზანიც სწორედ შენი გაბრაზებაა-ლაშას გავუსწორე მზერა რომელსაც სახე ალეწვოდა გაურკვეველ მდგომარეობაში იყო მაგრამ სიამაყეს მაინც არ კარგავდა. -მხოლოდ შენს გამო-გამიღიმა და ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა.მეც გავუღიმე და გარეთ გავედით . მანქანის კარი გამიღო მეც სწრაფად დავიკავე ჩემი ადგილი.სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია.უხმოდ ავიარე კიბეებიდა ოთახში შევედი.სახეზე ცივი წყალი შევისხი და გონს მოვედი.აივნიდან გავიხედე მისი მანქანა არ იდგა,ნუთუ წავიდა.საშინლად მოვიწყინე ამ ფაქტით.საწოლზე ოთხად მოვიკეცე და კარს მივაშტერდი .სასწაულს გავდა მისი შემოსვლა . ფრთხილად მომიჯდა გვერდით სულ სველი და გაყინული. -ალექსანდრე სველი ხარ-წამოვჯექი მას კი გაეღიმა. -დამშვიდება მჭირდებოდა უკან რომ არ მივბრუნებილიყავი -მკრთალად გამიღიმა.-მისმა დანახვამ იმოქმედა შენზე? -არა,მისი დანახვისას ბრაზმა შემიპყრო,ყველაფერს თავზე დავამხობდი გეფიცები-ჩემს ემოციებზე გულწრფელად გაეღიმა. -მჯერა შენი . -ის გოგო რომ დავინახე ,განა ის მეწყინა რომ ახალ ურთიერთობას იწყებს ,არა ის მეტკინა რომ მე გამომიყენა დამამცირა და მომისროლა,თავი საშინლად ვიგრძენი მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია სანდრო.-ტირილი მინდოდა მაგრამ თავს ძალას ვატანდი არ მეტირა . -არ ღირს გესმის ,ამაზე არ იფიქრო ის არამზადა შენს თავს არ იმსახურებს და არც შენს ცრემლებად ღირს გასაგებია.-ღიმილით გადმომხედა. -ის გოგო ვიცანი კომპანიაში მამაჩემის ასისტენტი იყო,ამასწინათაც ვნახე ოფისში რომ ვიყავი,რა საერთო აქვთ ვერ გამიგია?. -ნატალი იყო მასთან?-საოცრად შეეცვალა სახე. -არ ვიცი რა ქვია.მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენთან მუშაობს კომპანიაში. -ამის დედაც...-ფეხზე წამოდგა .-თაია მომისმინე რაღაცას გეტყვი ოღონდ არავის უთხრა უკვე ვეღარ ავუდივარ მარტო ამას . -კარგი მომიყევი-.ერთხანს ჩუმად იყო,არაფერს ვეკითხებოდი ვიცოდი თავად მეტყოდა რამეს. -თაია,მამაშენმა რომელ კომპანიასთანაც დადო ხელშეკრულება ის ლაშას ფირმაა,ოღონ თავად ეგ იდიოტი არ გამოჩნდა რადგან მამაჩემს უკვე გაუკეთა ადრე მსგავი რამ .თავი დაიზღვია მაგ ვირთხამ და ადვოკატი გამოგზავნა არჩილთან მოლაპარაკებებზე.ენდო მამაშენი ბრმად .მამაჩემმა ეს გაიგო და ამიტომ შესთავაზა ქორწინება , ფირმა ნაწილობრივ იხსნეს,ლაშა ახლა ჩვენს ერთ ნაბიჯს ელოდება მისკენ , ელოდება როდის ვთხოვთ დახმარებას რომ კომპანიაში შემოძვრეს.მერე იმხელა წილს მოითხოვს რომ ფეხზე ვერ წამოვდგებით.ასე დაგვტოვებს ნულზე..ამიტომ ვმუშაობ ამდენს მინდა ისე მოვიშორო რომ ვერაფერს მიხვდეს .მაგრამ ჯერ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ მისწრება და ახლა ცხადია რატომაც. -ანუ,ჯერ ჩემით უნდოდა კომპანიაში შემოსვლა ახლა იმ გოგოთი? -შენით როგორ ? -როდესაც ნიშნობის გაუქმება ვთხოვე პირდაპირ პირობა წამიყენა აქციებს შენ გადმოიფორმებ ამ ერთი წლის განმავლობაში და მერე მე გადმომიფორმებო. -ეგ არაკაცი რამდენს ბედავს ,არ მივცემ უფლებას ჩემს ოჯახში აფათუროს თავისი ბინძური ხელები.თაია -ჩემი ხელები თავის თლილი თითებიში მოიქცია და თვალებში დაჟინებით შემომხედა-გთხოვ,თუ ოდნავ მაინც მენდობი ახლოს არ გაეკარო,არ ვაპატიებ რამე რომ დაგიშაოს,მოგაშორებთ გპირდები მაგრამ დრო მომეცი კარგი. -ალექსანდრე გენდობი.-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,ან იქნებ მეტი არც არაფერი იყო საჭირო.-მიდი ახლა გამოიცვალე გაცივდები-არხეინად ვკარი ხელი ,მასაც გაეღიმა და უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში. -დღეს მანანა და ზაზა სახლში არ მოვლენ ნუ ელოდები-თმის მშრალებით გამოვიდა სააბაზანოდან.მის ხმაზე ფანჯარას თვალი მოვაცილე და უკან შევტრიალდი.ხალათიდან ამაყად იმზირებოდნა მისი ნავარჯიშები და ოდნავ სველი სხეული.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისევ ფანჯრისკენ გავიხედე. -შენ მგონი გითხრეს ეგრე სიარულს გადაეჩვიეო.-ვეცადე სიწითლე დამეფარა და ჩემი გრძელი თმა წინ გადმოვიწიე. -დაანებე მაგ თმებს თავი მაინც ვერაფერს შეცვლი-სიცილით გამოაღო კარადა და მერე ისევ აბაზანაში შეიკეტა. -მთელი ღამე მარტოებმა რა უნდა ვაკეთოთ.იქნებ ცალკე ოთახში გავიდე. ან იქნებ... -საკუთარ თავს ელაპარაკები?არადა მე ჭკვიანი მეგონე ,ვცდებოდი-აშკარად აღმატებულ ტალღაზე ჩანდა. -არა ,ვგეგმავ რა გავაკეთო შენგან რომ შორს ვიყო. -და რატომ უნდა გამექცე?-ღიმილით გადაწვა საწოლზე-ბოლობოლო ცოლ-ქმარი ვართ. -ალექსანდრე ნერვებს ნუ მიშლი.-გაბრაზებულმა დავტოვე ოთახი და სამზარეულოში ვახშმის მომზადებას შევუდექი. -იდიოტი,ხის თავიანი სვანი რა აზრები აწუხებს -გამწარებული ვჭრიდი ბოსტნეულს სალათისთვის. -რა გემრიელი სურნელი ტრიალებს -ზურგს უკან ამომიდგა ალექსანდრე -არ შემეხო-ადგილზე დავტრიალდი და დანა წინ ავუფრიალე. -ოოო მშვიდად პატარა ქალბატონო არ გეხები-ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად. -უბრალო ძალიან ახლოს იყავი და... -არ მითხრა ახლა შენი სიახლოვე მაბნევსო. -ეგ რა შუაშია?დამაცადე საქმის გაკეთება-გაბრაზებული შევუდექი ბოსტნეულს ჭრას და ჩემი საცოდავი თითიც მივაყოლე.თვალები მაგრად დავხუჭე და ტკივილისგან ვიწივლე. -ახლა რაღა მოხდა თაია?-თავისკენ შემაბრუნა.-მე როგორც ვიცი ამ სალათს ხორცი არ უხდება ასე რომ ... -ალექსანდრე გთხოვ ძალიან მტკივა -აცრემლებული თვალები შევანათე. -ბოდიში... ,მოდი წყალს შეუშვირე და მეც ახლავე მოვალ. -მალე გთხოვ-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ტკივილისგან.სწრაფად და ფრთხილად შემიხვია თითი. -აი აქ დაჯექი-ერთი ხელის მოსმით მაგიდაზე შემომსვა.-დიდად არ გამომდის მაგრამ თუ დამეხმარები და მეტყვი რა გავაკეთო მშივრები არ დავრჩებით.-გამიღიმა და სალათას მიუტრიალდა.ძლივს ძლივობით ამზადებდა ვახშამს მე კი კარგად ვხალისობდი ამაზე .მალე გემრიელად ვივახშმეთ მივალაგეთ და მისაღებში ფილმის საყურებლად მოვთავსდით.საოცრად ემოციებით სავსე ფილმსე ვუყურეთ. -ასეთს მეორედ აღარ მაყურებინებ თაია-გაბრაზებული წამოდგა ფეხზე. -რა არ მოგეწონა ერთი?!-მეც უკან გავყევი და ოთახში ავედით. -ვერ ვიტან ასეთებს და ის.უბრალოდ ხათრი არ გაგიტეხე ხომ ხვდები არა. -მე ნუ მაბრალი ტირანო.-ჩემს ნივთებს დავავლე ხელი და სააბაზანოში შევიკეტე.რომ გამოვედი მას უკვე მშვიდად ეძინა.მეც ჩავწექი და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.დილას ალექსანდრეს ხმა მაღვიძებს რომელიც გამწარებული ყვირის ჩემს სახელს.ყური დავუგდე და სააბაზანოდან ისმოდა. -რა გაყვირებს აქ ვარ-სიცილით მივახალე. -ნუ იცინი,ჩადი ნახე მგონი წყლის პრობლემაა სულ ქაფიანი ვარ . -რომელია პრობლემა წყალი თუ შენ რომ ქაფიანი ხარ?--სიცილს ვერ ვწყვეტდი -გამოვალ თაია და განახებ მე შენ...მიდი მალე მთავარი მილიდან გამოუშვი სამზარეულოში რომაა. -კაი ხო ნუ ბუზღუნებ მივდივარ-სიცილით ჩავიარე კიბეები .წყალი შევამოწმე ნახევრად ღია იყო ,მთლიანად გავაღე და მგონი ეშველა მისი ტირანული ხმა აღარ მესმოდა.ყავის აპარატი ჩავურთე და ძალიან მშვიდად ავუყევი კიბეებს.მეგონა ჯერ ისევ აბაზანაში იქნებოდა.მაგრამ ოთახში შესვლისთანავე მისი ძლიერი მკლავები ვიგრძენი ჩემს წელზე.კედელზე ამაკრო და დაჟინებით მიმზერდა.მე კი გონებას ვკარგავდი ამ მზერაზე. -აბა,ახლა რატომ არ საუბრობ ისევ ?რატომ გაჩუმდი? -მე...მე..სანდრო.. -ხო სანდრო ვარ,თუმცა არავინ მეძახის ასე მაგრამ შენთვის ასე იყოს.-ღიმილით შემომხედა და აი ახლა მართლა ცუდად გავხდები.მისი თვალები იმდენად ღრმაა რომ დაიკარგები. -როგორ მომწონს ასე რომ დაიბნევი ხოლმე.-ხელის ზურგი ჩემს სახეზე აატარა .ცეცხლი მეკიდა იქ სადაც მისი თითები მეხებოდა. -რატომ ... აკეთებ ამას?-ძლივს გადავაბი სიტყვები. -რატომ მოქმედებს ეს შენზე ასე?-დაჟინებულ მზერას ვეღარ ვუძლებდი.ჰაერი არ მყოფნიდა. -სანდრო.... -თაია ჭკუიდან ნუ გადამიყვან გთხოვ.-მხიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -გამიშვი!-არსაიდან დამიბრუნდა მკაცრი ხმა.მის სიტყვებზე ტვინმა წითელი შუქი აანთო.ხელი ვკარი და მოვიშორე აჩქარებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი.ასე ახლოს რატომ მოვუშვი ამას ვერ ვხვდებოდი. -თაია მე.. -უნდა მოვემზადო გადი და ჩამოვალ-მისკენ არც შემიხედავს ისე ვუთხარი.როგორც კი კარის ხმა გავიგე მუხლებზე დავეცი.არ მწყენია მისი სიახლოვე ,მაგრამ ძალებს მაცლიდა ვგრძნობდი.დაბლა ჩასულს სამზარეულოში დამხვდა. -შენი ჩაი დალიე სანამ გაცივდა-ჩემსკენ არც შემოუხედავს ისე მითხრა.-მე გავდივარ საღამოს დავბრუნდები. -ალექსანდრე... -არაფერი თქვა-მძიმედ ამოისუნთქა და სახლი დატოვა.მთელი დღე გაურკვევლობაში ვიყავი.მისი სიცივე მე გამოვიწვიე მაგრამ არ მინდა მან საკუთარი თავი დაადანაშაულოს ამაში.აზრზე ბექას ზარმა მომიყვანა. -გისმენ ...რა ხდება? ... როდის?...კაი მე წავალ...დილას ადრე...არა...მარტო მეზარება..ნუ სულელობ...კაი წავედი და დაგირეკავ...-ტელეფონი გავუთიშე და ოთახში ავედი .ჩემი ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. -------- იმედია მოგეწონებათ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.