შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია (1)


14-12-2021, 14:30
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 367

Happy birthday to you
Happy birthday to you
Happy birthday, happy birthday
Happy birthday to you
კისკისა გოგონების წკრიალა სიმღერის ხმამ მაიძულა თვალი გამეხილა, საწოლში წამოვჯექი თუ არა ჩემი შვიდი წლის ტყუპი დები, პატარა ქერათმიანი ალქაჯები მაშინვე ზედ დამახტნენ და იძულებული გამხადეს მათგან თავის თავის დასაცავად უკიდურესი ხერხისთვის, ბალიშებით ბრძოლისთვის მიმემართა, ჩემი კიდევ ერთი დაიკო 9 წლის ანა საწოლის კიდეზე იჯდა და გვიყურებდა, როცა ერთ-ერთი ტყუპის გაქანებული ბალიში პირდაპირ თავში მოხვდა ვეღარ მოითმინა და ისიც ჩაება ბრძოლაში,
- გეყოფათ, გაჩერდით და მაცადეთ ჩემს გოგონას მეთვრამეტე დაბადების დღე მივულოცო, -მამაჩვენის ვითომ გაბრაზებული ბოხი ხმის გაგონებისას სამივე ალქაჯი ჯარისკაცებივით დადგნენ სმენაზე, თავი ძლივს შევიკავე რომ მათი ცუღლუტი სახის შემხედვარე არ ავხარხარებულიყავი, საწოლიდან გადმოვბობღდი, აწეწილი თმა, მოჩაჩული პიჟამო შევისწორე და მამას ჩავეხუტე, მაგრად შემომხვია დიდი მძიმე ხელები და ერთხანს ასე ჩემს თმაში თავჩარგული გაყუჩებული იდგა, რატომღაც გული ამიჩუყდა, იშვიათი იყო მისგან ასეთი საქციელი, მოყვარული მამა იყო მაგრამ ძალიან მოუცლელი, იშვიათად ჰქონდა დრო რომ თუნდაც რამდენიმე წუთი ესაუბრა ჩემთან, ასე რომ დაბადების დღის ასეთ მოლოცვას მართლაც ძალიან ვაფასებდი.
- გილოცავ ჰანა, -მამაჩემის ზურგს უკან მდგომმა, ჩემმა ახალგაზრდა, ლამაზმა დედინაცვალმა, თბილი ხმით მომილოცა და როგორც კი მამაჩემს მოვშორდი ახლა თვითონ გადამეხვია, ლილი ანას და ტყუპების დედა იყო, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, მამამ მალევე მოიყვანა ცოლად, მე რვა წლის ვიყავი, ის კი სულ რაღაც ოცის, ეს ყველაფერი ცუდად ნამდვილად არ მიმიღია, ლილი დანახვისთანავე მომეწონა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ცოტა ხანში ანა გვაჩუქა, შემდეგ კი ტყუპები, უბედნიერესი ვიყავი როცა ორი, ერთი ციდა, ერთმანეთის მსგავსი არსება ხელში დამაჭერინა, შეიძლება ითქვას რომ დედინაცვალში გამიმართლა.
- ჰანა მე და პაბლოს შენთვის საჩუქარი გვაქვს, -გამომიცხადა მხიარული ხმით, და ეშმაკურად მომღიმარ მამაჩემს შეხედა, ჰმ, ნეტავ ახლა რაღა მოიფიქრეს, ვერ ვიტანდი მათ საჩუქრებს და სიურპრიზებს, რატომღაც ყოველთვის ახერხებდნენ საოცრად ძვირადღირებული და უგემოვნო ნივთების ყიდვას ჩემთვის, მაგრამ სხვა რა გზა იყო, ისეთი გახარებულები მიყურებდნენ ვერ ვაწყენინებდი, სახეზე ყალბი ცნობისმოყვარეობით და სიხარულით სავსე გამომეტყველება ავიკარი და მოუთმენლად მივაჩერდი.
- მეტყვით ბოლოს და ბოლოს რა ხდება?
- შეგიძლია ესპანეთში მადრიდში წახვიდე და მთელი ზაფხული იქ გაატარო, როგორც გინდოდა, სრულიად მარტო შეგიძლია წასვლა, ჩვენს გარეშე.
ოჰო, ჩემი დიდი ხნის ოცნება, ეს მართლაც საუკეთესო საჩუქარია, იმედია არაფერი ეშლებათ და ახლა არ მეტყვიან რომ რაღაც აერიათ.
- მომესმა? თქვენ რა სრულიად მარტო, მეთვალყურეების და დაცვის გარეშე მიშვებთ, თანაც მთელი ზაფხული? არ მჯერა, რა გჭირთ, კარგად ხართ?
- ჰო ასეა, გიშვებთ, უკვე დიდი გოგო ხარ და თავს მიხედავ, ხომ იცი გენდობი, მაგრამ ერთი პირობა მაქვს, ჩვენს ვილაში უნდა დარჩე, ასე უფრო მშვიდად ვიქნები, -მამაჩემი თვალებში მიყურებდა და აშკარად დაინახა ჩემს სახეზე ცვლილება, იგრძნო როგორ ვბრაზდებოდი და ცოტახანში ვიფეთქებდი, მშვენივრად მიცნობდა, ცოტა ხანს ასე მიყურა და მერე როცა არც მე მოვაცილე მზერა, დანებების ნიშნად ხელები ასწია.
- კარგი, ცდა ბედის მონახევრეა, მაგრამ რაკი არ გამომივიდა შენ სადაც გინდა იქ შეგიძლია დარჩე,
- ჰოდა ძალიან კარგი, ბებიას ბინაში დავრჩები, მაინც დაკეტილია რამდენი ხანია, ესე იგი მივდივარ? არ გადაიფიქრებთ? -ვეღარ მოვითმინე და ორივეს ერთად ჩავეხუტე.
- მიყვარხართ ორივე, საუკეთესო საჩუქარია რაც კი ჩემთვის გიჩუქებიათ, მგონი დროა ბარგის ჩალაგება დავიწყო, დაფეთებული გავვარდი გასახდელ ოთახში, კარადას ვეცი და ჩანთები გადმოვყარე,
- ჯანდაბა, არც კი ვიცი რა წავიღო, ესპანურშიც რამდენი ხანია აღარ მივარჯიშია, არა უშავს გზაში ვიმეცადინებ, -ვბუტბუტებდი და ჩანთებში უთავბოლოდ ვყრიდი ნივთებს, მხოლოდ მაშინ გავჩერდი როცა მამაჩემის და ლილის გულიანი სიცილი მომესმა,
- კარგი რა ჰანა, ასე რატომ ჩქარობ? დღეს ხომ შენი დაბადების დღეა, იქნებ მეგობრებს დაურეკო და სადმე გასართობად წახვიდე, ხვალ კი ესპანეთში გაფრინდებოდი.
- ლილი შენ მაინც იცი რომ ის გაფხორილი ინდაურები მეგობრად არ მიმაჩნია და მხოლოდ იმიტომ ვიტან რომ მამას პარტნიორების შვილები არიან, ასე რომ აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, -ჩავიბურტყუნე, ბარგის ჩალაგება გავაგრძელე და თავი ვაიძულე არ მეფიქრა იმაზე რომ მამაჩემის უზომო სიმდიდრის და მილიონების მიუხედავად არცთუ ისე სახარბიელო ცხოვრება მქონდა, მიუხედავად იმისა რომ ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახი ვიყავით, არ მყავდა ნამდვილი მეგობრები და ხშირად მიწევდა თავის მოჩვენება რომ ბედნიერი ვიყავი, იმასაც ვხვდებოდი რომ არც ჩემი ვითომ მეგობრები გიჟდებოდნენ ჩემზე მაინცდამაინც, არ ვიყავი მათნაირი გართობას, საყიდლებს და ღამის კლუბებს გადაყოლილი, არც ძვირფასი სამკაულების და ავტომობილების კოლექციები მიტაცებდა, ერთი სიტყვით, ჩვენი ინტერესები სრულიად განსხვავდებოდა და უბრალოდ ერთმანეთს ვიტანდით, ხანდახან იმდენად მიჭერდა ყელში ეს სიყალბე და საკუთარი თავის გამუდმებული კონტროლი რომ სუნთქვა მიჭირდა, ასე რომ ამ ზაფხულს ყველანაირად გამოვიყენებდი, ფაქტიურად ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდი.
* * *
აეროპორტში გვიან ღამით მარტო მივედი, კატეგორიული უარი ვთქვი რომ ვინმე გამომყოლოდა, ის კი არადა ტაქსით წამოვედი და მძღოლი და მდიდრული ავტომობილი სახლში დავტოვე, არავინ შემწინააღმდეგებია, მამა კარგად მიცნობდა და ესმოდა თუ რამდენად საჭირო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, როცა ჩვენი ‘’სასახლის’’ კარი გამოვიხურე, ქუჩაში გამობაბიჯე და ჩვეულებრივი მოკვდავივით ჩავჯექი ტაქსში, შვებით ამოვისუნთქე, ახლა კი აეროპორტში ვიყავი და რეგისტრაციას ველოდებოდი, ერთადერთი რაზეც მამა ვერ დავითანხმე, ბიზნეს კლასის ბილეთების ეკონომ კლასზე გადაცვლა იყო, სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არც მიწუწუნია, ასე გზაში უკეთ დავისვენებდი და გადავიწყებულ ესპანურშიც ვიმეცადინებდი, მომცრო ზურგჩანთა გვერდით ცარიელ სკამზე მოვათავსე, საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ცოტა ხანში მხარზე მსუბუქმა შეხებამ გამომაფხიზლა, თვალებმოჭუტულმა შევხედე ქვემოდან თავზე წამომდგარ მაიკს, მისი დანახვა არ გამკვირვებია, რომ არ მოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა, მაიკი მამაჩემის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის შვილი იყო, ჩემზე სულ რაღაც სამი წლით იყო უფროსი და უკვე ორი წელია მიმტკიცებდა რომ ვუყვარდი, არ იყო ცუდი ბიჭი, სიმპათიურიც იყო, თბილიც, ზრდილობიანიც, ის კი არადა ჩემს ვითომ მეგობრებს შორის ყველაზე მეტად ის მომწონდა, მაგრამ სიყვარული? რა სისულელეა, მაიკზე ასე ვერასდროს ვიფიქრებდი.
- უჩემოდ აპირებდი წასვლას? ისე რომ არც კი დამემშვიდობებოდი? -აშკარად ნაწყენი ჩანდა, ქვემოდან შევცინე და ჩემს გვერდით თავისუფალ სკამზე ვანიშნე რომ დამჯდარიყო.
- არავისთვის არ მითქვამს რომ მივდიოდი ასე რომ საწყენი არაფერია.
- მე არავინ ვარ? ჩვენ ხომ უკვე ორი წელია...
- ორი წელია რა მაიკ? რამე ხდება ჩვენს შორის და მე არ ვიცი? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და არც ისე ახლო რომ ერთმანეთს ანგარიში ჩავაბაროთ.
- ასე რატომ იქცევი ჰანა? -ჩამწყდარი ხმით მკთხა, შევხედე, თავჩაღუნული იჯდა და თითებს აწვალებდა, რომ გითხრათ შემეცოდათქო მოგატყუებთ, უბრალოდ რატომღაც თავი ცუდად ვიგრძენი.
- რა გინდა მაიკ? გინდა რომ მოგატყუო? ასე უკეთესი იქნება? მოდი იცი რა, თავს ტყუილად ნუ დაიტანჯავ, ჩემსა და შენს შორის არასდროს არაფერი მოხდება, ვიცი რომ შენს მშობლებს აწყობთ ჩვენი ერთად ყოფნა, მამაჩემიც არ იტყოდა უარს შენნაირ სასიძოზე მაგრამ, მართლა მაინტერესებს, მთელი ცხოვრების ისეთ ადამიანთან ერთად გატარება გიღირს ვინც შენს მიმართ არაფერს გრძნობს? აი მე მაგალითად არ მიღირს არაფრის ფასად...
ზურგჩანთა ბეჭებზე მოვიგდე და საუბარი აღარ გამიგრძელებია, უკან აღარ მიმიხედავს ისე წავედი და დავტოვე, იმედია შეიგნებს რომ არაფერი გამოვა, სულელი, როდემდე უნდა იაროს სხვის ჭკუაზე.
* * *
მცხუნვარე დილის მზით და ხალისიანი ხმაურით შემეგება მადრიდი, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გავაჩერე ტაქსი, მომცრო ჩემოდანი და ზურჩანთა შიგ შევყარე, მეც მოწყვეტით დავენარცხე უკანა სავარძელზე და მძღოლს მისამართი ვუკარნახე, სულ სხვანაირი მეჩვენებოდა ქალაქი, ალბათ იმიტომ რომ ბოლოს ძალიან დიდი ხნის ჩამოვედით აქ მე და მამა, მაშინ როდესაც ბებია კატალინა დაიღუპა, მას მერე დიდი დრო გავიდა, საზურგეს მივეყრდენი და ვერც კი გავიგე როგორ ჩამთვლიმა.
- მოვედით, -მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა, ფული გავუწოდე, ჩანთები გადმოვათრიე და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარ ძველისძველ ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას ღიმილით შევხედე, სწორედ ამ შენობის მეხუთე სართულზე იყო ბებიას ბინა სადაც მთელი ზაფხულის გატარებას ვგეგმავდი.
ლიფტი არ მუშაობდა, ამიტომაც ნელ-ნელა ფეხით ავუყევი კიბეს, მესამე სართულის ბაქანზე ვიყავი როცა ზემოდან საოცარი სისწრაფით ჩამომავალი, ახალგაზრდა, მაღალი, შავკანიანი ბიჭი შემეჯახა და კინაღამ წამაქცია, არც კი შეჩერებულა ისე გააგრძელა გზა.
- წინ იყურე იდიოტო, -ვიყვირე გაცოფებულმა.
- მაპატიეთ ძალიან მეჩქარებოდა, -ამომძახა დამტვრეული ესპანურით, უკვე მეორე სართულიდან.
- ველური, -ჩავიბურტყუნე და უკვე საშინლად დამძიმებული ჩემოდანი ახლა უკვე უხალისოდ წავახოხიალე ძველისძველ კიბეებზე, როგორც იქნა მეხუთეზეც ავაღწიე, ყავისფერი, საღებავგადაცლილი კარის წინ შევჩერდი, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და მოვარგე, ერთხანს ტყუილუბრალოდ ვცდილობდი რომ კარი გამეღო და ბოლოს მივხვდი რომ გასაღები აშკარად არ ერგებოდა, ესღა მაკლდა, ალბათ არასწორი გასაღები წამოვიღე, ამის გამო ახლა სასტუმროში მომიწევს წასვლა, ჯანდაბა, გაბრაზებულმა ხელი მთელი ძალით დავცხე კარს, ჩემოდანი ავიღე და წასასვლელად შევბრუნდი, ის იყო კიბეზე უნდა ჩამებიჯებინა რომ საკეტის ჩხაკუნი მომესმა, უკან არც კი მიმიხედავს ვიფიქრე რომ რაღაც მომეჩვენა.
- თქვენ აკაკუნებდით? შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -მომესმა ბოხი სასიამოვნო ხმა და ასოთხმოცი გრადუსით შევტრიალდი, ბებია კატალინას ბინის ღია კარში, წელსზემოთ შიშველი, წაბლისფერთმიანი ღმერთკაცი იდგა და ისე ფართოდ მიღიმოდა რომ თავისუფლად შემეძლო მისი ლამაზად ჩაწიკწიკებული ქათქათა კბილები დამეთვალა, წელსქვემოთ მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, ფეხშიშველი იყო, თვალი უნებურად გამექცა მისი იდეალური მუცლის პრესისკენ და შემდეგ სახეზე ჩამოყრილი სველი წაბლისფერი თმიდან ჩამოღვრილი წყლისგან დასველებული მკერდის და ფართო დაკუნთული მხრების თვალიერებაზე გადავედი, მკერდზე მარცხენა მხარეს უცნაური ფორმის ტატუ ჰქონდა რომელიც მხარს მიუყვებოდა, ყელზე მიცოცავდა და ყურთან მთავრდებოდა,
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -კიდევ ერთხელ მკითხა, თვალი გავუსწორე, ამჯერად აღარ იღიმოდა, მუქი შოკოლადისფერი თვალებით უცნაურად დაჟინებით მაკვირდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს შიგნით ცდილობდა შემოძრომას, გამბედაობა მოვიკრიბე, გამშრალი ტუჩები ენით მოვილოკე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
- ნამდვილად შეგიძლიათ ჩემი დახმარება, -ჩემი ხმა თვითონაც ვერ ვიცანი, -დამშვიდდი ჰანა დაწყნარდი, შევუძახე ჩემს თავს, -ისე ნუ იქცევი თითქოს წელს ზემოთ შიშველი ბიჭი არასოდეს გენახოს.
- აბა, მეტყვით რა ხდება?
- ეს შენ უნდა მითხრა ჩემს ბინაში რას აკეთებ, -გამოვუცხადე და გადაჯვარედინებული ხელები გულზე დავიკრიფე.
- შენი? რას ნიშნავს შენი? -აშკარად დაიბნა.
- ეს ბინა ჩემია, უფრო სწორად ბებიაჩემის, უფრო სწორად მისი იყო და ახლა ჩემია, -ახლა უკვე მე დავიბენი, ენა დამება და ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე.
- რაღაც ხომ არ გეშლება? ეს ბინა ჩემი მეგობრისაა, თვითონ ახლა აქ არ არის და მე და ჩვენს ორ მეგობარს უფლება მოგვცა რომ რამდენიმე კვირით აქ დავრჩენილიყავით.
უეცრად თითქოს გონება გამინათდა
- შემთხვევით შენს მეგობარს სკოტი ხომ არ ქვია? -თავი უხმოდ დამიქნია, ასეც ვიცოდი, ჩემი იდიოტი ბიძაშვილის მეტი რომ ასეთ სისულელეს ვერავინ გააკეთებდა უნდა მივმხვდარიყავი, ჩემოდანს ხელი დავავლე, ღმერთკაცი უბოდიშოდ გავწიე გვერდზე და ბინაში შევედი, მისაღებშივე მივყარე ჩანთები და დივანზე ჩამოვჯექი, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, სკოტის ნომერი ავკრიფე და ახლაღა შევამჩნიე რომ ისიც მისაღებში იყო, ისევ ისე ნახევრად შიშველი იჯდა ჩემგან ცოტა მოშორებით სავარძელში და ოდნავშესამჩნევი ღიმილით მაკვირდებოდა.
- რის გაკეთებას აპირებ? -მკითხა ბოლოს უჩვეულოდ მშვიდი ხმით.
- ახლა ჩემს ბიძაშვილს და თქვენს მეგობარს, უტვინო სკოტს დავურეკავ, ერთი კარგად შევჯორავ და ვეტყვი რომ აქედან გადადიხართ, შენ კი ჯობია ადგე და ჩაიცვა, -შევუღრინე და მის უზადო ფიგურას თვალი ავარიდე, წამოდგა, ნელი შემპარავი ნაბიჯით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
- მე ჯეისონი მქვია.
- ჰანა, -მივუგე და ხელი შევაგებე, დიდი ხელები ჰქონდა, გრძელი გრილი თითებით მაგრად ჩაბღუჯა ჩემი ხელი და მომიჭირა, წამიერად ისევ გამიშტერდა თვალი მის ტატუზე და გავოცდი, არ ვიცოდი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ ტატუ ახლა სხვანაირად გამოიყურებოდა ვიდრე ცოტა ხნის წინ, ზომა იგივე იყო მაგრამ ნახატი... ვიგრძენი როგორ დაიძაბა და თითებზე ისე მაგრად მომიჭირა რომ უნებურად ტკივილისგან შევყვირე, მაშინვე გამიშვა და უკან დაიხია.
- მაპატიე, არ მინდოდა, უნებურად მომივიდა, მე წავალ ჩავიცვამ, -ჩაილაპარაკა და თავჩაღუნული სწრაფი ნაბიჯით შევიდა ზუსტად იმ საძინებელში სადაც მე ვაპირებდი დაძინებას, გაწითლებულ თითებზე დავიხედე და თავი გადავაქნიე, ახლა სულაც ვერ ვიფიქრებდი მასზე მითუმეტეს რომ დღესვე მოუწევს აქედან წასვლა.
სკოტმა რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა, როგორც ყოველთვის მხიარული და უდარდელი ხმა ჰქონდა.
- ჰეი ბიძაშვილო როგორ ხარ? რა ხდება? აშკარად რამე სერიოზული თორემ ისე ხომ ვიცი არც კი გახსენდები ხოლმე.
- მოგკლავ სკოტ, იცოდე ცოცხალი ვერ გადამირჩები, -დავისისინე და აქედანაც კი ვიგრძენი როგორ დაიძაბა.
- რა ხდება ჰანა?
- სად ჯანდაბაში ხარ?
- ბრაზილიაში ვარ, ორ კვირაში ამერიკაში ვიქნები რამდენიმე დღით და შენც მოგინახულებ.
- ის თუ იცი ახლა მე სად ვარ? ესპანეთში, მადრიდში, ბებია კატალინას ბინაში რომელიც მე დამიტოვა...
-მეორე მხარეს სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, როცა მივხვდი რომ არაფრის თქმას არ აპირებდა ისევ მე გავაგრძელე,
- ახლავე დაურეკე შენს მეგობრებს და უთხარი სასწრაფოდ დატოვონ აქაურობა და არ გაბედო სასტუმროში წასვლა არ შემომთავაზო, მათ გამო სასტუმროებში წანწალს არ ვაპირებ.
- ჰანა ძალიან გთხოვ, -სკოტის ხმა ისე საწყალობლად ჟღერდა გული მომეწურა, -ძალიან გთხოვ არ მაიძულო რომ მეგობრებს წასვლა ვთხოვო, რომც ვთხოვო ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებ, ახლა არცერთს არ აქვს საშუალება რომ სხვა თავშესაფარი მოძებნონ.
- მაშინ მითხარი მე რა უნდა გავაკეთო?
- შეგიძლია მათთან ერთად იცხოვრო, -მითხრა და ქარიშხლის მოლოდინში გაყუჩდა.
- შენ რა სულ გააფრინე? -ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე, -ამ ბინაში სულ ორი საძინებელია და შენ გინდა რომ სამ სრულიად უცნობ მამაკაცთან ერთად ვიცხოვრო?
- ჰანა გთხოვ, ნება მომეცი აგიხსნა, სამივეს კარგად ვიცნობ და სამივეს საკუთარი თავივით ვენდობი, თორემ ხომ იცი ასეთ რამეს არ გეტყოდი, ბათო და ქერიმი სტუდენტები არიან, დამამთავრებელ კურსზე და ახლა არანაირი ფინასური საშუალება არ აქვთ რომ სხვაგან გადავიდნენ, ორივე ძალიან კარგი ბიჭია, მშვიდები, წყნარები, მათგან ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებ, ჯეისონს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია ვიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს რას საქმიანობს მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ძალიან კარგი ადამიანია, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება და გთხოვ ჯიბრში ნუ ჩაუდგები, თანაც თუ სასტუმროში წასვლა არ გინდა, ჩვენს ვილაში დარჩი ანდა სულაც ახალი ბინა იყიდე, მაგრამ თუ მაინცდამაინც მაგ ბინაში გინდა ზაფხულის გატარება მაშინ იქნებ როგორმე მორიგდე მათთან, გთხოვ, ჩემი ხათრით ჰანა, ახლა მეც სამივეს დავურეკავ და ყველაფერს ავუხსნი, ვეტყვი რომ ზედმეტად არ შეგაწუხონ და რომ ამ ზაფხულის შენთან ერთად გატარება მოუწევთ,
- კი მაგრამ სკოტ, მე...
- დიდი მადლობა საყვარელო, ვიცოდი რომ უარს არ მეტყოდი, მიყვარხარ, -მითხრა და გაპროტესტება აღარ დამაცადა, გათიშა, ტელეფონი იქვე დივანზე მივაგდე და თავი ხელებში ჩავრგე, იქნებ სკოტი მართალია და საერთოდ არ ღირს გაჯიუტება, წავალ და მართლაც ვიყიდი ბინას, ან სულაც მთლიან შენობას, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩემს ბიძაშვილს თავის მეგობრებიანად, გადავწყვიტე, წამოვდექი და ის იყო იქვე კედელთან მიყრილი ჩანთები უნდა ამეღო რომ შემოსასვლელი კარი გაიღო და ორი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, ჰმ, ალბათ ესენი არიან ის დანარჩენი ორი მეგობარი, ერთ-ერთი საშუალოზე მაღალი, გამხდარი, ათლეტური აღნაგობით, შავი სწორი თმით, შავი თვალებით და თეთრი პირისახით, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, მეორე კი თითქმის იგივენაირი აღნაგობის შავკანიანი, მოიცა ეს ხომ... ეს...
როგორც იქნა თვითონაც შემამჩნიეს და გაოცებული სახით მომიახლოვდნენ,
- გამარჯობა, შენ ალბათ ჯეისონის მეგობარი ხარ, -მომმართა შავკანიანმა და დაკვირვებით მომაჩერდა.
- მე სკოტის ბიძაშვილი ვარ, შენ კი მგონი ის ხარ ცოტა ხნის წინ კიბეზე რომ დამეჯახე და შემდეგ უკანმოუხედავად გაიქეცი, ეს იყო შენი სასწრაფო საქმე? -თვალით ლუდის ქილებით სავსე პაკეტზე ვანიშნე.
- მაპატიე, -თავი ჩაღუნა, მერე კი ხელი გამომიწოდა,
- ქერიმი
- ბათო -ახლა მეორემ გამომიწოდა ხელი ჩამოსართმევად, მგონი სკოტი მართალი იყო, ერთი შეხედვით ორივე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
- როგორც ვხედავ დანარჩენებიც გაიცანი, -უკვე ნაცნობი სასიამოვნო ხმა მომესმა და ზურგი უჩვეულოდ ახლოს მყოფი ჯეისონის სიმხურვალემ დამიწვა, -ახლა რას აპირებ? წახვალ თუ ჩვენთან ერთად აქ დარჩები?
-მისკენ შევბრუნდი, ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა, თმა მშრალი ჰქონდა და თავისუფლად ჰქონდა სახეზე ჩამოყრილი, უბრალო თეთრი მაისური და ნაცრისფერი მოკლე შორტი ეცვა და შოკოლადისფერ თვალებს არ მაშორებდა რომლებიც უცნაური მოლოდინით ჰქონდა სავსე.
- ვრჩები -თვითონაც არ ვიცი რატომ ვთქვი, ჯეისონს ჩაეღიმა თითქოსდა თავიდანვე იცოდა პასუხი და ბიჭებს გადახედა,
- რაკი ჰანა დღეიდან ჩვენთან ერთად იქნება, უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ როგორ ვიცხოვრებთ,
- ჰო კარგი იქნება, მაგრამ ეს საუბარი ცოტა ხანში იყოს კარგი? ახლა მხოლოდ დასვენება და გამოძინება მჭირდება, ძალიან დავიღალე.
მართლაც საშინლად დაღლილი ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, და ერთი სული მქონდა სანამ კარგად გამოვიძინებდი.
ჯეისონმა ერთი შემათვალიერა და აღარაფერი უთქვამს, ჩემს ჩანთებს ხელი დაავლო და იმ საძინებლისკენ გამიძღვა სადაც თვითონ ეძინა.
- შეგიძლია ჯერჯერობით ჩემი საძინებლით ისარგებლო,
- ანუ ჩემი საძინებლით.
- მოდი ჯერ დაისვენე, გამოიძინე და მერე გადავწყვიტოთ ვისი საძინებელი იქნება, -გამიღიმა და კარი შეაღო, ჩანთები იქვე მიაწყო კართან, საძინებელი მოვათვალიერე, ჩემი ნაცნობი ძველი ავეჯიდან აღარაფერი იყო დარჩენილი, ყველაფერი შეცვლილი და განახლებული იყო, უზარმაზარი ორსაწოლიანი საწოლის დანახვისას ერთბაშად ვიგრძენი დაღლილობა.
- კარადაში სუფთა თეთრეულია, თუ გინდა გამოცვლაში დაგეხმარები, -შემომთავაზა, უხმოდ გადავაქნიე თავი და კარისკენ ვანიშნე, მხრები აიჩეჩა შებრუნდა და გავიდა, ჯანდაბას თეთრეული, ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა, ფეხზე გავიხადე და ტანსაცმლიანად გავიშხლართე საწოლზე, ჩემს ადგილზე ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე გოგო ცოტათი მაინც შეშინდებოდა, ან თუ არ შეშინდებოდა საძინებლის კარს მაინც დაკეტავდა, მე კი მთელი ამ აბსურდული სიტუაციის მიუხედავად უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობდი, სანამ ჩამეძინებოდა, ნახევრად გათიშულმა ერთადერთი რაც გავიფიქრე ის იყო რომ კარგი ვქენი თეთრეული რომ არ გამოვცვალე, ჯეისონის ბალიშს საოცრად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.





- იმედია მოგეწონებათ
- ვიცი რომ ცოტა პატარა თავია მაგრამ შემდეგი თავები უფრო დიდი იქნება
- ძალიან გამიხარდება თუკი თქვენს აზრს დააფიქსირებთ
- შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ ყველა ძალიან, ძალიან მიყვარხართ



საკმაოდ საინტერესო დასაწყისია.
ველოდები შემდეგს❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ვგიჟდები შენს ისტორიებზე????????????

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
საკმაოდ საინტერესო დასაწყისია.
ველოდები შემდეგს❤


heart_eyes heart_eyes heart_eyes

სტუმარი მარი
ვგიჟდები შენს ისტორიებზე????????????


მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი Daldoni daldoni

საინტერესო დასაწყისიაა,ვნახოთ ჰანას ვოიაჟი როგორ დამთავრდება

 


№5  offline წევრი Koala°

ესეიგი შენ ისეთი მოულოდნელობებით სავსე გოგო ხარ, წინასწარ ვიცი რომ ბევრი გასაოცარი სურპრიზი მელოდება, ამიტომ წარმატებებს გისურვებ❤️ არ იჩქარო ჩვენ აქ ვართ❤️

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

Koala°
ესეიგი შენ ისეთი მოულოდნელობებით სავსე გოგო ხარ, წინასწარ ვიცი რომ ბევრი გასაოცარი სურპრიზი მელოდება, ამიტომ წარმატებებს გისურვებ❤️ არ იჩქარო ჩვენ აქ ვართ❤️


მადლობა heart_eyes ახალი თავიც ატვირთულია უკვე დაადასტურებენ ალბათ მალე

 


№7 სტუმარი 22

❤❤❤❤ უნიჭიერესი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent