შიზოფრენია (თავი 1)
თეთრი ფილებით მოპირკეთებულ სააბაზანოში გრძელი და ულამაზო სარკის წინ ისე ვდგავარ,თითქოს დღემდე არ მქონდეს ნანახი ჩემი სხეული. მარჯვენა ხელით მკერდს ვფარავ,ხოლო მარცხენათი საკუთარ ყელს ვეხები, ეს ის სცენაა რომლის გადაღებაც ჩემს გვერდით მდგარ ფოტოგრაფს სურს,მოუსვენრად ცქმუტავს და უცნაურ პოზებს იღებს. დავაკვირდი,შემოქმედი ხალხი ძალზედ უცნაურები არიან, საკუთარი ხედვა აქვთ რომლის სიღრმეებსაც მხოლოდ თვითონ სწვდებიან, არ ვიცი იქნებ ეს ყველაზე ლამაზი ხედვაა კიდეც,რომელსაც მე ვერასდროს აღვიქვამ ისე როგორც სასწაულს. გაყინულ თითებს ძლიერად ვიბჯენ მოშიშვლებულ სხეულზე,რობერტი რომელიც აჩონჩლილია საახალწლო ნაძვის ხის მსგავსად სამი ფოტო-კამერით ხან ერთიდან მიღებს,ხან ორი დარჩენილიდან. “ ყბა ასწიე “ “ ბაგეები შეაღე” და “ თავი ოდნავ გადახარე” გაუდის,ცოტა გამაღიზიანებელია ხმაურიან და მოუსვენარ ადამიანთან ერთან ერთ სააბაზანოში ყოფნა,თუმცა ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო რადგან ეს ერთადერთი რამ არის,რისი შედეგის დანახვაც ყოველთვის კმაყოფილებით მავსებს . და მაინც მიკვირს სარკის წინ მდგარს, რა მოსწონთ ადამიანებს ჩემში, გამხდარი მკლავები უსიცოცხლო ფერისანი რომ არიან თუ მუდმივად დაღლილი თვალები. - არ მოგწონს ეს ყველაფერი ხო ? - სხეულის ყოველი ნაწილი მიკავდება,დახრილ თავს ვასწორებ და სარკეში საკუთარ ანარეკლს ვაჩერდები. შიში და გაღიზიანება ერთბაშად მიბყრობს,შეუძლებელია გარკვევა იმის,რისიც წლებია მესმის თუმცა,აშკარაა ის რომ ექიმები ამას შიზოფრენიას უწოდებენ თუმცა ეს გადმოცემით ვიცი მხოლოდ, ვიცი არც ავადმყოფი და არც გიჟი ვარ . უღონო ხელებს სხეულიდან ვიშორებ და ძალიან ფრთხილად ვუახლოვდები სარკეს, გაოცებისგან პირდაბჩენილ რობერტს ახლა სხვანაირად ვუსწორებ თვალს თვალში,უყურადღებოდ ვტოვებ მერე და ჩემივე ანარეკლს ყურადღებით ვაშტერდები. სულ მაინტერესებს ვინ არის ჩემს გონებაში კიდევ, ვინ არის ისეთი ვისაც შეუძლია ასე კარგად ჩემი შეცნობა, მინდა ვიხილო ამ ხმის სახე და თვალები. ცოტა ხანს გახევებული ერთ ადგილზე ვჩერდები,მერე მუხლები მეკეცება და ფრთხილად ვეშვები გაყინულ იატაკზე , და მაინც მან იცის რომ მე ეს ყველაფერი არ მომწონს ! - ოხ ჩემო საბრალოვ - საბრალოვ,საბრალოვ ! ყოველ დღე მესმის ეს სიტყვა,საბრალო მე .. - ჩშშ - თვალებს ვხუჭავ,ჩემივე ხმებსა და ემოციებში ვიკარგები,მე ვხედავ როგორ ვარ სობნელეში და ჩემს გარშემო სრული სიბნელეა, გასაოცარი სიბნელე რომელსაც არაფერი შეედრება სხვა, ვხედავ ვიშლები ნაწილაკებად, ვიფანტები, ბევრი ვხდები არ მესმის აღარაფერი გარდა საკუთარი ფიქრებისა , ვფიქრობ და თან უაზროდ ბევრს, არ ვიცი რას მაგრამ ყოველ წამს და ვიღლები. ჩემი ხმა გარდაიქმნება ექოდ,ერწყმის ჩემთვის უცხო და თან ნაცნობი ხმაც და იქმნება ქაოსი, არეულობა. “ შენ ვერ მიპოვნი ვერასდროს “ მიმეორებს და არ ჩუმდება, მე კი გაფანტული ისევ უსასრულობაშო მეტად ვიშლები,ვეძებ ამჯერადაც, მესმის და ვერ ვიგებ საიდან მოდის ეს ხმა, საიდან იქმნება, როგორ შეუძლია ჩემი შევიწროვება ჩემივე ხორცშ, მე მას შევეჩვიე , მაგრამ ბოლომდე ვერ და ისევ, ისევ და ისევ, ისევ და ისევ - რა გჭირს - სიბნელეში რობერტის ხმა ძალით მექაჩება თავისკენ, თვალებს ვახელ და ახლაღა ვამჩნევ, მუხლებზე დამხობილს ორივე ხელი თავზე მაქ შემობჯენილი, ახლაღა ვახერხებ თავისუფლად ამოსუნთქვას და მახარებს თეთრი უშნო ფილების ისევ ხილვა - არაფერია - წამოდგომაში მეხმარება და მხრებზე ხელებს ძლიერად მკიდებს, თითქოს ჩემი შეჯანჯღარება სწადია მაგრამ ვერაფრით ბედავს, მე ხომ არ ვიცი რას ვგავდი მუხლებზე მდგარი მაგრამ ვხვდები რომ არც ისე კარგი სანახავი ვიქნებოდი - საკმარისია დღეისთვის, მე წავალ - ხმადაბლა მეუბნება და სააბაზანოდან ისე ქრება თითქოს არც ყოფილა არასდროს. ცოტა ხანს ისევ სარკის წინ ვისვეტები,ვიხრები და იატაკზე გაფენილ პლედს ვწვდები ხელით. - და მერე ? რაო ? - ჩემს წინ მჯდარი ლინდა ცნობისმოყვარედ ჭყიტავს თვალებს და ერთი სული აქვს გაიგოს რა მოვისმინე კიდევ დღეს - მერე არაფერი - მხრებს ვიჩეჩავ და უგემურად ვეტანები მწვანე ჩაის - რა უცნაურია - ტუჩებს ბრიცავს და იშმუშნება - მე რომ მესმოდეს მსგავსი რამ ალბად გავგიჟდებოდი - მე ხომ ლინდა არ ვარ - ვუღიმი და ვამშვიდებ - არ ვიცი მია, იქნებ გეცადა გარკვევა რის გამო დაიწყო შენს თავს ეს ყველაფერი ? - რისთვის ? რომ მიწოდონ ავადმყოფი თუ რომ გამომჭყიპონ პრეპარატებით ? - ჩუმდება და ხასიათი საგრძნობლად ეცვლება,ვიცი ღელავს ჩემს გამო თუმცა არ ესმის ის რაც მე მესმის და მე მისი გაგება შემიძლია, მას ჩემი არც ისე. ჩაის სმის შემდეგ ორივე ვტოვებთ კაფე-ბარს,ბედნიერი სახეებით ვუქნევთ ხელებს დასამშვიდობებლად ერთმანეთს პატარა ბავშვებივით და ვიკარგებით . ახლა ის დროა მე რომ ყველაზე მეტად მიყვარს და თან მეზარება, საათს უცბად ვაპარებ თვალს და ვხვდები რომ სამსახური მელის მოუთმენლად. გადასასვლელს სწრაფი ნაბიჯებით ვკვეთ და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ვენაცრები. - დააგვიანე - ბრაზმოერული ლუი კბილებიდან ცრის - მსხვერპლი თინეიჯერი გოგონაა,ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობაა - სწრაფად მარკვევს ყველაფერში . ორ სართულიანი თეთრი,კოხტა სახლის ეზოში შევდივართ, ირგვლივ ყვავილებია და პატარა ხის სკამი , შესახედავად ლამაზი და მყუდროა ყველაფერი თუმცა შედეგი კიდევ მაჩვენებს რომ შესახედავი ყველაფერი აუცილებლად არ ამართლებს ხოლმე ყოველთვის. - რატომ დააგვიანე ? - ისევ ტრიალდება ჩემკენ და სვლას აფერხებს - ჰა ? - დილით ფოტოგრაფთან მქონდა შეხვედრა, ძალიან ადრე იყო რომ იცოდე, თანაც დღეს ყველამ იცოდა შენს გარდა რომ შესაძლო იყო დამეგვიანა - გავუღიმე და გვერდი ჩავუარე - ხო? - უკვე ჩემს უკან მდგარს ხმა ეკარგება. სახლის შესასვლელთან ვჩერდები და ერთჯერად ხელთათმანებს ვიცვამ,თვალი უზარმაზარი საათისკენ გამირბის რომლის ისრებიც გაჩერებულია, მერე ფერად ნოხს ვაჩერდები და ინტერესით ვათვალიერებ ერთჯერადად რაც ჩემს ირგვლივ არის - მოდი აქ - ხელით ვანიშნებ ოთახის ბოლოში მდგარ მიკაელას - გამარჯობა მია - რა ამბავია ? - მეზობელმა იპოვნა დღეს გვამი,მსხვერპლი თოთხმეტი წლის გოგონაა,ლიზა ჰქვია - ძალიან პატარა არის - საკმაოდ საამისოდ - მპასუხობს მიკაელა,ცოტა ხანს ჩუმდება და თავს დანანებით აქნევს - კიდევ რა ვიცით ? - ამჯერად მეტი არაფერი - მოკლედ მიჭრის და გვერდით მიდგება - წაიყვანეს ? - კი - საეჭვო რამე ხომ არ დატოვა ადრესატმა ? - თითის ანაბეჭდიც კი არსად იყო, გასაოცარი არაა ? - გაკვირვებული თვალებს ვჭუტავ და სახლიდან გავდივარ ანაბეჭდი არსადაა.. როგორ მომზადებულა თურმე, დიდ ხანს გეგმავდა ამას - სიკვდილის დრო? - გამთენიის ექვსი საათი - მპასუხობს ლუი - მოდი მეზობლებს შევხვდეთ - მხრებს ვიჩეჩავ და ეზოს ვტოვებ… გვერდით მდგარ ლამაზ სახლს ვუახლოვდები,გზად სახლის მეპატრონე მეგებება დამწუხრებული სახლით და მისივე ეზოში მდგარ პატარა მაგიდასთან მიხმობს - ეს რა მოხდა - ხელებს თავში ირტყავს - საშინელი ამბავია ნამდვილად - ვის რა დაუშავა ამ ანგელოზმა ჰა ? - თქვენი სახელი რომ მითხრათ - თითქოს მისი კითხვა არც კი გამიგია - დავიდი ქალბატონო - ლიზას ოჯახის წევრებზე რას მეტყოდით ? - მხოლოდ დედა ჰყავდა, სულ მუშაობს ის ქალი, თითქმის არც ვიცნობ - რა ჰქვია ქალბატონს ? - მერი - რომელ საათზე გადის სახლიდან მერი ? - ყოველ დღე ერთი და იგივე დროს, ღამით ცხრა საათზე მიდის და დილით თორმეტი საათისთვის ბრუნდება შინ- მაჯის საათს ვაჩერდები - პირველია ახლა , ხომ არ შეგიმჩნევიათ ვინმე სახლთან ? ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში - უცნაური არავინ და არაფერი “ გატყუებს “ - ჩამესმის ხმა.. დაბნეული თავს ვიქნევ და თვალებს მთელი ძალით ვიფშვნეტ - მაპატიეთ .. თუ იცით ლიზას ჰყავდა მეგობრები ? - არა არ ვიცი, ახლოს არ ვიცნობ ოჯახს “ გატყუებს” - რამე თუ გაგახსენდებათ აუცილებლად შეგვატყობინეთ ადგილს მალევე ვწყდები, სწრაფი ნაბიჯებით მივემართები ისევ მყუდრო ეზოსკენ და ვშეშდები - შენ რა გესმის ნეტა - ხმადაბლა ვსაყვედურობ ხმას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.