შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან - პროლოგი


21-11-2020, 14:45
ავტორი Impermeable
ნანახია 1 438

ეს ჰარემია, حرام როგორც მეუბნებიან, აქ ყველაფერი ხელუხლებელია, აკრძალულია.

ეს ჰარემია- ჰარამი ცოდვაა.

ეს ჰარემია - აკრძალული სახლი მოკვდავთათვის, ბედნიერების სახლი სულთნისთვის.

ეს ჰარემია - აქ ვინც შემოვა, ახალ სიცოცხლეს იწყებს, თითქოს მანამდე მტვრის უბრალო ნაწილაკი იყო.

ეს ჰარემია - აქ ვივიწყებთ, ვინ ვიყავით, ვინ გვიყვარდა, ვისი გვერქვა.

ეს ჰარემია - აქ საკუთარი სახელის გახსენებაც ჰარამია.

ეს ჰარემია - აქ უნდა გვიხაროდეს და გავახაროთ, ვიბედნიეროთ და მბრძანებელს ბედნიერება მივანიჭოთ.

ეს ჰარემია, ჩვენ კი მარგალიტები ერთ მთლიან მძივს ქმნის, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ერთურთს.

ეს ჰარემია - გურჯების ენაზე ჰარამხანად წოდებული.

ეს ჰარემია - ურჯულოთათვის ჯანათის გზა.

და ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ის ვართ, ვინც მათ უნდათ, რომ ვიყოთ.

ჩვენ ის ვართ, რა სახელსაც მოგვმადლიან ჩვენივე დამსახურებით, ჩვენი გარეგნობით, ხასიათის თვისებით, ნიჭით ან უბრალოდ მბრძანებლის მადლით,

და ჩვენ ვიღებთ იმ სახელს, რადაც მოგვიხსენიებენ.

და ჩვენს შორის ყველაზე შანსლი, ყველაზე იღბლიანი თავად ფადიშაჰისა ან ვალიდე სულთნისგან იბოძებს სახელს.

და აი, ასე ვხვდებით ხარჭები,მსახურები, გიუზიდეები (ფავორიტი) და იქბალები (ბედნიერები). და თუ ალაჰი ინებებს სულთნები, ქადინეფენდები და ვალიდეები.

და ასე დაგვერქვა აიშე, ჰურემ, ჰათიჯე, ქოსემ, საფიე, ემინე, რაბია, გიულჯემალ, მიჰრიშაჰ, ბეზმიალემ და სხვანი და სხვანი, ჩვენამდე ან ჩვენს მერე ჯერ გაგიუზიდებული, მერმეთ გაიქბალებული და ბოლოს სულთნის ან ქადინ ეფენდის რანგში აყვანილი.

და ვინ ვარ მე?

მე ის ვარ, რასაც აქ მარქვუამენ. მაგრამ, მიუხედავად ჰარამისა, მაინც ვცდილობ მახსოვდეს ვისი გორისა ვარ.

და ვინ ვარ მე?

მოგონებები ნელ-ნელა ფერკმთალდება ადრეული ყრმობის წლებში.

და ვინ ვარ მე?

აქ გურჯად მიხსენიებენ.

და ვინ ვარ მე?

აღას წამოსცდა ფატიმა ერქვაო.

და ვინ ვარ მე?

აიშე ამბობს, რომ გურჯების ენაზე საუბრობდიო.

მე არ მახსოვს ბოლო რამდენიმე თვე. რომ გავიღვიძე, თავიდან დავიბადე.

საუბარიც აქ მასწავლეს.

აღა ამბობს, ასე ბევრს ემართებაო.

ესეც ალაჰის ნებააო.

ალაჰის გარეშე თმის ღერი არ ჩამოგივარდებაო.

წარსული იმიტომ არ გახსოვს, რომ აქ ჰარემშია შენი მომავალიო.

ვცდილობ გავიხსენო ვინ ვარ.

ათ თორმეტისა წლისა ვიყავ, რომ გამიტაცეს.

ახლა ათ თოთხმეტი მისრულდება.

ჩემი დაბადების დღე არ ვიცი. ჰარემში ვინც იცის, ისიც ივიწყებს.

ჩვენს დაბადებას აქ მოყვანის დღიდან აღნიშნავენ.

მე ფატიმა ვიყავ.

ახლა ახალ სახელს ველი.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ძალიან საინტერესოა გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent