შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში ( 10 )


4-12-2021, 21:47
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 617

რატომღაც დავიბენი და იმის მაგივრად რომ აიზეკისთვის მეპასუხა, მოღუშულ კრისტიანს შევხედე თვალებში, მისი გამომეტყველება ამჯერად არაფერს მეუბნებოდა, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დამეჭირა თავი მასთან, როგორც მტერთან თუ როგორც კრისტიანის ნათესავთან, ფიქრებიდან აიზეკის ჩაცინებამ გამომარკვია.
- ახლა არ მითხრა რომ ჩემთან საუბრისთვის მისი ნებართვა გჭირდება, -ღიმილჩამდგარი თვალებით პატარა ანცი ბიჭივით მიმზერდა და აშკარა იყო რომ მიწვევდა, უნებურად გამეღიმა, არ ჩანდა ცუდი ადამიანი, პირიქით საყვარელი და სასიამოვნოც კი იყო, ისეთი კარგი აურა ჰქონდა, სხვა სიტუაციაში მასთან მეგობრობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.
- ბიძაშვილო, იმის გამო რომ მამაჩემის შვილი ვარ, ხალხი სადისტს, დიქტატორს და კიდევ ათას უაზრობას მეძახის, არადა ამ საყვარელ და ჩუმ გოგოს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები რომ შენ უფრო გაქვს დიქტატურისკენ მიდრეკილება, -ვერ ისვენებდა...
- მგონი ძალიან გინდა რომ პირაკრული მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე, -ჩაიღრინა კრისტიანმა, აიზეკმა გაიღიმა, ხელები ასწია დანებების ნიშნად, საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და ხმა აღარ ამოუღია, მეც დავხუჭე თვალები და კიდევ უფრო მაგრად მივეკარი კრისტიანის მხურვალე სხეულს, მაშინვე ჩამთვლიმა, არ ვიცი რამდენხანს ვიფრინეთ, სახეზე ხელების ფრთხილმა შეხებამ გამომაფხიზლა,
- გაიღვიძე მია მოვედით, რამდენიმე წუთში ვეტმფრენი მიწაზე დაეშვება, ჯერ კიდევ დაბინდული მზერით შევხედე კრისტიანს რომელიც თავისი საოცარი შავი თვალებით მიყურებდა, მაკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა გაეგო როგორ ვიყავი,
- ძალიან დაიღალე არა? ცოტა ხანში დავეშვებით და დაისვენებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნო, -მითხრა და თავზე ხელი გადამისვა,
- არ მეგონა ასეთი რომანტიული თუ იყავი, -ისევ ვერ მოითმინა აიზეკმა,
- შემომაკვდება ეს იდიოტი, -ჩაილაპარაკა კრისტიანმა და სიბრაზისგან მუშტები ისე მაგრად შეკრა რომ ხელები მთლად გაუთეთრდა, აიზეკს შევხედე, ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა, რატომ იწვევდა კრისტიანს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონდა, ასეთი გულწრფელი ღიმილის პატრონს ცუდი ზრახვები ნამდვილად ვერ ექნებოდა, მიხვდა რომ ვუყურებდი, შემომხედა და თვალი ჩამიკრა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა კრისტიანი, კარგი რა, ისღა მაკლია აიზეკზე იეჭვიანოს, ხელი ხელზე მოვუჭირე და ვეტმფრენიდან გარემოს გადავხედე, ქალაქის თავზე მივფრინავდით, საკმაოდ დიდი ქალაქი იყო, შთამბეჭდავად ფართო ქუჩებით და მაღალი შენობებით, მაგრამ ეს ქალაქი სულაც არ გავდა იმ სიმდიდრით და ხალისით სავსე ქალაქს სადაც წვეულებაზე ვიყავით და საიდანაც კრისტიანის ბიძა ყველაფერს მართავდა, შენობების უმეტესობა დანგრეული იყო, ქუჩებში ხალხი არ ჩანდა, თითქოს ცხოვრება ჩამკვდარიყო, სამაგიეროდ კარგად შესამჩნევი იყო, ალაგ-ალაგ განთავსებული სამხედრო ბლოგპოსტები და საბრძოლო ტექნიკა,
- გიკვირს არა? -კრისმა აშკარად შეამჩნია ჩემი ცნობისმოყვარეობა, -იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, ტყეში მდებარე ბანაკში ვეღარ დავბრუნდებოდით.
- ეს რა ადგილია?
- ცოტაც მოითმინე და ყველაფერს აგიხსნი, კარგი?
- ბიძაშვილი მათალია მია, პოტენციურ მტრებთან ერთად სტრატეგიული ობიექტების შესახებ საუბარი ჭკვიანური არ არის, -ერთდროულად შევხედეთ აიზეკს, პატარა ბიჭივით გაკრეჭილი მხიარული ღიმილით შემოგვცქეროდა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა კრისტიანი, თუმცა იმდენად სწრაფი იყო მისი შეჩერება ვერ მოვასწარი, აიზეკს ყელში სწვდა და საზურგეს მთელი ძალით მიანარცხა, შავი თვალები სიბრაზისგან უელავდა,
- მგონი ძალიან გეჩქარება მიწაზე ფეხის დადგმა “ბი ძა შვი ლო’’ გინდა დაგეხმარო? -თვალით ჯერ კიდევ ჰაერში მყოფი ვეტმფრენის კარისკენ ანიშნა,
- გამიშვი, რა გჭირს, ისეთი არაფერი მითქვამს, -ძლივს ამოიხრიალა, გაფითრდა, ეტყობოდა რომ ახლა უკვე აშკარად აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე, კრისტიანმა ხელი გაუშვა და ისევ მე მომიჯდა გვერდით, აიზეკმა გრძელი, თხელი თითებით გაწითლებული ყელი მოისრისა და თავი ჩაღუნა, რატომღაც გულში რაღაც ჩამწყდა, ღიმილი უფრო უხდებოდა ვიდრე ასეთი გაფითრებული სახე,
- შენ ნურაფერზე იფიქრებ, -ჩამესმა კრისტიანის ჩურჩული, -ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, გპირდები მალე ყველაფერი დალაგდება.
როგორც იქნა მიწაზე დავეშვით, შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფი დაგვხვდა, ჯგუფს შუახნის მაღალი მამაკაცი გამოეყო და პაულს გადაეხვია, მერე კრისტიანს მიესალმა, მე ხელი გამომიწოდა და თბილად გამიღიმა, მეც საპასუხოდ გავუღიმე და მივესალმე,
- გვიხარია რომ დღეიდან ჩვენთან იქნებით მია, -სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ეს ჩვენს მებრძოლებს მეტ მოტივაციას მისცემს.
ის იყო მეც რაღაც უნდა მეპასუხა რომ თვალი მოვკარი როგორ მიყავდა აიზეკი ორ შეიარაღებულ მებრძოლს შეჯავშნული მანქანისკენ, სანამ ჩაჯდებოდნენ შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და გამიღიმა, ისევ უბრალო გულწრფელი ღიმილით, რატომღაც ავღელდი,
- კრისტიან აიზეკი მიჰყავთ, სად მიჰყავთ? კარგად იქნება?
- ნუ გეშინია მია, აიზეკი კარგად იქნება, არაფერს დაუშავებენ, -მშვიდად და უემოციოდ მითხრა, მხარზე ხელი გადამხვია და ისეთი მანქანისკენ წამიყვანა როგორშიც აიზეკი ჩასვეს.
* * *
თვალი გავახილე და ნაცრისფრად შეღებილი ჭერის ნაცვლად ხის მეჩხერ ფოთლებში მორცხვად მომზირალი მთვარე დავინახე, ციოდა, ხმელი ფოთლებით დაფარულ მიწაზე ვიწექი და რატომღაც ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებდი, თავი ოდნავ წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე, გარშემო არავინ იყო, მე კი ხელებით და ფეხებით მიწაში ჩასობილ სოლებზე ვიყავი თოკებით მიბმული, თავის განთავისუფლება ვცადე მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, უხეში თოკები უფრო და უფრო იჭიმებოდა და კანს მიხეხავდა, მინდოდა მეყვირა, მინდოდა დახმარება მეთხოვა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, ფეხის ხმა მომესმა და დავინახე ზუსტად ჩემს პირდაპირ როგორ გამოვიდა ტყიდან ორი შავით მოსილი ფიგურა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ და მეც შიში მიპყრობდა, უცნაურად ნაცნობი და სისხლით მოთხვრილი სახეები ჰქონდათ, ერთ-ერთს შუბლიდან შეუჩერებლად ჩამოსდიოდა სისხლი, ხოლო მეორის გამოჭრილი ყელიდან ჩამომავალ სისხლს უკვე მთელი მისი ტანსაცმელი გაეჟღინთა და ახლა უკვე მიწაზე ტოვებდა ნაკვალევს...
პირი გამიშრა, მთელი სხეული გამიშეშდა, -თქვენ ხომ მოკვდით, ცოცხლები არ ხართ, მე მოგკალით, ეს.. ეს... ეს არ არის რეალობა, ეს სიზმარია, უნდა გავიღვიძო, -ამოვიხრიალე როგორც იქნა და სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე აქეთ-იქით, არავინ ჩანდა სრულიად მარტო ვიყავი, ვიგრძენი შიში როგორ შემომიძვრა ფეხის თითებში და ნელ ნელა დაიწყო ზემოთ ამოცოცება, მოცოცავდა და მთლიანად მყინავდა,
- კრისტიან, სად ხარ კრის, -დავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ ჩამომეღვარა ორივე ლოყაზე ცხელი ცრემლები.
- ამჯერად ვერავინ დაგეხმარება, -ხმაც შემზარავი ჰქონდათ, სასტიკი და უემოციო, უკვე სულ ახლოს ვგრძნობდი მათ, ძალიან ახლოს, თავზე მადგნენ, თვალები დავხუჭე თითქოს თვალის დახუჭვით მათ სადმე გავექცეოდი,
- თვალი გაახილე, -მომესმა ღრიალი, -მინდა ნახო რაც ჩაიდინე, გაახილე, შემომხედე, მოგწონს ჩემი სახე? ეს შენ გააკეთე, შენ და სხვა არავინ,
შეხება ვიგრძენი, ხელებზე მეხებოდნენ, მკერდზე, სახეზე, მერე რაღაც თბილი ბლანტი სითხე დამეწვეთა ტუჩებზე, უნებურად გავახილე თვალები, სულ ახლოს იყვნენ, მიყურებდნენ ჩამქრალი თვალებით იმ თვალებით რომლებშიც ჩემს გამო ჩაქრა სინათლე, უფრო და უფრო მიახლოვდებოდნენ და მათი ჭრილობებიდან ჩამოღვრილი სისხლი სახეს მისველებდა, უკვე ზღვარზე ვიყავი, სადაცაა შევიშლებოდი და მაინც თვალწინ მხოლოდ კრისის სახე მედგა, ახლაც კი მასზე ვფიქრობდი,
- კრისტიან, სასოწარკვეთილმა ვიყვირე კიდევ ერთხელ მთელი ხმით, კრისტიან...
- მია შენთან ვარ, აქ ვარ, თვალები გაახილე, ეს მხოლოდ სიზმარია, -ჩემესმა ნაცნობი ხმა, მერე თბილი ხელები ვიგრძენი სხეულზე და სურნელი... ციტრუსის და ზღვის გრილი სურნელი, ერთბაშად მოვდუნდი და ჩემს თავს უფლება მივეცი მის ხმას გაჰყოლოდა, მის ძლიერ მკლავებში მოქცეულს გამომეღვიძა, აცახცახებულს და პატარა ბავშვივით ატირებულს, მეხვეოდა, გულში მიკრავდა, თმაზე მეფერებოდა, ცრემლებით დასველებულ სახეს მიკოცნიდა, ხელები სახეზე მოვისვი და მერე დავხედე, სუფთა იყო, სრულიად სუფთა,
- მართლაც სიზმარი ყოფილა, -დავიჩურჩულე და სახე მის ყელში ჩავრგე, ხელები მაგრად შემოვხვიე მხრებზე, მეშინოდა რომ არ წასულიყო, მეშინოდა რომ ისევ მარტო არ დავრჩენილიყავი,
- მე არასოდეს წავალ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, გესმის ჩემი? ჩემს გვერდით არაფრის უნდა გეშინოდეს, ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, -ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე უთქმელად გაეგო ჩემთვის, ყველაფერი ესმოდა, ჩემი სურვილები, გრძნობები, შიშები, მეჩურჩულერბოდა და თან შეუჩერებლად მეფერებოდა,
- მეშინია კრის, უკვე მეშინია ამ კოშმარების, ვერაფრით ვივიწყებ იმას რაც მოხდა, იმისაც მეშინია რომ გავიღვიძებ და ჩემს გვერდით არ იქნები, ხანდახან ვფიქრობ უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეს ყველაფერი სიზმარი რომ აღმოჩენილიყო, მაგრამ მერე ვხვდები რომ თუკი ეს ყველაფერი რაც მოხდა სიზმარი აღმოჩნდება, შენც იმ სიზმარში დარჩები, უშენობას კი უბრალოდ ვერ ავიტან, უშენოდ ვერ ვიარსებებ,
- არც უნდა დაივიწყო, ის ყველაფერი რაც მოხდა უკვე შენი ნაწილია და მასთან შეგუება, თანაცხოვრება უნდა ისწავლო, ამ ყველაფერში კი მე დაგეხმარები, სულ შენთან ვიქნები, ყოველთვის...
ვერც კი გავაცნობიერე ისე მივუახლოვე სახე და ტუჩებზე შევეხე, რბილი და ცხელი ჰქონდა ტუჩები, მანაც მიპასუხა კოცნაზე, ისეთი გრძნობით მკოცნიდა რომ მთლად დავკარგე თავი, თმაში თითები შევუცურე და დავქაჩე, ოხვრა აღმოხდა და უფრო მაგრად მიმიკრო სხეულზე, ამჯერად ყელზე ვიგრძენი მისი ტუჩები შემდეგ მოღეღილი მაისურიდან მომზირალ მკერდზე, ვიგრძენი როგორ გამიმკვრივდა კერტები და სასიამოვნო სიმხურვალემ მუცლიდან უფრო ქვემოთ, ფეხებშორის გადაინაცვლა,
- დარწმუნებული ხარ? -მისმა ჩახლეჩილმა თითქმის ჩამწყდარმა ხმამ გამომარკვია, თვალებში შევხედე, ამღვრეული მზერით მიყურებდა, შავი, უძირო თვალები ჩემი სურვილით იყო სავსე, მაგრამ თითქოს ეჭვობდა, არა, ახლა უფლებას ნამდვილად არ მივცემდი რამეში დაეჭვებულიყო, რადგან მეც სიგიჟემდე მინდოდა მასთან სიახლოვე, ახლა რომ მომშორებოდა, რომ წასულიყო უბრალოდ შევიშლებოდი, გამამხნევებლად გავუღიმე, ვაკოცე და სურვილისგან აცახცახებული ხელებით გავხადე მაისური, ღმერთო რა საოცარი სხეული აქვს, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს, ერთხანს თვალი ვერ მოვაშორე, მერე ფრთხილად ავაყოლე ხელი ბრტყელ დაკუნთულ მუცელზე, მკერდზე, მხრებზე, ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ნელ-ნელა ვიკვლევდი მის სხეულს, ვგრძნობდი როგორ უჭირდა თავის შეკავება, თუმცა უფლებას მაძლევდა ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც მსურდა, მერე ზურგს უკან მომექცა, მარცხენა ხელით მაისური ამიწია და ჩემს მკერდს მისწვდა, ცხელი ტუჩები კისერზე მომაწება, მარჯვენა ხელი კი პიჟამოს შორტში ჩამიცურა და სიამოვნების ჯერ არგანცდილმა ტალღამაც აღარ დააყოვნა, თავი უკან გადავაგდე და კვნესა აღმომხდა, ოთახში თითქოს ჰაერი შედედდა, დაცხა, ყველაფერს სიამოვნების საბურველი გადაეფარა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ერთქმნილი სხეულები ერთ რიტმში მოძრაობდნენ და სხვას აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა...
მის მკერდზე თავმიდებულს გამომეღვიძა, ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული და მშვიდად ფშვინავდა, სრულიად შიშვლები ვიწექით და ჩემდა გასაკვირად სულაც არ მრცხვენოდა, წამოვიწიე და შევათვალიერე, მძინარე ისეთი მშვიდი და საყვარელი იყო, შავი ურჩი თმა ბალიშზე იყო გაშლილი, სწორი ცხვირი, მკვეთრი ნაკვთები, ვნებიანი ტუჩები, გრძელი, ხშირი წამწამები, და სხეული... უნაკლოა თავიდან ბოლომდე, ჰმ, არ მჯერა რომ ის ჩემია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი.
- ჩემს შესწავლას მორჩი? -თვალი არ გაუხელია ისე მკითხა და ერთი სწრაფი მოძრაობით მომექცა ზემოდან, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე და ამიჩქარდა გულისცემა, კრისტიანმა თვალებით ჩემი თვალები მოძებნა და გამომცდელად შემომხედა,
- კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ, -ძლივს ამოვთქვი და გამშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი,
- სერიოზულად, მაინტერესებს თავს როგორ გრძნობ? -დაძაბული ჩანდა, მელოდა რას ვუპასუხებდი, მივხვდი აინტერესებდა ვნანობდი თუ არა წუხანდელს, ნეტავ შემეძლოს ჩემს გონებაში შემოვუშვა რომ ნახოს ახლა რა ბედნიერი ვარ და რა კარგად ვგრძნობ თავს.
- საუკეთესო თერაპისტი ხარ, მინდა გითხრა რომ წუხანდელმა სეანსმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა იმისთვის რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, მგონი კიდევ ერთი სეანსი მჭირდება, -ფართოდ გავუღიმე, ფეხები წელზე შემოვხვიე და თეძოები მისკენ ავზნიქე, შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.
- ნუ ცუღლუტობ, ახალი სეანსი კი არა, ახლა მხოლოდ და მხოლოდ თბილი აბაზანა გჭირდება, -მითხრა მხიარული ხმით, წამოდგა და ხელში აყვანილი წამიყვანა სააბაზნოსკენ.

* * *
- რა ხდება მთლიანად ბრწყინავ, თვალები გინათებს და პირდაპირ ბედნიერებას ასხივებ, დარწმუნებული ვარ ეს კრისტიანის დამსახურებაა, -ლეა ეშმაკურად მიღიმოდა და თვალებში შემომციცინებდა, საერთო სასადილოში ვისხედით, ფაქტიურად მთელი ქალაქი სამხედრო გარნიზონს გავდა, მკაცრად გაწერილი წესებით და კანონებით, კრისტიანს გავხედე, ლენთან ერთად საუზმის რიგში იდგა, ყველასგან გამოირჩეოდა, მაღალი, ათლეტური, გრაციოზული მიხვრა-მოხვრით და უზომოდ სიმპათიური, მეთაური იყო, საკუთარი რაზმი ჰყავდა და უამრავი ბრძოლა ჰქონდა გამოვლილი, თუმცა არასდროს არსად არ იყენებდა თავის ავტორიტეტს, ისე იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი, სწორედ ამიტომ, ასეთი ხასიათის გამო აღმერთებდა ყველა, ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ, მისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ ისიც იმავეს გააკეთებდა მათთვის, ახლაც სხვა მეთაურებისგან განსხვავებით რომლებიც განცალკევებულ შენობაში საუზმობდნენ, ის საჭმლის რიგში იდგა რომ მერე რიგით ჯარისკაცებთან და ჩვენთან ერთად ესაუზმა საერთო სასადილოში, თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი შემომხედა და ისე გამიღიმა რომ მთლიანად დავდნი,
- ჰო აშკარაა რომ კრისტიანის სინდრომია, -გააკეთა დასკვნა ლეამ და გულიანად გადაიკისკისა,
- რა? რას ამბობ?
- რამდენიმე წუთია თვალმოუშორებლად უყურებ, ძალიან გიყვარს არა?
- არ ვიცი ლეა, უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, ხანდახან მგონია რომ თუკი თვალს მოვაშორებ გაქრება და მერე უიისოდ რას ვიზავ არ ვიცი, მგონი კარგად ვერ ვარ არა? ზედმეტი მომდის? შევიშალე, აშკარად შევიშალე,
- გიყვარს და თანაც ძალიან, ასე რომ ფიქრობ ბუნებრივია, გასაკვირი ის იქნებოდა მისნაირ ბიჭთან ერთად რომ იყო და სხვანაირად ფიქრობდე.
- აბა როგორ ხართ? -მომღიმარი ლენი ლეას მიუჯდა, კრისტიანმა კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მომიჭირა და იშვიათი ლაღი სიცილით შემომცინა, ახლა მივხვდი რას გულისხმობდა ლეა, ალბათ მეც კრისტიანივით სახეგაბრწყინებული ვიყავი და მასავით ვასხივებდი ბედნიერებას.
- პაული სად არის კრის, რატომ არ ჩანს?
- ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, ცოტა ხანში მე და ლენიც უნდა შევუერთდეთ, და თქვენთან ერთი შემოთავაზება მაქვს, -მე და ლეას მოგვიბრუნდა, -მინდა რომ წვრთნებში მონაწილეობა მიიღოთ, თავის დაცვა, იარაღის გამოყენება ისწავლოთ, დღეიდანვე მინდა რომ მომზადებას შეუდგეთ, რას იტყვით?
- სერიოზულად? მე მინდოდა რომ შენთვის იგივე რამ მეთხოვა, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა,
- რატომ არ მითხარი? გეგონა რომ უარს გეტყოდი?
- არა, უბრალოდ, არც კი ვიცი... -ჩემს ხელებს უაზროდ მივაშტერდი და თავი ჩავღუნე.
- სამაგიეროდ მე ვიცი რომ ეს გჭირდება, -ნიკაპში ხელი ნაზად მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, თანაც საკმაოდ დიდი პოტენციალი გაქვს, შენგან საუკეთესო მებრძოლი დადგება.
- ამას სერიოზულად მეუბნები?
- რათქმაუნდა სერიოზულად გეუბნები, მე დიდი გამოცდილება მაქვს და მაშინვე ვამჩნევ აქვს თუ არა ვინმეს პოტენციალი, დამიჯერე არასდროს არ გეტყვი ტყუილს მხოლოდ იმიტომ რომ გაგამხნევო, ეს არასწორია, შენ და ლეა ჩემს რაზმში იქნებით, რათქმაუნდა ჯერ სათადარიგო წევრები და მერე ვნახოთ რამდენად ბეჯითად მიუდგებით საქმეს, თვალი ჩამიკრა და საკუთარი თეფშიდან შემწვარი კარტოფილი გადმომიღო, - ჭამე ვიცი რომ გიყვარს.
ისეთი საყვარელი იყო, ახლა მებრძოლებით სავსე დარბაზში რომ არ ვყოფილიყავით თავს ვერ შევიკავებდი და ალბათ ზედ შევახტებოდი, გაუთვითცნობიერებლად გადავხარე თავი გვერდზე და ტუჩი კბილებსშორის მოვიქციე, დავინახე როგორ დაენისლა თვალები და გრძელი თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე, ფეხებშორის სიმხურვალე ვიგრძენი ხელები მაგრად მოვმუშტე და ფეხები მჭირდროდ შევატყუპე, ვიგრძენი როგორ სახიფათოდ დაიმუხტა ჰაერი ჩვენს გარშემო, ჯანდაბა, რატომ მიზიდავს ასე არანორმალურად,
- ხელს თუ არ შეგიშლით, თქვენთან ერთად ვისაუზმებ, -ნაცნობმა ხმამ ერთმანეთს მოგვწყვიტა და მეც ცოტა არ იყოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა ახლა გაოცების დრო დადგა, თავზე აიზეკი გვადგა ლანგრით ხელში და ისე გვიღიმოდა თითქოს ჩვენი უახლოესი მეგობარი ყოფილიყო, კრისტიანმა უხმოდ ანიშნა დაჯექიო და ისიც პირდაპირ ჩემს წინ ჩამოჯდა, კარგად გამოიყურებოდა, არაფერი სჭირდა, მე კი რა აღარ ვიფიქრე.
- მეგონა გენერალ ლისთან ერთად ისაუზმებდი, -კრისტიანის ხმაში არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა.
- ჰო მეც ასე მეგონა ბიძაშვილო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი ხალხია, სანამ ჩამომეძინებოდა, გადავწყვიტე რომ თქვენთან ერთად საუზმობა ჯობდა, -გარშემო მიმოიხედა, დარბაზს თვალი მოავლო და მერე მე მომმართა,
- როგორც ვხედავ კარგად ხარ მია, მშვენივრად გამოიყურები,
- ჰო კარგად ვარ, მაგრამ შენ... შენ აქ რას აკეთებ? მეგონა რომ...
- ის იყო ჩვენი ინფორმატორი, -შემაწყვეტინა კრისტიანმა, -ბევრ რამეში დაგვეხმარა, ყოველთვის საჭირო დროს გვაწოდებდა ინფორმაციას, საკვებით და წამლებითაც ხშირად ეხმარებოდა ხალხს, წამლებს მხოლოდ დედაქალაქში აწარმოებენ და აიზეკი რომ არა, ალბათ ბევრ მებრძოლს დავკარგავდით, სხვათაშორის შენი მეგობარი თეკოს გადარჩენაც შეიძლება ითქვას რომ მისი დამსახურებაა, უფრო სწორად მისი მოწოდებული ახალი ექსპერიმენტული პრეპარატის,
სრულიად ცივად, უემოციოდ საუბრობდა აიზეკის შესახებ, თუმცა კრისტიანს უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობდი საიმისოდ რომ ეს ყალბი სიცივე დამეჯერებინა, უნებურად გამეღიმა.
- დიდი ხანია ეს იცი?
- ახლახანს გავიგე, -მითხრა და მივხვდი რომ მომატყუა, ჯერ ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა, რატომ ჰქონდა ცუდი რეაქცია აიზეკის ყოველ სიტყვაზე და საქციელზე, მაშინ როცა ვხედავდი რომ აიზეკი აშკარად ცდილობდა მასთან დაახლოებას, თუმცა ცოტა უცნაური მეთოდებით აკეთებდა ამას,
- ესე იგი შენგან დავალებული ვარ აიზეკ? -მივმართე და მისი გაოცებული სახის დანახვაზე გამეღიმა,
- დავალებული? რატომ?
- ჩემი მეგობრის გამო, რომელიც ახლა ცოცხალი და ჯანმრთელია, შენი მოწოდებული წამლების წყალობით, ის წამლები რომ არა გადარჩენის შანსი არ ექნებოდა,
- სამადლობელი არაფერია, ეს ყველაზე ცოტაა რისი გაკეთებაც შემეძლო, -სრულიად უბრალოდ საუბრობდა თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს დიქტატორი მამის წინააღმდეგ წასვლა და ამბოხებულებისთვის დახმარების ჩუმად მიწოდება.
- ახლა რას აპირებ? უკან დაბრუნდები?
- არ ვიცი, მგონი ახლა ჩემი უკან დაბრუნება არ ღირს, ვფიქრობ ახლა უკან რომ დავბრუნდე ვეღარასდროს გამოვაღწევ იქიდან, ყოველ შემთხვევაში ცოცხალი, -უდარდელად მიეყრდნო საზურგეს და გამიღიმა, საოცარი ვინმეა, როგორ ახერხებს ასეთ თემაზე ისაუბროს და თან იღიმებოდეს,
- ასე რატომ ფიქრობ? გგონია მამაშენი რამეს დაგიშავებს?
- როგორ გეტყობა რომ საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა იმაზე თუ რა შეუძლია მამაჩემს, თუკი შეატყო რომ რამე ან ვინმე საფრთხეს უქმნის მის მმართველობას ისე მოუღებს ბოლოს არც კი დაფიქრდება, თანაც ამ ბოლო დროს უკვე ეჭვობდა რაღაცას და ვხვდებოდი როგორ ჩუმად ცდილობდა ჩემს გაკონტროლებას
- კი მაგრამ შენ მისი შვილი ხარ,
- მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, -ისევ გაიღიმა მაგრამ ამჯერად არ გამჭირვებია დამენახა რომ ეს სიმწრის ღიმილი იყო, აი თურმე რის დამალვას ცდილობს აიზეკი ამ მუდმივად მხიარული და კეთილგანწყობილი სახის უკან, ტკივილი და იმედგაცრუება, ჰმ, დიადი მმართველის მეამბოხე შვილი რომელსაც მამის და ზოგადად ახლობლების სიყვარული აკლია და ახლა ამ სიყვარულის პოვნას ჩვენ გვერდით ცდილობს, ჩვენში და ჩვენი დახმარებით.
- მირაი? მას რას უპირებთ?
- ცოტა ხანს კიდევ მოუწევს აქ ყოფნა, აიზეკი მართალია მია, სალივანს ვერ ვენდობით, შეიძლება უკვე გაარკვია რაღაცეები აიზეკის შესახებ და ახლა უფრო დაზღვეულები ვიქნებით თუკი მირაი აქ გვეყოლება მანამდე სანამ სალივანს საბოლოო დარტყმას არ მივაყენებთ, ვერ გარისკავს და მირაის ვერაფერს დაუშავებს ასე თუ მოიქცევა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერას დაკარგავს.
კრისტიანს საუბარი მაგიდასთან მოახლოებულმა მებრძოლმა შეაწყვეტინა, თავი დაუკრა და მოახსენა რომ პაული ელოდა, რაღაც ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით სასაუბროდ, სასწრაფოდ წამოდგა,
- ცოტახნით დაგტოვებთ და რომ დავბრუნდები, თქვენთვის პროგრამა შევადგინოთ კარგი? -მე და ლეას მოგმართა მერე თვალი ჩამიკრა, მხიარულად გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ცოტა ხანში ლენი და ლეაც მას გაყვნენ, აიზეკმა კი მშვიდად გააგრძელა საუზმობა, ვითომ აქაც არაფერი, არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას, მისი შემხედვარე ყველა იფიქრებდა რომ ამ საუზმისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა, ნეტავ რა ცხოვრება ჰქონდა ასეთი რომ ასე კარგად ისწავლა გრძნობების დაფარვა და თამაში, საუზმეს მოვრჩი თუ არა წამოვდექი,
- მე მივდივარ აიზეკ, იმედია აქაურობას მალე შეეჩვევი და იმ ბრწყინვალე ცხოვრების შემდეგ რაც გქონდა აქ არ მოიწყენ.
- მოიცადე, რაღაც მინდა გითხრა, -ჩაის ჭიქა გვერდზე გადადო და გვერდზე თავგადაწეულმა მომხიბვლელი ღიმილით მომაპყრო, ლამაზი ცისფერი თვალები.
- შენთან ცოტა ხანს კიდევ მინდოდა მესაუბრა,
- მეჩვენება თუ ჩემთან ფლირტს ცდილობ აიზეკ,
- ოჰო, საკმაოდ პირდაპირი ხარ,
- ასეა, მირჩევნია თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი,
- და რომ ვცდილობდე? -ეშმაკურად გაიღიმა და გრძელი წამწამები ააფახულა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ მე და კრისტიანი ერთად ვართ,
- ეს რამე ხელის შემშლელი ფაქტორია?
- შენ მითხარი,
- კარგი, კარგი, -ხელები დანებების ნიშნად ასწია და სკამზე მიმითითა, -გთხოვ ცოტა ხნით დაჯექი, გეფიცები ფლირტი არაფერ შუაშია, უბრალოდ გავიგონე როგორ საუბრობდით ვარჯიშზე, და ვიფიქრე დაგეხმარებოდით, ეს აქ ადაპტაციაშიც დამეხმარებოდა, თქვენთან მეგობრობაზეც არ ვიტყოდი უარს, იქნებ შემდეგში კრისტიანმა თავის რაზმშიც კი მიმიღოს, - გულწრფელი ჩანდა, მაგრამ ასე თუ ისე უკვე მეც შემეძლო ადამიანების ცნობა, მის წინ ჩამოვჯექი და თვალებში ჩავხედე,
- არ ვიცი ამას რატომ აკეთებ, მაგრამ ვხვდები რომ მხოლოდ კრისტიანისთვის ნერვების მოსაშლელად და მის გასამწარებლად გინდა გამომიყენო, მე კი ამის უფლებას არ მოგცემ, კრისი ჩემთვის ძალიან ძვირფასია აიზეკ, ვერ ვხვდები რა გინდა მისგან მაგრამ მე ამ ყველაფერში ნუ ჩამრევ, ძალიან მომწონხარ და შენთან მეგობრობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, ოღონდ ინტრიგების გარეშე კარგი?
ერთხანს თვალს არ მაშორებდა და თითებს უხეში ხისგან გამოჩორკნილ მაგიდაზე აკაკუნებდა, მერე თითქოს მხოლოდ თავისთვის გაეღიმა და უცნაური, სევდით გაჟღენთილი ხმით მითხრა,
- კრისტიანს გაუმართლა რომ შენ ჰყავხარ,
- ეს მე გამიმართლა რომ ის ჩემს გვერდითაა, ჰო და ვარჯიშს რაც შეეხება, თუ გინდა კრისს შეუთანხმდი და ჩვენთან ერთად ივარჯიშე, დაელაპარაკე აიზეკ, ვფიქრობ ერთმანეთს გაუგებთ, ბოლოს და ბოლოს ერთი სისხლი გაქვთ, ბიძაშვილები ხართ,
- ფიქრობ რომ დამეგობრებას შევძლებთ?
- არ ვიცი მაგრამ ჯობია სცადო, თუ არ ცდი ვერასოდეს გავიგებთ, -წამოვდექი და ის იყო უნდა წამოვსულიყავი რომ უკნიდან აიზეკის ხმა დამეწია,
- სხვათაშორის ჩემი ცხოვრება სულაც არ ყოფილა ისეთი ბრწყინვალე როგორიც გგონიათ.
* * *
მეორე დილით როგორც კი მე და ლეამ საწყობიდან ჩვენთვის განკუთვნილი სამხედრო ფორმები ავიღეთ, გამოვიცვალეთ და სავარჯიშო მოედნისკენ გავემართეთ, სადაც ჯერ კიდევ ვარჯიშობდა კრისტიანის რაზმი, თუმცა ცოტა ხანში მოედანი განთავისუფლდებოდა, და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლებოდა სროლაში გვევარჯიშა, მოედანზე შევედით თუ არა რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად მდგარმა მაღალმა, ახოვანმა ახალგაზრდამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, თავიდან ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ჩვენსკენ შემობრუნდა, სიბრაზისგან ავცახცახდი.
- ეს იდიოტი აქ რას აკეთებს ლეა?
- ვინ? -ლეამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და დავინახე როგორ გაფითრდა, ჩვენს წინ სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით მაილო იდგა, პირდაპირ თვალებში გვიყურებდა და ურცხვად გვიღიმოდა...



№1 სტუმარი ატბ

მაილო ვინაა?

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

ატბ
მაილო ვინაა?


მეოთხე თავშია ნახსენები ნახსენები, არენაზე იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ანუ სიმართლე რომ გითხრა ისტორიის დასაწყისი იყო იდეალური, აი ძააალიან მაგარი.
ეს ჟანრი მომწონს მაგრამ , რითიც ეს ისტორია დაიწყე, სადაც კარგი დოზითაც ჩანდა ეს ჟანრი, იყო მართლაც კარგი სანამ აი ამ "მეორე სამყაროებს" შემოიტანდი..
მთლიანად ისტორია კარგია კი, მაგრამ ასეთი რადიკალური ცვლილება, ჩემთვის პირადად, არც ისე საინტერესო აღმოჩნდა როგორიც ამ ისტორიის დასაწყისი იყო ^-^
იმედია ცუდად არ გამიგებ, უბრალოდ ჩემი ეს ჩემი აზრია ^-^

 


მაილო? კარგი რა! ახლა ამ იდოტმა უნდა არიოს დალაგებისკენ წასული საქმეები? კარგი საქმეებისთვის ნამდვილად არ იქნება იქ :(
მიზარია აიზეკი რომ აღმოჩნდა ინფორმატორი❤ და იმედი მაქვს ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა დალაგდება❤ ოღონდ ჯერ გაგვარკვიე რატომ არიან არეულები :)

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
მაილო? კარგი რა! ახლა ამ იდოტმა უნდა არიოს დალაგებისკენ წასული საქმეები? კარგი საქმეებისთვის ნამდვილად არ იქნება იქ :(
მიზარია აიზეკი რომ აღმოჩნდა ინფორმატორი❤ და იმედი მაქვს ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა დალაგდება❤ ოღონდ ჯერ გაგვარკვიე რატომ არიან არეულები :)


შემდეგ თავში აუცილებლად იქნება კრისტიანის და აიზეკის ურთიერთობაზე
იმ შტერ მაილოსაც დაეთმობა ცოტაოდენი ადგილი relaxed

სტუმარი ანი
ანუ სიმართლე რომ გითხრა ისტორიის დასაწყისი იყო იდეალური, აი ძააალიან მაგარი.
ეს ჟანრი მომწონს მაგრამ , რითიც ეს ისტორია დაიწყე, სადაც კარგი დოზითაც ჩანდა ეს ჟანრი, იყო მართლაც კარგი სანამ აი ამ "მეორე სამყაროებს" შემოიტანდი..
მთლიანად ისტორია კარგია კი, მაგრამ ასეთი რადიკალური ცვლილება, ჩემთვის პირადად, არც ისე საინტერესო აღმოჩნდა როგორიც ამ ისტორიის დასაწყისი იყო ^-^
იმედია ცუდად არ გამიგებ, უბრალოდ ჩემი ეს ჩემი აზრია ^-^


მადლობა კომენტარისთვის, ძალიან ვაფასებ როცა მკითხველები საკუთარ შთაბეჭდილებას აფიქსირებენ ხოლმე, ყოველთვის ყველაფერს ვითვალისწინებ და მეხმარება შემდეგი ისტორიებისთვის blush

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადე გთხოვ ❤

 


№7  offline წევრი Life is beautiful

მაილოზე ისევ ლეკვი გამახსენდა. :დ
ამიტომ რთული გასახსენებელი არ იყო, მაგრამ იქ, რა ჯანდაბა უნდოდა?
მოკლედ ინტენსიურად ინტრიგული თავებია. :დ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent