ბზარი აბჯარში ( 9 )
- მეშინია კრის, -როგორც იქნა ვაღიარე, მკლავზე მაგრად ჩავეჭიდე და შეშინებულმა ავხედე თითქოსდა თვალუწვდენლად მაღალ და ფართო, თეთრად მბრწყინავ მარმარილოს კიბეს, რომელიც ყველა სტუმარს უნდა აევლო რომ სადღესასწაულოდ მორთულ შენობაში შეებიჯებინა, კრისტიანმა გამამხნევებლად მომიჭირა ხელი, ქვემოდან შევხედე, უდარდელად მიღიმოდა, ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ ღელავდა, ის კი არადა მგონი ეს სიტუაცია ახალისებდა კიდეც. - არაფრის არ უნდა გეშინოდეს პატარავ, აქ სანდო დამხმარე გვყავს ვისი მეშვეობითაც ყველაფერი ბოლო დეტალამდე მაქვს გათვლილი, როგორ ფიქრობ რამეში ეჭვი რომ მეპარებოდეს წამოგიყვანდი? -ლოყაზე ნაზად შემეხო ხელით და გამამხნევებლად გამიღიმა - მითხარი ხომ მენდობი? - რათქმაუნდა გენდობი, უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის ის ვინც გეხმარებათ? - უკვე რამდენიმე წელია ანონიმურად გვიწევს დახმარებას, უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, არ ვიცით ვინ არის მაგრამ ნამდვილად სანდოა, პაულმა ბევრჯერ გამოსცადა, - იმედია ამჯერადაც არ დაგაღალატებთ, - იმედია, თუ არადა სათადარიგო გეგმაც მაქვს, ახლა კი წამოდი დარბაზში შევიდეთ, ასე კიბეზე მდგომები უკვე ზედმეტ ყურადღებას ვიქცევთ. - გეშინია რომ გიცნობენ? - მე ვერავინ მიცნობს, ალბათ მხოლოდ ბიძაჩემი, ისიც თუ ძალიან მოინდომებს მხოლოდ მაშინ, აი შენ კი ყველა გიცნობს და ასეც უნდა იყოს, შენ ხომ მათი რჩეული მოთამაშე ხარ, -მიმოვიხედე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ მაკვირდებოდნენ კიბეზე ამავალი სადღესასწაულოდ გამოწყობილი წყვილები, რამდენიმემ მოურიდებლად მიუთითა ჩემზე მეწყვილეს, რამდენიმემ გამიღიმა კიდეც, ისე მიღიმოდნენ თითქოს მათი მეგობარი ან საყვარელი ნათესავი ვყოფილიყავი, ნელი ნაბიჯით ავუყევით კიბეს, სიმდიდრე და ბრწყინვალება არასდროს მიკვირდა მაგრამ ის რასაც აქ ვხედავდი ჩემს წარმოდგენებში არსებულ ყველანაირ სცენარს აჭარბებდა, უძვირფასესი ავტომობილები, ტანსაცმელი და სამკაულები, მომღიმარი უდარდელი სახეები... და მიუხედავად ამ ყველაფრისა არ შემეძლო არ შემემჩნია დაცვა, შეიარაღებული შავ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, სახურავზეც კი იყვნენ განთავსებულები და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაკვირვებდა კრისტიანის სიმშვიდე როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა როცა შესაძლებელი იყო აქედან ცოცხალს ვეღარ გაეღწია. როგორც იქნა შესასვლელს მივუახლოვდით, ჩვენს წინ უზარმაზარი ოქროსფრად მოელვარე კარი გაიღო და კრისტიანმა წელზე ხელმოხვეული შემიყვანა გაჩახჩახებულ დარბაზში, ძლივს შევიკავე აღფრთოვანების შეძახილი, უზარმაზარი დარბაზი სადღესასწაულოდ გამოწყობილი ხალხით იყო სავსე, წყნარი მუსიკა უკრავდა და იქაურობა ნაზი სასიამოვნო სურნელით იყო გაჟღენთილი, ხალხს შორის მოხერხებულად დაძვრებოდნენ თეთრ უნიფორმებში გამოწყობილი ოფიციანტები და ოქროს სინებით დაჰქონდათ საჭმელი და შამპანური, ყველა კუთხეში ძვირფასი ქანდაკებები იდგა, კედლები მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული ნახატებით იყო გაფორმებული, - აქაურობა მოგწონს არა? -ეიფორიიდან კრისტიანის ხმამ გამომარკვია, შევხედე, თვალებში ძლივს დაფარული ბრაზი და მრისხანება ედგა, ჩემს წელზე მოხვეული ხელი უთრთოდა, ახლაღა მივხვდი რად უჯდებოდა მოჩვენებითი გულგრილობა, - წარმოიდგინე რა რესურსები დახარჯა ბიძაჩემმა ყველაფრის მოსაწყობად, ამ ყველაფრის შემხედვარე იფიქრებ რომ ახლომახლო ქალაქებში ხალხი შიმშილს და სიცივეს ებრძვის? შიმშილით იხოცებიან, ტყეებში თავისუფლად ნადირობაც კი აკრძალული აქვთ, ამათ კი შეხედე რას გვანან, -ზიზღშერეული ღიმილით გაიღიმა და დარბაზს თვალი მოავლო, -ფეხებზე კიდიათ რომ სადღაც მათნაირი ადამიანები ახლა ზუსტად ამ დროს იმაზე ფიქრობენ თუ როგორ გადაიტანონ ხვალინდელი დღე, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ხანდახან ბიძაჩემის მიმართ მადლიერებასაც კი ვგრძნობ ხოლმე... - მადლიერებას? -გაოცებულმა შევხედე მოგიზგიზე ცეცხლით ანთებულ შავ თვალებში, ჩემი სახის დანახვაზე ახლა უკვე გულწრფელად გაეღიმა - ბიძაჩემი რომ ასე არ მომქცეოდა ახლა ალბათ ჩემი ბიძაშვილივით გაზულუქებული და არაფრისმაქნისი ვიქნებოდი, ალბათ არც კი მეცოდინებოდა რომ სადღაც გაჭირვება არსებობს, ან მეცოდინებოდა მაგრამ ფეხებზე დავიკიდებდი, ვერ გავიგებდი როგორია ნამდვილი, რეალური ცხოვრება, არ მეყოლებოდა მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, შენ ვერასდროს გაგიცნობდი, -ამის თქმისას თვალებში უცნაური სითბო ჩაუდგა, ახლოს მიმიზიდა, ხელი კეფაზე თმებს შორის შემიცურა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრო, ცოტაც და მუხლი მომეკვეთებოდა, თვალები მივნაბე და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დავისველე, ვიგრძენი როგორ დაიძაბა და სუნთქვა აუჩქარდა, - ჯობია დროზე მოგშორდე თორემ ყველას და ყველაფერს მავიწყებ, -ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით და ხელი გამიშვა, უცნაური სიცივე ვიგრძენი როგორც კი მისი მხურვალე სხეული მომშორდა, ნაძალადევად გავუღიმე, დავინახე როგორ აუციმციმდა თვალებში მხიარული ნაპერწკლები, საძაგელი, მშვენივრად ხვდებოდა როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი უბრალო შეხებაც კი, თვალი ჩამიკრა, ზურგი შემაქცია და დარბაზის ბოლოში მდებარე კარისკენ წავიდა რომელიც დერეფანში გადიოდა, მას გეგმის თავისი ნაწილი უნდა შეესრულებინა მე კი ჩემი, - დალევთ რამეს? -ნაცნობი ხმის გაგონებაზე შევცბი მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია, გვერდით ლენი მედგა, თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი, ხელში სასმელებით სავსე ოქროს სინი ეჭირა და ურეაქციო სახით მიმზერდა, ნაცნობი სახის დანახვამ შედარებით დამამშვიდა, თითქოს მეტად გავმხნევდი, სინიდან შამპანურით სავსე ჭიქა ავიღე, ლენს ზურგი შევაქციე და დარბაზის შუაგულისკენ წავედი სადაც ჩემი ინტერესის ობიექტი მეგულებოდა, მეგობრებით გარშემოხვეული, კრისტიანის ბიძაშვილის საცოლე, ქერათმიანი მშვენიერი მირაი გულიანად კისკისებდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, სანამ მასთან მივაღწევდი რამდენჯერმე შემაჩერეს, მიღიმოდნენ, მესალმებოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ სადღაც გულის სიღრმეში მსიამოვნებდა რომ ასეთი პოპულარული ვიყავი, ჰმ, რის ხარჯზე არა? მაინც რა არის ადამიანი, იმის შემდეგ რაც გადავიტანე წესით აქედან კისრისტეხით უნდა გავრბოდე, ზუსტად მათ გამო, ამ გაზულუქებული საზოგადოების გამო გავატარე არენაზე ის საშინელი დღეები და კვირეები... - ჩემთან ცეკვაზე რას იტყოდით მშვენიერო ქალბატონო? -ბოხი, სასიამოვნო ხმა მომესმა და წელზე თითების შეხება ვიგრძენი, ქვემოდან ავხედე ჩემზე ორი თავით მაღალ შუახნის მამაკაცს, საკმაოდ სიმპატიური იყო, თუმცა ისეთი თვალებით მიმზერდა ოდნავი საბაბიც რომ მიმეცა ალბათ საერთოდ არ მოერიდებოდა ჩემი შუა დარბაზში გაშიშვლება და გაჟიმვა, უზომო ჟინის და სურვილის გარდა კიდევ იყო მის თვალებში რაღაც რაც სულს მიყინავდა და ჩემს სხეულს აიძულებდა შიშით ეთრთოლა, თვალს არ მაშორებდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა, მთელი ძალა და გამბედაობა მოვიკრიბე და წელზე ხელი გავაშვებინე, - მაპატიეთ მაგრამ ცეკვა არ მინდა, მითუმეტეს თქვენთან, -ჩემი ხმა თითქოს სადღაც შორიდან მომესმა, ჯანდაბა ცოტა მეტი თავდაჯერება არ მაწყენდა, - დარწმუნებული ხართ? -ფართოდ გაიღიმა, მხოლოდ ტუჩებით იღიმოდა, თვალები კი თვალები... -მეგონა უფრო თამამი იქნებოდით, იქ არენაზე სულაც არ ჩანდით ასეთი მორცხვი და მშიშარა, - იქ არენაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე მელოდა, თავს უფლებას ვერ მივცემდი სისუსტე გამომეჩინა, -კბილებში გამოვცერი და თვალი გავუსწორე - მხოლოდ არენაზე? რატომ ხართ დარწმუნებული რომ აქ საფრთხე არ გემუქრებათ? -ისეთი სერიოზული იყო ტანში გამცრა და უნებურად მიმოვიხედე, თითქოს ასე აშკარა საფრთხის დანახვას შევძლებდი, ჩაეცინა - იცი რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ? - რა? როგორ? -ვერაფერს ვხვდებოდი, -კი მაგრამ ვინ ხართ? - მე ვინ ვარ ახლა უმნიშვნელოა, აი შენ კი ვინ ხარ მართლა მაინტერესებს, ვინ ხარ ასეთი რომ მთელი გეგმები ამირიე, როგორ მოახერხე და ასეთმა პატარამ და სუსტმა ჩემი წლობით ნაშენები და ნაწრთობი აბჯარი გაანადგურე, ფაქტიურად შიშველი დამტოვე დაცვის გარეშე, - რას გულისხმობთ? -ძლივს ამოვილუღლუღე, - შენ ხარ ერთადერთი რაც ვერ გავთვალე, არც კი ვიცი რა უნდა გიწოდო, შეცდომა? ნაკლი იდეალურ გეგმაში? ბზარი აბჯარში? კარგი ისაა რომ შეცდომა გამოსწორებადია, ახლა ისიამოვნე, გაერთე, მინდა ვნახო სადამდე შეგიძლია წასვლა, შებრუნდა და წელში გამართული ფართო ნაბიჯით შეერია ხალხს, ერთხანს გაშეშებული ვიდექი, თავში უამრავი რამ მიტრიალებდა, უმწეოდ მიმოვიხედე, ჩემგან მოშორებით დარბაზის კედელთან მარმარილოს სვეტზე მიყრდნობილი კრისტიანის თვალებს შევეფეთე, უცნაურად დაძაბული მიმზერდა, ყბები დაჭიმული ჰქონდა და თვალები გაფართოებული, აშკარად შეესრულებინა თავისი გეგმა და ახლა მე მელოდა, ღრმად ამოვისუნთქე, თავი გადავაქნიე, სახეზე ხელოვნური ღიმილი ავიკარი და მოკისკისე გოგონებისკენ წავედი, - ღმერთო ჩემო მაპატიეთ ვერ დაგინახეთ, -რაც შემეძლო შემეძლო შეწუხებული ხმით ვებოდიშებოდი ჩემი შამპანურით გაწუწულ მირაის და წინასწარ ვემზადებოდი მისი პანიკის ასატანად მაგრამ ერთიანად გაცოფებულმა და აჭარხლებულმა შემომხედა თუ არა მაშინვე გაჩუმდა და გრძელი წამწამები აახამხამა - არ მჯერა, ეს შენ ხარ, მია ხარ ხომ ასეა? -წამოიყვირა გახარებულმა და პატარა ბავშვივით ერთ ადგილზე დაიწყო ხტუნვა - კი ეს მე ვარ და ძალიან ვწუხვარ რომ დაგასველეთ, ნება მომეცით საპირფარეშოში გამოგყვეთ და მოწესრიგებაში დაგეხმაროთ, - მე წავყვები, -უხეშად გამწია გვერდზე მისმა თანმხლებმა წითურთმიანმა გოგომ და თან ეჭვით სავსე მზერით შემომხედა - გაგიჟდი ნანა? რას აკეთებ? ეს ხომ მიაა, თქვენ აქ დამელოდეთ და მალე მოვალ, -ხელი ჩამკიდა, გოგონებს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა ისე წამიყოლა საპირფარეშოსკენ, შევედით თუ არა კაბის წმენდა დაიწყო, თან ენას არ აჩერებდა, - აქ არ გელოდი, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიკვირდა და გამიხარდა შენი ნახვა, პირველი დღიდანვე შენი მხარდამჭერი ვარ, იცი რომ შენზე ფსონებსაც კი ვაკეთებდი? -მხიარულად გადაიკისკისა და მხარზე ხელი დამადო, სხვათაშორის საკმაოდ ბევრი მოვიგე, ვუყურებდი ამ ქერათმიან თავქარიან მდიდარ გოგოს და ვცდილობდი გადამეხარშა რას ამბობდა, - ესე იგი ვითომ აქაც არაფერი ჩემზე ფსონებს დებდი? - ჰო რათქმაუნდა ასეა, პირველი დღიდანვე მომეწონე, -გამომიცხადა და ისე შემომხედა მივხვდი ჩემგან აშკარა აღფრთოვანებას თუ არა მადლიერებას მაინც ელოდა მისი სიტყვების გამო, - ეს ყველაფერი ძალიან მოგწონს მირაი? - რა? -ვერ მიმიხვდა, - ის რომ არენაზე ადამიანები ერთმანეთს წყლისა და საჭმლისთვის ხოცავენ ან მხოლოდ იმიტომ რომ ჭკუიდან იშლებიან, თქვენ კი გიხარიათ, უყურებთ, ფსონებს დებთ, ერთობით, - რათქმაუნდა ეს ყველაფერი მომწონს, ისინი ხომ უბრალოდ ჩვენს გასართობად არსებობენ, აი აიზეკს კი ჩემს საქმროს არენა არ მოსწონდა, ერთხელ უტვინო და უგულოც კი მიწოდა როცა დაინახა როგორ ვდებდი შენზე ფსონს, მაგალითად შენ, მიუხედავად იმისა რომ მომწონხარ, მაინც დაბალ ფენას ეკუთვნი, დაბალი ფენის წარმომადგენლები კი მხოლოდ იმისთვის არსებობენ რომ ჩვენთვის იმუშაონ, იბრძოლონ და გაგვართონ, ჩვენ ვერასოდეს ვიმეგობრებთ, - როგორ შემატყვე რომ შენთან მეგობრობა მინდოდა, -მწარედ გამეღიმა და წელთან კაბის თითქმის შეუმჩნეველ ნაკეცში მოთავსებულ ერთ ციდა ამპულას ხელი მაგრად მოვუჭირე, - რა მიხვედრა უნდა, ჩემთან მეგობრობაზე ყველა ოცნებობს მითუმეტეს შენნაირები, -ცხვირი აიბზუა და ძლივშესამჩნევ ლაქას წარბშეჭმუხნილი დააჩერდა, უნებურად თვალწინ მაგდა და თეკო დამიდგნენ, როგორ განსხვავდებიან ამ თვითკმაყოფილი არაადამიანისგან, მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა, ამპულა ფრთხილად ამოვიღე, შეუმჩნევლად გავხსენი, შიგ მოქცეული სითხე ხელსახოცზე დავასხი და როგორც კი მირაი ერთი წამით შებრუნდა, სახეზე ავაფარე, სარკეში ვხედავდი შიშისგან და გაკვირვებისგან გაფართოებულ თვალებს, მერე ერთბაშად მოდუნდა, მოიღვენთა და გონება დაკარგა, ძლივსძლივობით მოვათავსე ერთ-ერთ კაბინაში, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი და დარბაზში დავბრუნდი, შევედი თუ არა განათება შეიცვალა, დარბაზის უმეტესი ნაწილი ნახევრად ჩაბნელდა, მხოლოდ შუაში დარჩენილი ცარიელი სივრცე და სცენისმაგვარი შემაღლებული ადგილი დარჩა განათებული, მუსიკაც შეჩერდა, სცენაზე მიკროფონთან მდგარმა თეთრსმოკინგიანმა კაცმა გამოაცხადა რომ წვეულების მასპინძელს ნიკოლას სალივანს რამდენიმე სიტყვის თქმა უნდოდა, თვალისდაუხამხამებლად შევცქეროდი სცენას, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი კრისტიანის ბიძას, ნეტავ როგორ გამოიყურება ის მონსტრი რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა და ბავშვობა დაუმახინჯა, როცა მიკროფონთან მდგომი მამაკაცი დავინახე, გაოცების შეძახილი ძლივს შევიკავე, ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი ვინც იყო, როცა მითხრა რომ მისი შეცდომა ვიყავი, როცა მითხრა რომ მთელი გეგმები დავუნგრიე, ისევ ისე იღიმოდა მხოლოდ ტუჩებით, ხალხს თვალი მოავლო და ყველას მიესალმა, დარბაზში მდგომებს გადავხედე, ყველა შიშით, რიდით და მოწიწებით შეჰყურებდა, ერთხანს კიდევ დუმდა და შემდეგ დაიწყო... - მოხარული ვარ რომ აქ ჩემს გვერდით გხედავთ, მინდა ყველამ კიდევ ერთხელ ნახოთ თუ რა ძლიერები ვართ ერთად და რას დაკარგავთ თუ ჩემს გვერდით არ იქნებით, ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ, პირველ ცეკვას თავის მშვენიერ საცოლესთან მირაისთან ერთად ჩემი მემკვიდრე აიზეკი შეასრულებს, რომელიც ჩემს შემდეგ გადაიბარებს ყველაფერს რასაც ვფლობ, მიესალმეთ მათ... დარბაზში ტაში და ოვაციები გაისმა, სცენა ჩაბნელდა და სასიამოვნო ნაზმა მელოდიამ მთელს სხეულში ჟრუანტელად დამიარა, - მზად ხარ საყვარელო? -ჯერ ნაცნობი თბილი ხმა მომესმა და მერე ჩემს სხეულზე აკრული მისი სხეული ვიგრძენი, მისი სურნელით გაბრუებულმა თავი დავუქნიე, - უბრალოდ მომენდე, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამჩურჩულა ისევ და მოედნისკენ წამიყვანა, - არავის შეხედო, თვალებში მიყურე, -მითხრა და მეც მის ღამესავით შავ თვალებში ჩავიკარგე, მის გარდა ვერავის ვხედავდი, წელზე მისი ხელების და სახეზე მისი თბილი სუნთქვის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, მთლიანად მმართავდა, საოცრად ცეკვავდა და მე მხოლოდ მივყვებოდი, უფლებას ვაძლევდი ყველაფერი ისე წარემართა როგორც უნდოდა, მესმოდა გაკვირვებული და აღფრთოვანებული შეძახილები მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა კრისტიანისთვის თვალი მომეშორებინა და მათთვის შემეხედა, მთლიანად მისით ვიყავი მოცული და ეს ძალიან, ძალიან მომწონდა, ვერც კი მივხვდი როდის დამთავრდა მუსიკა, კრისტიანმა შემაჩერა, გამიღიმა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე, დარბაზი ოვაციებმა შეძრა, - ის არის, ნამდვილად ის არის, - ძველი მმართველის შვილია, - ცოცხალი ყოფილა, - რატომ მოგვატყუეს რომ მოკვდა? - ნეტავ აქამდე სად იყო? ყველა მხრიდან ჩურჩული და შეძახილი გვესმოდა, -წასვლის დროა, -ჩაილაპარაკა კრისტიანმა, ხელი ჩამჭიდა და სირბილით წამიყვანა ჩაბნელებული სცენისკენ, სცენის უკან თითქმის შეუმჩნეველი პატარა კარიდან დერეფანში გავედით, სირბილით მივედით დერეფნის ბოლოში მდებარე კიბესთან და ქვევით ჩავუყევით, ჩაბნელებული ვიწრო დერეფნიდან შენობის უკანა ეზოში გავედით, - კრის აქედან როგორ უნდა გავიდეთ, ყველგან დაცვაა, თანაც პაული? - ნურაფერზე ფიქრობ პაული უკვე ბაღში გველოდება ვეტმფრენთან ერთად, კრისტიანმა სირბილით გადამატარა მწვანე მოლი და ხეებით შემოსაზღვრულ მოედანზე გამიყვანა, მოედნის შუაგულში სამხედრო ვეტმფრენი იდგა, მასთან კი ათიოდე შეიარაღებული მებრძოლი იდგა, თუმცა როგორც შევამჩნიე, ლენი არსად ჩანდა, დაგვინახეს თუ არა მებრძოლებს მაღალი, გამხდარი, თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოეყო, კრისტიანისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და გადაეხვია, - მიხარია შენი დანახვა ჩემო ბიჭო, -მერე მე მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და გულითადად გამიღიმა, ხელი ჩამოვართვი და მეც საპასუხოდ გავუღიმე, სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, - მეც მიხარია შენი ნახვა პოლ, მაგრამ ახლა უნდა ვიჩქაროთ, -კრისტიანი მართლაც რომ ჩქარობდა, - სად გეჩქარებათ? -ჰაერი მაღალმა ბოხმა ხმამ გაკვეთა, მოულოდნელობისგან შევხტი და მთელი სხეულით ავეკარი კრისტიანს, ხეებს უკნიდან კრისის ბიძა ნიკოლასი გამოვიდა მცველებთან ერთად რომელთა რაოდენობაც ჩვენსას ორჯერ მაინც აღემატებოდა, ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ და ჩემი გაოცებაც უფრო და უფრო მატულობდა, მმართველის გვერდით კბილებამდე შეიარაღებული მაშა მოაბიჯებდა, თავი ამაყად ჰქონდა აწეული, თუმცა მამამისს თვალს არიდებდა, კრისტიანს ავხედე, ოდნავშესამჩნევი ღიმილით, საოცრად მშვიდად ადევნებდა თვალს სიტუაციას, მივხვდი რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დამთავრებული, თორემ ასე მშვიდად ნამდვილად ვერ იქნებოდა, - საყვარელო ძმისშვილო როგორც იქნა გადაწყვიტე ჩემი მონახულება, -ირონიული ტონი ჰქონდა, - რომ მცოდნოდა რომ ასე გენატრებოდი უფრო ადრე გინახულებდი, -არ ჩამორჩა კრისტიანი, - შენ რა გეგონა რომ ასე უბრალოდ შემოხვიდოდი ამ ქალაქში და პაულს წაიყვანდი? ისე ვერაფერს ვიტყვი კარგი გეგმა იყო, შენი გოგო კი ბრწყინვალეა, ყველას მოხიბვლა მოახერხა მათ შორის ჩემიც, ვფიქრობ მშვენივრად გავერთობოდი მასთან ერთად, -საზიზღრად გაიცინა და ხარბი მზერა შემავლო მოშიშვლებულ ფეხებზე რომელიც კაბის ღრმა წრილიდან მიჩანდა, ვიცოდი ამას კრისტიანის გასაღიზიანებლად აკეთებდა, ხელზე ხელი მოვუჭირე და მხარზე უფრო მაგრად მივეკარი, ვიგრძენი როგორ დაიძაბა კრისტიანი, - მისი შეხება კი არა მასზე უბრალოდ ფიქრიც რომ გაბედო, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ, არც კი დავფიქრდები ისე მოგიღებ ბოლოს, -ასეთი კრისტიანი არასდროს მენახა, საშინლად იყო გაცოფებული, სალივანი ირონიული ღიმილით შემოგვცქეროდა, მის გვერდით მდგარი მაშა თვალს არ აშორებდა კრისს და ტუჩს იკვნეტდა, - რა ჯანდაბას აკეთებ მაშა, -ვეღარ მოითმინა პაულმა, გაცეცხლებული უყურებდა ერთადერთ ქალიშვილს, მაგ ნაძირალას გვერდით რას აკეთებ? - ეჰ სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს, -სალივანმა ისევ ღიმილისმაგვარი ნიღაბი აიკრა უმეტყველო სახეზე - ეგ რაღა შუაშია, -დაიღრინა პაულმა, - რა შუაშია? -მაშა თითქმის ყვიროდა, -შენ ვერასდროს მხედავდი მამა, ვერასდროს იგებდი რას ვგრძნობდი, შენთვის ყოველთვის მხოლოდ კრისტიანი არსებობდა, მე მასავით არასოდეს გყვარებივარ, კრისტიანმაც ვერ შემიყვარა, მთელი ცხოვრებაა მასზე ვაბოდებ, ის კი რამდენიმე თვის წინ გაცნობილ კახპაზეა შეყვარებული, ჩემთვის არასდროს შემოუხედავს ისე როგორც მას უყურებს, იცოდეთ ამის შემდეგ სხვადასხვა მახარეს ვართ, ყველას ყველაფრისთვის მოგთხოვთ პასუხს, -თვალებიდან ცეცხლს ყრიდა, ალბათ ერთი სული ჰქონდა შუაზე გავეგლიჯე, - აიყვანეთ, -ანიშნა სალივანმა მცველებს ჩვენზე, - მოიცადე ბიძია, შენ რა ფიქრობ რომ თავი არ დავიზღვიეთ თუკი ასეთი რამ მოხდებოდა? როგორ ფიქრობ არ ვიცოდით რომ მაშა ინფორმაციას გაწოდებდა? -კრისტიანი ისევ მსუბუქად იღიმოდა და ისეთი ტონით ესაუბრებოდა სალივანს თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ნათესავი ყოფილიყოს, -მაშას დამსახურებაა ახლა პაული რომ ჩვენს გვერდითაა, რომ არა მისი ინფორმაცია გატაცების შესახებ, იმ კარგად დაცული ციხიდან სადღაც სხვაგან გადასამალად არ გამოიყვანდით და ჩვენც მისი გზაში გატაცება არ გაგვიადვილდებოდა, რაც შეეხება ჩვენს აქედან უსაფრთხოდ გასვლას, ვფიქრობ ისეთი რამ გვაქვს რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება, -ბიჭებს ანიშნა, მათაც ვეტმფრენის კარი გააღეს და კიდევ ერთხელ დამრჩა გაოცებისგან პირი დაღებული, ვეტმფრენში ლენი იჯდა და გვერდით მჯდარი ნახევრად გათიშული ჩალისფერთმიანი ბიჭისთმის შუბლზე იარაღი ჰქონდა დადებული, მის გვერდით კი ჩვენს ერთ-ერთ მებრძოლს ამავე მდგომარეობაში ჰყავდა ჯერ კიდევ მძინარე მირაი. - იცი რა ძვირფასო ბიძია, ვიფიქრე რომ აიზეკი შენს დასარწმუნებლად საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომაც შენი სტრატეგიული პარტნიორის ქალიშვილიც წამოვიყვანეთ, შენი ბიჭი კიდეც რომ გაწირო, მირაის არ გაწირავ, დარწმუნებული ვარ, სალივანის სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა, გაცოფებული იყო, აღარ იცოდა სიბრაზე როგორ დაემალა, - ხომ იცი რომ ეს არ შეგრჩება , - ამჯერად არაფერს გიპასუხებ, თუმცა დრო მოვა და ყველაფრისთვის გაგებინებ პასუხს, -კრისტიანი თვითონაც ძლივს იკავებდა თავს, -ახლა კი გაგვიშვი აქედან და გპირდები შენს მემკვიდრეს შეძლებისდაგვარად უვნებელს დაგიბრუნებ, სალივანი ერთხანს ჩუმად იდგა და სიტუაციის შეფასებას ცდილობდა, მერე დაცვას ანიშნა რომ დაშლილიყვნენ, შებრუნდა და სიტყვის უთქმელად წავიდა, მაშა ერთხანს აწყლიანებული თვალებით უყურებდა პაულს, მერე კი პატარა მორჩილი ლეკვივით აედევნა უკან სალივანს, დრო აღარ დაგვიკარგავს, სწრაფად ჩავსხედით ვეტმფრენში და როცა უკვე ჰაერში კრისტიანის გვერდით, მის მკერდზე მიკრულმა სამშვიდობოს დავიგულე თავი, ცოტა დავმშვიდდი, ის კი არადა გამეღიმა კიდეც, - როგორც ვგრძნობ ისეთი დაძაბული აღარ ხარ ცოტა ხნის წინ რომ იყავი, -კრისმა თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, -იღიმი კიდეც? მაკვირვებ მია, მეგონა კარგა ხანს ვერ მოხვიდოდი გონს ამ ყველაფრის გამო, - ასეთი სუსტიც არ ვარ კრისტიან, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია, მაგრამ მივეჩვევი, მთავარია შენ ჩემს გვერდით იყო, - ყოველთვის პატარავ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, -ისევ გულზე მიმკრა და ლოყა თავზე დამადო, მთლიანად ჩავიკარგე მის სურნელში და სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი, ჩემს მოპირდაპირე მხარეს მჯდომი უკვე თითქმის გამოფხიზლებული აიზეკის შეთვალიერებაც მოვასწარი, საშუალოზე მაღალი, გამხდარი თუმცა სპორტული აღნაგობის მქონე ბიჭი იყო, ასე ოცდახუთ წლამდე, მუქი ჩალისფერი ოდნავ მოგრძო თმით, ხორბლისფერი კანით, მკვეთრი ნაკვთებით და ლამაზი ცისფერი თვალებით, მშვიდად იჯდა ლენის გვერდით და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა, არც შიშს, არც სიბრაზეს, მერე თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი, თვალი თვალში გამიყარა, მომხიბვლელად გამიღიმა და დაბალი ხავერდოვანი ხმით მომმართა... - დიდი ხანია ველოდი დღეს როდესაც შენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცემოდა, მე აიზეკი ვარ, ამ ველურის ბიძაშვილი, სასიამოვნოა შენი გაცნობა მია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.