შენ ხარ აისი II თავი
იმის გამო, რომ ყველანი ჩემგან რადიკალურად განსხვავებით ფიქრობდა ვხვდებოდი, რომ მე ამ სამყაროს არ მივეკუთვნებოდი. მაშინ, როდესაც ყველაფერი სიბნელესა და შავ ფერს მოეცვა, მე ვიყავი ნათელი წერტილი და ყველანაირად ვცდილობდა არ დავმსგავსებოდი მათ. არ ვყოფილიყავი მათსავით მოსაწყენი და უგრძნობი ადამიანი. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი თანატოლებიდან რადიკალურად განსხვავებით ჩამეცვა, რადგან ვთვლიდი, რომ ის უბედურება, რაც ჩვენ ხალხს სჭირდათ ბავშვობიდან მოდიოდა. ქცევებითა და ჩაცმითაც კი ივლებოდა სიბნელისაკენ უხილავი ძაფები. იმდენად ვარიდებდი ამ ყველაფერს თავს, რომ 15 წლამდე შავი არ მცმია. ვცდილობდი ისეთი წიგნები წამეკითხა, რომელიც აკრძალულ ხილად მიიჩნეოდა. თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო განსაკუთრებით იმ ბნელ პერიოდში. მე და ჩემი ძმა ყოველთვის გავნსხვავდებოდით სხვა ბავშვებიდან. მისი ძმაკაცებისგან განსხვავებით არ აინტერესებდა ძველ ბიჭობა,ქურდობა, დანის ტრიალი და კალაშნიკოვით ქუჩებში სირბილი. ამას არც აკეეთებდა, თუმცა სკოლიდან გასული გვიანობამდე ჩერდებოდა, ხოლმე, გარეთ. სხვა გზა არ ჰქონდა, იმიჯი შეელახებოდა, რაც იმ დროისათვის სიკვდილის ტოლფასი კი არა სიკვდილზე უარესიც კი იყო, ამიტომ გვიან ამოსული წიგნებს მიუჯდებოდა ხოლმე. 18 წლის იყო საზღვარგარეთ სწავლის გასაგერძელებლად ემზადებოდა, ამიტომ წიგნებიდან თავს არ იღებდა. რომ გეკითხათ წარმატებული ექიმი, უნდა გამოსულიყო ამიტომ აკეთებდა ამ ყველაფერ, თუმცა სინამდვილეში ეგრე არ იყო, რა თქმა უნდა, სურდა,კარგი ქირურგი ყოფილიყო, მაგრამ მოწინავე სულ სხვა მიზეზი იყო. დაახლოებით ღამის სამი საათი იყო, ის ,ისევ მის ოთახში მეცადინეობდა, ლიმონიანი ჩაი გავუკეთე და წავუღე. უხმოდ დავდე მაგიდაზე, გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც საუბარი დაიწყო. -მალე, შენც წაგიყვან აქედან-ზურგს უკან მომესსმა მისი ხმა. არ ვიცოდი გამეცა თუ არა პასუხი. იმის მიუხედავად, რომ ყველასა და ყველაფერს ვექომაგებოდი ძმის დიდი რიდი მქონდა, თვალებშიდაც კი ვერ ვიუყურებდი.-აქ შენი ადგილი არ არის! -მე, არ მინდა-მხოლოდ ამის თქმა შევძელი, თან არც კი შემოვბრუნებულვარ -მოდი, დაჯექი-სკამი გამოწია და ხელი რამოდენიმეჯერ მსუბუქად დაარტყა. მეც შევბრუნდა და გვერდით მივუჯექი.-რა გინდა, რომ გამოხვიდე? -არ ვიცი,მათემატიკა მიყვარს ძალიან-ავიწურე -ჰომ, ჩამოხვალ შემდეგ ჩემთან?-ქვემოდან ამომხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-შენი ადგილი, აქ არ არის-გაეცინა-მესმის, ხოლმე დედას რასაც ესაუბრები და ისიც რა პასუხს გცემს. ალბათ, მართალი ხარ, თუმცა ეს დამპალი ხალხი მეტს არ იმსახუდრებენ-ხელები მომაცილა და კალამი აიღო-მხოლოდ ძარცვაზე,მკვლელობებზე და იარაღებით სირბილზე ფიქრობენ. -პეტერბურგში მიდიხარ სასწავლებლად თუ ხარკოვში,იქნებ მოსკოვში? -არა, ევროპაში, თავიდან მინსკში ჩავალ და იქედან გადავიპარები-დაუფიქრებლად გამიმხილა მისი გეგმა -მოიცა რა, მამა? -მან იცის-თავი დამიქნია-სწავლაც ძალიან მინდა, მაგრამ აქედან თავის დაღწევა უფრო-თავდაჯერებით წარმოთქვა-წადი დაიძინე!-ბოლოს ბრძანება გასცა,მეც უსიტყვოდ დავემორჩილე. მის წასვლას, რომ ვიხსენებ ეხლაც ძალიან მიჭირს გადმოვცე, ის ტკივილი, რასაც მე განვიცდიდი. “მივდივარ, მაგრამ შენი მეშინიაო” ყველა ძმაკაცი და ნაცნობი ბიჭი გააფრთხილა, რომ ყურადღება მოექციათ ჩემზე. თუმცა, რაც ჩემს ძმას ეშინოდა მისი წასვლიდან თვენახევარში ახდა. ტრადიციულად, პურის რიგში მდგარი, ერთმა ჯანიანმა ბიჭმა მომხვია ხელი და მეგობრების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მანამ სანამ გავიაზრებდი რა ხდებოდა კარგად დავაკვირდი ხალხის სახესა და რეაქციებს. დედაბრები ლოყაზე ხელით მირტყმით წუხდენ, მამაკაცები კი ხელის ჩაქნევით. ვერ აღგიგწერთ, როგორ შემძულდა ის საზაგადოება. 15 წლის ბავშვის გადასარჩენად არაფერი რომ არ მოიმოქმედეს. უყურებდნენ, როგორ აუბედურებდნენ ბავშვს, მაგრამ ბევრსაც ვერ მოთხოვდი. 15 წლის ბავშვი მათთვის “გასათხოვარი,ქალიშვილი გოგო” იყო, თვრამეტი წლის ასაკში კი უკვე კითხვას გისვამდნენ, რატომ არ თხოვდები? აზრზე ხართ, რა შიგ ჰქონდათ? მანქანაში, როგორი მუქარებით და ყვირილით ვცდილობდი ოთხ მუტრუკს გავმკლავებოდი წარმოგიდგენიათ, ალბათ. ძალა აღარ მქონდა, ყვირილიც აღარშემეძლო და გაკავებულს ამათთან ჭიდილი, მაგრამ რომ გავჩერებულიყავი, ეს ჩემი დამარცხებას უსვამდა ხაზს, ამიტომ მთელი გზა არ გავჩერდი. ორი საათის, შემდეგ, როდესაც თითქმის, დანგრეულ სახლს მივუახლოვდით მერე გამახსენდა, რომ ვიღაც ჩემს ქმრობას აპრბდა და შიშმა მეორედ დამიარა, ერთი ის იყო, რომ ადრე ვთხოვდებოდი და მეორე ის, რომ უსიყვარულოდ. როგორც კი ეზოში მანქანა შეაყენეს, მაშინვე ხელი გამიშვეს,მანქანის კარები გააღეს,გადავიდნენ და მხიარულად მომმართენ. -გადმო, რძალო-ვითომაც არაფერი -ეხლავე, უკან დამაბრუნეთ!-ოფიციალურად მოვთხოვე,ხელები გადავაჯვარედინე და სახლს გავხედე. -კარგი რა,ქმარი სახლშია, გელოდება-უპასუხოდ დავტოვე, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ კარგად მიცნობდა, თითქოს ყოველდღე მხედავდა, ისე გაშინაურებული მესაუბრბებოდა. როდესაც მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა თხოვნასა და ხვერწნას, ისიც ნათლას გამოჩნდა,რომ მე ვირზე ჯიუტი გამოვდექი, არც ბევრი არ უფრიქრიათ, ისე გადმომათრიეს მანქანიდან.-წამოდი რძალო,მოკვდა ბიჭი ნერვიულობით-სახლში შემიყვანეს და წინ ჩემი კლასელი დათა დამვდა, რომელიც ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა. იმედიანად ავხედე, რატომღაც გავიფიქრე, რომ მიშველიდა. შესაძლოა თვალებით შველაც კი ვთხოვე-აი,შენი ქმარიც,რძალო-დათასკენ მიმწიეს. დათა, ჩემი კლასელი დათა! ადამიანი, რომელიც 9 წელი ვიცნობდი, ის ბიჭი აღმოჩნდა ვინც მე ქმრობას მიპირებდა. ამაზე დიდი შოკი, ალბათ, 15 წლის განმავლობაში არასოდეს არ მიმეღო. არც მაშინ, როდესაც გავვიგე გულიკო ბონდოს, მის ძმასთან, შავლეგთან რომ ღალატობდა. ბონდო კი გულიკოს დასთან, გულთმისანასთან. მარტო დაგვტოვეს. -როგორ განერვიულებულხარ, ფერი არ გადევს სახეზე -ახლოს მოიწია,თუმცა ხელის მოკიდება ვერ გაბედა-დათა ასე თუ ისე მიცნობდა.-ალბათ, უამრავი კითხვა გაწუხებს. -უკან დამაბრუნე!-მხოლოდ ეს ვუთახი და მოწყვეტით დავეცი იატაკზე. .... ესეც შემდეგი თავი. იმედია, ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.