შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 2 )


9-11-2021, 12:58
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 10 461

- თქვენი შეკვეთა, ორი პეპერონი, -მითხრა და ყუთები გამომიწოდა, ჩამოვართვი თუ არა, გემრიელად მიირთვითო ჩაილაპარაკა, შებრუნდა და წავიდა,
- მოიცადე, -დავუძახე, შედგა და შემოტრიალდა,
- გისმენთ,
- ახლა რომ გკითხო მიცნობ თუ რა, ალბათ იტყვი რომ არ მიცნობ,
- ასეა, ნამდვილად არ გიცნობთ, პირველად გხედავთ,
მთელი ჯერ კიდევ შერჩენილი მოთმინების უნარის მობილიზება დამჭირდა რომ არ ავფეთქებულიყავი,
ერთი, ორი, სამი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ისევ მისმა ხმამ გამომარკვია,
- არ ვიცი რა ხდება მაგრამ თუკი ჩემი მომსახურებით კმაყოფილი ხართ იქნებ აპლიკაციაში დადებითი შეფასება მომცეთ, -შევხედე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, გვერდზე თავგადაგდებული, საყვარელი, გულუბრყვილო, კნუტის თვალებით შემომცქეროდა, უნებურად გამაჟრჟოლა და მთელ სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა,
-ამის დედაც მგონი მართლა ვგიჟდები, -ჩავიბურტყუნე და ჩემდაუნებურად გამეღიმა,
- სტრიპტიზიორი რომ გამომეძახა ალბათ ისიც შენ იქნებოდი, -ჯანდაბა, არც კი მჯეროდა რომ ეს სისულელე ხმამაღლა ვთქვი,
- სტრიპტიზიორის გამოძახებას აპირებდით? -დავინახე როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე სიცილის შესაკავებლად და თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუციმციმდა,
- არა მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებ მაგ საკითხზე, -მივუგე მეტნაკლებად სერიოზული ხმით, ბინაში შევბრუნდი და ზურგს უკან გამეტებით მივიჯახუნე კარი.
ყველანაირად ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ მოვერიე თავს, მაინც ვერ დავმალე გრძნობები და განცდები და მაინც არ მოისვენეს ჩემმა სულთამხუთავებმა, შესაშური სიჯიუტით აგრძელებდნენ ჩემს დაკითხვას, კიდევ ერთი წამების სეანსის შემდეგ, რაც ჩემი ტვინის ბურღვაში გამოიხატებოდა, საბოლოოდ გავტყდი და ყველაფერი მოვყევი თავიდან ბოლომდე, პიდაღებულები მისმენდნენ, ეჭვით და გაოცებით სავსე თვალებით მიყურებდნენ,
- არ გჯერათ არა? -დავიღრინე, წამოვდექი და ჩემს ფეხებთან მჯდარ კატას დავუცაცხანე, ჩემს ასეთ საქციელს შეუჩვეველი, შეხტა, აიფხორა და დივნის უკან შეძვრა შეშინებული,
- ამ საწყალ კატას თავი დაანებე და დაჯექი, -შემომიტია მაგდამ, -ახლა ჩხუბის დრო არ არის, უნდა მოვიფიქროთ რატომ ხდება ეს ყველაფერი,
- იქნებ ვინმე ხუმრობს? იქნებ უბრალოდ შენი შეშინება ან გაბრაზება უნდათ, -წამოაყენა იდეა თეკომ,
- ან იქნებ შენი თაყვანისმცემელია და ასეთი გზით ცდილობს შენს დაინტერესებას,
- კარგი რა მაგდა, რა თაყვანისმცემელი, ისეთი სიმპათიურია ასეთი სისულელეები არ სჭირდება, რომ მოენდომებინა ამ ყველაფრის გარეშეც არ ვიტყოდი მასთან ურთიერთობაზე უარს, ხუმრობას რაც შეეხება, არამგონია ვინმე ისეთ მნიშვნელობას მანიჭებდეს რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რამ გააკეთოს, ჩემს შესაშინებლად ან გასაბრაზებლად, -ვთქვი და ახლაღა შევამჩნიე როგორი გაოცებულები მიყურებდნენ გოგონები,
- რა გჭირთ, ისეთი რა ვთქვი რომ ასე მიყურებთ,
- სულ რაღაც სამჯერ თუ ოთხჯერ ნახე რამდენიმე წუთით და ისე ძალიან მოგწონს რომ მასთან ურთიერთობაზე უარს არ იტყოდი? -თეკო დაეჭვებული მიყურებდა, ეს არც თუ ისე გასაკვირი იქნებოდა ვინმე სხვისგან რომ გაეგოთ მაგრამ ჩემგან აშკარად უკვირდათ ასეთი რამ, მეც მხოლოდ ახლა დავფიქრდი თუ რას ვგრძნობდი იმ უცნაური და იდუმალი უცნობის მიმართ, უბრალოდ ლტოლვას? ინტერესს? არა ეს აშკარად სხვა უფრო მეტად ძლიერი რამ იყო ვიდრე უბრალოდ ინტერესი,
- მოდით რამდენიმე ჭიქა დავლიოთ და ტვინიც უკეთ იაზროვნებს, -მაგდამ კარადიდან არყის ბოთლი და სამი ჭიქა გამოიღო და მაგიდაზე დადო,
- კარგი რა სულ დალევაზე როგორ ფიქრობთ, -ამოიხვნეშა თეკომ და ცხვირი აიბზუა,
- ახლა ყველას გვჭირდება ცოტა განტვირთვა, მიაკოს არანორმალურ ისტორიას რომ თავი დავანებოთ მეც ნერვები მაქვს მოშლილი, ახლა უკვე თვითონ ბექა არ მანებებს თავს, ვერ აიტანა ჩემი უარი ვაჟბატონმა და რაღაც სპორტულ ჟინად აქცია ჩემი ხელში ჩაგდება, მაგრამ ვერ მივართვი, მაგან მარტო უნდა იოცნებოს ჩემნაირ გოგოზე,
- ჰო რომ იცოდეს რა ლოთიც გვყავხარ იოცნებებდა კი არა უკანმოუხედავად გაიქცეოდა გერმანიაში,
- ბევრს ნუ ლაპარაკობ მიდი კარტოფილი შეწვი რა,
ცოტა ხანში ჩვენი სუფრა უკვე გაშლილი იყო ჟურნალების მაგიდაზე, მალე უბრალო განტვირთვა სერიოზულ თრობაში გადაიზარდა და ტვინის უკეთ ამუშავება კი არა საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა, იქამდე ვცეკვავდით ხმამაღალ მუსიკაზე, სანამ ნაზიკომ კედელზე ბრახუნით არ გვაუწყა რომ სიწყნარე სჭირდებოდა,
- მაშინ უნდა დავუბრახუნო კედელზე მურთაზი რომ მოაკითხავს და ერთ ამბავში რომ იქნებიან, მაგის ღირსია ეგ, -ჩავიბუზღუნე და მუსიკას დავუწიე, მაგდამ მეორე ბოთლი გამოიღო კარადიდან...
შუაღამისას შეხებამ გამომაფხიზლა, თმაზე რაღაც მეხებოდა, ისევ დივანზე ვიწექი და ვერაფრით ვახერხებდი თვალების გახელას, ამჯერად სახეზე ვიგრძენი მსუბუქი შეხება და მივხვდი ეს არც თათები იყო და არც კუდი, ოდნავ უხეში და გრილი თითები მსუბუქად მეხებოდნენ და ჩემს სახეს იკვლევდნენ, მერე ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და სუნთქვა შემეკრა, თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და გავყუჩდი, ვიცოდი რომ აქ იყო, ვიცოდი რომ არ მეჩვენებოდა, ჩემდა გასაკვირად შიშს ან საფრთხეს ვერ ვგრძნობდი, მსიამოვნებდა მისი შეხება, გაუნძრევლად ვიწექი, არ მინდოდა დამეფრთხო,
- ვიცი რომ არ გძინავს, ჩემი არ შეგეშინდეს, მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, -ჩამჩურჩულა და ფერება შეწყვიტა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი ასე გაშეშებული, თვალი რომ გავახილე მისაღებში არავინ იყო, გიჟივით წამოვვარდი ფეხზე, სათითაოდ შევამოწმე ყველა ფანჯარა და კარი, ყველაფერი დაკეტილი იყო, რომ არა მისი სურნელი რომლითაც მთელი ოთახი იყო გაჟღენთილი, ვიფიქრებდი რომ მომეჩვენა.
* * *
მთელი ორი კვირა ისე გავიდა არ მინახავს, თუმცა ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი მის არსებობას, იქნებ მეჩვენებოდა, იქნებ უბრალოდ რაღაც აკვიატებად მექცა ან მართლაც ვგიჟდები, ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ რომ მისი არსებობა არ ვიგრძნო, ვერ ვხედავ მაგრამ ვიცი რომ სადღაც ახლოსაა, არა, ასე აღარ შეიძლება, მგონი დროა აფთიაქში შევიარო და დამამშვიდებლები ვიყიდო,
- შეგიძლიათ წვენსაწურის არჩევაში დამეხმაროთ? -ფიქრებიდან გამოვერკვიე, სახეზე ხელოვნური ღიმილი ავიკარი და მომხმარებელს შესაბამისი სექციისკენ გავუძეხი.
არც თუ ისე დატვირთული დღე მქონდა, ბოლოს და ბოლოს ზაფხული იყო და ხალხის ნახევარზე მეტი გასული იყო ქალაქიდან, უკვე საღამოს რვა საათი ხდებოდა მაგდამ რომ დამირეკა, მივიხედ-მოვიხედე, სექციაში არავინ იყო, სტენდზე ჩამოვჯექი და ვუპასუხე,
- მიაკო ვიცი რომ მუშაობ და არ გცალია მაგრამ იქნებ როგორმე მოახერხო, გაენთავისუფლო და წამოხვიდე,
-შეშფოთებული და აღელვებული ხმა ჰქონდა,
- რა გჭირს, რა ხდება, სერიოზულია რამე?
- თეკო საავადმყოფოშია, მისამართს მოგწერ და მოდი, გთხოვ ახლა არაფერი მკითხო, რომ მოხვალ აქ მოგიყვები ყველაფერს.
აცახცახებული ხელებით ძლივს მოვახერხე, ტელეფონის გათიშვა და ჯიბეში ჩადება, -ჯანდაბა, ახლა მომიწევს რომ იმ იდიოტ ზურას ვეღრიჭო განთავისუფლებაზე, წარმომიდგენია როგორ გაუხარდება, იმედია ვაჭრობას არ დამიწყებს, -მენეჯერის ოთახთან მისულმა ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და დავაკაკუნე, როგორც ვფიქრობდი ისე მოხდა, განთავისუფლების სანაცვლოდ რესტორანში ვახშამზე დამითანხმა, გაცოფებული გამოვვარდი ოთახიდან, რამდენიმე წუთში გამოვიცვალე ფორმა და ტაქსი გამოვიძახე, ნახევარ საათში უკვე მითითებულ მისამართზე ვიყავი, გული მომიკვდა როცა დავინახე როგორ იჯდა მხრებაწურული მობუზული მაგდა მარტოდმარტო მოსაცდელში, დამინახა თუ არა ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა, მისი გაფითრებული სახის და ნამტირალევი თვალების დანახვისთანავე მივხვდი რომ საქმე მთლად კარგად ვერ უნდა ყოფილიყო,
- რა ხდება? თეკოს რა სჭირს, როგორ არის?
- დღეს აიჩემა დედაჩემი უნდა ვნახოო, ვუთხარი არ წახვიდე მეთქი და არ დამიჯერა, მამამისი მისულა სახლში მთვრალი, დედამისი უცემია, თეკო შუაში ჩასდგომიათ, მამამისს ხელი უკრავს და თავი მაგიდის კუთხისთვის ჩამოურტყია, არ ვიცი კიდევ რა უქნა იმ ცხოველმა მაგრამ ექიმმა თქვა რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აქვს, ტვინიც დაზიანებულია, -მაგდამ თავი ვეღარ შეიკავა, მხარზე მომეყრდნო და აზლუქუნდა, გული ყელში მომებჯინა, ახლა ისე მინდოდა ტირილი როგორც არასდროს, მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა და მთელი დაგროვილი ემოციებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ამას ვერ ვიზავდი, მე მაინც უნდა ვყოფილიყავი ძლიერი,
- ეს ყველაფერი ვინ მოგიყვა? -ჩამწყდარი ხმით შევეკითხე,
- ნანა დეიდამ მომიყვა, მეც მან დამირეკა, თვითონ სასწრაფოს წამოყოლია და მე რომ მოვედი აქ დამხვდა,
- ახლა სად არის?
- გამოაცხადა ჩემს ქმარს ვჭირდებიო და წავიდა,
- ოჰ მაგის... თავი ძლივს შევიკავე უშვერი სიტყვებისგან, ჯანდაბა, შვილი უკვდება და ეგ კიდევ იმ ცხოველზე ფიქრობს, რანაირი დედაა?
განადგურებული ვიყავი, თეკო, ჩემი პატარა ჭორფლიანი გოგო სიკვდილს ებრძოდა, იმის დაჯერებაც კი არ მინდოდა რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს გაეღვიძა,
- ყავას მოგიტან დალევ? -მაგდას ჩაწითლებულ თვალებში შევხედე და თავზე ხელი გადავუსვი, თავი უხმოდ დამიქნია, დერეფანში გამოვედი და თვალებით ყავის აპარატს დავუწყე ძებნა, დავინახე როგორ გამოვიდა რეანიმაციიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, რაც უფრო მიახლოვდებოდა მით მეტად იმატებდა გულისცემა და მით მეტად მეკარგებოდა ძალა ფეხებში, ის იყო ჩემთვის უნდა ჩაეარა რომ მკლავში ვწვდი და შევაჩერე, მობრუნდა და გაკვირვებული შავი თვალები შემომანათა, ვინც არ უნდა ყოფილიყო აშკარად ძალიან კარგი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, არანაირად არ იმჩნევდა რომ მიცნობდა, ხელი გავუშვი და უღონოდ მივეყრდენი კედელს,
- ამჯერად ექიმი ხარ?
- ამჯერად არა, ექიმი ვარ, რამე კითხვა გქონდათ ჩემთან?
- კარგი, საერთოდ არ მაინტერესებს რა თამაშს თამაშობ, შეგიძლია წახვიდე, რაც არ უნდა იყოს ახლა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, -ზურგი შევაქციე და დერეფნის ბოლოსკენ წავედი სადაც ყავის აპარატი იდგა,
- იმ გოგონას ახლობელი ხომ არ ხართ რეანიმაციაში რომ წევს თავის ტრამვით? -მომესმა, შევდექი და მისკენ შევბრუნდი, იდგა არაფრისმთქმელი სახით და შეიძლება მომეჩვენა მაგრამ აშკარად თანაგრძნობით სავსე მზერით მიმიმზერდა.
- ჩემი მეგობარია,
- თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, სერიოზული არაფერი სჭირს, ცოტა ხანში გონს მოვა და კარგად იქნება,
-მითხრა, სრულიად მშვიდი ხმით, გამამხნევებლად გამიღიმა და წავიდა, მე რომ გამოვერკვიე უკვე აღარსად ჩანდა, ყავა ავიღე და მაგდასთან მივედი, არაფერი მითქვამს, არ მინდოდა ფუჭი იმედები გასჩენოდა, მთელი ღამე ერთმანეთზე თავმიდებულებმა გავატარეთ მოსაცდელში, დილით კი თეკოს მკურნალმა ექიმმა გვაცნობა რომ თეკო გონს მოვიდა და კარგად იყო, მაგდა ლამის სიხარულისგან გაგიჟდა, მე არ გამკვირვებია, ექიმებმა კი თანამედროვე სასწაულად შერაცხეს ეს შემთხვევა, ვერაფრით ხსნიდნენ მის ასეთ სწრაფ გამოჯანმრთელებას მაშინ როცა ერთი პროცენტიც კი არ ჰქონდა სიცოცხლის შანსი, სულ რაღაც ერთ კვირაში თეკო საავადმყოფოდან გაწერეს და სახლში გავაგრძელეთ მისი მკურნალობა, მე და მაგდა თავს ვევლებოდით ად ყველა სურვილს ვუსრულებდით, არაფერი მითქვამს, ვიცოდი რომ ვერ გაიგებდნენ და არ დამიჯერებდნენ, მათვის პრობლემას არ წარმოადგენდა იმის დაჯერება რომ უცნაური თაყვანისმცემელი მყავდა რომელიც ჩემს მოსახიბლად ხან პატრულის ფორმით მეცხადებოდა და ხან კურიერის, მაგრამ ის რაც საავადმყოფოში მოხდა... არ ვიცი, მეც კი ვერ გამეგო რა ხდებოდა და როგორ უნდა მეთქვა მათთვის, ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში თუ ვინ უნდა ყოფილიყო, იქნებ მოჩვენებაა, ანგელოზი ან თუნდაც ლუციფერი რომელიც გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საბოლოოდ სულს მომთხოვს,
- მია დედამიწაზე დაეშვი, -ფიქრებიდან მაგდას ხმამ გამომარკვია, -ხომ გახსოვს რომ ხვალ თეკოს დაბადების დღეა და უნდა მოვემზადოთ.
- კარგი რა ახლა არაფრის თავი არ მაქვს, ცოტა მერე რომ აღვნიშნოთ არა? -საცოდავად გაფითრებული და გამხდარი თიკო, დივანზე იყო მოკუნტული და ბედნიერად მოკრუტუნე კატას ყურებს ფხანდა,
- დაბადების დღეს იმიტომ ქვია დაბადების დღე რომ იმ დღეს უნდა აღინიშნოს რა დღესაც დაიბადე,
-გამოაცხადა მაგდამ ომახიანი ხმით,
- აუ კარგით რააა,
- შენ გაჩუმდი, მაგდა მართალია, გინდა თუ არ გინდა მაინც მოგიწევს ჩვენთან ერთად აღნიშვნა, თუ გინდა არავინ დაპატიჟო და ჩვენ სამი ვიყოთ მარტო, ტორტი ვიყიდოთ და გაზიანი სასმელები,
- მხოლოდ გაზიანი?
- ჰო, მე და მაგდამ გადავწყვიტეთ რომ სანამ შენც არ შეგეძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა, სოლიდარობის ნიშნად აღარც ჩვენ დავლევთ.
- მიყვარხართ ორივე, -თეკომ ხელები გაშალა, აქეთ-იქიდან მივუსხედით და ჩავეხუტეთ, ამ წუთას სულ არ მაინტერესებდა ვის ან რის გამო იყო ცოცხალი თეკო, მთავარია რომ ჩემს გვერდით იყო,
- კიდევ კარგი რომ ხვალ არის და არა ზეგ შენი დაბადების დღე,
- რატომ, რა ხდება?
- ზეგ საღამოს ზურასთან ერთად რესტორანში მივდივარ სავახშმოდ და ვიცი ისე გამიფუჭებს ხასიათს რომ მერე რამდენიმე დღე არავის და არაფრის ნერვები არ მექნება,
- ოჰო, შენ აღარ ხუმრობ, -მაგდა აშკარად გაკვირვებული იყო, -შენ და ზურა? კი მაგრამ როგორ მოახერხა შენი დათანხმება?
- შენი აზრით რატომ გამომიშვა იმ დღეს სამსახურიდან?
- უყურე რა ა? შენ კი ჩემს გამო იძულებული გახდი რომ დათანხმებოდი,
- შენ არაფერ შუაში ხარ თეკო, ზურაა უბრალოდ იდიოტი,
- და რისი იმედი აქვს რომ თავს შეგაყვარებს?
- არა, იმის იმედი აქვს რომ დამათრობს და საწოლში შემიტყუებს,
- საერთოდ რომ არ წახვიდე?
- გაცოფდება და სამსახურიდან გამომიშვებს, მე კი ახლა ეს სამსახური ძალიან მჭირდება ხომ იცით, ჩემი მშობლები ფულს აგროვებენ და მე ვეღარაფერს მიგზავნიან, ისედაც ძლივს ვწვდები ხარჯებს,
- ჩემს გამო კი ორივემ მთელი დანაზოგი დახარჯეთ, -თეკომ თავი ჩაღუნა და მოიბუზა,
- ნუ სულელობ რა, მეორედ აღარ თქვა არაფერი ამ საკითხზე, შენს გამო დანაზოგი კი არა რომ დამჭირვებოდა ბექასაც კი გავყვებოდი ცოლად, მიაკოც და მეც ყველაფერს გავაკეთებთ შენთვის,
- რა მეშველებოდა თქვენ რომ არ მყავდეთ,
- ჰო ასეთი კარგები ვართ ჩვენ, -მხიარულად გადავიკისკისე და წამოვხტი, -ახლა ეს კარგი გოგოები, გარეთ უნდა გავიდნენ ცოტახნით, მარტო ხომ დარჩები?
- სად მიდიხართ?
- პატარა საქმე გვაქვს, მალე მოვალთ, შენ არაფერზე ინერვიულო და კატებს მიმიხედე კარგი? -სევდიანი მზერით გაგვაცილა მე და მაგდა თეკომ.
* * *
სულ რაღაც ორ საათში მე და მაგდამ საჩუქრების ყიდვაც მოვასწარით და ტორტის შეკვეთაც, სახლში დაბრუნებულებმა, ფილმს ვუყურეთ ერთად და ჩემდა გასაკვირად მალევე მომერია ძილი, დილით ადრე ავდექი და მაგდაც გავღვიძე რომ სახლი სადღესასწაულოდ მოგვერთო, თეკოს გახარებული სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა, დღემ მშვენივრად ჩაიარა, თეკოს არავინ დაუპატიჟნია, მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით, მხიარულობდა და არ იმჩნევდა როგორი გულნატკენი იყო იმის გამო რომ დედამისს არც კი გახსენებია მისი დაბადების დღე,
ძილის წინ შეტყობინება მივიღე, ჩემი დიდსულოვანი მენეჯერი ზურა მატყობინებდა რომ ხვალ მთელი დღე დასვენების დღე მქონდა, რათა დასვენებული და მომზადებული მივსულიყავი რესტორანში, მისამართსაც მიგზავნიდა, გოგონებს რომ ვაჩვენე მაგდამ გაკვირვებისგან წარბები მაღლა აზიდა,
- ძალიან კარგი რესტორანი შეურჩევია, თან დასვენების დღესაც გაძლევს, მგონი ეგ ბიჭი სერიოზულად ფიქრობს შენზე,
- უბრალოდ ცდილობს თავგზა ამირიოს, თვითონაც რომ არ იცის ისე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ რაღაცას ხლართავს,
- ჰოდა თუ ასე ფიქრობ მაშინ ფრთხილად უნდა იყო,
- ფრთხილად ვიქნები, თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, ახლა კი საშინლად მეძინება, დღეს კატები თქვენთან დაიწვინეთ რა, უკვე ზურგი მტკივა მაგათ გადამკიდეს, -მაგდამ ორივე ფისო ამოიღლიავა და საძინებლისკენ წავიდა.
როგორც იქნა ის საბედისწერო საღამოც დადგა და რესტორანში წასასვლელად მოვემზადე, სადა, მთლიანი, მუხლამდე თეთრი კაბა ჩავიცვი, დახურული გულით და მხრებით, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე, მსუბუქი მაკიაჟი და ჩანთა,
- ულამაზესი ხარ,
- ზურას გააგიჟებ, -გოგონები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ, ბევრი აღარ მომიცდია და შეტყობინების მიღებისთანავე რომ ტაქსი მელოდებოდა, კარი გავიხურე და ლიფტის ღილაკს თითი დავჭირე, დათქმულზე თხუთმეტი წუთით ადრე მივედი რესტორანში, მაგრამ ზურა უკვე იქ იყო და შესასვლელთან მელოდებოდა, დამინახა თუ არა, ჩემსკენ ღიმილით გამოემართა და ხელი გამომიწოდა,
- არაჩვეულებრივად გამოიყურები,
- მადლობა,
- მაპატიე რომ სახლში ვერ მოგაკითხე,
- მესმის, ალბათ არ გინდოდა შენი ცოლისთვის ვინმეს ეთქვა რომ თანამშრომლებს სახლში აკითხავ რესტორანში წასაყვანად, -ერთ რამედ ღირდა მისი გაოცებული და გაფითრებული სახის დანახვა, სიცილი ძლივს შევიკავე,
- შენ რა მართლა გეგონა რომ შენი ორსული ცოლის შესახებ არ ვიცოდი?
- საიდან გაიგე? არავინ არ იცის სამსახურში, -ძლივს ამოღერღა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა, თავი რატომღაც ძალიან კარგად ვიგრძენი, როდისმე ვინმეს ხომ უნდა მიეჩინა ადგილი ამ იდიოტისთვის,
- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ბატონო ზურა, რას იტყვი შევიდეთ თუ გამოვიძახო ტაქსი და სახლში დავბრუნდე იმ პირობით რომ ჩემს სამსახურს არაფერი დაემუქრება,
- შენს სამსახურს ისედაც არაფერი დაემუქრებოდა, ასეთი ნაძირალა გგონივარ? -შეიცხადა ზურამ და წამში გულუბრყვილო წმინდანის სახე მიიღო, -მოდი უბრალოდ რამე შევჭამოთ და დავიშალოთ კარგი? გპირდები არაფერი ზედმეტი არ იქნება,
- კარგი რაკი ასეა შევიდეთ, - დიდად აღარ მიუარია, ახლა გემრიელად ჭამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რესტორანში საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია იყო, ზურამ რამდენიმე სხვადასხვა კერძი და წითელი ღვინო შეუკვეთა, იმით დამშვიდებულმა რომ უკვე ყველაფერი გარკვეული გვქონდა, ჩემი თეორიები დავივიწყე მის შესახებ და ერთი ჭიქა ღვინო ბოლომდე გამოვცალე, რამდენიმე წუთში მოვითენთე და თავბრუსხვევა ვიგრძენი, ზურამ მაშინვე შემატყო რომ კარგად არ ვიყავი, წამოდგა და მომიახლოვდა,
- მგონი ცუდად ხარ, წამოდი სახლში წაგიყვან, -წინააღმდეგობა არ გამიწევია, გარეთ რომ გამოვედით უკვე სიარულიც კი მიჭირდა,
- რა ჯანდაბა ხდება, -ძლივს ამოვილუღლუღე,
- შენ რა გეგონა ასე ადვილად დამიძვრებოდი ხელიდან? -ბოროტულად ჩაიცინა და მანქანის კარი გააღო, გავიბრძოლე მაგრამ არაფერი გამომივიდა, ძალით ჩამსვა და ღვედი გადამიჭირა, ხელფეხი იმდენად მქონდა მოდუნებული განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი, ის იყო გასაღები გადაატრიალა რომ საიდანღაც გამოვარდნილმა, შავმა ავტომობილმა გზა მოუჭრა და პირდაპირ მის წინ დაამუხრუჭა, მერე უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, ორი მამაკაცი გადმოვიდა ერთ-ერთმა ზურას აიძულა გადმოსვლა, მეორემ მე ამიყვანა ხელში და შავი ავტომობილის უკანა სავარძელზე მომათავსა, თვალები ნელ-ნელა დამეხუჭა და საბოლოოდ გავითიშე.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აიიიი, მარტო ვაიმეეეეს კივილი შემიძლია :დ
ძალიაააან, ძალიან კარგია ^-^

მოუთმენლად ველი ახალ თავს ^-^

ამ ჩვენ "იდუმალზე" უკვე ვგიჟდები :დ

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ნეტა გამაგებინა ეს აბჯრიანინბიჭი ვინააა. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ როლს რომ თამაშობს. მომწონს და იდუმალება ძალიან და მოუთმენლად ველი გაგარძელწბას

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

Qeti qimucadze
ნეტა გამაგებინა ეს აბჯრიანინბიჭი ვინააა. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ როლს რომ თამაშობს. მომწონს და იდუმალება ძალიან და მოუთმენლად ველი გაგარძელწბას


რასაც ახლა გეტყვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და ჯერ დაზუსტებით მეც კი არ ვიცი ვინ არის, გაუჩერებლად ვწერ რომ მისგან რაც შეიძლება საინტერესო პერსონაჟი შევქმნა smile
ვნახოთ რა გამოვა

 


№4  offline წევრი Koala°

კარგი იყო მართლა და ისიც კარჰია მალ მალე რომ დებ მაგრამ ეცადე არ გააბანალურო რა❤️❤️

 


№5 სტუმარი Stumari baby

ძალიან კარგია, გააგრძელე.იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.

 


№6 წევრი ნაამა

ვაიმეე კი მომწონს მარა რა ვქნა რო ძალიან დაინტრიგებული ვარ და ის ბიჭი რო ჩნდება ათასი იდეა მარტყავს ხოლმე თავში და ნერვები მეშლება.❤️წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent