გადატრიალება (თავი2)
ანა ქვემოთ ჩავიდა მანანას მოსაძებნად, ჯერ კიდევ სახლს ათვალიერებდა, იცოდა რომ მანანა შეძლებული ქალი იყო მაგრამ ამდენს არ ელოდა. ქვემოთ ჩასულმა ლილე და მანანა რომ დაინახა ერთნაირ საყვარელ საღამურებში მდივანზე წამოწოლილნი და ჩახუტებულნი როგორ უყურებნენ ტელევიზორს ცოტათი შეშურდა კიდეც. -უი ანა გაიღვიძე? ვახშამი ნახევარ საათში იქნება მზად. -თავი წამოყო მანანამ. როგორც ჩანს დამხმარე ქალიც ყავდათ სახლში. -კარგი, მაშინ მე წყალს გადავივლებ. - თქვა და ზემოთ ავიდა, აბაზანაში შეიკეტა, ჯაკუზი აავსო ცხელი წყლით, შიგნით ჩაწვა, წყალში ჩაყვინთა და იქამდე არ ამოყვინთა სანამ კარზე კაკაუნი არ მოესმა. სადაც გაიღვიძა იმ ოთახის აბაზანაში იღებდა შხაპს, იქვე დაკიდებული ხალათი მოიცვა და კარი გააღო. კარს უკან მომღიმარი ლილე დახვდა რამოდენიმე ხელი ტანსაცმლით ხელში. - აი ესენი ჩაიცვი, ახლებია. - მიაწოდა და მისი საფირმო ღიმილიც აჩუქა. - არ მინდა, მაქვს ჩემი ტანსაცმელი. - უკან დაუბრუნა ანამ ტანსაცმელი. - როგორც გინდა მაგრამ მანანა მოგვკლავს. - ჩურჩულით უთხრა ლილემ თითქოს მანანა გაიგებდა რამეს. - დამშვიდდი, ჩემს თავზე ავიღებ. -დაამშვიდა ლილე და გაისტუმრა ოთახიდან. ბანავი დაასრულა ანამ სველი გრძელი ნახშირივით შავი თმა პირსახოცში გაიხვია, თავისი ჩანთიდან თეთრი უმკლავო მაიკა, ნაცრიფერი სპორტული და კეტები ამოიღო. მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა. მაგიდას უკვე სამივე მისხდომოდა და ანას ელოდებოდნენ,გიორგი კი თავის ტელეფონში იყო თავით ჩარგული. როცა დაინახეს ანა კიბეებზე ჩამომავალი ლილემ უბრალოდ ემოციები ვერ დამალა მისი მოშიშვლებული ხელები რომ დაინახა. - ღმერთო ჩემოოოო, ტატუები გაქვს? თან რამდენი, ძაან გიხდება, მეც მინდა პატარა პეპელა მაგრამ მანანა არ მაძლევს უფლებას. - გაოცებულმა მიაყარა ბოლო სიტყვები კი მოწყენილმა ჩაილაპარაკა. - ღია თმა და ნაზი სახე გაქ რამე შენნაირი ნაზი მოგიხდებოდა, რატომ არ აძლევ მანანა უფლებას? - გაუკვირდა ანას, მანანა ძალიან თანამედროვე და მოდური ქალი იყო სულ. - ხო დედა რატომ არ მაძლევ უფლებას? უპასუხე აბა? გიორგის და ანას მთლიანი ხელები მოხატული აქვთ და მე პატარა ტატუსაც არ მაკეთებინებ. - გაიბუტა ლილე. - ამ გოგოს მე რატომ მვადარებ, მე მისი შვილი ვარ, ის კი არავინარაა. -გაბრაზებულმა გახედა გიორგიმ თავის დას. - გიორგი! -გაისმა მანანას გაბრაზებული ხმა და თითქოს ყველაფერი დაიძაბაო. - კარგი რა მანანა, მართალს ამბობს, მე საერთოდ არ მწყინს და შენ რაზე ბრაზდები? - ღიმილით ჩაილაპარაკა რითიც გიორგი უფრო გააბრაზა. - ვაიმე რა საყვარელი ღიმილი გაქვსს, ლოყა რამხელაზე გეკეცება,ეს აქამდე რატომ ვერ შევნიშნე, შენნაირი ღიმილი რო მქონდეს საერთოდ არ შევწყვეტდი ღიმილს. - აღტაცება ვერ დამალა ანას ღიმილზე ლილემ. - ლილე შენ ისედაც სუ იღიმი ჩემო პატარავ, და გიორგი ანას წსიერად მოექეცი. - ბოლოს გაამკაცრა ხმა მანანამ. - თორემ რა? - ირონიული ღიმიმილით იკითხა გიორგიმ. არაკომფორტული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში რაც ისევ ლილეს გაოცებულმა ხმამ დაარღვია. - ეს რა არის, ანა სცადე? - მის ვენაზე დატოვებულ შრამებს ვერ აშორებდა თვალს. ანამ ჩანგალი დადო და ხელი მაგიდის ქვეშ დამალა. - მოკვლა რომ მეცადა ამას გავაკეთებდი კიდევაც, უბრალოდ... დაიკიდე,შენ ვერ მიხვდები. - სევდიანად გაიღიმა მაგიდის ქვემოდან ხელი ამოყო და ჭამა განაგრძო. გიორგი უბრალოდ იჯდა და ისევ ტელეფონში იყო თავით ჩაშვებული რამოდენიმეჯერ თუ ამოიხედებოდა შეჭამდა და ისევ ტელეფონში ძვრებოდა. - ანა დღეს ჩემს მეგობარს შევხვდი, ლილე და გიორგი რომელ ინსტიტუტშიც დადიან იმ ინსტიტუტის დირექტორია, ვილაპარაკეთ და მითხრა რომ მხოლოდ ერთი ტესტი გაქ დასაწერი და ჩვეულებრივად ივლი ინსტიტუტში. - გახარებულმა განუცხადა მანანამ. - მადლობა, კარგათ დავწერ ტესტს, 100% იან დაფინანსებას ავიღებ და არაფრის გადახდა არ მოგიწევს. - მადლიერი თვალებით ახედა ანამ. - რა მადლობა არ გრცხვენია? შეიძლება მე არ გამიჩენიხარ მაგრამ ჩემთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არააქვს, ჩემთვის მესამე შვილი ხარ. - ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა მანანამ გიორგის გასაგონათ რასაც გიორგის დამცინავი ღიმილი მოჰყვა. საბოლოოდ ლილემ და მანანამ თავიანთი საწოლებისკენ გასწიეს. დიდ ოთახში მხოლოდ გიორგი და ანა იყვნენ მდივანზე წამომსხდარნი. - სად მიდიხარ? - მაშინვე იკითხა ანამ როდესაც გიორგი ფეხზე წამოდგა, ენაზე იკბინა როცა გაიაზრა რომ მისი საქმე არ იყო მაგრამ ღამე მარტო ყოფნა არ უყვარდა, ინანა რომ კითხა მაგრამ უკვე გვიანი იყო გიორგის ირონიული ღიმილი აეკრა სახეზე. - რა იყო პატარა გოგო უკვე ჩემს გარეშე ყოფნა აღარ შეგიძლია. - მიუახლოვდა ანას და ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა. - ეგ რა შუაშია, უბ... უბრალოდ ღამე ვერ ვიძინებ და მომშორდი ასე ახლოს რატომ ხარ. - მკერზე ხელის კვრით გააგდო ბიჭი უკან. - წვეულებაა მაგრამ შენ პატარა ხარ ჯერ ეგეთებისთვის. - თავზე ხელი გადაუსვა თითქოს მართლა პატარა ბავშვს ეფერებოდესო. - პატარა? ამას მშობლების გათამამებული პატარა ბიჭი მუბნება რომელსაც ცხოვრების სირთულედ თავისი მოტოს გაფუჭება მიაჩნია, შენი აზრით ვის ელაპარაკები? პატრა პრინცესა არც არასდროს ვყოფილვარ. - ირონიულად აზიდა ტუჩის ცალი მხარე. - შენ საერთოდ არაფერი არ იცი ჩემს ცხოვრებაზე - გაბრაზება დაეტყო სახეზეც და ხმაზეც მაგრამ თავი მალევე მოთოკა- მე-4 კურსელების წვეულებაა და შენ პირველში ახლა შედიხარ. მანდ შენ ვერ შემხვალ. - მოგებული მზერით გაეცალა გიორგი ანას. 2 წუთში მისი მოტოს დაქოქვის და წასვლის ხმაც მოესმა ანას. - მთელი ღამე რა ვაკეთო. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და მდივანზე მოწყვეტით დაეცა. მთელი არხები რომ გადაატრიალა და საინტერესო მაინც ვერაფერი ნახა ტელევიზორში წამოდგა და სახლიდან გავიდა. ქუჩაშიც ბევრი იბოდიალა უკვე სახლში მიბრუნებას აპირებდა როდესაც მის ფეხებთან წითელი კაბრიოლეტი გაჩერდა. - გამარჯობა, გირნა წაგიყვანო? - მანქანიდან გადმოსძახა ბიჭმა. - სად უნდა წამიყვანო აქვე ვცხოვრობ. - ანას სახეშიც არ შეუხედავს ისე განაგრძო გზა. - თუ გინდა წვეულებაზე წაგიყვან, რამე ცუდი არ იფიქრო მოწყენილი ჩანხარ გაერთობი, ერთერთ ჩემს კურსელს თავისი კლუბი აქვს აქვე და მანდ ვერთობით ყველა. -ბიჭი ანას მანქანით ნელ ნელა მიყვებოდა და ცდილობდა ისე დაეპატიჟებინა რომ რამე ცუდი არ ეფიქრა. - ცუდი არც მიფიქრია, და ატვეჩაი ხარ რომ არ მოვიწყენ? - ანას ამ სიტყვებმა ბიჭი გააღიმა და მისი ღიმილი ანასაც გადასდო. - ლოყებ ჩხვლეტია ხარ? ვა რა საყვარლობაა, მიდი ჩაჯექი ატვეჩაი ვარ. - ისევ გაეღიმა ბიჭს. ანა ჩაჯდა მანქანაში, საერთოდ არც კი ადარდებდა ის ფაქტი რომ უცხოს ჩაუჯდა მანქანაში, ალბათ იმტომ რომ თავ დაცვაც და თავ დასხმაც კარგათ ქონდა განვითარებული და თავის თავს ძალიან ენდობოდა. ბიჭმა კლუბის წინ გააჩერა მანქანა, ბარიდან იმხელა ხმაური გამოდიოდა რომ მკვდარსაც გააცოცხლებდა. კლუბის წინ გიორგის მოტო რომ დაინახა ანა უფრო გახალისდა მისის გაბრაზების იდეით. - მე ნიკა მქვია და შენ რა გქვია? - ცოტა არიყოს მორცხვად იკითხა ბიჭმა. - ანა. - მოკლედ უპასუხა ანამ. - შეიძლება მე ანასტასია დაგიძახო? ეს სახელი ბავშვობიდან მომწონს. -ღიმილით უთხრა ბიჭმა. - მე კი ვერ ვიტან, გულს მირევს ამ სახელის გაგონება, ან ანა დამიძახე ან საერთოდ არ მომმართო. - ანამ თავისი შავი წარბები მაშინვე შეკრა, ანასტასიას დედამისი ეძახდა, მაშინ უყვარდა ეგ სახელი მაგრამ ახლა საშინლად აბრაზებს. - კარგი, კარგი, მშვიდად, იყოს ანა. -ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია. მანქანიდან გადავიდნენ და კლუბში ერთად შევიდნენ. ეს რამოდენიმე თვალმა მაშინვე შენიშნა, გიორგიმაც რომელიც თავის სასტავთან ერთად ოთახის კუთეში იჯდა. - ამას აქ რა უნდა. - თავისთვის წაიჩურჩულა. მაგ ხმაურში ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო მაგრამ გიორგის დაჟინებული მზერა დაიჭირეს და მისი მზერა ვისაც ეკუთვნოდა ისიც მალე იპოვნეს. - ვინ არის, იცნობ? - ყურში უყვირა ერთერთმა ძმაკაცმა. - ეს ანაა. - ისე უპასუხა რომ თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის. - ეს ის ანაა? ეჰ საწყალი გოგო შენს გამოხტომებს თუ უძლებს. - დამწუხრებით გააქნია ერთერთმა თავი. - საწყალი მეე, ნამდვილი ალქაჯია.- წაიდუდუნა გიორგიმ. - მაგრამ უნდა ვაღიარო უულამაზესია, ეს თეთრი უმკლავო ტანზე მომდგარი მაისური, ნაცრისფერი სპორტულები, შავი გრძელი თმა, შავი წარბები ეს ტატუები ხო საერთოდ გასაგიჟებლად უხდება. -ერთერთმა მათგანმა ნერწყვი ღრმად გადააგორა, გიორგის გაბრაზებული სახე და თავზე წამორტყმაც მიიღო ამისთვის. თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ არ მოეწონა სანდროსგან ანას მიმართ ასთი ინტერესის გამოჩენა. - კაი რაიყო უბრალოდ ხაზი გავუსვი რომ ძან ეშხიანია რაა, თორე შენ რომ ვერიტან ეგ გოგო მე ხო არ მომეწონება. -დაიჭყანა და ნატკენ თავზე ხელი გადაისვა. ნატამ ერთერთმა მე-4 კურსელმა შეამჩნია გიორგი როგორ დაჟინებით უმზერდა ორი წუთის წინ შემოსულ გოგონას და ნერვები აეშალა, მთელი 4 წელი თავდავიწყებით იყო მასზე შეყვარებული და რას აღარ შვებოდა რომ მისი ყურადღება მიექცია. თავისი სხეულიც ბევრჯერ შეუთავაზებია მაგრამ ერთ ღამიან ურთიერთობებზე მეტი სურდა. - ეს გოგო ვინაა? - ყვირილით კითხა დაქალებს. - რომელი? - ყვირილითვე უპასუხეს რადგან ხმაურში არაფერი არ ისმოდა. - ნიკასთან ერთად რომ შემოვიდა, ის შავგრემანი. - აათვალიერა ანა და ისევ მასზე მიშტერებულ გიორგის გახედა, რომელიც უკვე ფეხზე იდგა და ანასკენ მიდიოდა. - აზრზე არ ვარ. - უპასუხა დაქალმა. გიორგი მაჯაში წვდა ანას და ყველას თვალს მიეფარა. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -ახლოს მიიწია, დაიხარა რომ ანას სიმაღლეში გათანაბრებოდა და ყურში ჩაყვირა რომ რამე მაინც გაერო. - რავი კლუბში რას აკეთებენ ხოლმე, ვერთობი. -მხრები აიჩეჩა ანამ. - არ გითხარი შენ აქ არაფერი გესაქმება მეთქი? და იმ იდიოტთან ერთად რატომ მოხვედი, ან საიდან იცნობ საერთოდ.- გაბრაზრბას არ მალავდა გიორგი. - კარგი რა მშვენიერი ბიჭია, ქუჩაში ვიდექი და წამო კლუბშიო და კაითქო რაა, ყველაფერს რატომ აბუქებ. - ერთმა ჭიქამ რომელც 2 წუთისწინ დალია ცოტა შეათრო მაგრამ ცეკვა მოანდომა. - შენ რა მართლა 2 წლის ბავში ხარ? - უღრიალა გაბრაზებულმა- ყველას მნქანაში რატომ უჯდები, მითუმეტეს იმ სი*ს, რა იყო ასე ძალიან გინდა ქალიშვილობის დაკარგავაა? მოდი მაშინ დაგეხმარები. - მაჯაში წვდა და ტუალეტისკენ დაიძრა, ანამ რომ გაიაზრა რაც უთხრა თვალები აემღვრა მაგრამ ტირილს ნამდვილად არ აპირებდა გიორგის თანდასწრებით, თავისი ხელი გამოსტაცა და ისეთი სილა გააწნა გიორგის რომ ყურში არაფერი არ ესმოდა. გიორგიც მიხვდა რომ სისულელე უთხრა მაგრამ იმდენად გაბრაზებული იყო რომ პირველივე გამვლელს ჩაუჯდა მანქანაში რომ ბრაზს ვერ აკონტროლებდა. ანა მოტრიალდა და ბართან დაბრუნდა ხუთ წუთში გიორგიც გამოჩნდა. ანას უკვე მანდ სუნთქვა აღარ შეეძლო და გარეთ გავიდა ნიკაც უკან გაჰყვა. - ანა კარგად ხარ? ფერი არ გადევს რა გითხრა გიორგიმ ასეთი. - მშვიდად კითხა ნიკამ - არაფერი ისეთი. -უემოციოდ უპასუხა ანამ. უცებ ყურს ისეთი ნაცნობი ხმა მოხვდა რომ უცებ ყველაფერი გაითიშა ანასთვის. -ხმა გესმის ? -თვალები გაუფართოვდა ანას. - რა ხმა -დაბნეულად უპასუხა ნიკამ და უკან გაჰყვა ანას რომელიც სირბილით წავიდა კლუბის შენობის უკანა მხარეს სადაც ბნელი ქუჩები იყო. ანა მაშინვე გაქვავდა როცა დაინახა გოგო იატაკზე როგორ ეგდო და 3 საშუალო ასაკის კაცები როგორ აკავებდნენ.ერთს ხელები ეჭირა მეორეს ფეხები მესამე კი ხან პირზე უჭერდა ხელს რომ არ ეყვირა ხან კი თავის ქამარს ეწვალებოდა. გოგო განწირული ხმით კიოდა, ანა ერთი წამით გაშეშდა მაგრამ მაშინვე მოეგო გონს და ქამარს ვიც იქსნიდა იმ კაცს ფეხი სიფათში მთელი ძალით გაუქანა და მაშინვე კაციც იატაკზე აღმოჩნდა, მისი ორი ძმაკაცი კი ფეხზე წამოხტნენ და დანა გააძვრეს ჯიბეებიდან. - ანა დანა აქვთ მოდი არ ჩავერიოთ რაა. -შეშინებული ხმით დაიჩურჩულა ნიკამ. - რა არ ჩავერიო ბიჭო ეს უნდა დავაიგნორო? - კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა ლამის ნიკასაც თავ ყბა დაამტვრია. - ოო კიდევ ერთი სტუმარი გვყავსს, თან ნახე როგორი უხეშია მოდი ჩემთან მე მოგარჯულებ. - ერთეთმა მათგანმა ბენდიერი ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები და ანასკენ წავიდა, მისმა სიტყვებმა ისე გააბრაზეს რომ ერთი მუშტის მოქნევით კაცს ცხვირი გაუტეხა. გვერზე რომ მიიხედა და ნიკა ვერსად რომ ვერ დალანდა უკან მიხედვისას დაინახა როგორ მირბოდა, დანამ შეაშინა და კურდღელივით გაიქცა ჩაეცინა ანას და ცხვირ გატეხილ კაცს მეორეჯერაც ჩაახუტა მუშტი . ამ დროს მესამემ იხელთა და დანა გაუყარა ანას. ის ორი კაცი გათიშულები ეგდნენ ანა დაჭრილი კი იყო მაგრამ მაინც არ ნებდებოდა და გამწარებული ურტყამდა კაცს, ის კი 9 სიცოცხლიანი კატასავით დგებადა. კიდევ ერთხელ აპირებდა დარტყმას მაგრამ გვას ფეხი წამოკრა და იატაკზე აღმოჩნდა, ჭრილობა ისე ტკიოდა ყოველ მოძრაობაზე რომ უკვე თვალები ეხუჭებოდა. დარწმუნდა იმაში რომ ის გოგო გაიცა და თითქოს ლოდი ჩამოხსნეს გულიდანო. - კარგიაა, გავერთეთ გვეყო ახლა მორჯულების დროა, მოდი ცოტა ვისიამოვნოთ. შარვლის ქამრის შეხსნა დაიწყო და ნახევრად გათიშულ ანას მიუახლოვდა. შიშისგან აკანკალებდა მაგრამ იმის ძალას მაინც ვერ პოულობდა რომ თავი დაეცვა. ბოლო ძალები მოიკრიფა და ზემოთ მოქცეულ კაცს ფეხებ შუა ამოარტყა, კაცი დაიმანჭა და გვერდზე გადაგორდა. ანამ კი დრო იხელთა და ხოხიალით გაქცევა სცადა მაგრამ კაცი წამოეწია და აწ უკვე უფრო დასუსტებულ ანას თმაში წვდა და სულ ხოხიალით მიიყვანა კედლამდე შარვლის ქამარი შეიხდსნა, ღილიც და ანას ფეხებ შუა მოექცა. უკვე ყველანაირი იმედი რომ ქონდა ანას გადაწურული მაშინ იგრძნო როგორ მოაშორეს ეს საშინელი სხეული, გაიგო როგორ ღრიალებდა გიორგი, როგორ ურტყამდა ეგეც დაინახა როგორ უყვიროდნენ ძმაკაცები გეყო შემოგაკვდბაო, შემდეგ კი უბრალოთ თვალები დახუჭა და სიბნელემ მოიცვა ყველაფერი. გამაყრუებელმა სიჩუმემ და სრულმა სიბნელემ მოიცვ ანას გონება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.