შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life isn't so bad.


12-12-2021, 08:43
ავტორი Grdzelidze10
ნანახია 1 056

Life is not so bad
ყველაფერი დაიწყო ბარში, სადაც ნიკა მუშაობდა.
უკანა გასასვლელთან ნიკა სიგარეტს ეწევა და სამომავლო გეგმებს აწყობს როდესაც სალომე დაინახა. ნიკა ისმენდა თუ როგორ საუბრობდა სალომე, სავარაუდოდ მის შეყვარებულთან:
სალომე - არა არ მინდა შენი გამოვლა ჩემითაც წავალ სახლში, ტაქსს გამოვიძახებ ან როგორმე მივალ. შენგან არაფერი მჭირდება. (ყურმილი დაუკიდა გაბრაზებული ხმით)
ნიკა - შეყვარებული?
სალომე - კი, საკმაოდ ნერვების მომშლელია ხოლმე.
ნიკა - და ტაქსის ფული თუ დაგრჩა? ????
სალომე - რატოარა?
ნიკა- ვფიქრობ უკვე იმდენი დახარჯე ჩემს გაკეთებულ კოქტეილებში რომ, არც ისე ბევრი დაგრჩა.
სალომე - მგონი მართალი ხარ, ბევრი დავლიე????
ნიკა - დაა რას იტყვი, მე რომ წაგიყვანო?
სალომე - არა, მადლობა. ტაქსი გამოვიძახო ჯობია
ნიკა - მაშინ თქვენს შეკვეთას მე ავიღებ????
სალომე - რამდენი სამსახური გაქვს? ????
ნიკა - და სადამდე შეგიძლია დათვლა?
სალომე - კარგი, მაგრამ ბარში მუშაობას ჯერ ხო არ მორჩენილხარ?
ნიკა - რაღაცას მოვახერხებ, თანახმა ხარ?
სალომე - შეიძლება.
ნიკა - მაშინ წამომყევი, ცოტა მკაცრი კაცია ჩემი უფროსი, უნდა დავიყოლიო.
(შევიდნენ ბარში)
ნიკა - მიდი რამე სასმელი შეუკვეთე და მეც გამოვალ.
სალომე - კარგი აქვე ვიქნები.
ნიკა - გიოო, ჩამანაცვლე რა.
გიორგი - არ არის პრობლემა, მაგრამ შიგნით მოუგვარე იმას.
(ლოლიტა უფროსი)
ნიკა - ლოლიტა, გეხვეწები გავალ რა, ჩემს ძმიშვილს სიცხემ აუწია და წამლები უნდა ავუტანო.
ლოლიტა - კარგი, გიო ჩაგანაცვლებს?
ნიკა - კიი ვუთხარი უკვე.
ლოლიტა - ჭკვიანად, და გამაგებიე შენი ძმისშვილი როგორ იქნება.
ბარიდან გასვლის წინ სალომემ იკითხა.
სალომე - მეგონა რო შენი უფროსი კაცი იყო.
ნიკა - მე კიდე მეგონა რო ზმა არ მყავდა, აქამდე დედისერთა ვიყავი????

(შემდეგი სიუჟეტი მანქანაში)
ნიკა - მანქანის მართვა იცი?
სალომე - კიი მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს.
ნიკა - და მე ეგ გკითხე?
სალომე - მაშინ კი.
ნიკა - კარგი, შეგიძლია მართო მანქანა სახლამდე.
სალომე - ვაა, უკვე ნდობას ავლენ ჩემს მიმართ? და სადმე რო დავიმტვრეთ?
ნიკა - შეეცადე ფხიზლად იარო. ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ დამპირდი რო ეს ბოლო შემთხვევა იქნება.
სალომე - კარგი.
ნიკა - დარწმუნებული ხარ რო სახლში გინდა დარჩენა?
სალომე - რავი, გაქვს სხვა ვარიანტი?
ნიკა - ერთ ადგილს გაჩვენებ, დიდ ხანს არ შეგაყოვნებ.
სალომე - კარგი, ჯერ ჩემებს მაინც ბარში ვგონივარ და დრო მაქვს.
(შემდეგი სიუჟეტი "ხედი")
სალომე - ვაა, აქ ყველა ის ახალ გაცნობილი გოგო მოგყავს, ვის მოხიბვლასაც ცდილობ????? და ეუბნები რო ეს შენი საყვარელი ადგილია?
ნიკა - პირიქით, ეს ადგილი ყველაზე მეტად მძულს.
სალომე - და მაშინ რატო მოვედით აქ?
ნიკა - იმიტომ რომ გაჩვენო რატო ვფიქრობ ასე, აქ ხედავ როგორ არის გაყოფილი ერთმანეტისგან ორი რეალურად განსხვავებული სამყარო.

ნიკა - მარჯვნივ ხედავ შუქი რომ ანათებს?
სალომე - კიი და სავარაუდოდ კარგი ივენთია, ხალხი ერთობა, ცეკვავენ, სვავენ და ა. შ. მაგარია????
ნიკა - და მარცხნივ რას ხედავ?
სალომე - სიბნელეა, საერთოდ არაფერია საინტერესო, უღიმღამო ცხოვრებაა.
ნიკა - დაახლოებით სწორედ მსჯელობ. ცხოვრებაზე გავამახვილე ყურადღება, მაგრამ ბოლომდე ვერ მიხვდი. რეალურად მარცხნივ უფრო მხიარულებაა ვიდრე მარჯვნივ.
სალომე - ახლაც ვერ ვხვდები რატო ????
ნიკა - კარგი დაივიწყე, მეგობარმა დამირეკა რაღაც წვეულებაზე ვარო და წავიდეთ?
სალომე - რავი ჯერ არ მეჩქარება, ასერომ ცოტახანს კიდევ შევძლებ გავჩერდე.
ნიკა - კარგი ოღონდ ჯერ გიტარას წამოვიღებ და მერე გავიდეთ.

(შემდეგი სიუჟეტი)
სალომე - ვაა, რა ლამაზი სახლია, აუზით და თან რამხელაა.
ნიკა - ჰოო დიდი სახლია, კარგი დამელოდე და მოვალ.
ნიკა გადავიდა მანქანიდან, ფანჯარაში შეძვრა და გიტარით გადმოვიდა. სალომე ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ნიკას მანქანაში ჩაჯდომისთანავე იქაურობას სწრაფად გაეცალა.
სალომე - რაღაცას ვერ მივხვდი, შენს სახლში ფანჯრიდან რატო შედიხარ? ????
ნიკა - მე ვთქვი რო ეს ჩემი სახლია? ????
სალომე - მოიცა აბა...
ნიკა - ალბათ ვიღაცა მდიდარი ცხოვრობს შიგნით. რამდენიმე დღეა გიტარას ვთხოულობ ხოლმე, ოღონდ მათ არ იციან. მოდი ნუ ეტყვი????
სალომე - მეგონა შენი სახლი იყო, და გამიკვირდა ბარში რო მუშაობ.
ნიკა - და ჩემი სახლი რო იყოს მერე რა?
სალომე - არაფერი, არაფერი.
ნიკა - აი უკვე მოვედით.
სალომე - ეს არის ივენთი? სახლი მშვენიერია, თან აუზიც აქვს, მაგრამ ხალხი არარის.
ნიკა - აუზზე ესეთი რეაქცია რატო გაქვს?
სალომე - მეც მინდა რო საკუთარი სახლი მქონდეს აუზით, ყოველდღე წვეულებას მოვაწყობდი. და წვეულებაზე რატო არავინ არ არის?
ნიკა - ეგ იმიტო რო მე მელოდებიან. იცი დღეს ჩემი დაბადების დღეა და ჰგონიათ რო სიუპრიზს მიკეთებენ. მე კი შიგნით ჯაშუში მყავს ????
სალომე - ვაა, გილოცავ. და შუქი რატო არის ჩამქვრალი?
ნიკა - სიუპრიზის ეფექტურობისთვის, რამდენ კიტხვას სვავ ????
ნიკა მიუახლოვდა კარებს. სახლიდან ჩურჩულის ხმა ისმოდა, თუ როგორ ემზადებოდნენ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. სალომეს სთხოვა რომ კარები გაეღო და ნიკამ გაიგონა მეგობრების ხმა "სიურპრიზი", ყველას გადაეხვია, მეორე ოთახიდან დაუძახა სალომეს:
ნიკა - თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, ხალხში გაერიე და გამხიარულდები ცოტას.
სალომე - კარგი, მაგრამ აქ არავინ არის. (თქვა სიცილში გარეული შიშით)
სალომე ხედავდა რო სახლში არავინ იყო და ეს უბრალოდ ილუზიაა.

გარეთ გავიდა და პირველივე გამვლელი მანქანა გააჩერა რომ სახლში წასულიყო, ნიკაზე კი ფიქრობდა რო ზედმეტად გააფრინა.

(მეორე დღე)
მეორე დღეს სალომეს გაახსენდა რომ ბარში მოსაცმელი დარჩა და ისევ მოუწია იქ წასვლა. შედარებით ადრე, სანამ ნიკას სამუშაო დრო დაიწყებოდა. იქ კი ლოლიტა დახვდა რომელიც მის დაქალს ელაპარაკებოდა ტელეფონზე.
სალომე - გამარჯობა, თქვენ ლოლიტა ხო?
ლოლიტა - გამარჯობა, რით დაგეხმაროთ?
სალომე - წუხელ ნიკასთან ერთად ვიყავი, აქ მუშაობს როგორც ვიცი და როდის დაბრუნდება სამსახურში?
ლოლიტა - აჰა, ანუ შენ ხარ ის გოგო, ვის გამოც გუშინ მომატყუა ????
სალომე - და თუ იცოდით რო ძმა არ ჰყავდა, თავი რატო მოიტყუეთ?
ლოლიტა - ეს ერთგვარი შემუშავებული გეგმაა, მაშინ ამბობს ხოლმე როცა ვინმე კარგ გოგოს გაიცნობს და გაპარვა უნდა აქედან. მიყრუებულ ადგილას წაგიყვანა სადაც ქალაქის ხედი გაჩვენა ხო? ????
სალომე - კიი, და ეგ საიდან იცით?
ლოლიტა - შენ რა ისტორია მოგიყვა? ???? რა გგონია პირველი ხარ ვინც ეგ ადგილი ნახა?
სალომე - არ მეგონა ეგეთი თუ იქნებოდა. თან გუშინ მითხრა რომ, წვეულებაზე უნდა წავსულიყავით და სადღაც სახლში მიმიყვანა სადაც არავინ იყო. თვითონ კი ისე იქცეოდა თითქოს დაბადების დღეს ულოცავდნენ.
ლოლიტა - მაგას ყოველ თვეში დაბადების დღე როგორ აქვს. ???? ეგრე ხუმრობს ხოლმე, არ მიაქციო ყურადღება.
სალომე - არადა მანიაკს საერთოდ არ ჰგავს.
ლოლიტა - ხოო, ერთ დღეში ადამიანებს ვერ გავიცნობთ.
სალომე - და თუ მანიაკია სამსახურში რატო აჩერებ?
ლოლიტა - უბრალოდ ფლირტი მოსწონს და სამსახურში ჩვეულებრივი პროფესიონალია.
ამ დროს ნიკას სამუშაო საათებიც დაიწყო და ისიც გამოჩნდა.
ნიკა - ვაა, გოგონებო გაიცანით უკვე ერთმანეთი? რაზე ჭორაობთ?
ლოლიტა - ზოგად თემებზე, მიდი შენ გამოიცვალე.
ნიკა - პრივეტ სალო
სალომე - გაგიმარჯოს.
ლოლიტა - ბიჭო რა ქენი დილით, ისაუზმე.
ნიკა - რაიყო არ მეტყობა რამდენს ვჭამ? (რეალურად სუსტია)
ლოლიტა - შენი ძმიშვილი როგორაა?
ნიკა - დამავიწყდა რო მეთქვა, ჯერ არც დაბადებულა.
ლოლიტა - შენი ძმისშვილი თუ შენი ძმა? ????
ნიკა - რამე მარტივი მკითხე. ????
ლოლიტა - ოხ ოხ, მიდი ხელები დაიბანეთ და მოგიტანთ საჭმელს.
სალომე - ლოლიტა საუზმე შეგიძლია მეც მომიტანო?
ლოლიტა - დიახ ეხლავე.
ნიკა - რაიყო გაბრაზებული ხარ? მაპატიე გუშინ რო ვერ მოგაქციე ყურადღება, არც მახსოვს როდის წახვედი წვეულებიდან.
სალომე - ჰაჰ რა ხუმარა ხარ.
ნიკა - რაზე საუბრობდით შენ და ლოლიტა?
სალომე - არაფერზე, ისე უბრალოდ. რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ?
ნიკა - დაახლოებით 4-5 წელია.
სალომე - და ანაზღაურება მოგწონს?
ნიკა - ნუუ ბევრი არ არის მაგრამ, იმისთვის რო ვიარსებო, მყოფნის. ისე რა ლამაზი თვალები გაქვს, გუშინ ვერ დავაკვირდი.
სალომე - ეს ფლირტის ახალი ხერხებია?
ნიკა - უბრალოდ გითხარი.. დარჩები დღეს? გაჩვენებ როგორ ვმუშაობთ ბარმენები ????.
სალომე - სანამ დედაჩემი დამირეკავს, ვიქნები.
მოსაღამოვდა, ხალხის რაოდენობამ მოიმატა. სალომე ბარის კიდეში იჯდა, შეუმჩნევლად და ხედავდა რამდენი ნასვამი სტუმარი მიდიოდა ნიკასთან და უყვებოდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ. შემდეგ კი ნიკას სთავაზობდნენ რომ მათთან ერთად დაელია, ნიკა კი არასდროს სვავს. ამიტომ ნიკა ცდილობდა თავიდან აერიდებინა და სალომეს სთავაზობდა მათთან ერთად დალევას. სალომემ საკმარისზე მეტი დალია, რის გამოც გონება დაკარგა.

(შემდეგი სიუჟეტი ნიკას სახლში)
"""ამას ისედაც მიხვდებოდით, ხშირად იყენებენ რეჟისორები""
სალომე იღვიძებს და ხედავს რომ მისი კაბა სკამზე დევს, თვითონ კი სავარაუდოდ ნიკას მაისურშია. შეშინებული სახით გაიხედა კარებისკენ, საიდანაც ნიკა შემოვიდა სიცილით.
სალომე - სასაცილოა რამე?
ნიკა - არაფერი ბოდიში ???? უბრალოდ მინდა იცოდე რო ეგ შენთვითონ გამოიცვალე.
სალომე - მაგრამ მე მსგავსი არაფერი მახსოვს.
ნიკა - ჰოო სამწუხაროდ ბევრი დალიე.
სალომე - დაა ეს ვისი საწოლია?
ნიკა -ჩემი მაგრამ ნუ ღელავ, ვიცი რო ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გოგოზე ზემოქმედება არ უნდა მოვახდინო. ასერომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, მანიაკი არ ვარ.
სალომე - კიდევ კარგი.
ნიკა - შეგიძლია შხაპი მიიღო, ხალათიც იქვე დევს. როცა მორჩები შენთან წავიდეთ, საჭესთან შენ დაჯექი.
სალომე - მადლობა და ბოდიში რო ჩემი პატრონობა მოგიწია.
ნიკა - პირიქით ბოდიში, არ უნდა შემომეთავაზებინა შენთვის ამდენი სასმელი, ჩემი ბრალია ესეთ მდგომარეობაში რო ჩავარდი და ვალდებული ვიყავი ესე მოვქცეულიყავი.
სალომე - კარგი, მოვწესრიგდები და გამოვალ.
ნიკა - კარგი, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე.
სალომემ გამოფხიზლება დააპირა და თანვე დახედა ტელეფონს
(17 გამოტოვებული ზარი - ლევანი (შეყვარებული)
3 გამოტოვებული ზარი - დედა)

(შემდეგი სიუჟეტი მანქანაში)
სალომე - შენს ოთახში რო ვიყავი შემთხვევით ყუთს თვალი მოვკარი, ფულს აგროვებ?
ნიკა - ჰოო რავიცი, ცოტა მაქვს შეგროვებული.
სალომე - და რისთვის აგროვებ?
ნიკა - ეგ საერთოდ არავინ იცის.
სალომე - დაა არ გინდა რო მე მაინც მითხრა?
ნიკა - ვთქვი არავინ, ანუ არც მე ვიცი, უბრალოდ ვაგროვებ.
სალომე - საინტერესოა და როდემდე უნდა შეაგროვო?
ნიკა - სანამ სრულად არ შევავსებ.
სალომე - სრულად როდის შეგროვდება?
ნიკა - მაგას მე ვერ ვწყვეტ, ისევ ბევრ კითხვას სვავ.
სალომე - ისევ ვერ მივხვდი ???? მეც ვაგროვებ ფულს, მაგრამ შენგან განსხვავებით ვიცი რაში დავხარჯო.
ნიკა - დაა რას აპირებ მაგ ფულით
სალომე - ახალი ტელეფონი უნდა ვიყიდო, წელს გამოვიდა.
ნიკა - გეცლება დღეს საღამოს? ჩემი მეგობარი აწყობს წვეულებას, დიდი ხანია არ მინახავს და წავიდეთ.
სალომე - დარწმუნებული ხარ რო წვეულებაა?
ნიკა - კიი ????
სალომე - ხო მაგრამ დღეს შენთან ბარში ბევრი სტუმარი გყავთ და როგორ მოახერხებ?
ნიკა - რავიცი მოვიფიქრებ რამეს.
სალომე - ჰოო ტყუილები არ გიჭირს ????
ნიკა - ფანჯარა ჩამოწიე.
სალომე - რატო?
ნიკა - ირონია რო განიავდეს.
სალომე - ჰაჰ ხუმარა. სახლში შევივლი, მისამართი მომწერე და პირდაპირ იქ მოვალ.
ნიკა - ტაქსით?
სალომე - ხოო რაიყო, არ დადიან გოგონები ტაქსით?
ნიკა - როგორც იმ დღეს წახვედი ხო სახლში ტაქსით? ????
სალომე - ????????

(შემდეგი სიუჟეტი წვეულებაზე)
ნიკა - ვაა, სალომე ეს მანქანა ვის წაართვი?
სალომე - ჩემია, უბრალოდ ხშირად არ დავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ მართვის მოწმობა არ მაქვს.
ნიკა - სწორი გადაწყვეტილებაა, კარგი სევიდეთ.
(ნიკას მეგობარი ლუკა)
შიგნით დახვდათ ლუკა რომელიც თავის ძველ ნათესავს ელაპარაკებოდა.
ნიკა - ვაა, ლუკი როგორ ხარ? რამდენი ხანია არ შევხვედრივართ, მომენატრე.
ლუკა - ხო დაახლოებით 2-3 წელია, რა დრო გასულა.
ნიკა - დაიცა სასმელს მოგიტანთ.
სალომე - კი მაგრამ შენ წუხელ ბარში არ იყავი? (უპასუხოდ)
ლუკა - ვაა შეყვარებულთან ერთად მოხვედი?
სალომე - ჯერ ეგრე ვერ ვიტყოდი.
ლუკა - ანუ წაგიყვანა უკვე ხედის სანახავად.
სალომე - ამის შესახებ ყველამ იცის უკვე?
ნიკა - აბა რას ჭორაობთ, აჰა სასმელი არ გინდათ?
ლუკა - რავი შენი მეგობარი გოგო გავიცანი, (ჩაჩურჩულა) ისადა უკვე იწექით ერთად?
ნიკამ ხელი კრა და უთხრა რო მეორედ მსგავსი რამ სალომეზე აღარ ეთქვა და აივანზე გავიდნენ.
სალომე - გავიგონე რაც თქვა, მაგრამ შენს მეგობარს ესე რატო მოექეცი. მასთან შედარებით მე ხო არავინ არ ვარ? ფაქტიურად გუშინ გამიცანი, რახდება?
ნიკა - უბრალოდ...
სანამ ნიკა პასუხის გაცემას დაასრულებდა, კარზე ბრახუნის ხმა შემოესმათ.
ლევანი (სალომეს შეყვარებული) - მანქანა დავინახე გარეთ, კარები გამიღე გოგო დროზე.
სალომემ კარები გაუღო და თანვე დაიწყო აყალმაყალი.
ლევანი - ამდენი ხანია გირეკავ, გწერ და პასუხს არ მიბრუნებ რახდება?
სალომე - იმ შენმა დაქალუშკებმა გიპასუხონ, იდიოტო.
ლევანი - ვინ დაქალუშკებმა შენ ხოარ გამოშტერდი.
ამ გაწევ გამოწევაში სალომე აივნიდან გადავარდა და თავი გაიტეხა.

(შემდეგი სიუჟეტი საავადმყოფოში)
სალომე საავადმყოფოში იღვიძებს, თავზე ყინული ადევს. წვეულება დასრულდა, ლუკა კი არეულ სახლს ალაგებს.
ნიკა - სალომე გამოფხიზლდი? ცოცხალი ხარ?
სალომე - მე კიარა შენ თუ ხარ ცოცხალი?
ნიკა - ასე მარტივი რო იყოს ჩემი მოკვლა... ეჰჰ ნეტა მოვმკვდარიყავი.
სალომე - ჩემს გამო კიდევ დაგემატა პრობლემები.
ნიკა - და არ უნდა მიღირდეს?
სალომე - არვიცი ????
ნიკა - თავს როგორ გრძნობ?
სალომე - რავი ცოტა თავი მტკივა, მაგრამ გამივლის მალე.
სალომე - ყველა შენს ირგვლივ მყოფი რატო მიმანიშნებს რომ შენთან ურთიერთობა გავწყვიტო?
ნიკა - ალბათ იმიტო რო არ უნდათ დაიტანჯო.
სალომე - ვერ მივხვდი.
მედდა ესაუბრება ნიკას, როგორც სჩანს სახარბიელო მდგომარეობა არაა.
სალომე - რაზე საუბრობთ? მითხარი დროზე.
ნიკა - შენს სამომავლო მკურნალობაზე, ნუ გეშინია სერიოზული არაფერია.
სალომე - კაი ავდგები უკვე უკეთ ვარ, სახლში წაგიყვან
ნიკა - მართვას შეძლებ?
სალომე - რათქმაუნდა.

(შემდეგი სიუჟეტი) კულმინაცია ????.
სალომე ისევ ადრე მივიდა ნიკას სამსახურში.
სალომე - ლოლიტა დილამშვიდობის.
ლოლიტა - გამარჯობა, რას მიირთმევთ?
სალომე - ჯერ არაფერს, ნიკას ველოდები.
ლოლიტა - ნიკა?
სალომე - ჰო რა გაიკვირვე, მოვა უკვე სადაცაა დაიწყება მისი სამუშაო საათები.
ლოლიტა - უკაცრავად ვისზე საუბრიბთ?
სალომე - ნუ მეხუმრები ეგრე, ისედაც ვერ ვარ ხასიათზე.
ლოლიტა - ვწუხვარ მაგრამ, თუ შეკვეთა არ გსურთ უნდა დატოვოთ აქაურობა. ისედაც ცოტა ადგილი გვაქვს ცარიელი.
სალომე - ვაიმეეე, კაი აგყვები ხუმრობაში, წვენი მომიტანეთ გეთაყვა ????
ლოლიტა - ახლავე.
(ზარი ნიკასთან)
სალომე - ნიკა გაგვიანდება სამსახურში, გამო რა მალე გელოდები.
ვიღაც ქალი - უკაცრავად გეშლებათ ნომერი.
სალომე - თქვენ ვინ ბრძანდებით? ნიკა დამალაპარაკეთ.
ვიღაც ქალი - ბოდიში მაგრამ ეს ჩემი ნომერია, გიმეორებთ რო სხვაგან მოხვდით. (გაითიშა)
სალომე გარეთ გავიდა, გაოგნებული სახით მიდიოდა მანქანისკენ. რა ხდება? რატომ მეღადავება ყველა? ან ნიკამ როდის მოასწრო ყველას გაფრთხილება?ნიკასთან სახლში წავიდა, ზარი დარეკა, კარები გააღო და შიგნით არავინ დახვდა.
(ზარის ხმაზე მეზობელი გამოვიდა)
სალომე - გამარჯობა, ბოდიში ნიკას ვუკაკუნებდი კარზე და შინ არ დამხვდა, ხო არ იცით სად არის?
მეზობელი- თქვენ მელაპარაკებოდით რამდენიმე წუთის წინ მობილურზე?
სალომე - სავარაუდოდ, მაგრამ ნიკა სად არის?
მეზობელი - გოგონა აქ ნიკა არავის ჰქვია, ამ უბანში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი ვართ.
სალომე ფიქრობდა რო ისევ ეძინა და ეს ყველაფერი ესიზმრებოდა. ერთადერთი ადგილი რაზეც ფიქრობდა იყო...

(შემდეგი სიუჟეტი)
ნიკა იჯდა იმ ქვაზე საიდანაც ქალაქის ხედი ყველაზე კარგად მოჩანდა.
სალომე - სად ხარ მთელი დღეა? დაგეძებ აქეთ-იქით. ლოლიტა მაგარი მსახიობი ყოფილა ლამის დავიჯერე რო არც კი გიცნობდა ???? და ის ქალი სად იპოვე, კინაღამ გამლახა????
ნიკა - ჩამოჯექი.
სალომე - კარგი და არ ამიხსნი რა ხდება?
ნიკა - გახსოვს რა გითხარი პირველად რო აქ შევხვდით?
სალომე - კიი მაგრამ კარგად მაშინაც ვერ გავიგე.
ნიკა - წამო ჩავიდეთ ქალაქს დაგათვალიერებ.

ქალაქში არ იყო უზარმაზარი ცათამბჯენები, ქსელური მაღაზიები, ხალხს ტელეფონებიც კი არ ჰქონდათ.
ნიკა - აქ მეც პირველად ვარ, ქვემოთ არასდროს ჩამოვსულვარ.
სალომე - აი ხო გითხარი, არაფერი ხდება აქ, ცივილიზაციას მოშორებული ხალხია, უმუღამობა, სიგოიმე.
ნიკა - შენ მხოლოდ იმას უყურებ რისი დანახვაც გინდა. აბა შეხედე ბავშვებს, ქუჩაში რო დარბიან და თამაშობენ, ეტყობათ იმათ რამე რო ბედნიერები არ არიან ან ცივილიზაციიდან მოშორებას რო განიცდიან. თუნდაც იმ მოხუცებს შეხედე, დაახლოებით 50 წელია ერთად არიან და ნახე როგორ უყვართ ერთმანეთი, სახლში შეიხედე როგორ ვახშმობენ ერთად, მთელი ოჯახი. წვეულება უკეთესია? უყურო როგორ გამოთვრებიან შენი მეგობრები და ვერ ხვდებიან რას აკეთებენ? თუნდაც შენ... გახსოვს იმ საღამოს რა მოხდა, როცა ბოლო წვეთამდე დალიე? დარწმუნებული ხარ რო ჩემთან ერთად დაბრუნდი სახლში? შეეცადე დაძაბო გონება და გაიხსენო ის ყოველი დღე რომელიც ჩემთან ერთად გაატარე...
რეალურად მე შენს ცხოვრებაში არ ვვარსებობდი, მე შენი ილუზიის ნაწილი ვარ. უბრალოდ მინდოდა გენახა, რომ წვეულებებზე უკეთესი რამეც არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვსურს. და ის მოგროვებული ფული რომელიც "ჩემს" სახლში იპოვე, სინამდვილეში შენია, როგორ გამოიყენებ ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. მშვიდობით.
მადლობა ყურადღებისთვის ვინც ბოლომდე წაიკითხეთ ???????? ესე არ დასრულებულა ისტორია, უბრალოდ ფანტაზიამ მეტი ვერ გაქაჩა ჯერ ????
ავტორი: ი. გრძელიძე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent