შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


19-07-2017, 01:47
ავტორი L LI
ნანახია 1 077

უკვე კარგა ხანია თორმეტს გადასცდა საათის ისრები. თითქოს ერთი ჩვეულებრივი ღამე, მაგრამ მაინც განსაკუთრებული დღის დასაწყისი. ბედნიერება მიღვივებს ტალღებად მთელს არსებაში. კადრებად მირბის თვალწინ თექვსმეტ წელში გავლილი ცხოვრება. ახლა, როდესაც საათის ისრები კარგა ხანია გადასცდნენ თორმეტს, მიყვარს თითოეული გავლილი წამი. რამდენი ცრემლი, რამდენი ღიმილი... მენატრება თითოეული ცრემლიანი, ღიმილიანი დღე და ვიცი, ვერ დავთმობ. ათასჯერ მაინც გავიმეორებდი ნებისმიერ ლამაზ, თუნდაც ცუდ დღეს. სამუდამოდ ჩავიბეჭდავ გონებაში და არასდროს გავუშვებ.

სიხარულის ცეცხლი ადნობს ყინულს ჩემს შიგნით და ღვარად მდის ცრემლი, ბედნირებისგან. ალბათ ამას ვერასდროს გადავეჩვევი. ვიზრდები, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ბავშვი დავრჩები. გული მწყდება ეს ღამე რომ ძველის დასასრულია. მიხარია, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება. ახალი ფერადი და შავი წამებით. ვიცი, ბევრი წავა, ბევრი მოვა ჩემს ცხოვრებაში. შემხვდება ბევრი უფსკრული, რომელთაც გადავლახავ. გავივლი ცხოვრების გზას და კვლავ დატრიალდება კადრებად ჩემი მოგონებები...

იჩქარე ნელა! ცხოვრების ძაფი,
ხომ ყოველდღიურად ისევ ირღვევა,
ძველი საათი და ძველი წუთი,
ხომ საოცრად მალე ილევა?

კადრს უკან ვახვევ:
თვალებიდან მდიან სიტყვები...
ისევ წარსულის მოგონებები...
გულს კი ტანჯავენ მასზე ფიქრები.

დრო გადის, კადრს უკან ვახვევ:
აი, გამოჩნდა ბედნიერი წამი.
როგორც ჩანს კიდევ გაზაფხულია,
არ შეშრობია ჯერ ბალახს ნამი.

არ შეშრობიათ ჩემს თვალებს ცრემლი-
-მარგალიტივით ამშვენებს წამწამს,
ქარი ამღერებს წარსულის სიმებს
და მგონი კადრიც იცვლება ამ წამს...

აი, გამოჩნდა შემოდგომა
და ფოთლებს მიაქვთ ბედნიერება.
მიჰქრიან ფოთლები და თან მიაქვთ,
ამ გაზაფხულის მშვენიერება.

ისევ იღვიძებს ჩემში წარსული
ვხედავ ზამთარს, ისევ სუსხიანს
გულმა გაუძლო რამდენ თოვლს!
მტანჯველს, მაგრამ ეშხიანს...

კადრს უკან ვახვევ,
წარსულიდან აწმყოში ვხვდები
თვალებიდან მდიან სიტყვები და...
ცხოვრების ახალ დინებას ვყვები.

-----------------------------------------------
ამ წამს უბედნიერესი ვარ, იმდენად ბედნიერი, რომ 12 წლის ასაკში დაწერილი საშინელი ლექსიც კი დავურთე ნაწერს :დ მიყვარხაართ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent