შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა ღრუბელთან 2


10-07-2016, 11:52
ავტორი innako
ნანახია 1 451

04.02.2014
- მოდი ჩემო დანიელ ამ შაურმით ყველა უგზოუკვლოდ დაკარგულ ვირს გამუარჯოს!
- ნეტა შენ არ გაკლდეს.
-აუ ისე რა მაგარია ესე რომ დავმეგობრდით , ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ სიტუაციაზე.
-ღამის ორ საათზე შაურმით ჩასკდომაზე?
-კაი ჰო რა იყო ეხლა ეგ .
-გეხუმრე გოგო , გეხუმრე !
-ვიცი , ვიცი !
-სესილ!
-გისმენ ბავშვო!
- ასეთი გადარეული გოგონას უკან სევდიანი თვალები რატომ ჩანს ? ცდილობ სულ კარგ ხასიათზე იყო , სინამდვილეში კი დადარდიანებულხარ.
-...
-მომიყევი რა მოხდა , მეგობრად , ოჯახის წევრად ვთვლით ერთმანეთს , იქნებ მითხრა ყველაფერი.
-იქედან დავიწყოთ, რომ მართალი ხარ , არ ვარ „დარტყმული ახალგაზრდა“ , რომელიც სამყაროს ნათელი ფერებით უყურებს და ეს „ნიღაბი“ ალბათ ჩემმა ფიქრებმა გამოიწვია , თითქოს არცერთ ადამიანს არ უნდა მოაბეზრო თავი შენი ცუდად ყოფნით . იცი ვოცნებობ ხოლმე , რომ დეპრესიაში მყოფ სესილისთან ვინმე მოვა , დაელაპარაკება და ჩაეხუტება , მაგრამ მეშინია ცუდად ყოფნის , მეშინია ჩემ საყვარელ ადამიანებს არ მობეზრდეთ წუწუნის მოსმენა.
- სიმართლე გითხრა შენი გაცნობის დღიდან ვოცნებობდი , რომ ასე გადაგეშალა გული ჩემთვის და ერთობ ჩემთვის ამოუცნობ ადამიანს ბოლომდე ეთქვა მისი ფიქრების შესახებ , მაგრამ მაინც არ მეუბნები მიზეზს , არ გეტყობა იმ კატეგორიას ეკუთვნოდე , რომელიც ცდილობს სულ ცუდად იყოს.
- ჩემი ახლანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე ვხვდები ,რომ მეგობრების გარდა არაფერში მიმართლებს . თავს უამრავი პრობლემა მომეხვა. ოჯახური კონფლიქტები , ჯანმრთელობის პრობლემა , უიმედო სიყვარული.
-იცი მე ყველა ეგ საკითხი ეტაპობრივად გავიარე . შეგიძლია შენს უიმედო სიყვარულს ჩავეძიო?
-იცი მე ლექსებს ვწერ , არასდროს არავისთვის არ მითქვამს , მოდი ერთ -ერთს წაგიკითხავ და დაახლოებით მიხვდები რას ვგულისხმობ
-სიამოვნებით გისმენ!
-ყველა’ფერი’ა შენი დანახვა ,
მოსმენა ცივის, ხმის ტემბრის ჩუმის
ეს წამები მე სიცოცხლით მავსებს,
და სამარადჟამოდ ჩერდება წუთიც.
ყველა’ფერი მჭირს როცა ვეხები
თბილ ხელებსა თუ სახეს ნაღვლიანს,
მაგ დროს ვხვდები , რომ უშენოდ ვერ ვძლებ
სხვისთვის ცხოვრება მხოლოდ ფარსია.
ყველა’ფერზე ვარ შენთვის წამსვლელი,
„ვერ“ შემიძლია გაგიშვა „მასთან“,
მიგისაკუთრე , დაგარქვი ჩემი,
სულსაც კი მოგცემ რომ იყო კარგად.
ყველა’ფერი ხარ ჩემთვის ძვირფასო ,
მიყვარხარ ძლიერ , მტანჯველი განცდით ,
შენს იქით ჩემი სამყაროც კვდება,
თუმცაღა ამას არაფრად არ თვლი.
- მართლა არ ვიცი რა გითხრა , ნეტა გამაგებია ის ბიჭი რაზე ფიქრობს
- ეგ არ ვიცი დანი , მაგრამ იმას დანამდვილებით გეტყვი , რაზეც არ ფიქრობს
-შენზე?
-კი , ჩემზე.
-იცი მეც ვწერ ხოლმე ლექსებს , ჩანახატებს . იცი როგორ მინდა ვიცოდე ვინმეს ესეთი სიყვარულით ვუყვარდე , როგორითაც შენ ეგ ყმაწვილი გიყვარს ? მთლიან ცხოვრებას შევწირავდი , მასზე ფიქრში ალბათ ყოველ ღამეს გადავათენებდი , ის გავხდებოდი , ვინც მის ცხოვრებას დაიცავდა და გააბედნიერებდა
-ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს დანი!
-ნეტავ , ნეტავ.
10.02.2014
-გეგა ცუდად ვარ!
-ახლა რაღა მოხდა დანიელ?
-იცი ჩემნაირად მოაზროვნე გოგო ვიპოვე
-კაი მეღადავები ? ერთი დანიელი მეგონა ყავდა დედამიწას , ახლა ორი ? რა ქვია ? მომიყევი მიდი მიდი გისმენ
-სესილი ქვია და ძალიან საყვარელია
-იმ დებილ გოგოზე ამბობ ? მის სახლთან რომ ვათენებდით და ვაღამებდით?
-მის დაქალზე .
-მის დაქალზე ? აუ შენ სად ცურავ ვაფშე ბიჭო. შეგიყვარდა ?
- გაგიჟდი ? ოჯახის წევრად , დად ვთვლი. უბრალოდ მოგიყევი , რომ ბედნიერი ვარ ჩემნაირის პოვნით.
-მაშინ ცუდად რაღატო ხარ?
- ო წავედი დავიძინო.
-შარს გადაკიდებ მაგ გოგოს
-არ დავუშვებ მაგას , არასდროს.
-რავიცი დაფიქრდი მაინც ყველაფერზე
...


04.03.2014
-აუ დანი რა ლამაზი ყოფილა აქაურობა. ნეტავ აქამდე სად ვიყავით
-უკეთესი ადგილებიც არსებობს , მაგრამ წყნეთი ნამდვილად სჯობს თბილისის ჩახუთულობას.
-შენ ადგილზე აქედან არასდროს ჩამოვიდოდი
- მერე შენ რა გაგიძლებს , რომ დაიწყებ მომენატრე მომენატრეო ?
- რა ცუდი ენა გაქვს ბავშვო
-კარგი ხომ იცი როგორ მიყვარხარ რა გჭირს - თქვა დანიელმა და სესილი გულში ჩაიხუტა.
იმ მომენტში ორივე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ რატომ ამოუვარდათ გული , მაგრამ ქვეცნობიერში ალბათ ეს ყოველივე მეგობრისადმი უდიდეს სიყვარულს მიაწერეს.
...
-ეხ სესილ
-გისმენ დანიელ
-მარტო ვარ სესილი
-მარტო ხარ?
-ხო მარტო ვარ , მარტო
-არ ხარ ! მე გყავარ შენ
-შენ სხვა ხარ სესილ
-სხვა ვარ რას ნიშნავს?
-შენ მეგობარი ხარ!
-საჭირო არ არის მაინდამაინც ვინმე გიყვარდეს
-ეგ შენთვის სესილი. მე უბრალოდ ცარიელი ვარ. მორჩა
-დავიჯერო ირგვლივ არ გყავს ვინმე ნორმალური ?ვისაც ძალიან შეიყვარებ და შეუყვარდები.
-მოვრჩეთ ამ დაღეჭილი სიტყვებით ლაპარაკს. დავიძინებ
...
- მაშინკა რა გავაკეთოთ ? სერიოზული პრობლემები აქვს დანიელს.
- მე რა გითხრა გოგო ? ისევ ისე ვარ , უკვე დიდი ხანი გავიდა მისი გამოჩენიდან , მე კიდევ მასზე ვფიქრობ , სულ მასზე , ვერაფერზე ვფიქრობ სხვაზე . თითქოსდა არაფერი მოხდა , სინამდვილეში ძალიან დიდი სიცარიელე დამიტოვა. ვერ ვხვდები რა მჭირს , მგონი ძალიან შევიჭერი რომანტიკაში , მაგრამ ვერ გამოვდივარ , ვერაფერს ვაკეთებ . ვფიქრობ შევიშალე , ერთი ნახვით , არა დანახვით შემიყვარდა , ის კიდევ გაქრა .
- არ ვიცი რა გავაკეთო , რით გიშველოთ ან ერთს ან მეორეს .
- შენ მაინც ხომ გესმის ჩვენი არა ? შენ მაინც ხომ გაქვს გამოცდილი მსგავსი სიტუაცია . ლუკა სიცოცხლეს გერჩივნა , მის გამო გადმოვედით აქ , თვალი რომ მაინც მოგეკრა .
- მე ნუ მიხსნი მაშ , ვიცი რასაც გრძნობ , მაგრამ ...
- მაგრამ ის წავიდა . ვიცი სესი ვიცი.
...
04.06.2014 00:00
- happy birthday to you , happy birthday to you , happy birthday dear სესი, happy birthday to youuu
-ვაიმე ბავშვებო როგორ გამახარეთ - სესილი ვერ მალავდა იმ ემოციებს ,რომლებიც მასში მეგობრების სიურპრიზებმა გამოიწვია.
-სესილ ეს თევზები ჩემგან , უკვე გადავწყვიტე : ოსკარი და კლეოპატრა უნდა დავარქვა
- ვაიმე მაშ რა დარტყმული ხარ , ეს ჩემი ოცნება იყო .
- ვიცი დაიკო , მაგრამ მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ არის !
- აუ რა ხდება გოგო ?
-დანიელს კითხე !
-დანიელი სად არის ?
-საჰაერო ბუშტში გელოდება .
-რაა? არაა.. არა არ არსებობს ! ჩემი ბედნიერება დღეს ხდება ? ეხლა მართლა მოვკვდე შეიძლება.
-მიდი მიდი ნუღა ალოდინებ ,თორე ხო იცი , ნერვები არ აქვს კარგი , გადაგაგდებს კალათიდან .
...
- გაიცანი ეს გუგაა ჩემი ძმა , ეს დანიელი.
- სასიამოვნოა დანიელ ბევრი მსმენია შენზე.
- ანალოგიურად გუგა .
...
25.12.2014
- გამარჯობა დანიელ როგორ ხარ ?
- გუგა კარგად შენ ?
- მეც კარგად . ახალ წელს რას აპირებ ?
- რავი ჯერ არ გადამიწყვეტია რა ხდება რო ?
- გუდაურში წავიდეთ რა. შარშან გოგონები შენთან რომ წამოვიდნენ მაგარი გაგვიტყდა და წელს წამოხვიდე იქნებ
- კი არ არის პრობლემა. გამიხარდება თქვენთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა.
...
11.04.2015 20:00
- სესილ როგორ ხარ ?
- აუ რავი ცუდ ხასიათზე ვარ . შენ როგორ ხარ ?
- რა გჭირს მოხდა რამე ?
- არა ! გადავწყვიტე დღეს ცუდ ხასიათზე ყოფნა.
- გაკლია რა. გამოდით შენ და მაშინკა გარეთ. რამე ვჭამოთ მოხვალ ხასიათზე
- ბევრი ნაყინი ..
-შოკოლადით , ბევრი შოკოლადით.
-აუ იცი რაც მჭირდება
-მიდი მიდი გამოდით.
...
12.04.2015 02:00
- ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს.
- ნორმალური ხარ ? მაგის გამო გაგვაღვიძე ?
- დღეს ისეთი ემოციით მღეროდით , იმდენად ამაჟიტირეთ ვეღარ დავიძინე და გადავწყვიტე არც თქვენ დაგეძინათ.
- ძალიან დალაგებული რომ არ ხარ დანიელ თუ ხვდები ?
- კი სესილი ვხვდები , ვხვდები
- ხოდა ეხლა უფრო გამოამჟღავნე შენი შეშლილობა და ზღაპარი მომიყევი
- რეებს ღადაობ გოგო ,რა ზღაპარი მოგიყვე ვა
- კონკია
- იყო და არა იყო რა ....
-...
- სესი დაგეძინა ?
-...
- ტკბილი ძილი ჩემო პატარავ.
...



№1 სტუმარი ნათკკო

კარგია.. ველოდები შემდეგ თავს. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent