შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან


24-11-2021, 16:46
ავტორი Impermeable
ნანახია 2 145

დღიური ჰარემიდან

ოსმალეთს სიყვარულს სიტყვა აშქ – ით გამოთქვამენ წარმოქმნილი სიტყვა ეშხედან, რაც ვაზის ლერწმის ერთ-ერთ სახეობას ნიშნავს. როდესაც ეს ლერწამი ხეს გარშემო ეხვევა, ხე ხმება და კვდება _ ისევე, როგორც ყოფითი სამყაროსადმი ლტოლვა ახმობს და აყვითლებს სხეულს. მაგრამ სულიერი სიყვარული ”მე”-ს ფესვებს ძალას აცლის.

პროლოგი

ეს ჰარემია, حرام როგორც მეუბნებიან, აქ ყველაფერი ხელუხლებელია, აკრძალულია.

ეს ჰარემია- ჰარამი ცოდვაა.

ეს ჰარემია - აკრძალული სახლი მოკვდავთათვის, ბედნიერების სახლი სულთნისთვის.

ეს ჰარემია - აქ ვინც შემოვა, ახალ სიცოცხლეს იწყებს, თითქოს მანამდე მტვრის უბრალო ნაწილაკი იყო.

ეს ჰარემია - აქ ვივიწყებთ, ვინ ვიყავით, ვინ გვიყვარდა, ვისი გვერქვა.

ეს ჰარემია - აქ საკუთარი სახელის გახსენებაც ჰარამია.

ეს ჰარემია - აქ უნდა გვიხაროდეს და გავახაროთ, ვიბედნიეროთ და მბრძანებელს ბედნიერება მივანიჭოთ.

ეს ჰარემია, ჩვენ კი მარგალიტები ერთ მთლიან მძივს ქმნის, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ერთურთს.

ეს ჰარემია - გურჯების ენაზე ჰარამხანად წოდებული.

ეს ჰარემია - ურჯულოთათვის ჯანათის გზა.

და ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ის ვართ, ვინც მათ უნდათ, რომ ვიყოთ.

ჩვენ ის ვართ, რა სახელსაც მოგვმადლიან ჩვენივე დამსახურებით, ჩვენი გარეგნობით, ხასიათის თვისებით, ნიჭით ან უბრალოდ მბრძანებლის მადლით,

და ჩვენ ვიღებთ იმ სახელს, რადაც მოგვიხსენიებენ.

და ჩვენს შორის ყველაზე შანსლი, ყველაზე იღბლიანი თავად ფადიშაჰისა ან ვალიდე სულთნისგან იბოძებს სახელს.

და აი, ასე ვხვდებით ხარჭები,მსახურები, გიუზიდეები (ფავორიტი) და იქბალები (ბედნიერები). და თუ ალაჰი ინებებს სულთნები, ქადინეფენდები და ვალიდეები.

და ასე დაგვერქვა აიშე, ჰურემ, ჰათიჯე, ქოსემ, საფიე, ემინე, რაბია, გიულჯემალ, მიჰრიშაჰ, ბეზმიალემ და სხვანი და სხვანი, ჩვენამდე ან ჩვენს მერე ჯერ გაგიუზიდებული, მერმეთ გაიქბალებული და ბოლოს სულთნის ან ქადინ ეფენდის რანგში აყვანილი.

და ვინ ვარ მე?

მე ის ვარ, რასაც აქ მარქვუამენ. მაგრამ, მიუხედავად ჰარამისა, მაინც ვცდილობ მახსოვდეს ვისი გორისა ვარ.

და ვინ ვარ მე?

მოგონებები ნელ-ნელა ფერკმთალდება ადრეული ყრმობის წლებში.
და ვინ ვარ მე?

აქ გურჯად მიხსენიებენ.

და ვინ ვარ მე?

აღას წამოსცდა ფატიმა ერქვაო. ქალფამ შუშანაო. უცნაურზედ სახელებზედ ბაასობდნენ.

და ვინ ვარ მე?

აიშე ამბობს, რომ გურჯების ენაზე იყავ მოუბარიო.

მე არღარა მახსოვს ბოლო რამდენიმე თვე. რომ გავიღვიძე, თავიდან დავიბადე.

ქალფამ გურჯ გოგოებს აუკრძალა ჩემთან ბაასი.

მეტყველებაიც აქ მასწავლეს.

აღა ამბობს, ასე ბევრს ემართებაო.

ესეც ალაჰის ნებააო.

ალაჰის გარეშე თმის ღერი არ ჩამოგივარდება სულიერსო.

წარსული იმიტომ არ გახსოვს, რომ აქ ჰარემშია შენი მომავალიო.

ვცდილობ გავიხსენო ვინა ვარ, ვისი გორისა ვარ, საიდან მოველ.

ათ თორმეტისა წლისა ვიყავ, რომ გამიტაცეს.

ახლა ათ თოთხმეტი მისრულდება.

ჩემი დაბადების დღე არ ვიცი. ჰარემში ვინც იცის, ისიც ივიწყებს.

ჩვენს დაბადებას აქ მოყვანის დღიდან აღნიშნავენ.

მე ფატიმა ვიყავ, ან შუშანი.

ახლა ახალ სახელს ველი.

1 თავი

1808 წელი, ისტანბული, თოფქაფის სასახლე

სიმშვიდისფერი ღამით ეძინა ფადიშაჰის სატახტო ქალაქს ბე მაქამ-ე ქონსტანტინიიაჰ ალ-მაჰმიიაჰს ( „კონსტანტინეპოლის დაცული ადგილი“). უზარმაზარ გემებს აფრები დაეშვათ და ზღვის კალთებს ანდობდნენ უსაფრთხოებას. სავსე მთვარე მალულად იჭრებოდა ზღვად გადაკიდებულ სასახლის სარკმელში და ბინადართა სახეზე ათასფერ ელფერებად იშლებოდა. მშვიდ ძილს მისცემოდნენ მსახურნი და ხარჭები, ქალფები და საჭურისები. მხოლოდ უფლისწული მაჰმუდი ბორგავდა მოუსვენრად. 3 წლისა იყო, როდესაც ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ, დედამ ნაქშიდილ სულთანმა სასახლის კარის ინტრიგებს ვერ გაუძლო, სულთნის სასახლიდან გააძევეს და 19 წლის მანძილზე, სტამბოლში, ძველ სასახლეში ცხოვრობდა. მას შემდეგ ჭირივით სძულდა თოფქაფის სასახლე მთელი თავისი ინტრიგებით. რომ არა ფადიშაჰის, უფროსი ძმის დაჟინებული მოთხოვნა, ახლაც სიამოვნებით განმარტოვდებოდა უმშვენიერესი ხარჭების გარემოცვაში ძველ სასახლეში. ამოუხსნელი წინათგრძნობა, თუნდ ძმის მიმართ უნდობლობა აიძულებდა გონებას სიფხიზლის სადარაჟოზე მტკიცედ მსდგარიყო.

***

იალა, იალა, თავს უშველეთ, ღალატია, - სასოწარკვეთილი ჰაყვიროდა აღა და ქალფების გაღვიძებას ცდილობდა.

თოფ ქაფის სასახლის მშვიდი ძილი ჯერ სულთამხუთავმა კვამლმა შემდეგ კი აჯანყებული იანიჩარების ყიჟინამ დაარღვია.

საჩქაროდ შეჰკრიბეთ ქალწულები და გვირაბით სამშვიდობოს გაიყვანეთ. - ქალფებმა პირველი ბრძანება მიიღეს.

მაშინ, როდესაც ნაჩქარევად გამოფხიზლებული ჰარამხანის ბინადარნი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას სცდილობდნენ ნებისმიერ ფასად, 12იოდე წლის გოგონა ჯერ კიდევ ღამეულ კოშმარებს ხედავდა.

ისევ იქ იყო, მინდორში პეპლებს დასდევდა, აი სულ ცოტაც და დაიჭერად ტიტებზე მოფარფატე ჭრელაჭრულა მწერს, რომ უცებ შეუბოჭეს ზურგიდან ხელები და თავზე ჯვალოს ტომარა ჩამოაცვეს.

- გამიშვით, ვინმემ დამეხმარეთ, განწირული გაჰკიოდა გოგონა, თუმცაღა მისი კივილი ამაოდ იფანტებოდა ჰაერში, ისევე როგორც ხმაურზე დამფრთხალი პეპლები.

- masallah mukemmel kiz (ალაჰმა დალოცოს, შესანიშნავი გოგოა.). ჭროღა ულვაშებზე ხელი კმაყოფილმა გადაისვა ოსმალმა და ენა გააწკლაპუნა.

- გამიშვით, მიშველეთ.!! - სასოწარკვეთილმა ერთიანად ოფლში გაწურულმა გამოიღვიძა გოგონამ და საწოლის ფუნქციაშეთავსებული სელის ტომარადან სხეულის ზედა ნაწილი ძლივსძლივობით წამოსწია. ირგვლივ საშინელი ბურუსი იდგა და სულთამხუთავად უჭერდა ყელში.

Ateş, ateş, (ცეცხლი) Kendine yardım et (თავს უშველეთ) სულ უფრო და უფრო შორიდან ჩაესმოდა გოგონას მისთვის გაუგებარი სიტყვები. კაბის კალთა შემოიღია და ტომარასთან მდგარ წყლით სავსე ჯამში ჩაალბო, უცბადვე პირზე აიფარა და გზის გაკვალვა სცადა. კედლებს შორის სარკმელებიდან ხედავდა როგორ მიათრევდნენ თმებით გოგონებს გამგელებული იანიჩრები, და ზედ ეზოშივე ხდიდნენ ნამუსს. თუ ჰარემის კარიდან გავიდოდა, თავადაც იგივე ბედი ერგებოდა, სხვა გზა არ იყო გეზი აკრძალული ნაწილისკენ უნდა აეღო.

გზადაგზა სისხლში ჩაფლული იანიჩრები, მცველები და საჭურისები ხვდებოდნენ, ჯერ კვამლისგან უჭირდა სუნთქვა, ახლა კი ამდენი სისხლის დანახვაზე გულის რევას ვერ იკავებდა. კედელზე აეყუდა და თავი რომ შეეკავებინა კედელზე დაკიდებულ ჩირაღდანს ჩამოეკიდა, წონასწორობა ძლივს შეიკავა, რომ მის უკან არსებული კედელი შეირხა. ხელით მიაწვა და ბნელ დერეფანში აღმოჩნდა.

მიუყვებოდა დერეფანს და შიში და ძრწოლა ერთიანად იდგამდა ფესვებს პაწაწინა ათრთოლებულ სხეულში. უცებ ფეხი რაღაც რბილს წამოკრა და შიშისგან შეჰკილვა.

- Bana yardım et (დამეხმარე) - ახალგაზრდა ყმაწვილის ხმა მოესმა ძირს გაწოლილი რბილი საგნიდან. ჯერ წასვლა დააპირა, მაგრამ შეეცოდა უმწეო სხეული და მასთან დაიხარა.

- მე გურჯი ვარ, შენი ენისა არრა ვიცი რა. ხმა გამეცი.

შეჰზადემ (უფლისწული) სიბნელეშიც კი გაარჩია არაამქვეყნიურად ლურჯი თვალები, თითქოს სამოთხის კარი გაიღო და ალაჰი ამ გოგონას სახელით უწოდებდა დახმარების ხელს. დედით გურჯს იავნანასავით ჩაესმოდა გოგონას სიტყვები და ადრეულ ყრმობაში მოსმენილი საუბრის აღდგენას ცდილობდა გონებაში.

- ალაჰ, შენთან წამიყვანე და ალ ჯანათში შვიდ ქალწულთაგან პირველი მომმგვარე? - ბოდვად ამოთქვა ბიჭმა, შემდეგ გოგონას აცახცახებულ სხეულს დაეყრდნო და ძლივსძლივობით წამოიმართა, ფეხში იყო დაჭრილი, თუმცა სიარულს შეძლებდა.
სულთამხუთავი კვამლი თამამად მიიწევდა გვირაბის სივიწროვეში და შთანთქმით ემუქრებოდა მოზარდების უმწეო სხეულებს, ბოლო რომ გამოჩნდა.

გვირაბი დასრულდა თუ არა სრუტის ნაპირას აღმოჩნდნენ. კვამლჩაყლაპულნი ამაოდ ცდილობდნენ მახრჩობელა ხველის შეჩერებას და თვალებიც კაკლისოდენ გამოკარკვლოდათ. აქედანაც კი ხელისგულივით ჩანდა ცეცხლში გახვეული სასახლე და იანიჩრების გამარჯვების ყიჟინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფადიშაჰი აღარ იყო. პირველად იგრძნო გულში ისრით დაჭრისმაგვარი ტკივილი, ფადიშაჰი არა მხოლოდ დიდი მბრძანებელი, არამედ პირველ რიგში მისი უფროსი ძმა იყო, რომელმაც პირველმა ასწავლა ხელში ხმლისა და ისრის ჭერა, მიუხედავად უზარმაზარ კედლად აღმართული სტატუსისა, მაინც ცდილობდა ძმური სიყვარული დაენახვებინა და ახლახანს გააცნობიერა, რომ მისდამი შიშშერეულ მოწიწებაში იყო რაღაც პატივისცემაზე მეტი, ძმობა, რომელსაც ვეღარასდროს დაიბრუნებდა. და თუ აჯანყებულებმა იანიჩრებმა შესძლეს და ოსმალეთის იმპერიის უძლეველი სულთანი სელიმ მესამე ნიზამი ჯედიდს (გარდაქმნებს) გადააყოლეს, მის უმცროს ძმასაც არ აცოცხლებდნენ, ამიტომ მის გვერდით გოგონაც საფრთხეში იქნებოდა.

- წადი, გამეცალე და თავს უშველე. - გურჯების ენაზე მიმართა გოგონას და მაშინვე შეამჩნია როგორ გადმოიღვარა ზეცაზე აკიაფებული ვარსკვლავები გოგონას თვალებიდან და უმწეო სხეული მოწყვეტით ჩაეშვა წამებში ხელებშეშველებულს კალთაზედ. ზღვის წყალი აპკურა გამოსაფხიზლებლად, თან თავშესაფარს რასმე ეძებდა, იანიჩრების ხმა და ყიჭინა სულ უფრო და უფრო ახლოს გაისმოდა.

- ჩემი გორისა ხარ? - სუსტად ამოთქვა ერთიანად გამურულმა და მისავათებულმა გოგონამ.

- დაჭრილი ვარ. სიარულს ვერ შევძლებ.

თითქოს გამოფხიზლდაო, გოგონა უცაბედად წამოიმართა ზეზე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაქაჩა მკლავებში და იქვე მიგდებული მიტოვებული ნავისკენ მიაჩოჩა. გადასვლაშიც დაეხმარა და ზემოდან აყროლებული თევზსაჭერი ბადეები გადააფარა. თავადაც ბადის ქვეშ შეძვრა და სივიწროვისგან ყმაწვილის სხეულს აეკრო.

გული რატომ აუთრთოლდა? განა თავისივე სოფლის ყმაწვილებთან რამდენჯერ უთამაშნია, ერთადაც დაუძინიათ, ახლა რა ემართება, ტანში რატომ აჟრჟოლებს ყმაწვილის სუნთქვის მოსმენისას? ნუთუ სურდო შეეყარა?. იქნებ იმის ბრალი იყო, რომ თანატოლ ყმაწვილებს წვერ-ულვაში ჯერ არ ამოსვლოდათ? თავისი უცნაურ მდგომარეობას ახსნას ვერ უძებნიდა, ამაოდ ცდილობდა აღელვებული გულისცემის დახშობას და დროდადრო სუნთქვასაც იკავებდა, რომ მისი ამდაგვარი მდგომარეობა ყმაწვილისთვის არ გაცნაურებულიყო. უეჭველად წვერ-ულვაშის ბრალია, ჩემი ტოლი რომ იყოს, გული არ ამიჩქროლდებოდაო, საიდანღაც ცდილობდა სიმშვიდის ძაფების გაბმას მაგრამ ამაოდ.

არანაკლებ დღეში ჩავარდნილიყო ჭაბუკიც, მიუხედავად ღია სისხლმდინარე ჭრილობისა, საოცარ სიმსუბუქეს მოეცვა, როცა მისი ძლიერი გულ-მკერდის ქვეშ ახლადაკოკრებულ მკერდის კერტებს გრძნობდა, ერთიანად აწითლებული, ალაგ ალაგ გამურული თოვლივით ქათქათა სახე სილურჯეებს აქეთ იქეთ აცეცებდა და მისივე წყალობით გაბმულ სივიწროვეში ვერანაირად იმორჩილებდა ჩიტის გულისფეთქვას. მიუხედავად მათზედ დაგეშილი იანიჩრებისა, მიუხედავად იმისა, რომ უვიწროეს ნავში ჩაფლულებს ზემოდან ამყრალებული ნათევზარი ბადეები დაჰფენოდათ, მაინც გრძნობდა არსაიდან მოსულ გაზაფხულის სურნელს გოგონას თმებიდან რომ იფრქვეოდა.

განთიადისფერი ეპარებოდა ზღვაზედ, ღამე ბოდიშობით მიიძურწებოდა და თან სისხლიან ნაკვალევს ტოვებდა. ერთიანად გათოშილს გაეღვიძა და მის ქვევით უჩვეულო სირბილის ჩიტის გულისფეთქვამ უცებ გაახსენა გარდასულ ღამეს გადახდენილი და დიდი სიფრთხილით მოიშორა ამყრალებული ბადეები. წუხანდელი ხანძარი ჯერ კიდევ ხრჩოლავდა ალაგ-ალაგ, გოგონას გამოფხიზლებას შეეცადა მაგრამ ამაოდ, ნაჭრილობევი ფეხით სიმწრით მიათრია გოგონას გულწასული სხეული გვირაბამდე და თავად მეთევზეებისკენ გაეშურა.



№1  offline წევრი ვიპნი

სასიამოვნო სიურპრიზია,მიყვარს ისტორიები სადაც სიუჟეტი წინა საუკუნეებში მიმდინარეობს.წარმატებები

 


№2  offline წევრი Impermeable

ვიპნი
სასიამოვნო სიურპრიზია,მიყვარს ისტორიები სადაც სიუჟეტი წინა საუკუნეებში მიმდინარეობს.წარმატებები

დიდი მადლობა, იმედია ისიამოვნებთ მომავალი სიუჟეტებით <3

 


№3  offline წევრი ქიუჯი

სიუჟეტი განსხვავებული და სასიამოვნოა, წარმატებები, შემდეგ ვრცელ თავს ველი❤️

 


№4  offline წევრი Impermeable

ქიუჯი
სიუჟეტი განსხვავებული და სასიამოვნოა, წარმატებები, შემდეგ ვრცელ თავს ველი❤️

დიდი მადლობა <3 შემდეგი თავი საკმაოდ ვრცელი გამოდის <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

რა კარგია რომ მალევე დაიწყე ახალი ისტორია თან როგორ საინტერესო და დამაინტრიგებელი დასაწყისია, ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად ????

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინი
რა კარგია რომ მალევე დაიწყე ახალი ისტორია თან როგორ საინტერესო და დამაინტრიგებელი დასაწყისია, ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად ????

დიდი მადლობა, ვეცდები გავამართლო თქვენი მოლოდინი

 


№7 სტუმარი თამარა ლომიძე

როგორ მიყვარს გარდასულ ისტორიების კითხვა, იმედია მალე იქნება გაგრძელება.

 


№8  offline წევრი Impermeable

თამარა ლომიძე
როგორ მიყვარს გარდასულ ისტორიების კითხვა, იმედია მალე იქნება გაგრძელება.

მიხარია რომ შემოგვიერთდი და ერთად დავიაროთ ისტორიის ლაბირინთები <3 <3 ხვალ ავტვირთავ მეორე თავს

 


№9  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია გააგრძელე აუცილებლად

 


№10  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ძალიან კარგია გააგრძელე აუცილებლად

დიდი მადლობა <3 დღეს უკვე დაიდება შემდეგი თავი <3

 


№11  offline მოდერი Katerina.

აი სწორედ ეს მინდოდა!
მადლობა, დაააა
წარმატებები
<3

 


№12  offline წევრი Impermeable

ჰებე
აი სწორედ ეს მინდოდა!
მადლობა, დაააა
წარმატებები
<3


ძალიან დიდი მადლობა <3

 


№13  offline მოდერი sabah alkhyr

აჰაამ, შეგპირდი წავიკითხავ მეთქი და დავიწყე. დასაწყისიდანვე მეტად ჩამთრევია, გაგრძელება მომანდომა. ჩემი საყვარელი თემატიკაა, ვერაფრით ვეშვები ამ ჩვენგან განსხვავებულ რელიგიასა და კულტურას და ვფიქრობ ვერც ვერასოდეს მოვეშვები.
წარმატებები და მოგყვები ❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი Impermeable

sabah alkhyr
აჰაამ, შეგპირდი წავიკითხავ მეთქი და დავიწყე. დასაწყისიდანვე მეტად ჩამთრევია, გაგრძელება მომანდომა. ჩემი საყვარელი თემატიკაა, ვერაფრით ვეშვები ამ ჩვენგან განსხვავებულ რელიგიასა და კულტურას და ვფიქრობ ვერც ვერასოდეს მოვეშვები.
წარმატებები და მოგყვები ❤️❤️❤️

❤️❤️ მადლობა, რომ მომყვები. ძალიან მაინტერესებს შენი უკუკავშირი <3 აღმოსავლეთით ერთხელ თუ "მოიწამლე" მერე ვეღარ შეეშვები <3 <3 <3 მეც ეგრე ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent