შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალში მოყოლილი I


10-11-2021, 18:25
ავტორი antonyeta
ნანახია 1 123

¬*-*-*-*-*-*-*
ადრე უთქვამთ, თუ ვინმე გიყვარს ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ - ღმერთიო. სწორედაც რომ ასეა მოწყობილი სიყვარული თავისი ოქროს წესით. ღმერთი არა ხარ მისთვის, ვისაც უყვარხარ?! აბა რა, ღმერთიც ხარ და უფრო მეტიც. ჰოდა, არ უნდა გაუტყდე ადამიანს იმედად. შენი რწმენა რომ აქვს და სიყვარულის რომ იწამა, კეთილი ინებე,თავი ხერხემალში გადაიმტვტრიე და ისევ ღმერთად დარჩი პარტნიორისთვის. თუ კი იმხელა პასუხის მგებლობა დააკისრე შენს თავს, რომ სამყაროს აგებინებ შენი გრძნობების შესახებ და ხმას იმაღლებ სიყვარულზე, იბრძოლე, არ გატყდე და არ დაიკარგო პასუხისმგებლობაში. მართალია ამბობენ სიყვარულს წესები არ გააჩნიაო, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, თუმცა შუალედებისა და დაუწერელი კანონების არსებობას ეს ყოველივე სრულებითაც არ გამორიცხავს. მე ასე ვფიქრობ,მაგრამ თუ კი თქენ სადმე შეგიმჩნევიათ ურთერთობები გარკვეული შეზღუდვებისა და მოვალეობების გარეშე მე გეტყვით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.. ყველა ურთიერთობას მოაქვს რაღაც განსხვავებული ტალღა , განსხვავებული სურნელი, რომელსაც საზოგადოება ხშირად ვერ აღიქვამს, ვერ წვდება და ვერ ეზიდება სათავისოდ, მაგრამ არის საჭირო საყოველთაო გახდეს ეს მიმღებლობა? ყველა ხომ სიყვარულისთვის არ შექმნილა ამ სამყაროში? ან იქნებ შეიქმნენ კიდეც, უბრალოდ ბევრს დრო სჭირდება ამის აღმოსაჩენად , დრო და სურვილი.. ეს ყველაფერი, კარგი. აღარ მინდა ჩემი ზოგადი ფილოსოფიით თქვენთვის თავის მობეზრება, ბევრი გექნებათ ნანახი და მონასმენი ისედაც.. ზოგიც ტკბილი , ზოგიც მწარე. სამაგიეროდ კი თქვენთან ისეთი ამბავი მოვიპატიჟე ტკბილი პოპკორნით რომ უნდა უმასპინძლოთ. ახლა წავალ და ცოტა ხანში ისევ დავბრუნდები, არ მინდა გაურკვეველი დაგვრჩეს რამე, ამიტომ ყველაფერს ორი მხრიდან დაგანახებთ, ასე მირჩევნია და ვიცი, რომ თქვენთვისაც უკეთესია.
*-*-*-*-*-*-*
ტოლბუხინის ქუჩის ვიწრო ჩასახვევი უბნის ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ადგილი იყო. განაპირას სამად სამი კორპუსი იდგა, ზუსტად ერთი მოწყობითა და აგებულებით, საერთო დერეფნებითა და სადარბაზოებით. შუა კორპუსის წინ დიდი ყვითელი ფოთლებიანი ხე დაერგოთ, ვარდისფერი ყვავილებით, სამოთხიდან გადმოვარდნილს გავდა ამაყად და ყელმოღერებულად მდგარი. რუხ და ძველი არქიტექტურით ნაშენებ კორპუსს დნარჩენი ორისგან სწორედ ეს გამოარჩევდა. ისე ამაყად იდგა, ისე ყელმოღერებით.. მთელი მისი სიდიადით გაეშალა უნაყოფო , თუმცა ფართოფოთლოვანი ტოტები, კვირტებდახეთქილი და აქა-იქ ახლად დაჩეკილი ყვევილეებით. ლამაზი იყო ხე - უსახელო. ჰო, ასე დაარქვა სამეზობლომ, ასე გადაწყვიტეს. მოუხდა ედემის ბაღის ნაყოფს ეს სახელი, განსხვავებული იყო ყველასგან. არაფერს აღნიშნავდა და მაინც რაღაცის მთქმელი იყო ყველასთვის.

პირველ სართულის მკვიდრმა ნელიმ ერთი ამბავი აწია ხის დარგვისას, რა ჯანდაბად უნდა დარგოთ, გაიზრდება სულ დაფარავს მზის სხვივებსო, გაჰკიოდა და ფანჯრიდან იქნევდა ხელებს..
იმავ სართულზე მცხოვრებმა კაცმა, აკაკიმ ერთი შეხედა და ღიმლს ამოაყოლა სიტყვები : რომ გაიზრდება ლამაზი და ხის უნახავს გაგხდის, რტოებს რომ მოიბამს ლამაზად და ჩრდილს მოგიყენებს გაგანია ზაფხულში, მაშინ მიკარებული არ გნახო ხის ძირს, თორე მოვთხრი მთლიანად და სახლის შუა გულში დაგირგავო.
აკაკიმ კი გაეხუმრა, მაგრამ შეშინებულმა ნელიმ ცხვირი აიბზუა და ხმაურით მიუხურა ეზოში მდგარ მეზობლებლებს ფანჯარა.
დიდად გაახალისა აკაკის პასუხმა სამეზობლო.. ამ ხის დარგვაც ისე ლამაზ დღეს დაამთხვიეს, როგორ შეიძლებოდა ამხელა ამბის ატეხა, გიჟდებოდა ბინის მეორე ნაწილში მდგომი მზია, ბავშვი დაიბადა, მის სახელზე ხეს ვრგავთ და რასაა რომ ბედავს ეს ყოვლად უცხვირპირო ქალიო..

ჰო, იმ დღეს ზაფხულის მწველი დღეების დასასრულს და ბარხატის სეზონის დასაწყისს დაიბადა ლოყებწითელი, სამეზობლოს თვალი ელა .. მეორე ბავშვი ბინაში, დანარჩენები ან ასაკიანები იყვნენ ანდაც ჯერ კიდევ სკოლის ან უნივერსიტეტის მოსწავლეები. თავს ევლებოდა ორ ბავშვს მტელი სამეზობლო. ტოლბუხინის შუა ბინა ერთი დიდი ოჯახი გახლდათ, უსისხლოდ დაკავშირებულნი. ელას დაბადებას შუშხუნებიც მოჰყვა, ბევრი დახეთქილი შამპანურები და დარგული ხეც. მეორე ბავშვის მამა - კახა, სიცილით ამბობდა ანიკას თუ ხე დაურგეთ ჩემმა გეგიმ რა დააშავა კაკტუსი მაინც დაგერგოთო, რაზეც აგერ - ეგერ აივანზე მიმოფანტული სამეზობლო ერთხმად და გულიანად იცინოდა.

ჩიტივით გაფრენილ დროს ფეხს უწყობდა ტოლბუხინის ქუჩა. ელა და გეგი მზის სხივის სისწრაფით იზრდებოდნენ. მშობლები ვერც კი ასწრებდნენ ბავშვების ხელში დაჭერას. სულ ვიღაც ეზიდებოდა პატარებს ან სუფთა ჰაერზე ასეირნებდნენ ან კიდე ლოყებს აწელავდნენ, მანამ სანამ სიცილით კუჭატკიებული ბავშვი მშობლებს ღრიალით არ მოიკითხავდა. როცა უბნის ორი ვარსკვლავი დამოუკიდებლად სიარულს და ჭამას მიეჩვია და თან ბაღის ასაკი კართან მოადგათ, ელას დედამ ნინიამ და გეგის დედამ მარინამ, მოილაპარაკეს და ერთად შეიყვანეს ბავშვები ბაღში..ვინაიდან გეგიმ ელას დაბადება დაასწრო , გეგის რამდენიმე თველ დალოდება მოწუია, რაც შემდგომში მუდმივად წამოსაძახებელი და გასახსენებელი ამაბვი გახდა მათთვის. ბაღიც დმთავრდა და კიდევ ერთი საალბომო ფოტო ჩააკა გეგიმ მის ბლოკნოტში. ბავშვს ჭირივით ეზარებოდა ჰარიჰარალოზე ყოფნის დათმობა და დაგრეხილი ციფრების წერა, მაგრამ აცადა ვინმემ? ლამის ფეხები გაფშიკა, მაგრამ ვინ უყურებდა მის მწუხარებას, სადაც იყო პირველი ზარი დაირეკებოდა მისთვის . გადარია მარინა, მაგრამ როგორც კი ნინიამ უთხრა, აბა ელას მარტო ხომ არ გაუშვებო მაშინვე დათანხმდა. ბინიდან ბაღში, ბაღიდან სკოლაში ერთ მერხზე, ერთ რეპეტიტორთან, ერთ სპორტში, ერთ წრეზე , ერთი დუეტით . ყველაფერი ერთი ჰქონდათ . ისე ბედნიერები იყვნენ ერთმანეთის ყოლით, რას უნდა შეექმნა მათთვის პრობლემა?! რა უნდა ყოფილიყო იმდენად ღირებული რომ ეს ბედნიერება მასზე გაეცვალათ? მაგრამ მოგეხსენებათ დედამიწის უთავბოლო ტრიალი რას ამსგავსებს აყვავებულ ურთიერთობებს, აწყობილ და აშენებულ გეგმებს.. ვინ გადაარჩენს უხვად მოვარდნილ ნალექისგან მზიან ცხოვრებას..

ერთად ეძინათ და ერთად ეღვიძათ, სანამ თამაზს ,ელას მამას მოწვევა არ ჩამოუვიდა ამერიკის სასაზღვრო სამსახურიდან. ისე უცაბედად გავარდნილი მეხი არ შეაშინებს ადამიანს, როგორც ბავშვობის მეგობრებს აუკანკალა გული მოსალოდნელმა განშორებამ.
ვერ აჩერებდნენ ელას, უფრო მეტად ვერ აჩერებდნენ გეგის, რას მიმაჩვიეთ თუ უნდა წაგერთმიათო სლუკუნებდა მოურიდებლად და შველივით თვალებს აბრიალებდა .
ვერც ელას ცრემლებმა გაჭრა რამე და ვერც გეგის ვედრებამ, მეზობლებმაც ვერ გააწყეს რამე..
ოჯახივით სამეზობლომ. პრინციპული და სამართლიანი კაცი იყო თამაზი, დიდი ფიქრის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც იმას ნიშნავდა რომ გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.. მალულად ღვრიდა ცრემლებს ნინიაც, განა არ იცოდა რომ საუეკთესო მეგობრებს ერთმანეთს აშორებდა, საუკეთესო ბავშვობის წლებს ართმევდა ერთმანეთისგან შორს ყოფნით.. მაგრამ არ შეეძლო არაფრის შეცვლა. ალბათ, არც იმ შემთხვევაში შეცვლიდა რომ შეძლებოდა.თვითონაც ძალიან უჭირდა ოჯახური კერის და სამეზობლოს მიტოვება.
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ არც თვითონ უნდოდა იმ უღმერთო ქვეყანაში მისი ერთადერთი შვილის ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც კარგი ამბავი და დენის მოსვლა ყველაზე იშვიათი ამბავი იყო. დანელიების ოჯახს კარგი შანსი მიეცათ შვილის უკეთესი მომავლისთვის და არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ ხელიდან..
*2007 წლის 18 აგვისტო - გაფრენის თარიღი *
ბევრი ცრემლი დაიღვარა სამომავლო მონატრების. გეგი იმ დღეს სულ არ გამოჩნდა. მშობლებს უთხრა ელასთან დამშვიდობებას ვერ შევძლებო და ბიძამისს წინა ღამით წააყვანინა თავი სოფელში. გაცილების დღეს, ესკალატორზე მდგომი თვალებით ეძებდა პატარა ელა მთელი მისი ცხოვრების ნაწილს და უკიდურესი წერტილიდან მოკრა რაღაცას, მოჩვენებასავით თვალი.
იქნებ ის იყო, ან იქნებ არა.
ან საერთოდაც მოეჩვენებოდა...
გაფრინდნენ და მის მერე არაფერი ყოფილა ისე.
თითქოს უსახელომაც მოიწყინაო, თან შემოდგომაც მოადგა კართან, დაცემინებას გავდა მისი ფოთოლ ცვენა. ერთიანად ჩაირეკა ყველა ფოთოლი.
ყვავილებიც ზედ დააყოლა.
კენწეროს მაღლა, ოდნავ მარჯვენა მხარეს, განაპირა რტოზე იჯდა თეთრი ფითქინა ჩიტი და რაღაცას თავისენაზე ჭიკჭიკებდა გაუჩერებლად.
დალი ბებო მეოთხე სართულის აივანზე იყო ხის კენწეროსთან გადამდგარი და განაბული უსმენდა ჩიტის ჭიკჭიკს. ცოტა დაუგვიანდა ფერზე დაკვირვება, ერთი ამოიოხრა, რა სასწაულს გვიმზადებ ღმერთოო და მობრუნებულმა სახლის კარი შეაღო.

*-*-*-*-*-*-*-*

დანელიების ოჯახი საკვირველად მალე მოეწყო ამერიკაში. გაუჭირდათ თუმცა შეძლეს და ფეხი აუწყვეს იქაური დროის დინებას. ასე ზოგადად, გინდა არ გინდა დროება შენ რას შეგეკითხება. ვინ ხარ ერთი ციდა ადამიანი ბუნების დაუწერელ კანონებს და უფლის ნებას წინ აღუდგე. ერთადერთი რაც შეგიძლია ისე იარო შენი ცხოვრების გზაზე, რომ მოსაძახებელი არ გაუხადო ზურგსუკან ვინმეს რამე და პატიოსნებით ზიდო მონიჭბული ჯვარი ცხოვრების გოლგოთაზე. ცხოვრობდნენ შორს, დედამიწის მეორე მხარეს და ნახევარულ სულით ქართულ მიწაზე..

2008 წელი, 7 აგვისტო - ომი.

ყველაფერი კარგად მიდის , მანამ სანამ საათი უკუღმა არ დატრიალდება და დედამიწამ ამოყირავებას არ დაიწყებს.


მანამ სანამ ამბავმა მსოფლიო მოიარა და საქართველომ ცივილიზებულ სამყაროში კიდევ იგრძნო ტერიტორიებისა და საჯიშე ქართველების დაკარგვის გემო, პირველივე სიგნალზე გამოიძახეს სამშობლოში თამაზ დანელია. მან დაუფიქრებლად, საუბრის, დიალოგისა და გარჩევის ყოველგვარი მცდელობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. იყო თუ არა მძიმე მისი ნაბიჯი ოჯახისთვის? რა საკითავია თუმცა ნინია არ იყო ის ქალი, რომელიც თამაზს ქვეყნის დაცვაში ხელს შეუშლიდა თუნდაც წამით, სხვა პრიორიტეტებზე და ტრადიციებზე გაზრდილს არ შეეძლო შეეჩერებინა იმ რისკზე მიმავალი მთელი მისი ცხოვრების სიყვარული, რომელზეც ბედის ვარსკვლავი კარგს არაფერს ქადაგებდა. ტკივილი , რომელიც მათ გამომშვიდობებას მოჰყვა სამუდამო ჭრილობად დარჩება სამივეს გულში. ხავსმოჭიდებული იმედები და ქარს გატანებული მოთმინება, რომელიც ფეხის ხმის მოლანდებად გადაიქცა მათთვის, კიდევ ბევრჯერ შეაწუხებთ ალიონზე და მაშინ, როცა მონატრება გულის კედლებს ერთიანად გაგლეჯს. მაშინ როცა ყველა ჩინოვნიკი და ყველა საჭირო ადამიანი ქვეყნიდან გარბოდა თამაზ დანელია ქვეყნის დასაცავად, ხალხის დასაცავად და მშვიდობის დასაცავად საკუთარ სამშობლოში სიკვდილის ფასად ბრუნდებოდა. მისი წასვლის შემდეგ ნინიას მხოლოდ ერთი, თამაზის ბოლო თხოვნა უტრიალებდა თავში, ის ერთადერთი , რომელიც თხოვდა რომ ანიკას სრულწოვანებამდე საქართველოში არ დაბრუნებულიყვნენ, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართებოდა..

შემდეგ იყო ყველაზე მძიმე რამდენიმე კვირა.
ყველაზე რთულად ნათქვამი და აღსაქმელი ,, იმედი არ დაკარგოთ "
ყველაზე უბედური წუთები , ყველაზე ბნელი ლაბირინთი. სექტემბრის თორმეტში ამბავი მოვიდა საქარველოდან.. სექტემბრის თორმეტში ვიღაცისთვის მზე დაბნელდა, ვიღაცისთვის კი სულ არ ამოვიდა.. ნინიას მხოლოდ ერთი, თამაზის ბოლო თხოვნა უტრიალებდა თავში, ის ერთადერთი , რომელიც თხოვდა რომ ანიკას სრულწოვანებამდე საქართველოში არ დაბრუნებულიყვნენ, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართებოდა..
ისეთი მომენტებიც ხომ არსებობს ცხოვრებაში სიცოცხლის გაგრძელებას რომ ვერ ბედავ. გინდა, საჭიროა და აუცილებელიც, მაგრამ ვერ ბედავ.. ან არ გამოგდის.
თქვენი აზრით, სიკვდილის გარდა სხვა რა ვერ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს ?! მისი სუნთქვის შეწყვეტის და თქვენი მის გარეშე დატოვების გარდა, რისთვის შეიძლება მოიძულო იგი?!

ოთახში იჯდა და გაყინული თვალებით უყურებდა მაგიდაზე მწკირვად დაწყობილ ფოტოსურათებს. ყოველი ამოსუნთქვისას ფართოდ ებერებოდა ფილტვები და ორგანიზმში შესული ჟანგბადს უკან გამოსვლის საშუალებას აღარ აძლევდა. თხელი თითებით ეხებოდა თითოეულ კადრს და ცხადად ევლინებოდა თვალწინ ყოველი მოგონება, ყოველი ერთად გატარებული წუთი. ცრემლები ურცხვად ტოვებდნენ თვალის ჯებირებს და გულზე მიკრულ ბალიშზე უგზოუკლოდ იკარგებოდნენ.
სანუგეშოდ არავინ ჰყავდა, ვერც ვერავის ჩამოადებდა თავს მუხლებზე და ვერც ვერავინ შეუმშრალებდა იმ სიმწრის ცრემლებს, ასე საზიზღრად რომ სდიოდა ღაწვებზე..
მოუკვდა მისი ცხოვრების თანამგზავრი..
ფიქრად გარდაეცვალა მისი ნავსაყუდელი და დარდის გამზიარებელი..
მისი შვილის, მისი ელას მამა გარდაეცვალა..
სხვა რა შეეძლო, იჯდა და მანამ ტიროდა გაუთავებლად, სანამ ანიკამ არ გააღო მისი ოთახის კარი და დათუნიით ხელში, ცრემლიანი თვალებით არ მიუჯდა დედას გვერდით..
აგერ, თუ არავინ აღარ დარაჩა!
ისევ გგონიათ რომ ერთადერთი იმედი გამოეცალაა ? არა! მისმა სიყვრულმა ყველაზე დიდი იმედი და საჩუქარი უსახსოვრა ელას სახით. მოვიდა და თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა გაფერმკრთალებულ ოთახს. ელა მაჯაზე მოეჭიდა დედას და თავიდან დაბადებას გავდა მაშინ ნინიას ამოსუნთქვა..

შავად გათენდა ცამეტი სექტემბერი. ერთი წლის შემდეგ დანელიების ოჯახი უდიდესი დანაკლისით უბრუნდებოდა სამშობლოს.
ვერ აუსრულა ბოლომდე თხოვნა.. ვერ აუსრულებდა, არ შეეძლო ბოლო წუთებში არ გამოთხოვებოდა საყვარელი ქმარის სხეულს..
აეროპორტში გიორგის მამა, კახა დახვდათ..
უსიტყვოდ გადაეხვივნენ ერთმანეთს,
ტკვილი ასე მძაფრი და ასე უთქმელი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა,
როგორც ამ აეროპორტში..
სევდისფერი იყო სამეზობლოსთან შეხვედრა და მათი განადგურებული სახეების ნახვა, იმ დღეს ბინიდან სამშობლოს დაუოკებელი სული, ვაჟკაცობის სიმბოლო და მამობის ეტალონი გაასვენეს. ცრემლად იღვრებოდა დასაფლავების ყველა დამსწრე.. ვერ აჩერებდნენ ნინიას კიოდა, ყვიროდა. სულიერად გადაღლილი , გამოფიტული და განადგურებული აკვირდებოდა მისი სამუდამო სიყვარულის განსასვენებელს .. ელა მზია ბებოს ჰყავდა გულში ჩაკრული და არაფრის დიდებით ახედებდა საფლავისკენ. დაითრგუნა მთელი ცა და დედამიწა დედა შვილის საცოდაბით
ზღვას ფსკერი გაუვარდა ამ უსამართლობის შემხედვარე. მთავრდებოდა დაკრძალვის დღე, ილეოდა ყველა რიტუალი. თან ახლოვდებოდა ამერიკაში დაბრუნების დროც.
არავის შეეძლო ნინიასთვის წინააღმედეგობის გაწევა, თუმცა კი სურვლი ყველას გულს ჭამდა შიგნიდან. იცოდა, ყველამ იცოდა აზრი არ ჰქონდა რამის საუბარს.. ქმრის სიტყვას არ გატეხდა ქალი, მის ბოლო სურვილს უპირობოდ შეუსრულებადა თავის ცხოვრების სიყვარულს..

ისევ ის კადრები, ისევ აეროპორტი და გაცილება.
ცრემლიანი თვალები და ტუჩთან მომდგარი ჩუმი ლოცვა.
იმ განსხვავებით, რომ მწუხარება ახლა უფრო მეტი იყო ხოლო, მოლოდინი შედარებით ნაკლები.
გეგი დედასთან და მამასთან იდგა. ბიჭს უტყვი გამომეტყველება ჰქონდა. ცარიელი თვალებით უყურებდა მიმავალ დედა შვილს.. მამის ხელები ეხვეოდა და სიწყნარისკენ მოუწოდებდა აკანკალებულ შვილს. ნერვებაწყვეტილ მონატრების, მოლოდინის გამძაფრების
და ბავშვური უანგარო სიყვარულის ფონზე თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, შესაბამისად მოთმინებაც ამოიწურა.. ხელი სწრაფად გააშვებინა კახას და ელასკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ესკალატორზე მდგომ ნინიასაც გამოექცა ელა.. წყვილი ბალივით მიეწეპნენ ერთმანეთს.
დიდი ტკივილი იღვრებოდა მათი თითოელი მოქმედებიდან.. მანამ იყვნენ გაუნძრევლად და მანამ არ დაურღვიეს ბავშვური სიმშვიდე, სანამ სხდომის დასარული შესახებ არ გამოაცხადეს და ელას წასვლა გარდაუალი არ გახდა.. ბიჭი იმახსოვრებდა მისი მისი თმის სურნელს და ღრმად იბეჭდავდა ტვინში..
- ელა, მე დაგელოდები!
ცრემლიანად მტკიცე იყო ბიჭის ხმა
- მე კი დავბრუნდები გეგი..
სუსტად გასცა პასუხი გოგომ.
იმ დღიდან საძულველი მონატრების, ყოველწლიური იმედგაცრუების და მხოლოდ ეკრანიდან დანახული სახეების ერა დაიწყო..
და ღმერთმა იცოდა სადამდე გაგრძელდებოდა ეს უღმერთო, უკუღმართი პერიოდი. ყველას თავისი წილი უბედობა ტანჯავდა,
ყველა სხვადასხვანაირად განიცდიდა უერთმანეთობას..
თუმცა, ერთი მოქმედებით ბევრ სხვა რამეს ეშველებოდა.
ერთი ადამიანი დაბრუნებით მთელი ქალაქის ცა გაფერადდებოდა.


დილიდან განსხვავებულ განწყობაზე გაიღვიძა. შინაგანი ღელვა ბოლო დღეების გამმავლობაში არასდროს ტოვებდა მის გულსა და სხეულს. სულ რაღაცის მოლოდინში იყო, რაღაც ახალის და კარგის. მალე სრულწლოვანი ხდებოდა და შესაბამისად მისი სამშობლოში დაბრუნების დროც საბოლოო დღეებს ითვლიდა.. წლები გაატარა ახლობლების მონატრებაში, რამდენი ღამე გაუთენებია სამშობლოზე ფიქრშიი. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი მთელი გულმოდგინებით ისრუტავდა ყველაფერს საქართველოზე ოდნავადაც არ უნდოდა რამე დავიწყებოდა ან გამორჩენოდა, ამიტომ მაქსიმალურ ინფორმაციას იღებდა და გულში იბეჭდავდა ყოველივეს. ამაყობდა მამამისით, მისი ვაჟკაცობით და პატრიოტიზმით იცოდა, რომ მისგან გამოყვა სამშობლოს ასეთი სიყვარული.. წამებს ითვლიდა როდის დაუბრუნდებოდა მშობლიურ მიწას. ათასჯერ მაინც ჰქონდა ნიანასთან ამ თემაზე ნალაპარაკები, რაზეც ათასჯერვე ერთი და იგივე პასუხს ისმენდა.
ამ პასუხის ასრულების დრო კი უკვე კართან მომდგარიყო..
იმ დილით საქართველო დაესისზმრა.
ცხადად ნახა მისი ბინის ეზო, ოჯახივით სამეზობლო, აკაკისა და ნელის გაუთავებელი კამათი, მზია ბებოს ფუმფულა ლოყები და დალის უცნაური შეძახილები..
უსახელოც ნახა სიზმარში, ცოტა ულამაზო იყო, მაგრამ მისი სინატიფე და სიდიადე მაინც არ ჰქონდა დაკარგული, სიზმრის უკანასკნელ ფირზე კი გეგის სახე დალანდა,
მისი ალუბლისფერი ტუჩები და ნახშირივით შავი თვალები,
ისინი დალოდებას პირდებონენ, უპირობო ლოდინს და უზღვავ ბედნიერებას..

ჯერ ცალი თვალი გაახილა და ოთახს ფრთხდილად მოავლო მზერა, შემდეგ მეორე მიაყოლა და ახლა უკვე ორივე თვალით დაიწყო ოთახის დაზვერვა.. მშვიდობა სუფევდა ყველაფერი რიგზე იყო, მის ოთახში და მის საწოლში, სიზმარი კი სადღაც უკან, მორფეოსის სამფლობელოში დარჩენილიყო..
ოთახის კარი ნინიამ გააღო და გაღვიძებული ელა რომ დაინახა გაუკვირდა
- ასე ადრე? რა ხდება შვილო? ღიმილიანი სახით ჩამოუჯდა შვილს საწოლის კიდეზე
- ჩვენი ეზო დამესიზმრა დედა..
მოწყენით უპასუხა ქალს. ნინიას თვალებს ცრემლის თხელი ფენა გადეკრა. კიდევ უფრო გაულურჯდა ზღვისფერი თვალები. წლები იყო სამშობლოს და მეგობრების მონატრება ტანჯავდა..საფლავის ქვის მოფერების სურვლი, მისი მოვლის, მისი პატრონობის.
მასთან საუბრის და მოსიყვარულების.
ელამ პასუხი რომ ვერ მიიღო სხვათაშორის იკითხა
- როდის დავბრუნდებით?
- მალე შვილო, შენს მეთვრამეტე დაბადებისდღეს საქართველოში შევხვდებით..
უპასუდა ნინიამ და ვერანდაზე გავიდა. შორს სადღაც დასალიერში იყურებოდა დიდხანს, კადრშეუცლელად ახსოვდა გაცნობის დღე, პირველი პაემანი, სხვა შეხვედრები, ნიშნობა, ქორწილი, ფეხმძიმობა, ელას დაბადება, დარგული უსახელო, გამოძახება, ამერიკა და შემდეგ უკვე ყველაფერი მუქად ჩანდა.. მოგონებები ფერმკრთალდებოდა.. მხოლდო მისი სახე იყო უცლელი სიყვარულის სახე, ერთგულების სახე.
ამინდი სეზონის შეუფერებლად შეიცვალა და წვირილი წვიმა წამოვიდა ციდან.. დიდხანს იდგა ტერასაზე გაუნძრევლად.. გადაწყვეტილების სისწორეზე ყოყმანობდა და მოაჯირზე თითებს აკაკუნებდა.. ზურგიდან იგრძნო სითბო და ორგანიზმი ერთიანად გამოუცოცხლდა.. გული აუხმაურდა და სისხლმა გამალებით დაიწყო კანქვეშ დინება.. მათი იმედი, მათი ანიკა ეხვეოდა ზურგიდან და ახლა ჭირსაც წაეღო მთელი დედამიწა..
- თუ გინდა ბარგის ჩალაგება დაიწყე
ღიმილით უთხრა ნინიამ და სახეზე დაუდევრად ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაუწია...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საინტერესოა. ოღონდ ვერ გავიგე ანიკა ჰქვია თუ ელა. გიორგი 5უ გეგი. სახელები გერევა

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა.საოცარი აღწერა გაქვს ყველა ეპიზოდის.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი დასაწყისია,დარწმუნებული ვარ ასევე კარგი გაგრძელება და დასასრული ექნება....მინდა წარმატებები გისურვო????♥️❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent