ამაოება
ვიცხოვრე უკვე საკმარისი, წავიდე დროა, შენდობის თხოვნას არ აქვს აზრი ეს კარგად ვიცი, შევცოდე ღმერთო, არაერთხელ ვიგემე ცოდვა, ცხოვრების გზაზე დავაგროვე უზღვავი ტვირთი, ვაგროვე ფული, ორპირობა, სიძვა, ღალატი, ვაჯობე გრძნობებს და აკრძალულ ზღვართან მივედი, ვისწავლე ბედკრულ საყვარელთა გრძნობით თამაში, ვისწავლე როგორ მომეპარა სხვისი იმედი, დავთმე სინდისი, სიყვარული, გულმოწყალება, დღითიდღე უფრო შევიჩვიე ყალბი ღიმილი, დავხუჭე თვალი როცა ვნახე სხვისი წამება, ვუქციე გვერდი როცა ვნახე სხვისი ტკივილი, და მერე? მერე ყველაფერმა დაკარგა აზრი, ყველაფრით დაღლილს სიყვარულის გარეშე მცივა, ახლა სიკვდილის სარეცელზე როდესაც ვწევარ, რატომღაც ფეხქვეშ გათელილი სინდისი მტკივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.