გზაჯვარედინი (თავი 16)
დილით სახეზე აცოცებულმა მზის სხივებმა გააღვიძეს. სახე დაებრიცა და გვერდი იცვალა. ყველაფერი ახსოვდა, ყველაფერი გაანალიზებული ჰქონდა. ხელი გვერდით გადასწია და საყვარელი კაცის სხეულის შეხებაზე, ტანში სასიამოვნოდ გასცრა. პირველი დილა იყო, როდესაც სანდროსთან ერთად იღვიძებდა, პირველი ნაბიჯები მათ საერთო ცხოვრებაში. თვალების გახელა არ უნდოდა, ეშინოდა, სიზმარი არ აღმოჩენილიყო. ხელის გულით უკავშირდებოდა გელოვანის გულს, რომელიც არანორმალურად სწრაფად ფეთქავდა. გაეღიმა... იცოდა, ამ ყველაფრის მიზეზი თავად იყო. გუშინდელი ფრაგმენტებად ამოტივტივდნენ... -დილა მშვიდობისა სესილია!-ძილისგან ოდნავ დაბოხებოდა ხმა. ცალ მხარზე დაყრდნობილი ზემოდან დაჰყურებდა საყვარელი ქალს. -დილა მშვიდობისა!-თვალები გაახილა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო. მამაკაცის თვალებს ვერ გაექცა და მასში ჩაიკარგა. -მეშინია უკვე.-ღიმილი შეეპარა კაცს და ოდნავ წამოიწია, უკეთ რომ დაენახა ორჯონიკიძე. რის?-თავადაც გაეღიმა სესოს. -რომ ადგები და გაიქცევი. ან მეტყვი, დაივიწყე ყველაფერი, ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყოო.-ისეთი მშვიდი იყო გელოვანი, ვერ იტევდა ოთახი მის ზეციურ სიმშვიდეს... -ღმერთო, რა სისულელეა!-ოსტატურად შეიცხადა. -რა სისულელეა.-გამოაჯავრა ქალს. -ჯანდაბა ამის შემდეგ არსად არ მინდა წავიდე. მაგრამ არც ის მინდა, მესამე ვიყო შენს ცხოვრებაში.-განგებ სცდიდა. მთელი არსებით უნდოდა, გელოვანისგან მოესმინა, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი არ არსებობდა. -მესამე არასდროს არ ყოფილხარ სესო, გაცნობის დღიდან მეორე ხარ.-დაიხარა და მხარზე აკოცა. სიტყვები... სიტყვები, რომლებსაც თითქოს შესაბამისი მოქმედებები არასდროს მოჰყოლია, მაგრამ ახლა სჯეროდა. სანდროს წრფელი თვალების სჯეროდა და არაფრის გამო არ აპირებდა ორჯონიკიძე ამ მომენტის გაფუჭებას. დაე, ახლა ასე ყოფილიყო. ხვალინდელ დღეზე დღეს წუხილი სისულელეა, რადგან არ იცი, რა შეიძლება მოხდეს. სჯობს დატკბე თითოეული წამით, რომელსაც ცხოვრება გაძლევს, ვიდრე გააფუჭო საუკეთესო მომენტები იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ. დამშვიდობება გაუჭირდა. ახლა დარჩენა არ გამოდიოდა. წასვლა არ უნდოდა, მაგრამ დედამისის ნერვიულობაც არ შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ მოეხვია საყვარელ მამაკაცს, დაჰპირდა, რომ დაურეკავდა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი, რომელშიც ცხოვრების საუკეთესო მოგონება დააკავშირებდა. დაღმართს ჩაუყვა, ნაცნობ ავტომობილს რომ მოჰკრა თვალი. შემჩნევას არ აპირებდა, მაგრამ აკამ დაასწრო და სანამ სესილია გვერდს აუვლიდა, წინ გადაეღობა. სახე დაებრიცა ქალს. ერთი თავით მაღალი, ნამთვრალევი მზერით დაჰყურებდა სესოს. -გამარჯობა, სესილია!- იმდენად ამაზრზენად ეჩვენა მისი პირიდან წარმოთქმული ,,სესილია" -გამარჯობა-მოვალეობის მოხდის მიზნით დაუბრუნა პასუხი და გვერდის ავლა სცადა. უხეშად რომ ჩააფრინდა მკლავში აკა. -რას აკეთებ?-პანიკა დაეწყო კაცის შეხებაზე. -მითხარი, რომ ჩემს ძმაკაცს არ ხვდები.-გაცხოველებული უყურებდა. -შენი საქმე არ არის-თავი გადააქნია, მაგრამ კიდევ უფრო მოუჭირა ხელზე ხელი და სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა. -მიპასუხე.- დაუღრინა -ან ახლავე გამიშვებ ხელს, ან ვიყვირებ და გაგაშვებინებენ!-მკლავი გამოსტაცა და გვერდი აუარა. ცოტახანს გაჩერდა, აკასკენ გატრიალდა, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო მთელი სხეულით კანკალებდა. -ნაბი*ვარი ხარ!-ზიზღით სავსე სიტყვები მიაძახა და თითქმის სირბილით ჩაუყვა დაღმართს. ცრემლები ყელში ეჩხირებოდა. ცოტაც და ჩაიკეცებოდა. ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. საშინელი შეგრძნება ეუფლებოდა. თითქოს იმ წამს განადგურდა ყველაფერი. აკას დანახვა იმდენად მტკივნეული იყო მისთვის, რომ ყველაფერს დათმობდა ოღონდ ის შეხვედრა არ შემდგარიყო. ავტობუსში ცრემლებს ყლაპავდა. სახლში მისულმაც გადაყლაპა ცრემლები და ქეთის ჩაეხუტა. დედა მისთვის ნავსაყუდელი იყო, რომლის მკლავებშიც მშვიდდებოდა და სხვა ხდებოდა. ყველაზე ნაკლებად დღევანდელ დღეს ისურვებდა აკას ნახვას. ეს ადამიანი იმდენ ხანს იყო მისგან შორს, რომ საერთოდ დავიწყებული ჰქონდა მისი არსებობა. ახლაც ასე იყო. მისდამი არანაირი დადებითი გრძნობა არ გააჩნდა, მაგრამ დღეს მასთან შეხვედრამ ხასიათიც გაუფუჭა და თითქოს ლამაზი წამებით ტკბობაც არ აცადა. -სესო, დეე კარგად ხარ?-ზემოდან დააჩერდა ქალი და თმებზე ხელი გადაუსვა. როგორ უნდოდა ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ქალის ნერვიულობა არ უნდოდა. -კი დეე.-ეცადა მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო. ფეხზე წამოდგა, ქურთუკი გაიხადა და ოთახში გაუჩინარდა. როგორც კი კარი მოიხურა სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა. ვინმე სჭირდებოდა, ვისაც ყველაფერს გაუზიარებდა და ეს ვინმე აუცილებლად ცუცა უნდა ყოფილიყო. მობილურს დასწვდა და შეტყობინება გაუგზავნა მეგობარს. იცოდა, ცუცა მარტო არ დატოვებდა. არც შემცდარა, ჯერ დაურეკა და ნახევარ საათში ოთახის კართან იყო ატუზული. ბერიძესაც ჩამქრალი ჰქონდა თვალები. ისეთი სხვანაირი ეჩვენა სესილის, რომ ჯერ თავად არაფერი დაიწყო. -ცუც, მშვიდობაა?-კითხვა არ ჰქონდა დასრულებული გვანცამ, რომ ცრემლები გადმოყარა და მხრები აუთრთოლდა. ისეთი უმწეო იყო.. -რა ხდება?-მისკენ გაიწია და ხელები მოჰხვია. -მასთან ერთადაა ვიკო!-საშინლად უჭირდა ამ ყველაფრის თქმა -ვისთან?-დაიბნა ორჯონიკიძე -ვისთან და იმ ყანჩასთან. ღმერთო, სესკა, იცი როგორ მიყურებდა? მე მიყურებდა და იმ ქალს არ აცილებდა მკლავს. ჯანდაბა, თუ ის მასთან წევს, ვერ გადავიტან. -ჩემს მეგობარსაც ისეთი დიდი პრობლემა ჰქონდა. რა გვჭირდა საერთოდ? ერთი დღე მაინც ჩაივლიდა პრობლემების გარეშე? ჩვენი ცრემლებისა და ტკივილის გარეშე. -არც კი დამელაპარაკა. მოვიდა, ვაა ცუცა აქ ხარო და წავიდა. არც მომიკითხა. რაში მადანაშაულებს ვერ გამიგია. რა უნდა, როგორ უნდა, საერთოდ არაფერი ვიცი. -იქნებ მოგეჩვენა ცუც?-ვიკოზე არ დამეჯერებოდა მსგავსი რამ. ამდენი წელი ელოდა ცუცას და ახლა რა გააგიჟებდა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. -რა მომეჩვენა სესო? გგონია გავგიჟდი?-უფრო უმატა ტირილს და მე მივხვდი, რომ ყველაზე ალოგიკური რამ ვუთხარი. -დამშვიდდი რაა!-მოვეხვიე და ვეცადე მენუგეშებინა. ხანდახან ძვირფასი ადამიანების პრობლემა და ტკივილი საკუთარს გავიწყებენ და ახლა ვხვდებოდი, რომ ცუცას პრობლემა და ტკივილი ყველაზე მაღლა იდგა ჩემთვის. -იქნებ დაელაპარაკო?-ბოლოჯერღა ვცდილობდი, რომ რამე გონივრული მერჩია მისთვის. -ვის? იმას? არ არსებობს-ცრემლები გადაყლაპა.-დაველაპარაკო და ვუთხრა, ჭკუიდან ვიშლები, როცა სხვასთან გხედავთქო? -არაფერია აღიარებაში ცუდი გვანც! -იქნებ მართლა უყვარს სეს. ვის ჩავეკვეხო შუაში? ერთი ზარი, ერთი ზარი მაინც რომ განხორციელებულიყო. ერთხელ მაინც რომ ეთქვა, რომ მოვენატრე, დავურეკავდი, მაგრამ არა! -გვანცა, გაუგე! იმასაც ეტკინა, ვერ გადახარშა. ძლივს ერთად იყავით. შეუძლებელია, რომ ასე მალე დავიწყებოდი ვიბლიანს. შეუძლებელი კი არა, წარმოუდგენელია, გესმის? შენ მაინც ხომ იცი, როგორ გიჟდებოდა შენზე? -როგორც ჩანს, აღარ გიჟდება.-სევდიანად გააქნია თავი და ცრემლები შეიმშრალა.-და საერთოდ შევეშვათ ვიკოს და მოყევი, სად აორთქლდი ჩემს ლექტორთან ერთად!-ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში. არ ვიცი, ალბათ მზერაში შემატყო რამე და იმხელა დაიკივლა, მოსაბრუნებელი გავხდი. -შე უწმინდურო ქალო! არ თქვა, რომ ქორწილამდე იმაიმუნე.-თვალებგაფართოებული მიყურებდა და ჩემს თანხმობაზე სიცილი ატეხა. -რა მაგარიააა! სულ მალე პატარა სანდრიკოები გეყოლებიან.-აჟიტირდა. -არ მგონია!-თავი გავაქნიე და სიხარულიც სადღაც გაქრა. -რა ხდება, სესილია ორჯონიკიძე?-გვერდით მომიჯდა და ინტერესით შემომხედა. -აკა ვნახე. -დასრულებული არ მქონდა სიტყვა, ბერიძე უკვე აჭრილი იყო -ეგ ნაბი*ვარი -სანდროსგან რომ მოვდიოდი, მაშინ შემხვდა.-ძლივს ვლაპარაკობდი -მერე?-კიდევ უფრო დაიძაბა ცუცა -მითხარი, რომ ჩემს ძმაკაცს არ ხვდებიო. -და შენ ტ*რაკი რატო გეწვისთქო?-ბრაზდებოდა ბერიძე -არ ვიცი, სანდროს რა რეაქცია ექნება, როდესაც გაიგებს, რომ ამ შრამების მიზეზი აკაა. -თუ მაგის გამო ამ ყველაფერს გააფუჭებს, მაშინ დებილია ეგ სანდრიკაც. -ხო მაგრამ მარტივი არაა. შენც ხო იცი ,რა რთულია მსგავსი ამბები! -კიი, მარიამის ისტორიიდან ვიცი მსგავსი სიტუაცია.-ღმერთო, რა გიჟი მეგობარი მყავდა. -ვინ მარიამის?-ვერ გავიხსენე. -ხშირად შედი ხოლმე 4love-ზე და გაეცანი ნამდვილ კლასიკას. -არ ხარ ნორმალური. -სხვათაშორის მაქედან ვისწავლე რაღაც ხრიკები.-წარბები აათამაშა. -ნუ გადამრევ. -მართლა გჭირდება ეხლა შენ მარიამის ისტორიების წაკითხვა და ჩათვალე, რომ აზრზე ხარ ცხოვრების!- ისე დარწმუნებით იძახდა, მართლა მომინდა წამეკითხა. -,,ცხელი სურნელი" წაიკითხე სესოო-გასვლის წინ მომაძახა.-არც სანდროა იოანე და არც შენ ხარ ტაისა, მაგრამ დიდებული ისტორიაა. ხოო. და ბოლოს არც ის სი*ი აკაა გიგი.- ღმერთო, მართლა მაგრად აფრენდა ჩემი დაქალი. მაინც მოახერხა ჩემი გაღიმება და მარტო დარჩენილმა მაშინვე მოვძებნე ,,ცხელი სურნელი" იმდენად ჩამითრია ამ ისტორიამ, დამავიწყდა სად ვიყავი. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ყველაფერი და დასასრულმა სასიამოვნო ემოციებით დამტვირთა. არაფრით ჰგავდა ეს ისტორია ჩემსას, მაგრამ საოცარი იყო. საათს გავხედე, ექვსი ხდებოდა, მერე ისევ ტელეფონს დავხედე და სანდროს არცერთი შეტყობინება რომ არ დამხვდა, გული შემეკუმშა. ოთახი დავტოვე და მისაღებში ჩამოწოლილი აუტანელი სიცარიელით მივხვდი, რომ დედა სახლში არ იყო. სამზარეულოში შევაბიჯე და ჩაის გაკეთებას შევუდექი. თან სიახლეებს ვეცნობოდი. კარზე ზარის ხმამ მომიყვანა გონზე და მისკენ გავემართე. რაღაცნაირად გათიშული დავდიოდი. სახელური ჩამოვწიე და კარში მდგარ მთვრალ სანდროზე თვალები გამიფართოვდა. ისეთი სახით მიყურებდა, ისე მათვალიერებდა, დავიძაბე. -სანდრო.-ვეცადე არ შემემჩნია, როგორ მიკანკალებდა მტელი სხეული. არ მეშინოდა მისი, ვიცოდი, არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც ფიზიკურად მატკენდა. -სესილია.-ისევ საოცრად წარმოთქვამდა ჩემს სახელს. ჩემიანად შევიდა მისაღებში და სავარძელშიც ჩემიანად ჩაჯდა. ჯერ თვალებში მიყურებდა, მერე მზერა ჩემს მკლავებს ჩაატარა და მოსაცმელის საყელო ფრთხილად გადასწია. -სანდრო-სხეული ამითრთოლდა. -ჩშუუ-ბაგე მომაწება და თითქოს რეალობას მომწყვიტა. ისეთი სიფრთხილით დააცოცებდა თითებს სხეულზე, რომ ვეღარაფერს ვგრძნობდი, გარდა უსაზღვრო სიყვარულისა. ვერ გავიაზრე, როდის მომშორდა მოსაცმელი და მის წინაშე მხოლოდ ბიუსჰალტერის ამარა როდის დავრჩი. მოულოდნელად გაჩერდა და ისევ თვალებში შემომხედა. ჩემი მკლავები ეჭირა, რომელიც შრამს ჰქონდა დაფარული. -სანდრო-მაშინ გავიაზრე, რომ იცოდა... -თქმას აპირებდი ოდესმე?-ხმა შეეცვალა. ხმასთან ერთად მზერაც. -ჯანდაბა-ამოვიკნავლე... -აპირებდითქო?-ტონს არ უწევდა და ამით კიდევ უფრო მანადგურებდა. -ვაპირებდი უბრალოდ მეც კი დამავიწყდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეგ მომენტი იდგა. -ამის დედაც... როგორ არ გავაფრინო, მეტყვი?-ერთი მილიმეტრითაც არ მშორდებოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა. -სანდრო, გთხოვ... ხელები გავაცოცე მისკენ -რას მთხოვ? -ბავშვი ვიყავი -შენს თავს ავნე ვიღაცის გამო, ხვდები? ვირაც ტიპის გამო, რომელიც არ გიცნობდა და ახლა, როცა მის ძმაკაცს სიგიჟემდე უყვარხარ, მოდის და მეუბნება, რომ შენ ის გიყვარს... ამის დედაც. გავგიჟდები. -რა სისულელეა... -რა არის სისულელე? რომ გიყვარს? თუ იმას რომ უყვარხარ? -სანდრო... -მიპასუხე სესილია.. -ეჭვი გეპარება, რომ მიყვარხარ?-გულში რაღაც ჩამწყდა. -შენი აზრით? -სანდროო -მიპასუხე, შენი აზრით, ისეთი არაკაცი ვარ, რომ ეჭვი მეპარება შენს სიყვარულში და შენთან მაინც დავწექი?-იმედგაცრუება გადმოეღვარა თვალებიდან -ეგ აარ მიგულისხმია-ვეცადე, სიტუაცია განმემუხტა. -ეჭვი არაფერში მეპარება. არც შენს სიყვარულში. არაფერში გესმის, მაგრამ, არ ვიცი, რატომ დამიმალე ეგ ყველაფერი. ჩემი მეჯვარე უნდა იყოს, გესმის? გესმის, რომ ადამიანი ჩვენი შვილის ნათლია შეიძლება ყოფილიყო და ამ დროს ჩემს ცოლს მის გამო ჰქონოდა ვენები გადაჭრილი. აზრზე ხარ სესილია?-ყელზე ძარღვები დაბერილი ჰქონდა. სიბრაზე სისხლად დაუდიოდა. -მაპატიე...-ისეთი უადგილო სიტყვა იყო ამ წამს... -უბრალოდ მეგონა, ვიმსახურებდი მაგის ცოდნას. -ასეცაა..-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. -მაგრამ რეალობა სხვას აჩვენებს.-ჩემიანად წამოდგა ფეხზე, კარამდე ჩახუტებული მიმიყვანა. ღრმად ჩაისუნთქა, შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა. ღმერთო, რა საშინელი გრძნობა იყო... სიტყვებით რომ ვერ აღვწერ ვერასდროს... ჩავიკეცე... არ ვიცოდი ამ წასვლის შემდეგ რა იქნებოდა... ----- დილის ხუთზე გავიღვიძე, სასწავლი მაქვს თავზე საყრელად, მაგრამ რაღაცნაირად მუზებმა შემომიტიეს. იმედია, მარიამის მკითხველი არ გაჯავრდება მისი მოთხრობის გამოყენებისთვის. დაგვიანებისთვისაც მაპატიეთ, მართლა სიამოვნებით დაწერილი თავია. ვიკოზე და ცუცაზეც დავწერ. ყველაფერზე დავწერ, უბრალოდ ცოტას დავაგვიანებ ხოლმე. 9საშინელი გრაფიკიდან გამომდინარე) ყველას დიდი მადლობა, ვინც ელოდება ხოლმე მოთხრობას. 4 love დიდი ოჯახია და ამას მუდმივად ვგრძნობ, თქვენი წყალობით! მშვიდ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.