შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავღანელი ტალუ თავი II


4-12-2021, 14:58
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 994

ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ალექსთან დავდიოდი საბედნიეროდ ვერავინ ამჩნევდა, რომ ყოველდღე არა ლეილასთან არამედ ალექსთან დავდიოდი. 3 დღის წინ საშინელი ცოდვა ჩავიდინე სხეული დავიბინძურე ქორწინების გარეშე მამაკაცთან სექსუალური კავშირი დავამყარე. ეს კიდევ ორჯერ გავიმეორე გუშინ და გუშინ წინ. ახლა აქედან მართლაც ძალიან მალე უნდა წავიდე მანამდე სანამ ჩემს გათხოვებას გადაწყვეტენ, თორომ ვინმემ, რომ გაიგოს გათხოვებამდე სხვისი გავხდი საშინელება მოხდება და მეც იმ გოგონების რიგს შევუერთდები ვინც სასტიკი წამების მსხვერპლი იყო.
- აქედან ძალიან მალე უნდა წავიდე თუ გაიგებენ, რომ გათხოვებამდე ვინმესთან ვიყავი და მითუმეტეს ქრისტიანთან წამება არ ამცდება ალექსს. ვეუბნები ალექსს და მთელი სხეულით მას ვეკვრები.
- ნუ გეშინია. მასალებს ლონდონში ჩავიტან დავამონტაჟებ და უკან წამოვალ ამას სულ, რამოდენიმე დღე დასჭირდება ალბათ 5 ან 7.
- მოფიქრებული გაქვს აქედან, როგორ უნდა წავიდეთ?
- ლონდონში ყალბ საბუთებს დაგიმზადებ თანამედროვე ტანსაცმელს გიყიდი და საზღვარზე როცა მივალთ ვიტყვი, რომ ჩემი ცოლი ხარ ამიტომ პრობლემა არ უნდა შეიქმნას თანაც თქვენი მესაზღვრეები დიდად კონტროლით თავს არ იწუხებენ.
- მერე სად წავალთ? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა.
- ჩემთან ლონდონში. სწავლას დაიწყებ და ნელ-ნელა ყველაფერს ერთად გავაკეთებთ.
- სწავლის უფლება მექნება ლონდონში? ვკითხე ალექსს რაზეც მან გაიცინა.
- რათქმაუნდა გექნება. იქ ყველაფერი პირიქითაა თითქმის არ არსებობს ადამიანი ვისაც სკოლა არ ჰქონდეს დამთავრებული.
ჩემი მომავალი ცზოვრებით აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან მალე სხვა სამყაროში შევაბიჯებდი და ვეღარასდროს ვეღარ დავინახავდი ვერც ქაბულს და ვერც ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და ასე მეზიზღებოდნენ.
- რომელ საათზე მიდიხარ? ვკითხე ალექსს, რომელიც დღეს სახლში მიემგზავრება.
- 4 საათზე. ისე შენც წამოდი გამაცილე.
- რას ამბობ აეროპორტის წინ ბაზრობაა. შეიძლება ვინმე ნაცნობი იყოს.
- ვერავინ დაგინახავს შენს შავ ნაჭერში.
- კარგი, წამოვალ, მაგრამ სადმე მოგარებულში დავდგები. არც კი ვიცი ამაზე რატომ დავთანხმდი.

4:00 საათი
უკვე აეროპორტში ვართ მინის გამჭირვალე კედლებს მიღმა ნაცნობი არავინ მოჩანს და ვმშვიდდები.
- დაიწყო ჩასხდომა ქაბული-ლონდონის მიმართულებით. აცხადებს კარგი ხმის მამაკაცი.
- ჩემი წასვლის დროა, მაგრამ მალე დავბრუნდები. მეუბნება ალექსი და მიახლოვდება.
- რას აკეთებ? გაიწიე ვეუბნები სიცილით.
- კარგი რაა. მიმოიხედე აქ არავინაა. მარცხენა ხელს წელზე მხვევს მარჯვენათი კი ჩადრს მხანის სახიდან და მკოცნის რაზეც მეც იგივეთი ვპასუხობ.
ალექსი მიდის და ნელ-ნელა მისი სილუეტიც ქრება მე კი 5 წუთის განმავლობაში გაღიმებული ვიყურები. მერე ვხვდები, რომ ამ, რამოდენიმე დღეში ძალიან ღრმად შევტოპე და მეშინია, თუმცა მალევე ჩემი აქედან წასვლის ამბავი მახსენდება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
სახლს როცა ვუახლოვდები უკვე 6 საათია სახლიში მოსვლა 3 საათით დავაგვიანე, მაგრამ შიში მხოლოდ მაშინ მიპყრობს როცა მამაჩემის და ჩემი ძმის მანქანებს ვხედავ იქვე დგას ბიძაჩემისაც ნეტავ რა ხდება გავიფიქრე გულში. - ალბათ რამეს აღნიშნავენ და მხოლოდ სტუმრები თუ გადამარჩენს ახლა.
- კარებზე ნელა ვაკაკუნებ და მამიდა მალევე მიღებს. სახეზე გაბრაზებული გამომეტყველება აქვს, თუმცა ამას ჩემს დაგვიანებას ვაბრალებ და მისაღებ ოთახში შევდივარ სადაც თითქმის ყველა ჩვენი ნათესავია თავმოყრილი. ყველა ინტერესით მიყურებს, ნათესავების რბბოს მოულოდნელად მამაჩემი არღვევს და ჩემსკენ ყვირილით მოდის.
- შე, ეს, როგორ მაკადრე? მიყვირის და მისი ხელი სახეს მიწვავს.
- რა გავაკეთე? ვკითხულობ თითქოს არ ვიცოდე.
- რაა გააკეთე არაა? კითხულობს კიდეც. რტყმევას არ სწყვეტს მამაჩემი ბოლოს ძირს ვარდები, თუმცა არც მაშინ ჩერდება და მთელი ძალით მირტყავს წიხლებს.
- გაჩერდი გთხოვ, მტკივა. ვემუდარები, თუმცა არ ჩერდება.
- მოკალი. მესმის ნაცნობი ხმა და როცა თავს ვატრიალებ დედაჩემს ვხედავ, რომელიც თითქოს ექსტრემალური სპორტის სახეობას უყურებდეს და ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობდეს.
- დედა!
- შენ დედა არ გყავს შე გათახსირებულო. საშინელ სიკვდილს იმსახურებ და სხვას არაფერს.
ახლა სიტყვით მაკრო გამოდის მამაჩემის მეორე ცოლი.
- დავინახე, როგორ მოხსნა ჩადრი უცხო ბიჭმა და აკოცა თანაც ეს დღისით ხალხის წინ გააკეთეს. ის ბიჭი ისე იქცეოდა, რომ მათ შორის ბევრად მეტია მომხდარი. ახლა გასაგები იყო ვინ დამინახა და ეს ყველაფერი ვინ მოყვა. მაკროს დიდად არასდროს ვეხატებოდი გულზე, თუმცა ასეთ სიბოროტესაც არ ველოდი მან კარგად იცოდა თუ ამ ყველაფერს იტყოდა სიკვდილი არ ამცდებოდა, მაგრამ ეს მაინც გააკეთა.
- ა მოვკლათ და მისი გვამი დავანაწევროთ ნაწილები კი სანაგვეზე მოვისროლოთ. ამბობს ჩემი უმცროსი ძმა შამილი 8 წლის შამილი, რომელიც მე გავზარდე. მოულოდნელად აბდო დგება ფეხზე და ჩემსკენ მოდის პირში სისხლის გუბე მაქვს და ლაპარაკი თითქმის აღარ შემიძლია მარცხენა ხელს, რომლის ძვლები აშკარად დამტვრეულია ძლივსძლივობით ვიშვერ მისკენ, რომ იქნებ დამეხმაროს.
- ა…ა…ბ…დ. ლაპარაკი თითქმის აღარ შემიძლია.
- ვინ არის ? მეკითხება და ჩემს სხეულთან იმუხლება.
- არ იცნობ. ვეუბნები მას და თან პირიდან სისხლის კოლტები მცვივა.
- ვინ არის გეკითხები. უკვე ყვირილს იწყებს და მარჯვენა ხელს თმაში მიცურებს.
_ ჟ..უუ.რნალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა არ მინდიდა იძულებული გავხდი.
- თანაც ღორი ქრისტიანი. ისევ მამაჩემის ყვირილი მესმის და მის ფეხს ამჯერად ზურგში ვგრძნობ.
- მასთან იმის გარდა რაც მაკრომ ნახა კიდევ გქონდა რამე? წყნარად მეკითხება აბდუ.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ვიტყუები, თუმცა ასე თავის გადარჩენას ვცდილობ.
- არ გვჯერა იწყებენ ნათესავები ყაყანს.
- არც მე ამატებს დედაჩემი.
- დაო ზეინებ შეგიძლია შეამოწმო. ეუბნება აბდუ ღონე მიხდილი და ზეინებს, რომელიც ჩვენი უბნის ბებია ქალია და ასეთ საქმეებში გამოცდილია და თანაც ნათესავათ გვეკუთვნის.
- რა თქმა უნდა. ამბობს ხრიწიანი ხმა.
- მაშინ დაიწყეთ.
- ეს არ გამიკეთო გთხოვ. ვევედრები ჩემს ძმას, მაგრამ ის ქვასავითაა.
- აქვე? გაკვირვებული ამბობს ქალი, რადგან ირგვლივ უამრავი მამაკაცია.
- აქვე. ამატებს მამაჩემი.
ბოლო ძალებს ვიკრებ და ვცდილობ გავხოხდე და აქედან გავიქცე, მაგრამ აბდუ ბარძაყში ხელს მაგრად მკიდებს და ამის საშუალებას აღარ მაძლევს ამაზე მამა კიდევ უფრო ღიზიანდება და წიხლს პირდაპირ სახეში მირტყავს.
ბებია ქალი მიახლოვდება მე ბოლო ძალებს ვიკრებ და ვფართხალებ, თუმცა ბევრი ადამიანი მიჭერს და ჩემს გაკავებას ახერხებენ. ქალი კაბას მაღლა მიწევს შემდეგ შარვალს მხდის და ასე ჩადის საცვლამდე სირცხვილისგან ვიწვი ვხედავ აბდუ, როგორ ატრიალებს თავს, რომ ეს ყველაფერი არ დაინახოს. შემდეგ ქალი მათვალიერებს ხელითაც, რამდენჯერმე მტკივნეულად მეხება. საცვალს და შარვალს ისევ მაღლა წევს და კაბას მაფარებს. ყველა ინტერესის თვალებით შეჰყურებს მხოლოდ აბდუ არ უყურებს, თითქოს უკვე იცის პასუხი. ქალი პირსახოცს იღებს და სერიოზული სახით იწყებს ლაპარაკს.
- მან იმრუშა. ამბობს ზიზღით.
- ასეც ვიცოდი აყვირდა დედაჩემი და მალევე აყვნენ მას სხვა ოჯახის წევრები.
- თან ეს არაერთხელ მოხდა. აგრძელებდა ქალი. ბიძაჩემი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლიდ ყვირილითა და შეძახილებით გამოირჩეოდა ახლა ფეხზე წამოხტა და მთელი ძალით დამიწყო ცემა. მათ სხვებმაც მიბაძეს და ასე გაუჩერებლად გრძელდებოდა.
- აბდუმ გადაწყვიტოს რა გავუკეთოთ ამ ბოზზს. მამაჩემი წინადადებით გამოვიდა.
- შენ უფროსი ძმა ხარ და შენ გადაწყვიტე, როგორ მოვიქცეთ.
- ის უნდა მოკვდეს. თქვა აბდუმ სევდიანად დამხედა და დამაფურთხა. რაშიც ყველამ მიბაძა და სანამ სახლიდან გავიდოდნენ ყველა ზედ მანერწყვავდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დაიდება შემდეგი ??

 


№2  offline წევრი ფანარი

ძალიან ბევრი ემოცია გამოწვია ამ თავმა ჩემში.ალექსი ასე მგონია უკან არც დაბრუნდება.
საწყალი ტალუ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent