შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია ( 2 )


15-12-2021, 12:14
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 10 137

ტელეფონის ზარმა მაიძულა გაღვიძება, თვალები ძლივს გავახილე, უკვე ბნელოდა, ღია ფანჯრიდან, ღამის გრილი ჰაერი და ქუჩის ყრუ ხმაური შემოდიოდა, ბალიშს ჩახუტებულს მეძინა და თხელი ფუმფულა პლედი მეფარა, აშკარად მახსოვდა რომ როცა დავიძინე ეს პლედი აქ არ ყოფილა, ნეტავ ვინ დამაფარა? ის იყო ისევ მივლულე თვალები რომ კიდევ გაისმა ზარი, გაცოფებულმა დავხედე ეკრანს, სკოტი იყო.
- როგორ ხარ ბიძაშვილო? როგორ მოეწყვე?
- რა ხდება სკოტ? იქნებ როგორმე ისწავლო რომ საკუთარი თავის გარდა სხვაზეც იფიქრო.
- რა გჭირს? შხამიანი გველივით იგესლები ჰანა, არ შეიძლება ასე, ახალგაზრდა გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს, -ჩაიხითხითა და ვიღაცას დაუძახა რომ სასმელი მოეტანა.
- დაღლილი ვარ სკოტ და ვცდილობ გამოვიძინო, შენ კი აშკარად სვავ, ერთობი და ყველაფერი ფეხებზე გკიდია, რა ჯანდაბა გჭირს?
- ბოდიში თუ გაგაღვიძე, უბრალოდ მადლობის სათქმელად დაგირეკე, მადლობა რომ ბიჭებს დარჩენის უფლება მიეცი, იცოდე შენთან ვალში ვარ, ჰო მართლა, ყველას დაველაპარაკე და არ შეგაწუხებენ, შენ თუ არ გენდომება არც კი დაგელაპარაკებიან, ასე რომ მშვიდად იყავი, თანაც ყველას ძალიან მოეწონე, ქერიმი და ბათო გაგიჟებულები არიან როგორი ლამაზი ბიძაშვილი გყოლიაო.
- ჯეისონი?
- ჯეისონი? ვერ მივხვდი, ააა გასაგებია, გაინტერესებს ჯეისონი რას ფიქრობს შენზე, -ჩაეცინა, ასეც ვიცოდი, სკოტი ყოველთვის მანამდე ხვდებოდა ჩემს აზრებს და ფიქრებს სანამ მე გავიფიქრებდი, ახლა ამის ყბიდან რა ამოვა, ტვინს შემიჭამს.
- დაივიწყე, უბრალოდ გკითხე, არაფერი სერიოზული.
- კარგი, კარგი, არაფერს ვამბობ, ჯეისონს არაფერი უთქვამს, საერთოდაც ძალიან ცოტას ლაპარაკობს, თუ ასე გაინტერესებს შეგიძლია მიხვიდე და პირდაპირ ჰკითხო მოსწონხარ თუ არა, -მითხრა და სანამ ვუყვირებდი მანამდე მოასწრო და ტელეფონი გათიშა.
ერთხანს გულაღმა ვიწექი და ვფიქრობდი, მამაჩემს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგო რომ ამ პატარა, მოცუცქნულ ბინაში სამ კაცთან ერთად ვცხოვრობდი, თორემ ჯერ მე მომკლავდა და მერე სკოტს მომაყოლებდა უკან, მართალიც იქნებოდა, იქნებ შეცდომა დავუშვი რომ დავრჩი, არცერთს არ ვიცნობ, თავისუფლად შეიძლება რომელიმე მანიაკი აღმოჩნდეს, არადა არ გვანან მანიაკებს, რა სულელი ხარ ჰანა, რომელი ნამდვილი მანიაკი გავს თავიდან მანიაკს, შენიღბვა კარგად ეხერხებათ, მგონი ვგიჟდები, ჯობია ასეთ სისულელეებზე თუ აღარ ვიფიქრებ, დავასკვენი და წამოვდექი, ახლა თბილი შხაპი და ტანსაცმლის გამოცვლა მჭირდებოდა, ამ საძინებელს საკუთარი სააბაზანო ჰქონდა, სწორედ ამიტომ არ ვაპირებდი ვინმესთვის მის დათმობას, სანამ სააბაზანოსთან მივიდოდი, კარადასთან შევჩერდი რომელსაც კარზე უზარმაზარი სარკე ჰქონდა აკრული, ესე იგი ბიჭებს მოვეწონე? შუქი ავანთე და ყურადღებით შევათვალიერე საკუთარი თავი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, პატარა მკერდი, მრგვალი მკვრივი უკანალი და გრძელი სწორი ფეხები, ხორბლისფერი კანი, მუქი მოწითალო მსხვილი ტუჩები, პატარა სწორი ცხვირი, გრძელი წაბლისფერი თმა წინ გადმოვიყარე და დავაკვირდი, ზუსტად ისეთი ფერია როგორიც ჯეისონის თმაა, თვალებიც მისნაირი მუქი შოკოლადისფერი მაქვს, ფაქტიურად და ძმას ვგავართ, აი ახალი აღმოჩენა თუ გინდა ეს არის...
- რას აკეთებ ჰანა, დამშვიდდი ახლა ასეთი სისულელეების დრო არ არის, -შევუძახე ჩემს თავს და სარკეში ენა გამოვუყავი, -აბაზანაში შევედი, სუფთა პირსახოცებიც ვიპოვე და თბილი წყალი მოვუშვი, ჯეისონს აშკარად ეტყობოდა რომ სისუფთავის და წესრიგის მოყვარული იყო, ირგვლივ საოცარი სისუფთავე სუფევდა და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, სწრაფად გადავივლე წყალი, თხელი თეთრი მოკლემკლავიანი მუხლამდე სარაფანი გადავიცვი, თმა უბრალოდ ჩამოვივარცხნე და მისაღებში გავედი, გავედი თუ არა ცხვირში სასიამოვნო სურნელმა შემომიღიტინა, ღია სამზარეულოში, ქერიმი და ბათო იდგნენ და საჭმელს ამზადებდნენ, ჯეისონი არსად ჩანდა.
- მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე? -ბათომ მისალმების ნიშნად ხელი ასწია და ქვაბს მიუბრუნდა სადაც რაღაც აშკარად ძალიან გემრიელს ხრაკავდა.
- საღამო მშვიდობის ბიჭებო, სამზარეულოს მაღალ სკამზე ჩამოვჯექი და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი, -რას აკეთებთ?
- ბათო წვნიანს აკეთებს, მე კი ხორცს და კარტოფილს ვწვავ, -ქერიმმა ფართოდ გამიღიმა და თეთრი, ქათქათა კბილები გამოაჩინა.
- დაგეხმარებოდით მაგრამ წინასწარ უნდა გითხრათ რომ არაფრის კეთება არ მეხერხება, კარტოფილსაც კი ვერ ვწვავ.
- საჭირო არ არის, დღეს ჩვენ მოვამზადებთ ყველაფერს, ასე თუ ისე გამოგვდის, მერე კი თუ გინდა შენც გასწავლით მომზადებას, ისე შენ ჯეისონის მომზადებული საჭმელი უნდა ჭამო, საოცრად ამზადებს, -ქერიმმა წვრილად დაკეპილი ხორცი აშიშხინებულ ტაფაზე დაყარა და მოურია.
- ჯეისონი სად არის?
- ცოტა ხნით გავიდა, მალე მოვა.
- მოდით სანამ ვახშამს ამზადებთ, თქვენზე ცოტაოდენი რამ მომიყევით, ბოლოს და ბოლოს მთელი სამი თვე უნდა ვიცხოვროთ ერთად, აი შენ მაგალითად ქერიმ საიდან ხარ?
- ნიგერიელი ვარ, აქ დაფინანსებით ვსწავლობ, ახლა შეთავსებით პიცერიაშიც ვმუშაობ, ოჯახი ბევრი ვერაფრით მეხმარება, სამი ძმა და ორი და მყავს, ჩემს გარდაც უამრავი თავშისაცემი აქვთ, ასე რომ ვცდილობ საკუთარი ფული გამოვიმუშაო, კარგი მოსწავლე ვარ, ასე თუ ისე სამსახურიც მაქვს და შენი ბიძაშვილის წყალობით ბინაც, ბედს ნამდვილად არ ვუჩივი, -ძალიან უბრალოდ და ჩვეულებრივად საუბრობდა ამ ყველაფერზე, ამ წუთას ნამდვილად მრცხვენოდა იმიტომ რომ რაღაც უაზრო სიჯიუტის გამო ცოტა ხნის წინ ბინის ყიდვას ვაპირებდი, წარმოგიდგენიათ? ის სწავლობს და თან პიცერიაში მუშაობს ჯიბის ფულის გამო, მე კი... მე...
- შენ ბათო? შენ სადაური ხარ? -ახლა მასზე ვცადე ყურადღების გადატანა.
- მე ერთი პატარა, ლამაზი ქვეყნიდან ვარ, შენ დიდი ალბათობით არ გეცოდინება, საქართველო ჰქვია, პატარა ოჯახი მაქვს, დედა მამა და ერთი და მყავს, თხუთმეტი წლისაა.
საქართველოს გაგონებაზე უნებურად გამეცინა, გაკვირვებულმა შემომხედა.
- რა გაცინებს?
- ვიცი კი არა, არ დამიჯერებ მაგრამ ქართული გენებიც მაქვს.
- ჰოო? აშკარად შეეტყო დაინტერესება,
- დედის მხრიდან ბაბუა ქართველი მყავს, მაგრამ საქართველოში არასდროს ვყოფილვარ და არცერთ იქაურ ნათესავთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
- რატომ? ცუდი ნათესავები გყავს?
- არც კი ვიცი, ბებიაჩემი, დედის დედა უკრაინელი იყო, საქართველოში ყოფილა ორი კვირით დასასვენებლად წასული, ბაბუა იქ გაიცნო, დედა ფაქტიურად ორკვირიანი საზაფხულო რომანის ნაყოფი გახდა, ბებიამ ორსულობის შესახებ რომ შეიტყო საქართველოში წავიდა, ბაბუასგან არაფერს ითხოვდა, უბრალოდ უნდოდა მასაც გაეგო რომ შვილი ეყოლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბაბუას ცოლშვილი ჰყოლია, ჰოდა ბებია უბრალოდ გამოაგდო, ისიც კი არ დაუჯერა რომ მისგან იყო ფეხმძიმედ.
- ბოდიში მაგრამ არაკაცი ყოფილა, -ბათომ გამეტებით მოურია ქვაბს.
- ჰო ნამდვილად, მაგრამ ბებია იყო კარგი ქალი, არც კი უფიქრია ბავშვის მოშორება, ასე გაჩნდა დედაჩემი, რომ გაიზარდა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და მამაჩემი გაიცნო, დაქორწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ სანამ ავტოავარიაში დაიღუპებოდა.
- ვწუხვარ, -ერთდროულად თქვეს ქერიმმა და ბათომ და თავი დახარეს.
- არაფერია, ეს დიდი ხნის წინ იყო, -ვთქვი და გავიღიმე რათა საკუთარი თავი დამერწმუნებინა რომ მისი სიკვდილი აღარ მტკიოდა.
- მოიცა შენ თქვი რომ ეს ბებიაშენის ბინაა, ის სხვა ბებია იყო?
- ეს ბებია მამის მხრიდან მყავდა, მამა ნახევრად ესპანელი და ნახევრად იტალიელია, ასე რომ ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე და არც კი ვიცი მე ვინ გამოვდივარ.
- აჯაფსანდალი, -ჩაილაპარაკა თავისთვის ბათომ და გულიანად გადაიხარხარა.
- ვერ გავიგე რა თქვი, ეს რას ნიშნავს?
- ეს ერთგვარი კერძის სახელია, საქართველოში ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, ბევრ სხვადასხვა ბოსტნეულს ერთმანეთში ურევენ, ხრაკავენ და ხარშავენ, -შემომხედა და როცა მიხვდა რომ ვერაფერი გავიგე, ღიმილით დაამატა, -საბოლოო ჯამში მთავარი ის არის რომ ძალიან გემრიელი კერძი გამოდის, -თვალი ჩამიკრა და ქვაბს მიუბრუნდა, გამეღიმა, ახლაღა მივხვდი რისი თქმაც უნდოდა.
- რაკი საჭმლის გაკეთებაში ვერ გეხმარებით მაგიდას მაინც გავშლი, მაჩვენეთ სად არის ჭურჭელი,
ქერიმმა ტაფას თავი დაახურა, და მანიშნა გამომყევიო, მაჩვენა სად რა იდო და ისევ სამზარეულოში დატოვებულ საქმეს მიუბრუნდა, მაგიდას თეთრი ქათქათა სუფრა გადავაფარე და ჭურჭელი გავაწყვე.
- ლამაზია, -მომესმა ზურგს უკნიდან და პურით სავსე საპურე კინაღამ ხელიდან გამივარდა, -ჯეისონი ჩემს უკან იდგა ხელში ტეკილას ბოთლით, ამჯერად უბრალო, გრძელი, თხელი ნაჭრის შავი შარვალი და ფართო, ტანზე თავისუფლად მომდგარი თეთრი პერანგი ეცვა, ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მომიახლოვდა,
- ტეკილაზე რას იტყვი, ვიფიქრე რომ ლუდი არ გესიამოვნებოდა, თუკი რათქმაუნდა საერთოდ სვავ.
შეიძლება ითქვას რომ ჩემს ფიქრებს კითხულობს, ბევრს არასოდეს ვსვავდი მაგრამ ტეკილა ჩემი ფავორიტი სასმელი იყო.
- ჰო ცოტაოდენ ტეკილაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, -ვუთხარი და თვალი მისი მისი მკერდისკენ გამექცა რომელიც მოღეღილი პერანგიდან უჩანდა, ამჯერად მთლიან ტატუს ვერ ვხედავდი მაგრამ აშკარა იყო რომ კიდევ შეცლილიყო, ახლა სულ სხვანაირი იყო ვიდრე დილით.
- რას უყურებ? -მკითხა, თავი გვერდზე გადახარა და თვალი მოჭუტა, ისეთი საყვარელი იყო რომ პირი გამიშრა და ჩემს თავზე გავბრაზდი იმის გამო რომ ასე მოქმედებდა ჩემზე.
- არაფერს არ ვუყურებ, უბრალოდ თვალი გამიშტერდა და შეიძლება გთხოვო რომ ცოტაოდენი დისტანცია დავიცვათ ხოლმე?
- რატომ ჩემთან სიახლოვე გაღელვებს?
- სულაც არა, უბრალოდ არ მსიამოვნებს როცა ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ვდგავართ და ისე ვსაუბრობთ, -ჩავიღრინე გაღიზიანებულმა და უკან დავიხიე.
- კარგი შემდეგისთვის გავითვალისწინებ ხოლმე, -მითხრა ცივად, ბოთლი მაგიდაზე დადო და სამზარეულოსკენ წავიდა.
* * *
საჭმელი მართლაც ძალიან გემრიელი იყო, როგორც კი მოვრჩით, ავალაგეთ და მისაღებში ტელევიზორთან მოვკალათდით სასმლის ჭიქებით ხელში.
- შენ რას მოგვიყვები შენზე ჰანა, -ქერიმმა შემომცინა და კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა,
- რა უნდა მოგიყვეთ, არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს, მამა მყავს, დედინაცვალი და სამი პატარა და, აქ დასასვენებლად ჩამოვედი, როგორც კი საზაფხულო არდადაგები დამიმთავრდება ამერიკაში წავალ და ჩემს მოსაწყენ ცხოვრება დავუბრუნდები, -ამოვიოხრე და ქერიმს ცარიელი ჭიქა გავუწოდე რომ შეევსო.
- ახლა ჯეისონის ჯერია, მხოლოდ მას არ უთქვამს არაფერი, -ჩემს მოპირდაპირედ სავარძელში გადაწოლილ ჯეისონს შევხედე რომელიც ნელ-ნელა წრუპავდა სასმელს და არანაირ მონაწილეობას არ იღებდა საუბარში, -აბა რას გვეტყვი შენს შესახებ?
- სხვა დროს იყოს ჰანა, ახლა კი უკვე საკმაოდ ბევრი დალიე, მგონი საკმარისია, -მივხვდი როგორ ცდილობდა საუბრის სხვა თემაზე გადატანას და რატომღაც ძალიან გავბრაზდი, ესღა მაკლდა ჭკუის მასწავლებლად, წამოვდექი, ტეკილას ბოთლს ხელი დავავლე და აივანზე გავედი, გრილმა ჰაერმა თმა ამიწეწა და სასიამოვნოდ მომელამუნა გახურებულ სხეულზე, ქვის მოაჯირს დავეყრდენი და ღამის ქალაქს გავხედე,
- ძალიან ლამაზია, უსაშველოდ ლამაზი, ასე ძალიან არ უნდა მიზიდავდეს, -მომესმა და მივტრიალდი, კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ჯეისონი იდგა და არაფრისმთქმელი ცივი გამომეტყველებით მიყურებდა.
- მომეჩვენა თუ ეს მართლა თქვი? -ვკითხე და ძალიან მინდოდა რომ ღიმილით დაედასტურებინა, ეთქვა რომ ულამაზესი ვარ და ძალიან მოვწონვარ, ახლა ეს ჰაერივით მჭირდებოდა.
- რას გულისხმობ? -ისე მკითხა რომ ეჭვი შემეპარა, ნეტავ ხომ არ მომეჩვენა?
- თქვი რომ ძალიან ლამაზი ვარ და გიზიდავ.
დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები და შეეცვალა სახე, თუმცა მალევე მოერია თავს.
- მე ასეთი რამ არ მითქვამს ჰანა,
- როგორ არა, თქვი, აშკარად გავიგონე.
- გეყოფა, უკვე გითხარი რომ ზედმეტს სვავ, ალბათ სასმლის ბრალია რომ რაღაცეები გეჩვენება,
-სრულიად უემოციოდ მითხრა და შებრუნდა.
- ჯანდაბაშიც წასულხარ ჯეისონ, -ჩავიბურტყუნე და ბოთლი მოვიყუდე, მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს...
დილით უჩვეულო სიცხემ გამაღვიძა, ჯეისონის საწოლში მეძინა, ის კი მთელი სხეულით იყო მოკრული ჩემზე, თავი ჩემს მკერდზე ედო, ფეხები კი ჩემს ფეხებზე ჰქონდა მოხვეული, ერთხანს უმწეოდ ვახამხამებდი თვალებს, მერე კი როცა მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა პანიკაში ჩავვარდი და მთელი ძალით შევანჯღრიე, თუმცა ძვრა ვერ ვუყავი.
- გაიღვიძე, -ჩავყვირე ყურში.
შეიშმუშნა, მომშორდა და ისევ გააგრძელა ძილი, წამოვჯექი და როცა ვნახე რომ მეც და ისიც ტანსაცმლით ვიწექით, მივხვდი რომ მაინცდამაინც საპანიკოდ არ მქონდა საქმე, უბრალოდ თავი მისკდებოდა, ჩანთიდან შორტი და მაისური ამოვიღე და აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი, ქერიმი და ბათო ჟურნალების მაგიდასთან ისხდნენ ფეხმოთხმით და რაღაც თეთრ წვნიანს შეექცეოდნენ, უღონოდ დავეხეთქე მათ გვერდით და თავი ხელებში ჩავრგე.
- ცუდად ხარ? -შემეკითხა ბათო, -უხმოდ დავუქნიე თავი,
- ამდენი არ უნდა დაგელია დამტუქსა ქერიმმა, -ახლა კი წვნიანს მოგიტან, ცოტა შეხვრიპე და მაშინვე კარგად გახდები.
- კარგი რა, რა დროს წვნიანია, -ძლივს ამოვილუღლუღე.
- მე გავაკეთე, გარწმუნებ მოგეწონება, -ბათომ ქერიმს თვალით ანიშნა დაუსხიო.
- დილა მშვიდობის, -ჯეისონი გვერდით მომიჯდა და მაგიდაზე მხიარულად აათამაშა გრძელი თითები, მშვენივრად გამოიყურებოდა, ჩვენგან განსხვავებით არაფერი ეტყობოდა და თავს აშკარად ძალიან კარგად გრძნობდა, მე კი მისი სიახლოვე და შხაპის გელის გრილი სურნელი თავბრუს მახვევდა,
- კარგ დროს მოხვედი, შენთან კითხვა მაქვს, არ მეტყვი რატომ გეძინა ჩემს საწოლში?
- ის ჩემი საწოლია და არა შენი, -მითხრა და მხიარულად შემომცინა, დღეს აშკარად კარგ ხასიათზე იყო, დღევანდელი ჯეისონი რადიკალურად განსხვავდებოდა წუხანდელისგან.
- რა მნიშვნელობა აქვს ვისია, ერთად რატომ გვეძინა?
- შენ რა მართლა არაფერი გახსოვს? -გაიკვირვა ბათომ, -წუხელის ვილაპარაკეთ ვინ სად უნდა დავწოლილიყავით და შენ ჯეისონს სთხოვე რომ ერთ ოთახში დაგეძინათ.
- ნამდვილად ასე იყო, -დაუდასტურა ჯეისონმა, -ისე ძალიან მთხოვე უარი ვერ გითხარი, მეხვეწებოდი ჩემს საწოლში დაწექიო, ჰოდა მეც დაგთანხმდი, მისაღებში დივანი ძალიან მაგარია და არანაირი სურვილი არ მქონდა რომ მთელი ღამე მაგ დივანზე გამეტარებინა.
- მეხუმრებით არა? -აწითლებული სახე ხელებში ჩავრგე, -აღარასოდეს აღარ დავლევ ამდენს.
- ჰო, ამდენი აღარ დალიო და თუ ჩვენთან ერთად არ იქნები საერთოდ არ დალიო, თუ არ გინდა რომ რამე შარს გადაეყარო, -გამომიცხადა ჯეისონმა სერიოზული ხმით და წამოდგა.
- მე გავდივარ და გვიან საღამოს მოვალ, -დაიბარა და წავიდა, -ძალიან მინდოდა მეკითხა სად მიდიოდა მაგრამ ვერ გავბედე, ისედაც წუხანდელის გამო სირცხვილისგან ვიწვოდი.
- ისე მინდა გითხრა რომ საშინლად გძინავს, ფეხებს მირტყავდი და ძილში ლაპარაკობდი, მთელი ღამე არ დამაძინე, -მომაძახა უკვე გასასვლელთან მისულმა და როცა ჩემს აჭარხლებულ და გაბრაზებულ სახეს შეავლო თვალი, ჩაეცინა და სასწრაფოდ გაიხურა კარი, სირცხვილისგან აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
- კარგი რა ჰანა, -ბათოს ნამდვილად არ გამოპარვია ჩემი მდგომარეობა, -ასეთი რამ ერთხელ მაინც ყველას მოსვლია, რა პრობლემაა.
- ყველას, მაგრამ არა მე, ამდენს არასდროს ვსვავ, არც კი ვიცი რა დამემართა,
- მე ვიცი რაც დაგემართა, -ჩაიხითხითა ქერიმმა, მაგ რაღაცას ჯეისონი ჰქვია,
- კარგი რა ნუ აზვიადებთ, რა შუაშია ჯეისონი და საერთოდაც მეც მივდივარ, ქალაქში გავივლი, რაღაცეები მაქვს საყიდელი, წვნიანისთვის მადლობა, გემრიელი იყო, -მათი ეშმაკურად მომღიმარი სახეებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, საძინებლისკენ წავედი რომ გამომეცვალა.
- გინდა ჩვენც გამოგყვეთ საყიდლებზე? -მომაძახა ქერიმმა, ჰმ, რატომაც არა, რამდენი ხანია მადრიდში არ ვყოფილვარ, ისინი კი აქ ცხოვრობენ და ყოველ კუთხე-კუნჭულს იცნობენ, უაზროდ ბოდიალს და რაღაცეების ძებნას ნამდვილად მერჩივნა მათთან ერთად საყიდლებზე სიარული.
- გაემზადეთ, ხუთ წუთში გამოვალ, -ვუთხარი და საძინებლში შევიკეტე.
* * *
მთელი დღე ისე გავიდა ჯეისონი არც კი გამხსენებია, ბიჭები მოწყენის და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდნენ, ხუმრობდნენ, მართობდნენ, სავაჭრო ცენტრში პატარა სულელი ბავშვებივით დასდევდნენ ერთმანეთს, სკოტი მართალი აღმოჩნდა, ორივე ძალიან საყვარელი, ზრდილობიანი და კომუნიკაბელური იყო, უამრავი სხვადასხვა ადგილი მოვიარეთ, მათი პროტესტის მიუხედავად მათთვისაც შევიძინე რაღაცეები და ბოლოს ერთნაირ ფერად მაისურებში გამოწყობილები და უამრავი პაკეტით დატვირთულები სანაყინეში ვიტრინასთან ჩამოვჯექით, ქერიმმა ნაყინის ფერადი ბურთულებით სავსე უზარმაზარი ჭიქები მოიტანა, საზურგეს მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
- დაიღალე? თუ გინდა ნაყინს რომ შეჭამ მაშინვე წავიდეთ სახლში, -ქერიმის თბილი და ყურადღებიანი ტონი ძალიან მესიამოვნა, თავი ასე კარგად არასოდეს მიგრძვნია, პირველად ხდებოდა ასე, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ იყვნენ ჩემს გვერდით რომ ეს აწყობდათ, უბრალოდ სიამოვნებდათ ჩემთან ერთად ყოფნა,
პირველად ვსუნთქავდი ასე თავისუფლად, ვუყურებდი როგორ ჭამდნენ ნაყინს, როგორ ეხუმრებოდნენ ერთმანეთს და კაფეში შემოსულ გოგონებს მალულად თვალს აყოლებდნენ, როგორი ლაღები იყვნენ, როგორი თავისუფლები, დამოუკიდებლები, მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ, ცოტათი მშურდა კიდეც მათი.
- მადლობა მინდა გითხრათ ბიჭებო რომ წამომყევით, უთქვენოდ ალბათ ძალიან მოვიწყენდი,
-გულწრფელად ვუთხარი და საპასუხო ღიმილმაც არ დააყოვნა.
- პირიქით ჩვენ უნდა გითხრათ მადლობა, ამდენი ტანსაცმელი ერთად არასდროს მიყიდია, -ქერიმმა პაკეტებზე მანიშნა თავით, -არ იყო საჭირო, ჩვენს გამო მართლა ძალიან დაიხარჯე.
- კარგი რა, რა მადლობა, სალაპარაკოდაც არ ღირს, თანაც ჯერ არ დაგვიმთავრებია საყიდლები,
- კიდევ რის ყიდვას აპირებ? -ბათომ გაკვირვებულმა შემომხედა.
- სახლისთვის პროდუქტები უნდა ვიყიდოთ, ბოლოს და ბოლოს სამი თვე ერთად უნდა ვიცხოვროთ და ხარჯები უნდა გავინაწილოთ ხოლმე.
- აი ეგ კი ნამდვილად აღარ არის საჭირო, ჩვენ ისედაც ყველაფერს ვყიდულობთ ხოლმე, უფრო სწორად თითქმის ყოველთვის ყველაფერს ჯეისონი ყიდულობს რაც სახლში გვჭირდება, ჩვენ მხოლოდ გადასახადებში ვეხმარებით.
- დიდი ხანია ჯეისონს იცნობთ? -ვკითხე და ყველანაირად ვეცადე რამე განსაკუთრებული ინტერესი არ შეეტყოთ ჩემთვის.
- თითქმის ორი წელია ვმეგობრობთ, სკოტი შედარებით დიდი ხანია იცნობს.
- ვინ არის? რას საქმიანობს? -შევამჩნიე როგორ გადახედა ბათომ ქერიმს, ქერიმმა კი მხრები აიჩეჩა.
- როგორ გითხრა, ჯეისონი ძალიან განსხვავებული ადამიანია, ძნელია მასზე რამე თქვა, არც მის ოჯახზე ვიცით რამე და არც ახლობლებზე, ვიცით მხოლოდ ის რაც მას უნდა რომ ვიცოდეთ, მაგრამ კარგი მეგობარია, ისეთი რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო, ყოველთვის ჩვენს გვერდითაა როცა გვჭირდება, არ არსებობს რამე სთხოვო და არ შეგისრულოს.
- ესე იგი არ იცით ვინ არის, სად სწავლობს ან მუშაობს, საიდან აქვს შემოსავალი, ყავს თუ არა ოჯახი, მაგრამ მაინც თვალდახუჭული ენდობით?
- ჰო ასეთია ჩვენი ჯეისონი, -ბათომ გამიღიმა და მის თვალებში აციმციმებულმა ნაპერწკლებმა მიმახვედრა რომ მშვენივრად გაიგო რა მიზანსაც ემსახურებოდა ჩემი დაკითხვა, -აი ნახავ, უფრო ახლოს გაიცნობ და მიხვდები რომ ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას და სიყვარულს.
- ჰო ვნახოთ როგორ წავა საქმე, -დავნებდი და ხელები ავწიე, -ოღონდ ხარჯებზე ვერ დაგეთანხმებით, მინდა მეც რამე გავაკეთო თქვენთვის.
- შენ უბრალოდ ჩვენი სტუმარი იქნები და ჩვენ მოგხედავთ, ეს არის და ეს.
- სტუმარი? -ჩაიფხუკუნა ქერიმმა, -მგონი სტუმრები ჩვენ უფრო ვართ,
- ჰო ცოტა არ იყოს უცნაური სიტუაცია გვაქვს, -დაეთანხმა ბათო და თავისი ჭიქა მომიწია, როგორც ვხედავ შოკოლადის ნაყინი გყვარებია, შენი მთლად ამოგიჭამია, ჩემი ჭიქიდან გადაიღე, -ის იყო ტუჩები მსუნაგი ბავშვივით მოვილოკე და კოვზი მოვიმარჯვე რომ ქუჩაში ჯეისონი დავინახე და თვალი ვეღარ მოვაშორე, მაღალ, ქერათმიან, ულამაზეს ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო, პირდაპირ ჩვენი სანაყინის წინ შეჩერდნენ, რაღაცაზე გაცხარებულები საუბრობდნენ, ქალი ცდილობდა რაღაც აეხსნა, ჯეისონი აშკარად არ ეთანხმებოდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ, სახიფათოდ ახლოს... ქალს ხელი მის მხარზე ედო და მკერდით თითქმის მის მკერდს ეხებოდა.
- ეი ქერიმ შეხედე, ეს ხომ ჯეისონია, -ბათოს გაოცებულმა ხმამ მიმახვედრა რომ მათაც ჩემსავით გაუკვირდათ მისი დანახვა,
- თანაც რა მაგარ ქალთან ერთად არის, -ქერიმს ლამის ყბა ჩამოუვარდა,
- ასე ძალიან რა გაგიკვირდათ ვერ ვხვდები? -მართლაც არ მესმოდა, ეს ხომ ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, სიმპათიური ბიჭი ლამაზ გოგოსთან ერთად.
- არ დაგვიჯერებ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი სცენაა, ჯეისონი არასდროს არსად ჩნდება ქალთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ უამრავ გოგოს მოსწონს, მასზე გიჟდებიან, თუმცა ის ყურადღებას არავის აქცევს,
- რატომ გეია? -ვიკითხე და თან გულში ღმერთს შევთხოვე რომ დადებითი პასუხი არ მომესმინა, ბათომ სიცილი ვერ შეიკავა,
- კარგი რა ჰანა, მართლა ვერაფერს ხვდები? როცა დავინახეთ როგორ გიყურებდა, მე და ქერიმი მაშინვე მივხვდით რომ მოსწონხარ, ასე რომ ნუ გეშინია გეი არ არის.
შვებით ამოვისუნთქე, იმაზე არც კი მიფიქრია რომ ახლა ალბათ ჭარხალივით წითელი ვიყავი და უფრო დაკვირვებით მივაშტერდი წყვილს, როგორც ჩანს რაღაცაზე შეთანხმდნენ, ქალი მოეხვია, გაუღიმა და ლოყაზე აკოცა, მერე კი მომავალ ტაქსს დაუქნია ხელი, ჯეისონი ერთხანს ჩვენგან ზურგით იდგა და მიმავალ ავტომობილს უყურებდა, მერე კი ჩვენსკენ შემობრუნდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა, ისე გამიღიმა მივხვდი რომ ოდნავადაც არ გაკვირვებია ჩვენი დანახვა.
- მოგენატრე? -მომესმა მისი ხმა და გაოცებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, ის ჯერ კიდევ ქუჩაში იდგა და მე იქიდან აქ ვერანაირად ვერ გავიგებდი მის ხმას, დაბნეული მივაშტერდი, ჩაეცინა, ერთხანს ასე გვერდზე თავგადაგდებული, საოცრად მომხიბვლელი და დამაბნეველი ღიმილით მიყურებდა და მერე შესასვლელისკენ წამოვიდა...



კითხვა - რა არსებაა ჯეისონი? ან ეს ტატუები რატომ იცვლის ფორმას?
ისე გამიხარდა ბათო ქართველი რომ არის, შენ ვერ წარმოიდგენ heart_eyes

 


№2  offline წევრი Life is beautiful

მისი ფიქრები ესმის?
საოცრება პირდაპირ. :დ

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
კითხვა - რა არსებაა ჯეისონი? ან ეს ტატუები რატომ იცვლის ფორმას?
ისე გამიხარდა ბათო ქართველი რომ არის, შენ ვერ წარმოიდგენ heart_eyes


თავიდან არ ვფიქრობდი ბათოზე მაგრამ მერე მივხვდი რომ მოუხდებოდა სიტუაციას

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

აუ ძალიან კარგია. როგორც ვხვდები ჯეისონის ფიქრებს სულ ადვილად კითხულობს ჩვენი აჯაფსანდალი გოგოო. ვინაა ჯეისონი. ამ კითხვაზე ალბათ ნ ლნელა გავიგებთ პასუხს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent