გზაჯვარედინი {თავი 15}
,,კიდევ ერთხელ თუ დაგკარგავ, ვერ ვიცოცხლებ" ,,სესო, ჩემი ვერ დამდგარი გაზაფხული ხარ" ,,როგორ მინდა, შეგეხო!" ,,თუ რამეს ვნანობ, ეს შენი დაკარგვაა. თუ ოდესმე რამეს ვინანებ, უშენოდ ცხოვრებაა"-წერილები, წერილები და ისევ და ისევ წერილები. ოთახის შუაგულში იჯდა და სანდრიკას წერილებს კითხულობდა. რამდენი თვე იყო გასული ბოლო ნახვიდან, ვეღარ იხსენებდა. დიდი ხანი რომ იყო, მხოლოდ ეს იცოდა და მთელი გულით უნდოდა, ეს დრო გაექრო. ყველა ის დილა, რომელიც ამ კაცის გარეშე იწყებოდა, არ გათენებულიყო. ცრემლებს გასაქანი არ მისცა და ფეხზე წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა და მოგონებებიც აირია. 2020 წელი. 25სექტემბერი. ბაკურიანი. ფოიეში ჩასულს მაგიდასთან ცუცა და ვიკო დახვდნენ. ვიკოს სახე წაშლილი ჰქონდა, გვანცა აწყნარებდა. მათკენ წავიდა და ვიბლიანის ჩამქრალ თვალებზე უსიამუვნოდ გასცრა. -კმაყოფილი ხარ?-სიგარეტის ღერი აატრიალა ვიკომ და ჯიქურად მიაშტერდა. -ვიკო გთხოვ...-ცუცამ ხელი მოჰხვია. -აბაროტს უღებ სესილი?-როგორ სტკიოდა ეს ყველაფერი. როგორ ვერ ამტკიცებდა, რომ ის სიტყვები, რომლებიც თინის ეკუთვნოდა, მხოლოდ ბავშვის ფანტაზია იყო და არა-რეალობა. რომ არ აპირებდა, გაჰყოლოდა კაცს, რომელიც არ უყვარდა. -ჩემი არ გჯერათ!-თავი დანანებით გააქნია. -შენი არ გვჯერა?-ჩაიცინა ვიბლიანმა. -გელოვანი სავადმყოფოშია, ძლივს გადარჩა, ძლივს. ახლა მითხარი, რა დავიჯერო? სანდრიკას დავუჯერო თუ შენ? რომელს დაგიჯეროთ სესილი?-თითოეულ სიტყვაში დაბუდებულიყო ტკივილი. მზერა, მიმიკები-ყველაფერი ამბობდა, რომ ერთმანეთს სტკენდნენ. -დავიშალოთ!-ძლივს ამოილუღლუღა ორჯონიკიძემ. -სესო.-გვანცას გაბზარულ ხმაზე ცრემლები მოაწვა. -არ გინდა!-ხელი ასწია და უკან გადგა ნაბიჯი. ვინ იცის, როგორ სტკიოდა. როგორ ჩამოიშალა, როდესაც მეგობრებს ზურგი აქცია. როგორ ვერ გაიაზრა, როგორ წამოვიდა სასტუმროდან. როგორ ალაპარაკდა ყველა, რომ ახალკაცს ხვდებოდა. როგორ ჩამოშორდა ყველა. როგორ გამორჩა საყვარელი კაცის ამბები. ვერაფერი გაიაზრა იმ დღეებში. დღეები კვირებმა ჩაანაცვლეს, კვირები-თვეებმა. მოგონებებში ახლართულს მხოლოდ გელოვანი ახსოვდა. არცერთი ზარი, არცერთი შეტყობინება, მხოლოდ წერილები. ეს იმ პერიოდს ჰგავდა, სესილი რომ უგზავნიდა სანდრიკას წერილებს. ახლა ყველფერი პირიქით იყო. მობილურის ხმაზე გონს მოვიდა და ეკრანზე გამოსახულ ცუცაზე, გაეღიმა. მისგან იგებდა ამბებს. -დრამა ქვინ.-მობილურში ომახიანად ჩასძახა მეგობარს. -ცუცა.-უფრო მეტად გაეღიმა და ხასიათიც მაშინვე მოვიდა. -დღეს ნამდვილი ვაკელების შეკრებაა, მაგრამ შენც ჩაგტენე.-მოწოდების სიმაღლეზე იყო ბერიძე. -ყველაფერი იცვლება,მაგრამ ჩემი ვაკელებთან შეტენვა სამუდამოა.-საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაწვა. -იმიტომ, რომ ცუცას მხოლოდ შენთან ერთად უხარია.-ისეთი სასიამოვნო იყო ამის გაგება. -მადლობა გვანც.-გულწრფელად მადლიერი იყო, რომ ეს ადამიანი არსებობდა. -მადლობას მერე მეტყვი, მოემზადე, გამოგივლი.-ესღა ჩასძახა და ყურმილი გაუთიშა. აღარ აპირებდა სახლში დარჩენას. თავადაც ხვდებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა გარეთ გასვლა. სამოსზე ბევრი არც უფიქრია, მარტივად შეარჩია ჯინსისა და ნაქსოვი სვიტერის კომბინაცია. თმები უბრალოდ შეიკრა. ისე აღმოჩნდა, რომ გვანცასთვის ლოდინიც კი მოუწია. სიმღერას უსმენდა, კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო და ზლაზვნით გაემართა. ვინ იქნებოდა თუ არა ბერიძე? გაკრეჭილი იდგა ვინი პუჰის სამოსში. -რა გაცვია?-თავი გააქნია ორჯონიკიძემ -წამოდი რაა.-ხელი ჩაავლო მეგობარს და რამდენიმე წამში კიბის ბოლოს იდგნენ. ასეთი მომენტები ენატრებოდა თავის ცხოვრებაში. -გაგიჟდი?-თავი გადააქნია და ნაცნობი შავი მანქანის დანახვაზე გაშეშდა. ყველაფერი დატრიალდა. ცუცას მკლავს მოეჭიდა. -რა ხდება?-დაძაბულმა გახედა სესოს. -სანდრიკაა.-ძლივს ამოიჩურჩულა და თვალი აარიდა ავტომობილს. -მარტო მაგას ხომ არ ჰყავს ესეთი მანქანა?-შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. -ხო მართალი ხარ!-ღრმად ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო. ვაკელების შეკრებაზე ირეოდა ყველა. ასე ცუცა ეძახდა, თორემ სამეგობრო იკრიბებოდა, სვამდნენ, ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. ეს სახელი კი მომდინარეობდა იქიდან, რომ უმეტესად ვაკელები იყვნენ. ნიკოლეიშვილიც იქ ბრძანდებოდა. ბრძანდებოდაც გვანცას სიტყვაა. დასანახად ვერ იტანდა ცუცა თეონა ნიკოლეიშვილს. ბაღში შეყვარებულის წართმევის გამო. -გავჩეჩავ ახლა ამას.-მისკენ მომზირალ გოგოს დაუბღვირა. -რით ვერ დაივიწყე?-ფხუკუნებდა სესილია. -დავივიწყე კი არა...-სიტყვა ყელში გაეჩხირა ნიკოლეიშვილის გვერდით ვიკო ვიბლიანი და სანდრო გელოვანი, რომ დალანდა. ჯერ თვალები დაახამხამა, მერე საკუთარ თავს უკბინა. გამოსახულება რეალური იყო. -გავაფრენ!-სუნთქვა შეეკრა. ყელში გაეჩხირა სიტყვები. სესილია გაოცებული უყურებდა მეგობარს. არც კი უფიქრია, რომ ისევ ნიკოლეიშვილი იყო ამ ყველაფრის მიზეზი. -გვანცაა!-ფერწასულს ზემოდან დააჩერდა. მართლა შეეშინდა -გეხვეწები მითხარი რომ ისინი ისინი არ არიან!-თავით ანიშნა, გაეხედა. ჯერ გაოცებული უყურებდა დაქალს, მერე მარჯვნივ გაატრიალა თავი და ყველაფერმა დაუარა. მონატრებამ უფრო ძლიერად მოჰხვია საცეცები. ისეთი შეცვლილი ეჩვენა ყველაფრის შემდეგ, ისეთი გაზრდილი. შორიდანაც კი იგრძნობოდა როგორ მშვიდად საუბრობდა. კვლავ დინჯი იყო გელოვანი, მიხვრა-მოხვრა. სიგარეტს ისევ ისე ეწეოდა. გრძელი თითები და მარლბოროს ღერი საოცრად ერწყმოდნენ კვლავ. მზერა ყელთან ჩამოაცოცა. ტატუს ხაზი მოუჩანდა. შემდეგ მის მკლავს ჩამოჰყვა, მერე მზერა ისევ სახისკენ გააცოცა. -სესო!-ახლა გვანცა ვერ ხვდებოდა, რატომ დამუნჯდა ასე ორჯონიკიძე. -როგორ მენატრება, ღმერთო!-ძლივს გასაგონად ამოთქვა და იქვე მდგარი წყალი სულმოუთქმელად ჩაცალა. -კარგად ხარ?-საწყალი თვალებით დაჰყურებდა ბერიძე მეგობარს. თავი დახრილი ჰქონდა სესილის და ფიქრებით ძალიან შორს იყო. მაშინ რომ მდინარეზე წასულიყო სანდრიკასთან ერთად... მაშინ რომ არ შეშინებოდა... ნერწვი მძიმედ გადააგორა და მოწოლილი ცრემლები სადღაც გააქრო. -კარგად ვარ.-თავი დაუქნია გვანცას და ფეხზე წამოდგა. -ჩვენ არ გვაქვს დასამალად საქმე.-თავი გააქნია და ხალხს გაერია. მერე თითქოს მასში ქალმა გაიღვიძა, რომელსაც საყვარელი მამაკაცის დაბრუნება სურდა. თმები გაშლილი ჰქონდა. ორჯონიკიძე თავის ჟასმინის სურნელს ჰაერში აფრქვევდა. მშვიდი მელოდია საკუთარ ბგერებს ჰაერში ფანტავდა. შემთვრალი იყო, მაგრამ ძალიან არა. ყველაფერი ზომიერად იყო. ათას გოგონას შორის გამოირჩეოდა სესო. ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. უკნიდან ნაცნობი ხელების შეხებაზე სხეულში სასიამუვნო იმპულსები გავრცელდა. ზუსტად იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს მკლავები. თავი უკან გადასწია, არ შეუხედავს. მაქსიმალურად ტკბებოდა ამ მომენტით. სიჩუმე ხმაურში, ქაოსში, საგიჟეთში ბევრად უფრო ღირებულია. კაცის სხეულს იყო მიყრდნობილი და მილიმეტრითაც არ შორდებოდა. მის სუნამოს სუნსს შეერია საკუთარი სურნელი. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო. ძლიერმა ხელმა თავისკენ შეატრიალა და პირისპირ აღმოჩნდა ადამიანთან, რომელსაც გაუცნობიერებლად ეკუთვნოდა. მის თვალებში ჩაიკარგა სესილია. -ჯანდაბა-ქვედა ტუჩს დააწვა კბილებით და სანდროს მზერაზე კიდევ უფრო გახელდა. -გამარჯობა სესილია!-გელოვანის ,,სესილია" ისევ განსაკუთრებული იყო. -გაგიმარჯოს!-გაუღიმა. აღარ აინტერესებდა არაფერი. აქამდე იფიქრებდა, რომ უთავმოყვარეო ქალი იყო, სხვის კაცს რომ ეხვეოდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავს ხედავდა, როგორც შეყვარებულ ქალს, რომელიც მზად იყო უსასრულობაში წაჰყოლოდა თავის რჩეულს. -ცოტახანს გავიდეთ!-თანხმობას არც დალოდებია სანდრიკა. წელზე მოხვია ხელი და მისიანად გავიდა. ციოდა. შემოდგომის სუსხი ძვლებში ატანდა. მანქანისკენ მიუთითა და თავად მეორე მხრიდან მოთავსდა. სალონში ისევ სიმყუდრივე იფრქვეოდა. გელოვანის მძიმე სუნთქვა აგიჟებდა. მისკენ გაიხედა. მის ყელს უყურებდა და საოცარი შეგრძნებებით იმუხტებოდა. -ისე ნელა გიახლოვდები, რომ ვგიჟდები. თუ მოგიახლოვდი, ისე მალე ხდება ყველაფერი, ამაზე კიდევ უფრო ვგიჟდები. -სანდრო.. -ჯანდაბა, სიგიჟემდე მენატრები.-ქალისკენ გადაიხარა და ერთი მოძრაობით აღმოჩნდა ორჯონიკიძე სანდრიკას მუხლებზე. პულსი აღარ ესინჯებოდა. თვალები მინაბა და კაცის ტუჩების შეხებაზე ამოფრქვეულ ვულკანს ტუჩებით ჩაუხშო ხმა. სრული სიგიჟე ხდებოდა სესილიასთან. აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი ლტოლვა მამაკაცისკენ. ათასი ბინძური აზრი ტრიალებდა მის თავში. სანდროს ხელი მის ზურგზე რომ ასრიალდა კვნესა არ შეუკავებია. თავი უკან გადააგდო და საკუთარი თავი მამაკაცს დაუთმო. -აქ არა!-ყელზე გააცოცა ტუჩები -სანდრო. -წავიდეთ?-ახლა რომ არა ეთქვა, მოკვდებოდა გელოვანი. ბოლოჯერ მოკრებილ ძალას მიმოფანტავდა.. -წავიდეთ!-თავი დაუქნია და საკუთარი ხელი გელოვანისაში ახლართა. გული გაასმაგებული სისწრაფით უძგერდა. შესაძლოა სასმლის ბრალიც იყო, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის გახდიდა კაცს პერანგს. წყნეთისკენ რომ აუხვია, ოდნავ დაიძაბა, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, ცუდზე ეფიქრა. შავად შეღებილ ჭიშკართან გაჩერდა და მალევე გადავიდა მანქანიდან. სიცივემ თითქოს გაანეიტრალა ვნებისგან ანთებული ალი. წინ სანდრო მიდიოდა და უკან მისდევდა სესილი. კარი გახსნა თუ არა სითბო მთელს სხეულში გაუჯდა. -შემოდი.-ხელი წელზე მოჰხვია და ერთად შევიდნენ. მონატრება ისევ უსაშველო იყო. -ჩაი გინდა?-ზუსტად არტყამდა მიზანში გელოვანი. -კი.-თავი დაუქნია -ჩაი უფრო გინდა თუ მე რომ ჩაგეხუტო?-ისეთი მოულოდნელი იყო გელოვანის კითხვა. მხოლოდ გაიღიმა სესილიამ. -ვფიქრობ, შენი ჩახუტება ორი ერთშია. ტკბილიც არის და მათბობს კიდეც.-თვალებში უყურებდა. -შენმა მონატრებამ გადამრია!-წამებში დაფარა მანძილი მათ შორის და ქალის ბაგეს დასწვდა. კოცნაში აქსოვდა ყველაფერს გელოვანი. ტკივილს, იმედგაცრუებას, მონატრებას-სულ ყველაფერს... -ვეღარ გაგიშვებ.-ესღა ამოიჩურჩულა და ხელში აიტაცა... --- მოკლედ, სტუდენტი რომ გავხდი იცით. ისიც იცით, რომ საშინელ დეპრესიას ვებრძვი. არ მინდა, დამთრგუნველი იყოს, ჩემი ამბავი. საშინელ, უჟამურ პერიოდს გავდივარ. ზუსტად ვიცი, ვაჯობებ! დღეს კომენტარი ვნახე, ლიზა სიჭინავასი. მადლობა მას. ვეცდები, დავდო ხოლმე ხშირად!!! მენატრება მკითხველი ძალიაან... ეს პატარა თავი დავრუნების იყოს. ძალიან გავწელე ამ ისტორიის დასრულება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.