შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 4 )


13-11-2021, 21:35
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 736

ყველანაირად ვცდილობდი მღელვარება და ცახცახი არ შემტყობოდა, ხელს მთელი ძალით ვუჭერდი იარაღს და მიახლოვებას ვცდილობდი, ის იყო ბიჭმა გონდაკარგულ გოგონას თმაში ხელი წაავლო და მანქანაში ჩატენვა დაუპირა რომ დავუმიზნე და მთელი ხმით ვიყვირე,
- გოგოს ხელი გაუშვი და არ გაინძრე,
ერთ ადგილზე გაშეშდა, თმაში ჩავლებული ხელი გაუშვა და ნელ-ნელა შემოტრიალდა, ჩაწითლებული ჭროღა თვალები ერთდროულად ბრაზით და ინტერესით ჰქონდა სავსე და როგორც ეტყობოდა საერთოდ არ ეშინოდა ჩემი და ჩემი იარაღის, ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და რომ შეატყო უკან ვიხევდი გაჩერდა,
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ ამის დედაც, ესღა მაკლდა, -ჩაილაპარაკა ბოხი ხრინწიანი ხმით და ხელი ქამარზე დაკიდებული იარაღისკენ წაიღო,
- ხელები მაღლა ასწიე თორემ იცოდე გესვრი, -თვითონაც რომ არ მჯეროდა ისე მტკიცედ და ომახიანად ისმოდა ჩემი ხმა, -ფეხები გაბიჯგა, თავი გვერდზე გადაწია და შემფასებლური მზერა შემავლო, უცნაურად მიყურებდა ცივად, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო,
- მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა შენთვის დრო არ მაქვს, ამ გოგოს წავიყვან და წავალ შენ კი შენს გზაზე წადი,
- მას არ ეკითხები უნდა თუ არა წამოსვლა? -თავით ვანიშნე მსხვერპლზე რომელიც უკვე გონს მოსულიყო და შეშინებული თვალებით გვიმზერდა,
- შანსი მოგეცი მაგრამ აშკარად იმ ცალტვინებიდან ხარ შანსის გამოყენება რომ არ შეუძლიათ, სხვის საქმეში რომ ცხვირი არ უნდა ჩაყო არ იცი? თუმცა ჩემი რა მიდის, ერთის მაგივრად ორი საჩუქრით მივალ უფროსთან, - ჩაიღრინა და ჩემსკენ წამოვიდა, იარაღს ვუმიზნებდი და ახლა უკვე ხელი მიკანკალებდა, არ ყოფილა ისეთი ადვილი როგორიც მეგონა, არ შემეძლო, არ შემეძლო ასე უბრალოდ და ხელაღებით ცოცხალი ადამიანისთვის მესროლა, ცარიელი ქილები სხვაა მაგრამ ცოცხალი სამიზნისთვის სროლა... თვალებზე თითქოს ბინდი გადამეკრა, ვერც კი მივხვდი როდის მომიახლოვდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა იარაღი ხელიდან გამომგლიჯა,
- ვიცოდი რომ ვერ მესროდი, არ გაქვს შენ მკვლელის თვალები, -ჩამჩურჩულა ღვარძლიანად, იარაღი ლულით დაიჭირა და მაღლა ასწია, ინსტიქტურად თვალები მაგრად დავხუჭე, ვიცოდი რომ დამარტყავდა მაგრამ რატომღაც დარტყმა არ მიგრძვნია, სროლის ხმა მომესმა, მერე ტკივილნარევი ყვირილი, უშვერი გინება და რაღაცის ძირს დავარდნის ხმა, თვალი გავახილე, იარაღი ძირს ეგდო, ჩემს წინ იდგა ტკვივილისგან სახე დამანჭვოდა და მარჯვენა მკლავიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა,
- შენი დედაც ძუკნა, მარტო არ ხარ არა? იღრიალა და საღი ხელით თმაში მწვდა, მთელი ძალით დამქაჩა, ტკივილისგან ხმამაღლა შევყვირე, ამ დროს კიდევ ერთი გასროლა გაისმა და ბიჭმა ამჯერად ბარძაყზე იტაცა ხელი, სახე უცნაურად გაუფითრდა, ჩაიჩოქა და უღონოდ გაწვა ასფალტზე, ჩემმა გონებამ ძლივს მოახერხა იმის გაანალიზება რომ ვიღაც აშკარად ჩემს დახმარებას ცდილობდა, ბევრი აღარ მიფიქრია, ზურგჩანთას მივუბრუნდი ავიღე და გოგონასკენ დავიძარი, მივუახლოვდი თუ არა შეშინებული აეკრა ავტომობილს და ქვემოდან დიდი, გაფართოებული ცისფერი თვალები ამომანათა,
- ჩემი ნუ გეშინია, უნდა წავიდეთ, ადექი და წამომყევი, -თავს ძალა დავატანე რომ რაც შეიძლებოდა თბილად მეთქვა და გავუღიმე, უმწეოდ გადააქნია თავი და თვალები ცრემლებით აევსო,
- არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ სისულელეს აკეთებ, ვიცი რომ ჩემს გადარჩენას ცდილობდი მაგრამ ახლა შენც აღარ მოგასვენებენ, შენს დევნას დაიწყებენ, ყველგან გიპოვნიან,
უეცრად სიბრაზემ შემიპყრო, მე მისი გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდე, მართალია ვიღაცის დახმარება რომ არა ახლა ღმერთმა იცის რა დღეს ვიქნებოდი მაგრამ ვცადე მაინც, ის კი აქ ზის და წუწუნებს, ხმა აღარ გამიცია, ავტომობილის კარი გამოვაღე და საჭეს მივუჯექი,
- ათ წამს გაძლევ, მერე კი უშენოდ წავალ, -ვუთხარი ხმამაღლა, რაც შემეძლო ცივი და უემოციო ხმით და გასაღები გადავატრიალე, ღიმილი ძლივს შევიკავე როცა დავინახე როგორ წამოხტა, თვალი სწრაფად შეავლო უგონოდ გაშხლართულ მოძალადეს, კარი გამოაღო და გვერდით მომიჯდა, ვხედავდი რომ ჯერ კიდევ მოსდიოდა სისხლი და სახეც ტკვილისგან ეჭმუხნებოდა, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მივხედავდი ჯერ აქაურობას უნდა გავცლოდით, ადგილზე მოვტრიალდი, უგონო სხეულს გვერდი რამდენიმე სანტიმეტრით ავუქციე და გაზს ფეხი დავაჭირე, რამდენიმე წუთში ქალაქის შემოსასვლელს მივაღწიეთ, ხიდზე გადავედით და ტყის შუაგულში გაჭრილ გზას ავუყევით, ორი წუთიც არ გასულა რომ ძრავამ უცნაური ხმა გამოსცა და ჩაქრა,
- ამის დედაც, ოჰ შენი, ახლა ამის დრო იყო? -აღმომხდა და საჭეს უღონოდ დავსცხე ხელი,
- მგონი საწვავი გათავდა, დაიჩურჩულა ჩემმა თანმხლებმა და შიშისგან გაფართოებული თვალებით მომაჩერდა,
- ჰო ალბათ საწვავი გათავდა, ახლა აქ ვეღარ დავრჩებით, ავტომობილი დავტოვოთ და გზიდან გადავიდეთ, აქაურობას ცოტათი მაინც მოვშორდეთ, არამგონია ვინმე მოგვდევდეს მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა,
- აქედან გზა ვიცი, შემიძლია ტყე-ტყე მიგიყვანო ჩვენს ბანაკამდე, -შევხედე, არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა, ვერ ვიგებდი შეიძლებოდა თუ არა მისი ნდობა, ზურჩანთა ავიღე და ტყეში შევაბიჯე, რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ შევჩერდი და მასაც მივუთითე რომ ხის ქვეშ ჩამომჯდარიყო,
- რას აკეთებ? -გაიკვირვა, -უნდა ვიაროთ რომ დაღამებამდე ბანაკამდე მივიდეთ,
- შენ რა ფეხშიშველი აპირებ ტყეში სიარულს? თანაც ჭრილობები უნდა დაგიმუშაო და რამდენიმე კითხვაზეც უნდა მიპასუხო,
- ფეხშიშველი სიარული ახლა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, -ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც მორჩილად ჩამოჯდა ხის ძირში და მომლოდინე თვალებით ამომხედა, ზურჩანთიდან წამლების პაკეტი, სველი ხელსახოცები და სათადაროგოდ წამოღებული კეტები ამოვიღე, ფეხსაცმელი და ხელსახოცები კალთაში ჩავუყარე და სახიდან თმა გადავუწიე რომ გახეთქილი, დასიებული ტუჩი კარგად დამეთვალიერებინა,
- ფეხები გაიწმინდე და ფეხსაცმელი ჩაიცვი, მე კი ჭრილობებს დაგიმუშავებ, -ვუთხარი და პაკეტი გავხსენი, ხმა არ ამოუღია, როცა ჭრილობების დამუშავებას მოვრჩი და მანაც ფეხსაცმელი ჩაიცვა, მეც მის წინ ჩამოვჯექი და ვანიშნე რომ საუბარი დაეწყო,
- ამ ყველაფერს რატომ აკეთებ ვერ ვხვდები, -ჩაიჩურჩულა ჩამწყდარი ხმით, -არ მიცნობ, შენთვის არავინ არ ვარ, ისიც კი არ იცი ჩემი ნდობა შეიძლება თუ არა,
- რა მნიშვნელობა აქვს გიცნობ თუ არა, დახმარება გჭირდებოდა და დაგეხმარე, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა, -ვიგრძენი როგორ დაიძაბა, სახეზე შევხედე, უცნაურად გაოცებული მზერით შემომყურებდა და თითქოს ორჭოფობდა,
- რა გქვია?
- მე მია შენ?
- ლეას მეძახიან, ვინ ხარ მია, საიდან ხარ რომ ჯერ კიდევ გჯერა ადამიანების კეთილშობილების, მითხარი ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდაო, არადა არავინ არ მოიქცეოდა შენსავით, მთელი ცხოვრებაა ვუყურებ როგორ იბრძვის ყველა თავის გადარჩენისთვის და როგორ ყველას ფეხებზე ჰკიდია სხვისი ცხოვრება, შენ კი... შენ ჩემს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე, რატომ? ეს რაღაც ახალი თამაშია?
- რა თამაში? გაგიჟდი? რას გულისხმობ? მე უბრალოდ ვიფიქრე რომ დახმარება გჭირდებოდა,
- რატომ არ გაიქეცი, რატომ არ დაიმალე? -ლეა უკვე ხმამაღლა ყვიროდა და ცახცახებდა,
- გავქცეულიყავი და შენ იქ დამეტოვებინე? ასე სჯობდა? -აცახცახებულ ხელში ხელი ვსტაცე მეორე ხელი კისერზე მოვხვიე, მოვიზიდე და გულზე მივიხუტე, ვგრძნობდი რომ ახლა ორივეს გვჭირდებოდა ჩახუტება, -ჰმ, ჩემი გოგონები გამახსენდნენ, მაგდა და თეკო, ჩვევად გვქონდა როცა რომელიმეს რამე გვიჭირდა ჩახუტების თერაპიას მივმართავდით და ეს გვეხმარებოდა, ღმერთო, ახლა რამდენად შორს იყო ეს ყველაფერი ჩემთან, უცხო ადგილას, უღრან ტყეში მიწაზე ვზივარ და ახლად გაცნობილ ლეას ვეხუტები, ვგრძნობ როგორ მშვიდდება ნელ-ნელა, აღარ ცახცახებს და აღარც ტირის, ვშორდები და ჩაწითლებულ თვალებში ვუყურებ,
- მისმინე ლეა, ვიცი რომ გაინტერესებს ვინ ვარ და გპირდები ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენი ჯერია, უნდა მითხრა ვინ ხარ, ეს რა ადგილია და საერთოდ რა ხდება აქ?
- მე ძალიან დიდი ხანია აქ ვარ, არც კი ვიცი, არ მახსოვს რამდენი ხანია, -თავზე თითები შემოიჭდო და კბილი კბილს დააჭირა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბარი, ხელი ხელზე მოვკიდე და გამამხნევებლად გავუღიმე,
- დაახლოებით შვიდი წლის ვიქნებოდი, აქ მოხვედრამდე ყველაფერი არცთუ ისე კარგად მახსოვს, და მყავდა და ბავშვთა სახლში ვცხოვრობდით, ერთ დღესაც აღმზრდელებმა ზოოპარკში წაგვიყვანეს, გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე ცოტა ხნის წინ რომ დავტოვეთ იმ ქალაქის მსგავს ქალაქში ვიყავი, სრულიად მარტო,
- ანუ აქ სხვა ქალაქებიც არის?
- კიდევ ორი იყო, მაგრამ ახლა ფაქტიურად აღარ არსებობს, გადამწვარი და განადგურებულია,
- სრულიად მარტომ როგორ მოახერხე გადარჩენა?
- მარტომ? ამ ტყეებში უამრავი ხალხია მია, საკმაოდ ხალხმრავალ ჯგუფებად ცხოვრობენ, ათი, თხუთმეტი, ოცკაციანი ჯგუფებია, თავიდან ერთ-ერთმა ჯგუფმა მიპოვა, ზუსტად იმათმა ვისი ერთ-ერთი წევრიც დღეს ჩემს წაყვანას ცდილობდა, რამდენიმე თვე ნამდვილ კოშმარში გავატარე, საშინელი ხალხია, ჯგუფი უმეტესად მამაკაცებისგან შედგება და ქალებს მხოლოდ გართობის მიზნით იყენებენ, იტაცებენ, იმონებენ, მათზე ძალადობენ, მერე შეიძლება ითქვას გამიმართლა, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკებისას ისევ მომიტაცეს, ამჯერად არცთუ ისე ცუდ ადგილზე მოვხვდი და გუშინდლამდე სანამ მომიტაცებდნენ მათთან ვიყავი, ლიდერი ქალია და საკმაოდ კარგად მექცეოდა,
- რამდენი წლის ხარ ლეა? -შევეკითხე მტ ნაკლებად მშვიდი ხმით,
- ალბათ თხუთმეტის ან თექვსმეტის, ზუსტად არ ვიცი, იცი რომ დღეს ჩემი ქორწილი უნდა ყოფილიყო?
- რა ქორწილი რას ამბობ, თვითონვე თქვი რომ პატარა ხარ,
- უფროსმა ასე გადაწყვიტა, თავის შვილზე მათხოვებს, ბიჭი ჰყავს, ალბათ ოცდაათ წლამდე,
- შენ გინდა გათხოვება?
- ჰმ, მგონი ვერ გაიგე რა მოგიყევი, აქ ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ წინააღმდეგ რომ წავიდე სულ მარტო დავრჩები, მარტო დარჩენილს კი გადარჩენის არანაირი შანსი არ მექნება, მინდა თუ არა მაინც მომიწევს მასზე გათხოვება, თანაც აქ ძალიან ცოტა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ვართ, მამაკაცებზე თითქმის სამჯერ ნაკლები, ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ბრძოლა დაჯგუფებებს შორის ქალების გატაცების გამო ხდება, მათთან უნდა ვიყო თუკი სიცოცხლე მინდა,
- ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის. -ჩავილაპარაკე და როცა რატომღაც გამეღიმა, უნებურად ვიფიქრე ხომ არ შევიშალეთქო, არასდროს არცერთ სიტუაციას არ მოხდომია ასე ეს სიტყვები, ჯანდაბა, როგორ მჭირდებოდა ახლა წყნარად და მშვიდად დაფიქრება, ჩემი აივანი, ფუმფულა სავარძელი და ჭიქა ყავა,
- დანარჩენები? დანარჩენები საიდან მოვიდნენ აქ? -ვკითხე და მოლოდინით სავსე მზერით მივაშტერდი
- სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ადგილიდან, ზოგიერთი ძალიან დიდი ხანია უკვე რაც აქ არის, არავინ იცის რატომ და რის გამო მოხვდნენ აქ,
- გაქცევა, წასვლა, აქედან გაღწევა არავის უცდია?
- როგორ არა, ძალიან ბევრს, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდად დამთავრდა, აქედან წასასვლელი არ არის, რაოდენ დიდიც არ უნდა მოგეჩვენოს აქაურობა, საზღვრები არსებობს, შენც ტყუილად ნუ ეცდები, ვერსად წახვალ მია, უნდა შეეგუო რომ სახლში ვერ დაბრუნდები,
- ქალაქში რატომ არ ცხოვრობთ? იქ უამრავი შენობაა, წყალი, წამლები, საჭმელი,
- ტყეში ცხოვრება მეტად უსაფრთხოა, ქალაქში მხოლოდ საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის და სხვადასხვა ნივთებისთვის ჩავდივართ ხოლმე,
- არავის გიფიქრიათ რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ, რა მიზნით? რაღა მაინცდამაინც ჩვენ?
- ეს არავინ იცის? -ამოიხვნეშა და თავი ჩაქინდრა, -მგონი ჯობია წავიდეთ, უკვე გვიანია და ღამე ამ ტყეებში ყოფნა არც თუ ისე კარგი აზრია,
- სიმართლე მითხარი, ჩემთვის შენთან ერთად წამოსვლა უსაფრთხოა? -არ გამომპარვია როგორ შემავლო თვალი და როგორ მოიკვნიტა ტუჩი, ერთხანს თითქოს ყოყმანობდა და მერე თავი დამიქნია,
- არამგონია რამე პრობლემა იყოს, -მითხრა უცნაური ჩაწყვეტილი ხმით, -ჩემი ღამეული ზმანება გამახსენდა, არავის ენდოო რომ ჩამჩურჩულებდა, მაგრამ ახლა უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, აქ მარტო ვერ დავრჩებოდი, ფეხზე ადგომაში დავეხმარე და ვუთხარი რომ წინ გამძღოლოდა.
* * *
შეუსვენებლად მივდიოდით, როგორც კი დაბნელდა ფანარი ამოვიღე მაგრამ ლეამ მისი გამოყენების უფლება არ მომცა,
- შენ რა გინდა რომ არასასურველი სტუმრები მოიზიდო? -მიჩურჩულა გაღიზიანებული ხმით,
- ნადირს გულისხმობ?
- მერწმუნე ამ ტყეებში ოთხფეხა ნადირზე უფრო საშინელი არსებებიც ცხოვრობენ, -თქვა და გვერდით ჩემთვის შეუმჩნეველ ბილიკზე გადაუხვია, თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ის კი ისე მშვიდად მიდიოდა როგორც მე დავსეირნობდი სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ღამის ლამპიონებით გაჩახჩახებულ თბილისის ქუჩებში.
- დარწმუნებული ხარ რომ სწორად მივდივართ?
- ფაქტიურად აქ გავიზარდე, ვიცი რასაც ვაკეთებ, -მიპასუხა ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ხმით და შედგა, ჩემსკენ მობრუნდა და ტუჩებზე თითი მიიდო მანიშნა რომ ჩუმად ვყოფილიყავი, მერე დაძაბულმა მიმოიხედა გარშემო,
- ლენ ვიცი რომ შენ ხარ, შენს სუნს ვგრძნობ, გამოდი, -მიმართა ჩაბნელებულ სივრცეს და უცბად მხიარული ხითხითი გაისმა, სიბნელეს მთლიანად შავად შებურვილი ლანდი გამოეყო და ღრუბლებიდან წამიერად გამონათებული მთვარის შუქზე დავინახე როგორ ჩაეხუტა ლეას, ხელები მაგრად შემოხვია და სახე მის გაწეწილ თმაში ჩარგო,
- ცოცხალი ხარ ლეა, მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ, ჩემთან ხარ, გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვნე და კინაღამ გავგიჟდი, -ჩურჩულებდა და მთელი სხეულით ეკვროდა, ბოლოს როგორც იქნა მოსცილდა და მეც შემამჩნია,
- ეს ვინ არის? -მიუთითა ჩემზე,
- ქალაქში შევხვდი, მან გადამარჩინა, თორემ ახლა იმ სადისტების ბანაკში ვიქნებოდი, -ეჩურჩულებოდა და თან სახეზე ეფერებოდა, როგორც ამ სიბნელეში გავარჩიე ბიჭი სულ რაღაც ჩვიდმეტი ან თვრამეტი წლის თუ იქნებოდა ლეამ მითხრა რომ მისი საქმრო ოცდაათი წლის იყო, არა აქ რაღაც სხვა ხდებოდა და ვერ ვიგებდი რა, ბიჭი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა,
- მე ლენი ვარ, მადლობა რომ ლეა გადაარჩინე, -ხმა თბილი ჰქონდა და საიამოვნო იტალიური აქცენტით საუბრობდა,
- სამადლობელი არაფერია ლენ, ჩავილაპარაკე და გაღიმებას შევეცადე, -იტალიელი ხარ?
- იტალიელი ვარ, მაგრამ აქ უმეტესობა ქართველები არიან ასე რომ ყველამ ვიცით ქართული, წამოდით ბანაკამდე მიგაცილებთ, -გვითხრა და წინ გაგვიძღვა, ფეხს ავუჩქარე და ლეას გვერდით ამოვუდექი,
- რა ხდება ლეა, ეს ბიჭი ვინ არის? შენ ხომ მითხარი რომ თხოვდები?
- მე და ლენს ერთმანეთი გვიყვარს, უფროსმა ეს რათქმაუნდა იცოდა მაგრამ მაინც მაიძულებდა მის შვილზე დაქორწინებას,
- არ მესმის, თუკი ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი, უკან რატომ ბრუნდებით,
- იმიტომ რომ მგონი გამოსავალი ვიპოვე,
- რას გულისხმობ?
- ნახე მგონი უკვე გამოჩნდა ბანაკი, -მოკიაფე სინათლეებისკენ გაიშვირა ხელი და საუბარი ოსტატურად გადაიტანა სხვა რამეზე, -მატყუებს, გამკრა გულში, მაგრამ არაფერი მითქვამს, არ ვიცი შიშის გამო იყო თუ ცნობისმოყვარეობის მაგრამ მორჩილად ავედევნე უკან,
ბანაკი ტყის შუაგულში, მრგვალ, ხეებისგან გასუფთავებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მაღალი ხის კედლებით იყო შემოსაზღვრული და შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვადასხვა ნაგებობა და დიდი კარვისმაგვარი შენობები იდგა, რაკი ლენთან ერთად ვიყავით, შესასვლელში უპრობლემოდ გაგვატარეს, თუმცა ჩირაღდნების შუქზე არ გამჭირვებია კბილებამდე სეიარაღებული მცველების გაოცებული სახეების დანახვა, ლენი პირდაპირ ყველაზე დიდი კარვისკენ დაიძრა, შესასვლელთან მდგარ მცველს რაღაც გადაულაპარაკა და გვერდზე გადგა, მცველი ერთხანს უხმოდ გვათვალიერებდა მერე კარავში შევიდა.
- რა ხდება? -ჩავჩურჩულე ლეას რომელიც თავდახრილი იდგა ჩემს წინ,
- ჩუმად იყავი, ალბათ უფროსის დასაძახებლად წავიდნენ, -უცნაურად მომეჩვენა მისი ცივი ხმა, გადავხედე, ისევ თავჩაღუნული იდგა და ყველანაირად ცდილობდა თვალებში არ შემოეხედა ჩემთვის, თითქოს ჩემს წინაშე რაღაც დანაშაული მიუძღოდა,
როგორც იქნა კარვის კალთა გადაიწია, ჯერ მცველი გამოვიდა და გვერდზე გადგა, მას უკან მაღალი მედიდური შესახედაობის ქალი მოყვებოდა, რომელსაც გვერდს ახალგაზრდა, ოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი უმშვენებდა, დამინახა თუ არა რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებდა, მერე ქალს რაღაც გადაულაპარაკა და წავიდა,
- ნამდვილი სასწაულია, სტუმარი გვყავს, -ჩაილაპარაკა ქალმა თითქოს თავისთვის და თავიდან ფეხებამდე შემფასებლურად შემათვალიერა, მერე ლეას მიუბრუნდა,
- მომიახლოვდი, -მიმართა მბრძანებლური ხმით, მოვასწარი დამენახა როგორ გადახედა ლეამ ლენს რომელიც არაფრისმთქმელი სახით იდგა მაგრამ სიბრაზისგან კბილს ბილზე აჭერდა, უცბად მოაშორა მზერა და ნელი ნაბიჯით თავდაღუნული მიუახლოვდა,
- შენ მოიყვანე სტუმარი ლეა? -მიმართა და თავზე ხელი დაადო,
- მან მე გადამარჩინა გამტაცებლებისგან, მერე კი აქამდე მომაცილა, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა ლეამ,
- წადი დაისვენე დაღლილი იქნები, ამ გოგონას ჩვენ მივხედავთ, -ლეა უხმოდ შეტრიალდა და წავიდა, ქალმა კი კარვის კალთა გადაწია და შიგნით შემიპატიჟა, შევედი თუ არა გაოცებისგან ერთ ადგილზე გავშეშდი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, უზარმაზარი, რამდენიმე სივრცედ გადატიხრული კარავი, საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი, შუაგულში მისაღების მაგვარი სივრცე რბილი ავეჯით იყო გაწყობილი და ჩაის სასიამოვნო სურნელი იდგა, ზურგს უკან ჩაცინება მომესმა და შევკრთი,
- რას ელოდი გამოქვაბულს? -ამჯერად ხმამაღლა გაიცინა ქალმა, -მე მარი მქვია, მოდი დაჯექი, დაისვენე, ჩაი დალიე და მერე ყველაფერი მომიყევი, მანამდე კი აბაზანას მოგიმზადებენ, საშინლად ჭუჭყიანი ხარ მაილო კი სისუფთავის მოყვარულია,
- მაილო?
- ჩემი ბიჭი, ასე ჰქვია,
ახლა დასვენებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, ფეხზე ძლივს ვიდექი, იმაზეც კი ვეღარ გავამახვილე ყურადღება თუ რა შუაში იყო მისი შვილი ჩემს სისუფთავესთან, რომელსაც სასაცილო სახელი მაილო ერქვა, ზურგჩანთა იქვე მივაგდე, უახლოეს სავარძელში ჩავეშვი და არც გამოწვდილ ოხშივარ ავარდნილ ჭიქაზე მიტყვია უარი,
- აბა? მეტყვი ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდი? -მკითხა მაშინვე როგორც კი რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი, -ამჯერად უფრო დაკვირვებით შევხედე, საშუალოზე უფრო მაღალი იყო, გამხდარი, გრძელთმიანი და ერთი შეხედვით კეთილგანწყობილი, თუმცა მისი ცივი თვალები რატომღაც სხვა რამეს მეუბნებოდნენ,
- მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მია მქვია, ოცდაერთი წლის ვარ, სულ რამდენიმე დღეა რაც აქ ვარ, დავიძინე, გავიღვიძე და აქ ვარ, ეს არის და ეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,
- ჰო ნაცნობი ისტორიაა, -მარიმ უგემურად გაიღიმა და ოთახში შემოსულ შუა ხნის ქალზე მანიშნა, -მატილდა დაგეხმარება რომ იბანაო და გამოიცვალო, მერე კი დაიძინე, ხვალ მძიმე დღე გველოდება, -წამოდგა, სანამ გვერდით ჩამივლიდა გაჩერდა, ჩემსკენ დაიხარა და უცნაურად ცივი ხმით ჩამსისინა,
- კეთილი იყოს ჩვენ დიდ ოჯახში შენი შემოსვლა მია,
- მოვლენების ასე განვითარებას ნამდვილად არ ველოდი, სულელი არ ვიყავი და ნამდვილად ვხვდებოდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და მართალია კარგად მექცეოდნენ მაგრამ აქ ტყვე უფრო ვიყავი ვიდრე სტუმარი, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩაიმაც უცნაურად მომთენთა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მიჭირდა, ასე რომ როცა მატილდა აბაზანისკენ გამიძღვა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და უბრალოდ შევეცადე ცხელი წყლით მესიამოვნა, ბუნდოვნად მახსოვს როგორ მივაღწიე საწოლამდე, როგორ ჩავიცვი მატილდას მოტანილი პიჟამო და როგორ დავიძინე,
- დილით უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა, სახეზე შეხებას ვგრძნობდი და მძაფრი სუნამოს სურნელი უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, ძლივს გავახილე თვალები და პირველი რაც დავინახე ჩემსკენ დახრილი მაილო იყო, სახე თითქმის სახესთან ჰქონდა მოტანილი და თითებს ჩემს თმაში დააცურებდა, დაინახა თუ არა რომ თვალები გავახილე, შემეშვა და ჩემგან ოდნავ მოშორებით საწოლზე ჩამოჯდა, პირზე მომდგარი კივილი ძლივს შევიკავე, საწოლში წამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე, ჩვეულებრივი ოთახი იყო, რამდენიმე კარადით და რბილი ავეჯით სავსე,
- დილა მშვიდობის ლამაზო, -ჰმ, ხმა არც ისე ცუდი აქვს, გავიფიქრე და თავი ძლივს შევიკავე რომ ჩემს სულელურ ფიქრებზე არ გამღიმებოდა,
- როგორც ჩანს არც თუ ისე მშვიდობიანი დილაა მაილო, -დავმარცვლე რაც შემეძლო სერიოზული ხმით და მოღუშული სახით შევაჩერდი თაფლისფერ თვალებში,
- კარგია რომ ჩემი სახელი გახსოვს,
- ისეთი სახელია ძნელია დაივიწყო, -მაინც გამეღიმა, -იცი რომ მაილო ძაღლის სახელია? ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე მეგონა, -უცბად შეეცვალა აქამდე თითქოსდა კეთილგანწყობილი სახე, წამოხტა და ფეხი მთელი ძალით გაკრა იქვე მდგარ კომოდს,
- შენც ისეთი სულელი ხარ როგორც ყველა დანარჩენი, არ ვაპირებ შენთან საუბარში დროის დაკარგვას, ადექი და მოემზადე, ცოტა ხანში საქორწინო ცერემონია დაიწყება,
- საქორწინო ცერემონია? რა ცერემონია, ვინ ქორწინდება? -ძლივს ამოვილუღლუღე,
- ჩვენ ვქორწინდებით, -მომახალა და ისე უდარდელად და უტიფრად გამიღიმა თითქოს ამინდის შესახებ კითხვაზე გაეცა პასუხი, ვერც კი გავაცნობიერე ისე წამოვხტი ფეხზე და მასთან მივიჭერი,
- თქვენ რა სულ გაგიჟდით? არ ვაპირებ არავისზე დაქორწინებას, მითუმეტეს შენზე, თვითკმაყოფილო იდიოტო, ახლავე წავალ აქედან, -უკვე აღარ მესმოდა რას ვამბობდი საშინლად გაცოფებული ვიყავი, ვხვდებოდი რა შარშიც გავყავი თავი, -თავიდან მისმენდა და უხმოდ დამყურებდა თავზე, მერე გულისპირში ხელი ჩამავლო, მაღლა ამწია და კარადაზე მიმანარცხა,
- აქედან ვერსად წახვალ, არც გაბედო გაქცევა, ყველგან დაცვა დგას, მადლობა თქვი რომ ახლა დედაჩემი ბანაკში არ არის და ეს ყველაფერი არ ესმის თორემ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდი, მე უნდა მიმადლოდე რომ ახლა ასეთ პირობებში ნებივრობ, დაგინახე თუ არა მაშინვე დამატყვევა შენმა ლურჯმა თვალებმა და დედაჩემს დაქორწინების ნებართვა ვთხოვე, წყნარად იჯექი და მატილდას დაეხმარე რომ გაგამზადოს, დავქორწინდებით, ჩემი ცოლი გახდები, ჩემი საკუთრება და ისე მოგექცევი როგორც მომინდება, ამაღამ ისე მასიამოვნებ როგორც მორჩილ ცოლს შეეფერება, გასაგებია? -მთელი ხმით იღრიალა, ხელი შემიშვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან,
- ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე, მართლაც მაგარ შარში ვიყავი, -ჯანდაბა, იფიქრე მია, იფიქრე, ტვინი გაანძრიე, რაღაც უნდა მოიფიქრო ასე არ შეიძლება, ასე უბრალოდ ვერ დანებდები და ამ მანიაკის ცოლი ვერ გახდები, ამას ვერ გადავიტან, ოღონდ ეს არა, -ვჩურჩულებდი და წინ და უკან ვირწეოდი, ასე უმწეოდ თავი არასოდეს მიგრძვნია, ჩუმი ფრთხილი ნაბიჯების ხმა მომესმა და ერთიანად ავცახცახდი,
- ახლა არა მატილდა, ცოტა ხანში შემოდი კარგი? -ძლივს ამოვილუღლუღე,
- მატილდა არ ვარ ლეა ვარ, -მომესმა დაბალი, ჩამწყდარი ხმა, ფეხზე წამოვდექი და მივბრუნდი, ჩემს წინ მართლაც ლეა იდგა საცოდავად მობუზული და ცრემლიანი თვალებით, დამნაშავის გამომეტყველებით შემომცქეროდა, უეცრად ჩემს არეულ გონებაში ყველაფერი დალაგდა და საოცარმა ბრაზმა შემიპყრო,
- ოჰ შენი, შენ... შენ... შენ ყველაფერი წინასწარ დაგეგმე ხომ ასეა? ქალაქიდან წამოვედით თუ არა მაშინვე მოიფიქრე გეგმა როგორ აგერიდებინა ქორწილისთვის თავი, -ლეა უხერხულად იმტვრევდა თითებს,
- ვიცოდი რომ მაილო დაგინახავდა თუ არა შენზე გაგიჟდებოდა, ლურჯი თვალები მისი სისუსტეა, ჩემზე კი უბრალოდ დედამისის მოთხოვნის გამო ქორწინდებოდა,
- ეს როგორ გამიკეთე, ეს რით დავიმსახურე?
- მაპატიე, მაპატიე, ყველაფერს გამოვასწორებ, მე და ლენი შენს წასაყვანად მოვედით, ლენმა ყველაფერზე თვალი ამიხილა, არასწორად მოგექეცი, ახლა კი აქედან უნდა წავიდეთ ახლავე,
- გგონია ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ გენდობი? -ფარდა გადაიწია და ოთახში თავი ლენმა შემოყო, გრძელი მოწითალო თმა მომხიბვლელად გადაიყარა გვერდზე და გულითადად გამიღიმა,
- ახლა კამათის დრო არ არის, შეგიძლია გვენდო, აი შენი ნივთები, -ტანსაცმელი და ზურგჩანთა შემოიტანა და ფეხებთან დამიდო, -დრო უნდა ვიხელთოთ, უფროსი ბანაკიდან არის გასული, მაილოსაც რაღაც საქმეზე დაუძახეს, ცოტა დრო გვაქვს აქედან გასაღწევად, ან ახლა ან არასდროს, -აციმციმებულ ცისფერ თვალებში ჩავხედე და მომინდა, რატომღაც ძალიან მომინდა რომ მისი ნდობა შემძლებოდა, მერე ლეას გადავხედე რომელიც ჯერ ისევ თავჩაღუნული იდგა და სასწრაფოდ დავწვდი ტანსაცმელს...



№1 სტუმარი Lucien Vanserra

- ძალიან განსხვავებული და საინტერესოა, რაღაც უცნაურად საინტერესო, შეიძლება იმიტომ მეჩვენება ასე რომ თითქმის ყველა ისტორია რაც ამ საიტზე წავიკითხე რაღაცით ერთმანეთს გავს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, შენი ყველა ისტორია კი ამ იშვიათ გამონაკლისებში შედის, არაფერს არ ჰგავს
- მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

ნეტა რა ხდება ????????????

 


№3 სტუმარი ანუ

ღმერთო სულ სხვა სამყაროში ვარ :დ
მალე დადე შემდეგი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ რა ხანსხვავებული რაღაცა ძალიან საოცარი და საინტერესო რომელ სამყაროში მოვხვდით ,????????

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნესტანი
ვაუ რა ხანსხვავებული რაღაცა ძალიან საოცარი და საინტერესო რომელ სამყაროში მოვხვდით ,????????



მიხარია რომ მოგწონთ
მეხექვსე თავში ნაწილობრივ გაირკვევა რა ხდება და რომელ სამყაროში, რაღაც-რაღაცეებს აეხდება ფარდა blush

Lucien Vanserra
- ძალიან განსხვავებული და საინტერესოა, რაღაც უცნაურად საინტერესო, შეიძლება იმიტომ მეჩვენება ასე რომ თითქმის ყველა ისტორია რაც ამ საიტზე წავიკითხე რაღაცით ერთმანეთს გავს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, შენი ყველა ისტორია კი ამ იშვიათ გამონაკლისებში შედის, არაფერს არ ჰგავს
- მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.


მადლობა, მიხარია თუ მოგწონთ blush
იმედია ბოლო თავამდე ასეთი განწყობა გექნებათ

ანუ
ღმერთო სულ სხვა სამყაროში ვარ :დ
მალე დადე შემდეგი


ვეცდები ყველანაირად რომ მალე დავდო heart_eyes

 


№6  offline წევრი Koala°

ასეთი ფანტაზიით სავსე და ინტრიგებით სავსე ისტორია ჯერ არ წამოკითხავს, საოცარია, არ ვაჭარბებ მართლა❤️❤️❤️ აი ის ბიჭი თავიდანვე ყველგან რომ ჩნდებოდა კითხვის ნიშნებს მიტოვებს და მაფორიაქებს, ვერ მივხვდი მისი ბრალი რატომაა ის რომ ეს გოგო აქაა. მოკლედ ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად და ცოტა ისე ქენი სული რომ არ გაგვძვრეს(ხუმრობით რა თქმა უნდა)❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე რა საინტერესო და ნძაფრიუსეჟეტიანი ისტორიაა. მიხარია რომ აღმოვაჩინეთ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


მაილოზე მეც ძაღლი გამახსენდა laughing
ჩვენი იდუმალი ბიჭი მარტო მაინც არ ტოვებს მიას❤
განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა და ძალიან მომწონს. ოღონდ ვერაფრით ვხვდები რა უნდა მიას იმ უცნაურ ქალაქში და რა შუაშია (ან შეიძლება თქვშიც) ამ ყველაფერთან ჩვენი იდუმალი ბიჭი.
ველოდები შემდეგს❤

 


№9  offline წევრი Life is beautiful

ოჰ როგორ ველი , ვარდობის თვეში ვარდის კოკრებს და ორ -სამ დღეში მე-5-ე თავს.

 


№10  offline წევრი ლილა ნესი

Life is beautiful
ოჰ როგორ ველი , ვარდობის თვეში ვარდის კოკრებს და ორ -სამ დღეში მე-5-ე თავს.


ატვირთული მაქვს უკვე მეხუთე, უბრალოდ არ დაუდასტურებიათ ჯერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent