ავღანელი ტალუ
მე, ტალუ ვარ გოგონა მუდამ მზიანი ავღანეთიდან. ზუსად არ ვიცი ჩემი ისტორია სად ან როდის დაიწყო იქნებ მაშინ როცა ჩავისახე ან იქნებ მაშინ როცა დავიბადე. მე ტრადიციულ ავღანურ ოჯახში დავიბადე როცა მამამ გაიგო, რომ ბიჭის ნაცვლად გოგო შეეხინა მაშინვე შემიძულა და ეს სიძულვილი მთელი ცხოვრება გაგრძელდა, არც დედა გამოირჩეოდა სიყვარულით. ქაბულის ცენტრში მდებარე მრავალი ბრძოლის მნახველი კორპუსის მე-3 სართულზე 2 ოთახიან ბინაში 13 ადამიანი ვცხოვრობთ მე, ჩემი 3 ძმა, დედა, მამა, მამას მეორე ცოლი მაკრო, ბებია, 2 ქვრივი მამიდა და მათი შვილები. იმის გამო, რომ ოჯახში გოგო მხოლოდ მე ვარ ოჯახის საქმეები ყველაფერი მე მევალება სახლის დალაგება იქნება ეს, ჭურჭლის გარეცხვა, საჭმლის გაკეთება თუ მრავალი სხვა. არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით ჩემი ცხოვრება მძულს. მუდმივად ბრძანებების ატანა მიწევს ან საყვედურების რაც არ უნდა გავაკეთო ჩემი ოჯახი მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა. მამას ერთი სული აქვს, როდის მომიშორებს და გამათხოვებს, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა 22 წლის აბდუ ამის სასტიკი წინააღმდეგია ის ამბობს, რომ ჯერ ძალიან პატარა ვარ არადა ჩვენს ქვეყანაში ჩემზე ბევრად პატარა გოგონებიც თხოვდებიან, მაგალითად ჩემი მეზობელი მაჰი 9 წლის იყო როცა 38 წლის მაჰმუდს მიათხოვეს დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ოჯახი მაინც ბედნიერი იყო, რადგან საკმაოდ სოლიდური თანხა აიღეს მაჰრის სანაცვლოდ. მე უკვე 17-ის ვარ, მაგრამ ჩემი ძმა არ ჩქარობს მამაც ცდილობს აბდუს არ აწყენინოს პირველ რიგში იმიტომ, რომ აბდუ ამ ოჯახის მთავარი მარჩენალია მამასაც აქვს შემოსავალი თავისი ფეხსაცმლის სახელოსნოდან, თუმცა აბდუმდე ბევრი აკლია სწორედ ჩემი ძმის დამსახურებაა, რომ ჩვენ შეძლებულ ოჯახად ვითვლებით ქაბულის ამ რაიონში. ბევრი ჭორი დადის საიდან აქვს აბდუს ამდენი ფული ზოგი ამბობს, რომ ნარკოტიკით ვაჭრობს ზოგის აზრით კი ის ტერორიზმშია ჩაბმული, არადა აბდუ ჩვენს ოჯახში ერთადერთია ვინც განათლება მიიღო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან პაკისტანის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა არადა შეეძლო ამ დაწყევლილ ადგილს მოშორებოდა და გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ძმაც ისეთივე სულელია, როგორც აქ მცხოვრები ყველა ადამიანი. ერთ დღესაც ჩვენს რაიონში ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფი ჩამოვიდა 5 ახალგაზრდა მამაკაცი. ყველა ოჯახმა თავიანთი გასათხოვარი თუ გაუთხოვარი გოგონები გადამალეს კაცებს ეშინოდათ, რომ ახალგაზრდა, განათლებული ბიჭები მათ ცოლებს და შვილებს გონებას აურევდნენ უარეს შემთხვევაში კი სიმრუშეს ჩაადენინებდნენ რაც აუცილებლად მათი სიკვდილით დასრულდებოდა რათა ‘’დაზარალებულ’’ ოჯახს სირცხვილი ჩამოერეცხა. - გარეთ არ გახვიდე იცოდე. მითხრა ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულმა მამამ. - ისედაც არსად დავდივარ. ვუთხარი მორიდებით. - სახლის ეზოშიც გეკრძალება გასვლა. მამა სიბრაზეს ვერ მალავდა. - აბაა, ბაღი როგორ დავალაგო? - ცოტახანი თუ არ დალაგდება არაფერი მოხდება. მამაჩემის პასუხები აგრესიით იყო სავსე. - რა ხდება მამა? საუბარში აბდუ ჩაერია. - ვიღაც 5 ჟურნალისტი ყოფილა ჩამოსული ჩვენზე რაღაცეებს იღებენ. - ვინები არიან ან რა აინტერესებთ. დაინტერესდა აბდუ. - როგორ ცხოვრობენ ქალები ჩვენთან და თანაც ურჯულო ქრისტიანები არიან ერთს,თურმე კისერზე ჯვარიც კი უკეთია, როგორ მინდა მათი სისხლით შევიღებო ხელები, მაგრამ შეუძლებელია ძალიან იცავენ. - ტალუ, გარეთ გასვლას გიკრძალავ. ფანჯარაშიც კი არ გაიხედო. ახლა ჩემი ძმის მუქარის ტონს ვისმენდი. ოთხშაბათი 2:00 საათი ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩემი მამიდაშვილ აბდულისთვის შერჩეული გოგონას ხელის სათხოვნელად წავიდნენ მე დედათა წესი მოვიმიზეზე და სახლში დავრჩი. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახი უკან დაბრუნდა და არც კი ვკითხე ვინ იყო ისე გავაღე. სადარბაზოში ორი ახალგაზრდა კაცი იდგა ავღანელი ბიჭებისგან განსხვავებული ჩაცმული. ტელევიზორში, რომ მენახა ისეთი ჯინსის შარვლები ეცვათ ერთს საერთოდ ყურზე საყურეც კი ეკეთა მათ რამოდენიმე წამი ვათვარიელებდი სანამ ერთ-ერთის კისერზე საზარელი რამ არ დავინახე - ჯვარი. მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ესენი ის ჟურნალისტები იყვნენ ვისაც მთელი ქაბულის გათხოვილი თუ გასათხოვარი გოგონები ემალებოდნენ. კარის სწრაფად მიკეტვა ვცადე, თუმცა არ გამომივიდა, რადგან ერთ-ერთმა კარის დაჭერა მოასწრო. - მე, ალექსი ვარ ეს კი ლუკასი ინგლისიდან ჩამოვედით, რომ შენ და შენნაირ გოგონებს დავეხმაროთ. მითხრა გატეხილი არაბულით. - არ მინდა უფროსწორედ არ გვინდა კარგად ვართ. - კარგი მაშინ აქაურ ტრადიციებზე მოგვიყევი რას აკეთებთ მთელი დღის განმავლობაში და ასეთი რაღაცეები. ჩვენს შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი ეს კი სიძვის ტოლფასი იყო. მაგრამ ამასთან ერთად ამ ბიჭთან სიახლოვე მომეწონა. - თუ არ დამეხმარები ახლა აქ ხმაურს ავტეხთ და მთელი სამეზობლი იფიქრებს, რომ სახლში ვიყავით რაც ცუდად დამთავრდება. ფიქრებიდან ამ საზარელმა წინადადებამ გამომაფხიზლა. - მოგვკლავენ, თანაც ორივეს. ვუთხარი შეშინებულმა. - მაშინ დაგვეხმარე. - მე, მე როგორ დაგეხმარო? - ხვალ ძველ სასტუმროში მოდი. - თუ ვინმე დამინახავს იცოდე, რომ მომკლავენ. - არავინ დაგინახავს გპირდები. მთელი დღე აფორიაქებული დავდიოდი არ ვიცოდი ხვალისთვის რა მომეფიქრებინე, სახლიდან, რომ გავსულიყავი აბდუ და მამა დილიდან გავლენ, მაგრამ დანარჩენებს რა ვუთხრა არ ვიცი. ხუთშაბათი 11:00 საათი — დედა, სახლში ყველა საქმეს მოვრჩი და შეიძლება ლეილასთან წავიდე? ვკითხე დედას. - ლეილასთან რა გინდა? არ გახსოვს მამაშენმა და შენმა ძმამ რა გითხრეს? - - -გთხოვ დედა სახეს ჩადრით დავიფარავ საერთოდ ვერავინ შემამჩნევს ცოტახნით წავალ და მალე მოვალ. მუდარით ვთხოვდი. - იცოდე აბდუს და მამაშენის მოსვლამდე დაბრუნდი, თორემ ორივეს საშინელება დაგვემართება. - კარგი გპირდები, 2 საათში დავბრუნდები. დედაჩემმა ჩადარში გამკოჭა და ისე გამომიშვა სახლიდან. გულაჩქარებული მივუყვები ძველი სასტუმროს გზას გულში ორმაგი გრძნობა მაქვს თითქოს მინდა იქ მისვლა და იმ ბიჭის სუნთქვის თავიდან მოსმენა, თუმცა მეშინია კიდეც. ამას თუ ვინმე გაიგებს ჩემი სისხლით შეიღებება ეს ქუჩები ან შეიძლება მშრალი სიკვდილი ამჯობინონ და დამწვან ასეთი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა. ძველი სასტუმროს ფოიეში შევდივარ ამ ქალაქში ეს ერთადერთი ნორმალური შენობაა. მადლობა ალაჰს ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი იქვე დგას და მიმღებში მისვლა აღარ მჭირდება. მას ვუახლოვდები - მოვედი. ვეუბნები მის ზურგსუკან მდგომი. - კარგი, შეგვიძლია ნომერში ავიდეთ. ასე ვერ მოვიქცევი ეს ჩვენი ტრადიციების შეურაცჰყოფაა ეს კი არაა უცხო მამაკაცმა და თანაც ურჯულომ ჩემი სახე ნახა ბოლო ორ დღეში ძალიან ბევრი შევცოდე ალაჰთან. მაგრამ ხმას არ ვიღებ და ისე მივყვები აქ საშიშროებაა, რომ ვინმემ დამინახოს. ნომრის კარებს თვითონ აღებს ოთახში შესულებიც სკამს ისე თავაზიანად მიწევს, როგორც ეს ინდურ ან პაკისტანურ სერიალებში მინახავს ასე კარგად ცხოვრებაში არავინ მომქცევია მასთან ყოფნა მსიამოვნებს, მაგრამ მაშინებს კიდეც. - შეგიძლია მოიხსნა ეს რაღაც სახიდან აქ მხოლოდ ჩვენ ვართ. - არაა, არ შეიძლება უცხოს არ აქვს უფლება ქალის სახე დაინახოს. პასუხს აკანკალებული ვუბრუნებ. - მაგრამ, მე ხომ უკვე გნახე ახლა დამალვას რაღა აზრი აქვს, თანაც არავის ვეტყვი გპირდები. რატომღაც მას ვუჯერებ და ჩადრს ვიხსნი. - მე ახლა ხმის ჩამწერს ჩავრთავ შენ კი შენი და შენი ტოლების ყოფაზე მომიყევი. - თუ მოგიყვები აქ მოსვლას აღარ მაიძულებ? - თუ დღეს მოვასწარით არაა. მპირდება ბიჭი. - კარგი. - რა გქვია? - ტალუ. - მე ალექსი. შეგიძლია იმ თემაზე ილაპარაკო რა თემაზეც გინდა მეუბნება და თითს რაღაც წითლად განათებულს აჭერს. - მე კი ლაპარაკს ჩემს მეგობარ სარაზე ვიწყებ , რომელიც 6 წლის წინ 11 წლის ასაკში გაათხოვეს 40 წლის კაცზე და პირველ ღამეს შეეწირა. ამის მოყოლისას თვალები ცრემლებით მევსება და ყველა იმ საშინელ ისტორიას ვყვები რაც მინახავს თუ მომისმენია. უცნობ ბიჭს ისიც კი მოვუყევი, რომ მეშინია მეც მოხუცებულ კაცზე არ გამათხოვონ იმასაც ვეუბნები ჩემი ძმა , რომ არა ახლა ჩემი მეზობელი 60 წლის ქვრივი ლუტფის ცოლი ვიქნებოდი იმასაც ვუყვები თუ რა გეგმა აქვს ჩემს ოჯახს აბდუს ზურგს უკან, როგორც კი ის, რამოდენიმე დღით ქალაქიდან გაემგზავრება მე ლუტფიზე მიმათხოვებენ დაბრუნებულზე კი მას უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება, რადგან როცა ქალი თხოვდება ის უკვე მისი ქმრის საკუთრება ხდება და ჩარევის უფლება არავის აღარ აქვს. თვალებიდან ცრემლები განუწყვეტლივ მცვივა რის გამოც ბიჭი მოსასმენ აპარატურას თიშავს. ფეხზე დგება მეც ხელზე ხელს მკიდებს და იმავეს მაიძულებს ამას უნდა შევეწინააღმდეგო გონება მკარნახობს, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. - მე, 1 კვირაში აქედან მივდივარ, მაგრამ გპირდები, რომ ძალიან მალე დავბრუნდები და აქედან წაგიყვან ამ ჯოჯოხეთისგან გაგანთავისუფლებ. ბიჭის ამ სიტყვებზე ხმას არ ვიღებ, მაგრამ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მივდივარ და ვტოვებ ამ საძულველ ადგილს და ხალხს. მოულოდნელად კისერზე რაღაც სველს ვგრძნობ და თვალებს ვახელ, ალექსი კისერში მკოცნის მერე ხელებს წელზე მხვევს, მინდა, რომ შევეწინააღმდეგო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ პირიქით მეც მასსავით ვიქცევი. - უნდა წავიდე. ვეუბნები მოულოდნელად. - ხვალ ისევ მოდი. - მოვალ. ვეუბნები ვკოცნი. ჩემს ჩადარს ვიფარებ და ნომრიდან გამოვდივარ. თითქოს თავიდან დავიბადე, საკუთარი თავი სულ სხვა ადამიანი მგონია და ასე გასხივოსნებული ჩადრს მიღმა გაღიმებული მივუყვები სახლის გზას იმ იმედით, რომ მალე აქაურობას ვეღარასდროს ვნახავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.