კავშირი სიბნელისა და სინათლის (II თავი)
ეს თავი წინასთან შედარებით ცოტა პატარა იქნება თორეიდინი ონთადორს გაუძღვა. საღამოს ცივ ნიავში, თავზე ვარსკვლავები და მთვარე დანათოდათ, ხოლო ტყის გზებს ენდერის ყვავილების კაშკაშა სინათლე უკვალავდათ, ფოთლების შრიალი და სადღაც შორიდან კი, სანადიროდ გამოსული ბუს ხმა მოისმოდა. მალევე მიუახლოვდნენ გამოქვაბულს, რომელიც ელფების საიდუმლო მაგიით იყო დალუქული, თორეიდინმა მისი მაგია გამოიყენა გამოქვაბულში შესასვლელად. გამოქვაბული ულამაზესი იყო, მის შუაგულში პატარა ტბა იყო, ხოლო ტბის გარშემო უამრავი ძვირფასი ქვა: ამეთვისტო, აკვამარინი, საფირონი, პერიდოტი, ციტრინი, ოპალი... ქვები ბრწყინავდნენ და ტბის გარშემო სინათლეს წარმოქმნიდნენ., ქვებს შორის იყო ელეინდერის ქვა, რომელიც ელეინდერში მცხოვრები ელფებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო მათი სამეფოს ძლიერების და დაუმარცხებელი სულის სიმბოლო. ქვა მუქი ალოსფერი იყო, ხოლო შიგნით ოქროსფრად იყო დაწინწკლული. თორეიდინმა მისი მოსასხამი მოიხსნა და ტბის ნაპირას დააფინა, ონთანდორს ხელის მოძრაობით ანიშნა, რომ დაწოლილიყო, თვითონ კი ტბისკენ წავიდა. ონთანდორმა მისი ხმალი და დაფლეთილი მოსასხამი მოიხსნა, შემდეგ კი თორეიდინის მოსასხამზე დაჯდა. თორეიდინმა ამეთვისტოზე მოთავსებული ხის სასმისი აიღო და ტბიდან წყალი შეავსო. ადრე იყენებდნენ ხოლმე ამ ადგილს თავშესაფარის სახით, თუ კი მოწინააღმდეგე მხარის ელფები მათ სასახლემდე მოაღწევდნენ ხოლმე. თორეიდინი ხშირად არ დადიოდა ამ ადგილას, მაგრამ რაც თავი ახსოვს ტბის შუაში ორო ოქროს თევზი დაცურავდა, ახლა ისინი იქ აღარ იყვნენ... ამ ფაქტმა თორეიდინი ოდნავ დაასევდიანა, პატარაობაში უყვარდა ამ ადგილას მოსვლა და თევზების ყურება. თორეიდინი ონთადორთან დაბრუნდა და სასმისი მიაწოდა, ონთანდორმაც გამოართვა და წყალი დალია, ამასობაში თორეიდინმა ონთანდორის ჭრილობებს სინათლეზე უკეთესად შეავლო თვალი. ონთანდორს ანიშნა რომ ზედა გაეხადა, თვითონ კი მკლავები აიწია და მის გვერდით მუხლებზე დადგა: -მამაჩემივით კარგად არ ვიცი სამედიცინო მაგია, -თბილი ღიმილით უთხრა თორეიდინმა- ამიტომ შეიძლება ეს ორი დღე გაგრძელდეს, მაგრამ გპირდები როგორც კი მორჩება, აღარაფერი შეგაწუხებს. -ელფს არაფერი უპასუხია, ამიტომ თორეიდინმა განაგრძო- მე დრო და დრო წასვლა მომიწევს ხოლმე, არ მინდა ჩემებმა ძებნა დამიწყონ. ელფს ისევ არაფერი უპასუხია. თორეიდინმა, უკვე შიშველ ტანზე შეავლო მის ჭრილობებს თვალი, ზოგი ძველი იყო... მიუხედავად ელფების რეგენერაციის უნარისა, შეხორცება ვერ მოუხერხებიათ, ზოგიც ახალი იყო. როგორც ჩანს დიდი ხნის მეომარი იყო. მის ჭრილობებს იისფერი ერიათ, ელიმით მოწამლული ხმლებით იყო მიყენებული ჭრილობები, გასაკვირი არაა რომ ასე მძიმედ იყო, სამედიცინო მაგიას თუ არ ფლობ ამ საწამლავს ვერ გაანეიტრალებ. ეს საწამლავი მხოლოდ კარტენდერში მოიპოვებოდა, რომელიც მის სამეფოში იყო... ონთანდორი მოწინააღმდეგე მხარიდან იყო? თორეიდინს თვალები გაუფართოვდა და ცოტახანს მიწას დაყურებდა. მათ უამრავი მისთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მამამისიც მათ გამო მოკვდა... იმის გამო რომ გაუამძღრები და ძალაუფლების მოყავრულები იყვნენ... ახლა კი მან ერთერთ მათგანს შესთავაზა დახმარება? თორეიდინს მის თავზე გაეცინა. თორეიდინმა იგრძნო ონთანდორის თვალები და მისკენ აიხედა. თორეიდინის ოცნება ბავშვობიდან ამ ომის დასრულება იყო, იქნებ ეს მართლაც შესაძლებელი იყო, უნდა ეცადა მაინც. რა მნიშვნელობა ქონდა რომელი მხარიდან იყო, ის დაჭრილი იყო და დახმარება ჭირდებოდა. თორეიდინმა თავისი სამედიცინო მაგია გამოიყენა და ელფს ხელი ჭრილობაზე დაადო. მისი მაგია ელფის სხეულში აღწევდა და სითბოს ღვრიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულში ციოდა ელფის სხეულმა გათბობა და მოდუნება დაიწყო, ცოტახანში ტკივილს ვერ გრძნობდა, მხოლოდ ძილის სურვილი ქონდა, ონთანდორმა თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა. თორეიდინმა ჩუმად გააგრძელა ელფის განკურნვა, როცა მის ლიმიტს მიაღწია მისი ხელი ელფს მოაცილა და ფეხზე წამოდგა, ელფს მეორე მოსასხამი მიაფარა, თვითონ კი ტბის პირას დაჯდა. თავს უცნაურად გრძნობდა იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეს დაეხმარა. მძინარე ელფს გახედა, შემდეგ კი ტბის სიღრმეში ჩაიხედა. იქნებ სწორად მოიქცა... ონთანდორმა იცოდა, რომ მოწინააღმდეგის მიწაზე იმყოფებოდა, თუმცა მაინც ენდო თორეიდინს და მისცა იმის უფლება მისთვის ემკურნალა, იცოდა რომ მედიცინაში გარკვეული იყო და მიხვდებოდა რითი იყო მოწამლული, მაგრამ მაინც მისცა უფმება ენახა მისი ჭრილობები. რატომ გააკეთა ეს? იქნებ თორეიდინის ოცნებას ახდენა ეწერა? იქნებ შესაძლებელი იყო ისევ გაერთიანებულიყო ელფთა სამეფო, ახლა ხომ გაერთიანდნენ ონთანდორი და ის, მაშინ რატომ არ იყო შესაძლებელი ორ მხარეს შოროსაც ამგვარი მშვიდობის დამყარება... თორეიდინი ფეხზე წამოდგა და გამოქვაბულის კუთხეში დაჯდა, თავი კედელს მიაყრდნო და თვალები დახუჭა, დაღლილი იყო და ძილი არ აწყენდა, თუმცა მის გონებაში უამრავი ფიქრი ტრიალებდა. ამ ფიქრებთან ერთად მალევე ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.