შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 5 )


14-11-2021, 17:32
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 364

სასწრაფოდ ჩავიცვი, ზურგჩანთა ავიღე და ლენს ვანიშნე რომ მზად ვიყავი, უნდა მეცადა, გაქცევის შანსი უნდა გამომეყენებინა, თუ არ გამოვიდოდა და ამაზე უარესი მაინც ვეღარაფერი დამემართებოდა, გამიკვირდა როცა მან და ლეამაც კარვის შესასვლელთან კედელთან მიწყობილი ზურგჩანთები აიღეს და ზურგზე მოიკიდეს.
- მოიცადეთ, ეს რას ნიშნავს? მეგონა მხოლოდ მე მივდიოდი და თქვენ უბრალოდ წასვლაში მეხმარებოდით,
- როგორ გგონია შენი წასვლის შემდეგ თუ აქ დავრჩებით რა დაგვემართება? -ჩაილაპარაკა ლეამ,
- ჰო ასეა, -დაეთანხმა ლენი, -უფროსი გაიგებს რომ ჩვენ დაგეხმარეთ და დაგვსჯის,
- ესე იგი ჩემი გულისთვის თავს საფრთხეში იგდებთ? -ცოტა არ იყოს დაეჭვებული მზერით შევათვალიერე, მხრებაწურული ლეა და რატომღაც ზომაზე მეტად აღტყინებული ლენი,
- მთლად ასეც არ არის, -ლენი უხერხულად შეიშმუშნა და შევატყვე რომ არ უნდოდა ტყუილი ეთქვა, -ყველა მიზეზს სათითაოდ დაგისახელებ მია, ოღონდ ჯერ აქედან გავიდეთ კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი,
იმ მხარეს არ წავსულვართ საიდანაც შემოვედით, ლენმა მოპირდაპირე მხარეს ბანაკის კიდისკენ წაგვიყვანა, სიწყნარე და სიმშვიდე იყო, არავინ შეგვხვედრია, როგორც ლენმა თქვა, ჯგუფის ნახევარი ბანაკის გარეთ იყო გასული, ნახევარი კი საქორწილოდ ემზადებოდა და უფროსის მითითებებს ასრულებდნენ, ზუსტად რომ შესაფერისი დრო იყო გასაქცევად, როგორც იქნა ღობესთან მივაღწიეთ და ლენმა დიდი ალბათობით წინასწარ მორყეული რამდენიმე ფიცარი ადვილად ააძრო, თავისუფლად გავძვერით შიგ და ის იყო უკვე დამშვიდებულები ტყისკენ გზას ვავუყევით რომ მაღალმა დამცინავმა ხმამ სამივე ადგილზე გაგვაშეშა,
- სასაცილოა თუ გგონიათ რომ ასე ადვილად წახვალთ აქედან,
შემოვტრიალდით, ჩვენს წინ მაილო იდგა რამდენიმე შეიარაღებულ თანმხლებთან ერთად, სახეზე ცინიკური, ვითომ უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა აკრული და თვალებით მჭამდა, უცნაურად დამბურძგლა როცა წარმოვიდგინე რა მელოდა, უძლურების შეგრძნებამ და შიშმა ერთდროულად შემიპყრო, ყველაფერი სულაც არ ყოფილა ისეთი ადვილი როგორც ჩემს მძაფრსიუჟეტიან ოცნებებში წარმოვიდგენდი ხოლმე, სულაც არ ვყოფილვარ ძლიერი, თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ძნელია, ძალიან ძნელია თურმე რომ ასეთი არაკაცის წინ იდგე, მის უცნაური ჟინით სავსე თვალებს უყურებდე და არ გეშინოდეს, გამბედაობა ძლივს მოვიკრიბე რომ ხმა ამომეღო,
- გაგვიშვი მაილო, მე შენ არ მომწონხარ, შენზე დაქორწინება არ მინდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, გთხოვ ყველაფერს ნუ გაართულებ,
- ჰმ, მოწონება? შენი აზრით ამას ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს? -ხელები მომუშტა და სიბრაზისგან მთელი სახე გაუწითლდა, -ქორწინებაზეც ნუღარ ვისაუბრებთ, ჩემი ცოლის სტატუსი არ გინდოდა, ასეა? ჰოდა ახლა ჩემი კახპა იქნები რომელსაც როცა მომბეზრდება სხვებს მივუგდებ,
იმ ყველაფრის წარმოდგენამ რაც მაილომ თქვა კინაღამ გული ამირია, რა ჯანდაბა ხდება, ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ამ დღეში ვიყავი, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა არაფერზე, საკუთარი ცხოვრება მქონდა, მეგობრები მყავდა, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, დამოუკიდებელი, შემდგარი ადამიანი ვიყავი, ახლა კი ამ გაუგებარ ადგილზე რაღაც ქაოსის შუაგულში ვარ და ეს დარტყმული მანიაკი ძალადობით და კიდევ ათასი სხვა საზიზღრობით მემუქრება, თურმე რა ტყუილად ვწუწუნებდი ხოლმე წვრილმან პრობლემებზე, ღმერთო ოღონდ ახლა აქედან გავიდე და არასდროს აღარ ვიწუწუნებ იმაზე რომ ხელფასი დამიგვიანეს, გამოცდაზე დაბალი ქულა მივიღე, ან გამოძახებული უმაიონეზო ბურგერის მაგივრად მაიონეზიანი მომიტანეს,
- გეყოფა ბოლოს და ბოლოს, გაგვიშვი მაილო, -ლენი გვერდით ამომიდგა და წელზე მსუბუქად შემახო ხელი, თითქოს მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით იყო, მაილომ ამღვრეული თვალებით შეხედა ლენს და მერე ერთ-ერთ თანმხლებს რაღაც ანიშნა, კაცმა იარაღი ამოიღო და ლენს დაუმიზნა, ლეამ იკივლა და მერე რაც მოხდა არც თუ ისე კარგად მახსოვს, ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდნენ ძირს მაილოს თანმხლებები, იარაღის ხმა არ ისმოდა, არც სისხლი ჩანდა, გაშეშებულები ვიდექით და ვერ გაგვეგო რა ხდებოდა, ბოლოს მაილომაც ყელზე იტაცა ხელი თვალები აატრიალა და გულაღმა გადავარდა,
- რა ჯანდაბა ხდება? -ჩაიჩურჩულა ლეამ, მაილოს მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე, ცოცხალი იყო, სუნთქავდა, ყელი დავუთვალიერე, პატარა წითელი ნაჩხვლეტის გარდა არაფერი ჰქონდა,
- ცოცხლები არიან, ისინი უბრალოდ გათიშეს, -დავასკვენი და ფეხზე წამოვდექი,
- ვიღაც დაგვეხმარა, უფრო სწორად შენ დაგეხმარა მია, როგორც იქ ქალაქში, გახსოვს? -ლეამ ნერვიულად აიჩეჩა თმა და ლენს მიეკრო,
- აშკარად ასეა და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, სწრაფად ტყისკენ, -გაშეშებულ წყვილს ვუბიძგე და რამდენიმე წუთში როცა ტყეს შევაფარეთ თავი შვებით ამოვისუნთქე, ვიცოდით რომ მოგვძებნიდნენ და ჩვენს დევნას დაიწყებდნენ ასე რომ საღამომდე შეუსვენებლად ვიარეთ, ისევ ქალაქში ვაპირებდით დაბრუნებას, ლენს მიაჩნდა რომ ამ ეტაპზე იქ შედარებით უსაფრთხოდ ვიქნებოდით, უკვე დაბინდებული იყო რომ შესასვენებლად გავჩერდით და ჩამოვჯექით, წყალი დავლიეთ და ვჭამეთ, ლეა და ლენი ერთმანეთზე მიკრულები თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ლამაზი წყვილი იყო, მომწონდა როცა ლენის ცისფერ თვალებში ლეას მიმართ გულწრფელ ადამიანურ გრძნობებს ვხედავდი,
- მათ რატომ არ გავხარ ლენ? -ვერც კი მივხვდი რატომ ვკითხე, შემომხედა და ისე გამიღიმა მივხვდი რომ გაიგო რისი კითხვაც მინდოდა,
- შეიძლება ჩვენ ყველა იძულებით ვართ აქ, მოგვიტაცეს, იძულებით მოგვიყვანეს და ამ უცნაურ ქაოსში ჩაგვაბეს, მაგრამ იმ არჩევანის უფლება არავის წაურთმევია თუ როგორები ვიქნებოდით, ჩვენი დღევანდელი სახე ჩვენი არჩევანია და ყველაფრის სხვაზე დაბრალებით უბრალოდ გულს ვიმშვიდებთ ხოლმე, ეს არის და ეს,
ვუსმენდი და მართლა მიკვირდა რომ ამ პატარა ბიჭმა შეძლო და ამ სასტიკ სამყაროში ის ადამიანობა შეინარჩუნა რომლის ნაკლებობასაც ცივილიზებულ, კომფორტულ სამყაროში მცხოვრები არაკაცები განიცდიან, უნებურად გამეღიმა,
- ჰმ, ჭკვიანი ბიჭი ხარ ლენ, იქნებ ისიც გამანდო რა გეგმა გვაქვს და რას ვაპირებთ? -ლენმა ლეას გადახედა და შევამჩნიე როგორ დაუქნია ლეამ თავი თანხმობის ნიშნად,
- როგორმე საზღვრამდე უნდა მივაღწიოთ და აქედან გაღწევა ვცადოთ,
- სულ ეს არის? ასე უბრალოდ მივალთ საზღვართან და წასვლის ნებას მოგვცემენ?
- უნდა ვცადოთ მაინც,
- ის თუ მაინც იცით სად არის ეს დაწყევლილი საზღვარი, -ვგრძნობდი როგორ ვუწევდი ნელ-ნელა ხმას, ნერვები აშკარად ცუდ დღეში მქონდა, ნეტავ იმ აფთიაქიდან ანტისეპტიკებთან ერთად დამამშვიდებლებიც წამომეღო,
- დაწყნარდი მია, -ლეა გვერდით მომიჯდა და მომეხვია, შენი მესმის, აქ ახალი ხარ და მაინც მშვენივრად გიჭირავს თავი თუმცა ვიცი რომ ნერვიულობ და გეშინია, მაგრამ უნდა გაუძლო სხვა გზა არაა, მე და ლენმა დიდხანს ვიფიქრეთ ამ ყველაფერზე, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ისეთ ადამიანსაც შევხვდით ვისაც საზღვარი უნახავს, ვიცით რომ ქალაქის გადაღმაა, ასე რომ მოგვიწევს ქალაქი გავიაროთ და შემდეგ ტყე სადაც რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფია დაბანაკებული,
- მადლობა, ძალიან დამამშვიდე, -გამეღიმა, ლენმაც ჩაიცინა და აციმციმებული თვალები მომაპყრო,
- ახლა შენი ჯერია მია, მოგვიყევი, აგვიხსენი რა ხდება, ვინ არის ის ვინც შენს დაცვას ცდილობს? -შევკრთი, ამ კითხვას არ ველოდი, თავის არიდება ვცადე
- საიდან მოიტანეთ რომ ჩემს დაცვას ცდილობს, ქალაქში მე და ლეა ვიყავით ერთად, ბანაკში კი სამივე გადაგვარჩინა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ ასე არ არის, დაფიქრდი ვინ შეიძლება იყოს?
თვალები დავხუჭე და შევეცადე მისი სახე გამეხსენებინა, შავი უძირო თვალები, ვნებიანი ტუჩები, ძლიერი ხელები და სურნელი, ოჰ ღმერთო, თითქოს ახლაც კი ვგრძნობ მის საოცარ სურნელს, ციტრუსის და ზღვის გრილ არომატს, ფიქრებიდან ლეას და ლენის მხიარულმა ხითხითმა გამომარკვია,
- მგონი ვიღაც შეყვარებულია, -ჩაილაპარაკა ლეამ და იდაყვი გამკრა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ალბათ ახლა კიბორჩხალასავით წითელი ვიყავი,
- ეს არაფერ შუაშია ბავშვებო, რა სიყვარული, რის სიყვარული, თვითონაც არ ვიცი რა ხდება, ვინ არის და რა უნდა, -ისეთი ხმით ვთქვი რომ ჩემს თავს თვითონაც არ დავუჯერე, წამოვხტი და მათაც ვაიძულე ადგომა,
- ნუ ზარმაცობთ, წავედით ჯერ კიდევ გღზელი გზა გვაქვს გასავლელი ქალაქამდე და იქ როგორც კი ჩავალთ შევისვენოთ და გამოვიძინოთ.
* * *
რადგან მდევრის შიშით მთავარ გზაზე ვერ გავდიოდით და ტყე-ტყე გვიწევდა სიარული, საკმაოდ გაგვიგრძელდა გზა და გამთენიისას ძლივს მივაღწიეთ ქალაქის შესასვლელამდე, ის იყო უკვე მთავარ გზაზე უნდა გადავსულიყავით რომ მახლობელი ბუჩქნარიდან მომავალი ხმაურის გამო შევჩერდით, ღრენა და უცნაური უმწეო ხმა მოგვესმა, შევჩერდი და მათაც ვანიშნე რომ გაჩერებულიყვნენ, მიახლოებას ვაპირებდი რომ ლენმა შემაჩერა,
- არ გინდა, ახლოს ნუ მიხვალ, ალბათ რომელიმე ნადირია,
- უნდა ვნახო რა ხდება, -რაღაც უცნაურად გავჯიუტდი, ლენმა იარაღი ამოიღო და მანიშნა დაგიცავო, ფრთხილად მივუახლოვდით ბუჩქებს, ჩვენი მიახლოებისას ღრენამ იმატა, მერე უეცრად გადმოგვიხტა წინ უზარმაზარი დრუნჩგასისხლიანებული მგელი და სანამ რამეს მოვიმოქმედებდით იქაურობას გაეცალა,
- სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან, -ლეას ხმა უკანკალებდა, მგლები არასდროს ნადირობენ მარტო, ახლა ალბათ დანარჩენებიც მოვლენ, -თავი დავუქნიე და ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი რომ კიდევ მომესმა ფაჩუნი და რაღაცნაირი, უცნაური და საწყალობელი ხმა, გაფრთხილებებისთვის ყური აღარ მიგდია, ბუჩქები გადავწიე და პატარა მდელოზე გავედი, მდელოს შუაგულში ყელგამოღადრული შველი ეგდო, გვერდით კი პატარა ახალდაბადებული, ჯერ კიდევ სველი ნუკრი ეწვა, მათთან მივიჭერი და ჩავიჩოქე, შველი ჯერ კიდევ თბილი იყო, თუმცა სიცოცხლის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა,
- უნდა დამეხმაროთ, -ლეას და ლენს მივმართე რომლებიც თვალმოუშორებლად და ურეაქციოდ დაჰყურებდნენ ამ საცოდავ სცენას,
- როგორ უნდა დაგეხმაროთ მია, შველი უკვე მკვდარია აღარაფერი ეშველება, -გაიკვირვა ლეამ
- ჰო მაგრამ ნუკრი ცოცხალია ასე ხომ ვერ დავტოვებთ,
- კარგი რა ახლა არ თქვა რომ მის წამოყვანას აპირებ, კიდეც რომ წამოიყვანო მაინც ვერ გადაარჩენ, მას დედა და რძე სჭირდება, თანაც ვერ ვხვდები რა საჭიროა ამის გაკეთება, -ლენს შევხედე, თვალებში გულწრფელი გაკვირვება ედგა, მივხვდი რომ ამაო იქნებოდა მათთვის რამის ახსნა, ზურგჩანთა მოვიხსენი, ქურთუკი გავიხადე, პატარა, აცახცახებული არსება შიგ გავახვიე და გულზე მივიხუტე, როცა დიდი შავი უმანკო თვალებით შემომხედა და სახეში თბილი სუნთქვა მომაფრქვია, ცრემლები ძლივს შევიკავე,
- მე შენ ბეკის დაგარქმევ, დღეიდან შენზე მე ვიზრუნებ, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩავჩურჩულე და უფრო მაგრად მივიკარი გულზე,
- შენი მესმის მია მაგრამ ეს ცხოველი უბრალოდ ზედმეტი ტვირთია, -ლენის ხმა უცნაურად ჟღერდა,
- დაგავიწყდა რას მეუბნებოდი არჩევანზე, ეს არის ჩემი არჩევანი, ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი რომ აქ უპატრონოდ დამეტოვებინა, -გავიგონე როგორ ამოიოხრა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, ჩემი პატარა ბეკი ხელში აყვანილი შევიყვანე ქალაქში და პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ ლეას და ლენს სავაჭრო ცენტრისკენ გავუძეხი, იქ აფთიაქი იყო, აფთიაქში კი საბავშვო კვება, ახლა ბეკის რძე სჭირდებოდა ჩვენ კი გამოძინება და დასვენება, ჩვენდა ბედად არავინ შეგვხვედრია, მე და ლეას არც ის გამოგვპარვია რომ იმ ადგილზე სადაც დაჭრილი მოძალადე დავტოვეთ მხოლოდ სისხლის ლაქა დაგვხვდა,
- ალბათ მოაკითხეს და წაიყვანეს, -ჩაიჩურჩულა ლეამ, -თუ გადარჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ჩვენზე შური იძიოს, -ლენმა წარბები შეჭმუხნა და ლეა გულში მაგრად ჩაიკრა,
- ახლა ამ ყველაფერზე ნუ ვიფიქრებთ, უბრალოდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, წამოდით ახლა უბრალოდ ცოტა დასვენება გვჭირდება და მერე მოვიფიქრებთ რა უნდა გავაკეთოთ,
ხელში ატატებული შვლის ნუკრით შევაბიჯე უკვე ნაცნობ სავაჭრო ცენტრში, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ როცა აქ ღამე გავათიე, პირდაპირ მარკეტს მივაშურე, საბავშვო კვების პოვნა არ გამჭირვებია, სალაშქრო მაღაზიაში კი პრიმუსს მივაგენი, როცა დანაყრებულმა ბეკიმ ძირს დაფენილ ტანსაცმელზე მშვიდად დაიძინა, მეც შვებით ამოვისუნთქე და გვერდით მივუწექი.
* * *
ქალაქი იმაზე დიდი და ვრცელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა, დაახლოებით ათი დღე დაგვჭირდა რომ გასასვლელამდე მიგვეღწია, რადგან ხანდახან ისე ხდებოდა რომ სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს ვაწყდებოდით და მთელი დღე მალვა გვიწევდა, ბეკი უკვე თავისუფლად დაკუნტრუშებდა და ამიტომ იძულებული გავხდი მისთვის თოკი ჩამება და ისე მეტარებინა ჩემს გვერდით, ძალიან შევეჩვიე და შემიყვარდა ის კი არადა უკვე ლეაც ვეღარ ძლებდა უმისოდ, საჭმელს აჭმევდა, გულში იხუტებდა და ეფერებოდა, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ასეთი სცენების ყურება, განსაკუთრებით კი ბეკისთან მოთამაშე ლეაზე მიშტერებული ლენის სიყვარულით სავსე თვალების ხილვა იწვევდა ჩემში დიდ ემოციებს.
დაახლოებით ათი დღის თავზე, ქალაქიდან გავაღწიეთ და ისევ ტყეს შევაფარეთ თავი, არაფერი მომხდარა, ყველაფერი უცნაურად მშვიდად და კარგად მიდიოდა, მე კი ნელ-ნელა ვიძაბებოდი რაღაც ცუდის მოლოდინში, მივდიოდით და მივდიოდით, ტყეს ბოლო არ უჩანდა, თითქმის ორი კვირა გავიდა სულიერი არ შეგვხვედრია, ქალაქიდან წამოღებული საჭმელი გაგვითავდა და ტანსაცმელი ტანზე შემოგვეძენძა, უკვე იმასაც აღარ ვეკითხებოდი ლენს სწორად მიდიოდა თუ არა, მგონი თვითონაც არ იცოდა, ლეაც დაიღალა, ბეკიც, უბრალოდ ერთმანეთს არ ვუტყდებოდით რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთი დღის დასასრულს სამივეს საშინლად გაგვიხარდა როცა წყაროს მივაგენით, ოდნავ მოშორებით დავბანაკდით, ლეამ პრიმუსი და შემორჩენილი ჩაის პაკეტები ამოალაგა, მე კი პატარა სალაშქრო ჩაიდანი ავიღე და წყლის მოსატანად წავედი, ჩაიდანი ავავსე, მერე ცივი, ანკარა წყლით ხელ პირი დავიბანე და გახალისებული მივბრუნდი უკან, პატარა მდელოზე გაღიმებული სახით შევაბიჯე და ღიმილი წამსვე სახეზე შემაშრა, მდელოს შუაგულში პირაკრული და ხელფეხშეკრული, ლეა და ლენი ისხდნენ, ბეკი არსად ჩანდა, გაფითრებულ ლენს მარჯვენა მკლავიდან სისხლი თქრიალით მოდიოდა,
- შემთხვევით ხომ არ იფიქრე რომ ყველაფერი შეგრჩებოდათ? -ჩამესმა ირონიული ხმა, შევტრიალდი და უკვე ნაცნობ ჭროღა თვალებს შევეფეთე, მერე რაც დავინახე ჩემსკენ მთელი ძალით მოქნეული მუშტი იყო და ტკივილმა გონება დამაკარგვინა.
- არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გონდაკარგული, მაგრამ ისევ ტკივილმა მომიყვანა გონს, თვალები ძლივს გავახილე, ლენი და ლეა ჩემს წინ რამდენიმე მერტის მოშორებით ხეზე იყვნენ მიბმულნი, მეც ზუსდად მათ მდგომარეობაში ვიყავი, ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული, მხრები, ყბა და გახეთქილი ტუჩი საშინლად მტკიოდა, მე მათგან განსხვავებით პირი აკრული არ მქონდა მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ვერ ვიყვირებდი და რომც მეყვირა არამგონია ჩვენს საშველად ვინმე მოსულიყო, მდელოს შუაგულში დანთებული პატარა კოცონთან ორნი ისხდნენ ჩემგან ზურგშექცევით, ერთი ის ჭროღათვალება და მეორე ალბათ მისი დამქაში,
- როდის მოვლენ, -გადაულაპარაკა ჭროღათვალებამ მეორეს,
- ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე ხომ არ გავერთოთ?
- უარს არ ვიტყოდი, -ჭროღათვალებამ ჩაიცინა და ბეკის თოკი მოქაჩა, ადამიანებთან ურთიერთობას მიჩვეული ბეკი, წამოდგა და მორჩილად დაუდგა წინ, არც იმაზე ჰქონია რეაქცია როცა ყელზე დანა დაადო, დიდი შავი წყლიანი თვალებით შეცსქეროდა და უბრალოდ ელოდა...
- რას აკეთებთ? -ძლივს ამოვიხრიალე და შედედებული სისხლი გადმოვაფურთხე,
- ოჰო პრინცესამ გაიღვიძა? -შემომხედა და როცა დაინახა როგორ ვუყურებდი შეშლილი თვალებით მის დანიან ხელს რომელიც ბეკის კისერზე ჰქონდა მიბჯენილი, მივხვდი რომ მისმა ავადმყოფმა გონებამ სულ რაღაც რამდენიმე წამში დასახა ჩემი გამწარების და განადგურების გეგმა,
- რაც არ უნდა უაზრობა იყოს, როგორც ვხედავ ეს ცხოველი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეა?
-შემეკითხა შემპარავი ხმით და საზარლად გამიღიმა,
- გთხოვთ ნურაფერს დაუშავებთ, გთხოვთ, რასაც გინდათ იმას გავაკეთებ, ოღონდ არაფერი დაუშაოთ,
-ახლა ფეხებზე მეკიდა სიამაყეც და თავმოყვარეობაც, ხვეწნა მუდარის მეტი არაფერი დამრჩენოდა, ოღონდაც მისთვის არაფერი დაეშავებინათ, ვემუდარებოდი და თან ვცდილობდი რომ როგორმე ჩემს ქამარში გაჩრილ დანას მივწვდომოდი, რომლის წართმევაც რაღაც სასწაულით გამორჩენოდათ,
- ესე იგი გიყვარს არა? -თავი გადააქნია და ტუჩები ენით მოილოკა, მივხვდი რომ ჩემი ხვეწნა მუდარით მასთან ვერაფერს გავხდებოდი და თვალები მაგრად დავხუჭე რათა ის საშინელება არ მენახა რის გაკეთებასაც აპირებდა,
- ასე არ გამოვა პატარავ, -მომესმა ისევ მისი ხმა, -თვალები გაახილე, მინდა ყველაფერს უყურო,
- არა, -ჩავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ გამოაღწია მაგრად დახუჭული თვალებიდან ცრემლებმა, უეცრად მოგუდული ყვირილის ხმა მომესმა და ამან მაიძულა თვალის გახელა, ჭროღათვალებას დამქაში ლენის ბარძაყიდან დანას აძრობდა, ამოაძრო თუ არა სისხლმა იფეთქა და გამხმარ მიწაზე ჩამოიღვარა,
- აი ხომ ხედავ შენს სიჯიუტეს რა მოყვება, -ჭროღათვალება ნელ-ნელა, ნება ნება ისროდა სიტყვებს, თითქოს ამით სიამოვნებას იღებდა, -რამდენჯერაც თვალებს დახუჭავ, შენი მეგობარი იმდენ ახალ ჭრილობას მიიღებს, ისედაც სისხლისგან იცლება და მეტს ნუღარ დაუმატებ,
- უხმოდ დავუქნიე თავი და თვალები აღარ დამიხუჭია... პირგამეხებული და ცრემლგამშრალი, ურეაქციოდ ვუყურებდი როგორ გამოუსვა, ჩემს შვილივით გაზრდილ ბეკის ყელში დანა, როგორ გაატყავა, როგორ წამოაგო ნაჭრები სახელთახელოდ გამოთლილ შამფურზე და როცა შემწვარი ხორცის სუნმა ცხვირში შემიღიტინა და პირზე ნერწყვი მომადგა, საბოლოოდ შემზიზღდა საკუთარი თავიც და მთელი კაცობრიობაც...
როცა ჭროღათვალებამ შაფური ცეცხლიდან მოხსნა და ახლოს მომიტანა რათა უფრო მეტად გავეღიზიანებინე, ხელების შეხსნა უკვე დამთავრებული მქონდა, ზურგს უკან მოქცეულ ხელებში ალესილ პირიანი დანა მეკავა, ის კი ზემოდან დამყურებდა და მიღიმოდა, ღმერთო, ისე უდარდელად მიღიმოდა... ბევრი არ მიფიქრია, არა, საერთოდ არ მიფიქრია, დანა მთელი ძალით გამოვუსვი ყელში, გადახსნილი ყელიდან სისხლმა იფეთქა და თბილი ბლანტი სითხე სახეზე შემომეფრქვა, დრო აღარ დამიკარგავს, ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და მუხლებზე დამდგარმა ვესროლე მის მეწყვილეს რომელიც საჭმლით პირგამოტენილი, გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა, ტყვიამ მარჯვენა წარბს ზემოთ გაიარა, კეფიდან გარეთ გავიდა და სისხლიანი ტვინის ნარჩენები გაიტანა...
მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, მდელოზე ბანდის დანარჩენი წევრები შემოვარდნენ, გინება და ყვირილი ერთმანეთში აირია, მაღალი მხარბეჭიანი უცნობი რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ მათი მეთაური იყო, შუბლშეკრული, გაცოფებული ათვალიერებდა ყველაფერს, უგულოდ გადახედა გონდაკარგულ ლენს და თვალცრემლიან ლეას, მომიახლოვდა თმაში ხელი წამავლო და ფეხზე წამოდგომა მაიძულა, მის წინ ვიდექი და ვბარბაცებდი, ვუყურებდი სიბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებში და ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც შიშს, ვერც ტკივილს, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო,
ერთხანს მიყურა, მერე ხელი მოიქნია და მთელი ძალით დამარტყა, ჩავიკეცე, უნებურად ტუჩი მოვილოკე, უკვე ვეღარ ვხვდებოდი ვისი სისხლით მქონდა ტუჩები შეღებილი, ჩემით თუ სხვისით, შუბლზე ცივი მეტალის შეხება ვიგრძენი და გასროლის ხმაც გაისმა, არაფერი მიგრძვნია, საერთოდ არაფერი, არც მაშინ როცა მზერაგაციებული ზორბა სხეული ჩემს გვერდით დაეშვა მიწაზე,
მოედანზე, ერთნაირ შავ ტანსაცმელში ჩაცმული კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები შემოცვივდნენ, ბანდა შუაში მოიქციეს და მანამდე გაანეიტრალეს სანამ ისინი ხელის გატოკებას მოასწრებდნენ, მერე მხრებზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი, არ გავძალიანებივარ როცა წამომაყენა, არც მაშინ როცა მიწას მომწყვიტა და მკერდზე მიმიკრა, თმაზე მეფერებოდა და რაღაცას ჩამჩურჩულებდა, თუმცა არაფერი მესმოდა, მთელი ძალით ვეკვროდი, სისხლის სუნს შერეული მისი გრილი სურნელით ვივსებდი ფილტვებს და თავი სახლში მეგონა, მშვიდ და უსაფრთხო ადგილას, ვგრძნობდი როგორ მივდიოდით სადღაც, მერე ძრავის ხმა მომესმა, ერთბაშად მოვითენთე, თვალები თავისთავად დამეხუჭა და გავითიშე...



№1 სტუმარი Lucien Vanserra

დღეს სანამ აქ დაიდებოდა მანამდე ფეისბუქზე წავიკითხე და რა ვთქვა, რა მეთქმის, ვზივარ ასე პირდაღებული, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, ძალიან ემოციური თავი იყო

 


ვიცოდი, ასე მარტივად ვერ გააღწევდნენ მაგ დაწყევლილი ადგილიდან, მაგრამ ასეთი სისასტიკეც არ შეიძლება pensive
ვიცოდი, ჩვენი იდუმალი გმირი, რომ გადაარჩენდა და თან იმედი მქონდა ისე გავიდოდა მაგ ადგილიდან, რომ სისხლში ხელის გასვრა არ მოუწევდა pensive
ადამიანმა, რომელმაც პატარა ნუკრი არ დატივა და ვერ გაიმეტა სიკვდილისთვის მისთვის რთული გადასატანია სხვის სისხლში რომ გაისვრი ხელს pensive
იმედია შემდეგ თავში იდუმალი ბიჭის შესახებ რაღაცებს გავიგებთ❤
ველოდები შემდეგს❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ვუბრუნდებით ჩვეულ სამყაროს იმედია ჰო? :დ

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ანი
ვუბრუნდებით ჩვეულ სამყაროს იმედია ჰო? :დ


მთლად ასეც ვერ ვიტყოდი bowtie

რუსკიმარუსია
ვიცოდი, ასე მარტივად ვერ გააღწევდნენ მაგ დაწყევლილი ადგილიდან, მაგრამ ასეთი სისასტიკეც არ შეიძლება pensive
ვიცოდი, ჩვენი იდუმალი გმირი, რომ გადაარჩენდა და თან იმედი მქონდა ისე გავიდოდა მაგ ადგილიდან, რომ სისხლში ხელის გასვრა არ მოუწევდა pensive
ადამიანმა, რომელმაც პატარა ნუკრი არ დატივა და ვერ გაიმეტა სიკვდილისთვის მისთვის რთული გადასატანია სხვის სისხლში რომ გაისვრი ხელს pensive
იმედია შემდეგ თავში იდუმალი ბიჭის შესახებ რაღაცებს გავიგებთ❤
ველოდები შემდეგს❤


ახალ თავში დიდი ადგილი დაეთმობა ჩვენს იდუმალ ბიჭს relaxed

 


№5  offline წევრი Koala°

ის დაძაბული სიტუაცია ცოტათი განეიტრალდა. ნამდვილად არ მეგონა ამ ერთ ციდა გოგონას ამდენი თუ შეეძლო, ფსიქოლოგიურად ძლიერია ეტყობა. შვლის ნუკრმა მართლაც დადებითი ემოციები შემოიტანა და სითბოთი აავსო ნაწარმოები.

ეს ბიჭი ვინ არის და როგორ შეძლო ნამდვილ სამყაროშიც შეხვედროდა ამ გოგოს არ ვიცი, მგონი ზემოდან უნდა იყოს ასე მარტივად თუ შეუძლია შესვლა გამოსვლა, მაგრამ ამდენი ხანი სად იყო და რატო არ დაეხმარა მიას მიკვირს? შეიძლება უნდოდა გამოეცადა რამდენად ძლიერი იყო ის.

მოკლედ ძალიან ჩახლართული ისტორიაა და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს❤️❤️❤️❤️
P.s იმედია შემდეგი ცოტა დიდი თავი იქნება❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

დიდი მადლობა ამ საოცარი თავგადასავალის თვის. მეც მათთან ერთად ვმოგზაურობ და განვიცდი. ჩემი აღმოჩენა ხარ

 


№7 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ოჰო ყოველთვის ახერხებ გაოცებას ,თავგზის არევას და ქსოსური ემოციების გამოწვევას, რაც უფრო მეტს ვკითხულობ უფრო საინტერესოა განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებ ყოველ ჯერზე .. საინტერესოა როგირ განვითარდება მოვლენები.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent