შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანეს სათამაშო 12 თავი


30-11-2021, 01:55
ავტორი ქ ე თ ა თ ო
ნანახია 11 192

არ ვიცი რამდენად ვამართლებ თქვენს მოლოდინებს, არის ის თუ არა რასც ელოდით მოგწონთ თუ არა მაგრამ, ისტორია აუცილებლად მივა ოლომდე, დავწერ იმას რაც ჩავიფიქრე. თქვენგან კი ველი კომენტარებს, მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის გთხოვთ დააფიქსიროთ კომენტარებში.

კიდევ ერთხელ უწევდა მშობლირი მიწის დატოვება და გამგზარება, კიდევ ერთხელ გაისროლა ბედისწერამ ცხოვრების ასპარეზზე საბრძოლველად, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ აღარ იყო ის პატარა ბავშვი რომელსაც არ ქონდა მიზანი, არ იცოდა სად იყო რას აკეთებდა და სად უნდა წასულიყო და რა იყო მისი მიზანი, ახლა მას ქონდა
მიზანი რომლის მისაღწევადაც ბოლომდე იბრძოლებდა.
– ნატუკა ახლა აეროპორტში ვართ მე და ერეკლე, ასე მოხდა რაა მომიწია წამოვულიყავი, დრო მაქვს კიდევ მაგრამ აქ სულ ავიბნეოდი, სანდროს ნახვა არ მინდა, ისედაც ამირია გონება და ახლა ამის დრო არ მაქვს, მის გვერდით საღად აზროვნება არ შემიძლია. საუბარში გართულმა ელენემ მხარზე შეხება იგრძნო და წამიერად შეკრთა. მიტრიალებულს ერეკლე დახვდა და დამშვიდა.
– ვაიმე ერეკლე შენ ხარ?! შემეშინდა.
– მე ვარ ელენე კიი, უნდა წავიდეთ უკვე ჩასხდომა იწყება, რომ ვერ დაგინახე შემეშინდა, მეგონა ის არანორმალური დაგადგა.
– არაა იკაა, არ იცის რომ მივფრინავთ, მათე გავაფრთხილე, მაგას გონია შენთან ერთად თბილისის ქუჩებში ვსეირნობ, სიცილით უთხრა ელენემ ერეკლეს ხელკავი გამოსდი და ღიმილით გაემართნენ.
– შენი აზრით გიორგი სანდროს ჩააყენებს საქმის კურსში?
– არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა, გიორგიმ კარგად იცის რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, სანდროს მსგავსი საქმე არ აინტერესებს თანაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ იცის ამ საქმის შესახებ არაფერი, ამდენი წლის მანძილზე მე მხოლოდ გიორგისთან და მის ადვოკატებთან ერთად მიწევდა მუშაობა, იძახდა კი ვიბრძვი დვიბრუნო ის რაც მე და ლევანა გვეკუთვნოდაო, მაგრამ ჩემი შვილი არაფერს არ მიხედავსო. ორი გზა ან სანდროს გადასცემს აქციებს და გაანიავებს, ან მე შევისყიდი და ღირსეულად გავაგრძელებ ყველაფერს.
– რატომღაც მგონია სანდროც შემოტოპავს ამ საქმეში, თანაც ისე რომ უკან გასვლა აღარ მოუნდება.
– ვნახოთ, ვნახოთ რას გადაწყვეტს ბატონი სანდრო, ყველაფერი შეხვედრაზე გაირკვევა ორ კვირაში, ან გიორგის კაცი ჩამოვა ჩემთან შესახვედრად, ან სანდრო, სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და გაიცინა.
– მოკლედ შენთან ურთიერთობა ცეცლთან თამაშს გავს ელენე. მადლობა ღმერთს შენთან საქმე არ მაქვს გასარკვევი და მხოლოდ ვმეგობრობთ, თორემ აუცილებლად დავმარცხდებოდი, სიცილით უთხრა ერეკლემ და სახეალეწილ, ანერვიულებულ ელენეს გახედა, თითები უკანკალებდა ფერი არ ედო სახეზე,თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა.
– კარგი რა ელენე, კიდევ ამდენი წლის მერეც, მომკიდე ხელი აქ ვარ, მარტო არ ხარ.
– ელენემ მუშტები შეკრა და ძალაგამოცლილმა ამოილაპარაკა, ასეა იკა ყველა შიში დავძლიე, ძლიერი ქალი გავხდი მაგრამ ეს ვერა, სულ ის დღე მახსენდება როგორ ჩავიდნენ მშობლები თვითმფრინავიდან, მარტო გამიშვეს და აღარასდროს დაბრუნებულან. ახლა ხვდები რატომ არ უნდა შერჩეს თიკას მშობლებს არაფერი?!


– მოიცა მეკაიფები ? შენ არ იძახდი გიორგის ბიზნეს არ გავეკარებიო.
– ვიცი მათე მაგრამ, გიორგიმ დაიჟინა, როგორც ჩანს მზადაა იმისთვის რომ ეს საქმე ჩაფლავდეს, იცის რომ მე ამ საქმის არაფერი გამეგეაბა. არჩევანი თავად გააკეთა.
– სანდრო სახუმარო არაა, ან დაელაპარაკე გიორგის რომ ვერშეძლებ ვერაფერს და სხვა გაუშვას, წლებია ამ საქმის გამო წვალობენ გიორგი და... მათე მიხვდა რო გაჩუმების დრო იყო და უკვე ზედმეტს საურობდა.
– გიორგი და ვინ?! რა იცი შენ ამ საქმის შესახებ? გაკვირვებული ჩაეკითხა.
– არაფერი ბიჭო რა უნდა ვიცოდე, გიორგი და თავის პარტნიორი ვიგულისხმე ვისაც უნდა შეხვდე, გიორგი ხო იცი ყველა საქმეს როგორი გულმოდგინებით მიყვება, მისთვის ყველა საქმე მნიშვნელოვანია ამის თქმა მინოდა სხვა რა, თავი იმართლა მათემ და როგორც კი მიხვდა რომ ამ საქმიდან ისე გამოძვრა, რომ არ დაიწვა მობილური ამოიღო და შეტობინება გაგზავნა.
– ,,მზად იყავი ყველაფრისთვის ჩათვალე მარტო მოგიწევს ყველაფრის მოგვარება, გიორგი სანდროს გზავნის მოემზადე, მისი დანახვა შენთვის მოულოდნელი არ იყოს“
– მოკლედ წავალ და იმ გოგოს ვუჩვენებ, რომ ჩემთან საქმის დაჭერა არ ღირს, იმედია მაშინ მაინც მიხვდება გიორგი რომ ეს საქმე არაა ჩემთვის და თავი დამანებოს.
– სანდრო იქნებ არ ღირს და ჯობს უკვე ყველაფერს სერიოზულად მოეკიდო?!
– არანაირი სერიოზულობა მათე რაც არაა ჩემი საქმე იმის კეთებას არ უნდა მაიძულებდნენ ან ის გოგო საერთოდ ვინაა რა უნდა, გიორგი სულ იმას გაიძახოდა ქალს ბიზნესში რა ესაქმებაო და ეგ ვინ გამოდგა ასეთი გიორგის რომ აზრი შეაცვლევინა. სიცილით ჩაილაპარაკა და თან თავისივე ნათქვამზე ჩაფიქრდა.
– შენც შეგაცვლევინებს, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ეს სიტყვები მათემ ვიდრე სანდროს გასაგონა.

– ელენე რას გაშეშდი წამოდი მძღოლი გველოდება, მერე შეამოწმე ეგ ტელეფონია.

– მოიცა, მოიცა ნახე, სიცილით გაუწოდა ტელეფონი და შეტყობინება წააკითხა,– ,,მზად იყავი ყველაფრისთვის ჩათვალე მარტო მოგიწევს ყველაფრის მოგვარება, გიორგი სანდროს გზავნის მოემზადე, მისი დანახვა შენთვის მოულოდნელი არ იყოს“

– მოიცა მართლაა? ირონიული სიცილი აუტყდა ერეკლეს თან გაბრაზდა და ხელების ქნევით საუბრობდა ნელ–ნელა კი ტონს უწევდა. არა რაა გიორგის რისი იმედი აქვს, სანდრო ყველფერს გაფუჭებს ელენე, ახლავე დაურეკე და გააფრთხილე ის არ გამოგზავნოს!

– არა მათე, ჩამოვიდეს, ჩამოვიდეს, ჯობს გაიგოს ყველაფერი და მამამისის გვერდით დადგეს.

– თიკა? რა იზამ მოუყვები მასზე? როგორ ფიქრო თიკამ იცის?

– არა ერეკლე თიკამ არაფერი არ იცის, მაგ საწყალს თავიანთ სათამაშოდ იყენებდნენ, ერთადერთი იმის გამოც თავისებს ვითომ და უყვარდათ ის იყო რომ თიკას სანდრო უყვარდა, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც იმაზე ფიქრობდნენ, რომ ის ქონება ხელთ ეგდოთ, არ უნდა ვამბობდე მიცვალებულზე ცუდი არ შეიძლებაო მაგრამ ნაგვები და ძაღლები იყვნენ ორივე ცოლ–ქმარი.

– თიკას რა ბედი ეწევა ახლა რას იზამს ნეტა, ინტერესით ჩაეკითხა ერეკლე.

– არ ვიცი იკა არაა, იმედი მაქვს გიორგი სწორად შეაფასებს მდგომარეობას ყველაფერს ეტყვის, მისივე უსაფრთხოებისთის.

– შენ რაღაცა ბევრ კითხვას სვამ თიკაზე? რახდება? მაცდური ღიმილით კითხა და გაეცინა როგორც კი ერეკლეს დაბნეულ სახეს გადააწყდა.

– როგორ გგონია თიკას მართლა უყვარდა სანდრო? სინანულით ჩაილაპარაკა და თვალებში სევდა ჩაუდგა.

– არ ვიცი ერეკლე, მე მაინც მგონია თავისებმა იმდენაა შთააგონეს, რომ სანდრო უყვარდა დაიჯერა ეგ სიყვარული, ასა მშვიდად ვერ შეხვდებოდა ამ ბოლოს განვითარებულ ამებს, გგონია ასე მშვიდად გამომიშვებდა მას შემდეგც რააც გაიგო ჩემი და სანდროს ურთიერთობა, შეყვარებული ქალი ბოროტდება საყვარელი ადამიანის დაკარგვის მერე, გახსოვდეს თიკასთვის ეს განთავისუფლება იყო, ეწყინა გული დაწყდა მაგრამ მალე გაიაზრებს ყველაფერს.

– გიორგი მგონია შეცდომას ვუშვებთ, იმ საწყალმა გოგომ რა დააშავა რომ ჩვენ არანორმალურ შვილს უნდა გაუძლოს, ცოდოა გოგო, მარტო არ გაუშვა გთხოვ დიმიტრიც გააყოლე.

– არა ლელა, ყველაფრის მიუხედავად სანდროს იმედი მაქვს, ბავშვი აღარაა მიხვდება და გაიაზრებს საქმის სირთულეს თუ არ გაიაზრებს თავი ნებით მაშინ იძულებით გავააზრებინებ.

– თიკას რა ვუყოთ მოვუყვეთ?

– არ ვიცი როგორ მიღებს ლელა,მაგრამ ჯობს სიმართლე იცოდეს, საფრთხეში ვერ ჩავაგდებ აქ უნდ იყოს.

– თიკა შეშფოთებულმა ტავი ვეღარ შეიკავა და კარების გვერდით მდგარ ლარნაკს ფეხი კრა, ხმაურიც გამოიწივია და გიორგი და ლელაც მიხვდნენ რომ ყველაფერი გაიგონა, დამალვას აზრი აღარ ქონდა.

– ყველაფერი გავიგონე, ახლა გასაგებია რატომ მაინცდამაინც სანდრო, სიმწრით ჩაილაპარაკა და თავის ბედზე ჩაფიქრდა.

– ახლა რა უნდა ვქნა, ის ეცდება ალბათ რომ თქვენ წინააღმდეგ გამომიყენოს.

– თიკა მაგაზე ფიქრი არ ღირს, მაგას ვერ შეძლებს, ახლა მთავარი შენი უსაფრთხოება, ისეთ ადგილას უნდა წახვიდე სადაც ვერ გიპოვნიან, სანამ ეს საქმე დასრულდება უნდა დაიმალო, ნარკოტიკების ამბავი თუ გახმაურდა, რაც დიდი ალბათობით მოხდეა პოლიცია შენ დაგიწყებს ძებნას, ყველაფერი შენი სახელით გადის და შემოდის ხო იცი.

– თიკას ცრემლები წასკდა , გამოდის რომ უნდა დავიმალო, მამაჩემის სიღორეს საზღვარი არ ქონდა არასდროს მეზიზღება, მკვდრებიც არ მასვენებენ, მხელა საფიქრალი დამიტოვეს.

– არაფერზე არ ინერვიულო, ჩვენ აქ ვართ, მემგონი ჯობს ინგლისში გაფრინდე შენც, ელენეს ვერ გაგაყოლე სახიფათო იყო, ამაღამ წახვალ, ისე რომ სანდრომაც არაფერი იცოდეს ელენ მოაგვარებს იქ შენს ამბებს, ენდე მხოლოდ მას და იმ ადამიანს ვიზეც ელენე მიგითითებს.

– გასაგებია, წვალ ბარგს ჩავალაგებ.

– არანაირი ბარგი, პატარა ზურგჩანთა მხოლოდ, მნიშვნელოვანი ნივთები და შენი საბუთები დანარჩენს ელენე მიხედავს.

– კარგი გასაგებია, მადლობა ყველაფრისთვის, თიკამ ტირილი ვეღარ შეიკავა და თავს უფლება მისცა ეტირა, ძლიეერად ჩაეხუტა და გულწრფელი მადლობა გადაუხადა ორივეს.


აბა ელოდით ამ ყველაფერს, გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიარეთ, მადლოა ყველას ვინც კითხულობს და ელოდება, განსაკუთრებული მადლობა კი მათ ვინც კომენტარებში აზრს აფიქსირებს



№1 სტუმარი Gvanca

მშვენიერია ძალიან მომეწონა წარმატებებო ჩემო კარგო.ძალიან შინაარსიანი თავია

ყოცაღ მშვენიერი თავი იყო ძალიან მომეწონა წარმატებებიიი

 


№2 სტუმარი gvanca

Ძაალიან კარგია.იმედია შემდეგ თავს მალე დადება წარმატებები შენ.❤

 


№3  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

Gvanca
მშვენიერია ძალიან მომეწონა წარმატებებო ჩემო კარგო.ძალიან შინაარსიანი თავია

ყოცაღ მშვენიერი თავი იყო ძალიან მომეწონა წარმატებებიიი

ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება რომ მკითხველს მოწონდეს ნაწერი❤❤

gvanca
Ძაალიან კარგია.იმედია შემდეგ თავს მალე დადება წარმატებები შენ.❤

არ დავაგვიანებ გპირდებით <3

 


№4 სტუმარი სტუმარი nazi

მომწონს მომწონს ძალიან გელი მოუთმენლად

 


№5  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

სტუმარი nazi
მომწონს მომწონს ძალიან გელი მოუთმენლად

რაა ბედნიერება ამის მოსმენა

 


№6 სტუმარი Ana-maria

მომწონს ისტორია. ხშირად არ ვკითხულობ თავებად დადებულ ისტორიებს,დასასრულს ველოდები,მაგრამ ეს ისტორია დავიწყე და მინდა ბოლომდე ასე საინტერესოდ მივიდეთ. წარმატებები

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

მომწონს კი არა გადარეული ვარ. ოსეთი უცხოა. გააგრძელე აზე♥️♥️????

 


№8  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

Ana-maria
მომწონს ისტორია. ხშირად არ ვკითხულობ თავებად დადებულ ისტორიებს,დასასრულს ველოდები,მაგრამ ეს ისტორია დავიწყე და მინდა ბოლომდე ასე საინტერესოდ მივიდეთ. წარმატებები

ასეთ კომენტარა რომ წავიკითხავ იმხელა სტიმულია მინდა ვწერო, ვწერო და სულ ვწერო

Marikagogolqdze
მომწონს კი არა გადარეული ვარ. ოსეთი უცხოა. გააგრძელე აზე♥️♥️????

აიი ეს იყო საუკეთესო კომენტარი, სტმულის მომცემი, მადლობა ამ სიტყვებისთვის

 


№9 სტუმარი ეკა

სიტუაცია იძაბება და ძალიან მომწონს.კარგად წერ ველოდები ახალს

 


№10  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

ეკა
სიტუაცია იძაბება და ძალიან მომწონს.კარგად წერ ველოდები ახალს

ვნახოთ აბა ცეცხლს თუ დავანთებ????

 


№11 სტუმარი სტუმარი nazi

შემდეგ თავს როდის დადებ

 


№12  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

სტუმარი nazi
შემდეგ თავს როდის დადებ

დღეს ავტვირთავ

 


№13 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ოჰოოო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან კარგია, წინ მძაფრი ემოციები გველის, როგორც ჩანს..

 


№14  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

სტუმარი Daldoni Daldoni
ოჰოოო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან კარგია, წინ მძაფრი ემოციები გველის, როგორც ჩანს..

როგორ ველოდი თქვენს კომენტარს ❤

 


№15 სტუმარი Გვანცა

gaagrdzele aucileblad

 


№16 სტუმარი სტუმარი ნაილი

გრამატიკულ შეცდომები მაღიზიანებს,აზრდ მიბნევს, ისე სიუჟეტი კარგია

 


№17  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

სტუმარი ნაილი
გრამატიკულ შეცდომები მაღიზიანებს,აზრდ მიბნევს, ისე სიუჟეტი კარგია

მადლობა გავითვალისწინებ

 


№18  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

Გვანცა
gaagrdzele aucileblad

აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent