ბზარი აბჯარში ( 8 )
- როგორც ყოველთვის, ჩემი უცნაურად მოწყობილი ტვინი არა შიშის არამედ მხოლოდ იმაზე ფიქრის საშუალებას მაძლევდა თუ როგორ უნდა გამკლავებოდა კრისტიანი მშვილდ ისრით, სამ კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცს, თუმცა ის ისეთი მშვიდი იყო ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა, ელვისუსსწრაფესად მოარგო ისარი მშვილდს და ლარი დაჭიმა, შევამჩნიე როგორ უცნაურად ელავდა და ციმციმებდა ბუნიკი, ისიც შევამჩნიე როგორ მოიმარჯვეს მოიმარჯვეს მომხვდურებმა იარაღი, მაგრამ კრისტიანი მათზე სწრაფი აღმოჩნდა, ისარმა წუილით გააპო ჰაერი და ჩვენგან ორიოდე მეტრის დაშორებით ჩაერჭო გზაზე, გოგონებს ერთდროულად აღმოხდათ იმედგაცრუების აღმნიშვნელი ოხვრა, არც მე მჯეროდა რომ მიზანს ააცილა, ლურჯად მოელვარე ბუნიკიდან მოციმციმე ელექტრული ველი გამოიჭრა და ჩვენს წინ ფარივით დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე გაიჭიმა ქუჩის მთელ სიგანეზე, გავიგონე როგორ უშვერად შეიგინა ერთ-ერთმა მებრძოლმა და ხელით იხმო დანარჩენები, ჩაბნელებული ჩიხიდან კიდევ სამი მათნაირი, იარაღში ჩამჯდარი მამაკაცი შეუერთდათ, - სროლას აზრი არ აქვს, ფარს ვერაფერს დააკლებთ, -მოგვესმა ბოხი ხმა, -გამანეიტრალებელი ჩართეთ, მერე რაც მოხდა ისეთი სცენები ბავშვობაში ნანახი ჯეკი ჩანის ფილმებიდან მახსოვს, კრისტიანი ნელ-ნელა მომიახლოვდა, ჩემი სახე ორივე ხელით დაიჭირა, თავი ამაწევინა და შუბლი შუბლზე მომადო, - არაფრის შეგეშინდეთ, უსაფრთხოდ ხართ, უბრალოდ რამდენიმე წუთი მჭირდება რომ ამათ გავესაუბრო, -ჩამჩურჩულა, საყვარლად გამიღიმა, რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ისე მსუბუქად გადაევლო ორმეტრიან ელექტრულ ველს რომ სამივე პირდაღებული დავრჩით, თეკოს და მაგდას შეშინებული და თან ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა ის უფრო მაინტერესებდა როგორ აპირებდა ექვს კაცთან გამკლავებას მარტოდმარტო, საოცარი სისწრაფით მოახერხა სამი მებრძოლის განეიტრალება და ის იყო მეოთხეს იარაღი აართვა რომ ერთ-ერთმა რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ ჯგუფის მეთაური იყო, კეფაზე იარაღი მიადო, შიშისგან წამოვიყვირე და ისე რომ ვერც კი გავაცნობიერე რას ვაკეთებდი დამცავ ფარს მივაწყდი, ფარმა უსიამოვნოდ დაიზუზუნა და უკან გადმომაგდო, - ჯანდაბა ასე ხომ შეიძლება მოკლან, დახმარება სჭირდება, -ვბუტბუტებდი მუხლებზე დაჩოქილი და გოგონებს რომლებიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი. - როგორც იქნა გაებით, უფროსი კმაყოფილი დარჩება როცა ერთის მაგივრად ორი არასასურველი პიროვნების სიკვდილის შესახებ გაიგებს, -მეთაური აშკარად კმაყოფილი იყო, - ჰმ, არასასურველი? -ჩაეცინა კრისტიანს, -არადა აქამდე მეგონა რომ ბიძაჩემს ცოტათი მაინც ვუყვარდი, - გაოცებული ვარ, სიკვდილის წინაც ხუმრობის ხასიათზე ხარ, -ჩაიღრინა და გასროლის ხმაც გაისმა, წამიერად თვალზე ბინდი გადამეკრა, მერე გავიგონე ღრიალის ხმა, დავინახე როგორ გააგდო მეთაურმა სისხლმდინარე ხელიდან იარაღი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი მივხვდი საიდან გაჩნდა კრისტიანის გვერდით მთლიანად შავებში ჩაცმული, ნიღბიანი, კაპიუშონით თავდაფარული პიროვნება, აშკარა იყო ერთმანეთს იცნობდნენ და თანაც კარგად, სინქრონულად მოძრაობდნენ, თითქოს უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, რამდენიმე წამში განაიარაღეს დანარჩენებიც, მსუბუქი და გათვლილი მოძრაობები ჰქონდა უცნობს, ძალაუნებურად თვალში მომხვდა მისი მაჯა როცა ერთ-ერთი მოძრაობის დროს გამოუჩნდა, მაჯაზე სამი პატარა ვარსკვლავი ეხატა. - გოგონები წაიყვანე, ამათ მე მივხედავ, -მომესმა ჩახლეჩილი, თითქოს ნაძალადევად დაბოხებული ხმა, კრისტიანმა მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და შემდეგ ისევ კედლის დახმარებით მსუბუქად გადმოაფრინდა ფარს, ფეხზე წამოვხტი, ორ ნაბიჯში გავჩნდი მასთან და მთელი ძალით ჩავეხუტე, - შეგეშინდა პატარავ? -თბილად ჩამჩურჩულა და ყელში მომაკრო გახურებული ტუჩები, - ძალიან შემეშინდა, შემეშინდა რომ გოგონებს რამეს დაუშავებდნენ, შემდეგ კი შენს გამო, მეგონა რომ წახვედი, შენ კი აქ ყოფილხარ... -შეუჩერებლად ველაპარაკებოდი და ხელს არ ვუშვებდი, ოჰ როგორ მამშვიდებდა მისი სიახლოვე... - შენ რა მართლა იფიქრე რომ მარტო დაგტოვებდი? ასე ფიქრობ ჩემზე? -ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით მითხრა, - ახლა წავიდეთ სახლში წაგიყვანთ და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, -ხმა აღარ ამომაღებინა ხელში ამიტაცა, გოგონებსაც ანიშნა წავედითო და ქუჩის ბოლოში გაჩერებული ავტომობილისკენ წავიდა. * * * - როცა მჭირდება მაინცდამაინც მაშინ არ პასუხობს ტელეფონს, -გაცოფებულმა მაგდამ ერთი გულიანად შეუკურთხა ბექას და ტელეფონი დივანზე მიაგდო, - ნუ პანიკობ, გიპასუხებს, ალბათ არ ცალია, ისედაც ოცდაოთხი საათი შენ დაგტრიალებს თავზე, -თეკო სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა მის დაწყნარებას, მე და კრისტიანი დასჯილი ბავშვებივით ერთმანეთის გვერდით ვისხედით დივანზე და თვალყურს ვადევნებდით როგორ სცემდნენ ბოლთას, უეცრად შეთანხმებულებივით ერთად გაჩერდნენ და მოგვიბრუნდნენ, - ქალბატონო შენ ხომ არ ფიქრობ რომ ასე ადვილად დაგვიძვრები ხელიდან? -მაგდა თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა, თეკომ უხერხულად გაშალა ხელები და გაღიმება სცადა, - ცუდად არის ჩვენი საქმე, ახლა მხოლოდ იმიტომ რომ ბექა ტელეფონზე არ პასუხობს ჩვენზე იყრის ჯავრს, -გადავულაპარაკე კრისტიანს და მივეხუტე, თითქოს მისი მრისხანებისგან დამიცავდა, კრისტიანმა გამამხნევებლად მომიჭირა ხელი ხელზე, - დასხედით ქალბატონებო და დამშვიდდით, ყველაფერს აგიხსნით, -მიმართა გოგონებს თბილი ხმით და ისე გაუღიმა ქვასაც კი დაადნობდა, არ გამკვირვებია როცა უხმოდ ჩამოსხდნენ ჩვენს წინ და პატარა სპლიყვებივით მიაშტერდნენ კრისტიანს, - როგორც მივხვდი თქვენ მაგდა და თეკო ხართ მიას მეგობრები, მსმენია თქვენს შესახებ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მეც მიას მეგობარი ვარ, კრისტიანი მქვია, - აი ჩვენ კი არ გვსმენია თქვენს შესახებ, -დააბრეხვა თეკომ და მიამიტურად ააფახულა გრძელი წამწამები. - კარგი რა, მე ხომ გიყვებოდით მის შესახებ, -ჩევერთე მეც, - როგორ ეს ის არის? მართლა ის არის? - მეგონა რომ სინამდვილეში არ არსებობდი და მიას წარმოსახვის ნაყოფი იყავი, არადა თურმე არსებობ და ზუსტად ისეთი სიმპათიური ხარ როგორც ამბობდა, -მაგდა სრულიად სერიოზული იყო, - თვალებიც როგორი ლამაზი აქვს, ხმაც, თმას სად იჭრი? კარგად გამოიყურები, ვარჯიშობ? სადაური ხარ? რას საქმიანობ? რომელიმე მაფიოზური დაჯგუფების წევრი ხარ? ვინ იყვნენ ის კაცები? -ერთმანეთს არ აცლიდნენ ისე აყრიდნენ კითხვებს, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, კრისტიანს შევხედე რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს, უხერხული მდგომარეობიდან შემოსასვლელი კარის გაღების ხმამ გამოგვიყვანა, რამდენიმე წამში მისაღებში ბექა შემოვიდა, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ეცვა, დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა მაინც მხიარულად იღიმოდა, მოგვესალმა და კრისტიანზე შეაჩერა მზერა, - სტუმარი გვყავს? არ გამაცნობთ? - მაგდამ განმგმირავი მზერა ესროლა და ხმა არ გასცა, ისევ თეკომ ითავა მათი ერთმანეთისთვის გაცნობა, -ეს კრისტიანია მიას მეგობარი, კრისტიან ეს ბექაა მაგდას შეყვარებული, - ეგ ჯერ კიდევ საკითხავია არის თუ არა შეყვარებული, -ჩაიბურტყუნა მაგდამ, ბექამ კრისტიანს ხელი ჩამოართვა და მაგდას მიუბრუნდა, - მაპატიე რომ არ გპასუხობდი, შეხვედრა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და გამოსვლა ვერ მოვახერხე ხომ იცი ამ ბოლო დროს მამაჩემის მაგივრად მე მიწევს საქმეებისთვის მიხედვა, არ გამიბრაზდე რა, საყვარლად გაუღიმა და ხელები გაშალა, მაგდა ერთხან კიდევ ცდილობდა გაბრაზებული სახის შენარჩუნებას ბოლოს ვეღარ გაუძლო და ჩაეხუტა - რა საყვარლები არიან ახლა ვიტირებ, -თეკომ გადაიკისკისა და არარსებული ცრემლი მოიწმინდა. ერთად ვივახშმეთ, გოგონებმა ყველაფერი მოუყვეს ბექას, ბექა შუბლშეჭმუხნილი უსმენდათ და მაგდას მაგრად იკრავდა გულში, მერე კრისტიანს მოუბრუნდა და მადლობა გადაუხადა, - ამის მერე მაინც მიხვდით რომ შუაღამისას ქუჩაში მარტოდმარტო ბოდიალი საშიშია, - იმის გამო რომ ვიღაც მანიაკებს რაღაც მოელანდათ, ქუჩაში დაცვით უნდა ვიაროთ? წარმოდგენაც არ გვაქვს ვინ იყვნენ, მიაც არაფერს გვიხსნის, -აპილპილდა მაგდა - კარგი რა ყველაფერს უკუღმა რატომ იგებ, -ამოიხვნეშა ბექამ და ლოყაზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია, უნებურად მომტაცა თვალი მისმა მაჯამ რომელზეც სამი პაწაწინა ვარსკვლავი ეხატა, -ოჰო, ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ის უცნობი ბექა იყოს, არადა აშკარად ის არის, ჯანდაბა კრისტიან ახლა რაღას თამაშობ? -კრისტიანს შევხედე რომელიც წყლის ჭიქით ხელში იდგა სამზარეულოს შესასვლელში და თვალს არ მაშორებდა, -როგორ მინდა გავიგო ახლა რაზე ფიქრობს, ალბათ ხვდება რომ ბექას შესახებ რაღაცას ვეჭვობ, იქნებ პირდაპირ მეკითხა? -წამოვდექი, აივნისკენ წავედი და მასაც ვანიშნე გამომყოლოდა, გარეთ სასიამოვნო სიგრილე და თბილისისთვის აგრერიგად იშვიათი სუფთა ჰაერი იყო, ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავეშვი და ფეხები ჩვეულებისამებრ მაგიდაზე შემოვაწყვე, კრისტიანი ჩემს გვერდით დაჯდა და მოპირდაპირე კორპუსში ვაჟას ბინის განათებულ ფანჯრებს გაუშტერა მზერა, - კომფორტული ადგილია, - ჰო ნამდვილად ასეა, იქ არენაზე ყოფნისას ხშირად ვოცნებობდი ხოლმე ამ აივანზე, ჩემს სავარძელზე და ერთ ჭიქა ყავაზე, - ალბათ ახლობლებიც ძალიან გენატრებოდნენ, - რათქმაუნდა, ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან, მხოლოდ იმაზე გაფიქრებაც კი რომ მათ ვეღარასოდეს ვნახავდი საშინელ ტკივილს მაყენებდა, - აქ სულ სხვანაირი ხარ მია, შენს მეგობრებთან ერთად ისეთი ხალისიანი და თავისუფალი ხარ, უკვე ვფიქრობ იქნებ შეცდომაა რომ იქ დაბრუნებას გთხოვ, იქნებ ასე უხეშად არ უნდა ჩავრეულიყავი შენს ცხოვრებაში, ჩემს გამო უამრავი რაღაცის გადატანა მოგიხდა, -ისევ ვიგრძენი მის ხმაში ტკივილი, ისევ თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში, კაცმა რომ თქვას მართალიც იყო მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებდა ვის გამო რა მოხდა, უფლებას არ მივცემ რომ ასე უბრალოდ დაიტანჯოს თავი, წამოვდექი მის კალთაში მოვთავსდი და თავი მხარზე დავადე, მანაც წელზე შემომხვია ხელი და მაგრად მიმიკრა, - ამ ყველაფერმა შენი თავი მაპოვნინა კრის, ასე რომ ასეთი რამ აღარ მითხრა, შენთან ერთად დავბრუნდები და ყველაფერში დაგეხმარები, -ვიგრძენი როგორ გაიღიმა. - იცი რომ პირველად დამიძახე კრისი? ეს მომწონს, ძალიან მომწონს, -მარჯვენა ხელით მიმიზიდა და ახლოს სულ ახლოს მომიტანა სახე, ჩემს მოღეღილ მკერდზე მსუბუქად დააცურებდა მარცხენა ხელის თითებს, ხოლო აციმციმებული შავი თვალების მზერას ტუჩებზე არ მაშორებდა, ვეღარ გავუძელი, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავაგდე და ძლივსგასაგონი კვნესა აღმომხდა, ჩაეცინა, მშვენივრად იცოდა როგორ მოქმედებდა ჩემზე, ყელში ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება, მერე ყბაზე, ნელ-ნელ მოუყვებოდა ზემოთ, არ ჩქარობდა, თითქოს მეთამაშებოდა, როცა ტუჩის კუთხესთან ვიგრძენი მსუბუქი კოცნა, ვეღარ მოვითმინე, თმაში თითები შევუცურე და ტუჩებზე ტუჩებით მივეკარი, ასეთი რამ არასდროს განმიცდია, ეს ბიჭი ძალიან მარტივად ახერხებდა ჩემს გაგიჟებას და ჭკუიდან გადაყვანას, იქამდე არ მოვშორებივართ ერთმანეთს სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდა, სუნთქვაარეული მივეყრდენი მხარზე, დიდხანს ვიჯექით ასე ერთმანეთზე მიკრულები და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით, ბოლოს ისევ მე გამოვერკვიე - ბექაზე მომიყვები? - დარწმუნებული ხარ რომ ახლა ბექას შესახებ გინდა საუბარი? -გაეღიმა - ნამდვილად მინდა, მინდა მის შესახებ ყველაფერი ვიცოდე, ბოლოს და ბოლოს მთელ დროს ჩემი გოგონების გვერდით ატარებს, მინდა ვიცოდე ვინ არის. - ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მიხვდებოდი, ოღონდ ასე მალე არ ველოდი, ბექას დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობთ, დეტალებს ნუ ჩავუღმავდებით, მაგრამ მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, ის ჩემი ერთადერთი საიმედო ადამიანია, ამ სამყაროში, როცა შენ ბიძაჩემის ხალხმა გაგიტაცა, რათქმაუნდა შენს ახლობლებს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი, ასე რომ ბექას ვთხოვე დახმარება, - ბექა და მაგდა ისედაც იცნობდნენ ერთმანეთს - სწორედ ამიტომაც გაუადვილდა მათთან დაახლოება, სანამ აქ არ იყავი გოგონებს გვერდიდან არ მოცილებია, შენს მშობლებსაც აქცევდა ყურადღებას, - ესე იგი სინამდვილეში მაგდა არ უყვარს და თამაშობს? - სულაც არა, ბექა ის კაცი ნამდვილად არ არის რომ მაგდას გრძნობებით ითამაშოს, მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ ნიღაბია და სინამდვილეში ძალიან კარგი ადამიანია, მაგდა მართლა უყვარს, მასზე გიჟდება, - ოოჰ, ძალიან კარგი, ვერ ავიტან რომ მაგდას ტყუილუბრალოდ ეტკინოს გული, ისე ის სპექტაკლი რა საჭირო იყო, ვითომ ერთმანეთს რომ არ იცნობდით, - ასე იყო საჭირო, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ შენს მეგობრებს მით უკეთესი მათთვის, - კარგი იყოს ისე როგორც შენ იტყვი, -თანხმობის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა - შენ? შენზე რას მეტყვი? - რა უნდა გითხრა? რა გაინტერესებს? - მართლა მზად ხარ იმისთვის რომ ჩემთან ერთად უკან დაბრუნდე? ხომ იცი ეს რა სახიფათოა, არ მინდა რამე დაგიმალო, სრულიად შესაძლებელია რომელიმე გეგმა ჩაგვეშალოს და ამას ცუდი შედეგი მოყვეს, თუკი ბიძაჩემმა გამოგვიჭირა ჩათვალე რომ ჩვენი საქმე წასულია, ნამდვილად გინდა რომ ამ გაუგებრობაში მიიღო მონაწილეობა? არ იმჩნევდა მაგრამ ვგრძნობდი როგორ ღელავდა როცა ამას მეუბნებოდა, ეშინოდა ჩემს გამო, რომ რამე დამემართებოდა, მაგრამ იმისიც ეშინოდა რომ უარს ვეტყოდი, დაუჯერებელია, კრისტიანს ამ წარმოუდგენლად სიმპათიურ და ყველანაირად იდეალურ ბიჭს ჩემი დაკარგვის ეშინოდა, ღმერთო, ეგოისტურად მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა, მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ეს ძალიან აღმაგზნებდა, ამჯერად ჩემი ინიციატივით ვაკოცე, ისეთი კარგი იყო რომ შემეძლო მთელი ღამე გამეტარებინა მის ალერსში, - ერთი წუთითაც კი არ მინდა უშენოდ ყოფნა, ასე რომ მოვდივარ, -ჩავჩურჩულე როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი და ამოსუნთქვა შევძელი. * * * ფართოდ გამოღებული ფანჯრიდან შემოპარულმა დილის გრილი ნიავი უსირცხვილოდ მომეალერსა ნახევრად შიშველ სხეულზე, თხელი საბანი დავქაჩე და ნიკაპამდე გადავიფარე, ჩემს გვერდით საწოლი ცარიელი იყო, სამაგიეროდ ბალიში იყო მისი სურნელით გაჟღენთილი, ბალიში ჩავიხუტე და მოვიკუნტე, მხოლოდ მისი არა, თითქოს მშობლიური სახლის სურნელიც ასდიოდა ბალიშს და უეცრად მივხვდი რატომ ვგრძნობდი აქ თავს როგორც საკუთარ სახლში, ჩემთვის უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დროსა და ადგილს, მისი ჩემს გვერდით ყოფნა საკმარისი იყო იმისათვის რომ თავი მშობლიურ სახლში მეგრძნო, სწორედ იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი, იქ სადაც ჩემი ადგილი იყო... - ნეტავ სად წავიდა ამ დილაადრიან, -ჩავიბურტყუნე და ჩემს ფეხებზე ამოცოცებულ ბურძგლას დავავლე ხელი, -მოდი აქ შენ მაინც გამათბე, - გინდა რომ ბურძგლაზე ვიეჭვიანო? -მხიარულად მომღიმარმა კრისტიანმა ფრთხილად მიხურა კარი და საწოლზე ჩამომიჯდა, - დილა მშვიდობის, როგორ გეძინა? - დილა მშვიდობის, სად იყავი? ჯერ ხომ ძალიან ადრეა, - დილის წვრთნა გვქონდა, შენც მოგიწევს ადგომა, წვეულება ორ დღეშია და ყველაფერი უნდა გადავიმეოროთ არ მინდა რამე შეცდომა გაგვეპაროს, -თავზე ხელი გადამისვა და მერე ბურძგლას მიეფერა, -გაიზარდა არა? - გაიზარდა და გული მწყდება რომ მალე მისი ტყეში გაშვება მოგვიწევს, - რატომ უნდა გავუშვათ? - ის ფოცხვერია კრისტიან, ისე ვერ მოვიშინაურებთ როგორც კატას, რაც არ უნდა ვეცადოთ როცა დრო მოვა თვითონ მოისურვებს წასვლას, მე კი მის ჩაკეტვას ან დაბმას არ ვაპირებ, ეს არასწორია, უბრალოდ გავზარდოთ და მერე როგორც თვითონ ენდომება ისე მოიქცეს კარგი? - საოცარი ხარ მია, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაკვირვებას, ყოველ დღე უფრო და უფრო კარგად ვხვდები თუ რატომ მოგცათ გამარჯვების უფლება ხელოვნურმა ინტელექტმა, შენი ადამიანობის და სიკეთის გამო, ამიტომაც ვართ ყველა შენთან ვალში, - კარგი რა ასე რომ საუბრობ თავს უხერხულად ვგრძნობ კრის, -ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები, ჯანდაბა ალბათ ისევ გავწითლდი, კრისტიანმა მხიარულად გაიცინა - მგონი გცხელა, გრილი შხაპის დროა, ერთი სწრაფი მოძრაობით გადამხადა საბანი, ხელში ამიტაცა და ასე გულზე მიხუტებული შემიყვანა სააბაზანოში. კრისტიანმა იმდენჯერ მაიძულა ყველაფრის გამეორება რომ ალბათ გეგმას ძალიანაც რომ მომენდომებინა მაინც ვეღარასოდეს დავივიწყებდი, ლენიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, არ ვიცი როგორ დაითანხმა კრისტიანი, ის ხომ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, თუმცა უკვე არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა, - არც კი მჯერა რომ დღეს საღამოს უკვე დედაქალაქში იქნებით, -ლეამ წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა და ჩემს გვერდით გაიშხლართა ბალახზე, - ოფ, ძალიან დავიღალე ლეა, ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია და მე უკვე ოთხი საათია მღვიძავს, ერთი სული მაქვს ეს ყველაფერი როდის დამთავრდება რომ მინიმუმ ორი დღე გადაბმულად ვიძინო, მთელი დღეებია ვვარჯიშობთ, კრისტიანი ნამდვილი მონათმფლობელივით მექცევა, - ნუ წუწუნებ, ვიღაცამ რომ მოგისმინოს მართალი ეგონება, მას უბრალოდ უნდა რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს, ის შენზე ზრუნავს მია, - შენ არ ნერვიულობ ლენზე? - რათქმაუნდა ვნერვიულობ, - როგორ ახერხებ ასეთი სიმშვიდის შენარჩუნებას? - სიმართლე რომ გითხრა არ მინდოდა რომ ამ დავალებაზე წამოსულიყო, ის ჯერ ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული და თანაც წვრთნა აკლია, მაგრამ მივხვდი რომ ეს სჭირდება იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს, არ მინდა იმ წუწუნა შეყვარებულებს დავემსგავსო თავიანთ მეწყვილეებს სიცოცხლეს რომ უმწარებენ, ალბათ რომ მეთხოვა დარჩებოდა მაგრამ, ის დეპრესია გაუმძაფრდებოდა არენადან გამოსვლის შემდეგ რომ აქვს, ვუსმენდი ამ პატარა გოგოს და მიკვირდა მისი აზროვნება - ლეა იცი რომ მე და ლენს ძალიან გაგვიმართლა? - შენ და ლენს? ვერ მივხვდი? - ლენს იმიტომ რომ შენნაირი შეყვარებული ყავს, მე კი იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ, - ჩვენ ორივეს გაგვიმართლა მია, შენ რომ არა ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, ასე რომ... -გაიღიმა და მოწმენდილ ცას ახედა, -ლენს ყურადღება მიაქციე კარგი? * * * აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი როცა ლეამ საღამოს კაბა შემოიტანა და საწოლზე გადაფინა, აღფრთოვანებისგან კინაღამ შევყვირე, საოცრად დახვეწილი კაბა იყო, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე გადავიცვი, მთლიანად შავი, თხელი რბილი ნაჭრისგან იყო შეკერილი, ღრმად გულამოღებული, არაჩვეულებრივად გამოკვეთდა ჩემს ფორმებს, წელიდან თავისუფლად ეშვებოდა ძირს კოჭებამდე, მარჯვენა ფეხთან თითქმის თეძომდე იყო შეხსნილი და ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე მთლიანად აშიშვლებდა ფეხს, მისივე შესაფერისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და დავტრიალდი, - არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ლეა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თმა გამიშრო, დამივარცხნა და თავისუფლად გამიშალა, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი, - კრისტიანი გარეთ გელოდება, მიდი, -ზურგში მიბიძგა ლეამ, კარი გავაღე, შავ სმოკინგში გამოწყობილი კრისტიანი, ვერანდის კიბეებთან მელოდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შემომხედა თუ არა თვალები გაუბრწყინდა, მისი თავბრუდამხვევი ღიმილის დანახვაზე ფეხი ამერია და ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ წავიქცეოდი, - საოცრად გამოიყურები, დღეს ყველას მოხიბლავ, ჰო მართლა გეგმაში ცვლილებები შეიტანე? - რას გულისხმობ? - ფეხის არევას, წვეულებაზე თუ წაიქცევი ნამდვილად მივიქცევთ ყურადღებას, - ასე ნუ გამიღიმებ და აღარ ამერევა ფეხი, -ჩავიბურტყუნე და მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ამაყად ყელმოღერებულმა ჩავიარე კიბეები, უკან მხიარული სიცილი მომყვა და მეც მაიძულა გაღიმება. - ოოო, -გაკვირვება ვერ დავმალე, წითელი სპორტული ავტომობილის დანახვისას, - მაგარია, შენია? - ჩემი არ არის, ვითხოვე, წვეულებაზე მხოლოდ შეძლებული ადამიანები იქნებიან, ასე რომ სხვა რამით რომ მივიდეთ არ შეიძლება, დროზე ადრე გამოვიწვევთ ეჭვს, -კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, გზაში კიდევ ერთხელ გავიარეთ დეტალები, მე და კრისტიანს მხოლოდ ყურადღების მიქცევა გვევალებოდა, ამისათვის კი მთავარ ცეკვამდე კრისის ბიძაშვილი და მისი საცოლე როგორმე უნდა შეგვეფერხებინა რომ ცეკვისთვის ვერ მოესწროთ, დანარჩენს და პაულის განთავისუფლებას უკვე ჯგუფის სხვა წევრები მიხედავდნენ. როგორც იქნა ქალაქს მივუახლოვდით, შესასვლელში დაცვას საბუთები და მოსაწვევები წარვუდგინეთ და ჩემდა გასაკვირად უპრობლემოდ შეგვიშვა, გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ასეთი საოცრება არასდროს მენახა, ეს ქალაქი არაფერს გავდა, ჩემს ყველაზე უცნაურ ფანტაზიებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ საოცარ სილამაზეს, - გიკვირს არა? -კრისტიანს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, - ჩემთვის არ გითქვამს რომ ასეთი ლამაზი იყო, - მინდოდა საკუთარი თვალით გენახა, მონაყოლით ასე ვერ ირძნობდი, ჰმ, მომნატრებია აქაურობა, -ჩაილაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა, მგრძნობიარე იყო კრისტიანი, იმაზე მეტად მგრძნობიარე ვიდრე მაჩვენებდა, არაფერი მითქვამს, უბრალოდ გამამხნევებლად მოვუჭირე ხელზე ხელი. მალე ქალაქის ცენტრში მდებარე დიდ და საკმაოდ შთამბეჭდავ, ფერადი განთებებით გაჩახჩახებულ შენობას მივუახლოვდით, მაღალ, რკინის კარიბჭესთან კიდევ ერთხელ წარვადგინეთ მოსაწვევები და როცა უზარმაზარი კარი ჩვენს უკან მიიხურა, მივხვდი რომ ახლა უკვე კიდეც რომ გადამეფიქრებინა, უკან დახევა აღარ შეიძლებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.