მორჩი პროფესორობას !! აჰაა,ახადე ფარდა და დაინახე
- ყოველივე უკვე მართლაც,რომ საზღვრებს სცდება.ასე მგონია ისეთი „ცოდნა“ მსტუმრობს რომლებიც არ ეკუთვნის ამ ქვეყანას. მაგრამ ყველაფერი უფრო ახლოს არის სიმართლესთან ვიდრე ის რაც საერთოდ ოდესმე სიმართლედ მიგაჩნდა ასეა ? - ზუსტად ! რა არის ეს ? ეს...უკან დაბრუნების შანსია - უკან დაბრუნების ? რას ამბობ. ახლა რასაც გიამბობ.იმდენად იქნება შენთვის ხელმისაწვდომი და გასაგები,რამდენადაც შეძელი კიბეების ავლა. ჩვენ გვასწავლიდნენ,რომ პირველმა არსებებმა რაღაც ისეთი შეჭამეს,რომ მოკვდნენ ! გახსოვს ? - კი კი,ვაშლი.წყეული ვაშლი ! სინამდვილეში,აი როგორ იყო ყველაფერი. მათ ვინც იყვნენ და ვის მიერაც შეიქმნენ.მხოლოდ ერთი რამ ევალებოდათ. - რა ? ცხვირი არ შემოეყოთ ამ დეტერმინრებულ,წყეულ სამყაროში ! - რაა ? ეს ეშმაკის სამყაროა.სადაც ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული ! როდესაც ისინი აქ მოვიდნენ.ამ სამყაროში.ძალამ,რომელიც ეშმაკის სახელით არის ცნობილი.მათ სხეულის გამოყენება შესთავაზა.ხოლო მათ მშვენივრად იცოდნენ,ის რომ ეს არ უნდა ექნათ.მაგრამ როგორც კი ეს ქნეს იმ ძალის მომაჯადოებელმა გავლენამ თავი გამოყო.და გახსოვს ? ქალმა აცდუნა იგი .ხოლო ადამი ლოყებწითლებული იდგა,ქალმა მაცდუნაო,ის უბრალოდ თავს იმართლებდა.ქალი ძალას აბრალებდა. - შემდეგ... ? მას შემდეგ,რაც ისინი ამ სამყაროს სხეულებს იყენებდნენ.მათ არა თუ მხოლოდ ვაშლი შეჭამეს... არამედ მათ აღვირახსნილობა იწყეს. - რაა ? ხოო... შენ ვერ წარმოიდგენ იმ ძალის პატრონთ,რა ძალაც ქონდათ.ყველაფერი მილიარდი ხარისხით უფრო მომაჯადოებელი და მიმზიდველი იყო.ვიდრე ახლა არის. და შეხედე,ახლაც როგორ ძლიერ მოქმედებს ყოველივე. - ესეიგი... ესეიგიი... ესეიგი მათ შემოქმედს სხვა გზა არ დაუტოვეს.მას არ შეეძლო ისინი უკან დაებრუნებინა.რადგან ამის ერთადერთი გზა,ამ ეშმაკის სამყაროსთან ბრძოლა და მასზე გამარჯვება იყო არის და იქნება ! ხოლო ამის პირდაპირი,ასე ვთქვათ პრაქტიკული სწავლება იესომ მოგვცა. რადგან ადამიანები ძალიან დიდი დროის განმავლობაში ვერ მიდიოდნენ იმ პუნქტამდე,რომ სამყარო ეს სამყარო დიდი მძლრავი ტყუილი იყო.სიბრმავე სხვა არაფერია თუ არა ამ სამყაროს გარდა,სხვა სამყაროს არ დანახვა ! მე კი გარწმუნებ,რომ და თავადაც ნახავ,არსებობს ყოფიერების სხვა სფეროები.ზეციური მამის მიერ შექმნილი უამრავი სავანეები.მაგრამ ერთადერთი გზა სიცოცხლეში საკუთარი თავის ჯვარცმაა ! იმისთვის,რომ ამ დეტერმინრებული სამყაროდან ამოგლიჯო შენი თავი. - ანუ ამ ჯოჯოხეთიდან გასვლის ერთადერთი გზა სიკვდილია ? ეს არ არის სიკვდილი.სიკვდილი არ არსებობს. ეს ტყუილია.ხოლო ტანჯვა,რომელიც შეიძლება შენს ფიზიკურ სხეულს მიაყენო შეგნებულად,ეს ზრდაა.ეს გახსენებაა. ეს შანსია რომ განთავისუფლდე. - გინდა რომ არტერიები გადავიჭრა ? ნუ აკეთებ ამას.მორჩი ! და ნუ იქნები ბრიყვი ! მე შენ გეუბნები იმას,რომ სინათლის მოპოვება,მხოლოდ და მხოლოდ შეგნებული,კანონიერი უარით არის შესაძლებელი,რომელიც შენს ამ სამყაროში კეთილდღეობას შეეხება.კომფორტს და ყველა ხორციელ სურვულს. - ვერ გავიგე. მე გეუბნები,რომ სინათლის მოპოვებისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს ! ეს საშუალება სხეულია..თუ შენ მოკვდები ან ძალა მოგატყუებს და შენს სხეულს გაანადგურებ .სამწუხაროდ ამას ვეღარ განახორციელებ.ხოლო იცოდე,რომ როდესაც სინათლე საკმარისად დაგროვდება შენში,შენი სურვილები ისე დაიწყებენ ახდენას,რომ თავი ყოვლისშემძლე გეგონება.და სრულიად შესაძლებელია ჯოჯოხეთის მტვერმა გძლიოს.შემდეგ ის გააკეთო,რასაც მსოფლიოს ტირანები სჩადიოდნენ ! - რა ? შეეკრა ეშმაკს.აომო ხალხი,რადგან იგი დაგპირდება,არსებების მიერ დახარჯული ძალით უსასრულო ძლიერებასა და ბატონობას.ბოლოს კი მოგისვრის,ისე როგორც ეს თითოეულმათგანს დამართა. - მაშინ გამოდის,რომ ყველა ავადმყოფი რომელიც იტანჯდება,სინათლეს აგროვებს და დაბრუნების შანსი აქვთ ? არა ყველა ვინც უნებური ავადმყოფობით იტანჯდება.კვნესის და ოხრავს.წყევლის ყველას და ყველაფერს.მას არაფერი ერგება ! არაფერი.რადგან როგორც კი ფეხზე დადგება მაშინვე თუ იცი ვინ გახდება ? - მევახშე ან მეძავი ? ხო,ან ჯოჯოხეთის მომხიბვლელი როლებიდან რომელიმე. - ანუ მე მაინც არ მესმის როგორ უნდა შევძლო საკუთარი თავის ტანჯვა,ამ განუსაზღვრელად დიდი მიზნისთვის. მხოლოდ იმისთვის,რომ შენ შენთავთან მოგეპოვებინა ის რაც მოიპოვე და დღეების განმავლობაში მაქსიმალურად უმოძრაოდ მყოფი,ამ სამყაროს მოწყვეტილი,სადღაც ატარებდი დღეებს.განა მაშინ არ გრძნობდი ტანჯვას ? - როგორ არა,უმოძრაობას მაშინვე ვნებდებოდი როცა იგი მართლაც,რომ გაუსაძლისი ხდებოდა და თავისთავად არ მაგდებდა ფეხზე. და თან გაიხსენე,მთელ ამ უმოძრაობისგან გამოწვეული ტანჯვის დროს რა იყო შენი მიზანი ? - აღქმის თავისუფლება.სამყაროს შექმნა ! რაღაც საოცრებათა საოცრება. და აჰა შეხედე განა არ მიიღე ? - მივიღე მივიღე.მგონი სჯობს უბრალოდ მოგენდო. შენს სიზმრებში რაიმე უჩვეულოს ხომ არ ამჩნევ ? - კი,ყოველჯერზე.ვამჩნევ,რომ ისეთი ობიექტები იჭრებიან რომელთა უბრალოდ,ფორმის წარმოდგენა შეუძლებელია რომ სადმე მენახა და მათი გახსენება ან ვიზუალიაცია მომეხდინა.~ ახლა კი რასაც გიამბობ.იცოდე რომ ძალზედ საშიშია ! მაგრამ ამას ვერაფერი შეედრება რაც კი შეიძლება,რომ განიცადო.როგორც თითქმის დაუმსახურებელი „სულიერი“ სიამოვნება,მწვერვალის ამ ნაწილში. - რა არის ეს ?~ ობიექტები,რომლებსაც შენს სიზმრებში ამჩნევ ეს სხვა ყოფიერების სფეროდან შემომვალი ენერგიებია,რომლებიც გაყოლას გთხოვენ. - გაყოლას ? მათ უნდათ,რომ გაყვე - ვის მათ ? და რაში სჭირდებათ ჩემი სადმე წათრევა ?~ ისინი ჯერ შენს პირად სამყაროში იჭრებიან,როგორც ობიექტები,რომლებიც შენთვის ძალზედ ადვილად შესამჩნევნი არიან,თავისი უცნაურობებით. ხოლო როდესაც მათ ამოცნობასა და გახსენებას ისწავლი.თავისთავად წაგიყოლებენ ისინი სხვა სამყაროში. და გაჩვენებენ მათ მიერვე შექმნილ სამყაროს.შენ კი შეიძლება უდიდესი საფრთხის წინაშე დადგე. - რატომ ? რადგან ისეთი გავლენის ქვეშ მოექცე,რომ სრულიად გულწრფელად მოგინდეს იქ დარჩენა ! და ყველაფერი ქნა,რომ ეს გააკეთო და იქ დარჩე და ამასთან მათთან სტუმრობა იქცეს შენი პირველი კიბის დანგრევის შეუმჩნეველი მიზეზი. - ასეთი რამ რეალურად შეიძლება მოხდეს ? რა თქმა უნდა,როდესაც შენ ბნელეთს საბოოლოდ ახდი ფარდას.შენ გაოგნდები.იმდენ რამეს დაინახავ,რომ უბრალოდ „დრო“ არ გექნება პროფესორობისთვის. სამოთხე... ეს ყოფიერების სხვა სფეროა,რომელში შესულს,უკან დაბრუნება განა აღარავის უნდა,არამედ რომც მოუნდეს ვეღარ დაბრუნდება ! - რატომ ? რადგან შენ იქ ყველასა და ყველაფერზე მიიღებ ზიარებას.აბსოლიტურად ყველასა და ყველაფერზე ! აღარაფერი იქნება შენთვის დაფარული.ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდება. გესმის ? ყველაფერი რაც კი მთელ ყოფიერებაში ხდება ! შენ ასე ვთქვათ ამის სანაცვლოდ ხელს მოაწერ,რომ ნებისმიერი სხვა არსების ყოფნას დაივიწყებ ! და... - დაა ? და რა თქმა უნდა მერე არ ვიცი.ალბათ შენივე დიდ და მძლავრ სამყაროს შექმნი,ან მარადიულ კმაყოფილებაში განაგრძობ ყოფნას.ან ან... არ ვიცი ! მაგრამ იგი მართლა არსებობს ! - გგქონია თუ არა შანსი,რომ ფეხი შეგედგა იქ ? კი,თუმცა დასაწყისშივე არა ჩემი მარადიული კმაყოფილება მქონდა სურვილად,არამედ სიგიჟის ჩემი ტკბილი მტვერი.რომელიც ჯოჯოხეთის მტვრის მოხმარებასაც გულისხმობს.განუსაზღვრელად დიდი მიზნისთვის. - ის გეენა თუ არსებობს ? რა თქმა უნდა,მართალია დედამიწაზე ყოფნა ჯოჯოხეთში ყოფნაა.მაგრამ არსებობს ადგილი სადაც ტანჯვის მეტი არაფერია,და საიდანაც დაბრუნება არავის არასდროს არ შეუძლია ! - რა საშინელებაა...განა რა უნდა ქნა მანდ რომ მოხვდე ? სად ? სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. - ჯოჯოხეთში... შენ შეგნებულად უნდა აღუდგე სიკეთეს,სინათლეს.სიყვარულს. შემქმნელის მთელ ამ ანგელოზთა დასს. და უნდა განაცხადო მათ წინაშე ბრძოლა ! - ეს საერთოდ რატომ უნდა ქნას ვინმემ ? სიხარულო...ეს უბრალოდ ძალის შეგრძნებაა,სადაც საკუთარი ნებით აწერ ხელს,რომ თავი დაკარგო !~ - ის ეშმაკი,რომელზეც საუბრობენ,მანაც იგივე ქნა ? არა,ის ასე ვთქვათ იძულებული იყო ამ როლის მორგებისთვის.რადგან იმისთვის რომ სხვა ყველაფერ დანარჩენს ეარსება,საჭირო იყო მისი შექმნა და არსებობაში შემოყვანა.და რომ იცოდე,მისთვის ყოველივე კეთილის საპირისპირო,ისევე ნეტარია,როგორც წმინდანისთვის სიყვარული და სინათლე.საერთოდაც ეს ისეთი საკითხია,რომლის გადმოცემაც არ მძალუძს,მაგრამ თავად შემიძლია გავიგო მისი არსებობის,ობიექტური აუცილებლობა.შენც გაიგებ ამას მაშინ როცა შესაბამის სიმაღლეზე აღმოჩნდები. - კარგი,ის მითხარი როგორ გავყვე მათ ? როდესაც შენ შენს ფიზიკურ სხეულში გაიღვიძებ,სიზმრის შემდეგ.მოიპოვე კონტროლი,რომ არ გატოკდე.შეეჩვიე ასე გაღვიძებას,რომ თვალიც არ გაახილო.და რომ გაიღვიძებ სხეულს კვლავ ეძინოს.მხოლოდ შენ იცოდე ის,რომ „გაიღვიძე“ როდესაც ამ მდგომარეობას დაეუფლები.სიზმარს,რომელსაც ადგილი ჰქონდა შენს გაღვიძებამდე,თვალი გადაავლე დეტალებში და აღმოაჩინე ის უცნაური ენერგია,რომელიც შენს სიზმარში არის შემოჭრილი.უცნაური ობიექტის სახით. - არის ? ხო,ის ყოველთვის იქ იქნება.რაც გინახავს,ის უცნაური ობიექტები კვლავ იქ არიან.მთავარია გაიხსენო.ისინი საგზურები არიან.რომელიც შენ დაიმსახურე. - შემდეგ ? როდესაც ამას იზავ,საჭიროა განსაკუთრებული ძალით მიმართო მათზე მთელი შენი ყურადღება და დააკვირდე.დააკვირდე იმდენ ხანს,სანამ ის სხვა სამყაროში არ წაგიყვნას.~ - ეს კი მართლა აღარ მჯერა... ცუდია,რადგან თუ ამას არ გააკეთებ,მხოლოდ შენი შინაგანი სამყარო გექნება,რომელსაც მეტად ვეღარ გაამდიდრებ. - ესეიგი გინდა,რომ მე ჯერ გავიღვიძო.ისე რომ ჩემს სხეულს თითქმის კვლავ ეძინოს.და დავიწყო სიზმრის გახსენება.შემდეგ აღმოვაჩნო ობიექტი,რომელიც ყველაზე უცნაური იქნება.და ვუმზირო მას,მანამ სანამ არ წამიყვანს ? ზუსტად. - და სად წამიყვანს ? ის,ყოფიერების სხვა სფეროში გადაგიყვანს.სადაც შენ უბრალოდ გაოგნდები.მე არ ვიცი შენ რას ნახავ,მაგრამ შენი სიკეთისა და სინათლის,კეთილი იდეებისა და შენი მშვენიერი შინაგანი სამყაროს გავლენით,დარწმუნებული ვარ,რომ შავბნელი ენერგია ვერ გესტუმრება.რასაც ნახავ შემიძ₾ია გარანტია მოგცე,რომ საოცრებათა საოცრება იქნება.ისეთი ზღაპრული.რომ უბრალოდ,როცა გაიღვიძებ ცრემლები წაგსდება.როდესაც იქ მოხვდები შენ თავს შესძახე,რომ არ დაგავიწყდეს.რომ უბრალოდ არ დაგავიწყდეს ის რასაც ხედავ. - არ დამიჯერებ... ვიცი,ვიცი.მჯერა ! მიამბე.~ - როგორც მითხარი,გავიღვიძე.მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ისევ ისეთ მოდუნებულ მდგომარეობაში დავრჩენილიყავი,როგორშიც დავბრუნდი და დავიწყე გახსენება,იმის რაც ვნახე.თავიდან ვერ ვიხსენებდი რაიმე უცნაურს.შემდეგ კი საკუთარ თავს ვკითხე,პირველივე უცნაურობის შემჩნევაზე. „აი... ეს რა არის“ - მეთქი და მივაშტერდი... და მან წამიყვანა.ჩემი მთელი სიზმარი გალღვა.ყველაფერი სასიამოვნო სიბნელემ მოიცვა და სიბნელეში ახალი,ზღაპრული სამყაროს ხედვა დავიწყე.რომელიც ამ სიბნელის მიღმა ნელ-ნელა უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთებოდა ჩემი მზერის წინ.მე ვხედავდი საოცრად მოწესრიგებულ ზღაპრულ სოფელს.იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ.იქ არავინ ცხოვრობდა.მთელი სოფელი ღია სივრცეში არსებობდა.აქეთ იქით მხოლოდ უქათქათესი ღუბლები დაეწყოთ.ღრუბლებს იქით ლურჯს ცას ვხედავდი.მთელი ეს ზღაპრული მიწა,რომელზეც მწვანე ბალახი დაეფინათ,ჯერ მხოლოდ წინ მიმიძღვოდა.მე წინ ვფრენდი.ისე რომ არაფერს ვგრძნობდი გარდა საკუთარი აზრების ხმადაბალი შეძახილების.ეს საოცრებაა... ეს საოცრებაა...ერთ მომენტში,საკუთარ თავს,დარწმუნებული ვიყავი,რომ ამას მე არ ვეუბნებოდი მაგრამ ეს მაინც ჩემი ჩუმი ხმით ხდებოდა.რადგან ის უდიდესი ჰარმონია არ დამერღვია რაც იქ იყო და არც შემეძლო სხვა ტონით საუბარი-მეუბნებოდა,რომ ეს ის იყო. ყოფიერების სხვა სფერო.რომ ეს დიდებული სიმშვიდისა და ჰარმონიის სავანე იყო.მე როგორც გითხარი წინ ვფრენდი.უფრო სწორად რაღაც ძალას მივყავდი ძალიან სწრაფად.როდესაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი,რომ არ დამვიწყებოდა და დამემახსოვრებინა ყველაფერი.უცბად თითქოს ამ ძალას სადაც მივყავდი უკვე მივეყვანე და ჩემთვის გაურკვევლად,რაღაც უხილავი კედლის მიღმა აღმოვჩნდი.თავიდან ვერ მივხვდი.მაგრამ შემდეგ ცნობიერებამ კვლავ განაგრძო აღქმა და ვიკითხე ეს რა არის,აქ რახდება -მეთქი.რადგან ვხედავდი გორას,გორის თავზე მნათობი ხე იდგა "თითქოს მისი დამსახურებით ირგვლივ ყველა სასიამოვნო გრძნობებით იყო შეპყრობილი".და იმ გორაზე მოცეკვავე რაღაც გაურკვეველ არსებებს,მაგრამ ისინი ისეთი ძალით ერთობოდნენ რომ ერთადერთი სურვილი რაც გამიჩნდა ის იყო,რომ მათთან ერთად მემხიარულა.მათთან მისვლა დავაპირე,მაგრამ აი სწორედ მაშინ გამოვარკვიე ამ უხილავი კედლის არსებობა.მე ის ვერ გადავკვეთე.ძალიან დავნაღვლიანდი,ძალიან ! ვამბობდი მათთან მინდა-მეთქი.მაგრამ უცბად ყველაფერი შეიცვალა.უცბად სცენაზე აღმოვჩნდი.თითქოს ეს სცენა იმ კედლის მიღმა არც შემინიშნავს.მაგრამ ის იქ იყო.როდესაც ეს მოხდა.მე უბრალოდ პირი,რომ მქონოდა დავაღებდი და საუკუნეები ვერ დახურავდნენ მას.ისეთი რამ მოხდა... რაღაც უპატარეს,და უსაყვარლეს არსებებს ვუცქერდი.რომლებიც დარწმუნებული ვიყავი,რომ ისევე რეალურები იყვნენ,როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება ჩემს ყოველდიღიურ სამყაროში.ვუყურებდი მათ და აი ორნი არიან,ერთი წამყვანი გახლდათ.მეორე კი მისი დამხმარე. და იგი სცენიდან იქ,დაბლა,მწვანე გორაზე ჰარმონიით შეპრყობილ არსებებს უცბად ჰარმონიას ურღვევს და ის ისაა რაღაც-რაღაცეების სათქმელად ემზადება,რომ უცბად სცენაზე ვინმე,ახლა უკვე მათგან სრულიად განსხვავებული არსება ჩნდება,მხოლოდ შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ის არც მოსულა.ის იქ იყო.და აი ჩემი გაოცების საზღვრები სად დამთავრდა... არსებამ რომელიც აშკარად შემოჭრილი იყო სცენაზე თავისი მიზნების განსახორციელებლად,წამყვანისკენ მიიწევდა რათა მას მიემართა იქ დაბლა გორაზე მყოფი არსებებისთვის.როდესაც ეს დაინახა წამყვანმა,შესაძახა ვინ ხართ და რა უფლებით... ვერც კი მოასწრო დამთავრება იგი,ბაყაყად გადაიქცა.და ეს იმ არასასურველმა სტუმარმა გააკეთა.მე ამ ყველაფერს ზუსტად ისე ვუყურებდი,როგორც იტყვიან...ჩემი თვალებით დავინახეო. როდესაც ეს მოხდა,ეს საცოდავი წამყვანი,რომელიც უკვე არა წამყვანი არამედ საოცრად მომაჯადოებელ ბაყაყად ქცეულიყო,იქვე სცენაზე თოკზე ჩამოკიდული აღმოჩნდა.თუმცა ეს არავის გაუკეთებია.რაღაც საოცრებათა საოცრება იყო.თითქოს ჩემს ემოციებს ელოდნენ.მე კი ისე მაინტერესებდა შემდეგ რა მოხდებოდა...რომ უცბად წამყვანის დამხმარემ რომელსაც ის ისაა დამთავრებული ჰქონდა რაღაცის წერა ფურცელზე.ამოიხედა და რას ხედავს... შეჰკივლა, ზუსტად მახსოვს რაც თქვა „ღმერთო,რას ხედავს ჩემი თვალები“ - ეს მისი მეგობრის ბაყაყის ფორმის გამო გადმოსცდა.ხოლო მან ვინც ამას „ჩალიჩობდა“ მიაძახა „ხმა გაკმნიტე,თორემ იგივეს დაგმართებ“-ო. ვუყურებდი მთელ ამ სანახაობას და რა უნდა მეფიქრა ? რა უნდა მექნა ? მე ჩუმი დამსწრე ვიყავი.ჩუმი განცვიფრებით შეპყრობილი.შემდეგ ამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა.საზოგადოებას მიმართა შემდეგი სიტყვებით. „აბა რას აპირებთ ? კიდევ დიდხანს გაერთობით მანდ ? მიმოიხედეთ,არ დაიღალეთ ? ვისაც პირადი საკუთრებისთვის შეუსაბამო ნივთი გაქვთ,გთხოვთ ჩაგვაბაროთ.როდემდე უნდა იყოთ აქ ?“ იგი ამას ზრდილობიანი და თავაზიანი ტონით ეუბნებოდა იქ მყოფთ.ხოლო შემდეგ თითქოს ყელში ამოუვიდა და მრსიხანედ შესძახა „ჩაგვაბარეთ ვალუტა ! „ მე მაშინვე გამახსენდა ამ უკანასკნელ შეძახილზე ბულგაკოვის მარგარიტა და აღფრთოვანების მწვერვალიდან,უცბად ჩემს სხეულში დავბრუნდი.თვალები გახელილი მქონდა.თითქოს ამას ჩემს სხეულში ვუყურებდი თვალებ დაჭყეტილი.როდესაც მთლიანი სცენა გალღვა,ნელ ნელა ახლა ჩემი ოთახი იკვეთებოდა.მე სრულიად ვაცნობირებდი ყველაფერს. წუთით,ვიწექი და მომხდარზე ვფიქრობდი.რადგან ეს ჩემს სიზმრებზე ასიათასჯერ დიდებული რამ იყო.რადგან მსგავსი ზღაპრული სამყაროს შექმნას თავად ვერ შევძლებდი,ვერც იმ არსებების შექმნას და იმ საოცრად ტკბილ გრძნობებს რაც იქ განვიცადე,ამასაც ვერ მივაგნებდი ჩემს სამყაროში.წუთის შემდეგ წამოვხტი და გარეთ გავიხედე.შევხედე ყველაფერს,ხალხს,კორპუსებს.ბავშვებს რომლებიც ის ისაა ერთმანეთს დაჭამდნენ და მე მივხვდი,რომ ის რაც იქ ვნახე „სცენა“-ზე სპეციალურად ჩემთვის იყო მომზადებული. ხოლო ის რასაც ახლა ვხედავდი არა ! და მე გავბრაზდი,რადგან ზუსტად ვიცოდი,მეც და ის ბავშვებიც,დიდ სცენაზე ვიმყოფებოდით.და ვერ ვხედავდით,ჩუმ დამსწრეებს ! და შემდეგ ჩემს რეალურ სამყაროში გავიღვიძე ! მე არაფერს ვფიქრობდი,არც ვიხსენებდი.უბრალოდ რაღაც საოცარი შეგრძნება მქონდა,იმის რომ ჩემი რეალური სამყარო სიზმარი იყო.კიდევ ერთი უმშვენიერი სფერო,ყოფიერების ყველაზე უხეში და სრულყოფილი „დონე“.როდესაც მიღმიერი სამყაროს გრძნობები ჩემს ფიზიკურ სხეულს გაშორდა.მე მივხვდი,რომ საჩუქარი,რომელიც მივიღე.იმდენად დიდებული იყო,რომ მისი დანაწევრება უბრალოდ სინათლე გამოცლილ პროფესორად მაქცევდა და მე ყველაფერს ვაკეთებ მას შემდეგ,რაც მძალუძს,რომ სხვებიც გავაღვიძო ! მაშ მთელი შენი შიზოფრენია გსურს,რომ სხვებსაც გადასდო ? - მე მსურს,რომ ადამიანები შინაგანი სიმდიდრისა და თავიანთი არსის ძიებაში იყენებდნენ,სიცოცხლის ამ უნიკალურ საჩუქარს. მაგრამ ვინ დაგიჯერებს ? ისინი მხოლოდ ბანანს ხედავენ. - მე მოვძებნი ისეთ არსებებს,რომელთაც მობეზრდათ ბანანი ! აი ყოჩაღ ! აი ყოჩაღ,ტაში.ეს შენი ტკბილი მტვერია,რომელიც უნდა აფრქვიო.მაგრამ ეს კიდევ არაფერია ! ნუ იფიქრებ,რომ ყველაფერს ფარდა ახადე.ახლა წინ კიდევ უამრავი რამ გელის. - ამის იქით არის კიდევ რაიმე ? ამის იქით ? რის იქით... - ჩვენი ტკბილი სიგიჟის იქით. ამ მტვრის მოქმედების ძალა,განუსაზღვრელია.ახლა კი საჭიროა ხედვა ისწავლო. - რაა ? ხედვა ? რას ნიშნავს ან როგორ უნდა შევძლო ეს. ხედვა ნიშნავს იმას,რომ შენ ამ სამყაროს არსებების ნამდვილი არსის დანახვა ისწავლო. - ეს როგორ უნდა გავაკეთო ? იმისათვის,რომ ეს შეძლო.შენს შინაგან სამყაროში ვინმე ცოცხალი არსება უნდა გადაიყვანო.და მთელი შენი ძალა და სინათლე,იმისთვის უნდა გამოიყენო,რომ მისი არსი დაინახო.არა მისი გარეგნული,მთლიანი,უხეში ფიზიკური სხეული,არამედ ის,რაც ამ ფიზიკურ სხეულს აძლევს ძალას რომ იცოცხლოს და იარსებოს. - და რატომ უნდა გავაკეთო ეს ? რადგან ამ სამყაროს,უფრო ზუსტად.შენს მიერ დანახული სამყაროს სრულ ბატონ პატრონად იქცე.როდესაც შენ ადამიანს უყურებ,შენ ენერგიას ხედავ,სხეული კი,დიდებული ტყუილის ნაწილია.მას შემდეგ რაც შენ დიდძალ ძალას დახარჯავ,რომ სხვა არსებები შენს შინაგან სამყაროში აღიქვა,ფიზიკური სხეულის დაშლით,მისი ნამდვილი არსით.ამის შემდეგ შეგეძლება ეგრეთწოდებულ ჩვენს ყოველდღიურ,რეალურ და უხეშ სამყაროში.იქონიო მათზე უდიდესი ზეგავლენა.თითქოს თითოეული მათგანი შენ იყო !~ - ეს როგორ უნდა გავაკეთო ? მას შემდეგ რაც სხეულების არსის დანახვას ისწავლი.შენ შეგეძლება გაიგივება ისწავლო. - გაიგივება ? ხო,ეს ასე რომ ვთქვათ.აზრების ისეთი ძალით მიმართვაა,ენერგიისკენ,რომ ის მთლიანად დაიმორჩილო.თითქოს ის შენ იყო.შენი უნიკალური ხედვა მოგცემს საშუალებას,რომ ადამიანის ძალა.მისი ნება.შენი უძლიერესი ნებისყოფით დროებით გადაფარო.~ - და ეს რატომ უნდა გავაკეთო ? თუნდაც იმიტომ,რომ ამ სამყაროში ვერავინ შეძლოს შენთვის ზიანის მოყენება შენი თავის გარდა. - განა ეს სახიფათო არ არის ? რა თქმა უნდა ! თანაც სასიკვდილოდ. - რატომ სასიკვდილოდ ? როდესაც შენ ხედვის შემდეგ გაიგივებას ისწავლი.და მთელი შენი ძალით გაიგივდები ცოცხალ არსებასთან.ის უკვე როგორც „ვინმე“ აღარ იარსებებს.მანამ სანამ შენ არ დატოვებ მას.ამის საფასური კი ძვირია.რადგან შენ ამ დროს დიდძალ სინათლეს დაკარგავ.ამიტომ მთელი შენი საჩუქარი,ადამიანების აჯანყებასა და მათით თამაშსს კი არ უნდა მოახმარო,არამედ ყოველი მათი არასასურველი გამოვლინების აღკვეთასა და მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვას. - რა მოხდება თუ კი ამის სრულიად საპირისპიროს ვიზავ ? როდესაც შენ დაიანახავ,იმას თუ... ცოხალი არსების ფიზიკური სხეულის ტანჯვის მიზეზი რა არის.დაინახავ იმას,რომ მისი ფიზიკური სხეულის შიგნით,მის შინაგან ნათელ სივრცეში.ბნელი,მტრული ენერგიაა შეპარული.და რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ბნელი ენერგიის გამო ხვდება ცოცხალ არსებას წილად,ფიზიკური ავადმყოფობა და ტანჯვა. ჩვენი ოინი,ამ ბნელი ენერგიის მოპოვება და მისი სინათლედ გარდაქმნაა მაშინ როდესაც ფიზიკური სამყაროს კმაყოფილებებზე უარს ვამბობთ. და როდესაც შენ გაიგივებული ხარ არსებასთან,მთელი შენი ძალით,აზრით და შეგრძნებით, ამ დროს ცოცხალი არსებისკენ შენს სინათლეს მიმართავ,ისე რომ იგი მთლიანად შენმა სინათლემ დაიპყროს.და თუ რაიმე საზიანოს,ან მისი არსისთვის,ზიანის მიყენებას შეეცდები,შენ შენივე ძალას ბნელეთის სამსახურში ჩააყენებ. ხოლო შენს მიერ მიყენებული ყველა ზიანისთვის პასუხს აგებ.აღარ მოგაკითხავენ კეთილი და ხუმარა არსებები.არამედ მწვალებლების ხელში ჩავარდები.რადგან შენი დიდებული სინათლე,ძალის შეგრძნების უკუნტროლო მოხმარებით,ნათებას დაკარგავს.შენ კი დამიჯერე,ამ დროს,ძალიან,ძალიან გაგიჭირდება. - მაგრამ,სხვების ზიანის მიუყენებლად.მე შემეძლება ჩემი კეთილდღეობისთვის ვიმოქმედო.ასე არ არის ? კეთილდღეობისთვის ? - ჰო მას შემდეგ,რაც შენ დაიწყებ ფიქრს,შენი დიდებულების წამორჩენაზე.არსებებთან ფოკუსების კეთებაზე,მათ გაოგნებაზე.პატივისცემასა და თაყვანისცემაზე.იცოდე,რომ ეს ეშმაკის ძალის,ბოლო დარტყმა იქნება.რომელთანაც თუ დამარცხდები,არც კი მინდა წარმოვიდგინო რა ბედს ეზიარები. - არა,აქ რაღაც არასწორია.ადამიანების ნება როგორ უნდა დავთრგუნო ? როგორ უნდა ვაიძულო მათ,რომ ჩემი ნებისა და სურვილის შესაბამისად იმოქმედონ ? ისინი არ იმოქმედებენ შენი ნება-სურვილის შესაბამისად.ამას შენ გააკეთებ მათთან გაიგივებით.ამ დროს შენსა და შენს წინ მდგომ არებას შორის.ორივე შენ იქნები.“ის“ არ იარსებებს ! - არ მჯერა. უფრო მეტიც ! შენ შეგეძლება,მზის გადასვლის შემდეგ.შენს წინ მყოფი „ადამიანი“ შენს სამყაროში შეიყვანო.ანდაც ვინმეს მის შინაგან სამყაროში ესტუმრო.მაგრამ ეს ძალზედ სარისკოა. - რატომ ? რადგან იგი შესაძლოა,შავი ენერგიით იყოს გასუქებული.და არასასურველ სტუმრებს შენი სამყაროსკენ მიმავალი გზები გაუხსნას.ანდაც იმიტომ,რომ ის არ აღმოჩნდეს საკმარისად ძლიერი,რომ ეს ყველაფერი გადაიტანოს.შოკის ისეთი დარტყმა განიცადოს.რომ შემდეგ თავად ინანო ! ამიტომ,როდესაც ვინმეს მიიპატიჟებ შენს სამყაროში,ამისთვის მასთან,როგორც მინიმუმ დიდი ,ორმაგი ნდობა და სიყვარული უნდა გაკავშირებდეს.ასევე,მხოლოდ მას უნდა ესტუმრო,ვინც ნაკლებად დისჰარმონიულია ! - ესეიგი მე შემიძლია,რომ ნებისმიერი ადამიანი გავაგიჟო,მასზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენით,ასე ვთქვათ ჩემს სამყაროში შემოთრევით,ან მის სამყაროში შეჭრით ? მე შენ რას გეუბნები ? შენ დაღუპავ ერთ ადამიანს,მაგრამ შენი სასჯელი ასიათასი კაცის მკვლელობის ტოლფასი იქნება.არ დაუშვა დაცემა ! არა ! - მაშინ ყველა ტირანი ვინც კაცობრიობას ახსოვს,როგორ ცოცხლობდნენ ? ძალის მოქმედების,ისეთი მძლავრი და დიდებული ტყუილით,რომელიც მათ თავებს ამ სამყაროს ერთადერთ ღმერთად წარმოადგენინებდა.ისინი,ასე ვთქვათ... მართლაც იყვნენ ასეთები.რადგან ისინი მასებზე საოცრად მძლავრ ზეგავლენას ახდენდნენ.რისი კარგი მაგალითიც,ფაშიზმი ან კომუნიზმია.მაგრამ მერწმუნე,რომ ყველა ის არსება ახლა „გეენაში“-ა.რადგან მათ შეგნებული უარი თქვეს სინათლესა და სიყვარულზე. - მაგრამ იქნებ ისინი ასე იმიტომ იქცეოდნენ,რომ.... არ შეეცადო მათ გამართლებას.მათი შესაძლებლობები,ასტრონომიულად აღემატება ახლა შენს ყველა შესაძლებლობას.მაშინაც კი თითქმის არაფერი იქნები მათთან შედარებით,რაც ხედვასა და გაიგივებას ისწავლი.მაგრამ მათ ერთი დიდი სურვილი ამოძრავებდათ. - ეს რა სურვილი იყო ? ეს.მთელი ამ დიდებული არსებების დამონება და მათით საუკუნო მეფობა იყო. - რა საშინელებაა... ეს საშინელება ახლაც გრძელდება.მხოლოდ ერთი მუჭა არსებების მიერ.ეს ის არსებები არიან,ვინც ისეთ ზეგავლენას დებენ, „ზი-კოლაში“ როგორსაც ხედავ - არის ამის იქით კიდევ რაიმე ? რის იქით... - ჩვენი ტკბილი სიგიჟის იქით. როგორც გითხარი,როდესაც ხედვას ისწავლი.ამის შემდეგ შეგეძლება არა მხოლოდ გაიგივება,არამედ ნებისმიერი არსების სხეულში არსებული „ბნელი,მტრული ენერგიის დანახავა და შენ ხელწიფება გექნება,რომ თავად ის სიბნელე შენი სინათლით ჩაანაცვლო. - ანუ ? ანუ,შენ შეგეძლება ადამიანებს ბედნიერება,სიმშვიდე და ჰარმონია მოუტანო.მხოლოდ შენი სიმშვიდე და ჰარმონია,მას შემდეგ რაც შენ მათ შენს სინათლეს აჩუქებ.მანამ გაგრძელდება სანამ შენც თავად იქნები ნათლით შემოსილი. - ესეიგი,თუ კი მე მას სინათლეს გადავცემ,თუ კი ჩემში დისჰარმონიას მივცემ გამეფების უფლებას,მასშიც იგივე მოხდება ? ზუსტად ! დროის იმ პერიოდში,როდესაც შენ შეგნებულ ტანჯვას ეწვევი.ნებისმიერს,ვისაც სინათლეს გადასცემ,უდიდეს მოუსვენრობასა და აუხსნელ დისკომფორტს იგემებს.მაგრამ შენ შეგეძლება მათი ისეთი ავადმყოფობისგან განკურნება,რომლის დასამარცხებლადაც ისინი მთელი თავიანთი ცხოვრება შრომობენ. - ნუთუ შეიძლება კიდევ რაიმე იყოს ამის იქით ? ამის იქით ? ამის იქით უსაზღვრო სიგიჟეა.ყოვლად წარმოუდგენელი,და ყველასთვის მიუწვდომელი. - ანუ არის გაგრძელება. კი,არის გაგრძელება.შენ შეძლებ,შენი სურვილის მიხედვით,დაინახო ყველაფერი,წარსულის მოვლენებში.დაამყარო კონტაქტი ენერგიებთან და ყველაფერი იხილო.ყველაფერი ! ვინც კი ოდესმე შეხებია ენერგიის ამ ნაგლეჯს.დაინახო მისი შექმნის ისტორია ! - რაა ? შეხედე დღევანდელ ცივილიზაციას ! ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ამ საწყალ,ბავშვურ მეთოდებს.რომლებიც შთაგონების ნაწილია.რომელიც გვაიძულებს და გვაჯერებს,რომ ეს ერთადერთი საოცარი გზაა,რაიმეს შესანახად და გადასაცემად. - მაგალითად ციფრული სამყარო ?! ხო,ციფრული სამყარო ბნელეთის მსახურთ ეკუთვნით.რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში ზემოქმედებენ ადამიანებზე.არა მხოლოდ ეს.ამაზე მეტიც.გვაჯერებენ იმას,რომ ჩვენ მართლაც,რომ უმაღლესი დონის განვითარებული ცივილიზაციის შვილები ვართ.არადა, მათი ქმედებები ისეთი „ცივი“-ა. და მათი ქმედებები ისეთი მიწიერი და არა ზეციური ! რომ... უბრალოდ გული აგერევა. ყველაზე უზენაესი მოწყობილობა ინფორმაციის შესანახად და მის გადასაცემად,სანახავად. თვითონ სამყაროა ! ადამიანის ნებისმიერი მოქმედება,უკვე იწერება ! რაც უკვე ჩაიწერა „სამყარომ“ .მთელი კაცობრიობის ისტორია,ამ დიდებულ მოწყობილობაშია ჩაწერილი.რომლის გახსნაც მხოლოდ მას ძალუძს,ვინც სინათლის ისეთ რაოდენობას ფლობს,რომ ყველა ბნელ არსებას.კილომეტრის მანძილზე წვავს,რაიმე მისი ნებისა და სურვილის გარეშე. - ეხლა არ მითხრა,რომ ამის იქით შეიძლება იყოს კიდევ რაიმე ! ამის იქით ? - ჰო,ნუ გადამრევ და ნუ მეტყვი,რომ არის კიდევ რაიმე !!! არის ! - რაა...? ამის იქით ძალაა,რომელიც ყოველივეს „ჩუმი“ დამსწრეა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.