ნათელი წყვდიადი {სრულად}
ამბავი ,რომელიც 1996 წელს იწყება და მოგვითხრობს ერთი ოჯახის ისტორიას. მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რეალობასთან მიახლოებული გარემო არარეალური პერსონაჟებითა და მათი ცხოვრების გარკვეული პერიოდით. ვისურვებდი მეტად დახვეწილი გამოსულიყო, არ ვიცი რამდენად გადავაჭარბე ან შევზღუდე ამა თუ იმ გმირის ამბავი , ვიცი მხოლოდ ის ,რომ „ნათელი წყვდიადი“-ის წერის პროცესში, რომელმაც სამ თვეს გასტანა , გადამატანინა მართლაც რომ ბევრი ბნელი მომენტი და ახლა ,როცა ჩემს ცხოვრებაშიც გაჩნდნენ სხივები მომავალ დაბნელებამდე გთავაზობთ დასრულებულ ვარიანტს. იმედია კითხვის პროცესს სასიამოვნოდ გაატარებთ და თქვენს მეხსიერებაშიც დარჩება ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი „ნათელი წყვდიადი“ . ................ კოკისპირულად წვიმდა და ზამთრის უფერულ დღეს შავი ღრუბლებით ამუქებდა . მზე არსაიდან ჩანდა, ისე ბნელოდა თითქოს საათი უჩვენებდა არასწორ დროს და სინამდვილეში შუაღამე იდგა. დანგრეულ , ტალახიან გზაზე მიმავალი თეთრი „ვოლგა" ხმაურით ფარავდა მანძილს და მისთვის შემაბრკოლებელ მიზეზს არც ამინდი წარმოადგენდა და არც სიბნელე. ბეტონის ღობით გარშემორტყმული ტერიტორიის ჟანგიან რკინის ჭიშკართან გააჩერა მანქანა , ჩანთას ხელი დაავლო და გადასვლისთანავე ისე მიხურა კარი, რომ ეზოდან გამოსული უცნობი წყვილების ყურადღება მიიქცია. ზღურბლთან არავის შეუყოვნებია,როგორც ხშირ სტუმარს მარტივად ცნობდნენ და ბევრისთვის დახურულ სივრცეში ფორმალობების გარეშე უშვებდნენ. ქოლგა მთლიანად დასველდა, ტყავის შავი ჩექმა ტალახის მსხვილი წვეთებით დაესვარა, მის დახვეწილ იერს ჭუჭყი ნამდვილად არ უხდებოდა, მაგრამ ამაზეც არ ამახვილებდა ყურადღებას ,ქალის გრაციოზულობა ბრაზს ჩაეხშო . დაცარიელებულ დერეფანს ხის იატაკზე მძიმე ნაბიჯებით მიმავალი ახმაურებდა . ნესტის სუნი იდგა ჩაბნელებულ სივრცეში . ორივე მხარეს ჩამწკრივებულ კარებებს სხვადასხვა წარწერები ჰქონდა , არცერთი წაუკითხავს ისე შეაღო ყველაზე დიდი , თეთრი კარი და შენობის მთავარ კაბინეტში აღმოჩნდა. _მირა ანჩიბაძე სად არის _ ისე ჟღერდა დიდ ცარიელ სივრცეში ქალის ხმა , რომ ხის მასიურ მაგიდასთან , სავარძელში მჯდომ კაცს ტუჩთან მიტანილი არყით სავსე პატარა ჭიქა გაუშეშდა _ბავშვი სად არის _თამარა , იქნებ დამდოთ პატივი და გაითვალისწინოთ ჩემი სტატუსი . კარი იმისთვისაა დახურული , რომ _რომ უსაქმურად ყოფნის დროს მშვიდად მოახერხოთ არყის დღის დოზის მიღება? ფორმალური საუბარი თქვენთან არ უნდა დამეწყო, კანონის ენით დაგელაპარაკებით და ვფიქრობ ინსპექციას რომ გამოვგზავნი და ყველა დამალულ საქმეს ამოქექავენ გაყიდული ბავშვებიდან დაწყებული მითვისებული შემოწირულობებითა და ობლებისთვის განკუთვნილი საჭმლის ჩათვლით მერე დავაკაკუნებ ამ კარზე , მაგრამ შემოსულს აქ თქვენ აღარ დამხვდებით , ციხეში იქნებით იმათთან ერთად აქედან რომ გაგექცნენ ოდესღაც ...ვფიქრობ გაიხსენებენ ბავშვობის „ტკბილ"მოგონებებს _მაგიდას ხელებით დაეყრდნო და კაცის სქელმინიანი სათვალის მიღმა გამოჩენილ დამფრთხალ ცისფერ თვალებს თავისი მწვანეებით შეუტია _ რას ამბობდით , სად არის მირა ? _ეგ ბავშვი... თავიდანვე ვიცოდი, რომ პრობლემად გადამექცეოდა . ისეთი იყო , რომ მოიყვანეს და დავინახე ტანში გამცრა ... სხვაგან უნდა გამეშვა, მაგრამ ადგილები არსად იყო და დავიტოვე _სათვალე მოიხსნა , არყის ჭიქა უცებ დაცალა და დამანჭულ სახეზე გაჩენილი ცივი ოფლის წვეთები ხელით მოიშორა _ზღაპრების მოსასმენი დრო არ მაქვს _ყურადღება ვერ გაუფანტა ქალს _მოაკითხეს ... ზემოდან გასცეს ბრძანება და ბავშვი წაიყვანეს . მორჩა, მე არაფერი შემიძლია! არც იმ საბუთებს აქვს აზრი შენ რომ მოგიმზადე . სულ რომ ქმართან ერთად იყო მოსული აზრი არ აქვს ...მარტოხელას მითუმეტეს არავინ გაგატანდა. სულ რომ სისხლით ნათესავი იყო ისეთები ჩაერივნენ _ბავშვი ვის გაატანე...ვიღაც ყაჩაღს ? ავადმყოფს? მკვლელს? _არაფერი ვიცი . მოვიდა ყველა საბუთი წაიღო...მთელი პაპკა ამართვა . ბავშვს ხელში რაც ეჭირა ის წიგნი გაიყოლეს , სხვა არაფერი . აიყვანა და წავიდა _სახელი და გვარი მითხარი _არ ვიცი _მითხარი სანამ მთელს ჩემს ძალას გამოვიყენებ ! _მაგიდას გაშლილი ხელები დაარტყა და წელში გასწორდა _ შენი გოგო რუსეთში რომ გაგზავნე აქედან მოპარული ფულით ... მოსწონს მოსკოვი? ქალაქის გარეუბანში ბინა იაფია, მაგრამ 2 ოთახი , მეოთხე სართულზე ... მშვიდ უბანში. ისე არ გეშინია? 71 წლის ბაბუშკა დაიცავს შენს ნაფერებ გოგოს? _შენ საიდან ... შენ ოხ შე _სახელი და გვარი მჭირდება ! _ვაკო ... ასე ეძახის ყველა . თავიდანვე ასე მითხრეს ,რომ დამირეკეს ვაკო მოვა და გოგონას წაიყვანს . გოგონა სახელად მირა შენს ბავშვთა სახლში არ ყოფილაო _ვაკო ? სულ ესაა? _ვაკო ანუ ვახტანგ კორინთელი ... მე შემეშვით ორ ცეცხლსშუა დამწვით . თუ გგონიათ ჩემზე კარგი მოვა ამათთან ვინმე ძალიან ცდებით. პედოფები და სადისტები გირჩევნიათ მფლანგველებს ხომ? განა რა ფული უნდა ვიშოვო ამათგან ... ამ დაქცეულ დროში ვის სცალია ბოზ.ების მიგდებული ნაბიჭვრებისთვის . მე რომ ვზრუნავ მათზე თორემ _კაცი ბუტბუტებდა ქალი კი მას აღარ უსმენდა კარისკენ შებრუნდა და ისევე სწრაფად დატოვა ტერიტორია როგორც მივიდა. ცდილობდა კანონიერად ემოქმედა, უკანონო ქვეყანაში რატომ მოინდომა პატიოსნად თამაში ახლა ნანობდა, ნანობდა რომ თავიდანვე ბინძური წესებით არ ითამაშა . ბრაზი ახრჩობდა , ახალი განსაცდელის წინ საკუთარ თავს ადანაშაულებდა რაც ბრძოლის წაგების მთავარი მიზეზი გახდებოდა თუ დროულად არ მოეგებოდა გონს. _ვაკო ... რას გეუბნება ეს სახელი _ამჟამად ბიზნესმენია... შენ რა საქმე გაქვს კორინთელთან . მე მისი ადვოკატი ვარ და ახალი საქმე შეუთითხნეს რამე თუ რა ხდება. ამ ქვეყანაში თუ შენს სიტყვას წონა აქვს არ ნიშნავს რომ ქურდი და ყაჩაღი ხარ _როგორ დავუკავშირდე _მის ნახვას აპირებ? გამაგებინე რამე ჩაიდინა , საქმეშია ეჭვმიტანილი? მილიცია ვერ პოულობს? შენ რა შუაში ხარ _მომცემ მისამართს თუ არა _რა ხასიათზე ხარ... გეუბნები წადი დაისვენე, მოშორდი აქაურობას_თქო და არ მისმენ _ამოიხვნეშა და ფურცელზე წერა დაიწყო _სახლში თუ არ იქნება ე.ი კახეთშია წასული. ნუ გადაეკიდები , დამიჯერე შეუძლია მოგიგოს _საღამოს სახლში მიდი ... დედაშენი ნერვიულობს . იცის შენს საყვარელზე და რამე მოიფიქრე სანამ მიუვარდება _ჯანდაბა ... როგორ გაიგო _ ყველაფერი იცის...ყველგან ჰყავს ხალხი_ დაზეპირებული სიტყვები გაუმეორა მეგობარს და ამჯერად უცნობი მისამართისკენ გაემართა. ღამის წყვდიადი იკიდებდა ფეხს მანქანა სახლთან რომ გააჩერა. ყინავდა, ჩაბნელებულ ეზოში შებიჯებისთანავე სირბილით მომავალ ძაღლებს შეეფეთა და ადგილზე გაქვავდა. უკან გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც მშვიდად ელოდა ორ კბილებალესილ კავკასიურ ნაგაზს. იმხელები იყვნენ წამით იფიქრა შემჭამენო , მაგრამ მოახლოებულებს სიყვარულით დახვდა. ქალის ირგვლივ ღრენით დადიოდნენ , აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ ის კი ხმადაბლა წარმოთქმული საალერსო სიტყვებით ეფერებოდა და ადგილიდან არ იძვროდა. _ვიცი , რომ სახლში ხარ და გოგონასთან კონტაქტს ცდილობ. კარს თუ არ გამიღებ და არ მაჩვენებ მთელი ათწლეული რომ გამოკეტო სიტყვასაც არ გეტყვის ... მუნჯად იქცევა, ყრუდ და თავხედობის მწვერვალზე ავა _ხმამაღლა ლაპარაკობდა, დარწმუნებული იყო კაცი გაიგებდა - გაეცინა ძაღლი ფეხებთან რომ დაუწვა დაიხარა და თავზე გადაუსვა ხელი, მეორეც არ დატოვა უყურადღებოდ _სტუმრობა თანაც დაუპატიჟებელი , ღამით დიდად კულტურული ჟესტი არ არის ... ქალბატონო _კარში მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მისი ბოხი ხმა ისე ჟღერდა ქალს ცივმა ტალღამ დაუარა _ქართველებს სტუმართმოყვარეობა სისხლში გვაქვს... თქვენ ქართველი არ ხართ თუ სისხლი გაქვთ გაყინული _მიპატიჟების გარეშე დაიძრა და კარში გახერგილი კაცის წინ დადგა. წამსვე იგრძნო ხის სუნი , ხის და ცეცხლის . სახლში ბუხარი ენთო და მისი სინათლე გარეთაც ირეკლებოდა _იქ სადაც არ გელიან და შენი ნახვა არ უხარიათ სჯობს არ მიხვიდე , პატარა ქალო _უინტელექტობა ზორბა კაცებს პატარებად აქცევთ ... თქვენ ლილიპუტად აპირებთ გარდაქმნას თუ შემომიშვებთ -ქალის მწვანეები ანათებდა წყვდიადს _ჩემს სახლში შემოსვლის მსურველი ბევრი ქალი მინახავს , მაგრამ მსგავსად მონდომებული პირველი ხართ _თქვენ არ მინდიხართ და ამიტომ ... მირაა ძვირფასოო მე მოვედი _ მოთმინება ისედაც ამოწურული ჰქონდა საიმისოდ,რომ კორინთელთან დებატები გაეგრძელებინა ამიტომაც სახლში შეიჭრა _ მირაა მე აქ ვარ , ჩემი გესმის? _ცეცხლის ნათებას მიჰყვა და იპოვნა კიდეც მისაღები ოთახი. სწრაფად ათვალიერებდა ყველაფერს და უკან ადევნებულ კაცს აიგნორებდა _ მე მომენატრე, შენ არა?შენი საყვარელი წიგნი წამოვიღე , კითხვა გავაგრძლოთ _ უკვე ფიქრობდა , რომ ბავშვი იქ არ იყო და ხმაც უსუსტდდებოდა , ცოტაც და სასოწარკვეთილებისგან მუხლებმოკვეთილი ხალიჩაზე ჩაიკეცებოდა _ თამარა ... ის არავისთან კონტაქტობს _გაოცებაც ვერ მოასწრო, კაცმა მისი სახელი იცოდა და ესეც არ ადარდებდა მთავარი კარის გაღების ხმა იყო. სახელურის დაწევა, კარის ჭრიალი და გიშრისფერთვალება მირა ,რომელიც სირბილით გაიქცა ქალისაკენ. _ჩემო ყვავილო ... ჩემო სუნთქვავ _ ხალიჩაზე დაჩოქილი ეხვეოდა პატარა გოგონას. ისიც თავისი სუსტი ხელებით ეკვროდა ტანზე საყვარელ ქალს. მის ყელში ჩამალა სახე, სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და მერე სახეზე მოეფერა _მიპოვნეე-აწყილიანებული ჰქონდა თვალები , ბედნიერების კვალი დასტყობოდა გოგონას _ხომ გითხარი არასდროს დაგკარგავ_თქო _თითები დაუკოცნა და მერე ერთიანად შეათვალიერა _შენ იტირე ? როგორი ფერმკრთალი ხარ... არაფერი ჭამე ხომ? _ბავშვმა თვალით უკან მდგომ კაცზე ანიშნა და თამარამაც იქეთ გაიხედა _ ამ სახლში რაიმე არის რისი ჭამაც შეიძლება? _ ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე მდგომ ვაზაში ჩალაგებულ ხილს შეხედა. _ახლავე... მირა თუ ივახშმებს _გაოცებული იყო, მაგრამ ცდილობდა დაეფარა. მზერა ძლივს მოაშორა ქალს, რომელსაც ბავშვი მაგიდისკენ მიჰყავდა . სკამი გამოსწია და კომფორტულად დასვა გოგონა. კაცს არ იმჩნევდა სანამ თეფში არ გაუვსო_პატარავ შენ ივახშმე მე კი მასთან ვისაუბრებ, ხომ? _ ჩუმად უთხრა, ლოყაზე აკოცა და თანხმობის მიღებისთანავე წამოდგა _სად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ? _ის ნამდვილად ჭამს? _ბავშვს უყურებდა და შემდეგ ქალს დახედა _აქეთ მობრძანდით ლამფით ხელში მიიკვლევდა გზას მეორე სართულზე, სანამ კარი გააღო და კაბინეტში შევიდა . მაღალ შანდლებში მოთავსებული სანთლები აანთო და მთელი ოთახი განათდდა _ მითხრეს მირასთან თქვენი კავშირის შესახებ , მაგრამ _ვერავინ გეტყოდათ იმას რაც ჩვენს შორისაა... ის ჩემი ქალიშვილია და თქვენ მას ვერ წამართმევთ _იმ ყალბ დოკუმენტებზე მეუბნებით შალვამ რომ დაამზადა და ფულის სანაცვლოდ მოგყიდათ ბავშვი? რატომ აქამდე არ წაიყვანეთ... დასვენების დროს იხანგრძლივებდით? _არ მესმის რაზე საუბრობთ. ნახეთ როგორი კავშირი გვაქვს მე და მირას. ის თქვენთან ვერ დარჩება... ვწუხვარ თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს შვილები არ გყავთ . ყველაფერი ღვთის ნებაა , შეგიძლიათ სხვა ბავშვი იშვილოთ ნამდვილად დიდებული იქნება , მაგრამ მირა აქ არ დარჩება _ძალიან არ მინდა თქვენთან კამათი... კანონის ძალას ხომ აღიარებთ _მაგიდასთან მივიდა , ჩაკეტილი უჯრა გახსნა და დოკუმენტები მიაწოდა . ქალი სუნთქვაშეკრული უყურებდა ყალბ დაბადების მოწმობას , რომელშიც მამის სახელი გარკვევით ეწერა ვახტანგ კორინთელი _ დედაქალაქში დიდი ხნით დარჩენას არ ვგეგმავ . მაქსიმუმ ერთი თვე გაგრძელდეს ჩემი საქმეები ... ამ დროის განმავლობაში ჩემი გოგონას ნახვის უფლებას მოგცემთ _ თქვენ მომცემთ უფლებას მე ... ამ დოკუმენტების გაყალბება როგორ მოახერხეთ. მისი ნამდვილი დაბადების მოწმობა სად წაიღეთ .ბავშვის იდენტობის გაქრობის უფლება არ გაქვთ ... მისმა მშობლებმა ყველაფერი თან გამოატანეს. სიცოცხლის ფასად დაუჯდათ გოგონას გადარჩენა და მისთვის იდენტობის შენარჩუნება . თქვენ კი _ისევ არ მესმის რაზე საუბრობთ ... გვიანია . შეგიძლიათ ბავშვს დაემშვიდობოთ და წაბრძანდეთ _ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ ! _მითხრეს ორი წელია საქართველოშიაო ... კიდევ ვერ იაზრებთ სად მოხვდით , ხომ? მოსამართლე გინდათ გახდეთ რეალობის აღქმის ამ უნარით ? მგონი გამოცდების ჩაბარებასაც ვერ მოახერხებთ _მემუქრებით? _როგორ გეკადრებათ ... ქალებთან მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთობები მაქვს . პატივისცემით სავსე ვარ , პატარა ქალბატონო _კიდევ ერთხელ მომმართავთ მსგავსი ტონითა და სიტყვებით _აშკარად გაღიზიანებული ხართ... უნდა დამშვიდდეთ. ბავშვების აყვანის ნაცვლად იმკურნალეთ, განწყობა აიმაღლეთ, ქმარი იპოვნეთ და თქვენს ცხოვრებას მიხედეთ _რა სითავხედეა... აშკარად სჯობს თქვენს მეუღლეს ვესაუბრო . ქალბატონი ცირა სახლში იმყოფება .? _ყალბ დაბადების მოწმობაში ამოკითხული სახელი გაიხსენა, მაგრამ უშედეგოდ _ვერ გაესაუბრებით... სამწუხაროდ გარდაცვლილია და თქვენ თუ ზებუნებრივ ნიჭს არ ფლობთ _როგორ ცოლი არ გყავთ და გარდაცვლილი ქალის სახელი ჩაწერეთ ? ყველაფერი ცხადზე ცხადია ... პედოფილი ხართ ხომ ? _ნამდვილად არასწორად აირჩიეთ პროფესია ... _კოლოფიდან ამოღებული სიგარეტის ღერი ტუჩთან გააჩერა და ისევ მისკენ შებრუნდა _საიდან მოიტანეთ ეს სისულელე _თქვენნაირი კაცები ბიჭებზე გიჟდებით... მემკვიდრე გჭირდებათ ,გვარის გამგრძელებელი .ბიჭს წამოიყვანდით და არა გოგონას _საშინლად ვბრაზობ, მაგრამ თქვენი მომხიბვლელობის გამო თავს შევიკავებ. გეტყვით, რომ მირას ჩემთან საფრთხე არ ემუქრება , მისი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ _ცარიელი სიტყვები და სხვა არაფერი ... ლაპარაკის გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ. სასამართლოში შევხვდებით _კარგით, შეიტანეთ საჩივარი და დაიმცირეთ თავი მომავალი კოლეგების წინაშე. მე მოწმეებად მოვიყვან გინეკოლოგს, რომელმაც ჩემი ცოლი ამშობიარა , ბავშვის აღმზრდელებს ჩვილობისას რომ უვლიდნენ , რამდენიმე ნათესავსა და მეზობელს მის დაბადებას რომ გვილოცავდნენ. ადამიანებს რომლებიც იტყვიან რომ მირა დედის ასლია, იტირებენ და შევებრალები... ცოლის სახსოვრად დატოვებულ ერთადერთ ნუგეშს მარტოხელა, კარიერისტკა ქალს , ჩვენს საზოგადოებაში მარტივად რომ შეულახავენ ერთი ჭორით რეპუტაციას და ჩემს შვილთან ახლოს მიკარების უფლებასაც არ მოგცემენ_კაცი იმდენად ახლოს იყო ქალს საერთოდ წაართვა შეტევის განხორციელების უნარი. ბოლო დარტყმით ომი მოიგო _ბავშვთა სახლის თანამშრომლები დამავიწყდა _ყველას ვერ მოისყიდით _ზუსტად იცით , რომ პასუხი დადებითია. კარგად იცნობთ იქაურ სიტუაციას . ნუ გამაბრაზებთ , გთხოვთ თორემ თქვენი გარყვნილი ცხოვრების შესახებაც გავრცელდება ჭორდები სასამართლოს კედლებში და იქ შესასვლელ კარს ჩაგიკეტავენ . ბრბოს ჩავაქოლინებ თქვენს ცოდნით სავსე თავს _კაცის თვალები ისე ელავდნენ სუნთქვა შეუკრეს ქალს . პირველად ხედავდა მსგავს საძაგელ არსებას რომლის წინააღმდეგაც იმ მომენტში არაფერი ჰქონდა ის კი ზედმეტად ბევრ ინფორმაციას ფლობდა და ყველა ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. -თქვენ მირას არ იცნობთ ... მას ტყვედ ვერ აქცევთ ! სხვა არაფერი უთქვამს . ბავშვს დამშვიდობებამდე წიგნი მისცა, მოეხვია , წასვლამდე რაღაც უთხრა და თვალებამღვრეული დატოვა უცხო სახლის ჭირვეულ სტუმრად. -აღმოჩნდა,რომ საუბარი იცი... ისევ ჩუმად ყოფნას აპირებ თუ ვილაპარაკოთ - საძინებლისკენ მიმავალს უკან მიჰყვა. სიბნელის მიუხედავად მშვიდად განაგრძობდა გზას მკერდზე მიხუტებულ წიგნს ხელს არ უშვებდა და განგებ მძიმედ , ხმაურით აბიჯებდა პატარა ფეხებს . კაცს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან , საოცარ სითბოს გრძნობდა ამ ერთიციდა გოგოს მიმართ- მარტო დაიძინებ? არ შეგეშინდება? შუქი დღეს არ მოვა, წვიმს და ამ დროს არასდროს ირთვება . ჭექა-ქუხილისაც არ გეშინია? ამდენად მამაცი გოგონა ხარ? -მაგათი რომ არ გეშინია მამაცი კი არა ჭკვიანი ხარ - ჩუმად თქვა, შეკრული წარბებიდან ამოხედა და არეული ნაწნავები ზურგს უკან გადაიყარა. მაღალ ფეხებზე მდგომ ტახტზე დაჯდა , ფეხსაცმელი მოიშორა და მერე საბანი გადაკეცა -უნდა ჩავიცვა - საწოლზე დადებულ თბილ პიჟამაზე ანიშნა -დახმარება არ გჭირდება? -იცი რამდენი წლის ვარ? -ცხრა წლის -შენ ცხრა წლის რომ იყავი სხვები გაცმევდნენ? დედიკოს ბიჭი იყავი? - ისე უყურებდა აღარ იცოდა რა უნდა ეპასუხა -დედიკოს ჩემს გარდა კიდევ ჰყავდა შვილები ... ორნი ჩემზე პატარები იყვნენ და მათზე ზრუნავდა ამიტომაც მე ყველაფერს თავად ვაკეთებდი , მაგრამ ზედმეტ ყურადღებას თუ გამოიჩენდნენ სიამოვნებით მივიღებდი. ჩემი უმცროსი დები ნამდვილი ნებიერები იყვნენ ... შენ არ გინდა პრინცესული ცხოვრება? -გინდა ტუტუცი და თავხედი ბავშვი გამზარდო? მე პრინცესა ხომ არ ვარ ... საქართველოში დედოფლები აღარ არიან თანაც ისინი ბაგრატიონები იყვნენ - საწოლზე დადგა და ხტუნვა დაიწყო- რბილია ...მომწონს -აქედან წავალთ, მაგრამ იქ უფრო დიდ ოთახს მოგიმზადებ ... ეზოც დიდია -სოფელში უნდა ვიცხოვროთ? არ შებრუნდები? -აი შევბრუნდი ... - სკამზე დაჯდა და გაღიმებული უსმენდა ტანსაცმლის შრიალს - იქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი... მეზობლად ბევრი ბავშვები გვყავს. გვერდით სახლებში ჩემი ძმები ოჯახებია... -თავს მაინც ვერ მომაწონებ -რატომ არ მოგწონვარ...მიზეზი გააქვს? -თამარასთან დამაშორე ის კი ჩემი გულის ნაწილია -ასე ძალიან რატომ გიყვარს ... რა აქვს თამარას ასეთი -დედას ჰგავს , რომ მეხუტება ისე ძალიან აღარ მენატრბა - ზურგით იჯდა, ესმოდა ცრემლებით სავსე ,წვრილი ხმა და წამით არ ეჯერა რომ ეს ხმა იმ პატარა სხეულიდან მოდიოდა -თამარა ერთადერთია? გგონია ვერავინ დაემსგავსება დედას?-შებრუნებულს ბავშვი უკვე საბნის ქვეშ შემძვრალი დაუხვდა, ბალიშს ასწორებდა და უზარმაზარ საწოლში კიდევ უფრო პატარა ჩანდა -შენთან არ დავრჩები ... მე მხოლოდ თამარა მინდა . მნიშვნელობა არ აქვს კარგი ხარ თუ ცუდი -შანსს არ მომცემ? -მეძინება ...ლამფა დამიტოვე მე ჩავაქრობ -დამიძახე რამე თუ დაგჭირდება -არაფერი მჭირდება ქალის დატოვებულ წიგნს დაჰყურებდა, ფურცლავდა და გვერდებს აკვირდებოდა შემდეგ საყვარელი ადგილი იპოვნა და კითხვა დაიწყო. მეორეც ჰქონდა, ალბათ ისიც თამარასგან სახსოვრად და წამოსვლის მომენტიდან მხოლოდ მას არ უშვებდა ხელს. გარეთ საშინლად წვიმდა, ჭექა ქუხილის ხმა ნებისმიერს დააფრთხობდა . კაცი ოთახს არ მოშორებია , კარის ზედა ნაწილში დაბურული მინა იყო საიდანაც ხედავდა სინათლეს , რაც იმას ნიშნავდა რომ გოგონას ჯერ კიდევ არ ეძინა. საძინებელში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა რაც სრულმა სიბნელემ დაისადგურა. საბანი გაუსწორა, თავზე აკოცა და დამშვიდებულმა გადაინაცვლა თავის საძინებელში. .............. -სულ ჩუმადაა . მთელი დღეა ოთახიდან არც გამოსულა . ცოტა საჭმელი ჭამა , ისიც მხოლოდ შემწვარი კარტოფილი ... ასე მუნჯივით რანაირად ჩერდება ეს ნამცეცა ბავშვი . რა ნებისყოფა აქვს ასეთი-ახალგაზრდა ქალი გაოგნებული საუბრობდა -ასე გამოხატავს პროტესტს . მამას ჰგავს- ჩუმად თქვა და გოგონას საძინებლისკენ დაიძრა. კარზე დააკაკუნა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა- შეიძლება ? - პასუხი არ მიუღია . გოგონა ფანჯრის რაფაზე იჯდა , ქუჩას გაჰყურებდა -ვინმეს ელოდები? თოვლი გიყვარს? ფიფქებს ელოდები? მე მაქვს ერთი სახლი მთაში, იქ ახლა დიდი თოვლია ... გავიგებ როდის გახსნიან გზებს და აგიყვან, გინდა? უზარმაზარ თოვლის კაცს გაგიკეთებ -ლაპარაკობდა, მაგრამ გოგონა არც კი უყურებდა - გუშინ მელაპარაკე და დღეს რატომ აღარაფერს მეუბნები? თამარა უნდა ნახო ისევ რომ დამეკონტაქტო? მე ვუთხარი,რომ შეეძლო მოენახულებინე. მას ელოდები? უკვე გვიანია ის კი ჯერ არ მოსულა. -მოვა ! -რომ არ მოვიდეს ? გაუბრაზდები? -ბევრს მუშაობს, მნიშნელოვანი საქმეები აქვს და როგორც კი დაასრულებს მოვა. თავის ოცნებებს სულ ისრულებს მე კი მისი ოცნება ვარ - ფანჯარას თავით მიეყრდნო, მუხლები მკერდთან მიიტანა და ხელები წვივებს შემოხვია . მეტს არაფერს ეტყოდა ,ეს იყო მთელი ინფორმაცია რაც იმ დღისთვის გაიმეტა -თოჯინა მოგიტანე ... თავისი საწოვარა აქვს და ტირის . კიდევ თვალებს ხუჭავს რომ დააწვენ - ყუთიდან ამოიყვანა და ყურადღების დაბრუნება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა -ჩემს ბავშვობაში სათამაშოებს ხისგან გვითლიდა მამა...მერე რუსეთიდან მანქანები ჩამოგვიყვანა. უკვე იმხელა ვიყავი ნამდვილ მანქანას ვატარებდი,მაგრამ ის პატარა რკინის სათამაშო რაღაცნაირად გამიხარდა. ცხენების გამოთლა მეც ვიცი... კიდევ ბაჭიების . ჩემს დებს დათუნიები მოსწონდათ და კიდევ შველი ... ერთხელ ისეთი უშნო გამომივიდა ისე შეეშინდა ტირილი მორთო ,ძლივს გააჩერა დედამ -ცხენის კუდს როგორ აკეთებდი... შენს დას ნაწნავს ჭრიდი? -არაა, ნაწნავს როგორ მოვჭრიდი მერე ხომ იტირებდა ... მე კი ჩემს ქალებს არასდროს ვატირებ -გიყვარს ვინმე გოგო? - ამ კითხვას არ ელოდა . უკვე ხედავდნენ ჩიხში შემოსულ ნაცნობ მანქანას - ისე ცოლად რომ შეირთო -არა ... ასეთი არავინ მყავს, მაგრამ სახლში დედაჩემი, ჩემი და , რძალები -თამარას ცოლად თუ შეირთავ არც შენ გამიშვებ და ისიც ჩემთან იქნება - სულ სხვა რამეზე ფიქრობდა ბავშვმა მზერა რომ გაუსწორა -მას მხოლოდ სიყვარული სჭირდება ის კი საოცარია -პატარავ ... მესმის ძალიან გინდა მასთან ყოფნა. მე ყველანაირად ვეცდები ქალაქში მალე გადმოვიდეთ... აქ სიტუაცია დალაგდება . ახლა ყველაფერი არეულია და სჯობს იმ ადამიანების გარემოცვაში ვიყოთ ვისაც ვენდობით -თამარა რომ სულ მარტოა? არც დედა ჰყავს, არც მამა და არც და-ძმები . მხოლოდ ნაცნობები ჰყავს , არავის ენდობა ... საფრანგეთში სწავლობდა აქ დაბრუნდა და ვერ ხვდება რა ცუდია აქაურობა -შენ მასზე ღელავ? - აღარ იცოდა როგორ დამალა ამ პატარა ბავშვის მიერ გამოწვეული აღფრთოვანება -შენ ხომ კარგი კაცი ხარ - აშკარად თავისი ფიქრები ჰქონდა და არ უხვევდა გზიდან - შენი ნდობა ხომ შეიძლება -რა თქმა უნდა, შეგიძლია ... შენს გამო მოვკვდები - თავზე გადაუსვა ხელი და პატარა თითებზე აკოცა - შენ არაფერზე იდარდო , უბედნიერესი გოგო იქნები -და თამარა? - ქალი უკვე ეზოში მოაბიჯებდა. ერთი შეხედვით ძლიერი, თავდაჯერებული და შეუპოვარი იყო ,მაგრამ სინამდვილეში ზღვარზე გადიოდა . ომში მარტოდ დარჩენილ მებრძოლს ჰგავდა , ბოლომდე იბრძოლებდა,მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დაცემულიყო ისე რომ საყრდენად არავინ ეგულებოდა -მშიერი იქნება ... ერთად ვივახშმოთ . მოგეწონა?-წარბები ასწია თოჯინის დანახვისას -ვნახოთ -პატარა ეშმაკუნავ - ბედნიერი იყო გოგონასთან დაახლოებით თუნდაც მისი თამაშის მონაწილე გამხდარიყო. ჰყვებოდა ისე თითქოს ვერ ხვდებოდა მის პატარა თავში დატრიალებული ფიქრების სამიზნეს. შორიდან ადევნებდა თვალს დივანზე მსხდომებს. გოგონა ყველაფერს უყვებოდა , სიტყვას არ ტოვებდა მიღებული ინფორმაციიდან და თოჯინასაც ისე ახასიათებდა თითქოს ძალიან იყო აღფრთოვანებული. თამარა გამუდმებით უღიმოდა, ეფერებოდა , ხელს არ უშვებდა და საერთოდ არ ჰგავდა იმ ქალს ეზოში რკინის ნიღბით რომ მიაბიჯებდა . ყურადღებით უსმენდა გოგონას ნაამბობს, კომენტარს არ აკეთებდა ბოლო მომენტამდე სანამ სუფრასთან არ მიიწვია -ვაკოსთან ერთად ვივახშმოთ ჩვენც... მშია ძალიან. შენც სამსახურიდან მოდიხარ,ხომ? -როგორც ვხედავ ბატონმა კორინთელმა შენი გული მოიგო ... მასთან შეჩვევა ორ დღეში მოახერხე ,იმაზე მარტივად დაუმეგობრდი ვიდრე მე და მგონი ზედმეტი ვარ . დაგტოვებ შენს ვაკოსთან და თოჯინასთან ერთად,რომელიც აქამდე საერთოდ არ მოგწონდა -ნუ ემუქრები...უბრალოდ ვახშამზე დაგვეწვიე . შენ გელოდა და გეყოს ბავშვთან პაექრობა- ჩუმად უთხრა და ხელისგული ზურგზე მიაბჯინა . შავი პიჯაკი , თეთრი ზედა და ყელზე ლამაზად შეკრული შარფი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. თმა მაღლა ჰქონდა აწეული , საყურის მწვანე თვალი შარფზე გამოსახული ყვავილების მსგავსად ანათებდა . მუხლზე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საქმიანი ქალის იმიჯს უსვამდა ხაზს. უცხო იყო, არ ჰგავდა მისი ასაკის არცერთ ქალს, არავის ვინც კი მანამდე ენახა კორინთელს. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, პატარა გოგონას შეთავაზება გაახსენდა და სუფრასთან გვერდი-გვერდ მსხდომებს შეხედა. ერთმანეთს საოცრად მიამსგავსა, ორივეს შინაგანი კულტურა ჰქონდა ის რაც არ ისწავლება , არცერთი მუშაობდა ამ საკითხზე ასე ბუნებრივად იყვნენ გამორჩეულები. -როგორ მოახერხე მისი გადაბირება...ყველაფერს აკეთებ რომ მომიშორო ხომ?- როგორც კი დრო იხელთა მაშინვე შეტევაზე გადავიდა. -ჩემ ქალიშვილთან ცუდი ურთიერთობა ხომ არ მექნება...რაში მჭირდება თქვენს მოშორებაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა - ბუხრის წინ სავარძელში იჯდა და თეთრ ღვინოს მშვიდად აგემოვნებდა - არ შემოგთავაზეთ, საჭესთან ხართ მაინც ... „ვოლგა „ ქალისთვის რთული სამართავია და პლიუს ნასვამი, სახიფათოა -ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ გსმენიათ პირველყოფილებს? -ახალი კანონმდებლობა არ მოხვედრილა ჩემს ხელში... ბევრი საინტერესო კანონი მიიღეს? თუ ჯერ თავადაც ვერ გაგირკვევიათ. როგორაა ? დავაღწიეთ თავი რუსეთის კლანჭებს ? -საქართველო დღეის მონაცემებით დემოკრატიული სახელმწიფოა, გვყავს პრეზიდენტი ,რომელსაც სხვათაშორის პირადად ვიცნობ და გვაქვს კონსტიტუაცია , რომელიც ზეპირად ვისწავლე ... ვიცი კიდევ დაიხვეწება. მჯერა 10-15 წლის შემდეგ სრულიად სხვა სახელმწიფოში გავიღვიძებ სადაც არავინ აიღებს ქრთამს, არ გაიყიდება სამართალი , მკვლელები და ყაჩაღები თავისუფლად არ ივლიან ქუჩებში... სხვის ბავშვებს უკანონოდ არ გაასაღებენ თავისად და მოევლება ყველა სექტორს, მათ შორის ბიზნესსაც. ჩვენ ევროპის ჭეშმარიტი ნაწილი ვიყავით ყოველთვის და მალე მსოფლიო გაიგებს ამას . მე კი მშვიდად გავიღვიძებ მაგ ქვეყანაში ,მაგრამ შენ და შენნაირები საკნის გისოსებიდან დაინახავთ ცის ნაგლეჯს - არც ამოუსუნთქავს ისე უთხრა, ხმა და გამომეტყველება არ შესცვლია მხოლოდ წარბების მოძრაობით შეამჩნევდით მის ემოციებს. ჭიქა რომ გაავსო და ღვინო დალია კორინთელმა ღიმილი სიცილად აქცია - გემრიელია, მეეჭვება საზღვრებს გარეთაც ასეთი ნატურალური პროდუქტი გაგქონდეთ . სპირტს ასაღებთ ქართულ ღვინოდ, რუსების აგორებული დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. არადა შეგვიძლია ფრანგული ღვინის გვერდით ამაყად განვათავსოთ ჩვენი -ჩემს მარანში ყოველთვის ნამდვილი ღვინოა ... არც არაყი და კონიაკია საწამლავი ! - გაბრაზდა , ცილისწამებამ თვალებში ცეცხლი დაუნთო -და მამათქვენი რატომ დაიჭირეს თუ საწამლავს არ ამზადებდით ? კარგად არ მახსოვს, ზუსტად თქვენს მაგ ბიზნესში იყო პრობლმები...ისე რა საინტერესოა მხედრიონი როგორ არ შეგეხოთ. უიიჰ,გამახსენდა შენი ოჯახის მეგობრები არიან. სხვათაშორის რამდენიმე მათგანის სასამართლო დღეს იყო. იოსელიანი რომ გსტუმრობდათ ალბათ ნატურალური ღვინითა და ჩურჩხელებით მას უმასპინძლდებოდით. როგორაა ახლა , იარაღით ვაჭრობაც თქვენი ოჯახის ბიზნესია თუ ისე უბრალოდ კოლექციონერები ხართ. სხვათაშორის სულ მალე ყველა არაღის გაფორმება საჭირო გახდება, თორემ ჩამოგართმევენ და შესაძლოა დაგიჭირონ კიდეც უკანონო გამოყენებისთვის -ინფორმაციებს რომ იძიებდით სჯობდა ქრთამისტი ძაღლების ნაცვლად ვინმე სხვასთან გაგერკვიათ. ჩემს დასაშანტაჯებლად არ გამოგადგებათ, არც მაგ სატყუარას დავიჭერ ... რამე უფრო გემრიელი უნდა შემომთავაზოთ რომ წამოვეგო - უნდა გაბრაზებულიყო,მაგრამ ამის ნაცვლად მოსწონდა ქალის მონდომება. -სასამართლოში,რომ შევხვდებით იცოდეთ ყალბი მოწმეებით თამაში მეც შემიძლია. ჩემს რეპუტაციას თუ შეეხებით მეც მოვიყვან გოგონებს, თქვენს მიერ „ შეცდენილებს“ იქნებ გაუპატიურებულებსაც, შესაძლოა რამდენიმე უკანონო, მიტოვებული ბავშვიც გამოგიჩნდეთ, ფეხმძიმეების პოვნაც შემიძლია და ისე არ მოხდეს სასამართლოს დასასრულს მირა ჩემთან წამოვიდეს და სხვისი ბავშვებისთვის მოგიხდეთ ალიმენტების გაგზავნა. ვნახოთ ვისი აჯობებს -აი მესმის კანონდამცველიც... -თუ კანონს საკმარისი ძალა არ აქვს და აყალბებენ ისე უნდა ითამაშო,რომ სამართალი აღასრულო . მირა ჩემი სულის ნაწილია და არ დავუშვებ ვინმემ რაიმე მიზნით -მირას მამა ჩემს თვალწინ დაიღუპა- უცებ მიახალა და ფეხზე მდგომ ქალის წინ ანთებული თვალებით დადგა. სახლში სიჩუმე იყო და ხმას ვერ აუწევდა თორემ სიამოვნებით იღრიალებდა სიმართლეს, რომელიც გაანდო თითქმის უცნობ ქალს-იმ მიწაზე სიცოცხლის ფასად რომ დაიცვა და მაინც არაფერი გამოვიდა. შენი საცოდავი კანონები, ხელისუფლება, დემოკრატია ფარსია ... ბლეფიაა თოჯინა , ბლეფიი. ჩვენ ჩვენი სისხლით მოვრწყეთ ის მიწა, დედებს შვილები თვალწინ დაუნაწევრეს, ქმრები ცოლების წაბილწულ სხეულებს ზემოდან ღორებივით დააკლეს, ბავშვებს ოჯახები ამოუწყვიტეს... ცოცხლად დარჩენილებმა გადარჩენის ინსტიქტი ჩართეს , დატოვეს ყველაფერი და უარაფროთ დარჩენილები იმ შენი სახელმწიფოს იმედად გამოიქცნენ. მე ძალიან მეეჭვება შენს პრეზიდენტს ჰქონდეს ხაზინაში საკმარისი ფული ამდენი ცოცხალი-მკვდრის ცხოვრებაში დასაბრუნებლად. მირა ჩემი ომის მეგობრის ნაწილია, ის პატარა გოგონა სიკვდილზე გამარჯვებაა ჩემთვის და აღარ გაბედო, აღარასდროს დამაბრალო რომ მას მე რაიმე მიზნით ვიყენებ იმიტომ რომ ისაა ერთადერთი ვისაც მთელი ჩემი ცხოვრებით თამაშის უფლებას მივცემ, თუ მოისურვებს! - ხმადაბლა საუბრობდა, ყელზე გამობერილი სისხლძარღვები თავშეკავების ხარისხს აჩვენებდა. ხელს ჯერ ქალის წინ ამოძრავებდა, ემოციებს ასე უმკლავდებოდა შემდეგ კი გაოგნებულს შოკიდან გამოსვლაც არ დააცადა ისე მიიზიდა თავისკენ და ტუჩებზე ვნებააშლილი დაეწაფა. -ქადები და ატმის კომპოტი მომააქვს ... გავსინჯე და ძაალიან გემრიელია - ბავშვის ხმა სამზარეულოდან გაიგეს. ცოტაც და ოთახში გამოჩნდა ის რომ არა არცერთი აპირებდა მანძილის გაზრდას მერე კი პირველი გაბრუებული ქალი გახტა გვერდით . მთელი სახე პატარა ბავშვივით ჰქონდა აწითლებული, მზეში სირბილის შემდეგ რომ აქვთ ხოლმე . ხელისგულები კაბაზე დაისვა და ტუჩები ერთმანეთს მიაბჯინა. გულისცემა ისეთი აჩქარებული ჰქონდა სმენაც კი დაეხშო. გოგონა უკვე წვენს სთავაზობდა, ჭიქა სწრაფად გამოართვა და სულმოუთქმელად დაცალა. უკან რომ მიიხედა ვაკო სავარძელში იჯდა , ქადას აგემოვნებდა, თვალებით იცინოდა და მზერას წამითაც არ აშორებდა -მოგეწონა ხომ? შენ რომ მომიტანე მთლად ისეთი გემრიელი არ არის ,მაგრამ -ფრანგულ კრუასანები სომხური ქადის წინააღმდეგ საინტრესოა- ჩუმად თქვა და მერე ბავშვს მოეხვია-ჩემი წასვლის დროა პატარავ -ხვალაც მოხვალ ხომ? -აუცილებლად გოგონას დაჰპირდა და მივიდა კიდეც, მაგრამ სახლი ცარიელი დაუხვდა. ჭიშკარზე ბოქლომი, სიჩუმე და ბრაზის გიჟური ტალღა, რომელმაც ადეკვატური აზროვნების უნარი დაუკარგა ქალს. კილომეტრები აშორებდა მირას და მაინც ეს ვერ შექმნიდა დაბრკოლებას თამარა ბურდულისთვის . გამთენიისას შეავსო მანქანის ავზი და დაადგა უცნობ გზას, რომელიც სრულიად ბუნდოვანი იყო. წყვდიადში სინათლის გაჩენა კი ქალის ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ უნარს წარმოადგენდა. .............................. მთელი გზა დაძაბულმა გაატარა, იმდენად რთული სავალი აღმოჩნდა მისთვის,რომ რამდენჯერმე შესვენება მოუხდა. შემდეგ ყველა სოფლის გადასახვევთან კითხულობდა გზას, შესახვევიც შეეშალა, მაგრამ გათენებამდე უკვე დანიშნულების ადგილას იყო. ამინდის გამო მზე ამოსვლას ისევ არ ჩქარობდა ,მაგრამ ქუჩაში ქალი დაინახა და მაშინვე გადავიდა -გამარჯობა. თუ შეგიძლიათ ,რომ მითხრათ კორინთელები ზუსტად რომელ სახლში ცხოვრობენ? -ამბის გასაგებად თუ ხარ შვილო ყველანი საავადმყოფოში არიან შვილო...იმ უბედურების შემდეგ გოგონასაც ჰქონია დამწვრობები. მადლობა ღმერთს ვაკო გადაარჩინეს...ჩემი ბიჭები მოვიდნენ აგერ ხუთი წუთის წინ და კარგადააო- სმენა დაეხშო ,ქალის წყევლა დამნაშვეების მიმართულებით აღარ ესმოდა გონება მხოლოდ ერთი წინადადების ირგვლივ ტრიალებდა „გოგონასაც ჰქონია დამწვრობები“ -რომელ საავადმყოფოშია -ერთი საავადმყოფოა შვილო- ყვირილით დასმულმა კითხვამ გააოცა ქალი - შენ ვინ ხარ ... რაღაც არ მეცნობი - აღარ უსმენდა, არც უყურებდა ზურგი აქცია და ძალაგამოცლილი დაუბრუნდა საჭეს. არ იცოდა საით უნდა წასულიყო, უკვე მერამდენედ ჩერდებოდა უცნობ გამვლელებთან. არსად ჩანდა საგზაო ნიშნები, თოვლიან გზაზე სიარული უჭირდა,მაგრამ სიჩქარის შემცირებაზე აღარც კი ფიქრობდა. -მაინტერესებს რომელ პალატაში არიან კორინთელები...გესმით? მირა კორინთელი რომელ პალატაშია -ახლა პალატაში ვერ შეგიშვებთ... იცით რა დროა? -ეს თქვენ არ იცით მე ვინ ვარ -და ვინ ხართ , დედა? -ათობით კილომეტრი გამოვიარე, სამჯერ გზა ამერია , წუთით არ გავჩერებულვარ გოგონა რომ მენახა და ახლა კეთილი ინებეთ, მასთან მიმიყვანეთ თორემ გეფიცებით აქაურობას თავდაყირა დავაყენებ - სიჩუმეში ხმამაღლა ისმოდა მისი სიტყვები ,იმდენად რომ ყველა სართულზე ვრცელდებოდა -კორინთელთან ვერ შეგიშვებთ... იმდენი ხალხია ისედაც დერეფანში . მთელი მეორე სართული გადაკეტეს ქალბატონო - როგორც კი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებიდან მთავარი გაიგო მაშინვე კიბისკენ დაიძრა. სირბილით აიარა საფეხურები და ჩაბნელებულ დერეფანში სკამებზე მიძინებულ კაცებს ისე აუარა გვერდი არავის არაფერი გაუგია. -აქ როგორ მოხვდი - მეგობრებისგან განსხვავებით ვაკო ფხიზლად დაუხვდა -რა დაუშავე ჩემს გოგონას- ჯერ კაცის შეხვეულ ხელსა , წამით შეყოვნდა და შეხედა შემდეგ იერიშზე გადავიდა- ესენი იცავენ მის უსაფრთხოებას? ახლა მე რომ შენი მტრებიდან ერთ-ერთი ვიყო უკვე მკვდარი იქნებოდი. ათ საათამდე არიან შეჩვეულები ძილს? -ნუ ყვირი -ვყვირი? არა , მე ახლა მშვიდად ვსაუბრობ შენ ჯერ არ იცი რას გაგიკეთებ თუ მირას ჯანმრთელობა შეარყიე . გეფიცები არ დაგინდობ !- ხელი ნატკენ ბეჭზე ჰკრა და წინ წავიდა . ოთახში შევიდა გამოდიოდა და შვებით ამოისუნთქა გოგონას სახის დანახვისას. მშვიდად ეძინა, ხელზე წვეთოვანი გაკეთებინათ ერთი შეხედვით არაფერი სჭირდა, მაგრამ მანამ ვერ მოისვენებდა სანამ მთელ სხეულს არ შეუმოწმებდა -არ დამწვარა ნუ გააღვიძებ -აბა აქ რას აკეთებს -კვამლი ჩაისუნთქა... ძლიერი ხანძარი გაჩნდა სანამ გამოვიყვანდი კვამლმა იმოქმედა. საშიში არაფერია -ეს აქ გითხრეს? ქვეყნის ბოლოში რაღაც საცოდავ საავადმყოფოში რომელიც ალბათ მალე ჩამოინგრევა? -ექიმი თბილისიდან ჩამოვიყვანეთ ,გასინჯა -ბავშვი ომს გადაურჩა და შენმა მტრებმა გინდა შეიწირონ? ამ დაძაბულ გარემოში გინდა აცხოვრო ?ესაა ის რასაც მისთვის იმეტებ? ასეთია შენი პატივისცემა და სიყვარული? -გეყოფა ! წამომყევი _ხელი ფრთხილად ჩაკიდა აღელვებულ ქალს . დერეფანში უკვე ყველა ფხიზლად იყო და მოულოდნელად მოსული შუქის გამო განათებულ შენობაში კარგად ჩანდა მათი დაჟინებული მზერა უცხო ქალის მიმართულებით _აქ შენთან სასაუბროდ არ მოვსულვარ . ის კატეგორია ხარ რომელთან დიალოგიც დროის ფუჭი კარგვაა . ბავშვთან უნდა დავრჩე რომლის მეხსიერებასაც კოშმარებისთვის კიდევ ახალი კადრები შეჰმატე _ ქალს უყურებდა და უკვე ცნობდა ღელვისას გამოხატულ მის ემოციებს, აჩქარებულ გულისცემას, სწრაფად მოძრავ გულ_მკერდსა და გაყინულ მტევნებს . ქალის მაჯაზე ჰქონდა თითები შემოხვეული ქვემოთ რომ ჩააცურა და მის თითებსშორის ახლართა .არ გამოჰპარვია თამარას მზერა და საკუთარი სურვილი რომ მისთვის ცრემლიანი თვალები კოცნით დაეშრო. მსგავსი რამ მანამდე არასდროს უგრძვნია , არცერთი ქალის მიმართ არადა ირგვლივ ბევრნი იყვნენ ვის მიმართაც და_ძმურ სიყვარულს გრძნობდა, იყვნენ მეგობრები, ისეთები მხოლოდ ლტოლვას რომ იწვევდნენ , მაგრამ თამარა არცერთს ჰგავდა , სხვანაირად აღელვებდა ჯერ კიდევ იმ წამიდან სანამ პირადად შეხვდებოდა. _უნდა ვისაუბროთ _მე შენი დაქირავებული მოსამსახურე არ ვარ თითის გატკაცუნებაზე რომ შეგისრულებს სურვილებს. შედეგები საკმარისად ვნახე _სხდომაზე ასე გამოიტან განაჩენს? ბრალდებულის მხარეს არც მოუსმენ? სჯობს პროკურორი იყო და ნებისმიერის ციხეში გაშვებაზე იზრუნო _კარგად ვხვდები ეს ქვეყანა უზენაესი სასამართლოს ძალასაც არ ემორჩილება... კანონები სასამართლოს დარბაზშიც კი ირღვევა ჩემი კოლეგების მიერ და გარეთ რომ განვაგრძო იგივე ცხოვრება შენნაირი მგლების ხროვა ბატკნად აღმიქვამთ და ისე დამგლეჯთ ჩემს კვალსაც არ დატოვებთ _ თითქოს განგებ უყურებდა თვალებში, კაცზე განსაკუთრებულად მოქმედებდა მისი მრგვალი ,მწვანე თვალები ხშირ , გრძელ წამწამებს შორის რომ ანათებდნენ _გამოდის განაჩენი უკვე გამომიტანე ... არც გასაჩივრდება? _მონათმფლობელი ფეოდალისგან მიკვირს, გასაოცრად ბევრი ტერმინი და ქმედება _მონები გვყავდა ფეოდალებს? არ მსმენია.აი თქვენ არ მაოცებთ და ყველა დანარჩენ ამპარტავან , კუდაბზიკა სწავლულს ჰგავხარ. სამწუხაროა , არადა ვფიქრობდი მირამ შენში რაღაც ამაღლებული ამოიცნო . ვწუხვარ _ ხელი ამ დროს უკვე გაშვებული ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ ჩაჰკიდებდა . შემდეგ უკან დაიხია და ნახევრად მოცმული პერანგი მხარზე გაისწორა _დიდხანს არ დარჩეთ . არ მინდა ჩემს შვილთან ახლოს მოხვიდეთ, ამ წამიდან ისე იქნება როგორც დაიმსახურეთ. მირას ცხოვრებიდან გაქრებით . ქალბატონო მოსამართლევ ესაა ჩემი საბოლოო განაჩენი , რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაესი მოსამართლე მე ვარ! ოთახიდან გავიდა და ქალი კიდევ უფრო მეტად მიიმწყვდია კუთხეში. ეს მდგომარეობა კი დასუსტებულ ადამიანებზე განსაკუთრებულად მოქმედებს ან ნებდებიან ან იბრძვიან იმ სვლებით,რომლებიც ბოლოს უფსკრულამდე მიიყვანთ. მანამ ვერ აღიქვამენ საკუთარ შეცდომას სანამ ნაპირთან არ აღმოჩნდებიან და სულის შებერვაღა დასჭირდებათ ბნელ სიღრმეში გადასაშვებად. ........ გოგონამ მალე გაახილა თვალები. ნაცნობი სახის დანახვისას დამშვიდდა ,პირი გამშრალი ჰქონდა და მხოლოდ ხელის გაწვდენით ანიშნა რომ ჩახუტება სურდა. _ჩემო პატარავ...მოვედი.მაპატიე, რომ დავაგვიანე , მაგრამ ჩვენს შორის ამხელა მანძილი აღარასდროს იქნება. მალე ყველაფერს შევცვლი გეფიცები , სულ ერთად ვიქნებით მე და შენ _ხელებს უკოცნიდა გოგონას , უღიმოდა, მაგრამ თვალებიდან სასოწარკვეთილების ნაპერწკლებს ვერ აქრობდა. _მე ახლა უნდა წავიდე. შენს ექიმს ვნახავ . ექთანი რომ გაგიყვანს აქედან იცოდე , რომ ჩემთან მოჰყავხარ . წუთების განმავლობაში მოფიქრებული გეგმის შესასრულებლად მხოლოდ ფული დასჭირდებოდა , რომელიც არც ისე ბევრი ჰქონდა ამიტომაც სხვა ხერხებს მიმართა. ექიმთან შეხვედრის შემდეგ რომ დარწმუნდა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა მაშინვე ექთანი იპოვნა , ასაკიანი ქალი რომელსაც გულს მარტივად მოულბობდა. ცრემლებს გასაქანი მისცა, ისე ატირდა მას რომ შეემჩნია და მიიქცია კიდეც ყურადღება. სახეზე ხელებაფარებული ქვითინებდა სანამ მოხუცმა დამშვიდება არ დაუწყო _შენი ახლობელია ცუდად დედი? დამშვიდდი ლამაზო გოგო. ყველაფერი კარგად იქნება თუ ცოცხალია ღმერთი დაგეხმარებათ და თუ არა იცოდე ის მაღლა მიხედავს ... არ იტირო ჩემო გოგოო _ცოცხალიაა... ცოცხალი , მაგრამ ჩემი ქმარი მართმევს. თქვენ შვილები გყაავთ? თუ გყავთ მიმიხვდებით რა ტკივილია შენს გაჩენილს გულიდან რომ გგლეჯენ და თავის საყვარელს აზრდევინებს . მე მღალატობდა, ვიღაც ქმარშვილიანს აეკიდა იმან თავისი იმხელა ბიჭები თან წამოიყვანა და მე ჩემი შვილი წამართვეს. ჩემი პატარა გოგონა , ჩემი ერთადერთი ბედნიერება _გზადაგზა იგონებდა სიტყვებს და მთელი გულით ტიროდა დაგროვილ ემოციებს ფანტავდა თამაშის დროს _შე საწყალოო... რა უბედური ყოფილხარ. იმან არ გაიხაროს შენი ცოდვით . ოო კაცები ზოგი ისეთია რომა ჯობია თავიდანვე დაკოდო . მაგათი სინსილაა გასაწყვეტი _ბავშვი გაუცივდათ... საავადმყოფოშია და არ მაჩვენებს . ფული აქვს , ძალა და ჩემს წინააღმდეგ იყენებს მე კი ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ . სკოლიდანაც კი გამომაგდო რომ დამეტოვებინა სოფელი და შორიდანაც არ დამენახა ბავშვი _ ამძიმებდა სიტუაციას და განაგრძობდა ტირილს _დედა შვილო ეგ ვინ ყოფილა ეგ სატანა ... რა ვქნა რა გიშველო ახლა _შეგიძლიათ ... თქვენ შეგიძლიათ აქ ჩამოიყვანოთ . იმათ უთხარით ანალიზი უნდა გავუკეთო ან ტუალეტში მიმყავს_თქო და გამოგატანენ.... მომიყვანეთ ჩემი გოგო _ხო ისე ეგა კი შეიძლება ... შეიძლება კი. ვიზამ , ვიზამ შვილო შენ აგე იმ ოთახში დამელოდე _ხელით ანიშნა ცარიელ ოთახზე და საჩქაროდ წავიდა. დიდი ქალი იყო, კეთილი თვალებით და სანდო მზერით თავ იმათ უთხარით ანალიზი უნდა გავუკეთო ან ტუალეტში მიმყავს_თქო და გამოგატანენ.... მომიყვანეთ ჩემი გოგო თავიდანვე აშკარა იყო უარს, რომ არ ეტყოდა. ბავშვის დანახვისას გული გაუთბა . მაშინვე ხელში აიყვანა და უკანა გასასვლელისკენ დაიძრა სანამ ქალი სადარაჯოზე იდგა. ათ წუთში დავაბრუნებო უთხრა და საერთოდ დატოვა საავადმყოფოს შენობა. _სად მივდივართ? _მანქანა ეზოდან სწრაფად გაიყვანა და ხმაურით გაიარა ქუჩები_მიტაცებ? _ ერთად გავფრინდებით საფრანგეთში. ხომ ძალიან გინდოდა ნახვა სად ვსწავლობდი, ვცხოვრობდი ... იქაურობა ძალიან მოგეწონება. შენ ხომ ისევ გინდა ჩემთან ცხოვრება, უკეთეს ადგილას ვიქნებით აქაურობისგან შორს _მინდა , მაგრამ ვაკოს ძალიან ეწყინება _მასზე საუბარი არ მინდა, გთხოვ _იცი სად მიდიხარ? _ ქალს აკვირდებოდა , სუსტად იყო და ხმა ძალიან ჰქონდა შეცვლილი _არ ვიცი, მაგრამ ვიპოვნი ... შენ ხომ კარგად ხარ _კი ... ახლა კარგად ვარ, მაგრამ ძალიან შემეშინდა _მადლობა ღმერთს არაფერი დაიწვი და სულ მალე კარგად გახდები . საშიში არაფერია _ჩემ გამო არა... ვაკოს გამო მეშინოდა. ისინი ესროდნენ , მისი მოკვლა უნდოდათ ყურებზე ხელს მაფარებდა თავიდან , მე მიყურეო მეუბნებოდა, მაგრამ მაინც მესმოდა . მერე მე დამმალა და თვითონაც დაიწყო სროლა. ძალიან ცუდად იყო , მისი მეგობარი მოკლეს მგონი ... ძალიან შემეცოდა . ტიროდა და იმ კაცს ეხუტებოდა სანამ იმ რაღაც ბოთლს ისროდნენ და ცეცხლი გაჩნდებოდა... მერე მე დამინახა . იქ არ ვიყავი სადაც დამტოვა _პატარავ შენ ამ ყველაფერს უყურებდი? რატომ არ დარჩი იქ სადაც დაგტოვა...გეგონა არ მოვიდოდა? _არა...უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყო . მისი ხმა აღარ მესმოდა და მერე ცეცხლი ზუსტად იმ ხის შენობაში გააჩინეს მე სადაც შევძვერი _მარტო იყავი? იქ არავინ იყო შენთან ერთად და ცეცხლი _ვაკომ გამომიყვანა ... ხის ფიცარი დამეცემოდა რომ არ გადამფარებოდა. ჩემ გამო დაიწვა...ასეთი სისულელე არასდროს ჩამიდენია. ძალიან ტკიოდა ხელი და გულზე მიხუტებული მივყავდი. ძალიან შემეშინდა რომ რამე მოუვიდოდა... _მის გამო შეგეშინდა და არა საკუთარი თავის? _ვიცოდი რომ გამიყვანდა და არ მეშინოდა ... ისევე ზუსტად ვიცოდი როგორც ის რომ შენ არ დამტოვებ _პატარავ _მანქანა გზიდან გადაიყვანა. ისედაც ღელავდა და ბავშვის მონათხრობმა სული აუფორიაქა. ასე ცუდად თავი ბოლოს როდის იგრძნო არც ახსოვდა, დანაშაულის შეგრძნების მტკივნეულ ჩხვლეტას გრძნობდა , მაგრამ მაინც განაგრძო არასწორი სვლით სიარული მანამ სანამ მის უკან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანები არ გამოჩნდა. ისე ახმაურდა ჩუმი ხეობა რომ აშკარა იყო ვინც იჯდა წინ გაჭრილი თეთრი „ნივის" საჭესთან . გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა, ბავშვის სიცოცხლეს რბოლაში ჩაბმით საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა. მანქანა გააჩერა და გოგონას მოეხვია _რაც არ უნდა მოხდეს მე შენი ცხოვრებიდან არ წავალ, როგორც დაგპირდი სულ შენთან ვიქნები _ის ძალიან გაბრაზებულია და ბევრი არ ეჩხუბო თორემ სულ გაგიჟდება -უკვე გაგიჟებულია- ჩუმად თქვა და გამოგლიჯა კიდეც კარი ბავშვის მხარეს კორინთელმა _მირაა ... _ხელი მოხვია და გულზე მიიკრა _ ხომ კარგად ხარ? ჩემო ლამაზო თამარა დეიდამ ექსკურსიაზე წამოგიყვანა ?_ მანქანიდან გადაიყვანა და თავზე აკოცა _გზა აერია ... აქ პირველადაა _ჩემო გოგო ტყუილები , რომ არ უნდა თქვა ხომ იცი _გააღიმა ქალის დაცვის მისმა მცდელობამ_მანქანაში დამელოდები ხომ? _თამარა რომ ძალიან მიყვარს ხომ არ დაგავიწყდება ? _სულ მახსოვს , მან ვერ გაიგო რომ მეც გიყვარვარ _სათქმელად დრო არ მქონდა ... დღეის მერე ეცოდინება . გთხოოვ _გეშინია? _არა , მაგრამ _მაგრამ არ არსებობს ... ისე დავსჯი შედეგი რომ მოგეწონება _ ჩუმად უთხრა და ისევ აკოცა _ მიდი მანქანაში დაჯექი და მალე მოვალ მეც _ეგეთი დასჯა არსებობს? _მენდე _თვალი ჩაუკრა და მოშორებით მდგომ ქალს გახედა_მანქანაში ჩაჯექი და გამომყევი _ჩემი ნებით გავყო ყულფში თავი? _მირა კეთილს მხდის და კიდევ გაძლევ შანსს თუ მასთან გინდა წამოდი თუ არა მორჩი ამ უაზრო კრიმინალის ჩადენას. გატაცება შენი საქმე არ არის _საჭესთან ადგილი დაიკავა და მანქანა მოაბრუნა . გაეცინა ქალი უკან რომ მიჰყვა _რას უპირებ? _ცოლად შერთვას _რაა ? _ხომ გინდოდა... შენს რჩევას ვიღებ _არ გამოგყვება _ვნახოთ _საშინლად გაიცანით ერთმანეთი ... სულ ჩხუბობთ ასე არ შეიძლება. ორივე კარგები ხართ და ერთად რა გემართებათ ვერ ვხვდები _გინდა შენთან რომ იყოს თუ არა... _მინდა _მე შენი ჯინი ვიქნები ... მინდაო მეტყვი და ყველაფერი გექნება _ ზღაპარში არ ვართ ... ყველაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ადამიანებს _მაშინ სურვილები სწორად უნდა აარჩიო _ქორწინება ასე არ ხდება ... უნდა გიყვარდეს და უყვარდე _პრინცი არ იცნობდა მძინარე მზეთუნახავს , მივიდა აკოცა გააღვიძა და ბოლოს იქროწინეს... არც ფიფქიას და კონკიას ჰქონიათ ხანგრძლივი ურთიერთობა _ყველა ზღაპარია და იმიტომ ... რეალობაში ხომ სხვანაირადაა _რეალობაში იტაცებენ უცნობ გოგონებს , ან მაჭანკალი ურიგებთ ანდაც ისე აყოლებენ უცნობ კაცებს ნანახიც კი არ ჰყავთ მანამდე ... მე და თამარას კი შენ გვაერთიანებ _ახლა სად მივდივართ ? _ტაძარში _დღესვე დაქორწინდებით? _ხვალამდე გადავიფიქრებ და რამე ცუდი მომაფიქრდება მის დასასჯელად შენი მოტაცებისთვის _მან მე მომიტაცა და შენ მას იტაცებ ? _როგორ ვიტაცებ თვითონ მოგვყვება _შენ მას გააგიჟებ ,ხო? _არ იდარდო, მან უკვე გამაგიჟა და ერთი ნაბიჯით წინაა ......................... -აქ რატომ გავჩერდით ...ცხვარი უნდა შესწირო უფალს გადარჩენისთვის ? - ტაძრის ეზოში შესულ მირას უყურებდა ხტუნვა ხტუნვით რომ მიაბიჯებდა ბიჭებთან ერთად - მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ ,ხომ? -ნათლობის ჯვარი გაჩვენო თუ ნათლიები მოგიყვანო... ან იქნებ იმაზე ვუსაუბროთ თუ როგორ რთულ მდგომარეობაშია ეკლესია -პრობლემებზე შემდგომ, ახლა ჯვარს ვიწერთ - თვალებში უყურებდა და მისი რეაქციით ტკბებოდა -ეს იუმორის ახალი მიმდინარეობაა? დამცინი თუ რა ხდება -არ ვიცოდი საავადმყოფოდან ბავშვს თუ გაიტაცებდი იმ ყველაფრის შემდეგ რაც გიამბე ვფიქრობდი დავმეგობრდებოდით ,მაგრამ შენ არ ისურვე ამიტომ -ამიტომ დავქორწინდებით და მერე გადამიხდი ყველაფრისთვის? მე რა ველური ფაშატი ვარ რომელსაც ფერმაში გახედნი? -ცხენები საკმარისზე მეტი მყავს... შენ სხვა დანიშნულება გექნება -დანიშნულება მე -მორჩი პატარა გოგოს მსგავსად ქცევას , დაფიქრდი რატომ შეიძლება მე და შენ დავქორწინდეთ. სასჯელად შეიძლება გადამექცე თუ გონს არ მოხვალ და ვერ მიხვდები, რომ მე ვარ ის ძალა შენ რომ გაკლია , გასაღები რომელსაც ამ უკანონო სამყაროს მოარგებ . შენ კი ერთადერთი ხარ მირასთვის,მაგრამ მარტო ვერ შეძლებ -მირას ჩემს გარდა ვერავის ანდობ... -შენი გონების გამჭრიახობაში ეჭვი არასდროს შემიტანია -ანუ ასე ? - საუკუნოვან ნაგებობას უყურებდა და აზრების დალაგებას ცდილობდა- შენი გამოჩენის წამიდან იმდენი ემოცია დამატყდა თავს. მსგავსი სირთულე არასდროს შემხვედრია... ჩემი ცხოვრება კი მარტივი არასდროს ყოფილა, არც პროფესიაა თამაში -სჯობს ჩემს მხარეს იყო ვიდრე წინააღმდეგ... ამ ქვეყანაში დარჩენა თუ გინდა , მირას გვერდით ყოფნა და წარმატების მიღწევა ჩემზე ხელსაყრელ თანამზრახველს ვერ იპოვნი -ქმრობას მიპირებ ... შენი სარგებელი რა არის -ინტუიცია მკარნახობს , რომ შენ ეს სტატუსი უნდა მიიღო -მე კი მთელი სხეულით ვგრძნობ,რომ უნდა გაგექცე -მაგრამ გაქცევა არასდროს გამოგივა , მირასთან ერთად არ ... -მე არ ვარ ის ქალი ვისაც დაამარცხებ -უამრავია ვისაც უნდა ებრძოლო , თუ ღმერთი გწამს ცხოვრებაში ერთხელ გაბედე. შენ ხომ არ ხარ რომანტიკოსი გოგონა,რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელის... თუმცა მყავს ორი თეთრი ულაყი -სიგიჟეა ! -ერთხელ მივცეთ თავს გაგიჟების უფლება ... ორივეს იმდენი პრობლემა გვაქვს ერთმანეთისთვის ენერგიას ნუ დავხარჯავთ. ეს საუკეთესო შეთანხმებაა -რისკები უნდა ავწონ- დავწონო -სასწორის ერთ მხარეს მირაა , გოგონა რომლის ისტორიაც შენსას ჰგავს . შენი მშობლებიც ამიტომ არ გაიქცნენ ქვეყნიდან? აქ დევნიდნენ , ომი არ იყო ,მაგრამ სიკვდილით ემუქრებოდნენ. შენ გაგიმართლა, მთელმა ოჯახმა გააღწიეთ მირამ კი მარტომ გაიარა მთელი გზა. შენ ამ ბავშვში ის ძალა გიყვარს , რომელიც აქვს ... დაფიქრდი რამდენად არის შენი ცხოვრება მასთან კავშირში და რაზე ხარ წამსვლელი . -თავსაფარი არ მაქვს...იმედია ტაძარში ექნებათ - ეკლესიის კართან მდგომ მომღიმარ ბავშვს უყურებდა იქედან რომ უქნევდა ხელს და თავისკენ ეძახდა შემდეგ შედგა ჯვრისწერა. პატარა გოგონას გაბრწყინებული თვალები და სიმშვიდე,რომელიც აუხსნელად გამეფდა ქალის არსებაში. ბეჭდის ნაცვლად გაურკვეველი რგოლი ჰქონდა არათითზე მორგებული, ხელზე რომელსაც მირას თითები ეხვეოდა და მასთან ერთად მიემართებოდა უცნობი ცხოვრებისაკენ. ................. -მეუღლევ თქვენს უნარებს შორის ტრაგედიის კომედიად გარდაქმნის ნიჭი შედის თუ მეტად ადრამატულებთ ხოლმე სიტუაციას -გააჩნია სიტუაციას -ეცადე გაერთო ყველაფრით რაც ამ წამიდან მოხდება ... მე არაფერ შუაში ვარ . ხალხია ასეთი - გადავიდა , მირას ერთი ხელი ჩაკიდა მეორე კი თამარას გაუწოდა. ქალი მაინც დამოუკიდებლად ჩავიდა, სიგნალების ხმები რო გაიგო , მთელი ქუჩა აიკლეს ბიჭებმა და ეზოში სირბილით გამოვარდა მაღალი სავსე ქალი . წამით შედგა შემდეგ კი მირასთან ერთად დაიწყო ყველაფრის დაკვირვება -გინდა, რომ მოვკვდე ხომ? ასე როგორ დაემსგავსე მამაშენს...მაინცადამაინც შენ რატომ გაგზარდე ასეთი გაუგონარი. საავადმყოფოდან გაქცევებს არ იშლი ხომ? ახლაც პატარა ბავშვი ხარ? მე ამ ასაკში ისევ შენ უნდა დაგეძებდე და ვდარდობდე სადმე ტკივილისგან ხომ არ შეწუხდა-თქო? ჩემი ხელით გამოგიტან წირვას იცოდე, სხვას მოვაკვლევინო შენი თავი? არაა გენაცვალე შენ ჩემს გარდა ვერავინ მოგიღებს ბოლოს...მეე მე ვიქნები ის ერთადერთი და აგე განახებ როგორ უნდა გულის გახეთქვა შე თავხედო ლაწირაკო- სიტყვებს ამოსუნთქვის გარეშე აყრიდა ერთმანეთს და თან კაცის ჭრილობებს აკვირდებოდა -სალანძღავი სიტყვების გამოცვლა მოგიხდება ... ცოლ-შვილიანი კაცი ვარ უკვე და ლაწირაკს ვეღარ დამიძახებ. რამე უკეთესს მოგაფიქრებინებს მშვენიერი და გონიერი რძალი - ჯერ ქალს აკოცა ლოყაზე მერე კი ნაბიჯი უკან გადადგა და თამარას დანახვის საშუალება მისცა -ვინო რა თქვა ? -ცოლიო დედიი ...ცოლიოო . აჰაა რო ლოცულობდი ოღონდ მაგან ცოლი მოიყვანოსო - ბიჭებს შორის ერთ-ერთი კორინთელი აღმოჩნდა . ფერდაკარგულ ქალს ხელი შეაშველა ,მაგრამ მარტო ვერ დაიჭერდა- მამაა მომეხმარე რას დგახარ -მართლა ცოლია? აკი მხოლოდ ბავშვიო ... გუშინ ცოლი არ გიხსენებია - მელოტი კაცი დიდი ჭაღარა ულვაშითა და სქელი, ხშირი წარბებიდან მნათობი ცისფერ თვალებით იდენტიფიცირებული იყო -სახლში შევიდეთ ნუ შემიშინებთ ბავშვს ...პირველად მოვიდნენ და ასე ხვდები ციცო რძაალს? ამდენხანს იმისთვის მთხოვდი ცოლის შერთვას მერე გონება რომ დაგეკარგა და ამათი მოსასულიერებელი გამხდარიყავი? -შეენ ...შენ მომკლაავ მე ესენი ვერ. ესენი რას მომერევიაან. ყველა კორინთელი ბულკიაა შენ ...ეს შენ ხარ ჩემი სისხლის გამათეთრებელი. ცოლი ასე უნდა მოგეყვანაა? -სიკვდილს თვალებში რომ ჩავხედე მივხვდი დროის დაკარგვა აღარ მინდოდა და ფაქტობრივად ვაიძულე ღვთის წინაშე დაქროწინება . იმქვეყნადაც ერთად თუ არ ვიქნებით ისე ჩემს არსებობასაც არ ექნება აზრი - ისე საუბრობდა , თამარას მირაც კი დაავიწყა . უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა ის სირცხვილიც კი დაავიწყა რაც ეზოში შესვლის წამიდან განიცადა- მხოლოდ იმიტომ ვერ უარყოფ ჩემს ქალს ,რომ შენ წინასწარ არ მოიძიე ცხრა თაობის ინფორმაცია. თავად გეტყვი ყველაფერს, ის არც ჩვენი შორეული ნათესავია , არც სისხლი გვაკავშირებს, არც მირონი. თბილისში დაიბადა,მაგრამ ბავშვობიდან საფრანგეთში ცხოვრობდა . წინაპრების პროფესიებზე თავად გიამბობთ , სამწუხაროდ მშობლები გარდაცვლილი ჰყავს . დედისერთაა , იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა კიდევ მრავალი კურსი გაიარა, ჩააბარა გამოცდები, აიმაღლა პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დღეს მოსამართლეა. დამწყები,მაგრამ პერსპექტიული ... ქორწინებაში აქამდე არ ყოფილა , შესაბამისად ღვიძლი შვილები არ ჰყავს და ჩვენ ორივეს გვყავს საოცარი გოგონა მირა, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ ,რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდი და ჯერ კიდევ გუშინ უნდა გამეცნო შენთვის -მოსამართლე... მოსამართლეა ...საფრანგეთიდან დაბრუნდა აქ ,ჩვენთან და შენი ცოლია -განაჩენი საკუთარ თავს თავად გამოუტანა- ქალს ხელზე აკოცა და ანიშნა ილაპარაკეო -ჩემთვის სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...იმედი მაქვს ოჯახის წევრად მიმიღებთ და დროთა განმავლობაში დავახლოვდებით. -რომ გვცოდნოდა წინასწარ სხვანაირად დაგხვდებოდით ,მაგრამ არაუშავს ამ არეულ დროში ყველაფერი მისაღებია ,მთავარია ჩემ შვილს გაუწიო სათანადო ცოლობა და გოგოცუნასო ,რომელიც ასე ჩუმად გვიყურებს... გაგიკვირდა ბებო ხომ? ალბათ ფიქრობ ვინ არის ეს სულელი ქალი , როგორ ჩხუბობსო - მთელი ყურადღება მირაზე გადაიტანა,რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს -შენ მართლა რა დახატული გოგო ყოფილხარ ... ვაკომ იმდენი გველაპარაკა შენზე . ისეთი ჭკვიანი გოგონააო - ბავშვს ჯერ ხელებზე მოეფერა, ისე შეეცვალა მზერა თითქოს მალე ტირილს დაიწყებდა . სიბრალული მის ქცევაში იმხელა დოზით იყო პატარამაც კი იგრძნო , რაღაც სხვა ჰქონდა რაც არც ვაკოსთან ხვდებოდა და არც თამარასთან. -აქედან გაგვიყვანე თორემ საშინელებას დავატრიალებ- ჩუმად უთხრა ქმარს და ირგვლივ შეკრებილ ათამდე ადამიანს მზერა მოარიდა -ყველას გაგაცნობ და მერე... ნუ აფიქრებინებ,რომ ერთი სული გაქვს როდის გაჩვენებ ჩვენს საძინებელს -გაგანადგურებ! -გავიწყდება ,რომ ცოლი ხარ...სულ უბეჭდობის ბრალია - ჩუმად ელაპარაკებოდა და მომღიმარი უყურებდა- ბევრი დრო არ მაქვს, უნდა წავიდე ... ბავშვს და თამარას ოთახებს ვაჩვენებ. დაისვენებენ, დაღლილები არიან. ჩემს დაბრუნებამდე ნუ შეაწუხებთ , ხვალ ან ზეგ დავსხდეთ და აღვნიშნოთ . მთელს რაიონს ნუ შეკრებთ ოღონდ, დედა -ისედაც ვაპირებდი ხარის დაკვლას შენი გადარჩენისთვის და ახლა რა გინდა, რომ 50 კაცში გადავატაროთ შენი ქორწილი? -მართალს ამბობს დედაშენი ... ასე ჩუმად ცოლის შერთვა შენი შესაფერისი არ არის და კითხვებს აჩენს -არავითარი კითხვები მამა. ქორწილის ენერგია და დრო არ მაქვს ახლა ! -ქალი პირველად გათხოვდა, ქორწილი არ უნდა? მას არ ეკითხები ვაჟბატონო? ააჰ თუ ისევ მარტოხელა გგონია თავი, ჯერ ვერ შეეჩვევი ახლა მეორე ნახევარი გყავს -რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება ეცდება შენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები და არ ამოგასუნთქოს- კაცმა ჩუმად ჩაილაპარაკა და შვილს მხარზე ხელი მოხვია -სუნთქვა თუ გიჭის გაბრიელ შეგიძლია მთაში გაიხიზნო მწყემსებთან ! -მე ქორწილთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. დაე იყოს ისე ,როგორც ქმარი ამბობს- თამარა იმ წამს მიხვდა ,რომ დაძაბული კი არ იყო შინაგანად ერთობოდა კიდეც ის წუთები ყველაზე ნათელი იყო რაც კი რამ ახსოვდა ბოლო დროის განმავლობაში ............. -მე გვიან დავბრუნდები... დარწმუნებული ვარ ერთად შესანიშნავად იქნებით- საძინებელი რომ აჩვენა ორივეს შემდეგ მირას წინ ჩაიმუხლა -ხომ არაფერი გჭირდება -ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა... მხოლოდ აუცილებლად დაბრუნდი,ხო?- პატარა ხელებში მოიქცია კაცის სახე, წვერიან ლოყებზე ხელისგულები მიაბჯინა და სუნთქვა შეუკრა კორინთელს -სად უნდა წავიდე,როცა სახლში მელოდებიან ასეთი საოცარი ქალები - გოგონას ხელები დაუკოცნა და მერე გულში ჩაიკრა სულ დაავიწყდა ჭრილობა, გამომეტყველება შეეცვალა ტკივილისგან . -ოთახი ძალიან მომეწონა,მაგრამ ყველაფრის ნახვა მინდა. შენთან ერთად -ხვალ , გაჩვენებ ყველაფერს სამალავების ჩათვლით - ჩუმად უთხრა და ოთახიდან გავიდა. უკან თამარა მიჰყვა და საძინებელთან გააჩერა- მეჩქარება ძვირფასო, პირველი ღამე უნდა გადავდოთ -თუ არ გინდა,რომ დამაქვრივო და ბავშვთან ერთად შენი ქონებაც დამრჩეს ჭრილობა უნდა გადაიხვიო მე კი მეეჭვება ექიმთან მიდიოდე. -დრო არ მაქვს -ვინმეს მოკვლას თუ აპირებ ისეთ ტერიტორიაზე გააკეთე ჩემთან რომ არ აღმოჩნდე სასამართლოში ახლა კი აქ დაჯექი და დამელოდე- მანქანაში შეამჩნია მალამო და ბინტები , საძინებელში აიტანა და უკვე მზად ჰქონდა ყველაფერი. კაცი დაემორჩილა, საწოლზე დაჯდა და ტანსაცმლის მოშორება დაიწყო აქაც დაეხმარა,შემდეგ კი მზერა გაუშეშდა მისი ჭრილობების დანახვისას, იარების რომლებიც დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული, არსებობა წლებს ითვლიდა,მაგრამ დროს ვერაფერი დაეკლო -არ მეგონა სუსტი გული თუ გქონდა... მოუშუშებელი ჭრილობები კიდევ უფრო მძიმე სანახავია ვიდრე წარსულში დარჩენილები. შენი ცუდად ყოფნა არ მაწყობს, დროს ვკარგავთ -ამდენს როგორ გაუძელი - საწოლზე დაჯდა , კაცის ზურგს უკან იყო და გაყინულ თითებს ინსტიქტურად ახებდა იარებს - დიდხანს იბრძოდი? -ახლაც ვიბრძვი და ყოველთვის ასე გაგრძელდება სანამ უფალი ნებას მომცემს -დახმარება შემიძლია? -თუ ბინტს არ მომაშორებ მალამოს არ წაუსვამ და თავიდან არ შეახვევ რა ვიცი ... მზერით განკურნება შეგიძლია ? -იცი რასაც ვგულისხმობ... შენი ცოლი მოსამართლეა და -თავად მოვაგვარებ, გმადლობ -შურისძიება თქვენი სამართლის წიგნით- ჭრილობას სახვევი რომ მოაშორა სუნთქვა შეეკრა, ამდენად მძიმე დამწვრობას არ ელოდა - შეშლილი ხარ ! -შენ კი იმდენად ნელი,რომ დროის ფასი საერთოდ არ უნდა იცოდე -მთელი დღეა ამ ჭრილობით დადიხარ? -ერთმა ქალმა ყველაფერი გააკეთა საავადმყოფოდან დროზე ადრე რომ წამოვსულიყავი ... მადლობა მას,რომ საქმეში დამაბრუნა -არსად წახვალ... ვინმე ექიმთან გაგზავნე. ეს რაღაც მალამო გიშველის? -არ გაგიგოს ეგ ნათელამ თორემ ისეთს დაგწყევლის ეგ მალამოც აღარ გიშველის ... რამდენს მალაპარაკებ. წაუსვამ თუ მე თვითონ ვცადო -უკვე მაგას ვაკეთებ -ნუ გეშინია არ მტკივა -ნუ მატყუებ - ჯერ ჭრილობას უყურებდა, წარბებშეკრული ფრთხილად დაატარებდა თითებს და სულს უბერავდა- რაღაც უნდა იყოს რითაც წაგისვამ... ასე გატკენ -შენ ასეთი გულჩვილი თუ ხარ ციხეს პატიმრები მოაკლდება -ყველა არ იწვება ჩემი ბავშვის გადასარჩენად... ყველა არ გადაეფარება საკუთარი სხეულით ბავშვს ცეცხლმოკიდებული მორებისგან დასაცავად და საერთოდაც რა ადამიანი ხარ როგორ არ გტკივა -მტკივა,მაგრამ მსიამოვნებს რომ გიყურებ ასე გულწრფელად აღელვებულს -ისევ ქალის სახეს უყურებდა, მის მიმეკებსა და მზერას ,რომელსაც იმ წამს გადააწყდა . დაბნეულობა დაეტყო თამარას გიშრისფერებს - მშვენიერი ხარ ,ნამდვილს რომ გხედავ -იმდენად ახლოს იყო მის მთრთოლვარე ტუჩებთან , ქალის სხეულის ტემპერატურასაც კი გრძნობდა ,ღაწვებაწითლებულს კაცის მხარზე მოთავსებული ხელი გაყინული ჰქონდა -დროს ვკარგავთ,შენ კი გეჩქარება- გადახვევა სწრაფად განაგრძო არადა თითები ეხლართებოდა და ძლივს გამოუვიდა იმ დაჟინებული მზერის ფონზე უკვე ცხადად რომ გრძნობდა -მორჩა -თავისუფალი ვარ - ეს კითხვა არ იყო, პასუხსაც არ ელოდა ქალის ტუჩებამდე მანძილი გაანულა და მძაფრად ორმაგი სურვილი ცხადად აქცია-ყველაფერი შეიძლება მოხდეს , მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ხარ ჩემი ცოლი , მირაა ერთადერთი მემკვიდრე შენ კი მისი დედა _ ჯერ ისევ ეხებოდა ტუჩებზე, თითები თმაში ჰქონდა შეცურებული და ეუბნებოდა სიტყვებს , რომლებიც მანამდე არასდროს უთქვამს . იქამდე არც ჰყავდა ვინმე ვინც პირადად მასზე იქნებოდა დამოკიდებული - რაც არ უნდა მოხდეს შენ მარტო აღარასდროს იქნები, ზურგს უკან მუდამ გეყოლები -ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ სიცოცხლის დათმობის უფლება არ გაქვს , ფიქრისაც კი იმიტომ რომ შენი ცოლი ,ქალია,რომელიც სიცოცხლისთვის ომში იწყებს და იგებს უამრავ ბრძოლას - ცხვირის წვერით ეხებოდა, თითები კეფაზე შეუცურა სულ ოდნავ მოშორდა , მისი თვალები გაზრდილი მანძილიდან ზუსტად დაიჭირა - მინდოდა კოცნის გამო გამერტყა, იმ სიტყვებისთვისაც ბრძოლის დაწყებამდე დამარცხებულ მხედართმთავარს რომ ჰგავდი , მაგრამ მახსოვს ჩემი სტატუსი და სხვა სურვილიც უფრო მეტად მთხოვს ასრულებას - კაცს ამოსუნთქვა არ ადროვა, არც სიტყვების გააზრებისას მიღებული სიამოვნების განცდა ისე დაუბრუნდა მის ტუჩებს და თითები ძველ იარებზე მალამოსავით შეახო . -სიცოცხლისთვის ომში ,იწყებს და იგებს უამრავ ბრძლას , არა? -დღეს ტაძარშიც დავიწყე ერთ-ერთი მათგანი და გამარჯვება იქნება ყველა წუთი, ცოცხლად რომ მაგრძნობინებ თავს -პირველადაა წასვლის სურვილი,რომ გაუფერულდა ... შენ , შენი გაშიფვრა ბევრ დროს წაიღებს- გაიცინა, ტანსაცმელი ჩაიცვა და უკანსვლით მივიდა კარამდე - დავბრუნდები -და მირა ძილის წინ ზღაპარს წაგვიკითხავს ..................... -ნეტავ იმათთან წავიდა?- თამარას გვერდით იწვა , ქალი თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა ფიზიკური დაღლილობა მაინც მოეხსნა -არ ვიცი სად წავიდა... ჯერ არ ვარ იმდენად „ცოლი“ ,რომ დამიბაროს სად მიდის -მე ვიცი, იმათთანაა. ის ბოროტი კაცი გაექცა... მას ატკენს ? -ასე რატომ გგონია... პრობელმა მათ საქმეშია. როგორც ვიცი ბიზნესთან დაკავშირებული დავა აქვთ , თავის საკუთრებას დაიბრუნებს და მოვა -სანამ ისინი სროლას დაიწყებდნენ გავიგონე როგორ უთხრა ბავშვთან ერთად ვარ , ბიჭებთან ერთად სახლში გავუშვებ ჩვენ ორმა გავარკვიოთო...ის რაღაცებს ეუბნებოდა შორს იყო და მისი არ მესმოდა კარგად. გააბრაზა , სროლა რომ ატეხეს, ისეთი საშინელი ხმები იყო , რაღაცნაირი სუნიც დადგა ,ცხელი ტყვიების სუნი იცი? - ქვემოდან ახედა და გრძელი წამწამების ფახუნით განაგრძო თხრობა - ჩვენთან ბიჭები ბა ბა ბას ,რომ იძახდნენ სულ არ აქვს მასეთი ხმა , ყურებზე ხელები აიფარეო რომ მითხრა ვაკომ იმის მერეც ხმამაღლა მესმოდა -არ გეშინოდა? მე პირველად რომ დავიჭირე იარაღი და ვისროლე თავად შემეშინდა... არ ვაღიარე,მაგრამ გული გასკდომაზე მქონდა . ვერ ვიჯერებდი მართლა ჩემი თითის გამოკვრით,რომ გავარდა -შენ სროლა ვინ გასწავლა? -ბიძამ, დედას ძმამ ... ხომ გითხარი ის იყო გენერალი-თქო -ვიცი შენ მისი სიტყვების გჯეროდა მე კიდე ვაკოსი მჯერა და ცოტა მეშინია -თუ გჯერა ,როგორ გეშინია -იმ კაცს უთხრა ბავშვს რომ რამე დაემართოს შანსი აღარასდროს გექნება , ყველა ძვალს დაგიმტვრევო და კიდევ ცუდ რაღაცებს ამბობდა დედამისზე ... არ მომეწონა ასეთი ტუტუცი სიტყვები რომ უთხრა . არ უხდებოდა გინება- ისე საყვარლად დაბრიცა ტუჩები ქალმა სიცილი ვერ შეიკავა- ვეტყვი,რომ აღარასდროს შეიგინოს -კარგი, აუცილებლად უთხარი -და დამიჯერებს...მითხრა ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვიო შენი ჯინი ვარო -ზღაპრებიც სცოდნია -ხო ბევრი ზღაპარი ახსენა... ნეტავ მასაც აქვს ის წიგნი წაკითხული შენ რომ მიკითხავდი? -არამგონია- იღიმოდა და ბავშვის გულუბრტყვილო კითხვებს პასუხობდა. გარედან ხმაური შემოდიოდა, აშკარად ხალხმრავლობა იყო სახლში ,ქალებისა და ბავშვების ხმები ჭარბობდნენ და მირაც მიიზიდეს. თამარა ხვდებოდა, რაც უფრო მეტად ჩუმდებოდა და ყურს უგდებდა გარედან შემოსულ ხმებს სიტყვების დასაჭერად, მით უფრო უმძაფრდებოდა მათთან თამაშის სურვილი. ბავშვი იყო,რომელმაც ზედმეტად ბევრი გადაიტანა და რომლის ცხოვრებასაც ყველაზე მეტად ბავშვური ფიქრები და პრობლემები აკლდა . -გინდა ვაკოს მოსვლამდე გავიცნოთ მისი სხვა ქალები ? -ციცო ბებოს მგონი არ მოეწონე , არ გაგაბრაზოს ... აქ ვიყოთ -უცხო ადამიანი გაჩნდა მის სახლში სრულიად მოულოდნელად , არც კი მიცნობს და თავს თუ არ გავაცნობ როგორ მოგვეწონება ერთმანეთი? -ვაკოს დებიც ჰყავს და კიდევ რძლები -ანუ მამიდები და ბიცოლები გყავს -ხოო... კიდევ მათი ბავშვები მეუბნებოდა მოგეწონება მათთან თამაშიო -გაუხარდება ,რომ ნახავს ყველა გაიცანი და დაუმეგობრდი -ხოო? რომ ეწყინოს უჩემოდ რატომ გაიცანიო? არ მინდა ეწყინოს...წყენა ცუდია -აი ნახავ როგორ გაუხარდება ყველა ერთად რომ დავხვდებით - რამდენჯერმე აკოცა, ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გავიდა. ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიდიოდნენ კიბეზე რომლის ქვემოთ დიდი ოჯახის ნაწილი ელოდათ . ქალთა შეურყეველი, ძლიერი კედელი რომლის ერთ-ერთი აგური თავადაც უნდა გამხდარიყო მირასთან ერთად. უცხოებს ბევრი წყვილი თვალი უმზერდა , დაკვირვებას არ წყვეტდდნენ, ინტერესი დიდი იყო და პირველ ნაბიჯებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ომში სიმშვიდისთვის სტრატეგია უნდა აერჩია ამ შემთხვევაში კი საჭირო იყო ყველას გაცნობა , დრო და მოთმინება. -საღამო მშვიდობისა... ვაკოს იმდენად სწრაფად მოუხდა წასვლა,რომ ყველას გაცნობა ვერ მოახერხა მგონი მის დაბრუნებამდე უნდა გავაკეთოთ ეს საქმე. ეჭვი მაქვს ის ხშირად არ იქნება, ჩვენ კი ერთად მეტ დროს გავატარებთ -მოსამართლეებს სახლში დასარჩენად გაქვთ დროო? მგონია ჩემ შვილზე მეტხანს შენ იქნები გარეთ -ყველა საქმე თავის დროს მოითხოვს... მე ვეცდები ისე გავანაწილო გრაფიკი,რომ ოჯახს არ მოვშორდე, თუ მიმიღებთ რა თქმა უნდა - დედამთილს უღიმოდა ის კი აშკარად ვერ დამშვიდდა, არ გაუარა პირვანდელმა ემოციებმა -რა თქმა უნდა მიგიღებთ...შენ უკვე ხარ ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი-ახალგაზრდა ქალმა აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე ,პირველი მიუახლოვდა და მოეხვია- გილოცავ ,ვაკოს ცოლობა ნამდვილად დიდი ბედნიერების დასაწყისია და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი უფროსი ძმაა ...ხო მე ვერონიკა მქვია და რიგით მეხუთე ვარ . მეოთხე ხვალ დაბრუნდება სახლში... მესამე, ლადო ,მგონი უკვე იცი ჩვენი აი იმ სახლში ცხოვრობს , მეზობელ ეზოში რძალთან , დარიასთან და აი იმ ულამაზეს ბავშვთან ერთად - რძალიც გაიცნო, რუსული აქცენტით მოსაუბრის ფონზე გამართული ქართულით რომ ცდილობდა საუბარს . თბილად მოეხვია ქერა , მიულოცა და ინტერესისგან თვალებდამრგვალებულ პატარა გოგონას ანიშნა მოდიო -ჩენ ქალ ვაკოც ჩოლი? - პატარა იყო, ქერა თმები ჰქონდა დედის მსგავსად და დიდი თაფლისფერი თვალებით დაკვირვებას არ წყვეტდდა -მე თამარა ვარ ... შენ რა გქვია? - ბავშვის მოახლოებისას დაძაბულობა მთლიანად გაუქრა, დაიხარა და ახლოდან დაენახა -მე ლიტა... -რიტა ...რიტა ჰქვია - გაეცინა დარიას ქალიშვილის წარმოთქმული სახელის გაგებისას -რიტა, მირა.. ნეტავ კიდევ რას დაარქმევენ ახალ გოგონებს ციცოს გარდა ყველაფერს იფიქრებენ. ჩემი სახელი მოდაში აღარ მობრუნდება ნეტა? დამსახურება არ მაქვს ეტყობა, ცუდი დედამთილი ვარ, თავში ტაფას ჩამარტყამდა აქ რომ ცხოვრობდეს და თავის სახლი არ ჰქონდეთ - ჩაიდუდღუნა ქალმა და თავზე წაკრული თავსაფარი მოიშორა- ჩემო ქალიშვილო დღეს რჩებით შენ და შენი ქმარი ხომ? ოთახის მომზადებას არ აპირებ ? მე არ შემიძლია და თავად დააბინავე ქმარ-შვილი ...სად დარბიან მართლა შენი ქაჯები , არაფერი მოიწიონ ცხენებთან იქნებიან ისევ ნამდვილად- ოთახიდან გავარდა მერე ეზოდან ისმოდა მისი ხმა -სულ ასე ქოთქოთებც...ველონიკაც ლევანიტო ამბობც მაგაც ალავინ მოსწონსო უცოცხო კუდიანიაო - ჩუმად თქვა რომ გეკითხათ მაგრამ ყველამ გაიგო და სიცილის ტალღამ გადაუარა ოთახს -ოხ რიტუნაა ... ხომ გაგაფრთხილე ეგ არსად თქვა-თქო. გაიგებს ციცო და გამიტყავებს ქმარს -ველ მოელევა, აცე მითქლა მამიდაო ლომ მომეკანა ცოლადო გველეჩაპც მოველეო ... ჩენ ალ მოგიტაცა ციქეციმაგლიდან?- დარწმუნებული ამბობდა სიტყვებს,რომელიც აშკარად ვერონიკას ქმარმა უამბო -შენ რა საოცარი ვინმე ხარ ... გაკოცებ რა ,ხომ შეიძლება- ხელში აიყვანა და მასთან ერთად ჩაჯდა სავარძელში -კი, მიკვალჩ ლო მკოჩნიან მთვლალი ბიძიებიც გალდა - თავად კიდევ უფრო გათამამდა და რამდენჯერმე აკოცა თამარას -რა ტკბილი ხარ ... ოოხ როგორ მომეწონაა ერთი კიდე მაკოცე და მერე მირასთან ერთად ითამაშე ისიც შენსავით ჭკვიანია , პრინცესები ერთმანეთს ხომ დაუმეგობრდებით - იცოდა მირას ინფორმაცია სჭირდებოდა, ზედმეტი კითხვების გარეშე უსმენდათ და ახლა უკვე შეეძლო ამ საოცარ ბავშვთან თამაში -მირა ვიცი... გელოდებოდი . ძიამ მითქლა მოგიკანო და აქამდე ლატო ალ მოქედი? -დეე ხომ გითხრა მამიკომ , ძია ვაკოს ბენზინი აღარ ჰქონდა და მირა ვერ მოიყვანა-თქო -ტკუილია ძია ვაკოც კველაფელი ბევლი აქ ... გინდა ჩემი თოჯინები გაჩენო? - იატაკზე დახტა და მირას ხელი ჩაკიდა. ფერადი იყო, იმდენად ანათებდა, რომ მირას გულში ადგილი უკვე დაკავებული ჰქონდა. ოთახში კი იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი , შავებით შემოსილი ლამაზი ქალი ,თბილი ღიმილით -მე ნინო მქვია, კორინთელების პირველის ... გიორგის პირველი ვარ - ქვრივი არ უთქვამს ენას ,თქვეს ამღვრეულმა თვალებმა რომელსაც ღიმილი ვერ ერეოდა- კეთილი იყოს შენი ფეხი ... აი ჩემი ბიჭებიც მოდიან - ციცომ ოთხი ბავშვი შემოიყვანა სახლში მათაგან სამი ბიჭი იყო ერთი კი გოგონა - გაბრიელი და მიხეილი - ქალის ხმა ესმოდა ბიჭები რომ მიუახლოვდნენ და ხელი გაუწოდეს . უფროსი თამარააზე მაღალი იყო -სასიამოვნოა ,ბიცოლა -სულ ვამბობდი ვაკო ძიას მაგარი გემოვნება აქვს-თქო- პატარა მეტად მხიარული ჩანდა - აუუ დეე უთხარი ციცოს მიგვიშვას ცხენებთან... ვისწავლეთ უკვე ჯდომა- შავკაბიანს წარბებშეკრულმა გახედა ქალს კი იმ წამს ისე გაუშეშდა მზერა აშკარად არ ესმოდა შვილის სიტყვები,მხოლოდ სახეს ხედავდა შვილში კი ვიღაც სხვას დაეძებდა , ვიღაც უზომოდ მონატრებულს -ვინაა შენი ციცო ბიჭო... ციცოო გაიგონეთ? სულ გაგატუტუცა შენ ბიძაშენებმა და მამაშენი ჭკუას გასწავლის - ინსტიქტურად დაემუქრა და მერე იმდენად ხმამაღლა გაიჟღერა სიტყვებმა, რომ გააზრებისას გონებამ გულს გაუგზავნა მჩხვლეტავი ტკივილი- ჩემი ქმარი სად წავიდა ნეტავ... რა საქმე გამოძებნა ამჯერად ვერ გაიგო ,რომ უნდა დაისვენოს და მისი გულისთვის მუშაობა არ შეიძლება. ამ სახლში ყველაფერი თავდაყირაა და ეს ბიჭი კიდე ახლაც არ ჩერდება ცოლი ორი საათის მოყვანილი ყავს და მე დამიტოვა . სასწაული თუ გინდა ... გაბროო... გაბრიელ დიდი ოჯახის გულში იყო. ხედავდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალებს , რომლებიც კორინთელების მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ და მოსწონდა მათ ნაწილად ყოფნის იდეა. თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული , უფროსი მული ,რიგით მეოთხეს შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, მაგრამ მასზე მოსმენას სჯობდა მეორე დღეს დალოდებოდა და თავად გაეცნო . იმ წამს საოცრად მოუნდა ვაკო ახლოს ჰყოლოდა, იმ დროს მასთან სიახლოვეს გრძნობდა , თითქოს უკვე იცნობდა,უცხოები აღარ იყვნენ . მირას პატარა რიტამ ბავშვები გააცნო და უკვე ყველანი ერთად ისხდნენ ბუხრის წინ ხალიჩაზე ,პატარა ქალბატონის სასურველ თამაშში მორჩილად მონაწილეობდნენ. სახლში არსებულ ტკივილს ბავშვების სიცილის ხმა ებრძოდა, ომში გამარჯვება კი ყოველთვის მას აქვს ვინც კვალს მომავალში ტოვებს . გიორგი კორინთელის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა თამარამ, ყველას შესახებ გაიგებდა, ყველას ნახავდა ,თვალებში ჩახედავდა და გაიცნობდა, ყველას მის გარდა მას კი სამ სხეულში იპოვნიდა ნინო , გაბრიელი და მიხეილი ირეკლავდნენ პირველი კორინთელის მთელს არსებას. ბავშვების კისკისის ხმა კიდევ უფრო მკვეთრად ისმოდა , ყველანი სხვადასხვანაირები იყვნენ , არცერთს ჰქონდა ერთი ასაკი ,მათ შორის უმცროსს , სულ მთლად გამოუცდელს ჰქონდა ყველაზე ლაღი სიცილი, მის სულს არ აწუხებდნენ დარდები , მისი სიცილი ყველაზე მძლავრი იარაღი იყო ტკივილის წინააღმდეგ . -მოვიდნეენ- პირველი რიტა გავარდა სახლიდან . ფანჯრიდან უყურებდა ეზოში მიმავალ კაცებს . ყველას ეხვეოდნენ ბავშვები , საკუთარი შვილები ვაკოს ირგვლივ კი სამნი იყვნენ უმამოდ დარჩენილები მისი მკლავების ქვეშ ებრძოდნენ უმამობას . ყველა ქალი თავს დასტრიალებდა სახლში შესულ ქმარს . გონს რომ მოვიდა თავადაც ვაკოს წინ იდგა , მხოლოდ ნინო იჯდა გაუნძრევლად და მეორე ოთახში მზერით ნაპოვნ ქმრის ფოტოს თვალცრემლიანი უმზერდა . უფროსი კორინთელი გამოჩნდა კადრში, ციცოს უკან მიჰყვებოდა უცებ რომ შეჩერდა, სავარძელში მჯდომისაკენ დაიხარა და თავსაფრიან თავზე აკოცა შვილის დანატოვარ შვილს. ვახშამი იყო ხალხმრავალი, ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე . იქ ყოველ დღე ამარცხებდნენ სიკვდილს, რომელსაც ერთხელ უკვე მოეგო მათთვის. იქ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის , იქ იყო მისი ადგილი ! ....................... -ძილის წინ ზღაპარს დამპირდნენ ... არ იქნება? -შენ გელოდით ... მოდი ,თორემ ზღაპრის გარეშე ჩამეძინება - თამარასკენ მიიწია , საწოლში დგილი გაუთავისუფლა და საბანი ასწია- სიცივეა ... ჩქარა , გაიყინები ასე- საბანი თავად დააფარა და მერე ბალიშს მიეყრდნო -დაიღალე ,ხომ? ხვალ ვეცდები უკეთესი დღე იყოს -დღეს საუკეთესო დღე იყო ... დაქორწინდით, შენი დიიდი ოჯახი გავიცანი და შენ დაბრუნდი - ორივეს აკოცა ,წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო. ერთი აბზაციც ძლივს დაასრულა მთქნარება რომ დაეწყო კორინთელს გოგონას წკრიალა ხმა ესმოდა , თამარას მტევანზე თითებს დაატარებდა და მზერას მანამ არ აშორებდა სანამ სამივეს არ მოერია დაღლილობა. პირველს მირას ჩაეძინა, თამარამ წიგნი ფრთხილად გამოართვა , შუქი კორინთელმა ჩააქრო რაც იმას ნიშნავდა რომ იმ ღამით სამნი ერთად დაიძინებდნენ . როცა ენდობი მშვიდად ხარ , როცა მშვიდად ხარ ბავშვივით გძინავს, ნათელი გრძნობებით სავსეს სიბნელეზე სინათლით გამარჯვებულს ........................... გამოფხიზლებისას კორინთელის მკლავების შეხებას გრძნობდა, მისი სხეულიდან წამოსულ ტემპერატურას და სურნელს, რომელიც იმდენად ახლოს იყო მირას იქ ყოფნას გამორიცხავდა. თვალები რომ გაახილა პირველი ვაკოს სახე დაინახა, კაცს მშვიდად ეძინა მასთან ჩახუტებულს ბავშვი კი არსად ჩანდა. საათი ექვსს უჩვენებდა, ზედმეტად ადრე იყო -გაიღვიძე ... მირა არ არის- წელზე მოხვეული ხელი იმ წამს შეამჩნია ვაკომ კიდევ უფრო ახლოს რომ მიიზიდა და სახე მის ყელში ჩამალა ძილის გასაგრძელებლად- ბავშვი არ არის-თქო ადამიანო -რომ არა გოგონას დაკარგვა აუცილებლად გაიაზრებდა ყველა ემოციას რასაც მის სიახლოვისას განიცდიდა,მაგრამ იმ წამებში ვერაფერზე ფიქრობდა. -ეზოში იქნება... აქედან ვერსად წავიდოდა - სწრაფად წამოდგა, ფეხზეც კი არ ჩაუცვია ისე გაიქცა -მირაა - სიჩუმეში ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდა მისი ხმა. თამარაც მიჰყვა და მალევე დაინახა კიბეზე მჯდომი უცნობი ქალის გვერდით -მშვიდად ძამიკოო შენი მშვენიერი მირა აქ არის... მამიდა სალომეს მიეხმარა საძინებელში ჩანთების შეტანაში - ქალი წინა საფეხურზე მჯდომ ბავშვს თმას ლამაზი ხელნაკეთი სამაგრით უკრავდა. ისეთი ლამაზი იყო , თამარა თვალს ვერ აშორებდა მის მომღიმარ სახეს -სალომეე ასე ადრე არ გელოდი...პატარა ქალბატონო შენ როგორ მოხვდი გარეთ გამთენიისას? ჯერ კიდევ ბნელა . ვინ მოგიყვანა ამ დროს - გოგონას მოეხვია , ისეთი სუსტი გამოჩნდა მის მკლავებში მოქცეული თითქმის აღარ ჩანდა - ცოლი რომ არ შემერთო როდის აპირებდი დაბრუნებას -გამაცანი ჯერ შენი ქალი და შემდეგ ვნახოთ დავბრუნდი თუ სჯობს ისევ გავიქცე - გაუცინა , კიბის მოაჯირს დაეყრდნო სხეული მძიმედ აითრია , იქვე დადებული ხელჯოხი აიღო და ისე განაგრძო დანარჩენი საფეხურების გავლა . მარჯვენა მხარეს ფეხს მიათრევდა და ხელიც არაბუნებრივად ჰქონდა მოხრილი- მე სალომე ვარ ... -მე კი თამარა ... დარწმუნებით მინდა გითხრათ,რომ თქვენი გაქცევის მიზეზი არასდროს გავხდები - გაიცინა და გოგონას თხელ თითებს თავისი შეახო -რძლებში ყოველთვის მიმართლებდა ... იქ სულ საჩუქრებია, შენთვის და მირასთვის . იმედია მოგეწონება - ხელნაკეთ, ფერად ჩანთაზე ანიშნა - ახლა წავალ , დავისვენებ ... რამდენიმე საათში შევხვდებით - მირასკენ დაიხარა , მოეფერა და დერეფნის ბოლოსკენ გაუყვა გზას. ხის იატაკზე ჯოხის ხმა იმდენად ხმამაღლა ისმოდა კივილს მოგანდომებდათ. გაშლილი თმაში კოპლებიანი ბანტით ჰქონდა შეკრული , კოჭამდე გრძელი ბორდოსფერი კაბა ეცვა , სახელოები ფალანგებამდე ეშვებოდა . მიდიოდა და თან მიათრევდა ტვირთს,რომელიც მარჯვენა მხარს აწვებოდა ,თითქოს ამიტომ იყო ასიმეტრიული მისი სხეულის კონტური -მისი შეცოდება არ გაბედო ! - ყურთან ახლოს გაიგო კაცის ნათქვამი სიტყვები და ქალის დაკვირვება შეწყვიტა -სად ცხოვრობს? -ტყის სახლში -აბა ახლა სად ვართ- მეტი სიცხადისთვის უზარმაზარი ფანჯრიდან გადაშლილ ხედზე მიანიშნა -მოსახლეობისგან მოშორებით სახლი ამაშენებინა და იქ გადაცხოვრდა -მარტო ცხოვრობს ? -ის ჩვენს შორის ყველაზე ძლიერია -ძლიერი ვარ,მაგრამ მგლების მეშინია და ოჯახთან ყოფნა ყველაფერზე ძვირფასი განძია რაც კი შეიძლება წარსულში დაგრჩეს -მე მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ -მისი ჯინიც ხარ? - მირას კითხვამ ორივეს ყურადღება დაიმსახურა -ვფიქრობ ის არის ვაკოს ჯინი - თამარამ უპასუხა, ხელი ჩაჰკიდა და მისკენ დაიხარა- ასე აღარ გამეპარო საწოლიდან... ამ დროს როგორ გაიღვიძე . გავიყინეე- ბავშვიანად გაიქცა საძინებლისკენ, ციოდა და საბანში გახვევამდე კანკალებდა მერე კი სიცილით მიმავალი კორინთელიც შეუერთდდათ. -დავიძინოთ, უამრავი საქმე მაქვს და რომ იცოდეთ გამოუძინებელს საშინელ ხასიათზე მეღვიძება- ამჯერად თამარას მხრიდან დაწვა , მოეხვია და მისი კითხვისნიშნიანი მზერა რომ დაინახა წარბები მაღლა აზიდა- გათბობ ... დრო ნუ გაგყავს. ორ საათში ისედაც უნდა გავიღვიძოთ სამსახურში რომ უნდა წახვიდეთ ქალბატონო მოსამართლევ იმედია არ დაგავიწყდათ -მიხარია,რომ თქვენც არ დაივიწყეთ ეს ფაქტი და ვიმედოვნებ თბილისში დავბრუნდებით მთელი ოჯახი -აქ ცხოვრება უფრო ხელსაყრელია ჩემთვის და გადასვლა ჩემს გეგმებში არ არის სანამ იქაური ვითარება სრულად არ დალაგდება -ეგ არასდროს მოხდება ყველა შენსავით თუ გაიხიზნება -მე არსად გავხიზნულვარ ყოველთვის ჩემს სახლში ვარ -ამდენი საათი გზაში ყოველ დღე აქედან და იქედან ... ასე მოვკვდები -დაძინებას აპირებდით და იმდენს ლაპარაკობთ ... იქნებ მე მაინც დამაძინოთ და დიდურ ამბებზე თქვენს ოთახში ილაპარაკოთ? -მორჩა, მერე ვისაუბრებთ -არა ახლა სჯობს ... სწორია მირა -არ ვაპირებ იმ გაყინულ ოთახში შესვლას...ნუ გამაციებ ,იზრუნე ცოლზე -ვზრუნავ, ნუ გეშინია საწოლში არ შეგიტყუებ - ჩუმად უთხრა, ყურთან აკოცა და ხელჩაკიდებულმა წაიყვანა - ძილინებისა ძვირფასო- საბანი გაუსწორა ნახევრად მძინარე ბავშვს და ღიმილი ვერ შეიკავა ამ უკანასკნელმა თვალი რომ ჩაუკრა. -სარგებლობ იმით,რომ ვერ გეჩხუბები და შენს ნებაზე დამატარებ ...მაიძულებ კაპასი ცოლი გავხდე -არ გამოგივა ... შენი ლოგიკური აზროვნება შეგიშლის ხელს. კარგად იცი,რომ მე აქედან ვერ გადავცხოვრდები , ისიც იცი აქ რომ სიმშვიდეა , მეტად უსაფრთხოა ჩვენთვის ,მათ შორის შენთვისაც -აქ ისე დაგვესხმებიან თავს ვერავინ გაიგებს. როგორაა უსაფრთხო სოფელში ცხოვრება -ქურდებს და ყაჩაღებს სახლი რომ აღარ დარჩეთ აქ მაინც არავინ შემოვა -თუ ყველა შენთან მეგობრობს? -ჩემთან არაკაცები არ მეგობრობენ და ძალიან გთხოვ მსგავსი ბრალდებები დაივიწყე -მე როგორ მოვიქცე... მირასთან თუ არ ვიქნები რისთვის გავხდი შენი ცოლი. ბავშვს წავიყვან -შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენ მტერს შეიძენ.თამაში იქნება ის ერთი თავდასხმა შვიდი თვის წინ რომ განახორციელეს, დიტომ მითხრა ვერ შეაშინეს მაინც მიიყვანა საქმე ბოლომდეო. მარტივია როცა მარტო ხარ , შენ კი უკვე მირა გყავს ... საქმეებს რომ არ გაყიდი და ყველას ციხეში გაუშვებ ვინ დაგიცავს, მოსყიდული მილიცია? -ყველაფერი შეიცვლება...უკვე აღარ ვართ საბჭოთა კავშირში -ისევ ისინი არიან ვინც ერთი წლის წინ იყვნენ და რადგან ფურცლებზე წერია,რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ რა ჰოპ და უცებ დემოკრატიის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ? ვინ იცის საერთოდ რას ნიშნავს დემოკრატია, თავისუფლება და უფლებები -შენ იცი? -ჩემს ცოდნაზე შემდგომ ... არ მინდა ორ დღეში გახდე უგონოდ შეყვარებული ცოლი -რა ხუმარა ხარ, საყვარელო -ძვირფასო ... ჩემი აზრით საქალაქო სასამართლოს წამყვანი მოსამართლე უნდა გახდე -ჩემი კარიერული ზრდის შეჩერება გინდა? -რას მეუბნები,რომ ამხელა რაიონში არ გინდა დარჩე და აუცილებლად თბილისის სასამართლოში იყო მოსამართლე? აქ რა დანაშაულს არ სჩადიან? წარმოდგენა თუ გაქვს დღეში რამდენი საქმე იქნება . იმის გათვალისწინებით რომ მოსამართლეების რაოდენობა მცირეა შენ იქნები სახელგანთქმული მოსამართლე ... დააგროვებ გამოცდილებას და ააყვავებ რაიონულ სამართალს -თქვენ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებთ, მეუღლევ? იმდენად თავბრუდამხვევად მაცნობთ გეგმას თითქმის დამაჯერეთ -განცხადების დაწერა დაგჭირდება გადაყვანის თაობაზე და ისეთი სიხარულით მიგიღებენ .. ნუთუ არ გინდა პერიფერიიდან დაიწყო სასამართლოს პრესტიჟის ჩვენება და კანონების ძალის დამტკიცება , იმედის ჩანერგვა წესიერი ადამიანებისთვის და იმის ხაზგასმა ,რომ მოსამართლეები არ იყიდებიან. ახალგაზრდა, ქალებს გაქვთ ძალა კორუფციის დამხობის -ისე მანდომებ რომ დაგიჯერო...-უყურებდა და გაოცებას ვერ მალავდა- შემიძლია უარი გითხრა, მაგრამ -სურვილი არ გაქვს -უნდა მითხრა შენ რატომ ცდილობ ჩემს აქ გადმოყვანას ... ბევრი ნაცნობი გყავს მსჯავდებულის სკამზე და როგორც შენი მეუღლე მათ დავინდობ? -მეც რომ დამსვან იქ თუ სამხილები ჩემს წინააღმდეგ იქნება , თუ ნამდვილად დამნაშავე ვიქნები განაჩენიც შესაბამისი იქნება. მე ვერ ვიტან უსამართლობას, თუმცა არც სასამართლოს ვენდობი და თუ ისე იზამ ,რომ ნდობა დამიბრუნდეს მხოლოდ მოხარული ვიქნები -გამოდის რაიონში უნდა გადმოვსახლდე...აქაურობის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო , ანუ გავხდე ცნობილი ვაკო კორინთელის ღირსეული ცოლი . ორი კურდღლის დაჭერა შესანიშნავად გამოგდის , ვფიქრობ მეც ვიპოვნი სარგებელს და დაგემორჩილები, ამჯერადაც -ეს მორჩილება არ არის, საღი აზრის მიღებაა . მე მხოლოდ შემოგთავაზე, არჩევანი შენზეა ... - საწოლთან მდგომი კარადიდან პატარა ყუთი აიღო. ქალს ხელზე აკოცა და შემდეგ ბეჭედი მოარგო - მე და შენ ერთმანეთს არაფერს მოვთხოვთ, ყველაფერს შევთავაზებთ, გავუზიარებთ და შემდეგ გადავწყვეტთ რომელია უფრო სწორი არჩევანი . ეს ბეჭედი შენს ხელს ნამდვილად ამშვენებს და ვფიქრობ მოხსნის საჭიროება არასდროს დადგება- არათითზე ცერი ნაზად გადაუსვა შემდეგ კი მზერა მის მწვანეებს გაუსწორა-შენ რას ფიქრობ? -შენს მტევანსაც მოუხდება მსგავსი ბეჭედი, რომელიც მუდამ გაგახსენებს ჩემს არსებობას შენც და ყველას ვინც კი ოდესმე შენთან კონტაქტს გადაწყვეტს . ეს რგოლი - ყუთიდან კაცის ბეჭედი ამოიღო -ან წყევლა იქნება ან ძღვენი , გააჩნია რომელს დაიმსახურებ . აი დამსახურებულს კი აუცილებლად მიიღებ - მწვანეებში ნაპერწკლები ცეკვავდნენ , სახე უნათებდა ვაკო კი სულ უფრო მეტი დაჟინებით უყურებდა -ჭკვიანი ქალი , გონიერი კაცის გვერდით მოქმედი უკვდავების წყაროა - თითები მის თითებში ახლართა და თავისკენ მიიზიდა. -გრძელი დღე გველის - კაცის ტუჩებთან კოცნისგან არეული ხმით დაიჩურჩულა და ხალათის შიგნით შეცურებულ ბეჭდიან ხელს დახედა - ვახტანგ -რაც უფრო ცოტა გაცვია მით უფრო მალე თბები ... - ხალათი მოაშორა და მხურვალე მკლავი წელზე შემოხვია - ნუ მიყურებ ასე ...მაშინებ-ჩაიცინა და ყელზე მიაკრო ცხელი ტუჩები- გაყინული ხარ, ასე დაძინებას ვერ შეძლებ -არ მიყვარს ზამთარი- თვალები დახუჭა და შეგრძნებების აღქმა დაიწყო . მისგან წამოსული მუხტი სასიამოვნო ტალღებს შეუჩერებლად უგზავნიდა მთელს სხეულში -მთლიანად უნდა შეიცნო და შეიყვარებ ! უარყოფითი ნაწილითაც მიიღებ და ყველა მის დადებით მხარეს ბოლომდე შეიგრძნობ -დრო სჭირდება შეცნობას შეყვარებისთვის-მსუბუქად მოძრაობდა , საწოლის ერთ მხარეს დაწვა და ისე მოექცა კაცის მკლავებსშორის შუაში მანძილი არ დარჩენილა, სიცივის გასავრცელებლად სიცარიელე შეავსეს. -ზამთრის დღეებიც გრძელი იქნება , ვრცელი და ნათელი ! - ინსტიქტურად შეახო ტუჩები შუბლზე ,თვალებდახუჭულმა თვალებდახუჭულს ,მაგრამ ძილი გათენებამდე არ მოსულა. ღიმილიანი სახით იწვა და ქალის მდუმარე სიფხიზლეს სწავლობდა. ამ დრომდე ძილი ჰქონდათ გონების გადატვირთვის ერთადერთ ჯანსაღ საშუალებად იმ დღის შემდეგ კი ახალი იპოვნა,მეტად სასიამოვნო და მრავალფერი. ............................ -მგონი ის ქალი კარგი ფეხით შემოვიდა... ჩემი გოგო დამიბრუნდა -დედა ფეხზე საუბარი არ გვინდა- ქალის ემოციებს აიგნორებდა და რძლების გვერდით იკავებდა ადგილს -ხანდახან მგონია,რომ ჩემი შვილი კი არა რძალი ხარ შენც -ჩემნაირს რძლად როგორ მიიღებდი, რას ამბობ ...აფხაზზე ისტერიკა გქონდა, უკრაინელზე ინფარქტი , ამჯერად არც კი ვიცი რა იქნება... ყველანი ჯანმრთელები და ლამაზები არიან თორემ რეალური ნაკლი რომ ჰქონოდათ რა გვეშველებოდა -მსოფლიო შემიკრიბეს შენმა ძმებმა და ... წმინდა სისხლის ქართველი ბავშვი ვერ ვნახე ამ სახლში . ისეთი ცხვირაპრეხილი და ქერაა პატარა წიწილივით ყვითელი თავი აქვს ბებას სიცოცხლეს ... ჩემ გვერდით რომ დგება ისეთი შავი ვჩანვარ მე თვითონ მიწუხს გული...არაფერს ვამბობ ნახევარს ქართულს რომ ლაპარაკობდა, ნახევარს რუსულს და ხანდახან უკრაინულად რომ დაიწყებდა კიდე კაი ჩამოსვლის შემდეგ უკეთესად ისწავლა თორემ ნამდვილად გამაგიჟებდა -სამაგიეროდ სიძე ხომ გყავს გამართულად ქართულად მოსაუბრე - ის აფხაზურს უბერავს, ის რუსულ-უკრაინულს ... - დააიგნორა ვერონიკა და საუბარი სასურველი მიმართულებით განაგრძო -სამაგიეროდ შენ გიპოვნეთ მე და ლეილამ ისეთი ბიჭი - ვერ გათვალა სწორად, პირდაპირ იერიშზე გადავიდა სალომესთან -რძალი გავიცანი, მირაც და სჯობს დროულად წავიდე სანამ ვინმე ბრმას მომიყვანს დასაბალანსებლად. ხეიბრების შესანიშნავი დუეტია -არაჩვეულებრივი ბიჭი იყო ... სიხარულით გირთავდა ცოლად -მე თუ ჩემს სახლს , მიწებს, ფულს, უზრუნველ ცხოვრებას ... ვერ მხედავდა და როგორმე ამიტანდა არა? იმის არ გეშინოდა,რომ ბავშვები ბრმები მეყოლებოდნენ? აჰ სულ დამავიწყდა მე ხომ ბავშვს ვერ გავაჩენ, მშობიარობას ვერ შევძლებ ჩემიწყეული მენჯის გამო და იქნებ შეეშვა ჩემთვის ქმრების ყიდვას -სად მიდიხარ- უკვე კარისკენ დაძრულს მიჰყვა. იმდენად სწრაფად მიდიოდა ჯოხსაც ძლიერად ურტყამდა იატაკს , გაბრაზებას არ მალავდა და კიდეც მიახალა პირდაპირ სათქმელი- როგორ მელაპარაკები ... შენთვის კარგი რომ მინდა ამიტომ მსჯი წასვლით? -დილამშვიდობისა-თქო ვიტყოდი,მაგრამ აშკარად არაა მშვიდობიანი... დედა რა ხდება ?- ვაკო გადაეღობა წინ სალომეს და იქვე მდგომ ვეროინკასაც გადასწვდა ,თავისკენ მიიზიდა ისიც და ლოყაზე ხმაურით აკოცა -უკვე გაიღვიძეთ? ვცდილობდით ჩუმად ვყოფილიყავით დედი - რძალი შეათვალიერა და მისი ჩაცმულობა არ გამორჩენია-მიდიხართ უკვე ? -საქმე არ იცდის ... შენც არ ჩერდები , ხომ? -მე კი არა შენი და ,რომელიც სულ შენ გააგიჟე -გაგიჟებაა ცოლად რომ არ მიჰყვება შენს არჩეულ ბიჭებს? რა კარგია რომ გიჟი ხარ ,ჩემო მშვენიერო- კიდევ ერთხელ აკოცა გულზე მიხუტებულს -მე თუ არ ავურჩიე აბა იყოს გაუთხოვარი -მე არავინ მჭირდება, მაგრამ მტკივნეულია საკუთარი დედა რომ დარწმუნებულია არავის შევუყვარდები, არავის მოვუნდები თუ ჩემი მზითვის გრძელი სიით არ დავიფარავ მახინჯ მარჯვენა ნახევარს -სალომე, გთხოვ -ნუ მთხოვ ძმაო, იცი რომ მართალი ვარ. შენ იცი ის რასაც ფიქრობს, ჩემზე უკეთ იცნობ და იცი -მე ვფიქრობ... ნეტა ვის ადარდებს მე რას ვფიქრობ. რეალობაა საქმე, რეალობა რომელსაც არცერთი უსწორებთ თვალს. უმზითვო ქალი ვის რად უნდა ... საქართველოში , ქართველ დედამთილებს ორი რამ უნდათ ქალისგან ქალიშვილობა და მზითვი დანარჩენს მერეც ასწავლიან -დედაააააააა - ქალი ლაპარაკს როდემდე გააგრძელებდა არავინ იცოდა ვაკომ რომ ყვირილის ზღვარზე გაიარა და ისე შეხედა წამსვე გააჩუმა - სახლში დავბრუნდი, როგორც გინდოდა აქ ვარ და ყველაფერს მივხედავ . საქმეების თავში შენ ყოფილხარ და ბარემ აქვე გეტყვი, რომ შეწყვიტო ამ შენი შავბნელი აზრების ფრქვევა თორემ ისე ვიზამ თავად მოვაშორებ სალომეს ყველა ბიჭს! -შენ რა ჯანდაბას ბოდავ თუ იცი -მირაა , პატარავ ჩემთან ერთად წამოხვალ თუ სახლში დარჩები? -შენც იგივე მკითხე- თამარას ახედა და ფართოდ გაიღიმა -სახლში დავრჩებიო , გოგონებთანო- სახეგაბრწყინებული უყურებდა ქმარს -აი თურმე რაა...კორინთელები შენს გულში ვართ ! - ხელზე აკოცა გოგონას და საპასუხო ჩახუტება ,რომ მიიღო თვალები მინაბა -წავედიი მაშოსთან და რიტასთან ვითამაშეებ - თამარასაც მოეხვია და შემდეგ ახლადშეძენილი მეგობრებისკენ გაიქცა. -მე ახლა ცოლთან ერთად ვტოვებ სახლს ,რომელსაც საქმეზე აგვიანდება -დედოფალი სასამართლოში მიდის ათას უბედურს განაჩენი უნდა გამოუტანოს და საქორწილო განწყობა რად მინდა. ეს ოქროებიც ,რა ვიცი კი მოვიტანე ვიფიქრე დავახვედრებ-თქო და თუ იკადრებთ თქვენია ქალბატონო თამარა- პატარა ზარდახშა ეჭირა ხელში- მაქვს უფლება ? -ყველაფრის უფლება გაქვს რაც სხვის უფლებას არ არღვევს ... მიყვარხარ -უღრმესი მადლობა, ყველაფერი მშვენიერია ... საღამოს უფრო დაკვირვებით ვნახავ და მოვირგებ კიდეც. თქვენ შეინახეთ ჩემს დაბრუნებამდე ახლა კი საშინლად მაგივანდება, განრიგის შედგენამდე ხომ მაპატიებთ? -ციცო დედა უკეთილშობილესია, მოგიტევებს ამ ცოდვას ... გაიქეცი მიდი მე ნუ დამელოდები- შესანიშნავ განწყობაზე იყო , ლოყაზე აკოცა თვალი ჩაუკრა და ანიშნა წადიო - საღამოს გნახავთ , წარმატებული დღე მშვენიერებოო -მანქანისკენ დაძრულ ცოლს მზერა მოაშორა და მომღიმარ ქალებს გადახედა -წამოგყვები,შეიძლება? -სალომემ მავედრებელი მზერა მიაპყრო -თბილისში ? -ხო, რაღაცების ყიდვა მინდა ... -წამოდი ... -სად მიგყავს... თბილისში რა გინდა. შენს ძმას საქმეები აქვს ,იმ არეულობაში სად უნდა იარო დააბარე რაც გინდა და გიყიდის -დედა , ძვირფასო საღამოს სტუმრები მოვლენ და არ გინდა ვახშამზე იფიქრო ? ან სახლის დანარჩენ საქმეებზე -ვინ სტუმრები, რამდენი იქნებიან -ზუსტად არ ვიცი , ჩემი ბიჭები მხოლოდ -დარჩეს მომეხმარება -მე მოგეხმარები დედა ... -შენ შენი ქმარი გელოდება სამზარეულოში ... დილიდან დამშეულია -დედა ციცოო ქლიავის მურაბა სად დევს? თქვენნაირს ვერავინ აკეთებს და ხომ გამატანთ ერთ ორ ქილას?- ლევანი სამზარეულოს კარში იდგა და იქედან ითხოვდა სასურველს -ანგელოზივით გოგო გაგატანე და ქლიავის მურაბას გავიმეტებ როგორმე -დედა ციცოო ოქრო ხარ ,ვფიცავ -ოქროს ცოცხი მაქვს ალბათ, კუდიანს -მკვახედ მოუჭრა და ლოყაზე კოცნის უფლება არ მისცა მომღიმარ სიძეს ........................... _არ მინდა რომ წახვიდე ... _გთხოვ შენც არ აუბა მხარი დედას _მჭირდები , რომ ყველაფერი დავალაგო. აღარ ვიცი უკვე რომელ ერთ საქმეს მივხედო...ყოვლისშემძლე არ ვარ . დარჩი გთხოვ, შენი დახმარება მჭირდება _არაფერს დამიმალავ და ყველაფერს მეტყვი? _როდის მომიტყუება _არ მატყუებ , მაგრამ არაფერს მეუბნები _ვნახოთ , ვეცდები ყველაფერი გითხრა _გიყვარს? _ვინ _ანუ არა _არ გითქვამს ვისზე მეკითხებოდი _რომ გიყვარდეს მაშინვე დამეთანხმებოდი... მირას გამო დაქორწინდით ? _მისით მოხიბლული ვარ და მირას სიმშვიდისთვის ეს იყო საუკეთესო გამოსავალი ... კიდევ ბევრი მიზეზია _ყოველთვის ამბობდი გვერდით მხარდამჭერი დამჭირდებაო , მასზე მყარ კედელს ალბათ ვერ იპოვნიდი. ისეთი ენერგია აქვს რთული იქნება მისი არშეყვარება _მთავარია ოჯახად ვიქცეთ _ეგ ტყუილია და შენ კარგად იცი _მარტო სიყვარულიც არ ნიშნავს მშვიდ ცოლ_ქმრობას _სულის ნაწილი თუ არის შეიყვარებ . თუ არ არის ვერც გაუგებ, დააფასებ, აიტან და სიმშვიდესაც ვერ მიიღებ _შენი სულის ნაწილი ისევ არ ჩანს ? _გთხოვ _რას მთხოვ ... დედას ისეთ ცივ უარს ეუბნები. გარიგებითაც ქორწინდებოდნენ ადრე და _და ამის ნათელი მაგალითი სახლში გვყავს. მყარი ოჯახი, რომელსაც მხოლოდ ციცოს კივილი აზანზარებს _გგონია სხვასთან უკეთ იქნებოდნენ? _არა , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემთვის მისაღებია ვიღაცამ ამარჩიოს თითქოს სამსახურში უნდა ამიყვანოს მე ფული მაქვს მას ლამაზი თვზლები, მე განათლება მაქვს მას ხვეული თმები, მე გემრიელ ხაშლამას ვაკეთებ ის კი სწრაფად დარბის... გარიგებული ქმარი არ მჭირდება ბედნიერებისთვის _იცი რა გჭირდება ბედნიერებისთვის ? - ქალაქისკენ საშუალო სიჩქარით მიდიოდნენ , თოვლიანი გზა ნივას ვერ შეაბრკოლებდა, მაგრამ მაინც სიფრთხილეს იჩენდა. თითქოს ბედი იყო სავალი გზიდან გადასული მანქანა რომ შენიშნეს . თოვლში ჩაფლული ხეს იყო შეჯახებული . გვერდის ავლას არც ფიქრობდა, მაგრამ ნომერის დანახვისას კიდევ უფრო აჩქარდა ინსტიქტურად წამოიძახა უტას მანქანააო და იქამდე მშვიდად მყოფი ქალიც ააღელვა. გონება დაბინდული , კოჭლობით მიჰყვა წინ წასულ ძმას თოვლში ჩაფლულიც კი აგრძელებდა სვლას მანამ სანამ ბიჭი არ დაინახა . თავით საჭეს ეყრდნობოდა, სახეს ვერც უყურებდა,მაგრამ იცნო და ეს საკმარისი დარტყმა იყო ადგილზე გაქვავებისთვის. შიშმა მიწისძვრის ტალღის მსგავსად შეაზანზარა, წამების განმავლობაში ეგონა,რომ ფეხქვეშ სიცარიელე ჰქონდა _ აქ რამ გადმოგაფრინა ... _ვაა ვაკოო ... შენ აქ საიდან ტო. საუკუნის შემდეგ ასე უნდა გვენახა ერთმანეთი? _რას გავხარ შე იდიოტო , სხვა ტიპის სული ჩაგისახლდა ბოლო წლებში?- მომღიმარს წარბშეკრულმა შეხედა, მიხვდა ფხიზელი არ იყო _აუუ მაგრად მოვსრიალდი ტო ... ნივას ვიყიდი, გადაწყდა . მგონი ხელი მაქვს ამოვარდნილი ,ვერ ვამოძრავებ _წავედით ... მოგეხმარო მოდი- ხელი უძრავად ეჭირა , გადმოსვლისას საყრდენად ექცა და მანქანისკენ წაიყვანა ქალი კი უკვე თავის ადგილს დაბრუნებოდა და იქედან ადევნებდა თვალს _ თბილისამდე ჩამიყვანე , გზაში ბიჭებს ვუთხრათ მანქანა ამოათრიონ აქედან და თავისთან წაიყვანონ _ უკანა სავარძელზე მოთავსებისას ერთხელ შეავლო მზერა მოჩვენებად წარმოდგენილ ქალს - მარტო არ ყოფილხარ... ბიჭებთან დავრჩები -ნუ სულელობ, ფერი არ გადევს ... გაჩერდი მანდ მე მივხედავ ყველაფერს. სალომესაც არსად ეჩქარება. ხომ ასეა ? -პრობლემა არ არის ... - ჩუმად თქვა და ბიჭმაც დაიჯერა მისი ნამდვილობა -ძმის მოულოდნელი ქორწინების გამო დაბრუნებულხარ ... მართლა არავისთვის გითქვამს? ბიჭებს არ დავუჯერე _სახლში მარტო ხარ? _ვისთან ერთად უნდა ვიყო ... შენსავით გადამალული ქალი არ მყავს _ატრ.კებენ ისინი ... არ დამიმალავს უცებ მოხდა ყველაფერი_თქო ვუთხარი _ხოდა მეც ასე უცებ მოვიყვან ცოლს და დალოცვის საშუალებასაც არ მოგცემთ. მშვენიერი აზრია _საავადმყოფოში შევიდეთ ხელს ჩაგისვამენ გტკივა და ბიჭობ ახლა - არ მოუსმინა მეგობრის სიტყვებს, მიმართულება რაიონული საავადმყოფოსაკენ აიღო და რამდენიმე წუთში მიაღწია კიდეც დანიშნულების ადგილს _რა უნდა ვქნა ვიტირო? სულ მივარდება მაინც რა ჯანდაბაა _წამო _აქ გამოიყვანე რა მეზიზღება იქ შესვლა ... თავიც მტკივა _შერყევა გაქ ალბათ _დაბადებიდან შერყეული ვარ და მერე კიდე შემარყია ერთმა _ ჩუმად თქვა და წინ მჯდომი გოგონასკენ გაექცა მზერა. გულისცემას ვერ იმორჩილებდა, მაგრამ უკან მაინც არ იხედებოდა ისე იქცეოდა თითქოს სულაც არა ღელავდა სინამდვილეში კი თავს ძლივს იკავებდა რომ არ შეხებოდა. მზად იყო კაბის ნაჭერი შემოეხია და ისე გაეწმინდა მისი სახე სისხლისგან , იმის წარმოდგენისას თუ როგორ უჭირდა ამოვარდნილი მკლავის მეორე ხელით დაჭერა მწველ ტკივილს აგრძნობინებდა გულ-მკერდის მარცხენა მხარეს -ექიმთან ერთად დავბრუნდები ...ცოტა გაუძელი- ვაკომ კიდევ ერთხელ გადახედა და სწრაფად დაიძრა საავადმყოფოს შენობისკენ. უკნიდან ესმოდა კაცის აჩქარებული სუნთქვა , თვალები დახუჭული ჰქონდა მთელი სხეული გაეყინა , მარჯვენა მხარეს კიდურებს საერთოდ ვეღარ გრძნობდა, მტევანს რომ დახედა თითები ისე ჰქონდა დაგრეხილი თითქოს რაღაც საშინელებათა ფილმის გმირად გარდაიქმნებოდა -ისუნთქე ... არაფერია . უარესებიც გადამიტანია - ხმა რომ გაიგო ყელში გაჩხერილი ბურთი კიდევ უფრო გაიზარდა,გაბევრდა . თვალები სითხემ დაუფარა -მხოლოდ გაძლებას აიძულებ თავს , უარესის ატანას და არასდროს კარგად ყოფნას. გადაიტან ! შენ ამასაც გადაიტან , უარესსაც და არა უკეთესს -გაქცევის ყველას ჩვენი გზა გვაქვს ... შენ მთაში გამექეცი, მე კი უფრო მაღლა,მიუწვდომელ სამყაროში მივდივარ-პასუხის დაბრუნება ვეღარ შეძლო ,უკან რომ შებრუნდა უკვე ექიმი იდგა მანქანასთან. მერე არაფერი ესმოდა, კაცის სიტყვები უტრიალებდა გონებაში, ხედავდა როგორ შეეცვალა გამომეტყველება ძვლის ჩასმისას . სახეზე შეხების საშუალება არც მისცა კაცს , წავედითო ვაკოს უთხრა და სავარძელს მიყრდნობილმა თვალები დახუჭა. -რანაირი კაცი ხარ რა... წამლებს ვიშოვნი და მოგიტან -თბილისში იყვნენ უკვე ვაკომ ავზი ბენზინით აავსო და მანქანის დაძვრამდე უთხრა- თუ ახლავე გავიაროთ -მაქვს -რა გაქვს -გამაყუჩებლები - მოკლედ მოუჭრა და მზერა გაუსწორა- წამიყვან სახლში თუ გადავიდე -20 წუთის გზაც არაა -ჯორი ხარ ნამდვილი ! -ჩქარა მიდიხარ, ეშინია სალომეს-მანქანის დაძვრიდან რამდენიმე წამში უთხრა და ჩასასვლელად მოემზადა. მართლაც უკვე მის ჩიხში იყვნენ, კორპუსს უახლოვდებოდნენ . ვაკოს რატომღაც ყურადღება არ მიუქცევია, უკანასკნელად ჰკითხა რა გჭირდებაო , პასუხად მადლობა მიიღო , გნახავთ ამ დღეებშიო დაუბარა და სადარბაზოსკენ დაიძრა. მარტო დატოვა, კორინთელის ქცევას არ ჰგავდა რაც ქალს კიდევ უფრო მეტად აფორიაქებდა, უნდოდა ეკითხა რატომ წამოვედითო,მაგრამ თავი შეიკავა. -სად მივდივართ? შენ იყიდე რაც გინდა, მერე ჩვენთან სახლში დაგტოვებ საღამოს გამოგივლი, ხო? -ბოლოს რომ ვიყავით ,ხომ გახსოვს...საქმეები თუ გაქვს დამტოვე და წადი - არ მეჩქარება აგიჟებდა ვაკოს უდარდელობა, ისეთი დაბნეული იყო ძლივს გაიხენა რა სჭირდებოდა, უკვე აღარც აინტერესებდა, უბრალოდ იღებდა და ცდილობდა სწრაფად დაესრულებინა. ვაკომ შეთანხმებისამებრ სახლში დატოვა და წავიდა. ნახევარი საათიც ვერ გაძლო , სახლის ტელეფონთან დადგა , ნაცნობს დაურეკა რომელიც კითხვების გარეშე მიიყვანდა სასურველ მისამართზე . ეკლებზე იდგა , კანში ვერ ეტეოდა სანამ სადარბაზოში არ შევიდა. ნესტიან, ბნელ შენობაში , ხუთი სართული როგორ აიარა არ იცოდა, მიდიოდა და ჯოხის ხმა ექოდ მიჰყვებოდა. პირველი კარი ასაკოვანმა ქალმა გაუღო მას ჰკითხა უტა სად ცხოვრობს ხომ ვერ მეტყვითო და შემდეგ გადაინაცვლა წინა მარჯვენა ბინასთან. დაკაკუნებაზე არც უფიქრია სახელური დასწია და პირდაპირ შევიდა. -რას ნიშნავს მაღლა მიუწვდომელ სამყაროში წასვლა - ჯოხი ჰკრა მაგიდაზე დალაგებულ არყის ბოთლებს და ყველა დაამსხვრია - ესაა გამაყუჩებელი? ასე იშუშებ ჭრილობებს ? -სიზმრებში არ მეჩხუბებოდი... გნახე და აქაც ბოლოს მიღებ . ასე როგორ ვერ მიტან - თვალები ზანტად გაახილა, ჩაწითლებული ჰქონდა თეთრი გარსი, სიცხისგან გადამწვარი წელს ზემოთ შიშველი იყო - არ უნდა მეთქვა,რომ მიყვარხარ ... შენთვის არასდროს უნდა მეთქვა პირდაპირ მათთან უნდა მელაპარაკა , გიო გაიგებდა -სიცხისგან ბოდავ ... ამ ყინვაში წევხარ მთელი სამი საათია? საერთოდ როგორ ცოცხლობ ასე - შუბლზე გაყინული ხელი დაადო და გული შეეკუმშა -გიოს ნაცვლად მე რომ მოვმკვდარიყავი რა იქნებოდა...ყველაფერი ისეთი უაზროა . როგორ მომენატრე -ქალს მარჯვენა ხელის მაჯაზე თითები შემოჰხვია და ტუჩები ხანგრძლივად შეახო. დენის დარტყმას ჰგავდა ქალისთვის მისი ერთი შეხება, კოცნა ხელზე, რომელსაც სიმახინჯედ თვლიდა,რომელსაც ვერ იტანდა, რომელსაც მალავდა და გაურბოდა. ამჯერადაც ვერ მოერია, გონებაარეული კაცი ისე დატოვა,თითქოს მართლა მოჩვენება იყო. სახლის კარი სწრაფად მოხურა და შუბლით მიეყრდნო. კანკალებდა, ტეხდა მთელ მარჯვენა მხარეს, ტკიოდა და ვეღარ უძლებდა. ჯოხი დაუვარდა, მარცხენა ხელი პირზე აიფარა და ცრემლებს გასაქანი მისცა, მკერდიდან წამოსულ ბგერებს ჯანმრთელი ხელით იხშობდა , მარჯვენა კი ამ დროს უღონოდ ჰქონდა იატაკისკენ დაშვებული -ამჯერად რამდენი ხნით გაექცევი...რა გგონია როდის დაგივიწყებს -ვაკოს ხმა გაიგო. დაბალი, ხრინწშეპარული ბგერები და ქუთუთოები ძლიერ დააჭირა ერთმანეთს - ვის გაექცევი მას თუ საკუთარ თავს. ვინ უფრო მეტად გიყვარს ის თუ საკუთარი თავი... ვის იცავ სიშორით . წლები გავიდა ის კი უარესადაა, დრომ ვერ წაგშალა ,მანძილმა ვერ გაგაუფერულა . ისაა სუსტი თუ შენ , ის იქ დატოვე მოხვედი მარტოხელა კაცის სახლში, მეხუთე სართულამდე ისე ამოიარე ფეხი არც გაგხსენებია ... უკან მოგყვებოდი და გული მისკდებოდა, მეგონა წაიქცეოდი მე კი ვერ დაგიჭერდი . ისე შეხვედი მის სახლში ტკივილი არ გიგრძვნია და იქ რა დაგხვდა ასეთი? რა გითხრა , რა დაინახე ფეხზე დგომაც რომ აღარ შეგიძლია. კიდევ რამდენჯერ მიატოვებ, კიდევ რამდენჯერ გაექცევი მას და საკუთარ გრძნობებს? ვის აწამებ...ან ვის ეხმარები - იჭერდა, თითებით მხრებში ჩაფრენილი ზურგიდან ეკვროდა და ქალის ყურთან სისინებდა სიტყვებს რომლებიც ზღვარს კვეთდდნენ -შენ არ იცი... არ იცი. არავინ იცის. აქ არ ხარ ,მხოლოდ მე და ის ვართ -ვიცი , ვიცოდი და მეცოდინება სულ. გიორგიმაც იცოდა ... აფხაზეთში თან არაფერი წამოუღია ,მხოლოდ შენი ფოტო ჰქონდა , ყველა ხატზე ვიფიცებდით ის კი ყოველ დაწყებულ დილას, ამოსულ მზეს შენს სურათზე კოცნით ხვდებოდა . დაჭრილის, ზურგზე აკიდებულს,მიმათრევდა ...ისე იყო შეშინებული, აფექტში მყოფს წამოსცდა ჩემმა სალიომ შენც რომ დაგკარგოს მომიკვდებაო. გესმის რას გეუბნები? ხვდები რას ვამბობ ? ჩემო ანგელოზო, იმ არანორმალურ კაცს ჯერ შენ შეუყვარდი და მერე ჩვენ . მისთვის არავინ არსებობს შენს გარდა და შენ ისევ გარბიხარ ... ამჯერად რას გააკეთებ დედას არჩეულ ბიჭს გაჰყვები ცოლად და ასე გაათავისუფლებ? მოკლავს ! ისე გამოჭრის ყელს თვალსაც არ დაახამხამებს იცოდე . შენს გარდა ვერაფერმა გატეხა , მისი ერთადერთი სისუსტე ხარ ... საკუთარი თავი ძლიერი გგონია? სიშორეს რომ უძლებ გგონია მაგარი ხარ? ახლოს რომ მიხვალ და გაუძლებ ყველაფერს შემდეგ იქნები ნამდვილად გამარჯვებული... საკუთარ თავს რომ მიიღებ, შეიყვარებ და მას ჩაკიდებ ამ ხელს , ამ ლამაზ თითებს მე და მას რომ სიგიჟემდე გვიყვარს -მოხრილ თითებს შორის თითები შეუცურა და გაშლა აიძულა -არ დაანებო რომ მოგიკვდეს ! მარტო დატოვა. ზღვარზე მყოფს ხელი ჰკრა და შემდეგ წავიდა. დიდხანს ელოდა,რომ გატყდებოდა ოდესმე ეტყოდა ,აღიარებდა,მაგრამ ის არ გადადიოდა არჩეულ გზას. ეს უკანასკნელი კი იმდენად გამრუდდა, ისე გართულდა, ისე დაბნელდა მოთმენა აღარ შეეძლო. ყველაფრის დალაგების დრო იყო და თუ ამგვარად მოუხდებოდა ჩარევა დაე გამხდარიყო დამანგრეველი ბიძგი ან ყველაფერს დაასრულებდა ან დაიწყებდა. დააგვიანდა, თამარასთან მისვლას უფრო ადრე გეგმავდა ის კი უკვე ჩემოდნებს კრავდა . პირველად იდგა მისი სახლის ზღურბლზე,იცოდა ეს ადგილი ერთადერთ შეუფასებელ დანატოვარს წარმოადგენდა -ვიცოდი,რომ მოხვიდოდი... საოცარია , გაგშიფრე მგონი- კარი გააღო თუ არა გაბრწყინებული მზერა მიაპყრო და წამსვე დაენგრა აღმოჩენით განპირობებული ბედნიერება კორინთელი მოულოდნელად რომ მოეხვია და სახე მის ყელში ჩამალა- შენ კარგად არ ხარ - ერთი გრძნობდა სიმძიმეს რომელიც განვლილმა საათებმა დაუგროვა, მეორე კი მორიგ აღმოჩენას ხმამაღლა აჟღერებდა - გაივლის... თუ სუნთქავს ,თუ გული კვლავ ფეთქავს ყველაფერი შესაძლებელია -ყველაფერი შესაძლებელია , მხოლოდ შენ ხარ შეუძლებლად ნამდვილი! .............. -ასე ცხადად როგორ მესიზმრები ... _ძილიდან მისმა ხმამ და ფრთხილმა შეხებამ გამოიყვანა. თბილი თითები სახეზე ეხებოდა _სუნი აქამდე არასდროს მიგრძვნია ... სიზმარში ვერ იქნება ასეთი და ისე ვერ იქნება აქ _ ლაპარაკობდა და უკვე თმაზე უსვამდა ხელს _ მძინარე ნეტავ მართლა ასეთი მშვიდია ? _მიხვდები, რომ ნამდვილი ვარ თუ რა გავაკეთო _ თვალები გაახილა და თავი მისკენ შეაბრუნა . ამოვარდნილი ხელიც დაავიწყა კაცს შოკისგან ისე უცებ წამოვარდა ლამის გადავარდა საწოლიდან _ღმერთო მგონი ჩემი ეშინია ... კი , ნამდვილად ეშინია _ ბალიშზე ედო თავი, უყურებდა და იღიმოდა _მანდ რა გინდა... აქ როგორ მოხვედი. რა დროა , ღამეა? გარეთ ვინ არის _ღამის 3 საათია , ამ დრომდე გეძინა ... სხვა არავინაა და მე შენს გვერდით ვიწექი . პასუხისმგებლობას გრძნობ და ცოლად შემირთავ? _ იღიმოდა და ისე უყურებდა კაცს უარესად ურევდა ტვინს _ფრთხილად იყავი, ხელი არ დაგავიწყდეს თორემ დაიზიანებ კუნთს და მერე თითქმის ჩემნაირი გახდები _ მარჯვენა ხელის ნახევრად გაშლილი თითები აათამაშა და მერე ისევ დაბლა დასწია _ამის დედაც ... შევიშალე! მეუბნებოდნენ კლინიკაში უნდა დაწვე თავის დარტყმის შემდეგო და აიი . ჰალუცინაციები დამეწყო _მოიგონა ახალი ახსნა ... სიზმარი გამორიცხე? _ისევ ისეთი აუტანლად გამომწვევი ხარ თან ჩემს საწოლში , ღამით , მარტო ... ამდენი წელია მესიზმრები იქნებ დროა ეროტიული ფანტაზიები მოვიშველიო _ყინავს , თორემ ცივ წყალს გადაგავლებდი . დამღალე უკვე _ დაჯდა და პატარა ბალიში ესროლა _ შენ ასე აპირებ ჩემთან ყოფნისთვის ბრძოლას? წააგე , წააგე და კიდევ ერთხელ წააგე ! _ნამდვილად შენ ხარ ! _ფეხზე წამოდგა და სახე გაუნათდდა _მაგრამ როგორ ... ჩემ გამო ასე იდარდე ? მე კი ამდენხანს მეძინა ... _ შერყევის გამო ისევ ერღვეოდა წონასწორობა , მაგრამ ვერაფერს აღიქვამდა სალომეს გარდა _ კარგად ვარ ... მართლა არაფერია. სულ მალე გამივლის _მე რომ არ გაგიარე ? სულ ვერ შევმსუბუქდი და ევრაფერმა რომ ვერ გიშველა? _ ბალიშის ქვემოდან ფოტოები გამოიღო და საწოლზე გაშალა _ პირველზე 18 წლის ვარ , ჩვენთან იყავით იმ ზაფხულს ... ვაკოს და გიოს მთებში სანადიროდ დაჰყვებოდით . შენ ფოტოაპარატი გქონდა , ისეთი იყო მანამდე არც მენახა მივხვდი, რომ გადამიღე , მაგრამ არაფერი მითქვამს, ვიფიქრე გიომ გითხრა , მერე ნინოს აპოზიორებდა ბევრი გადაუღეო გეუბნებოდა ... მეორე არ მახსოვს _ვერონიკას ჟღალი მაშენკა სახლში მიიყვანეს. პირველად აიყვანე ხელში , სულ მარტოები იყავით , ტიროდა სანამ არ დაიჭირე და შენი სიმშვიდე არ გაუნაწილე ... მეგონა მოვკვდებოდი ისეთი ღვთიური იყავი ახალშობილით ხელში _სულ თან დაგქონდა ის ფოტოაპარატი სანამ ჩხუბის დროს მოხსნა არ დაგავიწყდა ... მესამეზე _შენ რომ მაჩუქე იმით გადაღებული პირველი ფოტოა ეგ ... ხომ შენ მაჩუქე _ჩემ გამო იჩხუბე ის რომ გაგიტყდა , ხომ ასეა...ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლიდი _ტყუილია _რა ჩემ გამო არ იჩხუბე? _ის რომ ვალდებულად თვლიდი... გინდოდა გაგეხარებინე და იცოდი რაც ყველაზე მეტად მინდოდა. როგორ იშოვე _ჩემი ნახატის ყიდვა უნდოდათ, მე არ ვყიდდი , მაგრამ მას ჰქონდა ბევრი ასეთი მოპარული . მითხრა თითს რომელსაც დაადებ იმაში გაგიცვლიო ... მე კი საუკეთესო ავარჩიე _ანუ ქურდს მიეცი შენი ნახატი _ქურდი ხმამაღალი ნათქვამია... რაღაც ყველას გქონდათ მოპარული _არაფერიც, მე მაგით ვერ ვერთობოდი ! _წესიერების განსახიერება ბატონი უტა _ქურდი და ყაჩაღი თუ გინდოდა გყავდა შენს თვალებზე შეყვარებული ვიტალიკო _როგორ მოიხსენიებ კაცს , კანონიერჯ ქურდია ... მის სიტყვას წონა აქვს _ისე შეიცხადა წარბები შეკრა კაცმა _ რა , არა? შესანიშნავი ცოლი ჰყავს ახლა... ბავშვებიც მგონი _მოიკითხე ხოლმე, როცა ციხეში არ იქნება ... ესენი დამიბრუნე _სურათები აართვა და ყველაზე ძველი რომ ვერ ნახა შარვლის უკანა ჯიბეზე მოისვა ხელი _საფულეში არ იდო... პერანგის ჯიბეში იყო . მარცხნივ , გულთან _ ძველისძველი პატარა, დაცრეცილი ფოტო ეჭირა ხელში _ამბობ არ ვიპარავდიო, ეს კი მტკიცებულებაა. ჩვენი ალბომიდან გაქრა , გიოს გაუჩინარებამდე კი დარწმუნებული ვარ იქ იდო _იმდენი წელია ჩემთანაა უკვე ჩემია და დაბრუნებას არ ვაპირებ _ დაიხარა რომ აეღო, მაგრამ გოგონამ არ დააცადა _ასეთი მარტივია მისაკუთრება? _ზუსტად _მაშინ შენ ჩემი ხარ ! _ფოტოსთან მაიგივებ? _ეს უბრალო ფოტოა ? _მომეეცი ასე ნუ ატრიალებ... გაიხევა _გეშინია რომ გაიხეს? _შენი ფოტოა ასე როგორ ექცევი _ჩემთვის არაფერს ნიშნავს... ფოტოა და სულ ესაა _იმიტომ რომ არავინ მოგნატრებია ისე ერთადერთ საშველად სურათის დანახვა რომ გესახებოდეს... არავინ გყოლია ისე შორს მისი სახის დანახვა ამ ნაგლეჯზეც ბედნიერება ყოფილიყო. არავინ გეძვირფასება ისე მის ფოტოს თან რომ დაატარებდე _შენ რომ დაგქონდა მერე რა... ამით მონატრებას შეეჩვიე, სიშორეც აიტანე და უჩემობაც _ნეტავ ვინ მაიძულა უშენოდ ყოფნა ... შენმა უსიყვარულობამ ხომ არა ! უნდა მეიძულებინე , ძალის გამოყენებით დამეჩემებინე? შენ მე არ გინდოდი და თავი ვერაფრით მოგანდომე . იმ ვიღაცას მიჰყვებოდი ცოლად _შენ კი ისე დააშინე, რომ თავად ჩაშალა ნიშნობა ... შენ იყავი _არც კი ვიცი რაზე საუბრობ ... _საჭირო არ იყო ამდენი წამება ... მხოლოდ ერთმანეთი გრძნობების დანახვა გვჭირდებოდა. საჭიროების რომელიც გვაკავშირებს . არავის გავყვები , იმიტომ რომ ვიცი ვერავინ შემიყვარებს ასეთს _არ გაბედო საკუთარ თავზე ისე საუბარი როგორც ვიღაც ბნელმა ... შენ სინათლე ხარ და გაიგე მე მრბოლელი არ მჭირდება მე შენ _მე შენო ამბობ და ახლაც არ მაცდი გითხრა _ისევ იმავეს თქმას აპირებ? პირდაპირ პასუხები მაქვს მე შენი სხეული კი არ მიყვარს შენი მთელი არსება ... გინდ ამოჩემება დაარქვი, გინდ სიგიჟე,მაგრამ არ გაბედო და არ მითხრა გებრალებიო ამ ურთიერთობაში ჩვენ ორს შორის საცოდავი მე გამხადე _ყოველთვის არასწორ დროს არჩევ ლაპარაკისთვის და დუმილისთვის _ფეხზე დადგა, მარჯვენა ხელის თითები ბარძაყზე ჰქონდა მიბჯენილი . კაცისკენ ნაბიჯი გადადგა , ქვემოდან უყურებდა და იცინოდა - სპილო და ჭიანჭველა - უტას განიერ გულმკერდს მზერა მოავლო, ხელი მაღლა ააწევინა , გაშლილ მტევანზე გაჭირვებით მიაბჯინა თავისი პატარა, მტკივანი მარჯვენა -მფარავ . შენ მე მთლიანად მშთანთქავ -ისევ არაფერს ჭამ...მთის ჰაერმა არ იმოქმედა - თითები ხელისგულში მოიმწყვდია და თავდახრილმა აკოცა მაჯაზე-მიყვარხარ , რატომ არ გინდა დაიჯერო ,რომ შესაძლებელია მიყვარდე ზუსტად ისეთი როგორიც ხარ, მთელი შენი არსებით ბნელით და ნათელით ... მიუხედავად იმისა,რომ ზოგჯერ მაშინებ, მაცოფებ, შენი დახრჩობის სურვილს მიჩენ , თავს არარაობად მაგრძნობინებ, უკან დახევას მაიძულებ და სუსტ კაცად მაქცევ , მარიონეტად რომელიც შენია,მაგრამ მის მართვას არ ცდილობ ,მომიშორე და გგონია სხვა დაიკავებს შენს ადგილს -არ მგონია... ჩემნაირი არავინაა . ღმერთმა ხომ იმდენი ჭკუა მიბოძა, სილამაზე საჭიროდ აღარ ჩათვალა და უკვე ლამაზად შექმნილი ამქვეყნად მოვლენის პროცესში ექიმის მიერ დაშვებული შეცდომით დამამახინჯა , ბალანსი აღდგა -მახინჯი ზუსტად შენი ტვინია ასე რომ ფიქრობ და ვერ ხედავ საკუთარ თავს... ჩემს ადგილას როგორ უნდა დაგაყენო -შენ ჭკუა არ მოგცა, მხოლოდ გარეგნობა და კიდევ როგორღაც ისტორიკოსი გახდი... მაგრამ, ამის გარდა არაფერი იცი , იმდენი მოახერხე ლექტორის ადგილს დაემშვიდობე და ლოთივით გამოიყურები იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტში ლექციებს ატარებდე ! უამბიციო კაცი ხარ, ისტორიას ვერ ჩამაბარე და ქალი ვერ იპოვნე ,შენი ქალი რომლის გვერდითაც ამაყად გამოჩნდებოდი . მე ისედაც შენთან ვიქნებოდი, არსად გავქრებოდი….._თავიდან მეგონა ეს მომწონდა _ ისევ მხოლოდ ხელით ხელზე ეხებოდა_შენ რომ ასეთი დიდი იყავი და მე ასეთი პატარა . ვიცოდი უსიტყვოდ, თხოვნის გარეშე დამიცავდი ყველგან და ყოველთვის ... სხვებივით ძმასავით უნდა მიმეღე , წესით მათ რიგებს შეგმატე ჩემს გონებაში და ესეც არასდროს მითქვამს, არც მათ იციან როგორ მიყვარს ყველა . არ შემიძლია გრძნობების სიტყვებით გამოხატვა , მაღიზიანებს კიდეც ახლა ამდენს რომ ვლაპარაკობ _თითებიდან მზერა მის სახეზე გადაიტანა კიდევ უფრო ახლოს მივიდა , იგრძნო როგორ შეეკრა კაცს სუნთქვა , მაგრამ ვეღარ დასცინებდა , თავადაც იგივე სჭირდა . თავი მკერდზე მიადო , თვალები დახუჭა და ისე იგრძნო მისი სხეულის დარღვეული რიტმი _ჩამეხუტე , უტა . შენი მკლავებით დამფარე და აღარასდროს გამიშვა , ჩვენ სამყაროში დავრჩეთ თორემ გარეთ ვერ გავძლებ ყველანი მტკენენ , მახრჩობენ ვუძლებ ... შენ გაუძლებ? შეგიძლია მშვიდად აიტანო და ჩხუბით არ დაიწყო ჩემი დაცვა? ეს გაგანადგურებს შენც და მეც , შენი ხასიათი , უტა ... ჩამეხუტე , კიდევ უფრო ძლიერად თორემ ისევ შევებ შენგან შორს გაქცევას . არ მინდა ომი! ყველა დანარჩენთან სჯობს ოღონდ შენთან აღარ ! _თვალებს ვერ ახელდა, კაცის აჩქარებული გულისცემა ისე ახლოს იყო, მისი სუნთქვის დათვლა შეეძლო, მისი სიმხურვალე იგრძნო , მკერდზე მიკრული, მტკივანი ხელის მტევნის ქვეშ საკუთარი შაცურა ზურგზე კი მეორეს შეხებას გრძნობდა _ მხოლოდ ერთად და არა მხოლოდ შენ , ესაა ერთადერთი ჩემი პირობა ... არცერთი პრობლემის წინ მარტო არ დავრჩებით _შენთან ერთად ომი კი არა მშვიდობა იქნება მხოლოდ ... შენ ხარ სინათლე ამ ბნელ სამყაროში .......... -სტუმრად ვის ველით არ მეტყვი? _ჩემი რამდენიმე მეგობარი იქნება ... წესით შენი მოსამართლის მანტიის მორგება მინდოდა აღგვენიშნა , ჩვენებური მილოცვაც მეჩვენებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიტუაცია შეიცვლება _რა მოხდა არ მეტყვი? _შენმა მეგობრებმა როგორ მიიღეს ქორწინებისა და რაიონში გადასახლების ამბავი _მთავარია მე როგორ მივიღებ . მეგობარი , მეგობრის ადგილას დგას _ზედმეტად აღფრთოვანებული მეგობრები ვერ რჩებიან ხოლმე _ქარაგმებით საუბარი ქმართან ცოტა დამღლელი მეჩვენება ისედაც სტრესულ გარემოში ამიტომ პირდაპირ მითხარი რა გაინტერესებს _ერთი საერთო ნაცნობი გვყავს , დიტო ხერგიანი _ჩემი მეგობრების რიცხვშია დიტო _ჩემი ადვოკატია და უნდა ვიცოდე მისი საყვარელი ქალი შევირთე ცოლად თუ არ ვეძებო ახალი უფლებადამცველი _დიტოსთვის ძველი, კარგი მეგობარი ვარ მე მას ვენდობი და შენც შეგიძლია განაგრძო მასთან თანამშრომლობა. კაცი რომ მყოლოდა ცოლად არ გამოგყვებოდი მასთან ერთად ვიშვილებდი მირას. საერთოდ არ მჯერა გაუაზრებელი გრძნობების , ტვინში პეპლების და სისულელეებს სიყვარულით რომ ამართლებენ. თითქმის 15 წლის ვიყავი საქართველოდან ,რომ წავედით იმაზე მეტად ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე ვიდრე წარმოგიდგენია. ჩვენ რაღაც სტიგმებს არ ვემორჩილებოდით, ეჯავდებოდა მამას შეზღუდვები ,მაგრამ მათი ფსიქოლოგიური მიდგომები დღემდე მოქმედებს ჩემზე. კაცები ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, მაგრამ მნიშვნელობა ვერავის მივანიჭე . დედა შეგიძლია დაამშვიდო, მესამე რძალიც _მოიცა, მოიცა პეპლები მუცელში არ უნდა იყოს? -სერიოზული გამომეტყველებით შეაწყვეტინა საუბარი -ჩემი საუბრიდან მნიშვნელოვანი ეს იყო მხოლოდ? -მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვი , რომელსაც ჰქონდა მარტივი პასუხი -დიტო შენი მეგობარია . ღმერთმა დამიფაროს იმის გარკვევა დავიწყო ვის უყვარდი ბაღში და ვისთან ერთად დასეირნობდი პარიზის ქუჩებში . წარსულში პრობლემების ძიებისთვის ნამდვილად არ მცხელა , აწმყოში მაქვს იმდენი რამ მოსაგვარებელი . ჩემი და შენი ქორწინება ჩვეულებრივი არ არის , არც დაემსგავსება ოდესმე სტანდარტულს. არ ვიცი რა გგონია ,მაგრამ მე ნუ მომაქცევ კაცის რაღაც ჩარჩოში და თუ რაიმე ინფორმაციის გაზიარება გინდა მითხარი ის ,რაც მნიშვნელოვანია და არა ის თუ 34 წლის ზრდასრულ , თავისუფალ ქალს რამდენი თაყვანისმცემელი თუ საყვარელი გყავდა ან არ გყავდა . მე ახლა მაინტერესებს როგორი ხარ შენ , ვინ ხარ სინამდვილეში , როგორია თამარა ასე ძალიან რომ უყვარს მირას ის თამარა _თამარა ,როგორც ქალი ძალიან მარტივია სჭირდება ნდობა, პატივისცემა და სიმართლე _რთულია ის რაშიც მოხვდი... სახლში სანამ მივალთ მინდა იცოდე , რომ ვალდებული არ ხარ ჩაერიო ჩვენი ოჯახის პრობლემებში უსმინო დედაჩემს და ჩაჯდე ჩარჩოში. შენი მირასთან ყოფნაც ჩემთვის ხნსაა... არ ვიცი ამ ქაოსში როგორ უნდა მეზრუნა მარტოს მასზე. სტრესი ისედაც არ აკლია და ჩემთან ზედმეტად ბევრი უბედურება ხდება... თავს კიდევ ვერ ვპატიობ რომ შუა ცეცხლში მოხვედრა მოუხდა , ესროდნენ და მერე საერთოდ დაწვას ძლივს გადაურჩა . სულ მგონია რომ ეშინია და არ მინდა ახალი შიში გაუჩნდეს არ ვიცი ... ბავშვების გონება ისეა მოწყობილი მე ნამდვილად ვერ ვუქაჩავ. დიდი ოჯახები, ხალხმრავლობა, საქმეები ყველაფერი ისეთი არეულია აღარ ვიცი რომელ ერთზე ვიფიქრო ამიტომ იცოდე , შენ არ ჩაგითრევ ამ მორევში _ მირა წარმოუდგენლად ძლიერი გოგოა ასე არ უჩნდება ფობიები ... პირიქით აღფრთოვანებული იყო შენით და ახლა ზუსტად იცის რომ შეუძლია გენდოს . არაფერს დაგიმალავს , უკვე ისეთივე ღიაა შენთან როგორც ჩემთან. ყველაფერს ასე რთულად ნუ აღიქვამ, მოუგვარებელი არაფერია ... ადამიანებს კი კონტროლის ქვეშ ვერ ამყოფებ სულ იქნება რაღაც გაუთვალისწინებელი. მირა ყოველთვის პოულობს თავის კუთხეს სადაც კომფორტულად მოეწყობა წიგნით ხელში და სამყაროს მოსწყდება. _ყველაფერი რომ ირევა ის ჩუმდება ... ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დროს იგებს , სიტუაციას სწავლობს და იმას ხედავს რასაც სხვა ვერავინ ამჩნევს. სახლში რომ მივიყვანე იმ დღეს სიტყვაც არ უთქვამს , მაგრამ ვგრძნობდი გვაკვირდებოდა. წიგნიც უბრალოდ ეჭირა , აგვიანებდა გადაფურცვლას ... ჩვენ საუბარს უსმენდა . სისულელეა ალბათ, ის მხოლოდ ცხრა წლისაა _მის ასაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ მან ასე გაუძლო ყველაფერს რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში. თავდაცვის ინსტიქტი აქვს , ჩუმდება და ეძებს მას ვინც გადაარჩენს . შენ კი ეს პირდაპირი მნიშვნელობით გამოგივიდა _ჩემი მიზეზით რომ აღმოჩნდა საფრთხეში? _არ მეგონა დანაშაულის შეგრძნებას ასე თუ განიცდიდი... კარგია რომ გაქვს, მაგრამ ისეც ნუ იზამ რომ შეგბოჭოს. მირა კარგადაა , მის გვერდით ვიქნები და შენ შეგიძლია სხვა დანარჩენს მიხედო _მასთან ყოფნა მჭირდება ... ვფიქრობ შემიძლია მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გავხდე . ყოველთვის მექნება დრო მისთვის და მისი ამბებისთვის . შესაძლოა არც ვჭირდები,მაგრამ მე მინდა შესაფერის დროს ვესაუბრო მშობლებზე...იმაზე რაც ახსოვს -მას არასდროს უსაუბრია დეტალებზე, მაგრამ მე რამდენადაც მისი მეხსიერება შევისწავლე ბევრი რამ აქვს გონებაში ... ველოდები როდის გადაწყვეტს და მომიყვება. გპირდები შენც ჩვენთან იქნები და შენს ნაწილს უამბობ. მირა თავად გვანიშნებს როცა დრო იქნება ახლა ის კარგადაა , შენი ოჯახის წევრი უნდა გახდეს და ამას ის დამოუკიდებლად, თავისებურად მოახერხებს აი შენ კი ...შენ ზუსტად ვიცი რაღაც ისეთი გიტრიალებს გონებაში თითქოს ნაღმზე მჯდომივით ხარ . რაღაც იცი, რაღაც რაც აფეთქებას გამოიწვევს _მე ყოველთვის ვიცი რაღაც ისეთი _და გაზიარება არავისთვის გიცდია? სხვათაშორის აქამდე ცოლიც არ გყავდა _ჩვენს ოჯახში ციცო, რომ პროკურორია მიხვდებოდი - ღრმად ჩაისუნთქა, ქალს მზერა მოაშორა და კვლავ გზას გახედა _მოსამართლე ვინ არის ... _ის ვინც მეტწილად ჩუმადაა უსმენს ყველას და ბოლოს იღებს გადაწყვეტილებას _მამაშენი _გაბრო რთული კაცია ... მთელი ცხოვრება არ მეყო მის გასაცნობად. ვერაფრით დავუმუღამე, ციცოს შევაცვლევინებ აზრს , მაგრამ მასთან თითქმის შეუძლებელია _და მისთვის სალომე სუსტ წერტილებს შორის ყველაზე დიდია . ვერონიკა მეტწილად გაბროს ჰგავს , სალომეს ნაკვთები წამსვე გახვედრებს, რომ ციცოს შვილია ... დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობის ფოტოებს რომ მაჩვენებნ იგივე სახეს დავინახავ _მამას კი ეს ფეთქებადი, მშფოთვარე ქალი 40 წელია უყვარს . გარიგებით დაქორწინდნენ _დარწმუნებული ვარ ბევრი ვარიანტი ექნებოდათ ერთმანეთის გარდა , მაგრამ მათ ერთმანეთი აირჩიეს იმიტომ რომ არსებობს გონიერი ადამიანის წინასწარგრძნობა . აშკარად განსხვავდებიან, მაგრამ ამდენი წელი იცხოვრეს, შთამომავლები ჰყავთ და ფაქტია გაამართლა _მათ ერთად იმდენი გადაიტანეს ძალიან მიჭირს ვთხოვო ცვლილებებთან შეჩვევა, რაღაც ახლის მიღება და მითუმეტეს რაიმეს ძალდატანებით გაკეთება _რა ხდება სალომეს ცხოვრებაში ისეთი გაბროს განაჩენი რომ გაშინებს _სიყვარული , რომელმაც ბევრ გამოცდას გაუძლო და მეეჭვება რამემ შეარყიოს თუ ორივე გონივრულად იმოქმედებს _შენ მხარს უჭერ , რა მიზეზით უნდა შეეწინააღმდეგონ ისინი _სალომე არასასურველ რძლად ითვლება ამ რეალობაში ჩვენ სადაც გვიწევს ცხოვრება ... ჩვენი ოჯახები ადრე ახლოს იყვნენ შემდეგ უბედურება დატრიალდა . უტას ბიძა და მამას ძმისშვილი ერთად იყვნენ სანადიროდ , იქედან ერთი დაბრუნდა ცოცხალი და დაიწყო დაპირისპირების მრავალწლიანი უწყვეტი ციკლი ... ბევრი არასწორი რამ ითქვა და გაკეთდდა ორივე მხრიდან. ჩვენ სისხლის აღება არ ვიცით, მაგრამ მხოლოდ მკვლელობით არ შეიძლება ადამიანს ავნო ... წლები გადის მაგრამ ჩვენი ოჯახები მაინც არ არიან იმ ეტაპზე მსგავსი დანათესავება მარტივად რომ მიიღონ _როგორც მივხვდი შენი ნათესავი გარდაიცვალა _შემთხვევით მოხვდა ტყვია , მე ასე მჯეროდა ყოველთვის . უტას ბიძამ დანაშაულის შეგრძნებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. მერე იმასაც ამბობდნენ კორინთელმა შური იძიაო , მაგრამ ასე არ ყოფილა _შენ გჯერა , მაგრამ უმრავლესობა ბოროტებას იჯერებს ... რთული მდგომარეობა ყოფილა _შენ როგორ მოიქცეოდი _გაინტერესებს ოჯახის წინააღმდეგ წაციდოდი თუ არა? ჩემთვის ნათესაური კავშირები წმინდა და ხელშეუხებელია , ცოტანი არიან , მაგრამ ყველა გამორჩეულად მიყვარს მათ ნაწილად მიმაჩნია თავი , მაგრამ არ შემიძლია უდანაშაულო ადამიანების დასჯა იმისთვის რაც არ ჩაუდენიათ _უტას ისე უყვარს სულ რომ მას გამოეკრა სასხლეტზე თითი სალომეს მის სიყვარულს მაინც ვერ დავუშლიდი, მათ მხარეს დავრჩებოდი იმიტომ რომ ვიცი მის გარდა ჩემს დას არავინ სჭირდება _იშვიათი ადამიანი ხარ კორინთელო ! _ მანქანა უკვე ეზოში იდგა ქალმა რომ უთხრა და პირველი გადავიდა. იმ წამს შეამჩნია ბიჭები , თოვლში რომ მიაჭენებდნენ ცხენებს _ შენ ჯერ კიდევ არ გიჩვენებია ჩემთვის აქაურობა _მირამ აშკარად დაგასწრო ... არადა ამბობდა შენ დაგელოდებიო _ გოგონა რომ დაინახა გაეღიმა _ მგონი მოსწონს _ვასწავლი როგორც კი დრო მექნება... _ მოშორებით არის ფერმის მიწები...ამ დღეებში ყველაფერს გაჩვენებ _როგორც სჩანს კარგად უვლით _ყველაფერს რაც ჩვენია _ციცომ ცხენზე რომ დამინახოს რა რეაქცია ექნება -მთავარია არ დავშავდეთ, სხვა მოთხოვნები არ აქვს...შენ შედი , ბიჭები მომეხმარებიან მერე კი ცხენებს მოვამზადებ და გავისეირნოთ -კარგი, წინააღმდეგი არ ვარ ... სახლში შესულს სამზარეულში დაუხვდა ქალები. ბუხართან და შეშის ღუმელთან ერთდროულად ტრიალებდნენ, ისეთი სურნელი იდგა დანაყრებულ კაცსაც მოაშიებდა . _მარტო ხარ თუ სალომე და ვაკოც დაბრუნდნენ _ციცომ წამსვე შეამჩნია კართან მდგომი რძალი_მოურიე არ ჩაიწვას ... მშიერი იქნები სანამ ბიჭები მოვლენ მანამ შეჭამე რამე ისედაც როგორი გამხდარი ხარ . შედი , შედი ნუ გერიდება შენ სახლში ხარ _თან ელაპარაკებოდა თან გასასვლელისაკენ მიდიოდა , მაგრამ არ დასჭირდა შორს წასვლა ვაკო ჩემოდნებით ხელში კიბეზე ადიოდა _სალომე სად არის? _თბილისში დარჩენა გადაწყვიტა ... მიშო ეგ მძიმეა მეორე წამოიღე _ზემოდან გადასძახა ბიჭს , მაგრამ მაინც არ დაუჯერა _სად რჩება , ვისთანაა _უბრალოდ რჩება დედა _რას ნიშნავს უბრალოდ ახალგაზრდა გოგო თბილისში მარტო როგორ დატოვე _მარტო არასდროსაა როგორ მარტოდაც არ უნდა იყოს მაინც. ნუ ღელავ არაფერი დაუშავდება _ტელეფონი აქვთ იმ სახლში სადაც დატოვე? _არ ვიცი ზუსტად სად დარჩება და დამაცადე დედა ... მთელი დღეა არაფერი მიჭამია გთხოვ, თავი მტკივა ძალიან _ასე ხომ? არ მელაპარაკები ხოდა გააკეთოს შენმა ცოლმა ყველაფერი _ უცებ წამოიყვირა წინსაფარი მოიხსნა , თამარას მიაჩეჩა ხელში და დანარჩენ სამს გადახედა _თქვენ საქმეს მიხედეთ _ვწუხვარ ვაკომ რომ გაგაბრაზათ, მაგრამ მე იმ კერძების მომზადება არ ვიცი თქვენ რასაც აკეთებთ . საერთოდ სხვა რამეს ვჭამდი თითქმის 20 წელი , დახმარება შემიძლია შემოგთავაზოთ , მაგრამ ჩემს თავზე შეფ პოვრის სტატუსს ნამდვილად ვერ მივიღებ _ იმდენად მშვიდად და გულწრფელად უთხრა ციცოს ყურადღება გაუფანტა _ერთ სკოლას სახლში გავხსნიდი ბარემ მივიბარებ რძლებს და ვასწავლი აქაურ კერძებს აბა ყველა თავისი საჭმელებით მოდის იმან უკრაინული გააქართულა ამან აფხაზურებით შემოგვიტია ეს კიდე საერთოდ ფრანგულ ტკბილეულს გვპირდება _რძლების გადამზადება რომ არ დაგჭირვებოდათ შვილებისთვის უნდა გესწავლებინათ იმ კერძების მომზადება რომლებიც თავად უყვართ და ზედმეტი გარჯა აღარ დაგჭირდებოდათ _საერთოდ არ ფიქრობდა თუ ცუდად მიიღებდა მის სიტყვებს ყველამ რომ გახედა შემდეგ დააკვირდა თავზე მდგომი ქალის სახეს _როგორ ჩემმა ბიჭებმა უნდა იტრიალონ სამზარეულოში წინსაფრებით და თქვენ ამ დროს რას აკეთებთ მანიკურს ისვამთ თუ თმაში ბიგუდებს იმაგრებთ _დედა , სჯობს დაჯდე დაისვენო მივხედავთ ჩვენ ყველაფერს ისედაც ხომ გითხარით-ვერონიკამ სცადა ქალის დამშვიდება _არა რა შენმა დედამთილმა უნდა თქვას გამიმართლაო ერთი ბიჭი ჰყავს და იმანაც რა ბრილიანტი ჩაგიგდო ხელში მე კიდე სამი გავაჩინე და სამივემ ერთმანეთზე უარესები მოიყვანა. რა შეგცოდე ღმერთო ასეთი რა გამოდის ახლა ბიჭი რომ გეყოლება ჭურჭლის რეცხვა და ცომის ზელვა უნდა ასწავლო ? შენი ქმარი სად დადის ამ დროს _აქ ვარ . ჩემმა საყვარელმა ცოლმა რით დაიმსახურა შენი რისხვა დიდო ციცინო? _ თამარას დაბნეულ მზერას რომ გადააწყდა გაეღიმა _თურმე შენთვის უნდა მესწავლებინა საჭმელის კეთება _აიი ჩემი შეცდომაა , როგორ ვერ მოვახერხე აქამდე შენთვის ჩემი მომზადებული კერძები შემომეთავაზებინა ... დღეს დაღლილი ვარ და როგორც კი დროს გამოვნახავ ჩავიკეტოთ მე და შენ სამზარეულოში _ დაბნეულ ქალს ხელი შემოჰხვია , წამოდგომა აიძულა და ტუჩის კუთხეში აკოცა . ციცოს რისხვის ობიექტიც გახდა და თამარას ღაწვების აწითლებაც მოახერხა _რატო ვაარ ცოცხალიიიი სამზარეულოში რას აკეთებ შე ტუტუცო ...ღმერთო ახლა მიწა გამიხეთქე და ჩამიტანე ღრმად . ამან გამითეთრაა თმააა ეს ვინ გავზარდე _რა გაყვირებს ციცო ქუჩაშიც ისმის შენი ხმა _გაბროც გამოჩნდა და მისკენ გაიქცა _ის მაყვირებს აიი იის და მისი ცოლი ორივე ტუტუცები არიან . ჩემ სამზარეულოში კოცნაობენ ჩემი გოგოების წინ _ჩუმად ეუბნებოდა ქმარს , მაგრამ ხელებს მაინც შლიდა _რა აკოცა ასეთი რომ გაგიკვირდა ციცინო _ ქალს ღიმილით უთხრა და ხელზე მოეფერა _ ნუ იცი ხოლმე ვაკოს პროვოკაციებზე აყოლა ... შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება . დაანებე ბავშვებს თავი , მიხედავენ ისინი საქმეებს შენ მე გამომყევი _ლოყაზე ჩამოუსვა თითები _ ფქვილი მოგიცხია _წამოვალ ხო ... სულ აღარ გავაკეთებ არაფერს . მორჩა ! ................... -ვერ ვიჯერებ რომ ვაკოს ცოლი ხარ ... შენ რა მართლა დაქორწინდი ? -ერთი საათია სუფრასთან ხარ , გვლოცავ და გვადღეგრძელებ ამდენ ადამიანთან ერთად -დამაშტერეთ და რა მექნა დავიწყე დალევა - წარბები შეკრა და ქალს სახეზე დააკვირდა- ვაკოს ცოლი ხარ თამარა? ამ ხალხის რძალი , აქ ცხოვრობ და მეტიც ამ ტერიტორიაზე აპირებ მოსამართლე იყო. საკუთარ თავს გამოცდას უწყობ თუ რა მოიგონე ადამიანო ... სულ რაღაც რთულს რატომ ეჯახები , რით ვერ ისვენებ მთელი ცხოვრება -ამას მეუბნება კაცი,რომელსაც საყვარელი ქალის ცოლად შერთვა ვერ გაუბედავს იმიტომ რომ ეს უკანასკნელი უკვე გათხოვილი იყო და შვილიც ჰყავს . შენთვის ყველაფერი რთულია, სასამართლოზე კლიენტის დაცვის გარდა ! -გუშინ დაირქვა ცოლი და ჯერ კარგ ხასიათზეა, მოლბა და მოტკბა ქორწინება მარტივი გგონია? მგლის ხახაში ჩავაგდო ? ახლა მშვიდად ვცხოვრობთ , მერე ? -ერთ დღეს ვინმე შენზე გამბედავი გამოჩნდება, ვისაც ბრძოლის უნარი ექნება და შენი ქალიც სხვანაირ სიმშვიდეს აირჩევს -და შენ რა აირიჩიე ამ ადგილას -ვაკო კორინთელი - გაუღიმა და სუფრასთან მჯდომს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა. შორიდანვე ეტყობოდა ფიქრებით სალომესთან იყო და მისი მეგობრები უფრო ერთობოდნენ ვიდრე თავად -შეგიყვარდა ? ორ დღეში როგორ მოასწარი...ორივე არანორმალურები ხართ -სიყვარული და მსგავსი სისულელეები შენნაირების საქმეა . ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ ! - დიტო მარტო დატოვა და ქმრის გვერდით ცარიელი ადგილი დაიკავა . მტევანზე თითები შეახო და ფიქრებიდან გამოიყვანა -ხმაურიანები არიან არა? -ეიფორიაა ... შენ ცოლს ელოდნენ, მაგრამ მოსამართლე გააცანი -ხომ სასაცილო სანახავები იყვნენ -მგონი ყველას სახელი შემხვდება სასამართლოში -წვრილმანი ხულიგნები არიან -მთავარი შენ ხარ ხომ? -ზუსტდ !- გაუღიმა და ხელზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები. დრო გაჰყავდა, სალომესთვის ცდილობდა . ცოტას სვამდა და ძირითადად ბიჭების საუბრებში ერთვებოდა , მხიარული იყო და ასე ახერხებდა თავის გამხნევებას. გვიანი იყო სტუმრები რომ წამოიშალნენ -ჩვენი იმედი გქონდეს , ნებისმიერ დროს -მოსამართლეა ბიჯოო რა შენი იმედი -ვაახ იქ ხო არაა სულ გამოკეტილი ... იცოდეს რომ თუ რამე დასჭირდება ჩვენ ძმურად დავუდგებით გვერდით -შენ გვერდით დაუდგები და ეგ ციხეში გაგიშვებს რამე რომ დააშავო - დიტომ გადაიხარხარა და მთვრალებს შეუერთდდა -ვინა , მეე? -არ მოუსმინოთ, ჩემი ეშინია იმდენი ვინმე გავუშვი ციხეში ... რა ჩემი ბრალია თვითონ ვერ დაიცვა და დაიბოღმა პატარა ბიჭივით -ოხ შეენ ... ფხიზელზე გაგცემ პასუხს ახლა წავედით -მიხარია, რომ გაგიცანით ... ჩემი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ სულ, როცა დამნაშავე არ იქნებით - ბოლოს სიცილით დაამატა და იგრძნო კიდეც საფეთქელზე ვაკოს ტუჩების შეხება. იქამდე მდუმარედ უსმენდა მათ საუბარს , ხელს არ უშვებდა და ჩუმად იცინოდა -წავედით , წავედიით -პატარა ბავშვებივით ხმაურობდნენ, ღამის სიჩუმეს არღვევდნენ და თამარას ღიმილს იწვევდნენ. -გაბრიელი გელოდება , იცი ხომ? -ვიცი -გამოგივა! ……………….. _ უტასთანაა ხომ ? _ მთვრალი იყო უფროსი კორინთელი , მდუმარებამ დაახრჩო და ლოდინის დრო ამოწურა- მიპასუხე ! _შვილის სიჩუმემ გააცოფა- მასთან როგორ დატოვე ... შენ რანაირი კაცი ხარ საერთოდ _მაგიდაზე მუშტი დაჰკრა მერე კი გაშლილი ხელი დასცხო _სალომე დაბადებიდან ებრძვის სამყაროს და შენ ჩააგდე ცეცხლში რომელსაც ვერავინ გაუმკლავდება , მხოლოდ გაქცევა შეუძლია და მეტი არაფერი ! ჩვენი ოჯახების დამოყვრება არ მოხდება, არასდროს ექნება მშვიდი სახლური ცხოვრება . იმ ოჯახს ჩვენი ბიჭის სისხლი აწევს ცოდვად ... რა ვუთხრა ჩემს ძმას და რძალს , როგორ ჩავხედო თვალებში და ვუთხრა ჩემი გოგო იმათი რძალი გახდა_თქო . მერედა ვისი, დედამისი არ იყო სახეს რომ იხოკავდა პანაშვიდზე და ხელს ჩვენკენ იშვერდა თქვენ მოკალით ჩემი ძმაო. შესარიგებლად მივედით და ისეთი ამბავი დაატრიალა ლამის იქვე მოგვკლეს ყველა _უტა და სალომე იმსახურებენ _ხოდა რომ იმსახურებენ და არ ექნებათ მაგას გეუბნები ... რაზე ფიქრობდი საერთოდ _ორივე ცალ_ცალკე კვდება ერთს იარაღი გაუვარდა , მოკლა და მერე თავიც მოიკლა რატომ უნდა დავხოცოთ ცოცხალი, მომავლის მქონე ორი ახალგაზრდა რომელთაც ერთმანეთის გარდა გზა არ აქვთ _ნუ მელაპარაკები პატარა მეზღაპრე ბიჭივით ... ცხოვრებას გაუმწარებენ შენს დას, იმ ბავშვს მისი ნაკლის გამოსწორებას და დაფარვას რომ შევალიეთ ათწლეულები . არ იცოდე მაინც , არ იცნობდე მაინც იმ ოჯახს მე რომ მივიღო სიძედ , მე რომ დავკარგო ძმა , ვუღალატო ძმისშვილის ხსოვნას და დავლოცო შენი და მაინც უბედური იქნება _კარგად არასდროს ყოფილა, ბედნიერება არ უგრძვნია და სულ ცოტა ხნით მაინც თუ შეძლებს _მისგან შორს იყო ... გაექცა, ძალა ეყო შენ კი ახლა ყველაფერი მოაბრუნე _მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ბედისწერაა ... სრულიად შემთხვევით გადავაწყდი _ვიცი სადაც გადააწყდი... ბიჭებმა მითხრეს მანქანა ვნახე და ყველაფერს მივხვდი სალომე რომ აღარ დაბრუნდა . ახლა რა იქნება საერთოდ ხვდები? _გინდა წავიდე და წამოვიყვანო? _გგონია გამოგვყვება? თუ თვითონ გადაწყვიტა გათიშული რომ წამოვიყვანოთ მაინც გაიქცევა _ამდენად თუ გჯერა მისი რატომ არ აძლევ შანსს _ვიცი, რომ დაიტანჯება და ვიცი დაეცემა . განადგურდება და მე ვერაფერს ვუშველი , მისი ცოლი იქნება იმ ოჯახის წევრი და ჩემი ყველა ჩარევა ზედმეტი გახდება, უმნიშვნელო _დაველოდოთ რას გადაწყვეტს ... გონება ჩვენზე მეტად უჭრის . ყველაფერზე დაფიქრდება და ისე გადადგამს ნაბიჯს თუ მზად იქნება მე მის გვერდით დავრჩები და გამიხარდება თუ შენც _მიხაროდა ბევრი ბავშვი რომ იყავით სახლში... პატარებს გიყურებდით და ყველაზე ბედნიერი კაცი მეგონა თავი მერე გაიზარდეთ და ყველამ ყველაფერი ისე არიეთ აღარ ვიცი რა უნდა გიყოთ _ყველაფერი უკვე გააკეთეთ ჩვენი აღზრდის დროს ახლა უნდა დაგველოდო მამი _ ხელი მხარზე შეახო და წყლიან თვალებში ჩახედა _ ციცომაც ბევრი თავის ტკივილი გაგიჩინა, მაგრამ ხომ არასდროს გინანია ის რომ აირჩიე _დედაშენი კლდესავითაა ვერაფერი მოერევა და არაფერი წააქცევს ... სალომე მას არ ჰგავს , ამდენი ძალა არ აქვს _მეტიც აქვს სწორედ იმიტომ რომ ის სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას, მისთვის ვარდისფერი არასდროს ყოფილა სამყარო ბავშვობიდან იცოდა ვინ რა სულის იყო _გგონია ამ ღამით მასთან დარჩება? _მგონია , რომ ბევრი აქვთ სათქმელი _სათქმელი ახალგაზრდა ქალს მასზე უგონოდ შეყვარებულ კაცთან ღამით ,სრულიად მარტოს ... გჯერა ახლა მაგ ამბავი? _მე შენი და ციცოს ტემპერამენტის ამბები არ ვიცი, მაგრამ უტასი მჯერა . ხვალვე მოვა ჩვენთან თუ სალომე დღეს თანხმობას ეტყვის ... მე კი მინდა ვიცოდე შენ მათ პრობლემად გადაიქცევი თუ ჩვენს მხარეს იქნები ციცოსთან ერთად _გინდა თან თავს მოვერიო და თან ციცოს ველაპარაკო ხომ? დიდი გაიძვერა ვინმე ხარ.. ნაღმი ააფეთქე და მე დამიტოვე ცეცხლი ჩასაქრობად ხომ? _რა ვქნა მამაჩემო ... არ მიყვარს საქმის გაჭიანურება ხომ მიცნობ არა? _ორი დღის მოყვანილი ცოლი საძინებელში გელოდება და საქმის გაჭიანურება თუ არ გინდა ყინავს ზემოთ, ნუ გააციებ ქალბატონ მოსამართლეს _ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა _მაინც არ მითხარი შენ ვისკენ ხარ _მე სულ ჩემი შვილებისკენ ვარ მთავარია თქვენ არ დადგეთ ერთმანეთის პირისპირ _კარადიდან თეფში გამოიღო და ხილის დაჭრა დაიწყო რაც იმას ნიშნავდა , რომ ცოლთან მოლაპარაკების წარმოებასაც აპირებდა _ჯიგარი ხარ გეორგევიჩ _ცოლთან წადიი ! ........... ხატების წინ იდგა ქალი , თავსაფრიდან ჭაღარა თმის ღერები მოუჩანდა არაფრით ჰგავდა იმ გოგოს პირველად რომ დაინახა კაცმა , დაინახა და ცხოვრება დაუკავშირა. მაშინაც სწამდა , აღდგომას კვერცხის შეღებვის გამო რომ სცემდნენ მასწავლებლები ბავშვებს , უღმერთობა რომ იყო მთელს ქვეყანაში პატარა ციცინოს სჯეროდა ღმერთის, რომელიც მუდამ დაიცავდა . ცხოვრების არცერთ ეტაპზე დაუკარგავს რწმენა , ბევრს სცოდავდა იცოდა მისი სიტყვები ხშირად აშორებდა უფლის გზას, მაგრამ ასე ესმოდა ცხოვრებასთან ბრძოლა , გაძლება იმ ხალხის გარელოცვაში ვისაც არაფრის და არავის სწამდა. იყო რამდენიმე მომენტი ,.როცა ეგონა ღმერთმა ზურგი მაქციაო , მაგრამ მალევე ერეოდა ტვინში დაბუდებულ ეშმაკს და მოცემულ რეალობასთან თავისი ხერხებით იწყებდა ბრძოლას. ახლა , როცა გიორგი აღარ იყო არავის ეგონა თუ რწმენა არ გაუქრებიდა ის კი პირიქით , გაორმაგებულად ლოცულობდა . სულ მარტო იდგა პატარა ოთახში მოწყობილ სალოცავში და არავინ იცის რას სთხოვდა უფალს. _ მაინც დალიე... არადა მპირდებოდი _ ოთახში შესულმა საწოლზე მჯდომი ქმარი რომ დაინახა სევდიანი გამომეტყველება შეიცვალა _ ცუდად ხომ არ ხარ _ ნახე რა მოგიტანეე _ თეფში გაუწოდა და ქვემოდან ახედა _რა მოხდა ... პირდაპირ მითხარი _ მოდი ... ჩემ გვერდით დაჯექი _გულს ნუ მიხეთქავ _სიკვდილის დრო სადაა ... ახლა ვჭირდებით ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს. შენ არ მეუბნები მათ გამო უნდა ვიყოთ მაგრადო?_ვაშლის ნაჭერი აიღო და თავად მიაწოდა _ მოდი ჭამე ... ვიცი მთელი დღეა არ გაჩერებულხარ და ვერ ჭამე ვერაფერი გემრიელობა _ასე რომ მაბრუებ მერე რაღაც სასწაულს მაჯახებ -გახსოვს სალომე რომ დაიბადა რა გითხარი? -ნახევრად დაშლილი ნაწნავიდან უწესრიგოდ ამოჩრილი თმის ღერები არ მოეწონა , სამაგრი მოაშორა და მთლიანად გაუშალა _ ამ ბავშვის სისუსტე სიძლიერედ იქცევა_თქო . მე და შენ ვიქნებით მისი მარჯვენა მხარე , ტკივილს შევუმსუბუქებთ _რა სჭირს სალომეს _ თვალებში უყურებდა კაცს და უკვე ემღვრეოდა თვალები _ ცუდად გახდა , საავადმყოფოშია ...ისევ ტკივილები აქვს და მიმალავთ ხომ? _არა ... არა არაფერი მსგავსი _დაიფიცე, ჩემი თავი დაიფიცე _რას მეუბნები საავადმყოფიში დატოვებდა ვაკო და თვითონ აქ ძმაკაცებს დაპატიჟებდა? _დამიფიცე რომ ცუდი არაფერი სჭირს _მე და შენ კარგად ვიცით რა სენიც სჭირს _არაფერიც , ყველაფერი მოგეჩვენა ! იმ ბიჭთან საერთო არაფერი აქვს ჩემს გოგოს ... საიდან მოიტანე ის ამბავი არც ვიცი. მე უკვე ვიპოვნე შესანიშნავი ბიჭი ვისთან ერთადაც გუგულივით მშვიდად იცხოვრებს ჩვენი გოგო_ცრემლები შეიმშრალა , თმა გვერდზე გადმოიყარა და წამში დაიწნა ვერცხლისფერი ნაწნავი _მაშინ რომ მომატყუე და დამიმალე როგორღაც გაპატიე ახლაც რომ ურჩად მატყუებ და სულ არ წითლდები ამხელა ქალს არ გრცხვენია? _არაფერსაც არ გატყუებ _კარგი მაშ უტა მასთან ერთად რომ გამომეცხადება და მეტყვის შენი გოგო მიყვარსო ისე შეიცხადე ვითომ მანამდე არაფერი იცოდი _მაგის თქმას ვერ გაბედავს ! _ვერ გაბედავო ამბობ კი არ მეუბნები არ უყვარსო _სიყვარული არ ეყოფა საქმეს... ჩემ გოგოსთან არაფერი ესაქმება . მორჩა ! არაფერი თუ არ სჭირს ჩემს შვილს დამაძინე აწი ... დაღლიობისგან გვერდებში მტეხს . ისეთი სიცივეა როდის გამოზაფხულდება ნეტავ _სალომე ახლა უტას ბინაშია _რას ნიშნავს უტას ბინაშია ... რა უნდა იმ კაცის ბინაში ამ დროს ჩემს შვილს _ ფეხზე წამოვარდა და მერე ისე წაბარბაცდა უკან დაჯდა კაცის დახმარებით _შენ გაგიჟდი კაცო ხომ? იცი შენი გოგო ვიღაცის სახლშია და აქ მშვიდად მიზიხარ? _გინდა წავიდეთ, ბინაში შევუვარდეთ და მთელი კორპუსი შევყაროთ? მერე ? კაცთან სახლში იყავი და გვარის შემარცხვენელი ხარ_თქო ვუთხრა ? რა უნდა ვქნა მითხარი 28 წლისაა უკვე და ზედმეტად დიდხანს გაუგრძელე ბავშვობა _მაინცადამაინც ის ბიჭი რატომ შეუყვარდა ... _შენ რატომ შეგიყვარდი მე _შენი არშეყვარება არ შეიძლებოდა და შენ ჩემი ქმარი იყავი უკვე რომ შემიყვარდი _მათ კი უკვე უყვართ და ამდენი უბედურება გადაიტანეს ცალ_ცალკე ... მე და შენ რომ ერთად არ ვყოფილიყავით რა იქნებოდა წარმოგიდგენია? _ლონდას საჯიჯგნად მე შვილი არ გამიზრდია... ის ქალი ჩემს გოგოს ცხოვრებას გაუმწარებს . არ შეიძლება, ჩემი შვილი იქედან უნდა წამოვიყვანო , ახლავე და მერე საერთოდ გავუშვებ ქვეყნიდან. მთაში კი არა სადმე შორს წავიდეს... იტალიაში ხომ ჰყავს დაქალები იმათთან წავიდეს და ხატოს ის ლამაზი ადგილები . სულ ნუ გათხოვდება , ოღონდ კარგად იყოს _არ გამოგყვება ... შვილს დაკარგავ _ჩემია , მე გავაჩინე მე გავზარდე ისეთი როგორიცაა და ახლა როცა ზრდასრული ქალია აქვს საქმე, საყვარელი პროფესია და კიდევ ბევრი უნარი ისეთი სრულიად ჯანმრთელებს რომ ასი წელი არ გამოუვათ არ მივცემ უფლებას ვიღაც ბიჭს გადააყოლოს ყველაფერი ! _ერთი მიზანი გვაქვს და შენ მაინც სხვა გზას ირჩევ თან ნერვიულობ და ამდენ ენერგიას ხარჯავ _მეტი გზა არ არსებობს... დედაშენს წელიწადში ორჯერ ვნახულობდი და იმ ორჯერ მიმწარებდა სულს იმას კიდე უტას გარდა არავინ ჰყავს ... ჩემი შვილი რომელი ძროხების მომვლელი და მაგის სახლის დამლაგებელი იქნება. იპოვნოს თავისი შესაფერისი ქალი და ჩემს დედოფლისტოლა გოგოს თავი დაანებოს ! _ხანდახან მგონია მართლა ბაგრატიონი ხარ ... შენ რა დაგავიწყდა საიდან დავიწყეთ ცხოვრება? _მე დავიწყე , მე ახლაც არაფერს ვთაკილობ და ასი წელი არ დამეზარება , მაგრამ ჩემ შვილს არ შეუძლია არც უნდა დასჭირდეს და არც უნდა დაავალოს ვინმემ ის კი იმდენ საქმეს აჰკიდებს... ვალდებულიც იქნება სხვა ვინ გაუკეთებს . არა საერთოდ რა საქმეზე ვლაპარაკობ ქალი მისი ძმის მოკვლას გვაბრალებს ის ჩემ შვილს გაახარებს? _ლონდა გაშინებს და შვილს ცხრა მთას იქით გახიზნი ამის გამო ? _მე მაშინებს იის? ის ხისთავიანი დედაკაცი მაშინებს მეე? ის ვერ გაურკვევია ჩვენ რომ შერიგება გვინდოდა შვილმკვდარი მშობლები გავაჩერეთ და სულელმა ყველაფერი ჩაშალა . მართლა შემომაკვდება კი _ე.ი შენ უფრო მაგარი ხარ და შვილის დაცვაც შეგიძლია ... სალომე შენ არ გაზარდე? გგონია ვინმეს თავს დააჩაგვრინებს და _და რა ლომის ხახაში ჩავაგდო იმ იმედით რომ ეკლები აქვს სასას დაუჩხვლეტს და გადმოაგდებს? _მე მეგონა ჩემი ძუ ლომი თავისნაირს ზრდიდა და ეს ზღარბი საიდან მოიტანე ახლა _ამხელა კაცი ხარ და დღემდე ვერ გავიგე რა საქმეს ემსახურები ... რა გინდა საერთოდ _მშვიდი სიბერე მინდა შენთან ერთად ... ერთი შვილი უკვე დავკარგეთ , დაგვრჩა გაუბედურებული გოგო ორი ბიჭით და სალომეს დარდსაც ნუ დავიმატებთ. არ შეიძლება შიშს ან სხვის ცოდვებს შევწიროთ ჩვენი ნებიერა გოგო... არ შეიძლება თორემ მე ვერონიკასაც არ გავატანდი ლევანს . კი იცი რაც დამემართა პირველად რომ მითხარი შეყვარებულიაო ... იმის წარმოდგენა , რომ ჩემს პატარა გოგოს ვიღაც მუტრუკი ქალად აღიქვამს და მეტიც ისე ეხება როგორც ზრდასრულ ქალს ... რა გინდა ინფარქტი დამემართოს დარჩე მარტო და მეორე ქმარი იპოვნო ვისაც ექოთქოთები ? _ ჩუ , გაჩუმდი ხმა აღარ გავიგო შენი .. მეორე ქმარი რომ მდომოდა მე ახალგაზრდობაში გაგექცეოდი , დედაშენმა რომ მითხრა ისეთები ერიგებოდნენ და რაღა მაინცადამაინც ეს აარჩიაო _დედამთილთან თამაშის წესები ასწავლე ჩვენს გოგოს და ყველაფერი კარგად იქნება _ჩემ გოგოს ვერავინ დამიჩაგრავს ... ეს უტა კი ძაან მიყვარს მარა ჯიბეგაფხეკილ ლექტორზე უკეთესი შეიძლებოდა ეპოვნა ვინმე _ლევანს რომ აქვს ჯიბე სავსე იმიტომ ხარ შაქარყინული არა? _რატომ არ ვარ ვითომ... თვითონ მერჩის _დაიძინე უკვე ... ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს არავინ იცის-_ თავზე აკოცა და ნაცნობი სუნი ღრმად ჩაისუნთქა, დრო ვერაფერს აკლებდა მისგან წამოსულ სითბოს არომატს _ნეტავ ჩემ გიორგის რომელ დღეს დამიბრუნებს ღმერთი _ კაცმა ძლივს გაიგო ქალის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და გულზე დადებული ლოდის სიმძიმე მთელი სიცხადით იგრძნო ………………. -როგორ კოხტად კეცავს ტანსაცმელს ჩემი გოგო - ბავშვს ჩუმად მიეპარა და საქმეში გართულს ლოყაზე ხმაურით აკოცა - აბაა ხომ არ დაიღალე ამდენი ხმაურიანი ხალხის შემყურე? -მე ისე კარგად გავერთეეე . ყველანი კარგები არიან და სულ სულ სუყველას ძალიან გვიყვარხარ,იცი? _ ხელები ყელზე მოხვია და მთელი სახე გაუნათდდა _ რიტამ ვაკოს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარო ... მაშომ კიდე არა მეო _შენ რა უთხარი _ მე ? მე არაფერი ... ერთი რატომ უნდა გიყვარდეს ჩვენ თუ ყველას გვიყვარხარ შენც ხომ ყველა გიყვარვართ _ თვალებდამრგვალებული უყურებდა და თანხმობას ელოდა _ თუ მე ცოტახანია რომ მიცნობ ცოტა_ ცოტა გიყვარვარ? _მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ ... თქვენ ყველანი ეტევით ჩემს გულში -მე ახლა წავალ დავიძინებ , ძილინებისაა - ორივეს აკოცა და ხტუნვა-ხტუნვით დაიძრა საძინებლისკენ. _როგორ ჩაიარა საუბარმა _გასაოცრად კარგად ... ყველანი სალომეს მხარეს ვართ _ეჭვიც არ მეპარებოდა _მითხრა ცოლი გაგეყინება და სწრაფად წადი გაათბეო _როგორც ხედავ ვუმკლავდები _დახმარება გჭირდება? _არა , შეგიძლია დაიძინო _შენ არ დაიღალე ? _დაღლილი ვიღვიძებ ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საქმე უნდა გადავდო _მაგრამ ზოგჯერ დასვენება სჯობს და მე ახლა ძალიან მინდა სიმშვიდე ვიგრძნო, რამდენიმე საათით ტვინს გათიშვის საშუალება მივცე რომ არ ვიფიქრო არავისზე და არაფერზე ... რომ ჩაგეხუტო , შენმა სუნმა გაათბოს ეს გაყინული ჰაერი და მე შენ _გულწრფელობას ვაღმერთებ, იცოდი? _ მზერას არ აშორებდა დაღლილ კორინთელს _ცოლ_ქმრობას გამჟღავნებული სიმართლე ანუ გულწრფელობა ქმნისო მამა მეუბნებოდა ყოველთვის _და შენ ცდილობ ჩვენგან ცოლ_ქმარი შექმნა _ უკვე საწოლში იკავებდა ადგილს ვაკოს გვერდით და მისგან წამოსულ სასიამოვნო ტალღებს იღებდა , მაგრამ შინაგანი გაორება ჰქონდა ერთი მხარე მშვიდად იყო მეორეს კი სუნთქვა უჭირდა _არ ვიცი შენს თავში რა ხდება , რას ფიქრობ და გრძნობ ,მაგრამ მინდა იცოდე , რომ შენ გვერდით ვიქნები, სულ დაგიცავ ... სასამართლოს დარბაზის გარეთ _ბოლოს დაამატა და თავზე შეახო ტუჩები , ისე ნაზად თითქოს მის დაფრთხობას ერიდებოდა. თითები თმაში შეუცურა , ფრთხილობდა და გრძნობდა როგორ მშვიდდებოდა ქალის დაჭიმული სხეული _შენ ყველას დაცვას ცდილობ და შენ ვინ დაგიცავს _ მოულოდნელი იყო თამარას კითხვა, მზერა და წვერიან ლოყაზე ხელის შეხება _ იმდენად დაღლილი ხარ სრულიად უცნობ ქალთან პოულობ შვებას ასე, უბრალო ჩახუტებით _ იმდენად ახლოს იყო კორინთელის ყოველი ღრმა ჩასუნთქვა შეეძლო დაეთვალა , ხელისგულის ქვეშ გრძნობდა მის დაჭიმულ ყბებს და მზერას არ აშორებდა _გგონია იმდენად საბრალო ვარ, რომ ტვირთად აგეკიდები ? _ ხელები იმდენად სწრაფად მოაშორა, ისე უცებ გაზარდა მანძილი საწოლში უფსკრული ჩანდა რომელზე გადახტომაც შეუძლებელი ჩანდა , მაგრამ თამარას შეეძლო პატარა , ძაფის ხიდზე გავლაც _მე ვიცი , რომ არასდროს არ დავყოლილვარ კაცის რჩევებსა და მითითებებს , მის სურვილებს ისე როგორც შენსას მოვყვები ამ მცირე დროის განმავლობაში . უდიდესი სიჩქარით გამატარე ის გადაულახავი ბარიერები რომელსაც მთელი შეგნებული ცხოვრება გვერდს ვუვლიდი ... გიჟივით ორ წუთში დაგთანხმდი , ჯვარი დავიწერე შენზე, დავტოვე ცხოვრება და შემოვედი შენს ოჯახში . საცოდავი მგონიხარ? კაცად წარმოგიდგენ რომელსაც შეუძლია სწორად მმართოს როცა ამის ნებას მივცემ, როცა მეც ქალურად სუსტად ყოფნა და ვინმეზე დაყრდნობა მომინდება ... ამ კაცად აგირჩიე სრულიად მოულოდნელად და რომ მინდა ფეხზე მყარად იდგე, არ გამოიფიტო, კიდევ უფრო გაძლიერდე და მე მანამ გაგიზიარო ჩემი უნარები სანამ შენ საყრდენად ქცევა მომიხდება უსუსურება კი არა გაუაზრებლად გაღმერთებაა მგონი და არც კი ვიცი რატომ შენ და არა ვინმე სხვა _ საწოლში იჯდა, საბანი მხოლოდ ფეხებს უფარავდა, სიცივე იყო , მაგრამ გონებაში დაგროვილი აზრების გამჟღავნებით დაკავებულს ამის აღქმა არ შეეძლო, მხოლოდ ქმრის თვალებს აკვირდებოდა _ჩემთან დაბრუნდი , მე გაგათბობ შენ დამამშვიდებ _ ხელი გაშალა და ამჯერად კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ცოლის სხეული . ალბათ ასეც იყო ერთში ყინულის ქალს სჭირდებოდა გალღობა მეორეში კი ქაოსში მყოფ გონებას გათიშვა _ მჯერა, ერთმანეთს ცხოვრების ბოლომდე დავუმტკიცებთ , რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ ………………. _კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ აქ? _მადროვე ვიფიქრო ... ჯერ კიდევ არ მგონია სინამდვილე რომ გიყვარვარ _მე შენთვის მსგავსი არაფერი მითქვამს _მითხარი რომ გიყვარვარ და წავედით _არ ვფიქრობ , რომ ამის დროა _როდის იქნება რომ დავბერდებით? _სიბერემდე აქ აპირებ ჩემს დატოვებას? _იქნებ ჯერ ჩემებთან წავსულიყავით _მე ზუსტად ვიცი ისინი გველოდებიან ... ციცოს სუფრაზე ერთით მეტი თეფში უდევს _წესით ჩემებთან უნდა მიმყავდე ,ჩემს სახლში და ისინი მოდიოდნენ _ჩვენ წესებსა და ნორმებს ვერ ვემორჩილებით _ასე ნუ მიყურებ გონებას მირევ _როგორი დაბნეული ხდები ხოლმე, თითქოს სხვა კაცი ხარ _შენ მოქმედებ _საუზმის დროა უკვე თუ არ მივალთ ყველაფერი გართულდება _არ მჯერა, რომ ჩვენს მხარეს იქნებიან _შენ იმდენი წელია ჩვენთან კონტაქტი აღარ გაქვს , რომ დაგავიწყდა ვინ ვარ მათთვის? _არაფერი მავიწყდება არც ის თუ მე ვინ ვარ ... _მგონი მარტო დავბრუნდები სახლში და ყველაფერი სამუდამოდ დასრულდება _ნუ მემუქრები ! _ ხელს არ უშვებდა, თითებზე აკოცა და მანქანიდან პირველი გადავიდა. _ისუნთქე _წლები გავიდა მას შემდეგ ბოლოს რომ ვესტუმრე ამ ადგილს... _ კართან მისვლამდე შეცვლილი გარემო მოათვალიერა და მკერდში მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო. გიო აღარ დახვდებოდა, საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი ეზოშივე არ შეეგებებოდა. ვერ გაიგებდა მის აზრს , ნანობდა რომ საკუთარი გრძნობების აღიარება ვერ მოასწრო, საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვნა და აზრსაც ვეღარ ხედავდა სალომეს უარის შემდეგ ახლა კი უთქმელობით გამოწვეული დანაშაულის შეგრძნება ახრჩობდა _როგორ გგონია გიო ჩვენ მხარეს იქნებოდა? - მშვიდად იქნება რომ გაიგებს შენ ხარ ჩემს გვერდით _თითები კვლავ კაცის თითებსშორის ჰქონდა ახლართული . მეორე ხელში ხელჯოხი ეჭირა და კართან მიახლოებულს შიშის ნაპერწკლები უჩნდებოდა _ყველაფერი გამოვა , მთავარია ჩემთან ხარ _ ხელზე აკოცა ბიჭმა და მასთან ერთად შეაბიჯა სახლში სადაც უკვე ელოდნენ სტუმრებს . .................... _დარწმუნებული ხარ რომ ახლავე გინდა წახვიდე? არ ვამბობ, რომ უტას სიყვარულზე უარი თქვა ... ამაზე ადრეც გვისაუბრია და სულ ვიცოდი თუ ოდესმე გათხოვდებოდი მისი ცოლი გახდებოდი , მაგრამ ასე უცებ. ორი დღის წინ ვაკო ლამის მოკლეს , სახლში უცნობი ქალი და ბავშვი მოიყვანა დედა ისედაც როგორი დაძაბულია . ვერ ვაჩერებ , არც ჩუმდება , არც ჯდება , ფეხზე მდგომი ჭამს , ყველაფერზე ჩხუბობს... სალომე კარგად დაფიქრდი , უფრო სწორად დაალაგე _არ მჭირდება არაფრის დალაგება ... მე რომ ახლა ყველაფერზე ფიქრი დავიწყო იმდენი დეტალი გაჩნდება ისევ გავიქცევი, ისევ ვიპოვნი ძალას მისგან წასასვლელად და სინამდვილეში შიში მომერევა . გთხოვ უბრალოდ დამეხმარე , დედასთან დარჩი ცოტა ხნით მაინც და დამშვიდდება _როგორ უნდა დამშვიდდეს თითქოს გიორგი ამბავი არ ჰყოფნიდა... რომ ჩამოვედი ისე იყო გაგიჟებული აგიზგიზებულ ბუხარში შეშებს შეუჩერებლად ყრიდა . ვაკოს დაკარგვის ეშინოდა და საავადმყოფოში მაინც არ წავიდა. შენ ჩემზე კარგად იცნობ ისი რაც ემართება ნერვიულობის დაფარვის დროს შენ არ მითხარი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ ასე ებრძვის თავს რომ ლოგინად არ ჩაწვესო? ახლა დაჯდა ხომ ხედავდი , დილიდან ერთ ადგილას ზის მხოლოდ ის გვითხრა მაგიდაზე ერთი ზედმეტი თეფში დადეთ ოჯახის ახალ წევრს ველოდებითო _გემუდარები ნუ გამიჩენ ახალ პრობლემას ისედაც ჩემი ხეიბრობა უნდა გადავატანინო სადედამთილოს რომელსაც მთელი ჩვენი გვარი სძულს. უნდა წავიდე ქვეყნის მეორე ბოლოში მანამდე კი ბიძაჩემის ნახვა მაქვს გადაწყვეტილი იქნებ იქვე მომიკლას ქმარი არ ვიცი და დედაჩემის დარდები ყველაზე ცოტა დროს მოითხოვს _ახლა მოითხოვს ხომ? მე რომ გავყევი ლევანს მაშინ სხვანაირად მეუბნებოდი _შენ 17 წლის იყავი , არავინ იცოდა ქუთაისში ბებიასთან წასული თუ იქ შეყვარებულს ხვდებოდი დ მეტიც, მასთან ერთად გაიპარებოდი. მთელი ორი დღე ერთად იყავით ჩვენთან რომ ჩამოვიდნენ და გაგვაგებინეს ვერონიკა არ ჩანსო. სოფელში ნათესავებთან დავტოვეთ და თურმე იმათ ჩვენთან ჰგონიათო შენ კი ამ დროს ლევანთან ერთად საირმის ტყეში დასეირნობდი . მე არც 17 წლის ვარ, არც ორი კვირის გაცნობილ ბიჭთან ერთად ვიპარები , არც შეიძლება ჩემი და შენი მდგომარეობის შედარება შენ მოცეკვავედ გახდომას გიპირებდა , ანსამბლში უნდა მიეყვანე და მე ვიღაც 10 შვილიანი ოჯახიდან უფულო , უსაქმურ, უპერსპექტივო, ზარმაც კაცებს მირიგებს როგორმე რომ ამიტანონ -რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობ ... შენს კომფორტზე იმიტომ რომ შენ გჭირდება სიმშვიდე და სხვას არავის. ჩვენ ჯანმრთელებს, ლამაზებს და უნაკლოებს ყველაფრის გადატანა შეგვიძლია მოვალეობებიც უხვად გვაქვს. შენ სულ იმ საქმეს აკეთებ და ისე როგორც გინდა და მე რადგან ყველაფერი შემეძლო უნდა გამეკეთებინა ის რაც დედას უნდოდა, მამას წარმოედგინა , ბებიას და ყველა დანარჩენს. მე ყველაფერი უნდა მცოდნოდა, სკოლაშიც ყველა საგანი მესწავლა, ნებისმიერი საქმე რაც ქალს უნდა სცოდნოდა , მუდამ მოწესრიგებულს უნდა მევლო და ოჯახის თვალი ვყოფილიყავი. ჩემი მოვალეობა დეკორაციად ყოფნა იყო, უნაკლო ვერონიკამ ერთხელ აურია და მთელი ცხოვრება ვერ მოინელეთ ჩემი გაქცევა... გაპარვა ამ ციხიდან. შენს ირგვლივ ტრიალებდა მთელი სამყარო , შენი სურვილები , შენი მშვიდად ყოფნა, შენი ტკივილების გაქრობა , ოპერაციები, ექიმები და მე , მე საერთოდ ვის ვახსოვდი. მე იცი ვინ ვარ? იცი საერთოდ რატომ ვარ? შვილი კი არა მტკიცებულება ვარ, ციცოს შეეძლო ჯანმრთელი, ლამაზი, იდეალური გოგონას გაჩენა . ჩემზე ორსულიც კი შენზე დარდში იყო. გამაჩინა და მას მერე გიორგი უფრო მზრდიდა ვიდრე თვითონ. მე საერთოდ გიორგის და ვაკოს შვილი ვარ , მათი და არა ციცოსი. მათთან ვიყავი ვალდებული, ვაკო არ იყო და გიორგიმ იცოდა რომ ლევანს ვუყვარდი , წინა დღეს გამაფრთხილა გიშვებ ,მაგრამ იცოდე სისულელე არ ჩაიდინოო. არაფერს ვაპირებდი, მაგრამ წასვლის წინ დედამ ისევ არ მომაქცია ყურადღება. ჩემკენ არც კი გამოუხედავს, შენ ახალ ამოჩემებაზე ფიქრობდა. რუსეთიდან საკერავი მანქანა უნდა ჩამოეტანა, რაღაც ახალი რაც გაგართობდა და მე რომ სულ ხრამში გადავჩეხილიყავი ვის ადარდებდა საერთოდ. შენ კი დღემდე არ გაუშვიხარ სახლიდან ისე ბოლომდე რომ არ გიყუროს ,რომ აღარ ჩანხარ გზაში მერე ნაკვალევს უყურებს , ეშინია არ წაიქცე . იმდენჯერ ვეცემოდი ბავშვობაში, ზოგჯერ განგებ ვვარდებოდი მაინტერესებდა ჩემთანაც თუ მოირბენდა ოდესმე ,მაგრამ არასდროს მოსულა მხოლოდ მეჩხუბებოდა რამ წაგაქციაო ,ქაჯივით იქცევიო. მტკიოდა ის კი მსაყვედურობდა ამ ტკივილის გამო შენ კი დამოუკიდებლად სიარულს არ გაცლიდა, იქეთ ეჩხუბებოდი თავად გავივლიო მადროვეო. ქუჩაში რომ იყავი და თამაშობდი სახლში არ შედიოდა, ისეთ ადგილას დგებოდა ნებისმიერ წამს შეძლებდა გამოქცევას . ყელში მქონდა ამოსული უკანასკნელ ადგილზე დგომა. ლევანი იდალური ვარიანტი იყო , ჩემი დანახვისას ფერები ეცვლებოდა სახეზე. ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებდა , ძალა ჰქონდა რომელსაც მხოლოდ ჩემკენ მომართავდა. შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, მხოლოდ დედა და მამა , არავინ სხვა და მათთვის მე გავხდი ერთადერთი ქალიშვილი. ნატრობდნენ და ახდენილი ოცნებასავით შევედი მათ სახლში. თქვენ კი მეუბნებოდით ჭკუა აგირიაო, ბავშვი ხარ და ვერ ხვდებიო, სიყვარულმა დაგაბრმავაო. როდის ვიყავი ბავშვი , რომელი ბავშვი და რა დაუფიქრებლობა , რა სიყვარული ... ლევანი ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ვუთხარი კიდეც ციცოს. აბა რა გგონია რატომ დამტოვა, რა ველაპარაკე მარტო რომ დავრჩით , რატომ არაფერს ამბობდა. გაგიჟდა სახლში მოსული მანამ არ დაჯდა სანამ ენერგია ბოლომდე არ გამოეცალა ხომ? რამდენი დღე ორი? სამი? დაგღალა მაშინ და ამას მახსენებ? ახლაც გაიქეცი , არ გინახავს გიორგი რომ დავკარგეთ როგორ ვიყავით. ყველაფერი დავკარგე მე , მე ყველაფერი მომიკვდა, ჩემი კედელი, ის კაცი ყველაზე მეტს რომ მეფერებოდა, ატირებულს რომ მიხუტებდა, ჭრილობებს მიხვევდა, ნაკაწრებზე რომ დარდობდა და ჩემ ტირილს ვერ იტანდა . სულის ნაწილი მომიკვდა და ისევ მე ვამშვიდებდი დედაჩვენს, შენ კი ჩვეულებისამებრ გიფრთხილდებოდით . ჩემ ქორწინებას ნუ შეადარებ შენსას , მე შენ გაგექეცი შენ გასაქცევი რა გაქვს . ის კაცი საუკუნე დაგელოდება- ხმამაღლა ლაპარაკობდა, ამდენი წლის ტკივილს აფრქვევდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ლევანი თუ კარს მიღმა იდგა . _შენ თურმე რას ფიქრობ ... ყველას რომ ჩვენი პრობელემბი გვაქვს და მიგვაჩნია ყველაზე აუტანლად. მე რომ საოპერაციოში მჭრიდნენ შენ უყურადღებობა გტკენდა _აქ ვაკოს გამო ვარ , მისი ცოლ_შვილი მოვლენათა ცენტრში აღარაა უკვე შენ ხარ , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო მირაზე და ჩემი ძმის არჩევანზე მეტი ვიდრე თქვენ,რომელიმეს გაინტერესებთ. ვინმე ფიქრობთ კაცმა ასე უცებ რომ შეირთო ცოლი რა ხდება მის გულსა და ტვინში? მისი მოგვარებული საქმეები გჭირდებათ ყველას. შენს უტასთან რომ უსაფრთხოდ და მშვიდად იქნები ვიცი, არ მეშინია საერთოდ, არც სხვა რომელიმე დაბრკოლება მაღელვებს არსებობს რაიმე რასაც შენი გონება ვერ უპოვნის გამოსავალს? შენ უბრალოდ უნდა მოინდომო და ისეთი სიტყვებს იპოვნი სამყაროს ამოატრიალებ. ვაკოს კი ახლა იმხელა ტვირთი ადევს მხრებზე არ მინდა პირად ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას , ჩემსავით შეეშალოს _რას ამბობ თუ ხვდები საერთოდ ... რომელი შეცდომა ლევანი შენზე გიჟდება _მე კი ცეკვაზე ვგიჟდებოდი , მაგრამ დღეს პედაგოგი ვარ და აი იას ვასწავლი ერთ ადგილზე გაშეშებული , მონგრეული სხეულით, ორი ბავშვის დედას მესამეს მთხოვს ქმარი, მეოთხეც უნდა, მეხუთეც და საერთოდ ყოველ წელს რომ ვიმშობიარო მასზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ესაა ჩემი ცხოვრება დღეს ...შენ ვერ გაიგებ _ხო, აბა მე რა ვიცი ცეკვაზე უარის თქმა როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს. ორი ბავშვი ხომ საერთოდ _ამის თქმა არ მინდოდა _ვიცი, ეს უბრალოდ ფაქტებია. მე შენი არ მესმოდა ... ადამიანის ტყავში თუ ვერასდროს შეხვალ ისე ვერ გაუგებ როგორც არ უნდა ეცადო . ვერც შენს ფარისევლობას გავუგებ ოდესმე მე არასდროს დამიტანებია ძალა თავისთვის, რომ ვიღაც ვინც მაღიზიანებს ღიმილით მიმეღო... დედას დამშვიდებას შვილად მიღებული რძლები და შვილიშვილები მოახერხებენ, თუმცა თავადაც გაუმკლავდება შენ შეგიძლია გვერდით გადგე და ოჯახის ახალ წევრებზე ფარული დაკვირვება აწარმოო . მე ისე გავაკეთებ როგორც მჩვევია, ვიფიქრებ საკუთარ თავზე _ფარისეველიი რატომ ვარ იმას რომ ვაკეთებ რაც მევალება და არ ვჭირვეულობ? მე ზრდასრული ქალი ვარ , ცოლი და დედა , კიდევ შვილი ლევანის მშობლებისთვის და არ შემიძლია შენსავით ყველაფრის თავდაყირა დაყენება თუ უცებ სადმე წასვლა მომინდება. ის რომ სურვილებს არ მივყვები და მოვალეობებს ვასრულებ, პასუხისმგებლობა მაქვს და ვარ კარგი მასწავლებელი, შვილი, დედა და ცოლი ფარისევლობა არაა. ჩემი ხასიათის შედეგია , თუმცა სიძლიერის შენი სტანდარტი ჩემსას ვერ შეედრება . შენ რა გამოიარა მას ხომ მე ვერ გავივლიდი, ჩემთვის ყველაფერი ისეთი მარტივია რადგან ასეთი ლამაზი ვარ . კარგია რომ თხოვდები, ახლა მაინც მიხვდებიან რომ მხოლოდ ფიზიკური მონაცემების გამო არ უყვარდებათ კაცებს ქალები . მეც დავიჯერებ რომ ლევანს სხვანაირი სახითა და ტანითაც შევუყვარდებოდი . არ ვიცი შენ როდის შეწყვეტ თავის შეცოდებას, სიმახინჯედ გასაღებას როცა ულამაზესი ხარ, როდის დაიჯერებ რომ არავისზე ნაკლები არ ხარ ... მე ბედნიერებას გისურვებ მთელი გულით, ამდენი ადამიანის დამსახურების შემდეგ არ შეიძლება უბედური იყო . გააკეთე რაც გინდა , უბრალოდ იყავი იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე _რომ ცეკვავდი მშურდა შენი ... -ერთხანს დუმდა და ემოციებისგან ათრთოლებულ ვერონიკას დამშვიდების დროს აძლევდა - ერთხელ ფეხი იტკინე და არ მინდოდა, მაგრამ მიხაროდა -მეც მიხაროდა , ყურადღებას მაქცევდნენ ეშინოდა რომ ცეკვას ვეღარ შევძლებდი და სამაგიეროც ასე გადავუხადე. მანდ შევცდი, ეგ იყო შეცდომა საყვარელი საქმე რომ დავთმე ჩემი ბრაზის გამო _მშურდა _თქო გეუბნები და რას მპასუხობ _ყველას გვაქვს ჩვენი პატარა ცოდვები ეს სიყვარულს ხელს არ უშლის. და ერთი მყავს , როგორც არ უნდა მტკენოდა შენზე მეტად ვერავის შევიყვარებ...შენზე არც ვბრაზობდი ყველაფერი მაცოფებდა. განა ციცოს არ ვაპატიე, მშობლებს მსგავსი შეცდომების დაშვება ყველაზე მარტივად გამოგვდის. მე მათ სიყვარულში ეჭვი კი არასდროს შემიტანია, მე იმ ტვირთმა დამღალა რაც ავიკიდე და ხასიათად ვაქციე . დღემდე ვერ მოვიშორე იდეალურის ჩარჩო... ამიტომ მაშინებს ვაკოს უცებ მიღებული გადაწყვეტილება და შენც ასე ერთ დღეში აპირებ გაჰყვე -მოდი ჩამეხუტე, დავიღალე -შენ მოდი ,ნუ იქცევი ინვალიდივით -აუტანელო - წამოდგა და თავად დაფარა მანძილი . სულ ერთი წლით იყო დიდი,მაგრამ ყოველთვის ისე ექცეოდა როგორც თავისზე ბევრად პატარას. ახლაც ისე მოხვია მკლავები ატირებულს თითქოს პატარა სულელ ბავშვს ამშვიდებდა პატიებით დები კი ეხვეოდნენ ერთმანეთს , ჩხუბის შემდეგაც არ გაწყდებოდა კავშირი მათ შორის , მაგრამ კედელს მიყრდნობილი ქმარი ნგრევას გრძნობდა მთელს არსებაში. ………….. _ქორწილი არ იქნება ... მასთან ვიცხოვრებ- ერთი აფეთქება არ იკმარა, დამშვიდებულ ტერიტორიაზე მეორე ნაღმი გამოაჩინა და წამზომიც ჩართო _სად მასთან იმ ერთოთახიან ბინაში სადღაც ქურდების უბანში? _ციცო გასაოცრად მშვიდი ტონით საუბრობდა, ჟესტიკულაციისა და მიმიკების გარეშე სვამდა კითხვებს _რას ნიშნავს არ ვიქორწინებთ _ გაკვირვებული დარჩა უტაც _სალომეე _ჩვენი წინაპრები არც ხელს აწერდნენ და არც ჯვარს იწერდნენ... შენ ხომ ტრადიციული კაცი ხარ . ყველა გაიგებს რომ ცოლ_ქმარი ვართ , ბეჭედს გაიკეთებ და შენი მოსწავლეები შეგეშვებიან _ამ თემასთან დაკავშირებით წუხელ რომ გვესაუბრა არ შეიძლებოდა? - თვალებს აბრიალებდა სალომე კი ისევ კეკლუცად უღიმოდა _სასაუბრო თემებს შორის ვერ მოვახვედრე და მერე უკვე ჩამეძინა _ არც ჯვარს იწერს არც ხელს აწერს . არაფერს ეტყვი გაბრო? - ქმარს მიმართა მაშველ რგოლად _დღესვე გადადიხარ ? _ვფიქრობ დრო საკმარისად დავკარგეთ...თუმცა ჯერ მისი ოჯახისთვის არ გვითქვამს. აქედან მასთან სოფელში წავალთ _ჩვენ ჯერ არ წამოვალთ , სჯობს მარტომ ესაუბრო და შემდეგ შეგვატყობინო . მეც ჩემს ძმას დაველაპარაკები _მე დაველაპარაკები _სალომე ჩემ ძმას ჩემზე კარგად არავინ იცნობს _მე უნდა მაპატიოს და არა შენ... ამიტომ მე უნდა ვესაუბრო _უკვე მიდიხართ? ნორმალურად არც გვისაუბრია რას აპირებთ საერთოდ ... _დედა ნუ ღელავ , გთხოვ _როგორ არ ვინერვიულო ასე უცებ გადაეშვი თავით უფსკრულში თან მარტო გინდა ყველას შეეჭიდო _მარტო აღარასდროს იქნება მე ვარ მის გვერდით და თქვენ სულ მალე მისი ბედნიერებით გაიხარებთ ... თქვენგან მხოლოდ ეს გვჭირდებოდა, თანადმგომა ,ჩვენს შორის არსებული პრობლემების გაქრობა და ჩემი მიღება _უტა, შვილო მე შენ ჯერ კიდევ მაშინ მიგიღე გიომ პირველად რომ გამაცნო შენი თავი და კარგად იცი გულიდან ვერ წაგშლიდი , მაგრამ მარტო შენ არ ხარ . ოჯახის შექმნა ორი კაცისგან არ ხდება . ოჯახი დიდი გაერთიანებაა და თუ სასწაული ურთიერთობა არ გვექნება მტრები მაინც არ უნდა ვიყოთ და ერთმანეთს პატივს ვცემდეთ ... ჩვენგან შენ პრობლემა არ შეგექმნება, მაგრამ მას? ასე ხელგაშლილს მიიღებს დედაშენი ჩემს შვილს? _თქვენი გოგო ჩემთვის ერთადერთია , მხოლოდ ჩემთვის მინდა რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა დავიმსახურო მის გვერდით ყოფნა და დამიჯერეთ ახლა , როცა მან ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა არავის და არაფერს მივცემ უფლებას აწყენინოს ... დედაჩემი თავისი ცუდი და კარგი თვისებებით დედაა ჩემი , გთხოვთ ნუ იტყვით მასზე ისეთ რამეს რომ მე მაწყენინოთ . თქვენ თუ მასზე მაღლა დგახართ შეინარჩუნეთ ეს სიმაღლე , გონიერება და მომეცით ნება თავად გავარკვიო ყველაფერი ჩემი ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს ქალს შორის _ისეთი იყო , თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ურყევი, დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში არ შეიძლებოდა მოაზროვნე ადამიანს უაზრო წინააღმდეგობის გაწევა გაეგრძელებინა , ციცომაც დაყარა ფარ_ხმალი ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მერე შვილს მოეხვია -ცოლად გაჰყევი, თორემ ეს ისეთი გამხდარა ბოლო წლებში რიგი იქნება მტაცებლების _ ჩუმად უთხრა გულში ჩაკრულ გოგონას და მისი სურნელი შეიგრძნო- დედა სულ შენთან იქნება. არასდროს დაგტოვებს მარტოს .ორმა იბრძოლეთ , მაგრამ არ დაივიწყო ზურგს უკან ვინ გყავს _უზომოდ მიყვარხარ , იცი ხომ? შენ უნდა იყო მაგრად რომ ჩვენ ვიყოთ კარგად - ქალის მხარზე ედო თავი და თან მამის თითების შეხებას გრძნობდა მარჯვენა მტევანზე. ეს იყო მათი მრავალწლიანი ჟესტი, ქმედება რომელიც ყველაფერს ნიშნავდა, ძალებს ერთმანეთში ცვლიდა და ზედმეტი საუბრის გარეშე ამბობდა სათქმელს. _ეც ბიძია ვინ ალიჩ? _ რიტამ ვეღარ მოითმინა და დედას ჩუმად ჰკითხა _სალომე მამიდა უყვარს _ცალო ჩენი ჩოლი იქნება? _ სწრაფად გაიქცა და ორმეტრიან კაცს წინ აესვეტა _ მამა ლო ალ ალიჩ აქ? მამაჩ გალეჩე გოგონები ალ თქოვდებიან ! _შენ ლადოს რიტა უნდა იყო ... ზუსტად ასეთს ველოდი _ გაიცინა და დაიხარა რომ ბავშვის სიმაღლეს გატოლებოდა _ გგონია მამაშენი არ გამატანს თავის დას? _ლევანიტომ ველონიტა ციქიდან მოიტაჩა თოლემ იმაჩაც ველ წაიკანდა ... _მე მამიკოს ნაცნობი პრინცი ვარ ... _გაგიბაზდება , ვიჩი! _შენ არ დამეხმარები? _ნწ ! _ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და წარბები შეკრა _მორიგეა შენი მამიკო თორემ აუცილებლად ვნახავდით _დიდი გოგონები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს მამაშენის ტირანიის მსხვერპლი ნუ გახდები _ სალომემ ხმაურით აკოცა ლოყაზე გოგონას და გულში ჩაიკრა _ მისი გაბრაზებების მე არ მეშინია ... _ბავშვს ეჩურჩულებოდა და თან ეფერებოდა _საოცრება ჩემოო . პატარა გოგონას მსგავსად ბევრს ჰქონდა საკუთარი აზრი . დიდი ოჯახის დიდ და პატარა წევრებს ყველას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სალომეს- შორს მყოფს, ნეიტრალურს , გონიერსა და გაწონასწორებულს . ………………… მანქანამ ქალაქიდან გასვლის ნაცვლად მეზობელ სოფელში შეუხვია და მტერი მტრის სახლთან წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა . არ უთქვამს სალომეს ბიძაჩემთან წამიყვანეო , თავად უტამ აარჩია სწორი მარშრუტი და გოგონაც არ ელოდა სხვას . _არ მითხრა მარტო წავალო, გთხოვ _შენ რომ დაგინახავს _ვერ დამმალავ მე სულ შენთან ვიქნები და ახლა მითუმეტეს არ გაქვს უფლება დარჩენა მომთხოვო . შენ თუ არ აჩვენე რომ მე უდანაშაულო ვარ, რომ ამის გჯერა ისე არაფერი გამოვა _ვიცი , რომ იქ იყავი _ თავი დახრილი ჰქონდა, გვიან გაუსწორა მზერა _ შენც მათთან ერთად წახვედი . ბიძაშენმა გაიძულა გაყოლა და შენ ხარ ის ერთადერთი მოწმე რომელიც მისი თხოვნით გაჩუმდა . არ უარყო, გთხოვ. ალბათ დაიფიცე, სიტყვა დადე და ბოლომდე შეასრულებ , მაგრამ ღვთის წინაშე თუ გინდა მეც შემოგფიცო ერთგულება ჭირსა და ლხინში უნდა ვიცოდე ყველა შენი ცოდვადჩათვლილი დაფარული ამბავი _ამღვრეული დიდრონი თვალებით უმზერდა დავიწყებული წარსული გახსენებით შეძრულს. ხომ არსებობს ამბები რომელსაც ტყუილით ფარავ, სხვებ უმალა და საკუთარ თავსაც აიძულებ ასე ჩაწეროს მოგონებებში მერე კი ჩნდება ის ვინც გაიძულებს სიმართლისთვის თვალის გასწორებას _გგონია მე მოვკალი ? _შენ მოკალი ? _არა , მაგრამ ვერც ვუშველე ... _ამიტომ წახვედი ჩვენგან... ამიტომ დაგვთმე მარტივად , სინდისის ქენჯნა გაწუხებდა . თავს იდანაშაულებდი , მაგრამ რაში ... რა მოხდა იქ _ ბიძაჩემი ერთ მხარეს დარჩა ... მეორე მხარეს ჩვენ გაგვიშვა . ჩავუსაფრდით, მე ხომ იცი როგორ ვერ ვიტანდი ნადირობას ცხოველებზე ნიკო კი გიჟდებოდა, ვერ ითმენდა ბალახში გახოხდა ისეთ ადგილას აღმოჩნდა ბიძაჩემმა რომ გაისროლა მას მოხვდა. ვერცერთმა გავიგეთ, ბალახში ისე დაეცა ის ისევ ღორს ესროდა , რომ მოკლა მერე მობრუნდა ჩვენკენ ნიკოს ეძახდა აქ მოდიო , ხომ გეუბნებოდი მამაშენზე მაგარი მე ვარ აჰაა აგე თუ ვერ მოვკალიო. ის კი ამბობდა არ იქნებაო , ვერ იპოვნით ამ დროსო აიი რა კვალი პირველი მაძებარი ვართო _ ხმამაღლა ლაპარაკობდა, ძაღლს ეფერებოდა და ჩვენკენ იყურებოდა. მე წავაწყდი პირქვე დამხობილს თოფი ისევ ზურგზე მქონდა არც მიცდია სროლა უბრალოდ გავიქეცი რომ საჭიროების შემთხვევაში ხაფანგისკენ გამეშვა მსხვერპლი ... სისხლის დანახვამდე მეგონა უბრალოდ იწვა. ვერ მივხვდი , პატარა სულელი ბიჭი ვიყავი. გავშეშდი , გავქვავდი , თვალებიდან არ ამომდის ნიკოს სახე და სულ ერთი ტყვია რომელიც ზუსტად ყელში ჰქონდა მოხვედრილი . მახსოვს ბიძაჩემი როგორ გათეთრდა , ჭაღარა გახდა 43 წლის კაცი . არაფერი მახსოვდა დიდხანს მისი სიტყვების გარდა "შენ აქ არ ყოფილხარ . შენ არაფერი გინახავს. შენ მდინარეზე საბანაოდ წახვედი , შენ არაფერი გინახავს " და ჩემმა ტვინმაც გადაწყვიტა , რომ მე არაფერი მინახავს! ბიძაჩემის სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებდა და მე მაინც არაფერი მითქვმს იმ დროს მეჯერა, გეფიცები მეჯერა რომ სიზმარი იყო , ვხედავდი სიზმრად იმას რაც მინდოდა დამენახა და ეს არ იყო რეალობა. მერე მან თავი მოიკლა და ჩემი ტვინი აფეთქდა _შენც დაიჯერე რომ ბიძაჩემმა ბიძაშენი მოაკვლევინა ..._თავდახრილს, გატეხილს , მთლიანად ჩამონგრეულს ცხოვრების ერთადერთი დიდი საიდუმლოს გაცხადებით გათავისუფლებულს ხელი ჩასჭიდა , ხელი რომელიც გაუაზრებლად მოაშორა კაცმა _და ყველაფერი ჩემი სისუსტის ბრალი იყო _ამიტომ შენ მე არ მიმსახურებდი ...შენ ჩემი ღირსი არ იყავი და შენ ჩამოგვშორდი ყველას მანამ სანამ გიორგი არ გაუჩინარდა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში . მერე სული აგეწვა , ტყავში ვეღარ ჩაეტიე , სიშორე და სიცივე ვერ შეინარჩუნე, ნიღაბი დაკარგე . ვაკოსთან ერთად წახვედი , ჩემთვის ჩემი გიოს დასაბრუნებლად , მაგრამ მისი პოვნა ვერ შეძელით . ვაკო დაიჭრა , შენ გადაარჩინე ... შენ ის დამიბრუნე _მაგრამ ნიკო ვერ დავინახე ... ვერ გადაგირჩინე _არ შეგეძლო, არ გქონდა შანსი თორემ გადაარჩენდი მასაც და ბიძაშენსაც .. მის ოჯახსაც , მის ქვრივს, შვილს, დედაშენს , ბებიას ... ყველას , ვინც ამ ამბავმა წაგართვა , ყველას ვინც განადგურდა. ახლა უნდა გამომყვე , ბიძაშენთან დადებული პირობა დაივიწყო და ბიძაჩემს უამბო სიმართლ ყველა დეტალი გაიხსენო, გაათავისუფლო მათი სულები ზეცაში, შენი და ბიძაჩემის კი აქ. მე იქ ვიქნები, ხელს ჩაგკიდებ და არ გაგიშვებ არცერთი წამით _ იფიქრებს რომ მე მოვკალი _შენ უამბე ... ის მოგისმენს , პირობას გაძლევ ბოლომდე მოგისმენს დაიჯერა მისი და საკუთარი სიმართლის. მიჰყვა ძალას , რომელიც მასში იყო , ქალში რომელსაც აღმერთებდა. ხელჯოხით მიმავალი, სუსტ სხეულში გამომწყვდეული უსაზღვრო შესაძლებლობები , რომელმაც გაიარა ბარიერი , მტერს მტრებთან მისულს ფარად გადაეფარა და აფეთქების პირას მყოფი ნაღმი გაანეიტრალა _შენ იცი მე და ნიკოს როგორი ძლიერი კავშირი გვქონდა. ის რომ ღმერთთან წავიდა მითხარი იქედან დაგიცავს და მე ამქვეყნად მყოფი მის ნაცვლადაც შენ მეყვარებიო . მე დაგიჯერე , დავიჯერე ნიკოზე ორი დღით გვიან დაბადებული ორმაგად შემიყვარე და ამ დრომდე არ მითხოვა ამ სიყვარულის დამტკიცება . პირველად და უკანასკნელად, მხოლოდ მოსმენას გთხოვ ... რამდენიმე წუთი გაუძელი კაცს რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია , რომელიც დავთმე მტრობის გამო, რომელმაც დამთმო ჩემი თქვენდამი არსებული პატივისცემის გამო. ახლაც აქ იმიტომ ვარ, რომ არ მინდა გიღალატო ... _სულ რამდენიმე წუთი და მერე წახვალთ. მხოლოდ იმიტომ არ მოვკლავ , რომ შენთან ერთადაა. შენ და მას მე არ დაგლოცავთ ამას არ ელოდო და ჩემ ძმასაც უთხარი ნიკოს საფლავზე მისვლა არ გაბედოს ! _შეუვალი ჩანდა შვილმკვდარი მამა , მისი გული იწვოდა ჩაუქრობელი ცეცხლით და ეს ტკივილი გონებასაც უხშობდა შემდეგ უტა ლაპარაკობდა, კაცს თვალს არ უსწორებდა , ხელებს დაჰყურებდა თავის და სალომეს ერთმანეთში ახლართულ თითებს . იხსენებდა მთელ დღეს, ლაპარაკობდა , არ ჩუმდებოდა , სწრაფად ამბობდა სიტყვებს , მოსწრებას ცდილობდა , მაგრამ მაინც დაახრჩო ყელში გაჩხერილმა ვებერთელა ბურთმა , ცრემლები წამოუვიდა , უხეშად მოიწმინდა და დასასრულს ფეხზე წამოდგა _ნიკო სულ იცინოდა უტას და სალომეს ერთმანეთი უყვართო . არავინ ვუჯერებდით , ჩვენი სალომე სხვანაირია შენ მის გვერდით არ წარმოგვედგინე ... ის კი იმეორებდა ისინი შეძლებენო . ჩემი შვილი წმინდა იყო , უცოდველი , გულუბრტყვილო ბავშვი რომელსაც მუდამ ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებას ცდილობდა თითქოს იცოდა რა ცოტახანს დატოვებდა ღმერთი და ის თქვენ გხედავდათ ერთად. ასე უნდოდა , ასე სჯეროდა ... როცა გყავს დამნაშავე სიცოცხლისთვის აზრი გეძლევა, შურისძიებისთვის აგრძელებ... იცი ეს არ დაგიბრუნებს , მაგრამ ბრაზის ნთხევით უკანხევ ტკივილს . ბიძაშენი მე არ მომიკლავს , გულის სიღრმეში მეჯერა მისი და მხოლოდ მაგიტომ . თქვენ ბავშვებს ცოდვა არ დააწვებათ ... დამნაშავე არ არსებობს , არსებობს მსხვერპლი რომელსაც უკან ვეღარავინ დამიბრუნებს და იქნებიან თქვენი ბავშვები რომლებსაც ჩემი ბავშვი იქედან დაიცავს . ........................... -ბავშვობა გაიხსენა ჩემმა ქმარმა ? - თვალებამღვრეულ კაცს მიუახლოვდა და სახეზე მოეფერა _ ღვინოც დალიე ? დიდხანს თუ დავრჩებით აქედან ლოთს გაგიშვებენ ... გინდა რამე მოგიტანო ? საჭმელი ან სასმელი _ წვერიან ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _ასე ჩუმად რატომ ხარ, ბევრი ხომ არ მოწიე , ჰა ? _ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი მაღლა ააწევინა _ნუ მაშინებ _გიყვარვარ ? _კიდევ კარგი საუბარი შეგიძლია... წყალს ამოგიტან და დავწვები თორემ საშინლად დავიღალე. მაქსიმუმ კიდევ ორი დღე გავუძლო ამ საგიჟეთს , სახლში მინდა უკვე დაბრუნება _ზურგი აქცია და კარისკენ დაიძრა _მიპასუხე ! _ მომთხოვნი ჰქონდა ტონი _აქ მოდი , თვალი გამისწორე და მითხარი გიყვარვარ თუ არა _10 წელია შენი ცოლი ვარ, გახსოვს? _მახსოვს წელი, თვე, რიცხვი, დღე და საათიც შენ რომ ჩემი გახდი ... რომ დაგინახე ისიც მახსოვს რა გეცვა . მე ყველაფერი მახსოვს , მაგრამ ეგ არაფერ შუაშია ახლა . მჭირდება მარტივი პასუხი კი ან არა _ ფეხებსშორის მოიმწყვდია ქალი. ხელები წელზე შემოხვია და ქვემოდან უყურებდა _მითხარი . პირდაპირ თქვი მე ხომ არაფერს გავნებ _ თავი დახარა, ცხვირის წვერით მუცელზე ეხებოდა , შუბლი მიაყრდნო და კიდევ უფრო მეტად მიეკრო _ასეთი რა მოგაწევინეს ... გადაჩვეული ხარ და ხომ ხედავ როგორ მოქმედებს . აქედან მალე უნდა წავიდეთ _ისევ გარბიხარ ? _ლევან _ შენ და სალომეს მოგისმინეთ _არასწორად გაიგე _მხოლოდ იმიტომ არ უნდა გამომყოლოდი ერთი რომ ყოფილიყავი ... როგორ არასდროს გითქვამს მოცეკვავე მინდა ვიყოო . რატომ დამიმალე . მიპასუხე _იმიტომ , რომ აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერ გავხდებოდი პროფესიონალი მოცეკვავე და გითხარი სიმართლე , წლებია ვცეკვავ_თქო . იცოდი როგორ მიყვარდა _ცეკვის დროს შეგამჩნიე პირველად და სანამ დაასრულე უკვე მიყვარდი . ისე მოძრაობდი , მთელი ტანში მტეხდა რომ გიყურებდი _და არ ბრაზობდი სხვებიც რომ მიყურებდნენ ? შენ ვერ იტან როცა საჯაროდ ლამაზი ვარ, ყურადღების ცენტრში გადავდივარ და რისთვის მსაყვედურობ . უნდა მეწუწუნა მე მინდა თბილისში ყველაზე ცნობილ ანსამბლში მიმიღონ და მსოფლიო შემოვიარო, ან კონცერტზე ვიყო ანდაც ვვარჯიშობდე_თქო? მაშინ რა მინდოდა შენთან, შენს ცოლად ქუთაისში. მე შენ გამოგყევი და ჩემი არჩევანი გავაკეთე ! არასდროს ვჩხუბობთ , ვცდილობ საკამათო თემა არ შევქმნა მითუმეტეს ისეთი აზრი რომ არ აქვს . ცეკვაზე მეტად ოჯახი მინდოდა, ჩემი პატარა მშვიდი ოჯახი და ამისთვის მეტი გავაკეთე ვიდრე სცენაზე დგომისთვის და _შეცდომად მიგაჩნია ჩემთან ყოფნა _ასე არ არის! _მოგისმინეთ , ჩემი ყურით გავიგე როგორ თქვი შევცდიო _იმ ნაწილში , რომ ვიჩქარე _როგორ სულ შეგიძლია ჩემი გასულელება... მაინც ვინ ხარ ასეთი და მერე სალომეს ჰგონია თავი ჭკვიანი ან ნებისმიერს შენი ძმებიდან . ეს შენ ხარ ყველაზე გონიერი , იმ რთულ , ბავშვობის წლებში მარტოს გისწავლია რა გინდა , რა გჭირდება და რა უნდა მიიღო ადამიანებისგან . განსაკუთრებით კი ჩემგან, მე ხომ მაგიტომ ვარ შენი ქმარი ... გამომძალე ყველაფერი , მიხმარე როგორც გინდოდა _გაიცინა და ქალს დახრა აიძულა , ფეხებზე დაისვა , კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა _ მე რომ მეგონა მიჯერებდი და ვთანხმდებოდით მაშინაც შენ გეგმას მივყვებოდით ... აბორტის გაკეთებაც ასე ძალიან გინდოდა . არ დამიმალე, როგორც კარგმა ცოლმა ჯერ მკითხე რა ვქნათო მერე კი დამარწმუნე და თვითონ წაგიყვანე ექიმთან იმ ბავშვის მოსაკლავად რომელიც არ გინდოდა. იცი როგორ ვნერვიულობდი? გული მერეოდა საკუთარ თავზე. ახლა ტვინი ყველაფერს იხსენებს და ისიც მგონია, რომ ჩემი ეჭვიანობებიც არ იყო მოჩვენება... შენ ისე კარგად შეძლებდი ღალატს და მერე ჩემთან მშვიდად დაბრუნებას . ტკბილი ხმით, თვალების ციმციმით ... ზუსტად ეგ ხარ. მოღალატე , მოთამაშე , მატყუარა , გაიძვერა _თითები ყბაზე მოუჭირა, მარჯვენა ხელს წელიდან არ აშორებდა და გაგიჟებული სისინებდა გესლიან სიტყვებს _არ გაბედო ! ახლავე შეწყვიტე ეს სულელური ბრალდებები თორემ გეფიცები ისეთი გავხდები ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, დაგწვავ და ვერცერთი ქალი დაგიამებს სულს- სახიდან ხელი მოიშორა და შეტევაზე გადავიდა - შენი ტვინის ჯურღმულის კარი მოკეტე ახლა თორემ ნაწილებად დაგჭრი და დაგფლობ სადმე ტყეში. როგორ ბედავ ეჭვი შეიტანო. რომ გამოგყევი მიყვარხარ _თქო გითხარი? არ მითქვამს ! არა და არც მომიტყუებიხარ. იცოდი შენი სიყვარული რომ მეტი იყო ვიდრე ჩემი მოწონება . ვგიჟდებოდი როგორც მიყურებდი, მეხებოდი, ზრუნავდი ... შენ ყველა ქცევაზე ვდნებოდი , ნაწილებად ვიშლებოდი, დავფრინავდი ბედნიერებისგან. რას ვთამაშობდი? მერე რომ მინდოდი? მერე რომ ვცდილობდი ისეთი კარგი ვყოფილიყავი შენთვის როგორც შენ ჩემთვის? მე სულ გეუბნებოდი ჩემს აზრს, არაფერი დამიმალავს მხოლოდ არ გიყვიროდი და არ ვწიკვინებდი . იმიტომ შევძელით ერთად ... მე შენს გარდა არცერთი კაცის გაბედნიერება მდომებია. რა ჯანდაბაა სიყვარული ეს თუ არაა. შიგნიდან მინდა ყველაფერი რასაც ვაკეთებ , ჩემი ტვინიც მუშაობს რომ სურვილები ავისრულო და შენს გიჟურ აზრებს ისე როგორ მოვთოკავ აბა. დღეს ციხეში იქნებოდი მე რომ ამ გონებით არ მემოქმედა და იმ ნბიჭვარს მოკლავდი . ახლა გინდა გაბედო და იფიქრო , რომ იმ უთავმოყვარეო არაკაცთან მე რამე საერთო მქონდა და შენი ეჭვიანობა მართალი იყო? _ ისე გაცეცხლდა მანამდე რომ იშვიათად ენახა ლევანს. მკერდზე რამდენჯერმე მიარტყა ხელი და მერე თავადაც მოუჭირა ყბაზე _ მიყურე , მისმინე და საბოლოოდ ჩაიბეჭდე ტვინში , რომელშიც მხოლოდ მე მაქვს ადგილი და არცერთ სხვა ქალს არ შემოგაშვებინებ ! მე არასდროს , არავინ მდომებია არც გვერდით, არც სახლში, არც საწოლში . ყველა კაცი მაღიზიანებს შენს გარდა. შენ ხარ ის ვისაც ვენდობი, ვისიც მჯერა, ვისთანაც მინდა, ვინც მინდა , ვისთან ერთადაც ვზრდი ორ საოცარ ბავშვს , ვისი მშობლებიც იმიტომ მიყვარს რომ ჩემთვის გაგაჩინეს , ასეთი მოხვედი ჩემს ცხოვრებაში და ახლა შენს ირგვლივ ვატრიალებ მთელ ჩემს ცხოვრებას. ეს არაა სიყვარული? რადგან ვაზროვნებ იმიტომ არ არის? კარგი , მაშინ არ მიყვარხარ ! შენც არ გყვარებივარ საკმარისად თუ ვერ ხედავ რეალობას და თუ ვერ გამიცანი ამდენი წელი , მაგრამ სულ რომ სამყარო ამოტრიალდეს იმ წყეულ ქალს შენს თავს არ დავუთმობ , არც მას და არ არავის , არასდროს ! მარტო ჩემი ხარ და მარტო მე უნდა გიყვარდე ასეთი როგორიც ვარ და შენ არ შეგიძლია ამდენი წლის მერე ასე მატკინო ... - ხელები მოაშორა, წამოდგა და მანძილი გაზარდა-ცუდად ვარ . ძალიან ცუდად ვარ იმის გამო რომ სალომეს მაინცადამაინც დღეს ვუთხარი ის ყველაფერი. არც კი ვიცი რა დამემართა , როგორ ვერ შევიკავე თავი. ახლა რაღა აზრი ჰქონდა ჩემ სიმართლეს , როცა ნახევარ ცხოვრებაზე მეტი გავიდა ... მე ისე დავიღალე . ისე გამოვიფიტე , აქ გიორგის გარეშე ყოფნა მკლავს ... შენ გეძებ ყველგან და ახლა შენც ვერ გაიგე რა ვუთხარი. _მოდი ჩემთან _ ფანჯრისკენ დაძრულ ატირებულ ქალს ჯერ ჩუმად უსმენდა და მერე ისევ თავისკენ იხმობდა _ მოდი და მითხარი ვინ ქალზე მელაპარაკები საერთოდ, მაჩვენე ერთხელ ეჭვიანი ვერონიკა _იდიოტი ხარ _გაეცინა და თან ცრემლები შეიმშრალა _როგორც კი დათბება მე და ჩვენი ბიჭი გეთამაშებით ფეხბურთს ... ტალახიან , მტვრიან ბურთს გესვრით . თუ ვერ აიცილებ და გეტკინება მერე ბევრს მოგეფერებით _ მთელი სახე დაუკოცნა და შემდეგ ტუჩებზე გადავიდა _ მე რომ ცოლად შეგირთე საერთოდ არ ვიცოდი იდეალური რას ნიშნავდა. მარტო შენ მინდოდი, ეს თვალები, ეს მზერა, ეს მუხტი ... არ ვიცი უშნო რომ ყოფილიყავი ასე თუ გავგიჟდებოდი,მაგრამ ცეკვა რომ მაინც გასაგიჟებლად გამოგივიდოდა ზუსტად ვიცი . ისიც ვიცი მახინჯი ,რომ არავინაა და შენ ვერასდროს , ვერასდროს შელძებდი ყოფილიყავი არასასურველი როგორი ცხვირი, ტუჩი , ყელი ან მკერდიც არ უნდა გქონოდა - თბილი გაუხდა ტემბრი, იმ ორგანოზე კოცნიდა რომლის სახელსაც ამბობდა და ქალის ათრთოლებულ სხეულს ძლიერად ხვევდა მკლავებს -სულ მეუბნებოდნენ რომ ვუყვარდი ,მაგრამ იშვიათად გამოხატავდნენ ქმედებით მე კი ჩემ ყველა გრძნობას უსიტყვოდ გადმოგცემდი ... მეგონა ეს იყო სწორი არჩევანი. ორივე თანაბრად საჭირო აღმოჩნდა . მე „მიყვარხარ“ -ს შევეჩვევი და ხშირად გეტყვი -არ გინდა, იყოს ისე როგორც ყოველთვის . მაშინ მითხარი როცა მოქმედებაში ვეღარ ჩაატევ ... -მიყვარხარ ! -მეთორმეტეა , ყოჩაღ -მასხარა ხარ ! - იცინოდა და მოხარხარე ქმარს აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა. შეცდომად თვლიდა? წარსულში დაბრუნება არ უნდოდა. უყვარდა ის რაც შექმნა, ყველა დღე და დროს მოყოლილი გრძნობა. წრფელი სიყვარული სინათლედ რომ შეეჭრა წყვდიადში წლების წინ შემდეგ კი თავად გადაიქცა ლევანის ცხოვრების მნათობად . .................... _ მე ან ის კუდიანი . ჯადო გაგიკეთა ვერ ხვდები? ასე როგორ დაგაჩლუნგა გამაგებინე შვილოო . ჩემო ჭკვიანო , ჩემო ნიჭიერო კაცს ქალაქის მერობას გთავაზობდნენ და უარი თქვი იქ ახლოს გინდოდა დარჩენილიყავი , ლექტორობას ვაპირებო რა ლექტორი რის ლექტორი შენი ნაცნობების პატრონი მარტო უნივერსიტეტის იმედად აპირებ ყოფნას? გალოთდდი ,ბრაძიაგა გახდი ამ ამ ხეიბარზე გადასაყოლი რა გჭირს _კიოდა ქალი . ამბობდა უამრავ საშინელ სიტყვას და არცერთის შეკავებას გეგმავდა . სალომე კი მშვიდად იდგა სახლში სადაც პირველი სტუმრობა სულ სხვანაირად წარმოედგინა. როგორ უნდოდა წარსულში აღწერილი ადგილების ნახვა, უტას საყვარელი სამალავების ხილვა, მისი ისტორიის ნაწილად ქცევა ეს კი იმდენად შეუძლებელი ჩანდა , ისეთი მიუწვდომელი , რომ ქალის სიტყვების მიმართა დაირღვა დამცავი ბარიერი , ყველა მათგანი ისრებივით ხვდებოდა დაბლა დაშვებულ მარჯვენა კიდურს რომელსაც ისევ შემოეხვია კაცის მხურვალე თითები , გაათბო და ისე მოუჭირა გონს მოსვლა აიძულა _ყველაფერი ძალიან მარტივადაა დედა . სალომე ჩემ ცხოვრებაში იქნება მანამ სანამ ვსუნთქავ , გინდა ვიყო კარგად ? მაშინ უნდა ილოცო რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობდეს . გინდა ვიყო მაღლა ? მის გარეშე არაფერი მინდა . ის იქნება ჩემს გვერდით , მეც დავიპყრობ ყველა მწვერვალს , ავივლი ყველა საფეხურს და თუ არ,შენი გათენებული ღამეები სულ ტყუილად დარჩება . გახსოვს ბავშვობაში საქმეებს რომ მარიდებდი და ხელში წიგნებს მაჩეჩებდი? დაღლილ დაქანცული რომ შემოდიოდი დალაგების პროცესში მაყოლებდი ყველა გაკვეთილს თვითონ არ იცოდი, მეც ვიცოდი რომ მოტყუება შემეძლო, მაგრამ შენ ისე ცდილობდი მეც უფრო კარგად ვსწავლობდი. რამდენჯერმე ვიმეორებდი , ვხვდებოდი როგორ გაინტერესებდა ის რაზეც ვსაუბრობდი , დამახსოვრებას ცდილობდი ... შენი ოცნებების ჩემში გადმოტანა გინდოდა და გინდა. იმ ოცნებების მამაჩემმა მოტაცებისას რომ წაგართვა , მშობლებმა რომ არ მოგცეს სახლში დაბრუნების და სწავლის გაგრძელების უფლება. სკოლაც ვერ დაამთავრე, ფეხმძიმედ იყავი ... რამდენჯერ ვერ გააჩინე ჩემამდე, რამდენი გააჩინე და დაკარგე დე, მე არ ვიცი ამაზე არასდროს გითქვამს . ყველას სიყვარულით მე შემიყვარე, ყველაზე ძლიერად მე ჩამთვალე იმიტომ რომ გადავრჩი ... დავიჯერო იმ ბავშვებიდან ჩემამდე რომ იყვნენ და ვერ გადაარჩინეს რომელიმე სალომეს რომ მსგავსებოდა ხეიბარს უწოდებდი? მოიშორებდი , ვინმეს დააჩაგვრინებდი , გულის ტკენის უფლებას მისცემდი ? შემომხედე ! თვალი გამისწორე და ის მიპასუხე. გაიაზრე, რომ ბავშვი არ ვარ, მოიშორე ყველას აზრი. წარმოიდგინე, რომ შენი შვილებიდან ერთ_ერთია და მითხარი ერთი ქალი ...აი იმათგან ჩემი ცოლობისთვის რომ გყავს არჩეული , ერთადერთი დამისახელე ჩემს სალომეზე იდეალური რომ იყოს და გეფიცები , შენ თავს გეფიცები აქ საერთოდ არ გამოჩნდება არცერთი კორინთელი , მაგრამ იცოდე ჩვენი შვილებიც არ გადმოლახავენ ზღურბლს მანამ სანამ სრულიად დამოუკიდებლად დედის გარეშე არ დაიწყებენ ცხოვრებას . მიპასუხე ლონდა! _ჩემი ერთადერთი შენ ხარ და შენთვის ყველაზე კარგი რომ მინდა დანაშაულია? _მოთქვამდა ქალი. ბიჭის სიტყვები მძიმე დარტყმებად აღიქმებოდა მისი ტვინისთვის _მასზე კარგი უბრალოდ არ არსებობს . ერთია და ისიც ჩემთვის ... რამე თუ გამეგება ამ ცხოვრების ზუსტად ვიცი მეც მისთვის გადავრჩი და ვიქეცი შენს ყველაზე ძლიერ, ერთადერთ შვილად . მომეცი უფლება მშვიდად ვიცხოვრო და ჩვენი პატარა ოჯახი გავაბევრო . უბრალოდ დაინახე გულით და არა მოწამლული ტვინით... შენი გულის მჯერა მე, დიდი და თბილი რომ არის იმის . ვიცი მამას დღემდე არ აპატიე, სიყვარულისაც არ გჯერა და ვერ იგებ იმას რაც ჩემსა და სალომეს შორისაა , მაგრამ სწავლა გვიანი არასდროსაა _დატკბა, ხმაც დაეშაქრა ქალს გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა _ აჯობე შენს დედამთილს , ნუ იქნები მასზე უარესი იყავი უკეთესი _ვფიქრობ დრო სჭირდება ... ძალიან აჩქარებ და მისი პასუხი ახლა მაინც არ იქნება ნამდვილი. ემუქრები , აშანტაჟებ და წასვლას ჰპირდები მაშინ როცა მე აქაურობა მომწონს . აქედან საერთოდ როგორ წახვედი _რომ არ წამოვსულიყავი ვერც გაგიცნობდი _სადმე როგორმე გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები... შენ კი არასწორად იქცევი როდესაც უარს ამბობს მშობლიურ მიწაზე და მიდიხარ უცნობ ქალაქში, შენთვის გამაღიზიანებელ, სტრესულ გარემოში როდესაც არსებობს აქაურობა . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ წინაპრებს ღალატობ _სალომე სიგიჟეა ის რაზეც ახლა შენ ფიქრობ და არც გაბედო გააჟღერო_უცებ მიუხვდა სათქმელს და თვალების ბრიალით ანიშნა გაჩუმდიო , მაგრამ კორინთელს უკვე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული _აქ მინდა ვიცხოვროთ... აქაურობა გამოვაცოცხლოთ და ავაყვავოთ. ვერ გახდები პირველი კაცი იქ სადაც არაფერს იცნობ და არაფერი გიყვარს. აქ კი ყველასა და ყველაფერს სჭირდები _ნუ გიყვარს ცხოვრების გართულება და ნუ მაგიჟებ მეც! _ჯერ ცოლად არ გამოგყოლივარ და მეჩხუბები ? საინტერესოა ... _აქ ცხოვრებას ვერ შეძლებ ! -ვითომ რატომ ვერ შეძლებს... თვითონ რას ამბობ სულ ქალაქში დაიარებოდა და აღმართი არ აუვლია _ქალმა სათავისოდ მომგებიანი სიტყვები რომ დაიჭირა წამსვე გამოცოცხლდა აქ რა სხვანაირად ვცხოვრობთ ხალხი? -რას მიკეთებ... ასე უნდა დამახვედრო ახალი ამბები და გამიხეთქო გული? აქ ვერ იცხოვრებ ნუ ცდი საკუთარ თავს მერე წასვლა არ იქნება მარტივი და ერთი ხელის მოსმით ვერ დავტოვებ ყველაფერს- სალომესთან ერთად გავიდა ოთახიდან , ხვდებოდა სიტუაციას კონტროლი დაეკარგა _ქალი მარტო გყავს დატოვებული ... მამაშენი ახლაც არ არის სახლში ხომ ხედავ . არასდროს იქნები მშვიდად _წლებია თბილისში ვცხოვრობ _და ნებისმიერ მომენტში აქეთ მორბოდი _ასე ნუ მიყურებ არ შემიძლია ორ დღეში მივიღო ორი უდიდესი გადაწყვეტილება თანაც შენ ჩემი ცოლიც კი არ ხარ , შეყვარებული ხარ და სად მომყვები საერთოდ _ქორწილზე იმიტომ ვთქვი,.რომ ვიცოდი დედა მთელს სოფელს დაპატიჟებდა. თეთ კაბაში შემფუთავდა და მაიძულებდა უაზრო ღრეობაში ჩართვას რომელშიც ვაკო ვერ შეიტყუა _ანუ ჯვარს დავიწერთ _წამსვე მოდუნდა და აუბრჭყვიალდა თვალები. ქალის სახეს ნაზად მოეფერა , თითებზე აკოცა მერე კი ხელისგულზე და მაჯაზე გადავიდა _ხომ დავიწერთ _აუცილებლად ... იმდენი რამეა რაც შენზე არ ვიცი , ერთმანეთის შესახებ უნდა გავიგოთ _თავს აღარ იკავებდა, ჩახუტების , მასთან სიახლოვის სურვილს წამსვე ისრულებდა. თავი მკერდზე მიადო და გაირინდა . მთელი დღის დაღლილობა იგრძნო გაჩერებისას, მაგრამ კმაყოფილებაც უსაზღვრო. ახლა იცოდა იქ იყო სადაც დარჩენა მოუხდებოდა, სადაც შექმნიდა თავის დიდ ოჯახს ისეთს როგორიც უყვარდა , იქ დაიწყებდა შენებას და ისე შეიყვარებდა, შეისისხლხორცებდა თითქოს მუდამ მას ეკუთვნოდა _ სახლს უნდა დაუბრუნდე სწორი გზის საპოვნელად... იფიქრე საკუთარ თავზე და მითხარი თუ ვცდები, არსებობს ადგილი რომელიც აქაურობაზე მეტად გიყვარს და გინდა? _შენთვის სრულიად უცხო გარემოა... კლიმატიც კი სხვაა _უფრო მარტივია , მსუბუქია ... ვიცი ყველაფერი , შევისწავლე აქაურობა . ყველა რაიონი, სოფელი, კერძი, მცენარე, წესი და ნორმა _ ლოყაზე აკოცა , ნაზად შეახო ტუჩები და გულისცემა ისე აუჩქარდა სისხლი მარჯვენა ხელის ფალანგებამდეც დიდი სიჩქარით მივიდა , გათბა _მე აქ შენთან ერთად დავრჩები . საკუთარივით შევიყვარებ შენს მთას და ზღვას , რომელიც ასე უცხო და მიმზიდველია, თვალუწვდენელია ჩვენი მომავალივით _თავბრუსახვევდა კაცს მისი სურნელი , მარტო მას რომ ასდიოდა უცხო პარფიუმის, ბუნების , სიცოცხლის , გაზაფხულის სუნი ჰქონდა თებერვლის ყინვაშიც _თავბრუსმახვევ და საკუთარი ნებით ეშვები ადიდებულ ზღვაში მაშინ როცა ცურვა არ იცი _ცურვა არ შემიძლია , მაგრამ მაგასაც ვისწავლი შენ თუ იქნები ჩემი ნახევარი _ როგორ უნდა ჰქონოდა მის წინააღმდეგ წასვლის ძალა როცა სწორედ კაცის გულში ჩამარხული ოცნებას უპირებდა ასრულებას . ……………….. -მე გვარიდან ამომშალეთ თუ რა დედისტყვნ. ხდება გამაგებინებთ? პაციენტი უნდა მაგებინებდეს ჩემი დის გათხოვების ამბავს? რომ წავედი მორიგეობაში ჩამოსული თუ იყო ისიც არ ვიცოდი... მე რა უფლება არ მქონდა აზრის გამოხატვის? თუ რადგან ვაკომ მისცა უფლება ამიტომ ცხვარივით უნდა გავაყოლოთ კაცს რომელის ოჯახსაც ნიკოს სიცოცხლე ადევს ცოდვად? თუმცა თქვენ ხომ მიმტევებელი ხართ ბატონო ვახტანგ ... როგორ მაინტერესებს ბიძაჩემის ადგილას რას გააკეთებდი შენი ბიჭი რომ მოგისვენონ სახლში - ქარიშხალივით შევარდა ოთახში და პირდაპირ უფროს ძმაზე მიიტანა იერიში. მირა ჰყავდა მკერდზე მიკრული , ნახევრად მძინარე ბავშვს შიშისგან ძილი გაუტყდა და დაბნეული უყურებდა ღრიალით მოსაუბრეს -ნეტავ რა უნდა დაგემართოს ისეთი შენ რომ შეწყვიტო ეს ს.რული ლიბერალიზმი -გეყოფა ბავშვივით მოქცევა ! -არასდროს მაპატიე ომში რომ არ გავვარდი ხომ? მე რა ტყუილად ვიყავი? იცით რამდენი ადამიანი გადავარჩინე? ჯანდაბა თქვენ რომ სხვებს ესროდით მე დაჩეხილების სისხლში ვიყავი თავიდან ფეხებამდე ამოსვრილი...რა უნდა მექნა, მე რომ წავსულიყავი გიორგის საპოვნელად ვაკოსთან ერთად წონა ექნებოდა ჩემს სიტყვას? უტა მაგარია, უტა წავიდა ძმაკაცის საპოვნელად და მე ახვარი დავრჩი . მშიშარა ვარ ,არა? მშიშრები თქვენ ხართ ყველა...სროლას რა ჩემი ყ.ე უნდა სასხლეტს გამოკრავ და ეგაა დედა აქვს მოტყნ.ლი ნებისმიერს -დამშვიდდი ლადო ...რა გჭირს- დარია მივიდა , უნდოდა გაეჩერებინა, მაგრამ ისე მოიფრიალა სკამი ქალს ძლივს ასცდა -ლადოო -სალომე გაუშვეს ... გოგო ვის გაატანეს. სად გაუშვეს ახლა რა ჯანდაბა ვქნა. შენ როგორ არ მოხვედი და არ მითხარი. რატო არ გამოიქეცი და არ შემომივარდი საოპერაციოში -ნუ უყვირი გოგოს...შენ რას გააკეთებდი დაიჭერდი და არ გათხოვებო ეტყოდი? 14 წლის ბავშვია სალომე? მე ვერ გავაკეთებდი ვერაფერს მამამისი ვარ და შენ რას იზამდი მითხარი. მიდი მითხარი ამდენი წელია უყვართ და ვერაფერმა დაავიწყათ ერთმანეთი . მითხარი რას იზამდი და ახლა გავაკეთოთ. დაიჭერდი, დააბავდი, გაკოჭავდი, ხელ-ფეხს შეუკრავდი თუ უტას მოუკლავდი თვალწინ -თუნდაც -თუ არ გრცხვენია ... საწყალი შენი ძმაკაცები ასე თუ შეგიძლია ყველას მოკვლა. საცოდავები შენი იმედი ვისაც აქვს -შენი კაცობის სტანდარტებში ვერაფრით ჩავჯექი მამა ... გიორგის ესმოდა მარტო ჩემი და ისიც აღარ არის. რომ იყოს არ დაუშვებდა ამ უზნეობას -უზნეობას რას ეძახი... შენ რომ შეგიყვარდა და ცოლად გყავს ხომ კარგია. შენ გაქვს უფლება საყვარელი ქალი გვერდით გყავდეს და მას არა ? სალომეს უყვარს გაიგე, სალომეს უნდა უტა და მე ჩვენი დის დაცვა ასე მესმის , მის გვერდით დგომით -ასე დაუდექი გვერდით გიორგისაც აწივლებულ ციცოს რომ გაექცა ომში და რატომ საფლავში არ ჩაჰყევი ... სალომეს რომ რამე დაუშავდეს გეფიცებით ყველას განანებთ , სალომეს თქვენი სისულელეების გამო გაუბედურებას არცერთს გაპატიებთ ! - ცოლს ხელი ჩაავლო , ვაკოზე მიხუტებული რიტა უხეშად აიყვანა ხელში და სახლიდან გავარდა. ........................ -სად მიდიხარ? - თავლისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალს უკან აედევნა და წინ გადაეღობა - ვაკოო -საქმე მაქვს ... გვიან დავბრუნდები -მეც წამოვალ -სად წამოხვალ -სადაც მიდიხარ -დარწმუნებული ხარ? -დრო მაქვს, ლაპარაკიც მინდა -მაინც რაზე -ლადოზე -ლადოა რა ... პატარა ბავშვების ჭირვეულობის ამბავია . ვერ ეგუებიან ,რომ უფროსები არ არიან -არ გწყინს ? მე ძალიან გამაბრაზა -შენი ძმა არ არის და იმიტომ- გაუღიმა და ეზოს ბოლოში არსებული ჭიშკრით გავიდა ქუჩაში -მიუხედავად იმისა,რომ ერთ ოჯახში დავიბადეთ და გავიზარდეთ ერთნაირები მაინც არ ვართ შესაბამისად სამყაროს მიმართ ხედვაც განსხვავებული გვაქვს. ერთი წინადადება მე სხვაგვარად მესმის მას სხვაგვარად, დასკვნა და შემდგომი მოქმედებებიც განსხვავებული გვაქვს -შენზე ბრაზობს იმის გამო რომ თავად რაღაც ვერ გააკეთა ... ეს ხომ უაზრობაა -საკუთარ თავს იდანაშაულებს, არადა იცის სწორი არჩევანი გააკეთა სახლში ფეხმძიმე ცოლი ჰყავდა სამსახური ისედაც გმირობას მოითხოვდა და დარჩენით მეტს დაეხმარა ვიდრე იქ წამოსვლით,მაგრამ ვერ პატიობს თავს. ლადოს პრობლემა წარსულის საქმეებზე დარდია, ორი გზიდან სწორიც რომ აირჩიოს იმ მეორეზე მაინც ფიქრობს, მიდის ,მიდის და წინ რაც აქვს იმით კი ვერ ტკბება მთელი გონებით უკან რჩება , იმ გზის ინტერესი კლავს რომელზეც უარი თქვა. -საბოლოოდ სწორ გზაზეც შეცდომას დაუშვებს -ასეა ,მაგრამ მე ვერ ჩავერევი ... თავად უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება -სად მივდივართ? - ტალახში დაესვარა ფეხსაცმელი და ნაბიჯის გადადგმაც გაუძნელდა -რეზინის ფეხსაცმელი უნდა გიყიდო ,ციცომ არ მოგცა? -არ მომერგო ... თანაც ძალიან მძიმე მეჩვენა -არ უნდა წამომეყვანე, მაგვიანებ- გაიცინა და მაღლა ასწია შედარებით სუფთა გზაზე გადაიყვანა - თოვლს გამოჰყევი ...შუაში ნუ დადიხარ -სად გაგვიანდება -ჩემ გოგოსთან -ვისთან? - წინ წასულს კიდევ უფრო სწრაფად დაედევნა. მანამ მიდიოდნენ სანამ თავლამდე არ მივიდა და ცხენებს შორის არ გაიარა. რამდენიმე ბიჭი იყო შეკრებილი, ყველა გაკვირვებული უყურებდა თავად კი ვაკოს „გოგო“ ადარდებდა -გაიცანი „თოლია“ , ნინოს ცხენია - სულ თეთრი იყო , დიდი მუცლით და მოუსვენარი მოძრაობებით - რომელიც მალე იმშობიარებს -სერიოზულად? შენ რა უნდა უყურო? -დავეხმარო კიდეც... ფსიქოლოგიურად - ცხენს ეფერებოდა და იღიმოდა თვალებგაფართოებული ქალის დანახვისას -ბევრი დრო გავიდა და ვითომ შეძლებს?- ერთ-ერთმა ბიჭმა ჰკითხა -პრობლემა არ არის... ნორმალურია -იქნებ არ არის...მგონი ძალიან ტკივა და ვეტერინარი არ გყავთ ? ამდენი ცხოველი გყავთ ხომ საჭიროა- ბიჭებმა რომ გამოხედეს და მიხვდა აშკარად მას აკვირდებოდნენ მომღიმარ ვაკოს გახედა -ისე სად გყავთ ვეტერინარი ბიჭებო? ექიმი არ უნდა ჩვენს გოგოს? რა უყურადღებობაა პირდაპირ -რას გვეკაიფები ... შენ ხარ მთელი რაიონის პირველი ვეტერინარი . -მეორე მე ვარ , სხვათაშორის - მაღალმა გამხდარმა ბიჭმა აღნიშნა და სიგარეტს მოუკიდა -შენ ,პატარა ვეტერინარო , ნევრიულობ თუ აქ მოწევა რამ მოგაფიქრა...- ბიჭს გახედა და წარბები მაღლა აზიდა -ვაკოო... რა ხდება გამაგებინებ?- კაცს მიუახლოვდა, მზერა გაუსწორა და გაუღიმა -თოლიას კვიცს ველოდებით და თუ ჭკვიანად იქნები, გონებას არ დაკარგავ ან ღებინება არ დაგეწყება შენი იქნება , სახელსაც შენ შეურჩევ -დიდი მადლობა, გონებას არ დავკარგავ , მაგრამ შენ -მეც არ დავკარგავ... ერთი მძიმე შემთხვევა მქონდა მხოლოდ. სწავლის დროს ისიც იმიტომ რომ მე მომიხდა დახმარება და გონება არ დამიკარგავს უბრალოდ ღებინება დამეწყო . 15 წელია პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მქონია -პრაქტიკაში... 15 წელი .შენ , ვაკო ხარ ვეტერინარი. პროფესიონალი ! -ცოტა ხმადაბლა, გაოცდნენ ბიჭები. ამათ ჰგონიათ თუ ჩემი პროფესიონალიზმით აღფრთოვანების გამო გამომყევი ცოლად . ნუ გააგებინებ რომ ამის გარეშეც მოგწონვარ -ღიმილს არ წყვეტდდა და ბიჭებიც ფხუკუნებდნენ უკვე -ჩვენ წავალთ ... დღეს რაღაც ლიდიაც ვერ იყო და მგონი ისიც გააჩენს - სამივე გავარდა , იცინოდნენ და ისე მიდიოდნენ ფერმისაკენ -ლიდია ვინღაა -ძროხაა -დარიასი?- ხუმრობა სცადა და თავადვე გაეცინა- გაგიჟება შეიძლება -სახელზე იფიქრე -ვის სახელზე ხბოზე თუ კვიცზე -კვიცზე უფრო თუ გინდა ხბოზეც -არ მინდა, მერე დაკლავთ და მეწყინება -ეგ ჯიში ბევრ რძეს რომ გვაძლევს იმიტომ გვყავს ასე რომ არ დავკლავთ , შეგიძლია სახელი მოუფიქრო -არ ვარ გარკვეული ძროხების სახელებში...ანდაც რომ დავინახავ მერე მივხვდები -ყოჩაღ -ნუ იცინი ... ვბრაზდები -არადა როგორ მიხდება -ჩემი ქმარი ვეტერინარია -ქილერი ხომ არ ვარ რა ტონალობით ამბობ -გაოგნებული ვარ ,დამაცადე ! ყოველ დღე ჩნდებოდა მიზეზი სიხარულისთვის, სიცილისთვის და ენერგიით ივსებოდა. სულ მცირე დროში ვითარდებოდა მოვლენათა დიდი ნაწილი. დაძაბულობის გაქრობის უვნებელი საშუალება კი სიცილი იყო , ასე ძალიან რომ უხდებოდათ კორინთელსა და ბურდულს. .................. სარკის წინ იჯდა და მარტო ცდილობდა დამწვარ კანზე მალამოს წასმას. ტკივილთან ერთად სანახაობა აწუხებდა , წარბებშეჭმუხნული აკვირდებოდა საკუთარ სხეულს და მოუხერხებლობის გამო ბრაზდებოდა. ბოლოს გაჩერდა , თავი დახარა და კარადის ზედაპირს შუბლით დაეყრდნო. სახლში უჩვეულო სიმშვიდე სუფევდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა რაც შტორმის მოლოდინს უფრო უქმნიდა ვიდრე ამოსუნთქვის საშუალებას. -თოვს ისევ , ჩემ ბავშვებს ამბებს ვუყვები შენს თოვლის კაცებზე და არ გინდა შანსი გამოიყენო და ჩაუტარო ლევანს მასტერკლასები?- ვერონიკას წკრიალა ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა. არც უკითხავს ისე დაიწყო ჭრილობების მალამოთი დამუშავება , სულს უბერავდა და ისე ეფერებოდა თავზე მტკივნეულ ადგილას შეხებისას როგორც პატარა ბიჭს - შენი მირა საოცარი გენეტიკის მატარებელია, ასეთი ბავშვები მხოლოდ სწორი სწავლებით არ იზრდებიან -მას ღვთისგან ბოძებული უნარი აქვს ... გონიერება მემკვიდრეობით გამოჰყვა და არც აღმზრდელები ვყავართ უინტელექტო -მე ხომ ვიცი შენ ასე უბრალოდ არ მიხვიდოდი ბავშვთა სახლში და ყველაზე ჭკვიანს ან ყველაზე ლამაზს არ დაუწყებდი არჩევას . კიდევ დავასკვენი, რომ თამარა და მირა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს . თავიდან ისიც ვიფიქრე მისი შვილი ხომ არ არის-თქო , შენგან მსგავს ჭკვიანურ სვლას არ გავიკვირვებდი, მაგრამ მივხვდი ,რომ წმინდა დედა-შვილური კავშირი არ აქვთ, რაღაც სხვაა უფრო განსხვავებული , ემოციური მიჯაჭვულობა -უბრალოდ რომ შეწყვიტო ნერვიულობა, ფორიაქი და დაიჯერო არ გინდა ? - გაუღიმა და ქვემოდან ახედა -თქვენ სიყვარულის მიზეზით არ დაქორწინებულხართ, მაგრამ მე და შენ ვიცით სიყვარული მარტივად მოვა სიმშვიდე კი ძნელად -მე კი მათთან ვარ მშვიდი ... ისე როგორც შენ ლევანთან -ლევანი სხვაა , ის ჩემთვისაა მას მე თავიდანვე ვუყვარდი და ამიტომ მჯეროდა იმის რასაც გეუბნებოდი მაშინ პირველად რომ გვნახე ერთად -ცუდი შეგრძნებაა შეყვარებულს კი არა პირდაპირ მეორე-ნახევარს რომ გაცნობენ არა? ათასი კითხვა გაქვს, ღელავ და ვერ მშვიდდები... გამიგე ახლა? -ოჯახის ღერძი ქალია თუ ის საკმარისად ძლიერი არ არის , თუ მას არ შეუძლია მიიღოს ირგვლივ კედლები და დარჩეს საკუთარ პოზიციაზე - გადახვევაც დაასრულა და ზედაც თავად გადააცვა მერე კი მზერა გაუსწორა- მშვიდად წავიდე? შეძლებს თამარა შენი ცხოვრების ღერძად ქცევას ? -თამარა ყველაფერი გახდება თუ საჭიროება მოითხოვს ღერძიც, კედელიც, სახურავიც, საძირკველი ბევრი ახალი შენობისთვის და საერთოდ მე მისით ვარ შეპყრობილი. იცი რას ვგრძნობ? ნებისმიერ დროს შემიძლია მივიდე , ჩავეხუტო, თავი მხარზე დავადო და ვიგრძნო ,რომ ყველაფერი შემიძლია ... ზუსტად ისე შენ რომ მიხსნიდი ლევანის შესახებ გრძნობებს -დროა მეც მშვიდად დაგტოვო - მოეხვია და ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები- თავს გაუფრთხილდი ,ხომ? ლადოსაც მიხედე , ვხვდები რაღაც უჭირს იმაზე მეტად ვიდრე ზოგადად. არ მოუსმინო და გულთან ახლოს არ მიუშვა მისი სიტყვები... დედას ასლია, ერთს ამბობს და მეორეს გრძნობს -ჩემი ერთადერთი ხარ ხომ იცი , ასეთი და შეუცვლელი - ხელებზე აკოცა თვალებამღვრეულს და მერე ფართოდ გაიღიმა- ბოლოს ასეთ რამეზე რომ აგეტირა რვა თვეში ბავშვი გააჩინე , გახსოვს? -ახლა მხოლოდ ასაკის მატების ნიშანია ... ჩემი ორი ბავშვი და მათი მამიკო მოხუცებს უნდა დავუბრუნო, თორემ ისინი სულ მარტონი არიან უჩვენოდ . მესამეს მერე გავაჩენ ჩემი სული სიმშვიდის ზღვარზე რომ მივა , ჯერ ისევ არეული ვარ ... ძალა ვერ მოვიკრიბე - და გაჩნდა ცრემლი,რომელიც გიორგის ეკუთვნოდა . მას და მის გარეშე დარჩენილებს . ვერონიკამ დატოვა დიდი ოჯახი თავისი პატარა ოჯახით და დაუბრუნდა ადგილს,რომელიც სახლივით შეიყვარა. ................... _ბარგი ჩაალაგა და ქვეყნის მეორე ბოლოში გადაცხოვრდა...ციცოს ვერაფერი დაამშვიდებს _ ამოიხვნეშა და სავარძელს თავი მიაყრდნო_არანორმალურია... მეც კი გამაოგნა. მეგონა არეულ თბილისში ვუშვებდი და ის აჭარაში დაფუძნებას აპირებს. ბარემ აფხაზეთში გადასულიყო მაგაზე უარესი მდგომარეობა იქაა ახლა მხოლოდ _მგონი შენც არ შეგიძლია მისთვის სრული თავისუფლების მიცემა _მასზე თავისუფალი ქალი არაა საქართველოში... უტას როგორ აურია აზრები . უცებ უტევს, იერიშზე გადადის და მერე მორჩა _ვფიქრობ იქ სწორედ უტას გამოა... დაინახა ის რაც მას სჭირდებოდა _საერთოდ როგორ შეეჩვევა იქაურობას. სრულიად უცხოა აჭარა მისთვის , ზღვაც ნინოსთან ყოფნის დროს ნახა პირველად და ისე უყურებდა მეგონა შევიდოდა , ტალღებში ჩაიკარგებოდა და უკან აღარასდროს დაგვიბრუნდებოდა. ისე მეშინოდა თვალის მოშორება , ისე მეშინოდა ყურადღება ვერ მოვადუნე სანამ უკან არ დავბრუნდით. სალომეს ზღვარი არ აქვს რომ ამოიჩემებს , მიზანს დაისახავს და მერე მორჩა სულ რომ განადგურდეს ბოლომდე მიჰყვება _გამოდის ესაა მისი არჩევანი ,თავად გადაწყვიტა და ძალდატანებით არ რჩება იქ . მზადაა ყველა ცვლილებისთვის რაც ელოდება _ასეთი მარტივია ? _14 წლის ვიყავი საფრანგეთში რომ წამიყვანეს, ენაც კი არ ვიცოდი . ვცდილობდი ქართველი დავრჩენილიყავი იქ, სრულიად განსხვავებულ გარემოში . ვიბრძოდი, ყოველი დაწყებული და დასრულებული დღე გამარჯვებად მიმაჩნდა. ვსწავლობდი, თავს არ ვზოგავდი , ყველაფერს ვაკეთებდი ,მაგრამ სულ ვიცოდი ის არ იყო ჩემი ადგილი და აუცილებლად დავბრუნდებოდი. 30 წლის რომ გავხდი საკუთარ თავს საქართველო დავუბრუნე საჩუქრად და ახლა აქ ვარ, სრულიად უცხო გარემოში,დაკარგული. თავს ისე ვგრძნობდი როგორც უსახლკარო , ორ წელზე მეტია დავბრუნდი და თბილისსაც ძლივს შევეჩვიე ახლა კი აქაურობა უნდა ვაქციო სახლად. სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი , მაგრამ ვცდილობ გავუმკლავდე, მივიღო დავინახო მხოლოდ დადებითი ... იცი როგორი შეუძლებელი მეჩვენება ზოგჯერ სუნთქვა? გაქცევა მინდება,როცა ვმუშაობ სასამართლოში რომელიც კანონების გარდა ყველაფერს სცნობს, ადგილას სადაც ყველა კორუმპირებულია, დიპლომები ნაყიდი აქვთ, კანონდამრღვევები , დამნაშავეები და არაკაცები არიან. იცი,რომ ყველანი კაცები არიან? არცერთი პროკურორი, მოსამართლე ანდაც ადვოკატი ქალი არ არის ! მე ვარ , თეთრი ყვავი . ამ კაცების საშუალო ასაკი 60 წელია და მე , მათზე ცოდნით აღმატებულს ისე მიყურებენ თითქოს გატუტუცებული ბავშვი ვარ , არა უკაცრავად იქ ისე მიცნობენ როგორც შენს ცოლს და გაბრო კორინთელის რძალს...არაფერს ვამბობ ბრალდებულის სკამზე მოხვედრილ ადამიანებზე რომელთაც ჰგონიათ,რომ მე მათ სასარგებლოდ გამოვიტან განაჩენს ...- თვალები დახუჭა და წამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო- რთულია სხვა , შენთვის უცნობ ადგილას გადაცხოვრება , მაგრამ შესაძლებელია მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ამას იმ კაცისთვის აკეთებ ვინც წლების განმავლობაში გიყვარდა და უდიდესი ბარიერის მიუხედავადაც ვერ დაივიწყე , ქმართან რომელიც გაღმერთებს ზუსტად ისეთს როგორიც ხარ და ზუსტად იმიტომ რომ შენ ხარ ! სალომეზე არ უნდა დარდობდე, მხოლოდ უნდა გენატრებოდეს იმიტომ რომ შორსაა და ხშირად ვერ შეხვდებით, კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად გექნებათ . მას იქ უნდა ყოფნა , ასე გრძნობს და თუ ამ შეგრძნებებს არ ვუჯერებთ მეც ავდგები და წავალ მასზე ბევრად ნაკლები მიზეზი მაქვს ახლა აქ , შენს გვერდით ყოფნისთვის _არც ამოუსუნთქაცს ისე უთხრა ყველაფერი და მერე შეამჩნია როგორ უთრთოდა სხეული . სახეზე კი დაუკითხავად წამოსული ცრემლები სდიოდა , გვიან გაიაზრა მათი არსებობა და წამსვე ზურგი აქცია ქმარს. სწრაფად შეიმშრალა თვალები და გასაქცევი გზაც მალევე იპოვნა. კარის გაღება არ დააცადა ვაკომ, მის ზურგს უკან იდგა და მკლავებსშორის მომწყვდეულს თავისკენ იზიდავდა _მაპატიე ... თავს დავაჯერე, რომ მათ მარტო გაუმკლავდებოდი და ჩემ პრობლემებში ჩაკარგულმა ვერ შეგამჩნიე _ შეაბრუნა, თავი ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა _ ჩვენ კვალს ვერ გავაქრობთ , ჩვენი ნაწილი ხარ , მაგრამ სულ მალე გაგიცნობს ყველა როგორც თამარა ბურდულს. წარმატებულ, ახალგაზრდა მოსამართლე ქალს ,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამართლიან სასამართლოს _არ გაბედო _ კოცნამდე გააჩერა და თავი გასწია _ სიბრალული არ მჭირდება ... უბრალოდ დავიღალე . ყველაფერს მივხედავ და ერთ დღეს ისინი ყველანი ჩანაცვლდებიან იმ ადამიანებით ვინც ნამდვილად დაიცავენ კანონს. არავინ მოვა და მეტყვის კორინთელის მეგობრები ვართ და კარგად დაფიქრდი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებო, საერთოდ ვერავინ გაბედავს მოსამართლესთან მუქარი ტონით საუბარს . ყველაფერი დალაგდება და ამ ქვეყანასაც ეშველება , აუცილებლად ჩაივლის ეს მძიმე პერიოდი და მე არ ვინანებ აქ დაბრუნებას . შენ კი ნუ მიყურებ ისე როგორც ვიღაც შენზე დამოკიდებულ საბრალო ქალს _ მკერდზე ხელი ჰკრა, მაგრამ ზედმეტად მსუბუქი აღმოჩნდა, ოდნავადაც არ მოშორებია კორინთელი კიდევ უფრო მოუნდა მისი კოცნა და ღიმილიანი გამომეტყვებით მიუახლოვა სახე _ მირა გველოდება ... სკოლის ამბები უნდა გამოვკითო. ბოლო კვირაა საშინელი გრაფიკი მაქვს და ბავშვი არც კი ვიცი როგორ გრძნობს თავს _ლაპარაკობდა და კაცის ნაზ შეხებას აიგნორებდა , მაგრამ ვერ გამოუვიდა ბოლოს თავად გადაიყვანა სიახლოვე კოცნაში -დრო არ მაქვს -მირა სკოლას შეეჩვია, კლასელები მოსწონს ... მასწავლებლები ნაკლებად . ერთნაირები არიან ყველგანო ,მაგრამ თავად იცის რა ,როგორ უნდა ისწავლოს. მიშო მის სართულზეა, გაბრიელიც ყურადღებას აქცევს და საფრთხე არ ემუქრება . მშვიდად უნდა იყო- ისევ კოცნიდა, ეფერებოდა კარზე მიყრდნობილს და სრულიად მოდუნებული თვალებაბრჭყვიალებული დაჰყურებდა ზემოდან _ ჭორაობის დროა ...იქნებ მასაც შეუყვარდა ვინმე ჩემნაირი, შენსავით მოულოდნელად _ ბოლოს დაამატა და ოთახიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ აკოცა . იმდენად სწრაფად ჩაირბინა კიბე და შევიდა სავსე მისაღებში, რომ უკან ადევნებულ ცოლს სიტყვის თქმა აღარ ადროვა. ისევ ყველანი ერთად იყვნენ, ლადოს დასტრიალებდა ციცო ამჯერად, რაღაც ხდებოდა მის თავს , რაღაც ისეთი ქვეყნის მეორე ბოლოში ქალიშვილის გადასახლებასაც რომ დაავიწყებდა დედას. ............... _რამდენი მოსწავლე ხართ კლასში? _ორმოცი ვართ , მაგრამ კიდეა მეორე და მესამე კლასები . ჩვენ ქუჩაშიც იცი რამდენი მოვდივართ ერთად? თან აქ ახლოსაა სკოლა ...დირექტორი ხომ ნინო ბიცოლაა და იცი როგორ უყვართ? ყველას ეხმარება თურმე . დიდმა ბავშვებმა გიორგიზეც მითხრეს... ბიჭებმა ფეხბურთს გვეთამაშებოდაო გაბრიელთან და მიშოსთან ერთად დადიოდაო . ყველა ვტიროდითო _ მოიწყინა გოგონამ და ქალს მიეკრო _ იცი დღეს ნინოს შავები არ ეცვა . მასწავლებლები ჭორაობდნენ ის კი არ აქცევდა ყურადღებას. ჩუმია და სერიოზული, ყველაფერი იცის სკოლაზე , მაგრამ რაღაც არ იცის _შენ გგონია რომ რამე მნიშვნელოვანი ხდება და უნდა იცოდეს? _ხო , მაგრამ არ მინდა მე ვუთხრა. იქნებ გაუბრაზდეს გაბროს ის კი კარგი ბიჭია , ჩემ კლასელს დიდები ჩაგრავდნენ და დაეხმარა . ბულკები გვიყიდა მე და ჩემს მეგობრებს. ჩემმა დაქალებმა თქვეს ეგო სულ მასეთიაო დასვენებაზე ვისაც დაინახავს საჭმლის გარეშე ყველას ურიგებსო _ნამდვილად კარგი ბიჭია ... ასეთს რას აკეთებს ნინო რომ გაუბრაზდეს _გეტყვი და მოვიფიქროთ ვუთხრათ თუ არა _ჩუმად ლაპარაკობდა და თან კარისკენ იხედებოდა _ სიგარეტს ეწევა დიდ ბიჭებთან ერთად და თავის შეყვარებულს დაშორდა მგონი , ჩემმა დაქალებმა თქვეს ტიროდაო ის გოგოო _შენმა დაქალებმა ყველაფერი იციან? _ჩემი დაქალების ძმები და დებიც ხომ იქ სწავლობენ , სულ ჭორაობენ ისინი ... მე არ ვჭორაობ , უბრალოდ ვუსმენ . იცი რამდენი რამ გავიგე? ყველა ყველაზე ლაპარაკობს მგონი მთელი სკოლა გავიცანი , მასწავლებლებიც ... გზაში ვინც ცხოვრობს ისინიც . იცი დღეს ერთმა მოხუცმა კაცმა მკითხა შენო ვაკოს შვილი ხარო? _ვინ კაცმა... სად შეხვდი _მარტო ცხოვრობს და ბიჭები დაეხმარნენ შეშა დაუჩეხა გაბრიელმა. ხოდა მითხრა მეო ვასწავლეო ვაკოს და გიორგისო ცხენების მოვლაოო _იმდენი რამ ჰქონდა მოსაყოლი სიგარეტი აღარც უხსენებია , თამარამაც არ გაამახვილა ყურადღება და ადროვა სხვა ამბების გახსენება. ღიმილს ვერ იკავებდა ასეთს რომ უსმენდა, აქტიურს, მოუსვენარს , დანარჩენების ცხოვრების სტილში გარკვეულს. ფაქტი იყო , გარემო მიიღო , შეეჩვია და ადაპტაციაც მარტივად გაიარა. ჰყავდა მეგობრები, იცოდა ბევრი და იცნობდა ყველას , მათგან კი ურთიერთობა მხოლოდ გამორჩეულებთან ჰქონდა. გვიან გაიაზრა უკვე თვე იწურებოდა და ერთად ხვდებოდნენ გაზაფხულს სოფლად. _სულ უჩემოდ ლაპარაკობთ, მწყინს ... _ გვერდით მიუწვა ვაკო მირას და ლოყაზე ხმაურით აკოცა _ისეთი ამბები არ გაქვს მეც რომ მიამბო? _შენი კლასელის შვილი მოიტაცეს დღეს ... სკოლიდან რომ გავიდა მაშინ . აი იმის, შენ რომ გამაცანი ლერი . კიოდა , ხმაური იყო ბავშვები ფანჯრიდან ვუყურებდით იმდენი ხალხი იყო და რატომ არავინ გაჰყვა ვაკოო? მე რომ მომიტაცონ მეც არ მიშველიან? _ ეს ამბავი უკვე იცოდა, გოგოს ეძებდნენ და სახლშიც ამიტომ დაბრუნდა გვიან , მაგრამ ისიც იცოდა ამბავი ქორწილით დასრულდებოდა . მირას კითხვამ კი თამარა ნამდვილად შეაშფოთა _შენს მოტაცებას ვერავინ გაბედავს , ჩემო მშვენიერო არასდროს შეგეშინდეს _ საჩივარსაც არ დაწერდნენ დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში კი გამტაცებლებს ციხეში ვსვამთ , მირა. ისე თუ მოხდება, რომ ვაკოს გაუბედავენ და მოგიტაცებენ აუცილებლად გიპოვნით , სახლში დაგაბრუნებთ და დამნაშავესაც დავსჯით ! _მე მეგონა ფული უნდოდათ ... თურმე ცოლად მიჰყავდა . თუ ცოლად მიჰყავდა რატომ გოგოს მამას არ სთხოვა?ან თვითონ გოგოს? ვერაფერი გავიგე _გოგოსაც სთხოვდა , მაგრამ ის უარს ეტყოდა და სუსტი ადამიანები ვერ იღებენ ამ პასუხს ... ალბათ მალე ქორწილში დაგვპატიჟებს შენი კლასელი _ გაბრაზდა იმდენად რომ ბავშვისთვის ნორმალურად ახსნაც ვერ მოახერხა. გაკვირვებული უყურებდა გოგონა _სხვის ცოდვებზე პასუხს ნუ მომთხოვ მე მხოლოდ ის ვიცი ჩემი ბიძაშვილი რომ მოიტაცეს როგორ ვიპოვნეთ მე და გიომ . იქედან წამოვიყვანეთ , დავაბრუნეთ დედასთან და მანამ არ გათხოვდა სანამ თავად არ გადაწყვიტა . ვიცი ჩემს უახლოეს ნათესავ გოგონებზე , რომლებიც დააბრუნეს და რომლებსაც საერთოდ ვერ შეეხნენ იმიტომ რომ მოგწონს თუ არა კორინთელის ქალებს სრულ ჭკუაზე მყოფები ვერ უბედავენ უნებართვოდ მიახლოებას. გთხოვ , უბრალოდ ნუ მალაპარაკებ ამ თემაზე ბავშვთან რომელიც გაოგნებული გვისმენს და ვერ გაიგო რატომ გცვივა ნაპერწკლები თცალებიდან . ეშინია, რომ მომვარდები და დამახრჩობ ამ ლამაზი , ნატიფი თითებით _ხელზე აკოცა და მირა რომ აკისკისდა თავადაც გაიცინა _ თამარა ცეცხლივითაა ,არა პატარავ? _ ხო რომ ბრაზდება მართლა სულ ცხელდება თითქოს სიცხე აქვს _ აი ახლაც ისეთი მხურვალეა მწვავს _ ქალის მტევანს არ უშვებდა , იღიმოდა და თამაშს აგრძელებდა _ მგონი დროა დავიძინოთ. ხვალ სახლში ვარ და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი _ძილინებისაა _ კომფორტულად მოკალათდდა ორივეს კოცნას კოცნითვე უპასუხა და გაღიმებულმა გააყოლა მზერა ოთახიდან გასულ წყვილს _მგონი მართლა შეუყვარდათ _ჩუმად თქვა და ბედნიერმა დახუჭა თვალები ლამაზი სიზმრების მოლოდინში ................ _ აქ ვარ და შენ ჩემთან ხარ _ზღვის ტალღების ხმა მანქანამდე აღწევდა . თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა _აქაურობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა... მეგონა მამას აქ თუ დაველოდებოდი სახლში ჯანმრთელი დაბრუნდებოდა. ზოგჯერ ვერ ვიტანდი ზღვას, მეშინოდა ამბების მეკობრეებზე და თან საშინლად მაინტერესებდა ყველაფერი , ადგილები სადამდეც წყალი მიგვიყვანდა . გემის კაპიტნობა მინდოდა მხოლოდ ბავშვობაში შემდეგ კი მივხვდი დედას როგორ უჭირდა ქვრივივით ცხოვრობდა თვეების განმავლობაში, მარტოს უწევდა ყველაფერთან გამკლავება . გარდატეხის ასაკში ვფიქრობდი მამა არ უყვარს_თქო , მასზე არასდრის ნერვიულობს და არც ადარდებს დაბრუნდება თუ არათქო. მერე დავინახე ფორმიანი კაცის დანახვისას როგორ დაყარა ყველაფერი და გაიქცა, მამა არ იყო , აგვიანებდა , ისევ არ იყო და მას მერე თეთრად ათენებდა. სახლში დაბრუნებულს კი ჩვეული ცივი სახით დახვდა . ეს მიწა ინახავს ჩემს მოგონებებს, აღმოჩენებს , ტკივილს და სიხარულს ... შენც თუ აქ იქნები სამოთხედ იქცევა _ზაფხულში ცურვას მასწავლი თორემ ისე ვერ გავხდები ამ ადგილის მკვიდრი _მდინარით დავიწყოთ ... ზღვა შემდეგ ჟილეტს ჩაიცვამ ხმელეთზე კი მე ვიქნები შენს მაშველად _ ყოველ წამს ეფერებოდა, ხანაც თითებზე ხანაც სახეზე და თმაზე . პატარა ბიჭს ჰგავდა , წლების ნაგროვებ სურვილებს ისრულებდა _წინ დიდი გზაა , ბევრი საქმე და მიზანი _მოდუნების საშუალებას არ მომცემ ხომ ? _დროს რომ ვკარგავ ვერ ვიტან ... მხოლოდ შენთან გამოვიდა ასე ხანგრძლივი უმოქმედო პერიოდი. არის რაღაცები რასაც დრო სჭირდება და რამდენადაც არ უნდა ვბრაზობდეთ საკუთარ თავზე მაინც ფაქტია, რომ უფრო ადრე ვე გამოვიდოდა ჩვენი ამბავი _და ახლა რა გინდა გავაკეთო, პოლიტიკოსი გავხდე ? როგორმე უნდა გქონდეს ძალაუფლება იქ სადაც ცხოვრობ. პრივილეგიების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია , არა? _ძალაუფლების სწორად გამოყენება ცვლის ყოფას ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც უფრო გონიერ , ლიბერალ და შრომისუნარიან ადამიანს აქვს განკარგულებების გაცემის საშუალება მით უფრო მშვიდი და დალაგებული ხდება გარემო. რატომ უნდა იყოს სხვა , ვინც ისედაც უმცირეს ბიუჯეტს შეჭამს და არ იყო შენ, ვინც შეეცდები ყვალაფერი გააკეთო ხალხისთვის. ან მატერიალურად უზრუნველყოფილი უნდა იყო იმდენად, რომ შენს მეზობელ სახლებში შიმშილით ბავშვები არ იხოცებოდნენ ან უნდა იპოვნო გზა რითაც გექნება პრივილეგიები , იმდენად რამდენადაც შესაძლებელია _არ გიცნობენ ჯერ თორემ შენ უფრო გამოდგები ამ საქმისთვის ვიდრე მე . ლექციების ჩატარება მირჩევნია ყველაფერს _ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ , ლექტორები იმდენ სალექციო საათს არ დაგითმობენ შენ რომ რამე ასწავლო მომავალ თაობას ამიტომ სჯობს ცოტა ლექცია და ბევრი მუშაობა. გამოიყენე პრაქტიკაში ისტორია , ისწავლე მათშეცდომებზე და იღონე რამე ადგილობრივი ცვლილებისთვის _შენ რას აპირებ იმის გარდა, რომ ყველა ინფორმაციას მიიღებ ჩემგან და რჩევებს არდაიშურებ _ გაეღიმა და ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები, ნაზად და მშვიდად კოცნიდა _ვიპოვნი საჭირო და საინტერესო საქმეს ... ჯერ უნდა გავიცნო ყველა და ყველაფერი _ლონდას არ უყვარს ზედმეტი კონტაქტი მეზობლებთან. განსხვავებული აზრები აქვთ მას მლიქვნელობა ეზიზღება , პირდაპირ ამბობს სათქმელს და კარს უხურავს ყველას ვინც არ მოსწონს . _არის ჭეშმარიტება მის ქცევაში, იშორებს მათ ვინც ცუდ განწყობას უქმნის და ეცდება მეც მომიშოროს _ასე ნუ ამბობ ... ველაპარაკე და თავს შეიკავებს _არ მინდა, რომ თავი შეიკავოს და დედაშენი არ მელაპარაკებოდეს . _ეს მზერა ... გინდა ლონდას თავი მოაწონო და მაგ გეგმით იწყებ ? ჩემი ცოლი ხარ თუ მისი რძალი _ შენ მისი შვილი ხარ, როგორც გავიგე დიდი ომის შემდეგ შენარჩუნებული და გაზრდილი . ერთმანეთს წლების წინ შევხვდით, თითქოს ვიცნობდით , მაგრამ ასე არ არის . წარმოდგენა არ გვაქვს ერთმანეთის ნამდვილ სახეზე. მე მხოლოდ ვცდი ვაჩვენო ვინ ვარ და ვიპოვნო მისი დამალული აზრები . ისეთი მამაშენის დაბრუნებისას რომ უჩნდება _წავიდეთ სახლში დედა ეს დღეებია ჩემი მანქანის ხმას ელოდება . შესაძლოა არც გამოვიდეს სახლიდან, მაგრამ წამებს დაითვლის სანამ ჩავეხუტები _წავედით . წინ დიდი გზაა გზა მართლაც დიდი ჰქონდათ , მაგრამ მზად იყვნენ ახლის შენებისთვის. კვალს დატოვებდნენ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯით. ........... ერთ მშვიდ , შედარებით თბილ დღეს ცხენებით გაუყვნენ გზას. უნდოდა ზუსტად ეთქვა ყველაფერზე რასაც აკეთებდნენ, ეჩვენებინა თავისი საყვარელი ადგილები და გაეხარებინა პატარა ქალბატონი,რომელსაც ჯირითის სწავლა ძალიან უნდოდა. -გაბრიელმა რამდენჯერ დაგსვა? -ორჯერ...ხომ არ გაუბრაზდები? ძალიან ვთხოვე თვითონ მიჰყავდა ცხენი -მე რომ მითხრა ხუთჯერო? -თავიდან დაჯდომას მასწავლიდნენ ეგ არ ითვლება... მიშოს სხვა რაღაცებს ასწავლიდა მე მარტო სწორად ჯდომას . ხომ არ ეჩხუბები? -ვთხოვ სერიოზულად მოეკიდოს შენს გაკვეთილებს. ოღონდ დაუჯერებ და მის გარეშე არსად წახვალ , არც ისეთ ცხენზე დაჯდომას ეცადო რომელიც ურჩია , კარგი? -მართლა მასწავლის? -ხომ ასწავლის თამარა? -აუცილებლად . მე მჯერა,რომ თავს გაუფრთხილდები და დამჯერი მოსწავლე იქნები -გაბრიელი დაგთანხმდებათ? იმდენს ეწუწუნებოდა მაშოს -უყვარს რომ აბრაზებს მაშიკოს ,თორემ მერე ხომ ასწავლის -ხო , უყვარს კი მერე ლოყებზე ჩქმეტს და ჩხუბობენ -მგონი მაშიკო მოგენატრა ...ხომ არ წავიდეთ ქუთაისში? -მე არასდროს ვყოფილვარ... შენ?- თამარას გახედა -ბავშვობაში ვიყავი , არც კი მახსოვს -აი როგორც კი დათბება დავიწყოთ მოგზაურობა - შორიდან დაინახა ცხენზე ამხედრებული ძმისშვილი. იმდენად სწრაფად მიაჭენებდა ვერავის შეამჩნევდა, ხეებს შორის მიიმალა და კარგახანს აღარ გამოჩენილა -შეიძლება მე დავრჩე? შენ ვაკოს გაჰყევი, კარგი? -რა გგონია, რას მიმალავ- ქალი წელზე შემოხვეული ხელით შეაჩერა და ღიმილიანი სახით უთხრა -რამდენიმე წუთში დავბრუნდები . შენ მირასთან საუბარი განაგრძე- ლოყაზე აკოცა, ცხენზე შემოჯდა და იმ მიმართულებით წავიდა საითაც გაბრიელი . მალევე იპოვნა ხის ძირას მჯდომი, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად ეწეოდა . ცხენის ხმა,რომ გაიგო სწრაფად წამოდგა და ფაქტზეწასწრებულმა სიგარეტის დამალვა ვეღარ შეძლო -გზა აგერია? -მე კი მეგონა ფეხბურთელობას აპირებდი -ფეხბურთი აქ? ბურთებს ვერ ყიდულობენ და ფორმებს ვერ გვაცმევენ. ბიჭებს ბუცები არ აქვთ,რომ ირბინონ ანდაც მშიერი კაცი რას ირბენს -შენ მშიერი ხარ, ფეხსაცმელის ფული არ გაქვს თუ რა გიშლის ხელს -ფეხბურთს მარტო ვერ ითამაშებ, ჭადრაკი არაა -მომაწევინებ? -ეწევი? -წელიწადში ერთხელ -არ გეშინია,რომ ციცოსთან დაგასმენ? -ვაკო აღფრთოვანებული მიყვებოდა შენს თამაშზე, მზადაა ოცნება რეალობად გიქციოს თუ შენ მოინდომებ და როგორც სჩანს ეს მხოლოდ მისი ოცნებაა . ვეტყვი,რომ არჩევანის უფლება მოგცეს -რომ ვითამაშო უნდა წავიდე ... აქედან შორს გადავსახლდე -შენ კი წასვლის უფლებას თავს ვერ აძლევ და გადაწყვიტე ამით მოიკლა ნიჭი- თუთუნი ხელისგულზე დაიყარა - ზოგჯერ წასვლაა გამოსავალი. ნინო უბედნიერესი იქნება შენ რომ წარმატებას მიაღწევ ... ნუ გააკეთებ ისე წლების შემდეგ გარემოებებს რომ გადააბრალო ხელმოცარულება. ურთულესია საყვარელი საქმის დაკარგვის შემდეგ ახლის პოვნა -უკვე დავაგვიანე ... -გაჩერებული დროის ასანაზღაურებლად ორმაგი მუშაობაა საჭირო და ეს აღარასდროს - ხელისგულზე დაყრილ თუთუნს სული შეუბერა და ქარს გააყოლა -ვაკომ იცის ? -მე არ მითქვამს ,მაგრამ მეეჭვება არ იცოდეს ... არჩევანი შენზეა -ლადომ მითხრა ექიმი გახდიო ... კარგად ვსვწავლობ , შევძლებ -ლადო რომ დაგეხმარება დარწმუნებული ვარ, ექიმობას შეძლებ ,მაგრამ 10 წლის შემდეგ სად გირჩევნია ყოფნა მოედანზე თუ საავადმყოფოში -არ ვიცი ერთი ტრამვა და ყველაფერი დამთავრდება ექიმი კი სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები. -თვალები დახუჭე , გულზე ხელი მიიდე და წარმოიდგინე - ხელი ჩაკიდა და მკერდზე მიადებინა გაშლილი ხელისგული - პაციენტები გელოდებიან, შენ თეთრი ხალათი გაცვია ვიღაც მოდის და მადლობას გეუბნება , გადაარჩინე , გლოცავს ,ხელებს გიკოცნის ... კარგი ადამიანი ხარ, დიდი მისია გაქვს სამყაროს წინაშე . შენ ადამიანებს ეხმარები ტკივილის გაყუჩებაში, გამოჯანმრთელებაში იქნებ გინეკოლოგი ხარ და ახალ სიცოცხლეს დაბადებაში უწყობ ხელს ... ან ოფთალმოლოგი და მზერას უბრუნებ ოპერაციით. ძალიან კარგია არა? - ბიჭს უყურებდა და ეღიმებოდა. საოცრად ჰგავდა ნინოს -კარგია ,მომწონს -ისევ დახუჭე თვალები ...მიდი ,მიდი ნუ გეზარება -ნამდვილი ვაკოს ცოლი ხარ - ჩუმად თქვა და შემდეგ დაემორჩილა -მწვანე ბალახზე გადიხარ , ირგვლივ ყველაფერი ხალხითაა სავსეა , გულშემატკივრები ტაშს უკრავენ შენ კი დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ემზადები ...იწყება , გარბიხარ, ბურთი შენს წინაა ,შენია , მირბიხარ და რას გრძნობ ? -თითქოს ქარზე სწრაფი ხარ ... ბურთი კი არა სამყაროა შენს ფეხებთან , მიაგორებ ,მირბიხარ , ატყუებ, თავიდან იშორებ , ურტყამ და კარში გადის, ბადეს ხვდება შეძახილები გესმის . ყველაზე მაგარი ხარ , ის ხალხი სულ შენს სახელს ყვირის ...კომენტატორი ყვირის გოოლ და იმათაც აგებინებს ჩემს გვარს - გულისცემა ისე აუჩქარდა მისი ხელის მიღმაც გრძნობდა ტალღებს თამარა. თვალები ძლიერად დახუჭა, მაგრამ ცრემლმა გამოჟონა თვალის კუთხიდან - არ შემიძლია , ოცნებებზე აყოლის დრო არაა მე მოვალეობები მაქვს -შენ დიდი ტვირთი აიკიდე მხრებზე არადა გაქვს სხვა არჩევანი , შენი კარგიშვილობის საჩვენებლად , დასამტკიცებლად და საკუთარ თავთან მართლად დარჩენისთვის -დედას ვერ დავტოვებ , უჩემობას ვერ გადავატანინებ- სახეზე ხელები აიფარა. ბავში იყო, ჯერ კიდევ პატარა და არეული . ბავშვი ,რომელიც დიდობას ცდილობდა . უნდოდა დაქვრივებული დედის საყრდენად ქცეულიყო, მაგრამ არ შეიძლებოდა მისთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება დამღუპველი ეჩვენებოდა თამარას- დავიღალე განგებ ცუდად თამაშით... არ მინდა ვარჯიშის გაცდენა არ მინდა ნინომ დაიჯეროს,რომ უბრალოდ ვერთობოდი და საკმარისად არ მიყვარს, მაგრამ ასე თუ არ მოვიქცევი მაიძულებს წასვლას, არ დამიტოვებს თავისთან მე კი ვიცი, ვიცი როგორ გაუჭირდება უჩემოდ ... მინდა გიორგი დაბრუნდეს, მამა მართლა ცოცხალი იყოს , ისე სჯერა დედას ,ისე სჯერა მეც ვიჯერებ ხოლმე . მინდა მოვიდეს და ისევ ძველებურად მშვიდად ვიცხოვროთ . დედას სიცილის ხმა მომენატრა, ხმამაღლა რომ კისკისებდა დილიდან მამა,რომ ეხუტებოდა და როგორც კი დაგვინახავდა მაშინვე წითლდებოდა მერე გიორგი დასცინოდა ... წარსულის დაბრუნება რატომ არ შეიძლება ,რატომ -ჩემო კარგო ეგ რომ შეგვეძლოს მეც დავაბრუნებდი ძველ დროს სადაც დიდი ტკბილი ოჯახი მქონდა , გავაქრობდი იმ ხუთ წელს ერთმანეთის მიყოლებით რომ დავკარგე სამი საყვარელი ადამიანი და დავრჩი სრულიად მარტო ამ უზარმაზარ დაუნდობელ სამყაროში. ჩემი სურვილები რომ არა, ჩემი ცხოვრების სიყვარული და აზრი,რომ ყველამ ეგოისტურად ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენი პასუხისმგებლობებით, მოვალეობებით ,სიმართლითა და სამართლით . იცი ზუსტად რამ გამაძლებინა? მჯერა რომ,თუ მე კარგად ვიქნები მხოლოდ ასე შევძლებ სხვების დახმარებას . თუ საკუთარ თავს გამოამწყვდევ, ბორკილებს დაადებ და პატიმრად აქცევ ვერ შეძლებ იმ მიზნის მიღებას რაც ასე ძალიან გსურს . იყავი სულ ცოტა ეგოისტი, იფიქრე ზუსტად რა გინდა და გააზრებულად, დალაგებულად უფროსებთან შეთანხმებისა და დიალოგის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ყველაფერი იღონე იმისთვის,რომ მაქსიმალურად კარგად იყო -შენ ხარ კაცის ცოლი რომელსაც ეგოისტობა არასდროს გამოსდიოდა ... ამის გარეშეა იდეალური -ძალიან უჭირს და როდის დაეცემა არავინ იცის. იქნებ გატყდა კიდეც, დაიბზარა და არავის გვაჩვენებს -შენ დაეხმარები , დარწმუნებული ვარ -მე კი დარწმუნებული ვარ,რომ წუთი-წუთზე ციდან წვეთები წამოვა და გავიწუწებით თუ დროულად არ დავბრუნდებით- შავი ღრუბლებით დაფარულ ზეცას ახედა , ცხენისკენ დაიძრა და ბიჭიც თან გაიყოლა- ვნახოთ ვინ უფრო კარგი მხედარია? -ეცადე არ გადმოვარდე ... ეს გზები საშიშია ბიჭს არ დაუჯერა, გზაში წვიმაც წამოეწიათ და ატალახებულ ჩიხში შემოხვევისას გადმოვარდა კიდეც. პირდაპირ სავსე გუბეში ჩავარდა ქალბატონი მოსამართლე. არაფერი ტკიოდა, მხოლოდ თავმოყვარეობა ჰქონდა შელახული . ტანზე მიწებებული ჯინსით რომ შეაბიჯა ციცოს მისაღებში კიბეზე აპარვამდე იგრძნო ზედმეტად ბევრი დაჟინებული მზერა, გვერდით გახედვა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა -აი ჩემი ახალი რძალიც მოვიდა... მოსამართლეა , სერიოზული , საქმიანი და - ტრაბახის გაგრძელება ვერ შეძლო , ქალი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და ფერები დაკარგა -ასეთ მოსამართლეს პირველად ვუყურებ, დამეფიცება -შეიცვალა სამყარო, რას ვიზამთ ამოყირავდა ყველაფერი კომენტარები ისმოდა,ციცო კი აშკარად საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა რამეს თუ არ იღონებდა შემდეგ თავს დამნაშავედ იგრძნობდა. დაივიწყა დასველებული ტანსაცმელი და მისაღებისაკენ დაიძრა -მოგესალმებით, მიხარია დედას სტუმრებთან შეხვედრა . მე თამარა ვარ , მოსამართლე რომელიც ყველგან მანტიით არ დადის... გიკვირთ არა? მღვდლის ანაფორის მსგავსი გეგონათ- ჩაიცინა და ციცოს ღიმილიც არ გამოჰპარვია- დე შენს მეგობრებს ჩემი საფრანგეთიდან ჩამოტანილი ფაიფურის ჭურჭლით რატომ არ მოართვი ტკბილეული? ხომ შევთანხმდით,რომ ჩემ მზითვსაც გამოიყენებდი, მწყიინს დეე -ისეთი ძვირადღირებულია -შენს დაქალებზე უკეთესს ვის გაუმასპინძლდები, არა? რომ მცოდნოდა მოდიოდით აუცილებლად მოვამზადებდი ფრანგულ ტკბილეულს ... ცნობილ მზარეულს ვუწევდი იურიდიულ კონსულტაციას ის კი მზადებას მასწავლიდა -როგორ შეიძლება... შენ ისეთი დაკავებული ხარ , იმდენი საქმე გაქვს ვაკოსთან და მირასთან უნდა გაატარო მთელი დრო -საუკეთესოო ხარ ,დე _ უღიმოდა და მერე ქალი რომ ჩაეხუტა მართლა გაუთბა გული -ოხ შე ეშმაკო ... უცებ გაიქეცი სანამ ამათი სახეები სიცილს დამაწყებინებს - ჩუმად უთხრა და ენაჩავარდნილ ქალებს მიუბრუნდა - აბა მომიყევით თქვენ რას შვებით. რაო რას ამბობდი ჩემი რძალი რას უვლისო? სწრაფად აირბინა კიბე ,კარი მიხურა და სიცილი დაიწყო . ვაკო და მირა ფანჯარასთან ისხდნენ ჩაის ფინჯნებით ხელში , ქალი კი კისკისს აგრძელებდა -რა სჭირს? -წარმოდგენა არ მაქვს -სულ სველი ვარ და ტანსაცმელი მჭირდება... ეს ჯინსები განადგურდა -ცხენიდან გადმოვარდი? -დამშვიდდი კარგაად ვარ - კაცს წამოდგომა არ ადროვა , მუხლებზე დაუსკუპდა და ლოყაზე აკოცა- აქაურობა საოცარია . მაბედნიერებთ - მირაც ჩაიხუტა და ბევჯერ აკოცა .................. _მეც მინდა გამოსვლა ... ქომ დამპირდი ბავშვი რომ გაიზრდება იმუშავებო . შენ კი არ ელაპარაკები საავატყოფოს უფროსს რა ჰქვია , ჯაბა არა? გვჭირდებაო ექიმებიო და მე შემიძლია, ვიცი შენც იცი , რომ მე კველაფერი ვიცი რა როგორ _თავბრუდამეხვა ... ნუ დადიხარ და ზუზუნებ. თავი მტკივა, დაღლილი ვარ ნეტა მეც არ ვმუშაობდე და შენსავით ვისვენებდე. შენთცის გეუბნები დაისვენე და ბავშვს მიხედე_თქო შენ კი გაიძახი მუშაობა მიბდა ,მუშაობა მინდა . ნეტავ რად გინდა ავადმყოფების ყურება, მაგათი სისულელეების მოსმენა და იმ არეულობაში ყოფნა . არ ჯობია ბავშვთან იყო, მოეფერო, ეთამაშო დაისვენო ამ სუფთა ჰაერზე. გაწუხებს ვინმე თუ რა . რასაც აკეთებ იმასაც ნუ გააკეთებ თუ იღლები... რა ხდება ციცო გაწვება ? ხომ გეუბნები დაიკიდე_თქო . შენ ცალკე ცხოვრობ და არაა საჭირო სულ იქ იყო _ციცო კარგია და ნუ ჩხუბიანობ _ქართულიც ვერ ისწავლე ნორმალურად რა გინდა პაციენტებმა გელაპარაკონ რუსულად? ჯერ ისწავლე და მერე იმუშავე _ვლაპარაკობ ! _ ეწყინა , სახე უარესად მოექუფრა და სამზარეულოში გავარდა მაგიდიდან აღებული თეფშებით ხელში. ისე ალაგებდა თითქოს ეს იყო მისი საყვარელი საქმე, გაბრაზებული , ნაწყენი, გულნატკენი სულ ხეხვასა და რეცხვაში ჰპოვებდა შვებას. მთელ ენერგიას ხარჯავდა და ამჯერადაც ცდილობდა ჭიქის გაქაფვაზე გადართულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა _დამიუთოვე ის პერანგი? ხვალ საქმე მაქვს _კი , ყველა შკაფშია _ბავშვი როდის დააძინე ... ისეა დაღლილი ტანსაცმლიანად ეძინება. შენ კი ამბობ მუშაობას შევძლებო . რა გინდა რიტა დედაჩემს დაუტოვო? 24 საათი იმ ნესტიან საავადმყოფოში გაატარო და მეორე დღესაც ძილის მეტი არაფერი აკეთო? ასე თუ გინდოდა ბავშვი ჯერ არ უნდა გაგვეჩინა ... ყველაფრის მოსწრება არაა მარტივი. შემოგთავაზე ნინოსთან სკოლაში ქიმიის მასწავლებელი არ არის და დაიწყე მუშაობა_თქო . ყველაზე კარგი ვარიანტი იყო , სახლში ყოფნაზეც არ იწუწუნებდი და თან ისეც არ დაიღლებოდი _მე მასწავლებელი არ ვარ მე ექიმი ვარ ... შენზე კარგი ქულები მქონდა. ყველა ლეკტორს მოვწონდი. მეც ქირურგობას ვაპირებდი სანამ აზრი შემაცვლევინე... მე ექიმი ვარ, კარქი ექიმი _ ისე უცებ ისროლა გაქაფული თეფში საერთოდ არ გაუაზრებია კაცი რომ იმ მხარეს იდგა . მერე წამოიკივლა ქმრის ხელიდან წამოსული სისხლი რომ დაინახა _გმერთოო ჩემოო ... ეს რა დამემართა _ უცებ გადაისხა წყალი , კარადიდან სუფთა ტილო ამოიღო და მკლავზე შემოახვია _სულ შეიშალე ხომ? რას შვებოდი მკლავდი? არა მაინც ასე ზუსტად როგორ მესროლე.. -უცებ მოუჭირა თითები ყბაზე და ახლოს მიიზიდა . ხელი უბრალოდ გაკაწრული ჰქონდა ნაჭერიც მოიშორა, წელზე მოხვია ცოლს და მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს ჩააშტერდა _ მოგბეზრდა სახლობანას თამაში არა? ესაა სულ ? _ ქალი უკვე ტიროდა , აპრეხილი ცხვირი სულ მთლად გაუწითლდა , თეთრ ლოყებზეც დარჩა წითელი კვალი , ტუჩები კი წინ ჰქონდა გამობერილი _ მოგწყინდა , გართობა გინდა , დალევა , ქეიფი,ცეკვები, კეკლუცი _კედელთან მიიმწყვდია მერე იქვე მდგომ მაგიდაზე შემოსვა და ტუჩებზე დააცხრა - მოგენატრა ის დრო ქორწილამდე რომ ვატარებდით , სოფელში მოგბეზრდა ხომ? აღარ გინდა ბავშვთან , სახლში _მომშორდი ... ავატყოფი ხარ . გაგიჟდი სულ გაგიჟდი _ ტიროდა და ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა- მე მუშაობა მინდა, ჩემი საქმე მინდა _როგორი ლამაზი ხარ , რომ ტირი სულ უფრო მეტად გებურცება ტუჩები /_თითები გადაატარა მთრთოლვარე ბაგეზე და ისევ აკოცა _ დაღლილი ვარ.... ცუდად ვარ შენ კი სულ არ მეხმარები . მეჩიჩინები და თავს უარესად მატკიებ...ცოტა დრო მომეცი სულ ცოტა ჩემო პატარავ _ჟინმორეული კოცნიდა და ხელებს არ უშვებდა _მე შენ ძალიან მიყვარხარ ... გეფიცები ძალიან _დარიას სახე ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა _მეც მიკვარხარ , მაგრამ შენ ბოლო დროს სხვანაირი არი . დაბნეული მე ვეგარ გავიგე რა ვქნა რომ ბედნიერი ვიყოთ _სულ ჩემთან იყავი... არასდროს დამტოვო რა სისულელეც არ უნდა გავაკეთო არ დამტოვო თორემ უშენოდ გავგიჟდები. შენ და ჩვენი გოგონა ჩემი ცხოვრება ხართ _ცხვირის წვერზე აკოცა მერე ისევ მთრთოლვარე ტუჩებზე გადავიდა და თეთრი ბარძაყები ბოლომდე გაუშიშვლა . ქალი იმდენად იყო დაღლილი ყველაფრისგან, ქმრის არეული ქცევები, უყურადღებობა, გადაბმული სამუშაო გრაფიკი, მარტოობა , სიცივე და საყვარელი კაცის ნაცვლად მის ნათესავებთან გატარებული დრო ახლა როცა მთელი დღით სახლში ჰყავდა, მის სიახლოვეს გრძნობდა მონატრებულს წინააღმდეგობას ვერ უწევდა , წყენა გააქრო თითქოს არც ყოფილა და გაატანა წარსულს . ........... _სახლში ბრძანდები ,გამოაღწიე საავდმყოფოდან? _ციცომ აივანზე დაინახა შვილი და ხელით ანიშნა ჩამოდიო. ლოყაზე კოცნას არ უპასუხა , რაც იმას ნიშნავდა , რომ ბრაზობდა _ გელაპარაკა დარია? _ვერ უთხარი ჯერ მუშაობის დრო არ არის და ბავშვს სჭირდები_თქო? _ქალი ექიმია სახლში გინდა გამოკეტო და მე დაგეხმარო? ვერ მოიყვანე ვინმე უსაქმური ? მე გინდა ვაიძულო დარჩეს და ჩემთან ერთად აკეთოს სადილ_ვახშამი? _შენ მაინც ნუ მეჩხუბები რა _მე ნუ გეჩხუბები? ილოცე შე საცოდაო მარტო მე რომ გეჩხუბო და შენ ცოდვებზე იმ გოგომ არ გაიგოს თორემ მე ქალი არ ვიყო ჩემი ხელით თუ არ ჩავულაგო ჩემოდნები . ტუტუცო კაცო , ფუუ შენ თუ მამაშენის შვილი ხარ ვის დაემსგავსე საერთოდ _ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ ცეცხლს აფრქვევდა _გეყოფა ... რამდენჯერ გითხარი არ მინდოდა _თქო. დარია მიყვარს _დარია უყვარს და კიდე ბოზანდარა ექთნის საცვლებში ჩაძრომა _დედაა ! _ჩემი საბრალო ბიჭიი ... 14 წლის ხარ და შეგაცდინა ხომ? ოოხ ეგ ეშმაკი ქალიი როგორ გაგაბრიყვა პატარა ბიჭი ახურდი და მივარდი . იქ არ გყავდა სუულ? ვინ გიშლიდა ღამე აბა ავადმყოფს ხო არ მიხედავდი მარტო იმდენი ცარიელი ოთახი და ლოგინია _ქალი ხარ და არ მინდა ახლა ლაპარაკი უბრალოდ დამაცადე. სხვა განყოფილებაში გადავიყვან და მერე დაიწყოს დარიამ მუშაობა _ოხ შენ გენაცვალე დააწყო ბიჭმა გეგმები. ერთი იქ გეყოლება ახლოში მეორე შორს ხო? და სადაც ჩემამდე მოიტანეს ამბავი დარიჩკას არ ეტყვიან შენი ქმარი რას ცოდვილობდაო . მთელმა სააავდყოფომ იცის ... შენ რა გგონია ვინმეს რამეს დაუმალავ ? ის ქალი იქედან მოაშორე აიკრას გუდა-ნაბადი და გადავიდეს სადმე სხვაგან. ისედაც მაწანწალაა იპოვნის ვინმე შენნაირ უნებისყოფო კაცს . ჩემ გოგოს სადმე არ გადაეყაროს და რამე არ უთხრას, გული არ ეტკინოს თორემ გეფიცები ცოცხლად გაგატყავებ _შენ დედაჩემი რომ ხარ რატომ გავიწყდება. რა გინდა ერთ საყვარელს გადამაყოლო? დავიღალე , ცუდად ვარ ყველაფრით და ხო ბატონო მეტი გასართობი ვერ ვნახე . დარიამ რომ გაიგოს წასვლაში უნდა დაეხმარო თუ ის უთხრა შენ უყვარხარ და შეცდომა დაუშვა მეტს აღარ იზამსო. რა ვიცი მე ისე ძაან ტრადიციული ხარ და ახლა არ ხარ სხვების მსგავსი? რამდენ ვინმეს უგულავია ყველა რომ დაშორდეს ცოლს ქორწინება აღარ იარსებებდა . არც შენ იქნებოდი დღეს აქ _ჩემთვის მამაშენს არასდროს უღალატია! _რატო ვერ გაგიბედავდა , შენი შეეშინდებოდა დედა? ძალიან კარგად ვიცით მეც და შენც მაინც რომ არ გაეყრებოდი , ამდენი ბავშვით სად წახვიდოდი. ხომ მოგეჭრებოდა თავი _ჩემი კი არ შეეშინდებოდა საკუთარ თავს არ აკადრებდა, არასდროს ! ისე ჩავალ მიწაში ამის მეჯერება და როგორი სამარცხვინოა შენ რომ მამაშენს არაფრით ჰგავხარ . ის გოგო კიდე ზუსტადაც ჩემია. დაავლე ხელი, გაუბრუე ტვინი და ჩამოიყვანე ამ დასაკარგავში აქ რომ არავინ ჰყავს გგონია დაგაჩაგრინებ? სისულელეებს თავი დაანებე გამიფრთხილებიხარ მე შენ თორემ კისერს მოიმტვრევ და მერე ნამდვილად მოგიწევს ქალების ძებნა დარდის გასაქარვებლად …………………….. სასამართლოს შენობაში ვაკოს ყოფნას ვერ წარმოიდგენდა ის კი ატყობინებდა , რომ პირველ სართულზე ელოდა . სირბილით გაიარა მანძილი , კორინთელმა დაინახა თუ არა მაშინვე გაუღიმა , რითაც სიმშვიდე დაუბრუნა , მაგრამ ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრა _ თქვენ აქ საიდან ბატონო ვახტანგ _უნდა დამერეკა, მაგრამ ვერ მოვახერხე ამიტომაც თავად გეახელით , ქალბატონო მოსამართლევ მინდა მოწვევა გადმოგცეთ _და სად მიწვევთ? _დიტომ ცოლი შეირთო და ქორწილის წინ პატარა შეკრებას მართავს მეგობრებისთვის. მე პირადად შემხვდა , საქმის გამო თქვენ კი როგორც მის გულითად მეგობარსა და მრჩეველს რესტორანში გელით ამ საღამოს _იმედი მაქვს სწორი არჩევანი გააკეთა... აქამდე როგორ არ შემატყობინა _ვინაიდან დედამისს მაღალი წნევა ჰქონდა და სახლში ექიმი მიჰყავდა ნათელია არჩევანი _რატომ მგონია, რომ შენც დაეხმარე ?აი იმ დღეს მეგობრებთან ვიყავიო თბილისშიო , მთვრალმა რომ განმიცხადე _და შენ ჩემ პერანგებზე ქალის სუნს ეძებდი ? იმ ეჭვიანობის ღამეზე ვსაუბრობთ? _ცრუ ბრალდებებს შეეშვით, მტკიცებულება არ გაგაჩნია _მეორე დღეს ისე მიყურებდი მეშინოდა სადმე ტყეში არ შეგეტყუებინე და სასტიკად გეწამებინე _კიდევ ერთი სიცრუე ... შეიძლება დაგიჭირით ! _სასამართლოს შენობაში მოსამართლისთვის ვინმეს უკოცნია? _ახლოს მიიწია და ჩუმად ჰკითხა _ ვგრძნობ სურვილი ჭარბობს გონიერებას და პირველი ვიქნები ამხელა ვნებით _გეყოფა ... _რომელ საათზე თავისუფლდებით? _სახლში დამელოდეთ, ორ საათში მოვალ და წავიდეთ _გელით, მოუთმენლად _ წასვლამდე მაინც აკოცა, ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და პარალელურად მტევანზე ეფერებოდა _ დროებით, თამარა _თავხედობთ _კაცი იმდენად ახლოს იყო ქალის ტუჩებთან რომ ფიქრები აურია ის იყო გაიცინა კარში ადვოკატი გამოჩნდა. დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად მოდიოდა და მანამ საუბრობდა სანამ წყვილი არ შენიშნა. თამარადან მზერა ვაკოზე რომ გადაიტანა, მარტივი მისახვედრი იყო ერთმანეთს იცნობდნენ. ქალს წამითაც არ უფიქრია ისე გადაკვეთა მანძილი და თავშეკავების გარეშე მოეხვია კორინთელს. ტუჩები ლოყაზე ნაზად შეახო და მკლავები მხრებიდან არც მოუშორებია ისე გაუღიმა _ვაკოო, რა საოცარი დამთხვევაა . იმედია პრობლემა არ გაქვს , ხომ ? იმდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს , ნუთუ დაგავიწყდა ჩემი პროფესია _ლია, მართლაც დიდი დრო გავიდა. აქ ვინ მოახერხა შენთან დაკავშირება, ამდენად სქელი ჯიბით არავინ მახსენდება _დარბაზს მოავლო მზერა და ნაცნობი ვერავინ დაინახა _არაფერი განსაკუთრებული, უსასყიდლოდ ვეხმარები _ადამიანები არ იცვლებიანო და უკვე ეჭვი შემაქვს _როგორი ცუდი ვინმე ხარ _გადაიკისკისა , მაგრამ სულაც არ მოეწონა კაცის მიერ გაზრდილი დისტანცია_მომნატრებიხარ _მე კი ჩემი მონატრება უკვე თითქმის დავიკმაყოფილე, მოვინახულე ძვირფასი მეუღლე და დროა აქაურობა დავტოვო _არც უცდია თამარასთვის ლიას გაცნობა. საჭიროდ არც ჩათვალა , კიდევ ერთხელ აკოცა ცოლს, თვალი ჩაუკრა , გაუღიმა და წავიდა . _ცოლიი...თქვენ _ვფიქრობ სხდომაზე იგვიანებთ. მოსამართლის შემოსვლამდე უნდა მოასწროთ ამიტომ დროა გარბოდეთ , სწრაფი ტემპით მიყვარს სიარული _ მშვიდად მიუგო გაოგნებულ ქალს და კიბის მიმართულებით დაიძრა. .................. _გილოცავთ, თქვენს გაბედულ ნაბიჯს დაე მხოლოდ ბედნიერება მოჰყვეს შედეგად _თამარა დაწინაურდა, დიტოს მოეხვია და შემდეგ მის გვერდით მდგომ ქალს _ნონა _მადლობა , ძვირფასო შენი მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო _მაგრამ ბოლო ბიძგი მაინც ვაკომ მოგვცა, რაც შენთანაა მას მერე გახდა რომანტიკოსი _სტუმრები უყურადღებოდ დატოვე ... ჩვენ ვიცნობთ ნონას . სხვებს სჭირდებათ ინფორმაციები _ჩვენ არც თქვენ გიცნობთ , არადა როგორ გცაინტერესებდა ყველას თუ ვინ გახდებოდა თამარას მეუღლე _ კაცი მიუახლოვდათ . მას მერე თამარა იმდენმა ნახა მგონი სუფრასთან მსხდომების აფსოლიტურ უმრავლესობას იცნობდა. ვაკოს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ნონას მსგავსად თავადაც ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ირგვლივ სულ იურისტები იყვნენ , საუბარიც განსხვავებული იყო არც დაძაბულობა იგრძნობოდა დიდად. ბურდულიც ისე გრძნობდა თავს როგორც თევზი წყალში, ღვინის ორი ჭიქაც დაცალა საღამოს განმავლობაში და ღიმილიც არ მოშორებია სახიდან. _ვიცეკვოთ ?_გვიანი იყო, ალკოჰოლი მოქმედებდა ირგვლივ ყველაზე _თქვენ ცეკვავთ ბატონო ვეტერინარო? _დიახ , ქალბატონო მოსამართლევ _სიამოვნებით ვიცეკვებ თქვენთან _ ხელი ჩაჰკიდა და სახეგანათებულმა გაიარა მცირე მანძილი. ისეთი ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი იყო ვაკოსაც უნათებდა სულს. მის გვერდით ცუდზე ვერ იფიქრებდით, სხვაზე ვერც ვერაფერზე გაბედავდით ფიქრს გონების მთელ სივრცეს თამარა ავსებდა _უნდა გეთქვა მსგავსი შეკრებები თუ გიყვარდა, ვეცდები ხშირად მოვხვდეთ მსგავს სივრცეებში _სივრცე არა , ხალხი მიყვარს ... დიტო და ნონა ,მათი ამბავი მახარებს . ჩარჩოების დანგრევა და აშკარა ბრძოლა ერთმანეთისთვის. ნონა ჩემზე პატარაა , მაგრამ უკვე ჰყავს 14 წლის ვაჟი, მოახერხა უდიდესი , უმძიმესი გზა გაევლო მოტაცებული 15 წლის ბავშვიდან დღემდე მოვიდა. თავი დააღწია მოძალადე ქმარს, შეეწინააღმდეგა ყველას და ყველაფერს . მარტომ შეძლო ბევრი , წარმოუდგენლად ბევრი და დიტოს ნამდვილად იმსახურებდა , მას და მის სიყვარულს , კიდევ საყრდენს , მშვიდ , ბედნიერ ქალურ ცხოვრებას.იმ კაცს, აი ასე თავს რომ დაადებ მხარზე და ხვდები მარტო არ ხარ. ძალა გაქვს, მაგრამ მაინც შენთან ერთად სხვაც ეჭიდება ამ ლოდად ქცეულ ცხოვრებას ,გამსუბუქებს_თავი ვაკოს მხარზე ედო, ყბაზე შეახო ტუჩები და საუბარი განაგრძო_მოგწონს წელზე მოხვეული მკლავებიდან წამოსული სითბოც და ძალაც . ბეღურა ხდები, ზამთარი მარტოს რომ გადააქვს . ის პატარა ძლიერი ჩიტი იღებ თბილ სივრცეს და მასში გახვეული აგრძელებ. ჩიტი,რომელსაც _რომელსაც შეუძლებლის შეძლება შეუძლია და რომელიც თავის გადარჩენას მუდამ ახერხებს _დღეისთვის საკმარისია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ……………. _როგორი სიბნელეა... მთვარე რომ არა გადაადგილებასაც ვერ შევძლებდით _ ეზოში გაჩერდა და მაღლა აიხედა, ცა ვარსკვლავებით იყო სავსე _ეს დრო მიყვარს იცი? სიცივეზე სითბოს გამარჯვების...ნელ_ნელა რომ თბება, ყველაფერი იღვიძებს , ფერადდება და სუნთქვასაც სხვანაირად ვიწყებ, უფრო თავისუფლად _მთვარიანი ღამეც იმედია... გზას გინათებს, გეხმარება _ქალთან ზედმეტად ახლოს იყო, ყელზე მიაკრო ტუჩები და თან მისი კანის სურნელი შეიგრძნო _ წყვდიადს ანათებ... შენც მას ჰგავხარ ,ცვალებადი ნათებით _თითები თმაში შეუცურა , მზერა გაუსწორა და ამჯერად ტუჩებზე შეეხო . ჩაბნელებულ სახლში ფანჯრებიდან შემოსული მთვარის შუქი უნათებდათ გზას. დაგროვილ ვნებას გათავისუფლების საშუალება მისცეს, დრომ მოიტანა გრძნობების უთვალავი ფერი. არ ჰქონდათ კითხვები, არც ქმედებების ახსნას იწყებდნენ, უბრალოდ მიჰყვებოდნენ სურვილებს , სინათლეს წყვდიადში. ………………. მოედანზე მწვანედ მობიბინე ბალახს შორის მრავლად ჩანდა მიწის ნაგლეჯები, მეკარეს უკან მხოლოდ ძელი ჰქონდა. ბადის გარეშე იდგა რკინის ბოძებს შორის, ფეხქვეშ კი ატალახებულ მიწას ტკეპნიდა, ალაგ -ალაგ ქვებსაც ამოეყოთ თავი,ყოველი დაცემისას იქმნებოდა ჭრილობის გაჩენის ალბათობა . ისე თამაშობდნენ თითქოს სრულიად ბუნებრივი იყო მსგავსი პირობები, თავდამსხმელს ბურთის გაგორებისას ფეხსაცმელი ლამის მთლიანად შემოეხსნა ფეხზე ,მაგრამ მიჩვეული იყო და სირბილს არ წყვეტდდა. გაბრიელისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაყურებლებს შორის მდგომი უცნობი კაცები თვალს დაკვირვებით ადევნებდნენ ,მისი ბედი წყდებოდა . უნდა აერჩია თავდაუზოგავად ბრძოლა უნდოდა ფეხბურთელობისთვის თუ საბოლოოდ ეთქვა უარი პროფესიაზე და მხოლოდ ბავშვურ გატაცებად დაეტოვებინა . ბევრი ხმა ესმოდა, ყველას ჰყავდა საკუთარი გულშემატკივარი , მამებისა და ნათესავების რიგი იდგა. მათკენ არ გაუხედავს სანამ მიშოს ხმა არ გაიგო , პატარა ბიჭის გამამხნევებელი შეძახილი,რომელიც მაყურებლებს შორის მდგომ ერთადერთ ქალს ემოციებს უზიარებდა . ნინო იქ იყო, ჩავიდა იმიტომ რომ სჯეროდა ,მხარს უჭერდა ,ზურგს უმაგრებდა. წამში გადაუტრიალდა გონება , ქალის იქ ყოფნამ სული გაუნათა, გაათავისუფლა. ისე მოინდომა როგორც არასდროს,ისე ითამაშა ადრე რომ სჩვეოდა და თავთან ბრძოლისას დაივიწყა. თამაში სათავისოდ შემოაბრუნა, ფრთები შეისხა და მიიღო კიდეც შედეგი. ხმაური იყო, ბიჭები ერთმანეთს ეხვეოდნენ უამრავი შეძახილი ისმოდა წაგებულებისა და მოგებულების ხმები ირეოდა ქალი კი პატარა ბიჭთან ერთად ელოდა. -დედიი რა კარგი ხარ დეე ... ჩემო ნიჭიერო - გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა -ჩემი ძმა ყველაზე მაგარია- მიშო ორივეს ეკვროდა და აციმციმებული თვალებით შეჰყურებდა -მწვრთნელი გაიცანი , მე და ვაკო გუშინ ვესაუბრეთ . ყველაფერი შესანიშნავადაა, გუნდში მიგიღებენ -ხელზე უჭერდა თითებს, თვალებში უყურებდა და ძალას აძლევდა- ყოჩაღ , დე -რატომ არ მითხარით ... -დაიძაბებოდი და სტრესი იმოქმედებდა... ახლა უბრალოდ მიესალმე . საღამოს ჩვენთან მოვლენ, კონტრაქტს მოიტანენ. ვაკოც იქნება და ლადოც , უბრალოდ ხელი ჩამოართვი და ბიჭებს შეუერთდდი ,ზედმეტი ყურადღება არ გინდა. არაფერი თქვა - ჩუმად ესაუბრებოდა ,წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას და კაცის მოახლოებამდე უკვე მზად იყო. -გილოცავთ... დამაჯერებელი თამაში იყო -გითხარით საუბარს აზრი არ აქვს, საქმით გაჩვენებთ შესაძლებლობებს-თქო -ვნახოთ... ვნახოთ . დედაშენს ნამდვილად სჯერა შენი და იმედია ჩვენც ასე დაგვარწმუნებ -გმადლობთ . ყველაფერს გავაკეთებ სახლში დაბრუნებამდე მოსვენება ჰქონდა დაკარგული. აირია, ერთ მხარეს ნინოს ამ საქმეში ჩართვა ახარებდა მეორე კი წუხდა ქალს ახალი საქმე რომ გაუჩინა. იმდენად ბედნიერს ხედავდა ცუდი ფიქრები მოიშორა და მიიღო შედეგი . -მოვედი...მითხრეს ორი გოლი გაიტანაო -მესამეც შეიძლებოდა - გაიცინა და ლადოს მოეხვია -ვარჯიშებზე ვივლი და პირველივე თამაშზე დავესწრები , გეფიცები იმ დღეს გავთავისუფლდები -დამშვიდდი, ისედაც ვიცი როგორც მგულშემატკივრობ -აქ სადმე პატარა მარადონა ხომ არ გინახავთ? - ვაკო შევიდა სახლში და ბიჭს ძლიერად მოეხვია- ყოჩაღ , ვამაყობ შენით -ძალიანაც ნუ გაგიჟდებით... ჯერ არაფერი გამიკეთებია -ცოტას ვამაყობთ ჯერ დაგვაცადე და ნუ ხარ სულ უკმაყოფილო ... ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო ჯერ ნახტომებისთვის რომ იყო მზად -დაუჯერე ლადო ძიას, ეგ ხომ იცი სხვებს რომ ეხება საქმე ჭკვიანდება . მთავარია პირადად მისი ცხოვრება არ იყოს- ბიჭს თმები აურია და სიცილი განაგრძო- მალე ბუდე გექნება თავზე , რა არის ბიჭო ეს ...ძილში შეგჭრი იცოდე -შეეშვი შენ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას, დიქტატორო -დიქტატორისგან მესმის... რაო ბიძი შენს გოგოს თავაჩეჩილი მოსწონხარ? -მართლა მაგიტო იზრდი ამ თმას ბიჭო? -აგერ ლადოს მიებარე გასწავლის როგორ არ უნდა იყო ქალისთვის მოსაწონი და მაინც როგორ მოაწონო თავი ... -აბა შენსავით იდეალური ვინცაა ისედაც მოსწონს ქალებს, ტალანტი მე მაქვს ასეთიც რომ მოვწონვარ ქალებს -ბევრი არ მჭირდება ... ჩემი ერთიც მყოფნის და ტყუილად ნუ ეცდებით გამოცდნილების გაზიარებას . -ნინოუუუ სადახარ , ფეხბურთი კი არა ის დროა საძინებელს ამზადებდე ამას მგონი ცოლი მოჰყავს -ნუ ხარ ჭორიკანა -ვიცნობ მე გაბრიელის გოგოს და ძალიანაც მშვიდად ვარ . საძინებელიც მზად მაქვს და კიდევ ბევრი რამ- ქალი დინჯად ამზადებდა სუფრას, თეფშები დადო და მათთან მივიდა , უცნაურად აწურულ შვილს ფართოდ გაუღიმა- რაოო დეე გეგონა არ ვიცოდი? -რატო არაფერი მითხარი -მე რა უნდა მეთქვა დე, თქვენი ურთიერთობაა ... უნდა გაერკვეთ, გაიაზროთ , შეეჩვიოთ, მიიღოთ. ჯერ ორივე დაბნეულები ხართ, ისედაც იმდენი რამ ხდება თქვენს ცხოვრებაში -მეც დამანახეთ ეგ გოგო ერთხელ ...ლადოზე ვეჭვიანობ იცოდე -მაგასაც არ ვაჩვენებდი, თვითონ არ მოისვენა ... ხომ იცი როგორია. -არ უნდა მცოდნოდა ვინ მოგწონს? -ყველაფერი გექნება გარკვეული ახლა...პატარა ციცო -დიახაც ... უნდა ვიცოდეთ რას შეიძლება ველოდეთ . არ გვინდა ახლა , მოვლენ ის კაცები მალე ხომ არ დავუძახო დარიჩკას , დახმარება არ გინდა? -დარინა და რიტა , ქეთოსთან არიან დაბადების დღე აქვს. სახლში არ ყოფილხარ? -არა პირდაპირ აქ მოვედი ... კაი მე მოგეხმარები ,მითხარი რა გავაკეთო - პერანგის მკლავები აიკეცა და სამზარეულოში შევიდა -რა უნდა მომეხმარო , 10 კაციანი სუფრა თუ ვეღარ გამიმზადებია მარტოს...წადი დაისვენე წუხელ მორიგე არ იყავი? ყველანი დაღლილები ხართ მიხედეთ ხალხო თავს -მერე შენ? სკოლიდან არ მოხვედი? -ნეტავ შენ ასე დარიას ეხმარებოდე ... მორჩი ჩემთან ისე მოქცევას როგორც უსუსურ ქალთან! - ახლოს მივიდა და ისე უთხრა -ლადოო, შენ ცუდად ხარ და როდის დაუსვამ საკუთარ თავს დიაგნოზს ჰა? როდის გამოუწერ დასვენებას -კარგად ვარ. მე , რა მიჭირს... საიდან მოგაქვს ეს ჩემი ცუდად ყოფნა - ქალის მზერას ვეღარ გაუძლო, იცოდა მართალს ეუბნებოდა ,მაგრამ არ აღიარებდა. გადაწვის ზღვარზე იყო მისი გონება, გარბოდა , იმალებოდა, თავს არიდებდა ,მაგრამ როდემდე ეყოფოდა ძალა არ იცოდა. ფიქრებს გარიდებული ყველაფერს ერთად ცდილობდა, ყველაზე მეტად კი გიორგის დანატოვარს ევლებოდა თავს. არაფერს ტოვებდა ბიჭების ცხოვრებიდან, არცერთ ამბავს უვლიდა გვერდს, ნინო ოჯახში შემოსვლის დღიდან მესამე დად მიიღო, მაგრამ ახლა გაორმაგებულ კავშირს გრძნობდა მასთან . -ფრთხილად იყავი ... გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა ,რომ მერე სანანებლად დაგრჩეს მთელი ცხოვრება. გონს მოდი -რაზე მიმნიშნებ -თავად უკეთ იცი რაც ხდება შენს ცხოვრებაში ... მე მხოლოდ იმას ვხედავ ,რომ კარგად არ ხარ -ჩემზე დარდიღა გაკლდა... ბავშვი ვარ მეეც? -გიორგიმ მითხრა ლადო ისეთია მასზე ასაკი რომ არასდროს იმოქმედებსო... ბავშვივით სტკივა, წყინს, ბრაზობს და გაცეცხლებული უშვებს შეცდომებსო, შემდეგ მასაც სჭირდება დაყვავება, მოფერება და დახმარება ფეხზე დგომისთვისო. ლადო ჭკვიანია, ყველასთან ძლიერია მხოლოდ საკუთარ თავთან , საკუთარ სისუსტეებთან ვერ იმარჯვებსო. ვერავინ რომ ვერ დაინახოს მისი დაცემა, ყველას მაგარი რომ ეგონოს მე თუ არ ვიქნები იცოდე შენ სხვებზე მეტად დააკვირდიო . ხოდა გაკვირდები , გხედავ და ვხვდები ცუდად ხარ. მე არ ვარ გიორგი, არ ვიცი როგორ უნდა დაგეხმარო , როგორ გიბიძგო სწორი გზისკენ და უბრალოდ გთხოვ, გააკეთე რამე საკუთარი თავის გადასარჩენად - თავდახრილს თმაზე გადაუსვა ხელი , მის შეხებასაც გიორგის კვალი ჰქონდა .... ვახშამი შედგა, მიზანს მიაღწიეს. ერთად აღნიშნეს მორიგი შანსი,რომელიც გაბრიელის წინ გაჩნდა, ბილიკი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ეს იყო არჩევანი, სასურველი , საოცნებო ცხოვრებისთვის. მარტო არ იყო, გვერდით ჰყავდა ადამიანები ,რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ მოედნის გარეთ შეუძლებელს შეძლებდნენ მას კი იქ, მწვანე მინდორზე უნდა დაემტკიცებინა საკუთარი ძალები . -რას კითხულობ დე... მეგონა გეძინა - გვიან ღამით ოთახში შესულს წიგნით ხელში რომ დახვდა გაუკვირდა -გაკვეთილის დაწყებამდე უნდა მოვუყვე ... საკონტროლო აქვს ხვალ და ხომ იცი რამდენ საქმეს აკეთებს . წიგნი მივეცი და უკან დამიბრუნა, ისე იღლება გათიშულს ეძინება . დარდობდა ძალიან, საშემოდგომო გამომყვებაო -აქამდე როგორ არ მითხარი -რცხვენია და არავის ეუბნება. შენც ვერ გეტყოდი, მამამისი არაკაცია . -გთხოვ გაბრიელ ასე ნუ იტყვი -შენ კარგად ცნობ ადამიანებს, იცი როგორიცაა... ეუბნება ქალს სწავლა არ გჭირდებაო. წარმოგიდგენია? -რამეს აუცილებლად მოვიფქრებ ... ატესტატს აიღებს , გპირდები . ჩემთანაც შენ დაუწერე დავალებები ? - გაახსენდა როგორ მოეწონა გოგონას ნაწერი -არა ,ავუხსენი და თვითონ დაწერა . გეფიცები -მჯერა . აქამდე რო გეთქვა კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს - გული ისე უცემდა თავი ვერ შეიკავა . ბედნიერების ცრემლები გროვდებოდნენ თვალებში - მეამაყები დე , საუკეთესო კაცი ხარ ! - გულზე აკოცა, გიორგის რომ ჰგავდა ზუსტად იმ ხასიათის გამო , იქედან წამოსული იმპულსები ქმნიდა მთელს მის პიროვნებას - კითხვა დილით განაგრძე . მე გაგაღვიძებ და ხრიკებს გასწავლი მარტივად რომ ჩააბაროს . ახლა დაისვენე , მშვიდად დაიძინე ყველაფერი გამოგივა ,გპირდები ! ჩვენ შენთან ვართ! - და ისევ ჩვენ, ისევ ისე როგორც ადრე გიორგისთან ერთად , მარტო ამბობდა ქმრისთვის ჩვეულ წინადადებას. შვილის ოთახი დატოვა, ბნელი დერეფანი მოჩვენებასავით გაიარა და სუნთქვაშეკრული ეზოში გავიდა . ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები გაყინული თითებით შეიმშრალა და უკვე მერამდენედ დასვა კითხვა - როდის დაბრუნდები ... როდის იპოვნი გზას ჩვენამდე - პასუხი ისევ არ იყო, არც შემდეგი დღე დაწყებულა კორინთელების პირველთან ერთად. .............. _ მოგეხმარებით_თქო გეტყოდით, მაგრამ აღარ ვაპირებ . პასუხი ზეპირად ვიცი _ჩემი შვილი დღესაც გვიან დაბრუნდება ? _ბევრი საქმე აქვს ... ცდილობს ყველაფერში გაერკვიოს _უწესოებში წესიერს რა უნდა , ერთი მილიონს მოუგებს? _თქვენ ხომ გინდოდათ შემოთავაზებული თანამდებობა მიეღო _ისე როგორც სხვები და არა ასე ... მტრებს გაიჩენს , ისე იზამს გასაქცევად გაუხდიან საქმეს. ვერ გაიგო სისწორე რომ არავის უნდა _გინდათ სხვებს დაემსგავსოს და საკუთარი ჯიბის გავსებაზე იფიქროს? _რაში მინდა მაგის ფული ... იყოს იქ, გაჩუმდეს . რისი გაკეთებაც მოეხერხება გააკეთოს და დაელოდოს დროს _თუ ყველა მსგავსად მოიქცევა დრო როგორ მოიტანს ცვლილებებს ... _მოიტანს! _თქვენც ასე ითმენთ იმათ ვინც არ მოგწონთ? _არ გითმენ ? აბა რას ვაკეთებ _ ცომს მუჭი ჩაჰკრა და ქვემოდან ახედა _ძალიან მომწონხართ ... საერთოდ არ ჰგავხართ დედას მიუხედავად იმისა, რომ ისიც იმას ამბობს რაც უნდა და მაინც ფარავს ნამდვილ გრძნობებს _დედაშენის ენერგია სად მაქვს ... მთელი დღე დაქაქანებს _ წარბები შეკრა. არ ესიამოვნა ქალის ხსენება_ამდენი ლაქლაქი ოჯახის ქალს არ უხდება . ეგ კი ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებს _ასე გგონიათ? _არა? _ზოგი უმოქმედობით მალავს ნამდვილ გრძნობებს ზოგიც ზედმეტი მოქმედებით ... _ლამაზ , ლამაზი სიტყვებისთვის მოხვედი ? _ვახშამი მინდა მოვამზადო და მგონია, რომ უფლება მთავარ დიასახლისს უნდა გთხოვოთ. _შვილს ნუ მომიწამლავ ... ისედაც დაშლილი დაბრუნდა თბილისიდან . მე დავანთებ ცეცხლს , მითხარი როცა დაიწყებ _თავად შევძლებ...თქვენ ის კაბა მოგერგოთ? _არ ჩამიცვამს _ვფიქრობ ისეთია როგორიც მოგწონთ _საკმარისად მაქვს ახალი არ მჭირდება. _საქონელთან შესვლის შემდეგ ტანსაცმელს იცვლით... დღეში რამდენჯერმე. ვფიქრობდი ხალათი შემეკერა, მოიცვამთ და ტანსაცმელს დაფარავთ . ამდენი რეცხვისგან ხელები არ გტკივათ? _შენი ტანსაცმელი სად არის... რომ იცვლი გარეცხვა არ სჭირდება ? დღეს კარგი ამინდია ვაპირებ ყველაფერი გავრეცხო და დროულად მომიტანე . უტას თუ დარჩა რამ თვალი გადაავლე...სად დაყრის ხოლმე არ იცის _იტაკზე რომ დაყარა ფანჯრიდან გადავუგდე ოთხჯერ და ალაგებს უკვე _მშვიდად უთხრა , მაგრამ ქალის რეაქცია დაიჭირა. აშკარად გაეცინა თუმცა დამალვა სცადა _აი ცოლი ... ასე რომ მექნა მამამისთან მეც მისროდა ფანჯრიდან. სხვისთვის კარგი შვილი გავზარდე _ჩემი და უტას ტანსაცნელს მე მივხედე უკვე...უკან გავფინე . თითქმის მშრალი იქნება. თოკი წუხელ გავამზადებინე . _ამ ცივ წყალში რამ დაგარეცხინა გინდა გაცივდე ? _ ისე უცებ გამოხატა ღელვა სალომეს გაეღიმა _ როგორც გინდა. შენი საქმის შენ იცი, უტას უთხარი მე რომ არ გაიძულებ . მერე ჯუჯღუნი არ დამიწყოს _გითხრათ არაფერი გააკეთებინოო? _დავალებებს ნუ მისცემ თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს და რა არაო . ვუჯერებ , ხო? დამჯერი ვარ _იცით რა მაინტერესებს? ამ ეზოს გარდა მიწები თუ გაქვთ ... _არა . მე არც საქონელი მყავდა ბევრი არც ციტრუსი ბაღები . ამირანი სულ ზღვაშია და ჩვენი შემოსავალიც ეგ არის. _დამეხმარებით მიწის ყიდვაში? _რის გაკეთებას აპირებ ჩემი შვილის ფულით _უტას ფული არ მჭირდება , ჩემიც მაქვს. ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა და გადავწყვიტე _პლანტაციების გაკეთებას აპირებ? თუ ფერმა გინდა გყავდეს ... აბა ხელოვანიაო ? ხატავს, კერავს, ძერწავს და კიდევ მსგავსი რაღაცებიო? რა იცი ან ფორთოხლის ან ძროხის და ცხვრის _ჩემი ძმა ვეტერინარია , ხომ იცით . ჩვენი საქმე ეგ არის. აქ ვენახს ვერ გავრისკავ ამიტომ რაც არის ცნობილი იმით დავიწყებ. მგონი ციტრუსი თქვენი სფეროა ... უტამ მითხრა მამათქვენს ჰქონია _ ჰქონდა ... ჩემი რძალი ყიდის ყველაფერს და დედაქალაქში გადაცხოვრებას გეგმავს . თითქოს ისედაც ყველაფერი მიტოვებული არ ჰქონდა _ჩვენ ვიყიდოთ ... აქედნ შორს არის? _მეოცნებე ბავშვს არ გავდი და ყოფილხარ _მთელი ჩემი ცხოვრება მაგ ოცნებების ახდენისთვის ბრძოლაში გავიდა და მომავალშიც ასე ვაპირებ. ოცნების გარეშე ბრძოლას ვერ მოიგებ. მე კი არ ვჩერდები ხეიბარი ვარ რომელზეც ამბობდნენ დამოუკიდებლად ვერ ივლისო, მარცხენა ხელით მასწავლეს წერა . მე კი დღეს პასტას კი არა ფუნჯს ვიჭერ ამ ხელში და ვხატავ . მოკლე მანძილს ჯოხის გარეშეც გავდივარ, მაშინ როცა ყავარჯნების გარეშე ვერ უნდა მევლო. ტკივილები მაგიჟებდა ბავშვობაში, მაგრამ ვუძლებდი და უბრალოდ კი არ ვეგუებოდი ვეძებდი საშუალებას რაც გამიყუჩებდა. ვკერავ, ვხაზავ, ვძერწავ,ამ მახინჯი ხელით ვქმნი სილამაზეს და მარცხენა ჯანსაღს დამხმარედ ვიყენებ. მანქანას ვმართავ, ვისწავლე და როცა დამჭირდება შევძლებ. არ მიყიდეს იმიტომ, რომ დედას შიშებს ვერასდროს მოვერიე. ვერ ისწავლისო, უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი ლექციაც არ გამიცდენია გავდიოდი გრძელ გზას, ავდიოდი კიბეზე , შევდიოდი ყველა აუდიტორიაში. მტკიოდა და მაინც ვკითხულობდი იმიტომ რომ ოცნება იყო ჩემი ... ყველაფერი მშვენიერის შესწავლა. ბიჭი შემიყვარდა , დავინახე და გონება დამებინდა . იდეალური იყო მე კი ასეთი , შეუფერებელი. გავიგე ვუყვარდი, მითხრა და მე არაფერი მითქვამს არადა გული მისკდებოდა ისე მინდიდა მეყვირა "მე უფრო ". შემდეგ ის უბედურება ჩადგა ჩვენს შორის და ორივემ უკან დავიხიეთ , ოცნებად არ ვაქციე , დავმალე დიდხანს . წლების შემდეგ სრულიად დაუგეგმავად,რომ შევხვდი ერთ წუთში გადავწყვიტე , წარმოვიდგინე მასთან მომავალი მისი ოცნება დავინახე და ჩემი კი არა ახლა აქ რომ ვარ მის ოცნებას ვასრულებ . არ არსებობს სამყაროში გზა, რომელსაც მე ვერ გავივლი ამისთვის მჭირდება ოცნება, მაქვს ჩემი ფეხი , ხელჯოხი და ტვინი, რომელიც სავსეა ინფორმაციით. ჩემი ოცნება უტას მშვიდი სუნთქვაა,მისთვის ძალის მიწოდება და თუ მე სახლში დაველოდები სანამ ის ომობს ადამიანების კეთილდღეობისთვის ძალას კი არ მივცემ წავართმევ . გაყინვას და გაჩერებას არ ვაპირებ, არც ერთი წუთით სანამ ცოცხალი ვარ . რისკია ყოველი ჩემი გადადგმული ნაბიჯი , მაგრამ მე ასე კილომეტრების გავლა შევძელი . მაპოვნინებთ მიწებს თუ სახლში გვიან დაბრუნებულ, დაღლილ ჩემ მეუღლეს დავუმატო ახალი საქმე _სადილი მოამზადე მე წავალ და გავიგებ ყველაფერს _ გამომეტყველება არ შესცვლია, მხოლოდ თვალები უნათებდა. სახლიდან გასულს სალომეს შეკერილი კაბა ეცვა . მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით, მხრებში გამართული და თავაწეული. იმედი ჰქონდა , სჯეროდა და ეს აქცევდა თანამოაზრედ. ................. მანქანა სწრაფად გააჩერა და უკანა ჭიშკრიდან შევიდა ეზოში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიაბიჯებდა ტალახიან , პირუტყვის სავალ ტერიტორიაზე , გზად შემხვედრ ბიჭებს მხოლოდ ვაკოს ადგილსამყოფელი ჰკითხა , მათაც კი შენიშნეს როგორი გაცოფებული იყო. ტანზე გამოყვანილ კაბაზე პიჯაკი ეცვა, გომურთან მისვლამდე ისიც მოიშორა და ყველას ყურადღება მიიქცია. მუშები იქაურობას ასუფთავებდნენ, ვაკო ბოლოსკენ იდგა -კორინთელოო -თამარა? - თვალებდაწვრილებულმა გახედა მისკენ მიმავალ ქალს - აქ რა გინდა? -მე ხომ გაგაფრთხილე ჩემ საქმეში ჩარევა არ გაბედო-თქო. მართლა გგონია ,რომ გამონაკლისს შენი საყვარლის გამო დავუშებ? როგორ მიბედავ ვიღაც ბ.ზისთვის პირობის მიცემას ... გავანადგურებ , სხდომაზე დავმარხავ , ისეთს გავუკეთებ პროფესიას შეიცვლის . შენ კი, შენ ილოცე ეს ღალატი გაპატიო და მეტი არ გავიგო რამე, რამე რაც დაგასამარებს ! - პასუხს არც დალოდებია ისე აქცია ზურგი , ისიც არ ადარდებდა ამდენი ადამიანი რომ უსმენდა მის მუქარას. გიჟს ჰგავდა, ირგვლივ ყველაფრის გადაწვა შეეძლო იმდენად იყო გაცოფებული. -სად მირბიხარ ...ჩემთან ასე ვერ მოხვალ საჯაროდ ვერ მეჩხუბები , ბრალს ვერ დამდებ , ვერ დამემუქრები და მერე ვერ წახვალ - მკლავში წვდა რომ გაეჩერებინა და კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები. მაქსიმალურად იკავებდა თავს -შენ ჩემი ქმარი ხარ, ჩემი კაცი და არ უნდა ხვდებოდე ყოფილ საყვარლებს...ჩემ საქმეზე , ჩემ უმძიმეს საქმეზე მოლაპარაკებას ვერ შესთავაზებ. შენ ჩემზე გავლენას ვერ მოახდენ ! -ამდენად გეშინია ჩემი შენზე ზემოქმედების,რომ მართლა გგონია მარიონეტად გაქცევ და შენს გავლენას გამოვიყენებ? თავმოყვარეობა შემილახე,თითქოს დამამცირე კიდეც ამდენი კაცის წინ რომ მომვარდი , მაგრამ თან თავდაჯერებულობას მმატებ - კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და მოშორების უფლება არ მისცა- ასეთი რა საქმეა გონება რომ გადაგეკეტა... ფიქრის უნარი წაგერთვა? _ვერ ვაზროვნებ, ვერ ვფიქრობ მხოლოდ ის ვიცი , რომ სხდომა სამ დღეშია ... ის ქალი ცდილობს ციხიდან დაიხსნას მოძალადე , . მოწმეები მოიდყიდეს, მტკიცებულებებს აყალბებენ. სხდომიდან სხდომამდე ისე მიდის საქმე , რომ გოგონას ოჯახიც უკან იხევს . არ აქვთ რესურსი , მხოლოდ მე ვარ და არ დაცუშვებ იმ ქალმა ციხიდან დაიხსნას მსგავსი დამნაშავე. საშინელებას გავაკეთებ, გეფიცები გავანადგურებ ! _თამარა ... შენ ასე ღელავ ყოველი მსგავსი ამბის დროს? ყველა აადვიკატი ხომ მსგავსად იქცევა, რაც უფრო მეტს უხდიან მით უფრო მეტ ბინძურ საქმეს აკეთებენ _ ქალს მთელი სხეული უთრთოდა, გრძნობდა მის მდგომარეობას _უნდა წავიდე, დრო აღარ მაქვს ... დრო აღარ არის _თავს მოუფრთხილდი , ნუ გავიწყდება რომ მარტო აღარ ხარ . მე შენს მხარეს ვარ , შენს გვერდით და არასდროს წინააღმდეგ . მითუმეტეს ისე არ დაევეცემი , რომ ფარულად ჩავაწყო საქმეები ვიღაც ქალებთან, ვიღაც დამნაშავეების სასარგებლოდ ! მე არც მოღალატე ვარ არც უსისხლო დამნაშავეებთან მაქვს საქმე ! ვწუხვარ, რომ ამ დრომ არაფერი მოგცა და შეგრძნება, რომ მენდობოდი ყალბი იყო . შენ ისევ არავის ენდობი საკუთარი თავიც არაა მათ შორის თორემ ასე არ შეგეშინდებოდა _ ბრაზი არ ჰქონდა მზერაში, წყენა მეტი იყო . ქალს ბოლოჯერ რომ შეხედა სული აუფორიაქა, იმ ნაწილში ჩააღწია მანამდე რომ ვერ მიეღია ვერავის. დანაშაულის შეგრძნება, კვლავ მასთან და კვლავ მძაფრად. ამის ატანა არ შეეძლო, მიდიოდა და საქმეზეც ძლივს კონცენტრირდებოდა. არადა აზროვნება ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მოკავშირეები უნდა ეპოვნა ნებით ან ძალით გადმოეყვანა საკუთარ მხარეს ყველა საფეხურზე ადამიანები, რომ დამნაშავე მომდევნო სხდომაზევე გამამტყუნებელი განაჩენით გაეშვა ციხეში, ამდენად უმაღლესი სასჯელით. მთელი დარჩენილი დღე ინფორმაციებს აგროვებდა, ადამიანებზე ვისაც კავშირი ჰქონდათ . ისეთ რამეს აკეთებდა რისი უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ სამართლის აღსადგენად სჭირსებოდა. მზად იყო საკუთარი ტყავიდან გამოსულიყო და შედეგად მაინც მიეცა სამართალი დაზარალებულისთვის. მოკვდებოდა და მსგავს უსამართლობას არ დაუშვებდა. მანქანით ბრუნდებოდა სახლში გზა რომ გადაუკეტეს, უცნობ ადგილას იყო ჯერ კიდევ შორს რაიონიდან. გაჩერდა, მაგრამ უკვე გზას ეძებდა ყველა შემთხვევისგან თავისდასაღწევად _სალამი ,ქალბატონო მოსამართლევ ... გარეთ უფრო ლამაზი ხართ ვიდრე იმ ნესტიან დარბაზში _ ყველა მხრიდან იდგნენ. ოთხი ბიჭი , გაყინული სახეებითა და შეუბრალებელი მზერით _უკაცრავად , გიცნობთ? _შესანიშნავად იცოდა ვისაც ესაუბრებოდა, მაგრამ სულელი ქალის როლი მოირგო _ ალბათ სასწრაფო საქმე გაქვთ ამ დროს რომ დამხვდით აქ _მაგ ლამაზი ტრ.კ.ს თამაშს შეეშვი ... დადე იმ სკამზე და დაგვაცადე მოგიტანოთ ჩვენი ბიჭის უდანაშაულობის საბუთები _რომელი ბიჭის? მე ბევრი საქმე მაქვს ... ახალგაზრდები იმდენ დანაშაულს სჩადიან. ხულიგნობა, ქურდობა, გატაცება, ცემა, დაშინება, ნარკოტიკების მოხმარება , გაუპატიურება , ქალის ტყვედ დატოვება და მერე ცოლად შერაცხვა... მკვლელობა და სხვა მრავალი . თქვენ ვისი ახლობელი ხართ? _მანქანიდან არ გადასულა , ჩამოწეულ ფანჯარას ეყრდნობოდა კაცი, ის ახლოს იყო გვერდით გაწევა მოუხდა სახეზე მისი სუნთქვა რომ აღარ ეგრძნო . ახლა თვალებში უყურებდა, აღიზიანებდა და შიშს არ იმჩნევდა _ჩემი შვილი ვიღაც ნაბოზარკა გოგოს გამო ციხეში არ წავა _ისევ არ მეუბნებით სახელს... თქვენი შვილი უსამართლო ბრალდების მსხვერპლია? _ისე შეიცხადა, ნამდვილად ვერ შეიტანდით ეჭვს _ქალო, ვის ეთამაშები ჰა? გინდა შუაზე გაგგლიჯო? ამდენი ტლიკინის დრო სად მაქვს. ფულს არ იღებ? არ გინდოდა მშვიდად მოგვარება და იმ ბ.ზის მხარეს ხარ? ქალურ ამბავში ეხმარები,ერთნაირები ხართ ეკეკლუცებით კაცებს , ყელზე ეკიდებით, ფეხებს უშლით და მერე თუ მამამ გაიგო იძალადაო გაჰკივით. მშვიდობა არ გინდა? გაჩვენებ როგორ უნდა მტრობა ! შეეშვი ხალხის გადაბირებას. ისინი ყველანი ქათმები არიან საკენკზე მორბიან და თავიც რომ წააგდებინო ვერაფერს გააკეთებენ ! ნუ დაემსგავსები კისერგამოჭრილ ქათამს... ვინ იცის სად გადაგეყრება დანით ხელში უცნობი ქურდი... ხალხს შია , კაპიკების გამო გამოგღადრავენ ამ ლამაზ კისერს _ ისე უცებ შეჰყო ხელი მანქანაში და თითები ყელზე მოუჭირა , რომ თამარა ჯერ კიდევ მშვიდი სახის შენარჩუნებას ცდილობდა_ჩემი ბიჭი ციხეში სანამ წავა შენ მანამ ჩაგფლავენ მიწაში , ისე ღრმად რომ ვერავინ ამოგთხრის . გაჩერდი , საქმე დატოვე და სხვას გადააბარე ! ხვალ არ გავიგებ ახალ მოსამართლეზე და იცოდე ზეგ მზის ამოსვლას ვეღარ ნახავ ... შენს პატარა გოგოს და ქმარსაც მოვიკითხავ იცოდე. ეგეც თუ კაცია, ქალს რა უნდა მოსამართლედ _ღრიალებდა , სისხლისფერი თვალებით უყურებდა და თავის ამაზრზენ სახეს ქალის თავთან ახლოს სწევდა . უცებ მოშორდა და ბიჭებს ანიშნა წავედითო, თამარა თავს ძლივს იკავებდა, მუშტები ისე ჰქონდა შეკრული ხელისგულებზე ფრჩხილების კვალი დარჩა, ყელში აწვებოდა ბრაზი , სიამოვნებით გახსნიდა ჩანთას და კაცს მთელ მჭიდს დააცლიდა. წარმოიდგენდა როგორ აკეთებდა ამას და კიდევ უფრო ძლიერად უჭრდა საჭეს თითებს. გაუშვა,საპასუხოდ არაფერი უთქვამს, არაფერი გაუკეთებია გონიერება გამოიჩინა და ბნელი წარმოსახვა გონებაში დატოვა. მიმართულება კვლავ შეიცვალა, გეგმა დასახა და მხოლოდ შემდეგ დაბრუნდა სახლში. ისე აირბინა კიბე თითქოს სხვის სახლში იყო, სამგზავრო ჩანთაში ტანსაცმელი ჩააწყო და გაწითლებულ ყელზე მანამ მოიხვია კაშნე სანამ ვაკო შევიდოდა _იმის ნაცვლად რომ მიბოდიშებდე კიდევ ჩემზე ბრაზობ ? _ გაბრაზებულმა მიხურა კარი და ჩანთის დანახვისას სულ აერია სახე_ეს რა თამაშია, სად მიდიხარ _საქმე მაქვს, თბილისში ვბრუნდები... რამდენიმე დღე მჭირდება. იმედია უფლება არ უნდა გთხოვო _კაცისთვის თვალებში არ შეუხედავს, ძლივს ერეოდა შინაგან თრთოლვას _ასე გინდა რომ გაგიშვა? ვერ წახვალ გაუგებარი მიზეზით ,გაურკვეველ ადგილას , განუსაზღვრელი დროით _ მკლავში რომ წვდა და ქალი შეკრთა სულ გაგიჟდა _შენ რა ყველაფერთან ერთად ჩემიც გეშინია? არც მენდობი, გგონია გიღალატე და დამატებით შიშიც გაქვს ? რა გგონია დაგარტყამ და გამოგკეტავ? _მეჩქარება, თამაშის დრო არ მაქვს ! _მირას გარეშე მიდიხარ სამი დღით და გინდა მშვიდად გაგიშვა? თამაში კი არა რაღაც ისეთი ხდება კონტროლი ,რომ დაგაკარგვინა _არა , ნუ გამიშვებ და გამოავლინე დესპოტი , მოძალადე ქმრის თვისებები. მიდი რაღას ელოდები, მიბრძანე დარჩენა . გამომკეტე ოთახში და დაადე კარს ცხრა ბოქლომი _ვერ გცნობ _შენ მე არ მიცნობ. ერთი უცნობი ქალი ვარ, რომელთან საერთო მხოლოდ მირა გყავს, მირა და მისი სიყვარული! მივდივარ, იმედია ადევნებას და გზის გადაკეტვას არ იკადრებ _მიბრძანდი ,გზა ხსნილია. ძალის გამოყენებით არავის დავიტოვებ ჩემთან ... არ მჭირდება ასეთი ხალხი_აირია , ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და მისი გაგება ვეღარ შეძლო. დრო არ მისცა სიტყვების ნაცვლად მზერა დაენახა. არ დააცადა ისე წავიდა . მიდიოდა და გული უსკდებოდა ისე უნდოდა მიბრუნებულიყო და მოხვეოდა, მთელი ძალით შემოეხვია მკლავები და დიდხანს აღარ გაეშვა. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა გაორება და ფიქრობდა სხვაც გაერია თავის საქმეში, მაგრამ წამსვე იშორებდა ამ აზრს . ვაკო შორს უნდა ჰყოლოდა ,მას პრობლემას არ დაუმატებდა ის სჭირდებოდა მირა მასთან დაცულად იქნებოდა თავად კი ჩვეულებისამებრ მარტო მოაგვარებდა ყველაფერს. _ჩემო პატარა , ჩემო ერთადერთო ...- გოგონა მაგალითების წერის პროცესში ღიღინებდა, ფეხებს ათამაშებდა . ისეთი საყვარელი იყო კარში დარჩენა და ყურება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ ხელი შეუშალა , ბავშვს ჩაეხუტა ვაკოს ნაცვლადაც- სამი სურვილი უნდა შემისრულო , კარგი ? _სად მიდიხარ ? ვაკოც მოდის _თვალების ციმციმით უმზერდა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და წამსვე გაჩუმდა _მარტო მივდივარ, შორს არა ... თბილისში ვიქნები. ჩემს ძველ სახლში , რომლის მისამართიც არავინ იცის . ცოტა ხნით დავრჩები და სამ დღეში დავბრუნდები... სამი სურვილი გითხრა? _მითხარი _მე რომ დავბრუნდები მერე შენ მითხარი, ხო? მოიფიქრე ამ დღეებში რამე საინტერესო -ეფერებოდა და უღიმოდა, მაქსიმალურად ცდილობდა უდარდელი გამომეტყველების მიღებას,მაგრამ გულისცემას ვერ დაუმალავდა ბავშვს ,რომელსაც სიტყვებზე მეტი გრძნობები ესმოდა _და შენ რა სურვილები გაქვს? _მინდა ეს სამი დღე სახლში იყო, სკოლაში არ წახვიდე და არც ქუჩაში . რომელიმე წიგნი წაიკითხე , ჩამოვალ და ერთად განვიხილოთ . კარგი , ჩემო მშვენიერო?მერე სახლში ვიქნები ჯირითს უკეთ გასწავლი , ბავშვებთანაც ვითამაშოთ _ თითებს უკოცნიდა და ცდილობდა არ ეტირა _ბოლოს რომ მიყიდე იმ წიგნებიდან ავარჩევ და სახლში ვიქნები . დარიასთან და რიტასთან ხომ შეიძლება? _ ნინოსთანაც შეიძლება , ოღონდ პატარა ჭიშკრებით გადადი, ხო? _კარგიი ... მივხვდი , თითქოს დამალობანას ვთამაშობ . კიდევ ? _ვაკოც დაიყოლიე როგორმე, რომ სახლში დარჩეს და შორს არ წავიდეს , შენ რომ იცი ჭკვიანური მიზეზები ისეთი მოიფიქრე _ შენს მოსვლამდე ჩემთან მეყოლება. არსად გავუშვებ , გპირდები-პატარა ხელი თავზე გადაუსვა და ლოყაზე აკოცა _საუცხოო გოგო ხარ ... _მესამე? _ვაკო ძალიან, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი თუ იქნება ... მხოლოდ ამ შემთხვევაში უთხარი რომ შენ და ის ხართ ჩემი ორი დიდი სიყვარული ამ სამყაროში. კიდევ უთხარი , რომ წამითაც არ მინანია საკურთხეველთან მის გვერდით დგომა... ეს მხოლოდ მაშინ თუ ძალიან, ძალიან ცუდად იქნება _შენ რომ მიდიხარ გაგებუტა?მე შეგარიგებთ არ იდარდო ...ყველაფერს ისე ვიზამ როგორც მითხარი. ოღონდ მალე დაბრუნდი ხო? _ თბილი ხელისგულები გაყინულ სახეზე შეახო, ისე ეფერებოდა როგორც დიდები პატარებს _ დიდხანს არ დამტოვო. უშენოდ არ მინდა _ წარსული გაახსენდა, ქალის დამშვიდობებამპატარა გოგოს გონებაში არსებული დიდი მოგონებები გააღვიძა. -მე და შენ ხომ ბედნიერების მეომრები ვართ... მუდამ ერთად ვიქნებით . ახლა წავალ, ომს მოვიგებ და სამართლიანობით გამრჯვებული დაგიბრუნდები მზად არ იყო, საკუთარ ომში სხვების ჩართვისთვის. ძველ გზას აგრძელებდა. კორინთელების ეზო სწრაფად დატოვა, უკან მიხედვისაც ეშინოდა, ვაკოს მზერას გრძნობდა და იცოდა თუ მის თვალებს გადააწყდებოდა ყველაფერს მოუყვებოდა. სუსტ ქალად იქცეოდა , გაჩერდებოდა და მას გაუშვებდა წინახაზზე. .................. _იწვიმებს ხო? _ ოთახში შესულ კაცს მოულოდნელად დაუსვა კითხვა - ჯერ შუადღეც არაა და როგორ დაბნელდა... არ მიყვარს რომ ბნელდება. ცა ხმაურობს , გვაფრთხილებს იწვიმებსო -მე მგონია გძინავს შენ კი თურმე წვიმას ელოდები - ბავშვს მკერდზე წიგნი ჰქონდა მიკრული და ხელს არ უშვებდა -თამარას გარეშე როგორ დაიძინე წუხელ...დღესაც არ გაგიჭირდება ? _მე არ მეძინა , შევეჩვიე მის გვერდით ძილს ... საიდულოს განდობ ახლა - გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა-შენც თამარა გენატრება? _მეშინია _რატომ _დამემშვიდობა , დედაც ასე წავიდა...თვალები ცრემლიანი ჰქონდა და ისე იღიმოდა. ვხვდები როცა არ ეცინებათ და დასამშვიდებლად იცინიან, გული ჩქარა ფეთქავს. თამარამაც იცის, რომ ვიცი. თან სახლიდან არ გახვიდეო დამიბარა , დედაც დამალვას მთხოვდა ვითომ დახუჭობანას ვთამაშობთო, უცხოებს დავემალებითო მითხრა და წავიდა. თამარა რომ არ დაბრუნდეს ? რამე რომ მოუვიდეს ? მეტი დედა აღარ მინდა , თამარა მინდა... მეშინია _ ვაკოსკენ გადაბრუნდა და ტირილი დაიწყო. კორინთელი შეჩვეული არ იყო მირას ემოციების მსგავს გამოვლინებას . ახლა ისე ტიროდა, ისე უთრთოდა პატარა სხეული რომ გული გაუჩერა კაცს , მთელი დღის ნაგროვები ფიქრები ერთად მიაწვა და მუქმა წერტილებმა სიბნელე შექმნეს . _ თამარას ამაღამვე დავაბრუნებ . ცოტა გამაბრაზა, მაწყენინა, მაგრამ არაუშავს ... დროზე ადრე შევურიგდები _ნწ, ვერ გაგიშვებ _რატომ? არ გინდა ვიპოვნო და მოვიყვანო? _ვაკოც სახლში გყავდესო მითხრა ... შენ გამოც ეშინია _რატომ უნდა ეშინოდეს... - ის აზრი მტკიცდებოდა რასაც მთელი დღე ებრძოდა _ თამარას ვინც უყვარს მარტო მათ გამო ეშინია, როცა ეშინია ცუდ რამეებს ამბობს და მარტო რჩება . ერთი რომ ვარ ყველაფერს ვაკეთებო ადრე მითხრა, თუ ძალიან შეგეშინდება შენს თავთან დარჩი და მერე იპოვნი ყველას ვისაც დახმარება შეუძლიაო . ხოდა ახლა ეშინია ალბათ, ამიტომ უნდა მარტო იყოს რომ ვიღაცას მოუგოს... ვის ეთამაშება ასეთს _წარბები შეკრა და სველი წამწამების ფახუნით ახედა კორინთელს _შენ იცი? _აუცილებლად გავარკვევ . კიდევ რაო რა დაგიბარა _წიგნი უნდა წავიკითხო და სახლში ვიყოთ , ერთად _სხვა არაფერი? _ნუუ იყო კიდევ, მაგრამ ჯერ არ გეტყვი _არ ვეტყვი რომ მითხარი _ასე არ შეიძლება ... _ჩვენ სამს შორის შეიძლება ... ჩვენ ხომ ერთი მთლიანობა ვართ _ ლოყაზე აკოცა და დაელოდა გადაწყვეტილებას _თქვენ ორნი მიყვარხართო სამყაროში ყველაზე , ყველაზე მეტადო ... და კიდევ ეკლესიაში რომ იდგა შენთან, არასდროს ვნანობო_თავისი სიტყვებით გადასცა დანაბარები და ლოყები აუწითლდა_ჯერ არ უნდა მეთქვა ძალიან რომ მოიწყენს ან გაბრაზდება მერე უთხარიო. ასე არ შეიძლებოდა, დავპირდი _შენარ ინერვიულო , არ შეგეშინდეს ჩვენ დიდხანს დავრჩებით შენთან და რომ დავბრუნდები ერთ ამბავს მოგიყვები , კარგი? _შენ დაეხმარები ხო? მე რომ დამეხმარე ისე ... ცეცხლიდან რომ გამომიყვანე და იმ ბოროტ კაცებს მოერიე . თამარასაც ხომ უშველი როგორც გმირებმა იციან ისე? _ დაჯდა და თვალებგაბრწყინებულმა განაგრძო საუბარი_ჩვენი გმირი შენ ხარ _ დაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -თამარას გმირიც უნდა იყო, მარტო ომში ცოდოა ............ თამარას საქმეებში ჩარევა არ უნდოდა, თავს ებრძოდა ნახევარი დღე ,მაგრამ მირასთან საუბარმა ზღვარის გადალახვა აიძულა. სულ რომ გაეგიჟებინა ბურდული მაინც აღარ დაიხევდა უკან, ისე ღელავდა ეს გაურკვევლობა შეშლიდა თუ ყველაფერს არ გაარკვევდა. -თვით ბატონ ვაკოს გავახსენდი? მეგონა ამ ბინის მისამართი აღარ გახსოვდა- კარი ფართოდ გააღო და კაცის კოცნა დააპირა,მაგრამ არ გამოუვიდა -რას ხლართავ ლიაკო? გინდა გავგიჟდე და ისე მოგექცე როგორც იმსახურებ? -რა არის ცოლმა იეჭვიანა და იჩხუბეთ? ისეთი არაფერი მითქვამს -ვის გამოყვანას აპირებ ... რა სიბინძურეში ხარ ამჯერად და ჩემი ცოლისგან რა უნდათ -აი თურმე რაა...ქალბატონი თამარა ვეღარ ქაჩავს და შენ მოგაგზავნა? პასუხების სანაცვლოდ რას მივიღებ? შენ თავს დამითმობს? -ვიღაც შეგხედავს განათლებული, საქმიანი ქალი ეგონები სინამდვილეში კი დიპლომიანი ბ.ზი ხარ ,რომელსაც იმ თავის დამნაშავეებთან ერთად ამოვგლეჯ ენას თუ არ იტყვის ყველაფერს - ისე უცებ გადავიდა მუქარაზე ქალი ადგილზე გაქვავდა -ასე არ საუბრობდი ... ჯელტმენობა ცოლმა წაგართვა? -არ მითხრა,რომ გწყინს და მსგავსი აქამდე არაფერი გსმენია... მოყევი -მეთქი -იღრიალა და ქალი თავისკენ დაქაჩა -დაგვიწყებია ჩემთან მოფერების გარდა რომ არაფერი ჭრის...მუქარა უფრო აღმაგზნებს, მაგრამ თანამშრომლობის სურვილს მიკარგავს - მანძილი შეამცირა და ისევ სცადა კოცნა - როგორი უკარებაა ხარ , გეშინია? ნუ ღელავ შენს ცოლს მალე გაასაღებენ...იქნებ უკვე იპოვნეს კიდეც. შენსავით გიჟია, არ გაჩერდა და მიიღებს კიდეც იმას რასაც იმსახურებს. მეოცნებე იდეალისტების ადგილი აქ არ არის, თუ სუნთქავს უთხარი აქედან დაახვიოს -როგორ გამამხიარულე, ახალი იდეაც გამიჩინე... თამარა კი არა აქედან შენ აორთქლდები. ახლა 10 წუთს მოგცემ,ბარგს შეკრავ და პირველივე თვითმფრინავში ჩაჯდები ... გაფრინდები სადაც გინდა და შენი ავადმყოფი კლიენტი ციხეში დარჩება ადვოკატის გარეშე . ხომ კარგი იდეაა? იმედია იქაც არ გიპოვნიან და თუ ,მაშინ ჩათვალე ცოდვები დაგეწია -შეიშალე? შენ მე ვერაფერს -მე შენ ახლა შეგიწყალე ... ლმობიერ კაცად მაქცია მეუღლემ ,რომელსაც შენ და შენნაირები ვერასდროს შეაშინებთ - საძინებლამდე მიიყვანა და კარადის კარები ხმაურით გააღო- დაიწყე თორემ ვინმე მივა იმ შენს პათოლოგთან და ეტყვის შენი ადვოკატი გაყიდულიაო, გაბ.ზდაო რომ გაიგებენ ვის გაატყავებენ პირველად შენ თუ შენს დას ? -როგორ ბედავ -მე კი არა შენ როგორ გაბედე , იფიქრე რომ ჩემ ცოლს ვინმე რამეს ავნებდა ... რატომ არ უთხარი ქვეყანას ამოაყირავებს და თავზე დაგამხობთ-თქო -ვაკოო , ვერ გააჩერებ იმათ . თქვას უარი და მორჩება -უარს არ იტყვის, არასდროს ! -მე წავალ, დავისვენებ ...მშვენიერია, მაგრამ შენ მათ მტრად გადაიკიდებ -იზრუნებენ ,რომ მტერი არ გავხდე -ასეთი არ მახსოვდი -ბევრი რამ იცვლება,როდესაც სხვების დაცვა გიწევს . -თუ მიპოვნიან ვიტყვი,რომ დამემუქრე -ვერ გიპოვნიან, არც ეცდებიან ! -გიყვარს? -დრო გეწურება... ბევრს ვერ დაგითმობ! ………………. _სალამიი ... როგორ ბრძანდებით ბატონო ანზორ? კიდევ არ დაგეწიათ ცოდვებისთვის სასჯელი ? _კაცს მანქანაში ჩაუჯდა, კარი მიხურა და მისი იარაღიც იპოვნა საუბრის დაწყებისთანავე _ ამით დაემუქრე მოსამართლეს ? _შენ საერთოდ ვინ ხარ ... აქ რა გინდა და ესენი ვინ არიან _ვაკო ვარ , კორინთელი თუ არ გაგიგია ჩემი გვარი , ძალიან ცუდი . დღეს დაგამახსოვრებ , პირობას გაძლევ _ იარაღიდან ყველა ტყვია გადმოყარა ერთის გარდა _გავიგე რუსები უყვარსო...შენ პათოლოგ შვილს იქ უპირებ გაშვებას ციხიდან რომ გამოიყვან? _გიორგის ძმა ხარ ? _ სახე დაეცვარა , მის ხელში იარაღს უყურებდა და კოტიტა თითებს შუბლზე ისვამდა _ვერ გავიგე რა გინდა ... თქვენ საქმესთან მე არაფერი მაქვს . _ჩემ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს შეეხე და აზრზეც არ ხარ? არ გითხრა შენმა ადვოკატმა? _სისულელის გამო ზის და იქ ვერ დავტოვებ. თვითონ დავსჯი ისე როგორც საჭიროა იმ ხალხთან იმ დედამოტყნ. ციხეში ვერ ჩავალპობ . გამიგე , კაცი არ ხარ ? გიორგის ბიჭები ჰყავს , ხო? რომელიმე რო ციხეში მოხვდეს ხო ყველაფერს იზამ ... _გიორგის ბიჭები ქალებს სიკვდილამდე არ სცემენ და არ აუპატიურებენ . შენმა ბიჭმა რა უქნა იმ გოგოს ნახე? თუ შენი არ არის და დაიკიდე...სისულელეა ხომ? ვინმე რომ მივიდეს შენს რომელიმე დისშვილთან და იგივე სისულელე გაუკეთოს ცოცხლად გაატყავებ ხო? _შენ გამაგებინე იმ გოგოს ვინ ხარ... თუ რაზე მთხოვ პასუხს _ჩვენ ახლა იცი რას ვიზამთ? შენ , შენს საყვარელ ბიჭს ციხეში დატოვებ... აქ ჩვენთან თუ არ გინდა , რომ რუსეთში წასვლის შემდეგ შენც დაგიჭირონ და ისიც . რა სჯობს ორივე , რუსეთში რომ ჩალპებით თუ ის შენი არაკაცი დაჯდება მხოლოდ. კიდევ იმ გოგოს შეეშვებით, მის გაჭირვებულ ოჯახსაც და მგონი შენ სქელ ჯიბეში არის იმდენი ფული იმ გოგოს ჩამოქცეულ მომავალს სულ ოდნავ რომ შეუწყო გამოსწორებაში ხელი. ფულით ვერ უყიდი იმას რაც წაართვით , მაგრამ მაინც ძვლები აქვს დამტვრეული და ოპერაციას გაიკეთებს .თუ არ გააკეთებ , იცი გიორგის როგორ უყვარდა გაბრაზებულ გულზე ზუსტად იგივეთი გადახდა და ის აღარ არის, მაგრამ მე შესაძლოა უარესიც ვიყო, გამოცდა გინდა ? _ყველაფერს გავუკეთებ იმ გოგოს ...ისედაც ვაპირებდი _ნუ მატყუებ , ყველაფერი ვიცი ! მოსამართლეზე რა ქენი? _ის სულელი ბ.ზი რომ არა ახლა გარეთ იქნებოდა მე მაგის დედას შ.ვეცი _ისე იყო შეშინებული ვერც გაიაზრა რომ არაფერი უნდა ეთქვა მერე უკვე ტკივილს გრძნობდა საჭეზე სახით იყო მიწოლილი და ვაკო კეფაზე ისე აწვებოდა ცხვირიდან წამოსული სისხლი უკვე ნიკაპზე ეღვრებოდა . ტკივილისგან აყვირდა , მაგრამ ვერაფერს შვებოდა _რა გაუკეთე მაგ ქალს... _არაფერი არაფერი ერთხელ ვნახე მარტო მარტო ყელზე მოვუჭირე გამაგიჟა ისე მიყურებდა ვითომ არ ეშინოდა და არაფერი სჭირს გეფიცები _ შენი დამპალი ხელებით ახრჩობდი ? _აფართხალებულს მკლავში წვდა და ხელიც გადაუგრიხა. პატარა სივრცეში კაცი ვერ ტოკდებოდა, ჭარბი წონის გამო გაჭედილი იჯდა ახლა კი ტკივილი გონებას უბინდავდა _ხელები როგორ არ დაგამტვირო მითხარი შე ახვარო ! _არ გინდა ...არ გინდა გთხოვ . ვიცი , ვიცი გიო ვინც იყო , ვიცი რასაც იზამთ ვიციი და მორჩა ისე ვიზამ როგორც მითხარი. გავჩერდები , გავჩერდები ოღონდ გამიშვი _ეს ანგარიშის გასწორება არ ყოფილა... მეტს იმსახურებდი და როგორღაც დაგინდობ. იმედია გონიერებას გამოიჩენ, მიხვდები შურისძიებაზე კი არა ტრ.კის გადარჩენაზე რომ უნდა იფიქრო . სხდომა ხვალ ჩატარდება ... დილის 9 საათზე გოგოს ფულს მიუტან თუ არ გინდა ზედმეტი მოწმე გამოჩნდეს, რომელიც ყველაფერს მოყვება და შენს ბიჭს ორჯერ მეტს მიუსჯიან. 12 საათზე სასამართლო იქნება და შენ იფიქრებ როგორ მოუწყო კომფორტული ბუდე შენს საყვარელ , არაკაც ბიჭიკოს _გასაგებია _ექიმთან წადი... ცხვირი ძალიან დაგიზიანდა მგონი _ მხარზე ხელი დაჰკრა ჯიბეში ჩაყრილი ტყვიები მანქანნიდან გადასვლის დროს გადაყარა და წადიო ხელით ანიშნა _დედას შ.ვეცი ! _არ გავყვეთ? _ხო... ნახეთ რას იზამს _მეეჭვება რამე გაბედოს... გიოსი ისე ეშინოდა არ აქვს მაგის ტრ.კი შურისძიებაზე იფიქროს _საშუალებას თუ მისცემ მატლსაც შეუძლია გავნოს ... მიხედეთ ძმურად . თქვენი იმედი მაქ _შენ სად მიდიხარ _სად წავა შე ჩემა , ცოლთან _მეორემ უპასუხა და გადაიხარხარა. ვაკოს ყურადღება აღარ მიუქცევია დაემშვიდობა და თამარას სამალავისკენ დაიძრა. თენდებოდა ბინის კართან რომ მივიდა, გასაღები მოარგო და ისე შევიდა არც უფიქრია იქ თუ მსგავსი სანახაობა დახვდებოდა. სიბნელეში იარაღით ხელში მდგომი საყვარელი მთრთოლვარე სხეული დალანდა და კარს ზურგით მიეყრდნო _იმედია ყველაფერს სროლას არ დაუმატებ და განქორწინებამდე ან ქვრივობამდე არ მიხვალ , ქალბატონო მოსამართლევ _ვაკოო _ წამში დაფარა მანძილი და მთელი ძალით მოეხვია _როგორ მიპოვნე _დიტოს რომ ვიცნობ როგორ დაგავიწყდა _შენზე რომ ვფიქრობ სულ ვირევი, გათვლები არ გამომდის _ კაცის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და ნელ_ნელა უმშვიდდებოდა გულისცემა _ამ იარაღს არ მომაშორებ? _ზურგზე ეხებოდა მძიმე საგანი , ქალი ხელს არ უშვებდა სანამ თავად არ გამოართვა _მთელი ეს დრო ამით გაატარე? ასე იგებ საქმეებს , თამარა ? _გთხოოვ არაფერი მკითხო ,სულ ცოტა და დალაგდება. ახლა უბრალოდ ჩამეხუტე და მითხარი , რომ უკან არავინ გამოგყვა ან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან _შენ არ უნდა იმალებოდე _ზოგჯერ დამალვაა საჭირო, ჩასაფრება რომ მოახერხო და მოდუნებულ მტერს თავს დაესხა _ამ ბრძოლის ტაქტიკებს ვინ გასწავლიდა იმაზე არაფერი უთქვამს , პირდაპირ იერიში რომ უნდა მიიტანო? _ეგ მაშინ თუ შეიარაღება და ჯარი გყავს _მერე შენ რომ ყველაფერი გაქვს და გაქცევა არასდროს დაგჭირდება არ უნდა იცოდე? _ თმა გაუშალა და ლოყაზე მოეფერა _ როგორი გამოფიტული ხარ, დაჭიმული , დაძაბული _ ყელში აკოცა და კაბის ელვა ბოლომდე ჩახსნა _მოდუნება გჭირდება მე კი იმის დავიწყება თუ როგორ მომექეცი _ამის დრო ახლა არ არის... მე მართლა სერიოზული საფრთხე მემუქრება . ნებისმიერ წამს შეიძლება მომაგნონ. სხვათაშორის იმ შენი საყვარლის დამსახურებით რომელსაც ზეგიდან მივხედავ _შენ საფრთხეს ვერავინ შეგიქმნის _ყელზე ვერაფერს ხედავდა, სიბნელის გამო სიწითლის კვალს ვერ იპოვნიდა, მაგრამ იმის გააზრება რომ ეტკინა ჭკუიდან შლიდა _შენ მე გყავარ და უნდა მიეჩვიო ჩემს ფარად გამოყენებას ... სასამართლო დარბაზის გარეთ შენ თამარა კორინთელი ხარ ! შენ ვერავინ, ვერასდროს გატკენს _ ყელზე კოცნიდა და დაძაბულობას მაინც ვერ იშორებდა ხმიდან _რა გაიგე ... _თავი მაღლა ააწევინა და მზერა გაუსწორა _საუბარი გინდა ? მაშინ შუქი ავანთოთ... მინდა ნორმალურად გხედავდე . თუ აქ ბნელში უნდა იყო მდევარმა რომ ვერ გიპოვნოს. _გთხოვ, ახლა შენთან ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მინდა _მე კი ძალიან მინდა , იმიტომ რომ დროსთან ერთად უფრო ვბრაზდები . ძირითადად პირიქითაა , მაგრამ შენთან განსხვავებულად შენელებული მაქვს ეს შეგრძნება _მაპატიე რომ უხეშად გელაპარაკე ბიჭების თანდასწრებით _პრობლემა ეგ გგონია? ისინი ძალიან კარგად მიცნობენ , არც მრცხვენია მათი ... გაეცინათ წყვილის პატარა კონფლიქტზე. ჩხუბი და გაუგებრობა სიყვარულის გამოვლინება ჰგონია ხალხს. აბა შენ დაგერტყა, ან მეც მეყვირა მეტ გრძნობას დაინახავდნენ. მე კი ვგიჟდები როგორ იფიქრე , რომ ლიასთან რამე მქონდა თუნდაც დიალოგი შენს საქმეზე _საშინელი ქალია... იმასთან საერთოდ როგორ დაწექი _ქალებთან რომელთანაც ვიყავი გარეგნული მახასიათებლები მაინტერესებდა და შინაგანმა ვისთანაც აღმაფრთოვანა , სრულად დანახვა და შესწავლა მომინდა შენ წარმოიდგინე ცოლია ჩემი _ხელი მაღლა ასწია და ბეჭედი აჩვენა _ცოლი გყავთ? ასეთი საინტერესო? _ცოტათი სულელიც აღმოჩნდა, იმედგაცრუებული ვარ _სულელი ? როგორ ბედავ _არც კი აღიარებს და უფრო მეტად ამძაფრებს ამ თვისებას _ვაკო! _ან მოსვლა და მუქარა რა იყო, ან ბრაზი , ან ღელვა ... ან მერე ჩანთის აღება ბავშვის შეშინება, ჩემი გაგიჟება და აქ გამოკეტვა მაშინ როცა გყავს ქმარი ვისი ოჯახიც ნებისმიერს მოიშორებს . საშიში ისინი გგონია? შემიძლია წავიდე , ვიპოვნო და ხელები დავამტვრიო ამის გაკეთებისთვის , მაგრამ შენ გამო თავი შევიკავე. დანაშაულს ხომ ეწინააღმდეგები, მე გაგითვალისწინე ... გეფიცები მაქსიმალურად ვეცადე თავი შემეკავებინა, შენ კი არაფრად ჩამაგდე . სიმართლე დამიმალე და გადაწყვიტე დამოუკიდებლად გემოქმედა. თავი რომ ვერ დაგეცვა? მე რომ დაგლოდებოდი, ბოლომდე პატივისცემით მოგპყრობოდი და ამის გამო არ გამოგყოლოდი, ცოცხალი დამიბრუნდებოდი? მიპასუხეე რას მიპირებდი... რას გვიპირებდი მე და იმ ბავშვს სახლში შეშინებული რომ გელოდება _ფანჯარასთან მიიყვანა, ფარდები გადასწია და ყელზე შემორჩენილი თითების კვალიც ნათლად დაინახა. მიმწყვდეული ჰყავდა, რაფაზე ხელისგულებს ურტყამდა და ისე უყურებდა თამარას საუბრის უნარი წაართვა _რით ვერ გაიგე , რომ მარტო თამაშს უნდა შეეშვა . შენ აღარასდროს იქნები მარტო ! _რა გააკეთე ... შენ რა გააკეთე ჩემს დასახმარებლად. ის ქალი ნახე? _კიდევ მე მეჩხუბები? _შენ თუ გამოხატავ ბრაზს მე არ შემიძლია? ლია ნახე და მას გამოსძალე ინფორმაცია? მაინც როგორ აალაპარაკე _შესანიშნავია ... ეჭვიანობასაც ვხედავ მკაფიოდ სულელურს _მაგ სიტყვას ნუ ახსენებ _ფაქტიაა და აბა როგორ დავხუჭო თვალი ... _კითხვას თავს არიდებ , შესაბამისად მართალი ვარ . იმ ქალისგან გაიგე ყველაფერი იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ დიტო გენახა და აქ მოსულიყავი მასთან წახვედი ... რა საინტერესოა როგოდ აალაპარაკე და რაც გითხრა რამდენად სიმართლე იყო _ღმერთო ამას რას ვხედავ ...ჭკუიდან ნუ გადამიყვან . ისეა გათიშული ჰგონია გ.ვბოზდი და ისე გავიგე ყველაფერი . შენ მე საერთოდ ვინ გგონივარ , ჰა? პირადად პროკურორისგან გავიგე ყველაფერი საქმეზე. მოწმეებიც , დაზარალებულის მდგომარეობაც, ყალბი და ნამდვილი მტკიცებულებებიც და კიდე ათასი რამ. რა ჩემ ფეხებად მინდოდა ლიასთან თამაში... მის სახეს საერთოდ ვეღარ ნახავ, გაფრინდა , ცაშია ახლაც _შენ რა შეაშინე და გაიქცა? _მოეფერე და ალაპარაკდაო არ მოგეწონა ... შეაშინე და გაიქცაც ცუდია? მოფერება სჯობდა ხომ? მეც ვიფიქრე და რატომ არ ავირჩიე ეგ ვარიანტი აიი მივქარეე ხედავ? _ნუ მაგიჟებ _უცებ მოუჭირა თითები ყბაზე და სიცილი შეაწყვეტინა _ სრულიად არეული მაქვს ახლა ფსიქიკა და შემიძლია საშინელება გავაკეთო _იწვი , არა? მეც გამაცოფე და ახლა რა ვქნათ ? დამარტყამ? მე განვაგრძო ყვირილი თუ რამე სხვა მოვიფიქროთ დასამშვიდებლად _ზუსტად ვიცი რაღაც ისეთი გააკეთე რომ გავიგებ გავგიჟდები ამიტომ წინასწარ მინდა გითხრა, რომ მე _ჩემ გარეშე მოქმედების უფლებას არ მოგცემ. არაფერს გააკეთებ რაც საფრთხეს შეგიქმნის . არც ეცადო, ეს პირველი და უკანასკნელი იყო. მე მეტს შენს მონატრებას, გაურკვებლობას და შიშს ვერ გავუძლებ _მეც _რა შენც _ ქალს თვალებში მნათობი წერტილები რომ გაუჩნდა და კაბის მკლავები დაბლა დასწია , გაეღიმა _მომენატრე, შემეშინდა და ამ შეგრძნებებმა ამრიეს ... მეტი აღარ მინდა . რთული აღმოჩნდა, ვიღაც მნიშვნელოვანი რომ გყავს და გემუქრებიან _ჩემ გამო როგორ შეგეშინდა ... ის ჭიაყელა რას მავნებდა _ ზედა რომ მოაშორა ქალმა უკანსვლა დაიწყო, საწოლის მიმართულებით მიდიოდა სანამ ზემოდან არ მოექცა _გამოდის შენ უფრო ცუდი ხარ ვიდრე ვინმე სხვა? _კაბა გადაიძრო და მისკენ დაიხარა _მე რომ არ შემიძლია _ცუდი არ ნიშნავს ძლიერს ... ძალის სწორად გამოყენებაც შეგვიძლია ვისაც ჭკუაც გვაქვს _ თითები საჯდომზე მოუჭირა მერე კი საცვლის შიგნით შეაცურა და გვერდზე ისე ჩახია ქალს თვალები გაუფართოვდა _ნეტავ ამათ საერთოდ არ იცვამდე _ნეტავ ველური არ იყო _ნწ, ექიმი ვარ მე მაგათი _და დაემსგავსე , ხომ? _ კაცის სრულად გაშიშვლება მოახერხა და მის სხეულს რომ შეერწყა სიამოვნებისგან წამოძახილიც ვერ შეიკავა. საშინლად იყო გამოფიტული, გადაღლილი და არეული. ვაკოსთან სიახლოვე კი ყველაფერს აშორებდა, აღარაფერზე ფიქრობდა იმ შეგრძნებების გარდა რაც სულ მცირე დროში ასე ძლიერ შეუყვარდა. სიბნელე განათდდა,წყვდიადს თავი დააღწია და ამჯერად მარტო არ იყო . ფანჯრიდან შემოსული გაზაფხულის მზის სხივები შიშველ სხეულზე ეცემოდა , კაცი შეხებას არ წყვეტდდა და სრულიად აქრობდა მუქ ფერებს _მე კი ვერ გშორდები და გაჩერებაც მიჭირს , მაგრამ შენ თუ არ დაისვენე დღეს სხდომაზე ასე ვერ წახვალ _დღეს არ არის... ხვალაა _გადმოვატანინე, გაწელილი საქმეები არ მიყვარს. მტერს დრო არ უნდა ჰქონდეს გეგმის შედგენისთვის _ტუჩებზე წაეტანა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა _ეს ჩარევაა ...უხეში შემოჭრა სასამართლოში _მკ.დია ეგ შემოჭრა _არ გიხდება ეს სიტყვები _ძალიანაც მიხდება ეგ სიტყვებიც და ეს შემოჭრაც _ვაკოო _მოდუნდი, ყველაფერი მოგვარებულია _მაგიჟებ ! _ხო არა? _სულ ესაა? _სულ ეს? მთელი გამოცდილება გინდა ასე უცებ გაგიზიარო? _ვახტანგ , გეყოს _რა მეყოს ახლა დავიწყეთ ასე უცებ _ვაკოო _აღარ გაბედო უჩემობა ! ........................... _გილოცავ სახლის მისამართი გაგახსენდა _ საძინებელში შესულს სარკის წინ მჯდომი დაუხვდა. სააბაზანოდან ახალგამოსულს თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და შიშველ სხეულს მხოლოდ თხელი პენუარი უფარავდა . _ძვირფასო მეუღლევ ... მოგენატრეთ თუ რით დავიმსახურე თქვენი ეს ირონია _ დასვრილი ტანსაცმელი ეცვა. ფხიზელი არ იყო , გახეთქილი ტუჩი და გადაყვლეფილი მტევნები ჩხუბის კვალზე მიუთითებდა _ არ მითხრა, რომ გაგაბრაზე, გაგანაწყენე , ემოცია გამოვიწვიე . ეს თქვენი ანთებული თვალები ჩემია ? _სად იყავი ? _არ მჯერა, ვერ ვიჯერებ რომ ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ამ კითხვას მისვამ _მიპასუხე! _ ბრაზს არ მალავდა კორინთელი _ორი დღე ვისთან იყავი _შენ რას აკეთებდი სანამ მე არ ვიყავი ? შენ ვისთან იყავი, ცოლო _დაიხარა და ხელები მის ირგვლივ სავარძლის სახელურებზე დააწყო _ ვისთან დადიხარ როცა მე შენთან არ ვარ _კაიფში ხარ , თან მთვრალი ... სიგარეტის სუნად ყარხარ და ქუჩაში დარჩენილი მათხოვარივით ხარ ამოსვრილი ჭუჭყში _შენ კი სველი ხარ და სისუფთავის სურნელი აგდის _ ცხვირის წვერი მხარზე შეახო , თითები კი პენუარის ჭრილში შეაცურა და ბარძაყის შიდა ზედაპირზე აასრიალა . ქალმა ხელის მოშორება რომ სცადა კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე წაეტანა , საპასუხოდ კბენა რომ მიიღო წარბები შეკრა _ მეტკინა... _ვისთან ერთად იყავი , სად და რატომ იჩხუბე _კითხვების რაოდენობას ზრდი ... სიზმარია? ინტერესი გაგიჩინე, არიის , გოოოლ _ წამოიყვირა და უცებ მოშორდა _ ნეტავ რა გგონია , სად ვიყავი _თუ გავიგებ რომ იქ ქალიც იყო შენთან ერთად მერე ვიცი რაც მოხდება , მანამდე რა მგონია და რა არა მნიშვნელობა არ აქვს _შენ რა ეჭვიანობ და იმიტომ მიყურებ ამ მზერით? ვინ მოახერხა შენი ყურადღების მიქცევა, მითხარი რამეს ვაჩუქებ ... ამას რას მოვესწარი. ეჭვიანობ გოგო? _კი არ ვეჭვიანობ ფაქტებს განვიხილავ და მეტი არ მინდა საქმე ისე წავიდეს დამნაშავე აღმოჩნდე. გეფიცები ცოცხლად დაგმარხავ და ზემოდან დაგაკლავ იმ ქალს _ სერიოზულად? ვაა , არ ხუმრობ . ტვინი ამირიე ახლა, მიდი მითხარი ვინ ქალზე ბაზრობ _ასე რომ მოხვედი ორდღიანი დაკარგვის შემდეგ ამას არ ჯერდები და დამცინი კიდეც? _ხოარ გადაირიე გოგო , რა შუაშია ჩემი დაკარგვა ქალთან. თავდასხმა თავდაცვის პონტში თუ რა გეგმას აწვები ! _თავდაცვა ? შენ საღ აზრზე არ ხარ ხომ? იმ შენს წითელპომადიან ბუღალტერს ცოცხლად რომ გავატყავებ მერე მელაპარაკე ასე ტვინარეულმა _ხმას არ უწევდა, მხოლოდ მიმიკები ეცვლებოდა და ბოლო წამს უკვე იღიმოდა _ნათელა ბიცოლა 60 წლისაა _ახალია სამაგიეროდ 27 წლის , კაცებისმოყვარული მათემატიკოსი ბ.ზი და თუ რამ დაგაკელი ყველაფერს აგინაზღაურებს _ატრ.კებ , ბ.ზის შვილი ვიყო ... ამას ნაღდად არ ველოდი. ეჭვიანობ თან ქალზე ვისი სახელიც არ ვიცი? ტეხავს! _ზედა მოიშორა და იატაკზე დააგდო _ გაბრაზებასაც არ დააცდი კაცს . განგებ აკეთებ ხო? ახლა მეთამაშები ეჭვიან ქალს რომ ყურადღება გამიფანტო და იმის ახსნაზე გადავიდე თუ როგორ ყველა ქალი შენს გარდა . არა , შენი ტვინის შესაძლებლობების და გათვლების ქალი მასწავლებელი არ უნდა იყო , დანაშაულია გეფიცები _საწოლზე დაჯდა და არეული მზერა გაუსწორა _ არ მომიყვები კვირას სად იყავი ? მე კი ვიცი , მაგრამ მაინტერესებს შენ რას მეტყვი _შენი პასუხი ჯერ არ მიმიღია _ნუ შემშლი გოგო ისედაც ძლივს ვიკავებ თავს რამე რომ არ გატკინო. მომიყევი იმ ყლ.სთან რა გინდოდა სახლში , რატომ მიხვედი, რამდენ წუთს გაჩერდი, რა გითხრა და რა უთხარი, რა გააკეთე და მე რატომ არ მითხარი _წამში შეიცვალა, მსგავსი ტონითა და გამომეტყველებით ვერონიკას არასდროს დალაპარაკებია_თვალებიდან არ ამომდის შენი წითელი კაბა და კეკლუცი მიხვრა_მოხვრა , სახლიდან გასვლის წინ . ჭკუიდან ვიშლები როგორ არ გკითხე სად მიდიოდი, მაგრამ მე ხომ ბრმა, ყრუ და იდიოტი ვარ შენ რომ გხედავ . რქიანიც ვყოფილვარ და მაინც ვზივარ აქ და გელაპარაკები , ხედავ ? მითხარი , მომიყევი ყველაფერი , რომ გავიგო რა გინდა ჩემგან საერთოდ და რას ვიზამ, რას გაგიკეთებ , შენ ჩემი ბავშვების დედას და ერთადერთ ქალს რომელმაც ბოლოს მაინც ვერ გამიქაჩა უსიყვარულოდ _ თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, ხმასაც ვერ აკონტროლებდა უკვე და ვინ იცის როდის გაჩერდებოდა რომ არა სახეში მოხვედრილი გაშლილი ხელი . _შე მართლა იდიოტო , ხისთავიანო , სულელო . რას მელაპარაკები და რის გაფიქრებას ბედავ საერთოდ. შენ მე ვინ გგონივარ და რას მაბრალებ , კი არ მაბრალებ დარწმუნებული ხარ რომ მე ვიღაც სხვასთან დავძვრები, გატყუებ შენ და ყველას . მოხვედი აქ და დიალოგს მიმართავ . გაინტერესებს რა მინდა? უსიყვარულოდ ვერ გავჩერდი ხო? და ვინ შევიყვარე , ვინ გააცოცხლა ჩემში რომანტიკოსი ჯულიეტა და ვინ დამაკარგვინა თავი. ვის გამო გავბ.ზდი შენს წარმოდგენებში . კვირას ჩემი მოსწავლის სანახავად ვიყავი , რომელსაც წითელა აქვს და მხოლოდ წითელი კაბა კი არ მეცვა ბუშტები, საჩუქრები და ყველაფერი ალისფერი მივუტანე, რომ გამეხარებინა იმიტომ , რომ ის ბავშვი ნამდვილად მიყვარს, მაღელვებს . ასე მესმის მასწავლებლობა ბავშვის რომელსაც დედა არ ჰყავს და სულ არ მაღელვებს ქვრივი კაცი , რომელმაც თვითონ შეიწირა თავისი გარყვნილი ქმედებებით, უპატივცემულობით, ღორული ქცევით . კაცი რომლის დანახვაც ზიზღს იწვევს ჩემში , ისე რომ იქცევა თითქოს ყველაზე პატუვსაცემი პიროვნებაა, ყველაზე განათლებული , საქმიანი და ღირსეული სინამდვილეში კი მარტო შენნაირების აგდება შეუძლია. ზუსტად შენნაირი სულელების მუშტის ქვეშ მოხვედრა და მეტი არაფერი. რა ქენი სცემე ხომ? გამოგიწვია, გაჭამა და თავ_ყბა გაუერთიანე არა? ყოჩაღ ! სიამოვნებით ვნახავ ახლა და დავუკოცნი სათითაოდ ყველა იარას. შენ ხომ აჩვენე რამდენად არ გჯერა საკუთარი თავის , თორემ მე ვინ ვარ. გიღალატე და მოხვედი აქ ჩამომიჯექი და მშვიდად მებაასები ? სერიოზულად , სულ მთლად შეიშალე ხომ იმ დღის შემდეგ. ვერ დაგაჯერე , რომ ჩემი ტვინით სიყვარული უფრო ძლიერია ვიდრე შენნაირი იმპულსური, რომანტიკოსი, მეოცნებე ხალხის წარმოდგენები. გრცხვენოდეს ! შემირცხვენიხარ შენც და შენი კაცობაც ყველა სიტყვისთვის და ფიქრისთვის რაც შენს თავშია . ასეთი იმედგაცრუებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, რომ გეღალატა ალბათ მაშინ უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს , შენგან განსხვავებით ნაწილ_ნაწილ აგკუწავდი და მერე მომეშვებოდა . ახლა კი არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქ რა უნდა გაგიკეთო. არაფერს იმსახურებ , ჩხუბსაც კი _ ჯერ ხმის კონტროლს იმით ახერხებდა რომ ხელებს ურტყამდა და დაგროვილ ბრაზს ასე უშვებდა . მერე მოშორდა, ხალათს დაავლო ხელი და კარისკენ დაიძრა _ ახლოს არ გამეკარო ! _ კარს ხელით რომ მიაწვა ლევანი წამსვე შებრუნდა და მკერდზე მიაწვა მთელი ძალით , მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. ზემოდან დაჰყურებდა , მეტად გამოფხიზლებული იერი ჰქონდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა _არ გაბედო ! _თავიდან ვერ ვიგდებ შენს სიტყვებს . ამდენი თვეა მღრღნის , შიგნიდან მჭამს და მაგიჟებს . კონტროლი დამაკარგვინა ამაზე ფიქრმა , შენ მხოლოდ იმიტომ გახდი ჩემი ცოლი, რომ იცოდი გაღმერთებდი . გაწყობდა ჩემთან ყოფნა და მე ვიყავი ჭკვიანური არჩევანი . ასეთი არჩევანი იმდენია , ბევრად მომგებიანიც შენს წინ. ყველა და ყველაფერი მაცოფებს ვინც გიახლოვდება . დამანგრია მოსმენილმა, დედა უტირა ჩემს თვითშეფასებას . ვებრძვი თავს , მაგრამ სულ მინდა ცუდი ვიყო, დისკომფორტს გიქმნიდე და მაინც ჩემთან რჩებოდე, ვხედავდე როგორ უპირობოდ გინდივარ . ბავშვივით მინდა დავრწმუნდე , რომ გიყვარვარ იმის ნახევარი ძალით მაინც როგორც მე შენ . თუ ვიცი,არასდროს მიღალატებ ისიც იმიტომ, რომ საკუთარი თავის მართვა შეგიძლია და შენი პრინციპების ღალატი არასდროს. ეს მტეხავს , შიგნიდან მწვავს შენში კი არ მეპარება ეჭვი ... შენი გრძნობები . იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ჩემთან ყოფნის დროს კარგავდე შანსს ნამდვილად , გიჟურად, თავდავიწყებით გიყვარდეს ისე, რომ მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, ყველაფრის დანგრევა , ყველაფრის გადახაზვა შეგეძლოს ... აღარ ვიცი რა გავაკეთო, რა ვქნა მითხარი _დაიჯერე , რომ მე ჩემი გრძნობების მაქსიმუმით მიყვარხარ და იმის იქეთ უბრალოდ არ შემიძლია. შენ გამო ყველაფრის გაკეთება შემიძლია და ვაკეთებ კიდეც . შენ კი მოდიხარ აქ ორდღიანი დაკარგვის შემდეგ სრულად დაჩლუნგებული ტვინით , დარწმუნებული , რომ სხვასთან მინდა _ეგ რომ დამეჯერებინა გგონია მართლა ასე დაგელაპარაკებოდი ? შენ რომ ჩემი ღალატი მართლა მოგინდეს ვერცერთი გავაგრძელებთ სუნთქვას . ამის ძალა არ მაქვს ვიყო იმდენად კარგი, რომ გაგათავისუფლო ჩემგან . ჩემი ხარ , მხოლოდ ჩემი _ეფერებოდა , რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და ყელზე გადავიდა _მინდა რამე გავნო , გაცოფებული ვარ და ჩემ დამშვიდებას თუ ვერ შეძლებ ნამდვილად წავალ _ ვნებიან კოცნაში გადაიტანა დაგროვილი ემოციები . ცეცხლის ალში გაეხვა ქმართან ერთად და სხვა დროისთვის გადადო ჩხუბის გაგრძელება . .............. გაზაფხულის მიწურულისთვის დამახასიათებელი თბილი ღამე იყო. ღია ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავი თხელ ფარდას არხევდა და სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მოსული ძაღლების ყეფის ხმა არღვევდა . _სალომე _გისმენ _ სარკის წინ ხის სკამზე იჯდა და თმას ივარცხნიდა . გრძელი , კოჭამდე დაშვებული პერანგიდან მხოლოდ მარცხენა ფეხი მოუჩანდა . _რამე ხდება? ისევ გეწინააღმდეგებიან ხომ? ახალი რამე უნდა მოვიფიქროთ- სარკიდან უყურებდა საწოლზე მჯდომს _რაღაც ხდება , ოღონდ საქმეს არ ეხება ... მე და შენ შორის ხდება რაღაც რასაც ვერ ვხსნი. ბოლო დროა სულ ამაზე ვფიქრობ და გადავწყვიტე , რომ გულწრფელი საუბარი საუკეთესო გამოსავალი იქნება _რა თქმა უნდა, ხომ შევთანხმდით _ აღელვებული წამოდგა და ჯოხს დაყრდნობილი მის წინ დადგა _ მითხარი _იმედია სწორად გაიგებ და სიმართლესაც მეტყვი ... _ ხელი ჩაკიდა და თითებზე კოცნის შემდეგ გაუბედავად დაიწყო _ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ჯვარი დავიწერეთ ... შენთან ერთად ვიწყებ და ვასრულებ დღეებს , მაგრამ ამ ადგილას თითქოს ჩვენს შორის ხიდია რომელის გადმოლახვის უფლებასაც არ მაძლევ. მე არ მინდა იფიქრო რომ რაღაც განსაკუთრებულს ვითხოვ შენგან , რომ ავხორცი ფიქრები მაქვს და სურვილები რომელსაც ვერ ვიკმაყოფილებ . მე მხოლოდ გაურკვეველი შეგრძნება მჭამს...მგონია, რომ ჩემი ყველა შეხება გაშინებს, გაფრთხობს,სიამოვნებას საერთოდ არ განიჭებს პირიქით თითქოს სული გეხუთება და წამებს ითვლი როდის მოგშორდები ... მერე მეხუტები, ისე ტკბილად მკოცნი ტვინი მერევა და იმავე წამს მე რომ გეხები დისტანციას იცავ . ასე თუ გაგრძელდება ნამდვილად შევიშლები ან მითხარი რომ მეჩვენება ან გამაგებინე რას ვაკეთებ ისეთს რაც უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს. თუ მეტყვი საერთოდ არ შეგეხები უბრალოდ სიმართლე მჭირდება ,გულწრფელად მითხარი რას გრძნობ აიი ამ წამს _ ხელი პენუარის ქვეშ შეუცურა და ფეხები მუხლამდე მოუშიშვლა, მაგრამ სალომემ ინსტიქტურად გააჩერა _აი ხომ ხედავ არ მეჩვენება . ისიც შემჩნეული მაქვს უკუნით სიბნელეს რომ ქმნი ოთახში და _გთხოვ ... ღმერთო არ შემიძლია _სახეზე ხელები აიფარა სიწითლეს ვეღარ მალავდა. გულისცემა ისე აუჩქარდა სად დამალულიყო აღარ იცოდა _ ასე არ უნდა მომხდარიყო ... უბრალოდ ვერ მოვასწარი საკუთარ თავთან გამარჯვება მანამ სანამ შენზე იმოქმედებდა . როგორ მრცხვენია _როგორ შეიძლება ჩემი გრცხვენოდეს... ასეთი რა მიზეზი გაქვს . ნუ შემშლი გთხოვ ისედაც თავი გასკდომაზე მაქვს ფიქრისგან ,სადაცაა ღრიალს დავიწყებ . უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ , გიჟდები ჩემზე, მაგრამ ამ სიგიჟეში ჩემთან ფიზიკური კავშირი არ შედის. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოგანდომო თავი, საერთოდ არ ვიცი შენნაირი ქალი ჯერ არ შემხვედრია აფსოლიტურ უმრავლესობას სულ არ აინტერესებდა ხასიათი პირდაპირ ჩემს სხეულზე გიჟდებოდა და შენ აუცილებლად ამითაც უნდა ყოფილიყავი განსხვავებული? უკვე აღარაფერი მიკვირს შენგან ... სანამ სრულად არ შემშლი რა _წამოდგა , ნერვიულად დააბიჯებდა და ქალს აღარ უყურებდა მხოლოდ შემდეგ გაჩერდა სალომეს ხმამაღალი სიცილის ხმა რომ გაიგო და საწოლზე გაწოლილს ზემოდან დახედა. კისკისებდა და ღვთაებრივად გამოიყურებოდა მხარზე ჩამოცურებული პერანგით, ჭრილიდან გამოჩენილი წვრილი ხორბლისფერი ფეხებით, მხრებზე დაშვებული ყორნისფერი თმითა და დიდრონი მრგვალი, ბრჭყვიალა მწვანეებით _ რა გაცინებს... სასაცილოა? ცოლს არ ვუნდივარ ... მეცინება გგონია? ცოტაც და უძლურებისგან ყველაფერს დავამსხვრევ _გაიხადე გთხოოვ ... გთხოვ , გთხოვ მიდი და ყველაფერს გეტყვი. ჩემს გონებაში ღრმად დაფარულ იმ საიდუმლოს გაგიმხელ მოძღვრისთვისაც რომ არ მითქვამს აღსარებაში _ სიცილისგან წამოსული ცრემლები შეიმშრალა და ახურებულ ლოყებზე ხელისგულები მიიბჯინა _ აუცილებლად მე უნდა გაგხადო ? _შიშველი უნდა ვიყო რომ მომიყვე? _ზედა წამში მოიშორა და შარვალიც მისი მიმართულებით გაასრიალა _ საკმარისია თუ სულ მთლად დედიშობილა გგნებავთ _მე აი ამ იდეალური ფიგურის გამო ... ამ უნაკლო ნაკვთებისა და კონტურის დამსახურებით დავემსგავსე ყველა დანარჩენ შენს ქალს , იმათ ჩემამდე რომ გიშლიდნენ ფეხებს და მეზიზღებიან უკიდეგანოდ. საერთოდ ქალური შეგრძნებები რას გულისხმობდა ეგეც არ ვიცოდი სანამ 18 წლისამ სამყაროზე გაბრაზებულმა , მდინარის ნაპირებზე სეირნობისას შიშველი არ გნახე. ეს ამბავი , ეს კადრები იმდენხანს ტრიალებდნენ ჩემს გონებაში მეგონა ჯოჯოხეთში დავიწვებოდი ან უკვე ვიწვოდი . ტუტუცი მე მაღლიდან გიყურებდი. ხეებს შორის ვიჯექი რომ მოხვედი გაიხადე და წყალში გადაეშვი. სანამ შენ ცურავდი მე ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობდი , მგონი ტემპერატურა 40 მქონდა. გაუტოკებლად ვიჯექი და მიქელანჯელოს დავითზე უფრო მიმზიდველი მეჩვენებოდი. მე მას მერე შენს მკლავებსაც რომ ვხედავდი , ხორბლისფერ კანს, მსხვილ მაჯებს, განიერ მხრებს... მაშინ როგორი პატარა იყავი ახლა კიდევ სხვანაირი ხარ . იმ დროს ასეთი დაკუნთული სხეული არ გქონდა,არც წვერს ატარებდი . მერე გიომ მოგიყვანა ჩვენთან , მინდოდა გავმქრალიყავი ისედაც ხეიბარს ენაც დამება მეგონა მეჩვენებოდი. აუტანელი იყო ყოველი შენი მოახლოება რასაც მმართებდა, მერე საუბარი, შენი აზრები, ხედვები და სულ რომ თვალდახუჭული გისმენდი ხმაც კი მოქმედებდა . როგორ მოგერიე არ ვიცი, რაღაც ეტაპზე შენმა ტვინმა ფიგურა დაჩრდილა და მეც აღარ ვიყავი პატარა გოგო . რაღაცნაირად შევეჩვიე სხეულში დავლილ ჟრუანტელს . ყოველთვის მქონდა შენი შეხების დაუოკებელი სურვილი მომენტალურად მეთიშებოდა გონება, ვეღარ გისმენდი და წარმოვიდგენდი როგორ გეხვეოდი, ყელში გკოცნიდი, თითებს მთელს შენს სხეულზე დავატარებდი ... მერე დედამიწაზე ვბრუნდებოდი, ჩემი სიმახინჯე მახსენდებოდა და მიწაზე ვეშვებოდი. ბოლოს გავიმარჯვე თავს ავუკრძალე შენს შეხებაზე ფიქრები ახლა ჩემი ქმარი ხარ, გგონია რომ შენ არ მინდიხარ და ამ სასაცილოდ აფსურდული აზრის გჯერა . ურჩხული და ლამაზმანი ვართ ... ჩვენს შორის ურჩხული ვინცაა ფაქტია . საშინლად მრცხვენია ... არ მჯერა რომ ამ ყველაფრის აღიარება მომიხდა _ ამჯერად ბალიში მიიხუტა გულზე და სახე მასში ჩამალა _ჩაიცვი , თორემ ახლაც მინდები _ თავი არ აუწევია ,ყელზე თითები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა_ მცხელა... მაინცადამაინც ამ ღამით არ წვიმს _ ბუზღუნებდა და მერე გაჩუმდა _ რატომ არ იცინი... მიდი დასცინე შენზე გაგიჟებულ გოგოს . ჩუმ- ჩუმად რომ გითვალთვალებდა ნებისმიერი შესაძლებლობისას ... ფეხბურთის თამაშზე ვგიჟდებიდი სულ იხდიდი ხოლმე მაისურს . როგორ ვერ ვიტანდი მანამდე ამ ოფლში გაწურულ ჭუჭყიან ბიჭებს და მერე შენ ამირიე ტვინი , გამაფუჭე წესიერი გოგო . არადა მანამდე მონაზვნობაზე ვფიქრობდი და მერე ისეთ სიზმრებს ვხედავდი, ისეთებზე ვოცნებობდი მამაოსაც ვერ ვეუბნებოდი აღსარებაში. არ უნდა მეთქვა . გაიცინე მიდი , იხარხარე და მორჩა ! ეს არაფერს ცვლის მე მაინც ყველასგან გამოვირჩევი ჩემსავით არავის უნდოდი _ გავიცინო რაზე, იმაზე რომ ცოლი მემალება ? შეხების ადგილებს მიზღუდავს და ისე შემბოჭა სრულად შიშველიც არ მინახავს მზის შუქზე? ესაა შენი ძალა და თავდაჯერებულობა? შენ გგონია სწორი თვითშეფასება გაქვს , შენ მელაპარაკები მერე ჩემს თვითშეფასებაზე და _გთხოვ, რეალობას თვალი გაუსწორე _ვერ გავუსწორებ ... არ ვიცი ასეთს რას მიმალავ . ფეხი შემობრუნებული გაქვს? დიდი ამბავი მეც დავდგამ ეგრე აჰაა რამე შეიცვალა_მარჯვენა ტერფი მარცხენასკენ მიაბრუნა და ხელიც უშნოდ დაბრიცა _ ნაკლებ მიმზიდველი გეჩვენები? უფრო მეტადაც შემიძლია დავიმანჭო ისე შენ რომ არ ხარ და მაინც არაფერი შეიცვლება . გრცხვენოდეს საკუთარ თავთან ! გაცოფებული ვარ , მე ლამის ჭკუიდან გადავედი შენ არც კი იცი რა საშინელებებს ვფიქრობდი და საქმე თურმე კომპლექსთან გვაქვს, რომელიც მეგონა ჩვენს შორის არ იყო. ესაა თავისუფლება? აბა შენთან ის ვარ ვინც ვარო? მჯერა შენი გრძნობების და დარწმუნებული ვარ ზუსტად ის გიყვარს ვინც ვარო? _გეყოფა , გთხოვ ... მე სიმართლე გითხარი და _არ მეყოფა ... არ მეყოფა და არც ვაპირებ სიბნელეში , საბნის ქვეშ შემძვრალი ისე _ნახე და დატკბი ... აჰაა სრულიად შიშველი . უკანასკნელ საიდუმლოს ვხდი საფარს _ ფეხზე დადგა , დაუფიქრებლად მოიშორა შიშველი სხეულიდან პერანგი და მარჯვენა პროფილი აჩვენა . ბარძაყიდან მუხლამდე გრძელი უშნო ჭრილობა რომელიც მენჯზეც გადადიოდა . ფეხის თითებზე იდგა , მთელ ტერფს ვერ ეყრდნობოდა ხელი კი მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ ერთი შეხედვით ჯანსაღად გამოიყურებოდა _ ასეთი დედასაც კი არ ვყავარ ნანახი... არავის ,არასდროს _პირველად რომ გნახე თავზე მზის ქუდი გეფარა, თმები გაშლილი გქონდა , მაგიდასთან იჯექი და მკერდზე გასკდებოდა ჭრელი პეპლებით კაბა . ყელზე ხალი მომხვდა თვალში და ტუჩები ამეწვა ისე მომინდა ზუსტად აქ შეგხებოდი _ დაიხარა, მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა და კანის სურნელი ხარბად ჩაისუნთქა _ მოვედი და ხელზე გაკოცე ... პირველად ვიგრძენი შენი კანის ეს გასაგიჟებელი გემო , მოგშორდი მაგრამ შენი სუნი თან გამყვა. ვერაფერს მივამსგავსე და ვიფიქრე ეზოში იდგა ან ტყიდან მოდიოდა. იჯექი და მიყურებდი, თითებს მაგიდაზე ათამაშებდი , ხელს გამუდმებით ყელზე იტარებდი, შუბლზე და თავზე ისვამდი ჭკუიდან ვიშლებოდი სულ დავივიწყე სად ვიყავი , ვინ იყავი და გვერდით ვინ გვყავდა. ღრმად სუნთქვადი , მკერდი მოძრაობას ურცხვად ვუყურებდი და მეგონა ნაჭერზე მიხატული პეპლები გაცოცხლდებოდნენ და შენი ხორბლისფერი გულ_მკერდიდან ამოფრინდებოდნენ. ზუსტად ამ დროს ჰგავდი ერთდროულად ცხელ ზაფხულს და ნაზ პეპელას , სათუთსა და ფაქიზს ... მერე საუბარი დაიწყე შენი თვალების ბრიალი ყელში მარწუხებივით მიჭერდა მეგონა გაორება მქონდა . შემდეგ ადექი, ჯოხს ხელი დაავლე და სახლისაკენ წახვედი. ვხედავდი როგორ გიჭირდა ფეხის დადგმა , ვხვდებოდი ეს დროებითი არ იყო, მაგრამ უფრო მძაფრად მინდოდი. გამაგიჟე , არასდროს უნდა შემეხედა სხვა თვალით ძმაკაცის დისთვის მე კი გიყურებდი და წარმოვიდგენდი როგორ გაშიშვლებდი , გკოცნიდი მაგ შენს ხორბლისფერ კანზე . შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩემთვის ვინ ხარ _ მზერადაბინდული იხსენებდა უთქმელ წარსულს და ტუჩებს ახებდა ყველგან , ყველა წერტილში ყელიდან დაბლა ინაცვლებდა თითებს კი ქალის ზურგზე დაატარებდა . საწოლზე დაჯდა, ქალი ფეხებსშორის მოიქცია და ხელი გადაატარა მახინჯი ჭრილობის ზედაპირს _ მე ხომ მაქვს რამდენიმე უშნო ნაიარევი ომიდან შენ მათი შეხება და დანახვა გაღიზიანებს ? გინდა დავმალო? _გთხოვ _ტუჩები რომ შეახო კაცმა მაშინვე მოშორება სცადა _მტკივა , ჩათვალე რომ მტკენ _არასდროს გითქვამს რა დაგემართა...მეც არ მიკითხავს . მგონი დროა გავიგო _დედა იმდენჯერ ამბობდა ყოველ ახალგაცნობილ ადამიანთან რომ ეს დამბლა გართულებული მშობიარობისას მიღებული ტრამვაა და არა თანდაყოლილი ნაყოფის ნაკლოვანება ... როგორ დაიზეპირა ეს სიტყვები არც ვიცი. ისე გამართულად იმეორებდა ექიმის დაწერილ დიაგნოზს თითქოს სულ სხვა ქალი იყო და ტრამვირებული ბავშვი აკვანში რომ ჩააკვრევინა დედამთილს ის სხვა. არ მახსოვს ის ტკივილი რასაც მოტეხილი, ამოვარდნილი ძვლებით ვგრძნობდი მერე არასწორმა შეხვევამ და აკვანში წოლამ როგორ გააძლიერა , წესით არ უნდა მახსოვდეს , მაგრამ ქვეცნობიერად სულ მაწუხებს ხელების შეკვრის შიში და თუ რაიმე ხელ_ფეხის მოძრაობას მიზღუდავს მგონია რომ ვიხრჩობი და ყველა ძვალი მტკივდება . აი ასე თუ დავდგები ნახე როგორი სწორი წვივები მაქვს , მადლობა აკვანს _ გაიცინა და მაინც დაუსხლტა აბაშიძეს _ კუნთებისა და ნერვების მოქმედებაა დარღვეული არასწორი მკურნალობის გამო ისე ფეხი არც მოკლეა, არც ზურგის ტვინიდან წამოსული დარღვევის გამო მიჭირს სიარული. ხელზე ბევრი ვიმუშავეთ , როგორც იცი ვიყენებ და მართალია ნატიფი მოძრაობების შესრულება თითებით მიჭირს , ძალაც არ მაქვს დიდი და ყველა იმ მოძრაობას ვერ ვასრულებ რასაც მარცხენათი , მაგრამ ვარჯიშის საშუალებით ამოქმედდა. ფეხზე ოპერაციაც არ მახსოვს კარგად , მხოლოდ თვითმფრინავიდან დანახული ლამაზი ცა დარჩა ჩემს მეხსიერებას რუსეთში მოგზაურობიდან . მოგონებებში კიდევ მაქვს ციცოს გამუდმებით გაფითრებული სახე, ჩაცვენილი თვალები, ცრემლები და გაბროს მკერდზე მიკრული როგორ დამტიროდა ხეიბარს ეგ. ფეხს საერთოდ ვერ ავამოძრავებდი გაშეშებული მექნებოდა , ვერ გავშლიდი , ბრუნვას ვერ გავაკეთებინებდი ეს ოპერაცია რომ არა , მაგრამ იქ სისხლძარღვები და ნერვები დაზიანდა არასწორი მკურნალობის გამო და ტკივილები მქონდა დიდხანს. უამრავ წამალს ვსვამდი, ექიმებიდან ექიმებთან დავდიოდი. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავით მე და ვაკო გერმანიაში. როგორ მოახერხა დოკუმენტების მომზადება დღემდე არ ვიცი . უკვე იმდენი წლის ვარ ჩემი განკურნება შეუძლებელია , ამ ჭრილობასაც ვერაფერი გააქრობს , მაგრამ ისეთი ხეიბარიც არ ვარ როგორიც ერთი შეხედვით ვგონივარ ყველას _ამ შემთხვევაში ნამდვილად თავდაჯერებული იყო . ზუსტად იცოდა რასაც ამბობდა და მაინც ჭრილობის კომპლექსს ვერ იშორებდა . პენუარი ეცვა უკვე , თხელ ნაჭერში სხეულის კონტური მიმზიდველად იკვეთებოდა, მაგრამ ნაიარევი აღარ ჩანდა და ისიც მშვიდად ეხვეოდა ქმარს _ შეგიძლია მშვიდად მომეფერო , შენი შეხება ყველაზე სასიამოვნო რამეა რაც კი შემიძლია მივიღო , როგორც ქალმა _ წვერიან ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე გადავიდა თითები კი განიერ მხრებზე გადაატარა და სავსე კერტებით მიეკრო მკერდზე _შენ ჯერ კიდევ არ იცი სად არის მაგ სიამოვნების ზედა ზღვარი ... აქამდე ნერვიულობა მაბრკოლებდა . მგონი მეც უნდა გავხსნა საიდუმლო კარტები _კიდევ გაქვს რამე მნიშვნელოვანი ? _ თავი უკან გადასწია და მზერა გაუსწორა _ რასთან დაკავშირებით _ქალებთან _საწოლზე დააწვინა და ნაჭერი აკეცა _არ მაინტერესებს შენი საყვარლების ამბები _ წარბები შეკრა და ფეხზე აცურებულ ხელზე მოუჭირა _ დაივიწყე ეს მხარე _უნდა მოგეფერო , ყველგან ...ყველა წერტილს შევეხო _წინააღმდეგი ვარ _კარგიი მაშინ დავიძინოთ ... _ უცებ მოშორდა და საბანი გაისწორა _დამცინი ? _შენ 10 წლის წინ მითვალთვალებდი და ახლა შიშველი ცოლის ნახვის უფლებას მართმევ _ასეც ვიცოდი ... დღეიდან გამუდმებით უნდა შემახსენო ხომ? არასდროს დაივიწყებ _როგორ დავივიწყებ ფაქტს, რომ ჩემი დანახვისას იღვენთებოდი ...ზუსტად ისე როგორ ახლა _თითები მუცლიდან დაბლა ჩააცურა და ქალის რეაქციას დააკვირდა _რას აკეთებ ... შენ უტააა _მე უტაას მესაჭიროება ბოლო დღეების , კვირების განმავლობაში მიღებული სტრესის განეიტრალება ... თანაც უამრავი საქმე მაქვს . დამაბრუნე ამ ქარცეცხლში იქ მხოლოდ ჩემი სტუდენტები მყავდა სადარდებელიდა აქ _გაჩუმდი _ თითები ტუჩებზე ააფარა და მისკენ მიიწია _ მოიშორე ეგ ნაჭერი ! _ვერ ვიტან რომ მმართავენ _მაგრამ მე სასიამოვნო მეთოდები მაქვს _ გაიცინა ქალი სრულიად შიშველი რომ დარჩა და ბალიშებს შორის დაშვებულს ვნებიაბი მზერა მოავლო _იდეალური ხარ, დაიჯერე და შეიყვარე საკუთარი თავი ისე როგორც მე შენ მიყვარხარ! …………………. -დარიჩკა ... მოვედიი . სადახართ ? რიტუუ , მააა_დაღლილი იყო . თვალებს ძლივს ახელდა და მათი ჩახუტების გარდა არაფერი უნდოდა. სასტუმრო ოთახიდან კი მხოლოდ პატარა ბავშვის ტირილის ხმა ესმოდა _სტუმრები გვყავს ?- გაღიმებულმა შეაბიჯა იქ კი ცრემლებისგან თვალებამღვრეული ცოლი დაუხვდა ,წაშლილი სახითა და თავისთან ახლოს, დივანზე მიწვენილი ჩვილით . ადგილზე გაშეშდა, გამოფიტულმა ტვინმა ფაქტების დალაგება მაინც მოახერხა და წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მიეყრდნო -დარია _მოდი ... მოდი ლადოო _სწრაფად წამოდგა , ხელი მაჯაში ჩაავლო და ბავშვთან ძალდატანებით მიიყვანა _ გაიცანი შენი ბიჭი _სისულელეა ... - თავში მძიმე საგანივით ხვდებოდა ჩვილის ტირილის ხმა ,მაგრამ გონება კვლავ აწოდებდა საჭირო სიტყვებს. მთელი ძალებით ცდილობდა ჩიხიდან თავის დახსნას- შემომხედე ,ძვირფასო ტყუილია ! _ ქალმა მიახლოების უფლება არ მისცა უცებ დაიხია უკან და ბოლო საათის განმავლობაში დაგროვებული ბრაზის გადმოფრქვევა დაიწყო _ დასრულდა , მორჩი ... ამით მორჩი - ბავშვზე ანიშნა და კარისაკენ გაიქცა _მისმინე ,შემომხედე და გაიგე რასაც გეუბნები ! - წინ გადაეღობა და მხრებში ჩავლებული თითებით კედელთან მიიმწყვდია- შენ რა რამდენი ვინმე დაგადგება და გეტყვის ლადოს საყვარელი ვარ და მისგან ბავშვი მყავსო ყველას დაუჯერებ?მიპასუხეე _კიდევ არის ბავშვი? ასეთი სულელი ვარ ...ოიი როგორი სულელი , სულელი ქალი _ თავში იცემდა ხელებს , სახე სულ წითელი ჰქონდა, გრძელი წამწამები ცრემლებს დაესველებინა , მრგვალი ცისფერი თვალები სულ მთლად დაებინდა _ როგორ დაგიჯერე ... ტყუილა ხარ . საზიზგარო , დამპალო _ ხელებს ურტყამდა და ტიროდა ლადოს კი თავი უსკდებოდა ,ბაბშვი არ ჩუმდებოდა , დარია კიოდა წნეხს ვეღარ უმკლავდებოდა _გეყოფა! -უღრიალა და კედელს მუშტი ისე დაარტყა ქალს წამით ეგონა რომ ხელი მას მოხვდებოდა _ტუტუცო _სახეში გაარტყა . თვალებგაფართოებული უყურებდა გააფრთრებულ ქმარს. მანამდე ასეთი არ ენახა _შენ ჩემი ცოლი ხარ , ბავშვი მარტო შენგან მყავს ,გოგონა რომელსაც მთელი 3 წელი ვაკეთებდით და რომლის მოლოდინშიც ჭკუიდან გადავდექი - ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა თავდასხმით თავდაცვა არასწორი ტაქტიკა იყო- ვიღაც ნაბ.ზარი ქალების ტლიკინს არ მოუსმინო არასდროს_თქო რამდენჯერ უნდა გითხრა. თუ ვინმეს ჰყავს მე შევიტენო? მიდი აჰაა კიდე დამარტყი, დამშვიდდები და ამოისუნთქავ, მიდიი გამოუში ბრაზი _კედელს ისე მისცხო მუშტი ქალს მეტყველების უნარი წაერთვა. შეშლილს ჰგავდა კორინთელი , ვისგან გაქცევაც ყველაზე სწორი გამოსავალი იყო _აქ იყო? ვინ იყო მითხარი ვიპოვნო და ის თავისი ბინძური ენა ტრ.კში გავთხარო . ამ ბავშვს კიდე რა დედისტყვ.ა ატირებს ... _მომშორდი ! _როგორც კი ჩვილისკენ გაიხედა მაშინვე დრო იხელთა ბავშვი ხელში აიყვანა _ უნდა ვილაპარაკოთ ! კარგი? ჩემო ლამაზო მორჩა აღარ ვიყვირებ ... ხომ მიცნობ , იცი თავს რომ ვერ ვაკონტროლებ გიჟივით ვყვირი -ქალის მკლავებში ბავშვმა ტირილს უკლო, ნელ-ნელა მშვიდდებოდა _შენიია ... შენი ბავშვიაა _ ხელში ჰყავდა ბავშვი ნიშნით რომელიც ლადოსაც ჰქონდა . …………… -ბებიი ... ციცი ბებიი სადაქალ მიჩელეე- პატარა გოგონა სწრაფად არბოდა კიბეზე და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს მუჭებით იმშრალებდა . ქალი დაინახა თუ არა წამსვე მას მიეკრო _ბებას სიცოცხლე ... რა მოხდა . რამე იტკინე ბეე? კიდე მიშომ გაგაბრაზა ჩემო სიცოცხლე? _ ბავშვის ცრემლების დანახვისას გული შეეკუმშა , კოცნიდა და მკერდზე იკრავდა _დედა ოთაქჩი ჩაიკეტა და ტილიიც ბევჩ ტილიიჩ . მამა კარზე უბრახუნებს და მაშინებენ . ბებოსთან წადიო მამას მოსვლამდე მითხრა დედამ ,მაგრამ დავლჩი დავიმალე და მესმოდა ლოგოლ ჩქუბობდნეენ . წამოდი ჩქალა წამოდი _ხელზე ექაჩებოდა და წასაყვანად ემზადებოდა _ბებიკოო დამშვიდდი, ხომ იცი მამაშენს როგორ უყვარს ჯუჯღუნი . დედიკო გაებუტა და შეირიგებს არ ინერვიულო . მე ახლა შენ ნინო ბიცოსთან წაგიყვან . მასთან ბავშვები არიან და იქ ითამაშე ან გაბრიელს სთხოვე და ცხენებთან შეგიყვანს_ხელში აიყვანა, რამდენჯერმე აკოცა და ეზოში გასულმა მოშორებით მყოფ ბიჭს დაუძახა _გაბრიკოო ბებიიი რიტუნას ვუშვებ ცხენით გაასეირნე _არ მინდა... დედასთან მინდა _მიდი ბები ცოტახანს გაბრიელთან და მერე შენ საყვარელ ნამცხვარს დაგიცხობ , კარგი? _ხოო?- გულუბრტყვილო იყო,მარტივად ერეოდა აზრები _ხვალ დილას დაგახვედრებ ... ამ საღამოს პონჩიკებს გაგიკეთებ _დედიკოს შენ ჩაეხუტები და აღარ იტილებც ქო? _ხო ბები , ხო ჩემო სიცოცხლე ... მიდი გაიქეცი გელოდება გაბრიკო _ ბავშვი გაუშვა და თითქმის სირბილით დაიძრა მეზობელ ეზოში მდგომი სახლისაკენ. შესვლისთანავე გაიგო ლადოს ღრიალის ხმა. სანამ მეორე სართულამდე ავიდა ვერც ამოისუნთქა მერე კარზე შუბლით მიყრდნობილ შვილს მკლავში წვდა _ რა გააკეთე ...ის გოგო ხომ გაუშვი -ჩემთან ჩხუბს სჯობს ის გამოიყვანო თორემ კარს შევამტვრევ. ანდაც რას ველოდები ვამტვრევ გესმის? ან გამიღე ან გაიწიე _დარიჩკა შვილო... მე ვარ . გამიღე კარები , მომიყევი რა ხდება . მიდი ჩემო ლამაზო _ბავშვი კავს დედაა _ ღია კარში მკერდზე მიკრული ჩვილით ხელში იდგა და დაწითლებული თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა _ღმერთო შენ მიშველე - ქალი ხან ბავშვს უყურებდა ხანაც გაფითრებულ რძალს _გამომართვი ... შენია . ზუსტად შენნაირი ნიშანი აქ ფეხზე _ კაცის წინ იდგა, ბავშვი გაუწოდა _შანსი არაა ჩემი არაა ... მოგატყუა იმ ნ.ბოზარმა . აქ იყო მოსული? მე მაგის დედას შ.ვეცი ეს ბავშვი საიდან მოიყვანა როგორ გამოართვი. შენ სამსახურში არ იყავი? იქ მოვიდა? _ ვერ გიტან . საზიზღარო მატყუარა ...უსირცხვილო, უნამუსო კიდე ამბობ მტკიცებულებაა ეს და კიდე ამბობ არააო? _მე შენ მიყვარხარ . შენ ხარ ჩემი ცოლი... ნუ გადააყოლებ ჩვენს ოჯახს ვიღაც ნაბ.ზართან _ლადოოო აქედან წადი ... ახლავე . ბავშვი წაიყვანე და სახლში გადადი . ამ ეზოში შემოსული რომ დაგინახო, დარიას ნებართვის გარეშე ზღვარი რომ გადმოკვეთო ფეხებს მოგამტვრევ გეფიცები ! _ ბავშვი ხელში მიაჩეჩა და ატირებულ გოგოს ხელი მოხვია _ჩემი სახლიდან მაგდებ დედა?-ბავშვისთვის ისევ არ შეუხედავს, ის კი კვლავ ვერ პოულობდა სიმშვიდისთვის ადამიანს _შენი სახლი? სხვისი გაჩენილი ბავშვით რომ დგახარ ცოლის წინ იქ შენი სახლი აღარაა ... აქედან გადი სანამ გავგიჟდები იცოდე გაფრთხილებ . წადი სანამ შემომაკვდები _ რძალს ეხუტებოდა და შვილთან ჩხუბს არ წყვეტდდა. სული ეწვოდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. გოგოსთან ერთად შევიდა ოთახში საწოლზე დასვა და თავი ააწევინა _ ჩემო ლამაზო... ოხ ჩემო დახატულო ეს რა დღეში ვართ _დედაა ციცოო გაიგეე რა თქვაა -ჩშ , ჩშ ჩემო გოგო არ იტირო ეგ სულელი შენი ცრემლების ღირსი არაა -გულში იკრავდა და თავად გაურკვევლობაში მყოფი მის დამშვიდებას ცდილობდა _ყველაფერი კარგად იქნება . შენ ძლიერი ქალი ხარ , ის კი სუსტი , სულელი კაცი რომელმაც ვერ შეძლო შენი სათანადოდ დაფასება , მაგრამ ისწავლის ჭკუას. შენ არ იტირო ,შენ თავი ამაყად უნდა გეჭიროს . სატირლად იმ სულელს აქვს საქმე შენ რიტაზე უნდა იფიქრო , ხომ იცი როგორი ემოციურია . ცოდოა, ნერვიულობს , შენ სჭირდები არ დაგავიწყდეს -ცუდად ვარ ... მე კველაფერი გავაკეთე ქომ იცი დედა- მარტო იყო, არავინ ჰყავდა ქვეყანაში რომელსაც ლადოს გამო შეეკედლა. იქ, იმ მიწაზე არაფერი გააჩნდა, არსად ჰქონდა გასაქცევი , ვერავის იპოვნიდა დასაყრდნობად , მასზე ახლო არავინ ეგულებოდა. ამ მუდამ უკმაყოფილო , მომთხოვნ, კაპას ქალთან თავშესაფარი ჰქონდა . ადრე ციცო ეხუტებოდა, თავად ვერ ბედავდა ახლა კი თამამად მოეხვია და აღარც მოშორდა. ტიროდა,ემოციებისგან იცლებოდა , ლანძღავდა ქალის შვილს და პასუხად მის გასამართლებელ ერთ სიტყვასაც არ იღებდა . _შენი ბრალი არ არის ... შენ საუკეთესო ცოლი ხარ ისაა სულელი , უტვინო კაცი _ბავშვი არის ... ბიჭი დაბადა იმ ქალმა ლადოს ბავშვი . ყიდდა დედა, ჩემთან საავატყოფოში გაუჩენია და სხვას აძლევდა . მე სულელი მივედი , ველაპარაკებოდი არ მისცე მე დაგეხმარები-თქო, მომიკევი რატო აშვილებ . გაეცინა, შენი ქმრისააო მე ფული უნდა ბიჭი არ მინდა გყავდეთო. კიდე მინდა მეტიო ... ლადო ფულს მიცა ? ის კიდე ყიდდა პატარა ხელიდან გამოვგლიჯე იმათ _ არეულად ლაპარაკობდა და გაყინულ თითებს სახეზე იფარებდა _ ცუდად ვარ... გული მტკივა . ეს რა კაცია , იცოდა ყიდდა ? იცოდა დედა? _ღმერთო მიშველე...ღმერთო ეს რა მესმის- ამას ნამდვილად არ ელოდა , ემოციების გამოხატვაც ვერ მოახერხა ,გოგოსაც ხელი გაუშვა - არ იცოდა, ლადოს არ ეცოდინებოდა რომ ყიდდა ! არა , ჩემი შვილი ამას არ გააკეთებდა- საკუთარ თავს უფრო აჯერებდა ვიდრე რძალს. -ვერ ვაპატიებ ...არა დედა, არა -შენ და ლადომ უნდა ილაპარაკოთ. აუცილებლად უნდა აიძულო სიმართლე გითხრას ...შენ უნდა დამშვიდდე ახლა. რიტაზე იფიქრე, ბავშვმა ასეთი რომ გნახოს გადამერევა. ყველაფერი სხვა მოგვარდება. ისე იქნება როგორც შენ გადაწყვეტ , გპირდები. ახლა ძალა გჭირდება, გონიერება და დრო. რაც არ უნდა იყოს მე შენთან ვარ ! ………………….. ბიოლოგიური დედა-შვილობა უპირობო სიყვარულით გაჯერებული კავშირია,რომელიც დაბადების წამიდან ჩნდება და მუდმივად განვითარებას განიცდის. ხდება ისეც ეს ბმა,რომ წყდება და ჩნდება სრულიად უცნობ , უცხო ადამიანთან მძაფრი , ძლიერი ურთიერთობა რომელიც უწყვეტი ციკლის სახეს იღებს. ბევრდება გრძნობები და ასე ამარცხებ ბედისწერის დიდ დარტყმას რომელმაც ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადაგისროლა. მშობლების არჩევაც ხდება ზოგჯერ სრულიად გააზრებულად ,ხანაც გაუაზრებლად ჰკიდებ ხელს პატარა, უსუსურ ქმნილებას და ისიც გეჭიდება. იღებ შეცვლილ რეალობას, აწმყოსა და მომავალს უკავშირებ ადამიანებს რომელთანაც გაქვს სულიერი ერთობა, სისხლის არცერთი წვეთი და სხვა ყველა’ფერი. -თამარას ცელქი ცხენი ჰყავს, არა? - ყვავილებით სავსე მინდორში მორბენალ გოგონას ჰკითხა და თავად დაიჭირა ყავისფერი კვიცი -ონავარი უნდა ერქვას -დაბადების მომენტში ისე გამოიყურებოდა ვერ მივხვდი როგორი ხასიათი ექნებოდა... ჩვენსავითაა, იზრდება და შემდეგ ყალიბდება მისი ქცევებიც -ნეტავ მე რატომ დამარქვა დედამ მირა? - თავი მიადო ცხენის ფაფარს და თითებით დავარცხნა დაიწყო -სახელი მამამ დაგარქვა... სამყაროს ხედავდა შენში - ვაკომ უპასუხა და მის რეაქციას დააკვირდა. წამით შეყოვნდა, თითქოს ფიქრობსო მერე კი მზერა გაუსწორა -შენ საიდან იცი? -ჩემთან მოდი , მე და ვაკოს შენთვის რაღაც გვაქვს ... -რა არის? დაბადების დღის კიდევ ერთი საჩუქარია? - ყუთს დააკვირდა და კარგად დავიწყებული ნივთის ამოცნობისას თვალები აემღვრა- ეს დედასია -მოგონებების ყუთია ... რომელიც ვაკომ შეავსო -აქ ყველაფერია რისი შეგროვებაც შევძელი ... დანარჩენი შენს სახლშია . გახსოვს ? -იქედან გამოვიქეცით, კარგად არ მახსოვს ...უკან მიხედვა ვერ მოვასწარი და ვერ ვიხსენებ ხოლმე . ცუდია ყველაფერს ფილმებივით რომ ვერ ვიწერთ , არა? კარგი იქნებოდა გადახვევა შეგვეძლოს, თავიდან ჩართვა - ყუთს ხელით მოეფერა,მაგრამ გახსნა ვერ გაბედა -აუცილებლად წაგიყვან ერთ დღეს შენს სახლში, მანამდე იქაურობას ჩემი მეგობრები მიხედავენ. მამაშენის მეგობრები იზრუნებენ ... ერთ დღეს უკან დაბრუნებასაც შევძლებთ -შენც მისი მეგობარი იყავი? - დიდი ლამაზი თვალები სულ წყლიანი ჰქონდა - მე რომ ჩვენთან არ მახსოვხარ? -მე გვიან გავიცანი ... ის შენზე მიყვებოდა. ფოტოც მაჩვენა შენი და დედაშენის -აქ სურათებია? დედამ რომ გამომატანა ისინი? მერე მე დამეკარგა ... ბევრი ვიტირე . გზაში დავკარგე მგონი -ვიპოვნე და ყველაფერი აქ არის ... -იცი მას რა დაემართა? -დედას? -ხო -არა, მე მისი გაცნობა ვერ მოვახერხე. -დამმალა და მერე წავიდა. სადღაც წაიყვანეს, მე არ გავსულვარ სანამ ქართველები არ მოვიდნენ. დედას წერილი ვაჩვენე და იმათ წამომიყვანეს, მითხრა გიპოვნიო , მაგრამ ვერ მიპოვნა. შენ მიპოვნე - ვაკოს ჩაეხუტა , ცრემლებმაც დაუსველეს ლოყები- დედამ მამა იპოვნა შენ კი მე და თამარა -მგონი დროა თამარას რაღაც ვუთხრათ - ბავშვს ეხვეოდა, ქალიც მკერდზე ჰყავდა მიკრული და ორივე რომ მორჩა ტირილს მერე გადაწყვიტა ხუმრობა -რა ვუთხრათ? -შენ რომ ხარ ჩვენი ოჯახის მშენებელი -ეგ ხომ ისედაც ვიცოდი ... - ქალი ღიმილით უყურებდა და რაღაც ახალ ინფორმაციას ელოდა -ქორწინების იდეა მირას ეკუთვნის , სტიმული მომცა მისმა ხედვამ -არ მჯერა - თითქოს გაბრაზდა ,წარბები შეკრა და თვალებდაწვრილებულმა დახედა ვაკოსთან ჩახუტებულ გოგოს -ხომ კარგია ვაკო... აბა ისე ვინ მამას მიპოვნიდი რა ვიცოდი - პატარა ხელები სახეზე აიფარა და თითებსშორის იჭყიტებოდა- არ გამებუტოო -რა გაბუტვა, შენ რომ არა შინაბერა დარჩებოდა ... მადლობას გეტყვის და კიდევ გაჩუქებს რამეს -ჩუუ ნუ გააბრაზებ- ვაკოს პირზე ააფარა ხელი და ისეთი სასაცილო იყო თამარამაც ვეღარ შეიკავა თავი -ჩემი საოცრება გოგო ხარ შენ, ჩვენი ცხოვრების საჩუქარი მირა -მე ? -რა შენ ?მეგონა მოგწონდი შენ კი მირას სურვილს აჰყოლიხარ -სიმართლე ფასობსო და აჰაა დამინგრია ოჯახი -ვაკოსაც აკოცე თორემ ცოდოა - ჩუმად უთხრა და ფეხზე წამოდგა - ცხენები გარბიაან უნდა გავყვე თორემ დაიკარგებიან- ყუთი არ გახსნა, ამისთვის ჯერ მზად არ იყო. გაქცევა ერჩივნა, ეტაპობრივად მოერეოდა წარსულის ტკივილს და მასშიც იპოვნიდა სინათლის სხივებს. -იქნებ სხვა დროს უნდა გვეთქვა -წინა დაბადების დღე უფრო მძიმე იყო მისთვის... დღეს კარგადაა , მომავალ წელს კიდევ უფრო მეტს შეძლებს -თავი მხარზე დაადო და ბავშვს მიადევნა მზერა-იცი რა დაემართა დედამისს? -ამბებს ყვებოდნენ ქალზე,რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა საკუთარი ღირსების დასაცავად. გმირზე,რომელიც არ გატყდა ... ღირსეული კაცის ღირსეულ ქალზე - ბავშვს უყურებდა , მისი კისკისის ხმა ესმოდა და მკერდში ჩხვლეტას გრძნობდა- მათ გადაარჩინეს საკუთარი მომავალი ! -მე და შენ მას ფრთებს დავუბრუნებთ , ერთად გამოგვივა -ჩვენ მოვიგებთ ომს ! .................... ახალშობილს ძლივს იჭერდა , მთელს ტანში ტეხდა თავს დატრიალებული უბედურება . ყურებში დარიას ხმა ესმოდა, გზის ნაცვლად მის სახეს ხედავდა და მანძილი სახლამდე მხოლოდ იმიტომ გაიარა , რომ ტვინმა ზეპირად იცოდა ყველა დეტალი. ბავშვი 4 კილოც არ იქნებოდა და ისე ამძიმებდა თითქოს ასობით კილოგრამს იწონიდა. ისიც გრძნობდა კაცის დაძაბულობას, არითმიულ გულისცემას და ტირილს უმატებდა, სულ უფრო ხმამაღლა , თითქმის კივილამდე მიდიოდა უარყოფითი მუხტის მიღებისას პატარა , რომელიც იმაზე მეტს გრძნობდა ვიდრე სხვა ნებისმიერი ზრდასრული. მისთვის გული იყო ყველაზე ახლოს და ამით ამოიცნობდა თავის ადამიანს, უსაფრთხო სივრცეს, რომელიც უდედოდ დარჩენილს საერთოდ არ გააჩნდა. ტიროდა და კაცს კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა, ტვინში ბასრი საგანივით ხვდებოდა ხმა , რომელიც მის ნაწილს ეკუთვნოდა . მიუღებელ, უცხო ნაწილს რომლის არსებობასაც თვეების განმავლობაში არ აღიარებდა ახლა კი ხელში ჰყავდა და ტვინის ერთ ბნელ წერტილს მისი შორს მოსროლა უნდოდა დანარჩენი ნათელი სივრცე კი უფრო ახლოს მიზიდვას აიძულებდა . მთელი სხეული დაეცვარა, სუნთქვა ისე უჭირდა ეგონა გონებას დაკარგავდა. მაშველი რგოლივით გამოჩნდნენ მირა და თამარა. ხტუნვა-ხტუნვით მოაბიჯებდა პატარა გოგონა , თამარასთან ხელჩაკიდებული სახლს უახლოვდებოდა -დაიტოვე ციცოს მოსვლამდე - ატირებული ჩვილი ხელში მიაჩეჩა და სახლი სირბილით დატოვა. ვაკოს გზად შეეჩეხა ,მაგრამ არც შეუმჩნევია ისე აუარა გვერდი და მარნისაკენ აიღო გეზი. -ოჯახში ახალი წევრი გვყავს - ბავშვის კომფორტულად დაჭერას ცდილობდა, ისეთი პატარა იყო ძლივს იჭერდა ის კი ისევ ტიროდა - ახლა რა მოხდება ვაკო? -წარმოდგენა არ მაქვს ! .................. იატაკზე იჯდა და თავზე ხელებს ირტყამდა აზრებარეულს სული ეწვოდა, ტყავში ვეღარ ეტეოდა თითქოს ხორცს აცლიდნენ . ღვინოს სვამდა, მაგრამ ისევ უშედეგოდა . დრო გაჩერდა, გაიყინა და წინ აღარ მიდიოდა. ჩიხში იყო, სივრცეში რომელიც სულ უფრო მეტად მცირდებოდა , სუნთქვას უძნელებდა , თითქოს მალე დაიხრჩობოდა _რა უბედურება დაატრიალე _მეხის გავარდნასავით გაისმა გაბროს ხმა , ხის მასიური კარი ხმაურით დაიხურა და სასოწარკვეთილი შვილის მზერაც მიიპყრო_ის ბავშვი თამარას და მირას რომ ჰყავთ შენია? -დავიღუპე. ნეხვში ვარ, მთლიანად ჩავეფალი . წავა ? წავა ! არა , არაა ამის დედას შევ.ცი მოვკლავ იმ ნაბ.ზარს . ჩემი ხელით დავახრჩობ _იატაკს მუშტებს ურტყამდა და ისტერიკაში მყოფი ვეღარაფერს ხედავდა . ძარღვები სულ დასკდომაზე ჰქონდა,შეშლილივით გამოიყურებოდა -არ გავუშვებ !ვერ გავუშვებ , ვერაა _ვის კლავ საყვარელს რომელსაც შენი სიამოვნების გამო ხმარობდი? ვიღაც ქალთან ბავშვი გააკეთე შე ს.რო და ახლა ვის კლავ . აქამდე სად იყავი , ჭურში გეძინა? ის ქალი ცხრა თვე სად დადიოდა ისეთ ადგილას აქამდე რომ არ გაბაზრდა მისი ორსულობა... ბავშის დამალვას აპირებდი? ასეთი არაკაცი ხარ,რომ საკუთარ შვილს ნაბიჭვრის სახელისთვის იმეტებდი ვიღაც ბ.ზს უგდებდი გასაზრდელად? _აქედან გავუშვი ... ფული მივეცი და გავუშვი. თვეების მერე დამადგა ორსულად ვარო არ დავუჯერე .... გავაგდე , მაგრამ დამემუქრა ყველას გავაგებინებო და ისევ მივეცი ფული. მეგონა აბორტს გაიკეთებდა და იმას თურმე გაუჩენია და ახლა ვიღაცის ბავშვი ჩემ დარიას შეაჩეჩა ხელში . რა უთხრა , რა ელაპარაკა, რა ამბებით გამოუჭედა ტვინი და სად დედის ტყვნ.ში წაეთრა მე რა ვიცი. ისიც არ ვიცი ბავშვი როდის და სად გააჩინა . ჩემი როგორ უნდა იყოს, სამი წელი ვცდილობდი დარიას დაფეხმძიმებას, სამი წელი ...წყეული წლები ჭკუიდან გადავდექი და ახლა როგორ შეიძლებოდა . ვიღაც ბ.ზთან რამდენიმე წუთი უნდა დამიჯდეს მთელ ცხოვრებად? _შენს უნიათობას დარდობ , კარგი მოღალატე რომ ვერ გამოდექი და ბ.ზების მართვა რომ არ იცი? როგორ არ უნდა დააფეხმძიმო, როგორ არ უნდა გააჩინოს ბავშვი , როგორ დამალო ბევრი ქალი შენი ცოლისგან ეგ გაწუხებს ახლა ? _ისე უღრიალა ჯერ რომ არ ახსოვდა ლადოს . მუშტი ხის მაგიდაზე დაარტყა და მერე კეფაზე მოიჭირა ხელი _ რა ჯანდაბად გინდოდა ვიღაც გახრწნილი დედაკაცი როცა დარია გყავს . ვინახარ საერთოდ, რა კაცი ხარ , რა სული გაქ გამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა ხდება შენს ბნელ ტვინში ამდენი წელი რომ ვერ ამოგხსენი და ვერ გიპოვნე სწორი გზა . სულ მაოცებ , სულ რაღაც ახალ უბედურებას იგონებ ახლა ესეც გავიგე , შენივე ბავშვს იშორებდი . ბავშვს რომელიც ისეთ ქალთან გააკეთე თავისი ნაწილის ასე უსისხლოდ მიგდება რომ შეუძლია... კარგია ნაგავში რომ არ ჩააგდო ან სადმე კანალიზაციაში, ან ბავშვთა სახლში . შენზე უკეთესი ყოფილა, დარიასთან თუ მიიყვანა _ჩემი ვერ იქნება _ვერ იქნება თუ არ არის -დახმარების ნაცვლად დაცემულს სულ როგორ მაწვები და მაქცევ წნეხის ქვეშ. ეგაა შენი მამობა? კარგი კაცობაა წინ და მერე ჩემი მამობა ... სულ ასე ხარ . არასდროს შეგეძლო ჩემი შეცდომის გამოსწორება პატარა ამბავიც კი გაცოფებდა თითქოს მე ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ და არ შეიძლება შემეშალოს ,მივქარო ... შენ ხომ ვაკოს საზომით ხედავ - ეზოში დაინახა ძმა და გაეცინა - შენს ძმას რატომ არასდროს დაადგა ბავშვიანი ქალიო მეტყვი... ჩემი ძმა ხომ ისეთი გათვლებითაა თავის უთვალავ ბოზ.ბს საქართველოში და საზღვრებს გარეთ ისე ტყნ.ვს რომ წვეთი არ ეპარება. ეგ ყველაფერს აკონტროლებს, ეგ როგორი იდეალური გამოგივიდაა ზუსტად შენნაირი ... მე რა ვქნა მეე? მე მჭირდებოდი სუულ და არა იმას, ვინც ისედაც სულ აგვარებდა ყველა საქმეს. ისეთებს აკეთებდა მე რომ არც დამესიზმრებოდა და ისე აწყობდა ყველაფერს დამნაშავეაო არავის არასდროს უთქვამს . მე რა გავაკეთო მითხარი...დარიას გარეშე როგორ ვიცხოვრო , ბავშვს წაიყვანს ! თავი მოვიკლა და გიორგი ვეძებო სადღაც გაურკვეველ იქნებ არც არსებულ დედისტყვნ.ში? -წონასწორობა დაკარგული იდგა კაცის წინ და ხმის დაკარგვამდე ღრიალებდა მერე ზღვარი გადაკვეთა და მოხუცმა ისე გაარტყა ქმედების გააზრებაც ვერ მოახერხა _ იცოდე აღარ გაბედო მასეთი რამის თქმა _ აი ეს ხარ სულ... შენი მამობა, ჩემი შვილობა და წლები არაფერს ცვლის. მეც დავბერდი უკვე , ჭაღარა მაქვს და შენ ისევ ასე მეხმარები. სულ მინდოდა რომ კიდე დაგერტყა და ამ ერთს არ დასჯერებოდი ვხედავდი ხელები როგორ გექავებოდა ისე გინდოდა წიხლქვეშ გაგეგდე, დაგეხრჩე , დაგეგუდე და თავს ერეოდი . სუულ ...სულ როცა ზღვარს გაკვეთინებდი აქ ჩერდებოდი და მერე სინდისის ქენჯნით მტოვებდი. შენ ხომ შვილებს არ სცემ არა? ნებისმიერს ჭკუას დაარიგებ და ეტყვი შვილზე ხელი არ უნდა აღმართოო ,ივიწყებ ჩემკენ მოქნეულ მარჯვენას თუ გახსოვს სულ და გგუდავს ... არ მჭირდება შენი აზრები და დახმარება . არაფერი მჭირდება შენი ,წლებია არაფერს ველი და ახლაც შემეშვი. მიხედე ვაკოს დალაგებულ ოჯახს, იდეალურ ცოლს და იდეალურ შვილს. სხვისი მოიყვანა , მაგრამ ისიც ისეთი აარჩია რომ ახლავე გენიოსია. მე სამი წელი ველოდი როდის გავაკეთებდი, როდის დაიბადებოდა ,როდის ვნახავდი და ახლა შეიძლება ჩემთან კი არა ვიღაც სხვასთან გაიზარდოს...წადი, მე თავი დამანებე ბოლომდე ვყარვარ უკვე ... ყელამდე ნეხვში ვარ, ყელამდეე _ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,როგორ არ დაეკარგა ორი სხივი , რომელიც სამყაროს უნათებდა . _რას აპირებ წარმოდგენა თუ გაქვს _ნუ გებრალები ... ასე რომ მიყურებ საკუთარი თავი გულს მირევს და შეწყვიტე ჩემთვის ასე შემოხედვა _ ბანცალით გავიდა შენობიდან . ეზოს იმ ნაწილიდან სამ სახლს ხედავდა , რომლის შუაშიც იდგა მთავარი ციხესიმაგრე . სამივე სახლი სხვადასხვა დროს იყო აშენებული, სხვადასხვა პროექტით და მაინც მათ ის ძველისძველი შენობა აკავშირებდათ . _ლადო ძია ბავშვი აღარ ტირის ... _მირამ რომ მიირბინა გაეღიმა _შენ დააძინე? _მე ვერ დავიჭირე, მაგრამ ვეფერებოდი... ძალიან საყვარელია _რიტა სად არის იცი? _არა, ვიპოვნო გინდა? _ შეგიძლია ჩემთან მოიყვანო , ოთახში? _კი , ვეტყვი _კარგი გოგო ხარ, მადლობა _ხელზე აკოცა და თავისი საძინებლისკენ ისე წავიდა ჩვილის ნახვა არც უფიქრია. საწოლზე თავდახრილი იჯდა, ხელებს დაჰყურებდა და ელოდა პატარა გოგონას ნაცნობ,მელოდიურ ნაბიჯების ხმას , მაგრამ კარში მხოლოდ მირა გამოჩნდა _ლადო ძია , რიტა დედასთანაა ... იცის აქ რომ ხარ და ალბათ მერე გადმოვა _არ გამოგყვა ხომ ? _ისევ გააღიმა ცხრა წლის ბავშვმა, რომელიც სიტყვებს არჩევდა მისთვის გული რომ არ ეტკინა _დარია ბიცოლა ტიროდა და მას ეხუტებოდა , რომ აღარ იტირებს გადმოვა _მადლობა ,მირა საწოლზე გაშეშებული იწვა , თვალები დახუჭული ჰქონდა , ხელები მუცელზე ეწყო და შორიდან რომ დაგენახათ იმდენად ჰგავდა მიცვალებულს სულს გაგიყინავდათ. ბავშვის ტირილის ხმა დახურულ კარშიც აღწევდა , თითქოს განგებ ტიროდა ასე ხმამაღლა რომ კაცისთცის სიმშვიდე დაერღვია , ფიქრის საშუალება მოესპო. _შენი დედაც... შენი დედააც _ კიბე სწრაფად ჩაირბინა და სასტუმრო ოთახში შევიდა. ციცო სავარძელში მდუმარედ იჯდა, მირას თმას უწნიდა და ეფერებოდა ბავშვი კი თამარას ჰყავდა მკერდზე მიკრული და უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდებას _იქნებ რაიმე სტკივა , ექიმთან წავიყვანოთ. ჭამის შემდეგაც არ დამშვიდდა _არ ვიცი , მამამისს ჰკითხე და გადაწყვიტოს _მე მამამისი არ ვარ ! -ჩემი შვილიც აღარ იქნები მალე , გატყობ ! _ქვემოდან ახედა და მერე ისევ გოგონას თმაზე გადაიტანა მზერა- რძალს გამოართვი ბავშვი, რომელსაც ჯერ ხედვა და სმენაც არ აქვს ნორმალურად განვითარებული , არც სახელი აქვს , არც დედა ჰყავს და მამა , მამა მხოლოდ თავის ტყავზე ფიქრობს _მგონი ახლა არ არის ბავშვის მოვლისთვის საჭირო მდგომარეობაში... მე მივხედავ სანამ დალაგდები . მასზე არ ინერვიულო _არ ნერვიულობს, როდის ნერვიულობს. გამოაშკარავებულ ცოდვაზე ნერვიულობს და თავის შვილს იმ ადგილზე იკიდებს რაც ვერ დააკავა და იქ გაარჭო სადაც არ უნდა _ჩემი სახლის ეზოში არ გადმოაბიჯოთ შენ და შენმა ქმარმა _ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა ,მორიგი ზღვარი გადალახა გონებამ და ციცოს მიმართა. თამარას ბავშვი გამოართვა მადლობაო უთხრა და მერე მირას ანიშნა მოდიო _დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. გილოცავ და მაპატიე არეულობისთვის, საჩუქარი მანქანაშია ვაკოს უთხარი და ამოიღებს. ახლა ბავშვს დააკვირდი და მითხარი რომელი სახელი მოუხდება ... _მე მოვიფიქრო? _ხო , მე ვაკომ დამარქვა სახელი. ვფიქრობ შენ უკეთესად გამოგივა ვიდრე მას _რთულია _სერიოზული იყო,უხაროდა ,მაგრამ ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი მისია დააკისრა ლადომ_ერეკლე ? მეფე ერეკლეს მსგავსად _საკუთარი აზრით აღფრთოვანებული თვალების ციმციმით ელოდა პასუხს _ერეკლე კორინთელი ... მგონი მოეწონება. მადლობა დახმარებისთვის , პატარა ქალბატონო _ბავშვს თვალი ჩაუკრა და შემდგ ისე დაიძრა კარისაკენ არავისკენ გაუხედავს _დარიასთან არ მიხვალ! ქალი ჭკუიდან გადავიდა... ბავშვს ყიდდა ის შენი ბ.ზი და მას წაუგლეჯია ხელიდან. იცი მაინც რა გამოიარა? იაზრებ ? უბრალოდ ღალატი კი არ აწუხებს ახლა, გაგიჟებულია იმის გამო რაც დღეს გამოიარა. როგორ თქვი უარი საკუთარ შვილზე , როგორ გაიმეტე სადღაც ვიღაცის ოჯახში გასაზრდელად. ღმერთის მაინც არ გეშინია? მეტი გამოსავალი როგორ არ მოიძებნა -რა გაყიდვა ციცო ... - ეზოში იდგა და ქალს გაკვირვებული უყურებდა- ფული მივეცი , სხვისი ბავშვი მეგონა და მაინც მივეცი ამის დედაც -ჩემო სულელო შვილო ერთადერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება მაშინ მიიღე დარია რომ ცოლად შეირთე და ახლა რას აკეთებ , რას შვები თავს იღუპავ? გონს მოდი , გამოფხიზლდი და რამე გააკეთე. ღმერთმა მეორე ბავშვი გაჩუქა და ისიც დარიას დამსახურებით , ის რომ არა ახლა ეს საბრალო სად იქნებოდა კაცმა არ იცის. ტვინი აამუშავე და რამე გააკეთე , იცოდე თუ მეტყვის წასვლა მინდაო -თვითონ ჩასვამ თვითმფრინავში არა? -დიახ! იცი რატომ? ის უშეცდომოა, სუფთაა ,სრულად მართალია შენთან _ჩარევა აღარ გაბედო ,თორემ ისე ვარ შენც გაწყენინებ - აღარაფრის მოსმენა შეეძლო, მეტს ვერაფერს მიიღებდა მისი გონება. მხოლოდ სახლში ყოფნა თუ დაუბრუნებდა ძალას. კარი ისე შეაღო თითქოს ხელში რომ ბავშვი ჰყავდა დარიასი იყო და არა სრულიად უცხო ქალის. ................ -რა გინდა რომ გავაკეთო - მივიდა , დაჯდა და ერთადერთი რაც უთხრა მხოლოდ ეს იყო -გააჩერე ყველა და მადროვეთ დავრჩე ჩემს ცოლთან მარტო -გინდა ბავშვები წავიყვანო? - რიტა არა -და ერეკლე? -სულერთია -არ არის და შენც იგრძნობ ამას. ახლა უბრალოდ სასჯელად გეჩვენება , სინამდვილეში ახალი სიცოცხლეა ...შენი შექმნილი მეორე სიცოცხლე -მე შენსავით მარტივად არ მიყვარდება -გიყვარდება, მაგრამ გვიან ხვდები მე კი მანამ ვხედავ სანამ ვიგრძნობ -შენ არ გამლანძღავ? არ მესვრი ერთ -ორ ქვას? -ძალიან გინდა, ხომ? არ გეყო ? გინდა ვინმემ რამე დაგიშაოს -არ ჩუმდება , მაგიჟებს -გეძებთ და ვერ გპოულობთ...იჩქარე რა მისი სიყვარულის დანახვა, საბრალოს ისედაც ბევრის გამოვლა მოუხდა . ასე გული ასტკივდება - ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა. ისეთი პატარა იყო, იმდენად სუსტი რომ ურეაქციოდ ვერ შეხედავდით - გილოცავ დაბადებას და მის შვილობას . ყველაზე კარგი მამა იქნება, ცოტა დაელოდე ... გაიაზროს- გაშლილი ხელით მთელს მის ზურგს ფარავდა , ტუჩები თავზე შეახო და ჩუმად განაგრძო საუბარი -არ მინდა ... სხვისი ბავშია . დარიას არ გაუჩენია, ჩემი არ არის -რა ფენომენი ხარ ასე გიყვარდეს ქალი და მაინც დაკარგვის პირას იყო ... როგორ შეგიძლია იყო ასეთი უმადური , დაგავიწყდეს როგორ ლოცულობდი მამობის სურვილი გქონდა მზად იყავი ყველაფერზე და ახლა უარს ამბობ -სასჯელია და არა საჩუქარი -დარიას სხვა კაცთან გაჩენილ ბავშვს მიიღებდი უფრო ვიდრე საკუთარს სხვა ქალისგან? -ჩემნაირი უიღბლოა... უკვე დაიწერა მაგის ბედი -ჩვენ ვწერთ მაგ ბედს ... ნუ მისცემ უფლებას იყოს არასასურველი. ხომ არ მოგწონს ჩვენების აღზრდის მეთოდები, ხომ ამბობდი მე ბევრად კარგი მშობელი ვიქნებიო ხოდა დაამტკიცე რომ შეგიძლია ! -რა შემიძლია ქალს ვუღალატე და მტკიცებულება თითონ იპოვნა -შენ მაგ ქალზე მეტად გიორგი გიყვარდა მხოლოდ და ეგ ქალი რომ ორსულად იყო, თქვენს ნანატრ ბავშვს რომ ატარებდა მუცლით შეგეძლო ძმის საპოვნელად წამოსვლა,მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ გადმოკვეთე საზღვარი დარია ,რომ არ დაგეტოვებინა მარტო. ბოლომდე ვერ გაიხარე ბავშვის დაბადებით, ერთ სიხარულს მეორე უბედურება მოჰყვა ... ხო დიდად იღბლიანი არასდროს ყოფილხარ, სულ შარში ეხვეოდი, მუდამ რაღაც ისეთი გემართებოდა რაც ცოტას შეიძლება შეემთხვას და ტვინიც საბოლოოდ აგერია. ახლაც გყავს ბავშვი და მაინც უბედური ხარ. მე იღბლიან კაცად მთვლი, არადა იმდენი რამ გადამიტანია და კიდევ იმდენს გადავიტან, მაგრამ შენგან განსხვავებით ხედვა მაქვს მხოლოდ დადებითის ძიებაში გაწაფული. ახლა მე რომ შენს ადგილას ვიყო ამ საოცრებით დავიმშვიდებდი თავს, დარიას დროს მივცემდი , საკუთარ თავსაც და მერე გავაკეთებდი ყველაფერს ჩემი საყვარელი ქალის დასაბრუნებლად. შენ პირველ რიგში საკუთარი თავის დაბრუნება გჭირდება ... იქნებ იპოვნო ჩემი ლადო და მერე რამე მოახერხო თორემ დამღალე უკვე ამდენი გოდებით . კაცი სიცოცხლის გადამრჩენელი ხარ , სიკვდილს სტაცებ ხელიდან ადამიანებს და საკუთარ თავს როგორ ვერ ერევი რა გაგიხდა -მაოცებ ...მეგონა მეტყოდი უღალატე და დარჩენაც არ უნდა სთხოვოო -მე არ მგონია დარია შენზე მეტად ვინმემ შეიყვაროს...შენნაირი ავადმყოფური სიყვარულით მეეჭვება ვინმეს ქალის შეყვარება შეეძლოს. ისიც მეეჭვება ამ ამბის შემდეგ კიდევ ოდესმე რამე მსგავსი მიქარო და შესაბამისად უაზრობაა იყო უბედური იმიტომ ,რომ სისუსტე გამოიჩინე. ძალის დაბრუნება მარტოს თუ არ გამოგდის სხვასთან ერთად უნდა შეძლო ეგ სხვა კიდე ჩემი აზრით შენთვის დარიაა მხოლოდ. გიორგიც რომ იყოს ახლა აქ ისიც კი არ არის მეორე ნახევარი , ეგ სახელი ცოლებს აქვთ , სწორ ქალებს , ძლიერებს სიყვარულის გამო ჩვენნაირი ცხოველების მიღება რომ შეუძლიათ, ცხოვრების ნაწილად ქცევა, სისუსტეების, ცოდვების, დანაშაულების ატანა და ცვლილებების მოხდენაც. რა ვიცი აბა? დარია რომ გაუშვა შენ ვინღა გიშველის -როგორი პირდაპირი ხარ და იმას რატომ არ მეუბნები დარიას დარჩენა ვის უფრო აწყობს მე თუ მას. ჩემი ძმა ხარ და გეშინია ბოლომდე ნეხვში არ ჩავიძირო ,არა? ამიტომ არ მეჩხუბები სხვებივით, არ მადანაშაულებ და პირიქით სტიმულს მაძლევ, მოღალატეს რომ ქალი დავიტოვო. ასე შეგეშინდა ახალი პრობლემის რომელიც ჩემი სახით გაგიჩნდება დარია და რიტა თუ დამტოვებენ? -პირდაპირობა გინდა? ხოდა მაშინ გავიხსენოთ ვინ იყო , სად ცხოვრობდა, რა ბედი ელოდა შენს ცოლს შენ რომ მასზე უარი გეთქვა, ხელი არ ჩაგეკიდა და მისთვის ნათელი მომავალი არ გეჩუქებინა. უღალატე იმიტომ რომ გაიჭედე, ცუდად ხარ, კვდები და დასუსტებულმა ათას უბედურ გამოსავალს შორის ვიღაც ბ.ზის ხმარება გადაწყვიტე. მე რა წმინდანი ვარ? ხო ცოლი არ მყავდა ქალიდან ქალთან რომ დავდიოდი გაფრენის ზღვარზე მისული, მაგრამ რას ვიზამთ. უარესიც შეგეძლო გაგეკეთებინა და ძალიანაც მიხარია ხელში ახლა ბავშვი რომ გიჭირავს და არა ვენაში გასაშვებად გამზადებული წამალი , ან კიდევ ყულფგამზადებული თოკი. დარიას შენ თავშივე დაუმტკიცე შენი სიყვარული, გვერდით დგომა და ის რომ მის გამო ყველაფერს გააკეთებდი. ამ 6 წელში ბევრი გაიარეთ,მეტი გავიდა რაც ერთმანეთს იცნობთ დაქორწინებამდეც რა ურთიერთობაც გქონდა და როგორი საყრდენიც იყავი მისთვის ეგ მარტო მე ვიცი ,მე დავინახე და მე მახსოვს? ყველას სხვადასხვა პრობლემა გვაქვს, ეს ცხოვრება გამოცდაა ...ჩემთვის სულ სხვა შენთვის სხვა, მისთვის სხვა . იდიოტი ხარ, თავს ვერ ერევი და ნამდვილად გამ.სირების ხანგრძლივი პერიოდი გაქვს, ყელშიც ამომიხვედი უკვე , მაგრამ ისეთი არაფერი ჩაგიდენია შანსის მოცემად რომ არ ღირდე! სიყვარული რა ჯანდაბაა თუ დაცემულს გადაგვაბიჯებენ და სასიკვდილოდ გაგვიმეტებენ. ხან ერთი უნდა ვიყოთ საყრდენად ხან მეორე... მე ასე მესმის ცოლ-ქმრობა და შესაძლოა მართალი არ ვარ, მაგრამ ასე ვხედავ. რომ ვიცოდე დარიას და შენ ბედნიერი, მშვიდი ცხოვრების შანსი არ გაქვთ, რომ დარია განადგურდება შენთან თუ დარჩება ვერაფერი გამაჩერებდა, ძალით ჩავსვამდი თვითმფრინავში და გავუშვებდი ! -ეგ შენმა თამარამ იცის? ახლა რომ გისმენდეს მგონი რამეს დაგიშავებდა -ხოდა კარგია,რომ არ მისმენს- საწოლისკენ დაიხარა ბავშვი რომ დაეწვინა, აღელვებული იყო - ფრთხილად ასე რამეს ატკენ - ინსტიქტურად შეაშველა ხელი და თავად აიყვანა -შენც სულ ტიროდი ... თავს გვატკიებდი მე და გიორგის -როგორ გახსოვს ასეთი რაღაცები,იგონებ -ბავშვო , ნუ გავიწყდება რამდენით დიდი ვარ შენზე -ნუ გადამაყოლე ეგ შვიდი წელი -ჯერ ეს ერთიც რვა და მერე მეორეც მე მაგ დროსაც დიდი ვიყავი! -მიდიხარ?-კარისკენ შებრუნებულს ჰკითხა -რა იყო გეშინია მარტო დარჩენილს დარიამ რამე არ მოგაჭრას?- თითებით მაკრატელი გააკეთა და ისეთი გამომეტყველება მიიღო ლადოსაც გაეცინა -ლამისაა თვითონ მოვიჭრა ... -უმადური რომ იქნები კაცი... დავბერდი და ერთი ჩემნაირი არ გამიკეთებია . ორი ჰყავს და მოჭრაზე ფიქრობს. ღმერთო ესაა ახლა სამართალი? არც მიშვებს , ძლივს ჩემი ქალი ვიპოვნე დასაკარგი დრო მაქვს? -ოთახი დამჭირდება ... მიხედონ უთხარი- სერიოზული იყო, ვაკოს ხუმრობას აღარ უსმენდა -აბა მარტო დამტოვეთ ჩემს ცოლ-შვილთანო?შეცვალე გეგმა? -გიორგი როგორ ამბობდა გახსოვს? გეგმები მანამ უნდა შეიცვალოს სანამ მიზანს არ მიაღწევ -და მიზანთან მისულმა უნდა გამოიყენო იდეალური გეგმა ,რათა შეინარჩუნო ის რისთვისაც იბრძოდი! .......................... საკუთარი საძინებლის კართან უცხოსავით იდგა. სახელური ჩამოსწია და დაკაკუნებაზეც კი იფიქრა ნაბიჯის გადადგმამდე. ფანჯარასთან სიგარეტის ღერით მდგომი ქალი რომ დაინახა თითქოს წარსული დაბრუნდა . პირველადაც ზუსტად ამ პროცესის დროს შეამჩნია, უნივერსიტეტის შენობას მზერა მოავლო და გაქვავდა კიდეც. აკანკალებული თითებით იჭერდა ღერსა, მაშინაც პრობლემა ჰქონდა ,ნერვიულობდა და ამ დროსაც ისეთი სხვანაირი იყო, ვერავის მიამსგავსა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა -მაშინ სიგარეტი რომ გადაგაგდებინე პრობლემაც მოგაშორე და ვერ ვიფიქრებდი ოდესმე მე თუ გავხდებოდი შენი თავის ტკივილის მიზეზი - ქალმა მზერა რომ გაუსწორა სუნთქვა შეეკრა, მისი ტირილისგან დაწითლებული მღვრიე სფეროები კვამლსაც ვერ დაეფარა -სხვა კაცი გავიცანი...ეს არ იკავი . შენ ძალა გქონდა , ჩემზე მეტი გონებაც და მიშველე . ახლა ისე ჩამძირე სხვა ვერავინ მატკენდა იმიტომ არავინ მიკვარდა შენსავით. კველასგან გაქცევა შევძელი...შენ მოგეკარი და დავტოვე კველა ვინც ცუდი იკო. ახლა რა ვქნა? მე მიკვარხარ და ვინც პატიობს იმათ არა ... მეც რომ არ მიკვარდე დავრჩებოდი და ავიტანდი შენს გალატს. არც გაქცევა შევძელი არც პატიება შევძელი - ისევ მოიქცია მსხვილ ,მთრთოლვარე ტუჩებსშორის სიგარტის ღერი, თვალებიდან წამოსული ცრემლები სახეზე მიედინებოდა, შემშრალება არც უცდია. გრძელ წამწამებზე მძიმედ ეკიდებოდნენ წვეთები - რატომ მიკვარხარ ასე- სახეზე ხელები აიფარა , კედელს მიეყრდნო და სუნთქვაშეკრულმა განაგრძო ტირილი- მინდა მძულხარ ,მინდა მარა არ არის -მითხარი რა გავაკეთო... რა ვქნა რომ მაპატიო. სისუსტე მაპატიო, სისულელე, ჩემი იდიოტობა მაპატიო, ის რომ ს.რივით ვიქცეოდი და დროულად ვერ გამოვფხიზლდი, გავყევი დინებას და ჩავიძირე . ყველაფერი უნდა მაპატიო , ჩემი თავის ღალატი და არა შენი , შენი არ იყო. გეფიცები არ იყო ! შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ სულ გეუბნებოდი ,მომავალშიც მშვიდი სინდისით გეტყვი იმიტომ რომ ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება რამდენ ქალთანაც არ უნდა დავწვე. შენამდე რამდენი მყავდა ეგ გაარკვიე? იცოდი რომ გაგიცანი ნახევარ უნივერსიტეტს ვაბავდი და ლექტორთან აუდიტრიაში თავზე დამადექი... მაგრამ შენ გახდი ის ვინც შევიყვარე. ვისმა ცხოვრებამაც დამაინტერესა, ვისი ბედიც ჩემსას დავუკავშირე, ვისთან ერთადაც მინდა ყოველი დღის დაწყება და დამთავრება, ვისი მოსმენა, დანახვა, ჩახუტება, ერთი კოცნა მყოფნის სიმშვიდისთვის... არ ჩამინაცვლებიხარ, არაფერი შეცვლილა, არ მიღალატია მე იმ გრძნობისთვის რითაც დავიწყეთ და რის გამოც დამიკავშირე ცხოვრება. შენთვის მე არასდროს შემომიფიცავს ხორციელი ერთგულება, წარმოუდგენელი იქნებოდა მეთქვა ასეთი სისულელე და არც მითქვამს არასდროს . არავისზე მიფიქრია, შემიძლია დავიფიცო შენს გარდა გონებაში არცერთი ქალი მყოლია ,არავინ მდომებია ასე ჟანგბადივით . ჩემი შვილის დედად სხვას ვერ მივიღებ, გვერდით მყავს ბავშვი რომლის არსებობასაც ვერ ვიჯერებ. რიტა დაბადებამდე შევიყვარე, ჩემი ცხოვრების ცენტრში მოვაქციე ის კი ხელში მყავს და ვერაფერს განვიცდი. გონება არ იღებს, ისე მიყვარს როგორც ნებისმიერი ბავშვი . გგონია ვიცოდი ,რომ ჩემი იყო, მჯეროდა და მისი თავიდან მოშორება ვცადე? მართლა გჯერა ,რომ საკუთარ შვილს გვყიდდი ანდაც აბორტის გაკეთებას ვაიძულებდი? რეალობას თვალი უნდა გავუსწორო , ჩემი შვილია და ჩემთან იქნება. ვიცი, შენც არ გინდა მოვიშორო...უცოდველი ბავშვია განა რა დააშავა რა მისი ბრალია მშობლებში რომ არ გაუმართლა -ოთახის მეორე ბოლოში იდგა, ისიც კედელს იყენებდა საყრდენად . ძალა აღარ ჰქონდა , ამღვრეული თვალებიდან ცრემლები რომ წამოუვიდა საკუთარ თავს დასცინა . სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა, ჰაერი არ ჰყოფნიდა იხრჩობოდა -ვცდილობ, მართლა მინდა გაგიგო...გაპატიო და დავივიწყო. შეიძლება შენზე მეტადაც მჭირდება დავივიწყო , მივიდე ბავშვი ხელში ავიყვანო მივიღო ისე როგორც ჩემი შვილი და მშვიდად გავაგრძელოთ. ვიცი , გიცნობ , ამ წლებით გამოგცადე ... უშენოდ არ ვიცი რა იქნება საერთოდ ,მაგრამ არ გამოდის, ვერ ვერევი ვკვდები და მაინც ვერ გაპატიე . ვიცოდი , ვიცოდი ცუდად ხარ ... რაგაცას აურევ და მაინც ვერაფერი ვქენი . არ მეგონა თუ ვერ მოერეოდი და სხვა ქალები იქნებოდნენ ,მეგონა ჩემთან იქნებოდი მე მელაპარაკებოდი მე გიშველიდი . შენ არ მოხვედი ჩემთან შენ მომშორდი, შორს მომშორდი და არ მენდე -ასე არ არის ... მე შენ ყველაზე მეტად გენდობი. შენს გარდა არავინ მყავს. შენ და რიტა ხართ ჩემი სინათლე , გემუდარები ნუ დამსჯი ასე სასტიკად ნუ მომექცევი . ქვეყნიდან არ წახვიდე , არც იფიქრო რიტასთან დამაშორო. აქედან ვერ გაგიშვებთ, ვერ მოგცემთ უფლებას...სხვა რაც გინდა ის გააკეთე, როგორც გინდა ისე მომექეცი ოღონდ რუსეთში ნუ წაიყვან . იქ არა, გევედრები დარია... იყავი ჩემზე ძლიერი , ბავშვის გამო -შენი ცოლი ვერ ვიქნები... არ შემიძლია , ძალიან ცუდად ვარ -გადავალ , შენ აქ დარჩი ოღონდ სხვა არაფერი მინდა. ისე იქნება როგორც შენ იტყვი -არ მინდა მომეკარო ...შორს უნდა დარჩე . მოვიფიქრებ წავალ თუ არა -მიყვარხარ , მხოლოდ შენ და არავინ სხვა ...ეს არ დაგავიწყდეს გთხოვ, ეჭვი არ შეიტანო გემუდარები -წადი , მარტო მინდა დავრჩე საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანა. იმაზე მეტად ატკინა ვიდრე ოდესმე ვინმემ და ახლა დახმარება მხოლოდ სიშორით შეეძლო,როცა სხვა ნებისმიერ შემთხვევაში გვერდიდან არ შორდებოდა. უმძიმესი წლები გაიარეს , ხელი ჩაკიდა და ყველა „არ „ გააქრო მისი ცხოვრებიდან დატოვა მხოლოდ „შემიძლია“ „გამომივა“ და ახლა ეშინოდა,რომ უმისობასაც შეძლებდა, გამოუვიდოდა სუნთქვა ლადოს გარეშე, მოეწონებოდა და დაივიწყებდა ყველაფერს. ეშინოდა, რომ ვერ შეძლებდა მის დაბრუნებას და წარმოდგენაც არ შეეძლო იმის თუ რა იქნებოდა ცხოვრება დარიასა და რიტას გარეშე. უკუნით წყვდიადს ხედავდა მხოლოდ, მომავალში მეტი არაფერი იქნებოდა მათ გარეშე ! .................. ჭიშკართან მანქანა გაჩერდა და ლონდას მზერა პირდაპირ მოულოდნელი სტუმრის ძიებაზე გადაერთო. უცნობის ვინაობის დადგენა შეუძლებელი იყო , არაფერი ჩანდა სანამ ტაქსმა ტერიტორია არ დატოვა და ეზოში არ გამოჩნდა კაპიტნის ფორმაში გამოწყობილი კაცი. ზუსტად ისეთი ფიგურა ჰქონდა როგორც უტას, სახის ნაკვთებით განსხვავდებოდნენ მაგრამ იერით მკაფიოდ მიანიშნებდა მის ვინაობაზე . მაგიდასთან მჯდომმა მწვანე ლობიოს დარჩევა განაგრძო ისე თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. კაციც არ ელოდა თბილ დახვედრას, ყელზე მოხვევას და ცრემლებს . თვალი მოავლო სახლს , ცოლი იპოვნა და თავად მოეხვია მონატრებულს _კვლავ დავბრუნდი ... _მეოთხმოცეა _ თავი მკერდზე ჰქონდა მიდებული, წამები დაყოვნდა და შემდეგ მანძილი გაზარდა _ შენს არ ყოფნაში ამჯერადაც ბევრი რამ მოხდა_სალომეს შეხედა და ამირანის ყურადღებაც მასზე გადავიდა _ გაიცანი,უტას ცოლი ,სალომე _სასიამოვნოა ... გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას _ხელგაწვდილი იდგა კაცის წინ ის კი აშკარად არ აპირებდა ღიმილით დახვედრას . კარგად ცნობდა სალომე ადამიანების მზერას _რას მეუბნები ლონდა! _ ისე დაიგრგვინა თითქოს მალე ყველაფერს გადაუვლიდა. ქალი წამსვე სალომეს წინ გაჩნდა თითქოს დაცვა დასჭირდებოდა _უტა სამსახურშია ... სახლში დაბრუნდა ცოლთან ერთად და აქედან წასვლას არ აპირებენ ! ახლა დაისვენე, ისადილე და უტაც მალე დაბრუნდება _შენ კორინთელი არახარ? _ კაცმა ცოლი გვერდით გასწია და სალომეს ზემოდან დააცქერდა . საშიში იერი ჰქონდა მუქი ,ხშირი წარბები ცივი კატისებრი თვალები , კოხტად მოვლილი ულვაში და ბასრი ტონი ,რომელიც სალომეს სიმშვიდეს ძირს უჭრიდა _დიახ... გაბრიელის შვილი ვარ . სწორად გახსოვართ _შენნაირის დავიწყება რთული არ არის! ეს რა ცირკია... როდის აპატიე ამათ შენი ძმის სისხლი _არავისთვის მიპატიებია... სალომე უტას ცოლია და მორჩა. ჩემ შვილს იმაზე მეტად უნდა ეს გოგო გვერდით ვიდრე შენ მე გინდოდი და ორივემ გადაწყვიტა ერთად ყოფნა _და ეს უნდა იყოს ჩემი ერთადერთი შვილის ცოლი? _ არის და იქნება სულ! მის გვერდით უტაც დიდხანს იქნება _ რა საინეტერესოა ასეთი რა გითხრა შენმა შვილმა, დაგემუქრა წავალ და აღარასდროს დავბრუნდებიო? _ მითხრა შვილია შენიო ხოდა მეც ასე მივიღე და კი იცი მე ჩემს შვილს როგორ ვიცავ და რამდენად მიყვარს. ახლა სალომე სადილს გაგიმზადებს მე წყალს გავათბობ , გაიხადე მაგ ტანსაცმელი მაწუხებს _ სკამი ხმაურით გამოსწია ძუ ლომივით დაიცვა სალომე და დიდი ალუმინის ქვაბის წყლით ავსება დაიწყო. _ არ მინდა ... არ მშია არ შეწუხდე შენ _ სალომე თეფშებით ხელში გააჩერა , ცოლს მზერა მოაშორა და ჩანთებიანად დატოვა ოთახი. _მადლობა _ სალომე რკინის ვედროთი მდგომ ქალს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა _ამ სახლში ჩემს გარდა პრობლემად ქცევის უფლება არავის აქვს ! ............... _ რას აკეთებს ჩემი დაუღალავი ბიზნესლედი? _ სამზარეულოში მდგომს მოეხვია და ახურებულ ლოყაზე ხმაურით აკოცა _ ყოველ ჯერზე მინდება უსაქმურად დავჯდე სახლში და მთელი დღე ჩემთან მყავდე_ ყელზე გადავიდა და თითები ზედის ქვეშ შეუცურა _ ლონდა არ ჩანს ... სად არის ამ დროს? _მამაშენი დაბრუნდა, მასთანაა აბანოში _ ქვემოდან ახედა და ჩაეხუტა _გაბრაზებულია , არ მოვწონვარ შენს გვერდით როდის გნახა ჩემს გვერდით რომ მოვწონდეთ ან არა ... და ლონდამ რაო თმა ყურს უკან გადაუწია , მაჯაზე აკოცა _დამიცვა _დედა ვის მხარესაცაა მამასთან ომშიც ის იმარჯვებს ! _ცოტაც და ვიტირებდი , იცი ? ნეტავ მოგესმინა , დაგენახა როგორ ელაპარაკა _ხომ გეუბნებოდი დედამ მხოლოდ საჭირო დროს იცის გრძნობების გამოხატვა _ისე მინდიდა ჩავხუტებოდი ... მხოლოდ ვაკოცე , ერთი _ასეთი საყვარელი ნუ ხარ თორემ მომიწევს შენი აქედან საძინებელში გადაყვანა და ვითარებას მეტად დავძაბავთ _ნუ იქცევი პატარა ბიჭივით _ წამწამებს აფახუნებდა და ღიმილიანი სახით ტუქსავდა _მამა არ მოგენატრა? _ცხოვრებაში სულ სამი ვინმე მომნატრებია დედა, შენ და გიო. მამას ყოფნა უფრო უცხოა ვიდრე არყოფნა... მუდამ სტუმარივითაა. ახლაც ერთი_ორი თვით დარჩება და წავა. ზოგჯერ ისიც ერეოდა რომელ კლასში ვიყავი, არასდროს ჩამოუტანია ჩემი ზომა ტანსაცმელი და მის გარეშე მაქვს მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მან ზღვა აირჩია ოჯახის ნაცვლად... თავის მეზღვაურებზე მეტი იცის ვიდრე ჩემზე და მე მასზე..._კარადას იყო მიყრდნობილი და ღუმელთან დაბრუნებულს უყურებდა _შენ რა ელარჯს აკეთებ? _ჩემთან სახლში ხომ მთელი საქართველოა ამიტომ მეც ყველაფერი ვიცი _ნინომ გასწავლა? რატომ აქამდე არ ვიცოდი _მოდი მოურიე , შენი ძალით უკეთესი გამოვა _ხის ჩოგანი ხელში მიაჩეჩა _მამას დედა იყო მეგრელი ... აი ის ციცო რომ ხშირად ახსენებს , სისხლს მიშრობდაო . ის და პაპა რომ დასახლდნენ კახეთში თან მიჰყვათ ეს არეულობა უკვე... დედა ტყუილად აბრალებს ჩემს ძმებს _ჩემ ცოლს მეგრული სისხლი ურევია , თან რა დოზით და მე ამაზე აქამდე არ მიფიქრია _ბებიას არ იცნობდი თორემ მის კილოზეც მარტივად მიხვდებოდი... მეგრული სამივე შვილს ასწავლა, მაგრამ ჩვენ გამოვდექით უნიჭოები. _გებჟალიას გააკეთებ ? _ ურევდა და თან მადაც უმძაფრდებოდა _გულისკენ მიმავალი გზა კუჭის გარეშე გავიარე და ახლა რა ხდება ? _მიყვარს ხომ იცი _ღიპიანი ქმარი არ მინდა ... _ტყუილია შენ მე სულ გებდომები _ ისევ აკოცა და შემდეგ დაინახა კიდეც სახლისკენ მომავალი წყვილი. ბავშვური ინტერესით აკვირდებოდა რომ გაეგო ჩხუბობდნენ თუ არა, გაეღიმა კაცმა ქალს ხელისგულზე რომ აკოცა არ გაუგია რა უთხრა , მაგრამ ლონდას თმის შესწორება უკვე საკმარისი ჟესტი იყო. _როგორ ხარ მამა _ სახლში შესულს მოეხვია და მანაც გულში ჩაიკრა ერთადერთი ვაჟი _მე არამიშავს შენ კი დიდი გადაწყვეტილება მიგიღია ... შეგიცვლია მთელი ცხოვრების რეჟიმი . თანამდებობის კაცს ველაპარაკები უკვე, პიჯაკიც მოგირგია _პერანგის საყელო გაუსწორა და მერე მხარზე დადო ხელი _თქვენც ხომ ეგ გინდოდათ...გამეკეთებინა მეტი _ცოლი სანამ არ ითხოვე და მისი პრიკაზი არ აასრულე ისე ვერ დაგითანხმეთ. უბრალო ლექტორის ცოლობა არ მოსწონს ალბათ ... კორინთელია მიჩვეულია ცნობადობას _არ მითხოვია მამა ... ნათხოვარი და ნასესხები არ მყავს . მეორენახევარია ჩემი _ნახევარი მსგავსი მაინც უნდა იყოს , რაღაცით შესაფერი _სკამი გამოსწია და სალომეს გამზადებულ სუფრასთან დაჯდა _რამდენი თვით რჩები? როდემდე უნდა ჩამოაბნელო ყველაფერი _ლონდამ სალომე გააჩერა მისთვის კერძის მიტანის უფლება არ მისცა. დაჯექიო ანიშნა და თავად დაუდო წინ თეფში ელარჯით _სამუდამოდ ! _როგორ? _ზღვა დავტოვე ... პენსიაში გავედი . დრო იყო უკვე _დატოვე თუ გაიძულეს, რაო მოხუცდი და კარგად იყავიო? დაუბრუნდი შენს მიგდებულ ოჯახსო ? _რანაირი ქალი ხარ...მივდიოდი რატო მიდიხარო დავბრუნდა და რატომ აღარ მიდიხარო _გაძლებას გისურვებ...იმედია მიწაზე დიდხანს სიარული ცუდად არ იმოქმედებს, შეეჩვევი და მიიღებ ყველაფერს რაც ხდება . პირველ რიგში რძალს , რომელსაც სხვათაშორის დღეს ბევრი საქმე ჰქონდა, დაღლილია და მადლობა უნდა უთხრა გემრიელი ვახშმისთვის _შენ რომ ადამიანს ამოიჩემებ _ვითომ მიცნობ _ უკმეხად უპასუხა და ვახშმობას შეუდგა. არავის აქცევდა ყურადღებას, არაფერი აინტერესებდა არც ის რომ თვეების უნახავ ქმართან მეტად რბილი უნდა ყოფილიყო. _მაინც რა საქმით დაიღალე ... რისი გაკეთება შეგიძლია რომ დაგღალოს _ამირან ვივახშმოთ მშვიდად თუ მე და სალომე წავიდეთ ... _სად უნდა წახვიდე _სადმე სადაც ჩემი ცოლის დამცირებას არ ეცდებიან! -უტა -ხელზე შეეხო და მზერით ანიშნა დამშვიდებულიყო -მინდა ახლავე გავარკვიოთ, რომ მე არ ავიტან ჩემი ცოლისკენ მიმართულ ირონიულ ტონსაც კი არათუ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ან ამაღელვებელ სიტყვებს ! ყველაფერი მარტივადაა, მჯერა გაითვალისწინებ და პატივს გვცემ ,მამა -სალომეს ხელი ჩაკიდა ,ოთახიდან გაიყვანა და მარტო დატოვა ცოლ-ქმარი. ცოლი,მშვიდი იყო კმაყოფილს უელავდა თვალები ქმარი კი იმდენად უცხოდ გრძნობდა თავს თითქოს შორეული ნათესავების სახლში იმყოფებოდა და ირგვლივ მის საკუთრებაში არაფერი იყო, არც ვინმე ჰყავდა სულთან ახლოს. ............................ ქუჩაში ჭრელი კაბით მიმავალ ქვრივადწოდებულ სკოლის დირექტორს მთელი რაიონის ალაპარაკება მოეხერხებინა. მიდიოდა მშვიდი, დინჯი ნაბიჯებით და იქვე მოთამაშე ბავშვებს ისე უღიმოდა თითქოს ვერ კითხულობდა გზად შემხვედრი ადამიანების აზრებს, ღიმილიანი მისალმების მიღმა დამალულ გესლინ ჭორებს . იცოდა არასწორად მხოლოდ ისინი იფიქრებდნენ ვინც არ იცნობდა, შესაბამისად მათი აზრიც მნიშვნელობას მოკლებული იყო. იცვამდა კაბებს ,რომლებიც გიორგის ყველაზე მეტად უყვარდა და ასე გრძნობდა მის სიახლოვეს, წარმოიდგენდა რომ სადღაც შორიდან უყურებდა , თვალს ადევნებდა , უღიმოდა და სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა. ყოველ საღამოს ამზადებდა კერძებს,რომელიც კორინთელების პირველს უყვარდა, ელოდა ნებისმიერ წამს და ცდილობდა დახვედროდა ისეთივე როგორიც ბოლო შეხვედრისას იყო. _შვილო, ნინო ჩვენ რა ცირკი ვართ და რაიონის ჭორიკნებს ვართობთ თუ რა ხდება ? _დარია და ლადო შერიგდებიან, ნუ ღელავ _ჯანმრთელი და ცოცხალი თუ არის ადამიანი სადარდებელიც ნაკლებადაა... შერიგდებიან თუ არა მთავარია კარგად იყვნენ . შენ რას ფიქრობ ამ წითელი კაბით რომ დაფრიალებ მეტყვი? _იმას რასაც მანამდე ვფიქრობდი...შავი მხოლოდ იმიტომ ჩავიცვი , რომ გიჟად არ ჩავეთვალე . ახლა მორჩა, ცოცხალი ქმრის გლოვას მოჩვენებითაც არ ვაპირებ! _შვილო , ჩემო გოგოო ნეტავ მართლა ისე იყოს როგორც ამბობ _შენც დაიჯერე რომ აღარაა? დედა ასე რატომ მიყურებ ... ნუ მიყურებ სიბრალულით გიორგი ცოცხალია. შენ მაინც ხომ გრძნობ და გესმის , შენ ხომ იცი ცოცხალია , გზას იპოვნის და დაბრუნდება _სამი წელი გავიდა შვილო ... სამი წელია რაც წავიდა და მისი კვალიც დაიკარგა . ნეტავ მართლა ცოცხალი იყოს , მე ბოლო ამოსუნთქვამდე დაველოდები , მაგრამ შენ ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ წინ მთელი ცხოვრება გაქვს _არაფერი მითხრა , არ გაბედო და არ მითხრა ! გიორგი დაბრუნდება ან მე წავალ და ვიპოვნი _სად უნდა წახვიდე ხომ არ გადაირიე _გადავირიე, მე 18 წლის წინ შემარყია გიორგის სიყვარულმა...დამიფიცა, ერთხელ რომ დაჭრეს მაშინ მითხრა არავის მოვაკვლევინებ თავს და ღმერთი რომ წამიყვანს შენს თვალებს დავინახავო ... შენ ხომ იცი ღმერთსაც დაუპირისპირდებოდა და ფიცს შეასრულებდა. იცი როგორი ხასიათიც აქვს, იცი სულ რომ შეცდომა ყოფილიყო თუ იტყოდა აუცილებლად შეასრულებდა და მჯერა , მისი როგორც საკუთარი თავის და იმის რომ ბოლომდე დაველოდები. არ მითხრა რომ ჭორაობენ, არ მითხრა გიჟად ჩაგთვლიანო შავებს აღარ ჩავიცვამ. მე და შენ თუ არ დავიჯერებთ , რომ ცოცხალია სხვა ვინ იცნობდა ჩვენზე კარგად _დაბრუნდება ხომ? _გატყდა, ისევ სასურველი ილუზია არჩია და შვილის დანატოვარს ძლიერად მოხვია მკლავები . _დიდხანს თუ დააგვიანებს მიშიკო მალე მისი კლონივით იქნება , როგორ ჰგავს არა? თუ მე მეჩვენება _ზუსტად ასეთი იყო მის ასაკში ოღონდ გამხდარი და შავთვალება _ხო , თვალები ჩემნაირი აქვს _ფანჯრიდან დაინახა ეზოში ცხენით მოსეირნე შვილები და გაეღიმა. მერე წამით გიორგი წარმოიდგინა, ისე ცხადად, რომ ინსტიქტურად წამოდგა და გასასვლელისკენ გაიქცა . გვიან გაიაზრა სულ სხვა რომ იყო , უკვე გაღებულ კარს თავი მიაყრდნო და ზღურბლს მოახლოებულ შვილებს ხელები შემოჰხვია _მოვედით დე ... ხომ არ ინერვიულე , პაპას ვეხმარებოდით _ვიცი დე , კარგი ბიჭები ხართ _მიდით იბანავეთ , ივახშმეთ და ვისაუბროთ მერე _ გაბრიელს გაუსწორა მზერა გულზე მიკრულ მიშოს ისევ აკოცა და მერე დაუბრუნდა ციცოს _შეყვარებული რომ ჰყავს მოგიყვა რამე? სკოლაში შენ ხარ , კი გეცოდინება ყველაფერი _ვიცი, მაგრამ ყველაფერი რთულადაა. გოგონა ძალიან მომწონს, მის ოჯახზე კი კარგს ვერაფერს ვიტყვი. მოვაგვარებ, შევუმსუბუქებ მასთან ურთიერთობას_ უცებ დაადო ქალს მუხლებზე თავი და გაისუსა მოფერების მოლოდინში. შემდეგ გრძნობდა თბილი , ნაოჭებგაჩენილი, მრავლისმქმნელი მტევნების შეხებას და სხეულში მონატრებდა ტეხდა. _რაც არ უნდა იყოს არ ეჩხუბო, არ გაუბრაზდე ვაკო გააკეთებს მაგას თუ საჭირო იქნება და დაიმსახურებს. შენ დაუყვავე , მიეფერე თორემ ჩემსავით თუ იჯაჯღანე ხომ ხედავ სულ არაფერს მიჯერებენ, მეუბნებიან და ყველაფერს გაბროსგან ვიგებ _აი თურმე საიდან ჟონავს ინფორმაციები _გაეღიმა და ქალის მარჯვენა მტევანი მკერდზე მიიკრა _ შენი ბუზღუნი არ უნდა მოგვიშალოს დიდხანს ღმერთმა _როგორი გამხდარი ხარ ...ღამე საერთოდ გძინავს ? _მაშინ როცა მჯერა რომ დაბრუნდება კი, იმის მოლოდინით რომ მისი კოცნა და ჩახუტება გამაღვიძებს ან არ გამეღვიძება და დილით დამხვდება ჩემზე გაშეშებული მზერით. იცი რას ვერ ვპატიობ თაავს? თვითონ რომ სულ მიყურებდა, სულ მაკვირდებოდა მე რატომ არასდროს ვიღვიძებდი ღამე და ვუყურებდი . ისე მეშინია რომ დაბრუნებას დააგვიანებს, რომ სხვანაირი მოვა და ძველებური მისი სახე აღარ მემახსოვრება ... თვალების დახუჭვისას გამოსახულება თუ გაიდღაბნება, ძილის მცდელობისას მის ხმას არ გავიგონებ და ვერ წარმოვიდგენ , რომ ჩემთანაა მოვკვდები . მის დაბდუნებამდე რომ ვერ გავძლო მერე ხომ მოღალატე მე ვიქნები, არ შემიძლია სუსტი ვიყო ... ის ჩემთვის დაბრუნდება , ჩვენთვის ყველასთვის და ჩვენც უნდა დავხვდეთ , კარგად მყოფები , ისევ ისე როგორც წასვლის წინ დაგვტოვა . მერე , მერე რომ მოვა ყველაზე სუსტი ქალი გავხდები, მთელ დაღლილობას მოვიშორებ და უფლებას მივცემ მომიაროს ... აღარაფერზე ვეჩხუბები , სულ არაფერზე ვუბრიალებ თვალებს, სულ ჩავეხუტები და სულ ვუყურებ, ტკიპასავით მივეკრობი , აღარასდროს მოვშორდები თორემ გავიყინე უკვე... მგონია მალე თუ არ მოვა ყინულის ლოდად დავხვდები . შენ როგორ უძლებ დედა , რა ძალა გაქვს ასეთი _თვალები დახუჭული ჰქონდა, ტიროდა და ყელში გაჩხერილი ბურთი მაინც არ ქრებოდა. ეგოისტი იყო იცოდა ,მაგრამ სხვას ვერავის დაელაპარაკებოდა ასე ,სხვასთან ვერ იტირებდა ამდენს, სხვა ვინ მოეფერებოდა ისეთი გიორგიც რომ ჰყოლოდა ერთ დროს ზუსტად ასე მონაფერები . ახლა იწვა მის მუხლებზე დადებული თავით, ერთ ხელზე თავად ეფერებოდა მეორე ხელით კი ქალი ეხებოდა თმაზე .გიორგის ადგილს იკავებდა , მის ვებერთელა კვალს სულ ერთი ციდა ვერ გაავსებდა ,იცოდა, მაგრამ მაინც მის დაბრუნებამდე თავად უნდა ყოფილიყო გიორგის შემცვლელიც. _ ადამიანს ყველაფრის გაძლება შესძლებია ,თორემ ვაკო რომ მარტო დაბრუნდა სახლში იმ წამს უნდა გამჩერებოდა გული . ცარიელი საფლავის მომზადება კი არ უნდა დაგვეწყო მე უნდა ჩაგეგდეთ მიწაში ... ნეტა ისეთი მშიშარა გაზრდილიყო ომში გაქცევის ნაცვლად ჩვენი კაბის კალთას ჩაბღაუჭებოდა , ნეტავ სულ არ ყოფილიყო ისეთი კარგი და აქ მყოლოდა ახლა , მაგრამ ასე ვერ იცოცხლებდა .. ეგ რომ სახლში დაგვეტოვებინა მე და შენ ცოცხლად მოგვიკვდებოდა ორივეს _დაღარულ სახეზე მიმავალი ცრემლები შეიმშრალა და ბავშვების მოახლოებასთან ერთად ორივემ დაიბრუნა ჩვეული სახე _ წავედი მე , საქმე მაქვს იმდენი ... ივახშმეთ თქვენ და დედიკო არ გააბრაზოთ იცოდეთ თორემ მოგცხებთ ორივეს _კარგი რა ციცო არ ვიცოდეთ მაინც არავის რომ არ ცემ... მითებია ეგ სულ . გვითხრა უკვე პაპამ _პაპას ამოვგლეჯ ენაას _ მიშოს ხმაურით აკოცა ლოყაზე, გაბრიელს კი წინააღმდეგობის მიუხედავად აუჩეჩა მოზრდული თმა _ ამ თავს მოუხერხე რამე თორემ ქალი ჰგონიხარ ხალხს უკვე შორიდან რომ გიყურებენ _შესისხლხორცებულ ქოთქოთს იწყებდა და ასე გაჰქონდა დღე დღემდე . .................. -მითხარი რაზე ფიქრობ , გამინაწილე და ერთად გავფანტოთ - ეზოში მჯდომს პლედი მოახვია და გვერდით მიუჯდა - გეშინია,რომ მოიტაცებს ? -არა , ვერ გაბედავს მოტაცებას, მაგრამ მამამისი სხვაზე დააქორწინებს. გავიგე შერჩეული ჰყოლია ვიღაც თბილისელი ... ზუსტად ვერ გავიგე -და რას ფიქრობ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მაგ ხალხთან მშვიდი საუბარი აშკარად არ ჭრის. ხომ იცი რამდენჯერ ვცადე მხოლოდ ის მოვახერხე,რომ სკოლაში ხშირად უშვებენ -ეგეც დიდი შვება იყო მისთვის... შენ არ იცი როგორი ბედნიერი მოვიდა და მახარა დედაშენთან შეხვედრის შემდეგ მითხრეს ამ კლასს დაგასრულებინებთო ,თითქოს რაღაც საოცრება მოუვლინე - რა შეგვიძლია გავაკეთოთ შენ უბრალოდ მითხარი და ყველაფერს მოვახერხებთ -ერთი ვარიანტი დარჩა ... სხვა არ ვიცი -გისმენ -მე უნდა დავნიშნო... ნიშნობას თუ მოვაწყობთ სხვაზე არ გაათხოვებს . ელენე საშინლად გაბრაზდება, იფიქრებს რომ ამ მდგომარეობის გამო მეცოდება ,მოვლენებს მართლაც ძალიან დავაჩქარებთ , ჯერ ნამდვილად ადრეა ქორწინებისთვის ,მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ვერ დავუშვებ, რომ ცხოვრება დაენგრეს -შენ ხომ იცი მე რასაც ვფიქრობ ასე ცხოვრების უნახავად ქორწინებაზე ... შენ და ის ჯერ არავის შეხვედრიხართ, გზა არც გაგივლიათ რომ მიხვდეთ ერთმანეთი რამდენად გიყვართ , გჭირდებათ -არ ვიცი წლების შემდეგ რა იქნება, ვინ უნდა გავიცნო ისეთი ეს შეგრძნებები რომ გადაფაროს. მესმის შენი , ვხვდები რასაც ამბობ,მეც ასე ვფიქრობ ,მაგრამ თან ვიცი ეს არაა უბრალოდ მოწონება ან სიბრალული . მე ბევრის დახმარებას ვცდილობ, ბევჯერ მიჩხუბია თითქმის უცნობი გოგოს დასაცავად, პრობლემებიც შემქმნია და კიდევ ბევრის მდგომარეობა შემაწუხებს, მაგრამ არავის ცოლად შერთვაზე არ მიფიქრია, უფრო სწორად არ მიოცნებია...ჩემს მომავალ ცხოვრებაში დიდი ხანია ვხედავ ანას - ვაკოს დაველაპარაკები იქნებ სხვაგვარად მოაგვაროს -ვესაუბრე უკვე -და მან რა თქვა ქორწინებაზე -ელაპარაკა, არ ვიცი რა უთხრა ,მაგრამ კარგი დასკვნა რომ არ გაუკეთებია მივხვდი. მითხრა შემიძლია დავემუქროო, გავაჩერო და შევაშინოო , მაგრამ ისეთი კაცია გოგოს მეტ წნეხში მოაქცევს არ გამოვაო ,თანაც მამაა არასწორად მოაზროვნე ,მაგრამ მაინც ანას უყვარს . რამე რომ დაუშავდეს არასდროს მაპატიებს . ნიშნობას თუ მოვაწყობთ დროს გავიყვანთ ... ამასაც აქვს მეორე მხარე , ასე მხოლოდ გათხოვებისგან დავიცავ ,მაგრამ ისევ იქ დარჩება და სანამ მე ვითამაშებ ის ისევ შორს იქნება მშვიდი ცხოვრებისგან. ჩვენთანაც ისეთი არეულობაა , ლადოს ვერც ვესაუბრე ... იმდენი კითხვა გამიჩინა მისმა ღალატმა -გგონია შენც უღალატებ? -დარიამდე იმდენი ნახა, იმდენი გაიცნო და მაინც იყო სხვასთან ... მე რა უნდა ვქნა მართლა სხვა რომ შემიყვარდეს. ძალიან რთულია, როგორ წყვეტენ ასეთ ამბებს მარტივად -ამდენს არ ფიქრობენ ჩემო ძვირფასო... ამდენი რამ არ ადარდებთ, მხოლოდ საკუთარი თავი და ის დროებითი შეგრძნებები აღელვებთ . შენ კი იმდენად ღრმა ხარ შენი აზრებიცა და ფიქრებიც ყველაფერს ეხება -მიყვარს , დარწმუნებული ვარ ისიც იგივეს გრძნობს, შეიძლება მეტსაც -და მაინც გეშინია, რომ სხვა კავშირი არ გქონდეთ ნდობა, მეგობრობა, მადლიერება ბევრს გვაქვს ,მაგრამ ქალ-ვაჟის სიყვარული ხომ უამრავ ფერს მოიცავს -შენ როგორ დათანხმდი მამას -ჩემი ცოლი გახდებიო მუქარის ტონით მითხრა პირველად , გამაგიჟა და მაინც მთელი არსებით ვიცოდი ის იქნებოდა ერთადერთი კაცი ჩემს ცხოვრებაში . ბევრი არ მიფიქრია , ვგრძნობდი და თანხმობის გარდა არაფერი მომდიოდა აზრად, უარი არც განიხილებოდა , კითხვები არ მქონდა ,ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მჯეროდა მისი და საკუთარი თავის , ვიცოდი ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავდით -თქვენს ფონზე ჩემი სიყვარული ისეთი მცირე მეჩვენება -ჩვენთან შესაძლოა მცირეა,მაგრამ შენთვისაა დიდი , ამ ეტაპისთვისაა საკმარისი -რომ ინანოს? წლების შემდეგ ჩემზე კარგი რომ იპოვნოს და ინანოს? მისი ტკივილის მიზეზი თავად რომ გავხდე? -ყველაფერი დასაშვებია , ყველა’ფერი ნათელიც და ბნელიც მთავარია შენ როგორ გაგრძელებას ხედავ უფრო მკვეთრად როდესაც მასთან ხარ , რეალურად და იმ ოცნებებში -რომ მიახლოვდება , მიყურებს და მიღიმის მის გარდა აღარავინ მახსოვს . ცუდია ხომ? ყველანი მავიწყდებით, არაფერი მაღელვებს ,მადარდებს და მაინტერესებს ... ეს მაბრაზებს , საშინლად მაწუხებს ასე რომ გავყავარ თავის სივრცეში . მე იმდენი პრობლემა მაქვს და ახლაც ვზივარ და მასზე ვფიქრობ,შენც ახალი დარდი გაგიჩინე -თავი დახრილი ჰქონდა, მერე სახეზეც აიფარა ხელები და ასე თქვა ის რისი აღიარება საკუთარ თავთანაც უჭირდა -ჩემო სიცოცხლე, სუნთქვა ხარ ჩემი შენ - ბიჭის ხმამაღლა გაჟღერებულმა აზრებმა გული გაუთბო - შესანიშნავია ,დე ... გასაოცარი გრძნობაა შენი საკუთარი სამყარო რომ გყავს და მე დარწმუნებული ვარ იმ სამყაროს შენ და ელენე ათასი ფერით გაანათებთ -ისევ აგატირე? -ისევ ბედნიერებისგან ,დე ...შენ მე მხოლოდ ბედნიერებას მჩუქნი . თითოეული შენი ნაბიჯი ჩემი სუნთქვის წყაროა და მე შენთან ვარ , ნებისმიერ გზაზე გამოგყვები . შენ არ უნდა გეშინოდეს , წამიც არ დაკარგო . მთავარი ხართ თქვენ, შენ და ის სხვა, დანარჩენი მეორეხარისხოვანია .................. -დასავლეთიდანაც წამოსულა კორინთელების ნაკადი ჩემი შემოქმედების სანახავად _დაუჯერებელია ! _ვერონიკა წამსვე მივიდა და მისთვის არც შეუხედავს , მკლავზე მიწვენილ ნამცეცას დააკვირდა _ მთელი გზაა ვფიქრობ რა განწყობა უნდა მქონდეს , ახლა მოლოცვა მომინდა და თან შენს გვერდით დარიას რომ ვერ ვხედავ მინდება დაგასამარო _ამას რას მოვესწარი ჩემი ცოლიც კი გამოიყვანე მდგომარეობიდან... არადა სულ იცის რომელ მხარესაა _ ლევანი ჩვეულებისამებრ დადებით ჭრილში ხედავდა განვითარებულ მოვლენებს _ მომენატრა პატარა ბავშვის დანახვაც კი და მე მოგილოცავ , დანარჩენი მშობიარობის შემდეგ გართულებად ჩავთვალოთ, რომელიც მონდომების შედეგად გაივლის _ მხარზე ხელი დაჰკრა , თვალი ჩაუკრა და მერე ბავშვი აიყვანა _ლევან , შემთხვევით შენც ხომ არ გაქვს მსგავსი გართულება ჩემთვის შემონახული _ ბავშვის მოფერებით გართულს მზერა მიადევნა და წარბებაზიდულმა ჰკითხა _იმდენი ხანია ამ კითხვას ველი , ლამის პასუხიც დამავიწყდა ... არაა ძვირფასო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემნაირების რაოდენობას დედამიწაზე მხოლოდ შენ განსაზღვრავ. ამდენი წელია ცოლად მყავხარ და აჰაა დამეწია შენი ძმა ერთი გოგო ერთი ბიჭი _სად იპოვნე ეს კაცი სულ რომ ასეთ ნათელ ხასიათზეა ან რას სვამს, ან რას ეწევა, ან რას იკეთებს დაო ჩემო ასეთს გაგვაგებინოს ჩვენც _სიგარეტსაც აღარ ვეწევი და წელიწადში ოთხჯერ მაძლევს დათრობის საშუალებას შენი და ... ეს ხასიათი ან გაქვს , ან არა და ამდენი წელია ვცდილობ გადავსდო ჩემს ცოლს , მაგრაამ თქვენს პესიმისტურ გენებზე არაფერი მოქმედებს სიმონ... რა გაცინებს შე ჩემა ნახე რა ბავშვია ამას რომ შეხედავ რას ვერ შეძლებ კაცი _გემუდარები ნუ მუშაობ მუდამ მესამე ბავშვის ამბავზე , გეყოს ლევან ! _ახლოს იყო, კაცის მკერდზე მიკრულ პატარას თითები დაუკოცნა და თვალები აემღვრა _ ერეკლე კორინთელო, დაე ამ დროის შემდეგ აღარასდროს შეგექმნას პრობლემები და სუულ ბედნიერება დაგყვებოდეს ბედად _მოდი დაიჭირე , გავიხსენო როგორი მშვენიერი ხარ ჩვილით ხელში _ ჯერ ჩუმად იყო შემდეგ შუბლზე აკოცა და ფრთხილად გადასცა უმცრისი კორინთელი _აი ასე ბავშვით ხელში ქალი წმინდანს ემსგავსება _ლოყაზეც შეახო ტუჩები და ბავშვს კიდევ ერთხელ მოეფერა _მგონი ვეღარ მოვშორდები _გაგატან, გინდა ? _ დივანზე იჯდა, ისე იყო დაღლილი ღამისთევის გამო თავს არც სწევდა მაღლა. თვალები დახუჭული ჰქონდა და წაშლილი სახით არაფერზე რეაგირებდა _სალომე არ მოდის ნეტავ? იმდენი საქმე გაიჩინა და აჰკიდა იმ ბიჭს მგონი სანამ არ მოვკვდები აქ ჩამოსასვლელად დრო არ ექნება _ ციცოს ახალი საწუწუნო გამოუჩნდა, მას შემდეგ რაც ლადოსთან ჩხუბს შეეშვა დაგროვილ ენერგიას ძლივს ხარჯავდა _ვაკო სად წავიდა თამარა ? სად დადის ეს ბიჭი გამაგებინეთ ვინმემ _მოვა ,ძალიან მალე . სალომეც მოდის , გზა დიდია ამიტომ აგვიანდებათ _ველონიტაა _სირბილით შევარდა სახლში პატარა გოგონა , ოქროსფერი თმები არეული ჰქონდა,ახალგაღვიძებულს თავად ჩაეცვა და კაბაც არ ჰქონდა გასწორებული _მომენატლე , ჩენ? _ჩემო პრინცესა ... შენ ამ დროს მეგონა გეძინა და თურმე უკვე მზად ყოფილხარ. მოდი დამენახე რა დიდი ხარ, როგორი მშვენიერი _დაატრიალა და ძლიერად ჩაიკრა გულში _ჩენც იმას ეფელები ? _დივანზე დაწვენილ ბავშვს დახედა და წარბები შეკრა _გაგებუტე _ჩემო ვარდის კოკორო მე არ მოგენატრე ? იცოდე გული მეტკინება _ ლევანმა განმუხტა სიტუაცია გოგონას ყურადღება მიიქცია და ისევ გაუნათა სახე _ლევანჩოო ძიაა _ყელზე მოხვია ხელები და მალე ჰაერში აღმოჩნდა _ნელა _ნელა ალა დავალდე _ მთელი ძალით მოეხვია და კისკისი დაიწყო _მაკოცე ერთი , ტკბილი და გემრიელი _ლოყაზე მიიდო თითი , კოცნაც მალევე მიიღო და მერე კიდევ უფრო მაღლა ასწია მოუსვენარი გოგონა . _ჩემთან არ მოხვალ მაა ? _ თვალს ვერ აშორებდა ბავშვს. გული ეწურებოდა როცა მის ბრაზს ხედავდა. არ ჰყოფნიდა ის დრო რასაც უთმობდა პატარა ქალბატონი, ჭირვეულობდა და ეჭვიანობის გამო მუდამ გაურბოდა კაცს კი ამის გაძლება აღარ შეეძლო. ახლაც გატეხილი ხმით მიმართა და დაელოდა როდის ჩაიკრავდა გულში _ჩემო პრინცესა ... მაა _ალ მოვალ ... გაგებუტე ისევ . დედა ჩუდად ალიჩ და სულ ამის ბრალია _თითი ერეკლესკენ გაიშვირა . თავი ლევანის მხარზე დადო და ისე შებრუნდა , რომ ლადო ვეღარ უყურებდა _რა სჭირს დარიას ... ნეტავ ისევ წნევა დაუვარდა? _სანამ ციცო კარისკენ წავიდოდა ლადო უკვე გზაში იყო_სულ გააგიჟებს იმ გოგოს. _დააცადე ციცო დედა , რაც მალე შერიგდებიან მით უკეთესი _როგორი დარწმუნებულია რომ შერიგდებიან. ნეტავ რა გგონია მეც შეგირიგდები? _მე მგონია, რომ კახეთში ჩემი კვერცხებით დაბრუნდები ... კი არ მგონია ზუსტად ვიცი და ამ შიშის გამო ვარ კუბოს ფიცრამდე ერთგული _კლოუნი ! _ციცო დედა ჩემი ბავშვები სად არიან ხომ არ იცით? _ნინოსთან გაიქცნენ...ბიჭებს სძინავთ ალბათ და სანამ გააღვიძებენ დააგვიანდებათ -იმედია დარია ჩემს ძმას ამ დილაადრიან არაფერს დაუშავებს ხო? _ ფანჯრიდან უყურებდა მეზობელ სახლს -ხომ არ გადავიდე _მანდ დარჩი , ნახავ დარიჩკას მერე. ნუ გეჩქარება _შენ შენს შვილს ამართლებ დედა? _ვამართლებ თუ ვადანაშაულებ ჩემი შვილია და მის სიყვარულს ვერაფერი გამიქრობს . მთავარია დარია რას იზამს _რა გვეშველება რომ წავიდეს და ბავშვიც წაიყვანოს -არ ვიცი , არაფერი ვიცი და გული მისკდება მხოლოდ _ ჩუმად ლაპარაკობდნენ , რიტა ლევანს ბავშვის გვერდით დაესვა და რაღაცას ეთამაშებოდა _ ისე არ წავა აქედან რიტას თუ არ შეაყვარა ერეკლე -გაეღიმა და გულში ჩაღვრილმა სითბომ მთელს სხეულში ტალღებად დაუარა _ დედაა ამდენი წლის მერე პატარა გოგოსავით რომ ვგრძნობ თავს რა არის იცი? _სიყვარულის დანახვა და გააზრება გვიან იცით კორინთელებმა ! _თავზე მოეფერა , მერე გულში ჩაიკრა. ერთმანეთს ეხვეოდა დედა_შვილი და თან მეზობელი სახლისკენ აპარებდნენ თვალს. ..................... -დარია ... -ქვემოთ რომ არ დაუხვდა მეორე სართულზე აირბინდა და კარი სწრაფად გააღო .ტანსაცმლით იწვა საწოლზე და ოთახში ისეთი სიბნელე იყო გეგონებოდათ ზამთარი დაბრუნდა _ ცუდად ხარ ? _ხელის შეხებაც ვერ გაბედა , ქალის თავთან გაჩერდა და უკან გამოსწია _დარია _არა _ნუ მატყუებ ... რაღაც გჭირს ვიცი. იქნებ გაცივდი , როდის იყავი მორიგე რამე ვირუსი ხომ არ გადმოგედო _არა _ხმა რომ შეცვლილი გაქვს ? გინდა ჩაის ამოგიტან... ისაუზმე ჯერ თუ არა _არ მინდა _დარიაა _ნუ მიყვირი _ უცებ წამოჯდა და ამღვრეული მზერა გაუსწორა _არ გიყვირი უბრალოდ... შენ ტიროდი? _ხო ... გიკვირს ? _ისევ წამოუვიდა ცრემლები და მერე სახეზე აიფარა ხელები _შენთვის უკვე გაიარა ... დრო გავიდა და დამშვიდდი მე არა _არ იტირო გთხოვ _ვერ გიტან _ ხელი მოიშორა და უკან დაიხია _მეზიზგები ! მეზიზღები ! მძულხარ ! _ საწოლზე ურტყამდა ხელებს და გაფითრებულ სახეზე ისევ ცრემლები სდიოდა _არ გძულვარ ... გენატრები , ვერ ისვენებ , ცუდად ხარ და ეს გაგიჟებს _არა , ვერ გიტან ! _მე უფრო ვერ ვიტან საკუთარ თავს ვიდრე შენ მე _ვინ მოვიდა _ფეხზე წამოდგა და ფარდა გადასწია. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ჟაკეტი მჭიდროდ შემოიხვია და შუბლით მინას მიეყრდნო _ჩვენები ჩამოვიდნენ...დაბადების მოწმობას გავაკეთებ,დავაგვიანე და უკვე დროა . კვირას მოვნათლავ ... სალომეც მოდის , ვერონიკა აქაა უკვე _ის სადაა იცი? _წავიდა ... აღარასდროს გამოჩნდენა ჩვენს ცხოვრებაში _ჩვენი არა , ჩემი და შენი _ფეხზე ძლივს დგახარ ... რაღაც გჭირს და რატომ არ მეუბნები. წამალს _რა წამალი მიშველის , შენ დაგგუდო თუ თავი არ ვიცი. რა წამალი შენ არი ავადყოფობა _ყოველ დღე მუშაობ , ასე გადაიღლები ამდენი წელია სახლში ხარ და ასე უცებ ყველაფერი რომ შეიცვალა _ცუდად მხდი ... მინდა წახვიდე შორს გაიწიო _ზურგს უკან იდგა , მთელს სხეულში გრძნობდა მჩხვლეტავ ტკივილს. უნდოდა შებრუნებულიყო და მოხვეოდა, ყველაფრის დავიწყება შესძლებოდა , მაგრამ არ გამოსდიოდა წამსვე ეცვლებოდა სურვილი ეს გაორება კი ყველაზე რთული გადასატანი იყო . _იქნებ ისევ მე შემიძლია გავუმკლავდე ჭრილობას, რომელიც თავად მოგაყენე...ახლოს უნდა ვიყო, ძველებურად ერთად მოვერიოთ _ ხელი ჯერ მტევანზე შეახო, გაყინული ჰქონდა თითები , შემდეგ ზურგიდან აეკრო და ქალის ოქროსფერ თმაში ჩამლა სახე _ ერთმანეთისგან შორს ყოფნა გაგვანადგურებს _გული მერევა ... ასე ეფერებოდი იმას და მე გული მერევა -ხმას აუწია და კიდევ ერთხელ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი _რა მოფერება , ჯანდაბა აუცილებლად უნდა გითხრა რა როგორ იყო? შემომხედე და კარგად მომისმინე. სიმართლე ხომ გინდა ხოდა გეტყვი ზუსტად როგორ იყო _ ხელი მაინც არ გაუშვა,შეაბრუნა და ფანჯრის რაფაზე დასვა _აი ასე , შემომხედე და ნუ ფართხალებ არ გადავარდე _ფეხებსშორის მოექცა, თითები მოუჭირა და ანთებული მზერა გაუსწორა _არა ... არ მინდა სმენა _გინდა ! ისე ვერ მოისვენებ იმდენ სისულელეს ფიქრობ და წარმოიდგენ ბოლოს შეგშლის შენი ფანტაზია. ხოდა ზუსტად დაგიხატავ ახლა იმ დღეს როცა ბავშვი გავაკეთე _არ მინდა. გული მერევა _შენ ხომ სულ ეჭვიანობდი ,ჩვენს ერთად ყოფნამდეც და მერეც, მუდამ აკვირდებოდი ყველა ქალს ვინც სწავლის დროს ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. მაშინ არ გირევდნენ გულს სანამ გრძნობებში გამოგიტყდებოდი მანამ ვისთანაც ვიყავი...იმათთან კიდევ მეტი კავშირი მქონდა ,ვხვდებოდი კიდეც ,საჩუქრებს ვუკეთებდი ,შებმაზე ვჩალიჩობდი . შენ კი არვინ გადარდებდა . შენი სიტყვები არ არის მთავარია მათგან რომელის სიამოვნებაზე ფიქრობო? რომელს ეფერები, კოცნი , თავბრუს ახვევ , ვისზე ფიქრობო... კიდევ იმდენი რამ მითხარი დაშაქრული ხმითა და თვალების ციმციმით. მაგიჟებდი , იქეთ მიმტკიცებდი არასდროს არავინ გყვარებია და სრულიად უმნიშვნელოა ახლა ვისთან წვებიო _მაშინ ცოლი არ ვიკავი... გოგო , სულელი _სულელი კი არა ჭკვიანი და ცბიერი იყავი. სწორს ამბობდი, რეალობას ხედავდი და იმიტომ ! ასე მაჩვენე ,რომ შენ შემიყვარდი , შენთან მქონდა ყველაზე დიდი კავშირი და არავისთან სხვასთან _არ ვიცოდი რაა როცა შენი კაცი მიდის სხვასთან ... არ ვიცოდი , არავინ მკვარებია არავისთან ვიკავი მინდობილი და იმიტომ . ახლა სხვაა ... სულ სხვა _იგივეა , უბრალოდ გააზრება გჭირდება იმის რომ მე უბრალოდ დამპალ დამამშვიდებლად გამოვიყენე ის ნ.ბოზარი ქალი, რომელიც თვეების განმავლობაში ტყავიდან ძვრებოდა და არ ვიხმარე. მეკდა და მკდია ისე როგორც სხვები , ყველანი შენს გარდა. მერე გადამეკეტა , გადავიწვი იმ წყეულ ღამეს ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებდა. ვიღაცებმა ერთმანეთი ჩაცხრილეს , პაციენტები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მარტო ვიყავი , მე და დამხმარე რომელიც ბრმა ნაწლავს და სწორ ნაწლავს ვერ არჩევს ერთმანეთისგან იმიტო რო დიპლომი უყიდა მამამისმა და საკაიფოდ უფროა საავადმყოფოში ვიდრე ვინმეს გადასარჩენად და მე მაინც მიწევს იმის ატანა იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვიპოვნე . ყველა მალა მტკიოდა, ძლივს დავჯექი სიგარეტის მოსაწევად ვიღაც შეშლილი რომ დამადგა იარაღით ხელში და ის მთავარი ახვარი მოიყვანა ვინაც მაგარი ბიჭობა მოინდომა და ავტომატით ჩაცხრილა 4 კაცი . 16 წლის ლაწირაკი , რომელიც უბრალოდ ბავშვი მეგონა ,მსხვერპლი რომელიც სისხლისგან დაცლილი იყო თითქმის და მამამისთან ჩხუბის დრო საერთოდ არ მქონდა ის იარაღი მისთვის ტრ.კში რომ გამეთხარა . ვუთმენდი თავზე მდგომ გიჟს, მის ჭკუიდან გადასულ ღრიალს და თან იმ ნაბ.ჭვრის გადარჩენას ვცდილობდი, მაგრამ მოკვდა იმიტომ რომ სისხლი არ გვაქვს არასდროს, მამამისს სხვა ჯგუფი ჰქონდა და ვერავინ ვიპოვნეთ . მოკვდა და იმ გიჟმა მე რომ მიმიზნებდა გადაწყვიტა ჩემი ბრალიაო, არც ვიცი იქნებ მართლა მის გამო დატრიალდა ეს უბედურება . მოვტრიალდი და პირში გაჩრილი ლულით დამხვდა. ვცდილობდი გადამერწმუნებინა , გონს მომეყვანა , გაჩერებულიყო და არ გამოვიდა. სასხლეტს გამოჰკრა . წარმოგიდგენია საერთოდ როგორ ვიყავი? მთელ სახეზე მისი ტვინის ნაწილები მქონდა , თვალწინ მედგა მისი ცარიელი თვალები და ირგვლივ ყველაფერი ყარდა. მერე მოვიდნენ ნაბოზრი მილიციელები, მანამდე ყველაფერი რომ იცოდნენ და გარჩევის ადგილას არ მივიდნენ , ციხეში არავინ ჩასვეს , ფული აიღეს, ჯიბეები გაივსეს და მერე მე დამკითხეს. მეე მეკითხებოდნენ როდის ვინ შემოვიდა, რა მოხდა და გადამათენებინეს იმ დედამტყნლ შენობაში. გათენდა, მე სად წავიდოდი ? ვერსად იმიტომ რომ ის ძლივს გადარჩენილი ხალხი მელოდა იქ და კიდე რამდენ პაციენტს მოიყვანდნემ ვინ იცის. მერე ღვინო მოიტანა ბონდომ . დავლიეთ , ვიფიქრე გამოვალ ცოტახნით მიშველის_თქო . უარესად გავხდი, თავი მისკდებოდა და არაფერზე მიფიქრია ის რომ შემოვიდა, მაგიდაზე დაჯდა და ფეხები გადაშალა. რა გგონია მოვეფერე, ვაკოცე,მიყვარხარ შენზე ვგიჟდები_თქო ვუთხარი და მარტო იმაზე ვფიქრობდი როგორ მესიამოვნებინა? სახეც არ დამინახავს ნორმალურად უბრალოდ შევუდე გაიგეე ? რა მაგიჟებს ახლა იცი? ღმერთი რომ დამცინის თორემ რანაირად შეიძლება ის ბავშვი ჩემი იყოს. რომ გავიღვიძე კაბინეტში ნორმალურად არც მახსოვდა რა გავაკეთე იმ რამდენიმე წუთში. ჩემზე ცუდად ხარ ? უფრო მეტად გიჟდები ვიდრე მეე? კიდე ფიქრობ სისულელეებს და გგონია მე შენგან წასული ვიღაცების კაბის ქვეშ შეძრომაზე მეტს არაფერს ვფიქრობ? გგონია ქალების ჯგუფი მელოდება და ყოველ დღე ახალთან დავდივარ? იცი როგორ მაქვს ამოსული ყველაფერი ყელში? ეს დამპალი სამსახური, ის საავადმყოფო, ექიმები, ექთნები, გიჟი ხალხი რომელიც ომში არ წასულა აქ დაიმალნენ კურდღლებივით და ახლა ისე ხოცავენ ერთმანეთს ვითომ კაცი კი არა ქათამი ჰყავდეს მიზანში ამოღებული. ყელში მაქ ნაბ.ზვრების გადარჩენა და ხანდახან ისე მინდა ის წამალი იმათ კი არ გავუკეთო მე თვითონ გავიკეთო და ცოტა ხნით მართლა მოვშორდე ყველაფერს. საშინლად მინდა , საშინლად გესმის? უკვე ამ ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებ, ტვინში პატარა ეშმაკი დამცინის ცოლი მაინც არ გაგექცეოდა იმ ბ.ზის მოტყ.ნის ნაცვლად რომ გეკაიფაო . ახლა მშვიდად ვიჯდებოდი სახლში, შვილი არ გამექცეოდა და დღეს იმის შიშით არ დავიწყებდი დარია ჩემოდნით ხელში გამოვა და წავა_თქო. იცი რისი მეშინია? რას ვიზამ შენ რომ ჩემოდანი აიღო ... მეშინია მართლა არ გავაკეთო ისეთი რამე რასაც მერე ვერასდროს ვაპატიებ თავს, ისე არ ამომიყირავდეს ტვინი რომ რამე ისეთი მივქარო გამიხდეს სანატრელი . გული გერევა? მაპატიე , ვიცი და მესმის შენი მეც რამდენი ხანია მინდა ვაღებინო საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ . თავს ვერ ვაპატიე აქ დარჩენა, საზღვრის არ გადაკვეთა და ჩემი ძმის პოვნის ნაცვლად იმათი გადარჩენა ვარჩიე ვინც არ იმსახურებს, ვინც სიკვდილის ღირსია ,ვისაც ჩაძაღლება ეკუთვნის მე კიდე იქ დავრჩი და მერე შენთან დავბრუნდი. მშობიარობის დროს შენთან ვიყავი და წამი არ გამიშვია ბავშვი ,რომელიც ახლა ახლოს არ მეკარება. ამ ცხოვრებას რო გავკარი , ამ ბნელ დედ.მოტყნუმ ჭაობს რო შევ.ცი ... მინდა გაკოცო და ვერ გეხები _ისე ახლოს იყო იმ წამს სუნთქვაშეკრულ,მთლიანად შეძრულ ქალს კოცნის მოლოდინიც კი გაუჩნდა. გაშლილი ხელი უბრალოდ მიუახლოვა სახეს და შემდეგ ისე მოშორდა დარიამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. ათრთოლებული, გაყინული სხეულით იჯდა ფანჯრის რაფაზე და განმეორებით ესმოდა ყველაფერი რაც ლადომ უთხრა. …………….. -მეგონა აღარ მოხვიდოდი ... თუ დაკავებული ხარ თავად მოვაგვარებ. პრობლემა არ არის - ვაკოს ჯერ მოეხვია, თითქოს ახლოს ჰყავდა ,მაგრამ ბოლო დროს ზედმეტად მცირე დროს ატარებდნენ ერთად -მაქვს დრო , წავიდეთ ოღონდ გამაგებინე ის ტიპი როგორ უნდა დავკეროთ ზედმეტი კითხვები რომ არ დასვას და მოწმობა გაამზადოს -მე დაველაპარაკე უკვე -რატომ ერევი საერთოდ, შენი სახელი არაფერ უკანონოსთან კავშირში არ უნდა იყოს -უკანონო რა არის ქალი ბავშვს რომ ყიდდა რა გგონია ისინი როგორ დაბადების მოწმობას გააკეთებდნენ. დარიას ვესაუბრე და მითხრა ჩემთან ისე მოიყვანეს შესამოწმელად როგორც რაღაც საქონელი, მანქანა რომლის მდგომარეობაც გინდა გაიგო. კანონები აქ არ არსებობს , არსებობს სამართალი და თუ დარია თანახმაა გახდეს ერეკლეს დედა დოკუმენტი მზად იქნება. -არადა ამბობდი არაფერ უკანონოში არ დაგეხმარებიო ... შეგცვალე ? -გეყოფა -შემომხედე -დერეფანში გააჩერა და ახლოს მიიზიდა- ამას რატომ აკეთებ, რატომ ეხმარები მოღალატე კაცს. მე ხომ მთელი ეს დრო ერთხელაც არ მითქვამს მის დასაცავად სიტყვაც კი -ორივე ჩუმად ვიყავით, არ ვსაუბრობდით მათზე იმიტომ რომ ჩვენ -ჩვენი როლი გვაქვს , ჩვენი აზრები და შეხედულებები , ჩარევის უფლებაც განსხვავებული . მდუმარედ ვაკვირდებოდი ორივეს, მე დიდ დროს ვატარებ სახლში ვხედავ ლადოსაც და დარიასაც . მანამდეც მქონდა დრო მათი წყვილის შესწავლისთვის -და რა , ლადოს ღალატს აპრავებთ ქალბატონო მოსამართლევ? -მე ? მე არასდროს ,მაგრამ ლადოს ჩემთვის არ უღალატია . ის ჩემი მაზლია, რომელმაც ოჯახის ნაწილად მიმიღო და მის წინააღმდეგ მე არაფერი მაქვს. აი ვისაც აქვს, ვისთანაც დამნაშავეა სწორედ იმ ქალის პოზიციის გამო ვარ ახლა აქ და საერთოდაც ყველაფერს რასაც შემდგომ გავაკეთებ რეალობის დანხვით იქნება განპირობებული. ნაღალატები ქალისგან განსხვავებით გონება დაბინდული არ მაქვს, არც ტკივილს განვიცდი და ზუსტად ვხედავ რას გრძნობენ უერთმანეთოდ , როგორი იქნება ორივეს მომავალი ამის პროგნოზირებაც შემიძლია -ღმერთო როგორ მომენატრა შენი მოსმენა, ასეთ თამარაზე ვგიჟდები - ქალს საუბარი შეაწყვეტინა , დერეფანში მოძრავი ხალხი დააიგნორა და ტუჩის კუთხეში აკოცა- გონს მაკარგვინებ, ვფიცავ ყველაფერ წმინდას - ისე თქვა სულ ოდნავადაც არ მოშორებია -წამომყევი, გველოდება ქალბატონი ნანი - ღაწვები აუწითლდა, იცოდა ,მაგრამ არ შეიმჩნია. ხის ძველ იატაკზე მკვეთრად ისმოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა, ხის კართან შეჩერდა , დააკაკუნა და მალევე შევიდა . ქალს იცნობდა, ასაკიანი მრავალნახული ქალბატონის იერი ჰქონდა ნანის . თამარას გვერდით მჯდომ ვაკოს აკვირდებოდა და საერთოდ არ ადარდებდა ბავშვის დაბადების მოწმობაში ვის სახელებს ჩაწერდა -გაბროს ჩემგან გულთბილი მოკითხვა გადაეცით, თქვენ ხომ მისი ვაჟი ხართ არა? - საბუთებს ზერელედ დახედა , სათვალე მოიხსნა და კორინთელს ჭრელი თვალები გაუსწორა - დიდი ხანია არ გადაკვეთილა ჩვენი გზები, არადა არცისე შორს ვცხოვრობთ -მამა ძირითადად სახლშია, ჩვენი სამუშაოს შესახებ ალბათ იცით -სამუშაოს შესახებაც და ციცოზეც ბევრი ვიცი - ჩაიცინა და წითელი პომადით შეღებილი თხელი ტუჩები ისე დაბრიცა აშკარად არ აპირებდა დამოკიდებულების დაფარვას -უკაცრავად თქვენ საიდან იცნობთ დედა ციცოს? - თამარამ ჰკითხა და გაუღიმა - ვფიქრობ მასზე უფროსი უნდა იყოთ , არა? იმდენი წლის მუშაობის სტაჟი გაქვთ -მე გაბრიელის კლასელი ვიყავი, ბოლო ორი წელი და სკოლიდან ვიცნობთ... მოკლედ მე ყველაფერს მზად დაგახვედრებთ მოვიდნენ მხოლოდ ,ხელი მოაწერონ - თამარას სიტყვებმა განწყობა გაუფუჭა, ისევ მოირგო სათვალე და ფურცლებზე გადაიტანა მზერა -დროებით... დაგემშვიდობებით -კარგად გენაცვალე, კარგად -წარმომიდგენია მისი და ციცოს დიალოგი - თამარამ როგორც კი კარი მოხურა მაშინვე ჩაილაპარაკა და სიცილი ძლივს შეიკავა -წარმოდგენაც არ მინდა ! -გაუმართლათ შენს ქალებს ჩემი და შენი გზები გვიან რომ გადაიკვეთა - ჭინკები უხტოდნენ თვალებში და ისე მიარხევდა სხეულს - მე საქმე მაქვს შენ დარია მოიყვანე და მერე მეც გამოგყვებით სახლში -დროში ვიწვები, მალე რადგან სრულდება უკვე კარგია -ლადოს არ ეტყვი? -დარია უნდა ვნახო ჯერ, იქნებ გადაიფიქრა . ლადო მერეც გაიგებს და დარწმუნებული ვარ იცის კიდეც , კარგად იცნობს თავიც ცოლს -ბოლოს ისევ ქალების ძალის იმედად ხართ , ჩვენ ვართ თქვენი ცხოვრების მთავარი საყრდენი და თუ ჩვენ გარეშე დარჩებით ყველაფერი თავზე დაგენგრევათ -არ მინდა გითხრა რატომ არ ვატარებ დროის დიდ ნაწილს სახლში, მე ახსნა -განმარტებებით არც შენ მოგაყენებ შეურაცხყოფას და არც საკუთარ თავს. მჯერა იცი, რომ საქმე სერიოზულია და შენს გვერდით ყოფნას , ჩვენს სახლში ,ოჯახში არაფერი მირჩევნია- უცნაური იყო , ბოლო დროს ღიმილიც კი ნაკლებად შეიმჩნეოდა მის სახეზე რაც ძალიან აღელვებდა თამარას, მაგრამ მოთმინებით ელოდა. ნთობითა და რწმენით სავსე -კითხვებს არ გისვამ, გელოდები და ვნატრობ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოაგვარო - ამჯერად თავად აკოცა ლოყაზე, გამამხნევებელი შეხების კვალი დაუტოვა და შემდეგ უკანსვლით წავიდა- დროში ვიწვით ,ძვირფასოო საქმეები არ იცდიან. ....................... _ორი დღე ხომ დარჩებით ... კვირას ნათლობაა -ეზოში იყო სიძეებთან ერთად _ჩვენ ერთი კვირა დავრჩებით. ვერონიკას აქაურობის გარეშე სუნთქვა უჭირს ხომ იცი _ორშაბათამდე მეც დავრჩები ... სალომე დიდხანს აპირებს უფრო _რა გჭირს შენ. მართლა რა უცხო სიძესავით იქცევი ... აღარ ვაპირებ ჩხუბს, აღარც ვნერვიულობ. სალომე აშკარად კარგად გრძნობს თავს შენთან . აჰ თუ შენ ხარ ნაწყენი და არ მპატიობ მარტივად რომ ვერ გადმოგილოცე ჩემი და _შენ არ იცი მე როგორ დამხვდა ... საერთოდ არ უნდა ველაპარაკებოდე მაშინ ისე მცემა _რა გცემე ბიჭო ერთი ორი შემოგარტყი აბა ბავშვი დასასვენებლად გამოვუშვი შენ დაავლე ხელი და წაიყვანე სადღაც და ცოლ_ქმარი ვართო მეჭიმებოდი იქ _არ გინდა ახლა წარსულის გახსენება, ცხვირი მტეხს ხოლმე მაგ დროს , ნუ გამიფუჭებ ხასიათს ... უტას იმას ვეუბნებოდი , რომ ამათ საერთოდ არ შეუძლიათ მარტივად გადაწყვეტილების მიღება ეგრევე ბნელ_ბნელი აზრები და შიშები აწვებათ . კი იცი შენც იმდენი წელი მეგობრობდი გიოსთან _გიორგი სხვანაირი იყო , სანამ ყველაფერს არ დააკვირდებოდა არაფერს ამბობდა _ცდილობდა, მაგრამ მაინც ვერ დამიმსგავსა ... მე ჩემი ჭაობიდან ვერ ამოვდივარ და კიდე ფართხალს ვაგრძელებ გაჩერების ნაცვლად _ სახეზეც ეწერა დაღლილობა, მიმიკა არ ეცვლებოდა ისეთი გაქვავებული ჰქონდა გამომეტყველება, ცარიელი მზერა და სისუსტე რაც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ეტყობოდა , თითქოს ამ რამდენიმე დღეში ათობით კილო დაკარგა და დაპატარავდა. მხოლოდ იმიტომ იდგა ფეხზე ,რომ თავს აიძულებდა ბრძოლას მაინც არ წყვეტდდა შინაგან ბნელ აზრებთან, რომელიც გაჩერებისკენ მოუწოდებდა, ხელ_ფეხს უკრავდა და მის დაჩოქებას ცდილობდა. _გავდივართ ჩვენ ... _უკანა კარიდან სახლში შევიდა ,როგორც კი ვაკოს მანქანის ხმა გაიგო. სალომეს ეჭირა ამჯერად ბავშვი . გაეღიმა, მიხვდა უტა ვის უყურებდა ასე აზრებ გაფანტული, ბიჭის მიმართულებით გაიხედა და აღმოაჩინა რომ ისევ არ ჰქონდა შეცვლილი მზერის ობიექტი _ ჩემო სალიტო _ ლოყაზე აკოცა გოგოს და მონატრება მძაფრად იგრძნო _ ხომ დარჩებით , მომენატრეთ _ ჯერ ისევ სალომესკენ იყო დახრილი მერე ვერონიკას გახედა _ვერო _ჩვენ ვრჩებით . დები არასდროს გტოვებენ _თვითონ მოეხვია და აკოცა _მოსვლისას ცოტა გებუზღუნე, მაგრამ ხომ იცი ჩვენ სულ შენთან ვართ . ზუსტად ისე როგორც შენ -და ამიტომაც ვართ დარიას მხარესაც , შენ შემოიყვანე ჩვენს ოჯახში . მე კი პირველი რაც მითხრეს რაც არ უნდა მოხდეს დღეიდან ჩვენი ნაწილი ხარო- ნინო ჩაერთო საუბარში _ დედა როგორც ამბობს ცოლ_ქმრის ჩხუბში არ ჩავერევით , მაგრამ ვიქნებით ორივეს გვერდით თანაბრად _ვაკო გელოდება , ყველაფერი მზადაა უბრალოდ მიხვალ ხელს მოაწერ და დოკუმენტს წარმოიღებ _ თამარამ ჯერ ლადოს მიმართა შემდეგ კი გოგონებს მიესალმა _ როგორ ხართ? - კაცის რეაქცია წამებში წაიკითხა და თავადაც გაეღიმა _უმცროს კორინთელს ვეცნობით სანამ უფროსები ეზოში თამაშობენ _იმდენი ბავშვია ... მთელი ქუჩა ჩვენს მინდორშია _ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა _ მე ავალ , გამოვიცვლი და ორ წუთში დავბრუნდები _მშიერი იქნები ... რა დაგახვედრო სანამ ჩამოხვალ _არაფერი , მადლობა _ ციცოს მოულოდნელად აკოცა ლოყაზე და თავადაც არ გაუაზრებია ეს ინსტიქტური ქმედება ისე აირბინა კიბე. _დედაჩვენს თავისი ტკბილ_მწარე ტაქტიკა აქვს შვილების რჩეულებს რომ შეაყვაროს თავი და თან ფორმაში დარჩეს_ვერონიკამ ჩაიცინა და ნინოს მიეხუტა _ნინჩ გახსოვს შენც როგორ დაგხვდა? _ციცო დედა, ნამდვილია და ამიტომ მარტივად გვაყვარებს თავს . შვილებად რომ მიგვიღო სწორედ ესაა მისი პირდაპირობის მიზეზი, ისე გვექცევა ყველას როგორც თქვენ ხან გვეფერება ხანაც გვეჩხუბება _დარიასთან რომ ვისადილოთ რას იტყვით? ბიჭები მაინც გაბროსთან წავიდნენ ჩვენ ,ქალები კი ერთად არ მივცემთ დარიჩკას ცუდად ყოფნის უფლებას _ თამარა რომ დაბრუნდა წამითაც არ ჩამომჯდარა , სალომეს ბავშვი როგორც კი გამოართვა და მისი სიახლოვე იგრძნო მაშინვე გაუჩნდა იდეა _თქვენ წადით ერეკლეს მე დავიტოვებ _რატომ? ერეკლეც ჩვენთან ერთად იქნება _გინდა ბავშვთნ ერთად გადავიდეთ ქალთან ? დავამშვიდებთ თუ პირიქით ავაღელვებთ _მინდა გითხრათ, რომ ერეკლეს დედა ოფიციალურად , თავისივე ნებით გახდა დარია , ხელმოწერითაც დაასაბუთა, წარბიც არ შეუხრია ისე თქვა რომელ დღეს , რომელ საათზე იმშობიარა ისიც დაამატა ჩემი მეუღლე მოვა მოწმობის წასაღებადო . კიდევ ერთი გარემოება ერეკლეს ჩვენთან მოსვლი გზაა, რომელიც დარიამ გამოატარა და თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ტკივილის მომტანი არა უცოდველ ბავშვთან სიახლოვე არამედ ქმრის ღალატი იქნებოდა. მე კი დამიჯერეთ ისეთი მესაკუთრე ვარ მის ადგილას რომ ვყოფილიყავი ჩემი ქმარი უკვე მოუშორებელი ჭრილობით იწვებოდა საავადმყოფოს რომელიმე პალატაში. აი ეს ერთიციდა ბედნიერება ისეთი ტკბილია ყველაფერს დაგავიწყებს _ ბავშვს დახედა, გაეღიმა და ნაზად შეახო ტუჩები _საშინლად მშია, მთელი დღეა გზაში ვარ და რამე გემრიელს თუ მოვამზადებთ კარგი იქნება _სალომე წამოდგა პირველი, ჯოხს დაეყრდნო და წინ წავიდა _დარიჩკას ახლა ტკბილი ესაჭიროება ... მე დესერტს მოვამზადებ _ვინც რისკავს ის იგებს _ნინომ თქვა და მულებს მიჰყვა _ციცო დედა , არ მოდიხართ? _სულ ვფიქრობ ერთი ნორმალური მაინც თუ იქნება ამ სახლში ოდესმე ვინმე _ჩვენი არ იქნება თუ ცოტას მაინც არ გააფრენს _იფრინეთ , იფრინეთ ისევ ეგ სჯობს ყველაფერს დარია საძინებელში იყო, სახლში სრული სიჩუმე სუფევდა. ასეთი ცარიელი და უმეტყველო კედლები ყველაზე მძიმედ მოქმედებდა. ქალებს რიტა , მირა და ანანოც მიჰყვნენ. თამაშზე მეტად მათთან ყოფნამ დააინტერესათ. წამები დასჭირდა სასიამოვნო აჟიოტაჟის შექმნას. სამზარეულოში იყვნენ , ყველანი რაღაცას ამზადებდნენ და აკეთებდნენ იმას რაც ყველაზე მარტივად ახდენდა განტვირთვას . _გაიღვიძა? _მირა თამარასთან იყო და ბავშვს აკვირდებოდა . რიტა კი დისტანციიდან იჩენდა ფარულ ინტერესს. _ერეკლეს ასაკის ბავშვებს ძირითადად სძინავთ ... აიი რიტაც ასეთი პაწაწინა რომ იქნებოდა მამიკოს ხელში დაიძინებდა, ჯერ კი არაფერი ესმის თავის სამყაროშია, აქაურობას ეჩვევა მერე დაიწყებს ჩვენს აღქმას, დაგვინახავს , დაგვიმახსოვრებს, ჩვენს ხმაზეც რეაქცია ექნება _მამა მეუბნებოდა ძალიან ჭკვიანი იყავი და ბევრს არ ტიროდიო. შენი ძმა რომ გელაპარაკებოდა მოგწონდა და ჩუმდებოდიო _ანანოც ჩაერთო საუბარში , მხოლოდ რიტა იყო ჩუმად _რიტუნა მოდიი , ნახე აბა შენ რომ მოეფერები როგორ მოუქცევა _მირამ დაუძახა და ისიც ნელა მიუახლოვდა _მე აქლა დიდი და ვალ? _თამარას შეხედა და მერე ბავშვს _ნახე შენ რა დიდი ხარ, ის კი სულ პატარაა ... მოდი თქვენი ხელები მაჩვენეთ _ყველას გააშლევინა თითები , იცინოდნენ და ერთმანეთის ზომას ადარებდნენ _ყველაზე დიდი შენ გაქვს... მერე ანანოს _მერე შენ _მელე მე და ბოლოჩ ბაიას _ თავად შეეხო პაწაწინა ხელზე, თითები გააშლევინა და მოეფერა _ პატალაა , გესის? თუ ალა გესის _ თითები სახეზე ჩამოუსვა და დააკვირდა . ბავშვი გაუგებარ ხმებს გამოსცემდა, ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა გამოსახულებას მაგრამ გრძნობდა სითბოს რომელიც ბავშვებისგან მოდიოდა. _არ ესმის ჯერ, უნდა გაიზარდოს რომ გიცნოს და დაგიმახსოვროს. მერე ეთამაშები, ელაპარაკები ...ყველაფერს ვასწავლით . სიარულს, სირბილს, შენ სახელს იტყვის -ქოო? ეფერებოდა სანამ დედა არ დაინახა. ხმაურს მიყოლილმა პირველ სართულზე ჩასვლა გადაწყვიტა და ნაცნობი სახეების დანახვისას გაეღიმა _თქვენ რას აკეთებთ ? _ქალების დღე ზაფხულში გადმოვიტანეთ ... _ვერონიკა სამზარეულოდან უყურებდა , ისე აგრძელებდნენ საქმეს თითქოს არაფერს ელოდნენ _დეე ნაქეე მე დიდი და ვალ ... იც ჩემზე პატალაა . მოდი განაქო ლა პატალა ქელი აქ _ ქალს ხელი ჩაკიდა და ბავშვთან მიიყვანა, მის ხელს ბავშვის შეახო _ჩექედეე _ხო დე, ძალიან პატარაა _ ხმა დაეკარგა, ყელში გაჩენილმა ბურთმა თვალები აუმღვრია _სულ პატარაა _ლო მიკალდეც ჩეიძლება ? _დეე , უნდა გიკვარდეს დე . აუცილებლად ჩემო ლამაზო _ ბავშვს სახე დაუკოცნა და ძალაგამოცლილი დაეშვა დივანზე -გადავწყვიტე დღეს მეც შევიდე სამზარეულოში და ერთი გემრიელი კერძი მოვამზადო _ თამარამ ბავშვი დარიას ჩაუწვინა მკლავებში და ისე სწრაფად დაიძრა მირასთან ერთად სამზარეულოსკენ , რომ ქალმა რეაქცია ვერ მოახდინა გამითავისუფლეთ მაგიდის ნაწილი, მირა იქნება ჩემი დამხმარე პირველად რომ აიყვანა ბავშვი ხელში მაშინ ჯერ კიდევ სხვისი შვილი ეგონა, უცნობი ადამიანების ნაწილი რომელსაც ეფერებოდა და ისე სწავლობდა მის ჯანმრთელობას. შემდეგ მის გადასარჩენად იბრძოლა, მიიღო დარტყმა , გაიგო ვინაობა და ლადოს ნაწილი არ დათმო. მკერდზე მიიკრა და არავის დაანება მისი წაყვანა. ვერაფერს ხვდებოდა, ვერც გრძნობებს იაზრებდა უბრალოდ სახლში მოჰყავდა ქმრის შვილი . იქ ეგულებოდა ამ პატარა არსებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი. შემდეგ ყველაფერი დალაგდა, მოვიდა ტკივილი,ბრაზი, იმედგაცრუება და გაჩნდა ჭრილობა რომლის მიღმაც უნდა გაეყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო. -ჩემს კერძს ღვინო უხდება ... დამეწვევით თუ მარტომ მივირთვა - ღვინით გაავსო ჭიქა და ქალებს გადახედა . ბავშვები ისევ ეზოში დარბოდნენ , ერეკლეს კი მშვიდად ეძინა . -გიყურებ და მგონია შენც გაქვს ადრე მსგავსი გადატანილი . რა ხდება რძალო? გამოცდილებას გვიზიარებ? -უამრავი პრობლემა მქონდა , მაგრამ კაცებთან დაკავშირებით არასდროს. ვფიქრობ ახლაც იდეალური არჩევანი გავაკეთე - ღვინის ჭიქები გაავსო და მზადება ისე განაგრძო. რამდენიმე საათის შემდეგ სახლიდან ქალების კისკისის ხმა ისმოდა, შემდეგ მუსიკაც ჩაირთო და ეზოში მდგომი კაცების ყურადღებაც მიიქცია -იქ რა ხდება? -მგონი შენმა ცოლმა ჩვენებიც აიყოლია -ყველანი იქ არიან? - ლადო თავის გაუცხოებულ სახლს უყურებდა და სიგარეტის ღერს დაეძებდა -აჰაა ,გამომართვი - უტამ მიაწოდა და თავად მოუკიდა - იქ არიან და მშვენივრადაც ერთობიან -ხოდა ჩვენც მოვაწყოთ კაცების საღამო... დალევა მინდა -ბავშვი სად არის? - საძინებელში ეგონა დახვდებოდა ის კი არსად ჩანდა- თქვენ არ გყავთ? -წაიყვანეს ... ქალები და ერეკლე არიან მხოლოდ - ლევანმა თავით ანიშნა ღია ფანჯრიდან მუსიკის ხმა ისმოდა , რამდენჯერმე ქალებიც გამოჩნდნენ ფარდებს სიო რომ სწევდა შეიძლებოდა კონტურის გარჩევაც. -თუ არ დამეხმარებით დღეს ვახშამი არ გექნებათ ... -არ მჯერა,რომ შეიძლება მთვრალი მოვიდეს - ლევანი ეზოში ღვინის გრაფინებით მიმავალ გაბრიელს უყურებდა , კართან გააჩერეს თამარამ გამოართვა და უკან გამოუშვეს- არაა, აშკარად ახალი რძლის ხელწერაა. ხედავთ თქვენ ქალბატონ მოსამართლეს? -ნათელი წყვდიადში - ჩუმად თქვა და სამზარეულოში შევიდა- გაბრიელს და მიშოოს დაუძახე -მეც მოგეხმარები -მამა სად არის? -მოვედი ... ჩემი ცოლიც იქაა ? - გაოგნებული მოაბიჯებდა და ისიც ახმაურებული სახლისაკენ იყურებოდა -თქვენც თუ დალევთ ხვალ ვინ მოგხედავთ? ჩვეენ? -ორ ჭიქას შენც დაგალევინებ მა , ბაბუას კარგი ღვინო აქვს -ეს და ამის ბაბუა ...ჩვენ გვაქვს კარგი ღვინო და შენ გაქვს მაგარი? -თან საქმე თორემ ლადო ცარიელ კუჭში ისხამს ღვინოს... ქალები და კაცები ცალ-ცალკე ებრძოდნენ დარდებს ბოლოს კი ყველამ იპოვნა თავისი მეორე ნახევარი. საძინებლების კარი დაიხურა, ღამემ სიმშვიდეც მოიტანა და ბევრს არეული ფიქრებიც დაულაგა. ვერონიკა მთვრალი ღიმილით ეკვროდა ვნებააშლილ ქმარს, ისე თითქოს ახალდაქორწინებულები იყვნენ , ბავშვები ,რომლებიც ახლა იწყებდნენ ცხოვრებას. სალომე მონატრებულ საძინებელში პირველად იძინებდა უტას გვერდით , ასეთი არეული ემოციების შემდეგ დღის დასასრულს მის მკლავებში დაეძებდა სიმშვიდეს. ციცო ძილის წინ ისევ ლოცულობდა, იმედგაჩენილი მდგომრეობის სასიკეთოდ შემობრუნებაზე აზრებს გაბროს უზიარებდა და ძილის საშუალებას კარგახანს არ აძლევდა , ყოველ მეორე წინადადებაში საყვედურობდა როგორ აჰყევი ბავშვებს ,ამდენი რატომ დალიეო ბოლოს კი ისიც გაჩუმდა , ქმარმა ხელზე აკოცა , ლოყა ხელისგულზე დაადო და დავიძინოთო ,რომ უთხრა პატარა ბავშვივით გაირინდა. ნინოს ისევ ჭრელი კაბა ეცვა, მაგრამ ცეკვა მაინც ვერ შეძლო კარადაში ჩამოკიდებულ შავ ნაჭერს უყურებდა და ეჭვი სულს უღრღნიდა, აგიჟებდა იმაზე ფიქრი,რომ შეიძლებოდა სხვები მართლები ყოფილიყვნენ , იმედის შერყევას ვერ პატიობდა საკუთარ თავს,მაგრამ ფაქტია მუსიკის მოსმენისას ადგილიდან დაძვრა ვერ შესძლო, ქვრივობა შიგნიდან ჭამდა, არ აღიარებდა,მაგრამ მაინც ტყდებოდა ნელ-ნელა სიშავისკენ მიიწევდა , ტანიდან ფერადი ნაჭრის მოშორების სურვილს ებრძოდა. იცოდა ისევ შავი რომ ჩაეცვა საბოლოოდ გატყდებოდა და მერე იმედდაკარგულს სუნთქვაც გაუძნელდებოდა. ვაკო სახლში არ იყო, ბოლო დღეების განმავლობაში უთქმელად ტოვებდა ყველაფერს და არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი. თამარა კი დუმდა, ელოდა მომენტს როდესაც მის საიდუმლოს ფარდას ახდიდა. გვიან დაბრუნებულს ჩვეულებისამებრ ვნებიანი კოცნით დახვდა , კითხვების გარეშე გაუნაწილა საწოლის ნახევარი და მეორე დღის მოლოდინში გონებას გათიშვის საშუალება მისცა. მხოლოდ ლადო იყო სიცარიელეში, მარტოდდარჩენილი ჩვილის ძილს ადევნებდა თვალს მანამ სანამ მეზობელი სახლის ფანჯარაში ქალი არ გამოჩნდა, თითქოს განგებ გამოჩნდა , ფარდა გადასწია და შორიდან ცქერის საშუალება მისცა. ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდნენ, მათ შორის არსებულ მანძილს მთვარის შუქი ანათებდა . არცერთმა იცოდა ასე ერთმანეთის დანახვა სასჯელი იყო თუ საჩუქარი . მონატრება მძაფრთდებოდა თუ მსუბუქდებოდა ... იქნებ წარსულის გახსენება იყო, დროის როდესაც მდუმარედ ტკბებოდნენ ერთმანეთით , შორიდან ,მხოლოდ მზერით შეხებისა და საუბრის გარეშე . …....................... ცხელი ზაფხულიც მიიწურა და დაიწყო ნაყოფიერი შემოდგომა . ირგვლივ ყველა თავის საქმეს აკეთებდა, დილიდან ღამემდე მუშაობდნენ , გარკვეული სტაბილურობით მიჰყვებოდნენ ზამთრისთვის მოსამზადებელ გეგმას. ამინდებსაც ნელ-ნელა ეპარებოდა სიცივე, ფერი იცვალა მთელმა გარემომ და თამარას დუმილმა ამოწურა დრო , წვიმიანი ამინდივით ჰქონდა განწყობაც . გვიან დაბრუნებულს აღელვებული ელოდა და კარში შემოსვლისთანავე გადავიდა შეტევაზე -ვიცი სადღაც მიდიხარ , გამგზავრებას აპირებ და არავის ეუბნები ! -საღამომშვიდობისა , ძვირფასო მეუღლევ ... როგორი ამინდივით ცივი ბრძანდებით? - წვიმისაგან დასველებული პერანგი მოიშორა და ქალისკენ დაიძრა- ასეთივე სველიც თუ ჯერ -მითხარი სად მიდიხარ - სიახლოვემ ტემპერატურა შეუცვალა, მაგრამ მარტივად დანებებას არ აპირებდა _არ მივდივარ აი შენ კი ჩემთან მოხვალ,მოგეფერები და ამ სტრესულ ფიქრებს გაგიქრობ _ ხელი მოხვია და ტუჩები მკერდზე მიაკრო _ აქ რა გვააქვს? რაღაც საინტერესო უნდა იყოს _მითხარი რას აპირებ _ზემოდან მოექცა და თავად დაიწყო ინფორმაციის გამოძალვა - საკუთარ მახეში გინდა გამაბა?- გაეცინა და აწ უკვე სრულიად შიშველს დაბინდული მზერა მოავლო _მგონი ის მახე ვარ სიამოვნებით რომ უნდა შეხვიდე _დიდხანს და ღრმად? _მითხარი ....სად მიდიხარ _ქალბატონო მოსამართლევ , დუმილის უფლებას ვიყენებ- შემდეგ დროებით შეწყვიტეს საუბარი, კაცის ალერსით თავბრუდახვეულს ნამდვილად აღარ შეეძლო თემის გავრცობა , მაგრამ დაძინების საშუალება მაინც არ მისცა _დაბრუნებულს აღარ დაგხვდები თუ შენი მოგზაურობა ერთ კვირას აღემატება !- ზედმეტად მტკიცე ტონი ჰქონდა _ნუ მემუქრები -აღარ ხუმრობდა კორინთელი _ვაკოო ... ხომ იცი _ვიცი, რომ შენი ნდობა შემიძლია_ მზერაარეულ ქალს მხარზე აკოცა და მერე სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია_ასე ნუ მიყურებ, გთხოვ _ვერ ვიტან ვერაფერ დამალულს _მაგრამ მაინც შენს შესახებ თითქმის არაფერი ვიცი _მე წარსულზე არ ვსაუბრობ ... აწმყოა მთავარი . უნდა ვიცოდე, რომ შევძლო აქ მყოფების დამშვიდება. წარმოიდგინე ციცოს მდგომარეობა შენც რომ გაუჩინარდე . მე რომ მშვიდად ვიქნები მასაც დავამშვიდებ, უნდა მითხრა რამე რაც გამაძლებინებს და თან ძალას მომცემს კორინთელების სიგიჟის ჩასახშობად , იცი უშენოდ ქაოსი დატრიალდება _გონებას მირევ _ ქალს მაჯაზე აკოცა და მზერა მოაშორა_მირაზე იზრუნე , სხვას ვერაფერს გავალებ და ეგ დავალებაც არაა ისედაც ვიცი , რომ _შენ ისიც იცი მე რომ მათ ნაწილად ვთვლი თავს და ვის ატყუებ იმით , რომ სხვა არაფერი მევალება _ნუ ბრაზობ _მაბრაზებ ! _წასვლამდე გინდა მეჩხუბო? რომ ვერ დავბრუნდე მერე მთელი ცხოვრება ინანებ ნაწყენი გავუშვიო _სად მიდიხარ ასეთ ადგილას შენს სიცოცხლეს რომ ემუქრება საფრთხე _დავბრუნდები - ქალის სახე ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა _დარწმუნებული როგორ ხარ _ისე არ მოვკვდები ჩვენი შვილის დედად თუ არ გაქციე მინიმუმ ორჯერ ! - საბოლოოდ აურია გონება ქალს, ზემოდან მოიქცია და მისით ტკბობა განაგრძო . -გიორგის საპოვნელად მიდიხარ ,ხომ ასეა. ახალი ინფორმაცია მიიღე , გჯერა და მიდიხარ ... აფხაზეთში აპირებ გადასვლას თუ რუსეთში - ჯერ კიდევ არ იყო გათენებული. კაცი ფანჯარასთან იდგა , ეწოდა და ხედს უყურებდა , ქალი კარგახნის დაძინებული ეგონა , მისი ხმა რომ გაიგო დანაშაულზე წასრებულის რეაქცია ჰქონდა . ფეხთან დადებული ზურგჩანთა გვერდით გასწია , მაგრამ იცოდა ესეც შემჩნეული ჰქონდა თამარას დაკვირვებულ მზერას_ დარწმუნებული ხარ რომ სანდო წყაროა და სხვა რამე არ ხდება?იქნებ მახეა _მთელი ეს დრო ფხიზლად იყავი? _მარტო მიდიხარ თუ ვინმე მოგყვება _საწოლიდან წამოდგა და მიუახლოვდა, იცოდა ცოტა დრო ჰქონდა - აქედან მიგყვებიან თუ იქ დაგხვდებიან, დოკუმენტები გააქვს? საზღვარზე როგორ გადახვალ ან -დამშვიდდი, ისუნთქე და შემომხედე- ქალის მტევნები დაიჭირა, ხელზე აკოცა და შემდეგ მზერა გაუსწორა- ყველა დეტალი გათვლილი მაქვს, ჩავარდნის ნებისმიერი ვარიანტიც და რაც არ უნდა მოხდეს უკან აუცილებლად დავბრუნდები ! -წამოვალ , ხომ იცი ყველგან შევძლებ საქმის მოგვარებას . ერთად გამოგვივა -თამარა, ჩვენ ისედაც ერთად ვმოქმედებთ შენ აქ რჩები , ცენტრში კორინთელებს შენს იმედად ვტოვებ და მივდივარ მშვიდად, მიზანზე ორიენტირებული ისე ,რომ აქ არავისზე ვიდარდებ . ვიცი ყველაფერს ერთად მოაგვარებთ -შენ დააბრუნებ ? - ვერ ეკითხებოდა ცოცხალს თუ მკვდარსო . ვერ ბედავდა კორინთელების პირველის ასე მოხსენიებას -ეს ზამთარი დამჭირდება, გპირდები გაზაფხულთან ერთად მოვალ -კარგი, სულ ორი წუთი მომეცი მე ...მე სახელებს დავწერ - თავს მოერია და გონებამ სწრაფად იპოვნა დახმარების საშუალება - საზღვარზე თუ პრობლემა შეგექმნება, ან შემდეგ ესენი ყველანი ისეთ თანამდებობებზე არიან ნებისმიერ შემთხვევაში მაშველ რგოლად გამოიყენებ. მხოლოდ იპოვნე, უთხარი რომ ჩემი ქმარი ხარ და ეს სიტყვები , ყველას მივუწერ გვერდით . შეგიძლია ნებისმიერს ენდო - სწრაფად წერდა , ფურცელი გაკეცა და პერანგის ჯიბეში ჩაუდო. აღარ უყურებდა, ცრემლებით სავსე ჰქონდა თვალები , ტირილი კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა- მე , შენი ცოლი ვარ რაც იმას ნიშნავს რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია - ბოლოჯერ აკოცა და წასვლის ნება მისცა. ყველას მშვიდად ეძინა , მხოლოდ ორ ქალს ჰქონდა სიმშვიდე დაკარგული , ნინო და თამარა ათენებდნენ თეთრად სულის ნახევრების მოლოდინი ტკივილით მიჰყვებოდა წუთებს. ................. -დილამშვიდობისა ჩემო მშვენიერო - მირას ოთახში ადრიანად შევიდა და გაღვიძებულს თბილი კოცნით შეეგება- აბაა დღეს რა გეგმები გაქვს? -სკოლაში წავალ და მერე არ ვიცი... 4 გაკვეთილი მაქვს მხოლოდ . მალე დავბრუნდები, შენ როდის მოხვალ? - ხელები ყელზე შემოჰხვია ქალს და თმებზე მოეფერა -მე სახლში ვიქნები ეს დღეები ,გაბროს დავეხმარები -ვაკოსთან ერთად ივლი ბაღებში ? ცხოველებთანაც? შენი ცხენის გაწვრთნას იწყებენ იცი? -პატარავ მე შენ ახლა რაღაც დიდი საიდუმლო უნდა გითხრა ... ხომ გვაქვს მსგავსი ამბები - რა საიდუმლო? ისევ სადმე მიდიხარ ?-თვალები დაუმრგვალდა და წამსვე მოიწყინა -არა , მე აქ ვიქნები . ამჯერად ვაკო გაემგზავრა, ძალიან , ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა იპოვნოს და ჩვენთან მოიყვანოს. საიდუმლო მისია აქვს, არავინ უნდა გაიგოს რატომ წავიდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ციცო ბებომ და გაბრო პაპამ არ ინერვიულონ ,ხო? ჩვენ ხომ გვჯერა ,რომ ვაკო მალე დაბრუნდება -დიდი ხნით წავიდა? მომენატრება...ასეთი ვინ უნდა იპოვნოს? -ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს და რომლის დაბრუნებაც ბევრს გაახარებს. ზუსტად არ ვიცით იპოვნის თუ ვერ, მაგრამ ჩავიფიქროთ ,რომ იპოვნოს , მალე დაბრუნდეს და ბედნიერად განვაგრძოთ ცხოვრება -ერთად ჩავიფიქროთ- პატარა ხელები თამარას ხელებს მიადო და თვალები დახუჭა- ღმერთოო გთხოოვთ ჩვენი ვაკო მალე მიიყვანე იმ ადამიანთან და ისე დაგვიბრუნე ,რომ ძალიან არ მოგვენატროს , კარგი? თორემ ხომ იცი ღმერთო ჩვენ როგორ გვიყვარს და გვენატრება...მოვიწყენთ მე და დედა თამარა ვაკოს გარეშე. ჩვენ ხომ კარგი გოგონები ვართ, ვაკოც კარგი ბიჭია და ისიც ვისაც ეძებს ამიტომ შეგვისრულე ეს თხოვნაც . შენ ხომ სულ გვეხმარები...ჩვენ გვჯერა შენი - ტკბილი ხმა ჰქონდა, ნათელი სახე და სიმშვიდე , რომელიც თამარას გულს უთბობდა . -ჩემო სიყვარულო ... შენ რა საოცრება გვყავხარ მე და ვაკოს . ისე ძალიან მოენატრები ,უცებ დაბრუნდება -შენ უფრო მოენატრები, სულ დაგეძებს ხოლმე და იძახის „თამარა“ - ხმა დაიბოხა და მერე აკისკისდა- რომ გიყურებს მეცინება ისეთი ჟუჟუნაა -რა არის ? -ჟუჟუნაა... თვალები უჟუჟუნებს . ლევანმა მასწავლა - საწოლიდან ჩამოხტა და თამარაც ააყენა- სკოლაში დავაგვიანებ . საწოლს გავასწორებ და მერე უცებ ,უცებ ჩავიცვამ . დღეს დიიდ ხუთიანებს დავაწერინებ ქართულს და მათემატიკას - საბანს ასწორებდა , ბალიშიც ააფუმფულა და ქვემოთ დადებული წიგნი იპოვნა- ნახეე, ვაკოს დაუტოვებია... ნამდვილად არ დამსიზმრებია , წასვლამდე იყო შემოსული და მომეფერა , მე კი ვერაფრით გამოვფხიზლდი უფრო ტკბილად დამეძინა. -მის დაბრუნებამდე წავიკითხოთ წიგნი...- ცრემლები ახრჩობდა უკვე, გული ისე უცემდა მონატრება სულს უხუთავდა . ასე მალე არ ელოდა, ასე უცებ არ უნდა მოსულიყო დანაკლისის შეგრძნება. მისი ჩახუტების , ახლოს შეგრძნების სურვილმა ერთიანად გაყინა. -ნახეე წერილიცაა - ფურცელი აიღო და გაბადრულმა წაიკითხა „პატარავ , მე მივდივარ , მაგრამ დიდი ხნით არა. არ მოიწყინო, ყველაფერი დაიმახსოვრე რაც მოხდება და მერე გავმართოთ ჩვენი საუბრები . იცოდე თამარას შენ გიტოვებ , ვიცი მონეტრებისგან გაგიჟდება და მის გვერდით ხშირად დაიძინე . მაგრად ჩაეხუტე, ბევრი აკოცე და ხშირად უთხარი ,რომ ძალიან გიყვარს. გულში მყავხართ და თან მომყვებით ყველგან, ყოველთვის! „ -ჩვენც გულში გვყავს , ხო?- თამარას ქვემოდან ახედა და წერილი მკერდზე მიიდო -ყველგან , მთელს არსებაში ! ............... -ვაკო წავიდა ... არ მითხრა სად და რამდენი ხნით. ყველას გვთხოვა არ გვენერვიულა და მის დაბრუნებამდე ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგვეგრძელებინა- მთელი ოჯახი ერთად იყო , დარია და რიტაც მაგიდასთან ისხდნენ თამარამ მაქსიმალური სიმშვიდით რომ დაიწყო საუბარი -რას ნიშნავს წავიდა... სად არის კი , მაგრამ ასეთი რა საქმე გამოუჩნდა -არ ვიცი , მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული,რომ თუ მნიშვნელოვანი არ იქნებოდა და მის გარდა სხვასაც შეეძლებოდა მოგვარება წასვლის გარდა სხვა გამოსავალს იპოვნიდა -როგორი დარწმუნებული ხარ ... შენი სიმშვიდე გადამდებია - ლადო ერთხანს უყურებდა შემდეგ კი ჩაიცინა და წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა - მე უნდა წავიდა ... მაგვიანდება. დღეს შენც ხომ მორიგე ხარ,წამოხვალ ჩემთან ერთად თუ აღარ მოვიდა ჩემს მანქანაში ჩაჯდომის დრო - დარიას მიმართა და ფეხზე წამოდგა - რა მოგიტანოთ დაბრუნებისას ? - მირასა და რიტას ჰკითხა , ორივეს მოეფერა თავზე -აფერი, მე ელეკლეჩ ვეთამაჩებით -მეც არაფერი მინდა ,მადლობა -ღმერთო ჭკუიდან ნუ გადამიყვან. ცოტათი როგორც კი დალაგდება არეულობა მაშინვე რაღაც ხდება...როდემდე გავუძლებ ნეტავ , როგორ მაინტერესებს ეს გული რამდენს გადაიტანს-ციცო ცდილობდა,მაგრამ მაინც ვერ იმშვიდებდა თავს -რადგან მარტო წავიდა საშიში არაფერია, სულელი არ არის რომ ვჭირდებოდეთ აუცილებლად შეგვატყობინებდა -შენ სულ მშვიდად ხარ, თავზე სანამ არ ჩამოგექცევა ყველაფერი მანამ არ ტოკდები - ქმარს შეუტია და ეჭვნარევი მზერა მიაპყრო დარიას - დედა , შენ რაღაც არ მომწონხარ ცუდი ფერი გაქვს იმ საავადმყოფოში ანალიზებს არ აკეთებენ თუ ექიმებისთვის აკრძალულია . მიხედეთ თავს შვილო ავად მაინც ნუ გახდებით , შემიცოდეთ ცოტა -მე კარქათ ვარ , არ ინერვიულო დედა -მოწამლულია, აგებინებს სულ ... მუჩელი ტია სულ ხელს იდებს - რიტა წამსვე ატიტინდა და დარიას თვალების ბრიალი არც შეიმჩნია -გოგონების აქ ყოფნის დროსაც არ მომწონდი და სულ გადამიტანე ყურადღება...არა ნამდვილად რაღაც გჭირს. ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება. არ ჭამ ნორმალურად ხომ? ბავშვივით უნდა დაგადგე თავზე და დავაკვირდე როგორ სადილობ და ვახშმობ? იქნებ ვირუსი აიკიდე რამე...ბავშვებთან ხარ სულ , ათასი რამე სჭირთ და იქნებ -ადროვე დედა, ექიმები არიან თავად გაარკვევენ- ნინომ ხელზე მოუჭირა, მერე ლოყაზე აკოცა - დაიცადე - ჩუმდ უთხრა და შემდეგ ბიჭებს ანიშნა წავედითო- სკოლაში გვაგვიანდება, გაგვიყვანს ბარემ ლადო. აიღეთ ჩანთები . სწრაფაად -მირაც ბიჭებთან ერთად წავიდა, რიტამ კი მშობლები გააცილა და შემდეგ ერეკლესთან გაიქცა. -მიდით, მიდით მშვიდობიანი დღე - სახლიდან გასულებს მზერა გააყოლა და შემდეგ თამარას მიუბრუნდა - შენ არ მიდიხარ დღეს? -ერთი კვირით დასვენება გადავწყვიტე , მოგეხმარებით შენ და გაბროს ... -შენ ნამდვილად არ ნერვიულობ თუ ჩვენ გვატყუებ -მჯერა დაბრუნდება და ამ დრომდე ერთად უნდა მივხედოთ საქმეებს, რომლებიც არ იცდიან -შენ აპირებ მეურნეობაში ჩაება? -გგონიათ არ გამომივა? თუ არ მიმიღებთ დამხმარედ - საუზმობას განაგრძობდა და თან გაბროს უყურებდა -სიამოვნებით მივიღებ შენს დახმარებას ... -ამ კაცებს რა გენაღვლებათ, ცხოვრებაში მთავარია სწორი ქალი იპოვნოთ და მერე სულ რომ თავზე დაიმხოთ ყველაფერი სულ იმედიანად ხართ ...არა მაინც სად წავიდა , რა დროს წასვლა იყო . დამიტოვა იურისტი ქალი გომურში ,ძროხებთან - ისე დაიწყო სუფრის ალაგება ფაქტი იყო იმ დღეს გაჩერებას არ აპირებდა. დაიწყო დღეების ათვლა , დრო კი სწრაფად გადიოდა და ვაკოს კვალიც არსად ჩანდა. კორინთელები უკვე უახლოვდებოდნენ შიშის მაქსიმალურ ზღვარს და კვლავ ყველანი თავისებურად უმკლავდებოდნენ გონებაში გაჩენილ არეულ ფიქრებს. ................. _რომელ საათზე წახვალ ... მეც გამოგყვები _საოპერაციოდან გამოსულს გვერდით მიუჯდა. ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დაუდო და დაელოდა თავს როდის ასწევდა . თენდებოდა უკვე ის კი მორიგეობის მეორე ღამეს ატარებდა კლინიკაში _დარია _ეს დალიე ... გაციებული ხარ -სიცხე მაქ და ბონდო არც მოვიდა რომ წავიდე . სასწრაფო საოპერაციო შემოიყვანეს, შემოვრჩი _უყურებდა და ინსტიქტურად უყვებოდა თავის ამბავს- დამძიმების რისკია და უნდა დავრჩე . ერთი პარაცეტამოლი უკვე დავლიე , მაგრამ არ მშველის _ჩაი მოსვა და წარბები შეჭმუხნა, აშკარად ყელიც ტკიოდა _ბონდო მოვა, გადავაბარებ იმ ბიჭს და წავიდეთ . შენთან რა მოხდა, გავიგე ასფიქსიით დაიბადა ბავშვიო _გადავარჩინეთ ... კარგათ იქნება , ძლიერი გოგონაა _გაუმართლა შენ რომ იყავი მორიგე _თავი ისევ მაგიდაზე დადო, ქვემოდან უყურებდა ქალს, რომელსაც ოთახში შემოჭრილი მზის სხივები თმებზე ეცემოდა და ოქროსფრად ანათებდა . ხელები ეწვოდა ისე უნდოდა მოფერებოდა , ჩახუტებოდა და მისი სურნელი ეგრძნო -ვაკოზე ნერვიულობ ? იცი სად არის? -არ მინდა ვიფიქრო ცუდზე, თორემ გული გამისკდება სადაცაა - ამოიოხრა და თავზე მოიჭირა ხელები - გული ცუდს არ მიგრძნობს, მაგრამ მაინც ცუდად ვარ. ეს ამინდებიც მაგიჟებს, იყინება უკვე ყველაფერი... სახურავიდან წყალი ჩამოდის. სანამ საოპერაციოში ჭერი არ ჩამოინგრევა არავინ მიხედავს - ჩუმად ლაპარაკობდა და ცდილობდა მაქსიმალურად დიდხანს შეეყოვნებინა დარია _ჩვენ ვრჩებით ! _ქალმა რომ უთხრა ვერც გაიაზრა , ჯერ კიდევ მისი ნაკვთების დაკვირვებით იყო გართული _ რიტას გამო. აქ უნდა , ჩვენებს ვერ დავაშორებ ... არ გირიგდები , უბრალოდ აქედან არ მივდივარ _კარგი ... ძალიან კარგია . მადლობა _ხელები მუხლებზე დაწყობილ თითებზე მოუჭირა, მოეხვია და ლოყაზე კოცნა მოასწრო სანამ ქალი დისტანციას გაზრდიდა _მაპატიე ... აი ვსო _იწვი _შუბლზე ხელი მიადო და შეწუხებულმა შეხედა _სულ ასე არი. აქ რჩები , იყინები და ცივდები. ადიელა რატომ არ დაიფარე - თავს ვერ მოერია, ემოციები ვერ გააკონტროლა _ნამდვილი ხომ ხარ _ლადო _სულ ხუთი წუთი გთხოვ ... _ ხელი წელზე შემოხვია , თავი მუცელზე მიადო და ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელი _ ვგრძნობ კიდევ რაღაც ხდება ... რაღაც რაც არ ვიცი . იქნებ კიდევ რამე გითხრეს , არადა მართლა არავინ მყავს რა რთულია დაგაჯერო როგორ მიყვარხართ ... ისე მომენატრე , საერთოდ ვერ ვისვენებ. მგონია უშენოდ არც მიცხოვრია , შენს გარეშე დღე არ დამიწყია ... როგორ ვცხოვრობდი შენს გაცნობამდე ან მერე ქორწინებამდე როგორ გავუძელი,თავს რა ძალით ვერეოდი. არაფერი მახსოვს შენამდე ცხოვრებიდან _პირი უშრებოდა, თვალებს ვერც ახელდა, ცხელი იყო და სახეც ენამებოდა . ქალი მისგან წამოსულ სიმხურვალეს გრძნობდა , მთელს სხეულში უვლიდა ემოციებით სავსე ტალღები , რომელთაც ბრაზი ვერ ერეოდა, სიბნელეს აქრობდა , ყველაფერს ავიწყებდა _სახლში უნდა წახვიდე და დაისვენო... ავად ხარ _ავად ვარ ...ძალიან ავად. მალე მოვკვდები უშენოდ . რიტა ერეკლეს ეფერება, მაგრამ მე ისევ მიბრაზდება. ძველებურად არ მელაპარაკება, არც მეხუტება ... შორს იჭერს თავს და ვკვდები ასე -შენ იცი მე არ ვეუბნები ... თვითონ გრძნობს ასე . დრო უნდა _მგონი შევიშალე იცი? გიყურებ და მგონია ისევ ორსულად ხარ . იქნებ ის ბედნიერი დრო მენატრება ყველანი კარგად ვიყავით ჩემს სივრცეში მხოლოდ შენ იყავი შენს ქცევებს, მოძრაობას, სუნთქვას ვაკვირდებოდი. როგორ იზრდებოდა ის შენში და შენ ? იმ დროს მთელი ძალით დამატყდა შენი სიყვარულით თავს , მანამდე თუ თავს ვერეოდი მერე სულ გავგიჟდი, მეგონა უკვე გაწუხებდი ჩემი სისულელეებით,მაგრამ ვერ გშორდებოდი , შევიშალე...გეფიცები არ მინდოდა , არ მინდოდა შენს გარდა ვინმესგან შვილი. ისე მიჭირს მისი არსებობის გააზრება , თითქოს ჩემი კი არა ვიღაც სხვა კაცისაა და მე უბრალოდ ვზრუნავ და ისე მიყვარდება, ისე როგორც სხვისი ბავშვები . ვერ ვიტან თავს ამის გამოც , მასთანაც კი დანაშაულის შეგრძნება მაქვს _უნდა წავიდე _კიდევ უფრო მეტად ეცადა მანძილის გაზრდა, თავი ისე ეჭირა თითქოს კაცის სიტყვებმა საერთოდ ვერ იმოქმედა _კიდევ მითხარი _რა _რომ არ მიფრინავთ და რჩებით _ვრჩებით საქართველოში , მაგრამ არა შენს ცოლად _ასე შემიძულე? ასე მარტივად _მარტივად არა _მე შენთვის არ მიღალატია ! _საუბარი აღარ მინდა სწრაფად გავიდა კაბინეტიდან. დერეფანში მიაბიჯებდა და წამოზრდილი მუცლიდან ხელებს არ იშორებდა. ცრემლების შეკავება მანამ არ უცდია სანამ ექთნების ხმა არ გაიგო. ახალი ცვლა მოდიოდა, მორიგეობა დასრულდა სახლში დაბრუნების დრო იყო . მანქანაში მდუმარედ გაატარეს რამდენიმე წუთი შემდეგ კი ლადო ისევ ერთ მხარეს წავიდა , თავად კი გზა განაგრძო და დაცარიელებულ სივრცეში ორი კორინთელით აღმოჩნდა. ერთი ბედნიერი ეხვეოდა და დღის ამბებს უყვებოდა, მეორეს გული კი ქალის მკერდის ქვეშ ფეთქავდა. …………….. -ღმერთო გადამირევს ეს გოგო მეზობლებს... - ჯინსებში გამოწყობილ რძალს შორიდან მოავლო მზერა და მერე მაინც გაეღიმა- ილაპარაკონ,გასართობი მაინც არაფერი აქვთ -სად მიდიხარ ? -ნინოსთან, ახალი დაბრუნებულია , დაღლილი იქნება და გადავუტან სადილს . წამოხვალ ? -მირა და ბიჭები გაბროსთან არიან , ვისადილეთ უკვეო მითხრეს -ხო , უცებ შეჭამეს და გამოიქცნენ . შენ ერთი კვირაო თქვი და ლამის ერთი თვეა სახლში ხარ. ვაკო რომ დაბრუნდება იფიქრებს ჩემი წასვლით ისარგებლეს და ცოლი სახლში გამომიკეტესო -არ მეგონა თუ ასე მომეწონებოდა, უცნაურია ,მაგრამ მონატრებას უფრო მიმსუბუქებს აქაურობა ვიდრე სასამართლოში ყოფნა. ბოლო დროს მაინც შეუძლოდ ვარ , არაფერი მტკივა და მაინც ცუდ ხასიათზე ვარ . ეს რეჟიმი კარგად მოქმედებს, დამნაშავეებისგან შორს ყოფნა მინდა. სამსახურში გასულს ხასიათი დამიმძიმდა, მსგავსი არაფერი მახსენდება და მეუცნაურება -ნეტავ გამაგებინა სად წავიდა...მოიცა დაბრუნდეს ნახე რა ვუქნა შენი ნერვიულობისთვის. გაბროს რამდენჯერმე მოუხდა წასვლა ახალდაქორწინებულები , რომ ვიყავით და ისე ცუდად გავხდი, მეგონა გავგიჟდებოდი სანამ დაბრუნდებოდა -მთავარია ძალიან არ დაიგვიანოს თორემ მე მართლა არ ვარ კარგად და თან ვერც ვხვდები რა გავაკეთო,როგორ მოვერიო უმისობას -ეჰ ჩემი შვილებისას რას გაიგებ, ყველას უქრის ... ნინო ,დე სად ხარ ? სადილი მოგიტანე , ბავშვებიც დანაყრებულები არიან გაბროს ეხმარებიან - მაგიდაზე დადო ლანგარი და ქალს სკამიც გამოუწია- თეფშს მოვიტან, შენც ხომ არ გინდა . იმდენია ორივეს გეყოფათ -გემრიელად გამოიყურება, მადისაღმძვრელად -გამოდის ორი თეფში მომაქვს- გაიცინა და სწრაფად დაბრუნდა უკან -ოქრო ხარ , გეფიცები ... დღეს ისე დამღალეს . რატომ გავხდი დირექტორი გამახსენებ დედა? ვყოფილიყავი ჩვეულებრივი მასწავლებელი , ავირჩევდი რამდენიმე კლასს და ვივლიდი მშვიდად. მე ამათ ვერასდროს შევეჩვევი, ვერც შევცვლი -ამჯერად რა მოხდა ...მომიყევი - ისევ წამოდგა და წყალთან ერთად კომპოტის წვენიც მიუტანა რძლებს. ნინო ისე იყო ჭამის თავიც აღარ ჰქონდა აი თამარა კი აშკარად მადის მოზღვავებას განიცდიდა - ესეც დალიე , გემრიელია -ფიზიკის მასწავლებელი, თალიკო ...შენც იცი -როგორ არა ყველა ჩემს ბავშვს ასწავლიდა. გიორგის ისე აუწია ერთხელ ყური ბავშვი დამიმახინჯა ...არ მეგონა შუაზე თუ არ გავგლეჯდი. ასი წლისაა ქალი რით ვეღარ მიხვდა ,რომ დაჯდეს სახლში . თავის ტუტუც შვილიშვილებს მიხედოს, წიგნის მაგივრად დანა რომ უჭირავთ ხელში -ხომ იცი დირექტორად დანიშვნის დღიდან ვკრძალავ ბავშვების ცემას, მაგრამ მაინც არ ეშვებიან. ეს მშობლებიც არაფერს ამბობენ . თუ არ უსმენს და უზრდელობს აბა რა უნდა ქნასო დედა მეუბნება. საწყალი ბავშვები,რა უნდა ისწვალონ ცემისგან აქვთ თავი გაბრუებული . დღეს საავადმყოფოში მომიხდა წასვლა, მეცხრეკლასელ ბიჭს ქალბატონმა თალიკომ ისე აუწია ყური სისხლდენა დაეწყო. ის ბავშვი ისედაც ჭიდაობს , სპორცმენია არ იცოდა ეს გაკვეთილი რა ექნა ყველა ფიზიკოსი ხომ ვერ გახდება . სისხლდენა ვერ გავუჩერეთ , ბიჭი ისე გადაფითრდა უთუოდ გონებას დაკარგავდა ის ქალი კიდე იმას გაჰკიოდა სწავლა აღარავის უნდაო . ჩემი დირექტორობა არ მოსწონთ , სადისტები -წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა და ანთებული მზერა პირდაპირ თამარას მიაპყრო - როდის შეიცვლება კანონი და ბავშვების დაცვაზე გადავა ხალხი -მარტო კანონი უშელის ამდენ ტყიდან გამოვარდნილ გიჟს? ისე უბარტყუნებენ ამ ბავშვებს თითქოს თავისი კი არა სხვისია. არა ხანდახან მაგიჟებდნენ და მოვსცხებდი უკანალზე მეც, მაგრამ რა გული გამიძლებდა იმათ ტკენოდათ ჩემ გამო? ჩემი დედამთილი გიჟდებოდა, რომ არ ურტყამ იმიტო არიან ასეთი სულელებიო. მაგ ჭკუაზე ვიყავი ახლა მისი წესებით გავზრდიდი შვილებს . რაც დავუჯერე და არ შევეწინააღმდეგე ისიც ვერ მომინელებია დღემდე, დავღუპე სალომე მაგის აკვნით , ალქაჯი -ნერვიულობა არ გინდა , დამშვიდდი ...- ხელზე მოეფერა ნინო და გაუღიმა -ყველაფერი მოგვარდება , დროა საჭირო და აუცილებლად მოხდება ცვლილებები ყველა ჩვენგანში -და ეგ ცვლილება ჩვენი ბიჭის ანასაც ეხება ? -ეშმაკურად გაუღიმა რძალს -მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა გაბრიელს რომ შეუყვარდა ... ახლა მხოლოდ გონიერება სჭირდება, მოთმინების უნარი და სწორი რჩევანი . -რა სამწუხაროა რომ არ არსებობს არავითარი საშუალება მსგავსი გოგონების დასაცავად და მათ მარტოს უწევთ ბრძოლა. თანაც რისთვის , განათლების უფლებისთვის არც კი მჯერა რომ საუბარი სკოლის დასრულებაზეა და არა ვთქვათ ეკონომიურ სიდუხჭირეზე რომლის გამოც უმაღლეს სასწავლებელში ვერ აბარებს . ვაკოსთან ვისაუბრე, აღშფოთებული იყო იმ კაცთან საუბრის შემდეგ ძლივს დამშვიდდა . მაინც როგორი რთულია ზოგისთვის ცხოვრება , ბავშვობიდან იწყებენ ომს იმის მისაღებად რაც სხვას უპრობლემოდ, უპირობოდ აქვს და არც წარმოუდგენია სხვანაირად -მე არ მეშინია, ვიცი მათ გამოუვათ -ქორწინება რომ გადაწყვიტონ ამ ასაკში დედამთილი გახდები -არც ისეთი ადრეა ... თანაც ხომ იცი , გოგონაზე ვოცნებობდით მე და გიო - თვალები წამიერად აევსო ცრემლებით, თავი დახარა და მერე ისევ გაღიმებული გასწორდა- სანამ მე ბებიობის მოლოდინში ვიქნები ვფიქრობ მანამ კორინთელების ოჯახი კიდევ ერთით გაიზრდება -კი, კი ნამდვილად ფეხმძიმედაა...-გამოცოცხლდა ქალი, ახალი ენერგიით შეივსო-ვაკვირდები,ვაკვირდები და დარწმუნებული ვარ . იმიტომ არ გაიქცა მაშინვე, იმიტომ არ იმოქმედა სხვანაირად, იმიტომ იკავებს თავს . არ ყვირის, არ ჩხუბობს და ცდილობს კარგად იყოს. ძალა მოიკრიბა, გონიერება გამოიჩინა და არ აჰყვა ემოციებს. გული მწყდება მე ,რომ არ მეუბნება ,მაგრამ არაუშავს მთავარია კარგად იყვნენ -ქალებს დედობა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს განიჭებთ ,ხომ? ყველაფრის გაძლება, გადატანა, გაკეთება და მოფიქრება შეგიძლიათ მათ საკეთილდღეოდ -არ გაგიკვირდა , შენც ხვდებოდი ? -ყველაფერს ვხედავ და ვამჩნევ, მაგრამ ძირითადად ველოდები უტყუარ მტკიცებულებებს -ნეტავ ლადოს როდის ეტყვის -ისე გაუხარდება სულ გადავა ჭკუიდან ... ეს ბავშვი სასწაულებრივად მოგვევლინა ახლა და იმედია არ ვცდებით -რა უცნაურად ხდება ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ... იმდენი დაუგეგმავი და საოცარი მომენტითაა სავსე და მაინც რა რთულია დაინახო ბედნიერება რომელიც შენთანაა. რთულია გააკეთო არჩევანი თუნდაც იცოდე რა არის სწორი და რა არასწორი- თამარა ნოსტალგიურ განწყობას ვერ იშორებდა ………………. _ორსულად ხარ ... ორსულად ხარ _ განიერი მოსაცმელის მიღმა წამოზრდილ მუცელს ხელებით შეეხო და მერე ქვემოდან ახედა _როდის აპირებდი თქმას ... აქამდე როგორ ვერ მივხვდი , ყველაფერი როგორი ნათელი იყო და მეჩვენება_თქო ვამბობდი _რომ გავიგე თქმა ვერ მოვახერხე. მუშაობა ახალი დაწყებული იკო და ვიფიქრე ცოტას დავიცდი... მერე შენი გალატი დამეცა და როდის მეთქვა . არ წახვიდოდი _შესანიშნავია ჯერ იმიტო დამიმალე რომ იცოდი მუშაობაზე რა რეაქციაც მექნებოდა ... მერე უკვე ჩემი მოშორება გინდიდა. რამდენი თვის ხარ... ღმერთო 4 თუ 5 . ამდენი დრო გავიდა და როგორ დამიმალე . მეგონა ცუდად ნერვიულობის გამო იყავი და შენ ორსულად ხარ და თან რა გრაფიკით ცხოვრობ _24 კვირისაა _მადლობა მშობიარობამდე რომ გამაგებინე ... არა მუცელი ისე გაქვს ამ ტანსაცმელში მინიმუმ გაზაფხულამდე ვერაფერს შეგატყობდი და მერე კი გააჩენდი . ექიმთან სად დადიხარ , ვისთან ხარ _არ მაქვს შენი ნერვიულობების თავი... კარგად ვართ . არსად მივდივარ და მალე მესამე შვილი მამა იქნები _ასე ვერ მომექცევი . ჩემი ბავშვია , ახლოს უნდა ვიყო ... უნდა ველაპარაკო , გავიგო ყველაფერი და ვიცოდე მშობიარობამდე როგორ იქნებით _არ დაბრუნდები ! ისიც ბევრია რომ დავრჩი _ამიტომ დარჩი ? შენ რა ბავშვის გამო არ წახვედი ? _და აბა რა გეგონა რადგან ცუდად იკავი და ერთხელ იკო გალატი მორჩა გაპატიე? უნდა გეთქვა , ჩემთან გელაპარაკა არ უნდა ჩუმათ სახლში რომ მოდიოდი . კარგად იქნებოდი, ძალა გექნებოდა და მერე არ იტკოდი ოიი ცუდად ვარ , სუსტად და გალატი გამოვიდა ... მე არ წავალ . რიტას და ამ ბავშვის გამო ოჯახი აქარი, ისინი ვისაც უკვარს და ვისთანაც უნდა გაიზარდოს . მაგათი ძმაც აქაა და ისინი სუკველა ვინც კარქია და ვისთანაც უნდა იცხოვრონ . ბავშვების ცხოვრება ასე იქნება კარგათ , მე ვერ დავივიწყე არ შემიძლია , მაგრამ არ იმსახურებ შვილებთან არ კოფნას . ესაა ჩემი შანსი მეტი არა და იცოდე ჩუმად იკავი _ბავშვი გვეყოლება კიდე ერთი ჩემი და შენი ბავშვი რა უნდა გავაკეთო შენ რომ გაგაბრაზო. ჩემი გაჩუმების დრო მოვიდა, სამუდამოდ ასე გააგრძელებ ხო? იყოს ისე როგორც გინდა _ ისევ შეეხო მუცელზე. კოცნა უნდოდა, გრძნობების ღიად გამოხატვა , მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მუხლებზე იდგა და ისე ეხვეოდა _არ ინანებ რომ დარჩი ... ჩვენი ბავშვები აქ გაიზრდებიან და ყველაზე კარგად იქნებიან . საოცარი ქალი ხარ , უნიკალური . ხო , მა დედაშენი ყველაზე კარგია. დღეიდან ხშირად დაგელაპარაკები და მალე შეეჩვევი ჩემს ხმას . შენი არსებობა სიცოცხლით მავსებს მა _ვსო ... გაიწიე _ მოსმენა აღარ შეეძლო, ტირილი უნდოდა . ერთი მხარე მოდუნებას სთხოვდა, იმ შეგრძნებებით ტკბობას რომელიც აასეთი მონატრებული ჰქონდა . ბავშვის არსებობით ბედნიერების განცდაც ვერ მოახერხა სრული მასშტაბით , თვეები ისე გავიდა გონს ვერ მოვიდა . ყოველდღიურობამ გააქრო დრო და მაინც ტკივილი დარჩა, გონებიდან ვერ აქრობდა და ახლა არ აძლევდა ლადოსთან ყოფნის საშუალებას. იცოდა მისგან შორს მშვიდად ვერ იქნებოდა, ცარიელდებოდა, იყინებოდა და მაინც სიახლოვე კვლავ გაუსაძლისი იყო _რიტამ იცის ? სად არის ... სახლში არა ხომ? _თამარამ წაიკვანა ბავშვები ... ერეკლეც სულ მასთანაა _ერთად ვუთხრათ , კარგი ? _კარგი ... წადი უკვე _იმიტომ მიშვებ რომ ვეღარ უძლებ ხომ? შენც გინდა ჩამეხუტო, გენატრები და შენმა ტვინმაც იცის , ესმის , ხვდება უნდა მიმიღო ,დამიბრუნდე -და მაინც გულს მირევს შენი შეხება... ტვინი უფრო გპატიობს ვიდრე ქალი , რომელსაც უღალატე , ჩემი სიკვარული ვერ გაბრუნებს ! -დამიბრუნებს, აუცილებლად ! მე დაგელოდები , მოვა დრო როცა შეძლებ - უნდოდა წასულიყო,მაგრამ ვერ მოითმინა . დაგროვილმა ემოციებმა აჯობეს, ქალს მოულოდნელად აკოცა და მანამ მოშორდა სანამ მის რეაქციას მიიღებდა .................... -ჩვენთან მოდიქალ? -მა, მე და ერეკლე რომ გადმოვიდეთ სახლში არ გინდა? ხომ გიყვარს ერეკლე? -კი მიკალჩ და ჩენ? -მე არ მოგენატრე? -ქო , მაგლამ დედა ლომ გააბაზე? -ხომ გინდა შევრიგდეთ... მაშინ ჩემს მხარეს უნდა იყო და დედამ მიგვიღებს კორინთელებს -ლოგოლ -უთხარი მინდა დაბრუნდეს-თქო და დაგიჯერებს. ერეკლეც უყვარს, გაციებული რომ ვიყავი ის სამი დღე ხომ ზრუნავდა თუ მართლა თამარას ჰყავდა -ნწ, მოგატკუა... ჩვენთან კავდა და ბევლი აკოჩა. ტილოდა კიდე ,მალა თან ეფელებოდა -აქამდე რატომ არ მითხარი ეგ -არ უთქრაო და - წარბები შეჭმუხნა და გაკვირვებულმა ახედა. ვეღარ გაეგო რა უნდა ეთქვა და რა არა. სახლში შესვლისთანავე სამზარეულოსკენ გაიქცა და დარიას ძლიერდად მოეხვიაა- დეეე შია მე -მაა მე მოგიმზადებთ დღეს ვახშამს ...დედა უნდა დავასვენოთ . არ გადაიღალოს, დიდხანს დაიძინოს და ბევრი გემრიელობა ვაჭამოთ . იცი რატო მაა?- ერეკლე მაგიდაზე დასვა , მის გვერდით დააჯინა რიტაც -დედაჩ მუცელჩი ბაია კავც? -შენ რა იცი დე?- ქალი ლადოს გვერდით აღმოჩნდა და ბავშვის წინ ჩამოჯდა-ვინ თქვა -ციცო ბება ეუბნებოდა გაბრო პაპას ... მე და მილამ გავიგონეთ . ტკუილია? -არა ,მა მართალია ... აი აქ არის და ნელ-ნელა იზრდება . დედიკომ უნდა იზრუნოს მასზე ჩვენ კი დედიკოზე -მეჩ იქ ვიკავი? -ხო მაა , ოღონდ მაშინ უფრო ფუმფულა იყო . ახლა ბევრს არ ჭამს და სულ ტირის. მე და შენ უნდა მივხედოთ,თორემ შენი ძმა ან და ისეთი ციცქნა იქნება ხელში ვერ აიყვან -ელეკლე და კიდე ელთი ბაიას უფლოსი და ვიქნები მე? -უფროსი , ყველაზე ლამაზი და ჭვიანი დაიკო . შენნაირი მარტო მათ ეყოლებათ - თითები დაუკოცნა და თან ეღიმებოდა ახმაურებული ბიჭი დარიასკენ ,რომ იწევდა . ქალმაც ვეღარ გაუძლო და სწრაფად აიყვანა . -წამო დე ერეკლეს ნივთები გავამზადოთ ოთახში ... ლადოსთან დაწვება ჯერ და მერე შენთან გადმოვა - ბავშვს ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და ქმრისთვის არც შეუხედავს ისე სთხოვა ქალიშვილს გაყოლა -სწორად გავიგე? -უკან მიჰყვა წამსვე -ნუ მოდიხარ ... დარჩი , გვშია ჩვენ -ეს მზერა , ღმერთო ჩემო ამ დუმილით დასჯის შემდეგ გადაწყვიტე მეთამაშო - ჯერ თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა მერე ჩაიცინა და ზედის მკლავები აიკეცა- ისევ ისეთი რაღაცები გინდა რაც რიტას დროს თუ შეგეცვალა გემოვნება ნომერი ორის შემთხვევაში - უკანსვლით წავიდა -არ ვიცი, მოამზადე და მერე ვნახოთ . ალბათ უკეთესების სწავლა იქნება საჭირო ... - ბავშვს ფუმფულა თითებს უკოცნიდა და ისიც მხიარულად კისკისებდა . რა უფრო რთულია შანსის მიცემა თუ ყველაფრის სამუდამოდ დასრულება არავინ იცის. იმდენად განსხვავდება რამდენადაც დანაშაული და თავად პიროვნება, დამნაშავე თუ დაზარლებული. გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს მიზანი კი აუცილებლად სწორად უნდა დაინახო . დარიას სასწორი ოჯახთან ერთად გზის გაგრძელების მხარეს გადაიხარა და საკუთარი თავიც დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, უკანასკნელი იმედის გამოცდა ელოდა წინ და თუ ჩაიჭრებოდნენ შემდეგ უსიტყვოდ დასრულდებოდა, სამუდამოდ ჩამოინგრეოდა გრძნობების სახლის ყველა კედელი . ..................... -_მოიცადე ... საით _ ამუშავებული მანქანის წინ გადაუხტა კაცი. სწრაფად მივიდა კართან და უხეშად გამოაღო _ხედავ როგორი ამინდია? სად მიდიხარ _მე კი ვხედავ , მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ? დასველდებით და გაცივდებით _წყალი არ მაშინებს ... აი შენ კი აშკარად გიჟი ხარ და გინდა შვილი დამიქვრივო? _უახლოესი 40 წელი არ ვაპირებ , მინიმუმ მაინც ასე როომ _გოგო მანქანის გასაღები საერთოდ სად აიღე... იმან აქ ეს მანქანა შენთვის დატოვა? გაგიჟდით თქვენ? იცი მაინც რა გზაა და ეს გზა ამ წვიმაში კიდე როგორაა მოწყობილი ? _რატომ ყვირით არ მესმის... ჩემზე ღელავთ ბატონო ამირან ? მანქანა ჩემთვის ვიყიდე , მუშები არ გვყავს აქ მათ რომ მატარონ ...დიდად კომფორტულია და მდიამოვნებს საჭესთან ჯდომა_თქო მოგატყუებთ , მაგრამ საქმე მოითხოვს _ეს დღეები სულ შენ დადიოდი? ღმერთო შენ გადმომხედე , გეთამაშება ეს სულელი გოგო _ბატონო ამირან ძალიან გთხოვთ გამაგებინოთ რა გგნებავთ. არ მიშვებთ საქმის მოსაგვარებლად? _რა საქმე რის საქმე შვილო ... ხრამიდან ვერ ამოგიყვანენ _5 ტონა მანდარინი მელოდება როდის მივალ და გავყიდი . თუ არ წავალ დროულად იქ მე არავინ დამელოდება ... მომპარავენ ყუთებს და დავუკარგავ მუშებსაც ხელფასს , რომელიც სხვათაშორის ამ უკანასკნელის გაყიდვის შემდეგ უნდა ავიღო _კორინთელების ქორვაჭარი მოიყვანა ცოლად ! გადმოდი და იქეთ დაჯექი მე წაგიყვან ... საქმე მაინც არაფერი მაქვს და ლონდასთან ჩხუბიც მომბეზრდა, ვეღარ ვერთობი _ ჩუმად ჩაილაპარაკა რძალს თავისი მოსაცმელი მოახურა და თავად დაიკავა ადგილი საჭესთან. ერთხანს ჩუმად იყვნენ, გზა მართლაც ისე იყო წვიმებისგან დაშლილი კაცსაც კი უჭირდა საჭის დამორჩილება. _ამ წარღვნაში ვინ მოვა იქ ... ან მოკრეფა როდის მოასწარით. აწი არაა მანდარინის სეზონი? _უკვე დავიწყეთ ... დასაწყობებული მაქვს და ნელ_ნელა ვკრეფ . ფასმა აიწია ახლა შედარებით _რამდენი მუშა გყავს _20 _ამდენი რაში გჭირდება _კიდევ ვიყიდე მიწები და გაზაფხულზე ახალ ნერგებსაც დავრგავ. კივის ხეებისთვის ცალკე ავარჩიე ადგილები _კივი ? ხალხი შიმშილით კვდება . შენი კივი და ფეიხოა ვის რად უნდა _ვინც არ შიმშილობს იმათ უნდათ, ვისაც შია მუშაობს და სახლში თუ არ აქვს ხეები ვჩუქნი ყველას რამდენიმე კილოს . ნახევარი რაიონი გავიცანი უკვე უტასთან ერთად. რაც უფრო მეტს გამოვიმუშავებ ჩემი ქორვაჭრობით მით უფრო მეტის გაცემას შევძლებ , მეტს დავასაქმებ _შენ გქონია ქვეყნის აყვავების გეგმა ... ციტრუსი გადაგვარჩენს ე.ი _თქვენ სიმამრს აშკარად არ ჰქონდა გაჭირვება ... წლებია ეს მიწა და მისი მოსავალი აცოცხლებს მოსახლეობას. თქვენ ალბათ არ იცით, მესმის ზღვაში პირიქით ცე ვიტამინის ნაკლებობით იღუპებიან მეზღვაურები. ბევრი წამიკითხავს , ალბათ როგორი რთულია იყო კაპიტანი და ასობით ადამიანი შენზე დამოკიდებული _რთული იყო და იქნებ სჯობდა კიდეც მეც ასე მიწაზე დარჩენილს მის იმედად მეცხოვრა. შენ თუ გინდა შემოსავალი გაზარდო, აქედან კი არ უნდა მიყიდო კაპიკებად თავად უნდა წაიღო და გაყიდო ორმაგ ფასად იქ სადაც ვაჭრებს მიაქვთ _წელს არ გამოვა... ჯერ კარგად უნდა შევისწავლო ყველაფერი. მოსავალიც არაა იმდენი მანქანები ვიყიდო და ქვეყნიდან გავუშვა. ისე კი მჭირდება ერთგული კაცი, რომელიც ჩემზე კარგად გააკონტროლებს ყველას. რამდენიმემ მოტყუება სცადა, ბიჭების მიღებისას ბევრს ვფიქრობ. მუდმივი მუშახელი დამჭირდება -საქმეს მთავაზობ პატარა ჯადოქარო ? _სიცლით გახედა და მისკენ მობრუნებულს ცხვირზე თითი დაჰკრა - შენ რანაირი ქალი ყოფილხარ ... ამიტო გააგიჟე ლონდა ხომ? ზუსტად ისეთი ხარ ის რომ იქნებოდა _მისთვის ფრთები რომ არ მოგეჭრათ _მე არაფერი გამიკეთებია...დრო იყო მაშინ სხვა და ნუ ჩაყოფ ცხვირს იქ სადაც არაფერი გესაქმება. შენ და შენმა ქმარმა არ იცით . ბევრი რამე ლონდამაც არ იცის _და რატომ არ ეტყვით... დრო აღარ არის? ახლა ხომ ვეღარ გაიქცევით,ის დრო მოვიდა ნამდვილად გვერდით რომ უნდა გყავდეთ _შენგან რჩევების მიღებას არ ვაპირებ... ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ. აქ გავაჩერებ და უცებ გადადი არ დასველდე . არ დაეცე კიდე , ტალახია მანდ _სიარული 25 წლის წინ ვისწავლე _ქალს რომ ასე გექნება ავარდნილი ... აბლატავებს ცოლს. სულელი ხარ შვილო და თან ჭკვიანი . ეს რომ გყავს გვერდით რისი უნდა შეგეშინდეს კაცს _მანქანიდან უყურებდა შენობიდან გამოსულ კაცებს როგორ შეეგებნენ ამ გალეულ , ხელჯოხიან ქალს რომელსაც იქ მყოფები სრულ დაქვემდებარებაში ჰყავდა. ყველა პატივს სცემდა, ისეთები ჰყავდა ირგვლივ მადლიერები რომ იყვნენ და არასდროს უღალატებდნენ. კარგად სცნობდა კაცი გუნდური თამაშის წესებს. ის კი ნამდვილად კაპიტანი იყო , მხოლოდ მარჯვენახელი აკლდა და ამ ადგილის დაკავება ამირანისთვის ერთის მხრივ დამამცირებელი იყო , მეორე მხარე კი მისკენ უბიძგებდა. _მხოლოდ იმიტომ რომ შენი აზრები მომწონს... კარგ საქმეს გააკეთებ და უტასაც დავეხმარებით -გვერდით დაუდგა და ჩუმად უთხრა . სალომემ მხოლოდ წამით ახედა, კმაყოფილმა გაუღიმა და საუბარი განაგრძო _გაიცანით ჩემი მამამთილი, როგორც იქნა გემის კაპიტნობიდან დაგვიბრუნდა და გადაიბარებს საქმეებს , უთხარით ბიჭებო, რომ მის დაბრუნებამდე ყველაფერს შესანიშნავად ვუმკლავდებოდი _ იცინოდა და მთელი სახე უნათებდა . კაცის გაკვირვებულ სახეს ვერ ხედავდა , მაგრამ გრძნობდა მის შეცვლილ გულისცემას და შემდეგ უკვე ამღვრეულ თვალებსაც გადააწყდა _ წარმატებული იყოს შენი ჩვენს მიწაზე დაბრუნება , მამა _ბევრი გვსმენია ... _კომენტარები ესმოდა, ბიჭებს ესალმებოდა . თავს აცნობდნენ და ისიც დამახსოვრებას ცდილობდა . სალომე კი გვერდით აღარ ჰყავდა , მყიდველი მანდარინთ სავსე ყუთებს მანქანაში აწყობდა და ისიც თვალს ადევნებდა სამუშაოს. სიცივე იყო, თბილი ქურთუკი და გრძელი ჩექმა ეცვა , ქუდი და კაშნეც მოეხვია . რამდენიმე წუთში კი ხის სკამზე იჯდა და ბიჭებს დანაპირებ ხელფასს აძლევდა. მანდარინს პატარა ბავშვივით გემრიელად მიირთმევდა და ჯოხს რითმულად აკაკუნებდა . _და რა დაგრჩა ? _ერთგულება , დაპურებული 20 ოჯახი და მოსავალი, რომელიც ფუჭად დალპობას გადავარჩინე მიწები რომ გამოვისყიდე _კიდევ არაფერი ? _მამა ამირანი , რომელიც ჩემი გონიერებით ძლივს აღვაფრთოვანე . ამდენი თვე მიძალიანდებოდით , ასე არ შეიძლება პატარა გოგო ვარ , მწყინს მე რომ ვიღაც მიყვარს და მას არა. წავედით ახლა , დღეს კრეფა არ გამოვა უტა მოსული დაგვხვდება და უთხარით რომ კარგი გოგო ვარ, თორემ ნერვიულობს ჩვენს გამო , გაბრაზებულიცაა თქვენზე . მე კი არ შემიძლია ცუდად რომ არის , რამე რომ აწუხებს და მოღუშული დადის _ პატარა ბავშვივით ტიტინებდა. სულ არ ჰგავდა იმ საქმიან ქალს ბოლო საათების განმავლობაში რომ ხედავდა. _პატარა ჯადოქარი ! _წინ წასულს მზერა მიადევნა, რკინის კარი ხმაურით მიხურა და ურდულით ჩაკეტა _ მაინც შემაყვარე თავი, ლონდა ისევ მართალი აღმოჩნდა _მანქანამდე მისვლამდე ლაპარაკობდა შემდეგ კი ისე დაიკავა ადგილი თითქოს არაფერი შეცვლილა. სალომესაც არ სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები , იცოდა ამირანიც მის მხარეს იბრძოდა ცხოვრებისთვის ომში ................ -რამ დააღონა ჩემი ყოვლისშემძლე ნახევარი? - ჩაფიქრებულს მოულოდნელად აკოცა და დედამიწაზე დააბრუნა - მამას გულიც კი მოიგე . აღფრთოვანებული მიყვებოდა მუშაობა როგორ დააწყებინე -განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ არ ელოდა ხეიბრისგან -მაგ სიტყვას როდის მოიშორებ? -კარგი, არ გვინდა კამათი ისედაც ვღელავ ... ვაკო წავიდა , არ ვიცი სად და არც ის როდის დაბრუნდება. დრო გადის ,ის კი არ ჩანს. იქნებ რა შარში გაეხვა, გიორგი იმდენ ვინმეს ებრძოდა საქმის გამო, იმდენი მტრები ჰყავდა, რა დალევს ბოროტ ადამიანებს . იქნებ ისევ ისინი არიან მაშინ თავს რომ დაესხნენ ... თითქოს ლადოზე და დარიაზე დარდი არ მყოფნიდა. ცუდად ვარ, სულ ბავშვებივით რატომ იქცევიან . ხომ შეიძლება თქვას სად მიდის , გაგვაგებინოს , რომ ვიცოდეთ სად ვეძებოთ -იფიქრე ჩემო გოგოვ, ვაკოზე საუბრობ . კაცი ომიდან დაბრუნდა, გეგმის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა და თუ საჭირო იქნებოდა ყველას შეგვკრებდა, მარტო არსად წავიდოდა, გვერდით აუცილებლად ეყოლება ვინმე , ვიღაც ისეთი ვინც იმ სიტუაციაში დასჭირდება. ლადოს რაც შეეხება, ხომ დაბრუნდა სახლში , ჰყავს ორი ბავშვი და ელოდება მესამეს , განა ის მდგომარეობა აქვს რომ უნდა დარდობდე? -მხოლოდ იმიტომ ,რომ დარია ჰყავს გვერდით შიშიც აღარ მაქვს . დანაშაულის შეგრძნება ხომ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს, სულ იმის მცდელობაში ხარ,რომ გამოასწორო დაშვებული შეცდომა და ყველაფერი შემოატრიალო . ლადო კი ახლა მოწოდების სიმაღლეზეა ... ვაკომ ნამდვილად არაფერი გითხრა? ჩემი თავი დაიფიცე ,გთხოვ თუ რამე იცი -არაფერი, გეფიცები წარმოდგენა არ მაქვს სად არის ,რომ ვიცოდე შენს ამ მდგომარეობას ვუყურებდი და არაფერს გეტყოდი? -მეტყოდი, მინიშნებას მაინც მომცემდი და სხვაგვარად დამამშვიდებდი , მაგრამ ახლა ვერ ვსუნთქავ. უცნაური შეგრძნება მაქვს, გულს ვერაფერს ვუხერხებ -ჩემო ნახევარო , შენი გული უნდა გააჩერო , ვაკო აუცილებლად დაბრუნდება -ერთხელ გავაჩერე, დავარწმუნე გიორგი დაბრუნდება, ჩვენ არ მიგვატოვებს ,სიკვდილს არ დანებდება-თქო,მაგრამ ვერ მოახერხა . ყველაფრის გათვლა ვერ ხდება , ზოგჯერ ისეთი მოულოდნელია ნაღმი ფეხქვეშ უბრალოდ ნაბიჯს დგამ და სრულდები -მოდი ჩემთან , ჩამეხუტე გამინაწილე შენი დარდები- თავისკენ მიიზიდა, ხელები შემოჰხვია და თითქოს მთლიანად შთანთქა მისი უარყოფითი ფიქრები - ყველაფერი იქნება იმაზე კარგად ვიდრე წარმოგვიდგენია , ცუდზე ნუ იფიქრებ ნინოც კი დღემდე ელის გიორგის დაბრუნებას შენ კი ვაკოს დარდობ, არ იცოდე მაინც როგორი ცოლი ჰყავს, სამყაროს ამოატრიალებს და დაეხმარება . ეჭვი მაქვს მხოლოდ მან იცის მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი, ვერ დავიჯერებ როგორ შეიძლებოდა ისე წასულიყო ,რომ ვის ვის და თამარას არ გაეგო -მეც ასე ვფიქრობ ... დარიაზეც აღარ ვიდარდო ? ჩემი ძმა რომ მიიღო და ახლა ვინ იცის იქნებ უარესადაა . ფიზიკურად და სულიერად წნეხში მოექცა , რიტაზე უნდა იზრუნოს, ორსულადაა და საკუთარ თავს ვერ დაივიწყებს ,დამატებით კი ჰყავს ბავშვი,რომელიც შვილების გვერდით უნდა გაზარდოს -არც კი ვიცი რა ვთქვა, სხვისი შვილის საკუთარივით მიღება ხომ რთულია ,მაგრამ ღალატის კვალის მოშორება რომ გიწევს თან ალბათ საშინელი. ბავშვია, დარია შეიყვარებს ...შენ რა ეჭვი გეპარება? - მე ვერაფერი ვუთხარი ვერც მას და ვერც საკუთარ ძმას. არ ვიცოდი როგორ მიმეცა რჩევა ამიტომ უბრალოდ დავრჩი მათ გვერდით. მე ბავშვთან დაკავშირებით სრულიად ვემიჯნები საკუთარ თავს , შენი ნაწილის ნახვა იმდენად მინდა, ისე საშინლად მინდა კიდევ ვინმე შენნაირი, შენი თვალებით და შენი იერით სხვის გაჩენილსაც მივიღებ - არ უყურებდა , თავი შებრუნებული ჰქონდა და ელოდა აფეთქებას ,რომელმაც დიდხანს არ დააყოვნა -მე არაფერს მეკითხები ? მინდა ბავშვი სხვა ქალისგან თუ არა? ან შემიძლია საერთოდ სხვა ქალთან ყოფნა ... და რა აზრები გაქვს ნეტავ , ვიღაც ბ.ზთან წავიდე ბავშვი გავაკეთო და შენ მოგიყვანო თუ იმათთან ვიარო ხოლმე და ასე წელიწადში ერთხელ ჩემნაირები გააჩინოს . რამდენი გოგო და რამდენი ბიჭი გგნებავთ ,ქალბატონო . შეგრცხვეს , შეგრცხვეს მსგავსი ფიქრებისაც კი ! -მე ეგ არ მითქვამს -როდის იყო მსგავს სიგიჟეს პირდაპირ ამბობდი, ნიადაგს მიმზადებ. ბავშვები არ იქნებიან რადგან ორივეს ვერ იქნება, მხოლოდ ერთის არა , არცერთის სისხლი ექნება. ყველაფერი რომ დალაგდება და მზად ვიქნებით ვიშვილებთ ბავშვს, რომელსაც სჭირდება მშობლების მზრუნველობა. ვიშვილებთ რამდენიმეს, სულ მინდოდა ბედნიერი ცხოვრება მიმეცა მათთვის ვინც დაბადებიდან იბრძის -რეალობას აცდენილი,რომანტიკოსის საუბრები რომ გაქვს მგონია ამ სამყაროში არ ცხოვრობ -მე და შენ არ გავუსწარით ამ ცხოვრებას?- თავისკენ მიიზიდა, ფეხებზე დაისვა და მკლავები შემოხვია- მოიშორე სულელური აზრები, სიბნელე ისედაც კმარა ...მომიყვანე ჩემი, შენი გაზაფხული ………………… შუაღამეს ბავშვით ხელში დადიოდა. მორიგეობიდან იმ საღამოს დაბრუნდა და ფეხზე მდგომს ეძინებოდა, მაგრამ ერეკლე საწოლზე დაწოლისთანავე ტირილს იწყებდა . პატარას ძილის რეჟიმი შეეცვალა, სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა რომ ღამით ფხიზლად უნდა ყოფილიყო . გარეთაც ვერ გაიყვანდა, ისე ციოდა გაეყინებოდა . დარდობდა რიტასაც გააღვიძებსო და ოთახიდანაც არ გადიოდა. ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ცდილობდა კორინთელების უმცროსის დაძინებას. _ისევ ფანჯარა ხომ არ დატოვე და ტკივა კური _ თვალებდახუჭული დადიოდა და დარიას შესვლა ვერც გაიგო, ხელიდან რომ აართვა ბავშვი მხოლოდ შემდეგ შეხედა _ არ მოგწონს მასთან ხომ? _ამ დროს რატომ არ გძინავს? მუცელი ხომ არ გტკივა ან წელი ან _ვერ მიკურებ ? მტკივა ახლა მე ? _ ბავშვი გულზე ჰყავდა მიხუტებული ის კი ჯერ საყურეზე ეთამაშებოდა მერე თმაზე გადავიდა და თავი მხარზე დაადო . აღარ ტიროდა , მაგრამ დაძინებასაც არ აპირებდა _ხმა ამოდის ხომ ? რიტასაც არ გაეღვიძოს მერე ცუდ ხასიათზე იქნება _ნუ პანიკობ _ ბიჭს თითები დაუკოცნა და მერე ისევ გააღო კარი _ დაიძინე თუ გინდა ბავშვი ჩემთან იქნება _არა , დაიღლები ... ვერ ხედავ როგორი მოუსვენარია. შენ უნდა დაიძონო _მთელი დღე მეძინა , ახლა მშია დამაცადე მე და ეკე გავაკეთოთ რამე _ არც უყურებდა ისევ პატარას ფერებას განაგრძობდა _ტკბილო _კისერში აკოცა და ისიც აკისკისდა თავისებურად გამოხატავდა სიხარულსაც და სიყვარულსაც _შენც გშია ხო? _სიცივეა მაშინ ბუხარს დავანთებ _ ჯერ თვალს არ აშორებდა მერე უცებ ჟაკეტი აიღო და წინ წასულ ქალს მხრებზე მოახვია _ღამით რატომ დარჩი საავადმყოფოში, კარგი რაა ასე როგორ შეიძლება . გადაიღლები , დიდი მუცელი გაქვს უკვე . ხერხემალი აგტკივდება სხვა თუ არაფერი ... არ იცოდე მაინც რა საშიშია შენთვის ახლა ვირუსები, გრიპიც კი და ნახე უკვე როგორ ცივა . იქ იმ ყინვაში _ბავშვებთან სულ ჩართულია გათბობა _რა გათბობა იმ გახვრეტილი ფეჩით დაახრჩობენ ბავშვებს ... მე უნდა ვიყიდო ისევ, მაგრამ ხო უნდა წავიდე. ბიჭებს ვეტყვი ამ დღეებში . შეშასაც მოვატანინებ . დამაცადე მე გავაკეთებ_ბუხარს ანთებდა უკვე . ქალი კი სამზარეულოში შევიდა _ დარიაა _დაიძინე ნუ დამგალე _კარგ ხასიათზე იყო , მშვიდი და თავისუფალი . _რა გინდა რომ გავაკეთო _წადი და დაიძინო მინდა _ ბუხრის წინ დაჯდა _ჩაი არ გინდა ? ან რძე _ჩაი კარქი იქნება ორი ფინჯნით დაბრუნდა ლადო და მის წინ დაიკავა ადგილი. ისე იყო დაღლილი ჩაიც ვერ დალია, უნდოდა მათთვის ეყურებინა, მაგრამ არ გამოუვიდა , მალევე ჩაეძინა იქვე სავარძელში მჯდომს . დარიამ ამდენი ხნის შემდეგ ძლივს შეეძლო მშვიდად გაესწორებინა მზერა . აკვირდებოდა და ვერაფერს ხედავდა არეულობის გარდა, სახიდან სიმშვიდე ჰქონდა გამქრალი კორინთელს. გრძნობდა ერეკლეს თბილი ხელების შეხებას , მუცლიდან წამოსულ ვიბრაციას და ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა სახეზე. _უბედურების ბედნიერი საჩუქარი ქარ , დე _ ტუჩები ბავშვს მიაკრო და უფრო ძლიერად მოხვია მკლავები. ლადოსთან მიახლოება ჯერ ისევ არ შეეძლო , ერეკლე კი მხოლოდ დადებით მუხტს უგზავნიდა , მკერდის ქვეშ რომ გული უცემდა ის პატარა სიცოცხლეც გრძნობდა თავისნაირის სიახლოვეს , წრე იკვრებოდა და უარყოფით სიგნალებს არ უშვებდა ახლოს. დილით საძინებელში გაიღვიძა , გვერდით ერეკლე ჰყავდა , მისმა დანახვამ მზესავით იმოქმედა, ღიმილი მოჰგვარა . შემდეგ დაინახა ხალიჩაზე მძინარე ქმარი . საბანიც არ ეფარა , ტანსაცმლით იწვა და თავქვეშ ხელი ჰქონდა ამოდებული _არ მიეკარო საწოლს ,არ მიეკარო საწოლს და აჰაა _ ჩუმად ბუზღუნებდა გაღვიძებული. ქალს თვალები ჰქონდა დახუჭული, ძვლების ტკაცუნის ხმა ესმოდა ჯერ სანამ ლადო მცირე ვარჯიშებით ხერხემლის მწყობრში მოყვანას ცდილობდა მერე ლოყაზე ტუჩების შეხება იგრძნო , მუცელზე ხელის შეხება და შიგნიდან დარტყმა_დილამშვიდობისა მაა , ცოტა ნელა , ნუ გააღვიძებ დედიკოს _ერეკლეს აყვანა დააპირა ქალმა ინსტიქტურად რომ დაძაბა ხელი _დატოვე და წადი _ თვალები არც გაუხელია ისე უთხრა _უნდა გავიდე, გაბროს მოვეხმარო მთელი დღე და ციცოს მიუყვანე რომ გაიღვიძებს _როგორმე მივხედავ ჩემ ბავშვებს თვითონ _ ისევ არ შეუხედავს,ვერ გაუძლებდა იმ თვალებს იმ წამს რომ უყურებდნენ , იცოდა გატყდებოდა იქვე , იმ წამსვე ყელზე ჩამოეკიდებოდა და განგებ აჭერდა ძლიერად ქუთუთიებს . ბავშვის თითები ცერზე ეჭიდებოდნენ , გვერდი იცვალა და მეორე ხელი ლოყაზე დაადო. _მოვკვდები ... ასე მკლავ და განგებ მომიშვი ახლოს ხომ ? შენს მახეში სულელი თაგვივით გავები საყვარელი ყველის ნაჭრის დანახვისას რომ დაეკარგა ჭკუა _სიმწრის სიცილი ჰქონდა, ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ერთმანეთთან ჩახუტებულ ბავშვსა და ქალს თავად კი შორს იდგა, საწოლიდან დისტანციის დაცვით _სულელ თაგვს ეფიქრება ჩემია უკვეო... მარტივად და უცებო _ანთებული თვალებით უყურებდა , საწოლში იჯდა და ბრაზის გაბნეულ მუხტებს აგროვებდა _ შენ მე არასდროს გაპატიო ... არ მივდივართ , მაგრამ შენ არ მოხვალ . მე ვრჩები , ჩემი ბავშვებით შენ შორს ხარ და იცოდე _ახლა თუ არ გაკოცებ გული გამისკდება _ თვალებამღვრეულს უყურებდა, მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა, ისიც იცოდა როგორი გაყინული ჰქონდა თითები და ისიც ტირილის ზღვარზე რომ გადიოდა. თითები თმაში შეუცურა , ტუჩებზე შეეხო და კოცნაში აიყოლია. ამჯერად მარტივად ვერ მოშორდა, მონატრებისგან მთელს სხეულში ტეხდა, თვალები აემღვრა მოწოლილი ემოციებისგან .მთელი სახე დაუკოცნა ატირებულს _ვერ გიტან ... ასე რომ ვართ _იმაზე მეტად ვგრძნობ შენს სიყვარულს ვიდრე ოდესმე _ ხელისგულზე აკოცა და თვალები დახუჭა _ მზის სხივი ხარ , ყველგან აღწევ _ვსო ... მორჩა _დეედიტოო გავიგიძეე მეე ... მამიტო ალალიჩ, ეკეჩ ფაფუ ..უი აქ ალიჩ _ თვალებს იფშვნეტდდა პატარა რიტა და ისე მიდიოდა ოთახში . ყველანი ერთად რომ დაინახა სახე გაუნათდდა _დილაჩიდობისა _მოდი მაა , ჩემო სიცოცხლე _ ხელში აიყვანა და რამდენჯერმე აკოცა -მამა მიდის, გაბრო ელოდება ჩვენთან მოდი დე დავიძინოთ -ალა მინდა ძილი... მამაც წავკვები . ჩენთან ელეკლე იკოჩ, კაიი -გარეთ ცივა მა, თან მე ბევრი ძროხები და ხარები უნდა ვნახო . მანქანებით მოჰყავთ კიდევ ახლები , დიდი რქები აქვთო მა -მეც წამოვაალ..მიდაა , დავითვლი ელთი, ოლი, ოთქი ,ქუთი, შვიდი -თითებს სწევდა და ისეთი გამომეტყველებით ითვლიდა თითქოს სწორი იყო -ყოჩააღ მაა, შენ რა მაგარი ხაარ -წამოვაალ გთქოოვ,ცქვლებსაჩ ვნაქავ . პატალა ,პატალა გუნგულო ბეკეკოებჩ -კარგი წავიდეთ, რადგან არ იშლი . თამარაც მოდის და მირასაც წავიყვანოთ, გინდა? -ულააა - ტაში შემოჰკრა და რამდენჯერმე აკოცა -ჩემო სიცოცხლე- ხელზე აკოცა და მერე საწოლისკენ დაიხარა- დედიკოს ვაკოცოთ და წავიდეთ -შანსი გამოიყენა ,რიტას შემდეგ თავად აკოცა , მძინარე ბავშვს არ შეეხო რომ არ გაეღვიძებინა . მშვიდი იყო მისი ძილი,თითქოს ხვდებოდა გვერდით ვინ ჰყავდა და მისი გულიდან წამოსულ სითბოში მთლიანად ეხვეოდა. .................. -შეიძლება გამოგყვე? - მანქანასთან მდგომ აღელვებულ ქალს გვერდით დაუდგა და შეფარვით ჰკითხა -ლადო,გული გამისკდა ...- დაბნეული იყო ,კაცის მოახლოება არც კი გაუგია- და იცი სად მივდივარ? მე თბილისში უნდა -ვიცი, ვხვდები და თუ სწორად ვხვდები თანმხლები ექიმი ხელს ნამდვილად არ შეგიშლის. გთხოვ, მარტოს ვერ გაგიშვებ თანაც ასეთ აღელვებულს -კარგი , გასაღები მანქანაშია- დაჯდა და თვალები დახუჭა - მე 35 წლის ვარ ... შეუძლებელია ორსულად ვიყო . ყველაფერი სტრესის გამოა, თითქოს ვუმკლავდები ,მაგრამ ალბათ ვერ გამომდის და ეს დაძაბულობა ჩემს ორგანიზმზე აისახება - ისე ესაუბრებოდა როგორც კარგ მსმენელს, ძველ მეგობარს რომლისგანაც გონივრულ რჩევასაც ელოდა -პირველ რიგში შენი ასაკი არაფერს ნიშნავს, მთავარი გინეკოლოგიურ დაავადებათა ისტორიაა რომელიც ვფიქრობ ცარიელი გაქვს და შესაბამისად არ არსებობს რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი . სტრესს რაც შეეხება შენ შესანიშნავად იცნობ საკუთარ თავს , იცი რა გჭირდება შესაძლებელი სიმშვიდისთვის. მონატრება კი არ იწვევს იმ ცვლილებებს რასაც მე ამ დღეების განმავლობაში შენში ვხედავ - იმდენად მშვიდი ხმა ჰქონდა, ისეთი თავდაჯერებული იყო ვერ შეეწინააღმდეგებოდით - შენ მარტო არ ხარ , შეგიძლია მოდუნდე ჩვენ დაგვეყრდნო და რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერთან გამკლავებას შევძლებთ . აი ვაკო,რომ დაბრუნდება თუ კიდევ ბევრს დააგვიანებს გპირდები შენი ასეთი აღელვებისთვის ერთ-ორს მაგრად შემოვსცხებ... ძმა არ გყავს და ჰგონია გაუვა , ეგრე სადაა -ჩვენი ოჯახი დედისერთობას აქრობს ,არა ? - მიუხვდა სათქმელს და ღიმილით უპასუხა -ციცოსა და გაბროს მრავალშვილიანი ოჯახის სრულფასოვანი შვილი ხარ , დედისერთობა კიდევ გახსოვს? ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა -და აი ახლა გავიგებთ ბოლო ამბავს ... წლის ბოლოს მთავარ ამბად ნამდვილად იქცეოდა ვაკო და თამარა კორინთელების შემოქმედების ნაყოფი ,რომლის არსებობამაც ქალბატონ მოსამართლეს მეტყველების უნარი წაართვა ლადო კი ცრემლებს ვერ იკავებდა. თავზე აკოცა, მერე ხელები დაუკოცნა და ის ისევ გაშეშებული იდგა -რა ბედნიერებაა ... ვაკო უნდა ვიპოვნო,უნდა მითხრა სად არის . არ შეიძლება ახლა შენთან არ იყოს, თქვენზე მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს ! -არსებობს, ერთია და სწორედ ამიტომ წავიდა. ჩვენ დავხვდებით ,როდესაც დაბრუნდება ... როგორც თქვი, მარტო არ ვარ - ისე შეხედა როგორც სჩვეოდა მოწოდების სიმაღლეზე მყოფს-სახლში დავბრუნდეთ, მირას უნდა ვესაუბრო ! ……………. -მირა, ჩემო პატარავ ისევ დარაისთან იყავი? რაო რიტამ , მოსწონს ერეკლე და კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც დარიას მუცელშია ? _კი , ძალიან უხარია . მეც ველოდები , მაინტერესებს როგორ იზრდებიან ბავშვები . რას ისწავლიან პირველად _მე , იცი სულ მეგონა რომ არასდროს შემიყვარდებოდა ისე ძალიან ვინმე , არავისთან ვიქნებოდი იმდენად ახლოს , ვერავის ვენდობოდი ისე ძლიერ რომ მასთან საერთო შვილები მყოლოდა. ვერ წარმოვიდგენდი თავს დედად , ვერც ორსულს ... სულ მეგონა ბავშვებს არ მოვწონვარ და თუ დიდები არ არიან ვერ გავუგებ_თქო . ძალიან , ძალიან გაოცებული ვიყავი შენ რომ ისეთივე სიყვარულით მიპასუხე როგორიც მე მქონდა შენს მიმართ. შენთან არ მეშინოდა, შენ პირიქით ძალას მაძლევ და ვიცი ხშირად რჩევებით დამეხმარები ... _შენ რატომ ტირი თამარა? ვაკო მოგენატრა , ხომ? ნუ გეშინია, დაბრუნდება ... მოდი, ძალიან , ძალიან მაგრად ჩაგეხუტოო _ უცებ მიირბინა და ხელები მოხვია ქალი კივპატარა ბავშვივით ტიროდა და ვეღარ ჩერდებოდა _ძალიან მიყვარხარ , შენ ხარ ჩემი და ვაკოს პირველი ხომ იცი ეს _ ისევ გატეხილი ჰქონდა ხმა ბავშვს რომ თითები დაუკოცნა და მერე მისი ხელი მუცელზე მიიდო _ მე ახლა ჩემი და ვაკოს შექმნილ სიცოცხლეს მუცლით ვატარებ . ისე როგორც დარია , მაგრამ ეს უფრო პატარაა და მე მეშინია . არ მჯერა კიდევ და მგონია გავგიჟდი, მოჩვენებები დამეწყო ვაკო ისე მენატრება , იმდენად მინდა მისი სიახლოვე ვიგრძნო . ღმერთო ჩემო რას გელაპარაკები _ სახეზე აიფარა ხელები და ორ წუთს ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებდა _შენ და ვაკოს ბავშვი გეყოლებათ ? _შენც იქნები უფროსი და _მაგარია ... ძალიან , მაგარია ხომ? მაგრამ შენ რატომ ტირიხარ ? არ გინდა ბავშვი მუცელში გყავდეს ? გტკენს ? ცუდად ხარ და იმიტომ ტირი? _არა ჩემო პატარა, მე ძალიან მიხარია. კარგად ვარ, შესანიშნავად ვგრძნობ თავს მხოლოდ ჩემი ტვინია აბურდული , აი ისე როცა რაღაც არ ვიცი და ვცდილობ გავარკვიო _ახლა რა არ იცი? _როგორი დედა ვიქნები ... შენ ხომ გაინტერესებს როგორ იზრდება პატარა ბავშვი , მე მაინტერესებს როგორ უნდა გავზარდო სულ ერთიციდა ბავშვი რომელიც მთლიანად ჩემზე იქნება დამოკიდებული . მე წარმოდგენა არ მაქვს , მე ბავშვი ერეკლემდე სულ 10 წუთით თუ მჭერია ხელში . ახლაც ერეკლეს მხოლოდ ვეფერები და ვეთამაშები მე კი დედა უნდა გავხდე, სხვანაირად დედა _შენ ძალიან კარგი დედა ხარ ჩემთვის და ასევე კარგი იქნები პატარასთვისაც , ოღონდ ის ვერ დაგელაპარაკება ცოტახანს და უცნაური იქნება წითელი და მტირალა , მაგრამ არაუშავს -ჩემო პატარავ, ჩემო სიყვარულო რა კარგია რომ მყავხარ - ძლიერად ჩაიკრა გულში და მთელი სახე დაუკოცნა- შენ იქნები საუკეთესო უფროსი და -შენ კი ყველაზე კარგი დედიკო ხარ, თამარა დედა -თამარა დედას უზომოდ უყვარხარ ! -სხვებმა იციან? -არაო თამარამ რომ ანიშნა მაშინვე ტაში შემოჰკრა- მე ვეტყვი,კარგიი? აი ახლა სადილის დროა და ყველას გავახარებ. ხომ შეიძლება? თუ საიდუმლოა, არ იყოს რაა ვუთხრათ -აუცილებლად უნდა ვუთხრათ და შენ განდობ ამ მისიას მირა ვერ ისვენებდა, ეჩქარებოდა ახალი ამბის გაჟღერება, მაგრამ ოჯახის ყველას შეკრებას მოთმინებით ელოდა. შემდეგ კი ყურდღების ცენტრში მოექცა და კორინთელებს ყველაზე უმცროსი წევრის არსებობის შესახებ აცნობა . უცნაური იყო სიხარული ვაკოს გარეშე და მაინც ყველანი აივსნენ მოულოდნელი ბედნიერებით. ................. დერეფანში მიმავალს უეცრად ჩაჰკიდა ხელი და ცარიელ ოთახში შეიყვანა . ღიმილით დაჰყურებდა თვალებგაფართოებულს _მთელი დღეა დაგეძებ , ძლივს დაგინახე ... კლასიდან არ გამოსულხარ? _ვკითხულობდი და ამიტომაც ვერ გამოვედი _ ირგვლივ მიმოიხედა და წამსვე აუწითლდა ღაწვები _ სხვა დროს ვილაპარაკოთ და სხვა ადგილას _მოიცადე რაღა სხვა დროს მე ორი კვირით გავდივარ ზბორებზე და ვერ გნახავ _ამდენი ხნით ? ამ სიცივეშიც თამაშობთ _ უნდა ვივარჯიშოთ ... შემდეგი თამაშის დროს კარგ ფორმაში რომ ვიყოთ . შენ როგორ ხარ ?_ გოგოს მტევნები თითებსშორის მოიქცია და გაუხეშებული კანის შეგრძნებამაც არ დააყოვნა, ლამაზ გრძელ ფალანგებს მკვეთრად ეტყობოდა შრომის კვალი და მუდამ მალავდა ხელებს _ ამ ყინვაში ისევ ცივ წყალში რეცხავ ? _არაფერია გამივლის ... რა უნდა ვქნა ჭუჭყიან ტანსაცმლით ხომ არ ვივლი . ნუ მელაპარაკები ასეთ რამეებს , მრცხვენია _წარბები შეჭმუხნა და ისე უყურებდა _ ყველა ასე ვცხოვრობთ და ვინც არაფერს აკეთებს ის უბრალოდ ზარმაცია ან კიდევ ჭუჭყი არ აწუხებს _არც ამოუსუნთქავს ისე თქვა და შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა მანძილი _ უნდა წავიდე , აქ ვინმემ რომ დაგვინახოს საზიზღრობებს იფიქრებენ და მეტი ჭორი არ მჭირდება, მყოფნის რასაც ლაპარაკობენ ჩვენზე და საერთოდ ჩემზე _მოიცა და რას ლაპარაკობენ ... დარჩი ერთ წუთს და ნუ ხარ სხვების აზრზე დამოკიდებული იყავი საკუთარ თავზე_თქო. მე და შენ ვიცით რომ უბრალოდ ვსაუბრობთ . ბოლო დროს გამირბიხარ თუ მეჩვენება , ელენე _არ გავრბივარ შენგან მე უბრალოდ ძალიან დავიღალე ყველაფრით და მეტი აღარ შემიძლია . ახალ პრობლემებს ვეღარ გავუძლებ . მე არ ვარ თავისუფალი , უამრავი ჯაჭვით ვარ შეკრული და ვერ ვიმოქმედებ შენს მსგავსად სურვილების მიხედვით _თუ არ ეცდები მაგ ჯაჭვების მოშორებას სულ ხელფეხშეკრული იქნები _და რით ვცადო შენი ცოლობით? ჩემი ოჯახი მოვიშორო, გამოვექცე რადგან უბრალოდ ღარიბები ვართ და ჩემ ხელებს მეტის გაკეთება უწევს ვიდრე შენი ცოლობის შემთხვევაში მომიხდება? რა გავაკეთო ჩემები არიან, მათზე მეტად არავის ვუყვარვარ და როგორც ესმით ისე იქცევიან. მე არ მინდა ამდენს ჭორაობდნენ ჩემზე , ცუდად მხდის ყურადღების ცენტრში ყოფნა და ისეთი რაღაცების გაგება საკუთარ თავზე რაც ტყუილია. ასეთი რთული რატომაა მე უბრალოდ ჩემი ძალებით მინდა ვიცხოვრო, სწავლაც მინდა და არც საქმის კეთებაზე ვიტყვი უარს . არ მინდა უბრალოდ ცოლი ვიყო ვიღაც მდიდარის ან ვიღაც ღარიბის. მე ... მე მიყვარხარ შენ და არა შენი გვარი, ფული და ის მშვიდი ცხოვრება რასაც შენი ცოლის სტატუსი მომცემს. თუ შენი ცოლი გავხდები უბრალოდ შენ გვერდით ყოფნა იქნება ჩემი სურვილი , ცხოვრების შენთან დაკავშირება , მაგრამ ახლა არ შემიძლია ... შენი ცოლობაც კი . მიუხედავად იმისა, რომ მიყვარხარ. არ მინდა ეჭვი შეგეპაროს , ძალიან მეშინია რომ ისევ არჩევანის წინაშე დავდგები _ ჩემო პატარა ვინ აგირია ასე გონება _ არაფერზე უფიქრია ისე მოეხვია ატირებულს და თავზე აკოცა _ მეც არ მინდა ჯერ ქორწინება . ეს უბრალოდ ის უკანასკნელი გამოსავალია რაც სხვისი ცოლობისგან დაგიცავს და ხო, ჩემთან რომ მეყოლები შენ ფრთებს გაშლის საშუალება ექნებათ . ახლოს რომ იქნები ვეღარავინ შეგზღუდავს და გააკეთებ იმას რაც გსურს. რა ვქნათ, ჩემი შესაძლებლობები გავაქროთ? მრცხვენოდეს იმის,რომ სხვებთან შედარებით მდიდარი რომ ვარ ? ეს ყველაფერი წლების შრომის შედეგია, გონიერი შრომის და დიდი რისკის. ზუსტად იმიტომ რომ მომავალმა თაობამ იმაზე მეტად შეიმსუბუქოს ცხოვრება ვიდრე მათ ჰქონდათ ან ჩვენ გვაქვს. მიჭირს დაღლილს რომ გხედავ , რა გავაკეთო მინდა შენი ლამაზი თითები დასვენებული იყოს და მხოლოდ ისეთ საქმეებს აკეთებდე რაც არ გამოგფიტავს , შენს ტვინს გამოიყენებ უფრო ხშირად ვიდრე ძალას . ეს ძალაც საიდან მოგდის ვერ ვხვდები იცი? მგონი ჩემზე მაგარი ხარ , ხო? _ ისე დახედა გააღიმა კიდეც. გული უჩერდებოდა ასე ახლოს რომ ჰყავდა , ამდენად მისი და მაინც ისე უცხო. კიდევ რამდენი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი, რამდენს ვერ იგებდნენ და რა რთული იყო ერთად მეტი დროის გატარება _ ჩემი ცოლი მხოლოდ შენი ნებით იქნები, ვერანაირი გარემოება გაიძულებს ამას და გპირდები ერთად ვიქნებით თუ არა მე მაინც დავიცავ შენს სიმშვიდეს იმდენად რამდენადაც შემეძლება _მხოლოდ მხრებზე ჰქონდა ხელი მოხვეული, თავზე ეფერებოდა და შემდეგ თვალთან ახლოს შეახო ტუჩები _ამ ადგილას არავის აკოცნინო, მხოლოდ ეს მინდა შენგან . ეს ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი, სანაცვლოდ ყველა რაღაცას ითხოვს მე ცოლობას არ გთხოვ მხოლოდ ეს მინდა _თითით მოეფერა ნაკოცნ ადგილს და თავს ძლივს მოერია კიდევ რომ არ შეხებოდა. _როგორ შეიძლება შენ არ მიყვარდე და შენგან შენს გარდა სხვა რამ მინდოდეს _მე არც მიფიქრია სხვაგვარად , ასე დაბალი თვითშეფასებით მიცნობ ? _ჯერ ხელისგულზე აკოცა მერე მკერდზე მიიდო მისი მტევანი და აჩქარებული გულისცემაც კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნო გოგონამ _აქ ხარ და ეს არ დაგავიწყდეს ,სხვა ყველაფერი გამოვა მთავარი ესაა . მოულოდნელად კარი გაიღო და გაქრა წყვილის სიმშვიდეც. ზღურბლზე მდგომი ხანშიშესული მასწავლებელი დერეფანში გავარდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი _ეს ხო სკოლა აღარაა ბორდელია , ბორდელიი . მოსწავლე მოსწავლეს აღარ გავს და მასწავლებელი მასწავლებელს. გოგოს პატრონს ორი აგური უნდა გეკავოს ხელში როდის ვისთან გამოიკეტება კაცმა არ იცის. უნდა დახვრიტო ყველა გარყვნილი და დაისვენებენ მერე. ქალბატონ დირექტორს თავისი კუროსთვის ვერ მიუხედავს და ამხელა სკოლა უნდა მართოს? თავის შვილს ყველაფეის უფლებას აძლევს და სხვის შვილებს რაღას დაუშლის _არ ჩერდებოდა, ნინოს კაბინეტისკენ მიდიოდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. ოთახიდან გასულ ანას თვალს არ აშორებდნენ, სუნთქვა შეეკრა მათი მზერის დანახვისას. კომენტარები ესმოდა და ჩურჩულთან ერთად დამცინავი ღიმილი. ისე გაიქცა უკან არც მიუხედავს , გაბრიელი მალევე დაეწია და გაჩერება აიძულა _დამელოდე... ელა სად გარბიხარ _გამიშვი , უნდა წავიდე. მორჩა სკოლაში ვეღარ ვივლი ... ხვალ მთელი რაიონი ჩემზე ილაპარაკებს. მამაჩემი მომკლავს _ლაპარაკობდა და თან სულ უფრო ცუდი აზრები მოსდიოდა _ არ უნდა მეთქვა, შენთვის ჩემი გრძნობების შესახებ . რა სულელი ვარ, თითქოს არ ვიცოდი რაც მოხდებოდა. ან არ უნდა მიყვარდე ან ცოლი გავხდე. სხვა არჩევანი ამ ქვეყანაში არ არსებობს _მოგვარდება, ნუ აჭარბებ. განა რა მოხდა _არაფერი მომხდარა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს იმიტომ რომ სხვებთან ხდებ, ან უბრალოდ უნდათ რომ მოხდეს და ადამიანები რაც შეიძლება მეტად ჩაქოლონ. ახლა იცი რა მოხდება? იმდენს ილაპარაკებენ ჩემს ნამუსზე , მოიგონებენ არარსებულ შეხვედრებზე ჩემი სახელი ისე დაისვრება ბოლოს გეტყვიან ეგ გოგო საერთოდ რა შენი შესაფერისიაო. ცოლადაც რომ გამოგყვე იტყვიან შეუცდენია და სხვა რა გზა ჰქონდაო. ყველაფერი ასე , მარტივად ინგრევა და მეზიზღებიან ყველანი , მინდა იმ საზიზღარ ქალთან მივვარდე , საშინელებები ვუთხრა , რამე ვავნო , ის ენა ამოვგლიჯო მასაც და ყველას ვინც მსგავსად უნდგრევს ადამიანებს ცხოვრებას. ესენი, ეს დამპალი ბრბო, ჭორებს აყოლილი , სიმართლისგან შორს მდგომი მყრალი ენებით მოალაპარაკე კუდიანები მინდა ერთად შეგროვდნენ და უფსკრულში ჩაეშვნენ თავით _ასე ცუდად გახდები ... არაფერი მოხდება . შენს სახელს მე დავიცავ , მაპატიე პრობლემა შევქმენი , მაგრამ რთულია მიყვარდე შორიდან და შენთან ლაპარაკიც არ შემეძლოს იმის შიშით რომ ვინმე დაგვინახავს და ჭორაობას დაიწყებს შეცვლილი , მოგონილი ამბით _მარტო მე და შენ არ ვართ...გგონია ჩვენ შორის მომხდარი ადარდებს? ნინოს ვერ იტანს და ახლა შანსს იყენებს მის წინააღმდეგ რომ მომართოს მშობლები და მასწავლებლები . გეუბნებოდი ჩემთან ყოფნა ცხოვეებას აგირევს_თქო და არ მიჯერებდი , გაფრთხილებდი სჯობს თავი შორს დაიჭირო_თქო და არ მისმენდი _როდის მოიკრებ ძალას და დაიწყებ სხვების მართვას, იმათ ცარიელ თავებზე ზემოქმედებას ასე რომ გირთულებენ ახლა ცხოვრებას. ბრბო გაბრკოლებს? ბრბო ვისი მართვაც ყველაზე მარტივია? შენ მეტი შეგიძლია , მათი მორჩილება და იმის კეთება რასაც ისინი ითხოვენ სისულელეა , რაც შენ არ გეპატიება . ეგ ნამდვილად დიდი დანაშაულია, სირცხვილია შენ , გოგო ვისაც მინდა ცხოვრება დავუკავშირო შეუშინდეს და დაემონოს ბნელი აზრებით სავსე , საკუთარ წყვდიადში ჩამარხულ საზოგადოებას _შენ კაცი ხარ და მარტივია , დიდი დიდი თქვან მექალთანეა , კარგი გემოვნება ჰქონია , სჯობდა ცოტა შორს ეპოვნა ვინმე გასართობადო. შეგაქებენ კი არ გაგლანძღავენ ... ეს მე გამოვალ სულელი გოგო , რომელიც თითქოს მოტყუვდა ან პირიქით ღატაკი გოგო რომელმაც მდიდარი ბიჭის ხელშიჩაგდება გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც _შენ რა გასაოცრად კარგად იცნობ ბრბოს ... ზუსტად იცი რას იტყვიან არა? ასე ძირფესვიანად შეისწავლე და როგორ დაარტყა სუსტ წერტილში ეგ არ იცი ? ჩემს ოჯახში ამბობენ ქალი რომ ხარ ზუსტად ეგ გაძლევს ძალაუფლებას შენი სისუსტეც მართლდება და სიძლიერესაც აღმერთებენო. მგონი მართლა უნდა დავაჩქაროთ ქორწილის ამბავი , ან ისე ჩაგწერო კორინთელების ქალებთან გაკვეთილებზე _სულ როგორ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და ღიმილს , ამ ღიმილს რომ არ იშორებ სახიდან . ბოლოს მაინც მიღიმი და გულს მიჩერებ ,ისე მანდომებ გაღიმებას თითქოს პრობლემა არ არსებობს _წამომყევი, ვნახოთ კორინთელების პირველი როგორ მართავს ბნელ ბრბოს _ ხელი ჩაკიდა,მტევანზე აკოცა და კიბე მასთან ერთად აიარა. ხელჩაკიდებულები აგრძელებდნენ გზას , ქალის ხმამაღალი საუბარი ისმოდა ისევ , მაყურებლები მრავლად იყვნენ . სანახაობით გატაცებულებს გაკვეთილები აღარც ახსოვდათ _ამდენი წუთია ყურადღებით გისმენთ ქალბატონო ლამარა და ერთადერთი რაც თქვენი საუბრიდან გავიგე ისაა, რომ შესანიშნავად იცით შეყვარებული წყვილები მალულად როგორ ხვდებიან ერთმანეთს, რას აკეთებენ და რაა მოსალოდნელი. იმდენად დეტალურად აღწერთ ყველაფერს , მაინტერესებს პირადი გამოცდილება გალაპარაკებთ თუ ქიმიის მასწავლებლიბის პარალელურად აგენტურაში მუშაობთ , შეყვარებულებს უთვალთვალებთ რათა ,ღმერთმა დაგვიფაროს და ვინმემ ცოდვა არ ჩაიდინოს. იქნებ ღვთის მსახური ხართ, რომელიც სიყვარულს ცოდვად მიიჩნევს ... ანდაც თქვენი ასაკიდან გამომდინარე ისევ იმ დროში ხართ ქალი და კაცი ქორწილის დღეს რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს. დავიბენი იცით? რომელი ერთია სწორი ვეღარ გავიგე. საინტერესოა ქიმიის გაკვეთილებთან როგორ დააკავშირებთ ამ თქვენს ხმამაღალ, უკაცრავად და უთავმოყვარეო ქალივით კივილამდე მისულ გამოსვლას . მე დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი , რომ ჩემს ვაჟიშვილსა და ჩემი ოჯახისთვის ძვირფას, ღირსეულ გოგონას , ანას ერთმანეთი უყვართ . დასამალი ამ გრძნობაში არაფერია და დირექტორის მოვალეობაა სიყვარულის აკრძალვა თუ დედის იქნებ ვინმემ მითხრას _ წყვილს შეხედა, ირონიული ღიმილი მოიშორა და დერეფანში შეკრებილებს გადახედა _ ჩურჩული გაკვეთილებზე განაგრძეთ , გამოცდებზე თუ თემად ჭეშმარიტი სიყვარული შეგხვდებათ, თანაც ყველა საგანში ჩაგიბარებიათ და ესაა, მაგრამ რაა ვიცი მე მეეჭვება ასე იყოს საქმე პირადად ჩემს საგანში . თქვენ რას იტყვით ბატონო ანტონ, ისტორიის გამოცდას აქ დგომა და იაფფასიანი გამოსვლის ცქერა უშველის? ქალბატონო დალი ფიზიკის კაბინეტიდან შორს არ ხართ? პედაგოგებო გაკვეთილი 7 წუთია დაიწყო და როგორც დირექტორმა რა გავაკეთო, ხელწერილები დაგაწერინოთ? _ისეთი მშვიდი იყო, იმდენად თავდაჯერებული და მტკიცედ დარწმუნებული საკუთარ პოზიციაში, რომ ამ ბინძურ თამაშში ჩართვა ვერავინ გაბედა. იმაზე მეტი იყო ნათქვამი ვიდრე საჭირო გახლდათ. ყველანი დაიფანტნენ, საკლასო ოთახებისკენ სირბილით დაიძრნენ და მხოლოდ ხის კარებების დახურვის ხმა გაისმოდა რამდენიმე წამის განმავლობაში. ნინო შებრუნდა და ოთახისკენ დაიძრა , შვილს ხელით ანიშნა გამომყევიო და საბოლოოდ კაბინეტში სამნი დარჩნენ _დედა ხომ იცი _მე ვიცი, ვინ ხარ შენ და ვინ არის ელენე , მაგრამ შენ ვერ ხვდები ამ გოგონას ძალის გასაღები რაშია. იმაზე მეტს მოითხოვ მისგან ვიდრე შეუძლია , უყურებ როგორი დარცხვენილი დგას იმის გამო რაც არ ჩაუდენია? განა მას შეუძლია ახლა შენთან ყოფნისთვის იბრძოლოს ისე, რომ არ ინანოს? არა! ამიტომ რა ხდება როცა ერთი ვერ აკეთებს ნახტომს მაღლა? მეორე ცდილობს უკან დაიხიოს, ჩაბრუნდეს წყვდიადში , ძლიერად ჩაჰკიდოს ხელი და ნელ_ნელა დაიძრას მაღლა , ნათელი წერტილისკენ ! რეალობის დანახვა ნუ გავიწყდება , ასე შენსას ვერ გაიტან _მართალი ხართ ... მე არ ვარ საკმარისი , ჩემი უნარები და მთლიანად მე გაბრიელთან ვერ შევძლებ მის მსგავსად . ვწუხვარ მე არ შემიძლია , ძალა არ მაქვს ამ ყველაფერთან დაპირისპირების. ეს ომი , ნათელი წყვდიადისთვის ჩემთვის წაგებულია _ტიროდა, სიტყვებს მაინც სწორად ალაგებდა და ცდილობდა თავი შეეკავებინა. გაბრიელის თითები დიდხანს უჭერდნენ მტევანზე, ხელს არ უშვებდა სანამ თავად არ გაითავისუფლა _შენ მე უბრალოდ გებრალები ... მესმის , მართლა და კიდვ უფრო მიყვარხარ შენი ხასიათის გამო -ბავშვებო, სჯობს ახლა გაკვეთილებს დაუბრუნდეთ ან სახლებში წახვიდეთ. გაანალიზოთ ყველაფერი და შემდეგ ისაუბროთ . მომავალში, კარგი იქნება თუ შენს მშობლებს ვესაუბრებით რათა იცოდნენ გაბრიელის ზრახვების სერიოზულობა -მამას თუ დაელაპარაკებით აუცილებლად ქორწილზე დაიწყებს საუბარს ... გაბრიელი მხოლოდ იმიტომ მოსწონს, რომ მისი თამაში უნახავს და ფეხბურთზე გაგიჟებულს ამდენი დადებითი თვისებიდან ბიჭში ეს ერთი მოსწონს. -ეგ აქამდე რატომ არ მითხარი... მეგონა კაცს სუსტი წერტილი არ ჰქონდა და თურმე ფეხბურთი გვაერთიანებს . -ღმერთო რა გიხარია გამაგებინებ? ათასი გასაოცარი თვისებიდან ფეხბურთელობა ნიჭია , საქმიანობაა და რა ახლა ამას როგორ გამოიყენებ -ეგ მე ვიცი, შენ კი შეეშვი ჩემთან განშორებაზე ფიქრს- ხელი რომ მოხვია და ლოყაზე აკოცა გოგოს თვალები გაუფართოვდა -რას აკეთებ ...გაბრიელ , გრცხვენოდეს -სასწრაფოდ უნდა გავაცნოთ ციცო ბებოს , ხო ხვდები რა მოვლენა იქნება ... პირველი რძალი რომელიც თავიდანვე მოეწონება -ნინო ბედნიერი უყურებდა გოგონას, რომელიც მალე ოჯახის კიდევ ერთი ახალი წევრი გახდებოდა . კორინთელების პირველი შვილიშვილის ცოლი,რომელიც მორიგ ეპოქას დაიწყებდა თავისი განსხვავებული ფერებით ... …………… -როგორ უძლებთ _ ერეკლე გულზე ჰყავდა მიხუტებული სანამ დარიამ არ აიყვანა და შემდეგ უქმროდ დარჩენილ ორ ქალს დაუსვა კითხვა . ორ სრულიად განსხვავებულ ქალს, ასე ახლოს მყოფს და ამდენად სხვადასხვა’ფერი ცხოვრების მქონეს- ჩემი ნებით გავუშვი , ვიცოდი უნდა წასულიყო , მაგრამ არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა. თვეები გადის , არც კი მჯერა რომ მე ორსული ვზივარ სახლში მუშაობა აღარ მინდა , დავდივარ ვაკეთებ მისი საქმის ნაწილს და ასე ვიკლავ მონატრებას. ვიცნობ მის ყოველდღიურობას , ვგრძნობ სიახლივეს და მაინც ღამე რომ ვხურავ საძინებლის კარს მგონია უძირო სივრცეში ვვარდები , თითქოს უმისამართოდ მივექანები . გავგიჟდე შეიძლება, ეს მიჯაჭვულობა, ეს ემოციური კავშირი როდის გაჩნდა . საიდან მოვიდა საერთოდ _მე მეუბნები კავშირზე და ჯაჭვზე? _დარიამ გაიცინა და ბავშვი მაღლა ასწია _ ვერ ვიშორებ გვერდიდან . ესეც სულ მეკრობა და ისეთი თბილია , როგორ არ უნდა მკავდეს ჩემთან _ სახე დაუკოცნა აკისკისებულ პატარას და ბუხართან ჩამოჯდა . გარეთ ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი ქარი ქროდა და სადღაც შორიდან მგლების ხმაც მოჰქონდა. ბუხარი გიზგიზებდა კორინთელების პირველის სახლში , სამი კორინთელის ქალი ერთად ატარებდა ცივ საღამოს. _დარია ჩვენს შორის მგონი ყველაზე ძლიერია ... მე არ მექნებოდა ძალა შანსის მიცემის და არც ასე ახლოს ყოფნის , ახლოს და თან ისე შორს რომ მონატრებას გავეგიჟებინე. მე ვერ დავიჭერდი საკუთარივით მის შვილს , ღალატის შემდეგ გაჩენილ ბავშვს. მიუხედავად იმისა , რომ ესაა სწორი და წამითაც არ მგონია შეცდომა მისი აქ დარჩენა. გიორგის სისუსტის გარდა ყველაფერს ვაპატიებ , ახლაც იმიტომ ვიცი რომ დაბრუნდება ამიტომ ვითმენ და ვუძლებ უმისობას თორემ დამიჯერეთ სხვა შემთხვევაში მე ვერ დაველოდებოდი დროს . შევიშლებოდი , გაურკვევლობა გამაგიჟებდა , იმის ცოდნა შეუძლებელია როდის მიხვალ პატიებამდე, როდის დაივიწყებ , როდის მიიღებ და დაიბრუნებ უკან იმ ცხოვრებას რომელიც გქონდა. იცი რა? გიორგი სხვა ქალის ბავშვით ხელში ეს იქნებოდა გარჩევის გარეშე, უპატიებელი ღალატი. პირადად ჩემი , ცოლის და ქალის ღალატი , მოშორება ცხოვრებიდან და უარი , რომელსაც ფიქრიც არ სჭირდება . ამ შემთხვევაში იქვე დასრულდებოდა , ზურგს ვაქცევდი და ახალ ცხოვრებაში გადავიდოდი ჩემს ბიჭებთან ერთად. აი ლადო კი , ლადო სულ სხვაა , მისი გრძნობები , ხასიათი , ქცევა ... არც კი ვიცი ალბათ ვერც გავუშვებდი . მისგან შორს ყოფნას ვერ გადავიტანდი, დარიჩკა კი სულ ახალ _ახალ დარტყმებს უმზადებს და მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს . თავად კი გაუშვებს და მერე ტკბება და თბება ჩვენს ერეკლესთან _ბოლოს გაიცინა და დაღლილ ქალს ბავშვი გამოართვა _ როგორი პატარა ხარ და როგორი ცელქი , ჰა? შენ გაკვეთილებზე ვერ მოგასვენებენ , მაგრამ არავის მივცემ უფლებას ამ ლამაზ თითებზე სახაზავი დაგაკაროს . ჩემო გემრიელოო , მოხვედი და აიი კიდევ ორი კორინთელი სულ მალე მოგყვებიან _გვერდი _გვერდ მსხდომებს მუცელზე შეხედა და ბავშვი მაღლა ასწია _ თანაც ორივეს ბიჭის მუცელი აქვს . მე კი მომენატრა გოგო ბავშვები . გაბრიკოს მოვაყვანინებ ცოლად ანას და იმათ ვეტყვი გოგო შვილიშვილი მომიყვანონ _ხუმრობ , არა? _ დარია დამრგვალებული თვალებით უყურებდა ბოლო წინადადების თქმისას _ ქორწილზე ფიქრობენ? აბა სკოლის დასრულებამდე ნიშნობაც არაო? _ისე ჟღურტულებენ ვისღა ახსოვს მამა და მისი პირველყოფილური აზრები . დიდხანს ვერ გაძლებენ შორი _შორს _ჯერ სულ ბავშვები არიან _მერე რა , ერთად იქნებიან მშვიდად , ბედნიერად , ხალისიანად და დააგროვებენ უამრავ საერთო მოგონებას . ისეთი კარგია როცა გენატრება და წლები გაქვს მეხსიერებაში _მგონი მართალი ხარ ... ვაკო რომ 17 წლისას გამეცნო და ცოლად არ გავყოლოდი წარმოდგენაც მაშინებს . არადა ვიცი უარს ვეტყოდი , სინამდვილეში კი თუ შენს ადამიანს პოულობ დრო არ უნდა დაკარგო _შენ არც დაგიკარგავს _ ჩაიცინა და ქორწინების ამბავი გაახსენა _ ჩემი ციცო გამიჭაღარავეთ. აი დარია იმდენხანს არ დათანხმდა, ცოლობისთვის დრო არ მაქვსო , საქართველოში ჯერ მაინც არ მივდივართო და დედა ნერვიულობით კვდებოდა სულ არ გამოჰყვება ბოლოს და დამრჩება უცოლოდო. აიი ვაკოზე დარდობდა არავინ მაგას არ მოსწონს, ვერავის აიტანს ცოლად და რა ვქნაო. ის იყო ქეთო და კოტეს ხანუმას ძიება დაიწყო თამარა რძლად გამოჩნდა. ციდან ჩამოფრენილ მოულოდნელ საჩუქარს ჰგავდა. ასე უცებ რა ხდებაო _ორსულად ხომ არააო ეგეც თქვა ალბათ _ ხმამაღლა იცინოდა თამარა და შემდეგ ორივე აჰყვა _ აიი ახლა ვარ ვაკო კი არაა. ნეტავ მის წასვლამდე მცოდნოდა, მაგრამ მაინც ვერ ვეტყოდი _რატომ არ გვეუბნები სად წავიდა ასეთ ადგილას შენ რომ წამითაც არ ნანობ მის გაშვებას _ხო, შენ იცი სად არი ? ლადო უკვე გიჟდება ისეა და თუ იცი უთხარი მართალი _არაფერი ვიცი იმის გარდა , რომ ჩვენს ტერიტორიაზე არაა . დიდი ალბათობით რუსეთშია , რომელ ნაწილში და რა მიზნით ვერ გეტყვით . მოსამართლე ვარ, მაგრამ მისი გამოტეხვა ძნელია _დარწმუნებული ხარ , რომ ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი _ნინო ისეთი სერიოზული იყო თამარას ცივმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში. თითქოს ხვდებოდა, გრძნობდა. _ჩემი გოგონებიი აქ ყოფილან ბებაა. ალბათ ისევ ღომი გააკეთებინეს ნინო ბიცოს _თამარას ციცოს გამოჩენამ უშველა. რიტასთან ერთად შევიდა სახლში და ყურადღების ცენტრიც მასზე გადავიდა-რას ჭორაობთ უჩემოდ? -იმის ვამბობდი,რომ ოჯახში კარგი ფეხით შემოვედი ... ქალიშვილი დაოჯახდა,შვილიშვილების რაოდენობა იზრდება, პირველის პირველი საუკეთესო გუნდში თამაშობს, მალე ახალი რძალიც გეყოლება და ვინ იცის იქნებ ასეთი ახალგაზრდა დიდედა გახდე - თამარა ციცოს უყურებდა და მიმიკებზე ეღიმებოდა ყოველი სიტყვის თქმისას -ჯერ ორივემ მშვიდობით იმშობიარეთ , ჯანმრთელები და გასაზრდელები გააჩინეთ -მე ჩვეულებას დავარღვევ , ქორწილამდე გაგაცნობ მომავალ სარძლოს -ნინომ უთხრა და გვერდით ჩამომჯდარს თავი მხარზე დაადო- ნუ ნერვიულოობ ყველაფერი კარგად იქნება, მოთმინებით უნდა ველოდოთ და გავუძლოთ -ხელზე ეფერებოდა და უღიმოდა -ნეტავ სალომე და ვერონიკაც აქ იყვნენ, ჩემი ყველა გოგო გვერდით მეყოლებოდა- მირა ერთი მხრიდან ჩაიხუტა, მუხლებზე რიტა ჰყავდა დასმული . იმ საღამოს კორინთელების პირველის სახლში ივახშმეს , ყველანი ერთად მიუსხდნენ სუფრას მხოლოდ ორნი არ იყვნენ და იყო მოლოდინი, მათი დაბრუნების რწმენა. ....................... _ აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ... ორ შემთხვევაში მოდიხართ სოფელში, როცა ლხინია ან როცა ჭირია . არც ვინმეს ქორწილი გამიგია , არც გარდაცვალება და რა ხდება ? _მოულოდნელად წვეულ ძმასა და რძალს სახლში შეპატიჟების შემდეგ მთავარი კითხვა დაუსვა. ატყობდა რაღაც ისეთი ჰქონდათ ჩაფიქრებული ხასიათს რომ გაუფუჭებდათ _საქმესთან დაკავშირებით ვართ ... ქალაქში ყოფნა ჭირს , შიმშილობს ყველა -სოფელში ყოფნა არ გინდოდათ და ახლა ქალაქიც აღარ მოგწონთ? ნეტავ სად არის ზარმაცებისთვის ისეთი ადგილი თავი რომ დალხენინად იგრძნონ დაუნდობლად უტევდა რძალს _ჩვენმა ბიჭმა წელს უნდა დაამთავროს ინსტიტუტი და ახლა სჭირდება დახმარება , ცოტა უჭირს ხომ იცი რა რთულია. ეს ლექტორები ჩაჭრაზე არიან, ფული გამოგძალონ ოღონდ და მეტი არ უნდათ _ ძმა მაინც ცდილობდა გრძელი გზით მოვლას _არ ვიცი, ჩემმა შვილმა ყველა გამოცდა ისე ჩააბარა 4 ეწერა ან 5 და კაპიკი არ გადამიხდია ლექტორისთვის . დავიჯერო ახლა უფრო ძნელია სწავლა ვიდრე ადრე? თუ წიგნს ისევ არ კიდებს ხელს,ცუდად ხდება ბიბლიოთეკასთან გავლის დროსაც . ეს იურისტის დიპლომი ძვირი არ დაგიჯდა ჩემო რძალო? რაღაცა სხვა მაინც აგერჩია, ნაკლებით ვერ იტრაბახებდი? _ხომ გეუბნებიდი, უსმენ? პირდაპირ შხამს ისვრის... პირდაპირ უთხარი და წავიდეთ _თქო არ გითხარი? დამაჯინე აქ და მასმენინებ ამის ყოყოჩობას ლაპარაკს ვითომ თვითონაა ჩემზე კარგი დედა _პირდაპირ მითხარით ფული უნდა მთხოვოთ? არ მაქვს. მე არ ვმუშაობ და ძროხას გაგატან თუ გინდა რძალო _ვის რაში ჭირდება შენთან მათხოვრობა ... შენს რძალს რომ მივყიდეთ კაპიკებად მიწა გადაგვიხადოს ის რაც ღირდა და წავალთ _როგორ ? მე და თქვენ ვისაუბრეთ თანხაზე , შევთანხმდით და ფული გადმოგეცით . ასე არ იყო? _სალომე იმ წამს ჩაერთო საუბარში . სუფრას ამზადებდა და გაჩერდა, ამირანი კი სახლში ღვინის ბოთლებით დაბრუნდა. საერთოდ ვერ წარმოედგინა იმ მცირე დროში ასე თუ დაიძაბებოდა სიტუაცია _გადაგვიხადე, მაგრამ ისე ამუშავებ ასჯერ მეტს იღებ. ფასიც მეტია გენაცვალე , კი ჩვენიანად ითვლები ასეა თუ ისე , მაგრამ ასე სად ხდება . განა რამეს გვჩუქნით ჩვენ რომ მიწა, სახლი და ამხელა მოსავლის მომცემი ბაღები გადმოგილოცოთ _მე გადაგიხადეთ უკვე ის თანხა რაც ღირდა, შრომის შედეგად რომელსაც მასში ვდებ ყოველწლიურად გაიზრდება ჩემი შემოსავალი და რა თქვენ თანხა გაგიზარდოთ თითქოს ვიქირავე? _დიახაც რომ იქირავე ... ჯერ ხომ არ გადმოგვიფორმებია . არ ჰქონდა დრო შენს ქმარს . თუ ჭკვიანად არ იქნები საერთოდ წაგართმევ იმ ადგილებს _ გამომხედე , აქეთ მიყურე მე ... მაგ მიწების ნახევარი საერთოდ ჩემი შვილისაა , მამაჩემმა აჩუქა და ნუ ამომაქექინებ ახლა ძველ საბუთებს თორემ ისე არ ვქნა ფული აქეთ მოგატანინო . შენ რა უნდა გელაპარაკო ჩემს სისხლსა და ხორცს ვუყურებ ჩუმად ზის და უფლებას გაძლევს მის ოჯახს ისე ელაპარაკო ქურდებმა რომ იციან, არაფერი ეკუთვნით და ითხოვენ, შენ ძმას ხომ არ დაჰყვებოდი შემთხვევით მასეთი საქეების დროს. _ჩემ ძმას ნუ ახსენებ ! როგორც გითხარი ისე იქნება ... შენი ბიჭი ამხელა თანამდებობაზე რომ დასვით ჭორები აწყობს დავიჯერო? ხალხი რომ აბუნტდდება და დაინახავს ამ კოჭლის სიკეთის მიღმა რა დგას _ მეტის ღირსი ვარ , ჩემ შვილს რომ არ მივეცი ის რაც ეკუთვნოდა და დაგიტოვეთ, ვიფიქრე მიხედავენ , შემოსავალი ექნებათ შიმშილით არ გაუხმებათ კუჭი_თქო , მაგრამ შენნაირი უსისხლო და უმადური არაფრის ღირსია. არც ძმობა იცით და არც ნათესავობა ხომ? ხოდა ახლავე ადექით და გაბრძანდით ჩემი სახლიდან, ჩემი გოგო მანეთს არ მოგცემთ . კოჭლი იყო ნეტა შე მართლა ხეიბარო , ჩემი ძმის კისერზე ჯდომის მეტი არაფერი გაგიკეთებია და შვილებიც შენნაირი მუქთაღორა უსაქმურები დაზარდე _ლონდა გეყოფა, დამშვიდდი დაჯექი შენი ძმაა უცხო ხომ არაა. მოუსმინე იქნებ რა უჭირს . სხვანაირად უნდოდა თხოვნა და _შენ გაჩერდი , სულ შენი ბრალია . შენ ამირიე ტვინი, მიწები ტყუილად რად უნდა კაცი ისტორიკოსიაო და აჰაა თუ არ უნდა , საკუთარი ბიძა აწერს ორმაგ ფასად _რომელ და ძმობაზე მელაპარაკები , ექვსი წლის ვიყავი შენ რომ გათხოვდი ... მას მერე რაც ამირანმა მოგიტაცა ჩვენთან სახლში ათჯერ არ იქნები ნამყოფი და ისე მელაპარაკები თითქოს დიდი კავშირი გვქონდეს. შენზე ახლობელი მეზობლები მყავს , რომ წავედი იმათზე უფრო დამწყდა გული. შენ ერთი ძმა გყავდა და ისიც აი ამ ქალის ოჯახმა მოგიკლა. შენზე მეტად არავინ უყვარდა და ახლა მისი მკვლელის შვილი რძლად დაისვი .რომელ და-ძმობაზე მელაპარაკები საფლავში ჩააფურთხე ჩვენს ძმას ამის სახლში შემოშვებით _რა ხდება დღეს სიმართლის დღეა ? ძლივს არ გამოაჩინე შენი გრძნობები? მამასთან კარგად თამაშობდი თითქოს ძალიან გიჟდებოდი ჩემზე არადა გული გისკდებოდა ისე გეშინოდა ყველაფერი ჩემი შვილისთვის არ დაეტოვებინა ისე ვერ იტანდა შენს ალქაჯ ცოლს, საიდან მოათრიე საერთოდ კაცმა არ იცის . ჩემი შვილები ამ სახლში უდანაშაულოები არიან, ჩვენი ძმის ხსოვნას ჩემზე მეტად პატივს არავინ სცემს და შენ ,ამ ქალის კაბას ამოფარებული ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა. თუ გაწუხებდა მისი გვარი რატომ მიჰყიდე მიწა და ახლა კიდევ რატომ ცდილობ ფულის წაგლეჯვას. ჩემი შვილი და _ჩემი შვილიო რომ გაიძახის ... თითქოს მართლა შენი იყოს. ჩემს ქალობაზე ლაპარაკობ მთელი ცხოვრებაა და ჩემი ძმის ცოდვებზე. შენ? შენ თავს რატომ არ უყურებ . შენც თუ ქალი ხარ ერთი ცოცხალი ბავშვი ვერ გააჩინე და გაზარდე. მე გვარი მაინც გავუგრძელე შენს ძმას და შენი მოტაცების დღეს წყევლის ალბათ ეს საცოდავი ამირანი . მთელი ცხოვრებაა აყვედრი , ერთს არ გაუცინებ კაცს . უმადურებაზე ჩვენ გველაპარაკება , როცა თვითონ ვიღაცის გაგდებული ნაბჭვარი დაუსვა სახლში მემკვიდრედ . შენი ძმაა სულელი თორემ ამდენი წელი რომ არ გაჩუმებულიყო და მამაშენისთვის ეთქვა ვიღაცს მიგდებულ ბავშვს რომ უპირებდა ყველაფრის დატოვებას მერე ვნახავდი რას მისცემდა, მიწა კი არა კამფეტს არ გადაუგდებდა . მადლობის მაგიერია? _ ქალი ისე გაჰკიოდა ვერავინ აჩერებდა. ლონდა მანამდე მშვიდად იჯდა შემდეგ კი ყველაფერი შეირყა , მიწისძვრა დაიწყო _რას ბოდავს ეს ქალი ... ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი? ამხელა კაცს ვერ ხედავ აქ ? _ქალის გაჩერებას უშედეგოდ ცდილობდა ქმარი თავად კი სიცილი აუტყდა, მაგრამ ამირანს რომ სახე შეეცვალა და სულ მთლად მიტკლისფერი გახდა თავადაც დაერღვა წონასწორობა . რყევები არ წყდებოდა, თავზე ჩამოენგრა მთელი ცხოვრებ და მიწაც გასკდა მალე, უფსკრული შექმნა . ხმა აღარ ესმოდა, კადრებს ხედავდა მხოლოდ უსიტყვოდ ხვდებოდა, კითხულობდა ამირანს და მერე კიოდა _აქედან გაეთრიეთ , ორივე გაქრით ამ წამსვე თორემ მკვდრებს გაგიტანენ იცოდეთ . ეს ქალი სადმე რომ გადამეყაროს, ეს არაქალი თვალში რომ მომხვდეს _ ყვიროდა და კაციც ძალით მიათრევდა ქალს, რომელიც ისევ არ აპირებდა გაჩუმებას, არ ინდობდა ქალს. ახლად გაგებული სიმართლით ახრჩობდა მულს, რომლის სუტი წერტილიც მანამდე ვერ იპოვნა ახლა კი სიამოვნებას იღებდა დარწტყმის მიყენებით . მარტონი დარჩნენ , მხოლოდ ოჯახისწევრები შუაში ბზარით . ნგრევის შემდეგ წინასწორობადარღვეული უტა პასუხებს ეძებდა, თავად ვერაფერს ხვდებოდა და ფაქტი იყო ლონდას კითხვები თავად გააჩნდა _იმ ქალმა რაოო ამირან ? _ფეხზე ძლივს იდგ, ქმარს წინ აესვეტა და მზერა გაუსწორა _ შემომხედე თუ შეგიძლია და მიპასუხე რა მოხდა ახლა აქ და რატომ ხარ შენ ჩუმად , მკვდარივით რატომ დუმხარ . რატომ ცდილობდი გაგეჩერებინა, რატომ სიცილი არ დაიწყე მის ნაბოდვარზე _სისულელეა...ხომ იცი გიჟია . მივცეთ ის ფული და გაჩერდება _მამა შენ რა გააკეთე ... რა გაგვიკეთე _უტა ვეღარ ითმენდა , თუ სასწრაფოდ არ გაიგებდა რა ხდებოდა გული გაუსკდებოდა . მოულოდნელი დარტყმაა ყველაზე მძიმე გადასატანი, რომ არ ელი და უეცრად დაგატყდება თავს _რა სისულელეა ... რა სიშტერეა . უტა შენ გგავს , შენნაირია მაღალი, ახოვანი, შავგვრემანი , შენნაირია და ჩემია ! ჩემია , უტა ჩემი ერთადერთია _ კაცს უყურებდა და იმედის ნაპერწკალს ეძებდა , მაგრამ ამირანს ტყუილის დაფარვი უნარი არ ჰქონდა , ჩიხში აღმოჩნდა _მითხარი , უტა შენ გააჩინეო. თქვი ! _მუშტებით მკერდზე მიაწვა, კაცი ხელზე რომ შეეხო და ცრემლიანი მზერით შეხედა წამსვე მოიშორა _აბა შენია? სხვა ქალის ბავშვი მომიყვანე ? _არა _წამსვე გააპორტესტა და ეს არა , ეს ჩუმად ნათქვამი პატარა სიტყვა უდიდეს ლოდს ჰგავდა , რომლის ქვეშაც მოჰყვნენ დედა_შვილი _გამოდის ვიღაცის ნაბჭვარი ვარ ? გადარჩენილი ერთადერთი კი არა ვიღაცის მიგდებული თუ გაყიდული . შენ რა მიყიდე ამირან ? ფული გადაიხადე და ლონდას ისე მიუყვანე ჩემი თავი როგორც კაბებს ყიდულობდი? კალათით ვაშლებივით თუ როგორ _უტა , გთხოვ _ სალომე ისე დაიბნა , იმ რამდენიმე წუთში საერთოდ არ ენახა მსგავსი ქცევა , არ ელოდა ოჯახისწევრებისგან და ახლა გული უსკდებოდა მათი ტკივილის შემყურეს. ქმართან მივიდა, ხელი ჩაკიდა, მაგრამ ვერ შეაჩერა _რას მთხოვ , რას ითხოვ ვერ გაიგე რა ხდება ? ყველაფერი დალაგდა , იმიტომ ვერ იყო ისეთი მოსიყვარულე მამა როგორიც სხვების. ყველაფერს ცდილობდა,გულით უნდოდა ვყვარებოდი , მაგრამ იცოდა მისი არ ვიყავი და რომ მეხუტებოდა მაშინაც ცივი იყო , მოვალეობას იხდიდა ისე იქცეოდა როგორც მამები იქცევიან და მეც ეჭვი ვერ შევიტანე . ის ხომ ისედაც ცივი და ჩუმია . კაცს არავინ ჰყავს კიდევ კარგ ჭკუაზეა _ნუ ამბობ მაგას მე მიყვარხარ , მთელი გულით შვილო მეტად მე გამოხატვა არ შემიძლია , გეფიცები როგორც კი აგიყვაა ხელში ლონდამ მაინვე შეგიყვარე და დავივიწყე _დაივიწყე რა , რომ ჩემი გაჩენილი მკვდარი ბავშვის ნაცვლად სხვისი ცოცხალი მომიყვანე? მახსოვდა რომ ვერ იტირა, ვიცოდი რომ ლურჯი იყო და ისე უცებ გავითიშე მერე დიდხანს ისედაც არავის აჩვენებდნენ ბავშვს. ვტიროდი, ვკიოდი და მეუბნებოდი იქედან ვერ გამოიყვანენ ჯერ , შენი მისვლაც არ შეიძლებაო . ამ დროში ბავშვს ეძებდი? _არა , ისიც გადაარჩინეს სუნთქვა დააწყებინეს და უტას გვერდით იწვა. უტა ღამით იყო დაბადებული,ისიც სუსტი , ისიც იბრძოდა ორი იყვნენ ისე მძიმედ სხვები ყველანი ჯანრთელები ჰყავდათ . იმ ადგილას მე არასდროს მივსულვარ , სულ მეორე მხარეს გავყავდი და გზა დაზეპირებული მქონდა . მანამდე სულ ჩემი იწვა ხოლმე მერე მეორეც დავინახე , ვიკითხე ის როგორაათქო , რა სჭირდება_თქო მითხრეს დატოვეს , მისთვის არავინ მოიტანს წამალს და არ ვიცით რამდენხანს იცოცხლებსო. მაშინ შენი რძე მქონდა , რომელიც ჩვენმა ვერ ჭამა და ვთხოვე მისთვის მიეცათ . წამალზე რომ წავედი მისთვისაც წამოვიღე, მოსულს ჩვენის გული გაჩერებული დამხვდა . იმ დროს გამოიყვანეს ზუსტად იმ წყეული ყუთიდან ჩვენი ვერცერთი შვილი რომ ვერ გადაარჩინა. შენ ისტერიკა გქონდა, ვერ გითხარი ესეც აღარაა_თქო საშვილოსნო რომ ამოგჭრეს იცოდი, ყველამ იცოდა და ბავშვზე მხოლოდ შენმა ძმამ გაიგო ისიც შემთხვევით ექთანმა იმ დროს მითხრა მორგში გვყავს გადაყვანილიო . ვთხოვე არ ეთქვა ... მომიკვდებოდი იმ დღეს ისე ცუდად იყავი , სისხლდენა გქონდა და ნამდვილად მომიკვდებოდი _ცრემლები მოსდიოდა კაცს, ხელები სახეზე ჩამოისვა , თავი დახარა და მოყოლა განაგრძო _ სანახავად მივედი, ჯანმრთელ ბავშვებს ვუყურებდი სულ სხვანაირები იყვნენ , ხანდახან წარმოვიდგენდი რომ ერთი რომელიმე ჩვენი იყო და ექთანი ხელით მაჩვენებდა, მეტყოდა ჯანმრთელია გილოცავთო . ის გოგო კი უტაზე მეუბნებოდა, ახალგაზრდა ქალი იყო , აშკარად დარდობდა ბავშვებზე , მადლობას მიხდიდა , მლოცავდა წამალი რომ მოუტანეთ შველის , შანსი აქვსო . მერე უბრალოდ ხელში ავიყვანე , გამოსავალი , იმედი, შენი გადარჩენის და ჩემთან დარჩენის ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეეძლო სიცოცხლისთვის ომის მოგება. ვკანკალებდი სანამ მოგიყვანე,მთელი გზა მეგონა მიხვდებოდი , ვაკვირდებოდი რამე ისეთი ხომ არ ჰქონდა , მაგრამ ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავდა . ორი კილო იყო მხოლოდ და შენი გადარჩენა შეძლო , ჩვენ მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავდით ის კი შენ გაცოცხლებდა და ჩემთვის სასწაული იყო , რომელსაც უტა დავარქვით . განა ერთადერთი არაა? ჩვენთან ერთად ვინც მოიგო ომი _ წყეული ქალი, ავადმყოფი _ ფეხზე ადგა, სახე შეშლილს მიუგავდა , ჩუმად ბუტბუტებდა და უმისამართოდ მიდიოდა. ამირანი უკან მიჰყვებოდა და წარსულში მოგზაურობას განაგრძობდა, მსგავსად დაცემულს უტამდე ხედავდა . მათი ცხოვრება ხომ ასე იყო დაყოფილი უტამდე და უტას შემდეგ . ქალად ქცეულ ლონდას დედობა ესახებოდა ცხოვრების გაგრძელების ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ეს ერთი ოცნება ჰქონდა და განგებაც მთავარ დარტყმებს სწორედ მის ამ სუსტ წერტილში ახორციელებდა . _დედა არ ვარ ... ჩემი არ არის . მე ვერ გადავარჩინე , ჩემი ვერ გადარჩა _არეული ბუტბუტებდა და მაღლა აგრძელებდა სვლას. კიბე რომ აიარა და სხვენისკენ წავიდა კაცმა მაშინვე მოხვია ხელი _არ გინდა. გემუდარები მომისმინე _ხელი არ მახლო ... არ მომეკარო _ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, ისე განწირული კიოდა თითქოს მასზე ძალადობას ცდილობდნენ _ შენ მე სხვისი ბავშვი მომიყვანე და არ მითხარი . ჩემი შვილის დატირების უფლება არ მომეცი, არ ვლოცულობდი მისთვის მე ის დავივიწყე , ჩემი იყო ჩემიი უკანასკნელი და შენ მისთვის ლოცვის საშუალებაც არ მომეცი . მეზიზღები , ცხოვრება დამინგრიე . მძულხარ , ვწყევლი იმ დღეს შენ რომ დამინახე და მძულს შენი სიყვარული ! რით ვერ შემეშვი, რით ვერ მომიშორე რამ გაგაგიჟა ასე ქალზე რომელმაც ტანჯვის მეტი არაფერი მოგიტანა. რატომ არ მომეცი სიკვდილის უფლება, წავიდოდი ჩემს შვილებთან და დაისვენებდი შენც . რა გინდოდა , რას ფიქრობდი ამდენი წელი _მთელს სახლში ისმოდა ქალის ხმა , პირველ სართულზე ჩადიოდა და უტას გონებაში დატრიალებულ ქარიშხალს აძლიერებდა _ რატომ არ მომიშორე როგორც იშორებენ ჩემნაირ ქალებს -მაგას როგორ მეუბნები ლონდა ... _მთელს სხეულში ტეხდა დავიწყებული შიში, შიში იმის რომ თუ ხელიდან დაუსხლტებოდა გაფრინდებოდა და ვეღარასდროს დაიბრუნებდა -სად გამეშვი , ვიცოდი ყველა იმ ქალზე ბევრად კარგი დედა იქნებოდი 6 შვილს რომ აჩენდა და 30 აბორტს იკეთებდა . მე შენ მჭირდებოდი, შენ მინდოდი და არა შენგან ყოველ წელს გაჩენილი ბავშვი . ასეთი რა დავაშავე , სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტე , ვერ მოგეცი ცაში გაფრენის უფლება და უტას დედა ვაჩუქე, საუკეთესო ქალი მსოფლიოში _უნდა გეთქვა ... უნდა მცოდნოდა , უნდა გეთქვა მისთვის მაინც უნდა გეთქვა . მას უნდა სცოდნოდა რომ ჩვენი არ არის _აბა ვისია , შენი თუ არ არის მაშინ ვისია _მანამდე თუ ჩუმად ელაპარაკებიდა , ყველა სიტყვაში ვედრების ნოტებს აქსოვდა ახლა იმდენად ხმამაღალი გაუხდა ტონი რომ ქალსაც კი გადააჭარბა _ დედაჩემის ნაცვლად ვინმე შენნაირის არჩევის უფლება რომ მქონოდა წამით არ დავფიქრდებოდი. მის მუცელში 10 ვიყავით , კიდე რამდენი თვითონაც არ იცოდა , მაგრამ ეს ათი თავისთან დაგვიტოვა . ყველანი სახლში, პატარა ქოხში გააჩინა გამხმარ ხის საწოლზე და ყველანი მუშებად ვჭირდებოდით. შენ გინდოდა დედობა, მას სიცოცხლისთვის რომ ებრძოლა , დედის სითბო სჭირდებოდა და მე მილიონჯერ რომ დამაბრუნონ უკან უტას მაინც ავიყვან ხელში და დავაწვენ შენს გაჩერების პირას მყოფ გულზე . ვერ მიტან ? რამდენი წელი... როდემდე უნდა გეზიზღებოდე ნეტავ მეც რომ ამომივიდეს ყელში და სულერთი გახდე. დავიღალე უკვე, დავიღალე !ყველაფრისთვის მივიღებ შენს ზიზღს , მაგრამ უტასთვის არა. ცხოვრებაში რაც სწორი გამიკეთებია მათ შორის ყველაზე კარგი მისი შენთან მოყვანა იყო ! გინდა გაიქცე და იმ სახლის სახურავიდან იფრინო ციხედ ამიშენეო რომ მეუბნებოდი? მიდი აჰა , გიშვებ . ისევ 20 წლის ხომ არ ხარ ოთახში ჩაგკეტო და თვეების განმავლობაში შენს დარაჯად დავდგე. შენი უტა თუ შენი არ არის და იმასაც თუ მხოლოდ იმიტომ აღარ უყვარხარ რომ შენ არ გააჩინე რაც გინდათ ის გააკეთეთ. უკან ვერაფერი დაგაბრუნებთ ასე თუ გინდათ უერთმანეთოდ ცხოვრება,თუ შეგიძლიათ მაშინ გაწყვითეთ კავშირი და ცხოვრება თუ არ გიღირს, თუ არაფერია შენთვის ამქვეყნად მნიშვნელოვანი წადი, ადი და იფრინე . ჯვარი ხომ არ დაგვიწერია, მეც დავასრულებ და იქ დაგიწყებ ძიებას -შენ ხარ ყველაფრის მიზეზი ! შენ დაანგრიე ჩემი ცხოვრება, 15 წლის ნაფერები ბავშვი მომიყვანე სახლში სადაც ცხოვრება შენც სულს გიხუთავდა. დედაშენს თვითონ ვერ იტანდით და მე მისი ტყვე გამხადე... შენ არასდროს იყავი, არასდროს არავინ იყავით. გოგოები გაექცნენ, ისე ვერ იტანდნენ გათხოვება მათთვის შველა იყო. ბიჭებს თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ, შენ მუდამ გარბოდი , გეგონა შორს თუ იქნებოდი გვეშველებოდა? მტოვებდი ურჩხულთან რომელმაც ჩვენი ცხოვრება დაანგრია. სანამ შენ იქედან თავის დაღწევისთვის ფულს აგროვებდი მე ის წყეული ქალი ექიმბაშებთან დამატარებდა, ათას უბედურებას მასმევდნენ და წარმოდგენა არ მქონდა რა უნდოდათ. შენ დიდხანს ვერ გითხარი , მე სულელმა რა ვიცოდი ჩემგან ორსულობას თუ ელოდა . თითი არ გქონდა დაკარებული ფეხმძიმედ როგორ ვიქნებოდი, მერე კიდევ რაღაც უბედურება დამალევინა და სისხლდენა დამეწყო. მომწამლა, გამანადგურა ცხოვრება დამინგრია...არა შენ დამინგრიე, შენ იმიტომ რომ მასთან დამტოვე . იმიტომ რომ მე ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, სულელი , სულელი ბავშვი რომელიც ვერ დაიცავი . შენც გაუბედურდი და მეც, მანამ შემრაცხა უშვილოდ სანამ მართლა გავხდებოდი. ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა ,მძულდა ისიც და შენც. თავიდან ის ბავშვებიც და ყველაფერი რაც მემართებოდა. მისი მოთხოვნები არ სრულდებოდა, არასდროს მაძლევდა დასვენების საშუალებას . პირველი ორი იმიტომ მოგვიკვდა ,რომ ყინვაში მამუშავებდა. უზარმაზარი ვედრობით მომათრევინა წყალი ... მერე ექიმები, ის საზიზღარი, ამაზრზენი სავარძელი და ჩემი დაჯიჯგნილი ბავშვები რომელსაც ჩემი მუცლიდან ფხეკდნენ , ჩემგან გესმის? ჩემგაან ,ჩემგან და არა შენგან . მეზიზღები, მეზიზღებით ყველანი , ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვება , წამებით ამოხდა სული და მეტსაც იმსახურებდა. შვილები მომაკვდავსაც არ უვლიდნენ ისევ შენ გებრალებოდა შეენ იმიტომ რომ ასეთი ხარ , ასეთი ბრმა. იმასაც ვერ იშორებ ვინც განადგურებს. მისგან წამომიყვანე და უკვე აზრი არაფერს ჰქონდა. შენი წყეული ზღვა თავშესაფრად გაიხადე, გარბოდი და იქ ივიწყებდი ყველაფერს სანამ მე აქ ვიბრძოდი. მეშინოდა ყველაფრის, სულიერის და უსულოსი, ორფეხის და ოთხფეხის, ქალის, კაცის, დიდის ,პატარის ... მერე ჩამოხვედი, დიდხანს დავრჩებიო თქვი ორსულობა ბოლომდე მივიდა ისევ ,მაგრამ მაინც არ გამოვიდა. იქნებ იმიტომ,რომ ვერ გიტანდი , მეზიზღებოდი და იმიტომ შევიყვარე უტა შენი სისხლი რომ არ ჰქონდა -არაფერს მეუბნებოდი... მე ვცდილობდი , ვაფრთხილებდი შენთვის თავი დაენებებინა. შენ არ ამბობდი და მე არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. მე არ მინდოდა შენი ტკივილი... მე ვცდილობდი მშვიდად ყოფილიყავი, ახლოსაც არ მოვდიოდი და ვფიქრობდი ასე უკეთესი იქნებოდა. ჩემი ბრალი არაა იქ რომ დავიბადე, სხვა ოჯახი არ მყავდა. სახლში გტოვებდი და მივდიოდი შენთვის ყველაფერი რომ მომეცა , კომფორტი შემექმნა ... მე გვიან ვხვდებოდი ყველაფერს, ზედმეტად გვიან და ესაა ჩემი დანაშაული . არაფერს ვუარვყოფ , მხოლოდ უტას ჩვენს ცხოვრებაში შემოყვანას ნუ მიაწერ ცოდვებს -ღმერთთან გაარკვიე შენი ცოდვები ! ……………………….. არაფერი უთქვამს, სიტყვაც არ დაუძრავს ისე გაემართა გასასვლელისაკენ. სალომეც მდუმარედ მიჰყვა, მანქანაში ადგილი დაიკავა და სახლს გახედა, მასში დარჩენილი ადამიანების ბედიც აღელვებდა , ტკიოდა ყველას გამო და ყველაზე მეტად უტას დუმილი აშინებდა. ბარდნიდა, მალე დაღამდებოდა და შესაძლოა უკან დაბრუნება ვეღარც მოეხერხებინათ. მანამ არ გაჩერებულა სანამ თოვლით დაფარულ სანაპირომდე არ ჩააღწია . კარი სწრაფად გააღო , გაუკვალავ თეთრ სივრცეში აღმოჩნდა , ტალღები სულ უფრო მაღლა იწევდნენ, ბობოქრობდა ზღვა ფიფქები კი მშვიდად ეშვებოდნენ ციდან და წყლის მასას ერეოდნენ . იმ ფიფქივით გრძნობდა ახლა თავს , ვისაც არ ჰქონდა არჩევანი მასავით დაეშვა და სიმართლემ შთანთქა. მსგავსი სიცარიელის შეგრძნება არასდროს ჰქონია, ასეთი მარტოობა მაშინაც კი არ უგრძვნია სალომემ რომ დატოვა იმ დროს გულში გააზრებული სიყვარული ჰქონდა ტკივილთან ერთად ახლა კი უჟანგბადო სივრცეში დარჩენილივით უჭირდა სუნთქვა _თავს ნუ იკავებ ... გაათავისუფლე ყველა ემოცია _პატარა თითების შეხებამ გაათბო , მისმა წკრიალა ხმამ ბორკილები გახსნა და სიჩუმეში გაისმა ხმა , ღრიალი რომლებმაც ზღვის ხმაურსაც გადააჭარბა . მანამ ყვიროდა სანამ სალომე არ მოეხვია. გულზე ხელი მიადო , მზერა გაუსწორა და სახეზე თოვლის დამდნარ ფიფქებთან ერთად ტკივილისფერი თვალებიდან წამოსული ცრემლები მიიკვლევდნენ გზას. სიმართლემ ისევ იმ დაუცველ ახალშობილად აქცია,სუსტსა და პატარას მარტო ბრძოლის ძალა რომ არ ჰქონდა _როგორ შეიძლება ლონდას შვილი არ ვიყო ... არ შეიძლება , ვიგრძნობდით მეც და ისიც ვიგრძნობდით . მე რომ მისი არ ვიყო _შენ ლონდას ერთადერთი ხარ ! ამას ვერაფერი შეცვლის ... შენი გულიდან დედას ადგილს ვერავინ წაშლის და ვერც ჩაანაცვლებს . თქვენი ცხოვრება ერთმანეთთან ურყევ კავშირშია _მე არავინ ვარ ... საერთოდ არ ვიცი ვინ ვარ , ვისი სისხლი მაქვს , ვისი შთამომავალი ვარ . _შენ გადარჩი და ისიც გადაარჩინე . მთელი ცხოვრებაა ასეთი ხარ , ნათელი წყვდიადში _ყველაფერი ბნელია ახლა , სრული სიცარიელეა ჩემს გონებაში თითქოს ყველაფერი რაც ჩაწერილი იყო შავი საღებავით გადაღებეს _უკან რომ მაბრუნებდნენ იგივეს გავაკეთებდიო ამირანმა ... შენ რას შეცვლიდი საშუალება რომ გქონდეს. _რა უნდა ავირჩიო , არც კი ვიცი მეორე მხარეს ვინ არიან . ადამიანი მომაკვდავ შვილს რომ ტოვებს, სასიკვდილოდ იმეტებს და არაფერს აკეთებს , ახლოსაც კი არ რჩება . შესაძლოა ღატაკი იყო, წამლის ფული არ ჰქონდა , მაგრამ გული ? სიყვარულს და სითბოს მომაკვდავი შვილისთვი ვინ ვერ იმეტებს . რა არჩევანი საერთოდ ვიღაც არაადამიანების შვილი ვარ _და რა , შენც მათნაირი ხარ? არა ! შენ ლონდას და ამირანის ნაწილი ხარ , მათი კვალია შენს სულში ... მათი ადამიანობაა, შეცდომები თუ სწორი ნაბიჯები. შენ ხარ კაცი,რომელმაც ცხოვრების პირველივე დღეებში მოიგო ომი. _მე კი არ მოვიგე ამირანმა ამიყვანა და მიმიყვანა ქალთან რომელსაც საკუთარი ვეგონე დღემდე _და გგონია ამიტომ უყვარხარ ასე ძალიან ? _ფაქტია , მე მისი არ ვარ ! _შენ ფიქრობ მას რომ სცოდნოდა არ მიგიღებდა? ლონდას სულ სხვა რამ სტკივა ახლა ... თუ დაფიქრდები შენ იგრძნობ . მიხვდები რომ მისი გრძნობები შენს მიმართ კი არ იცვლება ის საკუთარ თავს იდანაშაულებს და კიდევ ერთ დაკარგულ შვილს ტირის. ტკივილმა აურია გონება, ეს ამბავი მეხის დაცემას ჰგავდა თქვენთვის და კვალს დატოვებს , მაგრამ უტა შენ პიროვნებას ვერაფერი შეეხება. შენ უკვე შექმენი საკუთარი თავი და ამაში საუკეთესო ადამიანები მოგყვებოდნენ გზად _ლონდას უნდა სცოდნოდა, რომ სცოდნოდა _ფიქრობ სხვანაირად ეყვარებოდი ? მაშინვე რომ გაეგო ბავშვზე ეს მწუხარება იმდენად დიდი იქნებოდა შენს მიღებას უბრალოდ ვერ შეძლებდა , ძალა არ ეყოფოდა და შემდეგ რომ ეთქვა , მაშინ როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი დარწმუნებული ვარ მისი სიყვარული არ განელდებოდა , არც ხელს გაგიშვებდა . შენ არ გგონია ასე? _არ ვიცი , ახლა არაფერზე მაქვს პასუხი . ვერაფერს გავიგებთ, მხოლოდ ის ვიცი რაც იყო და რაც არ მომხდარა შეუძლებელია მისი შეფასება შევძლო. მე და ლონდას არჩევანი არ გვქონია , ყველაფერი ამირანმა გადაწყვიტა და ისევ დედაჩემი დააზარალა ყველაზე მეტად . დედა , ნეტავ სახლში რომ მივალ ისევ ისე დამხვდება თუ უკვე უარი თქვა ჩემზე _უტა შენ მართლა გგონია, რომ ლონდა უარს იტყვის _სხვის შვილზე,მე სხვისი შვილი ვარ! _ასე გრძნობ? _რა მნიშვნელობა აქვს რას ვგრძნობ ... მთავარი ფაქტია _მართლა ასეა უტა? _ის ლონდაა ... ჩემზე კარგად ვინ იცნობს _და თქვენ კავშირს დასრულებულად მიიჩნევ? გინდა წავიდეთ, მორჩეს თქვენი დედა_შვილობა? ამირანს ვერ იტან იმის გამო , რომ მის შვილად გაქცია? მათგან შორს გინდა ყოფნა , იმდენად ბრაზობ და ისე გტკივა შენი ბედის მათთან დაკავშირება? _შენ პასუხი იცი ... არსად წასვლას ვაპირებ . ერთი მყავს დედაც და მამაც , მაგრამ სიმართლე მტკივა და ამ ტკივილს ვერ ვუმკლავდები _ჩემი მეორე ნახევარი ხარ , ეს ხომ ზუსტად ვიცით _წამწამებზე ფიფქები ეცემოდა, ლამაზი იყო ფიფქებით დაბურულ სივრცეში მდგომი _ ჩვენც ხომ ვაპირებთ გვყავდეს შვილი, რომელსაც ჩვენი სისხლი არ ექნება , მაგრამ მის ოჯახად ვიქცევით . ეს ამბავი თუ ტრაგედიად უნდა იქცეს მათთვის რა გავაკეთოთ , იქ დავტოვოდ? ოჯახის სითბოს გარეშე, იმ სიყვარულის რისი მიცემაც ჩვენ შეგვიძლია? _ჩვენ გვეცოდინება ის ვინ არის , მათაც აუცილებლად ვეტყვით სიმართლეს და ეს არ იქნება იმედგაცრუება _აი შენც გაიგე ... ლონდამაც იცის - ეს ინფორმაცია ან პატარამ უნდა გადახარშო ან საერთოდ არ იცოდე - სამწუხაროა,რომ არჩევანი ჩვენზე არ არის... შენ შეგიძლია აირჩიო გზა სახლისაკენ ან გზა რომელიც აქედან შორს წაგვიყვანს -ჯერ დედასთან უნდა დავბრუნდე, რომელიც 36 წლის წინ გარდაცვლილ შვილს გლოვობს და შემდეგ ვნახოთ, ტკივილი რომ გაუნელდება როგორ შემომხედავს როგორც დედაჩემი თუ როგორც აღმზრდელი ერთ ნაწილს შორს გაქცევა უნდოდა, პატარა ბავშვს რომელიც მიატოვეს, რომელსაც სალომეს გარდა არავინ ჰყავდა ყველაფრის წაშლის სურვილი ჰქონდა ,მაგრამ უტა აბაშიძე ზრდასრული კაცი იყო, გრძნობების სწორად წაკითხვა შეეძლო, იცნობდა საკუთარ თავსაც და მთელი ოჯახის ისტორიას. მიდიოდა იქ სადაც გულით სურდა ყოფნა, სახლში რომელსაც სახლობას ვერაფერი დაუკარგავდა. ……………. _უტა სად არის _ ეზოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა სალომე რომ მივიდა _მიდიხართ? _გვიშვებ ? _მე შემეკითხება? ჩემი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როცა ჯერ კიდევ მკლავზე მეტეოდა . ზუსტად იდაყვიდან ხელისგულამდე _ხელი გაშალა და სიგრძე აჩვენა _ 2 კილო და 100 გრამი იყო ... მე შევუცვალე ცხოვრება , მისი ბედიც ამოვატრიალე და საერთოდ სხვაგვარად წარვმართე ლონდას რომ მივუყვანე თავისი შვილი . ახლა ისეთია როგორიცაა ... თუ არ უნდა ვერავინ აიძულებს _უტა თქვენი ნაწილია ... მას არასდროს უგრძვნია სხვაგვარად და სულ რომ გონება დაებინდოს შეუძლებელია თქვენზე უარი თქვას _ლონდასგან არ გრძნობდა, მაგრამ ჩემგან ? ხომ გაიგე რაც გაახსენდა... ჩემი სიცივე , რომელიც ნამდვილად მქონდა. სიყვარულის ნაკლებობის გამო არა, უტა ჩვენი ოჯახის საყრდენად იქცა და მას თუ რაიმე დაემუქრებოდა ვიცოდი ყველაფერი დაინგრეოდა . მეშინოდა , წლები მეშინოდა რომ ენაზე კბილს ვერ დააჭერდა და იტყოდა . რა აღარ გავუკეთე მაგ არაკაცს, მუქარა არასდროს ავიწყდებოდა და ახლა თქვა, ახლა როცა ყველაზ ნაკლებად ველოდი. იმ ეშმაკთან რომ არ წამოსცდენოდა ალბათ არასდროს იტყოდა , ვერ გაბედავდა _შვებას არ გრძნობთ ? _ჯერ ვერ ... ლონდას და უტას ერთად რომ ვნახავ შემდეგ გავთავისუფლდები . შენ რას ფიქრობ , იქნება ყველაფერი ძველებურად თუ ის დროა ზღვას ვუერთდდებოდე _ ძველებურად ვერ იქნება , მაგრამ სიმართლეს ყოველთვის აქვს უკეთესი მომავლის შანსი _რომ მოვიტაცე ეგ ვერ მაპატია 40 წელია და ამ ტყუილს რომ მოვკვდები მაშინაც არ მაპატიებს _იქნებ პირიქით ... დაინახოს რამდენად გიყვართ და ახლა მოტაცებაც გაპატიოთ _შენ ისევ ვერ გაიცანი ლონდა _იქნებ თქვენ ვერ ხვდებით როგორ აღიარებინოთ გრძნობები ... იმდენად დანებდით დანაშაულის შეგრძნებას საკუთარი თავის დანახვის უნარიც გაგიქრათ თითქოს _შენ მე მგონი იმაზე კარგ კაცად მხედავ ვიდრე ვარ _წლების წინ ჩადენილ დანაშაულს თუ ვერ აპატიებთ თავს ვერასდროს შეძლებთ სხვებისგან პატიების მიღებას _ ხელი მხარზე დაადო და ღრუბლიან ცას ახედა . ახლაღა მიხვდა კაცი მთელი ეს დრო იქ იჯდა , ლონდას ფაბჯრების წინ გაზაფხულის უკანასკნელი წვიმას შერეული თოვლი ათოვდა _ სახლში არ შემოხვალ? _საძინებლიდან გამოვა და მერე მსგავსი არაფერი ენახა სალომეს. თავიდნავე იცოდა რამდენად განსხვავდებიდნენ უტას მშობლები ციცოსა და გაბროს მთელი ერთობისგან , მაგრამ უკანასკნელ საათებში განვითარებული მოვლენები მათ ურთიერთობას სულ სხვა მხრიდან აჩვენებდა . ისევ წამოვიდა ციდან წვეთები , სალომე სახლში იყო და შორიდან უყურებდა ცოლის საძინებლის ფანჯრებისკენ მომზირალ კაცს... ბევრი არ უფიქრია , რამდნეიმე წუთში კაცის გვერდით იჯდა, ხელში ქოლგით და მხრებზე მოხვეული საერთო პლედით. _ჩემი ნახევარიც იქ არის ახლა... როგორ ხდებოდა ადრე , ფანჯარაში გამოჩნდება თუ ქვემოთ ჩამოსულს დავინახავთ _ფარდას გადასწევს ... სულ ოდნავ ან მთლიანად გაანათებს ოთახს, რაც ჯერ არასდროს მომხდარა _დაველოდოთ, მჯერა ბოლომდე გადასწევს ფარდას და მთლიანად გაანათებს ოთახს . მასთან უტაა , ის კი წყვდიადში დიდხანს არც რჩება და არც მას მისცემს დარჩენის უფლებას ................ შავებით შემოსილი ქალი ერთი შეხედვით მიცვალებულს ჰგავდა, თითქოს სულმა სხეული დატოვა და ასე დასრულდა მისი ცხოვრებასთან ომიც. ბნელ ოთახში ნათელი წერტილი არ არსებობდა , ცოლ_ქმრულ სარეცელს განშორებული, საკუთარი ხელით შექმნილ ხალიჩაზე ბოლოს წლების წინ იწვა და მსგავსი უტას არასდროს ენახა . ასეთი დედა მეხსიერებაში არ ჰყავდა . მთლიანად შეძრული დაეშვა მის გვერდით , გაყინულ მტევანზე ხელით შეეხო და ორივეს სხეულმა დაიწყო გათბობა. _ვწუხვარ და მტკივა ყველა შენი დაკარგული შვილი , დედი _35 წელია მისთვის არავის ულოცია ... ამდენი წელი მივატოვე _ანგელოზად წავიდა და ყველანი იქედან გმფარველობენ _ხელზე აკოცა და მისკენ გადაბრუნებულმა მტევანი გულთან ახლოს მოიმწყვდია თითებსშორის _ამდენი ანგელოზი ერთი ქალისგან ზედმეტი არ იყო ? რით ვერ დაკმაყოფილდა, ერთი როგორ ვერ გამოუმეტა ჩემთან დასარჩენად . შვიდი წაიყვანა , პირველი ორი 5 თვის, სამი 7 თვის ,ერთი ცოცხალი გავაჩინე და სამ დღეში გაფრინდა , ბოლო არც კი ვიცი ... შვიდი ვაჟი . იქნებ რამე წყევლაა და რომელიმე გოგო რომ ყოფილიყო ჩემთან ერთად ბრძოლა შესძლებოდა _ შვილისკენ გადაბრუნდა, კიდევ უფრო დაპატარავდა თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა _ შენთვის დამტოვა, შენი დედობაა ჩემი ხვედრი , ყველაზე მსუბუქი რაც კი რამ ღმერთს მოუცია მამაშენის ხელით _ ქალის თვალებიდან წამოსული ცრემლები მკერდზე ეცემოდა ბიჭს _ჩემი ერთადერთი ხარ , დედი _პირველად უბრუნებდა თავისავე სიტყვებს ქალს _ჭაღარაშერეულ თმაზე აკოცა და მკლავებსშორის მოიქცია. _ ყველა ჩემსაზე მეტად ჩემი ხარ ... მე შენთვის სიცოცხლე არ მიჩუქებია , მაგრამ შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი, რომელმაც თავისი პატარა თითები ძლიერად მომიჭირა თითზე და გემუდარები არასდროს გამიშვა ... ყველას დაკარგვა გადავიტანე , შენსას ვერ გავუძლებ _იყოს ისე როგორც ძველად _ ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად წამოდგა. წყვდიადისფერ სივრცეში ფარდიდან შემოსული სინათლის ვიწრო სხივი ჩანდა მხოლოდ. წვიმის ხმა სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა ქალი კი კარის ნაცვლად ფანჯრისკენ შებრუნდა . ფარდა სწრაფად გადასწია , მინას შუბლით მიეყრდნო და წვიმაში მსხდომებს თვალებამღვრეულმა გაუსწორა მზერა _რას უყურებ , დე ? _სად გვპოულობ ამ არა'ნორმალურ ქალებს _გვერდით მდგომის გაოცებულ სახეს უყურებდა და შემდეგ ისევ გაყინულ ქმარს დაუბრუნდა მზერით _უმოქმედობით მტკივნეული მოთმინება მისგან მისწავლია _შენ გაგიმართლა , სიყვარულზე სიყვარულით გიპასუხა შენმა ქალმა ... მან კი მოთმინების უნარი იქ ვერ გამოიჩინა სადაც საჭირო იყო და იმიტომ უწევს ახლა გამუდმებით ლოდინი _ფარდა ისევ ბოლომდე ჩამოაფარა და უკან შებრუნდა _დედი _დამნაშავეებმა დანაშაულისთვის უნდა გადაიხადონ ! _ჩემი შენთან ყოფნაც დანაშაულია ? პატიებას ჩემ გამო არ იმსახურებს ? _შენ აპატიე? _რომ გადაგვარჩინა ეგ უნდა მეპატიებინა? _უტა შენი ცოლი სახლში შემოიყვანე, ჯერ კიდევ არ დამდგარა გაზაფხული _მარტო არ შემოვა ... გაზაფხულს კი სინათლე სჭირდება _ლოყაზე აკოცა ქალს და ისევ ფანჯრისაკენ შეაბრუნა. იმ წამს ისე დაიქუხა თითქოს ცა შუაზე გახსნა მეხმა , ქალმა კი ფარდა ბოლომდე გადასწია …………….. მრგვალი მაგიდის ცენტრში ლამაზი ლამფა იდო , მისაღებს ბუხრიდან გამოსულისინათლეც ანათებდა , მაგრამ მასწავლებელს ბავშვების ნაწერების გასასწორებლად მეტი შუქი სჭირდებოდა. გვიანი იყო უკვე , სოფლის სახლს ლევანთან ერთად სტუმრობდა ბავშვები ქალაქში მოხუცებთან ჰყავდა დატოვებული. პარასკევს ნათლობის გამო ჩავიდნენ და კვირამდე შემორჩნენ. ლევანი მსგავს შემთხვევაში მუდამ მთვრალი ბრუნდებოდა , სადმე ახლოს რომელიმე მეგობართან ეგულებოდა და მშვიდად აგრძელებდა თავის საქმეს. სიჩუმეში მხოლოდ ძაღლების ხმა ისმოდა, კი ხმამაღლა ყეფდნენ , მაგრამ იფიქრა ტურებს დაედევნენო და ყურადღება არ მიუქცევია. გონს მოსვლა ვერ მოასწრო უცნობებმა კიბე რომ აიარეს და წამში აღმოჩნდა ქურდების წინ. ორნი იყვნენ , ერთ_ერთმა შეამჩნია და წამში მისკენ გაიქცა. გაქვავდა , დანის პირი ცეცხლის შუქზე ისე ელვარებდა ხმაც დაკარგა შიშისგან _რას აკეთებ ... დანა რატო გაქ _ მეორეს ხმა ესმოდა, შიშის ნოტებს გრძნობდა შორიდანვე _გაჩუნდი იცოდე ხმა არ ამოიღო არ მიყურო_ზურგიდან იდგა და მერე კედლისკენ შეაბრუნა _შენ ტომარში ჩააწყვე ყველაფერი. მიდი რას მიყურებ ვერცხლია სულ ეგ დანა_ჩანგალი . საინებიც ჩააწყვე ისე რო არ დატყდეს და ის რაღაცა ფიგურებიც სტენკაზე რომ აწყვია _თავზე აწვებოდა ქალს და მეორეს განკარგულებებს აძლევდა. კანკალებდა, გულისცემა ისე აუჩქარდა სმენაც კი დაეხშო ბოლოს. უკან მდგომმა სამკაულები მოაშორა და დანის წვერი წელზე მიაბჯინა_კიდევ სად გაქვს ოქროები ...თქვი და წავალთ მშვიდად _აქ არაფერი გვაქვს _როგორ არ გაქვს ...მთელი სახლი ანტიკვარებითაა სავსე . შენ მამამთილს ფული არააქ აქ გადანახული? _ არ ვიცი ... ეძებეთ და იპოვნეთ თუ არის წაიღეთ . სწრაფად წადით თორემ თუ ჩემი ქმარი დაბრუნდა , იცოდეთ აქედან ვერაფერს გაიტანთ _თითქოს სიტყვის თქმა სჭირდებოდა ძალის მისაღებად . ერთხელ ჩაისუნთქა და ენერგიით აივსო _რას მეტლიკინები ქალო ... გეუბნები მითხარი თუ გინდა გაგიყარო ეს დანა _რას შვები ... დაანებე მაგ ქალს თავი. ავიღე აქ ყველაფერი. კიდევ იქნება რამე და წავიდეთ. საკმარისი არაა ? გთხოვ დაანებე თავი _ბიჭის ხმა ესმოდა, ხრინწშეპარული ყმაწვილობაში შესული ბავშვის ტემბრი ჰქონდა _მოკეტეე და გააკეთე რასაც გეუბნები შენ კიდე ნუ მახარჯინებ დროს ამოღერღე სად არის ფული _ რომ ვიცოდე ხომ გეტყოდი _შეეშვი გთხოვ , არ ვიციო ხომ გეუბნება . სხვა ოთახებსაც ვნახავ სამზარეულოს , საძინებლებს იქ იქნება რამე _რას ნახავ ბიჭო იცი რამხელა სახლია? სანამ დაგვადგა მისი ქმარი მანამდე უნდა დავითესოთ . თეფშებისთვის გავტეხე კარები? ნუ იფს.ავ შიშით და მიდი მაგ რკინა გააცხელე _რაა ? რა რკინა გაგიჟდი ? დაწვას უპირებ? _თუ არ იტყვის კი , მაგრამ ჭკვიანი ქალია და დაფრქვავს ყველაფერს ხო? შენ ქვევით ჩადი , დროზე _ბიჭი გაუშვა და თავისუფალი ხელი საჯდომზე მიადო ქალს- დაწვა არ დაგვჭირდება ხო? _ხელები მოგტყდება , გეფიცები ! _ცახცახებდა, ცრემლები სდიოდა და კედელზე შუბლით მიბჯენილი, თავდახრილი , დამცირებული და შეშინებული შიგნიდან დუღდა _ვინ მომამტვრევს შეენ? _არა , მე _ საყვარელი ხმა გაიგო და მთელი სხეულით იგრძნო სიმსუბუქე . _დანა აქვს ... ფრთხილად გემუდარები _ ვერონიკას კივილი ისმოდა ფონად , ხელჩართული ჩხუბის შემხედვარე ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. იმის შიში რომ ლევანი დაშავდებოდა ჭკუიდან შლიდა. იატაკზე დაღვრილ სისხლის წვეთებს ხედავდა და ხმები საერთოდ აღარ ესმოდა , ვერაფერი იპოვნა დასახმარებლად , ოთახის მეორე ბოლოში იდგა მოულოდნელად გამოჩენილმა ბიჭმა თანამზრახველს თავში რომ ჩაარტყა ერთ -ერთი საყვავილე. -ოხ მე შენი დედა მ.ვტყან ... გამყიდე შე ბ.ზო ? - სისხლიან თავზე ხელი მიიბჯინა და ბიჭს უღრიალა . ჩხუბის დრო აღარ ჰქონდა უკან-უკან იხევდა და თან ღრიალებდა- გადაგიხდი, ისე გ.ხმარ წაკ.ზულს გაგაქვავებ . ლევანს უნდოდა გაჰყოლოდა, სიტუაციით ესარგებლა და დაეჭირა, მაგრამ ვერონიკამ არ დაანება. წინ გადაეღობა და მისმა ცრემლიანმა თვალებმა გზა მოუჭრა . ფანჯარასთან იდგა და ეზოს ბოლოსკენ გაქცეულს ზემოდან უყვიროდა _გიპოვნი ხომ იცი...ჯობია გაქრე ქვეყნიდან თორემ დედას გიტირებ . ჩემ სახლში შემოსვლა რომ გაბედე მარტო მაგისთვის მოგთხოვ _ღრიალებდა და ვერონიკაც ვერ აჩერებდა _დაჭრილი ხარ? სისხლი მოგდის...შენია? _ძირს დაგდებული დანის პირზე წითელი ფერი რომ შენიშნა მაშინვე დაებინდა გონება. თან ხელებს სწრაფად ამოძრავებდა და ჭრილობის პოვნას ცდილობდა . _დამშვიდდი , დაწყნარდი , ხელისგულზე მაქ ჭრილობა ... არაფერია . არ იტირო, მორჩა , დამთავრდა ჩემო სულო , ჩემო ანგელოზო _ ერთი ხელი დაბლა ჰქონდა დაშვებული და მუშტად შეკრული, სისხლის წვეთები იატაკზე ეცემოდა მეორეთი კი ქალს ეფერებოდა _ ძალიან შეგაშინეს ? _ცრემლებით დანამულ სახეს უკოცნიდა , შემდეგ გაყინულ თითებზე გადავიდა _ პასუხს ვაგებინებ, მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს პატიებას შენი ნერვიულობისთვის . ჩემო ცხოვრება _გულზე მიიკრა და კიდევ რამდენჯერმე აკოცა შემდეგ კი მოშორებით მდგომ ბიჭს გახედა ,კიბის ჩავლას ბანცალით რომ აგრძელებდა _ხელი უნდა შეგიხვიო ... იქნებ გასაკერია . მარლა უნდა ვიპოვნო, დედა სადღაც ინახავს წამლებს _ქვემოთ არ ჩამოხვიდე ... არაფერი მჭირს მე . აქ დაჯექი , გათბი და რამდენიმე წუთს დამელოდე , კარგი? _შენ სად მიდიხარ , რას ნიშნავს არ ჩამოვიდე _ პირველი სართულისკენ დაძრულს მზერა მიადევნა მხოლოდ კეფაში სწვდა ორიენტირებადაკარგულს და სწრაფად შეიყვანა ბნელ სარდაფში. ხელით უბიძგა და ისიც ცივ,ბეტონის იატაკზე დაეშვა . პირველად სახლში შემოსვლისას გადაეყარა და ისე დაარტყა ახლა მასაც ცხვირიდან წამოსული სისხლით ჰქონდა სახე და ტანსაცმელი მოსვრილი. კედელზე მიმაგრებულ სასანთლეში რამდენიმე სანთელი აანთო და ნესტიანი ოთახიც წამსვე განათდდა . ბიჭი კუთხეში იყო მიყუჟული , მუხლები მკერდთან მიეტანა და შეშინებული უყურებდა უცნობ კაცს -ნაპარნიკს თავში ჩაარტყი, გარბოდა და გემუქრებოდა ახლა რა გამოდის სულ რომ მოგკლა მომკითხავი არავინ გეყოლება _თქვენთვის არაფრის დაშავება მინდოდა , ფული მჭირდებოდა უბრალოდ ...მისი ვალი მქონდა . ქურდი არ ვარ გეფიცებით , არც მკვლელი ის კი დანით იყო , არ მინდოდა რამე დაეშავებინა. საშიში დამნაშავეა და მე მართლა _რამდენი წლის ხარ ... _15 _მერე ვალებს სხვა ვინმე ვერ გადაგიხდიდა შვილო ? პატრონი არ გყავს ქურდებს და მამაძაღლებს არ აეკიდო? _ თავი ააწევინა და გატეხილ ცხვირზე შეხედა. სისხლი ისევ მოსდიოდა _ კიდე უნდა დაგარტყა თუ მეტყვი ის სად ვიპოვო _ვერ გეტყვი ... მაპატიე მართლა ვერ გეტყვი არ შემიძლია . მე დაგეხმარეთ, არ გავსწორდით? ახლა უნდა გამიშვათ _ვალი მაქვსო არ მითხარი? თუ არ მატყუებ ე.ი შენც არ გევასება და თუ მეტყვი მტერს მოგაშორებ. მეტი რა გიყო შვილო, რა კეთილი ვარ ვერ ხედავ ? კაცი წასვლამდე როგორ გემუქრებოდა ,რომ გაგიშვა კარგს არაფერს გაგიკეთებს _მისი ამბავი სულ არ მადარდებს ... გავექცევი როგორმე , მაგრამ ვერ ჩავუშვებ . ბ.ზობა არაა ჩემი საქმე -ჭუჭყიანი იყო, დახეული ტანსაცმელი ეცვა და ჭრელი თვალები უნათებდა მხოლოდ _ქურდობაც არ ყოფილა, ვერც გამექეცი ხომ ხედავ ... ან სად შემოხვედით . რატომ არ გაიქეცი ,ზემოთ რატომ ამოდი . ქურდები ერთმანეთს გადაეკიდეთ? _ქურდი არ ვარ , ვალი მქონდა და მითხრა ასე გადამიხადეო. ვიფიქრე უბრალოდ მივეხმარები და მორჩა იმან კიდე დანა მიადო ქალს , შენც მოგკლავდა ... არ გატყუებ დედის სულს გეფიცები. გამიშვი, კაცი არ ხარ? _ ახლა ზევით აგიყვან. გაიქცევი და მიგამტვრევ ფეხებს. შენთვის ჯობია ჭკვიანად თუ იქნები...ხვალ დილამდე აქ დარჩები . მე იმას ვიპოვნი და რომ მოვუგვარებ მერე გაგიშვებ. გავსწორდებით ასე , შენ მე დამიცავი მე შენ დაგიცავ . მოსულა? -მოსულა _ მობუზული მიაბიჯებდა,რეზინის დაგლეჯილი ფეხსაცმელი სულ მთლად ტალახში იყო ამოსვრილი. სახიდან სისხლიც არ მოუწმინდავს, ისე მიდიოდა თითქოს სინდისის გარდა არაფერი აწუხებდა _ლევან ... - ვერონიკა დაუხვდათ წინ _ხომ გითხარი არ ჩამოხვიდე_თქო . რა დაუჯერებელი ქალი ხარ _ეს ის ბიჭია ხომ ? _ხო , ისაა _თავზე ხელი გადაისვა და წარბები შეჭმუხნა _ინსტიქტურად დავარტყი ისე შემომეფეთა და ცხვირი გავუტეხე მგონი. ბავშვია მთლად, შეხედე _არ მინდოდა თქვენი წყენინება დეიდა... მართლა არ მეგონა სახლში ვინმე თუ იქნებოდა. გეფიცები -ჩუმად ამოილუღლუღა და ქალს მზერა ძლივს გაუსწორა _ზემოთ დამელოდე რა _რას უპირებ _რა უნდა დავუპირო ... _გინდა ის კაცი იპოვნო და შური იძიო? რას იზამ მოკლავ თუ ქურდების სასამართლოს მოუწყობ. გაუშვი გეხვერწები , ყველაფერს თავის ადგილას დავაბრუნებ და მორჩა _ჩემს სახლში შემოსვლას და ჩემი ცოლის შეშინებას ასე უბრალოდ ვერავის შევარჩენ. ნაკოლი ჰქონდა, აი იმას რომ ვიპოვნი და სახეს ავახევ მერე დავმშვიდდები . შენ ნუ იფიქრებ ბევრს, ეცადე ყველაფერი დაივიწყო და დამშვიდდე . ხვალ საღამომდე დამაცადე , მერე სადმე დასასვენებლად წავიდეთ გაზაფხულდა უკვე ჩვენ კი არსად ვყოფილვართ . მე, შენ და ბავშვები ყველასგან შორს _აზრს არ შეიცვლი ხომ? -ქალის ყურადღება ვერ გადაიტანა ისევ ჯიქურ უყურებდა _ შესანიშნავად მიცნობ და ყველაფერი იცი _ახლა ამ ბავშვის დახმარებას როგორ აპირებ ... მის ოჯახს ფულს მისცემ და საჭმელ_სასმელს არ მოაკლებ? _ გვერდი აუარა , ბიჭს ხელით უბიძგა , სკამზე დასვა, თავი გადააწევინა და ცხვირზე ხელი მოუჭირა _გატეხილი არ აქვს , ნუ ინერვიულებ _ სახლი გააქვს? _არა _აბა სად ცხოვრობ _ხან სად ხან სად _ბავშვთა სახლში რატომ არ ხარ _გამოვიქეცი... _თავი დახარა და სისხლი რომ წამოუვიდა ისევ ასწია_პოლი დავსვარე , ბოდიში_დაიხარა და ზედის სახელოთი მოწმინდა _ლევან _ აკვირდებოდა ორს ორ სრულიად განსხვავებულს და ზუსტად იცოდა ქმრის გონებაში რა აზრებიც ტრიალებდა _არ შემიძლია სხვანაირად -ბიჭს მზერა მოაშორა და ცოლს შეხედა _წყალი გააცხელე , ჩემ სახლში ასეთ ფორმაში ვერ დარჩება ... _ შებრუნდა, კარადა გამოაღო და აფთიაქის ყუთი გახსნა _მიყვარხარ _კაცმა ყელში აკოცა , ჩუმად უთხრა და ოთახიდან გავიდა _არ გინდათ დაისვრებით _ ქალი როგორც კი მიუახლივდა მაშინვე უკან გასწია თავი _ვბრაზდები რომ არ მიჯერებენ და ნუ გამაცოფებ შვილო იკმარეთ რა დღეშიც ჩამაგდეთ ამ შუაღამეს _ ნიკაპზე მოუჭირა თითები, თავი გააჩერებინა და ნესტოებში ბამბები შეუდო _ცოტახანს პირით ისუნთქე _შეშუპებულ ცხვირზე ზემოდან ცივი ნაჭერი დაადო და შემდეგ მოშორდა . ცრემლებით დანისლული ჭრელი , დარცხვენილი მზერით უყურებდა ქალს _რა გქვია ? _მათე _ბავშვთა სახლში როგორ მოხვდი _დედა რომ გარდაიცვალა , 7 წლის ვიყავი _მამა? _არ მყავს , ვარ _ღმერთო ჩემო -ემოციები ვერ დამალა ბიჭმა ისე მშვიდად უპასუხა-მსგავსი სიტყვები ჩემი თანდასწრებით არასდროს თქვა ! - არ შეიძლება გამიშვათ? მითხარით სად დავრჩე დილამდე ან რა უნდა გავაკეთო -მე არაფერი ვიცი, ჩემ ქმართან უნდა მოაგვარო ეგ ამბავი ტანსაცმელი იპოვნა, ლევანის თინეიჯერობისდროინდელი სამოსი გადაქექა და რაც გამოადგებოდა ყველაფერი აიღო . ჯერ ხელი გადაუხვია, შემდეგ კი სააბაზანოსკენ გაუშვა ბიჭისთვის სუფთა სამოსი რომ მიეწოდებინა. ბევრი არ უფიქრია ისე დაიწყო სუფრაზე სახლში არსებული კერძების დალაგება, მჭადს კეცზე აკრავდა ლევანის გინების ხმა რომ გაიგო _ მე თქვენ დედებს შევ.ცი თუ სადმე ხართ ... ნაბ.ზვრები/ ღმერთი როგორ გაცოცხლებთ საერთოდ შენც თუ სამართალი გაქ რა როგორ უქმნი ასეთ ჯოჯოხეთს სულ პატარა ბავშვებს. ომსაც ხომ გააჩნია არა? ასეთ ხალხთან ბრძოლა უნდა უწევდეს ისედაც გაუბედურბულს? _ ბოლო საათებში მომხდარმა კი გამოაფხიზლა, მაგრამ მაინც ეტყობოდა მის საუბარს ალკოჰოლის გავლენა. სკამზე დაჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა _რა ხდება ... გაიქცა ?- ხელები სწრაფად გაიწმინდა , უკან მიჰყვა ქმარს _იქაა, ჩაიცვამს და გამოვა _რა მოხდა არ მეტყვი? _ახლოს რომ მიიზიდა და თავი მკერდზე მიადო თმაზე გადაუსვა ხელი_ ლევან მელაპარაკე _ეგონა სხვა რამისთვის შევედი და მემუქრებოდა გამიშვი თორემ მოგკლავ, მე ასე არ ვიხდი ვალს დანაშაულისთვისო ... ბ.ზობაზე არ დაგთანხმებივარო . აზრზე ხარ რა ხდება ? _რას უპირებ -გაყინული სახით უყურებდა და პასუხს ელოდა _რას და შველას _ ქალის სურნელი ღრმას ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა_დაიძინო იქნებ, გვიანია ხვალ კი სკოლაში უნდა მიხვიდე _შენს გარეშე მაინც არ დამეძინება _ წვერიან ლოყაზე აკოცა და თავი თავზე დაადო _მიყვარხარ! _აკოცა და ერთხანს ასე მშვიდად გაატარა დრო. შემდეგ კართან მოახლოებული ბიჭიც დაინახა _როგორი თეთრი ყოფილხარ . მოდი დაჯექი. მჭადი გამოცხვა და ჭამე _ ბიჭი სამზარეულოში დატოვეს ,არ უნდოდათ უხერხულად ეგრძნო თავი და მაქსიმალურად აიგნორებდნენ მომხდარში მის მონაწილეობას . _ მომცემ ნებას ბოლოს და ბოლოს ხელი რომ გადაგიხვიო თუ კიდევ დაგრჩა საქმეები -სასტუმრო ოთახში დასვა და ხელზე სახელდახელოდ გადახვეული ნაჭერი მოაშორა -იატაკი სუფთაა , იმ ნივთებს ის დაალაგებს ისე როგორც გამოალაგა და ხო კიდევ ერთი საქმე დარჩა - ჯიბეში ხელი ჩაიყო, ოქროს სამკაულები მაგიდაზე დაყარა და მათში ქორწინების ბეჭედი იპოვნა - ცოლად გამომყვები?დროულად მიპასუხე თორემ გადავიფიქრებ _დამიბრუნე ჩემი ბეჭედი , სიცოცხლის ბოლომდე და მერეც ჩემთან იქნება _ხელი გაუწოდა . კაცმა ყველა ნივთი თავად გაუკეთა და თითოეულის მორგების შემდეგ კოცნაც არ დაავიწყდა . ბიჭი ჩუმად აპარებდა თვალს მეზობელი ოთახისაკენ, არეული იყო ვერ გაეგო რა უნდოდათ მისგან , დაძაბულობას ვერ იშორებდა ,მოდუნება არ შეეძლო. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს , ერთ ადგილას იჯდა და ლევანის კითხვებს ირიდებდა . ვერონიკას დივანზე ჩაეძინა, მათ საუბარს უსმენდა დაღლილობამ რომ სძლია. დილით საწოლში გაიღვიძა, სახლში მეზობლის ბიჭი დაუხვდა მხოლოდ, სკოლაში მე წაგიყვანო უთხრა და აშკარა იყო სხვა ვერაფერს გაიგებდა . მთელი დღე გონებაგაფანტულმა გაატარა, ლევანზე ხომ დარდობდა, მაგრამ ბავშვის თვალებიც არ ამოსდიოდა გონებიდან. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა , უამრავი არგუმენტი ჰქონდა მის დასავიწყებლად და მაინც გული მოსვენების უფლებას არ აძლევდა. სახლში ბავშვებთან ერთად დაბრუნდა, დედამთილს სადილი დაეხვედრებინა და ჩვეულებისამებრ ფუსფუსებდა _გამარჯობა , მამა როგორ ხართ? _ღუმელთან წიგნით ხელში მჯდომ კაცს გაუღიმა და ჩანთა იქვე დადო _ბავშვები ხომ არ ცელქობდნენ _კარგად ვართ შვილო. შაბათს ქალაქში გავიარეთ , მგონი მოეწონათ . ისე მისმენდნენ ამბებს რომ ვუყვებოდი _მოგვეწონაა ბაბუუ ... მომდევნო დასვენების დღესაც ხო წაგვიყვან? _კი ბაბუ გენაცვალოს , წაგიყვანთ აბა რას ვიზამ ... ჩემო ცქრიალა გოგოო რა ქენი მიიღე ხუთიანი? _კიი , აიი ნახეე _ჩანთიდან დღიური ამოიღო დ კალთაში ჩაუჯდა _ მე უფრო დიდი ხუთიანი მივიღე ... პეტრეს მასწავლებელი პატარებს წერს _ხუთიანი ხუთიანია გოგო რა მნიშვნელობა აქვს დიდია თუ პატარა _წამსვე გაუბრაზდა ძმა _ბებიკოო ხელები დაიბანეთ და მოდით სანამ გაცივდება ხაჭაპურები _დედა , რამდენი რამე გაგიკეთებია . დაგეცადა ჩემს მოსვლამდე _სამზარეულოში შევიდა და ქალს მოეხვია _დაიღლებოდი ისედაც _გადასარევად ვარ მე ... ბავშვები მეხმარებოდნენ. თვითონ იმეცადინეს და მერე მიყვებოდნენ . ისეთი ყოჩაღები არიაან, ანანიკომ ისე კარგად მოზილა მჭადის ცომიი _გოგონას დანახვისას მისი ქება დაიწყო და მანაც შეიფერა _მამა მოვა? _არ ვიცი , დასხედით თქვენ. არამგონია საღამომდე მოვიდეს _ვერაფერს იტყოდა, მოხუცებს ვერ შეაშინებდა. ყელში ლუკმაც არ გადასდიოდა, სულ ჭიშკრისაკენ ეჭირათვალი. _ლევანი სად არის ? რამე მოხდა შვილო? იმედია არ იჩხუბა _ სუფრას ალაგებდნენ უკვე ქალმა რომ ჰკითხა _ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულო დედა _რაღაც მოხდა ხომ? ნამდვილად , მე რომ გული მიგრძნობს მერე მორჩა . ეს ბიჭი როდის დაჭკვიანდება ღმერთო, სულ შარს როგორ პოულობს _ამჯერად თავად საერთოდ არაა დამნაშავე ... დამიჯერეთ კარგად არის. სახლში მოვა და ერთად გიამბობთ ყველაფერს _არა, მის მოსვლას ვერ დაველოდები მე ... ახლავე დაჯდები და წვრილად მიამბობ ყველაფერს _დედაა ნუ იცი ხოლმე ასე _მითხარი თორემ გამისკდება გული _არ იტირო გთხოვ , ნუ მექცევი ასე _ ქალს მოეხვია და ფუმფულა ლოყაზე აკოცა . მერე დაჯდა და ყველაფერი უამბო. _ჩემო გოგოო ეს რა ღამე გქონიათ ... ძალიან შეგეშინდა , არა? როდის შეიცვლება ეს დაწყევლილი ქვეყანა. სახლში ვერ რჩები ადამიანი დაცულად როდის ვინ შემოგივარდება არ იცი _ რძალს ჩაეხუტა და თავზე მოეფერა _ისეთი თვალები ჰქონდა ... მებრალება ქუჩაში დასაბრუნებლად, მაგრამ სახლში ხომ არ მოვაყვანინებ . ორი ბავშვი მყავს, ის კი სულ სხვანაირ ყოფასაა მიჩვეული ვინ იცის რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რა სჭირს და რაა მისგან მოსალოდნელი. არა ის ჩვენი ოჯახის წესებს ვერ მიიღებს და ყველაფერი აირევა. ისე დაეხმაროს, პირველი იქნება თუ უკანასკნელი. მოიფიქრებს ლევანი რამეს ... დროზე დაბრუნდეს , მოვიდეს თორემ მეშინია უკვე. მგონი ახლა მეწყება ნერვიულობა ჩემი ტვინი რომ ხვდება რაც შეიძლებოდა მომხდარიყო _ტყუილად არაფერი ხდება... ის ბიჭი თქვენთან ბედმა მოიყვანა. ერთი ბავშვით მეტი განა რას შეცვლის ჩვენთვის. ამხელა სიკეთე იქნება შენ რომ გახდები მისი დედა _არ შემიძლია, არ ვარ მე ეგ ქალი ასე მივიღო სხვისი ბავშვი თანაც უკვე თავისნებაზე გაზრდილი თან ბიჭი _ოხ როგორი იცი გაკაპასება _შენ მაინც უნდა გესმოდეს ჩემი _ჩემ დროს სხვა ცხოვრება იყო , ვთქვი ერთი შვილის მეტს ვერ გავზრდი და მას მივცემთ ყველაფერს_თქო , მაგრამ სულ ვნანობდი რატომ მეტი არ გავაჩინე. ღმერთი მაძლევდა და მე უარს ვამბობდი. ლევანს მარტოს რომ ვუყურებდი გული მეწვოდა. ბევრი გოგო და ბევრი ბიჭი რომ არის სახლში ერთმანეთს იპოვნიან , სულ რომ ჩხუბობდნენ და რაღაცას ვერ იყოფდნენ, სხვადასხვა ჭკუის რომ იყვნენ მაინც ორი ერთნაირი იქნება და გვერდით დიდი ძალა გეყოლება. პეტრე და ანანო ჩხუბს რომ იწყებენ გამშველებელი არ ჰყავთ. აი მესამე და მეოთხე რომ იყვნენ კიდე სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი _დედაა ნუ იცი სულ ლევანის სურვილების ასასრულებლად ჩემი მოთაფვლა და ტვინის არევა _შენ უფრო გინდა ვიდრე ლევანს, მაგრამ ჯიუტი ხარ _ისე საყვარლად გაუბრაზდა ვერონიკას ხმამაღლა გაეცინა _ვგიჟდები შენზე და კიდევ შენს ერთ ცალზე _ ღობესთან გაჩერებული ნაცნობი მანქანა დაინახა და წამსვე გაიქცა. კაცი ეზიში ახალი შესულუ იყო რომ მივარდა და მოეხვია _ხომ კარგად ხარ , დამენახე . რამე გჭიირს? სცემე ხომ ? შენი ხულიგნობა ასაკს არ ემორჩილება. როდის მოგიშუშდება ახლა ეს ხელები _როგორც ყოველთვის... შენს ფერებაში განიკურნება _დედა გვიყურებს და ნუ ხარ ტუტუცი _წელზე შემოხვეულ ხელზე უჩქმიტა _ მოდი ჭიშკარს მე გავაღებ და შემოიყვანე მანქანა. დღეს არსად გაგიშვებ , ჩემთან უნდა იყო და მოფერებაზეც შეიძლება დავფიქრდე _ხელიდან დაუსხლტა და როგორც კი გააღო მაშინვე დაინახა მანქანაში მჯდომი ბიჭი _ვერ მოვიფიქრე სად წამეყვანა... ქუჩაში ვერ დავტოვე. დღეს იყოს აქ და ხვალ სოფელში წავიყვან _ეგ შენი კეთილი გული შეგვიწირავს ბოლოს ან არ ვიცი რა იქნება _შენ არ ამბობ რისი შანსიც გაქვს უნდა გამოიყენოო? ხოდა მისი დახმარების შანსს ვიყენებ _ შემოდით სახლში , ვახშამს მოვამზადებ მალე ... გავიყინე . რით ვეღარ გაზაფხულდა _ციცოს საოცრად ჰგავდა ამ დროს, როცა ღელავდა და ცდილობდა თავს მორეოდა ,რათა გულსა და გონებას შორის ზღვარი გაევლო. ………………… _მე მოთხოვნები არ მაქვს . ოჯახის ყველა წევრს ერთმანეთის მოფრთხილება ევალება , ზრუნვა და გულწრფელობა. ჩვენ მარტო არ ვართ, გვყავს ერთმანეთი და ნებისმიერი პრობლემის გადალახვაზე ერთად ვმუშაობთ . ჩვენ ოჯახის კარგს გიღებთ შემოხვალ და გახდები ჩვენი ნაწილი თუ არა შენი გადასაწყვეტია _ ლევანთან არც უსაუბრია ისე მიმართა მათეს _მან მითხრა დაგეხმარები ადამიანურად ცხოვრებაშიო არ უთქვამს სახლში წაგიყვანო _იმიტომ , რომ ჩუმად მაპარებს შენს თავს . ორი კვირაა უკვე ჩვენთან ხარ , სოფელში რომ მიჰყავდე გაგიშვებდა...თუ გინდა ჩვენთან დარჩენა ეს სკოლის ფორმაა. წიგნები და სასკოლო ნივთები ჩანთაშია . საწერ მაგიდას ვაყიდინებ ამ დღეებში _სკოლაში ვივლი ? _რა ვიცი ქუჩის აკადემია თუ უფრო გაინტერესებს და ქურდების რიგებში გინდა ყოფნა ანდაც გაუზრდელი პაცანების , შენი არჩევანია . 5 წლის რომ იყო მე გადავწყვეტდდი და შენ 15 წლის ხარ ... ცოტაც და ატესტატს უნდა იღებდე _არ შემიძლია ... არა ქუჩაში არ მინდა , არც ქურდობა და არც სხვა რამე , მაგრამ სკოლაში ვერ ვივლი. გვიანია უკვე და ისევ მეშვიდე კლასში ვერ დავჯდები _მეშვიდეში რატომ _ბავშვთა სახლიდან რომ გამოვიქეცი მერვეში ვიყავი , დასრულებული არ მქონდა და მერე არც მისწავლია. მე დაბადების მოწმობაც არ მაქ და სკოლაში რანაირად ვივლი _მათე მომისმინე , ამას უკანასკნელად გეუბნები მე ვერონიკა კორინთელი ვარ და თუ დავინახავ რომ რაღაც გულით გინდა , ნამდვილი და მართალი ხარ ნებისმიერი რამე შემიძლია გავაკეთო შენთვის . ეს მხოლოდ მე , ლევანის შესაძლებლობებზე საერთოდ არც ვისაუბრებ . შენ პრობლემებზე ფიქრს დროებით შეეშვი , ბავშვები სურვილებზე საუბრობენ მხოლოდ დანარჩენს უფროსები ვაგვარებთ . ორშაბათამდე იფიქრე , არსად მეჩქარება. ლევანი მოვიდა, ვახშამიც მზადაა და გამოდი . რას იმალები ვერ გავიგე , ციხეში ხომ არ ხარ შვილო გარეთ ისეთი კარგი ამინდი იყო დღეს თითქოს უკვე ზაფხული მოვიდა , მგონი შენ მოგყვა თან_ფარდა გაასწორა, ოთახს აკვირდებოდა . ყველაფერი დალაგებული ჰქონდა , საწოლსაც თავად ასწორებდა და ისე იქცეოდა თითქოს არც იყო _მერვეში თუ არ დავჯდები წავალ . მინდა სკოლაში , მაგრამ გამოცდები მექნება ჩასაბარებელი _ვისწავლით და ჩავაბარებთ _ერთად? _ერთად ვერონიკას საყვარელი სიტყვაა და კიდევ , ჩვენ შენთან ვართ ! კორინთელების ოჯახის ამბებს მერე მოგიყვები ..._ ლევანი უკვე ბავშვებთან ერთად იყო ,ოთახში შევიდა და მათეს მხრებზე მოხვია ხელი _რაოო რა მოთხოვნებითაა ქალბატონი კორინთელი? _ქალბატონ კორინთელს დაეწვა ვახშამი ... ხელები დაიბანეთ , ყველამ თორემ სათითაოდ შეგამოწმებთ და დაგტოვებთ მშივრებს _ სასწრაფოდ აპირებდა ოთახიდან გასვლას ლევანი წინ რომ გადაეღობა _ნუ კაპასობ , გაკოცებ კი არ დამვიწყებიხარ უბრალოდ ბავშვებს გზად გადავეყარე _ ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა _საერთოდაც არ ვკაპასობ და შენი კოცნაც _კიდევ ერთი იყოს , შენ როგორც გინდა ჩემო ძვირფასო _ ისევ აკოცა და ფონად გაიგეს კიდეც სამის სიცილი _ორშაბათიდან მეც ვივლი თქვენთან ერთად _დერეფნიდან ესმოდათ ხმები _მართლაა ? რა მაგარიაა ჩვენთან რჩებიი _რა გამოდის უფროსი ძმა მეყოლება და მე პირველი აღარ ვარ? _ძმა არ ვარ მე უბრალოდ... კაროჩე შენ გოგო ხარ , სულ პირველი იქნები _უკვე შორს იყვნენ სხვა სიტყვები აღარ ესმოდა წყვილს . _დარწმუნებული ხარ? _არა , მაგრამ შენი მჯერა _ჩემი თუ მისი _ჩვენი , მთელი ოჯახის ... ყველას არ გვიმტყუნებდა შეგრძნებები _ კაცს ყელზე შემოჰხვია მკლავები და ტუჩებზე შეეხო _ დასასვენებლად სად წავალთ? _სად დასასვენებლად... გაზაფხულია ჯერ _ლევან ... ხვალ სად წავალთ? _კიდევ ერთხელ აკოცა და მაცდური მზერაც არ დაივიწყა _საირმეში ავიდეთ , უფრო შორს აზრი არააქ _დედას და მამასაც ვეტყვი მოემზადონ _მარტო მე და შენ არ მივდივართ? _ერთაად ! _ოხ , ვერონიკა შენ გამიმწარე ახალგაზრდობა ... ქალს რო ქმართან მარტო დარჩენა არ ენდომება _ჯერ კიდევ გრძელი ღამეებია , ლევან მე შენზე ვზრუნავ რომ არ გადაიღალო თორემ _გადავიღალო , მე მეუბნები ? მე მელაპარაკები ნამდვილად ? _შენ თუ არა ვის _გაჩვენებდი ახლავე გადაღლა როგორ უნდა , მაგრამ _მაგრამ გშია და უკვე გველოდებიან სუფრასთან -დედაა ივახშმეთ თქვეეენ მე და ჩემს ცოლს მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს სათათბიროო _ზემოდან დაიძახა და ქალი ხელში აიყვანა- ცარიელი კუჭი როდის დამიყენებია შენზე წინ ... მაგით რომ ამერჩია ცოლად ნანუჩის მოვიყვანდი, ისეთი ხელი ჰქონდაა _საძინებლის კარი მიხურა და ქალის გამოწვევაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა _ჩემნაირი ხელები მაინც არავის აქვს , ძვირფასო, ლევან ! ................. _რა გააკეთეთ ... პეტრეე მოდი აქ . შენი კლასელი რატომ სცემა მათემ ?_გაცოფებული დაბრუნდა სახლში და ბიჭები კუთხეში მიიმწყვდია _ალაპარაკდი თორემ ისე დაგსჯი არასდროს დაგავიწყდება _მე ვცემე და პეტრეს რატომ დასჯი ... თუ ჩემთან ჩხუბისთვის საკმარისად დედა არ ხარ _ჩუმად თქვა და ჯიქურ გაუსწორა მზერა _შენთან არც ვილაპარაკებ ! ყველაფერი თქვა იმ ბავშვის გახეთქილმა ტუჩმა _გაბრაზებულმა დახედა და მერე უმცროს შვილს შეუტია ისევ _პეტრეე შენ რა პრობლემა გქონდა ისეთი იმ ხისთავიანი მშობლების ბავშვთან მათეს რომ აცემინე _მისმა ამ სიტყვებმა ორივე გააკვირვა. მათეც კი თვალებგაფართოებული უყურებდა _არაფერი ... გაუგებრობა იყო და მოგვარდა _გრცხვენოდეს ! შეგრცხვეს შენ თუ ამიერიდან მათეს ძლიერი მუშტით აპირებ ნებისმიერი სულელის მოშორებას იმის ნაცვლად რომ ტვინი გამოიყენო და მიასვა ყველა თავის ადგილას . _არ იყო მასე და ნუ მეუბნები _ისეთი საყვარელი იყო , ფუმფულა და წარბებშეკრული _მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის და ჩემ შვილებს ისე ვიცავ როგორც საჭიროა, რამდენადაც სიტუაცია მოითხოვს. შენ , ყმაწვილო არ დავინახო მეორედ ამის ნაცვლად სცემო ვინმე. თუ დარტყმაა საჭირო თვითონ დაარტყას და პასუხიც აგოს მერე, ჩემთან და არა ვინმე სხვასთან _ მათეს გაბრაზებული უყურებდა ის კი ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს _ შენ კი ისწავლე როგორ უნდა დააიგნორო არასწორად გაზრდილი ბავშვების დამცინავი სიტყვები რომლითაც საკუთარ თავს იმცირებენ და არა შენ! უფროსი ძმების დახმარება უნდა გქონდეს რეზერვში, ჯოკერივით გადამალული და გამოიყენო უკიდურეს შემთხვევაში რაც შენს ცხოვრებაში უახლოესი რამდენიმე წელი არ დადგება , გონებას თუ გამოიყენებ ! _პონჩიკას მეძახდა და გავბრაზდი ... მათე რომ მოვიდა ვეჩხუბებოდი . ერთი გაარტყა მარტო ისაა უბრალოდ გალეული თორემ მათეს ძალიან არ დაურტყამს . მე რომ დამერტყა მთელი ძალით უფრო ვატკენდი _ბურტყუნი დაიწყო და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა _საწყალს დედამისი საჭმელს არ უკეთებს წუხს ორჯერ მასზე მაღალი და დიდი რომ ხარ. შენ კიდე ეჩხუბები იმის ნაცვლად, რომ საჭმელი გაუნაწილო _დედაა _რა დედა რაა , ნუ გამალანძღინებ ახლა დედამისს თორემ პონჩიკის ზეთში შევწვავ თავის ქმართან ერთად . ვიღაც რომ დაგცინის შვილო იმას თავად აქვს პრობლემა და ასე ცდილობს წუხილის გაქრობას. შენ რომ შენს ასაკთან შეუსაბამოდ გამოიყურებოდე მეტი ან ნაკლები წონა გქონდეს მაგას მე მივხედავდი ... ამ შიმშილობის დროს რა ვქნა ყველაზე ჯანსაღად თუ გამოიყურები და ვიღაც საწყლად ცდილობს დაგამციროს და შენი პლიუსი მინუსად დაგანახოს. _შეწყვიტა სწრაფად საუბარი , მათ წინ დაჯდა და ბიჭს ლოყაზე აკოცა _ ძალიან გავბრაზდი რომ არ მითხარი. გამიკვირდა შეტევაზე რომ გადმოვიდა და მე კი პასუხი გავეცი, მაგრამ გაოცებულს არ მომიწევდა მოქმედება _მე წავალ , სამეცადინო მაქვს _დედა შვილის შემხედვარეს იქაურობის დატოვება მოუნდა _არა მანდ დარჩი ... პეტრე გაიქეცი გამოიცვალე და საქმეს მიხედე. დღეს მაინც დაიწყებ წიგნის კითხვას _აუ დედაა _ვიცი , რომ დედა ვარ ამდენჯერ დაძახება რა საჭიროა შვილო ? -წარბი მაღლა ასწია და ისე გახედა _აუუჰ რა მინდოდა რაა . სულელს რომ აყვები _გაბრაზებულმა დატოვა ოთახი , მიდიოდა და ბუზღუნებდა _ტუტუცი ბავშვია ძალიან , ერთხელ წამოვარტყი მხოლოდ ... მეტჯერ აღარ ჩავერევი , გეფიცები _შევეშვათ მაგ ამბავს. დღეს ბიოლოგიის გაკვეთილზე რა მოხდა _არაფერი... სწავლა ვერ მოვასწარი. რთული იყო _რატომ მატყუებ _რა იცი...ვინ მოგიყვა _მინდა შენ მითხრა ისე როგორც იყო _არაფერია, მართლა _არის ! გიკრძალავ ვინმეს შეურაცხყოფის ატანას . ვინც არ უნდა იყოს უფლება არ აქვს შენ მოგმართოს ისე როგორც მან ... _ტყუილი ხომ არ უთქვამს ნაბიჭ.ვარი ვარ , ვიღაცის გაკეთებული და მიგდებული, ბავშვთა სახლიდან გამოქცეული ხულიგანი რომელიც ქუთაისის მეორე გიმნაზიაში მოხვდა თქვენი გავლენის გამო. უწიგნური, ჩარჩენილი საგნებით და _შენ ლევანის და ჩემი შვილი ხარ, დათანხმდი გეტარებინა ის გვარი რომელი ოჯახის წევრიც ხარ . მე შენ ჩვენს ნაწილად გთვლი და სამყაროში არავის აქვს უფლება ნ.ბიჭვარი გიწოდოს ! საკუთარ თავსაც აუკრძალე ამაზე ფიქრი. შენ ხარ ის ვისაც ქმნი ყოველდღიურად. ან კაცი ხარ ან არაკაცი და შუალედურს ვერ დაიჭერ ხან იქეთ და ხან აქეთ ვერ იქნები ! ვიცი თავის შეკავება როგორ გაგიჭირდა, ჩემ გამო მოითმინე რაც არასწორია. საკუთარი თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, ისე და იმ ფორმებით რომ თავად არ დაეშვა ფსკერზე , იქ სადაც მისნაირები არიან . ბნელები ! _ლევანი მართალია _ქალს უყურებდა და იღიმოდა _არის ასეთი მომენტებიც, გააჩნია შენ რომელ ერთს გულისხმობ _ ჩაიცინა და პასუხს დაელოდა _მარგალიტი ხარ საკუთარი ნიჟარით დაფარული ... ყველაზე ძვირფასი და იშვიათი შავი მარგალიტი , დედა _ ხელზე აკოცა და მერე სირბილით გაიქცა ეზოში მჯდომ კაცთან _ ბაბუუ წიგნი მინდა წავიკითხო , რომელს მირჩევ? …………….. ყველანი ზღვარზე იყვნენ, ცხოვრებისთვის ომში ბრძოლას იგებდნენ და გაზაფხულის ყველაზე გარდამტეხ მომენტში ზამთარსა და ზაფხულს შორის მოქცეულები ელოდნენ ვაკოს დაბრუნებას. იმდენი ცვლილება განიცადეს,სულ რამდენიმე თვეში , წლების განმავლობაში არ ხდება ხოლმე . ყველანი ცდილობდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დარჩენას, მაგრამ არცერთს ჰქონდა მშვიდი ფიქრები , ბნელ ღამეს , დღის დასასრულს ყველას გონებაში ჩნდებოდა შიში , კორინთელების მეორეს დაკარგვის შემაძრწუნებელი შიში ,რომელთან ბრძოლაც სულ უფრო რთული ხდებოდა. თამარა გაზაფხულის დადგომისთანავე დაუბრუნდა სასამართლოს, კიდევ უფრო მყარად მიაბიჯებდა და თან მიჰყვებოდა ძალა,რომელიც იქ პირველად მისვლისას არ ჰქონდა. მკერდის ქვეშ კორინთელის ნაწილს უცემდა გული და მისი შეგრძნება კიდევ უფრო ამძაფრებდა მონატრებას, გონებას მოდუნების საშუალებას არ აძლევდა ,მუდამ ტონუსში იყო და ერთ საქმეს არ უთმობდა მთელს დღეს. ჩვეულებრივზე ნაკლებ დროს ატარებდა სხდომებზე, წელიწადის ახალ დროს კიდევ უფრო საინტერესო ეჩვენებოდა ვაკოს საყვარელი გარემო. გაბრიელთან და ბიჭებთან ერთად დღის მესამედს ატარებდა, ქალებთან ვახშმამდე ინაცვლებდა თავისი გაძლიერებული მადის დაკმაყოფილებას სრული შემადგენლობა ცდილობდა. ერთმანეთს არ აძლევდნენ დაცემის საშუალებას,ამხნევებდნენ უსიტყვოდ, ქმედებებით , რომლებიც დღეებს სიბნელეს ახლოს არ აკარებდა და ღამისთვის ბრძოლის უნარს მატებდა. …………........ ნაცნობი მანქანის დანახვისას როგორ მოსწყდა ადგილს და გაიქცა არ გაუაზრებია. მხოლოდ სითბოს გრძნობდა, მონატრებულ შეხებისგან გამოწვეულ ტალღებს , ნაცნობ სურნელს და შემდეგ ტუჩებს , ყელზე რომ ეკვროდა _დაბრუნდი ... დაგვიბრუნდი ! _ ჩუმად უთხრა , კაცის სახე ხელებში მოიქცია და კარგად დააკვირდა. აღარ ახსოვდა საკუთარი მდგომარეობა არც ის რომ კაბაში მუცელი გამოკვეთილი ჰქონდა და კაცი მარტივად შეამჩნევდა _თამარა შენ _ უღიმოდა , მზერა მოავლო და მუცელთან შეჩერდა . ვეღარაფერს ამჩნევდა, სხვები რომ მივარდნენ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა ყურადღება მანქანის უკანა სავარძლიდან გადმოსულ კაცზე გადაიტანა , ვაკოსკენ გაქცეულმა ციცომ რომ დაინახა და ემოციებისგან კივილი წასკდა _შვილოოო ... ჩემო ბიჭოო ჩემოო ბიჭოო შენ ხარ ? შენ ხარ დე , შენ ხარ დედიი _ მუხლებში ძალა წაერთვა , მაგრამ მაინც მიაღწია ტკივილამდე მონატრებულს. გულში ჩაიკრა და ხელები დაუკოცნა . კაცის სახეს ვერავინ ხედავდა, წვერი და თმა ჰქონდა მოზრდილი, ქუდი ეფარა შემდეგ კი დედის მკერდზე იყო მიკრული პატარა ბავშვივით. მერე მეზობელი სახლიდან კივილის გაგებისას შეშინებული, სირბილით მოახლოებული თავისი სამი ნაწილი დაინახა , არცერთი ჰგავდა იმ ძველს წასვლამდე რომ დაიმახსოვრა. ბიჭები ვაკოს მიცვივდნენ , მათი ცოცხლად დანახვა უხაროდათ , საერთოდ ვერ მიხვდნენ ციცო ვის ეხვეოდა ქალი კი ადგილზე გაქვავდა, მხოლოდ თვალს ხედავდა, თმებს შორის მნათობ საყვარელ მზერას რომელიც არაფრით ჰგავდა მისას , მაგრამ მაინც ის იყო დაბრუნებული, ცოცხალი სულ ორ ნაბიჯში იდგა და უყურებდა უხმოდ, უსიტყვოდ . ქალის ტანზე მოტმასნილ კაბაზე გვირილები ყვაოდნენ, ზუსტად ის იყო კაცს რომ უყვარდა ყველაზე მეტად _დაბრუნდა დე... ხომ ამბობდი დაბრუნდებაო, ხომ გჯეროდა ჩემო ლამაზო _ ციცო თავად მოშორდა შვილს, გაშეშებულ ქალს ხელი ჩაჰკიდა და ქმრისკენ უბიძგა _ ნინო , ნამდვილია არ გეჩვენება დე _ნაზად მოეფერა გაყინულ ხელზე და მისი მტევანი შვილის დაძარღვულ ხელზე მოათავსა. მანამ არ სუნთქავდა, შეეხო და მერე ერთად აივსო ფილტვები ჰაერით, რომელსაც მისი გიორგიც სუნთქავდა. მეორე ხელიც მოხვია, გაცოცხლდა წამში, ისე აყვავდა როგორც თეთრი გვირილები ნაჭრის მწვანე ფონზე. გიშრისფერი თვალებიდან ცრემლები ცვიოდა, გრძელ წამწამებზე ეკიდებკდა და წამში აფერადებულ ღაწვებს ეცემოდა. ეხვეოდა, ტანზე ეკვროდა, თავზე ეფერებოდა და არ ჰყოფნიდა. შემდეგ თავი უკან გასწია უნდოდა კაცის სახეს შეხებოდა , მაგრამ ამ უკანასკნელმა უფლება არ მისცა. ისე ძლიერად მოუჭირა მაჯებზე ატკინა, ისე როგორც არასდროს ცზოვრებაში , მაგრამ ქალმა ვერ გაიაზრა. არაფერი ადარდებდა მისი სიცოცხლის გარდა. _მამაა? _ყველაზე გულუბრტყვილო მაგრამ მტკივნეული კითხვა გააჟღერა დაბნეულმა პატარა ბიჭმა და უფროს ძმას ახედა . ვერავინ შეამჩნია კაცის დაჭიმული სხეული ვაკოს გარდა, მხოლოდ მან იცოდა სინამდვილე. _ქარიშხალი მოვიყვანე შენ კი ... შენ _ თამარას ყურთან ჩურჩულებდა, ზურგიდან მოეხვია და თითები მუცელზე შეუცურა. მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა წამოზრდილი მუცლის შეხებისას _ დიდი ნგრევები მოჰყვება _ მანქანის მეორე მხარეს , პატარა ბავშვით ხელში მდგომ ახალგაზრდა ქალი მხოლოდ თამარამ შეამჩნია . სხვა არავის დაუნახავს უცნობი ქალი უცნობი სტატუსით . ქალების ცრემლები, ბავშვების დამრგვალებული თვალები , დაჯერებული დაუჯერებელი ამბავი და ნინოს რწმენის შედეგი ეზოში ნელი ნაბიჯებით მიაბიჯებდა. კარგად ჰქონდა იქაურობის კადრები გონებაში აღბეჭდილი, სწორედ ეს მოგონებები აძლებინებდა ამდენ წელს , მაგრამ თითოეულ ნაბიჯს თან ტკივილი მიჰყვებოდა. უზარმაზარი ქურთუკის ჯიბეებში ჩაწყობილი თითები ისე ჰქონდა მომუშტული ცოტაც და ფრჩხილები კანს ჩაჭრიდნენ. მიდიოდა და აგიჟებდა ის ბედნიერება უკან რომ მიჰყვებოდა , ყველას სიხარულისგან გაორმაგებული ძალით უფეთქავდა გული , ღმერთს მადლობას სწირავდნენ და არ იცოდნენ როგორი უმადური იყო კაცი, რამდენად უბედური. ქმრის სიცივე რომ აღიქვა ქალმა შემდეგ დაიწყო რეალობაში დაბრუნება და თანმხლები პირებიც შეამჩნია. იდგა , უყურებდა და არ იცოდა მისი სტატუსი კაცის ცხოვრებაში ბავშვი კი ერთი წლისაც არ იქნებოდა , ხელში ვერ ისვენებდა და დედას მისი დაჭერა უჭირდა . _მამაა _პატარას გაჟღერებულმა მოულოდნელმა სიტყვამ სივრცე გადაკვეთა და ყველას ყურადღება მიიქცია. ხელებს კაცისაკენ იწვდიდა , დედას უძალიანდებოდა , ტირილიც კი დაიწყო სანამ გიორგიმ არ აიყვანა და მასთან ერთად არ დაჯდა . წონასწორობა დაკარგული ნინო კი უკან მდგომმა შვილმა დაიჭირა. მთელი დრო სიხარული ართმევდა ძალას მერე კი უცებ ისეთი ტკივილი იგრძნო მანამდე რომ არასდროს განუცდია. უფროს ვაჟს ქვემოდან ახედა და ჰაერის ჩასასუნთქა ტუჩები ერთმანეთს დააშორა. ბიჭის თითები წელზე ეხვეოდა, ზურგით მას მიეყრდნო და წლების შემდეგ ისე გაიგო ქმრის პირველი სიტყვები, ხანჯალივით რომ მოხვდა გულზე , გატეხა და ნაწილებად დაამსხვრია _გაიცანით და მიიღეთ ლაილა, ჩემი ცოლი და თუთა , ჩვენი გოგონა _ჩაკეცილი ნინო არ დაუნახავს , ბავშვისკენ ჰქონდა თავი დახრილი, ასე გაექცა ცხოვრების მთავარ ქალს. ბგერის წარმოუთქმელად რომ დაკარგა გონება და მის საყრდენად ქცეულმა ვაჟებმაც კი ვერ შეაჩერეს. _დედა... გონს მოდი დე _ ბიჭების ხმები ესმოდა, ხორცი ეწვოდა ფეხზე წამომხტარს , მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ხელში გოგონა ეჭირა, სხვა ქალის სხვა შვილი და დაძაბული მზერით ცდილობდა ნინოს სახის დანახვას , მაგრამ არ ჩანდა ბიჭები ფარავდნენ, ციცოც მასთან იყო , ყველასთვის მიესწრო დედას . წამებს გაგრძელდა ქალის გონების სიბნელეში ყოფნა, სულ რამდენიმე წამს იცავდა სხეული უდიდესი ტკივილით გამოწვეული შოკისგან შემდეგ თვალები გაახილა, თავიდან გაიაზრა ყველაფერი, მზერა მოავლო დისტანციით მდგომ სახლად მიჩნეული კაცის ახალ ოჯახს და ისე წამოდგა არავის დახმარება დასჭირვებია. პირდაპირ მანძილის შემცირება დაიწყო, მიდიოდა და თან მიჰქონდა ტალღა, აბობოქრებული ზღვის დამანგრეველი ძალა _წამი დამჭირდა შენს გასაღმერთებლად და წამი დამჭირდება შენს წასაშლელად ! თუ ოდესმე გადამიყვარდი მტერზე მეტად მტერი გახდები, ყველა საძულველზე მეტად საძულველი ... სანამ თვითონ არ დამანგრევ მანამ გეყოლები აუღებელ ციხე_სიმაგრედ ნებისმიერ ომში . გაპატიებ ყველაფერს , მიგიღებ ყოველთვის, დაგიბრუნებ ნებისმიერი ჭუჭყით დასვრილს , შეგინდობ ყველა ცოდვას , ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ცოლი სახელი მხოლოდ მე უნდა მერქვას . შენ იქნები ჩემი , მე შენი და არავინ სხვა .... და თუ , მაშინ მოკვდები, ისე გაქრები თითქოს არც გიარსებია, არც გაგივლია იმ დედამიწაზე მე რომ დავდივარ ! _ თვალებში უყურებდა, ამღვრეული, წითლად შეფერილი სივრციდან ცეცხლივით გიზგიზებდა ქალის გიშრისფერები. წყვდიადივით შავი ჰქონდა თვალები , არავინ იცოდა რა სიტყვებს ამბობდა , მხოლოდ მის წინ მდგომმა გაიხსენა ჯვრისწერამდე ქალის დადებული ფიცი , ნინო ამ ფიცს არასდროს გატეხდა _ ახლოს მოხვალ და ვფიცავ შენს ცოლს ჩავაცმევ იმ შავ ძაძებს ჩვენ რომ ვატარებდით ამდენი წელი ! საფლავს არ ვაღირსებ შენსას,ზუსტად ისე რომ გიგლოვოს როგორც მე ! თვალი რომ გამისწორო ,დღეის შემდეგ კიდევ ოდესმე ,ჩემ ორ სუნთქვას ვფიცავ სრულად დაგაბრმავებ! _ კაცს სახის ნახევარზე ჩამოშლილი თმის მიღმა დამალული დიდი იარა აეწვა, ისე აეწვა თითქოს პირი გახსნა და შეუხორცებელ ნაპრალად იქცა. მაშინ როცა ქალი მის ხელში გასუსულ ლამაზ გოგონას უყურებდა ნახევრად მზერადაკარგული სრულ წყვდიადში იკარგებოდა. ნინო რომ შებრუნდა და წავიდა წინ გადადგომა ვერავინ გაუბედა. ყველამ იცოდა ვერაფერი შეაჩერებდა , არ იყო ძალა ქვეყანაზე რაც ბარიერად ექცეოდა ერთი იყო მხოლოდ , ის ერთი გაქვავებული, მდუმარედ დარჩენილი რომ იდგა და სიტყვას არ ამბობდა მის შესაჩერებლად. კართან მისვლა არ ჰქონდა ქალს მოსწრებული ორივე ვაჟი უკან რომ მიჰყვა , ისე უსიტყვოდ, ისე უთქმელად დატოვეს გაცოცხლებული მამა მხოლოდ მზერა , მზერა ესროლეს ისარივით ბასრი. კართან შეეჩეხა სახლში დაბრუნებული უფროსი გაბრიელი შვილადმიღებულს , არაფერი იცოდა კაცმა, ვაკოს მანქანის დანახვით იყო გახარებული და მისაღებში მომლოდინე უფროს შვილს სიზმარში თუ წარმოიდგენდა . ქალთან და ბიჭებთან შეყოვნდა, არ მოეწონა მათი მზერა , გული გაუჩერდა ვაი თუ ვაკოსაც უბედურება შეემთხვაო პირველი სწორედ ეს გაიფიქრა და მიუხვდა კიდეც ნინო _გელოდებიან გაბრიელ, იჩქარე მათთან _ გაუკვირდა კაცს , გაბრიელი 16 წელი არ დაეძხებინა ქალს ახლა კი ისე მიმართა თითქოს უცხო იყო მისთვის. _ციცოოო .... რა დაემართა გოგოს. ამჯერად რა უბედურებაა ჩვენს თავს _ მისაღებში შესვლამდე დაუძახა ცოლს რომელიც დამუნჯებული იჯდა სავარძელში და არაფერს ამბობდა _ციცოო_დაბრუნდა თუ ვაკოც თან წაიყვანა . თუთა ჰყავს იიქ? _შვილის ხელში მითავსებულ გოგონას უყურებდა და მერე ცოლის პასუხს ელოდა _დაბრუნდა, ცოცხალია , მაგრამ არა ნამდვილი ! _ ყველაზე მოკლე და სწორი პასუხი ჰქონდა ქალს. საკუთარ თავს დაუბრუნდა თითქოს, იმ ქალს წლების წინ რომ იყო და შემდეგ ძალაგამოცლილმა დაკარგა. ………………. -ჯერ ვერაფერი გავიგე...არაფერს ამბობს,მაგრამ ვიცი -შორს არ მივდივარ , თბილისში ვიქნები. ვიფიქრე გაგრაში დავბრუნდები ,ჩემს სახლში-თქო ,მაგრამ ბავშვები იქ ვერ იცხოვრებენ ,მათთვის უმჯობესია დედაქალაქში გადავიდეთ. ხშირად ნახავთ, შენ ხომ მიცნობ არ ვარ ის ქალი კაცის გამო მთელს მის ოჯახზე რომ იტყვის უარს. ჩვენს სიყვარულს ვიცი ვერაფერი შეეხება , შენ დედა ხარ ჩემთვის მე კი შენი მესამე გოგო - ატირებულ ქალს მოეხვია და მერე ცრემლები შეუმშრალა. ისეთი გაყინული იყო არც ტიროდა -ჩემო კარგო გოგო, კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ ოდესმე ამ ადგილიდან ამ მიზეზით წახვიდოდი. მერჩივნა სხვა კაცს გაჰყოლოდი, ბედნიერი მენახე ... ქვრივობა შეგეწყვიტა და შენ გეღალატა მკვდარი ქმრისთვის ვიდრე ჩემ შვილს ცოცხალი ცოლისთვის,თანაც ასე ასე უზნეოდ. როგორ მრცხვენია შენი , როგორ ნეტავ თქმა შემეძლოს. ან რამე ვიცოდე, რამე ისეთი რაც შენს დარწმუნებას შემაძლებინებდა, სინდისი მომცემდა საშუალებას ,რომ მეთქვა დარჩი არ წახვიდე-თქო ,მაგრამ როგორ ,როგორ გითხრა დარჩი და მის უსაქციელობას უყურე-თქო . მგონია გიორგის ნაცვლად სხვა კაცი დაბრუნდა, ის ჩემი შვილი არაა -არის, ცოცხალია და ნუ ჩაიშხამებ მისი დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულს. ბედნიერი იყავი , ერთით მეტი შვილიშვილი გყავს და ახალი რძალი . მე და ჩემი ბიჭები არ გავქრებით შენი ცხოვრებიდან . ხშირად ჩამოდი, მომენატრები - ბოლოჯერ ჩაეხუტა და თვალცრემლიანს ღიმილით დაემშვიდობა- ნუ ტირი გთხოვ ... უბრალოდ მივდივარ, ისე როგორც სალომე და ვერონიკა . ახალ ქმარს მათგან განსხვავებით პირველს შენ გაგაცნობ- გაიცინა ,თვალი ჩაუკრა და მანქანაში პირველი ჩაჯდა. ბიჭები ემშვიდობებოდნენ დიდ ოჯახს ის კი მუხლებზე დაწყობილ გაფითრებულ ხელებს დაჰყურებდა, უბეჭდოდ დარჩენილ არათითზე გაუშეშდა მზერა, ასეთი ცარიელი არ უნახავს ბოლო 19 წლის განმავლობაში. ეს არ იყო თავისუფლება ეს იყო წარმოუდგენელი , ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ტანჯვის დასაწყისი. უკანა სავარძელზე მჯდომ მიშოს ცრემლიანი ჰქონდა თვალები , გაბრიელი საჭესთან გაყინული სახით იჯდა და ამ დროს ისიც კი გიორგის ემსგავსებოდა . ტოვებდნენ ადგილს,რომელთანაც სიყვარულის მრავალი ფერი აკავშირებდათ. -კიდევ გიმეორებთ შეგიძლიათ დარჩეთ... მეც რაიონში -ჩვენ იქ ვიქნებით სადაც შენ . შენთვის კი ამ რაიონში დარჩენა შეუძლებელია ... თუ თბილისიდან აქამდე მანძილიც გეცოტავება საერთოდ სხვა ქვეყანაში წავიდეთ. ყველგან სადაც შენ შეძლებ სუნთქვას -თქვენ რომ მყავხართ დე ცუდად არ შეიძლება ვიყო , არასდროს ! …………………… _ლადო ... ლადო სადარი აქ არი _კაბინეტის კარი შეაღო და სუნთქვააჩქარებულმა მიირბინა . იმ წამსვე გაიქცა როგორც კი მანქანიდან გადმოსულ კაცში გიორგი ამოიცნო _დარია? აქ რას აკეთებ _გაკვირვებული უყურებდა ქალს და მაჯაზე მოხვეულ მის თითებს. გული შეეკუმშა სიახლოვისგან _დარიჩკა , რამე მოხდა? _მოქდა ... კი კი _ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა _რა , ბავშვი მოდის? _წამოდი ... _სად წამოვიდე ... ჯერ ვერ წამოვალ. პაციენტები მყავს . მოიცადე აქ მითხარი _არაა ... წამოდი . ბონდოს მოიკვანენ ნუ გეშინია . წამოდი ჩქარა _თითები მის თითებში ახლართა და სასწრაფოდ გაიყვანა შენობიდან . გასაღები ხელში მიაჩეჩა _სახლში წავედით _რომ არ იღიმოდე ვიფიქრებდი რაღაც ცუდი მოხდა_თქო , მაგრამ აშკარად ძალიან ბედნიერი ხარ _დაღლილი იყო, ქალის სიახლოვემ კიდევ უფრო მოადუნა, მაჯაზე აკოცა და ხელის გაშვება რომ არ აიძულა კიდევ უფრო დაიბნა _ ასეთი რა ხდება დარია? _ძალიან კარქი რამე ... ძალიან , ძალიან _საჭესთან შენ რატომ დაჯექი ... ეს მანქანა ისეთი ცუდი სამართავია . დაიძაბებოდი, ვინმეს ვერ უთხარი? _ წამოზრდილ მუცელზე უყურებდა და მოფერების სურვილს ვერ უმკლავდებოდა _კარქათ ვარ ... ძალიან _ღმერთო ... მგონი სიზმარში ვარ _არალი სიზმარი ... ნამდვილია და ჯერ სად ქარ _ეგ რაღას ნიშნავს , ეხოზე უჩემოდ ხომ არ წახვედი ჰა? რაო გოგოაო თუ ბიჭიო... კარგი რა დარია რატომ წახვედი უჩემოდ, ხომ გთხოვე , გემუდარე უჩემოდ ნუ წახვალ მეც მინდა ნახვა_თქო . ექიმთან დალაპარაკება და ბოლოს და ბოლოს როდის გაჩნდება გამაგებინეთ . უეჭველად გოგოა, იმალება ამდენი თვეა _არ ვიკავი , დამშვიდდი დაანებე ამ ბავშვს ვინცაა ისაა _ხოო? აბა რა არის . თამარას ხო არ ეხება. ვაკო დაბრუნდა ? ჰა ? დარიჩკა მითხარი ვაკო დაბრუნდა ხო ? ხომ კარგადაა ალბათ გაგიჟდა თამარას მუცელი რომ დაინახა, ისე ჯერ პატარა აქვს , შეიძლება ვერც მიხვდა... როგორ მინდოდა იქ ვყოფილიყავი და მისი სახე მენახა _გაჩუმდი , ისუნთქე და ცოტა ჩქარა წადი _ჩქარა ვერ ვივლი ... რამე რომ მოხდეს _იარე...დამიჯერე _კარგი ხო აჰაა. ჩიხში ვართ უკვე _ გაჩუმდა და ქალის თითებზე ფერება განაგრძო . მანქანიდან გადასვლისას მშობლების სახლისაკენ რომ წაიყვანა და ხელს ისევ არ უშვებდა საბოლოოდ აუჩქარდა გულისცემა -მოჩვენებაა არააა , ნამდვილია _ შესასვლელში გააჩერა, კაცის სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე აკოცა _ ვაკოც დაბრუნდა , მასთან ერთად კი _ უკვე ნათლად ხედავდნენ სავარძელში მჯდომ კორინთელების პირველს. ლადო კი თვალებს ვერ უჯერებდა, გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ და ვეღარაფერს აღიქვამდა , გიორგისთან მისული ძლიერად ეხვეოდა , ხელს არ უშვებდა და თავს მაღლა არ სწევდა . _ცოცხალი ხარ...დაბრუნდი _ჩემო ბავშვო _ სხვანაირი ხმა ჰქონდა, თითქოს ის კაცი აღარ იყო , მაგრამ დიდი სიყვარული მაინც ჩანდა ამ ორ სიტყვაში _გიო ... დედა _ კაცს წვერიან სახეზე უყურებდა, ჩამოშლილ თმას ახლა დააკვირდა და ამაზეც არ გაუმახვილებია ყურადღება ოთახში მყოფებს მოავლო მზერა შემდეგ კი ციცო იპოვნა. გაბრიელის გვერდით ფერდაკარგული იჯდა _ვერც შენ იჯერებ ხო ? ნინო მართალი იყავი ... სად _ წამსვე გაახსენდა რძალი და ბავშვები , კიდევ ერთხელ მიმოიხედა, მაგრამ არ ჩანდნენ . ამჯერად უცნობი ქალი შეამჩნია , ხელში ბავშვით და გიორგის ინსტიქტურად მოშორდა _რა მოხდა ? _შემდეგ ვისაუბროთ ... ჩემ ოთახში შევალთ თუ სხვა არავინ დაბინავებულა _ქალს ანიშნა და ისიც წამოდგა. _მეორე ოთახს გავამზადებ ... უთხარი მანდ დარჩეს _ჩემს ოთახში დაიძინებს , დედა _მაშინ ქუჩაში დაწექით სამივე. მე ჩემს სახლში სხვა ქალთან ერთად არ დაგაწვენ ! _ასე ხვდები გაცოცხლებულ შვილს? _ჩემი შვილი ამდენი წელი სადღაც ჯანდაბაში ისე არ დარჩებოდა ჩვენთვის რომ არ შეეტყობინებინა ცოცხალი ვარო. ჩემი გიორგი სახლში სხვა ქალს არ მოიყვანდა. ბარემ ნინოს სახლში შედი და თქვენს საძინებელში დაწექით ! _ციცო თავი დაანებე , რა დროს ესაა _ხელი გამიშვი _გაბრიელმა მკლავზე მოხვია თითები , იცოდა ძალა ეცლებოდა უკვე , მაგრამ ისიც მოიშორა _ ჩემი შვილი დამიბრუნე და მითხარი რა ჯანდაბას ხლართავ . შენ მე ვინ გგონივარ, ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ გგონია მომატყუებ? გგონია ამას დავიჯერებ? რა ცოლი რის ცოლი ... სახლში არ დაბრუნდი და ქალისთვის გცხელოდა? მერე ვისთვის, ეს გოგო საერთოდ ვინაა ან ეს ბავშვი . ნინოს როგორ უთხარი ჩემი ცოლიაო ! შენ გიორგი ხარ? ტვინი ამოგაცალეს და სხვა ჩაგიდეს თუ ამოატრიალეს და უკუღმაა. ჩემი გიორგი ცოცხალია და ვაკოს დასაბრუნებელი გახდა? სად იყავი ასეთ ადგილას , ფეხით წამოხვედით ? არ მოჰყვებოდი ხომ? ვაკო შემომხედე და მითხარი რამე თორემ მოვკვდები ახლა... ცოცხალი დგას და ის არაა ვინც გავუშვი _ტიროდა უკვე, ძალაგამოცლილი ისე უყურებდა გიორგის ასეთი მაშინაც არ ყოფილა ვაკო მარტო რომ დაბრუნდა_მითხარით ვინმემ ეს რა ხდება _სახლში დაგიბრუნდა შვილი , გაიხარე თუ გიხარია . სხვა დანარჩენი ჩემი საქმეა და თქვენ ფიქრით ნუ გადაიღლით თავს. დასვენება მჭირდება, ხვალ გავიცნობ ყველა უცნობ კორინთელს, დავიწყებ იმ ამბების მოსმენას რაც ამ დროში მოხდა . ჩემი ვერონიკა და სალომე მომიყვანეთ _ ისე გააკეთა როგორც უნდოდა, გამომეტყველებაც არ შესცვლია საუბრის დროს. ყველაფერი თქვა და ოთახი ახალ ცოლთან ერთად დატოვა. მძინარე ბავშვი თავად ეჭირა ხელში , მიდიოდა და ფონად სიჩუმე მიჰყვებოდა. არავინ არაფერს ამბობდა , ციცო კი გაშეშებული იჯდა _რაღაც სხვა ამბავია...ვაკოო _მე დავაბრუნე დედა, დაგპირდი ვიპოვნი და მოგიყვან_თქო . ახლა უკვე , როცა ის აქ არის ყველაფერს დაუბრუნდება ნელ_ნელა , ეტაპობრივად . ჩვენ კი დაველოდებით, ზედმეტი კითხვების გარეშე . ლადო გესმის? სალომეს და ვერონიკას შეატყობინე . ხვალვე რომ ჩამოვიდნენ , კარგი? _ნინო და ბავშვები წავიდნენ? როგორ გაუშვით _გიორგისგან წავიდა ნინო , ვის შეგვეძლო მისი გაჩერება _მზერა გაუსწორა გაოგნებულს და მხარზე ხელი დაადო _ დაისვენე შენც , დარიჩკა _სახლში წავალთ ჩვენ... დავურეკავ მე გოგონებს ან ვინმეს გავუშვებ ამაგამვე _მამა , წაიყვანე ოთახში დაისვენეთ ცოტა. გონებას მიეცით მოსვენების საშუალება . გიორგი სახლშია, უსაფრთხოდაა და მალე დაიბრუნებს საკუთარ თავსაც. მხოლოდ ხელს ნუ შევუშლით , სხვანაირი გეჩვენებათ, მაგრამ არსად გამქრალა მისი ხასიათი ისევ მასშია და რომ მიაწვებით სულ მთლად აირევა _მთავარია ცოცხალია, სხვა ყველაფერს მოევლება ! წადით თქვენ, თამარას და შენ ამდენი ხნის შემდეგ ერთმანეთი გჭირდებათ, ორივე გამოფიტულები ხართ _ შვილს მადლიერი მზერით უყურებდა, მადლობას ვერ ეტყოდა , ეს სიტყვა სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს ამბობდა მისი თვალები. ყველანი რომ წავიდნენ შემდეგ მიუბრუნდა ცოლს , ხელი ჩაკიდა და წამოდგომაში დაეხმარა. მოძრაობა უჭირდა თითქოს, წლები რომლებსაც მანამდე არ იმჩნევდა ერთიანად დააწვა , დაუძლურდა, ენერგია წაერთვა რომელიც აძლებინებდა. გაბროს მიჰყავდა , ხელს არ უშვებდა და საძინებლამდე გზას მდუმარედ მიუყვებოდა. _ეს რა ხდება ჩვენს თავს... _ღმერთმა შენი შეისმინა, მადლობა უთხარი და ახალი გამოცდის გასამკლავებლად ლოცვაც არ დაგავიწყდეს. ჩვენ ვცხოვრობთ , ციცინო გიორგიც დაუბრუნდა ცხოვრებას , ყველაზე რთულს ... გაუმკლავდება ! ჩვენი პირველია, მთელი ძალა მასშია _ქალს ხელზე აკოცა, მტევანი გასციებოდა და დაღარულ სახეზე მდუმარე ცრემლები სდიოდა _ ყველაფერი კარგად იქნება, ისევ მოვა სიმშვიდე . მე შენთან ვარ ! _ჩემი გიორგი დაბრუნდა ... _ შენი გიორგი დაბრუნდა _ ცრემლები შეუმშრალა, შავი თავსაფარი მოაშორა,შორს მოისროლა და ჭაღარა თმაზე ხელი გადაუსვა . _ჩვენ ყველაფერს შევძლებთ , გიორგი აქ არის ... მას გამოუვა ! _ჩუმად ლაპარაკობდა , კაცის მკერდზე ჰქონდა შუბლი მიბჯენილი, ყურში ესმოდა რითმული გულისცემა . რამდენიმე წუთს ასე იყვნენ, კაცი ეფერებოდა ქალი კი ძალას იკრებდა. მერე წამოდგა, ოთახიდან გავიდა , ხატების კუთხესთან მუხლებზე დაეშვა და ლოცვა დაიწყო. მანძილი უკან დასაბრუნებლად ენერგიულად გაიარა,სახლის გულში მდებარე საძინებელის კარი დახურა და მეორენახევრის გვერდით ცარიელი სივრცე შეავსო ......................……….. _მირა, ჩემო გოგო _ბავშვი მარტო იყო და შორიდან აკვირდებოდა ყველასა და ყველაფერს. დრო მისცა კორინთელებს დასამშვიდებლად , საძინებელში ელოდა კაცის გამოჩენას და როგორც კი ოთახს მიუახლოვდა მთელი ძალით მოეხვია , ბევრჯერ აკოცა თვალებამღვრეულმა _ძალიან მომენატრე ... მეტჯერ ამდენხანს აღარ წახვიდე ხო? უკვე ხომ ყველანი ახლოს არიან _აღარ წავალ, სულ თქვენთან ვიქნები...დღეიდან ყველაფერი ძველებურზე უკეთ იქნება _თამარას მუცელში ბავშვია , რომელიც უკვე მოძრაობსო მაგრამ მე ვერ ვიგრძენი და იქნებ შენ რომ მიადებ ხელს უკეთ გაიგო ... იცი როგორი საყვარელია ? სულ სხვანაირია . მე ხშირად ვეხუტებოდი , მაგრამ მაინც გვენატრებოდი _ ბავშვური სილაღით უზიარებდა უამრავი ფიქრიდან პირველს , ყველაზე ემოციურს _ხვალიდან მოვისმენ ამ თვეებში მომხდარ ამბებს... გავმართავთ ჩვენს საუბრებს _ ბავშვის ნათელი თვალები სულში აღწევდა . _მიშო , გაბრიელი და ნინო არ დაბრუნდებიან ? _ კაცის მხარზე ედო თავი მოწყენილმა რომ ჰკითხა _ მათ არ დავკარგავთ ახლა მხოლოდ ეს ვიცი ზუსტად, დანარჩენს დრო გვიჩვენებს _უცნაურობები ხდება...ვუყურებდი , მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ვერ ვხვდები კარგად, მაგრამ გული მეტკინა . ყველანი ისეთი არეულები ხართ სიხარულსა და მწუხარებაში _ჩუმად ლაპარაკობდა, დაღლილს ძილი ერეოდა . კართან მდგომ თამარას ხელი გაუწოდა და ასე ანიშნა შენც მოდიო _ ისევ ერთად ვართ , თანაც ოთხნი _ვაკოს ხელთან ერთად თავისი პატარა თითებიც მიადო ქალის მუცელს და მერე კოცნაც მიიღო _ერთად არა? _გაეღიმა კორინთელს _ერთად, ნათელ წყვდიადში _ თამარამ დაამატა და ბავშვის შემდეგ ქმარსაც აკოცა _ დიდი დრო გავიდა, ბევრი ვისწავლეთ მე და მირამ _მე დავიძინებ , კარგი ? თვალები მეხუჭება, რა კარგია სახლში რომ ხარ...მშვიდია _ თვალები ეხუჭებოდა ბალიშზე მოხვეულს ისეთი საყვარელი იყო ორივეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ბედნიერი ბავშვი მზესავით ასხივებს ჭრელ ფერებს, მასთან ახლოს ყველაფერი ნათელია . ………. -ორი ხართ - ეგოისტი იყო ადამიანურად , ძმის ოჯახის დანგრევას უყურა , ტრაგედიას რომელიც თავს დაატყდათ, ეტკინა, მაგრამ მაინც გონება ბედნიერებისგან ებინდებოდა ცოლის დანახვისას . იმდენად ბევრი იყო სიხარულით გამოწვეული იმპულსი , რომ ყველაფერი გადაფარა_შენს გვერდით არ ვიყავი , მაგრამ გეფიცები ბოლო იყო . დღეიდან სულ თქვენი ვარ , შენი , ჩვენი და მირასი _ რამდენჯერმე აკოცა და მკლავები შემოჰხვია _ძალიან რომ მომენატრე ნორმალურია, ხომ ? ახლოს ხარ , ამდენად ჩემთან და ისევ მენატრები _მე როგორც მენატრებოდი ნამდვილად არაა ნორმალური... მგონი ვგრძნიბდი რაღაც დიდი რომ მელოდა დაბრუნებულს -მუცლიდან ხელს არ აშორებდა, ნაზად ეფერებოდა - ყველაფერი მაინტერესებს,თავს როგორ გრძNობდი და გრძნობ, ექიმი რას ამბობს. მომიყევი გთხოვ , მელაპარაკე _ფიზიკურად ჩვეულებრივად, ემიციურად უჩვეულოდ. ძლივს გავიაზრე, დავიჯერე და მე ისეთი ბედნიერი ვარ . იცი როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს აქამდე არაფერი გამიკეთებია და ახლა ვქმნი ჩემს უდიდეს მიღწევას _როგორი სხვანაირი ხარ ... შენი მიმიკებიც კი ისეთი საყვარელია , რა არაჩვეულებრივი ხარ _ თავს ვერ იკავებდა, მონატრებული კოცნა მიიღო და ძლივს მოსწყდა ინფორმაციის მიღება რომ განეგრძო -პირველ თვეებში ხასიათი საგრძნობლად შემეცვალა , არ მომწონდა იმის კეთება რასაც ნახევარი ცხოვრება შევალიე. ყველასგან შორს მინდოდა ყოფნა, ამ ბნელი სამყაროსგან შორს ჩვენს ნათელ სახლში გამოვიკეტე. მივხვდი რატომაც აირჩიე პროფესია, იმათთან ყველაფერი სხვანაირადაა არაფერი ეხებათ, ერთვები მათ ყოფაში საქმეებში რომელთაც თავად მართავ და ადამიანური წყვდიადისგან შორს ხარ ... ახლა უკვე დავუბრუნდი სასამართლოს. ვაპირებ კიდევ სამი თვე არ ავიღო შვებულება , გრაფიკს ვამსუბუქებ და მეტ დროს სახლში ვატარებ . უკვე აქ ხარ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცეცხლიდან გამომიყვანე -განაბული საუბრობდა ყველაფერ იმას რაც გონებაში ჩნდებოდა იმ წამს _ მაპატიე რა ... მაპატიე რომ დაგტოვე ასეთ მნიშვნელოვან დროს და მთელი ამ ემოციების უჩემოდ გადატანა მოგიხდა . ნეტავ შენთან ვყოფილიყავი იმ დროს ან წასვლამდე შემემჩნია. ერთბაშად იმდენი ტვირთი აიღე საკუთარ თავზე, მაინც როგორი ქალი ხარ ახლაც კი _შემომხედე _ კაცის სახე ხელებსშორის მოიქცია და მზერა გაუსწორა _ შენ გიორგი დააბრუნე მე კი მარტოობა ერთი წამითაც არ მიგრძვნია შენი ნაწილი სულ აქ მყავდა მაშინაც კი როცა გვერდით არავინ იყო. ისე კი მთელი შენი ოჯახი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. ლადომ საუკეთესო ექიმი მაპოვნინა და თავად წამიყვანა . გაბრიელი და მიშო სულ მზად იყვნენ ჩემი სურვილების ასასრულებლად, ნინო უგემრიელეს კერძებს მიმზადებდა, დარია ტკბილეულით მამარაგებდა, ციცო ...იცი ციცო როგორი დაშაქრული დადიოდა? რამდენჯერაც დამინახავდა იმდენჯერ ნათდდებოდა. ერთხელ ეზოში ვსეირნობდი დავიღალე და უბრალოდ წელში მოხრილი ვიდექი სანამ გავსწორდი გაბროს მოერბინა , ქოშინებდა და ფერდაკარგული მიყურებდა . გტკივაო ? ისეთი ხმით მკითხა ტირილი დავიწყე . მამაშენს ჩავეხუტე და იმდენი ვიტირე ზედა გასაწური გაუხდა,ჩემთვის უჩვეულო იყო მსგავსი ქმედება ის კი მალევე მიხვდა რომ ფიზიკურად არაფერი მაწუხებდა და მერე უბრალოდ ელოდა როდის დავმშვიდდებოდი... შენ რომ არ იყავი მათი სიყვარული შენს მიმართ ჩემზე გავრცელდება, ბავშვის არსებობის გაგებამდე მივხვდი ნინო და დარია ასე ბუნებრივად როგორ ეძახიან დედას ციცოს . მეც ხშირად მივმართავ და ისე ბუნებრივად გამომივიდა დიდხანს არც გამიაზრებია , მირამ მითხრა ციცო ბებოს დედას რომ ეძახი თავისი დამცხვარი ბულკებივით ტკბილი ხდებაო... ამ სახლში უამრავი ადამიანია , დღის განმავლობაში მთელმა რაიონმა შეიძლება შემოაროს ,საქმეზე ან ისე სტუმრად და მაინც ისეთი სიმშვიდეა, ისეა ყველაფერი დალაგებული თითქოს სახელმწიფოში სახელმწიფოა თქვენი კანონებით, პრობლემებით, ეკონომიკითა და საგარეო საქმეებით - ჩვეული აფეთქება ჰქონდა -ლადოსთან სტაბილური სიმშვიდეა, მივხვდი . დარია ,როგორც ყოველთვის მწვერვალიდან ანათებს ...სულ მალე სამი შვილის მშობლები იქნებიან . ლადო ახლა ყველაზე ძლიერია და საჭირო თუ იქნება ყველას საყრდენად გადაგვექცევა- ფანჯრიდან გახედა ძმის სახლს, რომლის ჩამონგრევაც ვერ მოახერხა უდიდესმა განსაცდელმა ახლა კი ყველაზე მყარი ეჩვენებოდა - ჩემი გოგონები როგორ არიან , იყვნენ მას შემდეგ რაც წავედი? - შენი მდგომარეობა აღელვებდათ მხოლოდ და ახლა ორმაგად გაიხარებენ ... ბოლოს ვერონიკასთან ვიყავით,სულ რამდენიმე დღის წინ ერთად შევიკრიბეთ ოჯახის ახალი წევრის გასაცნობად , სპეციალურად ქუთაისში . ჩემთვის დიდი აღმოჩენა რომ იყვნენ კორინთელების ქალები იცოდი, მაგრამ ვერონიკა სულ სხვა ფენომენია თავის ლევანთან და ბავშვებთან ერთად -ჩემი ვერონიკა კი საოცარია, მაგრამ ახალი წევრი როგორ გავიგო... _ დილით დაგვხვდებიან , ყველანი მოვლენ და მთელი ოჯახი შეიკრიბება ... ნინოს და ბიჭების გარეშე_ გაჩუმდა, ერთხანს ფიქრობდა უნდა ეკითხა თუ არა, ბოლოს კი გადაწყვიტა - როგორ მოახერხე _ძნელად... მისი დარწმუნება გამიჭირდა. პოვნას მოვანდომე თითქმის ორი თვე , ზუსტი ადგილსამყოფელი არ ვიცოდი. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა მე კი სულ თავიდან დავიწყე და ბოლოს ისე იყო გადამალული ლამის იმედიც დავკარგე . არ მეგონა იმ დღეს თუ ვიპოვნიდი , შორიდან გავიგე ხმა თორემ ისე ეცვა მისი ცნობა გამიჭირდებოდა. ვერ აღგიწერ რა დამემართა, მანამდე უბრალოდ თავის დარწმუნებას ვცდილობდი ,თურმე ბოლომდე არ მეჯერა და უკვე ჩემ წინ მდგომს ,რომ ვეხებოდი შემდეგ დავრწმუნდი , მთელი არსებით გავიაზრე მისი ყოფნა ... -დაბრუნდა, დაარწმუნე და უკვე აქ არის . ცოლ _შვილით მოვიდა სახლში სადაც ელოდა ნინო ! ქალი ,რომლის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. მისი სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია და ახლა ისეთ იმედგაცრუებას ვგრძნობ, ისე შემერყა რწმენა ... რაღაც უნდა მითხრა, გამაგებინო რა ხდება გიორგის გულსა და გონებაში _გიორგი ერთადერთია ვინც თავის პირადში არასდროს ჩაგვრევს, არც ინფორმაციას მოგვაწვდის და ლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია. ნინო იყო და იქნება ჩვენი , ყველას ნაწილი . ციცოს და გაბროს გოგოა , ჩვენი და ! -შენც არაფერი იცი, ხომ ასეა -ცოცხალია, რაც ნიშნავს იმას რომ შეუძლია აწმყო და მომავალი მართოს . წარსულის გახსენებისთვის შესაფერის მდგომარეობაში არ იყო, მე რომ კითხვები დამესვა , ის რომ თავით გადავარდნილიყო წლების წინ მომხდარში იქედან ვერასდროს წამოვიყვანდი, ცოცხალს ვერ. მე რასაც ვაკეთებდი იყო მხოლოდ საუბარი, ვუყვებოდი ყველაფერს რაც ხდებოდა და იცი? ყველაზე შორიდან დავიწყე ... ნინოს და ბავშვებს არც კი ვახსენებდი . შეიშალა , ჭკუიდან გადავიდა და მაინც არ ტყდებოდა. გიორგი მძიმედაა, გაორება აქვს , ცხოვრებისთვის კი აღარ იბრძვის , საკუთარ თავთან აქვს ომი ,რომ სიკვდილთან მიზიდულობა გაწყვიტოს. ის ისე ახლოს იყო დასასრულთან ახლა მხოლოდ ჩემი სიცოცხლისმოყვარული, სინათლით სავსე , წუთიერი ბედნიერებისთვის მებრძოლი ძმის დაბრუნება უნდა ვისურვო . მერე ყველაფერი შეუძლებელი შესაძლებელი გახდება! შენ კი ,ჩემო მაცოცხლებელო ნათებავ, ეჭვს ნუ შეიტან გრძნობების მუდმივობაში -არ ვიცი როდის შემოიჭერი ჩემს გულში ასე მძაფრად, მხოლოდ გონებაში შემოსვლის მომენტი გავიაზრე შენს არყოფნაში ... ჩვენი ბრძოლის პროცესში , შენი ყველაზე მძიმე ნაწილით -პირველს შეგყვარებივარ, მა ახლა არ გესმის, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოგიყვები თამარა როგორ გაგიჟდა ჩემს ჭკუა-გონებაზე და მერე მთლიანად ჩემზე- მუცელზე აკოცა და ღიმილით გააფერადა სივრცე -რას ნიშნავს პირველს ... სანამ გნახავდი მანამ მოვიხიბლეო? -მოვიხიბლე სხვაა,ძვირფასო თამარა ...კორინთელებს გვიან გვიყვარდება და უფრო გვიან ვხვდებით - გამოსავალი იპოვნა და თვალებანთებულ ქალი ვნებიან კოცნაში აიყოლია - ყოველ წუთს უფრო მეტი ხარ ჩემში . შენი შიშები მოიშორე, ჩვენ არავის ვგვართ განსხვავებულია ჩვენი დასაწყისი და ასთივე უცნაურად არარსებული იქნება დასასრული -ყველაფერს რომ აქვს დასასრული? -ეს დღეც დასრულდა, ახლა დავიძინებთ და თვალს რომ გავახელს სულ სხვანაირად მეყვარები! -დაე ყველამ გაუძლოს ღამეს , მზის ამოსვლამდე ცოტა დრო რჩება თამარასთვის დასრულდა თეთრად გათენებული ღამეების ციკლი, ნახევარი დაუბრუნდა თავს დაკარგულად აღარ გრძნობდა და მთელი ძალით გრძნობდა პირად ბედნიერებას , რომელიც დიდი ოჯახის პატარა ნაწილს ეხებოდა მხოლოდ. ....................... იატაკზე იჯდა და სიგარეტის ღერს ნერვიულად ატრიალებდა,დრო გაჰყავდა სახლში სრული სიჩუმის დადგომამდე. საკუთარ სახლში იყო, ოთახში სადაც წლები გაატარა ,მაგრამ სულ სხვა ადგილი იხმობდა თავისკენ. ქალი და ბავშვი ერთმანეთს ეკვროდნენ, დედა-შვილი დაღლილობას მოედუნებინა თავად კი იქაურობას გაეცალა და დაუბრუნდა ადგილს რომელის კედლებშიც მონატრებული სურნელი იდგა . კარს ზურგით მიეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ისე დაიძრა თითქოს საქმით გადაღლილს ნინო გზად შეეჩეხებოდა, ბავშვები შემოეხვეოდნენ , ბურთს რომელიმე კედელს მოარტყამდნენ და ისევ ეზოში მოუხდებოდათ გასვლა . ქალს ხელში აიყვანდა, კიბეს აირბენდა და ნათელ სახეს დაუკოცნიდა. საძინებელში შესულმა სხეულის თრთოლვა ვერ შეაჩერა, ისე კანკალებდა როგორც ყინულიან წყალში მდგომი. იქაურობა ნინოს გარეშე და თან მთლიანად მისით სავსე დაუხვდა. კარადის კარი გახსნა , საკუთარი ტანსაცმლის ხელუხლებლად დანახვისას მუხლებში ძალა გამოეცალა . შავი ჭარბობდა ქალის სამოსში , მაგრამ იპოვნა ის ფერები თავად რომ უყვარდა. არცერთი იყო ახალი, ყველა ახსოვდა. არაფერი წაეღო თან მისგან გაქცეულს, ყველაფერი ხელუხლებლად დაეტოვებინა და ეს იყო დარტყმა, ყოფნა-არყოფნით ,აუტანელი სასჯელი. საწოლზე დაწვა , ბალიში სახესთან მიიტანა და თვალები დახუჭა. ტანში ტეხდა მონატრება,იწვოდა და თავს ძლივს ერეოდა თბილისისკენ მიმავალს რომ არ ადევნებოდა. მუჭში მოქცეულ კაბის ნაჭერს ძლიერად უჭერდა თითებს, ბალიშში ჩამალა სახე და დაგროვილი ემოციები სასოწარკვეთილ ღრიალში ჩაატია. ხელები აიფარა და წამსვე მოიშორა , ეზიზღებოდა ის შეგრძნება რასაც სახის ნახევარზე შეხება იწვევდა. _ახალი ქალი გყავს არა? და ბავშვი სახელად თუთა !_კართან იდგა ლადო , სამ წელში გაზრდილი ბავშვი და ისე უყურებდა თითქოს ყველაფრის წაკითხვა შეეძლო _ყველაფერი მომიყვა ვაკომ ... ერთი ორსული ცოლით დაგტოვე და უკვე მესამეს მამობას ელი ? დაგაბრუნა დარიამ სახლში - თემის შეცვლა სცადა, გარბოდა და ეგონა გამოუვიდოდა _ნინოს ისეთი რამ უთხარი არასდროს გაპატიებს ! თუნდაც იცოდეს რომ რაღაც სხვა ხდება , ამ ტყუილს არ გაპატიებს, უთქმელობას და უნდობლობას არ გაპატიებს . შენც ეგ გინდა ხომ? რომ არ დაგიბრუნოს, შენთვის არ იბრძოლოს და არ ამოგათრიოს იმ უფსკრულიდან სადაც ახლა ხარ. რა იყო შეეჩვიე ? გისწორდება ბნელში? კარგია სუსტი და საცოდავი რომ ხარ? ახლა რა იქნება თავს იწამებ სანამ არ მოკვდები ? დაიღალე ყველას რომ მიგვათრევდი , ყველაფერს აკეთებდი და ახლა გინდა გაჩერდე? _ლაპარაკი არ მინდა , შენ და ვერავინ _ვერ გაგიგებთ? ხო მე ომში არ ვყოფილვარ, არც ჭრილობები მაქვს , არც ვინმე მომიკლავს პირიქით ყველას გაცოცხლებას ვცდილობ , რომ როგორმე დავიჭირო და არ გავუშვა. მე არაფერი მინახავს, მე შენ არ ვარ , მაგრამ ვიცი შენ ვინც ხარ, შენ რაც შეგიძლია და უფლებას არ მოგცემ გაჩერდე , დანებდე და წამებით მოიკლა თავი _ უცებ გადაკვეთა მანძილი სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ხელზე მოჭერილ თითებსაც არ დანებდა _მაჩვენე ... ხელი გამიშვი და მაჩვენე რას გვიმალავ. ასეთი რა გჭირს სახლში რომ ვერ ბრუნდებოდი, ნინო რომ მოიშორე _ ცარიელი თვალი,უმეტყველო მზერა , მახინჯი ჭრილობა სახის მარცხენა ზედა ნახევარში. ყურის ნიჟარა თითქმის აღარ ჰქონდა, დამწვრობის კვალი დაღივით ეტყობოდა სხეულის ნახევარს. გიორგის წინააღმდეგობა გადალახა და გამხდარ სხეულზე ჩამოცმული დიდი შავი ნაჭრისგან გაათავისუფლა _ იდეალური აღარ ხარ ... ურჩხულს დაემსგავსე და არასრულფასოვნების კომპლექსმა ისე დაგცა , რომ სადღაც დ.დისტყვნაში ჩარჩი ? - ექიმი იყო, სხეულზე დარჩენილი მახინჯი იარები ვერ გააკვირვებდა. დამწვრობის კვალთან ერთად კიდევ უამრავი ჭრილობა ჰქონდა, წამების ნიშანი _ იქნებ იმიტომ რომ შენმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო , ზედმეტად ბევრი ნახე , გამოსცადე, გაიარე და დამოკიდებული ქმარი ვერ დაუბრუნე ნინოს. შეგეშინდა თუ შეგრცხვა იმის რადაც იქეცი იმ ჯოჯოხეთში რომელშიც საკუთარი ნებით წახვედი -ხელს უჭერდა და თავის დახსნის საშუალებას არ აძლევდა _ კიდევ რა იყო ... რა ვერ გადალახე ჩვენამდე მოსასვლელად. რა ვერ აპატიე თავს _მკვდარი უნდა ვიყო ! ასე სჯობდა ყველასთვის ... ასე მოსვლას , იმით რაც ჩემს ტვინშია , იმის რასაც ვერ ვიშორებ . ჩემი დამახინჯებული სულით და სხეულით დაბრუნებას ყველაფერი სჯობდა , მაგრამ მაინც მიპოვნა იმ გაიძვერამ . არ გაჩერდა , დამადგა და სანამ არ დამითანხმა არ შემეშვა. იქ რჩებოდა, ტაქტიკა აამუშავა, გამაბა და ცხვარივით მათამაშა. მე გავზარდე ასეთი ჯიუტი და ახლა უკან მომიბრუნა. დასუსტებულს მაჯობა ჭკუაში, სუსტ წერტილში დამარტყა , ტვინი გადამიტრიალა და როგორც კი დავთანხმდი მაშინვე წამომიყვანა. ახლა არ მომასვენებთ ხო? არ დამაცდით ჩემთვის მშვიდად ყოფას სანამ არ ჩავძაღლდები ... თქვენ ხომ ყველანი მიჩვეულები ხართ ჩემი ძალის დემონსტრირებას. მე ხომ გიო ვარ კორინთელი , გავკარი მაქ სახელსაც და ყველაფერს რაც გამიკეთებია. ძალა მაინც არ მეყო, არაფერი გამოვიდა. უაზროდ დავკარგეთ ყველაფერი, იმ ნაბოზვრებმა გაიმარჯვეს საქართველოს ნაწილიც წაიღეს და ჩემიც თან გაიყოლეს. ვერ მიტან ასეთს? ! ჩემგან ნუ მოელით ცვლილებებს ... ყველამ მიხედეთ თქვენს ცხოვრებას მე ჩემსას _ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაიჩეხე ხომ? ან ყველაზე მაგარი უნდა იყო ან ყველაზე საწყალი? ან ყველაფერი უნდა გააკეთო ან არაფერი ,ხომ? ან ყველაზე მართალი იყო და ან ყველაზე დიდი დამნაშავე ! ან უნდა დატკბე ცხოვრებით ან ასე, ჯოჯოხეთად აქციო ყოველი წუთი . რასაც მანამდე ამბობდი და აკეთებდი, რასაც ფიქრობდი, რისიც გწამდა და გჯეროდა ახლა ყველაფერ საპირისპიროს აწვები. ესაა ძლიერების დაცემა ? ერთი მარცხი , ერთი ჩავარდნა და მორჩა, თავს ვერასდროს აპატიებ არა? ომში როგორ შეიძლებოდა შენი დაჭერა, შენ იმ ცეცხლის ალშიც ისე უნდა გაგევლო რომ თითიც არ დაგეწვა. შენ რა მართლა უძლეველი გეგონა თავი ? ადამიანი ხარ , ადამიანიი რომელსაც ღმერთი ისეთ განსაცდელს უწყობს მარტივად რომ ვერ მართავს, შენზე არ იყო დამოკიდებული გაიგე. მარტო შავი და თეთრი ფერი არ არსებობს , კიდევ უამრავია _ასე იმართლებთ თავს სუსტები ღმერთს აბრალებთ ყველაფერს, ბედს და კიდევ ვინ იცის რას ოღონდ არ აღიაროთ რომ თვითონ მიქარე, თვითონ შეცდი რომ ადექი და იქ გაერჭე სადაც შენი ადგილი არ იყო. წაგებულ ომში გამარჯვება მოვინდომე, მაგარი ბიჭობა და აჰაა , შენი სწორი გზით სიარულის შედეგი . შემომხედე კარგად, ვინ წავედი და რა დავბრუნდი _ახლა რა იმას ნანობ რომ ომში წახვედი? _ვის მებრძოლად მიდიხარ, კარგმოტყ.ნული ხელისუფლება რომ გმართავს როცა იტყვის იბრძოლეთ იბრძვი როცა იტყვის გაჩერდით ჩერდები. პაიკად არ უნდა წახვიდე არსად , არასდროს! უჩემოდაც დაკარგავდნენ მიწას რომელიც მიყვარს, ადგილებს სადაც ცხოვრების სიყვარული გავიცანი, სახლი, რომელიც ჩემს შვილებს ეკუთვნით . წავედი და მერე რა გავაკეთე მითხარი . ახლა აქ ვდგავარ ცოდვებით სავსე, ჯოჯოხეთგამოვლილი , ისეთები ვაკეთე და ისეთები გამიკეთეს შენ წარმოდგენაც არ გაქვს . არცერთ კოშმარში დაგესიზმრება . მე ახლა მთლიანად წყვდიადში ვარ , აღარ ვარ გაიგე არავინ ვარ. ვერც ქმარი ვიქნები, ვერც მამა , ვერც შვილი , ვერც ძმა და მეგობარი. უფლება აღარ მაქვს ვიყო ის ვინც მანამდე ვიყავი, მქონდეს ის პრინციპები რაც მქონდა და ვისუნთქო ისე მშვიდმა და ბედნიერმა,როგორც მაშინ არაფერი რომ არ მაბრკოლებდა და ცხოვრების ყველა წუთს ვიყენებდი . დაცემა რომ არ შემეძლო ახლა დგომა არ შემიძლია! _უფლება მოგვეცი რომ ჩვენ გავხდეთ ერთხელ შენი საყრდენი. ყველა ერთად მოგვიშვი , უბრალოდ მოგვიშვი და მოგვყევი . მხოლოდ ეს მინდა , მეტი არაფერი გესმის? სულ არაფერს გკითხავ , არც მოგაწვები და არავის მივცემ უფლებას ზედმეტად აგაჩქაროს უბრალოდ წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევ. ჩვენგან შორს ნუ იქნები, შენთან მოგება რთული იქნება . შენ თუ ჩვენს მხარეს იქნები _მარტო მინდა ყოფნა ! _ეს უარია ? _ლადო სახლში წადი სანამ მეორედ გამოგაგდო დარიამ_ისევ ბალიშს მოეხვია, ნინოს კაბაც იქვე იდო. ორმეტრიანი კაცი ისე მოიკეცა , ისე დაპატარავდა მასთან თავიდან მიახლოების შანსი აღარ იყო , იმ დღეს აღარ. _ბიჭი თუ იქნება გიორგის დავარქმევო ჯერ კიდევ მაშინ მითხრა გაცოფებული რომ იყო...მალე დაიბადება ისიც და შენც თავიდან ! წავიდა , ამჯერად დატოვა და სახლს მიანდო მიძინებული გრძნობების გაღვიძება. იქ გატარებული ვერცერთი წუთი ჩაივლიდა უშედეგოდ. ……………. -დარია _საძინებელში დაუხვდა ქალი. საწოლის თავზე მიყრდნობილი იწვა და მის დაბრუნებას ელოდა . აღარაფერი უთქვამს ლადოს, მის გვერდით მოთავსდდა, თავი მკერდზე დაადო და ტუჩები მუცელზე მიაკრო . მოუთმენლად ელოდნენ პატარას დაბადებას _დაბრუნდა , კველაფერი კარქათ იქნება . გიორგია და ნინო , შეძლებენ _ისეთი სხვანაირია...ასეთი არასდროს მინახავს. არ ვიცი როგორ მიიღებს საკუთარ თავს ისეთად როგორიც არის, როგორ დაიბრუნებს თვითშეფასებას რომელიც მისია , მასში იყო მუდამ და არასდროს ტოვებდა. გიოს საკუთარი თავის რწმენა აძლებინებდა ახლა კი ეზიზღება ის ვინც არის _იპოვნის გზას ის ან ვინმე ჩვენგანი ... აუცილებლად დაიბრუნებს თავის თავში . ხომ გჯერა შენ _დარწმუნებული ვარ , ნინოს გარდა ვერავინ დააბრუნებს . ის შეაძლებინებს, მისგან შორს ყოფნას ვერ აიტანს ... კორინთელები ყველანი სულელები ვართ მა... ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველანი ვბნელდებით, მაგრამ მთავარია გვყავდეს ის ვინც გაგვანათებს _ მუცელზე კოცნიდა ისევ , მიუხედავად იმისა რომ გრძნობდა დარიამ საბოლოოდ დაიბრუნა . მისგან სიმშვიდე მოდიოდა, აღარ გრძნობდა ტკივილს ლადოს სიახლოვეს _დედაშენი ჩემი ცისარტყელაა , დანახვის პირველივე წამიდან , მა მე კი შავი ფერი დავუმატე _ქალის გულისცმა ყურისქვეშ ესმოდა , მასთან ერთად რიტმულად სუნთქავდა და სიმშვიდის ბადეში ეხვეოდა _შენი სული ნათელია ... მუდამ ებრძვის შავ ფერს . აი შენი შავი თმა კი ძალიან მომეწონა _გადაპარსულ თავზე ხელი გადაუსვა მერე კი წვერზე გადავიდა _ ეს და კიდევ მუქი , მუქი თვალები ჩემი საკვარელი შავია _კაცმა მაჯაზე აკოცა და თითები შემოჰხვია, მთლიანად დაფარა ქალის ქათქათა ხელის მტევანი _მიყვარხარ ჩემო ფიფქო _პირველად ასე ხელის თხოვნამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა თითქოს ახლაც თავიდან იწყებდნენ . თვალებში უყურებდა და მის სახეს სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა, კოცნამდე სულ ცოტა აკლდა ქალმა თითები ლოყაზე რომ შეახო და უწინდებურად საკუთარ თავზე აიღო კოცნის ინიციატივა. _დაე გიკვარდე სულ უფრო მეტად! _ საოცრად მონატრებული მშვიდი ჩახუტება მიიღო ბოლოს, ძალის მომცემი , იმედის ჩახუტება კორინთელების პირველებს არ ეძინათ მხოლოდ, არ ნელდებოდა ცეცხლი , რომელიც ნინოს სულში გიზგიზებდა. ერთხანს გაყინული იდგა მერე კი გაბრიელის მკლავებში ისე აქვითინდა , როგორც ქვრივი ქალები ტირიან სამუდამოდ დაკარგულ სიყვარულს. ................. თითქმის ერთდროულად შევიდნენ ეზოში სალომე და ვერონიკა. ორივეს ჰქონდა შიში , ვაკოს არ ყოფნის და პირველი ის რომ დაინახეს ორივეს გაუნათდდა სახე _როგორც იქნა დაბრუნდით ბატონო ვაკო. ლამისაა მეშინიდა ისე დააგვიანებს ბავშვი დახვდება კართან და მამას დაუძახებს_თქო _ ვერონიკა პირველი მივიდა და ძლიერად მიეხვია _მოაგვარე საქმე? ღირდა ცოლის ამდენი ხნით დატოვება? _ოხ ვერიჩკა თუ ამოასუნთქო ორ ტკბილ სიტყვას ოც მწარეს უმატებს _ლევანი მშვიდად მიაბიჯებდა _ნამდვილად ღირდა შედეგი _ მის ადგილად დარწმუნებული არ ვიქნებოდი _ ნაცნობი, შეცვლილი ხმის გაგება გვიან გაიაზრეს დებმა. უტამ და ლევანმა პირველებმა დაინახეს სახლიდან გამოსული კორინთელების პირველი. ვერონიკა რამდენიმე წამს უყურებდა მერე კი ძალა ერთიანად გამოეცალა და იქვე ჩაიკეცა . სალომე კი სიცილ_ტირილით ფარავდა მანძილს გულამდე, რომლის ფეთქვაც სხვა ძალით აბრუნებდა სამყაროს მისთვის. ძლივს სუნთქავდა, ემოციები ყელში უჭერდა , სხეულზე ეკვროდა და გრძნობებს ათავისუფლებდა _ნამდვილია ხომ ? თუ შორეული ნათესავია ,რომელიც ჩვენს გიოს ჰგავს _ უტა დაკარგულ მეგობარს უყურებდა და სიტყვებს ძლივს ამბობდა_იპოვნეე _ამჯერად უშენოდ , ჩემო ძმაო, უტა _ხელი მხარზე დასცხო და თავად მოეხვია კაცს შემდეგ კი ყველას ზურგი აქცია და ვერონიკასთან ჩაიმუხლა _ჩემო სულო , გაახილე თვალები ...ჩემო სიცოცხლე _თითქმის გონს იყო გულში რომ ჩაიკრა და რამდენჯერმე აკოცა თავზე . ეფერებოდა და შემდეგ უკვე გამოფხიზლებულს იჭერდა _ცოცხალი ხარ ... ცოცხალი ხარ ღმერთოო დაბრუნდი , გიპოვნა შენ აქ ხარ აქ ხარ _ ლუღლუღებდა და გულზე კოცნიდა _ჩემო სულო , ჩემო გულო აქ ხარ . მართალი იყო , მართალი იყო _თავი მაღლა ასწია , სახეზე ხელების შეხება სცადა და კაცმა როგორც კი მოუჭირა მაჯებზე თითები მაშინვე გონს მოსვლა დაიწყო _ სად იყავი ... ამდენი წელი , ამდენი დრო შენ როგორ არ გამოჩნდი . ნინო სად არის _ასეთი იყო , ხელს არ უშვებდა უფროს ძმას და თან მისი ტვინი მუშაობას იწყებდა . აჟღერებდა კითხვებს რომლებიც მანამდე არ დაუსვამთ _სად იყავი გიორგი! _სახლში შევიდეთ ... გაიყინებით გარეთ _ მალე მოშორდა, როგორც კი ლევანმა მოხვია ხელი მაშინვე გაეცალა და სახლში ისე შევარდა თითქოს მზის სინათლეზე ცუდად ხდებოდა. ................... _არა, ვერ ვიჯერებ რომ აქ ხარ და ნინო და ბავშვები არ არიან ... კოშმარია თითქოს და ბოლომდე გახარების უფლება არ მაქვს. ოღონდ არ გამეღვიძოს რა , სიზმარი არ იყოს ორივე მშვიდობით დაბრუნდეთ და სხვა ყველაფერს ჩვენ _ ვერონიკა ვერ ისვენებდა, არ ჩუმდებოდა ემოციებს ვერ იმორჩილებდა . სალომესგან განსხვავებით , რომელიც მთელი ეს დრო მდუმარედ ეკვროდა ძმას ატკიებული მარჯვენა მხრით მის დასახიჩრებულ მარცხენას და სიტყვებს ვერ პოულობდა. გაშეშებული უსმენდა მისი გულის ხმას, სადღაც შორიდან რომ ესმოდა შესუსტებული და ცრემლების ბურთებს უჩენდა ყელში _ისუნთქე ჩემო სულო , ჩამეხუტე და შეწყვიტე ღელვა _ ძველებურად კითხულობდ უმცროსი დის ყველა ქმედებას. მასში გაცოცხლებულ ციცოს ნაწილსაც კარგად სცნობდა , მისი ეს მჩქეფარება მუდამ მიჰყვებოდა არსებაში დატრიალებულ ქარიშხალს. -შენ ჩვენთან ხარ , ერთად ვართ ! ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლებმა მშვიდად იწყეს დენა ღაწვებზე . კაცის მკლავი სხეულზე ჰქონდა შემოხვეული, კვლავ ძველებური სიმშვიდის შეგრძნებას ეძებდა მის დიდრონ მტევანზე ნაზი თითებით მოხვეული . _თქვენ ხართ სამყაროში ყველაზე ძლიერი ქალები ... შეუძლებლის შემძლები _ ჩუმად თქვა , ყელი ისე აეწვა ხმა დაეკარგა წამით. აღარ უთქვამს " მე თქვენთან ვარ , ყველაფერს შევძლებთ" ისე გამოეყო დების მომავალს მხოლოდ თავად იცოდა რასაც ამბობდა მათ კი დრო დასჭირდებოდათ იმაში დასარწმუნებლად, რომ გიორგი აღარ ჰგავდა მათ ყოვლისშემძლეს. მათან მხოლოდ მისი აჩრდილი დაბრუნდა _უტას ცოლი ხარ , ქვეყნის მეორე ბოლოში იკეთებ ბუდეს, ჩემო ჩიტო _ სალომეს მიმართა ამჯერად, ტუჩები ფრთხილად შეახო და მისი მარჯვენასგან წამოსულ მუხტს კიდევ ერთხელ გაუმკლავდა. მაჯაზე უჭერდა იმ თითებით წლების განმავლობაში რომ არ მისცეს უმოქმედობის უფლება, თითქოს განგებ იყო ასე ძლიერად ჩაბღაუჭებული აჩვენებდა გამარჯვებად ქცეულ მარცხს . _შენ მოიყვანე ჩემთან ჩემი მეორე ნახევარი ... შენ სამუდამო კავშირები გიყვარს მხოლოდ! _ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები , ძახილის ნიშანი იგრძნობოდა მკვეთრად _სამუდამო არაფერია , ყველაფრის დანგრევა შეგვიძლია ადამიანებს , დროსა და გარემოებებს ... თქვენ ორის ძალა ერთმანეთშია , რაც უფრო ახლოს ხართ მით უფრო იზრდება _წლების განმავლობაში ვხედავდი იდეალურ წყვილს , ერთად _სცადა ნინოზე საუბრის გაგრძლება , მაგრამ შემოვლითი გზაც მოუჭრა _ეგოისტები ნუ იქნებჯთ, ბიჭები მელიან და ღვინო , რომელიც მონატრებულთა სიაშია _ ორივეს აკოცა , სწრაფად მოშორდა და კვლავ მისცა ნება ბნელს გაემარჯვა ნათელზე. სხივები ეპარებოდა სულში , მათთან დიდხანს თუ დარჩებოდა უთუოდ გაიღვიძებდა ძმა, რომელსაც ჰქონდა სამყაროს ამოტრიალების ძალა . დანებებულს ეშინოდა საკუტარ თავში არსებული ყველა კაცის გაუფერულების ამიტომ არ იღებდა ნაცრისფერს , სრულად შავით დაფარა კორინთელების პირველი . ლევანსა და უტას შორის დაჯდა. ორივე თვალებგაბრწყინებული უყურებდა, ეს მოლოდინი აგიჟებდა ყველაზე მეტად , იმედი რომელიც მისი დანახვისას უჩნდებოდათ მუდამ . სული ეხუთებოდა , წინ მჯდომ ლადოს შეხედა და გულიც გაუჩერდა ის უკვე ნათლად ხედავდა დაცემულს , მასთან შიშველი იყო , ადგილი გაუცვალა , კიდევ უფრო გადააჭარბა მასში არსებულ წყვდიადს საკუთარით. კაცად ჩამოყალიბება დაესრულებინა მის პატარა ბიჭს , ეს იყო ის მხარე რაც სიხარულს ანიჭებდა , მასში დანახული ის ძალა რასაც პირველი ძმური შეხვედრიდან უნერგავდა. მის გვერდით ვაკო იჯდა, მუდამ საკუთარი სივრცით რომელზეც გავლენას ვერავინ ვერასდროს ახდენდა და თავად ითვისებდა ყველაფერ ღირებულს. სიმშვიდე დაჰყვებოდა თან,მდგომარეობიდან გამოსული არასდროს უნახავს მის თითოეულ ნაბიჯს ჰქონდა ზღვარი შეეძლო ყოფილიყო ანგელოზიც და დემონიც. უტას მხოლოდ სალომე სჭირდებოდა სრულყოფილებისთვის და ახლა გვერდით ჰყავდა კაცი რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა , ნებისმიერ მიზანს მიაღწევდა . ლევანი პირდაპირ ვერონიკას ქმრის სტატუსით გაიცნო და მიიღო , ეჭვისთვალით უყურებდა დიდი ხნის განმავლობაში . მოსვენებადაკარგული სწავლობდა მის პიროვნებას , კაცის რომელსაც სულის ნაწილი ანდო . მრავალი წლის შემდეგ შიში მთლიანად გაუქრა, ახლა საკუთარ თავზე მეტად ლევანს ანდობდა ვერონიკას კეთილდღეობას. გაბრიელს თვალს ვერ უსწორებდა, კაცს რომლის მზერაშიც მუდამ სიამაყეს ხედავდა ახლა ეშინოდა იქ არეკლილი იმედგაცრუების . საყრდენგამოცლილი იჯდა , უსუსურების შეგრძნება ყელში მარწუხივით უჭერდა და მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა .მთელი სხეული ასტკივდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავიდან მოუკიდეს ცეცხლი, კანი ეწვოდა . ხმები საერთოდ არ ესმოდა, აკანკალებული ხელებით ჭიქას ავსებდა და მიყოლებით ცლიდა , გემოც არ გაუგია , არც გაჩერდებოდა ლევანს რომ არ აეღო გრაფინი. სიძეს დაბინდული მზერით გახედა, სიტყვა არ უთქვამს ისე წამოდგა და საძინებლისკენ დაიძრა. უკან ტოვებდა ყველა საყვარელ ადამიანს, ჩანთაში გადამალულ ამპულებს ეძებდა ,ყველაფერი გადაატრიალა ,მაგრამ ვერ იპოვნა . -ექიმი უნდა შეიცვალო ამათ თუ გინიშნავს ტკივილის გასაქრობად -ლადოს ხმა რომ გაიგო საწოლზე დაჯდა ,თითებით ბარძაყებს ჩააფრინდა ,ისე უჭერდა თითქოს ძვლების დამსხვრევას აპირებდა -გგონია ხუმრობის განწყობაზე ვარ? მომეცი, ცუდად ვარ -შეუძლებელია ისევ გტკიოდეს...სულს კი გამაყუჩებლები არ შველის თავისი წამალი სჭირდება -ნუ მაიძულებ გავნო -მიხარია სხვა რამეს რომ არ იკეთებ, მშვიდად ვარ ახლა -სანამ კანის ათლა დავიწყე მომეცი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ- ღრიალებდა და ვერც იაზრებდა მის ხმას ყველა ,რომ გაიგებდა. მაქსიმალურად ცდილობდა ადგილზე დარჩენილიყო ,ნაბიჯს თუ გადადგამდა იცოდა რაღაც საშინელებას ჩაიდენდა -გახსოვს ლაშქრობაში რომ წავედით და მე ხელი მოვიტეხე? საშინლად მტკიოდა, პანიკაში ვიყავი , მეგონა ვერ გავუძლებდი შენ კი შეშინებულიც კი მამშვიდებდი. თვალები დახუჭე და სუნთქვაზე იფიქრეო მითხარი, დააკვირდი ერთ დეტალს , ერთ ამბავს, ერთ მომენტს რომელიც მოგეწონება , გაგახარებს, გაგაბედნიერებსო . დაგიჯერე, თვალები დავხუჭე და სხვაგან გადავრთე ტვინი, ისევ მტკიოდა, ვგრძნობდი და ვერ მოვერიე, მაგრამ მისი მართვა შევძელი . -მართვა ,რომელი მართვა .... შემომხედეე ბიჭო , მე ახლა რისი მართვის ტრ.კი მაქ წამალი მომეცი -რომ არ გქონდეს პირდაპირ მრფს იშოვნიდი და იმით დაიწყებდი ... ვერ ხვდები თორემ შენი გონიერი ნაწილი ისევ მართავს სიტუაციას ისე როგორც შეუძლია, არა იმდენად სწრაფად და დამანგრევლად როგორც ძველად, მაგრამ მაინც შენ კონტროლი ბოლომდე არ დაგიკარგავს! ახლა აქ არ იქნებოდი, საერთოდ არ იქნებოდი ბრძოლის უნარი სამუდამოდ რომ ჩამქრალიყო შენში! -ლადოო გცემ ,შენს თავს გეფიცები თავ-ყბას დაგინგრევ -კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ხელებს ნერვიულად ისვამდა ბარძაყებზე , ფეხებს სწრაფად ამოძრავებდა -ჩხუბს გასწავლიო მეუბნებოდი და მალურჯებდი ... ახლა კი შემიძლია მოგერიო, შენ ხომ ასეთი სუსტი ხარ -ჩემი წესებით მეთამაშები? ბავშვო, გგონია ასე ავვარდები? - ბალიშს დაავლო ხელი და ისე სწრაფად ესროლა მოარტყა კიდეც - აცილება ისევ არ შეგიძლია -რა იყო მკლაავ? სამ ბავშვს ობლად მიტოვებ? -ჩემებს როგორც მიხედეთ ისე მიხედავენ შენებსაც ... -შენები იქეთ ზრუნავდნენ ჩვენზე. გაბრიელი კაცია , მიშიკო ჯერ ისევ ბავშვია ,მაგრამ მასაც სწორ გზას უჩვენებს ნინო -ვხედავ , ისე ადგნენ და გაყვნენ უკან ჩემკენ არც გამოუხედავთ ! -გეწყინა? სხვა რამეს ელოდი? რასაც ასწავლიდი გაბრიელს ის გააკეთა, ისეთია ზუსტად და ახლა რა ჯანდაბას აკეთებ , გინდა მიშოს ასეთი მამა აჩვენო? ზღაპარი ეგონოს ის რასაც ვუყვებოდით და სიზმარი რაც თვითონ ახსოვს ? კარგი , ქალი გყავს ...გყავდეს ! ბავშვები ? ბავშვებს რას უპირებ - მაინც შეუცვალა ფიქრების მიმართულება, ნელ-ნელა ავიწყდებოდა გონებას ტკივილის გაუკუღმართებული აღქმა -ერთი დღე გავიდა მხოლოდ , ყველანი დაბნეულები და გაოცებულები ხართ . ბავშვებს დრო სჭირდებათ , ახლა სჯობს ნინოსთან იყვნენ ... მას გადაატანინონ ჩემი ღალატი. -თუ გადაიტანს მერე ვერასდროს დაიბრუნებ -შენი აზრით რატომ გავუშვი, უკან რომ დამბრუნებოდა? ერთი ცოლი კი არა შვიდი რომ მომეყვანა მე რომ არ მდომოდა ამ სახლიდან ნაბიჯს ვერავინ გაადგამდა . შესანიშნავად იცის სხვა ქალს რომ არ გავეკარებოდი, უკვე მიხვდებოდა , მაგრამ არ ბრუნდება...არც დაბრუნდება! - აღიარებინა , მაინც შეუძვრა გონებაში უმცროსი ძმა . ყველას ჰქონდა ერთმანეთზე მოქმედების უნარი- გადი ახლა აქედან, თავი დამანებე , ისე ქენი ბავშვს და ქალს ციცომ არაფერი უთხრას, ან გოგონებმა . ადროვონ თავისთვის მშვიდად ყოფნა, მასთან სიცოცხლით ვარ ვალში და ის რომ არა ახლა ველურ ცხოველებს ექნებოდათ ჩემი ძვლები დაღრღნილი. -გამოდი და თავად გაარკვიე ყველაფერი . მთელი ოჯახი გელოდება -მთლიანი აღარასდროს იქნება - ჩუმად თქვა და პირველი გავარდა ოთახიდან. ტვინს დაევიწყებინა ტკივილის გამოყენება გაქცევისთვის. მაგიდასთან აღარ მისულა , იქვე მორბენალი რიტა ხელში აიტაცა , მხარზე დაისვა და ისე ჩაერთო დანარჩენ ბავშვებთან საუბარში. სახეს გამუდმებით ამოწმებდა, ეშინოდა თმა არ გადაწეულიყო და შიში არ გამოეწვია . ყველას თავისი ადგილი ჰქონდა გიორგის გულში , მათთან ყოფნა მაცოცხლებლად მოქმედებდა და მაინც ეს არ იყო საკმარისი, მონატრებულ შვილებთან სიშორით გამოწვეულ სიცარიელეს ვერაფერი შეავსებდა, ნინოს გარეშე კი გული მხოლოდ რუტინულ ფუნქციას ასრულებდა. ატირებული თუთა თავისთან ჰყავდა, ხელს არ უშვებდა ბავშვს რომლისგანაც მისი არსებობის წამიდან იღებდა ძალას, ამ პატარა გოგონას სიცოცხლისთვის ბრძოლაში დაავიწყდა საკუთარი დასასრულისთვის ნაბიჯის გადადგმა ახლა კი სახლში იყო და მორიგ ჭრილობას ებრძოდა. მისი შეხების არ ეშინოდა, ის ვერ აღიქვამდა ჭრილობებს, მის პატარა თითებსა და მნათობ თვალებს არ გაუჩნდებოდათ ზიზღის იმპულსი. მკლავებში მოიქცია გოგონა ვისთანაც სიცოცხლით იყო ვალში და ვისი სიცოცხლისთვისაც ბოლომდე იბრძოლებდა. თვეები გაატარა მხოლოდ დედამიწაზე, არაფერი იცოდა იმ ჯოჯოხეთის შესახებ რაც მის ირგვლივ ტრიალებდა, ბედნიერებას ყველაზე მარტივად იღებდა. და რაც უფრო მეტი დრო გადის, იზრდები და ცხოვრებაც დღითიდღე მძიმე ტვირთად იქცევა, ტვირთან რომლის ტარების ძალაც არავინ იცის როდემდე გექნება. -არ იდარდო წაგებულ ომზე... ჩვენი სახლის დაცვისას ჩემი დედა და მამა ცაში წავიდნენ. შენ ცოცხალი ხარ , მთავარია მოხვედი . მიხარია მიშოს და გაბრიელს ჩემსავით რომ არ მოუწევთ მამის ფოტოებთან ჩახუტება , ნამდვილი ყავხარ , დაუბრუნდი - გოგონა მუქი შავი თვალებით სულს უნათებდა, ვაკოს მირა მთელი გულწრფელობით უღიმოდა და თავის თბილი ხელით ნაიარევ სახეზე ეხებოდა- არ იდარდო , თორემ დაბნელდები . იცხოვრე,განათდდი და გაანათე - დედის ნათქვამ უკანასკნელ სიტყვებს პირველად ამბობდა ხმამაღლა, სხვისთვის . გულზე თუთა ეკვროდა, ლოყაზე კი მირას თითების შეხებას გრძნობდა ისევ არადა ცხოვრებისთვის მებრძოლი გოგონა უკვე შორს იყო გაქცეული . ............... სავარძელში იჯდა დილიდან და ყურადღებას არავის აქცევდა. მშვიდად პასუხობდა შვილების შეკითხვებს, ბავშვებს ეფერებოდა და თითქმის არაფერს აკეთებდა . ციცოს მსგავსი უმოქმედობა ათწლეულში ერთხელ ხდებოდა და ისიც მაქსიმუმ ერთ დღეს თუ გასტანდა , ნინოს წასვლის შემდეგ კი სულ ასე იყო. თითქოდ ბობოქარი სული ამოაცალეს და სხვა, გაწონასწორებული ქალი ჩაუსახლეს. _ვერონიკა თქვენს გამო ღელავს . მე კი დიდად ვერ ვხვდები რა გჭირთ , მშვენივრად გამოიყურებით ... _მათე ქალს დიდხანს აკვირდებოდა სანამ საუბრის დაწყებას გაბედავდა _ დასვენებას აპირებს აწი_თქო უთხარი შენს ვერონიკას _ძალიან გავხართ ერთმანეთს ... ფიზიკურადაც და ისეც . ისიც რომ ჩერდება ან ძალიან გაბრაზებულია ან დიდ გაუგებრობაში . თქვენც ასე ხართ? _მე აქ ბებია ვარ , ხომ? რა თქვენობით მელაპარაკები . მომმართე ჩვეულებრივად , ისე როგორც სხვები... ლევანივით ცოცხიან ჯადოქარს კი ნუ დამიძახებ , მაგრამ _ასე არ გეძახით ... შენზე რომ მიყვებოდა მითხრა ყველაზე მაგარი ქალიაო და მისი იმედი სულ უნდა გქონდესო . დედაჩემის მერე ყველაზე მეტად მიყვარს იცოდეო _მართალი უთქვამს , ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს ... შენ ჩვენი ნაწილი ხარ . საიდუმლოს გეტყვი ,შენთვის ვაკოს ცხენი ჰყავს, ვერონიკას ჯერ არ ეუბნება , გაგიჟდება და წინასწარ მოიფიქრე როგორ დაამშვიდებ _ ჩუმად გადაუჩურჩულა _არ შემიძლია , ვერ წავიყვან ... სად უნდა მყავდეს . ვერონიკაც ინერვიულებს , უთხარით არ უნდა_თქო. _უარის თქმა არ შეიძლება სხვა დანარჩენზე მიდი და თავად ესაუბრე. ყველანი იქ არიან _ხელით ანიშნა ეზოში შეკრებილ კაცებზე. მზიანი ამინდი იყო, მრგვალი ქვის მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. მათეც მათ შეუერთდდა, ლევანმა ხელი მოხვია და მერე აშკარად ყურადღების ცენტრში მოექცა. მალე შეეშვა მათზე დაკვირვებას , სახლიდან გასულ ანანოს და მირას გააყოლა მზერა, თუთას პატარა ხელებს ჩასჭიდებოდნენ ორი მხრიდან და ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდნენ . რიტა მათ წინ იდგა , გოგონას ეძახდა და ისიც კისკისით მიაბიჯებდა . გიორგი მოულოდნელად გამოჩნდა, ჭიშკარი ხმაურით დახურა , სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მოწევა არ შეუწყვიტავს ისე დაიკავა ცარიელი ადგილი. ყოველი მისი გასვლა და დაბრუნება იმედს უჩენდა, ნინოს გამოჩენის მოლოდინს არ აქრობდა . დარწმუნებული იყო, რომ გიორგი დიდხანს ვერ გაძლებდა და მოთმინებით ელოდა მის საბოლოო აფეთქებას. ……………. მაყურებელი ერთ გვარს სკანდირებდა ის კი შორიდან უყურებდა საკუთარ შვილს და მაქსიმალურად ცდილობდა ხმა გაეკონტროლებინა. წასვლამდე ფიქრობდა ჩრდილში დარჩებოდა , მაგრამ ვერ შეძლო სიამაყე სულს უფორიაქებდა, უნდოდა ეღრიალა ეს საოცარი ბიჭი ჩემი შვილიაო, მაგრამ წინ მდგომი ნინო დაინახა , შეხედა და უკან დაიხია, ყველა უნარი დაკარგა .მოედნისკენ აღარ გაუხედავს, ქალის აკვირდებოდა მისი დგომის მანერას , საუბარს, ჟესტიკულაციებს და შემდეგ ყველას ვინც მის ირგვლივ იყო, კაცებს რომლებსაც შორიდანვე ეტყობოდათ ქალით აღფრთოვანება. ინსტიქტურად დაიძრა, თავი ვერ შეიკავა , მანამ მიდიოდა სანამ ქალი არ შემობრუნდა და ღიმილიანი მზერა გაუსწორა. წამის მეასედში უკან შებრუნდა და ისე განაგრძო კისკისი თითქოს არავინ დაუნახავს. ხელზე აკოცეს, დაემშვიდობა ყველას და გასასვლელისაკენ დაიძრა. -საღამოს შევხვდებით-მკაფიოდ გაიგო კორინთელმა და სისხლი აუდუღდა ძარღვებში, ქალმა კი ისე ჩაუარა გვერდით როგორც უინტერესო ქანდაკებას , რომელსაც ყურადღების ღირსადაც არავინ თვლის. ასეთი გაორება დიდი ხანია არ ჰქონია, ერთი ნაწილი მთელი ძალებით ებრძოდა და მოქმედებისკენ მოუწოდებდა ,ეს შეგრძნება ბოლოს როდის იგრძნო არც კი ახსოვდა. _აქ დიდხანს არ დატოვებს...ისეთი ქალია აუცილებლად გაიყვანს ქვეყნიდან. მიკვირს აქამდეც როგორ დარჩნენ _დაქვრივდა და ალბათ ამისთვის არ ჰქონდა დრო , ახლა იწყებს ცხოვრებაში დაბრუნებას _ასეთი ცოლი რომ მყავდეს სახლიდან არც გამოვიდოდი _შარში ნუ გაეხვევი იცოდე ... შენი გართობისთვის გვცხელა? ბიჭი არ დამაკარგვინო ტყუილად _რა გართობა ქალი მაყ.ევებს ყოველი შეხვედრის შემდეგ _მეეჭვება იგივე ემართებოდეს ... _ეგ არაფერი , ქვრივია და თავისი სენტიმენტები აქვს . დრო დასჭირდება, ნელ_ნელა დავათბობთ ურთიერთობებს _ქვრივის შებმა რომ უფრო რთულია არიცი? მისი მაზლები არ გაჩვენე ? თამაშზე რომ იყვნენ , გვანან იმ ხალხს მკვდარი ძმის ცოლი ვინმეს დაუთმონ? თავს ნუ მოაკვლევინებ კორონთელებს მე შენ გამიფრთხილებიხარ _ნინო იყოს თანახმა და დანარჩენი სულ ს.რზე . მისმა ქმარმა იდარდოს მაღლიდან თუ დაგვინახავს . საწყალი , რა დაემართა ნეტავ გასასვლელისკენ დაძრულებს უკან მიჰყვებოდა და მანამ უსმენდა სანამ ბიჭებს არ მიუახლოვდნენ. გვიან გაიაზრა თითები როგორ ჰქონდა მუშტად შეკრული,კანი ეწვოდა ისე უნდოდა ფეხქვეშ გაეფინა , მაგრამ ასე თავის გეგმას დაივიწყებდა. არადა თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ნინოს გათავისუფლება .წამი დასჭირდა გიო კორინთელს გასაღვიძებლად, ისე წაავლო კეფაზე და უთავაზა არავინ და არაფერი ახსოვდა ირგვლივ, არც საკუთარი ბნელი გეგმები ადარდებდა ისე განათდდა შიგნიდან სიტყვების წარმოთქმისას -ნინო ქვრივი არ არის ! მისი ქმარი ცოცხალია და თავიდან თუ არ ამოიგდებ მასზე ფიქრებს, ტვინს ამოგაცლი - ჩუმად უთხრა, ისე მხოლოდ მას რომ გაეგო ,მაგრამ იმდენად ხმამაღლა ტრიალებდა გონებაში წარმოთქმული წინადადებები კედლებს ანგრევდა, ნაპრალებს აჩენდა და სინათლის სხივებს შეღწევის საშუალებას აძლევდა. ნინოსთან არ წასულა, ამდენად დიდი რყევაც ვერ მოახერხა , ამისთვის ზედმეტად სქელი აღმოჩნდა ირგვლივ აშენებული კედლები. მიდიოდა სწრაფად, მთელი ძალით ცდილობდა მანძილის გაზრდას , ისევ აჯობა სიბნელებ, მაგრამ გრძნობდა დიდი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი. ………………….. თამაშის დასრულების შემდეგ როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე რაიონისაკენ გაემართა. ბევრი მოენატრა, გრძელი სია ჰქონდა გონებაში ვისთან საუბარი სურდა, მაგრამ მანქანა ანას სახლის სიახლოვეს გააჩერა. გზად შემხვედრ ბავშვს მასთან წერილი გაატანა და ისეთ ადგილას გაჩერდა სადაც მშვიდად შეძლებდა საუბარს. აპრილის ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი თბილი საღამო იყო. ზემოდან უყურებდა მზის ჩასვლას ელენე რომ გამოჩნდა , აღმართი ამოიარა თუ არა მაშინვე გამოანათა, საერთოდ გადაავიწყდა ბიჭს იქ მისვლის მიზანი . სწრაფად მიაბიჯებდა, თითქმის სირბილით ფარავდა მანძილს _როგორც იქნა მოხვედი _ მკლავები ყელზე შემოჰხვია, ლოყაზე აკოცა და აბრჭყვიალებული თვალები მიანათა _ გავიგე გიორგი დაბრუნდაო, მართალია? ამიტომ არ დადიოდით სკოლაში შენ და ნინო ხომ? იცი როგორ ვინერვიულე სანამ ამ სასიხარულო ამბავს გავიგებდი? ისე გამიხარდა, ისე , ისე _სამწუხაროდ სიხარულის გასაზიარებლად არ მოვსულვარ_გააბრუა გოგოს სიახლოვემ , ძლივს იფხიზლებდა თავს _ტყუილია ? _წამში ჩაუქრა სახე _სიმართლეა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის... ბედნიერებას უბედურება დაურთო თან ისე მალე , რომ გახარებაც ძლივს მოვასწარით _ღრმად ჩაისუნთქა და სიმართლე თქვა , რომელაც პირველად ანდობდა სხვას _ მამას თან ქალი და ბავშვი ახლავს. ჩვენ სახლიდან წავედით, თბილისში ვცხოვრობთ მთელი ეს დროა _როგორ შეიძლება ... შენ აქ აღარ დაბრუნდები ? არც ნინო იქნება დირექტორი და ღმერთო ვინ ქალი, როგორ შეიძლება მე _აი ასე გამოვიდა... მუდმივი არაფერია. _იქ როგორ უნდა იყოთ ... ყველაფერი მორჩა ? იქნებ შერიგდნენ _სხვა ქალი გაგვაცნო როგორც ცოლი, ეს თუ სიმართლეა და ის ბავშვი ნამდვილად ჩვენი დაა ნინო გიორგის აღარასდროს შეხვდება არათუ შეურიგდება _და შენ? შენ როგორ ხარ, როგორ იქნები, რას აპირებ ... თავს როგორ გრძნობ_თვალები აემღვრა. იმდენად ნამდვილი იყო , ნიღბების გარეშე ,სრულიად გულწრფელი _ვცდილობ სიხარული დავიტოვო და მამა დავიბრუნო , მაგრამ მამა დედას გარეშე თითქოს უბრალოდ ნაცნობია წარსულიდან და მეტი არაფერი მაკავშირებს მასთან. სიგიჟეა, ის ხომ მამაჩემია და რა მნიშვნელობა აქვს მისი ცოლი ვინ იქნება , მაგრამ ნინოს გარეშე მისი ნახვა ვერ წარმომიდგენია. თითქოს განგებ არ მოდის , არ გვიკავშირდება დროს გვაძლევს და გველოდება მე კი ახლა აქ ვარ , მის გარდა ყველას ვნახავ , მაგრამ არ ვიცი მას შევხვდები თუ არა. მეშინია საუბრის , ვაი თუ ის აღარაა ვინც მახსოვს და მხოლოდ სიყვარული არ დაუთმია . მან ჩვენც დაგვთმო , დაბრუნებას არც აპირებდა რომ არა ვაკო _ახლა ძალიან ბრაზობ, ნინოზე უარის თქმა ეს სიგიჟეა უკვე და მითუმეტეს გიორგისგან არავინ ელოდა. ის ცოცხალია, როგორც არ უნდა უჭირდეს დაბრუნება, რაც არ უნდა სჭირდეს ახლა, მჯერა მოვა დრო, იპოვნის თავს. გარდამტეხი წერტილი სჭირდება რაც დააბრუნებს მთელი თავისი ძალით . მე როგორ მახსოვს იცი? ნინოს გვერდით ... ისე გამოიყურებოდნენ ახდენილ იცნებას ჰგავდნენ, ზღაპრულ წყვილს _რეალურად რომ არ მენახა მათი სიყვარული მეც ზღაპარი მეგონებოდა , მოგონილი ამბავი, სიყალბე რომელიც დასრულდა , მაგრამ არ შემიძლია ვერ დავიჯერებ რომ მამას დედა აღარ უყვარს და მას წასვლის ნება მისცა . არ მინდა ჩემთან ერთად გამოუშვას, არ მინდა სამუდამოდ დათმოს ცოლ_შვილი. ის თუ დედას და მიშოს ჰოლანდიაში გადმოცხოვრების უფლებას მისცემს _შენ გუნდში მიგიღეს? მიდიხარ? შენ თბილისშიც არ იქნები კიდევ უფრო შორს წახვალ და კიდევ როდის ჩამოხვალ ... მე _ბიჭი იმდენად გადაერთო მშობლების ამბავზე მთავარი სათქმელი სულ სხვაგვარად მიაწოდა არადა მთელი გზა ფიქრობდა როგორ ეთქვა _მე ამის სათქმელად მოვედი ... ბოლო თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ . თვის ბოლოს უკვე იქ უნდა ვიყო . მინიმუმ ერთი წელი ვითამაშებ თუ კონტრაქტს არ გავაგრძელებთ _შენ სულ იქ იქნები... იქ იცხოვრებთ ? _ხო, მთელი წლით წავალთ , სავარაუდოდ მეტიც და მე მინდა დაფიქრდე . ატესტატის აღების დროს ჩამოვალ , მანამდე ერთი თამაში მექნება მხოლოდ და ამ დროში ყველაფერს მოვაგვარებ _ასე უცებ უნდა წახვიდე...არ მეგონა თუ ასე შორს მოგიხდებოდა გაფრენა. რუკაზეც კი ვერ ვიხსენებ სად არის _ სახეზე ხელები აიფარა, ცრემლების დამალვას ცდილობდა , მაგრამ გული ისე სწრაფად უცემდა მთელი სხეული გამოსცემდა ემოციებს _შეიძლება ჩაგეხუტო? თუ აქ ზედმეტად შეუფერებელი ადგილია _პასუხი ჰქონდა, მაგრამ მისგან უნდოდა მოესმინა. გოგო თავად რომ მოეხვია ლამის გული გაუჩერდა _შენ მონატრებას როგორ უნდა გავუძლო ... მე ეს დღეებიც ძლივს გადავიტანე , ვერ გხედავდი და იმდენად აუტანელი იყო . ბოლო სამი წელი მე შენი შორიდან დანახვის გარდა ბედნიერს ვერაფერი მხდის და ახლა რა უნდა გავაკეთო _შუბლით მკერდზე ეყრდნობოდა, თვალები ძლიერ ჰქონდა დახუჭული და აღელვებული თავის პატარა საიდუმლოს დაუფიქრებლად ანდობდა პირველ სიყვარულს _რამდენი წელი ... შენ საერთოდ ასე შორიდან როგორ შეგიყვარდი _ნათელი იყავი წყვდიადში და ეს სულ ჩანდა ... არასდროს არავის ჰგავდი , იმდენად მაღლა იდექი სხვა ყველა ბიჭი თუ მაღიზიანებდა , მაშინებდა და ვერავის ვიტანდი შენი მაშინაც მჯეროდა როცა არ მიცნობდი, მანამ გენდობოდი სანამ ხელს ჩამკიდებდი , მე შენ გიჟივით მიყვარხარ და ზოგჯერ მგონია ეს ყველაფერი, შენი ჩემთან ყოფნა ჩემი სიზმარია და ახლა ნამდვილად გამომეღვიძება. შენ აღარ იქნები და მე , ღმერთო უშენოდ როგორ ვისუნთქო . ეს სიბნელე დამახრჩობს _მთელი სხეულით თრთოდა, ისეთი სუსტი იყო როგორც არასდროს _ახლა როცა ლამისაა ყველაფრის რწმენა დავკარგო, ყველა ფერი რაც მანამდე მაძლებინებდა , რაც ცხოვრების იმედსა და ძალას მიქმნიდა .... ახლა ნანგრევებში ვდგავარ იცი? ჩემი ოჯახი მაშინ დააინგრა როცა მეგონა გამრთელდებოდა ეზოდან მოსული ხმაური რომ გავიგეთ გვეგონა ვაკოს შეემთხვა რამე, მისი დანახვისას სიმშვიდე ვიგრძენი და მერე შევამჩნიე კაცი რომელსაც დედა მთელი ძალით ეხვეოდა , ვერ ვხედავდი მის სახეს, მაგრამ ვიცოდი ვინ იყო , ნინო ზურგიდანაც სხვანაირი ჩანდა იმ დროს. რამდენიმე წუთს მეგონა გავმთლიანდით, გავმრთელდით და მერე ზღვის მოვარდნილი ტალღასავით დაგვარტყა კაცმა რომლისაც ყველას უპირობოდ გვჯეროდა. არ ვიცი საერთოდ რისი ან ვისი ნდობა და რწმენა შეიძლება ახლა. საკუთარ თავშიც მეპარება ეჭვი, მან თუ ამდენად იცვალა ფერი , ასე დაკარგა საკუთარი პიროვნება მე და შენ რა გველის ელა... იქნებ სჯობდეს ახლავე გაგიშვა ხელი, წავიდე და ჩვენ გზებს გაერთიანების საშუალება არ მივცე . მე რომ გატკინო მე ახლა უფრო მეშინია , შენი სიყვარულის გამო _წარმოდგენა არ მაქვს მამაშენს რა შეემთხვა ... არავინ ვიცით იქ რა გადაიტანა, რა გარემოებამ აიძულა უკან ასეთად დაბრუნება და თქვენთან ამ კავშირის ჩამოშლა, მაგრამ ზუსტად ვიცი მისი გრძნობა არსად გაქრებოდა. ის კაცი მე რომ სულ პატარამ ვნახე ნინოს ისე უყურებდა , როგორც სათაყვანებელ ხატს , ყველაზე მაღლა მდგომს, ხელშეუხებელს და შეურყეველს ეს კი არასდროს ქრება, არ შეიძლება გამქრალიყო ... მე და შენ სხვა ვართ , შენ წინ სულ სხვა ცხოვრება გაქვს , სხვა ბარიერები გელოდება .მე საკუთარ თავზე მეტად შენი მჯერა, გემუდარები ნუ დაიჯერებ რომ ნანგრევების აღდგენა აღარ შეიძლება . სულ რომ ნასახლარი იყოს თავიდან დაწყებაც შეიძლება თუ საძირკველი დარჩენილია... შენ არ უნდა გატყდე . მათი პირველი ხარ , ყველა ფერი შენშია რომელიმე ერთის კი არა , ორივეს და ყველა დანარჩენის ძალა შენშია. მე ახლა როგორც სიყვარულით დაბრმავებული ქალი არ ვლაპარაკობ . მანამ სანამ შემიყვარდებოდი შენი სული დავინახე, მთლიანად შეგისწავლე და შემდეგ შემიყვარდი , თავს უფლება მივეცი მთელი არსებით ჩემში შემომეშვი. სადაც არ უნდა იყო, რამდენად შორს და ჩემგან მიუწვდომლად მე დარწმუნებული ვიქნები შენ სწორ გზას იპოვნი... გიორგი წლების განმავლობაში არ იყო, თქვენ გქონდათ რწმენა იმის რომ სიკვდილსაც აჯობებდა და გამოუვიდა კიდეც, ახლა ნუ დაელოდები მას ... ცხოვრებაში პირველად ისიც დაეცა, ალბათ ესაა ის რამაც ყველაფერი აურია , მაგრამ შენ უნდა სცადო და დაალაგო. სისუსტე და სიძლიერე ხომ ყველა ადამიანშია და ერთი რომელიმე მუდმივად ვერ გაგვყვება თამ _ ბიჭთან ისევ ახლოს იდგა, მისი სახე გაყინულ ხელებსშორის მოიქცია და სრულიად შეუცვალა აზრებს მიმართულება _არ მისცე დანებების უფლება არც მას და არც საკუთარ თავს ! _გაივლი ჩემთან ერთად ცხოვრების გზას ?_მოულოდნელად შეაწყვეტინა საუბარი და აღელვებულს კიდევ უფრო აურია გრძნობები _მე სულ აქ ვიქნები და იცოდე ... _ჩემთან მინდა იყო, სულ , ყველგან და ყოველთვის _გაბრიელ შენ ახლა რთულ მდგომარეობაში ხარ, მესმის და მე მაქსიმალურად ვეცდები მხარი დაგიჭირო . მე _ჩემი ნახევარი მინდა გახდე _ახლა, როცა ყველაფერი ასეთი ქაოსურია ჩვენი ქორწინება ვერ იქნება გააზრებული და შემდეგ , დრო რომ გავა _უარს მეუბნები ,ხვდები? _მიყვარხარ , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქორწინებისთვის მზად ვართ და ეს თემა უკვე იმდენჯერ განვიხილეთ . მეგონა ერთ აზრზე ვიყავით _ჩვენი ერთად ყოფნა იქნება ის გზა რომელიც ყველა დაბრკოლებას გადაგვალახინებს , ნათელი წყვდიადის შექმნაა გამოსავალი , მაგრამ შენ კვლავ უარზე ხარ და მხოლოდ ჩემი მინდა რომ ავამოქმედო საკუთარ თავს ვუღალატებ . შენ არ გინდა , არ გჭირდები ისე სულისშემკვრელად როგორც მე ვგრძნობ შენი მონაც გავხდები თუ მეცოდინება, რომ ეს გჭირდება! _მოულოდნელად შეაწყვეტინა და მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა, კვლავ დაუბრუნდა ბიჭი ნამდვილად გჭირდები ? ჩემი მთავარი შიში და უარის მიზეზი შენ ხარ, შენი გრძნობებია ჩემს მიმართ, სურვილის ხარისხი _დღემდე მეგონა, რომ ძალა არ გეყოფოდა ჩემ არეულ ცხოვრებაში შემოსასვლელად, რომ ზედმეტად დიდი სასჯელი ვიქნებოდი შენთვის და ერთი უბედურებიდან მეორეში შენი გადასროლა უდიდეს დანაშაულად მიმაჩნდა. ვაღიარებ , აქ მოსვლამდე ვფიქრობდი ამეხსნა ჩვენი დაშორების მიზეზი ... არ გეგონოს შენს დათმობას ვაპირებდი, არა ! შენს სიყვარულზე უარს არასდროს ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობდი რაღაც დროით ჩემგან გაგათავისუფლებდი ახლა კი რასაც ვგრძნობ მხოლოდ ისაა, რონ მჭირდები ზუსტად ან უბედურების დროს მინდა მყავდე გვერდით ... შენ ქმნი ნათელ წყვდიადს ! _ყოველთვის ასეთი როგორ ხარ ... წამში მატყდები თავს ქარიშხალივით და გონებას მირევ _დაბნეული უყურებდა გული სიხარულისგან ისე უცემდა თითქოდ მალე გულ_მკერდს დატოვებდა ,მაგრამ გონება დაჯერების უფლებას არ აძლევდა _მიყვარხარო რომ მითხარი მაშინაც სულ სხვა რამეზე ვსაუბრობდით . თვალს არ მაშორებდი, ამირიე აზრები და მერე მიყვარხარ ელენიკოო გამომიცხადე _სიყვარულსა მალვა უნდა სხვებისგან და არა საყვარელი ადამიანისგან. გინდა გრძნობები დავმალო? მიყვარხარ , მინდიხარ, მჭირდები მთლიანად _გაბრიეელ _ ბიჭის მზერას , ვარდისფერ ლოყებზე ხელები აიფარა და გრძელ წამწამებს შორის მნათობი სფეროებიდან ამოხედა _მაისამდე ვიქორწინებთ ... შენ ხელს მთელი შემადგენლობით ვითხოვთ, კორინთელების ნაწილი გახდები . პირველის პირველის პირველი მეუღლე _ მტევანზე ნაზად შეახო ტუჩები _ნანგრევებში მოყოლილი არ დარჩები... ძველსაც აღადგენ და კიდევ ერთ სახლს შექმნი ... ოჯახს ოჯახში _ ჩუმად თქვა და ბიჭს ისევ მოეხვია _ჩემი აზრების კითხვას იწყებ _სულ ვკითხულობდი, უბრალოდ რთულია დავიჯერო შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში... ის ოცნება ხარ რომლის ჩაფიქრებაც ვერ გავბედე იმდენად მიუწვდომელი მეჩვენებოდი _დაგაჯერებ ! _ დამშვიდობებისას ლოყაზე აკოცა და უკან გადადგა ნაბიჯი _ნინოს და გიორგის ერთმანეთს დაუბრუნებ , ხომ ? _ უკვე მანქანაში მჯდომს ჰკითხა _მე კორინთელების პირველს საკუთარ ტყავში დავაბრუნებ და შემდეგ ის თავად შეძლებს შეუძლებელსაც ………………….. _გაბრიელ _ შვილის სახელს მოეფერა , ღიმილი ვერ შეიკავა სახლში მისი დანახვისას _ მიშოცაა? _არა , მარტო ვარ ... საქმე მქონდა და შემოვიარე . შენგან განსხვავებით ყველანი მენატრებიან _ჩახუტებას აპირებდა, მაგრამ ისევ შეჩერდა. ბიჭის მზერამ სული გაუყინა _ რატომ მოდიხარ თამაშზე თუ არ მოხვალ და მომილოცავ. _ვიფიქრე თვალში ზედმეტად არ მოვხვდები_თქო ... ხომ გკითხავენ ვინ ვარ _და იმალები ? მე რა მრცხვენია შენს გამო და პატივს სცემ ჩემს სურვილს თუ რა . მამაჩემი ხარ , წლების შემდეგ დაბრუნდი და ცხოვრებიდან გვშლი მე და მიშოსაც? ვფიქრობდი მკვდარიც არ მიგვატოვებდი და შენ ცოცხალი ხარ და ისევ უმამოდ გვტოვებ. კარგი მე როგორმე გადავიტან, მაგრამ მიშო სულ არ გადარდებს? ბავშვია ჯერ, ვერ გაიგო რა ხდება და თუ დედას დაშორდი ჩვენთან ყოფნაში ეს ხელს როგორ გიშლის _დრო მჭირდება... ყველაფერს დავალაგებ და მეგონა ჯერ თქვენც დაგჭირდებოდათ გააზრება _ჩვენ არაფერი გვჭირდება, დედა ისეთი დარწმუნებული იყო რომ ცოცხალი იყავი შენ რომ არ გეიძულებინეთ აქ ვიქნებოდით,ძველებურად შენს გვერდით . ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერ წამს , ეს შენ არ ხარ მზად ჩვენი მამობისთვის და იმედია იმ პატარა ბავშვსაც ისე არ უღალატებ როგორც ჩვენ . ჯერ არ შეაჩვევ შენს არსებობას, არ მოგეჯაჭვება და მერე ასე, ერთი ხელის მოსმით არ მიაგდებ _ხომ არ გავიწყდება სად წავედი. მე რა საყვარელთან გავიქეცი და იმიტომ დაგტოვეთ? _არა საყვარელი ჩამოიყვანე ახალ ბავშვთან ერთად და ასე გაგვიშვი _თავად წახვედით ისე რომ უკან არც მოგიხედავთ _ნუთუ სხვაგვარ მოქცევას ელოდი შენი გაზრდილი შვილებისგან. შენ რა დაგავიწყდა ის წლები? რას გვეუბნებოდი, რას გვასწავლიდი ... როგორც სჩანს შენთვის არაფერს ნიშნავდა ჩვენ კი ასე შევქმენით საკუთარი თავი და ახლა ვფიქრობ რამდენად სწორი ღირებულებები ავიღეთ შენგან . მამაჩემი მსგავს დანაშაულებს არ სჩადიოდა, ასეთ შეცდომებს არ უშვებდა. . მე ასე ვხედავდი, ვცდებოდი და ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო, მე გხედავდი არასწორად თუ შენ ხარ სხვა , იმ კაცის საპირისპირო არაკაცი დაბრუნდი ვისაც მამაჩემი ვერ იტანდა. ისეთი როგორიც ეზიზღებოდა ყველაზე მეტად _ნუ გავიწყდება ვინ ვარ და ასე საუბარი შეწყვიტე _თორემ რა გაბრაზდები და ჩვენს შორის ხიდს ჩატეხავ? დასაკარგი მყავხარ კიდევ? რაღაც ვერ ვგრძნობ მყავდე და შენი გაშვება არ გაშვება ჩემს საუბარზე იყოს დამოკიდებული _ ისე ჩაიცინა, ისეთი ტემბრი ჰქონდა უყურებდა და ახსენდებოდა ის ვინც იყო , ეს ბიჭი მის წინ რომ იდგა და შინაგანი სიამაყით ავსებდა ჰგავდა კაცს, ვინც საკუთარ თავში დამარხა. _ამისთვის მოხვედი? წყენის გამოსახატად? _სიგარეტის ღერს მოუკიდა და ძლიერად მოქაჩა . ზურგით დადგა , იმალებოდა ისევ _თუ გოგოს ხელის თხოვნას აპირებ და გაინტერესებს მამა გვერდით გეყოლება თუ არა _მაინტერესებს რამდენად გგავარ და შემიძლია თუ არა ისე მოვიქცე 20 წლის შემდეგ როგორც შენ მოექეცი დედას. უნდა გავიგო შენში რამდენად ვცდებიდით , ვის პიროვნებას ვაღმერთებდით ყველანი _შვილები მამებს ხასიათით არ ემსგავსებიან...მე ნუ დამაბრალებ ამ ასაკში მოყვანილი ცოლის ღალატი თუ მოგინდება ,მე დედაშენისთვის არ _ ლამის წამოსცდა არასდროს მიღალატიაო , მაგრამ დროულად გაჩერდა _ ჩემს პირველ ცხოვრებაში არასდროს მიღალატია . ახლა ჩავთვალოთ, რომ სხვა ვარ განსხვავებული როგორც გარეგნულად იმდენად შინაგანად , მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს , რომ მამაშენი ვარ და შორიდან სულ შენთან ვიქნები _რატომ შორიდან და არა ახლოს. ჩვენს მოჩვენებად უნდა იქცე , ისე როგორც თამაშებზე ? ახლოს იყო, მაგრამ არც იმდენად რომ ჩვენც შევძლოთ შენთან მოახლოება _ ისევ ისეთი მზერა ჰქონდა, გამარჯვებული , დანიშნულების ადგილთან მისულმა ჩიხში მიინწყვდია კორინთელების პირველი _ არავინ გინდოდით ახლოს , აქ ხარ , მაგრამ არა ძველებურად . ადრე ყველანი შენს ირგვლივ ვიყავით, მთელი გუნდი . ერთად , ერთმანეთის მხარ და მხარ ახლა კი შენ წრიდან გახვედი და გინდა სადღაც სხვა წერტილიდან დაგვაკვირდე ... რა მაგარია , როლი შეიცვალე , სადაც გინდა იქ იქნები, როგორც გინდა ისე მოიქცევი . არადა შევიცვალეო, მე კი მახსოვს მაშინაც შენ მართავდი სიტუაციას და ახლაც ისე გინდა გადაგვაწყო როგორც გაწყობს, როგორც შენმა ტვინმა მოიფიქრა . შენს გეგმას მივყვებით თუ გადავუხვიეთ ,ცხვრებმა _ზედმეტად დიდი წარმოდგენები გაქვს... მე უბრალოდ დავბრუნდი. არც ცენტრში ვარ და არც კუთხეში. ვარ სახლში და ვცდილობ მშვიდად ვიცხოვრო როგორც რიგითმა მოკვდავმა _ნუ მაცინებ ! შენ როდის იყავი რიგითი მოკვდავი ან ახლა რა გაგხდის მარტივ ადამიანად. მიმოიხედე ირგვლივ, ვინ ვართ შენი ცხოვრების ნაწილები. მარტივი გინდა იყო? ამიტომ მიიკედლე ვიღაც გოგო და მოიშორე ნინო? ასწორებს სიმარტივე? თუ ჯერ წარსული უნდა ჩაკლა , ვაკომ სახლში დაგაბრუნა და აბა როგორ გამოგივა ეგ ამბავი. არ ვიცი, არ ვიცი რთულ სიტუაციაში ხარ, მგონი რელსები აგერია _იქნებ ისევ წავიდე ... უკვე იცით რომ ცოცხალი ვარ და მეც გავთავისუფლდები ამ ხალხმრავლობისგან . მოგინახულებთ ხოლმე , წელიწადში რამდენჯერმე _როგორც გინდა ისე მოიქეცი, ჩვენ , შენები ისედაც მივდივართ ქვეყნიდან და თუ გინდა დაიბრუნო საკუთარი მეორე ნახევარი დროზე მოდი გონს. ის შენი მეორე ისევ ისეთია როგორიც თავიდან , ახლა კიდევ უფრო ძლიერია ჩვენს გამო და რაკეტასავით სწრაფად მიაქროლებს ცხოვრებას . ან დაეწიე , ან მზად იყავი , რომ სამუდამოდ დასრულდა თქვენი ერთობა _მოიცადე... მოხვედი გადამრიე და მიდიხარ ? რას ნიშნავს მიდიხართ. სად მიდიხართ _გუნდში ამიყვანეს, კონტრაქტს ხელი მოვაწერე . ნინო და მიშოც ჩემთან ერთად მოდიან . მანძილი არ ეყო სუნთვისთვის , ზედმეტად მომწამვლელს ხდი შენი ასეთი არსებობით _ასე ვერ წავა ... _გატყდა, ნიღაბი დაიმსხვრა და ნამდვილი ემოციების გამჟღავნება დაიწყო _ არ შეუძლია ასე მომექცეს -შენ რა იმის მერე რაც გააკეთე კიდევ მისგან გიკვირს? მართლა დაგავიწყდა ვინ არის შენი მეორე ნახევარი? საკუთარი თავი დაგავიწყდა , უღალატე, მიაგდე , მიწაც მიაყარე და გამოიტირე კიდეც ნინოსგან რას ითხოვ? ხომ არაფერს ! ამიტომაც მიდის, იმის უფლებასაც არ მოგცემს შორიდან რომ უყურო . ჩვენ ჩამოვალთ , ყოველ შესაძლებლობას გამოვიყენებ. მიშო უფრო ხშირად წამოვა , მაგრამ ის უკან აღარ დაბრუნდება და მაქსიმუმ ქორწილში დაგპატიჟოთ მთელი კორინთელები ერთად , თუმცა მანდაც მეეჭვება შენ ადგილი დაგითმოს . იმათ არასდროს მიატოვებს, ისევე როგორც მათ არ მიუტოვებიათ აი შენ კი შენ არ ვიცი ნამდვილად შემებრალები თუ გონს არ მოხვალ . რამეს არ გააკეთებ და დედაჩემს არ დაუბრუნდები ისეთი როგორიც ხარ , შენ და არა ეს ვიღაც საცოდავი კაცი , შეუმჩნევლად , არარაობად ცხოვრება რომ უნდა. გგონია გამოგივა? მართლა მაინტერესებს გგონია შეძლებ იყო ასეთი და არსებობა განაგრძო ასეთმა? _რა გინდა ამ დიალოგით რის მიღწევას ცდილობ. არ მოგწონს სხვა ქალში რომ გავცვალე შენი დედიკო და თავს აჯერებ, რომ რაღაც მჭიირს? ჩემი სურვილია ასეთი , ასეთი ვარ და _ნინო კი არა შენ საკუთარი თავი გაყიდე, გადაცვალე და გააუფასურე , შეურაცხყვე , გადაუარე, ზედ დააფურთხე ... იმალება აქ , სუსტი , ლაჩარი , კურდღელი დაბრუნდა და ასე უნდა ცხოვრება განაგრძოს. მგელი წავიდა და მშიშარა კურდღელი დაბრუნდა. არადა პირიქით, ათასჯერ ძლიერი , მეტად მხრებში გამართული, მილიარდჯერ თავდაჯერებული უნდა დაბრუნებულიყავი, ისეთივე ამაყი როგორი ამაყებიც ჩვენ გელოდით . ახლაც ვგრძნობ ამას, ვერაფერი მოერება ფაქტს რომ მამაჩემი არავის ჰგავს, მე გმირის შვილი ვარ და სულ რომ საკუთარ გათხრილ საფლავში დარჩე და არ დაგვიბუნო კორინთელების პირველი , მაინც ასე იქნება . რეალობა ესაა ! შენმა ფსიქიკამ მცდარი დაცვის მექანიზმი ჩართო, ვერ ხედავ ვინ ხარ და ახლა რა შეგიძლია. ახლა როცა 100 ადამიანზე მეტი გაქვს გავლილი, განცდილი და გადატანილი . ახლა როცა აქ ხარ , მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რამდენი ხნის დაგვიანებით , უფლება არ გაქვს მოკლა ის კაცი ვის გამოც სუნთქავ. შენ რომ გიორგი კორინთელი არ იყო , ნინოს ნახევარი ახლა აქ არ იქნებოდი , წლების წინ დანებდებოდი სიკვდილს. შენ კი ცოცხალი ხარ, ცოცხალი ხარ და არსებობას ნუ ჯერდები ... დასაკარგი დრო არ გაქვს, შენ ციცოს და გაბროს პირველი ხარ, ვაკოს , ლადოს , სალომეს და ვერონიკას იმედი ხარ , ძალა , სინათლე და ჩვენი მამა , ჩემი სიამაყის წაბილწვის უფლება არ გაქვს ! სხვა თუ ყველაფრის უფლება მიეცი საკუთარ თავს , დაცემულსაც განდიდების მანია რომ გებრძვის და მაინც ისე გინდა გადაგვაწყო როგორც შენ გაწყობს, მე არ მოგცემ უფლებას . ხომ ყველა გემორჩილება, ხომ არავინ გეწინააღმდეგება და ყველანი გელოდებიან იმიტომ რომ ამას არიან შეჩვეულები , შენ პოულობდი გამოსავალს მუდამ. მე კი არ ვაპირებ დრო ასეთმა გალიო. მე არა ! _კორინთელების პირველი ხარ , პირველის იდეალური პირველი , დედაშენი კი მზეა ……………… _აქ არ უნდა მოსულიყავი. შემიძლია მოგკლა და პასუხს ჩვენს შვილებთანაც არ ვაგებ , ვერავინ გაბედავს მითხრას როგორ გაიმეტეო _სიბნელიდან ისმოდა ქალის ხმა, ფანჯრიდან შემოსული სავსე მთვარის შუქზე მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა _ჩემთან სიკვდილს შენს გარდა ვერავინ მოიყვანს_თქო დაგპირდი და შევასრულე კიდეც -პირობის დადებისას არ გითქვამს ისეთ დანაშაულს ჩავიდენ შენი ხელით სიკვდილს დავიმსახურებო _მოულოდნელად წამოდგა , მანძილი წამში დაფარა და დაუძლურებულ კაცს სახიდან საფარი მოაშორა ჭირსა და ლხინშიო მითხარი ... მხოლოდ ლხინში მამყოფე და ჭირში მარტო დაგვტოვე მეც და ჩემი გიორგიც ! _ ნაიარევი სახის ნახევარში მომწყვდეულ უჩვეულოდ უმეტყველო ჭრელ სფეროს და თვალებში ისევ არ უჩნდებოდა სიბრალულის შეგრძნება . იქ კვლავ დაუნდობელი ცეცხლი გიზგიზებდა _ ზუსტად ამ მახინჯ ნახევარს გაანადგურებინე ჩემი სულის ნახევარი . როგორ მიეცი თავს უფლება ამდენი წლის განმავლობაში გესუნთქა ჩემგან შორს ! ჩემამდე როგორ ვერ მოაღწიე , როგორ ვერ მითხარი მოდი მიშველეო როცა ამ მდგომარეობაში მყოფმა გაიღვიძე და მე გვერდით არ გყავდი , როგორ გაბედე უჩემობა _შენ ამ კაცს არ ეკუთვნოდი ... თქვენთან ასეთი ვერ დავბრუნდებოდი _ახლა რა გინდა აქ ... რისთვის დაბრუნდი. რატომ არ მოკვდი თუ სხვა ქალისთვის უნდა გეწოდებინა ცოლი და სხვისი ბავშვისთვის ჩვენის სახელი! რატომ სუნთქავ სხვა ქალის ქმრად და თუ ეს არსებობა შეგიძლია, დანებდი და შეეჩვიე ამ ტყავს _ესაა ჭირი , ჩემი დაცემაა ეს ცხოვრება, რაშიც ჩავიკეტე ... ახლა ვდგავარ შენს წინ და ვცდილობ მოგაწვდინო ხმა , უკან რომ არ დავბრუნდე და სამუდამოდ არ გავქრე. უშენოდ ვერ შევძლებ ... _რა გინდა რომ გააკეთო, რისი შეძლება არ გამოდის უჩემოდ .. რომელ დაცემაზე მელაპარაკები მოხვედი და გიორგისეულად მომიშორე. ზუსტად ისე როგორც შენ იცი, სწრაფად და მტკივნეულად ! _სისუსტეს ვერ მპატიობ ხომ ხედავ... ზუსტად ისე ხდება როგორც წარმოვიდგენდი, რის გამოც დავრჩი და რატომაც არ მოვყვებოდი ვაკოს. ჩემი გადადგმული არასწორი ნაბიჯის არ გჯერათ, ვერ ხვდებით როგორ შეიძლება ვიყო სუსტი და დავუშვა შეცდომა , რომლის გამოსწორების საშუალებაც ყველაზე რთული საპოვნელია ჩემნაირი კაცისთვის, ადამიანისთვის რომელიც არასდროს უშვებდა ცდებოდა ან ამას უბრალოდ არ აღიარებდა და ყველაფერს სათავისოდ იყენებდა. წარმოუდგენლად რთულია წლები გაატარო წყვდიადში, მზის სხივებით განათებული ცა რომ წამში დაბნელდება და მწვერვალიდან უფსკრულში გადაიჩეხები , ჯერ რომ ერთი ნაბიჯი გაკლია ქათქათა ღრუბლებამდე, გგონია ხელს გაიშვერ და ცას შესწვდები, და რეალურად ეს ნაბიჯი მიწის სიღრმეში გაგდებს . გადარჩენისთვის გზის ძიება დავიწყე, იმ ჯოჯოხეთში, სადაც ჩემზე არაფერი იყო დამოკიდებული , მე მხოლოდ ასეთი გადავრჩი. უფსკრულში ჩავარდნილს გამყავდა გზა. ირგვლივ ყველგან ბნელა, ხელები ტალახით გესვრება, ღრმად ითხრი საფლავს და ვერც ხვდები რომ უნდა გაჩერდე ... დაბლა ჩავდიოდი მაღლა ამოსვლის ნაცვლად და ახლა ძლივს გონს მოსული ვდგავარ შენს იმედად დარჩენილი -დაგაგვიანდა! ორმოს რომ ითხრიდი ჩემთან მოსასვლელ უკანასკნელ გზას მიაყარე მიწა, ისე ამოქოლე ნემსის წვერიც არ გამოეტევა _ უსულო ქანდაკებას ჰგავდა , რომელსაც გრძნობებს ვერ აღუძრავ _ ზურგი აქცია და ისე განაგრძო საუბარი _ დაუბრუნდი ცოლადწოდებულ გოგოს და გაზარდე შვილადმიღებული ბავშვი . იქნებ მაგ ორმა დაგიამოს სული , მე და ჩემები მივდივართ ...შენთან კვლავ გაერთიანებას წლები ველოდით , შენი გლოვის უფლება არ მივეცი ბავშვებს , ახლა კი ახლოს ყოფნა მკლავს და თვითმკვლელობას შენს საფლავზე თუ გავუბედავდი მხოლოდ , ჩემებს- ხმამაღლა ჟღერდა გამქრალი "ჩვენ" და ურყევი ჩანდა გიორგის მიერ აღმართული კედელი . თავისივე შექმნილ ბარიერს ეჯახებოდა დაკარგული ნაწილის დასაბრუნებლად და ეს უკანასკნელი ცხოვრებაში აბრუნებდა . ყოველი დარტყმა აცოცხლებდა, აძლიერებდა ამ ქალთან ომიც წამალი იყო , სინათლის სხივი სიბნელეში -ომი უკვე დამთავრებული იყო მე რომ მჯიჯგნიდნენ ... სინანული არ მასვენებს და ამ შეგრძნების მრცხვენია. ომში წასვლა რომ ვინანე , შემდეგ მივხვდი , მე თავს აღარ ვეკუთვნოდი და ასეთი შენამდე ვერ მოვიდოდი. გავიქეცი მხოლოდ იმიტომ რომ ინსტიქტში მქონდა შემორჩენილი ბრძოლა, თავის დაღწევა და ახლა რომ ვფიქრობ , საღი გონებით , რომ ვაკვირდები მე ჩემი ომი ყველგან მოვიგე და ჩვენი მიწის დაკარგვაში ბრალი არ მიმიძღვის , ამ მიწას მე თან გავაყოლე ჩემი ნახევარი. რა მჭირდა გაქცევის დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მოჭარბებული ადრენალინი აღქმის უნარს მიკარგავდა . კვამლი სულს მიხუთავდა, მხოლოდ ტანსაცმელზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობაზე ვფიქრობდი , ტალახიან მიწაზე ვგორავდი, საკუთარი დამწვარი ხორცის სუნს ვგრძნობდი და გავრბოდი სრულიად უცნობ ადგილას. ცოცხალ_მკვდარი ვეგდე სადღაც ჩრდილოეთის ტყეში და სიკვდილს ველოდი, ბოლოს ხეებს შორის ამოსული მზე მახსოვს მერე გავითიშე და მეგონა დავსრულდი. იმ ქალმა მიპოვნა სახლში ბავშვთან ერთად ,რომ შემოვიყვანე. საკუთარი თავის გადარჩენის ნაცვლად ჩემზე ზრუნვა დაიწყო. არაფერი მახსოვს, არ ვიცი რამდენი თვე გაგრძელდა მკურნალობის პროცსი, ტკივილი ყოველი გაღვიძებისას სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. იმ დროს სულ შენ გხედავდი, არც მამა ვიყავი, არც შვილი და არც ძმა . უჩემობას მხოლოდ შენ ვერ გაუძლებდი , ჩემი ნახევარი შენ ხარ . მე მხოლოდ შენი ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ ვსუნთქავ , როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყო ! _ წელს ზემოთ შიშველი იდგა, ხმა ცრემლებმა რომ დაუმსხვრია ქალი გაჩერდა , უკან შებრუნებას აგვიანებდა ,სულის ერთი ნახევარი მეორესკენ იწევდა და სხეულს ძლივს იმორჩილებდა -ფიზიკური ტკივილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , ისე რთული გახდა ჩემი დამახინჯებული სხეულის გადარჩენა სულიც მომიწამლა. წელიწადზე მეტი ჭრილობებით გამოწვეული აგონიით გავატარე. წამლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი თვეების განმავლობაში , შემდეგ საკუთარ სახეს იმ ერთი თვალით შევხედე , შენი საყვარელი ჭრელებიდან მზერა რომელშიც მქონდა და სარკე მთლიანად დავამსხვრიე. ჩემგან არაფერი დარჩა , შენ რომ გიყვარს იმ კაცისგან ვიცი ვერაფერს გიბრუნებ... ვფიქრობდი ყველასთვის სჯობდა დავრჩენილიყავი იმ იდეალურ კაცად ვისი იმედიც მუდამ ჰქონდათ, გმირადშერაცხული ასე გასაცოდავებული, დაუძლურებული ვერ დავბრუნდებოდი ... არც უნდა დავბრუნებულიყავი საერთოდ არ ვაპირებდი ამ არარაობის არსებობის გაგრძელებას ... რამდენიმე თვე მხოლოდ იმიტომ გავძელი რომ სიკეთისთვის სიკეთით გადამეხადა ქალისთვის, რომელმაც ჩემი გადარჩენისთვის იბრძოლა. გოგო ორსულად იყო კაცისგან რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა, ვისი მტრებიც მოსვენებას არ აძლევდნენ და გაქცევის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ნაცნობები უნდა მეპოვნა , მათთვის უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში კიდევ გავიდა დრო . თუთა ათი თვისაა , ბევრი იბრძოლა გადარჩენისთვის... მე ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ მინდოდა ჩვენს ოცნებას სხვის ნაწილში ეცოცხლა _მე რა შენი სხეული შემიყვარდა და შენი ცოლი ლამაზი თვალების გამო გავხდი? მე რა იდეალურობას გთხოვდი , სისუსტეს არ გაპატიებ და უშეცდომო უნდა იყო_თქო მოვითხოვდი ? არსებობს ვინმე კორინთელებში ვინც შენს საყრდენად არ იქცევა დაუფიქრებლად? ვინც უპირობოდ არ მიგიღებდა თუნდაც წაგებულს, დამარცხებულს, გაყიდულს, გატეხილს , ჭუჭყში ამოსვრილს? არსებობს რაიმე რაც ოჯახს შენზე უარს ათქმევინებს ? რას მიყვები საერთოდ ... შენ მათ მიეცი დახმარების უფლება , მე არა ! ჩვენი დახმარება არ მიიღე , უარი თქვი დაგებრუნებინა უკან ყველა'ფერი რაც ოჯახთან გაკავშირებდა. მთავარია ჩემთან რა თქვი და გააკეთე. შენ მე პირველი რაც მითხარი იყო ის , რომ შენს გვერდით ჩემი ადგილი აღარ არსებობდა ! _ვერ გავბედე ... შენი ჩემთან დატოვება. სასჯელად მოგევლინები და იქნებ მართალი ვიყავი , იქნებ სჯობს უჩემოდ განაგრძო ცხოვრება მე შანსი აღარ მაქვს ჩემი ტყავი დამწვარია , მასში დაბრუნება შეუძლებელია ეს გიორგი კი შენთვის არაა ... _დანებებულს ჰგავდა ისევ , თითქოს ფარ_ხმალი საბოლოოდ დაყარა და ბრძოლა შეწყვიტა _ არაა, მაგრამ მაინც მე აქ ვარ ! საბოლოოდ მე მაინც გამოვყევი ვაკოს და დავბრუნდი . შენთან მოსვლის ძალა ვიპოვნე, მოვერიე წყვდიადს რომელიც ნამდვილი ჯოჯოხეთისკენ მიმათრევდა , ახლ აქ ვდგავარ და სულ რომ სამყარო ამოტრიალდეს , მაინც დაგიბრუნებ ... შენ რომ შემიყვარე მერე დავიწყე შეუძლებლის შეძლება და ახლაც შენ მჭირდები ახალი გიორგი რომ შევქმნა , იმაზე ძლიერი ვიდრე მანამდე . სინამდვილეში დაშვებული შეცდომების შემდეგ მყარად მდგომებს შეუძლიათ ყველაფერი შექმნან... ესაა ძალა ,შეუძლებლის შეძლება! სულ თავიდანაც ხომ ჩხუბით დავიწყეთ, ომით რომლის დასასრულიც ჯერ არ დამდგარა იმიტომ რომ მე სიკვდილს გადავურჩი და როგორღაც შენთან მოვაღწიე, დღეიდან მივიღებ ამ კაცს , რადაც ვიქეცი და ახალი ფურცლიდან დავიწყებ, შეცდომებზე ნასწავლ ცხოვრებას ... _არასდროს გაპატიებ დროს რომელიც უჩემოდ გაატარე ! არ გაპატიებ , არ გაპატიებ უჩემობა რომ შეძელი , არ დავივიწყებ ჩემი მოშორება რომ გამოგივიდა, სამუდამოდ მემახსოვრება როგორ გამიშვი! _წარსულიდან აწმყოში გადმოსულმა სიბნელემ მაიძულა ყველა სისულელის გაკეთება რაც ჩავიდინე და ახლა , აქ დაუვიწყარი ნათელი წყვდიადის დასაბრუნებლად მოვდი! მე შენი ვარ ,ასეთიც შენი ვარ ! მჭირდები ,მე შენ ჰაერზე მეტად -ტყუილია! ცრუობ ! შენ უჩემოდ გადაიტანე , შენ მე არ მიპოვნე , ჩემ გარეშე შეძელი აქამდე მოსვლა და ჩემგან შორს ყოფნაც გამოგივიდა, უჟანგბადოდ ამდენ ხანს ვერ ძლებენ. მე ვერ შევძლებდი ჩემი ტკივილის უშენოდ გადატანას, შენს გარდა არავის მივცემდი ჩემი შველის უფლებას . ჯერ შენგან მივიღებდი ძალას და მერე დანარჩენი სამყაროსგან. შენ შეგიძლია , შენ უჩემოდაც გაანათებ და მე , მე დავასრულე ! - ახლოს იყო, მანძილის გაზრდის სურვილი არ ასვენებდა, მაგრამ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. გაყინული ხელი დამწვარ მკერდზე მიაბჯინა და ცრემლებმაც იწყეს სვლა -ვერ შევძელი ! დავკარგე თავი და ყველაფერი , უშენოდ არ გამომივიდა . შენ სასჯელად უნდა ვიქცე, ვერ გაგათავისუფლებ , არ შემიძლია, მეტი მართლა აღარ შემიძლია , გეფიცები შენ თუ წახვალ მე აღარ ვიქნები - მაჯაზე თითები მოუჭირა, ქალი ჯერ კიდევ გრძნობდა დანაწიბურებული კანისა და მის ქვეშ მფეთქავი გულის რიტმს . კაცმა თავი დახარა, ხელისგულზე აკოცა და სისხლისფერი სფეროებიდან გადმოღვრილმა წვეთებმა ქალის მტევნებამდეც მიაღწიეს. პირველი შეხების შემდეგ ზღვარი მთლიანად მოიშალა, ახლოს იზიდავდა, ეფერებოდა და გრძნობდა ირგვლივ არსებული კედლების ნგრევას - შენ არა, შენ არ უნდა გადამიკეტო გზა , შენამდე მოსვლას თუ ვერ შევძლებ აზრი არაფერს ექნება. -წასვლის დღიდან გელოდი, ყოველ ღამე ჩვენი საძინებლის კარს ვხურავდი და შენთან ვრჩებოდი . მერე ბალიშს შენი სუნი აღარ ჰქონდა და საწოლს ვერ ვეკარებოდი . უბრალოდ ვერ ვიძინებდი შენს გარეშე,ვიჯექი და გზას გავყურებდი. იმ ჩიხს საიდანაც შენ უნდა მოსულიყავი , უნდა დამბრუნებოდი,ჩაგხუტებოდი, შენი გულისცემის ხმა გამეგო და სიბნელე დაგვესრულებინა. მომეშორებინა ეს ძლიერი ქალის ტვირთი, ეს ყოვლისშემძლეს ნიღაბი დიდი ხნით შემომედო თაროზე და შენზე დაყრდნობილს, შენთან განაწილებული ძალით გამეგრძელებინა. ძველებური რიტმით, ერთ ტალღაზე ნახევარი შენ , ნახევარი მე ... ისე მაკლდი, იმდენად მჭირდებოდი და მაინც შენს მოსვლის წამზე ვამყარებდი მთელს იმედებს. შენს მკლავებზე, რომლებიც ძლიერად შემომეხვეოდნენ და მომენტალურად დამავიწყებდნენ ყველა დაცემას, ყველა ცრემლს, ყველა იმედგაცრუებას , ყველა სისუსტეს და უბედურებას რაც შენს ლოდინში მოვიდა ჩვენთან. იმ შეხვედრაზე ვამყარებდი მთელს იმედებს, მხოლოდ ეს მჭირდებოდა , შენი სითბო და შენთან ყოფნის შეგრძნება, ერთი მთლიანობად ქცევის შეგრძნება და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა . შენ კი მოხვედი და დამამსხვრიე ...შენ მოხვედი და შეურაცხადი გამხადე, გამაქვავე ! - კაცის სახე ხელებში მოიქცია, ჯერ შუბლით შუბლზე მიებჯინა, სიტყვებს მძიმე ამოსუნთქვას აყოლებდა და შემდეგ ათრთოლებული ტუჩებით ეხებოდა უცნობ მარცხენა მხარეს . თითები ჯერ მაჯაზე შემოეხვია, კაცს რეფლექსი ვერ გაექრო, მოშორება უნდოდა კვლავ, მერე დანებდა სულის დაკარგულ ნაწილს შეუერთდდა, როცა მკლავები შემოჰხვია ქალს-ამ კოშმარის დასაწყისი შენზეა , დასასრულიც თავად უნდა შექმნა -მიყვარხარ , ისე ძლიერ როგორც არასდროს ! შენთან ვარ, შენი ვარ და აღარასდროს, გპირდები აღარასდროს დარჩები ნახევარი - სუნთქვაარეულს ქალის ტუჩებთან საერთო წერტილი ჰქონდა ნაპოვნი . მონატრებულმა შეხებამ ყველაფერი წარსულში დააბრუნა, სამყაროს ცენტრად იქცა ნინო - ჩემო ერთო -გაბრუებულმა ამოთქვა და ცოლის სხეული ხელში აიტაცა. მთელს არსებაში შეიჭრა სხივები და კვლავ შეიქმნა ნათელი წყვდიადი . შეხებისას ტკივილს აღარ განიცდიდა, მხოლოდ მონატრება რჩებოდა მძაფრად, მისი გაქრობა კი ურთიერთობის დიდ დროს მოითხოვდა. არ ჩქარობდა მკლავებში მოქცეული ქალით ტკბობას აგრძელებდა. დავიწყებული შეგრძნება დაუბრუნდა, ბედნიერი წამებით ცხოვრების გზას. -ცოტა დრო გვაქვს - ყელში აკოცა და ზემოდან დახედა გაკვირვებულს -რა მოიგონე -ჩვენი შვილი ცოლს ირთავს და ქვეყნიდან მიდის, შენ კი ყველაფერი იცი და ყველაფერი ნახე,მაგრამ მე სრულ ვაკუუმში ვარ . დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო სანამ გაფრინდებიან. მის გარეშე როგორ იცხოვრებ, გინდა ყველანი წავიდეთ ? -ჯერ არაფერი გადაუწყვიტავთ ... ქორწინება -გადაწყვიტეს , მაისამდე იქორწინებენ . დედამთილი ხდები ! კორინთელები დიდ სახლში გველოდებიან . შენ უნდა მითხრა რა გინდა , როგორ გირჩევნია -ცოლს ირთავს , პროფესია აქვს . ზრდასრული, ჩამოყალიბებული, გონიერი კაცია და მთელი ოჯახი ვერ გაჰყვება ყველგან სადაც თამაშს გადაწყვეტს. იპოვნა ცხოვრების მეგზური , აირჩია გზა და ქმნის მორიგ ოჯახს ,ჩვენ კი დავრჩებით ჩვენს დიდ სახლში ... გაბრიელი , ის ყველაფერს თავად გაუმკლავდება -და შენ ? შენ როგორ გაუმკლავდები მის მონატრებას . გონება რას ამბობს გავიგე , გულმა რაო - ხელს არ უშვებდა, თითებზე კოცნიდა და თან სახეზე ეფერებოდა -გულს ტირილი უნდა ...აი ასე ჯდომა , საათობით ქვითინი და მერე ისე მოქცევა როგორც სწორია - თავი მკერდზე მიადო ისევ , მკლავები წელზე შემოჰხვია და მრავალ ნაიარევს მალამოდ მოედო -იმდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი… იმდენი ამბავი , რომელიც უნდა გენახა -ყველაფერს მომიყვები, გავიგებ და გავაგრძელებთ ჩვენს გზას - ეფერებოდა და წამითაც ვერ წყდებოდა - შენი სურვილების ასრულებას ვიწყებ ამ მომენტიდან , ნებისმიერი სიგიჟე შეგიძლია მთხოვო -ქორწინების პირველ დღეს ვუბრუნდებით? - თვალებში ცრემლები უბრწყინავდა და ისე იღიმოდა- თაფლობის თვე მაშინ დიდხანს გაგვიგრძელდა ... ახლა სახლში მინდა დაბრუნება, ერთად უნდა დავლაგდეთ -გაბრიელს ტვირთს რომ მოვაშორებ და მშვიდად მიჰყვება თავის გეგმებს შემდეგ თაფლობის წლებს მოგიწყობ -ხელი არ გამიშვა, აღარასდროს შეხვდე უჩემოდ ტკივილს! -უშენობის დასაშვები ყველა დრო გამოვიყენე , გადავაჭარბე კიდეც ……………… სახლი ცარიელი რომ დაუხვდათ ორივეს შიშის ტალღამ დაუარა სხეულში . სახლში შესვლამდე ფიქრობდნენ უთუოდ მორიგი უბედურება მოგვადგა კარს ისე დაგვარტყა ამოსუნთქვის საშუალებაც არ მოგვცაო, მაგრამ თამარას დანახვისას შვება იგრძნეს. ბავშვების გარემოცვაში იდგა , ხელში ერეკლე ეჭირა დანარჩენებს კი რაღაც თამაშის წესებს უხსნიდა. ისე იყო გართული მოულოდნელად გამოჩენილი წყვილიც ვერ შენიშნა, მანამ სანამ ბავშვები არ ახმაურდნენ . ყველანი ერთბაშად წამოიშალნენ და ნინოს ირგვლივ შემოეხვივნენ _დანარჩენები სად არიან _კორინთელების მორიგ ოჯახისწევრს ელიან , სამშობიაროს ეზოში ... _წავედი, ტიტები უნდა ვიშოვნო და მალე ბაღისთვის მოვუტან სხვადასხვა ფერს _ წამი დასჭირდა დარიას საყვარელი ყვავილის გასახსენებლად . თამარას ისე ბუნებრივად აკოცა თავზე თითქოს ისიც პატარა ბავშვი იყო , მის თვალწინ გაზრდილი რომელსაც მუდამ ამ ჟესტით უზიარებდა სიხარულს. აკისკისებულ ნინოს ხელი ჩასჭიდა და უკანსვლით დაიძრა _ ხომ უმკლავდები, თუ ვინმე გამოვგზავნო , ასე ტუტუცურად მარტო რომ დაგტოვეს _მხოლოდ კარგი ამბის მაცნე აფრინეთ , მე და ბავშვები თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, პატარას მოლოდინში _ რიტას ოქროსფერ თმაზე ჩამოუსვა თითები და თბილად გაუღიმა ინტერესით სავსეს. ......... ერთ ხელში წითელ_ყვითელი ტიტები ეჭირა მეორე კი ნინოს თბილ მტევანზე ჰქონდა ჩაჭიდული და საერთო რიტმით მიაბიჯებდნენ ხალხით სავსე სამშიბიაროს ეზოში. ერთიანი ძალით მოაბიჯებდნენ და თან მოჰქონდათ ჩაუმქრალი იმედი. ეზოში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, სრულიად უცნობებს ერთი საერთო ჰქონდათ , ახალი სიცოცხლის დაბადებით განცდილი ბედნიერება . ვიღაცები უკვე ამქვეყნად მოვლენილი პატარას სადღეგრძელოს სვამდნენ, ზოგს იმ წამის მიყვანილი ჰყავდა მშობიარე , ვიღაც მღელვარების პიკზე იყო და მაინც მათ , აი იმ მღელვარე ცრემლიანი თვალებით მდგომ დედებსა და სასმისით ხელში, წინასწარ დაწყებული დალოცვით კაცებს გულს ერთი ფერი უნათებდა. ფერების კასკადი მოჰქონდა ციდა არსებას, ყველაზე სუსტსა და ძლიერს , დასაწყისის ნიშანს . კორინთელები ეზოს ბოლოში დარიას პალატის ფანჯრის ქვეშ მდგომები ელოდნენ ექთნის მოწოდებულ ახალ ამბავს . უკუღმართი წესის გამო მშობიარესთან ქმარსაც კი არ უშვებდნენ . საათები იყო გასული , დარია კი ისევ ტკივილებს უძლებდა და ბებიაქალის დახმარებით ფანჯარამდე მისული ზემოდან უყურებდა ოჯახისწევრებს კორინთელების პირველები რომ დაინახა და წამით გაუნათდდა სახე , ყველა შეგრძნება გაუქრა გიორგის ხელში ტიტების დანახვისას. კაცმა ხელი მაღლა ასწია და ზუსტად ისე გაუცინა,როგორც ადრე მკურნალობის გამო რომ მოუხდა საავადმყოფოში მოხვედრა . -აღარ შემიძლია, ამოვდივარ მე ... ექიმი ვარ , მშობიარობა თვითონ მიმიღია -ამდენხანს აქ რას უდგახარ, ბავშვი შენ გელოდება აშკარად ... გააგებინე რამდენი ადამიანი ველით და ეგრევე გამოვა - დარიას უყურებდა გიორგიმ რომ დასცხო მხარზე ხელი - დარიჩკაა, ჩემო ძვირფასო რძალო , ბავშვი თუ ბიჭია რას ვარქმევთ? -გიოს -ცოცხალი ვარ და არ მინდაო ჩემი სახელი ერქვასო? -კაცი მოსიარულე ლეგენდა ვარ, ბავშვს რა უნდა დაარქვა უკეთესი-სახის ნახევარს ისევ თმა უფარავდა, მაგრამ მასში კორინთელების პირველი ჭარბობდა ყველა სხვა კაცს ,რომელიც ტკივილმა შექმნა . სინათლის სხივები უწყვეტად შედიოდა წყვდიადში -ტიტები წამოიგეე ლადოოო და მოდიი მიშველე თორემ აგარ შემიძლიაა - წელში მოხრილი , მინაზე შუბლით მიყრდნობილს სიცილ-ტირილი ჰქონდა -ცოტაც გაუძელი , დე ... ჩემო გოგოო ცოტაც - ციცოს ღელვა ნინოს გამოჩენამ გაფანტა, ქალი ჰყავდა ჩახუტებული და თან რძლის გამხნევებას ცდილობდა. ისევ ძველებურად ბობოქრობდა, სახე უნათებდა , ყველაფერზე კონტროლი წამებში აიღო - შვილო სახლში გაიქეცი, თამარას უთხარი ქალები შეკრიბოს და ვახშამი მოამზადონ, დაკლან წვრილფეხი და მსხვილფეხი დაურიგონს ხალხს. აქ მოიტანონ იმდენი ხალხია , ვინ იცის ვის რა უჭირს . ფულიც გამოგატანოს ჩემს ბიჭთან ერთად ვინ დაიბადება ყველას უნდა დავურიგო . ჩვენ სახლში რომ მივიყვანთ ბავშვს და დარიას მერე გავშლით დიდ სუფრას, კორინთელების ოჯახი ძლივს გაერთიანდა- გოგონები გიორგის ეხუტებოდნენ, ნინოს კი ისევ ციცოს ხელი ეჭირა და მთელი არსებით ბედნიერი უღიმოდა, წლების განმავლობაში მივიწყებული თავისი ღიმილით, კორინთელების პირველს რომ თავბრუსახვევდა და სიცოცხლის ძალას აძლევდა - ეს ბავშვი რომ გავგზავნე შენ რას უდგეხარ, წადი ცოლთან იმდენ ბავშვთან დარჩა ქალი -გააჩენს დედა და წავალ , ყველაფერს გააკონტროლებს ჩემი თამარა შეინარჩუნეტ სიმშვიდე ქალბატონების ქალბატონო , ციცინო - ვაკომ თვალი ჩაუკრა და მერე გადაფითრებულ უტას მიჰკრა ხელი- შენ რა გჭირს , პირველად ხარ ბავშის მოლოდინში ? გააჩენს მაქსიმუმ ერთ საათში -არც ესმის მგონი, შოკშია - ლევანმა ჩაილაპარაკა და კაცის მზერის ობიექტს გახედა. სალომეს უყურებდა , თვალსაც არ ახამხამებდა -არ ვიცი რა ხდება შენს თავში, მაგრამ მიიხედე ირგვლივ და დაიჯერე, ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა , ჩვენი სალომეს შეუძლებელი კი არაფერია ჩემო ძმაო - ხელი მოხვია სიძეს და ტუჩებსშორის გაჩრილ სიგარეტის ღერზეც მოუკიდა - ვერონიკაა, ძვირფასოო ნოსტალგია ხომ არ გაგიჩინა აქაურობაამ -ლევან , წელს უკვე გვყავს ოჯახის ახალი წევრი - გიორგის მხარზე ედო ისევ თავი წარბები რომ მაღლა აზიდა და მომღიმარს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი- დაიწყება ახალი წელი და ვნახოთ -გაიგონეთ ხომ? მოწმეები ხართ , მე მეტს არაფერს ვიტყვი -შენ კიდე რა ვეღარ მიხვდი , ისეა გაკეკლუცებული ერთს კი არა ხუთს გააჩენს . შეხედე, შეხედე როგორ იცინის ახლაც რომ იყოს ორსულად მე კიარ გამიკვირდება ისეთ ტალღაზე ხართ შვილიშვილების სახელების დამახსოვრება უნდა გამიჭირდეს , გაბრო სად ხარ - როგორც სჩვეოდა ისე სწრაფად მოიკითხა ქმარი ის კი მოშორებით განმარტოებით იდგა და ჩუმად, გულში ლოცულობდა. ღმერთს მადლობას უხდიდა და ყველაფრის მშვიდობით დასრულებას შესთხოვდა. პირჯვარი გადაისახა და ცოლსხელი ჩაკიდა -დაშოშმინდი ახლა, ყველანი ერთად ვართ ... და ერთით მეტნი - ფანჯარაში გამოჩენილ სახეარეულ შვილს ახედა გოგოაო რომ ყვიროდა . ბედნიერების ტალღამ დაუარა ყველას, შეაზანზარა კორინთელები ვარდისფერლოყება გოგონას დაბადებამ , რომლის სახელიც ხატია გახლდათ , დიდი ოჯახის პატარა წევრი რომლის არსებობამაც პირველივე წუთხებიდან დაიწყო სიბნელესთან ბრძოლა, ვინც ნამდვილად იყო ღვთის საჩუქარი ,სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანი. -ჩემი სიზმარი არ ახდა, გიორგი არაა ... თითქოს ნათლად დავინახე და გავიგე ხმა, ორი გიორგი დაიწყებთ სიცოცხლისთვის ბრძლას- ჩუმად თქვა გიო კორინთელმა, მაგრამ კარგად დაინახა სალომეს გვერდით მდგომი უტას რეაქცია. ჭიქებს ამოსუნთქვის გარეშე ცლიდა სანამ დრო არ იხელთა ,ცოლს ხელი არ ჩაკიდა და მოთმინებადაკარგულმა გაიყვანა ყველასგან შორს -ლონდა და ამირანი რა კარგ დროს მოდიან, ხვალ ყველანი ერთად ვიქნებით . რა ბედნიერებაა არა? -იმდენად დიდი,რომ მეშინია უბედურებაც არ დაგვატყდეს თავს -რაზე ლაპარაკობ, ვერ გცნობ ... ნახევარი დღეა გაშეშებული ზიხარ , ვიღაცას ეგონება გლოვობ რამეს -იმედია შენი გლოვა არ მომევლინება სასჯელად ბოლო ამოსუნთქვამდე და უშენობისთვის არ მწირავ - გაჩერდა და ხელიც გაუშვა -უტაა -ექიმი რის თქმას ცდილობდა, რომ გააჩუმე -ვიღაცაში შევეშალე , ხომ გითხარი -მატყუებ- მანქანასთან იდგნენ, მუჭი ისე დაჰკრა რკინას ქალი შეხტა - თვალებში მიყურე და ისე მითხარი , ორსულად ხარ ? -რა უცნაურად ჟღერს შენგან ამ ტონალობით ნათქვამი ეს სიტყვები , აქ , სამშობიარო სახლის ეზოში სადაც მთელი დღეა უყურებ ბედნიერ ადამიანებს , გესმის ბავშვების ტირილის ხმა და ხედავ როგორ მიჰყავთ სახლში ჩვილები . -არ შეიძლება , შეუძლებელია ! ორსულად არ უნდა იყო , ვერ უნდა იყო . ექიმის მითითებას ზუსტად მივყვებოდი, ჯანდაბაა , გამორიცხულია მე არ - სრულიად წაშლილი ჰქონდა სახე, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა შიშმა იმდენად შეიპყრო,რომ აღქმის უნარი დაკარგა -უხარიათ ხოლმე საყვარელი ქალის დაფეხმძიმებას რომ ახერხებენ, სასწაულად თვლიან სიყვარულის ნაყოფს . ისეთს როგორიც ისაა - აღარ უარყო , თვალებამღვრეული უყურებდა და ტირილის ზღვარზე გადიოდა -მე და შენ ხომ ვისაუბრეთ, ორივემ კარგად ვიცით... ყველამ იცის რომ შენთვის მშობიარობა არ შეიძლება. ეს კატასტროფა იქნება და შენ ამას მე რამდენი ხანია მიმალავ, რამდენი კვირისაა -არ მითხრა, გთხოვ ისეთ რამეს ნუ მეტყვი წლების მერეც რომ გრცხვენოდეს-თითები ტუჩებზე მიაბჯინა -წლების შემდეგ იქნები ? ან შენ ან ის , რომელიმე იქნებით ? მე ერთი არ მინდა, არჩევანს არც განვიხილავ ! მე შენ მჭირდები, ან ორივე და ეს ორივე შეუძლებელიაო ... ღმერთო იმასაც კი მეუბნებოდი სხვა ქალთან გააჩინე ბავშვიო , სალომეე -ღმერთი სასწაულს რომ გიგზავნის და შანსს გაძლევს მერე უნდა იბრძოლო , მთელი გონებრივი და ფიზიკური რესურსით , ყველა შესაძლებლობით, შეუძლებლის შექმნით . სიკვდილს არ ვაპირებ , არ მეყოფა შენთან გატარებული დრო ამიტომ მეც ვიცოცხლებ და ჩვენიც -ჩვენი , ჩვენი ხომ - ცუდად იყო, სუნთქვა უჭირდა უკვე .თავი დახარა და ქალს თვალებში ჩააშტერდა - თბილისში გადმოვალთ, ან სადმე სხვა ქვეყანაში წავალთ ... არ იმშობიარებ , ხო არ გააჩენ გაგჭრიან , დროზე ადრე . დაიძინებ , გაგჭრიან , ბავშვს ამოიყვანენ და რომ გაიღვიძებ დედა იქნები, ჩვენი ბავშვის დედა , მაგრამ რამდენჯერ გაქვს ნარკოზი გაკეთებული ? რამდენჯერ გაგთიშეს და გაგაღვიძეს, ძლივს გამოგიყვანეს ბოლოს . გგონია არ ვიცი? ვიცი! -საუკეთესო ექიმს ვიპოვნით ,ვისაც ყველაზე მეტჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული და შენ ჩვენი ბავშვის მამა გახდები - ტუჩთან ახლოს აკოცა და დაელოდა როდის მოვიდოდა გონს- ესაა ყველაზე ღირებული მიზნისთვის ბრძოლა , ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნისთვის -ყველაფერი გამოვა და ვიქნებით სამნი , გვეყოლება ჩვენი ერთი და ბევრი სხვა ჩვენებური... კორინთელების კლანს გადავუჯოკრავთ მე და შენ . იქ ჩვენს ბუდეში ყველაზე ბევრი ვიქნებით მე, შენ და ჩვენები - თავდახრილი უკოცნიდა თითებს, სულაფორიაქებულს ცრემლები ყელში ებჯინებოდა და მთელი ძალით ცდილობდა წარმოსახულ მომავალში სინათლით სიბნელის განდევნას -ხელი არ გამიშვა , არასდროს და არც იფიქრო იმაზე , რომ ერთმანეთთან რაიმე დაგვაშორებს მითუმეტეს ახლა, როცა ერთი კი არა ორი გული ფეთქავს ჩემში , ორივე შენია , შენი ნაწილია არასდროს გაჩერდება, გპირდები ! - მარჯვენა მტევნით ეჭიდებოდა აბაშიძის გაყინულ თითებს და სითბოს უგზავნიდა -ყვირილი მინდა , თავს ვერ მოვერევი მგონი - გულში ჩაკრულს ყურთან ეჩურჩულებოდა და მისი სურნელით გაბრუებული ჩურჩულებდა -არ დაგავიწყდეს როგორი სერიოზული კაცი ხარ, შენი სტატუსი- ქვემოდან ახედა და თვალებგაბრწყინებულმა ეშმაკურად გაუღიმა -ჩემი სტატუსია, მამა .... გიოოო , ძმაოო მე მამა ვხდებიი - უცებ შებრუნდა , სალომე ჰაერში ასწია და ყველას ყურადღება მიიპყრო - შენი სიზმრის ბიჭი გიორგი მე და სალომ შევქმენით - ძმაკაცს ეხვეოდა, ამ ჩახუტებით დაიბრუნა თითქოს მანამ ცოლის ძმას ხვდებოდა ახლა კი ბედნიერებას უახლოეს მეგობარს უზიარებდა. შიშის ტალღა დატრიალდა, ქარივით დაუბერა და ყველას გონებაში შეაღწია , მაგრამ სიხარულის თბილი სიო მზესავით ანათებდა, სალომეს მომღიმარი თვალებიდან წამოსულ დადებით მუხტს წინ ვერაფერი გადაეღობებოდა. წონასწორობადაკარგული ციცოს საყრდენად გაბროს იქცა კვლავ, რომელმაც ქალთან ერთად შვილიც თავისკენ მიიზიდა და ორივე ერთად ჩაიხუტა. ………………… _ ელენე ... _თავდახრილი მიაბიჯებდა სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე . გონება ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე , უამრავი დარდი აწვა მის კოხტა მხრებს და მაინც ყველაზე მეტს გაბრიელთან შეხვედრის სურვილი ამწუხრებდა , მისი პრობლემები რომელთა შესახებაც მხოლოდ შორიდან ესმოდა არადა უნდოდა პირადად მიესმინა ის კი არ ჩანდა , დღეები კი მდორედ მიიზლაზნებოდნენ , უფერულებას მცხუნვარე მზის სხკვებიც ვერ ებრძოდნენ _ელენე _ კვლავ განმეორდა ხმა _ელენე , ერთ წუთს ვერ დამითმობ , პატარა ქალბატონო ? _ სათვალე ეკეთა , გრძელი თმა და წვერი წლების წინ ნანახი სახის ამოცნობას ართულებდა დამფრთხალი გოგონასთვის, რომელსაც ვერ გაეგო მკლავზე ვინ შეეხო _უკაცრავად _დამშვიდდი, გიორგი ვარ , კორინთელი _ გაეღიმა გონას გაფართოებულ თვალებზე , მანამდე თუ მზერას არიდებდა უცნობად მიჩნეულს ახლა ლოყებაწითლებული უყურებდა და ბედნიერებისგან იბერებოდა _ ქუჩაში არ უნდა ვხვდებოდეთ, მაგრამ უცნობებად დარჩენას სჯობს ასე გავიცნოთ, არა ? _ მისგან ისეთი მუხტი მოდიოდა საუბარში ნებისმიერს ჩაითრევდა _სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა , გარემოების მიუხედავად მიხარია რომ გხედავთ არ შეგაყოვნებ , ვიაროთ თან _ნაბიჯი გადადგა , დისტანციით მიჰყვებოდა , იმ მანძილზე დაშორდა დიალოგის გაგრძელება რომ შესძლებოდათ _ ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო გაბრიელთან შეხვედრას ვერ მოახერხებდი. დიდი ოჯახის წევრობა რამდენადაც საჩუქარია იმდენად მძიმე ტვირთიცაა , განსაკუთრებით მაშინ თუ პირველი ხარ და ყველას წინ მაგალითად უნდა იქცე. რამდენად შორსაც არ უნდა წავიდეს მარტო მაინც ვერასდროს იქნება და ჩვენ, ყველანი მის ფიქრებში ვიქნებით , დედამიწას მოივლის და ბოლოს ისევ სახლში დაბრუნდება _მშვიდად საუბრობდა , მაგრამ გვერდით მყოფს მღელვარებისგან სუნთქვაც ეკვროდა როგორც მახსოვს შენ ერთი ძმა გყავს , ჯარშიაო გავიგე _დიახ _მამა ისევ ძველ საქმიანობას აგრძელებს , ხომ? _დიახ _ წამით ამოისუნთქა და შემდეგ მეხივით დაეცა გიორგის სიტყვები , სრულიად მოულოდნელ იერიშს , რომ ჰგავდა _გაბრიელის გვერდით ყოფნა რატომ გინდა _შეიძლება არ გინდოდეს? _შენ რა გინდა მისგან ყველაზე მეტად... რა უნდა გამოსძალო _მე ... გამოვძალო? _ თვალებგაფართოებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა საით მიჰყავდა კაცს საუბარი _თუ არაფერი გინდა გამოდის არც გრძნობ _მე არ შემიძლია ვისაუბრო რას ვგრძნობ _გაბრაზდა, თვალები აენთო და მაინც სიმორცხვისფერი არ ტოვებდა მის ღაწვებს _და მას რა უნდა შენგან _მას უნდა ჰკითხოთ ! _პასუხები თუ არ გაქვს როგორ შეძლებ კორინთელების პირველობას _პიველ რიგში მე მაქვს ჩემი გვარი და მის შეცვლას არ ვაპირებ ! მეორეც მე კორინთელების პირველის თავისუფალი სუნთქვა ვარ , ვიქნები მომავალში და შევძლებ ყველაფერს რაც ამისთვის იქნება საჭირო. მე კი ყველაზე მსუბუქი სამყაროში არსებულ ტვირთს შორის ოჯახი მიმაჩნია , რამდენად დიდი და მძიმეც არ უნდა იყოს როცა გრძნობ მოდის სიმშვიდესთან ერთად სიმსუბუქეც. კორინთელების ცხოვრების მაჯისცემა მას მერე მადარდებს რაც პირველად ამიჩქარდა პულსაცია გაბრიელის დანახვისას. წლებია უკვე ჩემ ლოცვებში ხართ ყველანი და განსაკუთრებით თქვენ . მე არ ვიცი აქ რა მიზნით ხართ , წარმოდგენა არ მაქვს ჩვენი ეს დიალოგი რას ემსახურება , რა გინდათ ჩემგან მოისმინოთ . მე მხოლოდ ვიცი ის , რომ გაბრიელი ჩემი წყვდიადის მნათობი სხივია და არ დავუშვებ ოდესმე ჩაქრს _ეს ბილეთი მამას გადაეცი _ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო და გაუწოდა. გამომეტყველება ისევ უცვლელი ჰქონდა , მხოლოდ სათვალე მოიხსნა და გოგონამ იარის ნაწილი დაინახა _ უთხარი , რომ პირადად ვეპატიჟები -მაგრამ -შენ ახლა მე ერთ რამეს დამპირდები , კარგი ? - მისი მტევანი ხელებსშორის მოიქცია- შენი კოხტა , გონიერი თავი არ გადაიღალო მუქი ფიქრებით. ჩვენ აქ ვართ , ერთად,თქვენთან , თქვენთვის ! -ვიცოდი - თვალებამღვრეულმა გაუღიმა გაკვირვებულს და პასუხი კითხვის გაჟღერებამდე გასცა- რომ დაიბრუნებდით საკუთარ თავს ! მომავალ ,ბედნიერ შეხვედრამდე შებრუნდა, გზა შინისაკენ ემოციებით სავსემ განაგრძო. ცრემლები სდიოდა მოჭარბებული გრძნობების ჩასაცხრობად . მიდიოდა და ყოველ ნაბიჯზე ემატებოდა სიმშვიდე, თითქოს ფარი გაჩნდა მის სიახლოვეს, რაღაც ახალი რაც მანამდე არასდროს განუცდია , ძალა ,რომელიც მხოლოდ მის სასიკეთოდ იყო მიმართული. ......................... _მივდივართ , ხომ ? _ვაკო მირას ნაწნავს მშვიდად შლიდა , ჯერ ღიღინებდა და შემდეგ აქეთ_იქით მოსიარულე გიორგის ახედა _თუ გადაიფიქრე _სულ არ გაგიჟდეს, უცნაური კაცია _მქონდა მასთან დიალოგის პატივი ,მაგრამ შენ მოლაპარაკებების დიდოსტატი ხარ _დრო ნახეთ ხალხო,დაგვიანებას აპირებთ ? _ უტამ მაჯაზე მორგებულ საათზე ანიშნა და თვალებდაწვრილებული დააკვირდა მეგობარს_ დღეს გოლის მოლოდინში ვართ თუ მხოლოდ გაბრიელს ვადევნოთ თვალი _ სწორ მიზანს მიაგნო კაცმა . კაცის ტვინს მუხტი მისცა თვითშეფასების ბოლო წერტილამდე ასაყვანად _გოგომ ციცო უნდა გაიცნოს , შენმა გატანილმა გოლმა სულ ტყუილად რომ არ ჩაიაროს. დღეს შესანიშნავი დღეა ხატია და დარია სახლში მოვლენ . ჩვენი გოგო ისეთია დღეს ღვთიური დღე უნდა გამოვიდეს ... ხო მაა? _ სარჭი მოუჭირა , ორივე ნაწნავს ხელი ჩამოუსვა და თავზე აკოცა გასუსულ გოგოს _ გვითხარი რა ვქნათ _მე ლოდინი მიყვარს , მგონია დროს მოაქვს სწორი აზრები ტვინში , მაგრამ ბიჭი მალე მიფრინავს და მოუგვარებელ საქმეებზე თუ იდარდა ფეხბურთს როგორ ითამაშებს. მე რთულ რამეებზე რომ ვფიქრობ თავი ისე მიმძიმდება, ისე , ისე რომ მგონია სულ წინ მექაჩება და სიარულიც მიჭირს . მან კი სწრაფად უნდა ირბინოს და მოთამაშეებიც მოატყუოს _ წარბებშეჭმუხნული ლაპარაკობდა და სათქმელს თავისი ბავშვური ენით ამბობდა _აი ძია ლევანიც ასეა სულ , ბევრს რომ დარდობს მძიმდება _ იმ წამს მისულ კაცს მიმართა _რა სიმძიმეზე ლაპარაკობთ ჩემო კუდრაჭა ?მეგონა მე ვაგვიანებდი ძლივს დავეხსენით მე და ბავშვები ვერონიკას. ლადოსთან არიან , ხომ იცით იდეალურად თუ არ იქნება ყველაფერი ისე ცოფდება ციცო მიმიქარავს _ გვერდით პეტრე, მათე და ანანო ჰყავდა. გოგო წამსვე მირას გვერდით დადგა , ემოციებით იყო სავსე _ გიორგიი , ჰა თქვი ახლა რამე -უტაა გამომართვი ეს ფოტოაპარატი თორემ ერეკლეს საჭმელი ჰგონია და დაღრღნა ბუდე - ლადომ ყელზე ჩამოჰკიდა აპარატი და ბავშვი მხრებზე შემოისვა- რიტაა მაა მოედანზე მივდივართ ეს ფრიალა კაბა რატომ არ გამოიცვალე? -მალტო მე ვიქნები კვავილი - თმა კეკლუცად გაისწორა - ქატია ქო უნდა წამოვიკანოთ და ლამაზი უნდა ვიკო- მსუბუქად წამოიკივლა მოცინარმა გიორგიმ ხელში რომ აიტაცა -აქ რა უნდა არანორმალურ მამაშენს იცი? - ბავშვს ჰკითხა და თან ლადოს გახედა -თამაშის დამთავრებამდე გავიქცევით დარიჩკასთან და მოვიყვან სახლში ჩვენს გოგოს. საღამოს ერთ აღსანიშნ ამბავს დაგვიმატებთ იმედია _ბავშვებოო თქვენ ჩემთან დაჯდებით ... ესენი ისე ყაყანებენ თავს აგატკიებენ . თქვენ კი დროზე გადანაწილდით მანქანებში. ციცო ისეა აღელვებული მტვრის ყველა მარცვალს დასდევს და გავასწროთ თორემ დაგვერევა , დამიჯერეთ გამოცდილ კაცს _ გაბრო რომ მოვიდა გიორგის სათქმელის გაჟღერებაც აღარ დასჭირდა . მიშოს ანიშნა წინ დაჯექიო და დანარჩენების მსგავსად თავადაც მანქანისკენ დაიძრა -გიოო - ჟრუანტელმა დაუარა ცოლის ნაზი ხმის გაგებისას. უკან მიბრუნდა -მოდიი რაა - ხის ქვეშ მდგომმა ხელის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა თავისკენ . ინსტიქტურად დაიძრა და მოურიდებლად მოხვია მკლავები წელზე - გეგმა „ა“ თუ არ გამოვა ყოველთვის არსებობს გეგმა „ბე „ -დაბრუნებამდე გააცანი ციცოს ჩვენი პირველი გოგო ... - ჰაერში ასწია, ხის მეორე მხარეს გადასვა და ტუჩები დაუკოცნა- ვახშამზე ყველანი ერთად უნდა ვიყოთ - სიგნალების ხმა და ბიჭების შეძახილები რომ გაიგო სიცილით გაიქცა მანქანისკენ -მისიის ჩემი ნაწილი შესრულებული იქნება , ძვირფასო - ნინომ თვალი ჩაუკრა და სახლის მიმართულებით დაიძრა. იმ დღეს იწერებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი , რომლის ყველა მოქმედ გმირს თავისი ზუსტი ადგილი ჰქონდა . ............. ტრიბუნა სავსე იყო , ხალხი ტაშითა და შეძახილებით ხვდებოდა მოედანზე გამოსულ მოთამაშეებს . მთელ ორ რიგს კორინთელები იკავებდნენ მათ შორის კი მხოლოდ ერთი იყო გიორგის მიწვეული სტუმარი _თამაშის სანახავად არ დაგიპატიჟებივარ ... ალყაში მოქცეულს რაღაც ისეთს მეტყვი დამიკარგავ ფეხბურთის ყურების მუღამს ხო? _ კახა ის კაცი იყო არავინ და არაფერი რომ არ შეაჩერებდა თუ მისი ტვინის რომელიმე ნაწილი არ გადაწყვეტდდა ამას _ ზედმეტს ნუ მიედმოედები პირდაპირ მითხარი , გამაგებინე ახლად გაცოცხლებული ჯერ რომ არავის შეხვედრიხარ მე რად ამომარჩიე ამდენ ნაცნობში _ჩვენი ოჯახის ბედის ხაზები იკვეთება და სწორედ ამიტომ ხარ აქ შენ და არა სხვა. არჩევანი ჩემგან დამოუკიდებლად გაკეთდდა საუბრის მთავარი ფიგურანტების მიერ _ხლართავ, გეუბნები პირდაპიირ და გასაგებაად ვაა _ ხან გიორგის უყურებდა ხანაც ფეხბურთელებს , მაგრამ აშკარად ერჩივნა თამაშის ცქერით დამტკბარიყო ისე გაგიჟებით უყვარდა ეს უკანასკნელი _შენ მე მიცნობ , ჩემზე უფროსი ხარ და სკოლიდან მოყოლებული გახსოვარ . იცი ვინ ვართ და რა შეგვიძლია, ისიც მოგეხსენება , რომ თუ დარწმუნებული არ ვარ კეთილ ზრახვებში ისე ნაბიჯს არ ვდგამ და არასდროს არავის დავაზარალებ მხოლოდ ჩემი სურვილების გამო -ტაქტის დაცვას ცდილობდა საუბრის პირველ ეტაპზე _ყველაფერი ვიცი , ყველამ იცის თქვენზე . ეგ რა სალაპარაკოა საერთოდ , ეჭვი შეაქვს ვინმეს შენს კაცობაში და სიტყვის ძალაში? _მაგ სიტყვის თქმას ვაპირებ ზუსტად. ჩემი შვილი , გაბრიელი _მაგრად თამაშობს, კარგი ბიჭია ვიცი, მაგრამ ჩემ გოგოს რომ დასტრიალებს თავს დიდად არ მახარებს ეგ ამბავი. თქვენ სულ სხვაგან ხართ ჩვენ სხვაგან და ჩემი ელენე თქვენს ვაგონზე ვერ ამოხტება. მე მისთვის პატრონი მინდა ვინც მიხედავს, მოუვლის და მშვიდად ამყოფებს . რა ეტყობა შენს ბიჭს იმის რომ ჩემ გოგოს სახლში გააჩერებს მშვიდად, წყნარად თავის ბავშვებთან აჟღურტულებს და ადამიანურად ამყოფებს. მე არც ფულს მივადევნებ, არც სახელს , არც სხვა რამეს კიდე. ჩვეულებრივი ბიჭი მჭირდება და არა ვარსკვლავბიჭუნა ვინც სიმშვიდეს არასდროს აღირსებს ჩემს გოგოს _ისე საუბრობდა ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი უარი და თქვა კიდეც ის რაც სურდა, შემოვლითი გზაც არ უპოვნია წინადადების გაჟღერებამდე უარყო იგი _ხალხი ლაპარაკობს, ფეხებს მხოლოდ იმიტომ არ ვამტვრევ რომ ასე კარგად თამაშობს თორემ სხვა რომ ყოფილიყო დიდი ხნის წინ დავუნგრევდი თავ_ყბას იმისთვის რომ ჩემი გოგოს სახელის ზედმეტად ხსენება გააბედინა ზოგიერთს. სკოლა მალე დამთავრდება. შენი წავა , გაფრინდება მოივლის მსოფლიოს და მე ვიამაყებ რომ ქართველია. ჩემი დარჩება აქ , გაჰყვება ჩემ არჩეულ ბიჭს და იცხოვრებს მშვიდად ! _ პირველი გოლის გაიტანამდე ცოტა დააკლდა გაბრიელს და ყველა ფეხზე იდგა. კახაც გულშემატკივრებს შეუერთდდა , საუბარი დასრულებულად მიიჩნია და საერთოდ აღარ ელოდა გიორგი თუ დიალოგს გააგრძელებდა . სკამზე როგორც კი დაბრუნდა უფროსმა კორინთელმა შტევაზე გადასვლა დაიწყო _მე და შენ რომ გვინდოდა ცოლის შერთვა ორივემ მივიყვანეთ გადაწყვეტილება ბოლომდე და შევქმენით ჩვენ_ჩვენი , ჩვენებური ოჯახები , ახალ სიცოცხლეს მივეცით არსებობის საშუალება , გავზარდეთ, ვასწავლეთ , პიროვნებებად ჩამოვაყალიბეთ და ახლა მათი არჩევანის ჯერი დადგა. შვილია, პატივისცემით სავსეა და მოსწონს თუ არა შენი არჩეული გზა მთელი ცხოვრებაა მას მიჰყვება. ღირსეული გოგონაა, ძლიერი და იმდენად პატივსაცემი რომ იმსახურებს ერთხელ შენც გაჰყვე მის სურვილს. ენდო , დაუჯერო , პატივი სცე უკვე გაზრდილი, შენ მიერ ჩანერგილი პრინციპებით მოაზროვნეს . თუ ახლა უარს ეტყვი , თუ მის ბედნიერებას წინ გადაეღობები მშიშარა კაცი იქნები, მხდალი და გატეხილი . მის თვალში გაუფასურდები და დამიჯერე ამაზე უარესი, მამისთვის, სამყაროში არაფერია ! მე ჩემი შვილის ქებას არ დავიწყებ , არც იმის მტკიცებას ვთვლი საჭიროდ რას და როგორ გააკეთებს ელენეს სიმშვიდისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი შვილის არჩევანს ვიცავ , შენი ელენეს პოზიცია ვიცი და მჯერა გაუძლებს კი არა სულ მალე კორინთელების ერთი ოჯახის ცენტრი გახდება ის პატარა გოგო ვის ძალასაც ვერ ხედავ კარგად. შენ შიშებს ნუ მისცემ უფლებას შვილი წაგართვას . შენ რომ უღალატებ იცოდე ისიც გაჰყვება თავის არჩევანს, რომელშიც მისი გულიც და გონებაც დარწმუნებულია. ახლა , ზუსტად ამ დროს როცა ჩვენ აქ ვართ ის ჩვენს სახლშია , ოჯახის ნაწილს ეცნობა . ჩვენ ხელი ჩავკიდეთ , გულში ჩავიკარით და სამყარო რომ ამოტრიალდეს აღარ გავუშვებთ ! -გულს ამოვაცლი ელენეს ეს სულელური სიყვარული ოდესმე სანანებელი რომ გაუხადოს- გიორგისკენ არ გაუხედავს, იქ რომ მიდიოდა მსგავსი განვითარება საერთოდ ვერ წარმოედგინა. ახლა კი ისე დასთანხმდა ვერც გაიაზრა. მოედანზე წაქცეული ბიჭი რომ დაინახა ინსტიქტურად წამოიჭრა ფეხზე კორინთელების არმიასთან ერთად. -ჰოლანდიაში გაფრენამდე ხელს ვითხოვთ , ორი თვით წავლენ და რომ დაბრუნდებიან იქორწინებენ - როგორც კი ბიჭი თამაშს დაუბრუნდა მაშინვე განაგრძო შეტევა -ქორწინებამდე არსად -შენს ცოლთან ხელი მოწერილი გქონდა? მახსოვს სანამ დოკუმენტი არ დაგჭირდათ ისე ცხოვრობდით. გამოდის მრუშობდი? ახლა შემოიღეს ქორწინებები თორემ ადრე ნიშნობის მერე იწყებდნენ ერთად ცხოვრებას და ყველა ცოლ-ქმრად თვლიდა. ასე არ არის? -გამომიჭირე და ბოლომდე მიტევ არა? -ელენეს ვკითხოთ , თუ ახლავე უნდა ქორწილი ჩვენ ამ შაბათსვე შეგვიძლია -ჯერ ნიშნობა მოვაწყოთ და მერე ვნახოთ .... ესენი ჩვენი ბიჭის იმედად არიან მხოლოდ? - მოწინაღმდეგის გატანილი გოლს გინებით შეხვდა ნაკრებმა თამაში ფრედ დაასრულა, კორინთელმა უშეცდომოდ ითამაშა და კვლავ აიმაღლა ქულები საჭირო ხალხის წინაშე. სუნთქვაარეული შეჰყურებდა ორ რიგად განლაგებულ თავის ხალხს და მათ შორის მდგომ კაცს, რომელიც ტაშს ომახიანად უკრავდა. წამსვე მამის მზერა იპოვნა, თვალის ჩაკვრა მიიღო პასუხად და სახეზე ნათელმა ღიმილმა გადაურბინა. მიშო მამას ეკვროდა და ჩვეულებრივ ხმამაღალი შეძახილით გამოხატავდა ემოციებს, ბავშვები მხიარულად დახტოდნენ სკამებზე და კოცნებს უგზავნიდნენ ჯერ კიდევ მოედანზე მდგომს. ლადო კი უკვე გასასვლელისკენ გარბოდა, თავისი გოგონები ელოდნენ ,მათ კი მთელი კორინთელების ოჯახი დახვდებოდა. ..................... გიორგისთან ერთად მდუმარედ იმგზავრა. დაღლილს ფიქრის თავიც არ ჰქონდა , იმასაც ხვდებოდა მამა სიტყვის თქმას ,რომ არ აპირებდა და მისი გამოტეხვის ფუჭი მცდელობებისთვის ენერგია ნამდვილად არ გააჩნდა. თავი სავარძელს მიაყრდნო , თვალები დახუჭა და მანამ არ გაუხელია სანამ ეზოში არ შევიდნენ. ჩვეულებისამებრ ჟრიამული დახვდა, ბავშვები , ქალები , კაცები , სუფრა და მრავალფერი ქაოსი . დარია თვალის ერთი მოვლებით ვერ იპოვნა , ამიტომმათ მისვლამდე დასვენება გადაწყვიტა. -სახლში გადავალ , გამოვიცვლი, დავისვენებ და მერე უნდა წავიდე - ნინოს ლოყაზე აკოცა თუ არა ელენე დაინახა . ფიქრებით გაბრუებულს მოჩვენება ეგონა , ღიმილს რომ არ წყვეტდდა და მიმიკებს იცვლიდა მერე დაიჯერა მისი იქ ყოფნა -სადაც მიდიხარ ის აქ არის ... განდევნე ზედმეტი ფიქრები და მხოლოდ ქორწილის თარიღის არჩევაზე იმსჯელეთ - გიორგის ხელი მხარზე იგრძნო, ჩუმად ნათქვამი სიტყვები კარგად ესმოდა და გრძნობდა როგორ იფანტებოდა დაღლილობა და მსუბუქდებოდა ყოველი ამოსუნთქვა -5 წუთი მჭირდება - ისე თქვა ვის მიმართავდა ვერ გაიგებდით . წამის მეასედში გაჩნდა გოგონასთან, მკლავები შემოჰხვია და გულში ჩაიკრა . მთლიანად დაფარა, ყველასგან ზურგით იდგა და სამყაროს აქრობდა მისი გარემოცვით -გაბრიელ ... რას აკეთებ . უხერხულია - ერთს ამბობდა და მეორეს გამოხატავდნენ მისი თვალები. ...................... -შვებულების ასეთი დასაწყისი წარმოუდგენელი რამეა , ჩემო თამარა - გრძელ სკამზე მჯდომს ცივი წვენი მიუტანა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა- შენ მონატრებას ისევ რომ ვერ მოვერიე რა გავაკეთოთ მე და შენ? -გავიპაროთ ,როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდება ... მღელვარების ჩაქრობას ნუ დაველოდებით, ბობოქარი ტალღები ამ ოჯახს არ დატოვებს - თვალები უბრჭყვიალებდა და ამჯერად თავად კოცნიდა გვერდით მჯდომს. - სალომე დედა გახდება, მღელვარების ჩაქრობამდე შორია -სალომე დედაა, მან უკვე დაიწყო შვილისთვის ბრძოლა, მისი მომავლისთვის ... -უტას მშობლებს ჯერ კიდევ ორი დღის წინ ელოდა , მაგრამ ისევ არ ჩანან . ჩვენს ოჯახებს შორის დაღვრილი სისხლის კვალი არ ქრება -ეზოში მიმოფანტულ ოჯახისწევრებს უყურებდა -მოვლენ . სალომე დარწმუნებული იყო,ლონდა გიორგის გამო ჩამოვაო ბავშვის არსებობა კი მშვიდობას მოიტანს -საბუთები მზადდება ხომ? - გიორგი მიუახლოვდათ , სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოექცია და მშვიდად უყურებდა წყვილს. ჯერ კიდევ ებრძოდა შინაგან დისკომფორტს რომელსაც ხალხმრავლობა უქმნიდა -დავაჩქარებინე, თან მაქვს ორივე - ფურცლები გაუწოდა კაცს . გიორგიმ კმაყოფილმა ამოიკითხა სახელები და გვარები, ლაილა და თუთა კორინთელები- ყველაფერი გავარკვიე, აქ ვერავინ იპოვნის , მისი მშობლების გრაფაში ციცოსა და გაბროს სახელებია -დეტალურად უნდა მიამბო ეს ქალი ან სად იპოვნე ან როგორ დაითანხმე ცოლობაზე- ძმას ზემოდან დახედა და რძალს ხელზე აკოცა- ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ძვირფასო თამარა -უპირველეს ყოვლისა მან მე თავად მიპოვნა. კორინთელების პრინცის ცოლობა რომ მისი ბედისწერა იყო ეგ მარტივად გაიაზრა თავისი მნათობი გონებით და შეთავაზებისთანავე დამთანხმდა -მთელი ცხოვრება სალაპარაკოდ ექნება და ვერც ვეწინააღმდეგები, ნამდვილად მე ვიპოვნე ნამდვილი ბრილიანტის დამსახურებით, რომელიც ჩვენთან მთელი სიდიადით ანათებს - ბავშვების გვერდით მოთამაშე მირას კისკისს უსმენდა და მის თავისუფალ ფარფატს ადევნებდა თვალს . -ლონდა მოვიდა , საუკუნის ზავის მომსწრენი ვხდებით - ეზოში შემოსულ მანქანას მზერა გაუსწორა და ინსტიქტურად წამოდგა . წლები იყო გასული მას შემდეგ რაც ქალები ერთმანეთს შეხვდნენ, უკანასკნელი შემთხვევა იმდენად მძიმედ დასრულდა ქორწილმაც კი ვერ მიიყვანათ ერთმანეთის სახლის ზღურბლთან ახლა კი ლონდა შვილზე წინ სალომეს იკრავდა გულში. ჯერ კიდევ არ იცოდა ახალი ამბავი, მხოლოდ შვილადმიღებულ რძალს ეხვეოდა ასე თბილად . უტას ძმადნაფიც გიორგის გამო იდგა კორინთელების ეზოში , ამღვრეული თვალებით , გულწრფელი სიხარულით ულოცავდა ციცოს შვილის ცოცხლად დაბრუნებას. -მეც გილოცავთ ... - ციცომ პაუზის შემდეგ უთხრა და იქვე მდგომი ამირანის ყურადღებაც მიიქცია - ამიერიდან ერთმანეთთან სამუდამო კავშირში ვართ , შვილიშილი გვეყოლება -დედიი - უტას ხელი ათრთოლებულ მკლავზე იგრძნო , თავზე აკოცა ბიჭმა თავად კი ასე სალომეს მიმართა , რომელიც გაღიმებული უყურებდა . ვერაფერი თქვა , კვლავ თავისებურად ზედმეტი სიტყვების გარეშე გამოხატა ბედნიერება . რძალს ჯერ ლოყაზე მოეფერა მერე კი მარჯვენა მტევანზე აკოცა , გალეულ თითებზე ჩასჭიდა თბილი ხელი - გამოგვივა , აუცილებლად . ჩემი ერთადერთის და შენი ნაწილია, შეუძლებლის შეძლებაა უკვე - მხოლოდ სალომეს ესმოდა მისი სიტყვები, სხვას არავის . -და აი ისიც , ჩვენი ხატია მობრძანდა - გაბროს ომახიანმა ხმამ გაიჟღერა და ყველას ყურადღება პატარა ქალბატონისაკენ გადავიდა. სუფრის ერთ ბოლოში ციცო იჯდა მეორეში გაბრო, მათ შორის მანძილს ოჯახი ავსებდა , ოჯახს კორინთელების ყველა , საკუთარი დიდ-პატარა „სახლებით“ . კორინთელების პირველს ერთ მხარეს ჰყავდა ნინო , მომღიმარი , მნათობი თვალებით , კეკლუცი ღიმილითა და დაბრუნებული სამყაროს ცენტრით, მეორე მხარეს მიშო იკავებდა , ყველაზე მეტ დროს რომ იმსახურებდა და წამსაც ვერ ელეოდა მამის გარეშე. მგობრობიდან ოჯახისწევრად ქცეულ ლაილას , თუთას დაჭერა გაუჭირდა , სუსტი გოგონა იყო ,მძიმე ცხოვრების მიერ დატოვებულ კვალს ჯერ კიდევ ვერ მორეოდა. თუთა მალე ნინოს მკლავებში აღმოჩნდა ,რომელსაც გვერდს პირველი გოგონა უმშვენებდა, ელენას თითებს კი გაბრიელის თითები ათბობდნენ. კორინთელების პირველს მეორეს „სახლი“ მოჰყვებოდა, ვაკოს თამარა საერთო ნაწილის გულისცემით მკერდის ქვეშ და მირა, ახალი აღმოჩენებით, დაკვირვების ობიქტი არასდროს რომ ელეოდა, დასკვნა კი მრავლად ჰქონდა თავისი მშვენიერი გონების წიაღებში დოკუმენტებად დალაგებული. დღის მთავარი მოვლენა ლადოს ჰყავდა მკლავზე მიწვენილი და კვლავ ისე ბედნიერებით სავსე უღიმოდა, მუხლზე მჯდომ რიტას შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა, გოგონა კი მხოლოდ პატარას ეფერებოდა და ცდილობდა არც დარიას მკერდზე მიკრული ერეკლე დაევიწყებინა , მონატრებას ალერსიანი ხმით მრავალჯერ ნათქვამი დედით, რომ გამოხატავდა და ქალისგან მიღებულ სითბოს მთლიანად შთანთქავდა. კორინთელების პირველი გოგო დედობის გრძელ, მრავალფერ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. უტას ემოციებს რომ ვერ იმორჩილებდა ეს ამბავი ხან აგიჟებდა ხანაც სიცილის ტალღად ევლინებოდა. გვერდიდან ლონდასს მშვიდი გულისცემის ხმა ესმოდა, ისეთი თავისუფალი ეჩვენებოდა წყვილი თითქოს ბოლო თვის განმავლობაში ყველა მუქი ფერი გაფანტეს და სულ თავიდან , ცოლ-ქმრობის საწყისი წერტილიდან , ერთმანეთის შეცნობიდან დაიწყეს, გულწრფელი გრძნობების გაცვლით , გრძნობებით რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ. მათი პატარა სახლი პირველს ელოდა, ბუდე შენებას აგრძელებდა. კორინთელების შავი მარგალიტი სტაბილურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ლევანის მშობლებსა და მათეს კახეთის ტურს ჰპირდებოდა, არასდროს ივიწყებდა საკუთარ გეგმებს , უყურადღებოდ არავინ რჩებოდა. ყველას მოავლო მზერა ,გიორგის განსაკუთრებით დიდხანს უყურებდა , მისი იქ ყოფნა იყო ახდენილი ოცნება . მათეს ჟაკეტი მოაფარა მხრებზე და გაეღიმა როდესაც დაინახა ბავშვების გათბობაზე მას უკვე ეზრუნა. ლევანის მტევანს თითები შემოჰხვია, ლოყაზე მსუბუქად აკოცა და თავი მხარზე ჩამოსდო. ბევრნი იყვნენ, მაგრამ არასდროს ზედმეტნი ! ყველანი ერთად და ცალ-ცალკე გზის საერთო მონაკვეთით , რომლის საშუალებითაც ხვდებოდნენ სახლში ... ფერებით,რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ , წყვდიადში იჭრებოდნენ და სიბნელეს დამკვიდრების უფლებას არ აძლევდნენ. ცხოვრებისთვის ომში , მრავალი ამბითა და დაუსრულებელი ისტორიებით ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.