ცხოვრების შანსი (მეშვიდე თავი )
განადგურებ ოჯახის წევრები მოდიან და მიდიან ,არავის ტოვებს . თვითონ უთევს ღამეებს .ასე გადის დღეები.ორი კვირა და უემოციო სახეები არ შეცვლილა .წამითაც არავის გაუღიმია.ისევ ის და მისი ფერმკრთალი სახე. -თაია, დავიღალე გესმის,უშენობით დავიღალე.გონს მოდი და გპირდები ბედნიერებაში ხელს არ შეგიშლი.-თვალებზე ცრემლები არ უჩერდებოდა.ხელს მაგრად უჭერდა და გაყინულ თითებს უკოცნიდა.წამიერად აპარატის გამყრებელი წუილის მერე საოცარი სისწრაფით აძგერებული გულის ცემის ხაზები გაჩნდა მონიტორზე .ვერ გაეგო რა ხდებოდა.სასწრფოდ ექიმი გამოიძახა.პალატაში რამდენიმე ექიმი ერთად შემოვიდა.შეშინებული სახით იდგა. -ბატონო ალექსანდრე ახლავე დატოვეთ გთხოვთ პალატა-ექთანმა ოდნავი ბიძგით გარეთ გასვლისკენ ანიშნა. -რა ხდება ამიხსენით-შეწინააღმდეგებას ცდილობდა. -ყველაფერს ექიმი გეტყვით აქ დაელოდეთ.-ისევ ეს ლოდინი აღარ შეეძლო .კედელს ზურგით მიეყრდნო და ნელ-ნელა დაბლა ჩასრიალდა.იატაკზე მჯდომი ცრემლებს ვერ იკავებდა. -ალექსანდრე რა ხდება?-გიჟივით მივარდა ცოტნე .-ხმა ამოიღე ბიჭო.-ცდილობდა გონს მოეყვანა. -არ ვიცი-ძლივს ამოთქვა და ჩაწითლებული თვალებით მეგობარს მიაშტერდა. -ცოტნე რა ხდება?-წამში ამღვრეული თვალებით მათთან გაჩნდა ლილეც. -დამშვიდდი ,არაფერი ექიმი გვეტყვის ალბათ.-ცადა დაემშვიდებინა.მერე კი ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა-რაღაცას მალავ ხომ ასეა?-გამჭოლი მზერა ესროლა იცოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო .პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია.-ჯობს გვითხრა-არ ანებებდა თავს ცოტნე.აცრემლებული თვალებით ფეხზე წამოდგა. -მეტი აღარ შემიძლია ვერ ვძლებ ასე.ავარიის დღესვე მითხრა ექიმმა.-ფეხზე წამოდგა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.-რამდენიმე ვარიანტია გონს მოსვლის შემთხვევაში.შესაძლოა მეხსიერება დაკარგოს სრულად ან ნაწილობრივ შესაძლოა არც დაკარგოს .მაგრამ აღდგენას ექვემდებარება. -ეგ ბუნებრივიცაა -გამოეპასუხა ლილე. -მაგრამ არის ყველაზე ცუდი ვარიანტიც-ღრმად ჩაისუნთქა,როგორ არ უნდოდა ამ სიტყვების წარმოთქმა ნეტავ იცოდეთ.-შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.-გამწარებულმა მაგრად დასცხო ხელი კედელს და სისხლმაც იჩქეფა. -არა ეს შეუძლებელია-ტირილმონარევი ხმით წამოიყვირა ლილემ. -კარგი დამშვიდდი ,არაფერი ცუდი არ მოხდება გესმის შემომხედე -საყვარელი გოგოს დამშვიდებას ცდილობდა ცოტნე.რთული იყო მისთვისაც მაგრამ ძალებს ეძებდა ამისთვის . -ახლა რა ხდება ალექსანდრე-ცოტახნის მერე ხმა ამოიღო ლილემ. -არ ვიცი, წამიერად მოხდა ყველაფერი აპარატის გამაყრუებელი ხმა და ექიმები....არ ვიცი გამოვლენ და გვეტყვიან.-ნატკენ ხელს არ იმჩნევდა.ახლა ხელზე უფრო მეტად გული სტკიოდა.რამდენიმე წუთში ბატონი ზურაბიც გამოვიდა პალატიდან. -ალექსანდრე რა გჭირს ? -სწრაფად სწვდა მის ხელს.-ასე არ შეიძლება ,გული ეტკინება ასეთს რომ გნახავს წამოდი შეგიხვიო.-მკრთალად გაუღიმა ბიჭს და მის ემოციას დაელოდა . -რას გულისხმობთ?-ვერ მოუყარა აზრებს თავი. -გონს მოდის ცოტახანში ნახავ მანამდე კი ხელს შეგიხვ პირადად-გაუღიმა ახლა უფრო თამამად. -ეს...როგორ?....-ბუტბუტრბდა და სიხარულის ცრემლები ცვიოდა.წამში მოეხვია ძმაკაცი და გონს მოიყვანა .მაშინვე სახლში დარეკეს და ეს ამბავი თამამად ახარეს. -აი ასე,ხელს გაუფრთხილდი იცოდე-ჭრილობა შეუხვია და გაუღიმა.თითქოს შვილივით გახდა მისთვის ალექსანდრე.ორ კვირაზე მეტია საავადმყოფოს არ მოსცილებია და მიეჩვია კიდეც. -შეიძლება ვნახო?-დასვა ის კითხვა რომელზეც პასუხი აინტერესებდა. -მომისმინე ,წამლების ზემოქმედების ქვეშაა დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული.ცოტახანს დაელოდე.ის ხმა რომელმაც შენ ასე შეგაშინა მისი გულისცემა იყო.თვალი როგორც კი გაახილა სანდრო დაიძახა.შენი ნახვა მასაც ძალიან უნდა.დამიჯერე მალე ნახავ. -მადლობა.-გაღიმებულმა დატოვა კაბინეტი.-ესეიგი ახსოვს ,არ დავიწყებია.-გაიძახოდა და დერეფანს მიუყვებოდა.პალატასთან მთელი ოჯახი დახვდა .ახლა მხოლოდ ლოდინიღა დარჩენიათ ისევ .ექიმმა განუცხადა რომ მის ნახვას დღეს ვერ შეძლებდნენ დასვენება სჭირდებოდა.ყველას წასვლა ურჩია.მხოლოდ ალექსანდრეს სთხოვა დარჩენილიყო.ყველა მიხვდა რომ ის პირველი იქნებოდა რომელიც მას ნახავდა თუმცა არავინ შეწინააღმდეგებია. -შვილო,ჩემი გოგო ბევრს ნიშნავს შენთვის როგორც ვატყობ.-მორიდებით მაგრამ ბედნიერი სახით მოხვია ხელი მარინამ . -ძალიან ბევრს .-არც კი უფიქრია დაემალა. -აღარ მეშინია.შენთან საიმედოდაა ჩემი ცელქი გოგო.-გაუღიმა სიძეს. -მთავარია მანაც მიმიღოს-ნაწყენმა ამოილაპარაკა . -არ დანებდე, ცხოვრება შანსს გაძლევთ ბედნიერები ᲘᲧᲝᲗ.თუ შენი სახელი ახსოვს ესეიგი შენ მის გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია.-გაამხნევა და თბილად გაუღიმა. -იმედია-მანაც გაუღიმა.ყველანი წავიდნენ.მხოლოდ ის იჯდა პალატასთან და პრინცესას გაღვიძებას ელოდა. -ალექსანდრე, წამოდი ვიღაცას განახებ-ღიმილით მიუახლოვდა ბატონი ზურაბი. ფრთხილად გაუღო კარი და ოთახში შეატარა. -ძალიან არ დაღლო საუბრით.თუ კარგად მოიქცევი ღამე აქ დაგტოვებ.-გააფრთხილა და პალატა დატოვა. ადგილზე გაშეშდა მისი დანახვისას .სახეზე ფერი დაბრუნებოდა სულ ოდნავ მაგრამ მაინც შეამჩნია . ძალიან ფრთხილად ახამხამებდა თვალებს და ფანჯარას მიშტერებოდა.უამრავ მილზე მიერთებული მაინც ლამაზად გამოიყურებოდა .თავის ფრთხილი მოძრაობით მათი თვალები წამში გადაეკვეთნენ ერთმანეთს.დაიბნა,არ იცოდა რა გაეკეთებინა.მაგრამ თაიას ოდნავი ღიმილი არ გამოპარვია.რამაც ცოტა გაათამამა.მისკენ წავიდა და აწ უკვე კუთვნილ სავარძელში დაჯდა რომლიდანაც მომლოდინე თვალებით ელოდა მის გაღვიძებას.უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. -სანდრო.-ისევ თაიამ წარმოთქვა მისი სახელი პირველმა.ვეღარ გაუძლო მოზღვავებულ ემოციებს და მის ხელს ჩააფრინდა.მაგრად უჭერდა და არ უშვებდა. -თაია-წარმითქვა სახელი რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა.თვალებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა რომ ცრემლები შეეკავებინა.ჩაწითლებული თვალებით უყურებდა მერე ფრთხილად შეახო ცხელი ტუჩები მის გრილ ხელებს . -როგორ შემაშინე მეგონა დაგკარგავდი. -სანდრო,რა მოხდა?აქ რატომ ვარ?-ადგილზე გააშეშა მისმა სიტყვებმა. -არ გახსოვს თაია? -ცოტა კიმახსოვს-სუსტი ხმით წარმოთქვა . -კარგი არაუშავს,არ დაიტვირთო ახლა არაფერია მერე ვისაუბროთ.-მკრთალად გაუღიმა. -ხელს ძლიერად მიჭერ-შეწუხებული სახით შეხედა. -ბოდიში -სწრაფად შეუშვა ხელი.რაზეც გოგოს გაეღიმა. -სულელო-წარმოთქვა და როგორც შეძლო ისევ გაუღიმა . -ძალიან მომენატრე თაი.-მის ღიმილზე დაბნეულმა ამოილაპარაკა.თაიას გული აუჩქარა მისმა სიტყვებმა .-და ვატყობ რომ შენც მოგენატრე.-კმაყოფილმა გაიღიმა და მოწრიპინე აპარატის გახედა სადაც აჩქარებული გულის ცემა თანდათან მშვიდდებოდა.მკრთალი ლოყები ოდნავ აუწითლდა .მაგრამ ესიამოვნა ამ სიტყვების გაგება მისგან. -სხვები სად არიან?-საუბრის შეცვლა სცადა დაბნეულმა. -დილას მოვლენ.აქ მარტო მე ვარ.-კმაყიფილი გაიმართა წელში. -რატომ? -იმიტომ რომ ჩემს სახელს გაიძახოდი რომ გაიღვიძე. -არ მჯერა.-შეეპასუხა დაბნეული. -ექიმს ვკითხოთ-ამაყად უპასუხა მანაც . -დასვენება მინდა.-არ ნებდებოდა გოგო. -დაისვენე,მე უფლება მაქვს აქ ვიყო....ხო რაიყო რატომ გიკვირს?მე შენი ქმარი ვარ -ბედნიერმა გახედა დაბნეულ გოგოს.ამდენი ხნის მერე პირველად გრძნობდა სიხარულს. თაია: საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს,თვალებს ოდნავ ვახელ და თავბრუსხვევა იმატებს.ძალებს ვიკრებ რომ სიტყვები წარმოთქვა. -ალექსანდრე-გამომშრალი ტუჩებით ვცდილობ ხმამაღლა დავუძახო რომ გავაღვიძო.რამდენიმე მცდელობის მერე ოდნავ შეინძრა.-ალექსანდრეთქო-ოდნავ ხმამაღლა დავუძახე მანაც მაშინვე ჭყიტა თვალები. -რა მოხდა კარგად ხარ ?-დაბნეული მიყურებდა. -თავი საშინლად მტკივა ,იქნებ გამაყუჩებელი მოგცენ რამე.-ძლივს ვსაუბრობდი. -კარგი ვახლავე მოვალ.-სწრაფად წამოდგა და პალატა დატოვა.გონება ცდილობდა გაეხსენებინა ზუსტად რა მომივიდა მაგრამ ამაოდ.რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მით უფრო ცუდად ვხდებოდი. -აბა როგორ არის ჩემი პაციენტი-თეთრ ხალათში გამოწყობილი საშუალო ასაკის ექიმი შემოვიდა პალატაში უკან კი ალექსანდრე შემოჰყვა. -თავი საშინლად მტკივა და თავბრუ მეხვევა-ამოვთქვი გაჭირვებით. -ეგ ბუნებრივია,აი გამაყუჩებელი ცოტა ჭამე რამე და დალიე.შენს მეხსიერებაზე კი მერე ვისაუბროთ .საშიში ჯერჯერობით აღარაფერია ძლიერი ყოფილხარ ყველაფერი მწყობრში ჩადგება.ფეხიდანაც მოგხსნით თაბაშირს მაგრამ სიარულით თავს ნუ დაიღლი კარგი?-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.მანაც გამიღიმა წამალი ალექსანდრეს დაუტოვა .ა პალატიდან გავიდა.რამდენიმე წუთში კი მთელი ოჯახი თავზე დამადგა. -საჭმელი მოგიტანეთ თაია ,აი ეს ძვლებისთვისაა კარგი,ეს იმუნიტეტის თვის ეს მეხსიერების თვის -საჭმლით სავსე კონტეინერებში ალაგებდნენ მარინა და მანანა . -ყველაფერი უნდა ვჭამო?-საწყალი თვალები შევანათე მათ. -კი ჩემო გოგო ძალები გჭირდება-გამიღიმა მანანამ . -სულ ცოტა მინდა რომ წამალი დავლიო.-გულშემოყრილმა ამოვილაპარაკე. -შეჭამ და ყველაფერი გაგივლის დამიჯერე-თავისას არ იშლიდა დედაჩემი.მე კი მოთმინება მეწურებოდა და ტკივილისგან ტირილს დავიწყებდი.პალატის კარში შემოსულ ალექსანდრეს გავხედე ცრემლმორეული თვალებით. -თაია რა ხდება?-თითქოს მიხვდაო ჩემს გასაჭირს და წამსვე ჩემთან გაჩნდა.-წამალი ჯერ არ დაგილევია?-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.-დედა არაა ამდენი რამ საჭირო ,აი ეს წვნიანი მომეცით.-სწრაფად დასწვდა და გვერდით მომიჯდა. -მე ვაჭმევ შვილო-შეეწინააღმდეგა დედაჩემი . -თქვენ ჰაერზე გადით ცოტა დაისვენეთ მე აქ ვიქნები-ზრდილობიანად მოიშორა თავიდან ორივე.ისინიც უთქმელად გავიდნენ.-მიდი პირი გამიღე არ მახვეწნინო-კატეგორიული ჩანდა ძალიან.მეც უხმოდ დავემორჩილე. -მეტს ვეღარ შევჭამ გთხოვ.-საწყალი თვალებით შევხედე. -კარგი ეს წამალი დალიე ახლა-წყალი და გამაყუჩებელი მომაწოდა მეც ერთიანად მოვიყუდე და ბოლომდე ჩავცალე.-მომიკლეს ცოლი მშიერ-მწყურვალი-ღიმილით ჩაილაპარაკა.მაგრამ თითქოს ვერ გავიგე ყურადღება არ მიმიქცევია. -სახლში როდის წავალთ? -ალბათ მალე ,ანალიზების პასუხები როგორც კი იქნება.-გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.-დაისვენე შენ.მე მოვაგვარებ რომ მალე ჩვენს სახლში ვიყოთ.თითქმის ერთი თვეა მეც აქ ვარ ,მომენატრა სახლიც.-თვალი ჩამიკრა და პალატა დატოვა.ერთმანეთის მონაცვლეობით მოდიოდნენ,მაგრამ სანდრო ყოველდღე ჩემთან იყო. -დღეს გაგწერენ გავარკვიე უკვე.-ღიმილით შემოვიდა ლილე.-რას ჩაფიქრებულ ხარ? -ავარიაზე ვფიქრობ,ყველა მომენტს ვერ ვიხსენებ ამიტომ ვერ ვხვდები როგორ მოხდა. -მომისმინე,დასვენება გჭირდება ჯერ კიდევ ,როგორც ექიმმა თქვა ყველაფერი თანდათან დალაგდება ასე რომ ნუ ღელავ.-გამიღიმა და იქვე სავარძელში ჩაესვენა.-დღეს მარტო ჩვენ ვართ,ასე რომ სახლშიც მე გაგიყვან. -ძლივს მეღირსა ოთხი კედლიდან თავის დაღწევა.-მობეზრებით ავატრიალე თვალები.-ნეტავ სიარულს თამამად როდის შევძლებ. -ვარჯიში გჭირდება და ეგაა-წამში მონახა გამოსავალი . მოკლედ საღამოს გუდანაბადი ავიკიდეთ და საავადმყოფო დავტოვეთ. -დაგეხმარები .-ღვედი შეიხსნა ლილემ და მანქანის კარი გამიღო.-შენი ბედოვლათი ქმარი სადაა ნეტავ ამ დროს შენ რომ ასე წვალობ. -ლილე!-თვალები დავუბრიალე.-მან ისედაც ბევრი გააკეთა ,მეტს ვერ მოვთხოვ.და საერთოდ ნეტავ ჩემს სახლში მიგეყვანე. -ნუ სულელობ გოგო და ფრთხილად იარე.-გამეკრიჭა მე კი კოჭლობით ძლივს მივედი კარამდე .უეცრად საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და მიწას მოვწყდი.ხელები კისერზე შემოვხვიე ძლიერ სხეულს და მზერა გავუსწორე. -რას აკეთებ დამსვი-ავფართხალდი მის მკლავებში ,რაზეც ლილემ კისკისი მორთო. -მოისვენე და წყნარად იყავი !-გაბრაზებულმა მიპასუხა და სახლში შევედით. -სად მიგყავარ ,აქ დამტოვე . სირცხვილია ალექსანდრე.-ვეწუწუნებოდი ის კი ურეაქციოდ განაგრძობდა გზას,ხალხთან მისალმებაც არ მაცადა წესივრად.მხოლოდ მათ მოცინარი სახეებს მოვკარი თვალი .-როგორც იქნა-ამოვიგმინე როგორც კი საწოლზე მშვიდად ვიგრძენი თავი.-რამ გადაგრია.? -შენ! -დაჟინებით მზერას განაგრძობდა ყოველგვარი ემოციების გარეშე.-რატომ არ გამაფრთხილე რომ წამოსვლას აპირებდი? -რატომ უნდა გამეკეთებინა ეს?-ხელები გადავაჯვრედინე და ამაყად წამოვჯექი. -იმიტომ რომ ვინერვიულე გესმის! პალატაში რომ ვერ გნახე გიჟს დავემსგავსე.-შეძლებისდაგვარად მშვიდად საუბრობდა მაგრამ დაძაბულიბა მაინც ეტყობოდა . -არ იყავი ვალდებული-ისევ ჩემი სიამაყე ჩაერთო საქმეში. -ანუ არა ხომ? -დიახ არა! -დაისვენე უჟმურო,იქნებ ცოტა ხასიათზე მოხვიდე -ხმაურით გაიხურა კარი და წავიდა. -უჟმური შენ ხარ!-გაბრაზებულმა უკვე მიხურულ კარს მთელი ძალით გავუქანე ბალიში.-ხისთავიანი.-ჩავილაპარაკე ნაწყენმა. -ოჰოო ისვ ომი გააჩაღეთ?-სიცილით შემოვიდა ოთახში ლილე . -მისი ბრალია!-ვიმართლე თავი.-გთხოვ დამეხმარე დაბლა ჩავიდეთ აქ მომბეზრდა . -კარგი ,იმედია იქაც არ დაჭამთ ერთმანეთს.-სიცილით მომხვია ხელი და ფეხზე წამომაგდო. -მე შენ რა გითხარი-თვალებ დაქაჩული მიმზერდა . -შენი ბავშვი არ ვარ.-მივახალე და მთელი ძალით დავენარცხე დივანზე. -სწორედაც რომ ხარ!-ჩამჩურჩულა და კმაყოფილი სახით გადმომხედა. -იოცნებე! ----------- მადლობა ვინც ერთგული მკითხველია ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ თქვენი კომენტარებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.