პროფესორო,დროა სამყარო შექმნა !
რაიმე ცლილებაა ხომ არ არის ? - უზარმაზარი ! მე უკვე სიზმრებში ვეკითხები ჩემს თავს ჩვენს კითხვარს...და არ მჯერა,რომ რასაც სიფხიზლის მდგომარეობაში აღვიქვამ,თითქმის მსგავსად ვგრძნობ ჩემს ყოფნას.განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დღის გახსენება,მისი აღწერა დავიწყე.ეს უკვე ძალიან ხშირად ხდება.მე სიზმარში ვიღვიძებ.თითქოს ეს ესაა ბოლომდე უნდა გავიგო,რომ სიზმარში ვარ და... წყალივით ხელში გეცლება გრძნობა და იღვიძებ !? - ზუსტად... ეს რა არის ? ამაზე ვისაუბრებთ.მაგრამ ახლა მინდა სამყაროს შექმნას შევუდგეთ. - რაა ? სამყაროს შექმნას ? მიდი,დახუჭე თვალები და მოითმინე მანამ სანამ შენი ეგრეთწოდებული შინაგანი მზერის წინ,არ დარჩება ის რაც რეალურად არის . ანუ არაფერი. და ამის შემდეგ მაშინვე გაახილე თვალი,ერთი თვალი ! და მიმოიხედე. - აჰაა...ამით რის თქმას ცდილობ. გილოცავ...შენ ქმნი ამ სამყაროს ! - ეს როგორ ? ჩემთვის გაუგებარია.ისიც კია...უაზრობად მივიჩნევ ! ყველაფრის გაგება ძალაზეა დამოკდებული.მე კი შენი,როგორც გარეგნული ასევე შინაგანი ცხოვრების სისწორეში ვარ დარწმუნებული.ამიტომაც მჯერა,რომ რასაც ახლა აგიხსნი შენთვის სრულიად გასაგები გახდება. - ვიმედოვნებ...აბა გისმენ. წარმოიდგინე,შენ უყურებ მთვარეს...შენ ხედავ მას,და აი არ არსებობს არანაირი მთვარე ! ეს შთაგონებაა.მთვარე ეს ძალაა,რომელიც ჩვენ,განსაკუთრებით ადამიანებს ისე გვექცევა,როგორც ქათმებს ! - რას ამბობ ? მთვარე გვაკონტროლებს ჩვენ.და ყველა ქმედება რასაც ხედავ ადამიანებისას,ქმედებების იმ ჯაჭვს,რომელიც მე და შენ ასე ძალიან გვზიზღს.ეს მისი დამსახურებაა.ეს მისი გავლენაა ! ეს ასე ვთქვათ იმ ძალისგან წამოსული ბრძანებებია,რომელსაც ადამიანები უსიტყვოდ ემორჩილებიან.ბრძანებები,რომლებიც სიამოვნებისკენ,ამპარტავნებისკენ,ცრუმორწმუნეობისა და ეშმაკობებისკენ მოუწოდებენ ნებისმიერ ინდივიდს.როდესაც დაინახავ უთანხმოებას,იცოდე რომ ამას „მთვარე“ - აკეთებს.რადგან ნებისმიერი არაჰარმონიული გამოსხივება რომელსაც არსებები აფრქვევენ სად მიდის თუ იცი ? - რა თქმა უნდა არ ვიცი,სად ? მთვარის უკანა მხარეს ! - რაა ? მოკლედ ის უნდა გაიგო,რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ უკვე სულიერი სამყაროა ! რომ ირგვლივ სხვა არაფერია თუ არა ძალები ! ანგელოზები და დემონები,ამ ძალებში არიან ჩამალულნი. - მაგალითად საკვებში ? ზუსტად.და არა მარტო საკვებში,საგნებში. - ახლა ვხვდები თუ რატომ იზიდავთ ადამიანებს ეს ხარახურები ! ძალიან კარგია,ძალიან კარგი ! ახლა საჭიროა ყოველივე ამის გაგების შემდეგ.სამყაროს შექმნას შეუდგე ! - რა არის ამისთვის საჭირო ? შენ უნდა გადაიტანო საგნები შენს სამყაროში.წადი ტყეში და შეძელი მისი გადატანა ! - რას მეუბნები როგორ ვქნა ? როდესაც მზე გადავა,და შეგეძლება დაინახო ის რომ შენ ვერაფერს ხედავ.გარდა უკუნითი სიბნელისა,იცოდე რომ ეს შენი სამყაროა ! შენ ამ ბნელეთის,არა ბატონი,არამედ მონა ხარ. - მაშინ,სიზმრები რაღაა ? არ არის იგი ჩემი სამყარო ? ჩვეულებრივი სიზმრები სხვა არაფერია თუ არა შენს მიერ,შენს არსებაში,შენი ნების გარეშე დაწყებული ფიქრი !~ როდესაც ენერგია აღარ იხარჯება სხეულის აღქმითი ორგანოებით.მაშინ შენ საშუალება გეძლევა,რომ მთელი შენი ყურადღება,ისეთი ძალით მიმართო შინაგან სამყაროში,რომ რაც გსურს ის დაინახო,გაიგონო,მოისმინო და შეეხო.თუ კი საკმარის ენერგიას მოიპოვებ,შენ შეძლებ შეგნებულად გამოთიშო შენი ყურადღება ამ სამყაროს და ისეთი ძალით დაიწყო შეგნებული ფიქრი რომ სამყარო შექმნა.ზუსტად ისე როგორც,ნების გარეშე სიზმრის შექმნა ხდება.როცა შენ დარწმუნდები,რომ შენი აზრები ნამდვილი რეალური ,სიცოცხლისუნარიანობის მატარებლები არიან და რომ მთელი სამყარო,რასაც ხედავ ბნელეთშია,ზუსტად ისე როდესაც შენ თვალებს ხუჭავ.და გაიგებ იმას,რომ ამ სამყაროს ვინმე ქმნის,რომელმაც გვასწავლა ჩვენი ბავშობის ადრეულ ასაკში თუ როგორ აღგვექვა ყოველივე.მაშინ შეძლებ,რომ შეუდგე სამყაროს შექმნის იდეას.ყოველგვარი ყოყმანისა და მისი არარეალურობის საცრელში გაცრის გარეშე.ამის შემდეგ კი აღარ იქნება განსხვავება ჩვეულებრივ სამყაროსა და შენს შინაგან სამყაროს შორს. - არ მჯერა. იმის ხომ გჯერა,რასაც სიზმარში ნახულობ ? ეს შენი ფიქრებია,რომელიც ავტომატურად მიედინებიან. ეს ზუსტად ის ფიქრებია,რომელსაც ყოველდღიურად ფიქრობ,ახდენ მათ ვიზუალიზაციას და მათ აღქმას სხვადასხვა აღქმის საშუალებებით იმდენად რამდენადაც შეგიძლია.~ მე გეუბნები,რომ როდესაც მთლიანად,სიბნელის მონობაში ეშვები.იქ იწყება შენდაუნებრად ფიქრის ჩვეული დინება.ეს ამოხეთქვის მსგავსია და შენ იწყებ შენივე აზრების დანახავს.ანუ უკეთ რომ ვთქვათ,ამ სიბნელეში შენივე აზრებით სიზმრების სამყაროს შექმნას.~ - გასაოცარია... ხოლო,ის რაც გემართება.მხოლოდ იმიტომ გემართება,რომ შენ სიფხიზლის მდგომარეობაში არ შეგიძლია,მთელი შენი ყურადღების განსაკუთრებული ძალით მიმართვა,იმაზე რაზეც გსურს - არ ვიცი...ნუთუ ეს ყველაფერი მართლა შესაძლებელია? შეიძლება,რომ რეალური იყო ? მთელი ჩვენი სამყაროს აღქმა შთაგონებაა.ქალაქები,სოფლები,ქვეყნები,საგნები,საკვები ყველაფერი რისი სახელიც იცი ეს ძლიერი მასობრივი შთაგონებაა.ეს ყველაზე უკეთ,რომ ვთქვათ.არა შენი აზრები,არამედ ვიღაც სხვა არსების აზრებია ! - ვერ მესმის,უკეთ გასაგებად რაიმე უკეთესი მითხარი. საუკეთესო ახსნა ამის,ისაა რომ... მოემზადე ! - რა... !? რაა ? ერთი... - ნუ მაშინებ ! ოოორიი... - კაიი ეხლა... ეს ეშმაკის სამყაროა ! - რააა ? ხო,ამ სამყაროს ბატონ პატრონი ეშმაკია ! - როგორ დავაღწიო თავი ეშმაკს ? ერთადერთი გზა გაქვს ! შექმნა შენი სამყარო და აი როგორ უნდა გააკეთო ეს. ერთადერთი რამ,რაც გჭირდება,ეშმაკის სამყაროს ტკბობის სიძულვილია.უკეთ რომ ვთქვათ ყოველივე ამქვეყნიურს უნდა განერიდო.ისე რომ გამუდმებით ბრძოლაში იყო მთელ ამ გავლენებთან,რათა მთლიან ყოფიერებას დაუმტკიცო,რომ შენ თავისუფალი სული ხარ ! და რომ შენ,ჭეშმარიტი სინათლე გსურს და არა,უგემრიელესი სტეიკი ! შენ უკვე იცი,რომ ორმოში დაბრუნება იმდენად ადვილია,ისეთი მარტივი... და თანაც ამის მოთხოვნილება,კიდევ დიდი დროის განმავლობაში შეგაწუხებს ! - კარგი,ეშმაკის კლანჭებიდან დახსნის საშუალებაზე მომიყევი. იმისთვის,რომ მას დაუძვრე.საჭიროა დარწმუნებული იყო,რომ შეგიძლია მთელი დღე რაღაც აკეთო. წადი ! და უბრალოდ ისეირნე.არ დაჯდე და თვალები არ მოხუჭო.იმოძრავე.საქმე გაიჩინე.რაღაც გატეხე და ააწყე.შეძელი ეს დასაწყისში მინიმუმ 2 და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში.ან რამდენსაც შენი სული გიკარნახებს. - ესეიგი რა გინდა თქვა,რომ ახლა ძილს ვებრძოლო ? და ეს რატომ უნდა გავაკეთო ? რადგან მოიპოვო უეჭველი რწმენა საკუთარ თავში,რომ ახლა შენ შეგიძლია იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა.და რომ შეგიძლია ეშმაკი იმედგაცრუებული დატოვო,რომ საბოოლო ჯამში შეგნებულად შეძლო სრულიად არაფრის კეთება.და თუ კეთება შეგიძლია,მაშინ შენ შეძლებ რომ მას ხელიდან დაუძვრე.იმით რომ არაფერი გააკეთო. ხოლო არაფერი იმიტომ უნდა გააკეთო,რომ ენერგია,რომელსაც ფლობ.ეშმაკმა არ მოიხმაროს.როდესაც შენ საბოოლოდ ამას შეძლებ.შენ დაინახავ იმას,რომ უზარმაზარი ძალის პატრონად იქცევი.შეგეძლება,სრულ სიბნელეში გააცოცხლო მთელი შენი მოგონება.რადგან ძალა,რომელიც ეშმაკს 2 დღის განმავლობაში უნდა აეწაპნა შენთვის.იგი მას აღარ მიუვა და შენს მიერ წარმოქმნილი აზრები განსაკუთრებულ ძალას შეიძენენ,რომლითაც შეძლებ სამყაროს შექმნას ! მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ,საკუთარ სიზმრებში საკუთარი თავის სრულად აღქმას. - ვერ გავიგე... უფრო სწორად გავიგე,მაგრამ არამგონია,რომ ასეთი რამ ჩემთვის საერთოდ შესაძლებელია. შენთვის ისიც შეუძლებელი იყო,რომ სიამოვნებების დაყოვნება დაგეწყო.შემდეგ მათი დროდადრო შეგნებული აღკვეთა განსაზღვრულ დროში.თავის დროზე შენთვის... შენი ამ სამყაროში არსებობაც შეუძლებელი იყო ! შეხედე და გაიხსენე რამდენი რამ იყო შეუძლებელი,რამდენი ხედვა.მაგრამ დღეს რას ხედავ ? - მძინარე ადამიანებით სავსე ენერგიების სამყაროს. აჰაა,ესეც მე ხომ არ ვარ ? ადრე შენთვის მატერია მხოლოდ მატერია იყო.ახლა კიდევ იცი,რომ ამ მატერიას საიდანღაც აქვს საწყისი და შენ მას სინათლის სამყაროს ეძახი. ტერმინები მეორე ხარისხოვანია.მთავარი ხედვაა. იმის დანახვაა მთვარი რაც ჩვენთვის სკოლებში და აღმზრდელებს არ უსწავლებიათ.რადგან თავისთავად მათ,მსგავსი ინტერესები არასდროს ამოძრავებდათ,ან თუ ამოძრავებდათ ვერ ყიდულობდნენ მთელ ამ ყველაფერს.რადგან ფულს რაც გააჩნდათ სხვარამეებში ხარჯავდნენ. - ანუ როდესაც მე სრული არაფრის კეთება შემეძლება,ამით რა... ზუსტად,სწორად მიხვდი ! შენ ძალას გამოიმუშავებ. - თავს ისე ვგრძნობ,რომ თითქოს ყველაფრის დაჯერება შემიძლია.გარდა იმისა,რომ ოდესმე საერთოდ შევძლო არაფრის კეთება. დაიწყე ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით.დღეში 1 საათით.შემდეგ განსაზღვრული დროში ეს დრო გააორმაგე.შემდეგ გაასამმაგე,შემდეგ შემდეგ... და ბოლოს შეძელი რომ დღეების განმავლობაში,შეგეძლოს ბრძოლა ! ბრძოლა ნამდვილი სიცოცხლისთვის. ეს კი იცოდე,როდესაც საკუთარ თავთან იბრძვი,შენ სინათლეს აგროვებ.სინათლეს რომელიც აუცილებელია სამყაროს შესაქმნელად. მთავარია დააჯერო შენი თავი ! რადგან ამ სამყაროს უკანასკნელობა და რეალურობათა რეალურობა,მათ დაგვაჯერეს.ახლა შენი მოქმედების ჯერია ! შენი სვლაა სიხარულო.გაუწიე წინააღმდეგობა ამ ჯოჯოხეთს და მას შემდეგ რაც შენ,შენი სამყაროს შექმნას შეძლებ,მერწმუნე ყველაფერი მხოლოდ მაშინ დაიწყება ! ხოლო აუცილებელი პირობა იმისათვის,რომ სამყაროს შექმნა შეძლო მსგავსად როგორც ჩვეულებრივი სამყაროს ხედვისას.აუცილებელია ჯერ პატარ პატარა რაღაცეებით დაიწყო.უპირველესყოვლისა შენ ძალა გჭირდება.ძალა რომელსაც ამიერიდან ასე ხელგაშლილი აღარ დახარჯავ.ხოლო პატარ პატარა ნაბიჯებში ვგულისხმობ,ჩვეულ,ფხიზელ მდგომარეობაში,საგნების,შენი ოთახის,მთელი შენი უბნის,ქალაქის,და ასე ვთქვათ შენს მიერ დანახული სამყაროს ვიზუალიზაციას. დაიწყე ეს,შენს წინ არსებული უმარტივესი საგნით. დახუჭე თვალები და გადაიტანე იგი შენს შინაგან სამყარო.შემდეგ გაახილე თვალი და კვლავ შეხედე.შეადარე ნამდვილი საგნის ფორმას,შეასწორე,იქამდე იმუშავე სანამ არ მიაღწევ იმას რომ,ზუსტად,მისი ასლის წარმოდგენა შეძლო. შემდეგ გამოიყენე ყველაფერი. ახლობლები,ცხოველები.ყველა საგანი.მთელი შენი სახლი.ქუჩა ! მთელი მისი ყოველი დეტალით. - გირწმუნე ! გირწმუნე და გაოგნებული ვარ. თავიდან ვერ ვახერხებდი საგნების ვიზუალიზაციას.ყურადღება გამირბოდა.მახინჯდებოდენ,ან საერთოდ იცვლებოდნენ.მაგრამ უდრეკი ხასიათისა და თვითიძულების წყალობით.მე შევძელი საკრისებურად გადამეტანა.თითქმის ყველა მარტივი თუ რთული საგანი ჩემი შინაგანი ხედვის წინაშე.შემდეგ ქუჩების შესწავლა და მათი დეტალებში ვიზუალიზაცია დავიწყე.შედეგი გასაოცარი იყო.როდესაც აღწერას,ვიზუალიზაციას ვამთავრებდი.ასე მეგონა,რომ სახლში,იქ სადაც ვიჯექი „ვბრუნდებოდი“ რადგან ჩემს ირგვლივ აღარაფერს ვგრძნობდი.მრავალი დღის შემდეგ,მე სიზმრებში სრული კონცენტრაციის უნარი გამოვიმუშავე და უკვე შემეძლო ყველაფერს დავკვირვებოდი რაც ხდებოდა და რასაც ვხედავდი. მრავალი თვის შემდეგ,მე შევძელი სრულიად არაფერი გამეკეთებინა.და ეს პატარ პატარა ნაბიჯებით დავიწყე.თავიდან 1 საათიც კი გაუსაძლისი იყო.ამიტომ მე მივხვდი,რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა და 5-5 წუთით დავიწყე.ყოველ ჯერზე ვგრძნობდი,რომ უფრო და უფრო ვძლიერდებოდი.რომ საკმარისი აღარ იყო მთელი ეს დრო.ქვა-ქვაზე დადებით საბოლოო ჯამში შევძელი მთელი დღეები,სრულიად უსარგებლოდ ჯდომა ! და მე სიხარულს ვგრძნობდი,მთელი ამ დროის განმავლობაში.რომ ყველაზე მაგარი რამ ამ სამყაროში რაც შემეძლო ეს სწორედ არაფრის კეთება იყო.მოკლედ აქაც დაუოკებელი ჟინის წყალობით,მე მივაღწიე იმ ხარისხს,რომ დღეების განმავლობაში,სრულიად არაფრის კეთება,სრულიად თავისუფლად შემეძლო და ჩემი აზრები,მართლაც ჩემს შინაგანს და რეალურ სამყაროს წარმოადგენდნენ.ეს ყველაზე უზენაესი გრძნობა,რაც მთელი ამ დროის განმავლობაში განვიცადე,ჩემი სხვა სხეული იყო - ეს რა არის ? ესაა ჩემი სული ? შესანიშნავია.უბრალოდ შესანიშნავია ! მხოლოდ ერთი რამ იცოდე.არ შეწყვიტო პირველი კიბის გამოკვება.როგორც კი ამას დაუშვებ,შენ გაგიჟდები ! შენში აზრები მთელ ქაოსს შექმნიან და დაიტანჯები.შენ ჩვეულებრივი შიზოფრენიკი გახდები ! გითხრა ჩვენი დიაგნოზი ? ჩვენი დიაგნოზი,შეგნებული,კონტროლირებადი-მართვადი შიზოფრენიაა ! იმის წყალობთ,რომ ყოფნის პრინციპებს დავეუფლეთ.გიჟებს,რომლებიც ვერაფერს აკონტროლებენ ეს ის არსებები არიან,რომლებიც მეორე-მესამე და მეოთხე საფეხურზე როგორღაც მოხვდნენ ! და გაიჭედნენ.ეს კი ეშმაკის ამალის დამსახურებაა ! შენ მანამ ვერ შეგეხება შავი ძალა,სანამ მხოლოდ სინათლესა და სიკეთის ძიებაში იქნები.როგორც კი სხვა ადამიანის ნების დათრგუნვის იდეა მოვა შენთან და შენ ამას გამოცდი...მაშინვე გეწვევიან დაუპატიჟებელი სტუმრები,რომელთა მოცილებაც ჩვეულებრივი ხერხებით შეუძლებელია ! ამიტომ ფრთხილად იყავი.არ დაუშვა დაცემა ! დაბლა ხშირად იყურე,ხშირად ! შეიძლება ისე შეუმჩნევლად დაიწყოს ვინმემ შენი პირველი კიბის ჩამონგრევა,რომ შენ ამაზე არც კი ფიქრობდე ! ხომ ხვდები რაზე გესაუბრები ? ვიცი,რომ ხვდები ! ამიტომ გამუდმებით ფხიზლად იყავი. ხოლო რაც შენს სხვა სხეულს შეეხება.ეს სხვა არაფერია თუ არა შენი განსაკუთრებული ძალის დახმარებით შექმნილი „სინათლის სხეული“ რომელიც ისევე რეალურია როგორც ფიზიკური სხეული ! მხოლოდ ერთი განსხვავებაა მათ შორის. - რა განსხვავებაა ეს ? ფიზიკური სხეული დიდი ლოდია,რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ მოსწყვეტს დედამიწას.შენი სინათლის სხეული კი ყოფიერების სხვა სფერეობიდან არის ნაშენები. - ეს რა სფერეობია ? ეს ის ადგილია,საიდანაც ჩვენ განვიცადეთ დაცემა ! შენს სინათლის სხეულს მხოლოდ იმიტომ აქვს შენი ფიზიკური სხეულის მსგავსი ფორმა,რომ გადახედვის დროს შენ მას ქმნიდი ! ხოლო როცა სამყაროს შექმნას შეუდექი,შენ შენი ფიზიკური სხეულის მსგავსი შეგრძნებებითა და მოქმედედების წყალობით მიეცი ეს ფორმა. - მაშინ რანი ვართ სინამდვილეში ? რანი ვართ სინამდვილეში ? - ხო,არ არსებობს პასუხი ? პასუხი ჩვენი იდუმალი წარმომავლობის შესახებ ერთია ! ჩვენ განუსაზღვრელნი ვართ. - ამის დაჯერება შეუძლებელია. ეს შენი საქმეა.დაიჯერებ თუ არა ამას.შეხედე ადამიანებს,ბანანის გამო როგორ ხოცავენ ერთმანეთს.ახლა კი შენს ხედვებს,შენს თავში მობზუილე აზრებს.სამყაროს აღქმის შინაგან ახალ მოდელს და შენს სრულ კონტროლს,შენს აზრებზე.შენს სიზმრებზე. რა არის შეუძლებელი ? და სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი ?! იგი არ არსებობს.რადგან ჩვენ ამ უდიდესი საიდუმლოს შიგნით ვართ ! რომელიც ყოველმხრივ განუსაზღვრელია. ხომ წარმოგიდგენია,იმ ძალის შვილები ვართ რომელმაც მოსეს აი რა უთხრა „მთელი ჩემი დიდებულებით რომ დაგენახო,ვერ გაუძლებ და მოკვდები ! - ო„ ახლა კი მოსეზე იფიქრე,ვინ იყო იგი.ჩვეულებრივი ადამიანი თუ... ? - თუუ...??? შენ რაც გინდა ის დაარქვი.ის არ იყო ადამიანი ! ყველამ,ვინც შემქმნელი იწამა ბიბლიის ისტორიაში,არავინ დარჩენილა ადამის მიმდევრად ! არავინ. ყველანი რაღაც სხვა არსებებად იქცნენ.ისინი განუსაზღვრელის ნაწილნი გახდნენ. - ჰოო,უაზრობაა განსაზღვრო განუსაზღვრელის ნაწილი ! სწორია ! ახლა კი მას შემდეგ რაც განსაკუთრებული ძალაა შენს ხელთ.ანუ შენ შენს შინაგან სამყაროს ფლობ... ახლა დროა,ისწავლო თუ როგორ ომოგზაურო ყოფიერების სხვა სფეროებში. - ეს რა სფეროებია ? ეს ამ განუსაზღვრელი ძალის,პაწაწინა წერტილებია,ასე ვთქვათ მის შიგნით.ჩვენი მთელი სამყარო,მისი უსასრულობით,რისი კვლევაც ჯოჯოხეთის მსახურთ,თავისი ინსტრუმენტებით ძალუძთ.ერთი ასეთი პაწაწინა წერტილია ! - ამდენად დიდია იგი ? რას ამბობ... ამიტომ ადიდებენ მას ! ის უბრალოდ მართლაც,რომ ღირსია დიდების !. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.